From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-22.10.2019
Received On : 22.10.2019 08:25
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 22.10.2019

 

ტელევიზია

22.10.2019

არხი:   იმედი

გადაცემა: ქრონიკა 09:00

ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში განახლებადი ენერგიის პროექტი გაიხსნა. დამონტაჟდა მზის პანელები, რომლებიც წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებების საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და წყლის მიწოდების სისტემებს მოემსახურება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6412701

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6412980

---

 

22.10.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

ბესო შენგელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ჯანდაცვის სამინისტროსთან მისი დაკავების საქმეზე დაიკითხება. ბესო შენგელიას თქმით, საპატრული პოლიციამ იგი უკანონოდ დააკავა, რის გამოც მორალური ზიანის ანაზღაურებასა და პროკურატურისგან სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6412642

---

 

22.10.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 09:00

შრომის კოდექსში ცვლილებების განხილვა გრძელდება. რეფორმის ინიციატორები კანონპროექტს დღეს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს გააცნობენ. მთავარი თემა, რომელსაც მხარეები განიხილავენ, სამუშაო და დასვენების დროის რეგულირების საკითხია. შეხვედრების მიზანია მხარეებმა სამუშაო გარემოში ცვლილებებთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და პოზიციების დაახლოება შეძლონ. ცვლილებების შედეგად შრომის კოდექსში გათვალისწინებული იქნება აღსრულების ეფექტური მექანიზმები და შრომის ინსპექციის სამართლებრივი ინსტიტუტის შექმნა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6412777

---

 

21.10.2019

არხი:   მთავარი არხი

გადაცემა: მთავარი ამბები 18:00

ვეჯინის ამბულატორიის ექიმი და ნაციონალური მოძრაობის წევრი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ამის შესახებ განცხადება პარტიის გურჯაანის ოფისში გაკეთდა სადაც ბეციაშვილის და სოციალური მომსახურების რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ჯემალ ბაღათრიშვილის აუდიო ჩანაწერი გასაჯაროვდა. საუბარი კაბინეტშია ჩაწერილი სადაც ბაღათრიშვილი ექიმს პარტიულ კუთვნილებას ახსენებს. გიორგი ბოტკოველის თქმით ისინი საჩივრით პროკურატურას მიმართავენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6412285

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6412009

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6411867

---

 

21.10.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობის შესახებ კონფერენცია გაიმართა. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უმაღლესი განათლების სფეროში ოც წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში განხორციელებული ერთობლივი პროექტების საშუალებით მოხდა აკადემიური პროგრამების მომზადება და სამეცნიერო საქმიანობის გაზრდა, ასევე, ქართველ სტუდენტებს მიეცათ ნორვეგიაში სწავლისა და პრაქტიკის შესაძლებლობა. შეხვედრას ქართული და ნორვეგიული სამედიცინო, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6411993

---

 

21.10.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: ახალი დღე

დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი თეთრიწყაროში. თემაზე გადაცემის სტუმარია ნელი რევაზიშვილი და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი მარიამ ბეზარაშვილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6410807

---

 

21.10.2019

არხი:  მთავარი არხი

გადაცემა: მთავარი ამბები 21:00

ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეოაბშია 12 წლის მოზარდი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა. იაშვილის კლინიკაში ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან . უბედური შემთხვევა თბილისში, მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორაზე მოხდა. გავრცელებული ინფრომაციით, ბავშვი, რომელიც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, ბავშვს ყრსასმენები ეკეთა და ლიანდაგთან ახლოს მიდიოდა, რის გამოც მატარებლის ხმა ვერ გაიგო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6412485

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6412437

---

 

 

ინტერნეტი

22.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/569221-devnilta-dasaxlebebshi-ganaxlebadi-energiis-proekti-gaixsna

დევნილთა დასახლებებში განახლებადი ენერგიის პროექტი გაიხსნა

ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში, ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით, განახლებადი ენერგიის პროექტი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა მზის პანელები, რომლებიც წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებების საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და წყლის მიწოდების სისტემებს მოემსახურება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის შედეგად, ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხა დაიზოგება, რომელიც დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება. ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში შესრულებული სამუშაოები ლიეტუვის ენერგეტიკის ვიცე მინისტრმა ლინა საბაიტინემ, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ დაათვალიერეს.

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=91714

პია.ჯი- http://pia.ge/post/288191-devnilta-dasaxlebebsi-ganaxlebadi-energiis-proeqti-gaixsna

---

 

22.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/569189-zugdidshi-skrining-centri-ixsneba

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი იხსნება

ზუგდიდში დღეს სკრინინგ ცენტრი იხსნება. ცენტრი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის და განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით აშენდა და აღიჭურვა. ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს ჩეხეთის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რედეკ პოლიცარი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საერთო პროექტებზე, ჯანდაცვის საკითხებში არსებულ გამოწვევებსა და რეფორმებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების, პირველადი ჯანდაცვის, პალიატიური მკურნალობის საკითხებს. ჩეხეთის დელეგაციამ ქართულ მხარეს წამლის ფასის რეგულირებასა და ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. თამარ გაბუნიამ ჩეხეთის დელეგაციას წარმატებული პროგრამების - ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და C ჰეპატიტის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმასაც, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკა უკვე სამი წელია ახორციელებს და დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციასა და სათემო ცენტრების შექმნას ისახავს მიზნად. ჩეხეთის დელეგაცია ხვალ ზუგდიდში ჩავა, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს ოფიციალურად გახსნიან.

---

 

22.10.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1571688072-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90

„საშიში“ ფაფა მწერებით... რამდენიმე კოვზის შემდეგ ბავშვს დისბაქტერიოზი აღმოაჩნდა - 8 თვის ჩვილის დედა

„ჩვილისთვის სხვადასხვა საკვები აფთიაქში ვიყიდე. იმავე ღამეს, ბავშვს ფაფა მოვუმზადე და რამდენიმე კოვზის დაგემოვნების შემდეგ მწერი ვიპოვე. რა თქმა უნდა, ძალიან შემეშინდა და ძალიან გავბრაზდი, რადგან მომხმარებელი მსგავსი უსიამოვნებებისგან დაცული უნდა იყოს. ბავშვი ორი დღე ცუდად გრძნობდა თავს, სულ ტიროდა. პატარას ლაბორატორიულ ანალიზს ვუკეთებთ“, –  8 თვის ჩვილის დედა, თათია წერეთელი. „პრაიმტაიმმა“ ბავშვთა კვების დაბინძურების შესახებ სტატია თითქმის ერთი თვის წინ, სათაურით „დედამ ჩვილის საკვებში გაურკვეველი მწერი აღმოაჩინა“ გამოაქვეყნა. ჩვენ თათია წერეთელი დაგვიკავშირდა და მისი შვილის გამოკვლევის შედეგად დადგენილი კუჭ-ნაწლავის დაავადების დადასტურების შესახებ გვიამბო.  „მას შემდეგ რაც, ჩემი შვილის საკვებ მზა ფაფაში მწერი ვიპოვე, ბავშვი ავად გამიხდა. მართალია, სულ რამდენიმე კოვზი ჰქონდა მირთმეული, როცა საკვებში რაღაც საშინელი მრავალსაცეცა მწერი აღმოვაჩინე, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დისბაქტერიოზი დამართნოდა. კომპანია ამ ამბის გახმაურების შემდეგ არ დამკავშირებია, აღარ დაინტერესებულან ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. სამაგიეროდ, დიდი დრო დაგვითმო სურსათის უვნებლობის სამსახურმა. ეს უწყება გულისხმიერად ამოგვიდგა მხარში, მათ კანონი რის გაკეთების საშუალებასაც აძლევს, ყველაფერი გააკეთეს. ჩემთვის მთავარია, რომ ამ კონკრეტული ფაფის სერია გაყიდვიდან ამოღებულია. მითხრეს, რომ პროდუქცია სრულად გაიწერა. ამით, ერთი მხრივ, ჩემი სიმართლეც დამტკიცდა და მეორე მხრივ, სხვა ჩვილები ინფიცირებას გადარჩნენ“ - ამბობს თათია წერეთელი. იმის გამო, რომ 8 თვის ბავშვის ლაბორატორიული კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი მოზარდის შესახებ პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, „პრაიმტაიმი“ მისი გამოქვეყნებისგან თავს იკავებს.

---

 

21.10.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/288036-cexetis-delegaciis-viziti-saministrosi

ჯანდაცვის სამინისტროს ჩეხეთის დელეგაცია ეწვევა

ხვალ, ზუგდიდის სკრინინგცენტრი იხსნება. ცენტრი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის და განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით აშენდა და აღიჭურვა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს ჩეხეთის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რედეკ პოლიცარი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საერთო პროექტებზე, ჯანდაცვის საკითხებში არსებულ გამოწვევებსა და რეფორმებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების, პირველადი ჯანდაცვის, პალიატიური მკურნალობის საკითხებს. ჩეხეთის დელეგაციამ ქართულ მხარეს წამლის ფასის რეგულირებასა და ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. თამარ გაბუნიამ ჩეხეთის დელეგაციას წარმატებული პროგრამების - ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და C ჰეპატიტის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმასაც, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკა უკვე სამი წელია ახორციელებს და დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციასა და სათემო ცენტრების შექმნას ისახავს მიზნად. ჩეხეთის დელეგაცია ხვალ ზუგდიდში ჩავა, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს ოფიციალურად გახსნიან.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/569069-zugdidis-skrining-centris-gaxsnastan-dakavshirebit-sakartvelos-chexetis-delegacia-ecvia

ექსპრესნიუს.ჯი-https://expressnews.com.ge/?id=91665

---

 

21.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/569056-sakartveloshi-gripis-sacinaagmdego-vakcinacia-noembris-pirveli-ricxvebidan-daicqeba

საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება

საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, წელს, წინა წელთან შედარებით, სახელმწიფომ ვაქცინის ორნახევარჯერ მეტი დოზა შეიძინა და 2019 წელს 100 000 ადამიანის აცრაა დაგეგმილი. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, შეძენილი ვაქცინები წინასწარ არის განაწილებული რისკჯგუფებზე. „წელს მთელ მსოფლიოში ერთი თვით გადაიწია ვაქცინათა მოწოდებამ, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ერთი თვით გვიან გააკეთა პროგნოზი, თუ რა შტამები ცირკულირებენ ზამთარში. ამიტომ მწარმოებლებმა დაახლოებით ერთი თვით დააგვიანეს ოთხკომპონენტიანი ვაქცინის წარმოება. კონტრაქტის მიხედვით, 25 ოქტომბერს უნდა მოეწოდებინათ, მაგრამ ბოლო ინფორმაცია, რაც გუშინწინ მივიღეთ არის ის, რომ 29 ოქტომბერს მოგვაწვდიან აღნიშნულ ვაქცინას. ჩვენთან ეს 100 000 დოზა წინასწარ არის განაწილებული რისკჯგუფრბზე, ეს გახლავთ: ორსულები, მოხუცთა სახლები, ბავშვთა სახლები, სამედიცინო პერსონალი და ჯარი. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ ნოემბრის პირველი რიცხვებიდანვე მოხდეს რისკჯგუფების ვაქცინაცია, შემდეგ ვნახავთ, როგორი იქნება მოთხოვნილება და როგორც შარშან, ალბათ გვექნება ე.წ.თავისუფალი დღეები, როდესაც უკვე არამარტო რისკ ჯგუფებს, არამედ მოსახლეობის ფართო ფენებსაც მოვუწოდებთ, რომ აიცრან. რა თქმა უნდა, აღნიშნული ვაქცინაცია იქნება უფასო”,- განაცხადა გამყრელიძემ.

მედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/119330/pranguli-vaqtsinit-gripis-satsinaagmdego-atsra-1-tvis-dagvianebit-daitskeba?fbclid=IwAR0MuQw7TGbko0sr0H0SiJ6girbxsi432ZqzWZK3_rb9Fwv7dj5hrpE1Z8s

---

 

21.10.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/shimshilobis-msoflio-indeqsi-2019-shi-saqartvelos-monacemi-gauaresebulia-mmartvel-gundshi-miichneven-rom-angarishi-qveyanashi-arsebul-surats-realurad-ar-asaxavs

„შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019“-ში საქართველოს მონაცემი გაუარესებულია - მმართველ გუნდში ანგარიშს სკეპტიკურად უყურებენ

„შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019-ის“ თანახმად, საქართველო 117 ქვეყანას შორის, 39-ე ადგილზეა. ეს არის მე-14 ყოველწლიური ანგარიში, რომელსაც ერთობლივად ამზადებენ ორგანიზაციები Concern Worldwide და Welthungerhilfe. „ანგარიშს სანდოობის ხარისხი არ აქვს, ეს არ არის ორიგინალურ კვლევაზე დაფუძნებული ინდექსი, ეს არის გარკვული ინდიკატორების კომბინაციის შედეგად მიღებული ინდექსი“,- ასე აფასებს „შიმშილობის მსოფლიო ინდექს 2019“-ს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ანგარიში ქვეყანაში არსებულ სურათს რეალურად არ ასახავს. „ტენდენციები შეიძლება საინტერესო იყოს, თუმცა, საჭიროა დეტალური ანალიზი თუ რაზეა საუბარი კვლევაში. ანგარიში ცალკეული ინდიკატორების კუთხით უფრო საინტერესოა, ვიდრე როგორც ინდექსი, რადგან არ არის დაყრდნობილი ერთიან მეთოდოლოგიაზე, რომელიც ტარდება ყველა ქვეყანაში ერთდროულად. სწორედ ამიტომ ანგარიში არ გვაძლევს იმის საშუალებას დავადგინოთ არის თუ არა რეალობასთან ახლოს“,- განმარტავს აკაკი ზოიძე. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2019 წელს 2018 წელთან შედარებით საქართველოს მონაცემი გაუარესებულია. „შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2018“-ში საქართველოს 30-ე ადგილი ეჭირა. მმართველი გუნდის წევრისთვის გაუგებარია რამ გამოიწვია ქვეყნის ინდექსის გაუარესება. „კომერსანტთან“ საუბარში აკაკი ზოიძე საერთაშორისო ორგანიზაციების Concern Worldwide და Welthungerhilfe დაბალ რეპუტაციაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მათ ანგარიშს საერთაშორისო დონეზე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. „ალბათ 2017 წლის UNICEF-ის მონაცემი გაითვალისწინეს, რომელიც იყო ბავშვთა სიღარიბესთან მიმართებაში. ვერ გეტყვით რატომ შეიცვალა სურათი, ეს გასაანალიზებელია, მაგრამ თვითონ ინდექსი არ არის სარწმუნო და არ გაძლევს რეალურ წარმოდგენას არც ტენდენციებზე და არც ქვეყნებს შორის შედარებაზე. ზოგადად, 30-ე ადგილზე იქნები,39- ზე თუ 50 -ზე დიდად არ განსხვავდება, რადგან სხვადასხვა კვლევების მონაცემები აქვთ გამოყენებული. როგორც წესი,ორგანიზაცია იყენებს უახლეს მონაცემებს, რომელიც შეიძლება იყოს 2010 წლის, ეს არ ნიშნავს რომ 2010 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები აკურატულად ასახავს 2019 წლის მონაცემებს. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ ექვსი ინდიკატორისთვის, რომელზეც დაფუძნებულია ანგარიში, ზოგიერთი ქვეყნისთვის გამოყენებულია 2005 წლის მონაცემი, ხოლო ზოგიერთისთვის 2013 წლის მონაცემი. ამიტომ არ აქვს ერთმანეთთან შედარებას აზრი, ამიტომ არ იყენებს არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამ კონკრეტულ ინდექსს იმისათვის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ. ანგარიშის სანდოობასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს ეკონომიკის ექსპერტს ზვიად ხორგუაშვილს. მისი თქმით, ანგარიშში ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მგდომარეობაა ასახული. ხორგუაშვილის განმარტებით საქართველოში სერიოზული პრობლემებია სიღარიბის მხრივ, მათ შორის, აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის მხრივ. “კვლევა რა თქმა უნდა სანდოა, მაგრამ მეთოდოლოგიაში არის ერთი ნაწილი რომელიც რაღაც მონაცემებს არაზუსტად გვიჩვენებს. კერძოდ,ინდექსში შესულია გლობალური დათბობის შესახებ კონკრეტული ცვლადები, ასევე შესულია ცვლადები გამონაბოლქვზე და ა.შ. მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველო ამ ანგარიშში ხვდება. ეს პირდაპირ აღნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ცუდი მდგომარეობაა შექმნილი. განვითარებული ქვეყნები ამ ინდექსში საერთოდ არ შეჰყავთ იქიდან გამომდინარე, რომ მათ ეს პრობლემა არ აქვთ“, აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი. ეკონომიკის ექპერტის განმარტებით საქართველოში შექმნილ რთულ მდგომარეობას საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების გარდა სახელმწიფო ინსტიტუტების კვლევებიც ადასტურებენ. „საქსტატის მონაცემები, სებ–ის მონაცემები, ფინანსთა სამინისტროს მონაცემები ადასტურებს იმას, რომ საქართველოში სერიოზული პრობლემებია შიმშილობის და გაჭირვების კუთხით. რეალობას ასევე კარგად ასახავდა UNICEF–ის კვლევა, რომელიც გაუგებარია წელს რატომ არ ქვეყნდება. ეს კითხვებს აჩენს.წინა მონაცემებით გაირკვა, რომ 100-დან 6 ბავშვი შიმშილობს, ამ კვლევის გამო ქვეყანაში პრემიერი მოხსნეს და მთავრობა შეიცვალა. შეიძლება Concern Worldwide და Welthungerhilfe არ ენდობოდნენ მაგრამ თავიანთ სტატისტიკას ხომ ენდობიან. მაგალითად, ინფლაცია რომ მიზნობრივზე ორჯერ მეტია. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ამ კვლევას არ ენდობიან, არასწორია. მთავრობის პოზიცია ყოველთვის არის ის, რომ რაც არ მოსწონთ იმას უნდობლობას უცხადებენ. ამის კარგი მაგალითია საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაცია NDI. მმართველი გუნდის წევრებს NDI რიცხვების მოშველიება რაღაც ნაწილში აწყობთ, რაღაც ნაწილში არ აწყობთ ხოლმე, ეს ორმაგი სტანდარტის კარგი მაგალითია“, - განმარტავს ზვიად ხორგუაშვილი. ექსპერტი კომერსანტთან საუბარში ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის, საქართველოში შიმშილობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. „არ გამოვრიცხავ იმას, რომ კვლევა სრულად ასახავდეს რეალობას იქედან გამომდინარე, რომ ბოლო წლებია სომხეთს ჩვენზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს მაშინ როცა ჩვენ რამდენიმე წლის წინ თითქოს გავუსწარით მათ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით, მაგრამ ახლა არ არის გამორიცხული რომ სიღარიბის პრობლემა ჩვენ უფრო გვქონდეს. იგივე ეხება თურქეთსაც. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქედან გამომდინარე აზერბაიჯანი სულ ჩვენზე მდიდარი იყო, ჩვენ რაც არ უნდა მაღალი ზრდის ტემპი გვქონდეს, რაღაც დროის განმავლობაში იქ უფრო უკეთესი მდგომარეობა იქნება. საინტერესოა სომხეთის მაგალითი, რადგან ჩვენზე ღარიბები იყვნენ (ვგულისხმობ მშპ-ს ერთ სულზე) ამის მიუხედავად ჩვენზე მკვეთრი ზრდის ტემპი ჰქონდათ. სიღარიბეზე სერიოზულ გავლენას ახდენს ფასები, ამიტომ მთავარი მტერი არის ინფლაცია. ამ ქვეყნებში ინფლაციის ტემპი ისეთ პროდუქტებზე როგორიც არის მასობრივად მოხმარებადი უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოში“, - ამბობს ექსპერტი. „შიმშილობის მსოფლიო ინდექსის“ მიზანია, ფართო მასშტაბით გამოიკვლიოს შიმშილობის პრობლემები გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე. ინდექსის მიზანია, გაზარდოს შიმშილობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი ყურადღება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც შიმშილობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. „შიმშილობის მსოფლიო ინდექსის“ წლევანდელი ანგარიშის თანახმად, კლიმატური ცვლილებები სახიფათო მასშტაბებს აღწევს და ძირს უთხრის მსოფლიოს ყველაზე პრობლემური რეგიონების უზრუნველყოფას სურსათით. ინდექსში მოცემულია ინფორმაცია 117 ქვეყნის შესახებ. „შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019“-ის თანახმად, 2000 წლის შემდეგ ამ ქვეყნებში შიმშილობის მაჩვენებლები და ტენდენციები პროგრესისკენ მიუთითებს. მაგრამ, ანგარიშის ავტორების თქმით, მსოფლიოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი შიმშილის ნულოვანი დონის მისაღწევად 2030 წლისთვის, როგორც ამაზე მსოფლიო ლიდერები არიან შეთანხმებული.ინდექსის თანახმად, 47 ქვეყანაში შიმშილობის დონე „სერიოზული“ ან „საგანგაშოა“. ერთ ქვეყანაში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში - ვითარება „უკიდურესად საგანგაშოაა“.

---

 

21.10.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1571638871-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98

„რას ჰგავს!“ - ეს სიტყვები მანადგურებს..“. - დავეხმაროთ ნინოს ოცნების ასრულებაში

ამბავი, რომელსაც ნინო საღირაშვილი ყვება, უცხო არ არის. 3 წლის იყო, როცა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. მერე იყო ბევრი ოპერაცია, პლასტიკური ქირურგიაც ჩაუტარდა, მაგრამ თვალისთვის შესამჩნევი ნაიარევები ისევ აქვს. ბევრს შრომობს, მაგრამ მორიგი ოპერაციისთვის ფულს ვერაფრით მოუყარა თავი. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ „გზაში“ გამოქვეყნდა: „სამი წლის ვიყავი. სახლში მე და ჩემი და ვიყავით, დედა სამსახურში იყო, მამა - ეზოში. როდესაც გავიღვიძე, იქვე ასანთი დავინახე, ავიღე და თამაში დავიწყე. თამაშისას ცეცხლი ჩემს ჩითის კაბას მოედო. ავტირდი. ტირილის ხმაზე ჩემს დას გაეღვიძა და საშველად მამას დაუძახა, მაგრამ... ძალიან სწრაფად ცეცხლი მომედო მთელ ტანზე და მესამე ხარისხის დამწვრობა მივიღე. დამეწვა ყელი, კისერი, ხელი მთლიანად, იღლიები, ფეხები მუცელი...“ „13 წლისამ ყელზე გავიკეთე პლასტიკური ოპერაცია და მომეცა საშუალება, თავი მაღლა ამეწია - ეს ყველაზე ბედნიერი წუთები იყო ჩემთვის... მაგრამ ოპერაციის შემდეგ დამრჩა კიდევ ერთი იოლად შესამჩნევი დამწვრობის კვალი, რის გამოც ყურადღებას ვიქცევ. რას ჰგავს! - ეს სიტყვები მანადგურებს... თუმცა იძულებული ვარ, ამ ტკივილით ვიცხოვრო...“ „უკანასკნელ შემთხვევას მოგიყვებით, რომელმაც სისხლი გამიყინა ძარღვებში: ერთ-ერთ მაღაზიაში სალაროსთან ვმუშაობდი, როდესაც რიგითმა მომხმარებელმა სრულიად მოულოდნელად მითხრა: რას ჰგავხარ, არ მესმის შენნაირს სალაროსთან როგორ გამუშავებენო, მერე დააზუსტა, რომ ჩემნაირი ადამიანი საერთოდ არ უნდა მუშაობდეს - ეს იყო ჩემთვის უდიდესი ტკივილი. ახლაც მიჭირს ამ თემაზე საუბარი. ჩემს გარეგნობაზე ისე ამახვილებენ ადამიანები ყურადღებას, თითქოს ამით მათ ვუშავებდი რამეს... „მე მაქვს პატარა შანსი... შანსი, რომელიც კიდევ ერთ ოპერაციასთანაა დაკავშირებული, მაგრამ საამისოდ თანხის მოგროვება ვერ მოვახერხე, ეს საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული... დაფინანსება ვეღარ მოვიპოვეთ, აღარავინ მომისმინა...“ იმისთვის, რომ ნინომ კიდევ შეძლოს ოპერაციის გაკეთება, მას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. თუ დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ნინო საღირაშვილის სახელზე, საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშზე: GE75BG0000000222752200 მიმღები: ნინო საღირაშვილი წინასწარ გიხდით მადლობას!

---

 

21.10.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/509454

“ერთი დღე რომ დამაბრუნა იმ სავსე ცხოვრებაში” – ბედის ანაბარა დარჩენილი 75 წლის ყოფილი ფეხბურთელის ისტორია

საბჭოთა საქართველოს ყოფილი ფეხბურთელი, 75 წლის გიული კეკელია, მარტვილში უმძიმეს პირობებში, დედის სახლში წლებია მარტო ცხოვრობს. იმდროინდელი ახაგაზრდული ნაკრების დამსახურებულ ფეხბურთელს ერთი შვილი ჰყავს, თუმცა ის მას შემდეგ არ უნახავს, რაც გადატანილი ინსულტის გამო საავადმყოფოში მოხვდა. როგორც თავად „რეგიონულ კვირას“ უამბობს, ერთი წლის წინ ინსულტი გადაიტანა, მას შემდეგ ლოგინად არის ჩავარდნილი. დამოუკიდებლად გადაადგილება, თითქმის, არ შეუძლია. ავადმყოფი პენსიონერის შემოსავალი 200-ლარიან პენსიასთან ერთად, სოციალური დახმარება – 50 ლარია. როგორც თავად ამბობს, აღნიშნული თანხა, ძირითადად, წამლებშიც არ ყოფნის. საუკუნოვანი სახლი, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს სახურავის და ფანჯრების გარეშეა დარჩენილი, კედლებიც ნაწილობრივ ჩამონგრეულია. სპეციალისტების განმარტებით, ისტორიული სახლი, რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. სამეგრელო ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორი, დავით ფარცვანია, გიული კეკელიას საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო და ყოფილ ფეხბურთელს დაჰპირდა, რომ ამ ზამთარს თბილ სახლში გაატარებს. „რეგიონული კვირა“ ყოფილი წარმატებული ფეხბურთელის უმძიმეს ისტორიას, მარტვილიდან გიამბობთ.

---

 

21.10.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/509556?fbclid=IwAR1NzaLIp4BrcyipgDFEIdqqkPaVCTeSSC1hQ3gvN6ittinDOk_M64ocfD4

ანა აბაშიძე: სუიციდის პრევენციისთვის მთავარი ამოცანა ბავშვის ემოციური უსაფრთხოება უნდა იყოს

სუიციდის პრევენციისთვის მთავარი ამოცანა ბავშვის ემოციური უსაფრთხოება უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ უსუსტესი სახელმწიფო მექანიზმები გვაქვს,- ასე ეხმაურება საქართველოში თვითმკვლელობის გაზრდილ რიცხვს “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ანა აბაშიძე საგაზეთო ინტერვიუში. როგორც “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ანა აბაშიძე აცხადებს, სახელმწიფოს სუიციდის პრევენციის პროგრამა უნდა ჰქონდეს. “როდესაც სუიციდზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დავივიწყოთ წინა პერიოდიც. როდესაც ბავშვი იღებს მისი სიცოცხლისთვის მავნე გადაწყვეტილებას, ამას წინა პირობად ძალადობრივი ქმედებები ახლავს- ან უფროსი ძალადობს მასზე ან თანატოლები. ბავშვი ეძებს გამოსავალს და ვერ პოულობს. უყურადღებობა, როცა ის შველას ითხოვს, მისი ღირსების დამთრგუნველია, მისი პირადი “მეს” გამანადგურებელი. არის შემთხვევები, როცა ონლაინ სივრცით ძალადობენ მასზე. სუიციდის პრევენციისთვის ბავშვის ემოციური უსაფრთხოება მთავარი ამოცანა უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ უსუსტესი სახელმწიფო მექანიზმები გვაქვს. გვქონია შემთხვევები, როცა დახმარება უთხოვიათ, ბავშვმა თვითმკვლელობა სცადა და რა გავაკეთოო. ჩვენ ვაკავშირებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთაც დონორული მხარდაჭერით თერაპიული ჩარევების საშუალება აქვთ, მაგრამ მხოლოდ მესამე სექტორის იმედად ვერ იქნება სახელმწიფო. მას უნდა ჰქონდეს სუიციდის პრევენციის პროგრამა”,- განმარტა აბაშიძემ. ფსიქიატრიის ინსტიტუტის დირექტორი, გიორგი ჩენდლერი კი “კვირის პალიტრასთან” აღნიშნავს, რომ სუიციდის პრევენციისთვის პაციენტებთან ურთიერთობისთვის სწორად გაწერილი გეგმაა საჭირო. “პაციენტებთან ურთიერთობისთვის სწორად გაწერილი გეგმა გვჭირდება: 1. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ადამიანების სოციალური სტატუსის გასაუმჯობესებლად; 2. უნდა ჩამოყალიბდეს არაკომერციული ფსიქიატრიული დაწესებულებები”,- განაცხადა ჩენდლერიმ. ცნობისთვის, 2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, 2019 წლის 6 თვის განმავლობაში კი 219-მა კაცმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

---

 

21.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/569081-ekimis-inpormaciit-korpusis-apetkebisas-dashavebuli-mamakacis-mdgomareoba-stabilurad-mzimea-tumca-mas-sasicocxlo-punkciebi-shenarchunebuli-akvs

ექიმის ინფორმაციით, კორპუსის აფეთქებისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მას სასიცოცხლო ფუნქციები შენარჩუნებული აქვს

გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის რეანიმატოლოგმა, ქეთევან თარგამაძემ განუცხადა, 39 წლის სოსო ჯავახიშვილს, რომელსაც სხეულის 60 % აქვს დამწვარი, სასიცოცხლო ფუნქციები შენარჩუნებული აქვს. მისივე ინფორმაციით, დაშავებული მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. პირველადი ინფორმაციით, 19 ოქტომბერს გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. სულ დაშავდა 4 ადამიანი. 3 ადამიანის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

---

 

21.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/569128-12-clis-bavshvis-janmrtelobis-mdgomareoba-romelsac-tbilisshi-matarebeli-daejaxa-mzimea

12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში მატარებელი დაეჯახა, მძიმეა

12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა და ამჟამად ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. როგორც იაშვილის კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგმა, მარინა ფირცხალავამ განაცხადა, მოზარდს ამ ეტაპზე ჭრილობებს უმუშავებენ. მისივე განცხადებით, მოზარდს ექსკორიაციები ხელების და სახის არეში აღენიშნება. ექიმის თქმითვე, პაციენტი ჯერჯერობით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. "მისი მდგომარეობა მძიმეა, არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. კომა შეფასებულია 4-5 ქულით. გაკეთებული კომპიუტერული ტომოგრაფიით, ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. ახლა უტარდება ჭრილობების დამუშავება, მოგვიანებით გაკეთდება საკონტროლო კომპიტერული ტომოგრაფია, რომელიც გადაწყვიტავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. ოპერაციას ამ ეტაპზე არ საჭიროებს. დაზიანებებს რაც შეეხება, ექსკორიაციები აღენიშნება ხელებზე და სახის არეში, რომლებიც საჭიროებს ქირურგიულ დამუშავებას და იკერება", - განაცხადა ექიმმა. ექიმი არ გამორიცხავს, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს.

---

 

21.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/569168-gldanshi-ert-ert-kazinoshi-5-adamianis-mocamvla-savaraudod-gazsadenis-dazianebam-gamoicvia-gazmomarageba-shecqvetili-akvs-350-abonents

გლდანში, ერთ-ერთ კაზინოში 5 ადამიანის მოწამვლა, სავარაუდოდ, გაზსადენის დაზიანებამ გამოიწვია - გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვს 350 აბონენტს

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების თქმით, მოსახლეობას გაზმომარაგება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება: „გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებისას კომპანია NCC-მ საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა. შედეგად 350 აბონენტს ავარიულად შეუწყდა გაზმომარაგება. შემთხვევის ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტა გაზმომარაგების ონკანები. უსაფრთხოების მიზნით შემოწმდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები. შემოწმებისას დადგინდა, რომ, სავარაუდოდ, მილის დაზიანების გამო ვენტილაციის არხებით გაზი კაზინო „ბეთლაივში“ და აფთიაქ „ფარმადეპოში“ შევიდა. საპატრულო პოლიციამ ხალხის ევაკუაცია მოახდინა და შენობები გაანიავა. ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სარემონტო სამუშაოები მისი დასრულებისთანავე დაიწყება. კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტისთვის. გაზის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება“ , - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, გლდანში, ერთ-ერთ კაზინოში გაზის გაჟონვის შედეგად, 5 ადამიანი მოიწამლა. ხუთივე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება შსს-მ სსკ-ის 240 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

---

 

ბეჭდვითი მედია

22.10.2019

მედისაშუალება: რეზონანსი

როდიდან დაიწყება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. "უფასო ვაქცინაცია საქართველოში 29 ოქტომბრიდან შემოვა და ვაქცინაციის პროცესი რისკ-ჯგუფებისთვის ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყება. საქართველოს ვაქცინის მომწოდებელ კომპანიასთან კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვს, რომლის ფარგლებშიც 100 ათასზე მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზა შემოვა ქვეყანაში. იმის გამო, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მთელს მსოფლიოში გრიპის ვირუსის პროგნოზის გაკეთება ერთი თვით დააგვიანა, ამიტომ ვერ მოხერხდა მისი აქამდე შემოტანა", - აღნიშნა გამყრელიძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6412581&name=22.10.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

22.10.2019

მედისაშუალება: ქრონიკა+

ჯონდი ბაღათურია: "სააფთიაქო მაფია ქართველ ხალხს შეთქმულებას უწყობს"

"ქართული დასის" ლიდერი, ჯონდი ბაღათურია, მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ სააფთიაქო მაფია შეთქმულებას აწყობს. მისი აზრით, საჭიროა ხელისუფლების ჩარევა. მან პარლამენტის წევრებთან ერთად უკვე მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა. იმ დღეს, როდესაც პარლამენტში ამ საკითხის განხილვას დაიწყებენ, ბაღათურია პარლამენტის წინ ხალხის მიყვანასა და აქციის მოწყობას აპირებს. ამბობს, რომ ეს ერთგვარი ზემოქმედების მექანიზმი იქნება. მას იმ კანონმდებლობაზე უნდა ზემოქმედების მოხდენა, რომლებიც, მისი თქმით, სააფთიაქო მაფიასთან არიან შეკრულები. ჯონდი ბაღათურია: წლების განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა სააფთიაქო კლანი, რომელმაც, თავის მხრივ, შექმნა დანაშაულებრივი სქემა. ამ სქემის მეშვეობით ისინი პარაზიტებით სისხლს სწოვენ საქართველოს მოსახლეობას. სქემას, რომლითაც ფარმაცევტული კომპანიები მდიდრდებიან, სისხლის სამართლის კოდექსის ენაზე ჰქვია კარტელური შეთანხმება. -რაში გამოიხატება ეს კარტელური შეთანხმება? -პირდაპირ გეტყვით: ეს არის შეთქმულება საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის მდიდრების შეთქმულება ღარიბების წინააღმდეგ. ეს ოთხი ფარმაცევტული კომპანია ერთმანეთს ფასებით არ ებრძბის, უარს ამბობს კონკურენციაზე, ისინი ფასებზე შეთანხმებული არიან. სხვა ქვეყნებთან შედარებით, წამლები 1000 და ზოგჯერ 1300%-ით ძვირი ღირს. -რომელ ქვეყნებს გავასწარით ასე დაუნდობლად? -ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთსა და თურქეთზე ვსაუბრობთ. ჩვენ ამ ორ ქვეყანაში სამომხმარებლო ბაზარი შევისწავლეთ და საკონტროლო შესყიდვები განვახორციელეთ. 25-მილიგრამიანი კაპტოპრილი მოსკოვში ღირს 19 რუბლი, ანუ 77 თეთრი. თბილისში, საქართველოში წარმოებული იგივე წამალი ღირს 9 ლარი და 80 თეთრი. აქამდე 1.258% იყო განსხვავება, ახლა განსხვავება კიდევ უფრო გაიზარდა. ეს წამალი ჩვენთან 11 ლარი გახდა. შემდგომ საფეხურზე უკვე საბითუმო ვაჭრობა იწყება. საბითუმო ვაჭრობის ეტაპზე სახელმწიფო 100%-იან მოგებას აწესებს. ორჯერ ძვირად შეგიძლია გაყიდო. 10-ჯერ და 15-ჯერ ძვირად გაყიდვის უფლებას არავინ მოგცემს. ჩვენც მსგავსი რეგულაციების დაწესებას ვითხოვთო. ჩვენი მოთხოვნები კარგად არის ასახული იმ პროექტებში, რომელიც პარლამენტში შევიტანთ. -როდის შეიტანეთ ეს პროექტი პარლამენტში? -ამ ინიციატივით წინა მოწვევის პარლამენტს მივმართეთ. მაშინ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იყო. ის დიალოგზე წამოვიდა. დავით სერგეენკომ შემოგვთავაზა, რომ შეიძება სხვა სახის რეგულაციებიც დაწესდებაო. საუბარია არაპირდაპირ, ირიბ რეგულაციებზე. ამ პრაქტიკას თურქეთი იყენებს. -ისე, კახა ოქრიაშვილს ისიც უკვირს, რატომ მიიჩნევს ხალხი, რომ 10-ლარიანი წამალი ძვირია. -მისთვის და სააფთიაქო კლანის წარმომადგენლებისთვის არც 100-ლარიანი წამალი არის ძვირი და არც - 1000-ლარიანი. ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, - თუ ეს რეგულაციები დაწესდება, ჩვენ ხომ შეიძება წამლებზე დეფიციტი შევქმნათო?! -შანტაჟზე გადავიდნენ? -შანტაჟია, აბა, რა არის! რას ჰქვია, დეფიციტი შეიქმნას?! სახელმწიფო ამ შანტაჟს არ უნდა დაექვემდებაროს. რისთვის არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა. ამათ თუ გაუვიდათ, მათ საბოტაჟი შეიძლება შექმნას "თბილკანამლაც" და "თელასმაც" . არ მოეწონებათ ტარიფი და ხალხს დენისა და წყლის მიწოდებას შეუწყვეტენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6412693&name=22.10.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

22.10.2019

მედისაშუალება: ქრონიკა+

მითი აუტიზმსა და აქცის კავშირზე

თუკი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დავუჯერებთ, მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უაღრსესად მნიშვნელოვანი ორი ფაქტორი არსებობს - სუფთა წყალი და დროული ვაქცინაცია. თუმცა დედამიწის მცხოვრებთა დიდი რაოდენობა ვაქცინაციას დღემდე უნდობლად უყურებს და საკუთარი შვილების მომავალს წირავს შემდეგი ფრაზის გამო: "ვაქცინაცია აზიანებს". საქართველოს მთავრობამ, ისევე როგორც სხვა განვითარებული, განვითარებადი და თუნდაც განუვითარებელი ქვეყნის ხელისუფლებამ, მოსახლეობის ვაქცინაცია პრიორიტეტად აქცია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, უმეტესწილად, ჩვილებსა და მოზარდებს, სწორედ ის ვაქცინა უკეთდება, რომელსაც დასავლეთ ევროპელი ბავშვები იკეთებენ. თუმცა, აცრის მოწინააღმდეგე ჯგუფების, ე.წ. ანტივაქსერების გავლენით, ბევრი ქართველი დედა უარს ამბობს შვილის ვაქცინაციაზე, რითაც ბავშვის მომავალ ჯანმრთელობას ეჭვქვეშ აყენებს და მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. აღსანიშნავია, ისიც, რომ შიში არარაციონალურად არ ჩნდება. საქართველოში ხშირია შემთხვევა, როდესაც ექიმების არაპროფესიონალიზმის გამო ჩვილები ზარალდებიან. ვაქცინას, ისევე როგოც ყველა მედიკამენტს, აქვს გარკვეული უკუჩვენება, რომლის დროსაც ჩვილს ინექცია არ უკეთდება ან უმჯობესია დალოდება. იმუნიზაცია და ვაქცინაცია წარმოადგენს პროფილაქტიკურ (პრევენციულ) ღონისძიებათა სისტემას, მიმართულს ზოგიერთი ინფექციური დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირებისკენ. ვაქცინები იყოფა ოთხ ჯგუფად: ცოცხალი ვაქცინები – შეიცავს დასუსტებულ ცოცხალ მიკროორგანიზმებს. მაგ., პოლიომიელიტის, წითელას, ყბაყურას ან ტუბერკულოზის ვაქცინები; ინაქტივებული ვაქცინები – შეიცავს მკვდარ მთელ მიკროორგანიზმებს (მაგ., ყივანახველას ვაქცინა, ცოფისა და ვირუსული ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინები) ან მის ნაწილს (მაგ.მ ყივანახველას საწინააღმდეგო აცელულარული ვაქცინა, მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა); ანატოქსინები – შეიცავს ინაქტივებულ ტოქსინს (შხამს), მაგ., დიფტერიისა და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა; ბიოსინთეზის გზით მიღებული ვაქცინები – მაგ., ვირუსული B ჰეპატიტისა და როტავირუსული ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინები. საქართველოში რეკომენდებული აცრების სქემა მოიცავს: აცრებს გეგმური პროფილაქტიკური იმუნიზაციის ფარგლებში (ბავშვთა გეგმური აცრები პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით); აცრებს ეპიდემიოლოგიური ჩვენებით, ასევე, პროფესიული აცრების კამპანიებს (მაგ., ყბაყურასა და ჰეპატიტის საწინააღმდეგო მასობრივი აცრების კამპანია, ასევე, აცრების კამპანია ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ცალკეულ კონტინგენტში); ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი აცრებისა და აუტისტური სპექტრის აშლილობას შორის კავშირს ეხება. ამ ფაქტის შესახებ უამრავი კვლევა არსებობს, თუმცა, რომელია მათ შორის რელევანტური - მშობლებს ამის გარკვევა ძალიან უჭირთ. ინფორმაციის არქონისა და მდგომარების სპეციფიკის არცოდნის ფონზე ხშირად ხდება აუტიზმის დემონიზება და ისედაც შეშინებული დედების ამ მდგომარეობით უფრო დაშინება. ინტერნეტწყაროები, მედიასაშუალებები, რომლებიც აუტიზმთან დაკავშიერებით მითებს არ გაავრცელებენ და სტიგმას კიდევ უფრო არ დაამძიმებს საქართველოში, იშვიათია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო დროს აქტიურად გავრცელებული ინტერნეტსაიტი, სადაც მშობლებს აცრებისა და აუტიზმის შესახებ კავშირზე მიუთითებენ და აუტისტური სპექტრის აშლილობას ტვინის დაზიანებასთან აიგივებენ. პაატა იმნაძე - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი: " საქართველოში 12 დაავადების საწინააღმდეგო აცრა არსებობს, რაც შესულია ეროვნულ კალენდარში და რასაც სახელმწიფო ბავშვსა და მოსახლეობას უფასოდ სთავაზობს. აცრების პროცესი უკვე სამშობიაროში იწყება და პირველი ვაქცინა, რომელიც კეთდება არის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო, რაც დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში უკეთდება ბავშვს. ასევე, სამშობიაროში კეთდება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა. ძირითადი ვაქცინების გაკეთება 2 თვის ასაკში იწყება. ჰექსავალენტური ვაქცინაა, ანუ ექვსი ერთად. ჰექსავალენტური ვაქცინა მდიდარი ქვეყნების პრივილეგიაა, ჩვენნაირ ქვეყნებს ასეთი ვაქცინა არ აქვს, ჩვენ გვაქვს. ვაქცინის შემადგენელი კომპონენტებია – დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, B ჰეპატიტი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი B. ამას ემატება პნევმოკოკური, როტავირუსული ვაქცინა და შემდეგ უკვე ერთი წლის ასაკში წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინა. საქართველო ვაქცინებს იუნისეფის მეშვეობით ყიდულობს. ჩვენ იუნისეფს ვეუბნებით, რომ გვინდა ვაქცინის ყიდვა და იუნისეფი, რომელიც მსოფლიო ტენდერებს ატარებს და მილიონობით ბავშვისთვის ყიდულობს ვაქცინებს, გვაწვდის. ხარისხის გარანტია არის არა მხოლოდ ნაციონალური რეგისტრაცია, არამედ ის, რასაც იუნისეფი მოგვაწვდის. საქართველოს ვაქცინაცია ყოველწლიურად დაახლოებით 23 მილიონი უჯდება. ახელმწიფო უამრავ ფულს ხარჯავს ვაქცინაციაში. რაზეც დასავლეთ ევროპის ბავშვები იცრებიან, ჩვენებიც იმაზე იცრებიან. გარანტია არის ის, რომ ბავშვისთვის რა ვაქცინებიცაა, ყველა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა პრეკვალიფიცირებული. რაც ხარისხის გარანტიის ეროვნულ კვალიფიცირებაზე მაღალი ინსტანციაა. მეტი მსოფლიოში აღარავინ არსებობს და ვისგან შეიძლება მივიღოთ სხვა გარანტიები? მეტი ხარისხის გარანტია არ არსებობს. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით, ძალიან ცოტა კატეგორიული მიზეზი არსებობს, რის გამოც ბავშვს აცრა არ უტარდება. აცრა არ უტარდება ბავშვს, რომელსაც, ჰქონდა დადასტურებული ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე; აქვს ალერგიული რეაქცია ნეომიცინზე, სტრეპტომიცინზე ან პოლიმიქსინ ბ-ზე (იმ ანტიბიოტიკებზე, რომლებიც შედის ვაქცინების შემადგენლობაში); აღენიშნება თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი (აივ ინფექცია და/ან შიდსი), ან დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი ონკოლოგიური დაავადების ან გადანერგილი ორგანოს შემდგომი მკურნალობის გამო (ამ შემთხვევებში არ კეთდება ის ვაქცინები, რომლებიც დასუსტებულ ცოცხალ ვირუსებს შეიცავს, მაგალითად, წითელა/წითურა/ყბაყურას აცრა); დასმული აქვს პროგრესირებადი სისტემური და ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოზი. წინა წითელას ეპიდემიის დროს დაიღუპა ახალგაზრდა, რომლის აცრა არ შეიძლებოდა, მაგრამ სხვა ყველა აცრილი რომ ყოფილიყო, ის ბავშვი არ დაიღუპებოდა, იმიტომ რომ წითელა არ იქნებოდა." როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო წლებია ინტერნეტ სივრცეში მომრავლდა გვერდები, რომლებიც აცრის მოწინააღმდეგე ჯგუფებს, ე.წ. ანტივაქსერებს ეკუთვნით. ერთ-ერთმა ასეთმა საიტმა რამოდენიმე კვირის წინ გაავრცელა სტატია აუტისმსა და აცრას შორის შესაძლო კავშირის შესახებ. ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ საიტის მისამართს, რადგან მასზე განთავსებული სტატიები ძირითადად შეიცავს ცალმხრივ ინფორმაციას და შესაძლოა, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ან რომელიმე სტიგმის გამყარებას. "ქრონიკა+" დაუკავშირდა ზემოხსენებულ ერთ-ერთ გვერდს, რომლის მფლობელებმაც ჩვენთან ინტერვიუს დროს განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ გადამოწმებულ მასალებს აქვეყნებენ: "ჩვენ ვართ ინფორმირებული თანხმობის მომხრეები, მშობელს უნდა მიეცეს სრული ინფორმაცია აცრების ავკარგიანობაზე, როგორც მის დადებით მხარეზე, ასევე რისკებზე, რომელიც ნებისმიერ ვაქცინას თან ახლავს, რაც, სხვათა შორის, განსაზღვრულია ჩვენი კანონმდებლობით და ნებისმიერს შეუძლია გაეცნოს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე". დაავადებათა კონტროლისს ცენტრის ინფორმაციით, აუტისტური სპექტრის აშლილობა არის მდგომარეობა, რომელსაც კავშირი არ აქვს თავის ტვინის დაზიანებასთან. შესაბამისად, ის მითი, რომ აუტიზმი ნიშნავს დაზიანებულ თავის ტვინს, კიდევ უფრო ცრუ ინფორმაციაა. ნინო დარსაველიძე - საქართველო აუტიზმის საზოგადოების დირექტორი: "სტიგმაზე ყოველთვის საუბარია, მაშინ, როდესაც ქრონიკულ დაავადებასთან გვაქვს საქმე. განსაკუთრებით, როდესაც მენტალური კანმრთელობისა და ქცევის პრობლემაა, ყოველთვის ჩნდება შიში იმიტომ, რომ ის კომუნიკაციითი ან ქცევითი ნორმები ირღვევა, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულია." ყველა მშობელს აქვს საშუალება აცრების შესახებ ინფორმაცია, მათ უკუჩვენებებსა თუ გვერდით მოვლენებზე, გაიგონ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე მიიღონ დამატებითი ინფორმაცია პედიატრებისგან მანამ, სანამ ჩვილის ვაქცინაციას გადაწყვეტენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6412678&name=22.10.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

​