From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-23.10.2019
Received On : 23.10.2019 08:38
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 23.10.2019

 

ტელევიზია

23.10.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 12:00

ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმები გაიფიცნენ - მედპერსონალი ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვს

http://www.rustavi2.ge/ka/news/144987

---

 

23.10.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: ახალი დღე

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები მთავრობის დაპირებების მოლოდინში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6415471

---

 

23.10.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 08:00

ზუგდიდში ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგ ცენტრი გაიხსნა, რაც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კონტრიბუციით აშენდა. 40 წელს გადაცილებული მოქალაქეებისატის სკინინგი უფასოა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6415318

იმედი - ქრონიკა 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6415287

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6415191

---

 

23.10.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 08:00

პაციენტის ოჯახი კლინიკის წინააღმდეგ - გაუჩინარებული მამაკაცის ახლობლები საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრს სასამართლოში ჩივილით ემუქრებიან. 63-ი წლის მამაკაცის პოვნა უკვე მერვე დღეა ვერ ხერხდება. თამაზ აივაზოვმა კუჭის ოპერაცია გაიკეთა, სამ დღეში კი პალატიდან გაქრა. საქმეში ჩართულია პოლიცია. საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრში მომხდართან დაკავშირებით კომენტარზე უარს ამბობენ. დაწყებულია გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6415183

რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6415051

---

 

23.10.2019

არხი:   იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

გამოძიების ხარვეზები შრომის უსაფრთხოების საქმეებში. ამ თემაზე სამუშაო შეხვედრას იემსი მართავს. დისკუსია მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევებს ეხება. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად გამოძიების ეფექტიანობა და საწარმოში უსაფრთხოების წესები კვლავ გამოწვევად რჩება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6415457

რუსთავი 2 - კურიერი 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6415242

---

 

22.10.2019

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 22:00

1ლარიანი მედიკამენტების პროგრამა შეფერხებით მუშაობს. 35 დასახელების წამალი, რომელიც მთავრობას სოციალურად დაუცველებისთვის, პენსიონერებისთვის, შშმ პირებისთვის 1 ლარად უნდა გაეცა , სააფთიაქო ქსელებში ფაქტობრივად აღარ იყიდება. პროგრამა მამუკა ბახტაძის სახელს უკავშირდება და მასში ხარვეზებს ჯანდაცვის სამინისტროშიც ხედავენ. რა დარჩა დახლებზე 1 ლარიანი მედიკამენტებიდან?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6414788

---

 

22.10.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

ქუთაისში 300-მდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა. მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეიკრიბნენ და განმარტება საპროტესტო აქციაზე მოითხოვეს. მათი თქმით, სოციალური დახმარების თანხა არ დაერიცხვათ და დღეს, რომ დახმარება შეუწყდათ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ბოლო შემოწმება ცოტა ხნის წინ ჩატარდა და მათთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო სოციალაურად დაუცველების განმეორებითი შემოწმება. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ცენტრში განმარტავენ, დახმარებები უბრალოდ შეჩერდა, რადგან მიმდინარეობს გეგმიური შემოწმება, შემოწმების შემდეგ დახმარებას ის ოჯახები მიიღებენ, ვისი ქულებიც უცვლელი დარჩება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6413832

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6413500

---

 

22.10.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 15:00

თავისუფალი საქართველოს ლიდერი მოქალაქეებისთვის მედიკამენტების მიწოდებას განაგრძობს. კახა კუკავამ წამლები ალექსანდრე წვერავას გადასცა. მისი თქმით პარტია თავისუალი საქართველომ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღო მედიკამენტების იმპორტისა და რეალიზაციის ნებართვა თუმცააუდიტის სამსახურმა პარტიის წინააღმდეგ კვლევა დაიწყო უკანონო რეალიზაციისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. კუკავას თქმით პროცესი აფერსებს საჭირო მაშტაბებით მედიკამენტების გავრცელებას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6413498

---

 

22.10.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

ქვეყნის მასშტაბით არსებულმა დღის ცენტრებმა შესაძლოა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტონ, რის გამოც არ არის გამორიცხული, ბენეფიციართა ნაწილი შესაბამისი მომსახურების გარეშე დარჩეს. საუბარია დაწესებულებეზე, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მიუსაფარი და სოციალურად დაუცველი ბავშვები სხვადსხვა სერვისს იღებენ. ცენტრების წარმომადგენლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ანაზღაურების მატებას ითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6414770

---

 

22.10.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები - 40 საათი კვირაში და 8 საათი დღეში, არა ნორმირებული საათები კი უნდა ანაზღაურდეს. მშრომელთა უფლებების დასაცავად შემუშავებული საკანონმდებლო რეგულაციები ამ დრომდე გარკვეული აზრთა სხვადასხვაობის მიზეზად ისევ რჩება. ბიზნესს დაცული უფლებები არ მოსწონს, რადგან თვლის, რომ მისი უფლებები ილახება. კერძო სექტორი იმუქრება, რომ ცვლილებებით სავარაუდოდ, გაზრდილ ხარჯებს, სამუსაო ადგილების შემცირებით უპასუხებს. ხელისუფლება კი ევროინტეგრაციის პროცესსში ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ოქროს შუალედს ეძებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6414786

I არხი -მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6414844

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6414725

მაესტრო - მაესტროელები- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6414355

---

 

22.10.2019

არხი:   მთავარი არხი

გადაცემა: მთავარი ამბები 18:00

დადიანების მუზეუმის თანამშრომლები, ზუგდიდში უკევ მეორედ გაიფიცნენ. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში თანამშრომლებმა, მუზეუმში ტურისტების შეშვება შეაჩერეს.გაფიცვის მთავარი მიზეზი მათი მიზერული ხელფასებია, რომლის მომატების მოთხოვნით, სამინისტროს ბოლო 1 წლის განმავლოობაში აარერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მუზეუმის თანამსრომლები ამბობენ, რომ მათი ხელფასები საშუალოდ 220 ლარია და მოითხოვენ, რომ თანხა 500 ლარამდე გაიზარდოს. დღეს გაფიზულებმა მიმართვა პრემიერს და კულტურის მინისტრს კიდევ ერთხელ გაუგზავნეს და პასუხს პირველ ნოემბრამდე დაელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პროტესტი, უფრო მასშტაბური გახდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6414528

მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6414201

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6413638

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6413073

---

 

22.10.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: პირადი ექიმი

გადაცემის თემაა აცრები- კი თუ არა? გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6413834

---

 

22.10.2019

არხი:    მთავარი არხი

გადაცემა: მთავარი ამბები 18:00

10 თვის ჩვილის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა ადგენს. კრწანისის სასწავლო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიტოვებულ შენობაში მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა, ბავშვი შეუძლოდ გახდა და ის მალევე გარდაიცვალა. სავარაუდო მიზეზად მენინგიტი სახელდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6414410

პალიტრა ტვ -პალიტრა ნიუს 20:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6414686

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6413679

---

 

22.10.2019

არხი:   ერთსულოვნება

გადაცემა: განთიადი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეულს მართავს. ინიციატივის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი ნანა გაბრიაძე საუბრობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6413035

---

 

 

ინტერნეტი

23.10.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=216844-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%2C+%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98&fbclid=IwAR2iOS2uMp8cVgeBV70mCnVsVbY78bGvaA_BNMzS-U2VeLjtkqTY4uV05Qw

"ან ბანდიტ საგანელიძეს მიხედეთ, ან სტომატოლოგი ჯანდაცვი მინისტრი გააღვიძე! - გაფიცვა ონკოლოგიურ საავადმყოფოში

ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლებს ხელფასები ამ დრომდე არ მიუღიათ. ისინი დღეს დილიდან ისევ გაიფიცნენ. ფაქტს "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი გამოეხმაურა: "ონკოლოგიურის თანამშრომლებს ხელფასი ისევ არ მიუღიათ ! ისევ გაიფიცებიან დღეს ! ან საპარტნიორო ფონდს და ბანდიტ საგანელიძეს მიხედეთ ვინმემ ,ან სტომატოლოგი ჯანდაცვის მინისტრი გააღვიძეთ ! სირცხვილია !"- წერს კილაძე.

---

 

23.10.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=216838-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D+%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%2C+%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98&fbclid=IwAR12vh6diyUyp_44u0GfftkZiZcZMF1V2cKE3qICri_Iy1_8X6-UnGle2Rs

საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრიდან ნაოპერაციები 63 წლის მამაკაცი გაუჩინარდა

მერვე დღეა 63-ი წლის მამაკაცს ეძებენ. როგორც ირკვევა, თამაზ აივაზოვს საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრში კუჭის ოპერაცია გაუკეთეს, სამ დღეში კი პაციენტი პალატიდან გაუჩინარდა. აივაზოვის ოჯახი დახმარებას ითხოვს და კლინიკის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. "კათეტერი ედგა, ვერ ვპოულობთ. ექიმი ამბობს, რომ შევედით და იქ აღარ იყოო. დაცვას ვუთხარი სად წავიდა მეთქი და არ ვიციო..."- აცხადებენ დაკარგულის ახლობლები. კლინიკაში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

---

 

23.10.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/510240?fbclid=IwAR2G7jRrClbcY8myEuNs5trssSAlvpHcaopbu_uynJ-2StBmud7HKxnFWkg

“რაც ორსულობაზე გაიგო ბავშვის მამამ, მიახლოებაც ამიკრძალა”-20 წლის გოგონა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

---

 

22.10.2019

მედიასაშუალება: https://www.radiotavisupleba.ge/a/%e1%83%a3%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c/30230723.html?fbclid=IwAR34gHChgyYs2u9NQnsRY5u58eO_zAr-5tDUtheDI_yRl69LSlYjfnj7iaY

უჩინარები ბედიანიდან

წალკის რაიონის დაბა ბედიანში ხმაური თითქოს მიწყნარდა - ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების ექთნის თანაშემწემ, მალხაზ გულაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფოს პერსონალსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მოლაპარაკება შედგა: ბედიანში აღარ აშენდება ნარკოსარეაბილიტაციო ცენტრი (როგორც ეს სახელმწიფოს ჰქონდა დაგეგმილი და რასაც ადგილობრივები აპროტესტებდნენ); ფსიქიატრიულ დაწესებულებას გაარემონტებენ; იქ მომუშავე ხალხს ხელფასი შეუნარჩუნდება; პაციენტების ნაწილს სარემონტო შენობიდან გაიყვანენ და სხვა შენობის ორ სართულზე გაანაწილებენ - ქალებს ერთ სართულზე, კაცებს - მეორეზე. ნაწილს კი დროებით სხვა ფსიქიტრიულ დაწესებულებებში გადაიყვანენ… (გაგრძელება იხილეთ ბმულზე)

---

 

22.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/569247-kutaisshi-socialurad-daucvelebma-akcia-gamartes

ქუთაისში სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს

ქუთაისში სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, 300-მდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა. მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეიკრიბნენ და განმარტება მოითხოვეს. მათი თქმით, სოციალური დახმარების თანხა არ დაერიცხათ, დღეს კი გაიგეს, რომ დახმარება შეუჩერდათ. „ველოდებოდით თანხას, რადგან ამაზე ვართ დამოკიდებული. არ დაირიცხა და ახლა გავიგეთ, რომ შეწყდა. რას ნიშნავს ეს, გავმდიდრდით, თუ რა შეიცვალა?"- აცხადებენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, აპირებენ მერიასთან მივიდნენ და აქცია იქ გამართონ. სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ცენტრში გამარტავენ, რომ დახმარებები უბრალოდ შეჩერდა, რადგან მიმდინარეობს გეგმური შემოწმება, შემოწმების შემდეგ კი რომელთა ქულებიც უცვლელი დარჩება, დახმარებას მიიღებენ.

---

 

22.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/569264-gardabnis-municipalitetshi-10-tvis-chvili-gardaicvala

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა 10 თვის ბიჭი დილით გარდაცვლილი ნახეს. როგორც კლინიკა ,,რუსთავში" აცხადებენ, ბავშვი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. წინასწარი დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად მენინგიტი სახელდება. გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი სოფელ მთისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებულ შენობაში ცხოვრობდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლითაა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

---

 

22.10.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/288328-zugdidsi-skrining-centri-gaixsna

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. სკრინინგ ცენტრი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რადეკ პოლიცარმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და პროექტის განმახორციელებელი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებმა გახსნეს. როგორც გახსნის ცერემონიალზე გიორგი შენგელიამ აღნიშნა, ,,სკრინინგ ცენტრის გახსნა ზუგდიდში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დაავადების დროული გამოვლენა წარმატებული მკურნალობის საწინდარია. დღეიდან ჩვენი რეგიონის მაცხოვრებლებს მიეცემათ შესაძლებლობა ადგილზე ჩაიტარონ მნიშვნელოვანი გამოკვლევები“. ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCRG) მიერ პროექტის ,,ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის დაფუძნება და პოპულარიზება“ ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს კონტრიბუციით. პროექტი მიზნად ისახავს სკრინინგის ეროვნულ პროგრამებზე (ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და სწორი ნაწლავის) ხელმისაწვდომობის გაზრდას და ონკოლოგიური დაავადებების დროული გამოვლენის ხელშეწყობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ღონისძიებაზე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას ,,ონკოპრევენციის ცენტრი“ოფიციალურად გადასცა. დღესვე, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შორის ორმხრივი მემორანდუმი გაფორმდა რეგიონში კიბოს სკრინინგის ეროვნული პროგრამების განხორციელების მხარდაჭერის ნიშნად. ამ ღონისძიებით მხარეები, ასევე შეურთდნენ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას ,,ვარდისფერი ოქტომბერი“ რომელიც 1997 წლიდან აღინიშნება. სკრინიგ ცენტრში 40-დან 70 წლამდე მოქალაქეებისთვის გამოკვლევა უფასოა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

---

 

22.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/569270-tavisupali-sakartvelo-iapi-medikamentebis-darigebas-ganagrzobs

„თავისუფალი საქართველო“ იაფი მედიკამენტების დარიგებას განაგრძობს

პარტია „თავისუფალი საქართველო“, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაწყებული მოკვლევის მიუხედავად, იაფი მედიკამენტების კამპანიას განაგრძობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დღეს, 22 ოქტომბერს, პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავამ თბილისში მცხოვრებ მოქალაქეს, ალექსანდრე წვერავას იაფი მედიკამენტები გადასცა, კერძოდ: „კაპტოპრილ-დენკი“, რომელიც საქართველოს მონოპოლიურ ბაზარზე 20.89 ლარი ღირს, ხოლო მოქალაქეს 5.15 ლარად, ანუ მეზობელ ქვეყნებში არსებული ფასის შესაბამისად გადაეცა. აგრეთვე, „კარდიომაგნილი“- 150მგ, რომელიც ალექსანდრე წვერავამ პარტიის ელექტრონულ აფთიაქში 2.36 ლარად შეიძინა, საქართველოში კი მისი ფასი 9.18 ლარია. პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ 21 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროსაგან მედიკამენტების იმპორტისა და რეალიზაციის ნებართვა მიიღო, რისთვისაც პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ პარალელურად, პარტიის წინააღმდეგ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოძიება დაიწყო, რაც საქართველოს ტერიტორიაზე მედიკამენტების საჭირო მასშტაბით გავრცელებას კვლავ აფერხებს. „ჩვენ გავაგრძელებთ ამ კამპანიას და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს დაპირებას, მიუხედავად იმისა, თუ რა შეფერხებებს შეგვიქმნის მაფია და მის მიერ კონტროლირებადი ცალკეული ინსტიტუტები“, - აცხადებს კუკავა. „თავისუფალი საქართველო“ აგრძელებს ყველა იმ იურიდიული მოქმედებების განხორციელებას, რაც აუცილებელია მედიკამენტების იმპორტისა და რეალიზაციის მასობრივი პროცესის დასაწყებად. ამასთანავე, პარტია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, „თავისუფალი საქართველოს“ წინააღმდეგ საქმის წარმოება დროულად დაასრულოს, რაც იქნება იმის გარანტია, რომ დაინტერესებული პირები და პირველ რიგში, სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეები, საქართველოს მთელი მასშტაბით საჭირო, ხარისხიან და იაფ მედიკამენტებს მიიღებენ.

---

 

22.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/569218-dimitri-ckitishvili-dasakmebuls-tavisi-nebit-mushaobis-shemtxvevashi-ekneba-sashualeba-imushavos-ramdenic-unda

დიმიტრი ცქიტიშვილი - დასაქმებულს თავისი ნებით მუშაობის შემთხვევაში, ექნება საშუალება, იმუშავოს რამდენიც უნდა

დასაქმებულს არავინ არაფერს უზღუდავს, თავისი ნებით მუშაობის შემთხვევაში, ადამიანს ექნება საშუალება იმუშავოს რამდენიც უნდა, მაგრამ თუ არ აქვს ნება და დამსაქმებელმა შეიძლება დააძალოს, ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს გარკვეული შეზღუდვები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, თავდაპირველად არასწორად გავრცელდა ინფორმაცია და სინამდვილეში, კანონპროექტში არის საუბარი იმაზე, რომ უნდა იყოს გარკვეული უფლებრივი სტანდარტი. „ადამიანს უნდა ჰქონდეს დაცვის საშუალება და „შრომის კოდექსი“ უფრო დაცვის საშუალებას აძლევს მათ, ვიდრე უკრძალავდეს რამეს. არასწორი იყო ამ ყველაფრის ფორმულირება, თითქოს ვინმეს რამეს ვუკრძალავთ. კანონპროექტი უკრძალავს შესაძლო ექსპლუატაციას დამსაქმებელს და არც ერთ შემთხვევაში დასაქმებულს, მუშაობას თავისი ნებით. მით უმეტეს, ეს არ ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მაგალითად, ინტელექტუალური შრომა, ან საოფისე საქმიანობა. აქ უფრო მეტად გარკვეული რეგულაციები და მეტი დაცვა სჭირდება იმას, ვინც მექანიკურ მძიმე სამუშაოს ასრულებს. გარკვეულ საწარმოებში, უბრალოდ წარმოუდგენელია იქ ადამიანმა 12-14 საათი იმუშავოს. ამ სტანდარტებზეა საუბარი აქ და არა სხვა რამეზე”,- განაცხადა ცქიტიშვილმა. "შრომის კოდექსის" რეფორმის ინიციატორები კანონპროექტს დაინტერესებულ მხარეებთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ პროფკავშირები, ბიზნეს ასოციაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. "ჩვენ გვჭირდება, ერთი მხრივ, დასაქმებულების ინტერესების დამცველის მოსმენა, მეორე მხრივ დამსაქმებლების ინტერესების დამცველების მოსმენა, მათი პოზიციების დაახლოება იმიტომ, რომ შრომით ურთიერთობებში გადაწყვეტილებები მიიღება კონსულტაციებით. კონსულტაციებმა უნდა შეათანხმონ გარკვეული საერთო ხედვები ”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

---

22.10.2019

მედიასაშუალება: http://ghn.ge/news/234242-12-tslis-bichis-sitsotskhles-romelsats-matarebeli-daejakha-safrtkhe-ar-emukreba-ekimi

12 წლის ბიჭის სიცოცხლეს, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, საფრთხე არ ემუქრება - ექიმი

12 წლის ბიჭის სიცოცხლეს, რომელსაც თბილისში მატარებელი დაეჯახა, საფრთხე არ ემუქრება. ექიმი არჩილ აგლაძის თქმით, ის მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს. „მოზარდს თავის ქალის ტრავმა და სხეულის დაჟეჟილობები აღენიშნება. ანმრთელობის მდგომარეობა, კვლავ მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.ის მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს."ქალა ფუძის მოტეხილობა, მცირე ზომის სისხლჩაქცევები მარცხენა საფეთქლისა და კეფის მიდამოში. ნეიროქირურგიული კუთხიდან გადაუდებლად ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. განაგრძობს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია”, - ამბობს ექიმი. 12 წლის ბავშვს ჩქაროსნული მატარებელი მეტროსადგურ "გოცირიძის" ტერიტრიაზე გუშინ დაეჯახა.

---

 

22.10.2019

მედიასაშუალება: https://bpi.ge/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C/

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები მთავრობის დაპირებების მოლოდინში

თბილისი (BPI) – 23 ოქტომბერს, 11:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და დაავადებაზე და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრებენ. ღონისძიება კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში ეწყობა, რომლის მიზანს პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენს. შეხვედრაზე პაციენტები და ექიმები შეაჯამებენ არსებულ პრობლემებს, ისაუბრებენ დროული დიაგნოსტიკისა და ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე და მთავრობას შეახსენებენ, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები დაფინანსების მოლოდინში არიან. ცნობისათვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს ძვირადღირებულ მედიკამენტებს 25 ათასი ლარით უფინასებს. პროგრამით ამ ეტაპზე 10 ბენეფიციარი სარგებლობს. ანალოგიურ დახმარებას ელიან თბილისსა და სხვა რეგიონში მცხოვრები პაციენტებიც. დაპირებების მუხედავად, დღემდე მათთვის უცნობია რა ელით 2020 წელს და იქნება თუ არა დაავადების მამოდიფიცირებელი მკურნალობა მათთვის ხელმისაწვდომი. ღონისძიებაზე ასევე მოწვეული არიან ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები. დასწრება თავისუფალია. შეხვედრაზე მისულ დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ გაუზიარონ ერთმანეთს დაავადებასთან ბრძოლის მიმართულებით თავიანთი გამოცდილება და დაუსვან კითხვები წამყვან სპეციალისტებს. შეგახსენებთ, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების მხარდაჭერის მიზნით, გაზაფხულიდან მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს აქცია, სახელწოდებით, „ერთად ერთმანეთისთვის – Bringing us closer“. კამპანიის მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ: გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა – ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

23.10.2019

მედისაშუალება: რეზონანსი

ჭიათურაში მუშა დაშავდა - შემთხვევა იმ მანქანაზე მოხდა, რომელზეც რამდენიმე დღის წინ მაღაროელი დაიღუპა

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მანქანაზე, რომელმაც 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი იმსხვერპლა, კიდევ ერთი მუშა, 33 წლის ამირან ღუღუნიშვილი დაშავდა. შემთხვევა გაგა ბოჭორიშვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. როგორც „2020NEWS" -ს ჭიათურიდან აცნობეს, გაუმართავმა ავტომანქანამ ახალგაზრდა მუშას მხარი დაუზიანა, რომლის გადაყვანაც მყისიერად მოხდა საჩხერის საავადმყოფოში. ამირან ღუღუნიშვილი მიღებული ტრამვის გამო ამჟამადაც მკურნალობს. როგორც „2020NEWS" -ს განუცხადეს, აღნიშნული მანქანა დაზიანებულია, რომლის შეცვლაზეც კომპანია ფიქრობს თუ არა, უცნობია. როგორც მაღაროს თანამშრომლებმა განაცხადეს, ხელმძღვანელობა მსგავსი ტიპის საწარმო ტრავმის დამალვას მაქსიმალურად ცდილობს ხოლმე. შეგახსენებთ, ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" კუთვნილ მაღაროზე რამდენიმე დღის წინ მაღაროელი დაიღუპა. 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. გაგა ბოჭორიშვილი გამწმედ სამუშაოს ატარებდა. გარდაცვლილს თავად ეკავა მანქანის პულტი და მანქანასა და კედელს შორის მოჰყვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6414987&name=23.10.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

23.10.2019

მედისაშუალება: ვერსია

რეგულაციები მშობიარობაზე - რატომ კრძალავს სახელმწიფო საკეისროს და როგორია მშობიარობის დროს, დედათა და ბავშვთა გარდაცვალების სტატისტიკა

საქართველოში კლინიკებს საკეისრო კვეთების ჩასატარებლად გარკვეული ლიმიტი დაუწესდათ, რომლის გადაჭარბების შემთხვევაშიც, საკმაოდ დიდი ჯარიმების გადახდა უწევთ. საკეისრო კვეთასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე, სალომე ლოლუა, კლინიკების ტერორს უწოდებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ მიზეზით მუშაობა ხუთმა კლინიკამ უკვე შეწყვიტა: „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქვეყნის მასშტაბით, საკეისრო კვეთების წილი 10%-15%-იან ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს. ჩვენი რეალობით კი, ეს მაჩვენებელი 44.4%-ია. 20 წლით გვიან გაახსენდა ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ასეთი რეგულაცია არსებობს და 2016 წლიდან, კლინიკებს ჯარიმები დაუწესა, რასაც ისინი ეწირებიან. ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორი სამშობიარო სახლებზე“. ლოლუას განცხადებითვე, ყველა კლინიკას საკეისრო კვეთაზე დაწესებული აქვს პროცენტული ზღვარი, ზოგს _ 25%, ზოგს _ 35%, ზოგს კი _ 65%. თუ კლინიკები ამ ზღვარს 1%- ით გადაცდებიან, ჯარიმდებიან. წლის განმავლობაში, მხოლოდ თბილისში, 17 სამშობიარო სახლი დაჯარიმდა და 7 დაიხურა. საჯარიმო სახდელი კი იმდენად დიდია, რომ კლინიკები ვერ იხდიან. მინიმალური თანხა 40 ათასი ლარია, მაქსიმალური კი _ 350 ათასი. ამ რეფორმით მივიღეთ `მორბენალი მშობიარეები~ ანუ როდესაც კლინიკას საკეისრო კვეთის დაწესებული ლიმიტი შევსებული აქვს, მშობიარეს საკეისრო კვეთაზე უარს ეუბნება და ის იძულებულია, კლინიკიდან კლინიკაში ირბინოს. შესაბამისად, ტერმინი „მორბენალი მშობიარეები“, საქართველოში დაინერგა“, – განაცხადა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“. `ვერსია~ დაინტერესდა, რა სახის რეგულაციებს აწესებს სახელმწიფო საკეისრო კვეთასთან დაკავშირებით. როგორია დედათა და ბავშვთა გარდაცვალების ბოლო წლების სტატისტიკა მშობიარობის დროს და რატომ არ აქვს საქართველოს მოქალაქეს იმის უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, მშობიარობის რომელ გზას აირჩევს – ფიზიოლოგიურს, თუ საკეისრო კვეთას? ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა 2018 წლის პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამის ანალიზი და სტატისტიკა: `2017 წლიდან, სელექტიური კონტრაქტირების შემდეგ, პერინატალურ სერვისს აწვდის 78 დაწესებულება. 12-მა დაწესებულებამ დაკარგა კონტრაქტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან, 4-მა დაწესებულებამ შეაჩერა სერვისი. 2018 წელს, ცოცხალშობილთა რაოდენობამ 51 138 შეადგინა, მათ შორის, დღენაკლი იყო 7.8% (საერთაშორისო სტანდარტით, 5%-15%). მშობიარობათა 41.7%, საკეისრო კვეთით დამთავრდა. 2017-2018 წლებში, საკეისრო კვეთების კლების ტენდენცია დაფიქსირდა _ 2.8%-ით და 2018 წელს, 41.7% იყო (II დონის კლინიკებში _ 44.2%; II-III დონეზე _ 37.4%; III დონეზე _ 45.5%), რაც კვლავ ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, 15%-20%-ზე მეტ შემთხვევაში, საკეისრო კვეთა არ აუმჯობესებს პერინატალურ გამოსავალს და პირიქით, სიტუაციას ართულებს. ამ თვალსაზრისით, ჯერ კიდევ ბევრია ამ მიმართულებით სამუშაო. • საკეისრო კვეთების სტრუქტურაში, ყურადღებას იპყრობს გადაუდებელი საკეისრო კვეთების ძალიან მაღალი მაჩვენებელი: 2017 წელს _ 74%, 2018 წელს _ 69.3%. მართალია, აღინიშნება 4.7%-იანი კლების ტენდენცია, მაგრამ ეს მონაცემი ძალიან განსხვავდება საშუალო ევროპული მაჩვენებლისგან. ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის, ეს მაჩვენებელი 11%-ია. ეს მონაცემი რეალობას არ ასახავს და ეს იქიდანაც ჩანს, რომ კვირის დღეების მიხედვით, საკეისრო კვეთების ანალიზის შედეგად, ასეთი სურათი მივიღეთ _ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ს/კ-ის 80% გაკეთდა. • განსაკუთრებულ რეაგირებას საჭიროებს პირველი საკეისრო კვეთების შემცირება, რადგან პირველი ს/კ რაოდენობა საგანგაშოდ მაღალია. 2017 წელს _ 54.5%, ხოლო 2018 წელს _ 49.4% იყო. 5.1%- იანი კლების ტენდენციის მიუხედავად, ყოველ მეორე მშობიარეს, რომელიც პირველად მშობიარობს, უკეთდება საკეისრო კვეთის ოპერაცია, რითაც განმეორებით მშობიარობაში, ფიზიოლოგიური მშობიარობის შანსი და ს/კ კლების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად მცირდება. • საკეისრო კვეთების სტრუქტურაში, განსაკუთრებით საყურადღებოა კიდევ ერთი მაჩვენებელი _ 39 კვირამდე, საკეისრო კვეთების წილი, რაც საერთაშორისო სტანდარტით, 30%-ით ზრდის ახალშობილთა რეფერალს კრიტიკული მოვლის განყოფილებებში. 39 კვირამდე, ს/კ პროცენტი არ მცირდება და 2017-2018 წლებში, 52%-ზე დაფიქსირდა ანუ ყოველი მეორე საკეისრო, 39 კვირამდე კეთდება. ანალიზმა ცალსახად აჩვენა, რომ ამ მონაცემმა განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა ახალშობილთა რეფერალის რაოდენობაზე, ძალიან მაღალია ახალშობილთა რეფერალი საკეისრო კვეთების შემდეგ და კიდევ ამ რაოდენობაში, 39 კვირამდე ს/კ-ის შემდეგ რეფერალი, რაც თავის მხრივ, პერინატალურ სერვისზე დანახარჯს ზრდის. ეს კი პერინატალურ გამოსავალს ხარისხობრივად აუარესებს. • ფინანსური ანალიზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალშობილთა რაოდენობა 2 300-ით შემცირდა, ხოლო რეფერალი 425 შემთხვევით გაიზარდა, დანახარჯი ახალშობილთა კრიტიკულ მომსახურებაზე _ 22 406 111 ლარი იყო. ანალიზმა ცხადჰყო, რომ საკეისრო კვეთების შესამცირებლად, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, უნდა შემცირდეს პირველი ს/კ და 39 კვირამდე ს/კ მაჩვენებელი. მსოფლიოში ს/კ შემცირების ყველაზე მიღებულ და უსაფრთხო მეთოდოლოგიად, რობსონის კლასიფიკაციით რეგულირება მიიჩნევა, რაც გამოიხატება იმაში, რომ თუ ორსული პირველმშობიარეა, ერთნაყოფიანი ორსულობაა, ნაყოფის თავითწინ მდებარეობაა და გესტაციური ვადა აღემატება 37 კვირას, არ უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა. დაბადების რეგისტრმა ამ ტიპის ანალიზის გაკეთების საშუალება მოგვცა. 2018 წელს, 21.2%-ში გაკეთდა ს/კ არასაჭირო შემთხვევაში, ეს არის ის შუალედი, რომლითაც შესაძლებელია უსაფრთხოდ, ყოველგვარი რისკის გარეშე შემცირდეს ს/კ-ის რიცხვი. მნიშვნელოვანი და წინგადაგმული ნაბიჯია შედეგების ინდიკატორების გაუმჯობესება, კერძოდ, შემცირებულია: მკვდრადშობადობა (მკვდრადშობილთა რაოდენობა 1 000 ცოცხალშობილზე, რაც 2017 წელს _ 9.4, ხოლო 2018 წელს _ 8.5 იყო) _ მაჩვენებელი შემცირდა 0.9-ით; ნეონატალური სიკვდილობის მაჩვენებელი (ახალშობილთა გარდაცვალება 0-27 დღის განმავლობაში, 1 000 ცოცხალშობილზე 2017 წელს _ 6.6, 2018 წელს _ 4.9) _ მაჩვენებელი შემცირდა 1.7-ერთეულით, რაც მნიშვნელოვანი კლებაა; ადრეული ნეონატალური სიკვდილობის მაჩვენებელი (ახალშობილთა გარდაცვალება 0-6 დღის მანძილზე, ყოველ 1 000 ცოცხალშობილზე 2017 წელს _ 4.5, 2018 წელს _ 3.2) _ შემცირდა 1.3-ით; გვიანი ნეონატალური სიკვდილობის მაჩვენებელი (ახალშობილთა გარდაცვალება 7-27 დღის მანძილზე, რაც 1 000 ცოცხალშობილზე 2017 წელს _ 2.3, ხოლო 2018 წელს _ 1.7 იყო) _ შემცირდა 0.6-ით. ამ მაჩვენებლებით, 2020 წლის სამიზნე მაჩვენებლებს გავუსწარით და საშუალო ევროპულ მაჩვენებელს ძალიან დავუახლოვდით. აბსოლუტურ რიცხვებში, შემცირებულია დედათა სიკვდილობაც, მაგალითად, 2017 წელს _ 18 შემთხვევა, ხოლო 2018 წელს _ 15 შემთხვევა დაფიქსირდა. ორსული, მშობიარე და მელოგინე ქალთა გარდაცვალების სტატისტიკა 100 000 ცოცხალშობილზე, სამწლიანი საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, ასეთია: 2016-2018 წლებში ეს მაჩვენებელი 9.24 ერთეულით შემცირდა 2013-2015 წლებთან შედარებით; 2013-2015 წლებში, ყოველ 100 000 ცოცხალშობილზე, დედის გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი 30.4 ერთეული იყო; 2016-2018 წლებში, ყოველ 100 000 ცოცხალშობილზე, დედის გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი 21.16-ზე დაფიქსირდა“. * * * `ვერსია~ საკეისრო კვეთასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძეს ესაუბრა: _ საქმე გვაქვს დედისა და ნაყოფის სიცოცოხლესთან. ჯანმრთელი, ცოცხალი ნაყოფისა და დედის უკან არსებული ოჯახის, ნათესაობისა და კიდევ უამრავ ფაქტორთან. ზოგადად, ორსულობა _ ესაა პროცესი ჩასახვიდან ახალშობილის მოვლენამდე, რასაც შემდეგ, ულამაზესი გაგრძელება მოჰყვება. ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორი მდგომარეობით ორსულდება დედა, ამის შემდეგ, ორსულობის პერიოდში რა ხდება _ რთულდება საქმე, ყველაფერი ფიზიოლოგიურად მიდის, თუ რისკები არსებობს, ან უშუალოდ, მშობიარობის დროს, რა გართულებები შეიძლება იყოს, რაც საკეისრო კვეთის ჩატარების გადაწყვეტილებას ურგენტულად, დაუყოვნებლივ მიგაღებინებს. არსებობს გეგმიური და გადაუდებელი საკეისრო კვეთა. საკეისროს პირდაპირი ჩვენებაა გაფართოებული ჩვენება და მდგომარეობის დამძიმება _ თუ საფრთხე ემუქრება ნაყოფის მოვლინებას, მის სიცოცხლეს, ან მუცლადყოფნის პერიოდში დაყოვნებას, ეს არის სუფთა ჩვენება, გაკეთდეს საკეისრო კვეთა! გარდა ამისა, არის დედის მენჯის ანუ იმ სივრცის ჩვენებაც, რომელიც უნდა დატოვოს ნაყოფმა ანუ შეუსაბამობა ნაყოფის ზომებთან და ამასთან, კიდევ 11 ჩვენება არსებობს, რომლის დარღვევა ექიმის მხრიდან, დანაშაულია. ამასთან, მშობიარობის დროს, დედის მდგომარეობის შეფასება გაფართოებული ჩვენებაა, რაც მეცნიერულად დასაბუთებულია. შეიძლება, ნორმალურად წავიდეს ორსულობა და მშობიარობის პროცესი, მაგრამ დადგეს ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა ანუ საშინელი გართულება, რის გამოც ნაყოფი საშვილოსნოში დაიღუპება და შესაძლოა, დედაც დაიღუპოს. Aაი, ეს არის ექიმის არა მარტო კლინიკური, არამედ თანამედროვე, დიაგნოსტიკური აზროვნება, რომ დედისა და ნაყოფის გადასარჩენად, იმ წუთას მიიღოს გადაწყვეტილება. საკეისრო კვეთა არ არის _ `მინდა და გამიკეთე~. ამაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ საკეისრო კვეთას აქვს მკაცრი ჩვენებები. ... დღეს ლიბერალები და ნარკომომხმარებლები ამბობენ, უფლება მაქვს, თავი მოვიკლაო და კიდევ ბევრ რამეს ამბობენ, რომ უფლება აქვთ. კი ბატონო, გაქვთ უფლება, მაგრამ მე უნდა გირჩიოთ და დაგისაბუთოთ, რომ საშვილოსნო არის სასწაული ორგანო, რომელსაც სხვა მისიებთან ერთად, გამოდევნის მისიაც აქვს, რათა ნაყოფი ცოცხლად და ჯანმრთელად დაბადოს და რთული გზა უნდა გამოატაროს. საშვილოსნო ერთადერთი ორგანოა, რომელიც მოცულობაში 500-ჯერ იზრდება. აი, რამხელა რამეს აკეთებს სიცოცხლის მოსამსახურებლად და შენ კი, თუ ჩვენება არ არსებობს, ხელოვნურად იწვევ საშვილოსნოს კუნთთა შრის დარღვევას და მის ადგილზე, შემაერთებელი ქსოვილის განვითარებას. როცა შეხორცდება კუნთის მთლიანობა, მომდევნო ორსულობისთვის, პოტენციურად, მომავალი საკეისრო კვეთის კანდიდატად გაქცევს. ეს უნდა აუხსნას ექიმმა ქალს, ორსულის უფლებაა, რომ მან ეს იცოდეს. შესაძლოა, ნაკეისრალ ადგილზე განაყოფიერებული კვერცხუჯრედი არ მიემაგროს და ბუნებრივად მოიცილოს, რაც თვითნებითი აბორტების რიცხვს გაზრდის; ან პლაცენტა მიემაგროს ნაწიბურზე, ვერ გაუძლოს და გაიხეს საშვილოსნო შუა ორსულობაში ანუ რისკ-ფაქტორებს ზრდის. ექიმს აქვს დიდი დრო, 9-თვიანი მონაკვეთი, რომ ეს ყველაფერი აუხსნას ქალს, რადგან დედა გენიალური სუბსტატია, რომელიც სიცოცოხლის პირველწყაროა და მისი მსახურებისთვის, თავსაც გაწირავს. თუ ექიმის ახსნა- განმარტება ვერ გაჭრის და კიდევ რჩება ორსულის მოთხოვნა, რასაკვირველია, შემხვედრი ნაბიჯები აქ უკვე რეგულირებად სფეროში უნდა მოექცეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდეს საკეისრო კვეთა. მე ძველი თაობის ექიმი ვარ და ჩემს დროს, კითხვებს აჩენდა ის, რომ საკეისრო კვეთის შემთხვევაში, ანგარებით დამოკიდებულებას ჰქონდა ადგილი, რაც ექიმის იმიჯს აფუჭებდა. _ კი ბატონო, მაგრამ ერთ-ერთი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ რეგულაციებით, მეორე უკიდიურესობაში გადავვარდით და ე.წ. ქუჩაში მორბენალი მშობიარეები მივიღეთ. ბევრი საავადმყოფო ჯარიმის შიშით ვერ უკეთებს მშობიარეს საკეისრო კვეთას და მას უწევს სირბილი ერთი კლინიკიდან მეორეში, ეს ნორმალურია? _ შესანიშნავი შეკითხვაა და მინდა, ესეც განვმარტო... რომ ამბობენ, არასასურველი ორსულობა როგორ ავიცილოთ თავიდანო, კი, მაგრამ ორსულობა კინოში წასვლა და ნაყინის ჭამა ხომ არაა?! ფეხმძიმე ემზადება ამისთვის, მან უნდა იცოდეს, რომ კონკრეტულ სამშობიარო სახლში, ეს კანონი მოქმედებს და ის შინაგანაწესს არ დაარღვევს. ეს უცბად გადასაწყვეტი თემა ხომ არაა?! მიუხედავად იმისა, რომ მოვდივარ შემხვედრ ნაბიჯებზე, ვერ დავეთანხმები ამ პოსტულატს _ მუცელი ამტკივდა და მაშინ მივირბინე სამშობიაროშიო, უკაცრავად, მაგრამ სად იყავი 9 თვე? ხომ იცი, ვინაა შენი ექიმი, როგორ კონსულტაციებს გადიხარ და ისიც ხომ იცი, რომ სახელმწიფო შენს გვერდით დგას?! მეან- გინეკოლოგთან ისეთი ურთიერთობა უნდა დაამყაროს მომავალმა დედამ, რომ მას ბოლომდე ენდობოდეს, რადგან ტკივილის მონელება, უსაფრთხო მშობიარობა უმნიშვნელოვანესია და როცა ნდობის ფაქტორი არსებობს, ექიმი უკან არაფერზე დაიხევს, რომ დედა კმაყოფილი იყოს და შვილი ჯანმრთელი დაიბადოს. ... პირველი საკეისრო კვეთა პირდაპირი ჩვენება არაა, ეს რისკფაქტორია. თეორიულად და მეცნიერულად უნდა დასაბუთდეს, რატომ ამოიღეს ჩვენებების ნუსხიდან. რაც შეეხება მხედველობის პრობლემას, რა დროსაც მშობიარეს ს/კ უკეთებდნენ თანამედროვე პირობებში, მხედველობის კორექცია ისეთ მაღალ დონეზე ავიდა, რომ ლაზერული, ქირურგიული კორექციები არსებობს, შედეგად კი თვალი სრულად ჯანსაღდება. ქალი, რომელსაც აქვს პრობლემები, დაორსულების წინ ფიქრობს _ მე რომ თვალის გართულება თავიდან ავიცილო, იქნებ, ჯერ ეს მოვიწესრიგო. ეს ყველაფერი ხომ იგეგმება... _ თუ ქალს არც ერთი ჩვენება არ აქვს, მაგრამ მაინც დაჟინებით ითხოვს საკეისრო კვეთას, კანონი აძლევს ამის საშუალებას? _ რამდენადაც ვიცი, დაჟინების შემთხვევაში, მას განცხადებას აწერინებენ, რომლითაც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. _ თუმცა ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო არ უფინანსებს საკეისრო კვეთას. თქვენი აზრით, ეს მიდგომა სამართლიანია? _ როცა ადამიანი სხვისგან რაღაცას ითხოვს... აი, ვთქვათ, რომ ამბობს, ნარკოტიკს გავიკეთებ და შენ გადამარჩინეო, ამის მომხრე არ ვარ. მე გეუბნები, არ მიიღო ნარკოტიკი. გთავაზობ სასწორის ორ პინას, ერთზეა ნარკოტიკი და შენ ყიდულობ ამ სიკვდილს, რითაც სხვას ამდიდრებ და თან ექიმს ავალდებულებ, კარგად გაგხადოს. მეორე პინაზე კი დევს ცხოვრების ჯანსაღი წესი _ ხაჭო, სირბილი, ცურვა და ა.შ. რაშიც ფული არ გეხარჯება, კაპიკები ღირს... შენი ასარჩევია და თუ შენ სიკვდილს ირჩევ, ნაწილობრივ პასუხისმგებლობაც აიღე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6414917&name=23.10.2019+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

23.10.2019

მედისაშუალება: მესინჯერი

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, აუდიტის სამსახურმა პარტიის წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წინააღმდეგ, იაფი მედიკამენტების კამპანიასთან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყო. „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით აუდიტის სამსახურში გამოიკითხა პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა. დაკითხვა სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. „აუდიტის სამსახურის მიერ პარტიისათვის მიწერილ წერილში მითითებულია, რომ იაფი მედიკამენტების პროგრამა ამომრჩევლის მოსყიდვასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას წარმოადგენს. აღნიშნულ პოზიციას პარტია „თავისუფალი საქართველო“ არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ იაფი მედიკამენტების კამპანია ამომრჩევლის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან პარტია დაინტერესებულ პირებს მედიკამენტებს საბაზრო ღირებულებაში აწვდის და არა - უსასყიდლოდ. „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციითვე, ფასები, რომელიც დადგენილია ქართულ ბაზარზე, წარმოადგენს არა საბაზრო, არამედ მონოპოლიურ ფასებს. მისმა პარტიამ ნებართვა მიიღო მედიკამენტების იმპორტსა და გაყიდვაზე ჯანდაცვის სამინისტროსგან, მაგრამ აუდიტმა მაინც დაიწყო გამოძიება. „აღნიშნული ოპერაციებიდან პარტია არანაირ შემოსავალს არ იღებს, რის გამოც აღნიშნული კამპანია ვერც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად ვერ ჩაითვლება. გადაწყვეტილებას პარტიის დაჯარიმებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური უახლოეს დღეებში მიიღებს. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში სახელმწიფოს ან მის რომელიმე ორგანოს არანაირი წარმოება არ დაუწყია „ავერსის“, „პეესპეს“, „ფარმადეპოსა“ და „ჯიპისის“ მიერ კარტელური შეთანხმების არსებობასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, „თავისუფალი საქართველოს“ მიერ ანტიმონოპოლიური კამპანიის დაწყებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა. აუდიტის სამსახურის ქმედებებთან დაკავშირებით „თავისუფალი საქართველო“ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს, ხოლო საზოგადოებას ჰპირდება, რომ მონოპოლიებისა და მათი მფარველი ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი შეფერხების მიუხედავად, იაფი მედიკამენტების კამპანია გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6415229&name=23.10.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

23.10.2019

მედისაშუალება: რეზონანსი

მოქალაქეს ერთ-ერთ კლინიკაში დაუმალეს, რომ აივ ინფიცირებული იყო?

სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ თეგეტაშვილი ერთ-ერთ Facebook-ჯგუფში წერს, რომ ბოჭორიშვილის კლინიკაში პაციენტს დაუმალეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის აივ ინფიცირებული იყო. „გამარჯობა, მოკლედ ძალიან ბევრი ვიფიქრე და სულ თავს ვიკავებდი აქ დაწერისგან, რადგან ვეძებდი იმ პიროვნებას რომელზეც ახლა დავწერ. არ ეხება კონკრეტულ პროდუქტს მაგრამ ვთვლი რომ უნდა იცოდეთ ის რასაც მე შევესწარი. აგვისტოს თვეში მოვხვდი ბოჭორიშვილის კლინიკაში, მიმღებში იყო ახალგაზრდა ბიჭი რომელმაც უარი თქვა მკურნალობაზე და დატოვა კლინიკა რაღაც მიზეზით. ეს ბიჭი ჩივილებით შევიდა კლინიკაში. გაუკეთეს ანალიზები, ამოუგდო აივი (შიდსი) არ უთხრეს პაციენტს, ისე დატოვა კლინიკა რომ მან არც ანალიზების პასუხი გაიგო და თან ექიმებმა იმართლეს თავი არ გვქონდა თქმის უფლებაო. აბა ვინ უნდა უთხრას? საფრთხე როა სხვებისთვისაც და მარტო ეგ არა თვითონ ხო ჰქონდა უფლება სცოდნოდა, რომ სცოდნოდა თავისი დიაგნოზი, მალევე დაიწყებდა მკურნალობას სავარაუდოდ. ის მეორე დღეს სხვა ექიმთან წამსვლელი არ იყო. რატომ უნდა გაუშვა ექიმმა პაციენტი, როცა იცი რასთან გაქვს საქმე და რამდენად საშიშია" - წერს მომხმარებელი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6415069&name=23.10.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

23.10.2019

მედისაშუალება: რეზონანსი

"რა შეჭამეთ ტვინი. ბავშვი მოკვდა და გადასაღებად მოხვედით?

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში 10 თვის ჩვილის დაღუპვის ნიზეზს ექსპერტიზა ადგენს. კრწანისის სასწავლო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიტოვებულ შენობაში მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა, ბავშვი შეუძლოდ გახდა და მალევე გარდაიცვალა. მისი დაღუპვის სავარაუდო მიზეზად მენინგიტი სახელდება. "თავისი დაავადება სჭირდა და მოკვდა. ნანგრევებში რომ ვცხოვრობთ მაშინ რატომ არ მოდიხართ? რა შეჭამეთ მართლა ტვინი. ბავშვი მოკვდა და გადასაღებად მოხვედით? წადით" - პასუხობს დაღუპულის ახლობელი ჟურნალისტებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6415018&name=23.10.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 

​