| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-21.08.2019 |
| Received On : | 21.08.2019 08:26 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 20.08.2019
ტელევიზია
21.08.2019
არხი: იმეიდ
გადაცემა: ქრონიკა 09:00
მოსახლეობას შეხვდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშიც. საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო. ყურადღება ჯანდაცვის, სოც დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა დაესწრო
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6288073
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6288353
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6288300
---
20.08.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას 60-ზე მეტი კლინიკის წარმომადგენელი ესწრებოდა. პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვა და ხარისხიანი სამედიცინო სერვისები იყო შეხვედრის მთავარი თემები. ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო სექტორის ხედვები მოისმინა, როგორც პირველადი ჯანდაცვის, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარების მიმართულებით. მხარეებმა იმსჯელეს სელექტიური კონტრაქტორების პირობებსა და გამოწვევებზე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6287888
მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6288221
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6287408
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6287294
---
20.08.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
სიმსივნით დაავადებული პაციენტები ხელისუფლებას დაფინანსების პროგრამების გაფართოებას სთხოვენ. დიაგნოზის დასმის შემდეგ, მოქალაქეებს ოპერაციის დაგეგმვამდე და მკურნალობის დაწყებამდე არაერთი კვლევის ჩატარება უწევს, რაც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. თუმცა, კვლევების დიდ ნაწილს სახელმწიფო არ აფინანსებს. და ეს მაშინ, როცა ყოველ წელს ონკოლოგიურ პაციენტთა რაოდენობა საშუალოდ 10 000-ით იზრდება. ცალკე პრობლემაა ონკოლოგიურ საავადმყოფოში არსებული ვითარება, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. მარიამ აფციაური დაინტერესდა, აპირებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო დაფინანსების არსებულ სქემაში კორექტივების შეტანას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6287783
---
20.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 17:00
აუცრელი ბავშვები შესაძლოა სკოლაშივე აცრან. ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პრევენციული სამუშაოების პროცედურას განმარტავს. 2019 წლის იანვარში გამოცემული განკარგულების შესაბამისად, უპირველესად ინფორმაციის მოკვლევაა საჭირო, პირის იმუნური სტატუსის დადგენა და ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს აცრა ჩაუტარდება მას თუ არა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6287260
---
20.08.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ესწრებოდა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6287033
---
ინტერნეტი
21.08.2019
ხელისუფლება წალენჯიხის სოფლებში მოსახლეობას ხვდება
ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ. სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას წალენჯიხის სოფლებში ეწერში, მიქავასა და ნაკიფუში შეხვდნენ. ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, ასევე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზე, როდესაც განსახორციელებელი პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს. შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგების, შიდა გზების და გაზიფიცირების პრობლემების მოგვარება დაასახელა. შეხვედრებზე მმართველი გუნდი მოსახლეობისგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას იღებს. გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება. შეხვედრების დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სოფელ ეწერის სკოლის მშენებლობის და ნაკიფუს სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
20.08
კვირა.ჯი- http://kvira.ge/492835
---
20.08.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/560739-jandacvis-ministri-regionebshi-arsebuli-klinikebis-xelmzgvanelebs-shexvda
ჯანდაცვის მინისტრი რეგიონებში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი აქცენტები პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვა და ხარისხიანი სამედიცინო სერვისები იყო. ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო სექტორის ხედვები მოისმინა, როგორც პირველადი ჯანდაცვის, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარების მიმართულებით. მხარეებმა იმსჯელეს სელექტიური კონტრაქტირების პირობებსა და გამოწვევებზე. შეხევდრას 60-ზე მეტი კლინიკის წარმომადგენელი ესწრებოდა.
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/ekaterine-tikaradze-regionebshi-arsebuli-klinikebis-xelmdzgvanelebs-shexvda
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88701
პია.ჯი- https://pia.ge/post/278170-ekaterine-tikaraze-regionebsi-klinikebis-xelmzrvanelebs-sexvda
---
20.08.2019
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=23942
შრომის ინსპექტორი: 'მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებია'
ბაკურიანში, მშენებლობაზე, საიდანაც მუშა გადმოვარდა და დაიღუპა, სიცოცხლისთვის შეუსაბამო პირობებია - ამის შესახებ, "შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში" საუბრობენ. მშენებელ კომპანია „ანაგში“ კი, შემთხვევას ამწის არასწორ მართვას აბრალებენ. შრომის ინსპექტორი: 'მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებია' შენობა, საიდანაც 16 აგვისტოს მუშა გადმოვარდა და დაიღუპა, ბაკურიანში, „კოხტა დეველოპმენტის“ დაკვეთით შენდება. მრავალსართულიან სასტუმრო „კოხტა–მიტარბში“, სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „ანაგი“ ახორციელებს. იგი შენობის კარკასს აშენებს. კომპანია „ანაგის“ მუშის გარდაცვალების მიზეზად, ტექნიკის არასწორად მართვას ასახელებენ და ამბობენ, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო: "„ამწეკრანს“ აჰქონდა ტვირთი, ტვირთმა წამოსდო ამ ადამიანს და გადმოაგდო. საკითხი მოკვლევაშია და ვსწავლობთ, ჩვენც, პოლიციაც და შრომის ინსპექციაც. მოაჯირები, ფენილები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გვქონდა. დამცავი ბადე არ იყო, მაგრამ ეს ბადე ადამიანებისთვის არაა, ეს არის იმისთვის, რომ სამშენებლო მასალები არ ჩამოცვივდეს", - ამბობს კომპანია „ანაგის“ შრომის უსაფრთხოების უფროსი, ბადრი გელაძე. მისივე განცხადებით, ტვირთის ატანის საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს: „ტვირთის ატანის პროცესში ან „ავტოამწეკრანის“ ოპერატორმა დაარღვია წესი, ან ე.წ. მეისრემ. აქ უსაფრთხოების ნორმის დარღვევასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ უშუალოდ, ამწის მართვასთან“, - ამბობს ბადრი გელაძე. „კოხტა-მიტარბის“ კარკასის მშენებლობაზე 56 წლის მუშა სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. კომპანიის ინფორმაციით, გარდაცვლილი და მისი ოჯახის წევრები ერთ ბრიგადად მუშაობდნენ: „ბიძა, ძმები, შვილი, სიძე ერთად მუშაობდა. შვიდი-რვა წელია ეს ბრიგადა მოგვყვება ჩვენ, საკმაოდ გამოცდილი ბრიგადაა“. მუშის გარდაცვალების შემდეგ, მშენებარე ობიექტზე შრომის პირობებისა და უსაფრთხოების ზომების შესამოწმებლად, მოკვლევა „შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა“ დაიწყო. მათი ინფორმაციით, მშენებლობის ადგილზე, არც უსაფრთხოების ნორმები იყო დაცული და არც შესაბამისი დოკუმენტაცია არსებობდა. „იყო ადგილები, სადაც არსებობდა სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე და არ იყო შესაბამისი მოაჯირები და უსაფრთხოების ბადეები. ადგილზე არ იქნა წარმოდგენილი საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების შეფასების ჟურნალი, არ იქნა წარმოდგენილი სამაშველო გეგმა და საგანგებო სიტუაციებში სამოქმდო გეგმა, ასევე ისტრუქტაჟების თემატიკა წარმოდგენილი იყო არასრულყოფილად და არ ასახავდა სრულ ინფორმაციას“, - განმარტა "შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის" წარმომადგენელმა მაია მიქაიამ. შეუსაბამო პირობების გამო, ინსპექციამ ობიექტზე სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო: „როდესაც ინსპექცია ამოწმებს ობიექტს და ხედავს, რომ არის კრიტიკული შეუსაბამობა, ამასთან ისეთი შეუსაბამობა, რომელიც მყისიერად უქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ინსპექცია არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ“. დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „ანაგმა“ შრომის უსაფრთხოების მენეჯერი იმ დღეს დანიშნა, როცა უბედური შემთხვევა მოხდა: „ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ობიექტს შრომის უსაფრთხოების მენეჯერი არ ჰყავდა და თვალის ასახვევად გადადგა ეს ნაბიჯი კომპანიამ. გარდა ამისა, ჩვენ შემსწრე პირებს არ გავსაუბრებივართ. აღმოჩნდა, რომ ჩვენ როცა ჩავედით, ისინი არ იმყოფებოდნენ ადგილზე. კონკრეტულად დეტალებზე საუბარს იქამდე ვერ დავიწყებთ, სანამ თვითმხილველებს არ გამოვკითხავთ“. დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მშენებლობა იქამდე არ განახლდება, სანამ დამსაქმებელი ოქმში ჩაწერილ დარღვევებს სრულად არ აღმოფხვრის და შესაბამის დოკუმენტაციას დეპარტამენტში წარადგენს. ამის შემდეგ, ობიექტზე არსებულ მდგომარეობას შრომის ინსპექტორები ხელახლა შეისწავლიან. ბაკურიანში, 16 აგვისტოს სასტუმრო „კოხტა-მიტარბის“ მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 56 წლის კაცი ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ინაშარიძეებში ცხოვრობდა.
---
20.08.2019
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=23945
სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’
ახალციხის სოფელ ტყემლანაში, გაგლოევების ოჯახში მცხოვრებ ექვს მცირეწლოვანს მინდობით აღზრდაში აღარ გადაიყვანენ, ამის შესახებ, სოციალური სააგენტოში აცხადებენ. სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’ სოფელ ტყემლანაში მცხოვრებ რვასულიან ოჯახს, მძიმე სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, სოციალურმა სააგენტომ გარკვეული დრო მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააგენტოში ამბობდნენ, რომ ექვსი მცირეწლოვანი მინდობით აღზრდაში უნდა გადაეყვანათ. გაგლოევების ოჯახი სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება: „ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაყვანა, ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის. ამის ნაცვლად, არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად, ოჯახის გაძლიერების სამუშაოები მიმდინარეობს“, – განმარტავს სოციალური მუშაკი. მრავალშვილიან ოჯახს სახლში საყოფაცხოვრებო ავეჯი და ტექნიკა არ ჰქონდა, ფანჯრებში კი, მინის ნაცვლად, პოლიეთილენის პარკი იყო აკრული. ბავშვების დედის, ნათია მელიქიძის თქმით, სოციალური მუშაკის შენიშვნები გაითვალისწინეს: „სახლში ფანჯრები უკვე ჩავსვით, ნაწილს რამდენიმე დღეში ჩავსვამთ. ამასთან ერთად, საქველმოქმედო ფონდი, სხვა ორგანიზაციებთან ერთად დაგვეხმარა და მოგვცეს მაცივარი, ასევე სხვადასხვა ნივთები ბავშვებისთვის“. ოჯახის მძიმე სოციალური პირობების შესახებ, ინფორმაცია 17 ივლისს გაავრცელა საქველმოქმედო ორგანიზაციამ "ერთად შევძლებთ". მას შემდეგ, ფონდმა ოჯახის დახმარების მიზნით კამპანია დაიწყო, 11 აგვისტოს კი საყოფაცხოვრებო ნივთებით დაეხმარა.
---
20.08.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/492765
ცერებრალური დამბლით დაავადებულ 23 წლის ლადო ავალიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება
ლადომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ წარმოთქვა სიტყვა „დედა“. სწორედ დედა გახდა მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა. სამწუხაროდ, მამამ საკუთარი შვილი მიატოვა და სიღარიბისა და ტანჯვისთვის გაიმეტა. როგორც “კვირას” “ჩერნოვეცკის ფონდიდან” აცნობეს, ფოტოზე 23 წლის ლადო ავალიანია, რომელიც დედას კალთაში უზის. ეს ყმაწვილი ცერებრალური დამბლით დაიბადა, ხოლო დროთა განმავლობაში მას მძიმე ეპილეფსიური შეტევებიც დაეწყო. დედამ იგი არ დატოვა საავადმყოფოში, არ გაწირა შვილი და მთელი შემდგომი სიცოცხლე მას მიუძღვნა. დედობრივ სიყვარულზე ძლიერი ხომ არაფერია ამ ქვეყნად ?! დიახ, დედის გული შვილისადმი სიყვარულით არის აღსავსე, თუმცა მატერიალური სიდუხჭირე არ იძლევა ლადოს სათანადოდ მოვლისა და მკურნალობის საშუალებას! ლადოს მდგომარეობა შოკში ჩააგდებს ნებისმიერ ადამიანს: მისი სხეული სრულიად პარალიზებულია, მას არ შეუძლია ლაპარაკი, პირის გაღება, უჭირს სუნთქვა, საჭმლის ყლაპვა, ხელები დეფორმირებული აქვს, ტანზე სისხლიანი ნაწოლები გაუჩნდა, დაავადებულია კუჭის წყლულით, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. „დატოვე ეს ბავშვი საავადმყოფოში, რადგან მაინც ვერ იცოცხლებს“ – ასე მეუბნებოდნენ ნაცნობები მას შემდეგ, რაც მშობიარობიდან მესამე დღეს ლადოს ეპილეფსიური შეტევები დაეწყო, – იხსენებს ნინო ავალიანი, ჩვენი ბენეფიციარის დედა. მე არ შემეძლო ასეთი ნაბიჯის გადადგმა. ჩემი გული გასკდებოდა იმაზე ფიქრით, რომ შვილი სადღაც პალატაში სულს ღაფავს“. 23 წელია, რაც ნინო ავალიანი არ შორდება ლადოს, ხელით დაატარებს მას, გაჰყავს ეზოში, ბოთლიდან აჭმევს საწოვარას მეშვეობით. იგი მისთვის დედაც არის და მამაც, მომვლელიც და ექიმიც! ამ ოჯახში საშინელი სიდუხჭირე სუფევს: ძველი ავეჯი მწყობრიდან არის გამოსული, სახლში გაზი არ არის შეყვანილი, არ აქვთ ელემენტარული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ზამთარში მათ საცხოვრებელში ცივა, ხოლო ზაფხულში – საშინელი სიცხე ისადგურებს. რით არსებობს ეს ოჯახი და როგორ იგი უმკლავდება გასაჭირს? ამ და სხვა შეკითხვებით ჩვენ მივმართეთ ნინო ავალიანს: -როგორია თქვენი ყოველთვიური შემოსავალი? ნინო ავალიანი: შვილის პენსია და მიზერული სოციალური შემწეობა – ეს არის ჩვენი შემოსავალი. ფული პამპერსებსა და მედიკამენტებზე მიდის, ხანდახან შეშის ან პურის საყიდელი თანხაც არ გვრჩება. პატარა ბოსტანი მაქვს და ეს არის ჩვენი ხსნა. ცოტა კარტოფილი მომყავს და ბოსტნეული, რომ თავი როგორმე ვირჩინოთ და შიმშილისგან სული არ გაგვძვრეს“. -ვინმე გეხმარებათ? ნინო ავალიანი: დედაჩემი მეხმარება. იგი მეზობელ რაიონში ცხოვრობს და ხანდახან ჩამოაქვს ფქვილი და ღერღილი. ხნიერი ქალია და ხშირად არ შეუძლია ჩამოსვლა. ერთმა მეზობელმა ამასწინათ ეტლი მაჩუქა, მაგრამ ლადო ვერ ჯდება მასში, ჩემი ხელების მეტი არაფერი უნდა, ხოდა დამყავს ასე ხელით 23 წლის ბიჭი… – ხელისუფლება თუ გეხმარებათ? ნინო ავალიანი: რამდენიმე წლის წინ, როგორც სოციალურად დაუცველ ოჯახს, ოთახი გაგვირემონტეს. შარშან 150 ლარი გამომიყვეს წამლების ფული. სხვა სახის დახმარება არ მიმიღია. – მოგვიყევით თქვენი მეუღლის შესახებ… ნინო ავალიანი: როდესაც ოჯახი შევქმენით, ცუდად არ ვცხოვრობდით, მაგრამ ლადოს დაბადების შემდეგ ჩვენს ურთიერთობებში პირველი ბზარი გაჩნდა. ჩემს ქმარს არ უნდოდა შვილის მოვლა, მაგრამ ვითმენდი, არ მინდოდა სიტუაციის გამძაფრება. შემდეგ შეგვეძინა მეორე ბიჭი – ლევანი, ხოლო 4 წლის წინ – გოგონა ნია. მამა არ იღებდა შვილების აღზრდაში მონაწილეობას და საბოლოო ჯამში ჩვენ დავშორდით. – შვილებმა როგორ აღიქვეს მამის სახლიდან წასვლა? ნინო ავალიანი: მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შუათანა ბიჭი ძალიან მეხმარება ლადოს მოვლაში. მტვირთავად მუშაობს. ბედნიერია, როდესაც რამე სამუშაო გამოჩნდება და ხელფასით ძმისთვის წამლებს და პამპერსებს შეიძენს. პატარა ნიაც მეხმარება ლადოს მოვლაში, ხან წყალს მოიტანს, ხან ძმის საწოლთან „მორიგეობს“… – თქვენ ისე ხართ გაწვალებული ცხოვრებით, რომ ალბათ უკვე არც არაფერზე ოცნებობთ… ნინო ავალიანი: მე ვოცნებობ, რომ ლადომ თუნდაც კიდევ ერთხელ დამიძახოს „დედა“. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ იგი გამოჯანმრთელების გზას დაადგა. 23 წლის განმავლობაში მან მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოახერხა და ეს იყო „დედა“. მეგობრებო, ლადოს მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ეპილეფსია, სქოლიოზი, კუჭის წყლული, ნაწოლები – ეს ყველაფერი სასტიკად ართულებს მის ჯანმრთელობას. მას ახლა ჩვენი დახმარება ესაჭიროება და თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენი წვლილი მისთვის სიცოცხლის გახანგრძლივების საქმეში. ლადო და მისი ოჯახი საჭიროებს მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ავეჯს, ჭურჭელს… მოინახულეთ ეს ოჯახი და აღმოუჩინეთ დახმარება პირადად! კარგი იქნება, თუ გააზიარებთ ამ მასალას, რათა უფრო ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში. ავალიანების ოჯახის მისამართია: ზუგდიდი, გრიბოედოვის ქუჩა 10, ტელ: 568 94 43 64. თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ვლადიმერ (ლადო) ავალიანი).
---
20.08.2019
მთლიანი თანხის შეგროვება ჯერჯერობით ვერ ხერხდება - ძმები ქართველიშვილები
ქართველი ძმები, ნიკა და რატი ქართველიშვილები რომლებიც, დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობენ 5 სექტემბერს დაგეგმილი ოპერაციისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ერთ-ერთმა ძმამ ნიკა ქართველიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრსისას განაცხადა. მისი თქმით, დედის ოპერაციისათვის საჭირო თანხის შეგროვება ძმებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს, თუმცა თავდაუზოგავად შრომობენ, რომ ეს მოახერხონ. „5 სექტემბერს არის დაგეგმილი ოპერაცია, გარკვეული თანხა მოგვიგროვდა, თუმცა ჯერჯერობით მთლიანი თანხის შეგროვება ვერ მოვახერხეთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს თანხა შევაგროვოთ. როგორც იცით თბილისიდან ადამიანები დასასვენებლად არიან წასულები და მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, რომ მე აჭარაში წამოვსულიყავი და აქ გამემგრძელებინა ჩვენი საქმიანობა. დედასთან ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი. ის საბრძოლო განწყობაზეა, შემართებით არის,ჩვენი იმედი აქვს... თავიდან არ ვეუბნებოდით, რომ ასე ვცდილობთ ფულის შეგროვებას, თუმცა შემდეგ სადღაც უნახავს რეპორტაჟი ჩვენს შესახებ და ძალიან მადლიერია ყველა ადამიანის, ისევე როგორც ჩვენ მადლიერები ვართ, მათი ვინც კი ამ ხნის განმავლობაში გვეხმარება“ - განაცხადა ნიკა ქართველიშვილმა შეგახსენებთ, რომ ქართველი ძმები, ნიკა და რატი ქართველიშვილები დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობენ. მათ დედას, მაიას ლეიკეიმია აქვს და ძმების საქველოქმედო პროექტი მის მკურნალობაზეა გამიზნული. ძმები ქართველიშვილების დახმარების სურვილის შემთხვევაში მათი საბანკო რეკვიზიტებია: თიბისი ბანკი GE28TB7739345064300013 საქ.ბანკი GE95BG0000000161310779 მიმღები: რატი ქართველიშვილი პ/ნ 01019072195
---
ბეჭდვითი მედია
21.08.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
„ჩერნობილი 2“? - რადიაციამ სევეროდვინსკიდან საქართველომდე ჩამოაღწია
8 აგვისტოს სევეროდვინსკში ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების გამო რადიაციულმა ფონმა, რუსეთის ჰიდრომეტეორლოგიური სამსახურის მიერ გაავრცელებული ცნობით, ნორმას 16-ჯერ გადააჭარბა. თუმცა, ამის შედეგები შესაძლოა გაცილებით სახეფიათო იყოს. „ბირთვული ცდების საყოველთაო აკრძალვის შეთანხმების ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ლასინა ზერბომ გაავრცელა რუკა, სადაც ნაჩვენებია, რომ რადიაციამ უკვე ჩრდილოეთ კავკასიაში და საქართველოშიც შემოაღწია. „რეზონანსი“ შეეცადა იმის გარკვევას, მომატებულია თუ არა საქართველოში რადიაციის დონე და რამდენად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ რადიაციის დონის მონიტორინგისთვის განკუთვნილი ახლომდებარე სადგურები მწყობრიდან გამოვიდა. სულ საუბარია 4 სადგურზე, რომლებიც აფეთქების ადგილიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. როგორც გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რადიაციის დონის განმსაზღვრელი სადგურები საერთაშორისო ქსელის შემადგენლობაში შედის. ეს ქსელი მონიტორინგს უწევს სეისმურ ძვრებს, ბგერით რყევებს და სხვა ცვლილებებს, რომელიც ბირთვულ ცდებს უკავშირდება. მოცემულ სადგურებთან უკვე რამდენიმე დღეა კავშირი გაყვეტილია. ერთი ვერსიით, აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ ეს სადგურები მწყობრიდან გამოიყვანა. თუმცა, ასევე არსებობს ეჭვი, რომ რუსები მიზანმიმართულად ანადგურებენ მათ, რათა რეალური მონაცემების შეგროვება ვერ მოხერხდეს. რუსული საინფორმაციო სააგენტო „ერ-ბე-კას“ ცნობით, 20 აგვისტოს რადიაციის მონიტორინგისთვის განკუთვნილი კიდევ ორი სადგური გამოვიდა მწყობრიდან. ლასინა ზებრომ განაცხადა, რომ სევეროდვინსკში მომხდარი აფეთქებიდან ორი დღის შემდეგ მწობრიდან გამოვიდა ჩუკოტკაში მდებარე ქალაქ ბილიბინოსა და ალტაის მხარის სოფელ ზალესოვოში მდებარე სადგურები, გუშინ კი იგივე მოხდა კიდევ ორ სადგურზე, რომლებიც ქალაქებში დუბნასა და კიროვში მდებარეობს. რუსმა მაღალჩინოსნებმა განმარტეს, რომ სადგურებთან წვდომა შეფერხებული იყო იმიტომ, რომ საკომუნიკაციო შეფერხებები იყო შექმნილი. რაც შეეხება საქართველოში რადიაციის შესაძლო შემოღწევას, მთელი დღის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების კომპეტენტური წარმომადგენლებისაგან კონკრეტული ინფორმაციის ინფორმაციის მიღება „რეზონანსმა“ ვერ შეძლო. იმ რესპოდენტებს კი, რომლებსაც დავუკავშირდით, ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელი ამირან გამყრელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი მის კომპეტენციაში არ არის. „ამ საკითხზე კომპეტენტურ პასუხს გაგცემთ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. იქ არის ბირთვული უსაფრთხოების (ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტი) და ამ საკითხთან მიმართებით მომუშავე სპეციალიზირებული სამსახური“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. „რეზონანსი“ შეეცადა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტთან დაკავშირებას, რომელიც პასუხისმგებელია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო რეგულირებასა და კონტროლის განხორციელებაზე, თუმცა უშედეგოდ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე ამბობს, რომ საკითხს არ იცნობს და საჭიროების შემთვევაში სამოქალაქო თავდაცვის კუთხით უნდა გატარდეს ზომები: „მე მაგ თემასთან დაკავშირებით არ მაქვს წვდომა, არ დავინტერესებულვარ ჯერჯერობით. გავეცნობი ამ საკითხს. უნდა გავერკიო რაზეა საუბარი და რაც შეეხება მისაღებ ზომებს, სამოქალაქო თავდაცვის კუთხით უნდა იყოს მიღებული“, - ამბობს კობა კობალაძე. აღსანიშნავია, რომ ქართველი მაღალჩინოსნების ნაწილი არ ფლობს არანაირ ინფორმაციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს, „მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძეს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძეს ვერ დავუკავშირდით.