From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-22.11.2019
Received On : 22.11.2019 08:55
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 22.11.2019

 

ტელევიზია

22.11.2019                                  

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

ჭარბი წონის სამკურნალო ოპერაციებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ დააფინანსებს. ამ ცვლილებას მთავრობუის დადგენილება ითვალისწინებს. მინისტრის მაოდგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ეს ოპერაციები ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად კეთდებოდა, იმ დროს, როდესაც, მსოფლიო სტანდარტით, მსგავსი ქირურგიული ჩარევები დაშვებულია მხოლოდ მძიმე სიმსუქნის შემთხვევაში, როდესაც ოპერაციის სარგებლიანობა აღემატება რისკს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6480106

---  

 

22.11.2019                                    

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

როცა დედაქალაქში მის წამყვან კლინიკაში ექიმს და წამყვან ნეიროქირურგს გალახავენ და ამას არც ჯანდაცვის სამინისტრო და არც ქალაქის სამსახური არც მოიკითხავს, მგონია, რომ აქ ნათელია ყველაფერი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6480094

---

 

22.11.2019                                    

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 09:00

ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის პოლიტიზირება, ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია. მთელი პროცესი მიმართულია იქითკენ, რომ დაკავებული ექიმი უპირობოდ გათავისუფლდეს - მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დეტალები გაფრინდაშვილის ოჯახს სახელმწიფო მინისტრმა მიაწოდა. ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება არანაირი ფორმით არ აპირებს ე.წ. სამართლებრივ პროცესებში შესვლას და პირველ რიგში სწორედ დაკავებულის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6480040

---

 

22.11.2019                                    

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

ყველა კიდევ ერთხელ ვითხოვთ თავისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილისთვის, ექიმისთვის, რომელიც 9 ნოემბრის შემდგომ დატუსაღებულია ცხინვალის იზოლატორში. ვაჟა გაფრინდაშვილის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ თუ არა პოლიტიკურ თანამდებობებს წარმოადგენენ და უბრალოდ მოქალაქეები არიან, უერთდებიან იმ საერთო სოლიდარობას, რომელიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სწორედ ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლების მოწოდებას ეხება. ქეთევან ციხელაშვილი უკანონოდ დაკავებული ექიმის მეუღლესა და ქალიშვილებს კიდევ ერთხელ შეხვდა. ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, დაკავებულმა ექიმმა დაკითხვისას თქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება სქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6479931

---

 

21.11.2019                                    

არხი:   I არხი

გადაცემა:  მოამბე 21:00

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმა ისევ სადავოა. კლინიკების დიდი ნაწილი ერთიან სატარიფო სქემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და ამტკიცებს, რომ რეფორმა მათთან შეთანხმებული არ ყოფილა. საუბარია გეგმაზე, რომლის მიხედვით საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სამედიცინო სერვისების ფასები ყველა კლინიკაში თანაბარი იქნება და კონკრეტული საავადმყოფო მას საკუთარი ნებით ვეღარ გაზრდის. ახალი რეგულაცია პირველ ეტაპზე კარდიოლოგიის და რეანიმაციის მიმართულებით ამოქმედდა. ჯერ უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა სამინისტრო კლინიკების თხოვნას და შეუთანხმებს თუ არა სხვა სფეროებში მათ ტარიფებს. ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი წერილობითი პასუხი მწვავე იყო. უწყება საავადმყოფოებში სერვისების ხარისხის კონტროლის გამკაცრებასაც აანონსებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6479702

იმედი - ქრონიკა 20:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6479718

I არხი - მოამბე 18:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6479452

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6478580

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6479083       

ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6479324

---

 

21.11.2019                                    

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  საქმის კურსი 17:45

ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში ტელე მედიცინის პირველი მოწყობილობა წარადგინა. მისი საშუალებით მარტივად, უმოკლეს დროში სამედიცინო კვლევის ჩატარება პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ, მონაცემების მირება და შენახვა, დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა იქნება შესაძლებელი. აპარატი დისტანციურად შეძლებს რამდნეიმე დღიანი პროცედურის რამდენიმე წუთში ჩატარებას და თვითღირებულებას თითქმის 20-ჯერ შეამცირებს.]

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6479338

---

 

21.11.2019                                    

არხი:   მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 21:00

მედიკამენტები საქართველოში სულ უფრო მიუწვდომელი ხდება, ბოლო პერიოდში პრეპარატები კიდევ 10%-ით გაძვირდა. მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი წამლები რომლებსაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობა მოიხმარს. შექმნილ სიტუაციში გაღატაკებული ხალხი ხშირ შემთხვევაში ვერ ყიდულობს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრეპარატებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6479673

---

 

21.11.2019                                    

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  საქმის კურსი 17:45

ჭარბი წონის სამკურნალო ოპერაციებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ დააფინანსებს. შესაბამის ცვლილებას მთავრობის 520 -ე დადგენილება ითვალისწინებს. როგორც პირველ არხთან ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განმარტა, ანალიზის შედეგად აღმოჩნდა რომ აღნიშნული ოპერაციები ხშირ შემთხხვევაში არამიზნობრივად კეთდებოდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6479347

---

 

21.11.2019

არხი:   პალიტრა ტვ

გადაცემა:   პალიტრა ნიუს 12:00

2 თვეზე მეტია რაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გაფართოვდა. პროგრამის მეშვეობით ასაკით პენსიონერებს და შშმ პირებს 23 მედიკამენტის 50-დან 87%-მდე ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობა აქვთ, თუმცა მომხმარებელთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ექიმის მიერ დანიშნული წამლები ჯანდაცვის სამინისტროს ჩამონათვალ წამწამებს არ ემთხვევა. შედეგად მათ, ან დანიშნულების თვითნებურად შეცვლა ან პროგრამაზე უარის თქმა უწევთ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6478476

---

 

21.11.2019                                    

არხი:   პალიტრა ტვ

გადაცემა:   პალიტრა ნიუს 16:00

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძესა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6479249           

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6478133

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6478429

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6477805

---

 

21.11.2019                                    

არხი:   I არხი

გადაცემა:  მოამბე 21:00

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ტყვეობაში მყოფი ექიმის დაკითხვის დეტალებს ასაჯაროებს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6479703

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6479681

რუსთავი 2- კურიერი 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6479732

იმედი - ქრონიკა 17:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6479031          

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6479337

მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6478985

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6478884

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6478712

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6478708

---

 

21.11.2019                                    

არხი:   I არხი

გადაცემა:  მოამბე 15:00

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მე-13 სხდომას მართავს. აქცენტი კეთდება თამბაქოს კონტროლის კუთხით გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკაზე, მონიტორინგის შედეგებზე, პრობლემებსა და რეაგირებაზე. აღინიშნა, რომ 2020 წლიდან, სტადიონებზე თამბაქოს მოხმარება აიკრძალება. დღეის მდგომარეობით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსულების დონე მაღალია, თუმცა შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ აუცილებლია დარჩენილი ხარვეზების აღმოფხვრა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6478722 

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6478241

---

 

21.11.2019                                    

არხი:   მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი აქცენტები 22:00

ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც მათი ხმები სჭირდება. ხელისუფლებას მათი მოქალაქეების აღარ ესმის. ჩვენ გაგაცნობთ ამ ადამიანებს და ისინი თავად მოუყვებიან ქვეყნის მმართველებს როგორ უარესდება თვიდან თვემდე მათი ცხოვრება, როგორი სირთულეები ხვდებათ იმასთვის, რომ მათი ოჯახები გამოკვებონ და სხვების გამდიდრების ხარჯზე როგორ ღარიბდებიან. დღე არ გავა, რომ სოციალური მიმართულებით ნეგატიური სიახლე არ გავიგოთ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6479743

---

 

21.11.2019                                    

არხი:   ერთსულოვნება

გადაცემა:  განთიადი

18-დან 24 ნოემბრის ჩათვლით, ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული იმართება. თემაზე მედიცინის დოქტორი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი დავით წერეთელი საუბრობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6478812

---

 

21.11.2019                                    

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 12:00

გაფიცვა ავიამშენებელ ქარხანაში - თანამშრომლები ხელფასების დაგვიანებას აპროტესტებენ და ხელმძღვანელობისაგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6478130

---

 

21.11.2019                                    

არხი:   იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 11:00

რატომ დაგვიანდა კერძო კლინიკებში გრიპის ვაქცინის შეტანა. მიზეზი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან გარკვეული კვლევების დაგვიანებით ჩატარებაა. ინფორმაცია შემომტანი კომპანია ჯიპისი ავრცელებს. რაც შეეხება უფასო ვაქცინაციას, ირკვევა რომ სახელმწიფოს ამ მიმართულებით პრობლემა არ აქვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6478122

---

 

21.11.2019                                    

არხი:   I არხი

გადაცემა:  მოამბე 21:00

2 წლის ანიტას ჩვენი დახმარება ჭირდება. მას უმძიმესი დაავადება, დელატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. სასწრაფო ოპერაცია და აპარატის ჩადგმაა, რომელიც დონორის პოვნამდე გულის ხელოვნურად ამუშავებას უზრუნველყოფს სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6479760

----

 

ინტერნეტი

22.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/574000-euto-s-mudmivi-sabchos-sxdomaze-vazha-gaprindashvilis-dakavebis-shesaxeb-imsjeles

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ იმსჯელეს

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართული მხარის ინიციატივით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ იმსჯელეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთო-ს ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია 9 ნოემბერს, საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებისა და ე.წ. „საზღვრის გადაკვეთის“ ბრალდებით მისთვის თავისუფლების აღკვეთის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, ექიმის დაკავების თაობაზე ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა. ქართული მხარის თხოვნით, ამოქმედდა ცხელი ხაზი, პროცესში ჩართულნი არიან ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები და წითელი ჯვარი. ელჩმა ასევე ისაუბრა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო გართულებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირისა და აშშ-ის დელეგაციებმა. მათ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთება გამოთქვეს რთული ჰუმანიტარული ვითარების გამო. გამომსვლელებმა აღნიშნეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი შესრულებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვების აუცილებლობა. მათ ხაზი გაუსვეს დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების აღდგენის საჭიროებას.

---

 

21.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/573923-ekaterine-tikaraze-jandacvis-saministros-valdebulebaa-biujetidan-gamoqopili-tanxebi-racionalurad-daixarjos-da-epekturad-mivides-titoeul-mokalakemde

ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სამინისტროს ვალდებულებაა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები რაციონალურად დაიხარჯოს და ეფექტურად მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე

სამინისტროს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ვალდებულებაა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები რაციონალურად დაიხარჯოს და ეფექტურად მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, N520-ე დადგენილების ამოქმედება არ ყოფილა მიმართული სახელმწიფო ბიუჯეტის და ხარჯების დაზოგვისკენ. სამინისტროს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ვალდებულებაა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები რაციონალურად დაიხარჯოს და ეფექტურად მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 2012 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების ძირითადი არსი მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისების რაციონალურად, გეოგრაფიული პრინციპის დაცვით და ფინანსური მხარდაჭერით მიწოდებაში მდგომარეობდა. მისი თქმით, სამინისტროში შემოსული განცხადებების და ასევე ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ფასები, რომლებიც განსაზღვრული იყო სატარიფო სისტემით, არ იყო გამჭვირვალე. „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს რამდენიმე დადგენილებით, რომლის მიხედვითაც სამინისტრო 70%, 80%, 90%-იან და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის - 100 %-იან თანაგადახდას ახორციელებს. გამჭვირვალობის პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ მოსახლეობა ხშირად დგებოდა ფაქტის წინაშე, როდესაც სახელმწიფო დადგენილი ტარიფის 10%-იანი თანამონაწილეობის პირობებში, აღნიშნული 10% მნიშვნელოვნად აღემატებოდა დადგენილ ტარიფს. სწორედ ამიტომ საჭირო გახდა ტარიფების გადახედვა, რათა ეს სისტემა გამჭვირვალე გამხდარიყო - მოსახლეობისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობა შესრულებული ყოფილიყო მაქსიმალური მიახლოებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრის თქმით, განფასების ახალი სისტემის განსახილველად სამინისტროში კლინიკების მხრიდან მოწვეულები იყვნენ სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური ხელმძღვანელები. გამომდინარე იქიდან, რომ მუშაობა მიმდინარეობდა სატარიფო მონაცემებზე, სამინისტროს ექიმები მოწვეული არ ჰყოლია. „ექიმის პასუხისმგებლობაა პაციენტის მომსახურება შესაბამისი ხარისხით და სტანდარტით, სწორედ ამიტომ, ისინი შეხვედრაზე მოწვეულნი არ ყოფილან. სატარიფო მონაცემებზე უნდა ემუშავათ ფინანსისტებს, რომლებთან ერთადაც გავიარეთ ყველა პუნქტი და ფასწარმოქმნის პრინციპის საფუძველი. ეს არის საერთაშორისოდ მიღებული ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა “, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კლინიკების ფინანსისტებს არ ჰქონიათ კონტრარგუმენტი, რომლითაც ისინი მოახერხებდნენ და დაიცავდნენ იმ ფასების არაგამჭვირვალობას, რომელიც რიგი კლინიკების შემთხვევაში სამინისტროსთვის იქნა მოწოდებული. მინისტრმა ხაზი გაუსვა სამედიცინო დაწესებულებების სელექტიურ კონტრაქტირების საკითხს. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა სელექტიური კონტრაქტირების კრიტერიუმებზეც და ხარისხის მაჩვენებლებზეც. „ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, რათა კერძო სექტორს არ შეექმნას პრობლემა პაციენტის მომსახურების კუთხით. სელექტიური კონტრაქტირების პროცესიც მალე დაიწყება და ამოქმედდება შესაბამისი სტანდარტებით. სელექტიურ კონტრაქტებსაც აქვს თავისი გრადაციები, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიმუშაოთ თანმიმდევრულად. რეგულირების სააგენტო უკვე 4 თვეზე მეტია ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგს და იძლევა შესაბამის მითითებებს. ჩვენ მათ ვაძლევთ გონივრულ ვადებს, რომ გამოასწორონ დარღვებები. კერძო სექტორს ესაჭიროება დრო, რათა მოხდეს მისი მომზადება იმ რეფორმისთვის, რომელიც დაგეგმილია მომავალი წლის გაზაფხულზე. ამ მიმართულებით სამინისტროში ჩვენს ფინანსურ სამსახურთან ერთად საერთაშორისო სპეციალისტები უკვე დიდი ხანია მუშაობენ “, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/ekaterine-tikaradze-klinikebistvis-tarifebis-gadakhedva-imitom-gakhda-sachiro-rom-khshirad-pacientis-gadasakhdeli-tankha-dadgenil-tarifs-mnishvnelovnad-aghemateboda/

ექსპრესნიუს.ჯი- https://ipress.ge/new/ekaterine-tikaradze-unhcr-is-saqarthvelos-tsarmomadgenlobis-khelmdzghvanels-shekhvda/

აიპრეს.ჯი- https://1tv.ge/news/ekaterine-tikaradze-klinikebistvis-tarifebis-gadakhedva-imitom-gakhda-sachiro-rom-khshirad-pacientis-gadasakhdeli-tankha-dadgenil-tarifs-mnishvnelovnad-aghemateboda/

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1574345947-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94

კომერსანიტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/ekaterine-tikaradze-biudjetidan-gamoyofili-tanxebi-racionalurad-daixardjos-da-efeqturad-mivides-titoeul-moqalaqemde?fbclid=IwAR06cGTSfwnziI5Kw9fMzbxaqCublbmWrz9JyaGhh_0m23xNmoHEpcYCKw0

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/216309-ekaterine-tikaradze-saministros-valdebulebaa-thankhebi-racionalurad-gaikharjos.html?lang=ka-GE

პია.ჯი- https://pia.ge/post/294065-jandacvis-ministri-saministros-rogorc-armasrulebeli-xelisuflebis-valdebulebaa-biujetidan-gamoyofili-tanxebi-racionalurad-daixarjos

ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/63071-jandacvis-saministros-valdebulebaa-biujetidan-gamoqopili-tanxebi-racionalurad-daixarjos-da-epekturad-mivides-titoeul-mokalakemde/

---

 

21.11.2019

მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=93388

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების მიერ გავრცელებულ ღია წერილს პასუხობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით კლინიკების მიერ გავრცელებულ ღია წერილს ეხმაურება. უწყებაში აცხადებენ, რომ წერილში აღწერილი რისკების დიდი ნაწილი საფუძველს მოკლებულია ან ვერ აჭარბებს იმ სარგებელს, რაც რეფორმის შედეგად მოსალოდნელია მოქალაქის ინტერესების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სოციალური კეთილდღეობისა და ავადმყოფობასთან დაკავშირებული კატასტროფული დანახარჯებისგან დაცვის კუთხით. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაეცნო ღია წერილს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე. სამინისტრო აფასებს დაინტერესებული მხარეების ინტერესს და მზაობას რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობის თაობაზე. სამინისტროსთვის განსაკუთრებით საინტერესოა პროფესიული საზოგადოების მიერ რეფორმასთან დაკავშირებული რისკების მათეული ხედვის გაზიარება. მიმდინარე რეფორმის დაგეგმვამდე სამინისტრომ ჩაატარა მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებლის საფუძვლიანი ანალიზი. ღია წერილში აღწერილი რისკების დიდი ნაწილი საფუძველს მოკლებულია ან ვერ აჭარბებს იმ სარგებელს, რაც რეფორმის შედეგად მოსალოდნელია მოქალაქის ინტერესების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სოციალური კეთილდღეობისა და ავადმყოფობასთან დაკავშირებული კატასტროფული დანახარჯებისგან დაცვის კუთხით. უწყებაში უკვე რამდენიმე თვეა მინისტრის ინიციატივით შექმნილია საკომუნიკაციო პლატფორმა, რომლის ფარგლებში სამინისტროს მაღალი თანამდებობების პირები ღია ფორმატში აწარმოებენ შეხვედრებს ყველა დაინტერესებულ პირთან. აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში 4 თვის მანძილზე- 2019 წლის ივლისიდან ნოემბრამდე, 32 შეხვედრა გაიმართა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან. მათ შორის 6 შეხვედრა ჩატარდა ჰოსპიტალურ სექტორთან უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, კიდევ უფრო მეტი შეხვედრა გაიმართა მინისტრის მოადგილეების მიერ. აღნიშნულ ფორმატში ჰოსპიტალების ხელმძღვანელებს და სხვა წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა ღიად ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. უნდა აღინიშნოს, რომ არაერთხელ გამოითქვა მინისტრთან და მოადგილეებთან, კონკრეტული პირების მიერ ინდივიდუალური შეხვედრების გამართვის სურვილი, რაზეც მათ უარი ეთქვათ, რამდენადაც ეს ფორმატი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამინისტროში დადგენილ კომუნიკაციის პრინციპს. მსგავსი პერსონალური შეხვედრები გათვლილია პირად ინტერესებზე და არა სამედიცინო სექტორის საერთო საჭიროებებზე. სამინისტრო მუდმივად აცხადებს მზაობას სხვა ნებისმიერი ფორმატით აწარმოოს კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. აქვე მოგახსენებთ, რომ დარგობრივ ასოციაციებთან მომსახურების ტარიფების დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციები არ განხორციელებულა, რამდენადაც მათ კომპტენციას წარმოადგენს უშუალოდ მკურნალობის პროცესთან დაკავშირებულ სამედიცინო საკითხებზე მუშაობა და არა ფინანსური გათვლების განხორციელება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/sazogadoebrivi-sargebeli-metia-vidre-riskebi-rasac-klinikebi-miutiteben---jandacvis-saministro/43972/

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministros-pasuxi-klinikebis-werilshi-mocemuli-riskebis-didi-nawili-usafudzvloa-an-ver-acharbebs-reformit-mosalodnel-sargebels

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/jandacvis-saministro-klinikebis-werilshi-mocemuli-riskebis-didi-nawili-usafudzvloa-an-ver-acharbebs-reformit-mosalodnel-sargebels/

პია.ჯი- http://pia.ge/post/293957-pasuxi-ria-werilze-jandacvis-reformis-mimdinare-iniciativebis-taobaze

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/121867/jandatsvis-saministro-ertiani-taripebi-momsakhurebis-pasis-gaumartlebel-ganskhvavebas-agmopkhvris?fbclid=IwAR2OZNClExl4tPvWxDUQLyNEdkLnhMHBWfply75pYbFsFT3Pq-NQ62jYXiU

---

 

21.11.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/djandacvis-ministris-moadgilis-gancxadebit-klinikebistvis-tarifebis-gatanabreba-samedicino-momsaxurebis-xarisxs-safrtxes-ar-uqmnis

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: „კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება სამედიცინო მომსახურების ხარისხს საფრთხეს არ უქმნის“

დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე გათანაბრებული ტარიფები ამოქმედდა.როგორც საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა, აღნიშნული ცვლილება პაციენტების მომსახურების ხარისხს საფრთხის ქვეშ არ დააყენებს, რადგან ტარიფები ისეა დათვლილი, რომ ხარისხიანი მკურნალობა გარანტირებული იყოს. კლინიკების წარმომადგენელთა პრეტენზიაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ტარიფები მნიშვნელოვნად შემცირდა და ახალი ფასების პირობებში ვერ შეძლებენ ადეკვატური ხარისხის სერვისების მიწოდებას, გაბუნია ამბობს, რომ ცვლილებამდე კლინიკებში მოქმედ ტარიფებს შორის დიდი განსხვავება იყო. „მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, მკურნალობის ღირებულებაში ჩადებული იყო ისეთი ხარჯები, როგორიც არის, ჰონორარი პაციენტის მიერ შერჩეული ექიმისთვის, ძვირადღირებული აპარატის გამოყენება და ა.შ. სამინისტროს მიერ დაწესებულ ტარიფში გათვალისწინებულია ხარისხიანი აპარატურის გამოყენება. სამინისტრო ელოდება კლინიკების მიერ დასაბუთებული შეთავაზების მიღებას ტარიფებთან დაკავშირებით და მათი მხრიდან ძლიერი არგუმენტების წარდგენის შემთხვევაში შესაძლოა, დადგენილებაში კორექტივები შევიდეს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ამასთან, გაბუნია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვით საზოგადოების შედარებით მოწყვლადი პირები სარგებლობენ. იმ მოქალაქეებს კი, ვისაც სურს დამატებითი თანხების გადახდა გარკვეულ სერვისებში, აქვთ შესაძლებლობა, კერძო დაზღვევა შეიძინონ, რის შედეგადაც არჩევანში არ იქნებიან შეზღუდული. 11 ნოემბერს კლინიკების ნაწილმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართა, რომელშიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატანი ცვლილებების გადავადებას ითხოვდნენ. მათი შეფასებით, ეს დრო საჭიროა, რათა მოხდეს საკითხის ფართო განხილვა და ისეთი ტარიფების მიღება, რომლებიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს. ღია წერილის ხელისმომწერები აცხადებენ, რომ 2013 წელთან შედარებით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულება გაზრდილია, ხოლო ანტიბიოტიკებზე ფასები იმავე პერიოდში 76 პროცენტითაა მომატებული. წერილს ერთვის გრაფიკები, სადაც ნაჩვენებია სისხლისა და სისხლის კომპონენტების ღირებულების ზრდის დინამიკა 2012 წლიდან დღემდე. მატება 40-დან 130 პროცენტს აღწევს. იქვე მოცემულია ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ოპერაციის ღირებულების ფასების დინამიკა. მაგალითად, კორონარული არტერიის შუნტირების ღირებულება 4029 დოლარია, რაც დღევანდელი კურსით, 11925 ლარს შეადგენს. მთავრობის დადგენილებით კი, ამ ოპერაციის ფასი 8500 ლარად (ანუ 2871 დოლარი) განისაზღვრა. ღია წერილში ასევე ნათქვამია, რომ კლინიკებს უმძიმეს ტვირთად აწევთ საყოველთაო დაზღვევის პროგრამით თანხების სახელმწიფოსგან დაგვიანებით (პრაქტიკულად 5-6 თვე) მიღება. ხელმომწერები აცხადებენ, რომ ტარიფების შემცირებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მსხვილ ქალაქებში ინტენსიურის საწოლების რაოდენობის შემცირება და პაციენტების მკურნალობის ხარისხის მკვეთრად გაუარესება. კლინიკების წარმომადგენლები გუშინ პარლამენტში, დეპუტატებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებსა და ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ.

---

 

21.11.2019

მედიასაშუალება: http://bfm.ge/medikamentebis-bazari-adamianis-sicockhleze-gamavali-mouwesrigebeli-biznessaqmianoba/

ედიკამენტების ბაზარი – ადამიანის სიცოცხლეზე გამავალი მოუწესრიგებელი ბიზნესსაქმიანობა

წამლების დიდი ნაწილი თითქმის, 50%-ით გაძვირდა წლებია უკვე საქართველოში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხი დგას დღის წესრიგში. მძიმე სოციალური ფონის პარარელურად, რომლიდანაც საქართველო უკვე სამი ათწლეულია ცდილობს გამოსვლას, მედიკამენტების და ჯანდაცვის სერვისის ფასებიც კრიტიკას ვერ უძლებს. მეტიც, ყველა სხვა ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების მხრიდან ბაზარზე მაღალი მარჟით ოპერირება ასევე არის სოციალური ფონის კიდევ უფრო მეტად დამძიმების ფაქტორი. არახალი იქნება ისიც, თუ ვიტყვით, რომ პრესასა თუ მასმედიაში ხშირად წავაწყდებით თეზებს იმის თაობაზე, რომ ფარმაცევტული კომპანიები მოსახლეობას ძარცვავენ და ბაზარზე შეთანხმებულად, მაღალი საფასო პოლიტიკით ოპერირებენ, რადგან საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების თურქეთში, ანუ საიდანაც შემოდის წამლების ძირითადი ნაწილი ჩვენს ქვეყანაში, გაცილებით იაფი და ხელმისწავდომია. ამის სადემონტრაციოდ პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის და საქართველოში შესასყიდ ფასად გაყიდვის აქცია მოაწყოა. პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა, კახა კუკავამ თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში 20 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა და განაცხადა, რომ პარტია მალე დაიწყებს მედიკამენტების შემოტანას თბილისსა და რეგიონებში და მოსახლეობას იმ ფასად მიყიდის, რაც თურქეთში ღირს. კუკავა ამბობს, რომ წამლის ფასი საქართველოში ორჯერ და სამჯერ აღემატება იგივე მედიკამენტების ფასს თურქეთთან, რუსეთთან და სომხეთთან შედარებით, ამ პრობლემას კი, ქართულ ბაზარზე მონოპოლისტი კომპანიები ქმნიან. ამასთან, კუკავას თქმით, ეს იმ ფონზე ხდება, როცა საქართველოში წამლის ხარისხი გაცილებით დაბალია. მაღალ მარჟაზე მიუთითებს პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძეც. ვაშაძემ მედიკამენტების 40%-ით გაიაფების გეგმა წარადგინა. ამის შესახებ მან პრეზენტაცია ჯანდაცვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, სტრატეგია “აღმაშენებლის” ფარგლებში გამართა. მისივე განმარტებით, მათ შემოაქვთ “ინტერნეტ აფთიაქის” ცნება, რომელიც დღეს საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს და მას ფასების კონტროლის შესაძლებლობა ექნება. ასევე, მისი გეგმის მიხედვით, ე.წ. ოფშორული კომპანიები საერთოდ ჩაეხსნებიან ბაზრებიდან. თავის მხრივ, თურქული ფაქტორის გასანეიტრალებლად, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი თურქული მხარისგან მედიკამენტებს მაღალ ფასში ყიდულობენ, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოსი, ბევრი დასავლური მწარმოებელი თურქეთში სპეციალური ლიცენზიით მედიკამენტებს ამზადებს, რაც ფასების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. მათივე თქმით, ლიცენზიით მედიკამენტების გაცემა მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზეა შესაძლებელი, რომლის ექსპორტზე გატანა არაა ნებადართული. ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს. განსხვავება კი ისაა, რომ ფარმაცევტული კომპანიების სიმართლე მოსახლეობის ჯიბეებს „ლეგიტიმურად ურტყამს“ და საკმაოდ სოლიდურ თანხებს იღებს მათი ჯიბეებიდან, თანაც წამლებზე ფასების ზრდის მოტივს ეკონომიკური პრობლემები, უფრო კონკრეტულად კი ეროვნული ვალუტის ხშირი გაუფასურება მუდმივად იძლევა და ერთი-ორად ზრდის წნეხს ამ მიმართულებით მოქალაქეების ჯიბეებიდან გადახდილ თანხებს. ლარის გაუფასურების მედიკამენტების ფასებებზე ნათელი კვალის დასანახად, „ბიზნესპრესნიუსმა“ რამდენიმე დასახელების მედიკამენტზე დღეს მოქმედი და 1 წლის წინ არსებული ფასების შედარება მოახდინა, რომლითაც დადგინდა, რომ წამლების დიდი ნაწილი თითქმის, 50%-ით გაძვირდა – „ამრა ფორტე“ – 24 ლარიდან 28 ლარამდე გაძვირდა; „ორონორმი“ (სპრეი)17-18 ლარიდან – 31 ლარამდე; „სელევადინი“ 15 ლარიდან – 22,5 ლარამდე; „ნიმესილი“ 40 თეთრიდან – 60 თეთრამდე; „ომეპრაზოლი“ 40 თეთრიდან – 70 თეთრამდე; „ფაგიო“ ( სპრეი ) 15 ლარიდან – 20 ლარამდე; „კალციქეა“ 20 ლარიდან – 34,9 ლარამდე; ვალერიანის აბები – 40 თეთრიდან 70 თეთრამდე; „ენოზიდ H“ 4,7 ლარიდან – 5,7 ლარამდე და ა.შ. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ექსპერტთა კლუბის წევრი, მარინა ბერაძე ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც მედიკამენტები თითქმის, ყოველთვიურად ძვირდება, ქვეყანაში რეგულაციების არარსებობამ განაპირობა. მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს განსაზღვრული კონკრეტული მარჟა, რის გამოც ფარმაცევტული კომპანიები წამლების ფასს ზრდიან, ამის შემაკავებელი ბერკეტი კი ფიზიკურად არ არსებობს. „მედიკამენტების გაძვირების მიზეზია ის, რომ ჩვენთან არ არსებობს რეგულაციები. მეტიც, კანონი იძლევა იმის საშულებას, რომ წამლების ფასი რაც შეიძლება გაიზარდოს და ამ პროცესს არაფერი აკავებს. ეს მაშინ, როდესაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაცები და ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ახლა თითქოს არის საუბარი, რომ რეგულაციები ჩვენთანაც შემოვიდეს და უფრო გონივრული გახდეს ფასები. კერძოდ, მოხდეს მარჟების განსაზღვრა, რა უნდა იყოს მაქსიმალური ნამატი, ფასწარმოქმნის საკითხები დარეგულირდეს და ა.შ. ასეთი პროგონოზი ჩვენმა ახალმა მინისტრმა თავის წლიურ ანგარიშში მოგვახსენა, ვნახოთ, რა იქნება“, – ამბობს მარინა ბერაძე. მისი თქმით, შექმნილი ვითარების კიდევ ერთი მიზეზი ე.წ. კარტერული გარიგებებია, რის გამოც, ახლა მთავარი აქცენტის გადატანა პარლამენტზე უნდა მოხდეს, რათა კანონპროექტის ინიცირება მისი მიღებით დასრულდეს. „მედიკამენტების ფასები არის კატასტროფული, რომ აღარ ვისაუბროთ ხარისხზე. ერთია, რომ ძვირად ყიდულობ და მეორეა, რა ხარისხისას ყიდულობ. ეს თემები ჯაჭვურად არის გადაბმული ერთმანეთზე. გარდა ამისა, ჩვენთან არ არის გამიჯნული საცალო და საბითუმო ფასები, არ არის განსაზღვრული მარჟები ექსპორტირებულ და იმპორტირებულ წამლებზე, რის გამოც ჩვენგან გასული წამლები, სხვა ქვეყნებში უფრო იაფი ღირს. იმიტომ, რომ მათთან ეს რეგულაციები მუშაობს და ვერ დაადებენ იმ ფასს, რაც მათ უნდათ. არსებული ვითარების კიდევ ერთი მიზეზია, ე.წ. კარტერული გარიგეგები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მონოპოლისტებზე, ისინი ცუდები კი არ არიან, ვინც ახლა ფასწარმოქმნის პროცესშია, უბრალოდ, მათ კანონი აძლევს ამის საშუალებას. ამიტომ, ჩვენ მთელი ყურადღება სამინისტროზე კი არ უნდა გადავიტანოთ, რომელიც აღმასრულებელია, არამედ პარლამენტზე. სწორედ იქ უნდა მოხდეს კანონების ინიცირება და უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელი ძალები როგორ უშლიან ხელს ამას მიღებას“, – ამბობს მარინა ბერაძე. მსგავსი ინიციატივა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემაც დააყენა დღის წესრიგში ჯერ კიდევ 1 წლის წინ. ის აცხადებდა, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელ, დაახლოებით 300-400 დასახელების მედიკამენტზე ფასის რეგულირება უნდა მოხდეს. “პირადად ჩემი აზრია, რომ ფასი დავარეგულიროთ. ამის რამდენიმე მეთოდი არსებობს – ან უნდა დაფიქსირდეს მოგების მარჟა ან ე.წ. ეტალონური ფასები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ეტალონად რამდენიმე ქვეყანა ავიღოთ და მწარმოებლებს ვუთხრათ, რომ ფასი ამ ქვეყნებში არსებული ფასის მიხედვით იყოს. ეს ყველა მედიკამენტზე არ უნდა გავრცელდეს. უნდა გავრცელდეს სასიცოცხლოდ აუცილებელ იმ მედიკამენტებზე, რომელსაც ქრონიკულად დაავადებული ადამიანები მოიხმარენ. ასეთი მედიკამენტების ჩამონათვალი დიდი არ არის. ეს არის 300-400 დასახელების, ყველაზე ხშირად გამოყენებადი მედიკამენტი, რომელიც ქრონიკულ ავადმყოფებს ყოველდიუღად სჭირდებთ და მათ ჯიბეზე ეს უზარმაზარი ტვირთია“, – აცხადებდა აკაკი ზოიძე. ამ საუბრების მიღმა კი კონკრეტული, ხელშესახები შედეგები არ ჩანს. ერთის მხრივ, საზოგადოებაში და საექსპერტო წრეებში არსებობს ეჭვები, რომ ბაზარზე ოლიგოპილიური შეთანხმების შედეგად დაწესებული ფასებია, მეორეს მხრივ კი ფარმაცევტულ კომპანიებს დაკარგული აქვთ საზოგადოებასთან კონტაქტი იმ კონტექსტში, რომ არ ან ვერ ახდენენ შესაბამის კომუნიკაციას, რითაც თავიანთი წილი სიმართლის დამტკიცებას შეძლებენ, რა თქმა უნდა, თუ პროცესში მართლები არიან, ეს მათაც უნდა აწყობდეთ. შედეგად კი დაზარელებულია ვინ? ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეები.

---

 

21.11.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/216274-tcarbi-tsonis-samkurnalo-operaciebs-sayovelthao-jandacvis-programa-aghar-daafinansebs.html?lang=ka-GE

ჭარბი წონის სამკურნალო ოპერაციებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ დააფინანსებს

ბარიატრიულ ოპერაციებს ანუ ისეთ ქირურგიულ ჩარევებს, რომლებიც პაციენტებს ჭარბი წონის დროს ენიშნებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ დააფინანსებს. შესაბამის ცვლილებას მთავრობის 520-ე დადგენილება ითვალისწინებს. როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბარში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული ოპერაციები ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად კეთდებოდა იმ დროს, როდესაც, მსოფლიო სტანდარტით, მსგავსი ქირურგიული ჩარევები დაშვებულია მხოლოდ მძიმე სიმსუქნის შემთხვევაში, როდესაც ოპერაციის სარგებლიანობა აღემატება რისკს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ბარიატრიული ოპერაციის ჩატარების შესახებ მიღებულ უნდა იყოს არა ერთი ექიმის, არამედ ექიმთა გუნდის მიერ, საქართველოში კი ასეთი ქირურგიული ჩარევები ჭარბად, ხშირ შემთხვევაში პირველი-მეორე ხარისხის სიმსუქნის შემთხვევებში კეთდებოდა, რაც კოსმეტიკურ და ესთეტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. თამარ გაბუნიას განცხადებით, ბარიატრიული ოპერაციების დაფინანსებაზე 2018 წელს სახელმწიფომ ხუთ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, რაც გაუმართლებელი ხარჯია. განსხვავებული შეფასება აქვს კლინიკა „ინოვას“ ბარიატრიული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელ დავით აბულაძეს. როგორც მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, ყოველწლიურად ასობით პაციენტი მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის აუცილებელ ოპერაციას ვეღარ გაიკეთებს. მისი განმარტებით, აღნიშნული ქირურგიული ჩარევის მიზანი არის არა ვიზუალური ცვლილება, არამედ დიაბეტის, გულსისხლძარღვთა და სხვა სერიოზული დაავადებების მკურნალობა და პრევენცია. მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჭარბწონიანობა დაავადებად არის მიჩნეული და საქართველოში ბარიატრიული ოპერაციები სამედიცინო ჩვენების საფუძველზე ტარდება, როდესაც დგინდება, რომ სიმსუქნე პათოლოგიურია და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. დავით აბულაძის თქმით, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 700-800 მსგავსი ოპერაცია ტარდება და მისი ღირებულება 10-11 ათასი ლარია. აღნიშნული ოპერაცია 25-დან 50 წლამდე ასაკის პირებს უტარდებათ. დავით აბულაძის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ პაციენტების 90 პროცენტი ვერ შეძლებს ამ ოპერაციის საკუთარი სახსრებით სრულად დაფინანსებას. ქირურგის განმარტებით, კლინიკების ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა თხოვნით, განიხილონ აღნიშნული პრობლემა, რაზეც მიიღეს პასუხი, რომ სამინისტრო შეისწავლის საკითხს. თამარ გაბუნიას განმარტებით კი, ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ ბარიატრიულ ოპერაციებს სახელმწიფო კვლავ დააფინანსებს, თუმცა რეფერალური პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გაკეთების აუცილებლობა დასაბუთებული იქნება. ბარიატრიული ოპერაციების საშუალებით ხდება წონის დაკლება და მეტაბოლური წონასწორობის დარეგულირება. ოპერაციის დროს კუჭი პატარავდება ან ხდება წვრილნაწლავის ატანა კუჭთან და მისი მიერთება საყლაპავთან.

---

 

21.11.2019

მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=93373

ეკატერინე ტიკარაძე UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძესა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. მინისტრის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული პირების განსახლება და მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით, სამინისტროს დაქვემდებარებაში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იქმნება. დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსმა ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მომდევნო წლის გეგმები გააცნო. მისი თქმით, 2020 წელს, 2500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კი 2000-2500 ოჯახს დაუკანონდება. ასევე, მომდევნო წელს, უსაფრთხო გარემოში 250-მდე ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდება. განსახლების პარალელურად, პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობასაც ენიჭება. მომდევნო წლიდან, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის, სახელობო იარაღების შეძენისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამებით, დევნილებთან ერთად, ეკომიგრანტებიც ისარგებლებენ. ახლადშექმნილი სააგენტო, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამებსაც განახორციელებს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კემლინ ფურლის განცხადებით, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. „იმედს ვიტოვებ, რომ ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში დევნილთა, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, საქართველო მნიშვნელოვან განაცხადს გააკეთებს. საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით დიდი პროგრესი აქვს და იმედი მაქვს, ეს პროგრესი ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართულებითაც გაგრძელდება“, - განაცხადა კემლინ ფურლიმ.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/ekaterine-tikaradze-unhcr-is-saqarthvelos-tsarmomadgenlobis-khelmdzghvanels-shekhvda/

---

 

21.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/573876-saxelmcipo-samedicino-regulirebis-saagentosa-da-arasamtavrobo-organizacia-centr-empatias-shoris-dges-sasamartlo-procesi-gaimarteba?fbclid=IwAR1gfRo6r_4CjxBSGa82_pat7Kz4iz4mAnk9MWB9YjNB3D3jjVB_UACivAU

სახელმწიფო სამედიცინო რეგულირების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ „ემპათიას“ შორის დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება

სახელმწიფო სამედიცინო რეგულირების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ „ემპათიას“ შორის დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება. ამის შესახებ ცენტრი „ემპათია“ განცხადებას ავრცელებს. როგორც აღნიშნულ განცხადებაშია ნათქვამი, ცენტრი „ემპათია“ არის ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია სასამართლო სამედიცინო და სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზების ლიცენზიები და ახორციელებს არაადამიანური მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც, როგორც ასევე განცხადებაში წერია, სავარაუდოდ, ცენტრ „ემპათია“ -ს დევნის საფუძველი გახდა. „დღეს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 16.00. სთ - ზე გაიმართება რიგით მესამე სხდომა რეგულირების სააგენტოსა და ცენტრ „ემპათია“ -ს შორის. სააგენტო ცენტრ „ემპათია“ -ს ედავება სახელმწიფო ლიცენზირების პირობების დარღვევას, რაც თავისთავად აბსურდია, ვინაიდან სამართლებრივ საფუძველში სააგენტო უთითებს სტაციონარული დაწესებულებებისათვის განკუთვნილ პირობებს. ცენტრ „ემპათია“ -ს სტაციონარული დაწესებულების ლიცენზია არ გააჩნია და არც არასდროს გააჩნდა. წინა სასამართლო სხდომები გაიმართა 15/10/2019 - ში, ასევე 31.10.2019 - ში. სააგენტო არც ერთ სხდომაზე არ გამოცხადდა, მაგრამ მიუხედავად ამისა პროცესები ჩატარდა და გადაიდო მოსამართლის მოთხოვნით, მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა მოითხოვა რეგულირების სააგენტოს თანამშრომლის თ.საჩალელის მოწმის სახით გამოკითხვა, საინტერესო იქნება გაეცეს პასუხი კითხვას, თუ ვისი დავალებით მოქმედებდა სააგენტოს აღნიშნული თანამშრომელი. ცენტრი „ემპათია“ მიიჩნევს, რომ რეგულირების სააგენტოს სადამსჯელო დემარში, ისევე, როგორც სხდომების უსასარულოდ გადადება მრავალ კითხვისნიშანს წარმოშობს პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის თაობაზე. ცენტრი „ემპათია“ ახორციელებს ადვოკატირებას, მათ შორის, სასამართლო ექსპერტზებს სხვადასხვა გახმაურებულ საქმეში, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ტატუნაშვილისა თუ კვარაცხელიას საქმეები, პოლიციის მხრიდან შესაძლო წამების ფაქტების შემთხვევები, პოლიტიკურად მოტივირებული წამების შემთხვევები, ასევე 20 – 21 ივნისს „გავრილოვის ღამის“ დაზარალებულთა საქმეები. ცენტრი „ემპათია“ არის ერთადერთი არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია სასამართლო სამედიცინო და სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზების ლიცენზიები და ახორციელებს არაადამიანური მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (სტამბოლის პროტოკოლი, მინესოტას პროტოკოლი). ვფიქრობთ, აღნიშნული გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ -ს მოტივირებული დევნის საფუძველი. სასამართლოში ცენტრი „ემპათია“ -ს ინტერესებს იცავს ჩვენი იურისტი ბატონი გიგა ლემონჯავა და არასამათავრობო ორგანიზაცია GDI - ის წარმომადგენელი ბატონი ედუარდ მარიკაშვილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

---

 

21.11.2019

მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=93401

ოკუპირებული რეჟიმის КГБ - გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა და რუსეთი საქართველოს მტერია

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უშიშროების კომიტეტის КГБ , დაკითხვის დროს ქართველმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა და რუსეთი საქართველოს მტერია. ამის შესახებ, ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო "რეს" ავრცელებს. ამასთან ე.წ უშიშროების კომიტეტი ავრცელებს, ვრცელ ამონაწერს, ვაჟა გაფრინდაშვილის პაციენტებთან საუბრის და საოკუპაციო საზღვრის დეტალებს. მარიონეტული ცხინვალის მტკიცებტთ ვაჟა გაფრინდაშვილი, ცხინვალში შესვლას ორი დღით ადრე გეგმავდა. "ექიმა ვაჟა გაფრინდაშვილმა დაკითხვის დროს თქვა, რომ საზღვარზე სპეციალურად გადავიდა, რადგან აპირებდა მისვლას სოფელ მონასტერში არსებულ ეკლესიაში, თუმცა, ამასთან, ვერ შეძლო საუბარი თავის რელიგიურ შეხედულებებზე. გარდა ამისა, ვ. გაფრინდაშვილმა უარი თქვა ეპასუხა კითხვებისთვის პარტიულ კუთვნილებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არის საქართველოს ნატოში სწრაფად გაწევრიანების მომხრე, საზღვრის გადაკვეთას აფასებს, როგორც საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლების - თავისუფლად გადაადგილების განხორციელებას, სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიად, ხოლო რუსეთს ქართული სახელმწიფოს მთავარ მტრად. ამასთან, ვ. გაფრინდაშვილის თქმით, ის, როგორც საქათველოს მოქალაქე, იტოვებს უფლებას აკრიტიკოს საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და კანონიერი მეთოდებით მოითხოვოს ამა თუ იმ ნორმატიული აქტის შეცვლა", - აღნიშნავს ე.წ. КГБ. საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

---

 

21.11.2019

მედიასაშუალება: https://www.newposts.ge/?l=G&id=219095-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%90%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%90,%20%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90

წინასაწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია- ოკუპირებული ცხინვალის КГБ ვაჟა გაფრინდაშვილს უთვალთვალებდა

ე.წ სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ მოპოვებული მასალების საფუძველზე დგინდება, რომ 2019 წლის 9 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ე.წ „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევის ფაქტი იყო კარგად ორგანიზებული და მომზადებული რამდენიმე დღით ადრე. ინფორმაციას ე.წ "სამხრეთი ოსეთის" მედია ასაჯაროებს. მოგროვებული მასალებით ირკვევა, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროება უთვალთვალებდა გაფრინდაშვილის გადაადგილების მარშრუტს საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთაც. ე.წ „დაზვერვის სამსახურების“ ინფორმაციის საფუძველზე სტატიაში ვკითხულობთ, რომ ქართველი ექიმი ბალტიის ქვეყნებს ესტუმრა ნოემბრის დასაწყისში, საიდანაც 4 ნოემბერს დაბრუნდა თბილისში, სადაც 5 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით იღებდა პაციენტებს თავის კლინიკაში. სტატიის ავტორის მიერ ტექსტში მოყვანილია რამდენიმე ფაქტი, რომელიც ასახავს გაფრინდაშვილის სატელეფონო ჩანაწერებს თავის პაციენტებთან, სადაც იგი საუბრობს, რომ იგი სამსახურში ვერ გამოცხადდებოდა შაბათსა და კვირას. ტექსტში გამოქვეყნებულია ინფორმაცია აგრეთვე ვაჟა გაფრინდაშვილის საბანკო ანგარიშზე 21 000 ლარის გადარიცხვასთან დაკავშირებით. ოკუპირებული ცხინვალის მიერ გამოქვეყნებული მასალები სატელეფონო ჩანაწერებთან და საბანკო გადარიცხვებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ცხადჰყოფს დაზვერვის სამსახურების მოქმედებებს საქართველოს ტერიტორიულ ფარგლებში.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/519364

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/axali-cnobebi-gatacebul-qartvel-eqimze-ras-amboben-samxret-osetis-kgb-shi

---

 

21.11.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1574324947-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1?fbclid=IwAR0g4zCMTtm2Cotf2LRmaoyWoy8SgFe51VfO2Laf-_S6f8NXa7xu-chZZKY

34 წლის მამაკაცი მზად არის პატარა ანიტასთვის საკუთარი გული დათმოს

თუ ერთხელ მაინც ნახავთ მის მის დიდრონ და სევდიან თვალებს, საიდანაც დიდი ტკივილი მოჩანს, მეხსიერებიდან აღარასდროს წაიშლება. ცოტა ხნის წინ ორი წლის გოგონას უმძიმესი დაავადება - დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. მედიკოსების თქმით, საჭიროა სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში. უნდა ჩაიდგას აპარატი რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, მანამ სანამ ოჯახი გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვებასა და დონორის პოვნას შეძლებს. ოპერაციის გაკეთება დიდ თანხებს უკავშირდება. ოჯახმა და ახლობლებმა უკვე დაიწყეს თანხის შეგროვება, რადგან ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და არც ერთი წამის დაკარგვა აღარ შეიძლება! პატარა ანიტა ახლა ავსტრიაში იმყოფება. ოპერაცია კი დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. სანამ თანხის გადარიცხვა არ მოხდება, არაფერს უკეთებენ. უსახსრობის გამო ანიტას ექიმებმა საავადმყოფო დაატოვებინეს, ის ამჟამად ავსტრიის თავშესაფარშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ტრანსპორტირება არ შეიძლება.   რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ანიტას დედამ, მარიამ სადრაძემ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა: „პირველად, როცა ჩემი გოგოს მისამართით დაიწერა „გადავარჩინოთ პატარა ანიტა“ საშინლად გავმწარდი. წავაშლევინე ეს სიტყვები და ვფიქრობდი რა სჭირს ჩემს შვილს გადასარჩენი -მეთქი. ძალიან ბევრი რამის გადატანა მომიწია სანამ გავიაზრებდი, რომ გადასარჩენად გვქონდა საქმე. პირველად როდესაც ექიმისგან გავიგონე სიტყვები: Your child is dying... დავიწყე გააზრება, რომ ცუდადაა ჩვენი საქმე. დავეცი სულიერად, მქონდა ნერვული შეტევები, თავს ვერ ვიკავებდი ანიტას დასანახად რომ არ მეტირა... 2 დღის წინ რომ გენახეთ, ვერ მიცნობდით. სხვა ადამიანი გავხდი. საწყალი ფაცო ვერც ტიროდა და ამ ყველაფრის ჩუმად გადატანა უწევდა. 2 დღეა, რაც დავინახე თქვენი თანადგომა. უკვე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მორჩა, გადავრჩი... უკვე ყველაფერი კარგადაა. დიდ თანხებთანაა დაკავშირებული ჩვენი ხსნა. გთხოვთ, არ მოდუნდეთ... თქვენმა საქციელმა იმხელა იმედი ჩამისახა, რომ ისევ ადამიანად ვიქეცი. ეს ანიტაზეც დადებითად აისახა. მიყვარხართ ყველა. საოცრებები ხართ... ეს ჩემი საქართველოა... ეს ჩემი ქვეყანაა! ვამაყობ თქვენით. უმაგრესებო იცით ჩემს ქმარს 34 წლის ბიჭმა რა მოწერა რამდენიმე დღის წინ? თუკი ჩემი გული გამოადგება მზად ვარ დავუთმოო... ხალხო გესმით? გვთხოვა არ გაგვესაჯაროებინა, მაგრამ გაჩუმებაც აღარ შემიძლია... ადამიანი თავის სიცოცხლეს “ - წერს მარიამ სადრაძე. ანიტას გადასარჩენად მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს. ერთად დგომით უკვე არაერთი სიცოცხლე გადავარჩინეთ და ახლა ანიტას დროა.   საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი: GE28BG0000000100761966 მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია) TBC ანგარიში: GE38TB7855945064300017 გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად: პ/ნ 60001030692 ლია ჩხაიძე.

ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სამინისტროსთვის ცნობილია. „ოჯახს ამ დროისთვის დაფინანსების თხოვნით რეფერალური დახმარების პროგრამისთვის არ მოუმართავს. შესაბამისი სამსახური დაუკავშირდა და ესაუბრა ბავშვის მამას, რომელსაც მიეწოდა ინფორმაცია, თუ რა საბუთებია საჭირო, რომ მომართოს რეფერალური დახმარების პროგრამას. ჩვენი ინფორმაციით, ჯერ ოჯახი ოპერაციის შესახებ პასუხს საფრანგეთის კლინიკისგან ელოდება, როდესაც მამას ექნება პასუხი კლინიკიდან და წარმოადგენს შესაბამისი დოკუმენტაციას, სამინისტრო მზად არის კანონის შესაბამისად განიხილოს კომისიაზე“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

---

 

21.11.2019

მედიასაშუალება: https://nostal.ge/2019/11/20/saqartvelosi-unikaluri-operacia/?fbclid=IwAR2lN-rEGi9DGIz9m0dCNOS36-w01fshxuhKSiU5oTGNtQ_0isGV3aT1sAc

საქართველოში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა – პაციენტი სიკვდილს გადაარჩინეს

---

 

21.11.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/519331

დმანისში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ამბულატორიების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

დმანისის მუნიციპალიტეტში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარებს. პროექტის ფარგლებში სამ ბრიგადაზე გათვლილი ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი და 2 ამბულატორია აშენდება, სამი სოფლის ამბულატორიაში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. სამუშაოების მიმდინარეობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – შოთა რეხვიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

---

 

21.11.2019

მედიასაშუალება: https://www.newposts.ge/?l=G&id=219071-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

"ოჯახში მყავს 2 ავადმყოფი, მოწყვეტილი ვართ ყველფერს, გთხოვთ გულთან მიიტანოთ ჩემი გასაჭირი" - თიანეთში მცხოვრებ გუჩაშვილების ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

თიანეთში მცხოვრები 83 წლის გიორგი გუჩაშვილის ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გუჩაშვილებს უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება. 83 წლის გიორგის ინსულტი აქვს გადატანილი, 37 წლის ლარისა კი დიაბეტითაა დაავადებული. "ვცხვრობთ თიანეთში, ბოჭორმაში. ოჯახში მყავს ორი ავადმყოფი. ძალიან მძიმე პირობებში ვართ .მოწყვეტილი ვართ ყველფერს , გთხვთ მიიტანოთ გულთან ჩემი გასაჭირი. მესაჭიროება დახმარება მჭირდება საკვები და ტანსაცმელი.მამა 83 წლისაა. გიორგი გუჩაშვილს ინსულტი აქვს გადატანილი, 37 წლის ლარისა კი ბავშვობიდან შაქრიანი დიაბეტით იტანჯება. ბოლო წლებში დაავადება გართულდა ,კბილები დაკარგა, ვეღარ დადის. მთელი თანხა წამლებში იხარჯება. სახლში არანაირი პირობა არაა რომ ავდმყოფ მამას და დას მოვუარო " - ამბობს მთვარისა გუჩაშვილი. 09 01 200 127 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთე მთვარისა გუჩაშვილი თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14

---

 

 

ბეჭდვითი მედია

22.11.2019

მედისაშუალება:       მესინჯერი

ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს ერთიანი ტარიფები დაუნშნეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაეცნო ღია წერილს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე. სამინისტრო აფასებს დაინტერესებული მხარეების ინტერესს და მზაობას რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობის თაობაზე. სამინისტროსთვის განსაკუთრებით საინტერესოა პროფესიული საზოგადოების მიერ რეფორმასთან დაკავშირებული რისკების მათეული ხედვის გაზიარება. მიმდინარე რეფორმის დაგეგმვამდე სამინისტრომ ჩაატარა მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებლის საფუძვლიანი ანალიზი. ღია წერილში აღწერილი რისკების დიდი ნაწილი საფუძველს მოკლებულია ან ვერ აჭარბებს იმ სარგებელს, რაც რეფორმის შედეგად მოსალოდნელია მოქალაქის ინტერესების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სოციალური კეთილდღეობისა და ავადმყოფობასთან დაკავშირებული კატასტროფული დანახარჯებისგან დაცვის კუთხით. სამინისტროს პოზიცია წერილში აღწერილ კონკრეტულ საკითხებზე იხილეთ ქვემოთ. (ა) სამინისტროსთან კომუნიკაციის სირთულეები და რეფორმასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის შეზღუდული შესაძლებლობები: უწყებაში უკვე რამდენიმე თვეა მინისტრის ინიციატივით შექმნილია საკომუნიკაციო პლატფორმა, რომლის ფარგლებში სამინისტროს მაღალი თანამდებობების პირები ღია ფორმატში აწარმოებენ შეხვედრებს ყველა დაინტერესებულ პირთან. აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში 4 თვის მანძილზე- 2019 წლის ივლისიდან ნოემბრამდე, 32 შეხვედრა გაიმართა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან. მათ შორის 6 შეხვედრა ჩატარდა ჰოსპიტალურ სექტორთან უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, კიდევ უფრო მეტი შეხვედრა გაიმართა მინისტრის მოადგილეების მიერ. აღნიშნულ ფორმატში ჰოსპიტალების ხელმძღვანელებს და სხვა წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა ღიად ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. უნდა აღინიშნოს, რომ არაერთხელ გამოითქვა მინისტრთან და მოადგილეებთან, კონკრეტული პირების მიერ ინდივიდუალური შეხვედრების გამართვის სურვილი, რაზეც მათ უარი ეთქვათ, რამდენადაც ეს ფორმატი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამინისტროში დადგენილ კომუნიკაციის პრინციპს. მსგავსი პერსონალური შეხვედრები გათვლილია პირად ინტერესებზე და არა სამედიცინო სექტორის საერთო საჭიროებებზე. სამინისტრო მუდმივად აცხადებს მზაობას სხვა ნებისმიერი ფორმატით აწარმოოს კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. აქვე მოგახსენებთ, რომ დარგობრივ ასოციაციებთან მომსახურების ტარიფების დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციები არ განხორციელებულა, რამდენადაც მათ კომპტენციას წარმოადგენს უშუალოდ მკურნალობის პროცესთან დაკავშირებულ სამედიცინო საკითხებზე მუშაობა და არა ფინანსური გათვლების განხორციელება. (ბ) სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ოდენობა და მისი შესაბამისობა სერვისების მოცულობასა და ხარისხთან სამინისტროს მიერ დაგეგმილი ყოველი რეფორმა ეყრდნობა სიტუაციურ ანალიზს. ახალი განფასების შექმნის პროცესში, სამინისტრომ აწარმოა აქტიური კომუნიკაცია უშუალოდ დაწესებულებების ფინანსურ დირექტორებთან, გამოითხოვა მათგან სრული მონაცემები ყველა სახის ხარჯის შესახებ, რათა სწორედ მათი ანალიზის საფუძველზე შედგენილიყო ახალი განფასებით გათვალისწინებული ტარიფები. აღნიშნულ პროცესში ჩაერთო 150-ზე მეტი სტაციონარული დაწესებულების ფინანსური დირექტორი, რომლებმაც ივლისი-აგვისტოს პერიოდში პორტალზე, არსებული წესების შესაბამისად, წარმოადგინეს ხარჯების დეტალური აღწერილობა. პორტალზე ატვირთულ დოკუმენტებს აქვს ოფიციალური სტატუსი და წარმოადგენს მნიშვნელოვან იურიდიულ საფუძველს სახელწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების მართებულობის თვალსაზრისით. ერთიანი უნივერსალური ტარიფების ამოქმედებით, პროგრამაში მონაწილე ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის სამინისტრო აღმოფხვრის მომსახურების ღირებულებაში გაუმართლებელ განსხვავებას. გარდა „ისტორიული მინიმუმის“ ფაქტორისა (უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების ადრეულ ეტაპზე პროგრამაში ჩართული მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი ფასების შენარჩუნება უცვლელად, მაშინ როდესაც პროგრამაში ახლად შემოსულ მიმწოდებლებს ჰქონდათ უფრო მაღალი ფასის წარმოდგენის შესაძლებლობა), საყურადღებოა ფასწარმოქმნის პრინციპის არაერთგვაროვნება (მ.შ. არაპირდაპირი ხარჯისა და მოგების წილი).

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6480122&name=22.11.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

22.11.2019

მედისაშუალება:  ახალი თაობა

ნიკა აგლაძის დასახმარებლად მოაზროვნეები ერთიანდებიან

ინტელექტ-კლუბის "რა? სად? როდის?" ერთ-ერთ უძლიერეს და გამორჩეულ მოაზროვნეს, ნიკა აგლაძეს, რომელიც ებრძვის თავის ტვინის კავერნომას, საზოგადოების დახამრება ესაჭიროება. თურქეთში განხორციელებულ,ა ოპერაციამ გამა-დანის მეშვეობით სასურველი შედეგი არ მოიტანა. საჭიროა ძვირადღირეული ოპერაცია გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში. გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს, შაბათს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდება ნიკა აგლაძის მხარდამჭერი ტურნირი, რომლის მთელი შემოსავალიც მოხმარდება ნიკას მკურნალობას. ტურნირში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა უნდა შეიტანონ 5- ან მეტი ლარი ნიკა აგლძის ანგარიშებზე თიბისისა და საქართველოს ბანკებში, თუმცა ასევე გუნდებს შეუძიათ ქეში თანხა შეიტანონ სამდივნოში ტურნირის დაწყების წინ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6480064&name=22.11.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

22.11.2019

მედისაშუალება:       საქართველოს რესპუბლიკა

სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდა

რეგულაცია შეეხება კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას. ახალი წესები იმ კლინიკებზე ვრცელდება, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული. დღეიდან ჯანდაცვის სერვისების მიწოდება კლინიკებს სწორედ იმ ტარიფებით მოუწევთ, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა. კერძო სამედიცინო კლინიკებისა და დეპუტატების ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის ეს ნაწილი არ გადავადდა. საკითხზე გუშინ პარლამენტში კლინიკების წარმომადგენლები, ჯანდაცვის კომიტეტის წევრები და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6480002&name=22.11.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

22.11.2019

მედისაშუალება:       მესინჯერი

ცხინვალის ცნობით, გაფრინდაშვილმა მათ უთხრა, რომ NATO-ში გაწევრიანების მომხრეა

ცხინვალი დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის ახალ დეტალებს აქვეყნებს. “გაფრინდაშვილმა დაკითხვის დროს განმარტა, რომ საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა, რადგან “სოფელ მონასტერში ეკლესიაში მიდიოდა”, თუმცა ამავე დროს მკაფიოდ ვერ შეძლო საკუთარი რელიგიური შეხედულებების ჩამოყალიბება. ასევე, ვაჟა გაფრინდაშვილმა უარი განაცხადა, ეპასუხა კითხვებზე, რომელ პარტიას ეკუთვნის და განაცხადა, რომ არის მომხრე საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანებისა. საზღვრის გადაკვეთას კი არ აღიარებს, რადგან სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს საქართველოდ და რუსეთის მიერ ოკუპირებულად , რუსეთს კი – საქართველოს მთავარ მტრად”, – წერს ოსური მედია ადგილობრივ უშიშროების სამსახურის ცნობაზე დაყრნობით. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. გაფრინდაშვილს ადგილზე სახაზინო ადვოკატიც დაუნიშნეს. “გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6479995&name=22.11.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

22.11.2019

მედისაშუალება:   რეზონანსი

ახალი ცნობები გატაცებულ ქართველ ექიმზე - რას ამბობენ სამხრეთ ოსეთის "კგბ"-ში

(რეზონანსი) ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის "კგბ" ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის „პროვოკაცია" საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ქართული ოპოზიცია და ოფიციალური თბილისიც ცდილობს პოლიტიკური ქულების დაგროვებას ვაჟა გაფრინდაშვილზე. „რესპუბლიკაზე ზეწოლა შიდა რეიტინგის გაუმჯობესების მიზნით, უპერსპექტივოა", - აცხადებენ დე-ფაქტო ცხინვალის "კგბ"-ში. პროპაგანდისტული სააგენტო „რესი" წერს, რომ დე-ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტს აქვს სატელეფონო საუბრის მონაცემები, რომლითაც მათი თქმით დასტურდება ის, რომ გაფრინდაშვილის მიერ ე.წ. საზღვრის გადაკვეთა კარგად დაგეგმილი იყო. „გაფრინდაშვილმა დაკითხვის დროს განმარტა, რომ საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა, რადგან „სოფელ მონასტერში ეკლესიაში მიდიოდა", თუმცა ამავე დროს მკაფიოდ ვერ შეძლო საკუთარი რელიგიური შეხედულებების ჩამოყალიბება. ასევე, ვაჟა გაფრინდაშვილმა უარი განაცხადა, ეპასუხა კითხვებზე რომელ პარტიას ეკუთვნის და განაცხადა, რომ არის მომხრე საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანებისა. საზღვრის გადაკვეთას კი არ აღიარებს, რადგან სამხრეთ ოსეთს საქართველოდ და რუსეთის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს, რუსეთს კი - საქართველოს მთავარ მტრად", - წერს ოსური მედია. შეგახსენებთ, რომ ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც, დე-ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მას არანაირი „საზღვარი" არ გადაულახავს, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6479982&name=22.11.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

--- ​