From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-22.07.2019
Received On : 22.07.2019 09:04
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 22.07.2019

ტელევიზია

22.07.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 09:00

ჯანდაცვის მინისტრმა, სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, იმედის კვირასთან, ექსკლუზიურად ისაუბრა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6230031

---

 

22.07.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 09:00

ხმაური იყო გვიან ღამით ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლის მიმდებარე შენობაში, სადაც 25-მდე დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახი შეიჭრა. ისინი ხელისუფლებისგან საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6230020

---

 

22.07.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:   იმედის დილა

ჯანმრთელონის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სოფლიოში ალკოჰოლს სიკვდილიანობისა და ავადობის გამომწვევი, ძირითადი მიზეზებიდან მესამე ადგილი უჭირავს. ალკოჰოლიზმი საქართველოშის ერთერთი, მწვვაე პრობლემაა. ბოლო კვლევების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი 78,5% იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყნებმა რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ იმისთვის, რომ 2025 წლისთვის, მსოფლიოში ალკოჰოლის მოხმარება 10%-ით შემცირდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6229896

---

 

21.07.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:   იმედის კვირა

გაიცანით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის   ახალი მინისტრი ეკატრინე ტიკარაძე

https://www.imedi.ge/ge/video/40457/jandatsvis-akhali-ministri--gaitsanit-ekaterine-tikaradze

---

 

21.07.2019

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:   დღის ამბები 22:00

მშენებლობაზე არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ პირს, საქალაქო სასამართლომ აღვეთი ღონისძიება, პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურატურამ ბრალი სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით წარუდგინა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6229814

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6229165

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6229562

---

 

19.07.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 20:00

სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, ამ ბრალდებით სამართალდამცველებმა სამშენებლო კომპანიის "ჯევეკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი დააკავეს. საუბარია თბილისში დოლაბაური ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე. ლიფტის დემონტაჟის დროს 16 წლის მუშა დაიღიპა. სამშენებლო კომპანიის დირექტორის ადვოკატიო აცხადებს რომ დაკავებულს ბრალს ოფიციალურად ხვალ დილით წაუყენებენ.

 http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6227310

I არხი- მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6227398

მაესტრო -დღის მთავარი თემა 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6227459

--- 

 

19.07.2019

არხი: იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 17:00

ვითხოვთ უსაფრთხო შრომას.- ამ ლოზუნგით ჯანდაცვის სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ აინტერესებდათ თუ როგორია ახალი მინისტრის ხედვა შრომითი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. პროტესტის მონაწილეებს შრომითი ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეხვდა, როგორც აქციაზე მყოფებმა მოგვიანებით განმარტეს პირველი სექტემბრიდან ქვეყანაში რეგულაციები გამკაცრდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6226824

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6227529

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6226781

---

 

 

19.07.2019

არხი:  პალიტრა ტვ

გადაცემა:   პალიტრა ნიუს 12:00

მედიკამეტებით უზრუნველყოფის პროგრამა შეიცვალა და ასაკით პენსიონერებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ახლა უკვე ერთ ლარად შესაძლებლობა ექნებათ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტი შეიძინონ. ჯანდაცვის სამინისტროში ფიქრობენ, რომ ეს ცვლილება პროგრამის ბენეფიციარების ზრდას გამოიწვევს. ჯანდაცვის ექსპერტები კი ამ პროგრამას სკეპტიკურად უყურებენ და არგუმეტად ბიუჯეტიდან აუთვისებელი თანხები მოჰყავთ. შეგახსენებთ, რომ “მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა” 2017 წელს დაიწყო და ჯანდაცვის სამინისტროს გათვლებით, უფასო მედიკამენტებით 150 ათასიდან 200 ათასამდე ადამიანს უნდა ესარგებლა, თუმცა სტატისტიკის მიხედვით 2017 წელს მედიკამენტების პროგრამით 13 010 ადამიანმა ისარგებლა. 2018 წელს კი პროგრამაზე 22 651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა. ჯამში სულ 35 ათას 661 ადამიანი, ანუ პროგრამაში ჩართვა 164 ათას 339-მა ადამიანმა ვერ შეძლო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6226093

---

 

 

ინტერნეტი

22.07.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/557212-ekimebistvis-propesiul-sakmianobashi-xelis-sheshla-1-000-larit-xolo-ganmeoreba-2-000-larit-dajarimebas-gamoicvevs/

ექიმებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა 1 000 ლარით, ხოლო განმეორება - 2 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 23 ივლისის სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის საფუძველზეც სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება. პროექტის მიხედვით, რამდენიმე კანონში სპეციალური ჩანაწერი კეთდება, რომ “სამედიცინო საქმიანობის დროს, დაუშვებელია ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა“. ამასთან, ცვლილებები იგეგმება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც“ და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ცვლილებები ხორციელდება სისხლის სამართლის კანონმდებლობაშიც. “კანონპროექტის შემუშავების მიზეზია ის, რომ საგრძნობლად მოიმატა ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე და სოციალურ მუშაკზე ძალადობის შემთხვევებმა და სამედიცინო დაწესებულებებში ძალით შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტებმა, რომელიც დასტურდება კლინიკების ასოციაციების, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებისა, სასწრაფო გადაუდებელი სამსახურებისა და სხვა პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციებით. სამედიცინო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, ახდენს ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, პრობლემას უქმნის და აფერხებს სხვა პაციენტებისათვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფას და შესაბამისად ლახავს სხვა პაციენტების უფლებებსა და ინტერესებს. ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი შეცდომებს გაცილებით უფრო ხშირად უშვებს და ამით საფრთხე ადგება, პაციენტის ჯანმრთელობას. პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას შეშინებული და დათრგუნული ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი არ უნდა უწევდეს სამედიცინო მომსახურებას. იქიდან გამომდინარე, რომ სამედიცინო საქმიანობა არის სტრატეგიული პროფესია, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი და სოციალური მუშაკი მოითხოვს მეტ დაცულობას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას, საზოგადოების აგრესიისგან დასაცავად“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, რატი იონათამაშვილი, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ელგუჯა გოცირიძე და მარიამ ჯაში.

---

 

22.07.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=210522-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AD%E1%83%A0%E1%83%90

"აქედან არ გავალთ..." - 25-მდე დევნილი და სოცდაუცველები შენობაში შეიჭრნენ

ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლის მიმდებარე შენობაში, 25-მდე დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახი შეიჭრა. მათი თქმით, ისინი აღნიშნულ შნობას მანამდე არ დატოვებენ, სანამ შესაბამისი ფართებით არ დაკმაყოფილდებიან. "სად წავიყვანო? მეხალისება აქ რომ მყავს 2 თვის ბავშვი? ჩემს შვილთან ერთად საცხოვრებელი ფართი მომეცით. აქედან არცერთი ოჯახი არ გავალთ, ვიქნებით აქ. დაგვეცემა თავში რამე, თუ რაც იქნება, ყველა ერთად მოვკვდებით" - აღნიშნა ერთ-ერთმა დევნილმა. ადგილზე იმყოფებოდა ჯანდაცვის სამინიტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელიც ერთ-ერთი შეჭილი ოჯახი სახელმწიფოს მხრიდან ფართით უკვე დაკმაყოფილებულია ხოლო, დანარჩენებს შესამისი სამსახურები დაეხმარებიან და გაესაურებიან.

---

 

22.07.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/quthaisshi-samkervalo-satsarmo-qutheqsis-150-thanamshromeli-saprotesto-aqtsias-marthavs/?fbclid=IwAR1Ce89ntanC0U-ICYG0A7dM08ZDcF_b_X0x7BQmvYGiVSPthbImNuKRXg4

ქუთაისში სამკერვალო საწარმო “ქუთექსის” 150 თანამშრომელი საპროტესტო აქციას მართავს

მკერავი ქალების თქმით, ადმინისტრაციის მხრიდან შრომის პირობების უხეში დარღვევა მიმდინარეობს.

“ერთი თვეა ხელფასი არ მიგვიღია. 350 ლარს გვაძლევენ და იმასაც გვამადლიან. გვაყენებენ შეურაცხყოფას, გვეუბნებიან ბრაკ ტანსაცმელს კერავთო. ასევე გვიწევს არაადამიანურ პირობებში მუშაობა, “- ამბობს თეა ცნობილაძე. აქციას პროფკავშირების იმერეთის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ირაკლი მხეიძის თქმით, შესაძლოა საწარმოსთან სამართლებრივი დავა წამოიწყონ. “ ამ ადამიანებს ამუშავებენ, როგორც მონებს. საპირფარეშოში გასვლის უფლებასაც კი არ აძლევენ. საშინელ პირობებში უხდებათ მუშაობა,”- აცხადებს პროფკავშირის წარმომადგენელი ირაკლი მხეიძე. აქციის მონაწილეების ბრალდებებს “ქუთექსის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ეხმაურება. მისი თქმით, ხელფასი უახლოესს მომავალში გაიცემა, შეურაცხყოფების ფაქტებს კი ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/557207-kutaisshi-samkervalo-sacarmo-kuteksis-tanamshromlebma-akcia-gamartes/

21.07

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/557174-propkavshirebis-gaertianebis-inpormaciit-shps-kuteksis-is-tanamshromlebi-saprotesto-akcias-gamartaven/

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, შპს „ქუთექსის“ -ის თანამშრომლები საპროტესტო აქციას  გამართავენ

---

 

22.07.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/msheneblobaze-gardatsvlili-16-tslis-mozardis-saqmeze-kompaniis-direqtors-tsinastsari-patimroba-sheepharda/

მშენებლობაზე გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის საქმეზე, კომპანიის დირექტორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

რამდენიმე დღის წინ მშენებლობაზე გარდაცვლილი არასრულწლოვანის საქმეზე “ჯე ვი კე ჰოსპიტალიტის” დირექტორს, ინდოეთის მოქალაქეს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე და აცხადებს, რომ პასუხიმგებლობა ეკისრება კომპანიას, რომელსაც უფლება არ ჰქონდა სამშენებლო სამუშაოები შეესრულებინა, რადგან მათ შორის კონტრაქტი გაფორმებული არც ყოფილა. “გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვეთანხმებით, აშკარაა რომ სასამარტლო ამ ეტაპზე იმყოფება საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ და ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. მან განაცხადა,რომ არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე, ქალაქშიც კი არ იმყოფებოდა ეს გამოძიებისთვის ცნობილია, არ არის სადაო რომ ბურდაკი არ იმყოფებოდა. ამით ისარგებლა ბატონმა ზურაბ შუბითიძემ, როდესაც ადამიანების ჯგუფი შეიყვანა სამუშაოდ, კონტრაქტიც კი არ არსებობდა და მას არ ჰქონდა უფლება შეესრულებინა სამუშაოები. შუბითიძე იყო პოტენციური კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელი, რომელთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობდა. თუმცა არ იყო კონტრაქტი დადებული. მას არანაირი უფლება არ ჰქონდა შეესრულებინა სამუშაო”,- განაცხადა ბაჩუკი ქირიამ. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, არსებობდა ბრალდებულის მიმალვის საფრთხე და მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვება ამიტომ გახდა აუცილებელი. “არსებობდა ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და დანაშაულევრივი ქმედებების გაგრძელების საფრთხე. შესაბამისად სასამართლომ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და გამოიყენეა პატიმრობის ღონისძიება”, – განაცხადა პროკურორმა.

---

 

21.07.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1563693411-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98

თბილისში ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზით 3720 პაციენტია რეგისტრირებული - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

“საქართველოში 100 000 მოსახლეზე ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. “2017 წელს საქართველოში კიბოს 9 485 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინციდენტობა (100 ათას მოსახლეზე დაავადების შემთხვევების რაოდენობა) კი 254.4 იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სტატისტიკის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს კიბოთი დაავადების რეალური მაჩვენებლების მატებას, რადგან, მისი განმარტებით, მიმდინარეობს კიბოს შემთხვევათა რეგისტრაციის გაუმჯობესება და მონაცემების დაზუსტება. გამყრელიძის თქმით, კვლევა იმის დასადგენად, თუ რა არის სხვადასხვა რეგიონში სიმსივნის ინციდენტობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი, არ ჩატარებულა. თუმცა ვარაუდობს, რომ 100 ათას მოქალაქეზე დაავადებულთა მაჩვენებლით თბილისის ლიდერობის გამომწვევ ფაქტორებს შორის დაბინძურებული ჰაერი და მწეველთა მაღალი მაჩვენებელია”, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

19.07

აქცენტნიუს.ჯი- http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=3918

კვირა.ჯი- http://kvira.ge/486672

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/212142-daavadebatha-kontrolis-centri-thbilisshi-avthvisebiani-kibos-diagnozith-3720-pacientia-registrirebuli.html?lang=ka-GE

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/daavadebata-kontrolis-centri-saqartveloshi-100-atas-mosakhleze-simsivnit-daavadebis-machveneblit-tbilisi-liderobs/?fbclid=IwAR1iZwMlhsjfQ1eXD-o78Sfi_b3O6B15wf29Rtd0bs5uM7BjI13l-iLosJ0

---

 

21.07.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=210450-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1,%20%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90 

"სიცხეში 15 კილოიანი ყუთის ტარება მიჭირს მარა არაუშავს, ავიტან..." - მძიმე შრომაში ჩართული ბავშვების უმძიმესი ისტორიები

---

 

21.07.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/557149-polonetshi-dashavebuli-27-clis-kartveli-axalgazrdis-ojaxi-sakartvelos-xelisuplebas-daxmarebas-stxovs/

პოლონეთში დაშავებული 27 წლის ქართველი ახალგაზრდის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

პოლონეთში, სამშენებლო ობიექტიდან მუშა, საქართველოს მოქალაქე, 27 წლის ალექსანდრე ბუხულეიშვილი გადმოვარდა, რომელიც ხერხემლის მძიმე დაზიანებით კლინიკაშია მოთავსებული. მომხდარის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ დაზარალებულის ბიძაშვილმა ლელა ბუხულეიშვილმა აცნობა. ალექსანდრე ბუხულეიშვილის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას და შესაბამისს უწყებებს ყურადღების გამოჩენას და დახმარებას სთხოვს. როგორც ლელა ბუხულეიშვილმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სამშენებლო ობიექტზე დაცული არ იყო უსაფრთხოების სტანდარტები, რის შესახებაც ადგილობრივი მედია წერს. შემთხვევა 19 ივლისს მოხდა.

---

 

20.07.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=210445-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%97,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98

ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ მარტოხელა ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება

55 წლის მარტოხელა ქალბატონი, ნინო ქინქლაძეს, რომელიც სიმისვნეს ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის თავის მძმე მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს: "ავთვისებიანი სიმსივნის მეოთხე სტადიით დაავადებულმა, როგორც იქნა, გადავწყვიტე თურქეთში სამკურნალოდ წასვლა, მაგრამ... ამ ჩემ გადაწყვეტილებას განხორციელება არ უწერია ფინანსური მხარდაჭერის გარეშე. მართალია, პატარა არა ვარ და 55 წლის ვარ, მაგრამ სიცოცხლე ყველას სდომებია სიყვარულივით! სამწუხაროდ, თანდათან ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა მიჩნდება, რაზეც აქ აღარ დავწერ, უბრალოდ ჩემი მეგობრების იმედი მექნება, რომ უგულისყუროდ არ დამიტოვებთ ჩემ გასაჭირს! 1 ლარი კი ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა! მადლობა ყველას, ვინც დამეხმარება და ვინც ვერ დამეხმარება, ვისაც გული ეტკინება ჩემ გამო და იტყვის_ღმერთო, უშველეო! ძალიან გთხოვთ,მაქსიმალურად გააზიარეთ! იქნებ ჩემი საშველიც იყოს! ეს რთული ეტაპები მე გავიარე და ეხლა მინდა, ისე გამოვჯანმრთელდე, რომ ვიმუშავო და ჩემი თავის შენახვა შევძლო" - წერს მიმო ქინქლაძე. 09 01 200 128 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთ ნინო ქინქლაძე თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14

---

 

19.07.2019

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/c-hepatitis-diagnostikuri-kvlevebi-ufaso-xdeba

C ჰეპატიტის დიაგნოსტიკური კვლევები უფასო ხდება

C ჰეპატიტის დიაგნოსტიკურ კვლევებს სახელმწიფო დააფინანსებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ცვლილება ძალაში რამდენიმე კვირაში შევა. ამის შესახებ გაბუნიამ "საქმიან დილაში" სტუმრობისას განაცხადა. "ჩვენი მიზნები ელიმინაციის საკითხისადმი ოპტიმისტურია და ვფიქრობთ, რომ რეალურად შესაძლებელია ამის მიღწევა გარკვეული ცვლილებების საფუძველზე. ის სტრატეგიები, რაც გვინდა რომ გააქტიურდეს, ეს გახლავთ ფინანსური ბარიერის სრული მოხსნა. სკრინინგი ისედაც უფასო იყო, აქტიურად ხდება სკრინინგის ინტეგრაცია პირველადი ჯანდაცვის ქსელში და ასევე, ვმუშაობთ იმისთვის, რომ საწყისი და მიმდინარე გამოკვლევებისთვის თანაგადახდა რაც იყო დაწესებული, სრულად მოიხსნას. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი გზა იმისთვის, რომ მოვიზიდოთ მეტი პაციენტი. ძალიან მალე შევა ეს ცვლილება ძალაში, საუბარია რამდენიმეკვირიან პერიოდზე", - განაცხადა გაბუნიამ. ამ ეტაპზე C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულ პირთა რაოდენობა 60 ათასს აღწევს, სკრინინგულად დადასტურებული ვირუსის მატარებელი მოსახლეობის რიცხვი კი 20 ათასია. "ჩვენ როცა პროგრამა დავიწყეთ, სერვისი შევთავაზეთ მათ, ვისთვისაც ეს იყო გადარჩენა. ახლა ვმუშაობთ ვირუსის მატარებელ ჯანმრთელ მოსახლეობასთან, რომელთა დარწუნება, რომ ჩაერთონ პროგრამაში, საკმაოდ რთულია. 60 ათასამდეა მათი რიცხვი, ვინც მკურნალობა უკვე დაასრულა, თუმცა ერთი ამდენი გვჭირდება ელიმინაციის მიზნის მისაღწევად. განკურნების მაჩვენებელი 98%-ს აღწევს. რაც შეეხება მათ რიცხვს ვისაც ვირუსი დაუდასტრდათ, ეს გახლავთ 20 ათასამდე ადამიანი. პირველადი ამოცანაა მათი ჩართვა მკურნალობაში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.     

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/c-hepatitis-diagnostikuri-kvlevebi-ufaso-xdeba-/37194

---

 

19.07.2019

მედიასაშუალება:   https://www.bm.ge/ka/article/qronikuli-daavadebebis-samkurnalo-programas-shesadzloa-medikamentebi-daematos-/37191

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პროგრამას შესაძლოა, მედიკამენტები დაემატოს

"ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის" პროგრამას, მომავალი წლიდან სავარაუდოდ, ახალი წამლები დაემატება", - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში სტუმრობისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნიამ ათვისების დაბალი მაჩვენებლების მიზეზად ინფორმირებულობის დონე დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა ოჯახის ექიმის გადამზადება იგეგმება. "პროგრამის საჭიროება ძალიან მაღალია, თუმცა სარგებლობა ძალიან ნელა მოხდა. ჩვენი წუხილი გახლდათ ის, ხომ არ იყო ადმინისტრაციული სტრუქტურა რთული. მოგეხსენებათ, წამლის მისაღებად ბენეფიციარებს სჭირდებათ ექიმისგან „ფორმა N100“, დარეგისტრირება სოციალური მომსახურების სააგენტოში, შემდეგ აფთიაქში მისვლა. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და 98%-მა თქვა, რომ ეს არ არის პრობლემა. მთავარი მიზეზი რაც გამოვავლინეთ, იყო ინფორმაციის ნაკლებობა და ის, რომ ექიმისგან ვერ მიიღო დამაჯერებელი რჩევა იმის შესახებ, რომ მედიკამენტი სისტემურად უნდა მიეღოთ. ექიმებშიც არის პრობლემა, განსაკუთრებით კი რეგიონების დონეზე. გვაქვს ბევრი შემთხვევა ჩართვის და შემდეგ მიტოვების, რაც მანიშნებელია იმისა, რომ ქცევა მოსახლეოების მხრიდან არ არის ისეთი, რაც მისი გრძელვადიანი გართულებების თავიდან არიდების საშუალებას მოგვცემს. დაშვება გვქონდა, რომ ექიმები სამინისტროს სტანდარტული არხებით მიიღებდნენ ამ ინფორმაციას, თუმცა შედეგი ასეთი არ დადგა. ახლა იგეგმება ფოკუსირებული, საგანმანათლებლო 2–დღიანი კურსი კონკრეტულად ამ საკითხზე ყველა ოჯახის ექიმისთვის, სოფლად. ვფიქრობთ ბიუჯეტი საკმარისია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი წლის ბოლომდე მოიცვას და შემდეგ სამინისტრო ფიქრობს მექანიზმის დახვეწაზე. აქ შეიძლება გადავხედოთ მედიკამენტების ნუსხასაც, არ გამოვრიცხავ რომ დაემატოს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მედიკამენტების უზრუნველყოფის საჭიროებები არსებობს და სისტემატური ანალიზის საფუძველზე, ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი წლისთვის განახლებული პაკეტით წარდგება მთავრობის წინაშე", - განაცხადა გაბუნიამ.

---

 

19.07.2019

მედიასაშუალება:  https://www.primetime.ge/news/1563536747-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

წითელას ინფექციამ, შესაძლოა, შემოდგომით მოიმატოს - პაატა იმნაძე

„წითელას სეზონი ამ ეტაპზე აღარ არის, თუმცა, შესაძლოა, ინფექციამ შემოდგომით მოიმატოს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა. მისი თქმით, აცრა და თავის დაზღვევა სავალდებულოა. „წითელას სეზონი ამ ეტაპზე აღარ არის, თუმცა თითო-ოროლა შემთხვევა მაინც ვლინდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ 20-დან 40-წლამდე ადამიანებს, ვინც არ არის აცრილი აუცილებლად აიცრან. წითელას ინფექციის მომატებას შემოდგომით ისევ ველოდებით. შესაძლოა, ინფიცირებულთა რიცხვმა მოიმატოს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

---

19.07.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1563530063-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A9%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%AA-%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ლანჩხუთშიც იწყება

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ლანჩხუთშიც იწყება. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქციანაციას 8-10 წლის გოგონებს ჩაუტარებენ. ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ვლადიმერ ჩხაიძის ინფორმაციით, აცრები საშვილოსნოს კიბოს პრევენციის მიზნით ტარდება. „ეს კიბოს გამომწვევი ვირუსია. აცრა დამცველ უნარს ამუშავებს და ათი წლის განმავლობაში გოგონა დაცული იქნება, ამიტომ ეს აცრა გეგმიურ აცრებს დაემატება“, - აცხადებს ჩხაიძე. აღნიშნულ თემაზე ლანჩხუთში ტრენინგიც ჩატარდა, რომელიც ჩაატარა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის განყოფილების წარმომადგენელმა ნონა ბერაძემ.

---

 

19.07.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/557035-lasha-tugushi-tragediaa-rodesac-16-clis-bavshvi-kvdeba-imistvis-rom-lukma-puri-ishovos-tanamedrove-sakartveloshi/

ლაშა ტუღუში - ტრაგედიაა, როდესაც 16 წლის ბავშვი კვდება იმისთვის, რომ ლუკმა-პური იშოვოს თანამედროვე საქართველოში

ტრაგედიაა, როდესაც 16 წლის ბავშვი, ჩვენი შვილი, კვდება იმისთვის, რომ ლუკმა-პური იშოვოს თანამედროვე საქართველოში, - ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა, პარლამენტთან გამართულ აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "არ შემიძლია არ გამოვთქვა პროტესტი იმ 16 წლის ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით. ეს არის ტრაგედია, როდესაც 16 წლის ბავშვი, ჩვენი შვილი კვდება იმისთვის, რომ ლუკმა-პური იშოვოს თანამედროვე საქართველოში. ეს არის უბედურება", - განაცხადა ტუღუმშა. მან "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "დღეს ძალიან უჭირთ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს და მათ გვერდით უნდა ვიდგეთ". "დღეს სწორედ შრომით უფლებებზე სალაპარაკოდ ვართ აქ მოსულები. შრომითი უფლებები ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ არის. მათ შორის, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის, იმიტომ, რომ ისინი დღეს არიან დარტყმის ქვეშ. დღეს ძალიან უჭირთ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს და უნდა ვიდგეთ მათ გვერდით", - აღნიშნა ტუღუშმა.

---

 

19.07.2019

მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/236202-salome-zurabishvili-msheneblobaze-arasrulclovanis-gardacvalebis-pakts-exmaureba/

სალომე ზურაბიშვილი მშენებლობაზე არასრულწლოვანის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

"როგორც იქნა ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია!",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მშენებარე კორსპუსიდან 16 წლის მუშის გადმოვარდნის და მისი დამკვეთი კომპანიის ხელმძღვანელის დაკავების ფაქტს. როგორც ზურაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მისთვის მიუღებელია რომ ქვეყანაში მშენებლობის დროს მუშები იღუპებიან. "სწორედ კანონმდებლობის დარღვევამ შეიწირა 16 წლის მოზარდის სიცოცხლე. შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მიღება და დაცვა ჩვენი განვითარების და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების განუყოფებელი ნაწილია. წელს სამუშაო ადგილზე 21 ადამიანი დაიღუპა, უბედური შემთხვევების უმრავლესობა სამშენებლო სექტორზე მოდის. მიუღებელია ეს სტატისტიკა და ის, რომ ქვეყანაში ასე იღუპებოდნენ ადამიანები!", - წერს პრეზიდენტი. ცნობისთვის, შსს-მ სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა, რომლის ობიექტზეც 16 წლის მუშა დაიღუპა.

---

 

19.07.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/556953-jandacvis-saministrostan-akciis-monacileebma-shromiti-usaprtxoebis-pirobebi-gaaprotestes/

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციის მონაწილეებმა შრომითი უსაფრთხოების პირობები გააპროტესტეს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოში არსებული შრომითი უსაფრთხოების პირობები გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრს უნდა ახსოვდეს, რომ ის არ არის მხოლოდ ჯანდაცვის და დევნილთა მინისტრი და აუცილებელია შრომა ჩვენს ქვეყანაში იყოს უსაფრთხო. „საგანგაშოა ის სტატისტიკა, რაც გვაქვს სამუშაო ადგილებზე ადამიანების გარდაცვალების. ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, ბოლო წლების განმავლობაში 1200-ზე მეტი ადამიანის დაშავება ან დასახიჩრება არის უკიდურესად მძიმე სტატისტიკა. ჩვენ მოვედით აქ ახალ მინისტრთან იმისათვის, რომ გავიგოთ რა პოზიცია აქვს მას. რა კონკრეტული ხედვა და გეგმა აქვს და უნდა ახსოვდეს, რომ ის არ არის მხოლოდ ჯანდაცვის ან დევნილთა მინისტრი, ის არის შრომის მინისტრიც და შრომა ამ ქვეყანაში აუცილებელია რომ იყოს უსაფრთხო. ჩვენ ვკარგავთ ისეთ ადამიანებს, რომელთა დაკარგვაც შეუძლებელია. ვიღებთ რას, რომ აღვირახსნილი ბიზნესის წარმომადგენელი, რომელსაც არავითარი შიში და რეგულაციის განცდა არ აქვს, შრომას კი არა თავად ადამიანს ყიდულობს. აუცილებელია, რომ მიდგომა შეიცვალოს ამ ქვეყანაში და პრიორიტეტი გახდეს ადამიანი. აუცილებელია, რომ დასაქმებულს ქონდეს განცდა, რომ მასზე სახელმწიფო ზრუნავს. ისედაც ადამიანები დილით რომ გავლენ, სამსახურიდან სახლში დაბრუნდებიან თუ არა ესეც კი სათუოა. ეს რეალობა არის წარმოუდგენელი და აუცილებელია, რომ ხელისუფებამ მკაცრი და ეფექტური პასუხი გასცეს იმ რეალობას რაც გვაქვს დღეს ჩვენ." - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ლაშა მესხმა.

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministrostan-usafrtxo-shromis-motxovnit-moqalaqeebi-aqcias-martaven

---

 

19.07.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/damsaqmebelta-asociacia-shromis-usafrtxoebis-kanonis-gamkacreba-mdzimed-aisaxeba-regionebze-/37185

დამსაქმებელთა ასოციაცია: შრომის უსაფრთხოების კანონის გამკაცრება მძიმედ აისახება რეგიონებზე

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ქუთაისის საკრებულოში ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელ 80-მდე კომპანიასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა კერძო სექტორისთვის ისეთი აქტუალური საკითხების განხილვას, როგორებიცაა შრომის უსაფრთხოება, პროფესიული განათლება და ამ სფეროებში არსებული გამოწვევები. "შრომის უსაფრთხოების კანონის გამკაცრება განსაკუთრებით მძიმედ აისახება რეგიონებზე, რადგან იქ ნაკლებია ამ სფეროში არსებული ცნობიერება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრები, მეტიც, არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა ახალ მოთხოვნებს უყენებს კანონი მათ. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ერთი მხრივ, ადგილობრივ ბიზნესმენებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმართონ საქმიანობა კანონის ახალი მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო მეორე მხრივ, მათგან მოვისმინეთ ის მთავარი გამოწვევები, რაც ამ ეტაპზე ბიზნეს საქმიანობისთვის ხელისშემშლელია კონკრეტული რეგიონისთვის. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, ცნობილია, რომ აღნიშნული საკითხიც განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია იმერეთის რეგიონში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტს უკვე 1 წელზე მეტია ახორცილებს და პროექტის მიხედვით დაგეგმილი აქტივობებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ ვისაუბრეთ შეხვედრის მონაწილეებთან. აქვე უნდა აღვნიშნო ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერა ჩვენ საქმიანობაში, რასაც დღევანდელი შეხვედრის ორგანიზებაც და სამომავლოდ თანამშრომლობის მზაობა ადასტურებს", - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სამომავლოდ სხვადასხვა რეგიონის ბიზნეს წრეებთან შეხვედრებს გეგმავს.

---

 

19.07.2019

მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/236175-cxenistvis-tokis-moxsna-davapire-da-saxeshi-cixli-gamomikana-usinatlo-kacis-mzime-cxovreba-da-41-clis-asakshi-nascavli-xeloba/?fbclid=IwAR2Z1If9gudVygw6CxoP6MUd-VsTHGJls_alnf7NQIoEvwVfBN3AlG5vc6A

"ცხენისთვის თოკის მოხსნა დავაპირე და სახეში წიხლი გამომიქანა..." - უსინათლო კაცის მძიმე ცხოვრება და 41 წლის ასაკში ნასწავლი ხელობა

---

 

 

ბეჭდვითი მედია

22.07.2019

მედიასაშუალება:     კვირის პალიტრა

მე-13 მსხვერპლი

16 ივლისს გიორგი ბეშქენაძე 16 წლის გახდა. თურმე დიდხანს ოცნებობდა, ოქროს დაბადების დღე აღენიშნა. სამწუხაროდ, ოცნება აუსრულებელი დარჩა. დაბადების დღეს სამსახურში მივიდა, თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, სამშენებლო კომპანიაში... გიორგი ბეშქენაძე ლაგოდეხის რაიონის სოფელ გვიმრიანში დედასთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. სწორედ მძიმე სოციალური პირობების გამო გახდა იძულებული, თბილისში ჩამოსულიყო. ბეშქენაძეების ოჯახში სამი ბავშვი იზრდებოდა. გიორგის უფროსმა ძმამ, ტარიელმა, 19 წლის ასაკში თავი მოიკლა. მამამ დარდს ვერ გაუძლო და შვილის წლისთავზე მანაც თავი მოიკლა, ახლა კი ოჯახს ახალი ტრაგედია დაატყდა თავს. გიორგიმ წელს დაამთავრა 9 კლასი და სწავლის გაგრძელებას აღარ აპირებდა. სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ბურკაძე გვიამბობს: - გიორგი მეექვსე კლასში იყო, ჩვენს სკოლაში რომ გადმოვიდა. მანამდე მისი ოჯახი სოფელ შრომაში ცხოვრობდა. გაუსაძლისი პირობების გამო გიორგი სოციალურმა მუშაკმა მინდობით აღზრდაში გადაიყვანა. ჯერ თელავში მიიყვანეს. ძალიან კარგ ოჯახში იყო, მაგრამ ვერ გაჩერდა და გამოიქცა. მერე სოფელ ვაზისუბანში, საოჯახო ტიპის სახლში მიიყვანეს. ვერც იქ გაჩერდა. მამამისს დალევა უყვარდა... გიორგის ძმა, ტარიელიც ჩვენი მოსწავლე იყო. - მისი თვითმკვლელობის მიზეზი რა იყო? - დღემდე არავინ იცის. ძმის სიკვდილმა გიორგიზე ძალიან იმოქმედა. თავისებური ბავშვი იყო, ფსიქოლოგის დახმარებაც დასჭირდა, ძმის სიკვდილის შემდეგ კი საოცრად შეიცვალა, სხვანაირი გახდა. ცხოვრებაში თავის დამკვიდრება უნდოდა. პატარაობიდან მუშაობდა, როგორც კი სამუშაო გამოუჩნდებოდა, ყველაფერზე თანხმდებოდა. მეცხრე კლასში ხშირად გაკვეთილებსაც აცდენდა, მთხოვდა, გეხვეწები, უნდა წავიდე, დღეს ნახირში მივდივარ, ფული უნდა მომცენო. ცდილობდა დედას ვაჟკაცურად ამოსდგომოდა მხარში. კარგი ბავშვი იყო, ადრე დავაჟკაცებული. უნდოდა მეგობრებთანაც ამაყი ყოფილიყო. მეუბნებოდა, ქეთინო მასწავლებელო, სკოლაში თუ ვერ მოვალ და გაკვეთილებს გავაცდენ, თქვენ არასოდეს იფიქროთ, რომ მე ცუდ რამეს გავაკეთებ, ჩემთვის მთავარია, თავი ვირჩინო და დედას დავეხმაროო. ძალიან ბედნიერი იყო, როცა ვუთხარი, ატესტატს მიიღებ, უკვე დიდი ბიჭი ხარ-მეთქი. მეათე კლასში სწავლის გაგრძელებას არ აპირებდა - ახლა მთავარი სარჩოს შოვნააო. ნიჭიერი, გონიერი ბიჭი იყო. არ ვიცი, უცებ თბილისში წასვლა რატომ გადაწყვიტა. ალბათ, იმიტომ, რომ მეტი ეშოვა და პირობები შეექმნა. აქ ძალიან კარგი სოცაგენტი ჰყავდათ. ტელევიზორი და ავეჯი გვიყიდესო, უხაროდა. სოცაგენტს ყოველთვის აინტერესებდა, სად იყო, რას აკეთებდა. ძმის თვითმკვლელობის შემდეგ ძალიან აღგზნებული და განერვიულებული იყო, მერე შეიცვალა, თითქოს უცებ დაკაცდა, მანამდე კი პოლიციაშიც მოგვიხდა მისვლა... - რამე დააშავა? - მეშვიდე კლასში იყო, დედის ბებიამ რომ უჩივლა. თურმე მისი ჩანთიდან 25 ლარი ამოიღო და ამის გამო პოლიციაში დაიბარეს. ამან ძალიან იმოქმედა, ვერ წარმოედგინა, რომ უჩივლებდნენ. რაღაცისთვის სჭირდებოდა და დაუკითხავად აიღო. პოლიციამ მხოლოდ გააფრთხილა. მას მერე სულ თვითონ ცდილობდა, საარსებო ფული ეშოვა. გიორგის დედაც ჩემი მოსწავლე იყო. იამზესაც უმძიმესი ცხოვრება აქვს გამოვლილი. პატარა იყო, დედა რომ გარდაეცვალა, ობლობაში გაიზარდა. მამამისსაც უკიდურესად უჭირდა, მერე სხვა ცოლი მოიყვანა და გოგო დედინაცვალთან გაიზარდა. ისეთი გაუსაძლისი იყო მისი ცხოვრება, მე და რამდენიმე მასწავლებელმა შევთავაზეთ, ჩვენთან ეცხოვრა. დედინაცვალთანაც ჰქონდა პრობლემები. მერე გათხოვდა, სამი შვილი გაუჩნდა - ორი ბიჭი და ერთი გოგონა, მაგრამ საკუთარი ჭერი არ ჰქონდათ. ერთხანს სოფელ შრომაში, ვაგონში ცხოვრობდნენ. მერე იყო ტარიელის თვითმკვლელობა. მიზეზი არც დედამ იცის. მამამაც წლისთავზე შვილის საფლავზე მოიკლა თავი. გიორგის და 16 წლისა გათხოვდა, საბედნიეროდ, კარგ ოჯახშია, ორი პატარა ჰყავს. გიორგი და დედამისი ხშირად დადიოდნენ მასთან. - სახლი არა აქვთ? - გიორგის დედას მამის დანატოვარი სახლი აქვს, მაგრამ ისიც პატარა ბელეტაჟია, მოუწყობელი... იამზე ფერმაში მუშაობს... ყველაფერს აკეთებდა შვილებისთვის, მაგრამ რომ იტყვიან, ლუკმას იყოფდნენ. - თუ იცით, იმ დღეს დედას ელაპარაკა? - დაბადების დღე ჰქონდა 16 ივლისს, 16 წლის ხდებოდა და თურმე ძალიან უნდოდა, ეს დღე აღენიშნა. არასოდეს გადაუხდია დაბადების დღე - სად ჰქონდათ ამის საშუალება. წინადღეს დედასთან დაურეკავს და უთქვამს, დედა, ჩემი დაბადების დღისთვის ხომ არაფერს გამომიგზავნი, ძალიან მინდა ამD დღის აღნიშვნაო. თვითონ ჯერ არ ჰქონდა ხელფასი აღებული - ერთი თვეც არ იყო, რაც მუშაობდა. დედას უპასუხია, ხომ იცი, ეს სახლი თუ არ გავიფორმე, უსახლკაროდ დავრჩებით. ორ კაპიკს ვაგროვებ, იქნებ გავიფორმო, თორემ შეიძლება იქიდანაც გამოგვყარონო და უარი უთქვამს. დედამისი განადგურებულია. მითხრა, ისიც კი არ ვიცოდი, ამხელა მშენებლობაზე თუ მუშაობდა, მეუბნებოდა, პატარა სამუშაო მაქვს, ბევრს არაფერს მავალებენ, უფროსებს ვეხმარებიო. იქ მეზობელმა ბიჭმა მოაწყო. რამდენჯერმე უთხოვია, წამიყვანეო. თურმე არ მოეშვა, სანამ არ წაიყვანა. დედას აინტერესებს, რა მოხდა, რატომ იყო მისი შვილი იქ მარტო. 16 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზს სამართალდამცავები იძიებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის ლიფტის შახტაში ჩავარდა. ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი, 1969 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტი" დოლაბაურის ქუჩა #29-ში უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ალბათ, გამოძიება დაადგენს მოზარდის გარდაცვალების მიზეზს და დამნაშავეც დაისჯება, მაგრამ ეს მისი დედისთვის ვერაფერი ნუგეშია. P.S. ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: "როგორც იქნა, ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია! სწორედ კანონმდებლობის დარღვევამ შეიწირა 16 წლის მოზარდის სიცოცხლე, - ამბობს პრეზიდენტი და დასძენს, -"შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ჩვენი განვითარების და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების განუყოფელი ნაწილია. კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტს" არ განუმარტავს, როდის და რა პირობებით დაიქირავა მოზარდი. 14-სართულიანი კორპუსის მშენებლობა შეჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბეშქენაძის სიკვდილმა მთელი საქართველო შეძრა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ეს არ ნიშნავს, რომ წელს მშენებლობაზე დაღუპული მე-13 მსხვერპლი ბოლო იქნება, რადგან სოციალური ფონის გამო მოზარდების დასაქმება კიდევ დიდხანს არ შეწყდება. ანა, 38 წლის: - ჩემი მეუღლე დამკრძალავ ბიუროში მუშაობს კატაფალკის მძღოლად. ხანდახან სასახლე ან მაცივარიც მიაქვს ჭირისუფალთან და ამაში ცალკე უხდიან ფულს. ერთი ადამიანისთვის შეუძლებელია იმ ტვირთის კიბეზე ატანა. სატვირთო ლიფტი ხშირად არ მუშაობს ან საერთოდ არ არის. ასეთ დროს ჩვენი 15 წლის შვილი მიჰყავს დამხმარედ და მას ცალკე აძლევს ჯიბის ფულს. ზოგჯერ შუაღამესაც ურეკავენ და ერთად მიდიან. თავიდან გვეცოდებოდა ბავშვი, მაგრამ მე ვმუშაობ, მეუღლეც მთელი დღე გასულია და ქუჩაში უპატრონოდ წანწალს, გვირჩევნია იმუშაოს და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. დათო, 42 წლის: - 3-სართულიან აგარაკს ვაშენებდი და სამ მამაკაცს შევუთანხმდი. დამხმარეებს ჩვენ მოვიყვანთო. რამდენჯერაც მივედი, 16-17 წლის ბიჭები დამხვდნენ. როცა ვიკითხე, ვინ არიან-მეთქი, მითხრეს, შეღავათი გაგიწიეთ, სამუშაოდ ჩვენი შვილები მოვიყვანეთო... აღარ ჩავძიებივარ, რადგან ვიცი, რომ ძალიან ბევრი მოზარდი ჩამოდის თბილისში მშენებლობაზე სამუშაოდ. კომპანიები ხშირად სულაც არ ითხოვენ დაქირავებულებთან ხელშეკრულების გაფორმებას. უფრო მძიმე ვითარებაა მცირე კომპანიებთან და კერძო შეკვეთების მხრივ. "საქსტატის" სოციალური სტატისტიკის სამსახურის 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 24 000-ზე მეტი ბავშვი მუშაობს და უმეტესობა სახიფათო სამუშაოს ასრულებს. ამ მონაცემის უკან უამრავი ტრაგიკული ისტორია დგას - ბავშვობაწართმეულ მოზარდებს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად უწევთ შრომა, შავ ბაზარზე მათ "უჩინარ მუშებს" უწოდებენ. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია, რომ 16-17 წლის მოზარდის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, 14-15 წლის არასრულწლოვანთათვის კი - 24 საათს. კანონმდებლობა კრძალავს არასრულწლოვნის მუშაობას ღამის სამუშაოზე 22 საათიდან დილის 6 საათამდე. მიუხედავად ამისა, ბავშვებს ხშირად უწევთ ღამით მუშაობა, ზოგი იმ დროს მუშაობს, როცა სკოლაში უნდა იყოს, ზოგი კი სკოლამდე და სკოლის შემდეგ. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანის თქმით, სამშენებლო ობიექტებზე დამსაქმებლები არ დებენ ხელშეკრულებას დასაქმებულებთან და მათ უმეტესად დღიურ ანაზღაურებაზე უთანხმდებიან. შესაბამისად, დასაქმებულთა ასაკი ხშირად გაურკვეველი რჩება. შრომის კოდექსსა და "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონში აკრძალულია ბავშვთა დასაქმება საშიშ და მავნე სამუშაოზე და ამის მონიტორინგს შრომის პირობების ინსპექტირების სამსახური უნდა ატარებდეს. "უჩინარი მუშების" დასაქმებით გამორჩეულია სამშენებლო სექტორი, ინსპექტორს ეჭვი თუ არ გაუჩნდა, რომ პირი არასრულწლოვანია და არ მოითხოვა საბუთები, ძნელია გაარკვიო, რა ასაკისაა. მეტიც, ობიექტებზე დასაქმებულებს პირადობის მოწმობებსაც არავინ სთხოვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6230006&name=22.07.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

22.07.2019

მედიასაშუალება: ახალი თაობა

16 წლის გიორგი ბეშკენაძის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ შიშუ პალ ბურდაკს პატიმრობა შეეფარდა

დოლაბაურის ქუჩაზე 16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანია “ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორ შიშუ პალ ბურდაკს აღკვეთის ღონისშიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის 30 ათას ლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე. ბურდაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა. თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს და აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, როგორ მოხვდნენ მუშები ობიექტზე, როცა მას არავითარი შეთანხმება არ ჰქონია სამუშაოების წარმოებაზე. “მე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია. არ ვიცი, როგორ შევიდნენ ისინი ობიექტზე. მე არავითარი ნებართვა არ მიმიცია დემონტაჟის”, – განაცხადა ბრალდებულმა. მისი ადვოკატის ბაჩუკი ქირიას განცხადებით, ლიფტის დემონტაჟისას უსაფრთხოების წესების დარღვევა დამქირავებელი კომპანიის ბრალი არ არის. ამასთან, როგორც ქირია ამბობს, დემონტაჟს უკანონოდ აწარმოებდა ერთ-ერთი კომპანია, რომელთანაც შესაბამისი სამუშაოების საწარმოებლად ბურდაკი მოლაპარაკებებს აწარმოებდა. “მას მიაჩნია, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციას, დაკავებულია მხოლოდ მისი წარმომავლობის და ინვესტირების გათვალისწინებით. მართალია, უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავებიან, თუმცა უსაფრთხოების წესების დარღვევაში დამკვეთ კომპანიას არ მიუძღვის ბრალი. დემონტაჟის სამუშაოებს ნებართვის გარეშე აწარმოებდა კომპანია. ეს კომპანია ცნობილია გამოძიებისთვის, გამოკითხულია მისი წარმომადგენლები, თუმცა დაკავებული არ არიან”, – განაცხადა ქირიამ. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, შიშუ პალ ბურდაკი აწარმოებდა ამ კომპანიასთან მოლაპარაკებებს, რათა მათ დემონტაჟი განეხორციელებინათ, თუმცა იმ დღეს, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა, კომპანიის წარმომადგენლები ობიექტზე მოტყუებით შევიდნენ. ქირიას თქმით, მათ დარაჯს უთხრეს, რომ ბურდაკთან სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდათ სამუშაოების წარმოებაზე. ამასთან, ადვოკატის მტკიცებით ბრალდებული არ მიმალვია გამოძიებას, ის ნებაყოფლობით გამოცხადდა გამოძიებაში, მისცა ჩვენება, რის შემდეგაც ის დააკავეს. რაც შეეხება გარდაცვლილის ოჯახის პოზიციას, ადვოკატის თქმით, ის დაცვის პოზიციას ემთხვევა. “გარდაცვლილის ოჯახთან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ მათ. არაერთხელ იყვნენ მათთან ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენთვის როგორც ცნობილია, ოჯახის პოზიცია სრულად ემთხვევა ჩვენს პოზიციას. უფრო მეტიც, დედამ ნოტარიული ხელწერილით განაცხადა, რომ ის თანახმაა და მას მიაჩნია, რომ შიშუ პალ ბურდაკის მიმართ არ უნდა იყოს გამოყენებული არანაირი აღკვეთის ღონისძიება”, – განაცხადა ბაჩუკი ქირიამ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6230579&name=22.07.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 

 

​