From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-23.09.2019
Received On : 23.09.2019 08:53
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 23.09.2019

 

ტელევიზია

23.09.2019

არხი:    ტვ. პირველი

გადაცემა:   საქმიანი დილა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ 2020 წლის პირველ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების ხარისხიანი და ფინანსურად ხელმისაწვდომი მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი. აკაკი ზოიძის განცხადებით, უახლოეს ერთ თვეში საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში ხარისხიანი და ფინანსურად ხელმისაწვდომი მედიკამენტების თაობაზე თემატური მოკვლევა დასრულდება და შემუშავდება რეკომენდაციები იმისთვის, რომ გადაჭრილი იყოს წამლის ხარისხთან, ფასებსა და ზედმეტი წამლის გამოწერასთან დაკავშირებული პრობლემა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6351155

---

 

22.09.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:   იმედის კვირა

ექსკლუზიური დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიის საქმიდან - მოზარდების ნათესავები დუმილს არღვევენ

https://www.imedi.ge/ge/video/42206/eqskluziuri-detalebi-bavshvta-pornograpiis-saqmidan--mozardebis-natesavebi-dumils-argveven

---

 

22.09.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:   იმედის კვირა

რაგიონში პირველი აგრონული თერაპიის ცენტრი ქუთაისში განთავსდება. ეს იქნება სიმსივნით დაავადებული უჯრდებეის განადგურების ყველაზე ტანამედროვე და ეფექტური მეთოდი, რომელიც ბევრი ევროპული ქვეყნისთვის ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელია. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აგრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას ქართუ აფინანსებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6350803

---

 

22.09.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა:   დღის ამბები 22:00

"EMC" შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს. ორგანიზაციამ მცდარს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითად 2-ზე მეტ სამსახურში მუშაობა იკრძალება, მისი განმარტებით კანონის პროექტი არ კრძალავს დასაქმებულთათვის ერთზე მეტ დამსაქმებელთან შრომის უფლებას. არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე ამბობს რომ რისკის შემცველი ეკონომიკური საქმიანობისთვის დამსაქმებულ პირებს მიემართებათ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6350842

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6350549

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6350304

---

 

21.09.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 15:00

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა. ორმხრივი მოლაპარაკება ცენტრის ვაშინგტონის ოფისში გაიმართა. პარტნიორებთან შეხვედრაზე საუბარი სამომავლო გეგმებს შეეხო, მათ შორის ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, რომლის მიმდინარეობაშიც ამერიკული მხარე უშუალოდ არის ჩართული

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6349016

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6348757

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6348672

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6348537

---

 

21.09.2019

არხი:    ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 12:00

ბენეფიციარები , რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში იღებენ, ამიერიდან კლინიკა ,,მედინას“ სერვისებითაც ისარგებლებენ. კლინიკასა და ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ''მედინაში'' რეგისტრირებულ პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ მაღალტექნოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6348416

---

 

21.09.2019

არხი:   მთავარი არხი

გადაცემა:   მთავარი ამბები 21:00

დევნილების პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროში - უკვე 5-ე დღეა დევნილები ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში იმყოფებიან, მათ შორის არასრულწლოვანებიც არიან. ისინი მინისტრთან შეხვედრას და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას უშედეგოდ ითხოვენ. აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6348395

---

 

21.09.2019

არხი:   მთავარი არხი

გადაცემა:   მთავარი ამბები 21:00

შრომის ახალი კოდექსი და ახალი რეგულაციები - ადამიანებისთვის, რომელბიც მზად არიან უფრო მეტი იშრომონ იმისთვის, რომ ოჯახის გამოსაკვებად საკმარისი თანხა მოაგროვონ. სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ვერც სამსახურს, ვერც ღისრეულ პენსიას და ვერც ეკონომიკურ სტაბილურობას ვერ სთავაზობს ახლა სიღატაკის ზღვარზე მყოფ მოსახლეობას დამატებით რეგულაციებს უწესებს. შრომის ახალი კოდექსი პარლამენტში ჯერ ოფიციალურად წარდგენილი არ არის, თუმცა პროექტს საზოგადოების და ოპოზიციის პროტესტი უკვე მოჰყვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6349750

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6349534

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6349435

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6349284

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6349005

---

 

21.09.2019

არხი:    ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 20:00

ლარის გაუფასურების ფონზე გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში. მთავარი მოსახლეობის აზრით დაინტერესდა, რამდენად უარყობითად აისახა მათ ეკონომიკურ მდგობარეობაზე დოლარის გაძვირება. ყვებიან რომ სურსათის გარდა გაძვირებულია წამლებისა და სხვა ყოველდღიური ნიბთების ღირებულებაც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6349699

---

 

20.09.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 14:00

ოფიციალური ვიზიტით შტატებში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. ის ბავშვა ნაციონალურ სამედიცინო ცენტრს ესტუმრა. კლინიკა აშშ-ს ტოპ ხუთეულში შედის და პაციენტებს ყველა სახის სამედიცინო დამხარებას უწევს. ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის შემადგენლობასთან ისაუბრა სამომავლო პროექტებზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6346757

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6346269

---

 

20.09.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 20:00

2 ან მეტ სამსახურში მუშაობა შესაძლოა აიკრძალოს. შრომის კოდექსში ქართული ოცნების წევრი დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული კანონი ითვალისწინებს. ზეგანაკვეთური სამუსაოს შემცირება, სტაჟირების ვადის განსაზღვრა, ასევე მინიმალური ხელფასის ფიქსირება. შრომის კოდექსში ამდა სხვა დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიები არ ეთანხმებიან, მათ მიაჩნიათ, რომ სიახლე ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებს. შენიშვნეი აქვს ბიზნესომბუდსმენსაც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6348095

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6348089

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6347371

I არხი - ბიზნესპარტნიორი- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6347189

---

 

20.09.2019

არხი:  მთავარი არხი

გადაცემა:   მთავარი ამბები 15:00   

კიდევ ერთი მიტოვებული ჩვილი, რომელსაც დედამ წერილი და მხოლოდ 2 საფენი დაუტოვა. კალათში მოთავსებული ახალშობილი თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე სადარბაზოში მეზობლებმა ნახეს. ბავშვი, იაშვილის სახელობის კლინიკაში საპატრულო პოლიციამ გადაიყვანა. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქმეში სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩართულობას ელოდებიან, რომ მოხდეს ბავშვის ბედის გარკვევა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6346897

მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6346206

---

 

 

ინტერნეტი

23.09.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/ekaterine-tikaradzem-nacionaluri-jandacvis-institutis-khelmdzghvanelebtan-molaparakebebi-gamarta/

ეკატერინე ტიკარაძემ ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები გამართა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი მოლაპარაკება ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ცენტრის დირექტორ ენტონი ფაუჩთანაც გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძე ამერიკული მხარის წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, მათ შორის ინფექციების კონტროლის მიმართულებით. „საქართველოში შემუშავებული იქნება ახალი კრიტერიუმები. გაძლიერებულია სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის მექანიზმები, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი სანქციები მოქმედებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდა ქართულ-ამერიკულ პროექტებზე, რომლებიც წლებია, წარმატებით ხორციელდება. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩმა მინისტრთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა იყო წარმატებული და პროდუქტიული. მას კარგად ესმის ჩვენს სფეროში არსებული პრობლემები და გამოწვევები. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მეგობრობა საქართველოსთან გაგრძელდება. განსაკუთრებით გვახარებს ფაქტი, რომ ჯანდაცვის ამჟამინდელ მინისტრთან უფრო ხშირი თანამშრომლობა მოგვიწევს“, – განაცხადა ენტონი ფაუჩმა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/564912-ekaterine-tikaraze-ashsh-s-nacionaluri-jandacvis-institutis-xelmzgvanelebs-shexvda

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=90242

პია.ჯი- https://pia.ge/post/282791-jandacvis-ministrma-nacionaluri-jandacvis-institutis-xelmzrvanelebtan-molaparakebebi-gamarta

---

 

23.09.2019

მედიასაშუალება: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=11721&fbclid=IwAR0J-_L9B721TajzgKnIK8ibTwc-KT6EvxvP6wb2TE9nQNSz-HBUc6LZGig

მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი. "უახლოეს 1 თვეში დავასრულებთ საპარლამენტო ზედამხედველობის  ფარგლებში ხარისხიანი და ფინანსურად ხელმისაწვდომი მედიკამენტების თაობაზე თემატურ მოკვლევას. ჩვენ შევიმუშავებთ რეკომენდაციებს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის  გადავჭრათ წამლის ხარისხთან, ფასებთან და ზედმეტი წამლის გამოწერასთან დაკავშირებული პრობლემა. ყველა ეს  თემა აისახება საშემოდგომო სესიის კიდევ ერთ პრიორიტეტში. ეს არის საბიუჯეტო პროცესი. კონკრეტული რეკომენდაციები გვექნება იმის თაობაზე, თუ რა თანხები უნდა გამოიყოს  ბიუჯეტში იმისათვის, რომ  ყველაზე უფრო მოწყვლადი მოსახლეობისთვის ეს პრობლემა იყოს წელსვე გადაწყვეტილი. ჩვენ შევიმუშავებთ ისეთ მექანიზმს, რომელიც უახლოეს მომავალში ქრონიკული ავადმყოფებისთვის, რომლებიც წამლების შესყიდვაში  ყოველდღიურად, ქვეყნის მასშტაბით, ხარჯავენ დაახლოებით, 726 მლნ ლარს საკუთარი ჯიბიდან, ეს ტვირთი იყოს შემსუბუქებული და საერთოდ გაუქმებული", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

---

 

23.09.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/564888-parlamentis-biuroze-proektis-inicireba-moxdeba-romelic-psikiatriuli-dacesebulebebis-monitorings-itvaliscinebs

პარლამენტის ბიუროზე პროექტის ინიცირება მოხდება, რომელიც ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგს ითვალისწინებს

ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფად, ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგი განხორციელდება. შესაბამისი საკანონმდებლო პროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე იგეგმება. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, მოქმედ კანონს ემატება 261 და 262 მუხლები, რომლის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრო მონიტორინგის ჯგუფის საშუალებით განახორციელებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა უფლებებისა და მომსახურების ხარისხის შეფასებას. კანონპროექტის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შევა და მასში არსებულ მდგომარეობას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში შეამოწმებს. მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა, ამ დაწესებულებათა მონიტორინგის/შეფასების წესი და პირობები დგინდება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით. მონიტორინგის ჯგუფი ყოველწლიურ ანგარიშს და რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმად განისაზღვრება სათემო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ჩამონათვალი. კერძოდ, სათემო ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისებია: ფსიქიატრიული ამბულატორიული სამსახური; ფსიქიკური ჯანმრთელობის მობილური გუნდი; ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისული ინტერვენციის სამსახური; სათემო ფსიქიატრიული რეაბილიტაციური დღის ცენტრი; ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულება.

---

 

23.09.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/564919-beka-nacvlishvili-shromis-kodeksshi-dagegmili-cvlilebebi-romelic-kartuli-ocnebis-cevrebma-moamzades-mshromelebis-mdgomareobas-gaauaresebs

ბექა ნაცვლიშვილი - „შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც "ქართული ოცნების" წევრებმა მოამზადეს, მშრომელების მდგომარეობას გააუარესებს

მინდა გამოვეხმაურო მედიაში ატეხილ აჟიოტაჟს, „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით და ცალსახად ვთქვა, რომ ის პოზიცია, რომელიც გააჟღერა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ცვლილებებთან დაკავშირებით, ცალსახად გააუარესებს მშრომელების მდგომარეობას,-ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ნაცვლიშვილი უმრავლესობის მიერ მომზადებულ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს ითვალისწინებს. ბექა ნაცვლიშვილი ალტერნატიულ კანონპოექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარლამენტმა სწორედ მის მიერ შემუშავებულ ვარიანტს უნდა დაუჭიროს მხარი, რადგან ის ქართულ კონტექსტს არის მორგებული. "წარმოიდგინეთ, თუ ჩვენ მხოლოდ შეზღუდვებს დავაწესებთ სამუშაო დროზე და მათ ამით ავტომატურად უფლებას წავართმევთ, რომ ორ სამსახურში იმუშაონ, შესაბამისად, არ დავაწესებთ მინიმალურ ხელფასს, ამით მშრომელების მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება. წარმოიდგინეთ ექთანი, რომელსაც აქვს 300 ლარი , რომელიც იძულებულია , ოჯახი არჩინოს და სხვა სამსახურში იმუშაოს, თუ მას ამ უფლებას წავართმევთ და არ დავაწესებთ მინიმალურ ხელფასს, მაშინ, მისი მდგომარეობა ასეთი ცვლილებებით გაუარესდება. ამიტომ, ჩვენ იგივე ცვლილებები, რომელიც ქართულ კონტექსტზე და მშრომელების საჭიროებებზეა მორგებული, დარეგისტრირებული გვაქვს უკვე. ეს გავაკეთეთ საზოგადოებასთან შეხვედრების საფუძველზე, რეგიონებში“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ახლა ჭიათურაში გაიმართება შეხვედრა, რათა საზოგადოებას გააცნონ ცვლილებები. „ის ცვლილებები, რომელიც ჩვენს მიერ არის დარეგისტრირეული, არის რეალურად ის, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეცვალოს და გააუმჯობესოს მშრომელთა მდგომარება საქართველოში",-აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი. მისივე თქმით, მის მიერ დაინიცირებული ინიციატივის მიხედვით, მინიმალური ხელფასი 500 ლარით განისაზღვრება, სრული განაკვეთით მუშაობის დროს. ხოლო ზეგანაკვეთურ შრომის ანაზღაურება არა 1.25-ი , არამედ 1.50-ის ოდენობით. ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მის მიერ ინიცირებული კანოპროექტის განხილვა სექტემბრის ბოლოს დაიწყება. ის მოუწოდებს, შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებების ავტორებს გაითვალისწინონ უკვე არსებული გამოცდილება და "ქართულმა ოცნებამ" სწორედ მის მიერ დაინიცირებულ ინიციატივას დაუჭიროს მხარი.

---

 

23.09.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/zurab-chiaberashvili-2012-wlidan-chveni-moqalaqeebis-gagharibeba-da-ckhovrebis-gauareseba-qartuli-ocnebis-socialisturma-midgomebma-gamoiwvia/

ზურაბ ჭიაბერაშვილი - 2012 წლიდან ჩვენი მოქალაქეების გაღარიბება და ცხოვრების გაუარესება „ქართული ოცნების“ სოციალისტურმა მიდგომებმა გამოიწვია

2012 წლიდან ჩვენი მოქალაქეების გაღარიბება და ცხოვრების გაუარესება „ქართული ოცნების“ სოციალისტურმა მიდგომებმა გამოიწვია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „დიმიტრი ცქიტიშვილი და ბექა ნაცვლიშვილი თვლიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არასაკმარისად გამოიჩინა მარქსისტობა და დღეს კომუნიზმში უნდა ვცხოვრობდეთ“. „ცქიტიშვილმა და ნაცვლიშვილმა დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში, რაც ოცნებას დარჩა, უნდათ მოახერხონ, რომ კომუნიზმში შევიდეთ, მაგრამ სინამდვილეში, რასაც ეს გამოიწვევს, იქნება კიდევ უფრო დაბალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ხალხის კიდევ უფრო გაღარიბება და ცხოვრების გაძვირება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას, არამედ უკრძალავს დამსაქმებელს, რომ დასაქმებულს დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი დროით მუშაობა აიძულოს.

---

 

22.09.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/564867-calkis-municipalitetis-sopel-bedianis-psikiatriuli-dacesebulebis-tanamshromlebi-1-el-oktombers-gapicvis-mocqobas-gegmaven

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების თანამშრომლები 1-ელ ოქტომბერს გაფიცვის მოწყობას გეგმავენ

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების თანამშრომლები 1-ელ ოქტომბერს გაფიცვის მოწყობას გეგმავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაწესებულების თანამშრომელმა განუცხადა, დასაქმებულებს დირექციის გადაწყვეტილებით, 6-თვიან უხელფასო შვებულებაში უშვებენ, რაც, მისივე თქმით, აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა დაწესებულება საერთოდ დაიხუროს. ფსიქიატრიული დაწესებულების სანიტარი მალხაზ გულაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პაციენტების ნაწილის გაწერას, ნაწილის კი, სხვადასხვა დაწესებულებაში გადაყვანას გეგმავენ. „2 დღის წინ დაგვიბარა დირექციამ თანამშრომლები და კრება ჩაგვიტარდა. გვითხრეს, რომ 6 -თვიან უფასო შვებულებებში გაგვიშვებენ. დიდი ეჭვი გვაქვს, რომ შესაძლოა, დაწესებულება დაიხუროს. ჩვენი სოფლის გამგებელი იყო მინისტრთან შეხვედრაზე და მან გვითხრა, რომ ძალიან მძიმე ვითარებააო. 6 თვე თავი როგორ ვირჩინოთ? ოჯახები გვყავს, 6 თვე ჩემს შვილს რა ვაჭამო, ბანკის სესხები გვაქვს. ერთადერთი წყაროა ეს საავადმყოფო, რაზეც მთელი სოფელია დამოკიდებული. სოფლიდან 70-მდე ადამიანია აქ დასაქმებული, ყველას შეგვეხება ეს 6-თვიანი უხელფასო შვებულებები. ბენეფიციარების გადაყვანას კონკრეტულად სად აპირებენ, არ ვიცი, როგორც გვითხრეს, სხვადასხვა დაწესებულებებში გადაანაწილებენ, ნაწილს კი გაწერენ. რაც შეეხება ექიმებს, სხვა დაწესებულებებში გადაყვანას გეგმავენ. ამ ეტაპზე 150-ზე მეტი ბენეფიციარია. რამდენიმე წლის წინაც უნდოდათ დახურვა და საქართველოს პატრიარქის მხარდაჭერით არ დახურეს. 1-ელ ოქტომბერს დიდ გაფიცვას ვაპირებთ, არც ერთი თანამშრომელი არ შევა დაწესებულებაში და არც სხვებს შევუშვებთ, ვინც შეიძლება ჩვენს მაგივრად აქ მოიყვანონ. დღეს აქციას გავმართავთ“, - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა. მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოში საგანგაშო და სავალალო მდგომარეობა არ არის. „არავითარ უმძიმეს მდგომარეობაში ბენეფიციარები აქ არ არიან. გამოსასწორებელი არის რაღაცეები, მაგრამ კვება, სისუფთავე და პირობები ნორმალური აქვთ. ტყუილია, რომ აქ მძიმე მდგომარეობაა. შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და ნახოთ აქ არსებული მდგომარეობა“, - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.

---

 

22.09.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1569129076-%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტების მომსახურების ხარისხს გააკონტროლებენ

ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფად, ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგი განხორციელდება. კანონში ცვლილებების პროექტს ბიუროს 23 სექტემბრის სხდომაზე წარადგენენ. კანონპროექტის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შევა და მასში არსებულ მდგომარეობას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში შეამოწმებს. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, მოქმედ კანონს ემატება 261 და 262 მუხლები, რომლის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრო მონიტორინგის ჯგუფის საშუალებით განახორციელებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა უფლებებისა და მომსახურების ხარისხის შეფასებას.

---

 

22.09.2019

მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=crimes&AID=77544

"ბავშვებს ფოტოებზე გენიტალიები უჩანთ... მშობლებს ისინი ძალითაც მიჰყავდათ გადაღებებზე" - პორნოგრაფიის საქმის შოკისმომგვრელი დეტალები

მეორე დღეა, საქართველო ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეს ადევნებს თვალს, რომელშიც მშობლები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან ბრალდებულნი. 14 წლის გოგო, რომელსაც აშშ-ის მოქალაქე, სავარაუდოდ, პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებს უღებდა და შემდეგ ინტერნეტქსელში ავრცელებდა, 20 სექტემბერს სკოლაში არ მისულა. გოგოს დედა ორი დღის წინ პოლიციამ არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ბრალდებით, საკუთარი სახლში, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავა. 14 წლის მოზარდის დედასთან ერთად, ამავე ბრალდებით დააკავეს რამდენიმე არასრულწლოვნის მშობლები და ნათესავები. ჯამში 10 პირი. გამოძიების თანახმად, ისინი საკუთარი შვილების პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალის სანაცვლოდ 500-დან 3.000 ლარამდე თანხას იღებდნენ. ფოტოებს კი გამოძიების თანახმად, არასრულწლოვნებს, რომელთა ასაკი 5-დან 16 წლამდე მერყეობს, აშშ-ს მოქალაქე, 58 წლის მამაკაცი უღებდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდ დაკავებულს 19 სექტემბერს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 3 კვირით ადრე მიესაჯა წინასწარი პატიმრობა აშშ-ის ერთ და საქართველოს 2 მოქალაქეს. — დედის დაკავების შემდეგ, 14 წლის მოზარდი ნათესავებმა წაიყვანეს. სოფელში, სადაც მოზარდი ცხოვრობს, რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ბავშვის ბებია და ბიძა გაესაუბრნენ. გოგოს ბებია ირწმუნება, რომ მისმა რძალმა არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ მოზარდს პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებს უღებდნენ: „ჩემი რძალი რომ წაიყვანეს, ბავშვმა ტირილი დაიწყო, დედას პოლიციაში რა უნდაო. მოხუცი ვარ. მე ვინ რას მეკითხება. ცუდ სურათს თუ უღებდნენ, დედას ხომ ეცოდინებოდა? რომელი დედა იქნება ისეთი ჭკუაარეული, რომ თავის შვილს შეუწყოს ხელი ასეთი ფოტოების გადაღებაში? თქვენგან ვიცი, რომ 3.000 ლარებს უხდიდნენო. თუ უხდიდნენ, შვილო, აჰა, მოხედე აქა, არის აქ რამე ისეთი? შედით, სახლი გადაიღეთ. ჩვენი ალალი შრომითა ვცხოვრობთ, ჩემი კაპიკებით მიშენებია სახლი და კარი. 71 წლის ქალმა რა გავაკეთო. ალბათ ატყუებდნენ, თორე, ხომ ვამბობ, რომელი დედა და მშობელი დათანხმდება ამას. რომელი მოუწადინებდა თავის შვილს, რომ ეგეთი რამეები გაეკეთებინა. ატყუებდნენ ალბათ. დანარჩენი არაფერი არ ვიცი. ხო ცოდოა ახლა ის ჩემი რძალიცა, ახლა ციხეში რომ არის გამოკეტილი, ვიღაც ოხრების გულისთვის?” პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებს უღებდნენ 14 წლის მოზარდის თანასკოლელს, მესამეკლასელ გოგონასაც. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებულია მისი ორივე მშობელი. 20 სექტემბერს 8 წლის გოგო გაკვეთილებს ჩვეულებისამებრ დაესწრო. სკოლის დირექტორი გვეუბნება, რომ ბავშვს ხასიათის ცვლილებას ვერ ამჩნევენ, თამაშობს მეგობრებთან, თუმცა, პედაგოგები გეგმავენ, რომ ფსიქოლოგთან გაატარონ კონსულტაცია. როგორ აღმოჩნდნენ ინგლისური ენის პედაგოგის ობიექტივში სკოლის მოსწავლეები? სკოლის დირექტორის თქმით, აშშ-ის მოქალაქე, რომელიც პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ბრალდებით დააკავეს, მათ სკოლაში დაახლოებით 8 წლის წინ, პროგრამის „ასწავლე და ისწავლეს“ ფარგლებში მივიდა და სკოლაში 9 თვის განმავლობაში ასწავლიდა ინგლისურ ენას. ის სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის ოჯახში ცხოვრობდა და მისთვის არასდროს შეუმჩნევიათ საეჭვო ქცევა. სკოლის დირექტორის თქმით, პედაგოგი ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ხშირად უღებდა ფოტოებს. პროგრამის დასრულების შემდეგ, პედაგოგი საქართველოდან წავიდა და მას შემდეგ, წლებია, აღარ უნახავთ. 2 წლის წინ ის კვლავ გამოჩნდა სკოლაში: „სწორედ ორი წლის წინ დაამთავრეს სკოლა მისმა ყოფილმა მოსწავლეებმა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის ბოლო ზარზე დაპატიჟა იმ კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელსაც წლების წინ ასწავლიდა. გოგონა ბოლო კლასებში თბილისში გადავიდა სასწავლებლად, ყოფილმა კლასელებმა კი ბოლო ზარზე დაპატიჟეს. როდესაც გოგონა ბოლო ზარზე მოვიდა, მას მოჰყვა ეს პირიც. ბოლო ზარი და ბანკეტი გადაიღო და ბავშვებს უფასოდ აჩუქა დისკები. სწორედ მაშინ ვნახეთ ჩვენს სოფელში ბოლოს“. ინგლისური ენის პედაგოგთან ერთად, 29 აგვისტოს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ამავე სოფლის კიდევ ერთ მკვიდრს. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ინგლისური ენის პედაგოგი სწორედ მისგან ქირაობდა თბილისში ბინას. ამავე წყაროს ცნობით, სწორედ დაკავებულ ქალს უნდა ჩაერთო პორნოგრაფიულ ქსელში კიდევ ერთი არასრულწლოვანი – საკუთარი ძმისშვილი. ქალთან ერთად გამოძიებამ დააკავა მისი ძმა და რძალიც. რადიო თავისუფლების წყარო ამბობს, რომ ოჯახი დანაშაულებრივ ქსელში დაახლოებით ორი წლის წინ ჩაერთო. უკანასკნელ პერიოდში კი მათი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. წყაროს თქმით, მას მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ბოლო პერიოდში, მოზარდები უარს ამბობდნენ გადაღებებში მონაწილეობაზე, თუმცა, ისინი იძულებით მიჰყავდათ ფოტოსესიებზე. კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღებას ედავება აშშ-ის მოქალაქისა და საქართველოს ცხრა მოქალაქის გარდა, გამოძიებამ პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღების ბრალდებით თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში, 18 სექტემბერს დააკავა ავსტრალიის მოქალაქე, 60 წლის მამაკაცი. გამოძიებამ მისი ბინიდან ამოიღო პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალა და ამ ნაწარმის დასამზადებლად საჭირო აქსესუარები. ავსტრალიის მოქალაქის საქმე გამოძიებამ აშშ-ს მოქალაქისა და მშობლების საქმისგან ცალკე გამოყო. ბრალდებული პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ახალაშენებულ უბანში, დაახლოებით წელიწადნახევარია ცხოვრობს. უბნის “მომსახურების სამსახურის” თანამშრომლებს ის კარგად ახსოვთ: „ხშირად სეირნობდა ეზოში. ადგილობრივ კაფეშიც იჯდა ხოლმე. სისტემატურად იხდიდა მომსახურების გადასახადს. დამახასიათებელი გარეგნობა აქვს, მაღალი კაცია, ჭაღარა თმით. შავჩარჩოიან სათვალეს ატარებს. მეზობლებს არასდროს დაუჩივლიათ, რომ მისი სახლიდან ან ხმაური გამოდიოდა ან რაიმე საეჭვო საქციელს ამჩნევდნენ“. 20 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ავსტრალიის მოქალაქეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. საქმის პროკურორი მარიამ გოგორელიანი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, რომელიც 2019 წლის ივნისიდან მიმდინარეობდა, დადგინდა, რომ ავსტრალიის მოქალაქე არასრულწლოვანთა პორნოგრაფიულ მასალას ამზადებდა და ასაღებდა, აგრეთვე ეწეოდა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს. მარიამ გოგორელიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იმ ფოტოებზე, რომლებიც გამოძიებამ ბინის ჩხრეკისას ამოიღო, აღბეჭდილნი არიან არასრულწლოვნები, რომლებსაც გენიტალიები უჩანთ. იყვნენ თუ არა ერთ ქსელში ჩაბმულნი აშშ-სა და ავსტრალიის მოქალაქეები? პროკურორის თქმით, პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღებისთვის დაკავებული აშშ-სა და ავსტრალიის მოქალაქეები ერთმანეთს იცნობენ, თუმცა, ამ ეტაპზე, არ არის დადგენილი, ჩართულნი იყვნენ თუ არა ისინი საერთო სქემაში და მუშაობდნენ თუ არა ერთმანეთთან შეთანხმებით. მარიამ გოგორელიანი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ძიება კვლავ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ორივე შემთხვევაში, პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაშია დამზადებული: „რეალიზაცია ხდებოდა უცხოეთში. ამერიკის მოქალაქის ანგარიშზე ირიცხებოდა თანხები, რომელსაც შემდეგ ის საქმეში ჩაბმულ პირებს, არასრულწოვნების მშობლებს ურიცხავდა. რაც შეეხება ავსტრალიის მოქალაქეს, როგორც ამ ეტაპზე დგინდება, ის გარკვეულ თანხას არასრულწლოვნებსაც უხდიდა“. დაკავებული მშობლები ბრალდებას უარყოფენ არასრულწლოვანთა მშობლები, რომლებიც გამოძიებამ საკუთარი შვილების პორნოგრაფიულ საქმიანობაში ჩართვის ბრალდებით დააკავა, ბრალდებას უარყოფენ. ისინი ამბობენ, რომ მათთვის ფოტოსესიის შინაარსი უცნობი იყო. დაკავებული მშობლების ერთ-ერთი ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, ორი წლის განმავლობაში რამდენიმე ფოტოსესია ჩატარდა. მშობლები კი მხოლოდ პირველ გადაღებას დაესწრნენ: „ეს ის შემთხვევაა, რომ ეს ადამიანები არ აცნობიერებდნენ, რომ სადმე უნდა გამოქვეყნებულიყო ფოტოები. უღებდნენ ფოტოებს, რომელიც ბავშვსაც მოჰქონდა და იმაში არაფერი იყო ისეთი, მშობელს რომ ეჭვი გასჩენოდა“. საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდების მხარე. მარიამ გოგორელიანის თქმით, საქმის მასალებით დგინდება, რომ მშობლებმა ნამდვილად იცოდნენ, თუ რა ტიპის ფოტოსესიებთან ჰქონდათ საქმე: „სახლში ისეთი აქსესუარები და ნივთები ინახებოდა, რომ ნებისმიერი გონიერი ადამიანი, რომელსაც მინიმალურ დონეზე მაინც შეუძლია აზროვნება, მიხვდებოდა, რა შინაარსის ფოტო-მასალები შეიძლებოდა გადაღებულიყო იმ სივრცეებში“. „ასწავლე და ისწავლე საქართველოში“ – როგორ მოხვდა ბავშვთა პორნოგრაფიის წარმოებაში ბრალდებული სკოლაში? მარიამ გოგორელიანი ამბობს, რომ აშშ-სა და ავსტრალიის მოქალაქეები საკუთარ ქვეყნებში ანალოგიური დანაშაულისათვის არიან ნასამართლევნი. თუმცა, ოფიციალური განაჩენი და სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია გამოძიებას ამ ეტაპზე არ გააჩნია: „როგორც ჩვენ ვიცით, ის სასჯელი, რომელიც მათ ჰქონდათ მისჯილი, მოიხადეს. თუმცა, კონკრეტულად რომელი მუხლით ჰქონდათ განსაზღვრული სასჯელი, როდის და რა რაოდენობის სასჯელი, ამის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს“. იყო თუ არა ამერიკელი პედაგოგი უკვე ნასამართლევი, როდესაც ის 8 წლის წინ, საქართველოში ჩამოვიდა, ამის შესახებ ინფორმაციას არც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფლობენ. უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის განუმარტეს, რომ ამჟამად პროგრამის არცერთი პედაგოგი დაკავებული არ არის. მათივე თქმით, 2013 წლიდან გამკაცრებულია პროგრამაში მონაწილეთა მსურველთა კრიტერიუმები და მათ შესახებ ინფორმაცია დეტალურად მოწმდება: „თუკი თავდაპირველად, ყოველწლიურად საქართველოში 700-მდე პედაგოგი შემოდიოდა, კრიტერიუმების გამკაცრების შემდეგ, მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და ახლა წელიწადში მხოლოდ 50-60 პედაგოგი შემოდის. როგორც ჩვენ ვიცით, ეს ადამიანი საქართველოში შემოსული იყო სწორედ იმ პერიოდში, როდესაც პროგრამა ჯერ კიდევ ქაოტურად მიმდინარეობდა“. შეძლებს თუ არა სისტემა მოზარდების რეაბილიტაციას? შსს-ს ინფორმაციით, დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. თუმცა, ჯერჯერობით, მსგავს ღონისძიებებში ყველა მოზარდი არ არის ჩართული. ანა აბაშიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულის შედეგად მიღებული ფსიქო-ემოციური ზიანის დროულად აღმოფხვრა უკიდურესად მნიშვნელოვანია: „ამ წუთას, სოციალური სამსახური სამართალდამცავებთან ერთად ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისათვის, რომ ბავშვებს რამენაირად შეუმსუბუქდეს მიღებული ტრავმა. მათთვის დამატებითი სტრესია ისიც, რომ შესაძლოა, დამნაშავეები იყვნენ მათი მშობლებიც. ეს არ არის ჩვეულებრივი დანაშაულით მიღებული ტრავმა, ეს არის ბევრად მეტი. ამ ბავშვებს აქვთ მიჯაჭვულობა მშობლებთან იმის მიუხედავად, მათ დანაშაული ჩაიდინეს თუ არა. ახლა უკვე სახელმწიფოს ვალია იზრუნოს ბავშვების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ამას სათანადო ყურადღებას დაუთმობს“. გამოძიება გრძელდება გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, არ არის გამორიცხული,რომ უახლოეს მომავალში სხვა პირების მიმართაც დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. რაც შეეხება 11 დაკავებულ პირს, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომდევნო სასამართლო პროცესები 21 ოქტომბერსა და 13 ნოემბერსაა დანიშნული. ნინო თარხნიშვილი, რადიო თავისუფლება.

---

 

22.09.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/adamianis-uflebebis-swavlebisa-da-monitoringis-centri-shromis-kanonmdeblobashi-inicirebul-cvlilebebze-gancxadebas-avrcelebs

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ შრომის კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) შრომის კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რამაც საზოგადოების ნაწილის მღელვარება გამოიწვია და ინიცირებული პროცესის მიზნების არასწორად წარმოჩენა გამოიწვია. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას და სამართლიანი, ადამიანის ღირსებისა და კეთილდღეობის დაცვაზე ორიენტირებული შრომითი კანონმდებლობის შექმნის ინტერესიდან გამომდინარე განმარტავს: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, მოამზადა შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და შრომის ინსპექციის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომლის ინიცირება და მიღებაც საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი. 2019 წლის 14-15 სექტემბერს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მონაწილეობა მიიღო აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პირველ განხილვაში, რომელსაც დამსაქმებელთა გაერთიანებების, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა შემოთავაზებული კანონპროექტების განხილვას პრინციპების დონეზე. უფრო დეტალური განხილვები ოქტომბრის თვეში იგეგმება ოთხი თემატური სამუშაო შეხვედრის ფარგლებში. სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში მცდარი და ორაზროვანი ინფორმაცია გავრცელდა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რამაც საზოგადოების ნაწილის მღელვარება გამოიწვია და ინიცირებული პროცესის მიზნები, რომელიც უფრო სამართლიანი და ღირსეული შრომითი და სოციალური პირობების შექმნისკენ არის მიმართული, ადამიანის ინტერესების საწინააღმდეგოდ წარმოჩინდა. წინამდებარე განცხადებით, გვსურს, განვმარტოთ მხოლოდ სამუშაო დროისა და დეკრეტული შვებულების მარეგულირებელი ნორმების შემოთავაზებული ცვლილებები, რომელიც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. კერძოდ, მედიაში გავრცელდა არაზუსტი ინფორმაცია, რომ 1. იკრძალება ორ ან მეტ სამუშაო ადგილას ერთდროულად დასაქმება და 2. თუ აქამდე დეკრეტული შვებულება ერთჯერადი თანხით, მაქსიმუმ 1000 ლარით, ანაზღაურდებოდა სახელმწიფოს მიერ, ახალი კანონპროექტით განისაზღვრება ერთდჯერადი გადახდა ხელფასის 80%-ის ოდენობით. ორივე შეფასება არ შეესაბამება სინამდვილეს და არასწორად წარმოადგენს რეგულირების შინაარსს, ფარგლებსა და მიზანს. წარმოდგენილი კანონის პროექტი ბლანკეტურად არ კრძალავს დასაქმებულებისათვის ერთზე მეტ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობას, არამედ: იგი ადგენს სამუშაო დროის მაქსიმალურ ოდენობას, რაც, ევროკავშირის დირექტივა 2003/88/EC-ის შესაბამისად, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. (დღეს მოქმედი კანონით, ზეგანაკვეთური შრომის ზედა ზღვარი დადგენილი არ არის. პრაქტიკაში, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, ხშირია შემთხვევა, როდესაც შრომითი კანონმდებლობის დარღვევის გარეშე, დასაქმებულები 70 საათზე მეტს ასრულებენ); შემოთავაზებული კანონის პროექტი ადგენს შეთავსებით მუშაობის დროის მაქსიმალურ ჯამურ ოდენობასაც: ერთზე მეტი შეთავსებით მუშაობისთვის აკრძალულია ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება, თუ დასაქმებულის მიერ ჯამში შეთავსებით ირღვევა 48 საათიანი ლიმიტი. ხაზგასასმელია, რომ ეს რეგულაცია არა ყველა, არამედ მხოლოდ რისკის შემცველი ეკონომიკური საქმიანობის სექტორებში დასაქმებულ პირებს მიემართებათ (კანონის პროექტის სამუშაო ვერსია ითვალისწინებს მთავრობის მიერ ერთზე მეტი შეთავსებით მუშაობისთვის რისკის შემცველი ეკონიმიკური საქმიანობის სექტორების განსაზღვრის ვალდებულებასაც). ამ რეგულაციის საფუძველზე, დასაქმებულს შესაძლებლობა ექნება, უარი განაცხადოს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე, თუ მისი ოდენობა დადგენილ ნორმას აღემატება. შეთავსებით მუშაობის შესახებ აღნიშნული ნორმა არ იწყებს მოქმედებას კანონის გამოქვეყნებისთანავე. მისი ამოქმედება დამოკიდებულია მინიმალური ანაზღაურების შესახებ სპეციალური კანონის მიღებასთან. დეკრეტული შვებულების განმავლობაში, დასაქმებული სახელმწიფოსგან მიიღებს მისი ხელფასის მინიმუმ 80 პროცენტს ყოველთვიურად (ანაზღაურებადი პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6 თვეს), და არა ერთჯერადად როგორც ეს მედიაში გავრცელდა. შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების შრომის კოდექსით გათვალისწინებული გარანტიების იმ დასაქმებულების გარანტიებისთვის დაახლოებაა, რომლებზეც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება. დღეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ნაწილისთვის ყოველთვიური დეკრეტული ანაზღაურება ხელფასის 100 პროცენტს შეადგენს. გარდა ანაზღაურების წესისა, სავალდებულო ხდება, რომ დედამ მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში ისარგებლოს ორსულობის და მშობიარობის შვებულებით; ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ მამებს (ემატება მამობის შვებულება (14 დღე); ასევე მშობლის შვებულებაში, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება ანაზღაურებადი საშვებულებო კვოტა მამებისთვის). შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ამ და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილების შეფასებას EMC მოგვიანებით გააკეთებს. ამ ეტაპზე, იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა იქნება ინკლუზიური პროცესი, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართულები როგორც სოციალური პარტნიორები, ისე ფართო საზოგადოების წევრები. EMC მხარს უჭერს შრომის სფეროში ისეთი მატერიალური და ინსტიტუციური სტანდარტებისა და გარანტიების შექმნის იდეას, რომელიც ადამიანებს ექსპლუატაციისგან და არაღირსეული შრომისგან დაიცავს. ჰუმანური და სოციალური შრომის პოლიტიკის გატარება კანონმდებლობაში დამატებითი რეგულაციების გატარებას საჭიროებს, რომელიც მათ შორის, ზეგანაკვეთური შრომის რეგულირებასა და ანაზღაურებას, მინიმალური ხელფასის განსაზღვრას, შრომითი პირობების მონიტორინგის ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილებების გატარებას ევროკავშირის სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზების პროცესი ასევე მოითხოვს. EMC იმედოვნებს, რომ ინიცირებულ პროცესს მთავრობასა და პარლამენტში მხარდაჭერა ექნება და შესაძლებელი გახდება შრომის კანონმდებლობის რეალური გაუმჯობესება“, – აღნიშნულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ განცხადებაში.

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/emc-vexmaurebit-shromis-kodeqsshi-dagegmil-cvlilebebze-gavrcelebul-mcdar-informacias/40769/

ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/393160/

---

 

22.09.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/393170/

ცქიტიშვილის ინიციატივით, იცვლება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ნეტგაზეთს მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია, თუ რა ცვლილებების შეტანა სურს შრომის კოდექსში. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ პარლამენტში ინიცირებული არ არის, შესაბამისად, მასში შეიძლება მნიშვნელოვანი შესწორებები შევიდეს, სანამ საბოლოო სახეს მიიღებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება დეკრეტეულ შვებულებებს. ნაცვლად ერთჯერადი დახმარებისა, მოქალაქეები მიიღებენ თანხას ხელფასის 80%-ის ოდენობით. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. აქედან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. დაგეგმილი ცვლილებით, მამობის შვებულებას ემატება 14-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს მამამ ბავშვის გაჩენის პირველ ორ კვირას; ასევე შემოდის მამობის 30-დღიანი შვებულება, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ბავშვის გაჩენიდან პირველი 183 დღის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მეორე მშობელი აღარ სარგებლობს ამ შვებულებით. როგორც დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, წარმოდგენილი მექანიზმი აყალიბებს ანაზღაურების უფრო მაღალ სტანდარტს ვიდრე მოთხოვნილია შესაბამისი ევროდირექტივით. შესწორება: ნიუსის თავდაპირველ სათაურში ეწერა, რომ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვადა 6 თვემდე იზრდება, რაც მოქმედი კანონმდებლობით ისედაც ასეა და შესაბამისად, ზუსტი არ იყო.

---

 

22.09.2019

მედიასაშუალება: http://newpress.ge/saqartvelos-parlamentma-bavshvis-uflebata-kodeqsi-miiro

საქართველოს პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო. კოდექსი სრულად 2020 წლის 1 ივნისს ამოქმედდება. იმ დრომდე კი სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებს ვალდებულება ეკისრება, შეიმუშავოს მთელი რიგი სამართლებრივი რეგულაციები, პროექტები და ტექნიკური სტანდარტები. გარდა ამისა, კოდექსის სრულად ამოქმედებამდე, საქართველოს პარლამენტი ვალდებულებას იღებს, 2019 წლის 1 ნოემბრამდე შეიმუშავოს და დაამტკიცოს კოდექსის ინპლემენტაციის სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმაში დაზუსტდება რეგულაციების შემუშავების თარიღები და სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების პასუხისმგებლობები. გეგმის აღსრულებას ზედამხედველობას კი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გაუწევს. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსის ფარგლებში, ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ბევრი ახალი პროექტი უნდა შემუშავდეს, უკვე ცნობილია რამდენიმე სიახლე, რომელიც კანონშია ასახული. ბავშვები 18 წლამდე უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლებენ, გარდა ამისა კოდექსის მიხედვით, ყველა სახელმწიფო უწყება ვალდებული ხდება ბავშვებს დაახვედროს მეგობრული და ადაპტირებული გარემო, სადაც მათ მომსახურებას გაუწევენ ბავშვთა დაცვის სფეროში, სპეციალიზირებული საჯარო მოხელეები. კოდექსის მიხედვით, ბავშვის ოჯახიდან განცალკევება მოხდება უკიდურეს შემთხვევაში და მის აუცილებლობას მხოლოდ მოსამართლე გადაწყვეტს. ახალი კანონის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებული ხდება სოციალურად დაუცველი ოჯახი უზრუნველყოს მათზე მორგებული ფინანსური დახმარებით, გარდა ამისა სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი შეისწავლიან მშობლების ფსიქიკურ და სოციალურ მდგომარეობას და დაეხმარებიან მათ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვაში, რაც მომავალში მშობლებს საშუალებას მისცემს დასაქმდნენ და თავად არჩინონ საკუთარი ოჯახი. სახელმწიფო ასევე იზრუნებს ალტერნატიული ზრუნვიდან გამოსულ პირებზე, რომელთაც სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ გარდამავალ პერიოდში მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ასევე შეიქმნება ბავშვთა მიმართ ძალადობის და ბავშვთა შორის ჩაგვრის (ე.წ. ბულინგის) პრევენციისა და რეაგირების სისტემა - ცხელი ხაზი და კოორდინატორი. კოდექსზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო და მასში ჩართული იყვნენ, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები, სახალხო დამცველი, სასამართლო და დამოუკიდებელი ექსპერტები.

---

 

21.09.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/564764-ekaterine-tikaraze-ashsh-s-daavadebata-kontrolisa-da-prevenciis-centris-xelmzgvanelebs-shexvda

ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა. ორმხრივი მოლაპარაკება, ცენტრის ვაშინგტონის ოფისში გაიმართა. ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრაზე, საუბარი იყო იმ პროექტებზე, რომელიც აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან ერთად ხორციელდება. ჯანდაცვის მინისტრი ამერიკელ კოლეგებს სამომავლო გეგმების შესახებაც ესაუბრა - „ვისაუბრეთ სამომავლო და მიმდინარე პროექტებზე, ისეთი როგორიც არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ასევე პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე საქართველოში.“ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ოფისის დირექტორმა, მიტჩელ ვოლფმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება. „რამდენიმე წელია საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. საქართველომ საზოგადოებივი ჯანდაცვის სისტემის შექმნის კუთხით უბადლო სამუშაოები ჩაატარა. გვჯერა, რომ საქართველოში ჩვენი ოფისის საქმიანობას სამომავლოდაც დადებითი გავლენა ექნება ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე.“ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლების საპასუხო ვიზიტი საქართველოში ნოემბერში დაიგეგმა.

პია.ჯი- https://pia.ge/post/282626-saqartvelosi-pirveladi-jandacvis-ganvitarebis-sakitxi-jandacvis-ministrma-amerikel-kolegebtan-ganixila

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=90200

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/ekaterine-tikaradze-ashsh-s-daavadebata-kontrolisa-da-prevenciis-centris-xelmdzgvanelebs-shexvda/40740/

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/ashsh-shi-eka-tikaradze-mitchel-volphs-shekhvda/

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/ekaterine-tikaradze-ashsh-s-daavadebata-kontrolisa-da-preventsiis-tsentris-khelmdzghvanelebs-shekhvda/62529

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/ekaterine-tikaradze-ashsh-shi-amerikis-daavadebata-konrtolisa-da-prevenciis-centris-khelmdzghvanelebs-shekhvda/

---

 

21.09.2019

მედიასაშუალება:   https://www.primetime.ge/news/1569072494-%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების შეზღუდვის მეთოდები კანონით დაზუსტდება

პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტის მიმართ შესაძლებელი გახდება როგორც ფიზიკური, ასევე ქიმიური შეზღუდვის მეთოდის გამოყენება. ამის შესახებ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებია აღნიშნული. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ ამჟამად მოქმედ კანონში პაციენტის მიმართ ქიმიური შეზღუდვის მეთოდი და მისი გამოყენების შემთხვევა განსაზღვრული არ არის. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შეზღუდვის მეთოდებად განისაზღვრება: 1)ფიზიკური/მანუალური შეზღუდვა (შებოჭვა) - პაციენტის შეზღუდვა; 2) მანუალური კონტროლის საშუალებით, ფიზიკური ძალის გამოყენება; 3) მექანიკური შეზღუდვა - პაციენტის იმობილიზაციისთვის შეზღუდვის ინსტრუმენტების გამოყენება; 4) იზოლირება - პაციენტის იძულებითი მოთავსება განმარტოვებით სპეციალიზებულ ოთახში; 5) ქიმიური შეზღუდვა წარმოადგენს პაციენტისათვის მედიკამენტის მიცემას იძულებით ქვევის კონტროლის უზრუნველსაყოფად. კანონპროექტის თანახმად, შეზღუდვის მეთოდები წარმოადგენს უკიდურეს ზომას, როდესაც არსებობს პაციენტის მიერ საკუთარი თავის ან გარშემომყოფთა დაზიანების გარდაუვალი საფრთხე და მისი თავიდან აცილება სიტყვიერი დამშვიდებით ან მედიკამენტური მკურნალობით შეუძლებელია. კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველი 100 ათასი ადამიანიდან 140-ს ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობა აქვს. 27 აგვისტოს პეკინზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, რა დროსაც მას ქალმა ბასრი საგანი დაუსვა და სახე დაუსერა ბავშვის დაჭრის საქმეზე დაკავებულის დედა ადასტურებს, რომ მისი შვილი ფსიქიატრიულ კლინიკაში რამდენჯერმე მკურნალობდა.

---

 

21.09.2019

მედიასაშუალება: https://knews.ge/?p=41018

გურჯაანში გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ გურჯაანში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 316 154 ლარს შეადგენს. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა ასევე მიმდინარეობს სოფელ კაჭრეთში. უწყებაში განმარტავენ, რომ სამუშაოებს, რომლის ღირებულება 119 400 ლარს შეადგენს, შპს “ქებული 2016” ასრულებს.

---

 

20.09.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/564628-ekaterine-tikaraze-opicialuri-vizitit-ashsh-shi-imqopeba

ეკატერინე ტიკარაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი, ბავშვთა ნაციონალურ სამედიცინო ცენტრს ესტუმრა, რომელიც აშშ-ს წამყვანი კლინიკების ხუთეულში შედის. კლინიკა ფართო პროფილისაა და ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას უწევს პაციენტებს. ამერიკის ნაციონალურ ცენტრში წელიწადში 17000-ზე მეტი ოპერაცია ტარდება, დასაქმებულია 7000-ზე მეტი ადამიანი. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას, ერთობლივ სამომავლო პროექტებზე ისაუბრა, ონკოლოგიური, ნეონატალური და სხვა წამყვანი მიმართულებების კუთხით. ნაციონალური სამედიცინო ცენტრი, აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო პაციენტების მომსახურებას, შესაძლოა მსგავსი სახის თანამშრომლობა საქართველოსთანაც დაიწყოს. „შეხვედრა იყო ძალიან შთამბეჭდავი. შევეხეთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც საქართველოში გაგვაჩნია ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით. ამ კლინიკას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ის შედის ამერიკის ბავშვთა კლინიკების ხუთეულში. ჩვენ დავსახეთ შემდგომი თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები ბავშვთა ონკოლოგიის და ტელემედიცინის კომპონენტების განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ბავშვთა ნაციონალური ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, მიშელ მაქგუაიერის თქმით, პედიატრიის დარგში საერთაშორისო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. „მნიშვნელოვანია, რომ ქართველ კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება პედიატრიის დარგში, განსაკუთრებით იმ რთული დაავადებების დაძლევის გზებთან დაკავშირებით, რომლის წინაშეც მსოფლიოს ბავშვები დგანან. ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია“. შეხვედრას, მინისტრთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძეც ესწრებოდა.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/ekaterine-tikaradze-ophitsialuri-vizitith-ashsh-shi-imqhopheba/

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/djandacvis-ministri-ekaterine-tikaradze-oficialuri-vizitit-amerikis-sheertebul-shtatebshi-imyofeba

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=90138

---

 

20.09.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/393009/

ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა არ იკრძალება — კანონპროექტის ავტორი

პარლამენტარი, კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები არ კრძალავს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რაც უკვე ისედაც აკრძალულია; მისი თქმითვე, კანონპროექტის მიზანი დასაქმებულების უფლებების და მათი დამსაქმებლის მხრიდან ექსპლუატაციისაგან დაცვაა. „არავინ არავის უზღუდავს [დამატებით] მუშაობას გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მისი ზეგანაკვეთური და 24-საათიანი მუშაობა უკვე საფრთხეს არ უქმნის სხვა პირებს. მაგალითად, როგორც მეტროს მემანქანეებს აქვთ განსაზღვრული“, — განუცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა „ნეტგაზეთს“. ცქიტიშვილი „ნეტგაზეთს“ განუმარტავს, რომ ეს ინიციატივა არ გულისხმობს ადამიანებისთვის ერთზე მეტი სამსახურის აკრძალვას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როცა „ადამიანს აბარია ადამიანების სიცოცხლე და მისი ზედმეტი მუშაობის და თუნდაც კარგი ანაზღაურების გამო რისკის ქვეშ აყენებს სხვა ადამიანებს“… „მაგალითად, მეტროს მემანქანეების სამუშაო დროები მკაცრად არის განსაზღვრული იმიტომ, რომ მათზეა დამოკიდებული ათასობით ადამიანი, რომელიც მას გადაჰყავს. ამის გამო მათ აკრძალული აქვთ იმაზე მეტი მუშაობა, ვიდრე განსაზღვრულია“, — გვეუბნება დეპუტატი. თუმცა, ცქტიშვილის თქმით, ეს მხოლოდ ცალკეული შემთხვევებია. ზოგადად კი, ცვლილებები ჩვეულებრივ დასაქმებულებს, სურვილის ქონის შემთხვევაში, დამატებით სამუშაოს ქონას არ უკრძალავს. პირიქით, დასაქმებულების უფლებებს ამტკიცებს: „არავის ვუკრძალავთ [მეორე სამსახურში] დასაქმებას. მხოლოდ დამსაქმებელს ვუკრძალავთ სხვის ექსპლუატაციას. დასაქმებულს აქვს აბსოლუტური თავისუფლება, იმდენი იმუშაოს, რამდენიც უნდა — სახლში იმუშაოს, თვითდასაქმებული გახდეს, ტაქსის მძღოლი იყოს, დამლაგებლად იმუშაოს, ბევრი სხვადასხვა საქმე აკეთოს. მაგრამ თუ მას აღარ აქვს ამის სურვილი და ვიღაც აძალებს, ემუქრება, რომ იმის გამო, რომ დამატებით მუშაობა არ უნდა, სამსახურიდან გაათავისუფლებს, ამ შემთხვევაში კანონი მას დაიცავს“, — განმარტავს ცქიტიშვილი. „წარმოიდგინეთ, მაქვს ერთი სამსახური, მერე მეორე სამსახურშიც ვმუშაობ. ამ მეორე სამსახურში მეუბნებიან, კიდევ სამი საათით დარჩი და იმუშავეო. მე ვეუბნები, რომ არ შემიძლია, იმიტომ, რომ აღარ მაქვს დრო. ის კი მეუბნება, თუ არ იმუშავებ, გაგათავისუფლებო. აი, ამის საშუალებას აღარ აძლევს [დამსაქმებელს] ეს კანონი… ანუ სახელმწიფო დგება ადამიანის უფლებების დაცვის მხარეს“. რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი კანონპროექტით მოქალაქეებს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა ეზღუდებოდათ. დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს, რომ კანონპროექტი ჯერ არც კი შეუტანიათ პარლამენტში, მისი პირველადი ვერსია ცოტა ხნის წინ განიხილეს ბიზნესის წარმომადგენლებთან, რასაც, ცხადია, დისკუსია მოჰყვა. ჯერჯერობით „მიმდინარეობს ამ პროექტის დამუშავება-დახვეწა და ეტაპობრივად მომზადდება ინიცირებისთვის“. მისი თქმითვე, პარლამენტს კანონპროექტს სავარაუდოდ ოქტომბერში წარუდგენენ. „ცოტათი ხელოვნურად ხდება ამ კანონპროექტის დემონიზირება, თუმცა მესმის, რატომაც: ჰგონიათ, რომ ამით კარგ საქმეს აკეთებენ, სინამდვილეში კი უნდათ, დააკანონონ მონური შრომა“, — ამბობს ცქიტიშვილი. „თვითონ პრინციპი ამ კანონის, არის, რომ იცავს და არა კრძალავს“.

---

 

20.09.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/dimitri-cqitishvili-msofliom-agiara-rom-dgeshi-rva-saatiani-samushao-dro-normaluri-samushao-droa-da-amaze-meti-adamianistvis-riskebs-sheicavs

დიმიტრი ცქიტიშვილი - „მსოფლიომ აღიარა, რომ დღეში რვა საათიანი სამუშაო დრო ნორმალური სამუშაო დროა და ამაზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკებს შეიცავს“

შრომის კოდექსში ცვლილებების მიზანია, თითოეული დასაქმებული დაცული იყოს იმისგან, რომ დამსაქმებელმა მეტი მუშაობა არ აიძულოს, ვიდრე მისი ჯანმრთელობისთვისაა შესაბამისი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არსებულ კანონში გათვალისწინებულია კვირაში 40 საათიანი სამუშაო დრო და 8 საათიანი ზეგანაკვეთური. „მნიშვნელოვანი მექანიზმი უნდა იყოს, რომ სახელმწიფომ შეძლოს გააკონტროლოს, ვინმემ ჩვენს მოქალაქეს ზედმეტი მუშაობა არ აიძულოს. ეს იქნება ორ სამსახურში თუ სამ სამსახურში, მისი არჩევანია, მაგრამ თითოეულ დასაქმებულს უნდა ჰქონდეს გარანტია, თუ მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, ამაზე სახელმწიფოს მექანიზმები ჰქონდეს. ცვლილებების მიზანია სტანდარტი შევქმნათ, როდესაც თითოეული დასაქმებული დაცული იქნება, რომ მას არ ამუშავებენ იმაზე მეტ დროს, ვიდრე მუშაობა ეკუთვნის. პრაქტიკულად, ეს გულისხმობს, რომ ვინმეს აუკრძალოს, თავისი სურვილით იმუშაოს რამდენიმე ადგილას. თუ ეს ინტელექტუალურ შრომას ეხება, შეზღუდვები აქ არ შეიძლება დაწესდეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ მომსახურების სფეროში, მრეწველობაში არის სამსახურები, სადაც ადამიანებს სამწუხაროდ, 10-12 საათს ამუშავებენ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა. დეპუტატის თქმით, მსოფლიომ აღიარა, რომ დღეში რვა საათიანი სამუშაო დრო ნორმალური სამუშაო დროა და ამაზე მეტი ადამიანისთვის რისკებს შეიცავს.„ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ჩარჩო, რომ თითოეული დასაქმებული დაცული იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა. მისი შეფასებით, სპეკულაციაა განცხადებები იმაზე, რომ ცვლილება ხელფასების შემცირებას გამოიწვევს. „ყველაფერი ეს სპეკულაციაა. ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი ვალდებულებაა, ისევე, როგორც ნებისმიერი კეთილსინდისიერი ბიზნესის ვალდებულებაა, რომ ადამიანი ამუშაოს ისე, არ შელახოს მისი უფლებები. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტის ქვეყანაში დადგენის გამო დასაქმებულს ხელფასი უნდა შეუცვალოს, ეს ამორალურია, ადამიანურ მორალთან ძალიან შორსაა, რადგან თითოეული ადამიანი მუშაობს და ამ კომპანიებისთვის სიკეთეებს ქმნის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დასაქმებულებს ნორმალური სამუშაო გარემო უნდა ჰქონდეთ, რაც დღეს მოქმედ კანონში უკვე გაწერილია.„აქ კი საუბარია, რომ უფრო ეფექტიანი აღსრულების მექანიზმები იყოს, რათა არსებულ კანონში რამე ხარვეზები ვინმემ ისე არ გამოიგონოს, რომ ჩვენი მოქალაქეების შრომის ექსპლუატაცია მოახდინოს“, – განაცხადა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა. მისი თქმით, ცვლილებების ინიცირება სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში მოხდება. „ამ პროცესში ძალიან ინტენსიური განხილვები წარიმართება. პაკეტი საკმაოდ მოცულობითია. განხილვები გვექნება პარლამენტს გარეთაც. ოთხი-ხუთი მრგვალი მაგიდა იქნება სპეციფიკურ, ძალიან კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობისთვის. ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს შენიშვნების 50 გვერდიანი მასალა, როგორც პროფკავშირებიდან ასევე ბიზნესასოციაციებიდან და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან. ამის გაანალიზება ხდება. ამის გათვალისწინებით მოხდება დაინიცირება. შემდეგ კი, საჯარო და საკომიტეტო განხილვები იქნება. ამიტომ ზოგიერთი ბიზნესასოციაცია დროზე ადრე ქმნის პანიკას“, – განაცხადა დეპუტატმა.

---

 

20.09.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/500317

ანდრია გვიდიანი: შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, ისედაც მძიმე სოციალურ პირობებში, მავნებლობაა

“შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, ისედაც მძიმე სოციალურ პირობებში, მავნებლობაა”,- ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს. ის იმედს გამოთქვამს, რომ ამ ინიციატივას დეპუტატები არ განიხილავენ. “რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი საქმეა ადამიანები საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებას როგორ შეძლებენ? ვინ გეკითხებათ ადამიანი სად იმუშავებს? ვინ რამდენ საათს იმუშავებს? ადამიანები რას გააკეთებენ იმისთვის, რომ რამენაირად თავიანთი შემოსავალი გაზარდონ? რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი საქმეა ადამიანები საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებას როგორ შეძლებენ? ამ ინიციატივის გატანა უბრალოდ არ შეიძლება! იმედი მაქვს, დეპუტატები უბრალოდ გონებას დაძაბავენ (ცოტათი) და არც კი განიხილავენ ამ არაადეკვატურ ინიციატივას”,- წერს ანდრია გვიდიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე. ცნობისათვის, ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

23.09.2019

მედიასაშუალება:     ახალი თაობა

"6 თვე თავი როგორ ვირჩინოთ? 1 ოქტომბერს გავიფიცებით"

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების თანამშრომლები 1 ოქტომბერს გაფიცვას გეგმავენ. როგორც ინტერპრესნიუსს დაწესებულების თანამშრომელმა განუცხადა, დასაქმებულებს, დირექციის გადაწყვეტილებით, 6-თვიან უხელფასო შვებულებაში უშვებენ, რაც, მისივე თქმით, აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა დაწესებულება საერთოდ დაიხუროს. ფსიქიატრიული დაწესებულების სანიტარი მალხაზ გულაშვილი ინტერპრესნიუსთან საუბრისას აცხადებს, რომ პაციენტების ნაწილის _ გაწერას, ნაწილის კი სხვადასხვა დაწესებულებაში გადაყვანას გეგმავენ. _ 2 დღის წინ დაგვიბარა დირექციამ თანამშრომლები და კრება ჩაგვიტარდა. გვითხრეს, რომ 6თვიან უფასო შვებულებებში გაგვიშვებენ. დიდი ეჭვი გვაქვს, რომ შესაძლოა, დაწე სებულება დაიხუროს. ჩვენი სოფლის გამგებელი იყო მინისტრთან შეხვედრაზე და მან გვითხრა, ძალიან მძიმე ვითარებააო. 6 თვე თავი როგორ ვირჩინოთ? ოჯახები გვყავს, 6 თვე ჩემს შვილს რა ვაჭამო, ბანკის სესხები გვაქვს. ერთადერთი წყაროა ეს საავადმყოფო, რაზეც მთელი სოფელია დამოკიდებული. სოფლიდან 70მდე ადამიანია აქ და საქმებული, ყველას შეგვეხება ეს 6 თვიანი უხელფასო შვებულებები. ბე ნეფიციარების გადაყვანას კონკრეტულად სად აპირებენ, არ ვიცი, როგორც გვითხრეს, სხვადასხვა დაწესებულე ბებში გადაანაწილებენ, ნაწილს კი გა წერენ. რაც შეეხება ექიმებს, სხვა და წესებულებებში გადაყვანას გეგმავენ. ამ ეტაპზე 150ზე მეტი ბენეფი ციარია. რამდენიმე წლის წინაც უნ დოდათ დახურვა და საქართველოს პატრიარქის მხარდაჭერით არ დახუ რეს. 1 ოქტომბერს დიდ გაფიცვას ვაპირებთ, არც ერთი თანამშრომელი არ შევა დაწესებულებაში და არც სხვებს შევუშვებთ, ვინც შეიძლება, ჩვენ მაგივრად აქ მოიყვანონ, _ განაცხადა მალხაზ გულაშვილმა. მისივე ინფორმაციით, საავად მყოფოში საგანგაშო და სავალალო მდგომარეობა არ არის. _ არავითარ უმძიმეს მდგომა რეობაში ბენეფიციარები აქ არ არიან. გამოსასწორებელი არის რაღაცები, მაგრამ კვება, სისუფთავე და პირობე ბი ნორმალური აქვთ. ტყუილია, რომ აქ მძიმე მდგომარეობაა. შეგიძლიათ, ჩამოხვიდეთ და ნახოთ აქ არსებული მდგომარეობა, _ განაცხადა მალხაზ გულაშვილმა. ϖ ϖ ϖ ფსიქიატრიული დაწესებულების დახურვის შესახებ ინფორმაციას საავადმყოფოს დირექტორმა გიორგი გულაშვილმა დეზინფორმაცია უწოდა. მან ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ დაწესებულების არა დახურვა, არამედ რეაბილიტაცია იგეგმება, თუმცა, როდის დაიწყება პროცესი, არ დააკონკრეტა. _ არაფერი იხურება, საიდან მო იტანთ ხოლმე ასეთ რაღაცას, დღესაც ჩვეულებრივ მუშაობს. იქ არსებული მდგომარეობა ყველამ იცის. ამის გამო მიდის საუბარი, რომ გარემონტდეს დაწესებულება. დეზინფორმაციაა, რომ იხურება, - განაცხადა გიორგი გულაშვილმა. მას ინფორმაცია არც თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით აქვს. გიორგი გულაშვილის განცხადებით, ფსიქიატრიულ საავადმყოფო ში ამ დროისთვის მკურნალობის კურსს 150-მდე პაციენტი გადის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6350954&name=23.09.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

23.09.2019

მედიასაშუალება:  მესინჯერი

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები განხილვის საგანი გახდა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) შრომის კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რამაც საზოგადოების ნაწილის მღელვარება გამოიწვია და ინიცირებული პროცესის მიზნების არასწორად წარმოჩენა გამოიწვია. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას და სამართლიანი, ადამიანის ღირსებისა და კეთილდღეობის დაცვაზე ორიენტირებული შრომითი კანონმდებლობის შექმნის ინტერესიდან გამომდინარე განმარტავს: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, მოამზადა შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და შრომის ინსპექციის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომლის ინიცირება და მიღებაც საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი. 2019 წლის 14-15 სექტემბერს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მონაწილეობა მიიღო აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პირველ განხილვაში, რომელსაც დამსაქმებელთა გაერთიანებების, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა შემოთავაზებული კანონპროექტების განხილვას პრინციპების დონეზე. უფრო დეტალური განხილვები ოქტომბრის თვეში იგეგმება ოთხი თემატური სამუშაო შეხვედრის ფარგლებში. სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში მცდარი და ორაზროვანი ინფორმაცია გავრცელდა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რამაც საზოგადოების ნაწილის მღელვარება გამოიწვია და ინიცირებული პროცესის მიზნები, რომელიც უფრო სამართლიანი და ღირსეული შრომითი და სოციალური პირობების შექმნისკენ არის მიმართული, ადამიანის ინტერესების საწინააღმდეგოდ წარმოჩინდა. წინამდებარე განცხადებით, გვსურს, განვმარტოთ მხოლოდ სამუშაო დროისა და დეკრეტული შვებულების მარეგულირებელი ნორმების შემოთავაზებული ცვლილებები, რომელიც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. კერძოდ, მედიაში გავრცელდა არაზუსტი ინფორმაცია, რომ 1. იკრძალება ორ ან მეტ სამუშაო ადგილას ერთდროულად დასაქმება და 2. თუ აქამდე დეკრეტული შვებულება ერთჯერადი თანხით, მაქსიმუმ 1000 ლარით, ანაზღაურდებოდა სახელმწიფოს მიერ, ახალი კანონპროექტით განისაზღვრება ერთდჯერადი გადახდა ხელფასის 80%-ის ოდენობით. ორივე შეფასება არ შეესაბამება სინამდვილეს და არასწორად წარმოადგენს რეგულირების შინაარსს, ფარგლებსა და მიზანს. წარმოდგენილი კანონის პროექტი ბლანკეტურად არ კრძალავს დასაქმებულებისათვის ერთზე მეტ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობას, არამედ: იგი ადგენს სამუშაო დროის მაქსიმალურ ოდენობას, რაც, ევროკავშირის დირექტივა 2003/88/EC-ის შესაბამისად, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. (დღეს მოქმედი კანონით, ზეგანაკვეთური შრომის ზედა ზღვარი დადგენილი არ არის. პრაქტიკაში, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, ხშირია შემთხვევა, როდესაც შრომითი კანონმდებლობის დარღვევის გარეშე, დასაქმებულები 70 საათზე მეტს ასრულებენ); შემოთავაზებული კანონის პროექტი ადგენს შეთავსებით მუშაობის დროის მაქსიმალურ ჯამურ ოდენობასაც: ერთზე მეტი შეთავსებით მუშაობისთვის აკრძალულია ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება, თუ დასაქმებულის მიერ ჯამში შეთავსებით ირღვევა 48 საათიანი ლიმიტი. ხაზგასასმელია, რომ ეს რეგულაცია არა ყველა, არამედ მხოლოდ რისკის შემცველი ეკონომიკური საქმიანობის სექტორებში დასაქმებულ პირებს მიემართებათ (კანონის პროექტის სამუშაო ვერსია ითვალისწინებს მთავრობის მიერ ერთზე მეტი შეთავსებით მუშაობისთვის რისკის შემცველი ეკონიმიკური საქმიანობის სექტორების განსაზღვრის ვალდებულებასაც). ამ რეგულაციის საფუძველზე, დასაქმებულს შესაძლებლობა ექნება, უარი განაცხადოს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე, თუ მისი ოდენობა დადგენილ ნორმას აღემატება. შეთავსებით მუშაობის შესახებ აღნიშნული ნორმა არ იწყებს მოქმედებას კანონის გამოქვეყნებისთანავე. მისი ამოქმედება დამოკიდებულია მინიმალური ანაზღაურების შესახებ სპეციალური კანონის მიღებასთან. დეკრეტული შვებულების განმავლობაში, დასაქმებული სახელმწიფოსგან მიიღებს მისი ხელფასის მინიმუმ 80 პროცენტს ყოველთვიურად (ანაზღაურებადი პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6 თვეს), და არა ერთჯერადად როგორც ეს მედიაში გავრცელდა. შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების შრომის კოდექსით გათვალისწინებული გარანტიების იმ დასაქმებულების გარანტიებისთვის დაახლოებაა, რომლებზეც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება. დღეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ნაწილისთვის ყოველთვიური დეკრეტული ანაზღაურება ხელფასის 100 პროცენტს შეადგენს. გარდა ანაზღაურების წესისა, სავალდებულო ხდება, რომ დედამ მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში ისარგებლოს ორსულობის და მშობიარობის შვებულებით; ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ მამებს (ემატება მამობის შვებულება (14 დღე); ასევე მშობლის შვებულებაში, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება ანაზღაურებადი საშვებულებო კვოტა მამებისთვის). შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ამ და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილების შეფასებას EMC მოგვიანებით გააკეთებს. ამ ეტაპზე, იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა იქნება ინკლუზიური პროცესი, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართულები როგორც სოციალური პარტნიორები, ისე ფართო საზოგადოების წევრები. EMC მხარს უჭერს შრომის სფეროში ისეთი მატერიალური და ინსტიტუციური სტანდარტებისა და გარანტიების შექმნის იდეას, რომელიც ადამიანებს ექსპლუატაციისგან და არაღირსეული შრომისგან დაიცავს. ჰუმანური და სოციალური შრომის პოლიტიკის გატარება კანონმდებლობაში დამატებითი რეგულაციების გატარებას საჭიროებს, რომელიც მათ შორის, ზეგანაკვეთური შრომის რეგულირებასა და ანაზღაურებას, მინიმალური ხელფასის განსაზღვრას, შრომითი პირობების მონიტორინგის ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილებების გატარებას ევროკავშირის სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზების პროცესი ასევე მოითხოვს. EMC იმედოვნებს, რომ ინიცირებულ პროცესს მთავრობასა და პარლამენტში მხარდაჭერა ექნება და შესაძლებელი გახდება შრომის კანონმდებლობის რეალური გაუმჯობესება“, – აღნიშნულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ განცხადებაში. შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებზე დამსაქმებელთა ასოციაცია, პროფკავშირები, სახალხო დამცველის აპარატი და არასამთავრობოები ერთობლივად მუშაობდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6351492&name=23.09.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 23.09.2019

მედიასაშუალება:     ალია

ახალი შრომის კოდექსი ერთზე მეტ სამსახურში მუშაობის უფლებას შეზღუდავს

თუ დღეს ერთზე მეტი დამსაქმებლისთვის ასრულებთ სამუშაოს, მომავალში სახელმწიფომ ეს უფლება შესაძლოა კანონის ძალით წაგართვათ. შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, ქართული ოცნების წევრის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მეთექვსმეტე მუხლის მე-5-ე პუნქტის მიხედვით, მოქალაქეებს ეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ დანაწესს. “აკრძალულია ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება თუ დასაქმებულის მიერ მეორე და/ან შემდეგი სრული და/ან არასრული სამუშაო განაკვეთის შესრულებით (შეთავსებით) ჯამურად ირღვევა V თავით დადგენილი სამუშაო დროის სტანდარტი,”- ნათქვამია კოდექსის პროექტში. თავად შრომის კოდექსის მეხუთე თავში კი წერია, რომ - “დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს.” ხოლო, შვიდდღიანი სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ზეგანაკვეთების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. შრომის კოდექსის მეხუთე თავი კიდევ სხვა შეზღუდვებსაც აწესებს, მაგალითად, თუ “სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს და არაუმეტეს 9 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 45 წუთი. თუ სამუშაო დროის ხანგრძლივობა აღემატება 9 საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი.” იმისთვის, რათა მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში შეეძლოს მუშაობა, მისი პირველი სამუშაოს შესრულებით, აღნიშნული თავით დადგენილი მაქსიმალური ლიმიტები არ უნდა იყოს შევსებული. ის, რომ შეთავსებული სამუშაოს შესრულება ძირითადი სამსახურისგან თავისუფალ საათებში უნდა მოხდეს ეს მოქმედი კანონმდებლობითაც არის დადგენილი, თუმცა, არსებულ კანონმდებლობასთან შედარებით ახალი კანონპროექტი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე უფრო მკაცრ მოთხოვნებს აწესებს, რაც თავის მხრივ ზღუდავს დროის იმ შესაძლო მონაკვეთის მოცულობას, რომლის განმავლობაშიც, მოქალაქეს მეორე სამსახურის შესრულება შეუძლია. ის რომ, აღნიშნული გარემოება პრობლემურია, ეს საქართველოს ბიზნესომბუდმენის აპარატის შეფასებაშიც არის ასახული. ცვლილებამ შესაძლოა, ათასობით ადამიანს დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, შეთავსებადი სამუშაოს შესრულება აუკრძალოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6351250&name=23.09.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

23.09.2019

მედიასაშუალება:  ახალი თაობა

რუსთავში მარიხუანისგან გაბრუებულმა მოსწავლემ ქუჩაში გონება დაკარგა

რუსთავში, შარტავას გამზირზე, მოსწავლე უგონო მდგომარეობაში ნახეს. `ინფო რუსთავის` ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი დილით სკოლაში უნდა წასულიყო თუმცა მან მოულოდნელად გონება დაკარგა და საავად მყოფოში გადაიყვანეს. ცენტრალური საავადმყოფოს ემერჯენსის მორიგე ექიმმა სულხან სამხარაძემ `ინფო რუს თავთან~ განაცხადა, რომ მოზარდს მარიხუანა ჰქონდა მოხმარებული, რის გამოც გონება დაკარგა. ამ დროისთვის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რუსთავის #21 საჯარო სკოლის დირექ ტორი ნინო გავაშელი `ინფო რუსთავთან~ აცხა დებს, რომ მოსწავლე სკოლაში არ მისულა, თუმცა აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6351171&name=23.09.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 ​