From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-22.01.2020
Received On : 22.01.2020 09:11

 

 

მედიამონიტორინგი 22.01.2020

 

ტელევიზია

22.01.2020                                    

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 09:00

ცე ჰე-პატიტის პროგრამა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6647287

---

 

22.01.2020                                    

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 09:00

გრიპის ვირუსები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6647288

---

 

22.01.2020                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

ჩინური ვირუსი და საფრთხე საქართველოსთვის

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6647168

---

 

21.01.2020                                    

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

ოპოზიცია ე. წ. უფასო მედიკამენტების პროგრამას აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, პაციენტთა მიმართვიანობის შემცირების გამო 7 მილიონი ლარის ღირებულების პრეპარატები აუთვისებელი დარჩა. ამის მიუხედავად, რამდენჯერმე შეიქმნა წამლების დეფიციტიც. 2017 წლიდან ამოქმედებულ პროგრამაში ცალკეულ ხარვეზებს და ბიუროკრატიას ჯანდაცვის სამინისტროც არ უარყოფს. ამიტომ თებერვლიდან ცვლილებები იგეგმება პროგრამაში, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებზე მედიკამენტების სიმბოლურ ფასად გაცემას გულისხმობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6647075

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6646782

კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6646937

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6646157

მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6646117

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6645954

---

 

21.01.2020                                    

არხი:  იმედი

გადაცემა: არენა

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6647064

---

 

21.01.2020                                    

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერა გაგრძელდება - ჯანდაცვის მინისტრი ელიზაბეთ რუდს შეხვდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6647063

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6646994

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6646802

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6646719

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6646255

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6645956

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6645760

---

 

21.01.2020                                    

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 20:00

უკონტროლო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია და გაზრდილი მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6646819

---

 

21.01.2020                                    

არხი:  მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 21:30

უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის მინიმალური პაკეტი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით უახლოეს პერიოდში განისაზღვრება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6647132

---

 

 

 

ინტერნეტი

22.01.2020

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/fraqcia-damoukidebelma-deputatebma-parlamentshi-ekaterine-tikaradzis-misvla-moitxoves/47414/

ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ პარლამენტში ეკატერინე ტიკარაძის მისვლა მოითხოვეს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავენ. წერილი, რომელსაც ხელს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე აწერს, ხუნდაძეს 21 იანვარს გაეგზავნა. დამოუკიდებელი დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავენ, რომ არა უგვიანეს თებერვლის თვისა, ჯანდაცვის კომიტეტის ერთ-ერთ უახლოეს სხდომაზე მიწვეული იქნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე შემდეგი საკითხების განსახილველად: 1. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის #520 დადგენილების საფუძველი და შედეგები; 2. 2019 წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტრიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების მიმართ არსებული დავალიანებება და მისი დაფარვის გეგმა. „გთხოვთ, უზრუნველყოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დასწრება ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე“, - ნათქვამია ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წერილში. ეკატერინე ტიკარაძე

---

 

22.01.2020

მედიასაშუალება:  http://pia.ge/post/303706-arcil-talakvaze-c-hepatitis-eliminaciis-programa-cveni-qveynis-uaxles-istoriasi-ert-erti-yvelaze-warmatebuli-jandacviti-proeqtia

არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯანდაცვითი პროექტია

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე განიკურნა 65 000 პაციენტი. გამოვლენილია 82 ათასი ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი. პროგრამა გრძელდება“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არცერთი ჯანდაცვითი პროექტი, რომელსაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა, წარსულთან შედარებით, სრული კონტრასტი შექმნა და C ჰეპატიტის პროგრამის დაწყებით, საქართველო დაავადებასთან ბრძოლაში გლობალური ლიდერი გახდა. „C ჰეპატიტის პროგრამა მომზადდა და დაიწყო ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით. ექიმებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და აშშ მთავრობასთან თანამშრომლობით შევძელით ამ წარმატებული პროგრამის განხორციელება. რაც მთავარია, ამ პროგრამით სარგებლობს აფხაზეთის მოსახლეობაც, რაც არის უმნიშვნელოვანესი. საქართველოში სადღეისოდ ნამკურნალებია ან მკურნალობს უკლებლივ ყველა C ჰეპატიტით ავადმყოფი, ვინც იცოდა თავისი ავადმყოფობის შესახებ და ვისაც მკურნალობის სურვილი ჰქონდა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა პროგრამის ეკონომიკურ ეფექტზეც და აღნიშნა, რომ საქართველომ სწორ დროს სწორი აქცენტი გააკეთა. „ 82 ათასი ადამიანის მკურნალობას 5.74 მილიარდი დოლარი დასჭირდებოდა, რაც საქართველოს ერთი წლის ბიუჯეტს აღემატება. ეს ჩვენ შევძელით იმით, რომ საქართველომ, პირველმა, ყველაზე სწორ დროს გააკეთა აქცენტი ადამიანის უფლებებზე, C ჰეპატიტთან ბრძოლაზე და ჩვენ გავხდით ის ქვეყანა, რომელსაც აშშ-ის მთავრობამ და კომპანია „გილეადმა“ ნდობა გამოუცხადა“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მედიკამენტების მიწოდება თავიდანვე ოფიციალურად ხელმოწერილი იყო არა ხუთი წლით, არამედ ათი წლით და სიცრუეა, თითქოს პროგრამა “ჩავარდა” და ვადებში ვერ აღწევს მიზანს. „საქართველო არის გლობალური ლიდერი მსოფლიოში C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2019 წელს საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა მსოფლიოში მიიღო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის (Centre of Excellence in Viral hepatitis Elimination) საპატიო წოდება. პროგრამის „ჩავარდნისთვის“ და „ჩაფლავებისთვის“ ასეთ მაღალ ჯილდოს ქვეყნებს არ ანიჭებენ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

---

 

22.01.2020

მედიასაშუალება:   https://ipress.ge/new/thbilisis-meria-gaphantuli-sklerozis-medikamentebs-sotsdautsvelebs-100-ith-dauphinansebs/?fbclid=IwAR1KIy4wlswaV9Lz3NM-FXGD8nULBD8iZ8LPnmvgpiU02wh7Qh8k1h7Sx80

თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის მედიკამენტებს სოცდაუცველებს 100%-ით დაუფინანსებს

---

 

21.01.2020

მედიასაშუალება:  https://1tv.ge/news/tamar-gabunia-ackhadebs-rom-medikamentebit-uzrunvelyofis-integrirebuli-programa-arsebul-kharvezebs-aghmofkhvris/?fbclid=IwAR2ED_mQ2WxDfFiAkGl0EAB6-NBMJg5nh593Cpq5HguTD2PekXd8o5ewxcg

თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მედიკამენტებით უზრუნველყოფის ინტეგრირებული პროგრამა არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მედიკამენტებით უზრუნველყოფის ინტეგრირებული პროგრამა არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის. მისი თქმით, ინტეგრირებული მოდელის პირობებში, მედიკამენტი უფრო მეტი სააფთიაქო წერტილიდან გაიცემა, ვიდრე დღეს არის. თამარ გაბუნიამ დღეს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა თავიდან 20 მილიონი ლარის ღირებულებით დაიგეგმა, წელს კი 10 მლნ ლარია განსაზღვრული. „ძალიან დიდი ნაკადი მოვიდა აგვისტო-სექტემბერში. შემდეგ ეს ეტაპობრივად შემცირდა, თუმცა ცნობილია, რომ ზოგიერთი მედიკამენტი უბრალოდ გამოილია და დეფიციტური გახდა ბაზარზე. მიმდინარე ხარვეზების ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებისთვის პროგრამის მექანიზმი შეიცვალა და დღეს ჩვენ უკვე ვსაუბრობთ საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამაში ინტეგრირებულ მექანიზმზე. ახალი მექანიზმი უფრო საიმედო, მდგრადი და თავისუფალია ასეთი ხარვეზებისგან. საერთაშორისო გამოცდილება ამაზე მიუთითებს და იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო გამოცდილება ჩვენს რეალობაში წარმატებული იქნება. ბიუჯეტი თავიდან დაიგეგმა 20 მილიონი ლარით. ზოგიერთ შემთხვევაში ზოგიერთი მედიკამენტის მოხმარება დიდი იყო, ზოგ შემთხვევაში – ნაკლები. იყო ფაქტორები, რომელიც უკავშირდებოდა საინფორმაციო კამპანიის სისუსტეს. ყველა ეს ფაქტორი განაპირობებდა სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა დონის ხარჯვას, ზოგიერთ შემთხვევაში ხარჯვა იყო მაღალი, ზოგ შემთხვევაში იყო დაბალი. წელს პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 10 მილიონი ლარით, რაც ვფიქრობთ, არის შესაბამისობაში იმასთან, რისი საჭიროებაც არსებობს დღევანდელი მოხმარებიდან გამომდინარე. თუმცა სამომავლოდ ეს საჭიროება კიდევ გადაფასდება და გაიზრდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჭიაბერაშვილმა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში არსებულ პრობლემებზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ჭიაბერაშვილის თქმით, 2019 წლის აგვისტოდან მოყოლებული, იკლებს პროგრამის მოსარგებლედ დარეგისტრირებულთა რაოდენობა იმ დროს, როდესაც წამლის ყიდვა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. მისი თქმით, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით, მედიკამენტების პროგრამაზე გამოყოფილი 14 მილიონი ლარიდან ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ შვიდი მლნ ლარი ჰქონდა ათვისებული.

---

 

21.01.2020

მედიასაშუალება:  http://kvira.ge/533555

ელიზაბეთ რუდი: ცე ჰეპტიტის ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებულმა ინფორმაციის გაშუქებამ, მედიაში პოლიტიზებული სახე მიიღო

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი მიიჩნევს, რომ მედიაში ცე ჰეპატიტის ვადაგასულ მედიკამენტებზე გაშუქებულმა ინფორმაციამ, პოლიტიზებული სახე მიიღო. როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში, უწყების მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. მან ყველას მოუწოდა ჩაიტარონ სკრინინგი და საჭიროების შემთხვევაში მათთვის განკუთვნილი ბენეფიტები მიიღონ. “მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს, ამერიკის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრების, ასევე ფარმაცევტული კომპანია გილიადის ჩართულობით. ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებულმა ინფორმაციის გაშუქებამ, მედიაში პოლიტიზებული სახე მიიღო. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ აღნიშნულ პროგრამას სრულ ნდობას ვუცხადებთ. პრეპარატების რაოდენობა, რომელთაც სარგებლობის ვადა ამოეწურა, მთლიანად ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში. მომწოდებელმა ფარმაცევტულმა კომპანიამაც იგივე სახის განცხადება გაავრცელა. მინდა მოვუწოდო ყველა ქართველს, რომ ჩაიტარონ სკრინინგი და მიიღონ ის ბენეფიტები, რასაც სახელმწიფო ცე ჰეპატიტის მკურნალობის მიზნით აბსოლუტურად უფასოდ სთავაზობს. აღნიშნული კი ქვეყანასაც დაეხმარება, მიაღწიოს ცე ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნებს”, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.facebook.com/ssageorgia/?epa=SEARCH_BOX

მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/277942

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/elizabeth-rudi-c-hepatitis-eliminatsiis-programa-tsarmatebith-mimdinareobs-da-chven-srul-ndobas-vutskhadebth/

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/c-hepatitis-eliminaciis-programas-srul--ndobas--vucxadebt----ashsh-is-elchis-movaleobis-shemsrulebeli/47361/

პია.ჯი- http://pia.ge/post/303588-elizabet-rudi-c-hepatitis-eliminaciis-programas-srul-ndobas-vucxadebt

---

 

21.01.2020

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/axali-virusi-chinetshi-emuqreba-tu-ara-saqartvelos-safrtxe

„ჩინეთში დადგენილი ვირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროება არ დგას“

დგას თუ არა მსოფლიო ახალი ეპიდემიის წინაშე?- ჩინეთში კორონა ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმე მდგომარეობაშია.მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გამო საერთასორისო ვაჭრობისა და მიმოსვლის აკრძალვას საჭიროდ არ მიიჩნევს, 22 იანვარს ორგანიზაციის წევრები იკრიბებიან და საკითხზე იმსჯელებენ. საქართველო-ჩინეთს შორის ხშირი ავიარეისები სრულდება,თუმცა, პროვინციასთან, სადაც ვირუსია გავრცელებული საქართველოს პირდაპირი საჰაერო კავშირი არ აქვს. მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოიწოდებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის, თქმით, ჩინეთში დადგენილი ვირუსის გავრცელების საშიშროების წინაშე საქართველო არ დგას. „ის რაც ჩინეთში ხდება არ არის გავრცელებული ეპიდემია. ცენტრალური ჩინეთის ქალაქი უჰანი 16 მილიონიანი და აქედან 200 ადამიანია ავად, 200-დან 2 დაიღუპა, მაგრამ ეს არ არის განგაშის სიგნალი. ხვალ იკრიბება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი, რომლებიც გასცემენ რეკომენდაციებს აღნიშნული დაავადების შესახებ.“-ამბობს პაატა იმნაძე. მას შემდეგ რაც ე.წ ჩინური ვირუსი გავრცელდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან პირველი ავიარეისი შესრულდა. ჩამოსული მგზავრების თქმით, მათ თბილისის აეროპორტში დამატებითი შემოწმება არ გაუვლიათ. ჩინეთის საზღვარზე კი, მათი შემოწმება რეგულარულად ხდება. ვირუსის გავრცელების გამო, მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე აეროპორტში, სადაც ჩინეთიდან ფრენები ხორციელდება, მგზავრების თერმულ შემოწმებას ახორციელებენ.

---

 

21.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.alia.ge/%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b-1-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d/?fbclid=IwAR07RM4_AhWxhswijOlyFWXZNzKSTVl000pbv3Bid-PyZXvomyz3KEk9DC0

“ყველამ 1 ლარი რომ დავრიცხოთ, დღის ბოლოს თანხა გვექნება” – 15 წლის დიმას ოპერაციისთვის მხოლოდ 1500 ლარი აკლდება

---

 

21.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.newposts.ge/?l=G&id=222818-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9B%2C+%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98&fbclid=IwAR3JaVvGvfq7kCQx6-TTT89VFMwCFmXIgT6DBjR3bRnZwk5QR0OGPKV2foY

19 წლის მარიამ კალომლეწავს, რომელსაც თავის ტვინზე მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს საზოგადოების დახმარება სასწრაფოდ სჭიდება

---

 

21.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.primetime.ge/news/1579096920-3-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1?fbclid=IwAR2exDIEmOLjugS-BQSxznGxUXGM55mCpaSOievayfmuIsjU0QR_QlOIFDw

„ჩემი შვილი უსამართლობის მსხვერპლია - 3 წლის საბა რუხაძის მამის სკანდალური განცხადება

---

 

ბეჭდვითი მედია

22.01.2020

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

თამარ გაბუნია: მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მედიკამენტებით უზრუნველყოფის ინტეგრირებული პროგრამა არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის. მისი თქმით, ინტეგრირებული მოდელის პირობებში, მედიკამენტი უფრო მეტი სააფთიაქო წერტილიდან გაიცემა, ვიდრე დღეს არის. თამარ გაბუნიამ დღეს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა თავიდან 20 მილიონი ლარის ღირებულებით დაიგეგმა, წელს კი 10 მლნ ლარია განსაზღვრული. „ძალიან დიდი ნაკადი მოვიდა აგვისტო-სექტემბერში. შემდეგ ეს ეტაპობრივად შემცირდა, თუმცა ცნობილია, რომ ზოგიერთი მედიკამენტი უბრალოდ გამოილია და დეფიციტური გახდა ბაზარზე. მიმდინარე ხარვეზების ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებისთვის პროგრამის მექანიზმი შეიცვალა და დღეს ჩვენ უკვე ვსაუბრობთ საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამაში ინტეგრირებულ მექანიზმზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6647294&name=22.01.2020+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

22.01.2020

მედიასაშუალება:     რეზონანსი

 საქართველოში შემოსულია ახალი ვირუსის ეპიდემია უჩვეულო სიმპტომებით

სიცივეების დადგომასთან ერთად იმატა ვირუსული დაავადებების რიცხვმა. გავრცელების არეალი სკოლები, საბავშვო ბაღები და ადრეული განვითარების ცენტრებია. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების დიდი რაოდენობა აცრილია, დაავადების გამომწვევი ინფექციები არ ჩერდებიან: რეკორდულ დროში ხდება მათი მუტაცია. ენტეროვირუსული ვეზიკულარული სტომატიტი ამ ვირუსს შემოკლებით "ხელ-ფეხ-პირის" ვირუსს უწოდებენ და ხშირად კოქსაკის ვირუსის სახელიტაც მოიხსენიებენ. სიმპტომებით ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ გაცივებას: აღინიშნება მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი. მაგრამ ხელის და ფეხის გულებზე და ასევე პირის ღრუში ჩნდება წითელიან ნაცრისფერ-თეთრი ფერის გამონაყარი. პაციენტს აღენიშნება ქავილი. დაავადება ადვილად გადადის დაავადებულის ლორწოვანთან კონტაქტისას. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება საკმაოდ საშიშად გამოიყურება, ძლიერი იმუნიტეტის შემთხვევაში, საკმარისია 2 კვირა სრული გამოჯანმრთელებისთვის. დაავადების შემთხვევები მრავლად არის საზღვრებს გარეთ, ევროპაში, რუსეთში. საქართველოში ჯერ არ დადასტურებულა. თუმცა თუ მსგავსი რამ შენიშნეთ, პირველივე სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. იგი დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დროულად დაიწყებს შესაბამის მკურნალობას. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ენტეროვირუსული ვეზიკულარული სტომატიტი და ბევრი სხვა დაავადება, საჭიროა დავიცვათ ელემენტარული პირადი ჰიგიენა, აუცილებლად დავიბანოთ ხელები ხშირად და მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6647338&name=22.01.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

22.01.2020

მედიასაშუალება:     რეზონანსი

რატომ არ ამოწმებენ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს კორონავირუსზე

უცნობი კორონავირუსის გამო, რომელმაც მსოფლიო პანიკაში ჩააგდო და რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა, 22 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) საგანგებო სხდომას გამართავს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი პაატა იმნაძე კი „რეზონანსთან" საუბრისას იმას განმარტავს, თუ რატომ არ ხდება თბილისის აეროპორტში ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების სამედიცინო შემოწმება. ცნობა ოთხშაბათს დაგეგმილი საგანგებო შეხვედრის შესახებ „ტვიტერში" ჯანმო-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. მასზე დაგეგმილია იმაზე მსჯელობა, წარმოადგენს თუ არა ახალი უცნობი კორნავირუსი საერთაშორისო საფრთხეს და რა არის საჭირო ვირუსთან საბრძოლველად. აღსანიშნავია, რომ უკვე ოფიციალურად დადასტურდა ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის რამდენიმე შემთხვევა, რაც მედიკოსთან განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ვირუსის გამოვლენი შემთხვევათა დიდი უმრავლესობა ჩინეთში ფიქსირდება, თუმცა თითო-თითო შემთხვევა უკვე დადასტურებულია სამხრეთ კორეაში, ტაილანდსა და იაპონიაში. აშშ-ის, ბრიტანეთის, ტაილანდისა და იაპონიის აეროპორტებში ახალი ვირუსის შესაჩერებლად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ექიმები ჩინეთიდან ჩასულ ყველა მგზავრს ამოწმებენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან პირველი ავიარეისი შესრულდა. ჩამოსული მგზავრების თქმით, მათ თბილისის აეროპორტში დამატებითი შემოწმება არ გაუვლიათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ უცნობი ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განგაშის საფუძველი საქართველოს არ აქვს, რადგან, მისი თქმით, ჩინეთში მცხოვრებ მილიარდნახევარი ადამიანიდან დაახლოებით 200 ადამიანია ინფიცირებული. „ჩინეთში გავრცელებული" - ასეთი შეფასევა ალბათ ცოტა გადაჭარბებულია, იმიტომ, რომ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 16 მილიონია, ჯერჯერობით დაახლოებით 200 შემთხვევაა. ჩინეთში მილიარდნახევარი ადამიანი ცხოვრობს, ანუ შეფასება „გავრცელებული" ცოტა გადაჭარბებულია, „საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოქმედი რეკომენდაციაა, რომ არავითარი შეზღუდვა ჩინეთთან მგზავრობაზე, ან ჩინეთთან ვაჭრობაზე რეკომენდირებული არაა, „ჩვენთან რეისი მოფრინავს პეკინიდან. პეკინიდან იმ ქალაქამდე, სადაც შემთხვევებია დაფიქსირებული, დაახლოებით ისეთივე მანძილია, რაც აქედან სტამბულამდე. ანუ, პეკინში ვირუსი არაა ჯერ და რეისი პეკინიდანაა. „სხვა ქვეყნებში იმიტომაა დაწესებული შეზღუდვები, რომ პირდაპირი რეისებია იმ ქალაქიდან, სადაც ვირუსია და პირდაპირი რეისები რომაა იმ ქალაქიდან, საიდანაც 300-ზე მეტი მგზავრი ჩადის ერთი რეისით, ამიტომ ამოწმებენ. თანაც შეზღუდვა როგორც ასეთი არაა, ადამიანებს ნახულობენ ავად ხომ არ არიან, „განგაშის საფუძველი საქართველოსთვის კი არა, მსოფლიოსათვის არის ხოლმე ის, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იტყვის, „წინა კორონავირუსი საუდის არაბეთში რომ გავრცელდა, მე ვიყავი საგანგებო კომიტეტის წევრი. ხდება ხოლმე ასე - როცა რაღაც ასეთი გაჩნდება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იწვევს ხოლმე საგანგებო კომიტეტს და თვითონ შეარჩევს ხოლმე მსოფლიოში ექსპერტებს. ვარ საგანგებო კომიტეტის წევრი და ვიცი როგორც ხდება. ჯერ არაფერი ისეთი სანერვიულო არაა დ ვნახოთ რა იქნება", -განაცხადა იმნაძემ. ბოლო მონაცემებით, უცნობი კორონავირუსის მქონე პაციენტთა რაოდენობამ 200 ადამიანს გადააჭარბა, რომელთაგან სამი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა უმეტესობა ჩინეთშია. გავრცელებული ინფორმაციით, პირველად უცნობი ვირუსის გავრცელება ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში მდებარე ზღვის პროდუქტების ბაზრიდან მოხდა. ვირუსი ხველებას, სიცხესა და ფილტვების ანთებას იწვევს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6647239&name=22.01.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

​