| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-23.01.2020 |
| Received On : | 23.01.2020 09:06 |
მედიამონიტორინგი 23.01.2020
ტელევიზია
23.01.2020
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
1. გამგზავრებისკენ საქართველოს მოქალაქეებს თავის შეკავებას ურჩევენ. განცხადებას ჩინეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. ამოქმედებულია ცხელი ხაზიც, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში დარეკონ. 2. კორონა ვირუსთან ბრძოლის გზებზე, ამ წუთებში, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამოქმედო გეგმას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და ექსპერტებს აცნობს. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ახალი გრიპის გავრცელების საშიშროება არ არსებობს და აეროპორტში ჩინეთიდან ჩამოფრენილი მგზავრების სამედიცინო შემოწმების საჭიროებაც არ დგას დღის წესრიგში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6650317
---
23.01.2020
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დილა
კორონა ვირუსი, ახალი შტამი, რომელიც პირველად ჩინეთში 11 მლნ ქალაქ უჰანში დაფიქსირდა და უკვე ჩინეთის საზღვრებს გასცდა. ამ დროისთვის 17 ფატალური შემთხვევა და 570-ზე მეტი ინფიცირებული ადამიანია დაფიქსირებული. რა სიმპტომები აქვს ამ ვირუსს, როგორია მისი გავრცელების ტემპი, არეალი და რა უნდა ვიცოდეთ ახალ ვირუსზე. ჩინეთში საქართველოს საელჩოს სრულუფლებიანი ელჩის თქმით, საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. აეროპორტებში მკაცრი წესები ამოქმედდა. ახალი კორონა ვირუსის გავრცელების შემდეგ პირველი ავიარეისი პეკინი-თბილისი უკვე შესრულდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში (ამირან გამყრელიძე) მიიჩვენევნ, რომ ჩვენს ქვეყანაში კორონა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6650151
---
23.01.2020
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
გრიპის ვირუსები
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6650046
---
23.01.2020
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
"დამოუკიდებელი დეპუტატები" ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში იბარებენ და ახსენებენ, რომ ეს მისი ვალდებულებაა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6649932
---
23.01.2020
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
რამდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის ჰაერი?
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6649865
---
22.01.2020
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტტრის ინფორმაციით ბოლო კვირის განმავლობაში გრიპის და გრიპის მსგავსი ინხფექციური დაავადებების მატება არ ფიქსირდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6649757
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6649708
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6649587
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6649516
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6649801
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6649448
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6649397
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6649243
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6648641
მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6648594
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6648489
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6648257
---
22.01.2020
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
დაღუპული პაციენტის ოჯახი ექიმებს უჩივის - 40 წლის მამაკაცი კლინიკაში დაიღუოა. ახლობლები მედიკოსებს ბრალდებებს უყენებენ და მათ წინააღმდეგ საჩივარს ამზადებენ. მიზეზად ისინი დაუდევროვას ასახელებენ. ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროსა და პროკურატურას მიმართავს, რომ საქმე პირად კონტროლზე აიყვანონ. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით შევიდა და 11 დღეში დაიღუპა. მკურნალი ექიმი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს, სატელეფონო საუბარში კი ბრალდებებს უარყოფს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6649248
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6648500
---
22.01.2020
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
თბილისში მცხოვრები და გაფანტული სკლეროზით დაავადებული მოქალაქეების დაფინანსებაში თბილისის მერია ერთვება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6649718
---
22.01.2020
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 13:45
თებერვლიდან საქართველოს აეროპოტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი. ჩვენივე ინფორმაციით, გიორგი ჩოგოვაძე საქმიანობას, სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტროში გააგრძელებს, თუმცა - რა პოზიციაზე, ჯერჯერობით, უცნობია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6648210
---
ინტერნეტი
23.01.2020
გრიპის ვირუსის მორიგი მსხვერპლი - ზუგდიდში 22 წლის გოგო დაღუპა
---
23.01.2020
"აფთიაქებში საჭირო მედიკამენტი არ არის და ძებნაში გადის თვეები" - რატომ ვერ სარგებლობენ პაციენტები იაფი წამლების სახელმწიფო პროგრამით?
---
23.01.2020
მოქალაქეებმა, რომლებმაც ბოლო 2 კვირაში ჩინეთში იმოგზაურეს და გარკვეული სიმპტომები აღენიშნებათ, დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სამოქმედო გეგმის 2 ვერსია შეიმუშავეს. პირველი საინფორმაციო ხასიათისაა და მისი განხორციელება უკვე დღეიდან დაიწყება, შემუშავებულია ასევე გრძელვადიანი გეგმაც.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანებმა ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმოგზაურა და მას ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართოს. „წარდგა გეგმის ორი ვერსია, ერთი გადაუდებელი ღონისძიებები, რაც უკვე დღეიდან უნდა განხორციელდეს ქვეყანაში და ასევე, ხანგრძლივვადიანი გეგმის ძირითად პრინციპებზე შევჯერდით. გადაუდებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ძირითადად გვექნება საინფორმაციო ღონისძიებები. საქართველოს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვრებზე დაიდგმება ბანერები, ვეცდებით, რომ ეს იყოს სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და ჩინურად. ჩინეთიდან და ვუჰანის ქალაქიდან, შესაბამისი პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებს მიეცემათ ინფორმაცია, რომ თუ აქვთ სიმპტომები და ეს სიმპტომები იქნება ჩამოთვლილი, ვის უნდა მიმართონ და სად უნდა დარეკონ. ეს იქნება გადაუდებელი ღონისძიება. იგივე ინფორმაცია მიეცემა ჩინეთის საელჩოს, რადგან ენის ბარიერია ხოლმე ხშირად ცხელ ხაზზე დარეკვისას, ინფორმაცია მიეწოდებათ სასწრაფოდ ექიმებს, გამოიყო ძირითადად რამდენიმე საავადმყოფო, სადაც ამ ტიპის ადამიანები უნდა მოთავსდნენ, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის: თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები. მათ მიეცემათ დამატებით ინფორმაცია დღევანდელი ეპიდსიტუაციის და ასეთი ავადმყოფების მართვის შესახებ. ასევე, ხდება მარაგების კონსოლიდაცია, რაც საჭიროა ამ ტიპის ავადმყოფების მართვისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ასევე ხანგრძლივვადიანი გეგმაზე, თუ მოხდა და განვითარდა ეპიდემია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში. „გუშინ გაიმართა ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრა, რომელმაც ვერ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, ინფორმაცია ასეთი, რომ გამოცხადდეს როგორც მაღალი საგანგებო საერთაშორისო მდგომარეობა ამის მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს და ამიტომ დღეს აგრძელებენ დისკუსიას. დღის ბოლოს ან გვიან იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. პირველი ნაბიჯები რაც საინფორმაციო ხასიათისაა, უკვე დღეიდან და ხვალიდან გადაუდმევა ქვეყანაში. რაც შეეხება სიმპტომებს, ეს სიმპტომები არის ძირითადად, რაც ახასიათებს რესპირატორულ ინფექციას, ანუ მაღალი ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ადამიანებზე, ვინც ჩინეთში, განსაკუთრებით ვუჰანში ბოლო 2 კვირის განმავლობაში იყო. თუ მათ ეწყებათ სიმპტომები, უნდა მიმართონ შემდგომი დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
23.01.2020
მედიასაშუალება: http://kvira.ge/534039?fbclid=IwAR3S_Dso40yH41IclykE6lPCHqxN5RanActDkbX_NwC_fZTfjqyQ_3bB_3Q
თამარ გაბუნია კორონავირუსზე: განგაშის საფუძველი არ არსებობს, სიტუაცია კონტროლირებადია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საქართველოში ე.წ. ჩინური ვირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქვეყანაში განგაშის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. “ინფექციურ საავადმყოფოებში არსებობს ბოქსირებული პალატები და ამ პალატების მზაობა არის, რაც ერთ-ერთი ეფექტური გზა იმისა, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ. დღეს, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი, მზაობის რეჟიმში. ყოველ წუთას ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონტაქტის საფუძველზე დამატებით ინფორმაციას. როგორც კი გვექნება დამატებითი, განსხვავებული ქმედების შესახებ მითითება, რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს მზაობა იმისთვის, რომ ამ მითითებებს მივყვეთ. დღეს, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ არანაირად განგაში საფუძველი არ არსებობს. სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. მივმართოთ ინფექციის კონტროლის ზოგად ზომებს, ხელის დაბანა, კონტაქტების თავიდან არიდება და ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ საყურადღებოა ის, რომ თუ სიმპტომი, ზოგადი რესპირაციული ინფექციის ადამიანს ექნება და მან იმოგზაურა რეგიონებში, რომელიც მუდმივად კონტროლის ქვეშ არის და ამის შესახებ ცხადდება საინფორმაციო საშუალებებით, იყვნენ ყურადღებით და მიმართონ ინფექციურ საავადმყოფოს”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, ჩინეთში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვმა 17-ს მიაღწია, დაავადებულია 571 ადამიანი, მათგან 95 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
---
23.01.2020
სილვიუ დომენტე - კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მგზავრობის ან ვაჭრობის შეზღუდვის რეკომენდაცია ჯერ არ გაუცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში და მის ფარგლებს გარეთ ვითარებას ძალიან ყურადღებით აკვირდება , – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა. როგორც სილვიუ დომენტემ აღნიშნა, გუშინ ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც კორონავირუსზე იმსჯელეს. „სხდომის მიზანი იყო სიტუაციის გაანალიზება და გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, გამოცხადდეს თუ არა საგანგებო მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე. კომიტეტის წევრებმა მოისმინეს ანგარიშები, ასევე მიიღეს ინფორმაცია ჩინეთის ხელისუფლებისგან და სხვა ქვეყნების მთავრობებისგან, სადაც ვირუსი გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისია ჩინეთში განაგრძობს ადგილზე მუშაობას. სამწუხაროდ, გუშინ მიღებული ინფორმაცია არ იყო სრულად საკმარისი საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად. საჭიროა დამატებითი ინფორმაცია და ის გროვდება. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კომიტეტი დღეს კვლავ გამართავს სხდომას მიღებული დამატებითი ინფორმაციის გასაანალიზებლად. შესაძლოა, დღეს ჩვენ გვქონდეს საბოლოო გადაწყვეტილება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში და მის ფარგლებს გარეთ ვითარებას ძალიან ყურადღებით აკვირდება“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყნები მოემზადონ ჯანმრთელობის კუთხით საერთაშორისო დონეზე შესაძლო საგანგებო მდგომარეობისთვის. „ქვეყნები მზად უნდა იყვნენ ვირუსის შესაძლო გავრცელებისთვის, რაც გულისხმობს მათი ლაბორატორიების, ჯანდაცვის დაწესებულებების, მედპერსონალის პოტენციალის, მგზავრთა მიმღები პუნქტების – აეროპორტების, პორტების შემოწმებას და ა.შ. ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის მგზავრობის ან ვაჭრობის შეზღუდვის რაიმე სახის რეკომენდაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ გაუცია“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.
---
23.01.2020
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ახალ კორონავირუსზე - ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოემზადოს და შეამოწმოს თავისი შესაძლებლობები
ამ დროისთვის, ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოემზადოს და შეამოწმოს თავისი შესაძლებლობები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სილვიუ დომენტემ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. „ეს კორონავირუსია და ჩვენ ვიცით კორონავირუსმა წარსულში მრავალი პრობლემა შექნა, მე ვგულისხმობს მწვავე რესპირატორულ ვირუსს, თუ გახსოვთ. ის პოტენციურად საშიშია, მაგრამ რადგან არ გვაქვს სრული ინფორმაცია, ვახდენთ სიტუაციის მონიტორინგს, რომ ვიპოვოთ პრობლემის მოგვარების გზები. ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოემზადოს და შეამოწმოს თავისი შესაძლებლობები. ამ დროისთვის მოგზაურობის და ვაჭრობის შეზღუდვების რეკომენდაცია არ გაცემულა. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია“,-განაცხადა დომენტემ. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ისაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობის გაგრძელებაზეც. „გუშინ კომიტეტმა მოუსმინა ჩინეთის მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციას, ასევე ინფორმაციას, რომელიც მიიღო სხვა ქვეყნებიდან. ინფექციის იდენტიფიცირება მოხდა. სპეციალური მისია კვლავ მუშაობს ადგილზე, ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ, ცნობები, რომელიც გუშინ მივიღეთ, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მომხდარიყო საბოლოო დასკვნების გამიოტანა. გადაწყვეტილება არის იმგვარი, რომ დღეს კომისია კვლავ გამართავს შეხვედრას, რომ მოახდინოს დამატებითი ინფორმაციის ანალიზი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მსოფლიო ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა უნდა კონცენტრირდეს მზაობაზე, მიიღოს მოსამზადებელი ზომები აეროპორტებში, პორტებში“,-განაცხადა დომენტემ.
---
23.01.2020
მედიასაშუალება: https://knews.ge/?p=44513
თელავში, ყამბარაშვილის კლინიკის თანამშრომლების ნაწილი მეოთხე თვეა ხელფასის გარეშეა დარჩენილი
თელავში, ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის თანამშრომლების ნაწილს ოთხი თვეა კუთვნილი ხელფასი არ მიუღია. მედ-პერსონალი ამ საკითხზე ღიად საუბარს თავს არიდებს და საჯარო გამოჩენას ერიდება. თავად კლინიკის დირექტორი კი პრობლემის არსებობას ადასტურებს და განმარტავს, რომ დაწესებულებაში ხელფასის გაცემა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან შესულ თანხებზეა დამოკიდებული. ,,ჩვენთან შემოსავლის 95% საყოველთაო ჯანდაცვიდან შემოსული თანხაა. ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული გვაქვს აგვისტოს თვის თანხა. სანიტრებს, ვისაც მცირე ანაზღაურება აქვს, დეკემბრის თვის ხელფასი გავუსტუმრეთ. იანვრის თვის ხელფასს ჩემი თანამშრომლები აპრილის ბოლოს აიღებენ”,– განაცხადა ავთანდილ ყამბარაშვილმა. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული თანხა კლინიკებს სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ კანონით განსაზღვრულ ვადაში ერიცხებათ.
---
22.01.2020
მედიასაშუალება: http://newpress.ge/daavadeba-yuradsarebia-aucileblad-didi-imedi-gvaqvs-rom-swrafad-moxdeba-kupireba
"დაავადება ყურადსაღებია აუცილებლად, იმედი გვაქვს, რომ სწრაფად მოხდება კუპირება"
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში აღნიშნული ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია, მაგრამ თეორიულად გავრცელების საშიშროება მაინც არსებობს. „დღევანდელი ინფორმაციით, დაფიქსირებულია დაახლოებით 300-მდე შემთხვევა და აქედან 6 ლეტალურად დასრულდა. დაავადება აღინიშნა ვუჰანის ნაწილში, სადაც თევზეულით მოვაჭრეთა ნაწილია განთავსებული. დღევანდელი რიცხვით შემთხვევები ექსპორტირებულია უკვე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის: ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. დადგინდა ასევე, რომ ხდება გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე და ძირითადი კლინიკური გამოხატულება ამ ვირუსის მიერ გამოწვეული დაავადებისა არის ანალოგი ნებისმიერი რესპირატორული ინფექციით გამოწვეული დაავადების - ხველა, თავის ტკივილი, ცხელება და სუნთქვის გაძნელება. ამას გარდა, მიმდინარეობს ხშირად გართულებით, როგორიც ფილტვების ანთებაა. დღევანდელი მაჩვენებლით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ია“, - ამბობს გამყრელიძე. ის ასევე აღნიშნავს, რომ ლეტალური მაჩვენებელი 50 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფშია და თითქმის ყველა შემთხვევაში ადგილი აქვს თანმდევ მძიმე ქრონიკულ დაავადებას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში იქნება საგანგებო კომიტეტის სხდომა, სადაც გაანალიზდება არსებული მონაცემები და კომიტეტი მიიღებს რეკომენდაციებს ქვეყნებისადმი. „დღეს არ არსებობს არავითარი აკრძალვა, რაიმე სახის მოგზაურობებზე ამ ქვეყნებში ან ქვეყნებიდან, არც სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით, გარდა ჩრდილოეთ კორეისა. დღევანდელ სხდომაზე ალბათ ბევრი სხვა რეკომენდაციები გაჟღერდება. დაავადება ყურადსაღებია აუცილებლად, დიდი იმედი გვაქვს, რომ სწრაფად მოხდება კუპირება. თუმცა მზადყოფნა გლობალურადაც და ჩვენს ქვეყანაშიც უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს უკვე შიდა კონსულტაციები და შიდა სამუშაო გეგმა, თუ რა უნდა განხორციელდეს, რა უნდა გააკეთოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და რა უნდა გაკეთდეს მთლიანად ქვეყანაში. სამინისტროში დანიშნულია თათბირი მინისტრთან და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, სადაც წარვდგებით ჩვენი წინადადებებით და სამინისტროს სტრუქტურებთან ერთად იქნება კოორდინირებული მუშაობა და პასუხი, გადავწყვეტთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
---
22.01.2020
მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/240593-sakartveloshi-am-virusis-gavrcelebis-riski-minimal/
"საქართველოში ამ ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია, მაგრამ მაინც არის" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები ახალ კორონავირუსზე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობისა და დაავადებასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა. დაავადება ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში გაჩნდა და ამიტომ ამირან გამყრელიძემ სწორედ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელიც ვუჰანში მიემგზავრება ან იქ უკვე იმოგზაურა. მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაციები ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდანაა აღებული. „ვინც მიდის ქალაქ ვუჰანში (ხაზს ვუსვამ, არა ყველა ჩინეთში წამსვლელისთვის): მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს, ცხოველებთან კონტაქტს, ცხოველთა ბაზრებსა და ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს, თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს; ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადიზენფექციო საშუალებები; ხანშიშესულმა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოგზაურებმა ვუჰანში გამგზავრებით შესაძლოა, მეტი რისკი შეუქნან თავიანთ ჯანმრთელობას. ხოლო, თუ უკვე იმოგზაურეთ ვუჰანში და გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს, აცნობეთ ექიმს მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ; მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში, დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით, ტანსაცმლის სახელოს ნუ გამოიყენებთ ცემინების და ხველების დროს; სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს ინფექციის კონტროლის სტანდარტული ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში; როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ატიპიური პნევმონიის არავითარი სპეციფიკური მკურნალობა არ არის და აღნიშნული დაავადება სიმპტომურია, სიმძიმის მიხედვით. ასევე გამყრელიძის თქმით, მასთან მიმართებაში ჩვენი ექიმები, ინფექციონისტები კარგად არიან გათვიცნობიერებულები. მან ისაუბრა მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ის ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ ვუჰანში გაჩნდა და აღინიშნება 31 დეკემბრიდან. „დღევანდელი ინფორმაციით, ოფიციალური მონაცემებით (ხაზს ვუსვამ, რადგან ვოპერირებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის დაავადებათ კონტროლის ცენტრის მონცემებით) დაფიქსირებულია დაახლოებით 300-მდე შემთხვევა და აქედან 6 იყო ლეტალური. დაავადება აღინიშნა ვუჰანის ნაწილში, სადაც თევზეულით მოვაჭრეთა ნაწილია განთავსებული. დღევანდელი რიცხვით შემთხვევები ექსპორტირებულია უკვე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის: ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. დადგინდა ასევე, რომ ხდება გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე და ძირითადი კლინიკური გამოხატულება ამ ვირუსის მიერ გამოწვეული დაავადებისა არის ანალოგი ნებისმიერი რესპირატორული ინფექციით გამოწვეული დაავადების - ხველა, თავის ტკივილი, ცხელება და სუნთქვის გაძნელება. ამას გარდა, მიმდინარეობს ხშირად გართულებით, როგორიც ფილტვების ანთებაა. დღევანდელი მაჩვენებლით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ია, 300-იდან 6-ში იყო ლეტალური“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ლეტალური მაჩვენებელი 50 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფშია და თითქმის ყველა შემთხვევაში ადგილი აქვს თანმდევ მძიმე ქრონიკულ დაავადებას. როგორც გაყრელიძემ აღნიშნა, დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში იქნება საგანგებო კომიტეტის სხდომა, სადაც გაანალიზდება არსებული მონაცემები და კომიტეტი მიიღებს რეკომენდაციებს ქვეყნებისადმი. „რაიმე სახის მოგზაურობებზე ამ ქვეყნებში ან ქვეყნებიდან, არც სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით დღეს არ არსებობს არავითარი აკრძალვა, გარდა ჩრდილოეთ კორეისა. დღევანდელ სხდომაზე ალბათ ბევრი სხვა რეკომენდაციები გაჟღერდება. ალბათ, ხვალ გვეცოდინება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომელსაც გაგიზიარებთ. ყურადსაღებია აუცილებლად ეს დაავადება, დიდი იმედი გვაქვს, რომ სწრაფად მოხდება კუპირება. თუმცა მზადყოფნა გლობალურადაც და ჩვენს ქვეყანაშიც უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს უკვე შიდა კონსულტაციები და შიდა სამუშაო გეგმა, თუ რა უნდა განხორციელდეს, რა უნდა გააკეთოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და რა უნდა გაკეთდეს მთლიანად ქვეყანაში. ხვალ, 10 საათზე, სამინისტროში დანიშნულია თათბირი მინისტრთან და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, სადაც წარვდგებით ჩვენი წინადადებებით და სამინისტროს სტრუქტურებთან ერთად იქნება კოორდინირებული მუშაობა და პასუხი, გადავწყვეტთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. საქართველო შორსაა ამ პროვინციისგან და არაა პირდაპირი ფრენები. იქ, სადაც პირდაპირი ფრენებია, დღეს უკვე მიიღება შესაბამისი ზომები აეროპორტებში, ძირითადად, საინფორმაციო, ჩვენც ალბათ ხვალ გადავწყვეტთ და შესაბამის ზომევს დავგეგმავთ. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ე.წ. ალგორითმით, რომელიც მოიცავს მწვანე, ყვითელ და წითელ ზონებს. ჯერჯერობით ვართ მწვანე ზონაში, ანუ, რისკი მინიმალურია, მაგრამ თეორიულად მაინც არის. დაახლოებით ვიცით რამდენი ჩინელი და ჩინეთის მოქალაქე შემოდის საქართველოში, გვყავს მუშახელი, დასაქმებული სხვადასხვა დიდ მშენებლობაზე. ამ და ყველა სხვა საკითხზე შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს და გეგმის მონახაზი ხვალ სამინისტროში შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ
---
22.01.2020
მედიასაშუალება: https://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/31914-saqarthveloshi-koronavirusis-realuri-riski-praqtikulad-ar-arsebobs-paata-imnadze.html
საქართველოში კორონავირუსის რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს. მისი სიტყვებით, საქართველოს არ აქვს პირდაპირი ავიარეისი ქალაქ უხანთან, საიდანაც აღნიშნული ვირუსი გავრცელდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, საქართველო ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების მიხედვით მოქმედებს და რამე ტიპის შეზღუდვაზე რეკომენდაცია ქვეყანას ჯერ არ მიუღია. იმნაძემ დღეს ჟურნალისტებს განუმარტა, რომ კორონავირუსები ვირუსების დიდი ჯგუფია, რომლითაც ადამიანებიც ინფიცირდებიან. მისი თქმით, ეს არის მსუბუქად მიმდინარე რესპირატორული დაავადების გამომწვევი, თუმცა პერიოდულად ჩნდება ახალი კორონავირუსები, რომლებიც ძირითადად, ცხოველებიდან გადადის ადამიანებზე. „მსგავსი შემთხვევა იყო 2002 წელს, როდესაც გავრცელდა კორონავირუსი, რომელსაც ჟურნალისტები ატიპური პნევმონიით მოიხსენიებდნენ, 2012 წელს საუდის არაბეთში აქლემებისგან გადაედო ადამიანებს. ასეთები ხდება ხოლმე, ესეც ახალი ტიპის კორონავირუსია, რომელიც იწვევს გართულებებს, ძირითადად, ფილტვების ანთების მხრივ. გარდაცვალების რამდენიმე ფაქტიც მოჰყვა უკვე ამ ტიპის კორონავირუსს ჩინეთში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. ჩინეთში ახალი ვირუსის დიაგნოზი 440 პაციენტს დაუსვეს. დაავადებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის გარდა, ვირუსი უკვე დაფიქსირდა რამდენიმე ქვეყანაში. მათ შორის აშშ-ში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში.
---
22.01.2020
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/gamqhrelidze-vuhanshi-tsamsvlelebi-moerideth-avadmqhoph-adamianebthn-kontaqts/
გამყრელიძე: ვუჰანში წამსვლელები მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთნ კონტაქტს
“ხშირად დაიბანეთ ხელები, ხოლო მასზე ხელმისაწვდომობის არ ქონის შემთხვევაში, გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სითხეები”,-ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. “ვუჰანში წამსვლელები მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთნ კონტაქტს. ეს არის რეკომენდაცია მხოლოდ ვუჰანში წამსვლელებისთვის, ეს არის იმ პროვინციის დედაქალაქი, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა. ასევე მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს, ცხოველების ბაზრებს და ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს და თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს. ხშირად დაიბანეთ ხელები, ხოლო მასზე ხელმისაწვდომობის არ ქონის შემთხვევაში, გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სითხეები,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ინფორმაციითვე, ცენტრს ჩამოყალიბებული აქვს შიდა სამუშაო გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ქვეყანაში. “ხვალ 10 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში დანიშნულია თათბირი მინისტრთან, სადაც წარვსდგებით ჩვენი წინადადებებით და სამინისტროს სტრუქტურებთან ერთდ, იქნება კოორდინირებული მუშაობა,” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
---
22.01.2020
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=114748
სოზარ სუბარი C ჰეპატიტის პროგრამაზე: ეს იყო უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება
C ჰეპატიტის პროგრამა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა განაცხადა. სუბარის თქმით, პროგრამაზე მსჯელობა არჩილ თალაკვაძესთან ერთად, სახალხო დამცველად მისი მუშაობის პერიოდში დაიწყო და მთავრობას 2-3 თვეში წარედგინა. “არჩილ თალაკვაძემ, რომელიც მაშინ ჩემთან მუშაობდა, მითხრა, რომ ახლა გვქონდა პროგრამის განხორციელების შანსი. მივედით დავით სერგეენკოსთან, რომელმაც გვითხრა, დავიწყოთ ციხეებში ყველა პატიმრის უფასო მკურნალობა და პროგრამაზე მუშაობა. ამ სფეროში აქტიური არასამთავრობოები არ იჯერებდნენ, რომ ხელისუფლება იქით სთხოვდა დახმარებას. როცა მთავრობას არჩილთან ერთად პროგრამა წარვუდგინეთ, გაოცებული ვიყავი, ბატონმა ბიძინამ იმდენად ღრმად იცოდა პრობლემის ნიუანსები. მისი ბოლო კითხვა იყო, იცოდა თუ არა პროგრამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ, რაზეც ვუპასუხეთ, რომ იგი პროგრამის ერთ-ერთი ავტორი იყო. ერთი კვირა მოგვცა იმისთვის, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო პროგრამა ქვეყნის მასშტაბით. დავით სერგეენკოსთან ერთად დავიწყეთ მუშაობა პრობლემაზე, რომელთან შეჭიდება წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა და ეს იყო უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. პატიმარს რომ ზუსტად სცოდნოდა, რომ აქვს C ჰეპატიტი, ის ვერ წავიდოდა სტრასბურგში, იმიტომ, რომ ვერ ექნებოდა ამის საბუთი. ეს იყო აკრძალული. სტრასბურგში ქართველი პატიმრის მიერ მოგებული საქმე არის „ნაციონალური მოძრაობის“ ცინიზმის კლასიკური გამოხატულება. მათ დაავალეს სახელმწიფოს, რომ პატიმრისთვის გვემკურნალა, ხელისუფლებამ კი ის გაათავისუფლა და სტრასბურგის სასამართლოს მისწერა, რომ ასეთი პატიმარი არ არსებობს. გამოკვლევა ჩაუტარდა ყველა პატიმარს და შედეგი იყო თავზარდამცემი – 49,5%, ანუ ყოველი მეორე პატიმარი დაავადებული იყო. განსაკუთრებით მაღალი იყო ქალთა დაწესებულებაში, სადაც დაავადებულთა რაოდენობა 60%-მდე აღწევდა”, – განაცხადა სუბარმა.
---
22.01.2020
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/deputati-quotjandacvis-ministrs-albat-hgonia-rom-sabchota-kavshiris-droindeli-ministriaquot/47451/
დეპუტატი: "ჯანდაცვის მინისტრს ალბათ ჰგონია, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი მინისტრია"
"როგორც ჩანს, ჯანდაცვის მინისტრს ალბათ ჰგონია, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი მინისტრია", - ამის შესახებ „საქმის კურსის“ ეთერში, პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილეა ლევან კობერიძემ განაცხადა. კობერიძემ გადაცემაში ისაუბრა იმ მიმართვაზე, რომლითაც ფრაქციამ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა. წერილით დეპუტატები პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტზე მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მისვლას ითხოვენ. „ერთადერთი შეხვედრა, რომელიც ეკატერინე ტიკარაძემ გამართა სამედიცინო სექტორთან, 2019 წლის ბოლოს იყო; მან აღიარა, რომ გარკვეული შეცდომები იყო სამინისტროს მხრიდან დაშვებული. მინდა გითხრათ, რომ იყო მცდელობა, რომ საკმაოდ იმპერატიული ტორნით წარმართულიყო შეხვედრა და სექტორზე ზეწოლის ფაქტებსაც შეიცავდა მისი განცხადებები. მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას და მინისტრს, როგორც ჩანს, ჰგონია, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი მინისტრია, რომ იტყოდა და ყველა კარი იღებოდა მინისტრის წინ და კერძო სექტორი არ არსებობდა“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
---
22.01.2020
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=114732
დავით სერგეენკო: როდესაც სუბარმა და თალაკვაძემ C ჰეპატიტის პროგრამაზე მუშაობა დაიწყეს, ოპტიმისტურად არ ვუყურებდი, თუმცა...
საქართველომ 2014 წელს მსოფლიოს ყურადღება მიიქცია როგორც ქვეყანამ, სადაც უკვე მიმდინარეობდა მუშაობა ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით, - ამის შესახებ გადაცემა „არენაში“ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, 2013 წელი უკიდურესად დინამიკური იყო ჰეპატიტთან მიმართებაში. „ცალსახად მინდა გითხრათ, რომ მაშინ ვერ ვაცნობიერებდი ამ პროგრამის კომპლექსურობას. როდესაც გაზაფხულზე სოზარ სუბარმა და არჩილ თალაკვაძემ ამ პროგრამაზე მუშაობა დაიწყეს, მე მთლად ოპტიმისტურად არ ვუყურებდი. თუმცა ამ პროექტმა ძალიან მალე მოგვცა შედეგი. ამ მედიკამენტზე კონსოლიდირებულმა შესყიდვამ ჩვენ საშუალება მოგვცა, 60% ჩამოგვეწია ფასი დანარჩენი მოსახლეობისთვის. უკვე ზაფხულში პრემიერისგან მივიღეთ დავალება, რომ ეს პრობლემა მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოგვარდეს. მაშინ ჩემთვის ძალიან რთული წარმოსადგენი იყო ამ ამოცანის კონტურები, იმიტომ, რომ პირდაპირი მოქმედების მედიკამენტი „სოვალდი“ 2013 წლის დეკემბერში გამოვიდა. ჩვენ ვიცოდით, რომ გამოდიოდა რაღაც პრეპარატი, რომლის ერთი კურსიც 84 000 დოლარი ღირდა, მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი კი საშუალოდ 80% იყო. 2014 წლის დასაწყისში გლობალურ ჯანდაცვაში ამ დაავადების ელიმინაციაზე ზრუნვის ახალი შესაძლებლობა გაჩნდა. საქართველომ 2014 წლის დასაწყისში მიიქცია მსოფლიო ყურადღება ორი ფაქტორით: როგორც ქვეყანამ, სადაც უკვე არსებობდნენ ექიმები და მეცნიერები მაღალი მიღწევებით შიდსის მართვაში და სადაც არა მხოლოდ პრიორიტეტად გამოცხადდა, არამედ უკვე მიმდინარეობდა მუშაობა ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით“, - განაცხადა სერგეენკომ.
---
22.01.2020
დავით სერგეენკო: როდესაც სუბარმა და თალაკვაძემ C ჰეპატიტის პროგრამაზე მუშაობა დაიწყეს, მე მთლად ოპტიმისტურად არ ვუყურებდი, თუმცა ამ პროექტმა ძალიან მალე მოგვცა შედეგი
საქართველომ 2014 წლის დასაწყისში მიიქცია მსოფლიოს ყურადღება ორი ფაქტორით: როგორც ქვეყანამ, სადაც უკვე არსებობდნენ ექიმები და მეცნიერები მაღალი მიღწევებით შიდსის მართვაში და სადაც არა მხოლოდ პრიორიტეტად გამოცხადდა, არამედ უკვე მიმდინარეობდა მუშაობა ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით, - ამის შესახებ გადაცემაში „არენა" ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, 2013 წელი უკიდურესად დინამიური იყო ჰეპატიტთან მიმართებაში. „ცალსახად მინდა გითხრათ, რომ მაშინ ვერ ვაცნობიერებდი ამ პროგრამის კომპლექსურობას. როდესაც გაზაფხულზე სოზარ სუბარმა და არჩილ თალაკვაძემ ამ პროგრამაზე მუშაობა დაიწყეს, მე მთლად ოპტიმისტურად არ ვუყურებდი. თუმცა ამ პროექტმა ძალიან მალე მოგვცა შედეგი. ამ მედიკამენტზე კონსოლიდირებულმა შესყიდვამ ჩვენ საშუალება მოგვცა 60% ჩამოგვეწია ფასი დანარჩენი მოსახლეობისთვის. უკვე ზაფხულში პრემიერისგან მივიღეთ დავალება, რომ ეს პრობლემა მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოგვარდეს. მაშინ ჩემთვის ძალიან რთული წარმოსადგენი იყო ამ ამოცანის კონტურები, იმიტომ, რომ პირდაპირი მოქმედების მედიკამენტი „სოვალდი" 2013 წლის დეკემბერში გამოვიდა. ჩვენ ვიცოდით, რომ გამოდიოდა რაღაც პრეპარატი, რომლის ერთი კურსიც 84 000 დოლარი ღირდა, მისი ეფექტიანობის კოეფიციენტი კი საშუალოდ 80% იყო. 2014 წლის დასაწყისში გლობალურ ჯანდაცვაში ამ დაავადების ელიმინაციაზე ზრუნვის ახალი შესაძლებლობა გაჩნდა. საქართველომ 2014 წლის დასაწყისში მიიქცია მსოფლიო ყურადღება ორი ფაქტორით: როგორც ქვეყანამ, სადაც უკვე არსებობდნენ ექიმები და მეცნიერები მაღალი მიღწევებით შიდსის მართვაში და სადაც არა მხოლოდ პრიორიტეტად გამოცხადდა, არამედ უკვე მიმდინარეობდა მუშაობა ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით", - განაცხადა სერგეენკომ.
---
22.01.2020
მედიასაშუალება: http://kvira.ge/533797
გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის ადვოკატები: ჰოსპიტლის წარმომადგენლები ემზადებიან, გააყალბონ დოკუმენტები
ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი გარდაცვლილი პაციენტის, 40 წლის მანუჩარ მაღლაფერიძის ოჯახს სამედიცინო ისტორიას, დოკუმენტაციას არ აწვდის, – ამის შესახებ ოჯახის ადვოკატებმა გაიოზ ჩარკვიანმა და მაია ნიკოლაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. გაიოზ ჩარკვიანის თქმით, კლინიკამ გარდაცვლილის მეუღლეს დოკუმენტაციის გაცემაზე უარი იმ საფუძვლით უთხრა, რომ ისინი სამოქალაქო ქორწინებაში არ იყვნენ. ადვოკატი ვარაუდობს, რომ კლინიკა დოკუმენტაციის გაყალბებას ცდილობს და დროის მოგება სურს. „ვითხოვდით დოკუმენტაციას, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რა პროცედურები ჩაუტარდა პაციენტს, რომ სამართლებრივი პროცედურები წარგვემართა, თუნდაც ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიგვემართა, დაგვენიშნა სამედიცინო ექსპერტიზები და ა.შ. ადვოკატებს გვითხრეს უარი. მეუღლესაც უარი უთხრეს დოკუმენტაციის გადაცემაზე, მივიტანეთ ჯვრისწერის მოწმობის ასლი, პირადობის მოწმობის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. სამოქალაქო ქორწინებაში არ იყვნენ, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული კონკორდატის თანახმად, სახელმწიფო აღიარებს ჯვრისწერას. არსებობს ვარაუდი, რომ ჰოსპიტლის წარმომადგენლები ემზადებიან, გააყალბონ და ფალსიფიცირება გაუკეთონ დოკუმენტებს . აქედანვე მინდა, მივმართო პროკურატურას, ჯანდაცვის სამინისტროს, რომ აღნიშნული საქმე კონტროლზე აიყვანონ“, – განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ, რის გამოც 40 წლის პაციენტი, მანუჩარ მაღლაფერიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებმა, მეუღლემ ლელა ლომაძემ და დეიდამ ლეილა ლაბაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადეს. როგორც მაღლაფერიძის დეიდამ, ლეილა ლაბაძემ განაცხადა, პაციენტი კლინიკაში 9 დეკემბერს მაღალი სიცხით მიიყვანეს. ექიმების დიაგნოზით მას პნევმონია სჭირდა, რის გამოც კლინიკაში დააწვინეს. როგორც ლაბაძე ყვება, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა, ექიმები აცხადებდნენ, რომ მაღლაფერიძეს სიცოცხლისთვის სახიფათო სიმპტომები არ აღენიშნებოდა.
---
22.01.2020
მედიასაშუალება:
22.01.2020
მედიასაშუალება:
22.01.2020
მედიასაშუალება:
22.01.2020
მედიასაშუალება:
22.01.2020
მედიასაშუალება:
22.01.2020
მედიასაშუალება:
22.01.2020
მედიასაშუალება:
22.01.2020
მედიასაშუალება:
ბეჭდვითი მედია
23.01.2020
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ნინო ბაშარული ჯანდაცვის სამინისტროს აკრიტიკებს
მომღერალი ნინო ბაშარული საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აკრიტიკებს და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მეტი ზრუნვისკენ მოუწოდებს: _ ჯანდაცვის სამინისტროვ! ბიჭებო, მესმის, რომ ყველა სამინისტროსთვის და თქვენც არ ხართ გამონაკლისი, ფული მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც უმრავლესობას გმართავთ. მიუხედავად ბევრი სიკეთისა, უამრავი პროგ რამისა, იქნებ გააუმჯობესოთ მდგომარეობა საქართველოში? მართლა ვწყდებით ნელნელა და მრცხვენია, რომ უცხოეთიდან გვიწევს გადასარჩენი რეკომენდაციების და კონსულტაციების მოსმენა! ყოველ ნაბიჯზე კლინიკა, კავშირგაბმულობის მავთულ ხლართები, რადიაციები, სოლარიუმის ჯანდაბა აპარატებიო და ქვეყანაში შემოთრეული გენმოდიფიცირებული საკვები, რომელშიც ჩემპიონი თურქეთია?! პათეტიკურად გაოგნებული ფორმით რომ მოგვმართავენ თურქეთის წამყვანი კლინიკიდან, თითქოს მთავარი მიზეზი არ იცოდნენ, ზუსტად რომ მათი საკვებია მიზეზი, ამდენი სიმსივნიანი რომ ადგება მათ კარს საქართველოდან! რაც მშვენივრად აწყობთ, რადგან ბიზნესი ბიზნესია! აბა, სხვა რომელი ქვეყანაა ისეთი გულღია და მხარგაშლილი, სხვა რომელი იღებს ამდენ ნაგავს ამ ქვეყნიდან, როგორც ჩვენ? თვითონ კი ბიოლო გიურად სუფთა პროდუქტი გააქვთ ჩვენი ზედმეტად გულკეთილი ქვეყნიდან. ჰაერიც, რასაკვირველია, დაბინძურდა ტროცკის დროინდელი, გაუმართავი მანქანებისგან, მაგრამ სასაცი ლო ისაა, რომ მათ კი არა, თქვენ უნდა მოიწვიოთ კონფერენცია, თქვენ უნდა დასვათ საკითხი(ები), თქვენ უნდა იშრომოთ ფუტკრებივით და შექმნათ ჯანსაღი გარემო ჩვენს ქვეყანაში! რატომ ალაპარაკებთ ამდენს თურქეთიდან და არა მარტო, სხვა ქვეყნებიდანაც გვარი გებენ ჭკუას! ნეტავ რატომ?! თქვენ რას წარმოადგენთ? არაფერს?!
---
23.01.2020
მედიასაშუალება: რეზონანსი
ახალმა საშიშმა ვირუსმა ამერიკაში შეაღწია და სწრაფად ვრცელდა, რა ემუქრება საქართველოს?
ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 440 შემთხვევა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც დაავადება გავრცელდა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში, ტაილანდში,სამხრეთ კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ექიმების თქმით, ადამიანიდან ადამიანზე სასუნთქი გზებით ვირუსის გადადების რამდენიმე შემთხვევა უკვე დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს. პაატა იმნაძის განმარტებით, კორონავირუსები ვირუსების დიდი ჯგუფია და პერიოდულად ახალი კორონავირუსები ჩნდება, რომლებიც ადამიანებზე ძირითადად ცხოველებიდან გადადის. "დღესდღეობით, რამე რეკომენდაციები ჩინეთთან მგზავრობის ან სავაჭრო შეზღუდვაზე არ არსებობს. ჩრდილოეთ კორეას ვერ დავემსგავსებით, რომელმაც ყველა ტურისტისთვის დაკეტა საზღვარი. ჩვენთან რეალური რისკი, პრაქტიკულად, არ არსებობს, რადგან უხანთან პირდაპირი რეისები არ გვაქვს. პარიზში ყოველდღიური რეისებია და იქ ჯერ არაფერს აკეთებენ, ლონდონში კვირაში სამი რეისია, რომშიც - იქ არ არის პანიკა და მგონი, ჩვენთან გადაჭარბებულია ამის პანიკური შიში", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
---
23.01.2020
მედიასაშუალება: რეზონანსი
მომაკვდინებელი ვირუსი ჩინეთში - საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქ უხანში გამგზავრებისაგან, - ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ „კორონავირუსთან" დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქ უხანში (Wuhan) გამგზავრებისგან, ვინაიდან ქალაქი უხანი წარმოადგენს ინფექციის კერას. გაცნობებთ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც „უმაღლესი". აღნიშნულთან დაკავშირებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. ამასთან, საელჩოს ინფორმაციით, ამჟამად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის აკრძალვა დაწესებული არ არის. უწყება საელჩოს ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერსაც აქვეყნებს, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში ჩინეთში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდნენ: +86 13716877635
---
23.01.2020
მედიასაშუალება: რეზონანსი
ე.წ. ჩინური ვირუსის გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა - ავსტრალია, იაპონია, ტაილანდი და სამხრეთ კორეა
ხალი ვირუსის გავრცელების შემდეგ პეკინიდან თბილისში პირველი რეისი ჩამოფრინდა. ჩამოსული მგზავრების თქმით, მათ თბილისის აეროპორტში დამატებითი შემოწმება არ გაუვლიათ, თუმცა ჩინეთის საზღვარზე მსგავსი შემოწმება რეგულარულად ხდება. ვიზიტორთა ნაწილს ვირუსის შესახებ არც კი სმენია, ნაწილი კი აცხადებს, რომ ინფორმირებულია, მგზავრობამდე ექიმთან თავისი ნებით მივიდა და დარწმუნდა, რომ ჯანმრთელია. საქართველოში მგზავრების შემოწმების აუცილებლობა ჯერ არ არსებობს, ამისათვის დაავადებათა კონტროლის ცენტრში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდებიან. საერთაშორისო ექსპერტები კი ხვალ ჟენევაში საგანგებო შეხვედრას გამართავენ, სადაც გაარკვევენ, გამოცხადდეს თუ არა საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებული მდგომარეობა. მათ დღეს ჩინეთიდან საგანგაშო ინფორმაცია მიიღეს, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით ვრცელდება. "ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი ნამდვილად დადასტურდა. ამ ეტაპზე ინფიცირებულთა უმრავლესობა ქალაქ უხანის მკვიდრია. გუანდუნიოს პროვინციაში კი ორ ადამიანს ვირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო. გარდა ამისა, ვირუსით დაავადებულია სამედიცინო პერსონალის რამდენიმე წევრიც, რაც ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის ფაქტზე მეტყველებს," - აცხადებს ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი ჟონგ ნანშანი. მოქალაქეების დაცვის მიზნით, უხანის ხელისუფლებამ მასობრივი ტურიზმი აკრძალა. კერძოდ, ქალაქის მკვიდრებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალებათ. თუმცა, დაავადების ახალი შტამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი უკვე გაფართოვდა. ვირუსი, ჩინეთის გარდა, იმ ქვეყნებში დაფიქსირდა, რომელთაც პირდაპირი მიმოსვლა აქვთ ჰუბეის პროვინციასთან. ვირუსის შემთხვევები ავსტრალიაში, იაპონიაში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაშიც დაფიქსირდა. ახალი ვირუსით ინფიცირებულთა 300-ზე მეტი შემთხვევა ლაბორატორიულად უკვე დადასტურდა. ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერები კი ამბობენ, რომ დაავადებულთა რეალური რიცხვი 1700-ს აღწევს. უცნობი დაავადებით უკვე 6 ადამიანი დაიღუპა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე შეერთებულ შტატებში მუშაობა დაიწყეს.
---