From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-23.12.2019
Received On : 23.12.2019 08:43
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 23.12.2019

 

ტელევიზია

23.12.2019                                    

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარკვეული გარდაქმნები გასული კვირის ბოლოს დააანონსა. ეკატერინე ტიკარაძე საავადმყოფოს ფინანსურ დახმარებასაც დაჰპირდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე აცხადებს, რომ გეგმაში არის საავადმყოფოს რეაბილიტაციაც. მისივე თქმით, იმ გეგმით, რაც სამინისტროს აქვს, ასევე იმ ინტელექტუალური რესურსით, რომელიც კლინიკას აქვს, რესპუბლიკური საავადმყოფო კონკურენტუნარიანი გახდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6565446

---

 

23.12.2019                                    

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

ჯანდაცვის ხარჯების პოტიმიზაციასთან დაკავშირებით გასულ კვირას კონსულტაციები განახლდა 520-ე დადგენილებასთან მიმართებაში. ჯანდაცვის მინისტრი მედიასთან ატიურად გამოჩნდა, თუმცა პარლამენტში მისი ანგარიშის მოსმენა პარლამენტარებმა ვერ მოახერხეს. ჯანდაცვის მინისტრი სექტორთან შეხვედრებს იწყებს. მისი მოადგილე, თამარ გაბუნია ადასტურებს, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე, სელექტიური კონტრაქტების პირობებიც განიხილება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6565437

---

 

23.12.2019                                    

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში რჩება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6565436

---

 

22.12.2019                                    

არხი: I არხი                                  

გადაცემა: ახალი კვირა

გარდაცვლილი მოზარდის საქმე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6565292

იმედი - იმედის კვირა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6565271

---

 

21.12.2019                                    

არხი: მთავარი არხი

გადაცემა: მთავარი ამბები 21:00

საზარელი ტრაგედია ხობში. დედა, რომელსაც ჩვილი დაეღუპა ამ დრომდე უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. 8 დღის გოგონას გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს, რომლებმაც სათანადოდ ვერ შეაფასეს მდგომარეობა. დაგვიანებულმა მშობიარობამ კი ახალშობილის სიცოცხლე შეიწირა. როგორც ირკვევა მდგომარეობის გართულების შემდეგ საკუთარი ფეხით კლინიკაში მისულ მშობიარე ქალს საავადმყოფოში ექიმები არ დახვდნენ. არაფერი იცოდა საკუთარი პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შესახებ მედიკოსმა, რომელმაც მშობიარე ქალი სახლში სამჯერ გააბრუნა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6564662

---

 

22.12.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00

გაითვალისწინებენ თუ არა სპეციალისტების რეკომენდაციებს სახელმწიფო ორგანოები - უწყებებში მოზარდების საჭიროებებსა და უფლებებზე მორგებული დოკუმენტის შემუშავება დაიწყო, საკითხზე არასამთავრობო სექტორი, ფსიქოლოგებთან ერთად მუშაობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6564642

---

 

21.12.2019                                    

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს შეხვდა. ეკატერინე ტიკარაძემ საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლებს საავადმყოფოსთან დაკავშირებული გეგმები გააცნო. სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სამედიცინო ჰოლდინგი იქმნება, რომელიც ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს, რესპუბლიკურსა და ონკოლოგიურს გააერთიანებს. მისი მიზანია სახელმწიფო კლინიკების გაძლიერება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6563876

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6563758

---

 

21.12.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: დილა მშვიდობისა

როდესაც ბავშვს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა როგორ იქცევა სახელმწიფო და რა უნდა მოიმოქმედოს ოჯახმა და რა უნდა მოიმოქმედოს სამართალდამცავმა ორგანოებმა თუ დანაშაულის ნიშნები იკვეთება, თვითონ რომ არ გახდეს კანონოს დამრღვევი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6563453

---  

 

21.12.2019                                    

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აბასთუმანში ახალგახსნილი ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრი დაათვალიერა. დიმიტრი ხუნდაძე მედპერსონალსა და პაციენტებს შეხვდა, ასევე, ცენტრის მუშაობას გაეცნო. სამკურნალო დაწესებულება ფონდი ქართუს დაფინანსებით აშენდა და შემდეგ სახელმწიფოს გადაეცა. მსგავსი პროფილის ცენტრი პირველია არამარტო საქართველოს მასშტაბით, რამედ ამიერკავკასიაშიც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6563905

---

 

20.12.2019                                    

არხი: მთავარი არხი

გადაცემა: მთავარი ამბები 18:00

ექიმების პროტესტი გრძელდება. დღეს თეთრ ხალათიანების კიდევ ერთი აქცია გაიმართა, ისინი პროფკავშირების სასახლეში შეიკრიბნენ და თავისი მოთხოვნები ხელსიუფლებას შეახსენეს. ექიმები ჯანდაცვის მინისტრს სამედიცინო სფეროში ხელოვნურად კრიზისის პროვოცირებაში ადანაშაულებენ და 520-ე დადგენილების დაუყოვნებლივ გაუქმებას მოითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6562956

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6562734

---

 

20.12.2019                                    

არხი:  I არხი

გადაცემა: ბიზნესპარტნიორი

საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებული მსჯელობა არ წყდება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6562681

---

 

20.12.2019                                    

არხი: მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 15:00

დაჭრილი ცოტნე გამსახურდია კლინიკაში ჯანდაცის მინისტრმა ზაზა ბოხუამ მოინახულა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6562257

ტელეკომპანია-აჭარა მთავარი 20:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6563241

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6562903

პალიტრა ტვ - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6562981 (მეორე ვიდეო ფაილი)

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6562972

კავკასია - დღეს 19:00-  http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6562964

---

 

20.12.2019                                    

არხი: I არხი

გადაცემა: აქტუალური თემა

ბავშვთა სიცოცხლე ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ წრეში არის მთავარი ღირებლება შესაბამისად ბაშვის გარდაცვალება ტრაგედია და მსგავს ტრაგედიაზე უემოციოდ საუბარი ცხადია წარმოუდგენელია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6563133

---

 

 

20.12.2019                                    

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

დოიჩე ველემ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც გერმანიაში ლეგალურად დასაქმება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს 2020 წლის მარტიდან გაუმარტივდებათ. ახალი საემიგრაციო კანონი ძალაში 2020 წლის გაზაფხულზე შევა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6561983

---

 

 

 

 

ინტერნეტი

23.12.2019

მედიასაშუალება:  https://pia.ge/post/299658-cotne-gamsaxurdias-janmrtelobis-mdgomareoba-stabilurad-mzimea

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურად მძიმე რჩება. ექიმ ბესო გოგიტიძის თქმით, გამსახურდია კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება. "პაციენტის მდგომარეობა დღის განმავლობაში არ შეცლილა, მდგომარეობა მძიმე და სტაბილურია. გართულებას ადგილი არ ჰქონია, სასიცოცხლო პარამატრები ნორმის ფარგლებშია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე", - განაცხადა ექიმმა ბესო გოგიტიძემ. ცნობისთვის, გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ცოტნე გამსახურდიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი: ხელისუფლება ხვდება, რომ ზღაპრის მოგონება არ გამოუვა ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდებულ 4 პირს პატიმრობა შეეფარდა შსს-მ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტი გახსნა

---

 

22.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/araprognozirebadi-garemo-tu-gveqneba-arc-erti-investori-tanxas-ar-chadebs-/45762/

არაპროგნოზირებადი გარემო თუ გვექნება, არც ერთი ინვესტორი თანხას არ ჩადებს”

დღეს ჯანდაცვის სისტემაში უამრავი თანხის მოზიდვაა შესაძლებელი, თუმცა თუ არაპროგნოზირებადი გარემო გვექნება, არც ერთი აქციონერი ჯანდაცვის სისტემაში თანხას არ ჩადებს”,- ამის შესახებ "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ, გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა. კობახიძის თქმით, უნივერსალური ჯანდაცვის საბჭოს სხდომაზე, რომელიც გასულ კვირას ჩატარდა და რომელსაც ჯანდაცვის მინისტრთან ერთად კლინიკები და სექტორული ასოციაციები ესწრებოდნენ, “საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ” წამოჭრა საკითხი: განისაზღვროს პროგნოზირებადი 3-4 წელი საყოველთაო ჯანდაცვაში, რათა ბიზნეს სექტორმა იცოდეს კონკრეტული გეგმისა და იმ ცვლილებების შესახებ, რაც შეიძლება ამ სფეროში იყოს მოსალოდნელი. მიზანი კი, კობახიძის განმარტებით, პროგნოზირებადი გარემოს შექმნაა, რაც ბიზნესს საკუთარი საქმიანობის ადეკვატურად დაგეგმვის საშუალებას მისცემს. “საქართველოს ბიზნესასოციაციის” ჯანდაცვის კომიტეტის თავმდჯომარემ სამედიცინო სექტორის მოთხოვნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხს ითხოვენ, თუ როგორ მოხერხდება ტარიფების დათვლა ახალი მექანიზმით. იგულისხმება ფასები, რომლებიც სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის განსაზღვრა. აღნიშნული ტარიფები სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიუღებელი იყო; ისინი აცხადებდნენ, რომ ამ თანხით ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევას ვერ შეძლებდნენ. სამინისტრომ კლინიკებს ხარჯთაღრიცხვის ხელახლა გადაგზავნა მოთხოვა და განაცხადა, რომ თუ სამედიცინო დაწესებულებები მოახერხებდნენ დასაბუთებას, რომ ესა თუ ის მანიპულაცია უფრო მეტი ჯდება, სამინისტრო ფასებს გადახედავდა - მსგავსი გადაწყვეტილება დეფიბრილატორთან დაკავშირებით უკვე მიღებულია. “520-ე დადგენილებაში პრინციპული აღარაფერი შეიცვლება, ახლა განხილვები მხოლოდ რეკალკულაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს”,- აღნიშნავს კობახიძე. “ბიზნეს ასოციაციის” კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 520-ე დადგენილების განხილვის შედეგად არც ერთ კლინიკას პაციენტებისთვის მომსახურება არ შეუწყვეტია, შესაბამისად ეს პროცესი პაციენტებამდე არ მისულა. “ეს ნამდვილად სამედიცინო სექტორის დიდი დამსახურებაა. ამ სექტორმა თავისი მოვალეობის შესრულება ძალიან კარგად იცის”,- აცხადებს კობახიძე.

---

 

22.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/ras-aris-sicocxlisa-da-cxovrebis-gasaumjobesebeli-dazgveva-/45774/

ას არის სიცოცხლისა და ცხოვრების გასაუმჯობესებელი დაზღვევა?

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ იტალიურ კომპანიასთან თანამშრომლობით სიახლეებს გეგმავს. ამის შესახებ „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა ისაუბრა. „წელს, იტალიურ კომპანიასთან თანამშრომლობით, რომელიც პირველია მსოფლიოში უბედური შემთხვევის, კრიტიკული დაავადებების და სიცოცხლის დაზღვევის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ვიმუშავეთ სიახლეზე - კრიტიკული დაავადებების დაზღვევაზე, რომელიც ითვალისწინებს დაზღვეულზე ფიქსირებული, მოჭრილი ანაზღაურების გაცემას, დაავადების სერტიფიცირების შემთხვევაში. ეს ეხება 17 დაავადებას. როგორც კი დადგინდება რისკი, სადაზღვევო კომპანიის მიერ მყისიერად გაიცემა ანაზღაურება, რომელიც ადამიანმა შეიძლება მოიხმაროს ნებისმიერ კლინიკაში, ან თუნდაც მოახმაროს თავის ოჯახს. ამას მოიხსენიებენ, როგორც სიცოცხლისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებელ დაზღვევას. გვსურს, ამასთან ერთად სიცოცლის დაზღვევაც დავაპაკეტოთ, რათა დამსაქმებელმა დასაქმებულს უბედური შემთხვევის დაზღვევასთან ერთად კომპლექსურად შესთავაზოს“, - აღნიშნა გიორგი ბარათაშვილმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში. მისივე განმარტებით, პირველი ნაბიჯი სწორედ უბედური შემთხვევის დაზღვევა იყო. „რა თქმა უნდა, მასში არის ხარვეზები, ვინაიდან ლიმიტები არ არის დაფიქსირებული. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სახელმწიფოსთან, 1 თვის წინაც ჩატარდა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში, რათა განისაზღვროს თუ რა ლიმიტზე უნდა იყოს დაზღვეული დასაქმებული“, - აღნიშნავს გიორგი ბარათაშვილი და დასძენს, რომ 2019 წელს ეს პოლისი დაახლოებით 1000 ორგანიზაციაზე გაიცა და მათ ამ წელს, დაახლოებით 25 000 ადამიანი დააზღვიეს.

---

 

21.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/578542-jandacvis-ministri-respublikuri-saavadmqopos-samedicino-personals-me-avige-tkvenze-pasuxismgebloba-rasac-shevasruleb

ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს - მე ავიღე თქვენზე პასუხისმგებლობა, რასაც შევასრულებ

„მე ავიღე თქვენზე პასუხისმგებლობა, რასაც შევასრულებ“ - ასე მიმართა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია, სადაც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს საავადმყოფოსთან დაკავშირებული გეგმები გააცნო და მათგან უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღო. „მე ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, მკვეთრად გამოიხატა სამედიცინო პერსონალის განწყობა. ისინი მზად არიან გარკვეული გარდაქმნებისთვის, რომელიც რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა მომდევნო კვირაში დაინიშნა. მინისტრის თქმით, იანვრის დასაწყისში უკვე შემუშავებული იქნება განვითარების გარკვეული სტრატეგია. მინისტრთან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამარ მელიქიძეც ეწვია, რომლებმაც კლინიკა დაათვალიერეს და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა განაგრძეს.

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/jandacvis-ministri-respublikur-saavadmyofoshi-quotgarkveul-gardaqmnebsquot-aanonsebs/45739/

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/tikaradze-respublikri-saavadmqhophi-medpersonals-me-avighe-thqvenze-pasukhismgebloba-rasats-shevasruleb/

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/mkvetrad-gamoikhata-sameditsino-personalis-gantskoba-ekaterine-tikaradze-respublikuri-saavadmkofos-personals-shekhvda/64970

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1576928616-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=94905

პია.ჯი- http://pia.ge/post/299463-jandacvis-ministri-respublikur-saavadmyofos-ewvia

---

 

21.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/ra-daxmarebas-miigebs-respublikuri-saavadmyofo-saxelmwifosgan/45748/

რა დახმარებას მიიღებს რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფოსგან

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოს სხვა დახმარებასთან ერთად, ფინანსურსაც დაჰპირდა. როგორც bm.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა, საავადმყოფოს რეაბილიტაციაც იგეგმება. "გეგმები არის ძალიან სერიოზული. უკვე ვიწყებთ მუშაობას საავადმყოფოს ეკონომიკურ გუნდთან ამ საკითხზე. სამინისტროს წარმომადგენლებმა შემოიარეს კლინიკა, დეტალურად დაინტერესდნენ, რა და როგორ არის. სამუშაო შეხვედრები დაიგეგმა და რეაბილიტაცია დაიწყება. სერიოზული გეგმები გვაქვს - ეტაპობრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ საავადმყოფოს რეაბილიტაცია იგეგმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ძალიან გვიხარია, რომ გაჩნდა ხედვა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ისევ გაუჩნდა შანსი, იყოს წარმატებული კლინიკების რიგში, თუმცა ჩემი აზრით, არც ისე წარუმატებელი იყი, მიუხედავად გაჭირვებისა", - განაცხადა გოფოძემ. მისივე თქმით, იმ გეგმით, რაც სამინისტროს აქვს, ასევე იმ ინტელექტუალური რესურსით, რომელიც კლინიკას აქვს, რესპუბლიკური საავადმყოფო კონკურენტუნარიანი გახდება. კითხვაზე, მიიღო თუ არა საავადმყოფოს მენეჯმენტმა ფინანსური დახმარების პირობა, გოფოძემ განაცხადა, რომ "კონკრეტულად არაფერი თქმულა, თუმცა საუბარი იყო ყველანაირ დახმარებაზე, ხოლო ფინანსური დახმარების გარეშე, სერიოზულ წინსვლაზე საუბარი ვერ იქნება". "რაიმე კონკრეტულზე ამ ეტაზე საუბარი არ ყოფილა. შევთანხმდით, რომ მომავალ კვირაში შევხვდებით, სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება და გეგმაც შემუშავდება", - განაცხადა გოფოძემ. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს შეხვდა. მინისტრი ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია, სადაც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს საავადმყოფოსთან დაკავშირებული გეგმები გააცნო და მათგან უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღო. "მე ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, მკვეთრად გამოიხატა სამედიცინო პერსონალის განწყობა. ისინი მზად არიან გარკვეული გარდაქმნებისთვის, რომელიც რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა მომდევნო კვირაში ჩაინიშნა. მინისტრის თქმით, იანვრის დასაწყისში უკვე შემუშავებული იქნება განვითარების გარკვეული სტრატეგია.

---

 

21.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/quotsaxelmwifo-nel-nela-unda-gavides-sayoveltao-jandacvidanquot-/45758/

სახელმწიფო ნელ-ნელა უნდა გავიდეს საყოველთაო ჯანდაცვიდან"

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ჯანდაცვის სექტორის მთლიანი ბრუნვის მხოლოდ 35%-ის დამფინანსებელია, ჩემი რეკომენდაციაა, რომ თუ ეკონომიკის განვითარება გვინდა, სახელმწიფო ნელ-ნელა უნდა გავიდეს საყოველთაო ჯანდაცვიდან",- ამის შესახებ "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო კობახიძემ, გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა დაიტოვოს მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფები და თავისი როლის დელეგირება მაქსიმალურად კერძო სექტორზე მოახდინოს. კობახიძის განმარტებით, ნორმალურია, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს საყოველთაო ჯანდაცვის სექტორის კონტროლს. მისი განმარტებით, ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც კი ამ სფეროს კონტროლს საკუთარ თავზე არ იღებენ და ამისათვის სადაზღვევო კომპანიებს იყენებენ. "საყოველთაო დაფინანსებას კერძო ინდუსტრიები უპრობლემოდ განახორციელებენ. დღეს თუ ხვალ გასავლელი გვაქვს ეს გზა იმისათვის, რომ ბიუჯეტი მაქსიმალურად ეფექტურად იყოს გამოყენებული", - აცხადებს "ბიზნეს ასოციაციის" ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. კობახიძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე 520-ე დადგენილების განხილვისას ტექნიკურ დეტალებზე მსჯელობენ, თუმცა, რეალურად, აუცილებლად უნდა დაიზოგოს ხარჯები. "ამ ეტაპზე დაახლოებით 6-თვიანი დავალიანება აქვს ჯანდაცვის სამინისტროს კერძო სამედიცინო დაწესებულებების მიმართ. ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს, ამიტომ ამაზე მუშაობას ვაპირებთ", - ამბობს კობახიძე.

---

 

21.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.primetime.ge/news/1576907705-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%90

საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულმა 17 ათასმა ადამიანმა მკურნალობაზე უარი თქვა

ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის ინფორმაციით, 2019 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით C ჰეპატიტის სკრინინგი 1769 206 ადამიანმა გაიარა. დადებითი პასუხი დაუფიქსირდა 145,505 (8.22%) მოქალაქეს. პროგრამის დაწყებიდან, 2015 წლიდან, მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით სკრინინგით დადებითი პასუხის მქონე 122 629 მოქალაქიდან აქტიური ინფექცია 81 300-ს დაუდასტურდა. „თუ წინა წლებში ბარიერებად ფინანსურ ან გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას ვასახელებდით, დღეს ეს არ შეიძლება რეალურ ბარიერს წარმოადგენდეს, რადგან 2018 წლიდან დავიწყეთ დეცენტრალიზაციის პროექტი და პრაქტიკულად 700-ზე მეტ ობიექტზე არის ხელმისაწვდომი სკრინინგული კვლევა, როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში, იუსტიციის სახლებში, მობილური ბრიგადებით და სხვა. რაც შეეხება ფინანსურ ბარიერს, ესეც ვერ იქნება რეალური, რადგან დღეისათვის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის არა მხოლოდ სკრინინგი, მთლიანად დიაგნოსტიკური კომპონენტი უფასოა“, - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია. მისი თქმით, სკრინინგით დადებითი პაციენტებიდან დაახლოებით 24 000 არ მისულა კონფირმაციული კვლევის ჩასატარებლად. უფრო მეტიც, კონფირმაციით დადებითი პაციენტებიდან (ვინც დაზუსტებით იცის რომ დაავადებულია ც ჰეპატიტით) 17 000 ადამიანს არ დაუწყია მკურნალობა.

---

 

20.12.2019

მედიასაშუალება:   https://commersant.ge/ge/post/djandacva-gansxvavebuli-biznesiaromelsac-aseve-sxvagvari-midgoma-schirdeba

„ჯანდაცვა განსხვავებული ბიზნესია,რომელსაც ასევე სხვაგვარი მიდგომა სჭირდება“

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანმა ვახტანგ სურგულაძემ მთავრობის 520-ე დადგენილება შეაფასა. დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფის გათანაბრებას ეხება. როგორც სურგულაძე განმარატვს, ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია,რომ ჯანდაცვა ბიზნესი არ არის, ეს კი ძალიან დიდი შეცდომაა. ჯანდაცვა განსხვავებული ბიზნესია,რომელსაც სხვაგვარი მიდგომა სჭირდება. „აშშ-ში 6 ათასზე მეტი საავადმყოფოა, მათი ნახევარზე მეტი მომგებიანი არ არის, ეს იმას კი არ ნიშნავს,რომ მოგება არ აქვთ, პირიქით, ისინი მოგებული თანხის ბრუნვას იწყებენ, ხდება რეინვესტირება, ახალი დანადგარების შეძენა, ახალ მედიკამენტებზე გადასვლა, ტრენინგების ჩატარება. საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ვერ გაამართლა. მედიცინის, ჯანდაცვის სისტემის განვითარება არ მომხდარა, ამის მიზეზი არასწორი დაფინანსების სისტემაა“-აცხადებს სურგულაძე. მისივე განმარტებით,რეალურად, მედიცინა არ შეიძლება იყოს რომელიმე ხარისხის, გარდა უმაღლესისა. „ვერ გავერკვიე დადგენილებაში,როგორ დათვალეს ახალი ფასები. მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება დაფინანსება და ფასი უნდა იყოს საბაზრო ფასთან მიახლოებული და არ უნდა აიძულო კლიენტები,რომ უხარისხო პროდუქტი აწარმოონ,“- აღნიშნავს ვახტანგ სურგულაძე. მისი თქმით,520-ე დადგენილების მიღებით, ხარისხის დაცემასთან ერთად, ქვეყნიდან კარგი სპეციალისტებიც წავლენ და მათთან ერთად, საერთაშორისო კომპანიებიც დატოვებენ ქართულ ბაზარს. „ვერ წარმომიდგენია,როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კერძო სადაზღვევო სექტორის გარეშე. ჯანდაცვის სამინისტროს 400 მილიონი ლარი ვალი აქვს საავადმყოფოების, კლინიკების, ამბულატორების. მედიცინის ბიზნესი მაღალ ანაზღაურებაზეა აწყობილი. არ აქვს მნიშვნელობა ოპერაცია ლაგოდეხში გაკეთდება, თუ თბილისში, ხარისხი უნდა იყოს უმაღლესი და ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. მან უნდა შექმნას თამაშის წესები. მედიცინის ძირითადი ამოცანა არა მკურნალობა, არამედ პრევენციაა. რა ქმნის ქვეყნის ეკონომიკას? განათლებული და ჯანმრთელი ადამიანი. ჩვენ არ გვყავს განათლებული და ჯანმრთელი ადამიანები. საერთაშორისო სტანდარტებით 2 პაციენტზე უნდა მოდიოდეს ერთი ექთანი. ჩვენს რეალობაში 10-20 პაციენტთან ერთი მუშაობს. რა ხარისხზე ვსაუბრობთ ?,“- ამბობს ვახტანგ სურგულაძე

---

 

20.12.2019

მედიასაშუალება:    https://commersant.ge/ge/post/djandacvis-politika-djandacvis-profilaqtikasa-da-avadmyofobis-prevencias-ar-emsaxureba

ჯანდაცვის პოლიტიკა ჯანდაცვის პროფილაქტიკასა და ავადმყოფობის პრევენციას არ ემსახურება

სახელმწიფოში მოსახლეობის ჯანმრთელობის სტანდარტების დაცვა საჭიროა არა მხოლოდ დემოგრაფიული და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფადაც. თუმცა ჯანმრთელობის დაცვა არ ნიშნავს მხოლოდ დაავადებების მკურნალობას; ერის ჯანმრთელობას სამედიცინო ოპერაციებითა და მედიკამენტების არანორმალური მოხმარებით ვერ მივაღწევთ. საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის დანერგვის შემდეგ, 2013-2017 წლებში, ექიმების რაოდენობა საქართველოში 22%-ით გაიზარდა და 27,400-ს მიაღწია. თუ განვიხილავთ ექიმების რაოდენობას ყოველ 100,000 მოსახლეზე, საქართველოში გვყავს 124%-ით მეტი ექიმი, ვიდრე პოლონეთში, დიდ ბრიტანეთთან შედარებით 84%-ით მეტი, ესტონეთთან შედარებით 55%-ით მეტი, გერმანიასთან შედარებით 26%-ით და ა.შ. ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის ექიმების რაოდენობით 100,000 მოსახლეზე საქართველო მესამე ადგილზეა. საინტერესოა, რომ, ამავე დროს, ექთნების რაოდენობით ბოლოდან მესამე ადგილზე ვართ. მაგალითისათვის, სლოვენიაში ერთ ექიმზე სამი ექთანი მოდის, საქართველოში სურათი საპირისპიროა: ექიმების რაოდენობა 25%-ით აჭარბებს ექთნების რაოდენობას. ანუ ექიმების რაოდენობაა ჭარბი, ექთნების რიცხვი კი - არასაკმარისი. 2013-2017 წლებში საავადმყოფოების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ხოლო საავადმყოფო საწოლების რაოდენობა 32%-ით და 2017 წლის ბოლოსათვის 15,100 იყო. აქ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ საწოლების დატვირთვის მაჩვენებელი 55%- ზე ნაკლებია. ე.ი. საწოლების თითქმის ნახევარი არ არის დატვირთული. ექიმთა ჭარბი რაოდენობა, საავადმყოფოებისა და ამბულატორიულ-საპოლიკლინიკო დაწესებულებათა ზრდა, დაუტვირთავი საწოლების არსებობა, ცხადია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არაჯანსაღმა ფინანსურმა სტიმულებმა განაპირობა. 2014 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი განისაზღვრა 588 მილიონი ლარით, ხოლო 2018 წელს 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. გარდა იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, ბიუჯეტიდან პროგრამისათვის გამოყოფილი თანხები არც ერთ წელს არ აღმოჩნდა საკმარისი: 2014-2018 წლებში ჯანდაცვის პროგრამებზე ბიუჯეტიდან 3.1 მილიარდი ლარი დაიხარჯა, მაშინ როდესაც ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 2.6 მილიარდი ლარის დანახარჯი, რაც 17%-იან დეფიციტურ ხარჯვას ნიშნავს. ცხადია, რომ 1. სახელმწიფო თავს ვერ ართმევს ჯანდაცვის პროგრამების ხარჯების სტაბილიზებას და ბიუჯეტური ხარჯვა წლიდან წლამდე იზრდება და 2. ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელზეც მთლიანი ხარჯების 70%-ზე მეტი მოდის. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ყოველი წლის ბოლოს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებებისადმი ექვს თვემდე დავალიანებები უგროვდება. ეს ნიშნავს, რომ რეალური დეფიციტური ხარჯვა გაცილებით მეტია, ვიდრე სტატისტიკურად აღირიცხება. ამას შედეგად მოჰყვება კორუფციის რისკები, რაზეც უკვე ხმამაღლა საუბრობენ: საბიუჯეტო დავალიანების გადმორიცხვის სანაცვლოდ ე.წ. kickback-ის ანუ ქრთამის გადახდა მოხელეებისათვის. ჯანდაცვის სექტორში შემდეგი სურათი იკვეთება: ერთი მხრივ, ჭარბი და აუთვისებელი “აქტივები” - ექიმები, საავადმყოფოები, საავადმყოფო საწოლები და ამბულატორიულ- საპოლიკლინიკო დაწესებულებები; ხოლო მეორე მხრივ ფინანსური რესურსი - სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები, ყოველწლიურად 1 მილიარდ ლარზე მეტი. იმისათვის, რომ ეს ფინანსური რესურსი მივიდეს დანიშნულების ადგილამდე - სამედიცინო დაწესებულებებში - საჭიროა მხოლოდ ერთი დამატებითი რგოლი: პაციენტი. სწორედ აქ იჩენს თავს ყველა ის არაჯანსაღი ფინანსური სტიმული, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის არსებულმა სისტემამ გააჩინა სამედიცინო დაწესებულებებში. საქმე ისაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პრიორიტეტული მიმართულება არის სტაციონარული მკურნალობა, რომლის მომსახურების 70%-ზე მეტს სახელმწიფო აფინანსებს, სხვა ხარჯები პაციენტმა უნდა დაფაროს. ამბულატორიული მომსახურების შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსების წილი მხოლოდ 43%-ია, დანარჩენი - ჯიბიდან გადასახდელი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სტაციონარული მომსახურება გაცილებით ძვირად ღირებულია, ვიდრე პრევენციული და ამბულატორიული მომსახურება. ანაზღაურების ეს სისტემა სამედიცინო დაწესებულებებსა და ექიმებს უქმნის პირდაპირ ფინანსურ სტიმულსა და მოტივაციას, რომ მოახდინონ პაციენტის სიტუაციის განზრახ დამძიმება - ე.წ. გაურგენტულება - და მათი გადამისამართება სტაციონარულ მომსახურებაზე ჰოსპიტალებში. და როცა პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსებენ, მას უკეთებენ ყველაფერს, რაც აუცილებელია და რაც საერთოდ არ არის აუცილებელი: ანალიზებს, გამოკვლევებს, მედიკამენტებს, ოპერაციებს. პაციენტის ჰოსპიტალიდან “განთავისუფლება” ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჰოსპიტალი სრულად აითვისებს სტაციონარული მკურნალობის საბიუჯეტო ლიმიტს. შესაბამისად, ექიმისა და სამედიცინო დაწესებულების მიზანი არის არა პაციენტის მკურნალობა, არამედ მისი ინსტრუმენტალიზაცია სახელმწიფოსაგან მეტი დაფინანსების მიღების მიზნით. ეს გახლავთ შედეგი საყოველთაო დაზღვევის არსებული ანაზღაურების სისტემისა და ფინანსური სტიმულებისა. როდესაც საავადმყოფო საწოლების თითქმის ნახევარი არ არის დატვირთული, სასწრაფო დახმარების სამსახურების როლი პაციენტების საავადმყოფოებში გადანაწილების პროცესში მნიშვნელოვანია. განა შეგვიძლია, ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურების მიერ ავადმყოფების გადანაწილება საავადმყოფოებში მიუკერძოებლად და კორუფციის გარეშე ხდება? დარწმუნებული ვართ, რომ არ გაჩნდა პაციენტების “მომყვანების” ახალი “ბიზნესი”, რომლებსაც საავადმყოფოებში საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში “სამკურნალოდ” მიჰყავთ პენსიონერები და ამ მომსახურებაში საავადმყოფოებისაგან კონკრეტულ ანაზღაურებას იღებენ? მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელთან შედარებით 2018 წელს ჯანდაცვის პროგრამებზე სახელმწიფოს მიერ დახარჯული საბიუჯეტო თანხები 400 მილიონი ლარით (75%-ით) გაიზარდა, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხები არ შემცირებულა და 2017 წელს 1.6 მილიარდი ლარი შეადგინა, ისევე როგორც ეს 2014 წელს მოხდა. ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში კერძო დანახარჯების წილი 55%-ია და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ათეულშია ავღანეთის, სუდანისა და იემენის გვერდით. (მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯანდაცვაში კერძო დანახარჯების ასეთი მაღალი წილი გვაქვს იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ეკონომიკაზე საგადასახადო ტვირთი 25%-ს აღემატება, რომლის მეოთხედი სწორედ ჯანდაცვაზე იხარჯება.) ჯანდაცვაზე მაღალი კერძო დანახარჯები, ცხადია, გამოწვეულია სტაციონარული მომსახურების საერთო ხარჯების ზრდით, რომელთაც მოსახლეობა ნაწილობრივ თავისი ჯიბიდან აფინანსებს და მედიკამენტებზე გაწეული ხარჯებით. მოსახლეობის ხარჯების ორი მესამედი სწორედ მედიკამენტებზე მოდის, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფაქტობრივად არ ფინანსდება. მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების ზრდას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. პირველი: 2013-2018 წლებში მედიკამენტებზე ფასები თითქმის 70%-ით გაიზარდა, რაც იმავე პერიოდში ლარის გაუფასურების პირდაპირპროპორციულია და ამ გაუფასურებითაა გამოწვეული. მედიკამენტების უდიდესი ნაწილი ან იმპორტირებულია, ან ადგილობრივად წარმოებული მედიკამენტების ნედლეული არის იმპორტირებული. ამ პრობლემაზე, რომელსაც ლარიზაცია ვერ უშველის, ჩვენს ერთ- ერთ წინა სტატიაში გვქონდა საუბარი. მეორე: სამედიცინო დაწესებულების, ფარმაცევტული ქსელისა და სადაზღვევო კომპანიისაგან შექმნილი მოჯადოებული სამკუთხედები. საქმე ისაა, რომ პაციენტის ე.წ. გაურგენტულება არა მარტო ჰოსპიტალურ მომსახურებას, არამედ მედიკამენტების მიღებასაც გულისხმობს. თუ პაციენტი კონკრეტულ ჰოსპიტალში მოხვდა, მკურნალობასთან დაკავშირებული მედიკამენტების შეძენაც ავტომატურად ხდება კონკრეტულ ფარმაცევტულ კომპანიაში, რომელსაც იგივე ინვესტორი ან მშობელი კომპანია ჰყავს, რაც ჰოსპიტალს. თუ პაციენტი ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით სარგებლობს, მაშინ მას იმ ჰოსპიტალში მკურნალობა და მედიკამენტების იმ აფთიაქში შეძენა მოუწევს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სადაზღვევო კომპანიასთან. ამ გზით ხდება სადაზღვევო კომპანიის მიერ პაციენტის მკურნალობაზე დახარჯული თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად ანაზღაურება პაციენტისავე ჯიბიდან. ჯანდაცვის სფეროში არსებული დღევანდელი სიტუაციის შეჯამება: საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში თანხების უკონტროლო ხარჯვამ და არაჯანსაღმა ფინანსურმა სტიმულებმა განაპირობა სამედიცინო დაწესებულებებისა და ექიმების სიჭარბე, რამაც სამედიცინო მომსახურების ბაზარზე შექმნა კონკურენცია კერძო ბიზნესსუბიექტებს შორის ადამიანთა ჯანმრთელობისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე. ეს სისტემა აბსოლუტურად არაეფექტიანია როგორც პაციენტებისათვის, ასევე სახელმწიფოსათვის და შეიცავს კორუფციის მაღალ რისკებს. ის სასარგებლოა მხოლოდ იმ ბიზნესსუბიექტებისათვის, რომლებიც ჩართულნი არიან ხელოვნურად შექმნილ ამ ეკოსისტემაში საბიუჯეტო სახსრების მიღების მიზნით. ჯანდაცვის არსებულმა პოლიტიკამ კერძო სამედიცინო დაწესებულებებსა და ფარმაცევტულ კომპანიებში ისეთი ბიზნესმოდელის შექმნა განაპირობა, რომლის არსებობა, სიცოცხლისუნარიანობა და წარმატებულობა მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტზეა დამოკიდებული. სწორი ჯანდაცვის პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტზე პარაზიტირების ეს ბიზნესმოდელი მყისიერად შეწყვეტს არსებობას. ჯანდაცვის ხარჯების ეფექტიანი მართვისა და დანახარჯების შეკავების თვალსაზრისით ჯანდაცვის არსებული სისტემა სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს. ამ ტემპებით ჯანდაცვის დაფინანსების ზრდა და თან არაეფექტიანი ხარჯვა კატასტროფული შედეგებით დასრულდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტისათვის, ასევე მოსახლეობისათვის. ამიტომ, აუცილებელია ისეთი მექანიზმებისა და სტიმულების დანერგვა, რომლებიც ეფექტიან მონიტორინგს გაუწევს ჯანდაცვის ხარჯების მიზნობრიობას და მოახდენს ჯანდაცვის დანახარჯების შეკავებას. საქართველოში სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების მართვასა და მონიტორინგს ახორციელებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. მრავალი განვითარებული და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნის გამოცდილებით დასტურდება, რომ ჯანდაცვის ხარჯების მონიტორინგისა და შეკავების ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი არის ჯანდაცვის დაფინანსების კონკურენტული სისტემა. ასეთ სისტემაში სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების მართვას ახორციელებს მრავალი, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი კერძო სადაზღვევო კომპანია. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებს აფინანსებს სადაზღვევო კომპანიების გავლით და არა საავადმყოფოებისთვის პირდაპირი გადახდის წესით. პროგრამაში ჩართულ სადაზღვევო კომპანიებს აქვთ პირდაპირი მოტივაცია და სტიმული, რომ რისკები სათანადოდ შეაფასონ და ხარჯების მონიტორინგი ეფექტიანად განახორციელონ. გარდა ამისა, ჯანდაცვის ხარჯების მრავალი გადამხდელით ორგანიზებული სისტემა სადაზღვევო კომპანიებს შორის ქმნის კონკურენციას დაზღვეულის სასარგებლოდ სადაზღვევო პაკეტებისა და სადაზღვევო პრემიების შეთავაზების თვალსაზრისით. ასეთი კონკურენტული სისტემა ხელს უწყობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას და ამ მომსახურებაზე დანახარჯების ეფექტიან მართვას. ჯანმრთელი ცხოვრების წესი ავადმყოფობის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობაში ჯანმრთელი ცხოვრების პრინციპების დანერგვა, ცნობადობის ამაღლება და მათი პოპულარიზაცია. მოსახლეობისათვის სპორტული დარბაზებისა და მოედნების მასობრივად ხელმისაწვდომობა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროფილაქტიკური შემოწმებებისა და პრევენციული მკურნალობისათვის ჯანდაცვის არსებული პროგრამები არასწორ ფინანსურ სტიმულებზეა აგებული. საყოველთაო ჯანდაცვის ეს კომპონენტი დასაკორექტირებელია ისე, რომ ასაკის, სამუშაო ადგილისა და სხვა ფაქტორების მიხედვით ხდებოდეს მოსახლეობის ყოველწლიური პროფილაქტიკური კვლევები. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ავადმყოფობის პოტენციური წყაროს დროულ აღმოჩენას, რეაგირებასა და ადრეულ ეტაპზევე მის ეფექტიან მკურნალობას. ძლიერი და ეფექტიანი პროფილაქტიკური ჯანდაცვა არის სტაციონარული ჯანდაცვისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების შემცირებისა და ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ჯანდაცვისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრების ძირითადი ნაწილი სწორედ პროფილაქტიკაზე უნდა იხარჯებოდეს. მოსახლეობაში სწორი სტიმულების გაჩენის მიზნით საჭიროა მოსახლეობის ფინანსური მონაწილეობის გაზრდა ჯანმრთელობის დაზღვევაში. კარგად არის ცნობილი ჯანდაცვის პროგრამების კონკრეტული მოქალაქის ფინანსურ შესაძლებლობებზე ადაპტირების პრინციპები. ასეთი სისტემები მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ნაწილს მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის პროგრამებით. ამავე დროს მინიმალურია სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის საშუალო და მაღალშემოსავლიანი ნაწილის ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხები - მათ თავად უნდა შეიძინონ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები კერძო სადაზღვევო კომპანიებისაგან. ეს პრინციპი უზრუნველყოფს არა მარტო საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ და ეფექტიან ხარჯვას, არამედ მოსახლეობაში საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის ამაღლებას. საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფი ეკონომიკური განვითარება. მრავალ სხვა კომპონენტთან ერთად მცირე სახელმწიფო ბიუჯეტი აუცილებელია ეკონომიკური განვითარების ტემპებისათვის. ქვეყნის ეკონომიკაზე დღევანდელი 25%-იანი საგადასახადო ტვირთი ეკონომიკის სწრაფი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ბიუჯეტი საგრძნობ შემცირებას საჭიროებს, ეს, ცხადია, ეხება ჯანდაცვასაც. სწორი პრინციპების დანერგვის გარეშე ბიუჯეტის შემცირება შეუძლებელია, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს გახდის საქართველოს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას. აუცილებელია, რომ ბიუჯეტის ყველა კომპონენტი, უპირველეს ყოვლისა კი ჯანდაცვის ბიუჯეტი, სწორ პრინციპებსა და მიდგომებზე იყოს აგებული. ეს შესაძლებელს გახდის მისი ეფექტიანობის გაზრდას, ბიუჯეტის მოცულობის შემცირებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში.

---

 

20.12.2019

მედიასაშუალება:   https://bm.ge/ka/article/520-e-dadgenilebastan-dakavshirebit-ganfasebaze-dialogi-daiwyo---samushao-jgufebis-poziciebi/45684/

520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით განფასებაზე დიალოგი დაიწყო - სამუშაო ჯგუფების პოზიციები

"შეიძლება რაღაცა სტანდარტების მომატებით კმაყოფილი იყოს რამდენიმე კლინიკა და საჯარო გაბრაზებები შემცირდეს, მაგრამ არ მგონია ამან რეალურად რაიმე ხელშესახები შედეგი მოიტანოს", - ამის შესახებ bm.ge-ს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა ვახტანგ კალოიანმა განუცხადა. კალოიანმა ისაუბრა ჯანდაცვის განვითარების საბჭოს დაქვემდებარებაში შექმნილი სამუშაო ჯგუფებში განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სამინისტროსთვის გადასაცემი წინადადებების განხილვები მიმდინარეობს. "პირველ ეტაპზე გაიმართა ღია შეხვედრა სამინისტროს ხელმძღვანელობის და პარლამენტის მონაწილეობით. რეალურად ეს შეხვედრა იყო სამედიცინო საზოგადოების აქტიურობის შედეგი, თუმცა სამინისტროს სტილი არის იგივე, როგორიც იყო აქამდე. ის ცდილობს სტრატეგიული გადაწყვეტილების ნაცვლად შეგვიყვანოს მარტივ ვაჭრობაში სტანდარტების ფასებთან დაკავშირებით. ეს არის მთელი პრობლემა. ეს რეფორმა არათანმიმდევრული იყო და სულისკვეთება რჩება იგივე. მათ დაინახეს, რომ კრიზისი არის, გამოსავალი უნდა იპოვონ და ამ გამოსავლის პოვნას ცდილობენ რაღაცა ფასების წამატებით გარკვეულ დაავადებებზე. სამწუხაროდ, ეს რაიმე გარკვეულ შედეგს არ გამოიღებს. შესაძლოა, მცირე ამოსუნთქვა იყოს კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებისთვის, თუმცა მე არ მგონია, რომ პაციენტისთვის ეს ხელშესახებად სასარგებლო ვერ იქნება. ასევე, დახურულ შეხვედრაზე საუბარი იყო ტექნიკურ პროფესიულ დეტალებზე და სამინისტრო ზუსტად ამ მიმართულებით გამოთქვამს მზადყოფნას, რომ რამდენიმე კოდს წაუმატოს რაღაცა. საუბარია დეფიბრილატორებზე, ასევე რაღაცა რეანიმაციის შემთხვევაში რეაქტიურ შოკზე, თუმცა სისტემური მსჯელობა ისეთი, როგორიც არის სამედიცინო დაწესებულების და პაციენტის უსაფრთხოების დაცვა, ლიცენზირება, უსაფრთხოების კლინიკური სტანდარტების დაცვა და ა.შ, როგორც არ იდგა აქამდე დღის წესრიგში, ისე არ დგას ახლაც", - განაცხადა კალოიანმა. მისივე თქმით, განფასების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა განფასების საკითხის მოგვარება ძირითადი პრობლემების მოგვარების გარეშე კიდევ უფრო ხიფათის შემცველია. კალოიანის თქმით, თუ არ გადაწყდება კლინიკური სტანდარტების საკითხი და უსაფრთხოების საკითხი სამედიცინო დაწესებულებების, მაშინ იგივე სტანდარტის დატოვება იქნება შავი ხვრელებში ფულის გადინების მაღალი რისკების შემცველი. "სამედიცინო საზოგადოების დიდი ნაწილი და მეც მათ შორის იგივე აზრზე ვრჩებით, რომ სისტემური ცვლილების გარეშე აზრი არ ექნება. შეიძლება რაღაცა სტანდარტებს მოვუმატოთ, ამით კმაყოფილი იყოს რამდენიმე კლინიკა და საჯარო გაბრაზებები შემცირდეს, მაგრამ არ მგონია რეალურად რაიმე ხელშესახები შედეგი მოიტანოს ამან. ახლა არანაირ ეტაპზე არ ვართ. ახლა რეალურად არის მუშაობა გარკვეული სტანდარტების ფასების აწევაზე. საუბარი არის კრიტიკულ მედიცინაში რამდენიმე სამი-ოთხი განსაკუთრებნით რთულად მიმდინარე დაავადებები, რომლებზეც სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, რომ დაიწყოს მსჯელობა. დაახლოებით ამ ეტაპზე ვართ", - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა. მისი განმარტებით, სამუშო ჯგუფები წინადადებებს შეიმუშავებენ, შემდეგ დათვლიან და მსჯელობას დაიწყებენ. "სამინისტრო გვეუბნება, ჯერ შეჩერდით, მერე დაგვარწმუნეთ და თუ დაგვარწმუნებთ, მერე იქნება შედეგი", - განაცხადა კალოიანმა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის განვითარების საბჭოს პირველი სხდომის შემდეგ ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. სამუშაო ჯგუფებმა უკვე ორი შეხვედრა გამართეს და ისინი წინადადებების მომზადებაზე მუშაობენ.

---

 

20.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/quottqventvis-usvria-avrorasquot--koberidze-tikaradzes-mimartavs-romlis-gamosvla-parlamentshi-gadaido-/45719/

"თქვენთვის უსვრია ავრორას" – კობერიძე ტიკარაძეს მიმართავს, რომლის გამოსვლა პარლამენტში გადაიდო

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე "მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატების წინაშე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უნდა გამოსულიყო, თუმცა მისი მოსმენა რეგლამენტის მიხედვით, ვერ მოესწრო, ამიტომ ჯანდაცვის მინისტრს ამ ფორმატში სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე მოუსმენენ. სწორედ ამის გამო, დეპუტატმა ლევან კობერიძემ მინისტრს მომდევნო კვირის განმავლობაში, კომიტეტზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა შესთავაზა. "მინისტრმა რადგან ვერ მოასწრო დროსთან მიმართებაში, ცოტა ხუმრობით ვიტყვი – თქვენთვის უსვრია ავრორას, როგორც ბაბუაჩემი იტყოდა. მერვე თვეა, ვერ მოახერხეთ, მაგრამ მე გთავაზობთ, რომ შემდეგ კვირას, თქვენ თვითონ აირჩიეთ ფორმატი, პარლამენტში მობრძანდეთ, არ არის აუცილებელი ეს ოფიციალური კომიტეტის ფორმატი იყოს, მაგრამ კომიტეტის ფარგლებში შევიკრიბოთ და პირველი მინისტრი იყავით, ვინც ყოველგვარი რეგლამენტის გარეშე მოვა უბრალოდ და ვიმსჯელებთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არის. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი გამოწვევაა", – მიმართა კობერიძემ ჯანდაცვის მინისტრს. ლევან კობერიძის რეპლიკის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრს დეპუტატები უახლოესი პირველი შესაძლებლობისთანავე მოუსმენენ. "სფერო დიდია და მნიშვნელოვანია, რომ საკმარისი დრო იყოს ამისთვის გამოყოფილი", – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. სხდომის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ საშემოდგომო სესია დახურულად გამოაცხადა.

---

 

20.12.2019

მედიასაშუალება:   https://www.interpressnews.ge/ka/article/578503-mimdinare-clis-15-dekembris-mdgomareobit-c-hepatitis-skriningi-1-769-206-adamianma-gaiara-dadebiti-pasuxi-822-s-daupiksirda

მიმდინარე წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით, C ჰეპატიტის სკრინინგი 1 769 206 ადამიანმა გაიარა - დადებითი პასუხი 8.22% -ს დაუფიქსირდა

2019 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით, C ჰეპატიტის სკრინინგი 1 769 206 ადამიანმა გაიარა, საიდანაც დადებითი პასუხი 145,505 (8.22%) მოქალაქეს დაუფიქსირდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პროგრამის დაწყებიდან, 2015 წლიდან, მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით სკრინინგით დადებითი პასუხის მქონე 122 629 მოქალაქიდან აქტიური ინფექცია 81 300 პირს დაუდასტურდა. ფონდის ინფორმაციით, დღეს როცა ყველა კვლევა, მკურნალობის მსგავსად უფასო გახდა, ადამიანების დიდი ნაწილი მაინც თავს არიდებს სკრინინგს. ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის დეპარტამენტის, პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, პროცესში ჩართული ყველა მხარე კვლევების ჩატარებით და დაავადების მაქსიმალურად ადრეული გამოვლენით დაინტერესებული უნდა იყოს. „თუ წინა წლებში ბარიერებად ფინანსურ ან გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას ვასახელებდით, დღეს ეს არ შეიძლება რეალურ ბარიერს წარმოადგენდეს, რადგან 2018 წლიდან დავიწყეთ დეცენტრალიზაციის პროექტი და პრაქტიკულად 700-ზე მეტ ობიექტზე არის ხელმისაწვდომი სკრინინგული კველევა, როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში, იუსტიციის სახლებში, მობილური ბრიგადებით და სხვა. რაც შეეხება ფინანსურ ბარიერს, ესეც ვერ იქნება რეალური, რადგან დღეისათვის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის არა მხოლოდ სკრინინგი, მთლიანად დიაგნოსტიკური კომპონენტი უფასოა. გარდა ამისა, ჩვენ დაწყებული გვაქვს ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა სამ ინფექციაზე (C ჰეპატიტი, შიდსი და ტუბერკულოზი) ქვეყნის მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც ფინანსური ინსენტივი გათვალისწინებულია სერვისის მიმწოდებლებისათვის. ამდენად, პროცესში ჩართული ყველა მხარე წესით დაინტერესებული უნდა იყოს კვლევების ჩატარებით და დაავადების მაქსიმალურად ადრეული გამოვლენით. როგორც მოგეხსენებათ ადრეულ სტადიაზე გამოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ღვიძლის მძიმე დაზიანების თავიდან ასაცილებლად“, - აცხადებს ადამია. მისივე თქმით, მიუხედავად ინსენტივებისა, პროგრამაში მაინც არიან ისეთი პირები, რომლებიც არ აგრძელებენ კვლევებს, ან არ იწყებენ მკურნალობას. „მაგალითად, სკრინინგით დადებითი პაციენტებიდან დაახლოებით 24 000 პაციენტი არ მისულა კონფირმაციული კვლევის ჩასატარებლად. უფრო მეტიც, კონფირმაციით დადებითი პაციენტებიდან (ვინც დაზუსტებით იცის რომ დაავადებულია ც ჰეპატიტით) 17 000 ადამიანს არ დაუწყია მკურნალობა. ამ პაციენტების მოსაზიდად სამინისტრო დამატებით ახორციელებს მიდევნების პროგრამას, ვუკავშირდებით პაციენტებს დამატებით, თუმცა ტექნიკურად არის ისეთი პრობლემები, რომ ტელეფონები არ არის ზუსტი, ან გამოცვლილი აქვთ და ვერ ხერხდება დაკავშირება. აღნიშნულის მიუხედავად, დაახლოებით 20% მოზიდვა და ჩართვა განხორციელდა“, - ამბობს ადამია. მისივე განცხადებით, ელიმინაციის პროგრამის სამიზნე არის დაავადებული მოქალაქეების 90% გამოვლენა, მათ შორის 95% მკურნალობა და ნამკურნალევთა შორის 95%-ის განკურნება. „მიმდინარე შედეგებით, განკურნების მაჩვენებელი პროგრამის ფარგლებში 98,7%-ს სცდება, ამდენად მთავარი პრობლემა პაციენტების გამოვლენასა და მათ მკურნალობაში ჩართულობაში რჩება. მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც ჯერ კიდევ არ დაინტერესებულა თავისი ჯანრთელობის მდგომარეობით, რომ მეგობრებო, გამოიყენეთ ეს უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ამ ეტაპზე აქვს ჩვენ ქვეყანას. გადახედეთ წარსულს, როდესაც ეს მედიკამენტი ჩვენი მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი არ იყო და ჯანმრთელობის დასაბრუნებლად უცხოეთში გადახვეწა, სახლების გაყიდვა და სხვა მძიმე პროცესების გავლა უწევდათ. დაფიქრდით მომავალზე, რადგან მუდმივი არაფერი არ არის და ყველა პროგრამას აქვს ლოგიკური დასაწყისი და დასასრული, ამიტომ ისარგებლეთ აწმყოში არსებული რეალური, ხელშესახები სარგებლით და გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას“, - განაცხადა ადამიამ.

---

 

20.12.2019

მედიასაშუალება:  https://expressnews.com.ge/?id=94847

მინისტრის მოადგილე: გამსახურდიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დამატებით ჩარევებზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის

„ბოლო ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა არის მძიმედ სტაბილური, როგორც შეესაბამება ოპერაციების შემდგომ მდგომარეობას“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა ბოხუამ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე დამატებით სამედიცინო ჩარევებზე საუბრის აუცილებლობა არ არსებობს. „ბოლო ინფორმაციით ჩვენ დიდხანს გვქონდა უშუალოდ შეხვედრა ჩვენს კოლეგებთან. ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამ შემთხვევაში იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე, თუმცა იმყოფება სამკურნალო დაკვირვების ქვეშ. გამომდინარე იქიდან, რომ გადატანილი იქნა რამდენიმე ოპერაცია, მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ოპერატიული მოძრაობის სამინისტრო პერსონალის, როგორც სასწრაფო, ასევე უშუალოდ ადგილზე კლინიკის. მიმდინარეობს სათანადო მკურნალობა და გამომდინარე აქედან, ჩვენ გვჭირდება დრო ეტაპების განვითარების მიხედვით. ჩატარდა ქირურგიული ტრავმატოლოგიური, ანგეოლოგიური ოპერაციები. ამ შემთხვევაში მდგომარეობა არის მძიმედ სტაბილური, როგორც შეესაბამება ოპერაციების შემდგომ მდგომარეობას. მიმდინარეობს სათანადო გამოძიებები შესაბამისი ორგანოების მხრიდან. ამ ეტაპზე დამატებით ჩარევებზე საუბარი არ არის. აქედან გამომდინარე, დინამიკურად ვაკვირდებით და გვექნება ის გადაწყვეტილება როგორც განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა ზაზა ბოხუამ. შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახუდია გუშინ, 19 დეკემბერს, ვერაზე მის საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში უცნობმა პირმა მიაყენა. ფაქტზე გამოძიება 19-108-ე განზრახ მცდელობის მუხლით დაიწყო.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/53478409-jandacvis-ministris-moadgilis-inpormaciit-am-etapze-cotne-gamsaxurdias-sazgvargaret-transportirebis-sachiroeba-ar-aris

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1576837917-%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94

ამბები.ჯი- https://www.ambebi.ge/article/239923-gadaiqvanen-tu-ara-sazgvargaret-cotne-gamsaxurdias/

---

 

20.12.2019

მედიასაშუალება:  http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=113264

შემოსავლების სამსახური მადლობის სიგელით დაჯილდოვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების პროცესში შეტანილი წვლილისთვის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 20 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის - „თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების“ კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული, მონიტორინგის შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის სხვადასხვა მიდგომები, მონიტორინგის ძირითადი ინსტრუმენტები და არსებული გამოწვევები განიხილეს. სამუშაო შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, შემოსავლების სამსახურის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების, პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

---

 

 

 

 

ბეჭდვითი მედია

23.12.2019

მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი

მინისტრო ტიკარაძევ, სერგეენკოს მიგაყოლებთ!

ამ რამდენიმე თვის წინათ, როცა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, ენა გვერდზე გაექცა და ბრძანა - " მოგესალმებით პატივცემულო კომიტეტის თავჯდომარეებო, მოგესალმებით პატივცემულო პაციენტი.... დეპუტატებო!". ჩვენამდე მოაღწია ხმებმა, რომ ეკატერინე ტიკარაძე პრემიერ - მინისტრ გიორგი გახარიას აგდებულად ელაპარაკება. ზოგიერთებმა ისიც გვითხრეს ეს ქალი ისეა გატუტუცებული, მთავრობის სხდომაზე მალე, ალბათ, ენას გამოგვიყოფს და კიბიდანაც დაგვაგორებსო. ეს რომ ასეა,ამას 20 დეკემბრეს მერტროსადგურ " დელისთან" პროფკავშირებს კულტურის სასახლეში გამართული თავყრილობაც ადასტურებს, სადაც , 26 სამედიცინო კლინიკის ხელმძღავენელი და მედ პერსონალი შეიკრიბა. ექიმები ტიკარაძის 520 - ე ბრძანებულებას აპროტესტებდნენ, რომელმაც მთელი სამედიცინო საზოგადოება ააბუნტა. 520 - ე ბრძანებულების თანახმად უკლებლივ ყველა სამედიცინო კლინიკაში ერთნაირი ტარიფები დაწესდა. თუმცა, მოხდა უბედურება - ავადმყოფის მკურნალობისთვის დაწესებული ტარიფები ხშირ შემთხევაში თვითღირებულებაზე ნაკლებია, რაც რაც კლინიკების გაკოტრებას იწვვევს. ეკატერინე ტიკარაძეს და მის მრჩეველებს მოსალოდნელ შედეგებზე არ უფიქრიათ , მინისტრი ტიკარაძე ან ჯანდაცვის სამინისტროში ჩაბუდებული რომელიმე " საბოტაჟნიკის " მსხვერპლია, ანდა თავად ეწევა დივერსიას, რათა ჯანდაცვის სისტემა კორუფციის ამყაყებულ წუმპეედ აქციოს. დავით სერგეენკოს ჩვენ არ ვაპატიეთ უგულისყურობა, იმ ყასაბ ქირურგთან გურამ ქარაზანაშვილთან ერთად კუნტრუში, რომელმაც უამრავი ადამიანი გააუბედურა და პასუხი არაფერზე აგო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6565388&name=23.12.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

23.12.2019

მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი

ტია-ტიას ანტი-ტროლები და ჟან-ჟანის ტულაილები

ბოტს ჩამოვკარ, მივაყოლე ფეისბუქი მოტროლილი.. არ მოაკლდეს ნაცპარტიას სააკოვის გობტყორინი! ვერას ავნებს ივანიშვილს სტატიები შეკვეთილი ნაცებს ხვალაც მოიკითხავს სასახლიდან შეკვეთილს. დაუფასეს თურმე კრემლში ბურჯანაძეს პროწიალი, გაფრინდაშვილს უპადაგრეს სროკი ხეხოს ორწლიანი. ექიმებს ნუ ააჯანყებ ჯანმინისტრო ტიკარაძევ, თორემ სერგეენკოსავით დაგამღერებთ გიტარაზე! თუკი ერთხელ დაუძახე ამერიკელ ჯოს მამაო, არ დაგღალოს ნატო-ს კართან სამუდამო ჯდომამაო! ელ-გე-ბე-ტემ დაიაკვა ეს სექტორი, ის სექტორი, ტრანსგენდერებს ესალმება სახელმწიფო ინსპექტორი! ხაზარაძემ დააფუძნა "ლელო" პუტჩის დაწყების დღეს, ათას ხეზე გადამხტარი წამოეცვა ნაცების ხეს!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6565885&name=23.12.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

23.12.2019

მედიასაშუალება:     კვირის პალიტრა

ალექსანდრე ალადაშვილი: "ახალი ტარიფები დიდ პრობლემას უქმნის ჯანდაცვის ხარისხსა და უსაფრთხოებას"

21 ნოემბრიდან ამოქმედებული 520-ე დადგენილების თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება უკვე გახდა ექიმებისა და კლინიკების მფლობელთა უკმაყოფილების მიზეზი. არაერთი კითხვა აქვთ დაზღვეულებსაც და საზოგადოების სხვა წევრებსაც, რომელთაც ფასების ცვლილებებთან ერთად აინტერესებთ, შესაბამისი იქნება თუ არა მომსახურების ხარისხი. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი "კვირის პალიტრასთან" აცხადებს, რომ მისი კოლეგების უმრავლესობა ტარიფების გათანაბრებას დადებითად აფასებს. მისივე თქმით, უკმაყოფილებას იწვევს არა ტარიფების გათანაბრება, არამედ მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური სერვისების არაადეკვატურად დაბალი ახალი ტარიფები. - ახალი ცვლილებით, იმ სამედიცინო დაწესებულებებმა, რომლებიც ჩართული იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, უნდა აიღონ ვალდებულება, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ, ანუ კლინიკის ნაცვლად სახელმწიფო ადგენს ფასს და უკვე განსაზღვრა კიდეც, რა ეღირება ესა თუ ის ოპერაცია. თუ ადრე შეიძლებოდა, პაციენტს ჯანდაცვის გადარიცხული თანხა შეევსო კლინიკის დაწესებულ ტარიფამდე, ახლა კლინიკებს ეს აეკრძალათ და თუ პაციენტს სახელმწიფო დააფინანსებს, კლინიკას უფლება აღარ ექნება, დამატებით სამედიცინო მომსახურებაში მას თანხა გადაახდევინოს. - რა ცვლილებები შეიძლება ამას მოჰყვეს და, რაც მთავარია, შესაბამისი იქნება თუ არა მომსახურების ხარისხი? - ახალ რეგულაციაში ორი ძირითადი პრობლემაა, პირველი და უმთავრესი კი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოღებული არარეალურად დაბალი ტარიფებია. - რას გულისხმობთ? ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კლინიკები ძალიან მაღალ ფასს ასახელებენ, რაც თუნდაც დაზღვევის შემთხვევაში ცუდ დღეში აყენებს მოქალაქეებს. - ვერ დაგეთანხმებით. სამინისტროს ეკონომისტების განცხადებით, ახალი ტარიფების გამოანგარიშებისათვის გამოყენებულია სხვადასხვა დაწესებულებაში წინა წლების განმავლობაში ჩატარებული სამედიცინო სერვისების ღირებულებების ანალიზის შედეგები. გასაკვირია, მაგრამ არავინ დაინტერესდა, იყო თუ არა ადეკვატური წინა წლების განფასებები; ახალი ტარიფების დაანგარიშებისას სამინისტროს ეკონომისტებმა არც კი გაითვალისწინეს კონკრეტული სამედიცინო (ჩვენს შემთხვევაში - მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური) სერვისების თანამედროვე სტანდარტების სპეციფიკა, არც მასალებისა და მედიკამენტების რეალური ღირებულება. მიაქციეთ ყურადღება - მე სპეციალიზებული მომსახურების უსაფრთხოდ და ხარისხიანად ჩატარებისთვის მინიმალურად აუცილებელ სტანდარტებს ვგულისხმობ და არა - ევროპულს. რაც შეეხება მეორე პრობლემას და ხარისხს... დავუშვათ, პაციენტს სოციალური სტატუსით სახელმწიფოსგან აუცილებელი კონკრეტული სამედიცინო მომსახურების დაფინანსება (სრული ან ნაწილობრივი) ეკუთვნის. ამავე დროს, მას სურს, სახელმწიფო დაფინანსებით განსაზღვრული მომსახურების გარდა, ჩაიტაროს მკურნალობა უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მასალებით და აქვს ამის დაფინანსების სხვა, არასახელმწიფო ალტერნატიული წყარო (მაგ., ნათესავი, მეგობარი). ახალი დადგენილების თანახმად, პაციენტს ჩამორთმეული აქვს უფლება, გაიუმჯობესოს სამედიცინო სერვისის ხარისხი. გაუგებარია, რატომ ართმევს ახალი დადგენილება პაციენტებს უკეთესი და ძვირად ღირებული სამედიცინო მასალებისა და მოწყობილობების გამოყენების შესაძლებლობას. - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ერთი და იმავე ინტერვენციის ფასი ზოგ კლინიკაში იყო 17, 18, 19 ათასი ლარი, სხვაგან - 34.000 ლარზე მეტი. მისივე თქმით, ეს უთანაბრობა ძალიან რთული ასახსნელია. - ვეთანხმები ქალბატონ თამარს და ვიზიარებ მის გულისწყრომას, მაგრამ ასეთი კითხვაც მაქვს - ეს უთანაბრობა ხომ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა? არაერთი პრეტენზია მოგვისმენია ზოგიერთი კლინიკის მხრიდან და ეს უთანაბრობა სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკით იყო განპირობებული. სად იყო სამინისტრო აქამდე? რატომ მისცა სამინისტრომ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ახალგახსნილ დაწესებულებებს სამედიცინო სერვისებზე თIითქმის შეუზღუდავი ფასნამატის უფლება?! იმავე დროს, უკვე მოქმედ კლინიკებს ფასების ამგვარი ცვლილება "ისტორიული მინიმუმის" პრინციპით ეკრძალებოდათ. ძველი და ახალი სამედიცინო დაწესებულებებისთვის არათანაბარი კონკურენტული გარემო იყო შექმნილი და შედეგსაც ვიმკიდით. - გაბუნიას თქმით, თუ ვინმეს ეს ტარიფები არ მოსწონს, შეუძლია დატოვოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. მთავრობა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და არც ცვლილება გადავადდება... - ასეთი კატეგორიული განცხადებები ხელს არ შეუწყობს სამედიცინო საზოგადოებისა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობას. სამწუხაროა, მაგრამ ბევრს ჯერ კიდევ არა აქვს გაცნობიერებული, რომ დაბალი ტარიფების პრობლემა არ არის მხოლოდ ის, ვიღაცას ისინი მოსწონს თუ არ მოსწონს. სინამდვილეში, ეს ტარიფები დიდ პრობლემას უქმნის პრაქტიკულ ჯანდაცვას, ხარისხსა და უსაფრთხოებას, დარგის განვითარების პერსპექტივებს. - საზოგადოება და ექიმების ნაწილი ვარაუდობენ, რომ ეს ცვლილებები ჯანდაცვის ხარისხზეც აისახება. ექიმების თქმით, სამინისტროს შეთავაზებული ტარიფების უმრავლესობა ისეთი დაბალია, რეალურ ფასებს ვერ ასახავს, ეს კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეების სამედიცინო სერვისს გააუარესებს... - ახალი ტარიფების არაადეკვატურობა განვიხილოთ ორი მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური პროცედურის მაგალითზე. შედარებისას გამოვიყენოთ ამ პროცედურების ხარისხიანად და უსაფრთხოდ ჩატარებისათვის საჭირო მასალებისა და მედიკამენტების სტანდარტული ჩამონათვალი და მათი საბაზრო ღირებულება. პირველი მაგალითი - ინვაზიური დიაგნოსტიკური პროცედურა - კორონაროგრაფია სამინისტროს ახალი ტარიფით განფასებულია 550 ლარად. ამ თანხაში რატომღაც შეყვანილია ერთი საწოლ/დღის ღირებულებაც - 240 ლარი. ე.ი. საკუთრივ პროცედურისათვის რჩება 310 ლარი. ახლა გადავხედოთ კორონაროგრაფიის ჩატარებისათვის საჭირო სპეციალური მასალებისა და მედიკამენტების ტიპურ ჩამონათვალს და მათ საშუალო საბაზრო ღირებულებას. ამ მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ პროცედურის ნორმალურად ჩასატარებლად მხოლოდ მასალებსა და მედიკამენტებზე 300 ლარზე მეტი იხარჯება. გარდა ამისა, ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ძვირად ღირებული პროცედურები (დაახლოებით 1.500 ლარი). ამას ემატება აპარატურის ამორტიზაციის ანარიცხები, 3-4 თანამშრომლის ხელფასი, სხვა არაპირდაპირი ხარჯები და ა.შ. მეორე მაგალითი - კორონარული სტენტირება ორი სტენტის იმპლანტაციით ახალი ტარიფით განფასებულია 2.100 ლარად. ამ თანხაში რატომღაც ასევე შეყვანილია კორონაროგრაფიის (და ერთი საწოლ/დღის) ღირებულება - 550 ლარი. ამგვარად, საკუთრივ კორონარული სტენტირების პროცედურისათვის რჩება= 1.550 ლარი. აღნიშნული პროცედურის ნორმალურად ჩატარებისათვის საჭირო სპეციალური მასალებისა და მედიკამენტების ღირებულების გათვალისწინებით დანახარჯმა (სტენტების ღირებულების გარეშე) შეიძლება 1.100 ლარზე მეტი შეადგინოს. ამას უნდა დავუმატოთ ორი სტენტის ღირებულება - ევროპული და ამერიკული წარმოების სტენტების შემთხვევაში 1.000 ლარზე მეტი, ხოლო სხვა ქვეყნებში ნაწარმოები სტენტების გამოყენების შემთხვევაში - 590 ლარი ან მეტი. ამ ციფრების შეჯამებით ირკვევა, რომ ორი სტენტით კორონარული სტენტირების პროცედურისათვის საჭირო მარტო მასალებისა და მედიკამენტების ღირებულებამ, შესაძლოა, 1.700-2.100 ლარს გადააჭარბოს. მსგავსი შეუსაბამობაა სხვა მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური პროცედურების ტარიფებშიც და, იმედია, ეს მაგალითები დაგანახებთ, შესაძლებელია თუ არა ახალი ტარიფების გამოყენებით თანამედროვე მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური სერვისების ხარისხიანად ჩატარება. - როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას რატომ დასჭირდა ამის გაკეთება? - ეს ჩემთვისაც გაუგებარია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6565599&name=23.12.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

23.12.2019

მედიასაშუალება:     კვირის პალიტრა

ტრაგედია, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს!

"დიღმელი ვარ, მაგრამ მთელი საქართველო და თბილისი ჩემი უბანია", - ეს 15 წლის ლუკა სირაძის სიყვარულით ნათქვამი სიტყვებია. ალბათ, მთელმა საქართველომ ნახა სოციალურ ქსელში მისი ეს ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, სკოლაშია გადაღებული. ეს ღიმილიანი, სიცოცხლით სავსე ბიჭი 21 დეკემბერს მიაბარეს მიწას. ტირის მთელი საქართველო - ლუკას უამრავი ცრემლი გაჰყვა. საქართველოს პრეზიდენტმა ოჯახს მიუსამძიმრა და ამ ტრაგედიის გამო საახალწლოდ დაგეგმილი ყველა ღონისძიება გააუქმა. 12 დეკემბერს ბიჭი =თავისი სახლის მეზობელი კორპუსიდან გადმოხტა... ლუკა იაშვილის კლინიკაში რამდენიმე დღე ებრძოდა სიკვდილს. მისთვის ისრაელიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს ექიმი, ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ პატარა ბიჭის გული 17 დეკემბერს გაჩერდა. ლუკა სირაძე თბილისის "მწვანე სკოლის" მოსწავლე იყო, მაგრამ სექტემბრიდან დედამ სხვა სკოლაში გადაიყვანა, რადგან სწავლის ფულს ვერ იხდიდა. ამ საქმის გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს პატიმრობა უკვე შეეფარდა. სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ამბობს, რომ ყველა ის პირი დაისჯება, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. როგორც ირკვევა, "მწვანე სკოლის" ადმინისტრაციამ დამოუკიდებლად ჩაატარა მოკვლევა, ჯერ დაათვალიერა სკოლის პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერები, მერე დაიწყო ბავშვების ჯგუფურად გამოკითხვა... გამოიძახეს პოლიცია, რადგან ჩათვალეს, რომ სკოლისთვის მიყენებული ზარალი ამის საფუძველს იძლეოდა. მანამდე სკოლის ადმინისტრაციას ბავშვებთან კომუნიკაცია ჰქონდა. პოლიციას ადმინისტრაციამ გადასცა კამერების ჩანაწერები, ასევე პოლიციის ხელში მოხვდა არასრულწლოვანთა პირადი მიმოწერები. გამოძიება იმასაც გაარკვევს, დაარღვია თუ არა სკოლამ მოზარდების უფლებები, როცა მშობლების დაუკითხავად ბავშვების პირადი მიმოწერები ამოიღო და პოლიციას გადასცა. "თუ დადასტურდა სკოლის მიერ პერსონალური მონაცემების არაკანონიერად დამუშავება, დადგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი", - ამბობს ლონდა თოლორაია. ლუკა სირაძის ოჯახის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი რევაზ აჭარაძე იცავს: - 10 დეკემბერს 4-დან 5 საათამდე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პირველი განყოფილებიდან დაუკავშირდნენ ლუკას დედას. უთხრეს, რომ მისი შვილი დაბარებული იყო პოლიციაში. იქ მისულს გამომძიებელი ეკითხება, ხომ იცი, რატომაც დაგიბარეთო? არ ვიციო, პასუხობს ლუკა. მაშინ ჩოლოიანი ბავშვს ეუბნება, რომ იცის, რაც ჩაიდინა!.. ლუკა ყველაფერს უარყოფს და ვითარება ნელ-ნელა იძაბება. იმატებდა ზეწოლაც. ბოლოს მოზარდმა კი არა, დედამაც დაიჯერა, რომ შეიძლებოდა მის შვილს რაღაც დამართოდა. იყო მუქარა: "თქვი, თორემ მაინც დაგიმტკიცებ", "კისერი ისეთებისთვის მომიგრეხია" "თუ არ აღიარებ, შეიძლება ციხეში მოხვდე", "შენს ძმას პრობლემები შეექმნება"... არადა, ლუკასთვის 20 წლის ძმა იყო მისაბაძი ადამიანი. ბიჭებს მამა გარდაეცვალათ და დედის ჩვენებით ირკვევა, რომ მამის სიკვდილის შემდეგ ლუკასთვის ძმა გახდა კერპი. მასაც უნდოდა სამხედრო აკადემიაში ესწავლა. თავიც იმიტომ გადაიპარსა, რომ ძმისთვის მიებაძა, გამომძიებელმა კი ესეც სათავისოდ გამოიყენა, ეუბნებოდა, შენ თმა გაქვს გადაპარსული და ისე მელაპარაკები, როგორც დამნაშავეები იქცევიანო. Uუმეორებდა, "კაპეზეში" რომ მოხვდე, ხომ იცი, რომ პრობლემები შეგექმნებაო. ლუკა ამბობდა, რომ ეს მას არ ჩაუდენია. ბავშვმა იმ დღეს "მწვანე სკოლაში" შეიარა მეგობრების სანახავად, იქიდან მასწავლებელთან წავიდა, მერე მეგობრებთან ერთად გაისეირნა. გამომძიებელმა მოითხოვა, დაესახელებინა მათი ვინაობა, ვისთან ერთადაც იყო. მასწავლებელიც უნდა დავკითხოო და ტელეფონის ნომერი მოითხოვა. დედამ უთხრა, რომ სახლში ჰქონდა ნომერი. წადი და მომიტანე, ჩვენი თანამშრომელი წაგიყვანს მანქანითო. ამიტომ გავიდა დედა პოლიციის შენობიდან. როცა დაბრუნდა, უფრო დაიძაბა სიტუაცია. დედა ამბობს, ლუკა ანერვიულებული დამხვდაო. მაშინ შეშინდა, როცა ბიჭი განყოფილების უფროსის მოადგილე რევაზ მამასახლისმა ცალკე ოთახში გაიყვანა. იქიდან დაბრუნდა ანერვიულებული, ატირებული და დედას უთხრა, ვაღიარებ იმიტომ, რომ ჩემი ძმა არ დაისაჯოს და რამე არ მოუვიდესო. დედა ამბობს, არ ვიცოდი, შემეძლო თუ არა მოადგილის კაბინეტში შესვლაო. პოლიციის უფროსის მოადგილე ამბობს, დედასთან კონფლიქტი ჰქონდა და ამიტომ გავიყვანეო. მათ არ ჰქონდათ უფლება, ექვსსაათ-ნახევარი მოზარდი განყოფილებაში ჰყოლოდათ! ლუკას იქ ყოფნის პერიოდში კიდევ ორი არასრულწლოვანი მოიყვანეს და ერთ-ერთი დაუპირისპირეს. ლუკას გამოკითხვისას იკვეთება რამდენიმე აშკარა დარღვევა: პირველი - სანამ გამოიკითხა უსაფრთხოების მენეჯერი, ბიჭი იქ იჯდა და იცდიდა; მეორე - გამომძიებელი აიძულებდა, მიეცა ჩვენება; მესამე - დაკითხვას უცხო პირი ესწრებოდა; მეოთხე - მოზარდები დაუპირისპირა ერთმანეთს, მეხუთე - ბავშვი მარტო დარჩა განყოფილებაში. ამ დროის განმავლობაში გამომძიებლის მაგიდასთან მიდიოდნენ სხვა თანამშრომლები და ელაპარაკებოდნენ; სხვა ადგილებიდანაც ეძახდნენ, ჯობია აღიაროო. ესეც ზეწოლაა! - პოლიციაში დაპირისპირებულმა გოგონამაც სცადა თვითმკვლელობა... - მანაც დიდი სტრესი განიცადა, ამბობს, რომ ძალიან ინერვიულა, ასეთ გარემოში რომ მოუხდა ჩვენების მიცემა. - ლუკა პოლიციიდან გამოსული სჩადის თვითმკვლელობას? - დედა ამბობს, მეორე დღეს პოლიციიდან სახლში რომ დაბრუნდნენ, ძალიან განერვიულებული იყო და მხოლოდ პური შეჭამაო. შემდეგ ლუკა სააბაზანოში ისე შევიდა, რომ დედას არ გაეგო, ჩაიცვა ფეხსაცმელი და შეიკრა ქურთუკი - ეს ხდება დღის სამ საათზე. სახლიდან რომ გადიოდა, დედამ ჰკითხა, სად მიდიხარო. მე დღეს სახლში არ დავბრუნდებიო, უპასუხია და კიბეზე ჩაირბინა. დედა გაჰყვა, მაგრამ ბიჭი გაიქცა. ამის მერე შეშინებულმა დაურეკა ჩოლოიანს და უთხრა, რომ მისი შვილი განერვიულებული წავიდა სახლიდან და დახმარება სთხოვა. გამომძიებელმა უპასუხა, შენი მეორე შვილი ჩამოვიდეს გორიდან და იმან იპოვოსო. ამ საუბრიდან დაახლოებით ნახევარ საათში ჩოლოიანი თვითონ ურეკავს დედას, ჩემი "ბიჭებიც" (იგულისხმება პოლიციელები) არიან გასულები და იპოვიანო. შეიძლება მართლაც გავიდა ვინმე ლუკას მოსაძებნად ან შეიძლება ეს დასამშვიდებლად უთხრა, ამას გამოძიება დაადგენს. მალე დედას ახლობლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ლუკა მეზობელი კორპუსიდან გადმოხტა. რას ამბობს სკოლის დირექტორი კახა დავითური, სკოლის დირექტორი: - ლუკა ჩვენს სკოლაში რამდენიმე თვე სწავლობდა, სექტემბრიდან სხვაგან გადავიდა. ერთხელ, სკოლაში რომ მოვედით, კედლებზე ვნახეთ წარწერები. ეს გაკეთებული იყო წინა ღამით. პოლიცია სკოლის უსაფრთხოების სამსახურმა გამოიძახა, რადგან რამდენიმე ადგილას დაზიანებული იყო კედლები, დაფები. უხამსი სიტყვები და სხვა სახის წარწერები პულვერიზატორით იყო გაკეთებული. მერე გავარკვიეთ, რომ ეს ბავშვი წაიყვანეს დაკითხვაზე. ჩვენ ბავშვების უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ. არ ვიცოდით, ეს ვინ გააკეთა - ვიღაც იყო შემოსული და ვაცნობეთ პოლიციას, რომელმაც მოახდინა რეაგირება. კამერები დაათვალიერეს და ბავშვის ვინაობა გაირკვა. წარწერებს კონკრეტული ადრესატი არ ჰყავდა. "სკოლა კატეგორიულად ითხოვდა, ზარალი ლუკა სირაძის ოჯახს აენაზღაურებინა" "რომ არა სკოლის დაჟინებული მოთხოვნა, ჩოლოიანი გამოძიების დაწყებას არ აპირებდა" თეონა გვაზავა, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი: - ყველაფრის ინიციატორი სკოლა იყო. სკოლამ დაადგინა, რომ ეს შესაძლოა ლუკას გაეკეთებინა და მანვე მიაწოდა ინფორმაცია პოლიციას იმ მოსწავლეთა შესახებ, რომლებიც ფლობდნენ და ადასტურებდნენ არასრულწლოვნის მიერ კედლების მოხატვის შესაძლო ფაქტს. სწორედ სკოლამ მოსთხოვა მარიანა ჩოლოიანს გამოძიების დაწყება. ჩოლოიანს კი სურდა ყველაფერი მორიგებით დასრულებულიყო. რომ არა სკოლის დაჟინებული მოთხოვნა, ჩოლოიანი, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ იწყებდა გამოძიებას, მაგრამ ამას კატეგორიულად ითხოვდა სკოლის წარმომადგენელი, მენეჯერი, რომელიც მოწმის სახით გამოიკითხა, გამოცხადდა პოლიციაში და მოთხოვნა დააფიქსირა - კედლების გარდა, დაზიანებული იყო 2 დაფა, რომელთა ღირებულება რამდენიმე ასეულ ლარს აღემატებოდა. სკოლა კატეგორიულად მოითხოვდა, ზარალი ლუკას ოჯახს აენაზღაურებინა. მათი შეფასებით, დაფები 300 ლარი ღირდა. "შეწყვიტეთ ბავშვების დაზაფვრა" ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა: - ახლა მთავარია არ გავაუფასუროთ ეს საყოველთაო ტკივილი. როცა მოზარდი ამბობს, ასეთი ცხოვრების დედაცო, ეს საზოგადოების ცხოვრების წესს ეხება. ჩვენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვესმის უხამსი სიტყვები, ვუყურებთ იაფფასიან შოუებს, სატელევიზიო ფილმებს, სადაც ბევრი რამ შეურაცხმყოფელი სიტყვებით არის შეფუთული. დღევანდელ ახალგაზრდებს უწევთ ისეთ პირობებში ცხოვრება, სადაც გამარჯვებული და დაფასებულია აგრესია, ბილწსიტყვაობა, ცილისწამება, ღირებული სიტყვა გაუფასურებულია, დაბულინგება - წახალისებული. დღეს მიტინგები და გამოსვლები კი არ უნდა იყოს, თავდახრილებმა საკუთარ თავში უნდა გავიაზროთ, რა მოხდა და ვეძიოთ გამოსავალი. - ამ დროს რამდენად გადამდებია ნეგატიური გზავნილები? - ბავშვისთვის ცხოვრება ზღაპარია და უნდა იყოს კიდეც, მაგრამ ცხოვრება წინააღმდეგობებით არის სავსე და ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ბოროტის გვერდით სიკეთე და სიცოცხლე იმარჯვებს. ეს არის კაცობრიობის ანი და ჰოე. ამ ფონით კი მივიღებთ ბავშვობაწართმეულ, დაზაფრულ მოზარდებს. დაზაფრულია მთელი საზოგადოება - ცხოვრებასთან ჭიდილს სჭირდება ემოციური ინტელექტი და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. 15 წლის ყმაწვილის ოჯახის მწუხარებით სპეკულაცია ხდება და ეს არის შეურაცხმყოფელი, დამაზიანებელი. თუ შევძლებთ ემოციის მართვას, არ გაგვიჭირდება ცხოვრება დავინახოთ ზუსტად ისეთი, როგორიც არის - მშვენიერი... დავფიქრდეთ ჩვენ, ზრდასრული ადამიანები, როგორ ვცხოვრობთ?!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6565311&name=23.12.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

21.12.2019

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

ერიდეთ უცოდინარ ექიმებს!

ამ სატაურით გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" 2 წერილი დავბეჭდე: 2017 წლის 21 ივლისს და 2018 წლის 7 თებერვალს ეს წერილები შპს "აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში" მომხდარ ტრაგედიას ეხებოდა. 2017 წლის 24 მაისს, ამ კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით მიყვანილ პენსიონერს, ასაკთან შედარებით ჯანმრთელ კაცს ჯემალ ქარაზანიშვილს, რომელსაც მუცლის ტკივილი აწუხებდა, იმავე საღამოს ექოსკოპიის საშუალებით დაუდგინეს დიაგნოზი - "პერიტონიტი, მწვავე დესტრუქციული ქოლეცისტიტი". მორიგე ქირურგები ზვიად ძნელაძე და კაკო გუგულააშვილი, არც დაფიქრებულან პენსიონერი, ასაკიანი კაცი გადაიტანდა თუ არა ოპერაციას, სხვა გამოკვლევების გარეშე, იმავე საღამოს სასწრაფოდ, ქართველური ჰარიჰარალეთი პაციენტ ჯ ქარაზანიშვილს გაუკეთეს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან აღნიშნული ქირურგების უცოდინარობით გამოწვეული გართულებები მათ არც გახსენებიათ. ოპერაციის შემდეგ მაინც შეემოწმებინათ ასაკოვანი პაციენტის გული და ფილტვები!... ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პარლამენტიდან სწერდნენ: "გთხოვთ, ოპერატიულად გამოიკვლიოთ აღნიშნული საქმე, პასუხი გვაცნობეთ წერილობით და აცნობეთ განმცხადებელს". ჩემი განცხადების საფუძველზე, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო მწერდა: "დაწყებულია საკითხის შესაწავლა, ჯ. ქარაზანიშვილისტვის აღნიშნულ კლინიკაში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ". შემდეგ წერილებში მწერდნენ: ჯ. ქარაზანიშვილის სამედიცინო დოკუმენტაცია გადაიგზავნა სარეცენზიოდ ექიმ-სპეციალისტებთან, შედეგების შესახებგცნობებთ. 2017 წლის 24 მაისი, ოპერაციის გაკეთების დღიდან გავიდა 2 წელი და 7 თვე. "სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო" - მკვლელი "ექიმების" ოჯახებმაც გამოცადონ, რა არის საკუთარი ჭირი. მე კი მარტოდმარტო ადამიანი, ვდგავარ ჯანმრთელობის დაცვის ამხელა აპარატის პირისპირ და სამართალს ველოდები. "ექიმებს", რომლებზეც ვითომ ჯოხი გადატეხეს, თითს დაუქნევენ, ისიც შორიდან, ეგ არის და ეგ. სად არის სამართალი, უპოვნია კი ვინმეს?!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6563352&name=21.12.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge