| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-21.11.2019 |
| Received On : | 21.11.2019 09:00 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 21.11.2019
ტელევიზია
21.11.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6477562
რუსთავი 2-კურიერი 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6477683
---
21.11.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
მთავრობის 520-ე დადგენილება, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისათვის ახალი თანაბარი ტარიფები დაადგინა, არ გადაიხედება და ის ძალაში დღეიდან შედის. ღია წერილის, კონკრეტული გათვლებისა და არგუმენტების მიუხედავად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გუშინ პოზიციები არ დათმო. თავად მინისტრი არც გუშინ გამოჩენილა საკანონმდებლო ორგანოში. ეკატერინე ტიკარაძის ნაცვლად გუშინ თამარ გაბუნია ისმენდა და ოპონირებდა კლინიკების წარმომადგენელთა განცხადებებს საკანონმდებლო ორგანოში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6477443
---
20.11.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
საავადმყოფოების დიდი ნაწილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ხვალიდან ყველა კლინიკის რეანიმაციული და კარდიოლოგიური მომსახურება ერთიან სატარიფო სქემაში მოექცევა. ანუ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კარდიოლოგიის და რეანიმაციის მიმართულებით დაწესებული ტარიფები ყველა საავადმყოფოსთვის თანაბარი იქნება და ისინი საკუთარი სურვილით ფასის გაზრდას ვეღარ მოახერხებენ. ტარიფი კი ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა. ექიმების ხელფასების შემცირების და გაკოტრების არგუმენტით კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის დროებით შეჩერებას და ტარიფების მათთან შეთანხმებას ითხოვენ. კარდიოლოგიის და რეანიმაციის მიმართულებით სამინისტრო უკან დახევას გამორიცხავს, ჯერ უცნობია, წავა თუ არა სხვა სფეროებზე უწყება დათმობაზე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6477316
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6477082
ტვ პირველი -საქმის კურსი 17:45-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6476866
I არხი - ბიზნესპარტნიორი- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6476911
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6476809
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6476239
ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6476047
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6475870
---
20.11.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ ცირკულირებს და გავრცელებულია მხოლოდ გაციების გამომწვევი ვირუსები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6477312
---
20.11.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
სათანადოდ არის თუ არა დაცული მედიკოსების უფლებები. ცნობილი ნეირო ქირურგი, რომელსაც პაციენტის უკმაყოფილო ნათესავი საავადმ,ყოფოში ფიზიკურად გაუსწორდა ამბობს რომ არა. გოგი მაღალაშვილზე თავდასხმის ფაქტს შსს იძიებს. სულ მალე პარლამენტი დაამტკიცებს კანონპროექტს რომლის მიხედვითაც სამედიცინო წარმომადგენლისათვის სამსასახურეობრივი მოვალეობის შესრულები ხელის შეშლა დასჯადი გახდება. ქირურგი სახელმწიფოს უმოქმედობაში ადანაშაულებს თუმცა სხვას ამტკიცებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6477310
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6477203
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6477282
რუსთავი 2- კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6476469
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6476224
მთავარი არხი-მთავარი ამბები 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6476698
---
20.11.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 16:00
ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სანაცვლოდ საკუთარ თავს სთავაზობს. დეპუტატის შეფასებით, ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი მძევლად მისი პატრიოტიზმის გამო რჩება. ზოიძის ინფორმაციით, ქართველი ექიმები ინიციატივით გამოვიდნენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ნაცვლად, ყველა ექიმმა თითო კვირით მისი ადგილი დაიკავოს. ზოიძე ექიმების ინიციატივას უერთდება და მზადყოფნას გამოთქვამს, დღესვე ჩაანაცვლოს პატიმრობაში მყოფი ქართველი ექიმი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6476720
---
20.11.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ დაკავებული ექიმისთვის ბრალის დამძიმებაზე მუშაობს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6476485
---
20.11.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ამაო მცდელობები ვაჟა ექიმის გამოსახსნელად და მე-12 ღამე ცხინვალის იზოლატორში
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6477278
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6477247
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6477127
---
20.11.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
ტყვეობაში ექიმის საქმეს ეუთოს გენერალური მდივანი ეხმიანება, ის იმედს გამოთქვამს რომ სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმი, ვაჟა გაფრინდაშვილს უახლოეს მომავალში გაანთავისუფლებს და იგი ოჯახს დაუბრუნდება. ეუთოს გენერალურმა მდივანმა მიმართვა სოციალურ ქსელ "თვითერის" მეშვეობით გამოაქვეყნა. მსგავს განცხადებას აკეთებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელიც, მიხეილ ზიბერტი. " მხარს ვუჭერთ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე." - წერს დიპლომატი, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვენბლივ გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება 17 ნოემბერს გამოაქვეყნა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6476403
---
ინტერნეტი
21.11.2019
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება სამედიცინო მომსახურების ხარისხს საფრთხეს არ უქმნის
დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე გათანაბრებული ტარიფები ამოქმედდა. როგორც საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა, აღნიშნული ცვლილება პაციენტების მომსახურების ხარისხს საფრთხის ქვეშ არ დააყენებს, რადგან ტარიფები ისეა დათვლილი, რომ ხარისხიანი მკურნალობა გარანტირებული იყოს. კლინიკების წარმომადგენელთა პრეტენზიაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ტარიფები მნიშვნელოვნად შემცირდა და ახალი ფასების პირობებში ვერ შეძლებენ ადეკვატური ხარისხის სერვისების მიწოდებას, გაბუნია ამბობს, რომ ცვლილებამდე კლინიკებში მოქმედ ტარიფებს შორის დიდი განსხვავება იყო. „მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, მკურნალობის ღირებულებაში ჩადებული იყო ისეთი ხარჯები, როგორიც არის, ჰონორარი პაციენტის მიერ შერჩეული ექიმისთვის, ძვირადღირებული აპარატის გამოყენება და ა.შ. სამინისტროს მიერ დაწესებულ ტარიფში გათვალისწინებულია ხარისხიანი აპარატურის გამოყენება. სამინისტრო ელოდება კლინიკების მიერ დასაბუთებული შეთავაზების მიღებას ტარიფებთან დაკავშირებით და მათი მხრიდან ძლიერი არგუმენტების წარდგენის შემთხვევაში შესაძლოა, დადგენილებაში კორექტივები შევიდეს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ამასთან, გაბუნია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვით საზოგადოების შედარებით მოწყვლადი პირები სარგებლობენ. იმ მოქალაქეებს კი, ვისაც სურს დამატებითი თანხების გადახდა გარკვეულ სერვისებში, აქვთ შესაძლებლობა, კერძო დაზღვევა შეიძინონ, რის შედეგადაც არჩევანში არ იქნებიან შეზღუდული. 11 ნოემბერს კლინიკების ნაწილმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართა, რომელშიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატანი ცვლილებების გადავადებას ითხოვდნენ. მათი შეფასებით, ეს დრო საჭიროა, რათა მოხდეს საკითხის ფართო განხილვა და ისეთი ტარიფების მიღება, რომლებიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს. ღია წერილის ხელისმომწერები აცხადებენ, რომ 2013 წელთან შედარებით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულება გაზრდილია, ხოლო ანტიბიოტიკებზე ფასები იმავე პერიოდში 76 პროცენტითაა მომატებული. წერილს ერთვის გრაფიკები, სადაც ნაჩვენებია სისხლისა და სისხლის კომპონენტების ღირებულების ზრდის დინამიკა 2012 წლიდან დღემდე. მატება 40-დან 130 პროცენტს აღწევს. იქვე მოცემულია ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ოპერაციის ღირებულების ფასების დინამიკა. მაგალითად, კორონარული არტერიის შუნტირების ღირებულება 4029 დოლარია, რაც დღევანდელი კურსით, 11925 ლარს შეადგენს. მთავრობის დადგენილებით კი, ამ ოპერაციის ფასი 8500 ლარად (ანუ 2871 დოლარი) განისაზღვრა. ღია წერილში ასევე ნათქვამია, რომ კლინიკებს უმძიმეს ტვირთად აწევთ საყოველთაო დაზღვევის პროგრამით თანხების სახელმწიფოსგან დაგვიანებით (პრაქტიკულად 5-6 თვე) მიღება. ხელმომწერები აცხადებენ, რომ ტარიფების შემცირებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მსხვილ ქალაქებში ინტენსიურის საწოლების რაოდენობის შემცირება და პაციენტების მკურნალობის ხარისხის მკვეთრად გაუარესება. კლინიკების წარმომადგენლები გუშინ პარლამენტში, დეპუტატებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებსა და ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ.
---
21.11.2019
ჭარბი წონის სამკურნალო ოპერაციებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ დააფინანსებს
ბარიატრიულ ოპერაციებს ანუ ისეთ ქირურგიულ ჩარევებს, რომლებიც პაციენტებს ჭარბი წონის დროს ენიშნებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ დააფინანსებს. შესაბამის ცვლილებას მთავრობის 520-ე დადგენილება ითვალისწინებს. როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბარში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული ოპერაციები ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად კეთდებოდა იმ დროს, როდესაც, მსოფლიო სტანდარტით, მსგავსი ქირურგიული ჩარევები დაშვებულია მხოლოდ მძიმე სიმსუქნის შემთხვევაში, როდესაც ოპერაციის სარგებლიანობა აღემატება რისკს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ბარიატრიული ოპერაციის ჩატარების შესახებ მიღებულ უნდა იყოს არა ერთი ექიმის, არამედ ექიმთა გუნდის მიერ, საქართველოში კი ასეთი ქირურგიული ჩარევები ჭარბად, ხშირ შემთხვევაში პირველი-მეორე ხარისხის სიმსუქნის შემთხვევებში კეთდებოდა, რაც კოსმეტიკურ და ესთეტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. თამარ გაბუნიას განცხადებით, ბარიატრიული ოპერაციების დაფინანსებაზე 2018 წელს სახელმწიფომ ხუთ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, რაც გაუმართლებელი ხარჯია. განსხვავებული შეფასება აქვს კლინიკა „ინოვას“ ბარიატრიული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელ დავით აბულაძეს. როგორც მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, ყოველწლიურად ასობით პაციენტი მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის აუცილებელ ოპერაციას ვეღარ გაიკეთებს. მისი განმარტებით, აღნიშნული ქირურგიული ჩარევის მიზანი არის არა ვიზუალური ცვლილება, არამედ დიაბეტის, გულსისხლძარღვთა და სხვა სერიოზული დაავადებების მკურნალობა და პრევენცია. მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჭარბწონიანობა დაავადებად არის მიჩნეული და საქართველოში ბარიატრიული ოპერაციები სამედიცინო ჩვენების საფუძველზე ტარდება, როდესაც დგინდება, რომ სიმსუქნე პათოლოგიურია და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. დავით აბულაძის თქმით, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 700-800 მსგავსი ოპერაცია ტარდება და მისი ღირებულება 10-11 ათასი ლარია. აღნიშნული ოპერაცია 25-დან 50 წლამდე ასაკის პირებს უტარდებათ. დავით აბულაძის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ პაციენტების 90 პროცენტი ვერ შეძლებს ამ ოპერაციის საკუთარი სახსრებით სრულად დაფინანსებას. ქირურგის განმარტებით, კლინიკების ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა თხოვნით, განიხილონ აღნიშნული პრობლემა, რაზეც მიიღეს პასუხი, რომ სამინისტრო შეისწავლის საკითხს. თამარ გაბუნიას განმარტებით კი, ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ ბარიატრიულ ოპერაციებს სახელმწიფო კვლავ დააფინანსებს, თუმცა რეფერალური პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გაკეთების აუცილებლობა დასაბუთებული იქნება. ბარიატრიული ოპერაციების საშუალებით ხდება წონის დაკლება და მეტაბოლური წონასწორობის დარეგულირება. ოპერაციის დროს კუჭი პატარავდება ან ხდება წვრილნაწლავის ატანა კუჭთან და მისი მიერთება საყლაპავთან.
---
21.11.2019
ეკატერინე ტიკარაძე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული პირების განსახლება და მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. მისივე თქმით, ამ მიმართულებით, სამინისტროს დაქვემდებარებაში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იქმნება. დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსმა ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მომდევნო წლის გეგმები გააცნო. მისი თქმით, 2020 წელს, 2500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კი 2000-2500 ოჯახს დაუკანონდება. ასევე, მომდევნო წელს, უსაფრთხო გარემოში 250-მდე ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდება. „განსახლების პარალელურად, პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობასაც ენიჭება. მომდევნო წლიდან, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის, სახელობო იარაღების შეძენისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამებით, დევნილებთან ერთად, ეკომიგრანტებიც ისარგებლებენ. ახლადშექმნილი სააგენტო, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამებსაც განახორციელებს“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, კემლინ ფურლის განცხადებით, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. „იმედს ვიტოვებ, რომ ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში დევნილთა, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, საქართველო მნიშვნელოვან განაცხადს გააკეთებს. საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით დიდი პროგრესი აქვს და იმედი მაქვს, ეს პროგრესი ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართულებითაც გაგრძელდება“, - განაცხადა კემლინ ფურლიმ.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=93373
---
21.11.2019
„თბილავიამშენის“ 100-მდე თანამშრომელი ხელფასების დროულად მიღების მოთხოვნით მეოთხე დღეა, გაფიცულია
---
21.11.2019
მედიასაშუალება: http://pia.ge/post/293779-ra-unda-gavitvaliswinot-gripis-virusis-dros-daavadeba-kontrolis-erovnuli-centris-rekomendacia
რა უნდა გავითვალისწინოთ გრიპის ვირუსის დროს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია
სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს. რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს სეზონურ ვირუსს, რა ასაკის ადამიანები მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფებს რა გზას შეიძლება მივმართოთ პრევენციისთვის, "პირველის" კითხვებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პასუხობს. იმნაძე "პირველთან" საუბარში ამბობს, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა. "ზამთარში რომ ვირუსი იქნება ეს მგონი გასაკვირი არ არის. ჯერჯერობით, გრიპის ვირუსი საქართველოში არ დაფიქსირებულა, არ გამოჩენილა. გარკვეული გაციების ვირუსები ცირკულირებს და ინფორმაცია ყოველ კვირეულად იდება ჩვენს ვებ-გვერდზე", - აღნიშნა იმნაძემ. რაც შეეხება რისკ ჯგუფებს, იმნაძის თქმით, მას მოხუცები და მცირეწლოვნები მიეკუთვნებიან. "მათ შეიძლება მძიმედ გადაიტანონ ხოლმე. დანარჩენი ძირითადად ეს არის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ვისაც, ასე ვთქვათ, სახელმწიფო უფასოდ ცრის. დღეისათვის, 60 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი საქართველოში უფასო სახელმწიფო პროგრამით. მთავარია ვირუსს დროზე მიხედოთ, ნუ გაუთამამდებით, თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა და გრიპის მაგვარი დაავადებები, აუცილებლად დარჩით სახლში და დაისვენეთ. ვირუსი თუ ეხება ბავშვს არ უნდა გაუშვათ სკოლასა და ბაღში. დასვენებული ორგანიზმი თვითონ მოერევა გრიპის მაგვარ ვირუსებს",- აღნიშნა იმნაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე რა შეიძლება პრევენციისთვის გაკეთდეს - იმნაძე ამბობს, რომ ყველაზე კარგი პრევენცია ვაქცინაა. "ოღონდ გრიპის ვაქცინასაც არ აქვს 100%-იანი დაცვა, 60 %-ს იცავს. ასევე, სასურველია ხელების ხშირი დაბანა და იმ ოთახის განიავება, სადაც ბევრი ხალხია", - დასძინა პაატა იმნაძემ.
---
21.11.2019
გიორგი გახარია დაკავებულ ექიმზე - ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს და ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში
ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიკურობიდან გამომდინარე ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. „გაცნობებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათის რეჟიმში. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც გაგვაჩნია და რა თქმა უნდა, სრულ სინქრონში ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში. რა თქმა უნდა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიკურობიდან გამომდინარე ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები და პირველ რიგში, ეს სტანდარტები უნდა გავითვალისწინოთ ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
---
20.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ekaterine-tikaradzis-uwyeba-vs-26-klinika---seqtori-ministrs-komunikaciis-xarisxs-uwunebs/43941/
ეკატერინე ტიკარაძის უწყება VS 26 კლინიკა - სექტორი მინისტრს კომუნიკაციის ხარისხს უწუნებს
ხვალიდან, 20 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება ხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ 26-მა სამედიცინო დაწესებულებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართეს. სექტორი ითხოვდა 520-ე დადგენილების მინიმუმ ნახევარი წლით გადავადებას და ისეთი ტარიფების დამტკიცებას, რომელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია. ასევე, არაა გათვალისწინებული არც ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფაქტორი, არც ის, რომ 2013 წელთან შედარებით გაზრდილია კომუნალური ტარიფები და ა.შ. ინდუსტრიისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე მოხდა 520-ე დადგენილებით ტარიფების დამტკიცება; ასევე, მათ კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხის ფართო განხილვა არ მომხდარა; ამიტომ როგორც პრემიერისადმი მიწერილ ღია წერილში იყო აღნიშნული, თუ მთავრობის დადგენილების ამოქმედების ვადა არ გადაიწევს, ამას მოჰყვება პაციენტებზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის უკიდურესად გაუარესება, მათი უფლებების დარღვევა და ეს ყველაფერი გამოიწვევს მთლიანად დარგის კოლაბირებას. სამედიცინო სექტორში არსებული ასეთი მოლოდინების მიუხედავად, 520-ე დადგენილების ამოქმედების ვადა არ გადაიწევს და როგორც ცნობილია, ის ძალაში ხვალიდან, 20 ნოემბრიდან შევა, თუმცა შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და საკითხზე გაიმართება დამატებითი კონსულტაციები. ასეთი გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე სამუშაო შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ექიმები, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და ასევე ჯანდაცვის მინისტრის ორი მოადგილე ესწრებოდა. თავად მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღევანდელ დისკუსიაში არ მონაწილეობდა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით კი, ის დააკვირდება მიმდინარე პროცესებს და საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, მზადაა პრემიერ-მინისტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დადგენილების გადავადების წინადადებითაც მიმართოს. „სამუშაო ჯგუფი დაუყონებლივ უნდა შეიქმნას, ჩვენ შეგვიძლია აქ ჩავრთოთ ექსპერტები, ბიზნესომბუდსმენი, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ჩაერთოს შესაბამისი პროფესიონალები, ვისაც ამ თემებზე შეუძლიათ საუბარი. თემა უნდა მომზადდეს სასწრაფოდ და განხილულ იქნას არა ცალმხრივად. მე მესმის თქვენი წუხილი, არის მთელი რიგი თემები, რომელზეც მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, რატომ არის მოგების პროცენტი საკმაოდ მაღალი, რომელიც ბევრ ქვეყანაში რეგულირებულია. ნიშანდობლივია, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი მხარეები კონსულტაციის გარეშე ვერ მიიღებენ ახლა გადაწყვეტილებას. მე მივმართავ ასევე პრემიერსაც და პირველ რიგში ჯანდაცვის მინისტრს, ვთხოვ, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად სწრაფად ჩაჯდეს იმ კალაპოტში როგორიც უნდა იყოს, რაზეც არის პრეტენზიები დავსხდეთ და დავილაპარაკოთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც საკითხის განხილვა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მას ესწრებოდა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძეც, რომელმაც სამინისტროს მიერ წარმოებული რეფორმირების პროცესი გააკრიტიკა და რეფორმის მომზადების პერიოდში სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობის გარეშე და მათთან შესაბამისი კომუნიკაციის გამო, სამინისტროს მისამართით პრეტენზიები გამოთქვა. სამედიცინო ინდუსტრიის შეფასებები და მოლოდინები რაც შეეხება თავად სამედიცინო დაწესებულებების პოზიციებს: „ჯანდაცვა დაზარალდება“, „დაზარალდებიან პაციენტი“, „კლინიკები დავიკეტებით“, „ბევრი პროფესიონალი ექიმი დატოვებს საქართველოს“, - ეს იმ ფრაზების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ექიმების და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელების მხრიდან ისმოდა. ისინი ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს კომუნიკაციის ხარისხს უწუნებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარე კონსულტაციებიც უკვე დაგვიანებულია. უფრო მეტიც, კლინიკების წარმომადგენლების თქმით, რომ არა ბიზნესომბუდსმენი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე, თემა საერთოდ არ წამოიწეოდა და ამის დასტურია ისიც, რომ დადგენილება ძალაში ხვალ შედის და მინისტრს სექტორთან კონსულტაციები არ ჰქონია. დავით მიქელთაძე (მთავარი ჰოსპიტალი „ღია გული“): „დაგვიანებული იყო თუ არა დღევანდელი სამუშაო შეხვედრა? - დადგენილება 5 ნოემბერს გამოიცა და იქამდე არც დარგთან, არც დარგობრივ ასოციაციებთან, არც კლინიკებთან არანაირი შეხვედრები და კონსულტაციები არ ყოფილა ტარიფებთან დაკავშირებით. მე აღვნიშნავ, რომ ჩვენ ტარიფიკაციის და რეგულაციების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ სწორ ვითარებაში და ისეთ ვითარებაში, რომელიც დარგს მისცემს განვითარების საშუალებას და დაცული იქნება პაციენტების ინტერესები“. კახაბერ ეცადაშვილი (საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია): „თუ კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის დარგებს ამ ტარიფით მიადგა დიდი ზარალი და მიადგება კიდეც, როგორც გულის რიტმის ასოციაციის ხელმძღვანელმა მინდა ვთქვა, რომ რითმოლოგიის სამსახური საერთოდ გაუქმების და მოსპობის რეალური საფრთხის წინაშეა, რადგან ის ტარიფები, რაც უკვე დადგენილია სამინისტროს მხრიდან, ბევრად ნაკლებია, ვიდრე თავად აპარატის თვითღირებულება“. ალექსანდრე ალადაშვილი (კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი): „უბრალოდ მაგალითს გეტყვით - ახალი ტარიფიკაციით კორონარული სტენტირების შემთხვევაში სტენტზე გამოყოფილია 300 ლარი. თანამედროვე, მოწინავე კომპანიების სტენტების მინიმალური ფასი იწყება 520 და მეტი ლარიდან. პაციენტი რომ მოვა და მეტყვის - მე მინდა კარგი სტენტი, ახალი რეგულაციით კი აკრძალულია, რომ პაციენტს დაამატებინო თანხა და რა უნდა გავაკეთოთ?!“ გიორგი რამიშვილი ("ნიუ ჰოსპიტალსი"): „ყველა მაღალტექნოლოგიური აპარატურა, რასაც ვყიდულობთ, ძველდება და გადასაყრელი ხდება რამდენიმე წელში. მარტო შარშან ვიყიდეთ ახალი "კატლაბი" და ახალი კატე და თითოეული მათგანი დაგვიჯდა 400 ათასი ევრო. ამ ფულს ჩვენ ვდებთ სტანდარტში იმისთვის, რომ ჩვენი ოპერირება იყოს მდგრადი. თუ ამორტიზაცია და სწორად დათვლილი არაპირდაპირი ხარჯი არ იქნება დათვლილი სამედიცინო სტანდარტებში, ჩვენ დავიკეტებით. ყოველ 5-6 წელიწადში ერთხელ სესხი თუ ავიღეთ და მარტო ამ სესხს მოვემსახურეთ, ვერ განვითარდება მედიცინა. კარგი კლინიკები დავიკეტებით. ის კლინიკები, რომლებიც ნაკლებად კეთილსინდისიერია, რაღაცნაირად მოახერხებენ და გადარჩებიან. გთხოვთ ამორტიზაციის და არაპირდაპრი ხარჯები სწორად გავთვალოთ”. როგორია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია? „კლინიკების პრეტენზიები არგუმენტებს მოკლებულია“ - ასეთია მოკლედ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია. სამედიცინო დაწესებულებების და ჟურნალისტების კითხვებს დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია პასუხობდა. “დარწმუნებული ვართ, რომ ტარიფი იძლევა საკმარის საფუძველს ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის... სამინისტროს პოზიციაა, რომ ეს მეთოდოლოგია არის გამართული, სწორი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი; ასევე მიზანი, რომ მივაღწიოთ უნივერსალურ ხელმისწავდომობას, ვერაფრით ვერ მიიღწევა შიდა ეფექტურობის გაუმჯობესების გარეშე. ეს პოზიცია არის ძალიან მყარი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ ახალი ტარიფები 4-თვიან სერიოზულ კვლევას ეფუძნება. Bm.ge-ის კითხვაზე - ვინ ჩაატარა კვლევა, რომელმაც გათანაბრებული ტარიფები დააწესა კლინიკებისთვის, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მასზე სოციალური მომსახურების სააგენტომ იმუშავა. რა შეეხება კლინიკების კიდევ ერთ პრეტენზიას იმის თაობაზე, ახალ ტარიფებში ლარის გაუფასურების ფაქტორი არ არის გათვალისწინებული, მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ „სადაც საჭიროა, ვალუტის კურსის გათვალისწინება, იქ კვლევამ ლარის გაუფასურება, რა თქმა უნდა, გაითვალისწინა“. Bm.ge-მ მინისტრის მოადგილეს ასევე ჰკითხა, რამდენი მლნ ლარის ეკონომიას ელოდება ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებით. „რეანიმაციის სერვისისთვის ის დანაზოგი, რომელიც გათანაბრებით შეიძლება მივიღოთ, ესაა დაახლოებით, 30 მლნ ლარის ფარგლებში, რაც შეეხება კარდიოქირურგიის მხარეს, აქ სახელმწიფოს მხარეს ძალიან მცირეა დანაზოგი, სადღაც 3 მლნ ლარია სულ მოსალოდნელი დანაზოგი, მაგრამ აქ მოსალოდნელია 11 მლნ პაციენტისთვის დანაზოგი, რომელიც იყო ჯიბიდან გადახდის წილზე და სხვადასხვა დანამატის ხარჯზე, მაგალითად, კონკრეტული ექიმის არჩევისთვის მისი ჰონორარი ან სხვა დამატებითი ხარჯი, რომელიც ჩვენ არგუმენტირებულად ვერ ჩავთვალეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ტარიფი“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. და მაინც როდის შეხვდება მინისტრი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს? „როცა დაიგეგმება ასეთი შეხვედრა, გაიგებთ. ეს საჯაროდ გაცხადდება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძის მოადგილემ
---
20.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/levan-koberidze-biznesombudsmens-tqven-unda-iyot-biznesis-mxares-da-xart-mtavrobis-mxares/43910/
ლევან კობერიძე ბიზნესომბუდსმენს: თქვენ უნდა იყოთ ბიზნესის მხარეს და ხართ მთავრობის მხარეს!
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში მთავრობისა და კლინიკების წარმომადგენლებმა, ასევე თავად დეპუტატებმა ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ იმსჯელეს. საუბარია რეფორმაზე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. კლინიკები ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია. კლინიკები აღნიშნავენ, რომ ამ ტარიფებით ბაზარზე მუშაობა სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუარესებს. კომიტეტის სხდომაზე კამათი მოჰყვა ბიზნესომბუდსმენის გამოსვლას. მას დეპუტატი ლევან კობერიძე დაუპირისპირდა. ახლადდანიშნულმა ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა თქვა, რომ საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა ჯანდაცვის სისტემის რეფორმაში, რომ არცერთი მხარე არ დაზარალდეს. „დღეს რასაც აკეთებს სამინისტრო, ეს კონცეპტუალურად მნიშვნელოვანია. მათი ამოცანაა, რომ მოქალაქეებს გაუუმჯობესონ ხარისხი. ცხადია, ამას ცდილობენ ოპტიმიზაციის ხარჯზე. ფაქტი არის ის, რომ გარკვეული კითხვები არსებობს კომუნიკაციასთან და ამ რეფორმასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლის კუთხით და უსწრაფესად უნდა გავაგრძელთ კომუნიკაცია და უმოკლეს ვადებში მივაღწიოთ კონსესუსს - დაბალანსებულ შუალედს, სადაც დაცული იქნება ჩვენი მომხმარებლების უფლებები, რომ მათ მიიღონ საუკეთესო სერვისი იმ ფასით, რა ფასისი გადახდაც შეუძლია სახელმწიფოს და მეორე მხრივ, დავიცვათ ბიზნესის კანონიერი ინტერესი, რომლის გარეშეც რისკი შეიძლება შეექმნას ამ სისტემის მდგრადობას“,- განაცხადა ბიზნესომუდსმენმა და გამოსვლის ბოლოს თქვა, რომ დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბიზნესომბუდსმენის არსებობა ქვეყანაში მნიშვნელოვანია. თუმცა, მას დეპუტატმა ლევან კობერიძემ უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ზუსტად დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ არ არსებობს ბიზნესომბუდსმენის საჭიროება. „ბიზნესომბუდსმენი უნდა იცავდეს ბიზნესის ინტერესებს. თქვენ ახლა უნდა ამბობდეთ (რეფორმის) გადავადება არის თუ არა საჭირო. მთავრობა გიხდით ფულს, რაც ჩემი აზრით, ცუდია და დამოკიდებული ხართ მათზე. ახლა უნდა იყოთ ბიზნესის მხარეს“,- აღნიშნა კობერიძემ. მიხეილ დაუშვილმა კი უპასუხა, რომ ის ნამდვილად ბიზნესის მხარესაა და ამას საქმით დაამტკიცებს. თუმცა, კობერიძემ მას კონკრეტულ კითხვებზე პასუხს გაცემა მოსთხოვა: „ბიზნესმა რა წერილითაც მოგმართათ, იმაზე მაინტერესებს თქვენი აზრი. უნდა გადავადდეს თუ არა? ზოგადი სიტყვები, რომ კარგად უნდა იყოს, უნდა დაბალანსდეს... მთავრობის ნარატივი რაც არის - ლამაზ-ლამაზი სიტყვები და მერე არაფრის კეთება, თქვენ ძალიან მალე გადმოგდებიათ, არადა სულ ახლა დაიწყეთ მუშაობა. ჯობია, რომ ბიზნესისკენ გამოიხედოთ. თქვენ ახლა რას ამბობთ იცით? ბიზნესს არ მოსწონს(რეფორმა), თვლის, რომ არარგუმენტირებულია, მაგრამ ეს დადგენილება „ხელის გადარეხვით“ შედის ძალაში და თქვენ როგორც ბიზნესომბუდსმენი ამბობთ, რომ „არაფერი გიჭირთ, იყავით ამ მდგომარეობაში, მერე შეხვედრები გავაკეთოთ...“,- განაცხადა კობერიძემ.
---
20.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ramdeni-mln-is-ekonomias-elodeba-tikaradzis-uwyeba-klinikebistvis-tarifebis-gatanabrebit/43942/
რამდენი მლნ-ის ეკონომიას ელოდება ტიკარაძის უწყება კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებით?
ხვალიდან, 20 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება ხდება. Bm.ge-მ ჯანდაცვის მინისტრის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ჰკითხა, რამდენი მლნ ლარის ეკონომიას ელოდება ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებით, რაზეც გაბუნიამ განაცხადა, რომ საუბარია, რამდენიმე ათეულ მლნ ლარზე. „რეანიმაციის სერვისისთვის ის დანაზოგი, რომელიც გათანაბრებით შეიძლება მივიღოთ, ესაა დაახლოებით, 30 მლნ ლარის ფარგლებში, რაც შეეხება კარდიოქირურგიის მხარეს, აქ სახელმწიფოს მხარეს ძალიან მცირეა დანაზოგი, სადღაც 3 მლნ ლარია სულ მოსალოდნელი დანაზოგი, მაგრამ აქ მოსალოდნელია 11 მლნ პაციენტისთვის დანაზოგი, რომელიც იყო ჯიბიდან გადახდის წილზე და სხვადასხვა დანამატის ხარჯზე, მაგალითად, კონკრეტული ექიმის არჩევისთვის მისი ჰონორარი ან სხვა დამატებითი ხარჯი, რომელიც ჩვენ არგუმენტირებულად ვერ ჩავთვალეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ტარიფი“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ცნობისთვის: 26 სამედიცინო დაწესებულების თხოვნის მიუხედავად, მთავრობამ 520-ე დადგენილების ამოქმედების ვადა არ გადასწია, თუმცა შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და საკითხზე გაიმართება დამატებითი კონსულტაციები. ასეთი გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე სამუშაო შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ექიმები, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და ასევე ჯანდაცვის მინისტრის ორი მოადგილე ესწრებოდა. თავად მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღევანდელ დისკუსიაში არ მონაწილეობდა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ის დააკვირდება მიმდინარე პროცესებს და საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, მზადაა პრემიერ-მინისტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დადგენილების გადავადების წინადადებითაც მიმართოს.
---
20.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/niu-hospitalsi-kargi-klinikebi-daviketebit-/43905/
„ნიუ ჰოსპიტალსი“: კარგი კლინიკები დავიკეტებით…
საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ჯანდაცვის სისტემაში რეფორმაზე და საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებაზე მსჯელობენ, სიტყვით „ნიუ ჰოსპიტალსის“ წარმომადგენელი გიორგი რამიშვილი გამოვიდა. კლინიკები ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია. კლინიკები აღნიშნავენ, რომ ამ ტარიფებით ბაზარზე მუშაობა სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუარესებს. ამავე პოზიციაზეა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ წარმომადგენელი. გიორგი რამიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ დათვლილ ტარიფებში არ არის გათვალისწინებული ამორტიზაციისა და სხვა არაპირდაპირი ხარჯები, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის. „აქ შეკრებილი ვართ საავადმყოფოები, რომლებიც ძალიან ვცდილობთ, ხარისხიანად და კეთილსინდისიერად მოვემსახუროთ პაციენტებს და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ეს ყველაფერი ძალიან ძვირი გვიჯდება. მინდა გითხრათ, რომ როდესაც გაანგარიშებები დგება, უხშირესად ყურადღება არ ეთმობა ან საერთოდ არ არის გათვალისწინებული ამორტიზაცია. ყველა ეს მაღალტექნოლოგიური აპარატურა, რასაც ვყიდულობთ, ძველდება და გადასაყრელი ხდება რამდენიმე წელში. მარტო შარშან ვიყიდეთ ახალი "კატლაბი" და ახალი კატე და თითოეული მათგანი დაგვიჯდა 400 ათასი ევრო. ამ ფულს ჩვენ ვდებთ სტანდარტში იმისთვის, რომ ჩვენი ოპერირება იყოს მდგრადი. თუ ამორტიზაცია და სწორად დათვლილი არაპირდაპირი ხარჯი არ იქნება დათვლილი სამედიცინო სტანდარტებში, ჩვენ დავიკეტებით. ყოველ 5-6 წელიწადში ერთხელ სესხი თუ ავიღეთ და მარტო ამ სესხს მოვემსახურეთ, ვერ განვითარდება მედიცინა. კარგი კლინიკები დავიკეტებით. ის კლინიკები, რომლებიც ნაკლებად კეთილსინდისიერია, რაღაცნაირად მოახერხებენ და გადარჩებიან. გთხოვთ ამორტიზაციის და არაპირდაპრი ხარები სწორად გავთვალოთ”,- აცხადებს გიორგი რამიშვილი.
---
20.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/apirebs-tu-ara-jandacvis-saministro-klinikebis-shenishvnebis-gatvaliswinebas-/43894/
აპირებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების შენიშვნების გათვალისწინებას?
კლინიკების პრეტენზიები არგუმენტებს მოკლებულია,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმ კლინიკებს პასუხობს, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია. კლინიკები აღნიშნავენ, რომ ამ ტარიფებით ბაზარზე მუშაობა სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუარესებს. აღნიშნულ თემაზე მხარეები დღეს ჯანდაცვის კომიტეტში სამსჯელოდ არიან შეკრებილები. კითხვაზე აპირებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და გადაწყვეტილების შეცვლას, მოადგილე პასუხობს: “დარწმუნებული ვართ, რომ ტარიფი იძლევა საკმარის საფუძველს ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის. კლინიკებთან კონსულტაცია ისახავს მხოლოდ იმ მიზანს, რომ ერთად ვიმსჯელოთ ოპზტიმიზაციის შესაძლებლობებზე, თუნდაც შიდა რესურსის უფრო ეფექტურ გამოყენებაზე. სამინისტროს პოზიციაა, რომ ეს მეთოდოლოგია არის გამართული, სწორი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი; ასევე მიზანი, რომ მივაღწიოთ უნივერსალურ ხელმისწავდომობას, ვერაფრით ვერ მიიღწევა შიდა ეფექტურობის გაუმჯობესების გარეშე. ეს პოზიცია არის ძალიან მყარი. თუ რჩება სადმე კითხვის ნიშანი და რომელიმე კლინიკას აქვს განცდა, რომ რაღაც არასამართლიანად ან მათი მონაწილეობის გარეშე გადაწყდა, ამაზე მზად ვართ, ვისაუბროთ”,- აცხადებს მინისტრის მოადგილე. კითხვაზე, ვინ ჩაატარა კვლევა, რომელმაც გათანაბრებული ტარიფები დააწესა კლინიკებისთვის, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამას სოციალური მომსახურების სააგენტო აკეთებს. რა შეეხება კლინიკების განცხადების, რომ ვალუტის კურსი არ არის გათვალისწინებული ახლად დათვლილ ტარიფებში, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სადაც საჭიროა ვალუტის კურსის გათვალისწინება, იქ კვლევამ ლარის გაუფასურება, რა თქმა უნდა, გაითვალისწინა.
---
20.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/kardioqirurgiuli-klinikebistvis-axali-sanebartvo-pirobebi-amoqmeddeba/43893/
კარდიოქირურგიული კლინიკებისთვის ახალი სანებართვო პირობები ამოქმედდება
კარდიოქირურგიული სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი სანებართვო პირობები ამოქმედდება,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს. “მზადდება და 1-2 კვირაში გამოქვეყნდება კარდიოქირურგიისთვის ახალი სანებართვო პირობები, რის მომზადებაშიც მთელი პროფეისული საზოგადოება იყო ჩართული. დღეს მოქმედი ყველა კლინიკა ამ ნებართვებს ასე პირდაპირ და მარტივად ვერ დააკმაყოფილებს, რადგან პირობები ითვალისწინებს ხარისხის მოთხოვნებს და ეს ხარისხის მოთხოვნები გათვალისწინებულია იმ ტარიფებში, რომლებიც ჩვენ დავთვალეთ”,- აცხადებს თამარ გაბუნია.
---
20.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/aris-tu-ara-klinikebshi-quotgaberili-fasebiquot---jandacvis-ministris-moadgilis-shefaseba/43892/
არის თუ არა კლინიკებში "გაბერილი ფასები"? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შეფასება
“ერთ კლინიკაში ფასი არის დაბალი, სხვა კლინიკაში იგივე ინტერვენციაზე არის მაღალი, რაც ძალიან ძნელი ასახსნელია”,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს. მისი თქმით, სამინისტრომ სერიოზული კვლევა ჩაატარა ბაზრისა და ფასების კვლევის მიმართულებით, რამდენადაც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ბიუჯეტის ფული იხარჯება და სწორედ ისინი არიან პასუხისმგებლები, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ეფექტურად განიკარგოს. “მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რას ემყარება განსხვავება ფასებს შორის, რადგან ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვაზე”,- აცხადებს მინისტრის მოადგილე. კითხვაზე, გამოდის თუ არა, რომ კლინიკებში ფასები გაბერილი იყო, მოადგილე პასუხობს, რომ “ტარიფების განსხვავების ახსნა რთულია”. “ამდენად არ გამოვრიცხავთ, რომ ამ კლინიკებში არის ტარიფების რაციონალიზაციის დიდი რესურსი: ადმინისტრაციული ხარჯებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკების დიდი ნაწილის საშუალო დატვირთვა არის 47%, რაც ნიშნავს, რომ დიდი ადმინისტრაციული ხარჯი ნაწილდება მხოლოდ იმ საწოლების ნახევარზე, რომლებიც მუშაობს. ამდენად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ნახევრად დატვირთული კლინიკებისთვის მუდმივად იმ პირობების შექმნა, რომ მათ იმუშაონ, ჰქონდეთ შესაფერისი ანაზღაურება... აქ არის რესურსი ოპტიმიზაციისთვის, ადმინისტრაციული რესურსის ოპტიმიზაციის საფუძველზე, ასევე იმის საფუძველზე, რომ კლინიკამ მოახერხოს ნახევრად დატვირთული საწოლების ფონდის მეტად ეფექტური გამოყენება. ეს არის გამოსავალი კლინიკებისთვის ამ შემთხვევაში. ერთ-ერთი ბერკეტი, რომელიც ამ ოპტიმიზაციას ხელს შეუწყობს არის სელექტიური კონტრაქტირება, რისი გამოცდილებაც სამინისტროს უკვე აქვს. ასევე ამოქმედებულია ახალი სანებართვო პირობები გადაუდებელი დახმარების სერვისისთვის”,- აცხადებს თამარ გაბუნია.
---
20.11.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/519088
“თბილისის ცენტრალური საავადმყოფო” ექიმის მიმართ ცემის ფაქტზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
“თბილისის ცენტრალური საავადმყოფო” გმობს მომხდარ ფაქტს და აცხადებს, რომ ვერ შეეგუება ძალადობას და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მედ-პერსონალზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ვერანაირ მცდელობას, – ასე ეხმაურება “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო” პაციენტის ახლობლის მიერ ექიმის, ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილის ცემის ფაქტს. “გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტს, რომელიც დაფიქსირდა და გავრცელდა მედია საშუალებების მიერ. აღნიშნული ფაქტი მოხდა გუშინ დღის მეორე ნახევარში და განხორციელდა პაციენტის თანხმლები პირის მიერ, რომელმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი კლინიკის ექიმს, საქართველოში წამყვან ნეიროქირურგს ბატონ გიორგი (გოგი) მაღალაშვილს. თბილისის ცენტრალური საავადმყოფო გმობს მომხდარ ფაქტს და აცხადებს, რომ ვერ შეეგუება ძალადობას და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მედ-პერსონალზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ვერანაირ მცდელობას. აქვე აღვნიშნავთ, რომ როგორც პაციენტის,ასევე ბატონი გოგის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ღვაწლმოსილი ექიმი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მის პროფესიულ საქმიანობას – პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მომხდარი ფაქტის შესახებ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო”,- ნათქვამია განცხადებაში. შემთხვევა გუშინ მოხდა, აღნიშნულზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ექიმის, გიორგი მაღალაშვილის განცხადებით, “ავადმყოფის ერთ-ერთ ნათესავთან მოხდა ხელჩართული ბრძოლა. პრეტენზია ჰქონია იმაზე, როგორც შემდეგ გავიგე, რომ ვიღაცა ჰყოლია ავადმყოფი, რომელიც სადღაც საავადმყოფოში დაღუპულა და ექიმებს ვერ იტანს”.
---
20.11.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=93327
ნეიროქირურგი გიორგი მაღალაშვილი პაციენტის ახლობელმა სცემა
ცნობილი ნეიროქირურგი გიორგი მაღალაშვილი პაციენტის ახლობელმა სცემა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მოხდა. როგორც დაზარალებული ექიმი „კურიერთან“ საუბრისას აღნიშნავს, მომხდარს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გამოხმაურება ამ დრომდე არ მოჰყოლია, რის გამოც ის საყვედურს გამოთქვამს. „ავადმყოფის ერთ-ერთ ნათესავთან მოხდა ხელჩართული ბრძოლა. არის რაღაც საზღვრები ურთიერთობაში, რომლის იქითაც თავის შეკავება არ შეიძლება. როგორც გავიგე, ამ ადამიანს პრეტენზია ჰქონია იმაზე, რომ თურმე, ვიღაც ავადმყოფი ჰყოლია საავადმყოფოში, რომელიც დაღუპულა და ექიმებს ვერ იტანს. ოპერაცია კარგად შესრულდა. ამაზე მანამდეც იყვნენ ჩემთან შემოსულები და ვუთხარი, რომ თქვენ ნათესავებს უკვე ვესაუბრე და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნებათქო. მან მითხრა, რას ჰქვია იმედი გაქვსო. რომ გავიდა კორიდორში იქიდან დედა შემაგინა. ამის შემდეგ მეც გავედი და ამას მოჰყვა ხელჩართული ომი. ძალიან დიდი საყვედური მინდა ვთქვა მომხდარის გამო. არც ქალაქის ჯანდაცვის და არც სამინისტროს მხრიდან არ ყოფილა კითხვა, თუ რა მოხდა“, - ამბობს გიორგი მაღალაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
---
20.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/jandacvis-saministro-klinikebs-pasuxobs----quotgatanabrebuli-tarifebi-emyareba-bazris-kvlevasquot/43888/
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს პასუხობს - "გათანაბრებული ტარიფები ემყარება ბაზრის კვლევას"
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია იმ კლინიკებს პასუხობს, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია. კლინიკები აღნიშნავენ, რომ ამ ტარიფებით ბაზარზე მუშაობა სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუარესებს. აღნიშნულ თემაზე მხარეები დღეს ჯანდაცვის კომიტეტში სამსჯელოდ არიან შეკრებილები. კითხვაზე, ჩართული იყვნენ თუ არა მთავრობის შესაბამისი დადგენილების მომზადებაში კლინიკები, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სახელმწიფომ კლინიკების ხარჯების შესახებ ინფორმაცია სწორედ სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური განყოფილებიდან გამოითხოვა და სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ტარიფები ბაზრის კვლევას ემყარება. “სამუშაო, რომელიც წინ უძღოდა ამ კონკრეტული დადგენილების მომზადებას, მოიცავდა სულ მცირე 4-თვიან ანალიზს და მუშაობას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთან. ეს მუშაობა ითვალისწინებდა ფაქტიური ხარჯების შესწავლას და დარწმუნებული ვარ, ამ დაწესებულების ფინანსური მენეჯერები დაადასტურებენ იმ ფაქტს, რომ სამინისტრომ მათგან მოიპოვა დანახარჯების შესახებ ინფორმაცია. ეს ინფორმაცია გაანალიზდა და ის ხარჯი, რომელიც დღეს ასახულია დადგენილებაში და რის საფუძველზეც განისაზღვრა ტარიფები, ემყარება რეალურ, ფაქტიურ ხარჯებს. მუდმივად არის წუხილი შემცირებაზე და რომ ვერ მოხერხდება ამით(ტარიფებით) ხარჯების ანაზღაურება, მარტივი მაგალითი მინდა გითხრათ, 18 პოზიციიდან, რომელიც კარდიოქირურგიას შეეხება - აქედან 6 პოზიციაზე ხარჯი, რომელიც ახლანდელ ტარიფშია ასახული, არის დაახლოებით 6%-დან 10%-მდე გაზრდილი, ვიდრე არის ბაზარზე საშუალო ფასი. სხვა პოზიციებისთვის არის შემცირებული ტარიფი, ერთ პოზიციაზე საერთოდ არ არის შეცვლილი ტარიფი საშუალო ფასთან მიმართებით”,- აცხადებს მინისტრის მოადგილე. მისივე თქმით, როდესაც ის საუბრობს საშუალო ფასზე, აქ გათვალისწინებულია ის დიდი მერყეობა ფასებს შორის, რაც ბაზარზე დღეს არსებობს. “ერთ კლინიკაში ფასი არის დაბალი, სხვა კლინიკაში იგივე ინტერვენციაზე არის მაღალი, რაც ძალიან ძნელი ასახსნელია. ამისთვისაც ჩავატარეთ სერიოზული სამუშაო, რადგან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რას ემყარება განსხვავება ფასებს შორის, რადგან ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვაზე. ამ შემთხვევაში მოხდა ტარიფების გათანაბრება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველგან ერთი და იმავე ტარიფით უნდა მოხდეს ამ კონკრეტული სერვისის ანაზღაურება, რაც ათანაბრებს თანაგადახდის წილს პაციენტისთვის. თუ აქამდე პაციენტს უხდებოდა 30%-იანი თანაგადხდის გადახდა სხვადასხვა ოდენობით და ზოგიერთ შემთხვევაში ეს თანხა იყო ძალიან სოლიდური და სერიოზულ ტვირთად აწვებოდა პაციენტს. და რისი განმარტებაც ძალიან გაგვიჭირდა, რადგან ეს არ იყო არგუმენტირებული განსხვავება. დღეს ეს განსხვავება იხსნება”,- აცხადებს მინისტრის მოადგილე. ჯანდაცვის სამინისტრო
---
20.11.2019
ბიზნესპარტნიორი - ცვლილებები ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში და კლინიკების მოთხოვნა
---
20.11.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ra-weria-520-dadgenilebashi-romlis-gauqmebasac-25-samedicino-dawesebuleba-itxovs
რა წერია 520 დადგენილებაში რომლის გაუქმებასაც 25 სამედიცინო დაწესებულება ითხოვს
ახლად დანიშნული ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებული პირველივე რეფორმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კრიტიკის საგანი გახდა. საქმე ეხება ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედება იგეგმება. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები რეფორმის 6 თვით გადავადებას ითხოვენ და ღიად აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმა პაციენტების მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს. ექიმების პროტესტთან და კრიტიკასთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს ჯადაცვის სამინსიტრო. მიუხედავად იმისა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ ტიკარაძის უწყებას ღია წერილით 10 დღის წინ მიმართა, რეაგირება სახელმწიფო უწყების მხრიდან არ მომხდარა. „კომერსანტს“ პრესსამსახურში გუშინ განუცხადეს, რომ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტორს წარმომადგენელი გაგვესაუბრებოდა, თუმცა, დღეს გვითხრეს რომ ჯანდაცვის სატარიფო რეფორმასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც სამედიცინო სექტორი ერთხმად თანხმდება, რომ ისედაც რთულ ვითარებაში მყოფი ქართული ჰოსპიტალური სექტორი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჯანდაცვის სამინისტორს გარდა, 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ ღია წერილი გადაუგზავნა პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს და ბიზნესომბუდსმენს თუმცა, ამ დრომდე ბიზნესომბუდსმენის აპარატია ერთადერთი სახელმწიფო უწყება რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაგზავნილ ღია წერილს გამოეხმაურა. „კომერსანტი“ მთელი დღის განმავლობაში დაკავშირებას ცდილობდა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთანაც, თუმცა აკაკი ზოიძემ ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მაშინ, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები დუმს, „კომერსანტმა“ ჯანდაცვის სამინისტროსგან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დადგენილი ტარიფების თაობაზე, ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა თუ რა მომსახურებაზე რა ტარიფი დადგინდა. გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს უცვლელად გთავაზობთ.
---
20.11.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/samedicino-dawesebulebebistvis-ertiani-satarifo-sistema-xvalidan-amoqmeddeba
სამედიცინო სფეროს წარმომადგელები დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემის მინიმუმ ორი თვით გადავადებას ითხოვენ
სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ხვალიდან ამოქმედდება. რეგულაცია შეეხება კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას. ახალი წესები იმ კლინიკებზე ვრცელდება, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართული.ხვალიდან ჯანდაცვის სერვისების მიწოდება კლინიკებს სწორედ იმ ტარიფებით მოუწევთ, რაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვრა. კერძო სამედიცინო კლინიკებისა და დეპუტატების ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის აღნიშნული ნაწილი არ გადავადდა. საკითხზე დღეს პარლამენტში კლინიკების წარმომადგენლები, ჯანდაცვის კომიტეტის წევრები და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. შეხვედრას ბიზნესომბუდსმენიც ესწრებოდა. სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების მოსაზრებებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო მიმართულებით გარკვეული რეგულაციების დაწესების მიმართ მათ წინააღმდეგობა არ გააჩნიათ, მათი შეფასებით, კონკრეტული დადგენილების ამოქმედება სამედიცინო სექტორის საქმიანობას დააზარალებს და დარგის განვითარებას შეაფერხებს. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მინისტრის 520-ე დადგენილების ამოქმედების ვადის გადავადება მოითხოვეს და სამუშაო ჯგუფის ფორმატში დამატებითი კონსულტაციების და მსჯელობების გამართვაზე მზაობა გამოთქვეს. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელთა პრეტენზიებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა, თამარ გაბუნიამ და გიორგი წოწკოლაურმა უპასუხეს. მათ რეფორმის მომზადების მიზნებზე, მის საჭიროებებზე და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა კლინიკებისთვის დაწესებული ტარიფების სტრუქტურაზე, პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯების კომპონენტებზე, სახელფასო დანახარჯებსა და მოგების ნაწილზე ჩატარებულ კვლევებზე, სამედიცინო მომსახურების ფასწარმოქმნის მეთოდზე და ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე განცხადებები გააკეთეს. სამუშაო შეხვედრაზე საკითხის განხილვა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა,ლევან კობერიძემ სამინისტროს მიერ წარმოებული რეფორმირების პროცესი გააკრიტიკა და რეფორმის მომზადების პერიოდში სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობის გარეშე და მათთან შესაბამისი კომუნიკაციის გამო სამინისტროს მისამართით პრეტენზიები გამოთქვა. პარლამენტის წევრმა სამუშაო შეხვედრაზე მოწვეული სამედიცინო კლინიკების წარმომადგენელთა მოთხოვნა გაიზიარა და დადგენილების ამოქმედების, სულ მცირე, ორი თვით გადავადება მოითხოვა.სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს კომიტეტის თავმჯდომარემ სამოქმედო გეგმა და დამატებითი კონსულტაციების გამართვა შესთავაზა. აკაკი ზოიძის განცხადებით, იგი დააკვირდება მიმდინარე პროცესებს და საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, მზადაა პრემიერ-მინისტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დადგენილების გადავადების წინადადებითაც მიმართოს. „სამუშაო ჯგუფი დაუყონებლივ უნდა შეიქმნას, ჩვენ შეგვიძლია აქ ჩავრთოთ ექსპერტები, ბიზნესომბუდსმენი, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ჩაერთოს შესაბამისი პროფესიონალები, ვისაც ამ თემებზე შეუძლიათ საუბარი. თემა უნდა მომზადდეს სასწრაფოდ და განხილულ იქნას არა ცალმხრივად. მე მესმის თქვენი წუხილი არის მთელი რიგი თემები რომელზეც მოსახლეობას უნდა ვუთხრათ რატომ არის მოგების პროცენტი საკმაოდ მაღალი, რომელიც ბევრ ქვეყანაში რეგულირებულია. ნიშანდობლივია, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი მხარეები კონსულტაციის გარეშე ვერ მიიღებენ ახლა გადაწყვეტილებას. მე მივმართავ ასევე პრემიერსაც და პირველ რიგში ჯანდაცვის მინისტრს, ვთხოვ რომ ეს პროცესი მაქსიმალურად სწრაფად ჩაჯდეს იმ კალაპოტში როგორიც უნდა იყოს, რაზეც არის პრეტენზიები დავსხდეთ და დავილაპარაკოთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 11 ნოემბერს კლინიკების ნაწილმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართა, რომელშიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატანი ცვლილებების გადავადებას ითხოვდნენ. მათი შეფასებით, ეს დრო საჭიროა, რათა მოხდეს საკითხის ფართო განხილვა და ისეთი ტარიფების მიღება, რომლებიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს. ღია წერილის ხელმომწერები აცხადებენ, რომ 2013 წელთან შედარებით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულება გაზრდილია, ხოლო ანტიბიოტიკებზე ფასები იმავე პერიოდში 76 პროცენტითაა მომატებული. წერილს ერთვის გრაფიკები, სადაც ნაჩვენებია სისხლისა და სისხლის კომპონენტების ღირებულების ზრდის დინამიკა 2012 წლიდან დღემდე. მატება 40-დან 130 პროცენტს აღწევს. იქვე მოცემულია ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ოპერაციის ღირებულების ფასების დინამიკა. მაგალითად, კორონარული არტერიის შუნტირების ღირებულება 4029 დოლარია, რაც დღევანდელი კურსით, 11925 ლარს შეადგენს. მთავრობის დადგენილებით კი, ამ ოპერაციის ფასი 8500 ლარად (ანუ 2871 დოლარი) განისაზღვრა. ღია წერილში ასევე ნათქვამია, რომ კლინიკებს უმძიმეს ტვირთად აწევთ საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან თანხების დაგვიანებით (პრაქტიკულად 5-6 თვე) მიღება.ხელმომწერები აცხადებენ, რომ ტარიფების შემცირებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მსხვილ ქალაქებში ინტენსიურის საწოლების რაოდენობის კლება და პაციენტების მკურნალობის ხარისხის მკვეთრად გაუარესება.
---
20.11.2019
„ღუდუშაურის კლინიკაში“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ დე-ფაქტო რეჟიმის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ
აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის კლინიკა საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. "გვსურს გამოვეხმაუროთ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილს მისამართით დე-ფაქტო რეჟიმის მიერ გაჟღერებულ მორიგ უსაფუძვლო განცხადებას, რომელიც გავრცელდა მასმედიის საშუალებებში. 2008 წლის აგვისტოში, ვაჟა გაფრინდაშვილი გაუსვლელად იმყოფებოდა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და პირნათლად ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. იგი, როგორც საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ჭეშმარიტი ექიმი ჩვენი კლინიკის კედლებში იბრძოდა პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. აი, ეს გახლავთ სიმართლე. სამედიცინო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ ვგმობთ ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და არაჰუმანურ ქმედებებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას",- ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ოკუპირებულ ცხინვალში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არის დაკავებული. მას ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/518958
---
20.11.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/518948
აკაკი ზოიძე: მზად ვარ, რომ ჩავიდე დღესვე და ჩავანაცვლო ვაჟა გაფრინდაშვილი
დღეს ჩვენ ყველა ვაჟა გაფრინდაშვილი ვართ და სეპარატისტული ხელისუფლების მძევალი. ვთავაზობ ჩემ თავსაც, მზად ჩავიდე და დღესვე ჩავანაცვლო ვაჟა გაფრინდაშვილი, -ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ მედიას განუცხადა. ზოიძის თქმით, ის უერთდება ექიმების ინიციატივას და სეპარატისტულ რეჟიმს ერთი კვირით საკუთარ თავს სთავაზობს. "ვაჟა გაფრინდაშვილი, ყველაზე უფრო ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი, იმ პროფესიის, სადაც ჰიპოკრატეს ფიცი ყველა ენაზე ერთნაირად ჟღერს, დღეს რჩება მძევლად. ეს ადამიანი თავისი პატრიოტიზმის გამოა მძევლად. მძევლის გამოხსნის ერთ -ერთი მეთოდი არის ის, რაც ექიმების ინიციატივა გახლავთ, რომ მის ნაცვლად თითო კვირით ყველა ექიმმა გამოთქვა მზადყოფნა, დაიკავოს მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად. მეც მინდა შევუერთდე ამ ინიციატივას და ვთავაზობ ჩემ თავსაც, რომ მეც ერთი კვირით წავალ, თუ ასეთი პრინციპულია სეპარატისტული რეჟიმისთვის იმ ადამიანების მძევლად აყვანა, რომლებიც 2008 წლის ომის დროს დაჭრილებს ეხმარებოდნენ მიუხედავად მათი ეროვნებისა. მაშინ ჩვენ ყველა ვაჟა გაფრინდაშვილი ვართ და სეპარატისტული ხელისუფლების მძევალი. პირადად მე მზად ვარ ჩავიდე და დღესვე ჩავანაცვლო ვაჟა გაფრინდაშვილი",- განაცხადა ზოიძემ.
---
20.11.2019
მედიასაშუალება: http://bfm.ge/saswrafo-dakhmarebis-manqanas-rustavelze-shekrebilebma-gza-ar-gaukhsnes-gardaicvala-50-wlamde-mamakaci/
სასწრაფო დახმარების მანქანას რუსთაველზე შეკრებილებმა გზა არ გაუხსნეს – გარდაიცვალა 50 წლამდე მამაკაცი
2 დღის წინ, თაბუკაშვილის ქუჩაზე 50 წლამდე მამაკაცი, ჯამბულ გადელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის დაგვიანებით მისვლის გამო გარდაიცვალა. სასწრაფოს ბრიგადას გუშინ რუსთაველზე შეკრებილებმა გზა არ გაუხსნეს, რის გამოც მედიკოსები გამოძახების ადგილზე დროულად ვერ მივიდნენ. თვითმხილველების თქმით, შუახნის მამაკაცი ქუჩაში შეუძლოდ გახდა და სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ექიმები გამოძახებაზე დაგვიანებით, ფეხით მივიდნენ, მანამდე კი პაციენტი საპატრულო ეკიპაჟის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმი თამარ ნინიძე ამბობს, მე-6 სკოლასთან დატოვეს მანქანა და აღჭურვილობის წაღებაში პოლიცია დაეხმარათ, თუმცა, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო და გარდაიცვალა.
---
ბეჭდვითი მედია
21.11.2019
მედისაშუალება: ახალი თაობა
დერეფნიდან დედა შემაგინა, ავდექი და მეც გავედი, ამას მოჰყვა ხელჩართული ჩხუბი
თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ცნობილ ექიმს, გიორგი მაღალაშვილს, თავს დაესხნენ. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიროქირურგ მაღალაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა პაციენტის ცოლმა და მეგობარმა მამაკაცმა მიაყენეს, თუმცა ექიმმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. მაღალაშვილის თქმით, მასთან კაბინეტში შევიდა 2 კაცი, რომელთაგან ერთერთი აგრესიულად ითხოვდა ექიმისგან პასუხს პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით: _ ავადმყოფის ერთ-ერთ ნათესავთან მოხდა ხელჩართული ბრძოლა, იმიტომ, რომ არის რაღაცა საზღვრები ურთიერთობაში, რომლის იქითაც არ შეიძლება თავის შეკავება. პრეტენზია ჰქონია იმაზე, რომ თურმე ვიღაცა ჰყოლია მას ავადმყოფი, რომელიც საავადმყოფოში დაღუპულა და ექიმებს ვერ იტანს. ოპერაცია კარგად შესრულდა და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, რას ჰქვია იმედიაო, გარანტიებიო? რომ გავიდა კორიდორში, იქიდან დედა შემაგინა, ავდექი და მეც გავედი, ამას მოჰყვა ხელჩართული ჩხუბი. ძალიან დიდი საყვედური მინდა ვთქვა, რომ მოხდა სამედიცინო დაწესებულებაში ასეთი რამ და არც ქალაქის ჯანდაცვის, არც სამინისტროს მხრიდან კითხვაც არ ყოფილა, რა მოხდა, _ უთხრა კურიერს გიორგი მაღალაშვილმა. ექიმზე თავდასხმის ფაქტს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა გიორგი ლობჟანიძემ მიუღებელი უწოდა. _ ვგმობთ მომხდარ ფაქტს, ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს, როდესაც ექიმი ასრულებს თავის პროფესიულ საქმიანობას. მსგავსი ფაქტები, რომლებიც საკმაოდ გახშირდა ბოლო პერიოდში, ვნებს ზოგადად საზოგადოებას, იმიტომ, რომ ექიმსა და პაციენტს შორის იწვევს უნდობლობას, _ განაცხადა გიორგი ლობჟანიძემ. ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაზარალებულმა ექიმმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა.
---
21.11.2019
მედისაშუალება: ბანკები და ფინანსები
მედიკამენტების ბაზარი - ადამიანის სიცოცხლეზე გამავალი მოუწესრიგებელი ბიზნესსაქმიანობა
წლებია უკვე საქართველოში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხი დღის წესრიგში დგას. მძიმე სოციალური ფონის პარალელურად, რომლიდანაც საქართველო უკვე სამი ათწლეულია ცდილობს გამოსვლას, მედიკამენტების და ჯანდაცვის სერვისის ფასებიც კრიტიკას ვერ უძლებს. მეტიც, ყველა სხვა ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების მხრიდან ბაზარზე მაღალი მარჟით ოპერირება, ასევე, არის სოციალური ფონის კიდევ უფრო მეტად დამძიმების ფაქტორი. არახალი იქნება ისიც, თუ ვიტყვით, რომ პრესასა თუ მასმედიაში ხშირად წავაწყდებით თეზებს იმის თაობაზე, რომ ფარმაცევტული კომპანიები მოსახლეობას ძარცვავენ და ბაზარზე შეთანხმებულად, მაღალი საფასო პოლიტიკით ოპერირებენ, რადგან საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების თურქეთში, ანუ საიდანაც ჩვენს ქვეყანაში წამლების ძირითადი ნაწილი შემოდის, გაცილებით იაფი და ხელმისაწვდომია. ამის სადემონსტრაციოდ პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის და საქართველოში შესასყიდ ფასად გაყიდვის აქცია მოაწყო. პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა, კახა კუკავამ თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში 20 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა და განაცხადა, რომ პარტია მალე დაიწყებს მედიკამენტების შემოტანას თბილისსა და რეგიონებში და მოსახლეობას იმ ფასად მიყიდის, რაც თურქეთში ღირს. კუკავა ამბობს, რომ წამლის ფასი საქართველოში ორჯერ და სამჯერ აღემატება იგივე მედიკამენტების ფასს თურქეთთან, რუსეთთან და სომხეთთან შედარებით, ამ პრობლემას კი, ქართულ ბაზარზე მონოპოლისტი კომპანიები ქმნიან. ამასთან, კუკავას თქმით, ეს იმ ფონზე ხდება, როცა საქართველოში წამლის ხარისხი გაცილებით დაბალია. მაღალ მარჟაზე მიუთითებს პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძეც. ვაშაძემ მედიკამენტების 40%-ით გაიაფების გეგმა წარადგინა. ამის შესახებ მან პრეზენტაცია ჯანდაცვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, სტრატეგია “აღმაშენებლის” ფარგლებში გამართა. მისივე განმარტებით, მათ შემოაქვთ “ინტერნეტ აფთიაქის” ცნება, რომელიც დღეს საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს და მას ფასების კონტროლის შესაძლებლობა ექნება. ასევე, მისი გეგმის მიხედვით, ე.წ. ოფშორული კომპანიები საერთოდ ჩაეხსნებიან ბაზრებიდან. თავის მხრივ, თურქული ფაქტორის გასანეიტრალებლად, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი თურქული მხარისგან მედიკამენტებს მაღალ ფასში ყიდულობენ, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოსი, ბევრი დასავლური მწარმოებელი თურქეთში სპეციალური ლიცენზიით მედიკამენტებს ამზადებს, რაც ფასების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. მათივე თქმით, ლიცენზიით მედიკამენტების გაცემა მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზეა შესაძლებელი, რომლის ექსპორტზე გატანა არაა ნებადართული. ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს. განსხვავება კი ისაა, რომ ფარმაცევტული კომპანიების სიმართლე მოსახლეობის ჯიბეებს „ლეგიტიმურად ურტყამს“ და საკმაოდ სოლიდურ თანხებს იღებს მათი ჯიბეებიდან, თანაც წამლებზე ფასების ზრდის მოტივს ეკონომიკური პრობლემები, უფრო კონკრეტულად კი ეროვნული ვალუტის ხშირი გაუფასურება მუდმივად იძლევა და ერთი-ორად ზრდის წნეხს ამ მიმართულებით მოქალაქეების ჯიბეებიდან გადახდილ თანხებს. ლარის გაუფასურების მედიკამენტების ფასებზე ნათელი კვალის დასანახად, „ბიზნესპრესნიუსმა“ რამდენიმე დასახელების მედიკამენტზე დღეს მოქმედი და 1 წლის წინ არსებული ფასების შედარება მოახდინა, რომლითაც დადგინდა, რომ წამლების დიდი ნაწილი თითქმის, 50%-ით გაძვირდა - „ამრა ფორტე“ - 24 ლარიდან 28 ლარამდე გაძვირდა; „ორონორმი“ (სპრეი) 17-18 ლარიდან - 31 ლარამდე; „სელევადინი“ 15 ლარიდან - 22,5 ლარამდე; „ნიმესილი“ 40 თეთრიდან - 60 თეთრამდე; „ომეპრაზოლი“ 40 თეთრიდან - 70 თეთრამდე; „ფაგიო“ (სპრეი) 15 ლარიდან - 20 ლარამდე; „კალციქეა“ 20 ლარიდან - 34,9 ლარამდე; ვალერიანის აბები - 40 თეთრიდან 70 თეთრამდე; „ენოზიდ H“ 4,7 ლარიდან - 5,7 ლარამდე და ა.შ. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ექსპერტთა კლუბის წევრი, მარინა ბერაძე ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც მედიკამენტები თითქმის, ყოველთვიურად ძვირდება, ქვეყანაში რეგულაციების არარსებობამ განაპირობა. მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს განსაზღვრული კონკრეტული მარჟა, რის გამოც ფარმაცევტული კომპანიები წამლების ფასს ზრდიან, ამის შემაკავებელი ბერკეტი კი ფიზიკურად არ არსებობს. „მედიკამენტების გაძვირების მიზეზია ის, რომ ჩვენთან არ არსებობს რეგულაციები. მეტიც, კანონი იძლევა იმის საშულებას, რომ წამლების ფასი რაც შეიძლება გაიზარდოს და ამ პროცესს არაფერი აკავებს. ეს მაშინ, როდესაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები და ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ახლა თითქოს არის საუბარი, რომ რეგულაციები ჩვენთანაც შემოვიდეს და უფრო გონივრული გახდეს ფასები. კერძოდ, მოხდეს მარჟების განსაზღვრა, რა უნდა იყოს მაქსიმალური ნამატი, ფასწარმოქმნის საკითხები დარეგულირდეს და ა.შ. ასეთი პროგნოზი ჩვენმა ახალმა მინისტრმა თავის წლიურ ანგარიშში მოგვახსენა, ვნახოთ, რა იქნება“, - ამბობს მარინა ბერაძე. მისი თქმით, შექმნილი ვითარების კიდევ ერთი მიზეზი ე.წ. კარტერული გარიგებებია, რის გამოც, ახლა მთავარი აქცენტის გადატანა პარლამენტზე უნდა მოხდეს, რათა კანონპროექტის ინიცირება მისი მიღებით დასრულდეს. „მედიკამენტების ფასები არის კატასტროფული, რომ აღარ ვისაუბროთ ხარისხზე. ერთია, რომ ძვირად ყიდულობ და მეორეა, რა ხარისხისას ყიდულობ. ეს თემები ჯაჭვურად არის გადაბმული ერთმანეთზე. გარდა ამისა, ჩვენთან არ არის გამიჯნული საცალო და საბითუმო ფასები, არ არის განსაზღვრული მარჟები ექსპორტირებულ და იმპორტირებულ წამლებზე, რის გამოც ჩვენგან გასული წამლები, სხვა ქვეყნებში უფრო იაფი ღირს. იმიტომ, რომ მათთან ეს რეგულაციები მუშაობს და ვერ დაადებენ იმ ფასს, რაც მათ უნდათ. არსებული ვითარების კიდევ ერთი მიზეზია, ე.წ. კარტერული გარიგებები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მონოპოლისტებზე, ისინი ცუდები კი არ არიან, ვინც ახლა ფასწარმოქმნის პროცესშია, უბრალოდ, მათ კანონი აძლევს ამის საშუალებას. ამიტომ, ჩვენ მთელი ყურადღება სამინისტროზე კი არ უნდა გადავიტანოთ, რომელიც აღმასრულებელია, არამედ პარლამენტზე. სწორედ იქ უნდა მოხდეს კანონების ინიცირება და უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელი ძალები როგორ უშლიან ხელს ამას მიღებას“, - ამბობს მარინა ბერაძე. მსგავსი ინიციატივა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემაც დააყენა დღის წესრიგში ჯერ კიდევ 1 წლის წინ ის აცხადებდა, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელ, დაახლოებით 300- 400 დასახელების მედიკამენტზე ფასის რეგულირება უნდა მოხდეს. “პირადად ჩემი აზრია, რომ ფასი დავარეგულიროთ. ამის რამდენიმე მეთოდი არსებობს – ან უნდა დაფიქსირდეს მოგების მარჟა ან ე.წ. ეტალონური ფასები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ეტალონად რამდენიმე ქვეყანა ავიღოთ და მწარმოებლებს ვუთხრათ, რომ ფასი ამ ქვეყნებში არსებული ფასის მიხედვით იყოს. ეს ყველა მედიკამენტზე არ უნდა გავრცელდეს. უნდა გავრცელდეს სასიცოცხლოდ აუცილებელ იმ მედიკამენტებზე, რომელსაც ქრონიკულად დაავადებული ადამიანები მოიხმარენ. ასეთი მედიკამენტების ჩამონათვალი დიდი არ არის. ეს არის 300-400 დასახელების, ყველაზე ხშირად გამოყენებადი მედიკამენტი, რომელიც ქრონიკულ ავადმყოფებს ყოველდღიურად სჭირდებათ და მათ ჯიბეზე ეს უზარმაზარი ტვირთია“, – აცხადებდა აკაკი ზოიძე. ამ საუბრების მიღმა კი კონკრეტული, ხელშესახები შედეგები არ ჩანს. ერთი მხრივ, საზოგადოებაში და საექსპერტო წრეებში არსებობს ეჭვები, რომ ბაზარზე ოლიგოპოლიური შეთანხმების შედეგად დაწესებული ფასებია, მეორე მხრივ კი ფარმაცევტულ კომპანიებს დაკარგული აქვთ საზოგადოებასთან კონტაქტი იმ კონტექსტში, რომ არ ან ვერ ახდენენ შესაბამის კომუნიკაციას, რითაც თავიანთი წილი სიმართლის დამტკიცებას შეძლებენ, რა თქმა უნდა, თუ პროცესში მართლები არიან, ეს მათაც უნდა აწყობდეთ. შედეგად კი დაზარაელებულია ვინ? ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეები.
---
21.11.2019
მედისაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ გამოჩენილა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ უფრო სწრაფად მოახერხა გრიპის ვაქცინის მობილიზება, ვიდრე კერძო სექტორმა. "მინდა, გითხრათ, რომ დღეისთვის სამოციათასამდე ადამიანი უკვე აცრილია, მაღალი რისკის ჯგუფები, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. ჩვენი ინფორმაციით, მომავალ კვირაში უკვე კომერციულ სექტორსაც ექნება ვაქცინები. ჯერ ვერ გეტყვით, როდის გამოცხადდება უფასო ვაქცინის დრე, რადგან ყველა რისკის ჯგუფი უნდა მოვიცვათ და ამის შემდეგ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ ამ ვაქცინებზე". მისივე თქმით, გრიპის ვირუსი ქვეყანაში ჯერ არ ცირკულირებს. "ბოლო ინფორმაცია ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ, არის გაციების ოთხი სხვადასხვა ვირუსი, რომელიც ცირკულირებს. ჯერჯერობით, გრიპის ვირუსი საქართველოში არ გამოჩენილა. არამარტო საქართველოში, ევროპის ქვეყნებშიც არ გამოჩენილა. ასე ვთქვათ, გრიპის სეზონი ჯერჯერობით არ შესულა ძალაში. ამჟამად გრიპი არ არის, ეს არის გაციების გამომწვევი ვირუსები. გაცილებით ნაკლებია ავადობა დღეისათვის, ვიდრე იყო შარშან ან შარშანწინ. ასე რომ, წყნარ სეზონს ველოდებით", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
---
21.11.2019
მედისაშუალება: ახალი თაობა
''ვაჟა გაფრინდაშვილი ზესახელმწიფოებრივი ფასეულობების მატარებელი ადამიანია"
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს დატყვევებული ჰყავს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რეგიონში ავადმყოფის სამკურნალოდ შევიდა. ამ საკითხზე ახალ თაობას თენგიზ დიხამინჯია ესაუბრა. _ ვაჟა გაფრინდაშვილს როდესაც აკავებდნენ და უთქვამთ, თქვენ საზღვარი დაარღვიეთო. მას უპასუხია, მე საზღვარი ვიცი როკთან და ფსოუზეო და მათ ბრალდებაზე ხელი არ მოუწერა. ეს რას ნიშნავს დღევანდელ ვითარებაში? _ ეს იმას ნიშნავს, რომ ბატონი ვაჟა, თავისი უდიდესი პროფესიონალიზმისა და ჰუმანიზმის გარდა, ზეადამიანური, ზესახელმწიფოებრივი ფასეულობების მატარებელი ადამიანია, რომელიც დღევანდელი პოლიტიკოსების _ როგორც მოქმედი ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის დიდი ნაწილისაგან განსხვავებით, ფლობს ძალიან დიდ ფასეულობას. მისი ფასეულობები დამყარებულია საქართველოს კონსტიტუციაზე, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე და ზესახელმწიფოებრივ მონაპოვარზე. ამას იცავს ცხინვალში დატყვევებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ამის დაცვის მნიშვნელობას უხსნის მთელ ქართველ მოსახლეობას, მსოფლიო საზოგადოებრიობას. _ ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მიერ დატყვევებული ექიმი 2008 წლის ომში მონაწილეობდა და ამიტომ პასუხი უნდა აგოს. _ ცხადია, ეგ არის შეთითხნილი ბრალდება. პარადოქსულია, რომ ამ ადამიანს ბრალდება წაუყენეს არა ე.წ. სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობით, არამედ რუსული კანონმდებლობით. თუ დამოუკიდებელია, თავისი სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკა უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, აქ რუსული ინტერესებია. ცხინვალში მარიონეტები რომ სხედან, აქედანაც ჩანს. _ ექიმის გასათავისუფლებლად კათოლიკოსპატრიარქმა რუსეთის პატრიარქ კირილს მიმართა. ეს შედეგის მომცემი იქნება? _ არ ვიცი, რუსეთის პატრიარქისადმი მიმართვა რა შედეგს მოიტანს. თუმცა, პატრიარქი სწორად მოიქცა, როცა რუსეთის პატრიარქს მიმართა, რომ უშუამდგომლოს. _ სამწუხაროდ, `ექიმები საზღვრის გარეშე~ ამ შემთხვევაში არ მოქმედებს. _ `ექიმები საზღვრის გარეშე~ ნიშნავს იმას, რომ ჰიპოკრატეს ფიციდან გამომდინარე, მათთვის საზღვრები არ არსებობს. აფხაზეთის ომში იმ ტერიტორიაზე ხშირად ვიყავი წინა ხაზზე და დაჭრილებთან. კარგად ვიცი, რომ ჩვენი ექიმები სხვა ეროვნების დაჭრილებსაც ისევე ჰუმანურად ეპყრობოდნენ და მკურნალობდნენ, როგორც ქართველებს. ასეთი ფაქტების შემსწრე პირადად ვარ. _ ცხინვალის რეგიონში ადამიანების გატაცებებში ოსი სეპარატისტებიც აქტიურად მონაწილეობენ. ცხინვალის რეჟიმი მაინც რატომ ღებულობს ასეთ ანტიჰუმანურ გადაწყვეტილებებს, რის მიღწევა სურს? _ საოკუპაციო რეჟიმს არ უნდა დაუშვას პრეცედენტი, მაგრამ ვაჟა გაფრინდაშვილი მორალურად უკვე გამარჯვებულია. ამ ადამიანმა დიდი ჰუმანური აქტი ჩაიდინა. ეს უნდა გავრცელდეს მთელ საზოგადოებაზე. აქ მთავარია, რუსები რას აკეთებენ. მათ უნდათ, თავიდან ამოვიგდოთ ცხინვალის რეგიონი, როგორც ჩვენი ნაწილი. უნდათ, ცხინვალის რეგიონი მივიღოთ ჩამოჭრილ ტერიტორიად, უნდათ, შევეგუოთ ფაქტს და ისე დაგვაწყებინონ მშვიდობიანი, დიპლომატიური ურთიერთობის დალაგება რუსეთთან. ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, ჩვენი ცნობიერება, ფასეულობები, ისტორიისა და მომავლის აღქმა დაკაბალებული იყოს, რის შედეგად ჩვენი მართვა და მანიპულაცია ძალიან ადვილია. _ ამას რით შეიძლება დავუპირისპირდეთ? _ ამიტომ საჭიროა დიდი ეროვნული თან ხმობა, დიდი გაერთიანება. გათითოკაცებული რომ ვართ და ელემენტარულ რაღაცებზე ვერ ვთანხმდებით, მტერიც გვერევა. ის ვაიპოლიტიკური პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, რასაც ხელისუფლებამ და მისმა პირველმა პირმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, იძლევა იმის საშუალებას, მივაღწიოთ დიდ ეროვნულ თანხმობას, რომელიც გაგვაერთიანებს, დაგვრაზმავს და გათითოკაცებას თავს დაგვაღწევინებს. _ ეს როგორ უნდა იქნას მიღწეული? _ მოვუწოდებ ყველა მხარეს, განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამ სულიერ აქტს თვალი გაუსწორონ, საზოგადოებასთან გადადგან შემხვედრი ნაბიჯი, რომელიც დიდი ეროვნული თანხმობით უნდა დაგვირგვინდეს. საქმეს იქამდე ნუ მიიყვანენ, როგორც 1991 წელს მოხდა. ექიმმა აბესაძემ თავი დაიწვა, რომელიც ითხოვდა შეთანხმებას, შერიგებას, მაგრამ არავინ ყურად არ იღო, რასაც მოჰყვა დესტრუქციული, ბნელი ძალების გაათმაგება და ყველაფერი სამოქალაქო კონფრონტაციით და საშინელებებით დასრულდა. მსგავსი ვითარება რომ არ მივიღოთ, გაიხსენონ ვაჟა გაფრინდაშვილის გმირული ნაბიჯი, თვალი გაუსწორონ ამ ფასეულობას და ერთმანეთთან გადადგან შემხვედრი მოქალაქეობრივი, პოლიტიკური და ადამიანური ნაბიჯები, რაც გამოაჩენს მოქმედების ახალ სივრცეებს
---