From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-21.02.2020
Received On : 21.02.2020 08:49
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 20.02.2020

 

ტელევიზია

21.02.2020                                    

არხი:  ფორმულა

გადაცემა:ფორმულა ნიუს 09:00

მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6715150

---

 

20.02.2020                                    

არხი:  I არხი

გადაცემა: ბიზნესპარტნიორი

შრომის ინსპექციამ ორსული, ახალნაშობიარები და მეძუძური დედების ჯანმრთელობისთვის მავნე და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები განსაზღვრა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6714558

---

 

20.02.2020                                    

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

საპენსიო პროცენტის შემცირება - ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6714505

ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6714429

---

 

20.02.2020                                    

არხი:  მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 17:15

ჯანდაცვის სფეროს პრობლემები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6714407

---

 

20.02.2020                                    

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

გაგუას კლინიკამ გერმანული აუდიტორული კომპანია "კატექიუს" სერტიფიცირება წარმატებით გაიარა. კომპანიის ექსპერტები კლინიკას რამდენიმე თვის განმავლობაში 55 კატეგორიის შესაბამისად ამოქმებდნენ და დასკვნაც სწორედ ამის მიხედვით მოამზადეს. გაგუას კლინიკაში იმყოფებოდა დღეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6713913

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6713909

---

 

20.02.2020                                    

არხი:  მაესტრო

გადაცემა:რეგიონები 19:00

მარნეულის მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების 4 ახალი ცენტრის მშენებლობა დასრულებულია და 5 ამბულატორიაც განახლდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6714694

---

 

20.02.2020                                    

არხი:  მაესტრო

გადაცემა: იმედის დილა

ხანდაზმულთა პანსიონატის გმირები და მათი პირადი ისტორიები

https://www.imedi.ge/ge/video/49548/khandazmulta-pansionatis-gmirebi-da-mati-piradi-istoriebi?fbclid=IwAR1BJELc9m4MDyHUWWv5_83EC-vZIoh20ffUAWceNhWqMfhZf1hVXjnUIbE

---

 

 

ინტერნეტი

21.02.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/586329-unhcr-ma-devnilta-saagentos-teknika-gadasca?fbclid=IwAR0sXbfNJS-UFxDBF7VnRvvLlREjkpF4EWoc9msXWJiqFlXVsNP8GvtGPJY

UNHCR-მა დევნილთა სააგენტოს ტექნიკა გადასცა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობამ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ტექნიკა გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, UNHCR-ის მიერ გაწეული დახმარება სააგენტოს საშუალებას მისცემს როგორც თბილისში, ისე რეგიონალურ სამმართველოებში, იძულებით გადაადგილებული პირებს, შემდგომში კი, უკვე დაბრუნებულ მიგრანტებსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს კიდევ უფრო ხარისხიანი და სწრაფი მომსახურება შესთავაზოს.

რეპორტერ.ჯი- https://report.ge/society/unhcr-ma-devnilta/?fbclid=IwAR0ZpBzaqHG2V9wxvET7wc2t-o1PzS97Mh0EePT3QB4O4Y_ZSfS_x2OIl7g

---

 

20.02.2020

მედიასაშუალება:  http://pia.ge/post/308887-jandacvis-ministri-gaguas-klinikas-ewvia-da-saertasoriso-sertificirebis-gavla-miuloca

ჯანდაცვის მინისტრი გაგუას კლინიკას ეწვია და საერთაშორისო სერტიფიცირების გავლა მიულოცა

გაგუას კლინიკამ გერმანული აუდიტორული კომპანია „კა ტე ქიუ ინტერნეიშენელი“-ს სერტიფიცირება "საავადმყოფოს სამედიცინო ხარისხის და გამჭვირვალობის’’ შესახებ წარმატებით გაიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებას ეწვია და წარმატება პირადად მიულოცა. შემოწმების პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კლინიკა, კომპანის ექსპერტების მიერ, 55 კატეგორიის შესაბამისად შეფასდა, რამაც გაგუას კლინიკაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობა დაადგინა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში სხვა კლინიკებიც ჩაერთონ, რაც საქართველოს მასშტაბით მომსახურების ხარისხს და სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ნდობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. "დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე გაგუას კლინიკისთვის, ეს რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ მოიპოვეს გერმანული სერტიფიკატი, რომელიც ემსახურება კლინიკებში გამჭირვალობის და ხარისხის მოძიებას. ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - აღნიშნა მინისტრმა. როგორც „კა ტე ქიუ ინტერნეიშენელი“-ს წარმომადგენელი ჰენრიკ ჰერმანი განმარტავს აღნიშნული სერტიფიცირება ნიშნავს, რომ დაწესებულებას აქვს მაღალი სტანდარტი, როგორც პაციენტებისთვის სერვისების მიწოდების კომპონენტში, ასევე თანამშრომლებთან დაკავშირებითაც. "კლინიკის შეფასების პროცესი დაახლოებით 20 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა გვქონდა, როგორც ელექტრონული კომუნიკაცია, ასევე განვახორციელეთ ადგილზე ვიზიტები. კლინიკამ მოახერხა ჩვენი 55-ვე კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რაც ნიშნავს, რომ დაწესებულებას აქვს მაღალი სტანდარტი. აღნიშნული მოიცავს პაციენტის უსაფრთხოებას, ხარისხის მენეჯმენტს და ადმინისტრირებას. შეფასების პროცესში გავესაუბრეთ კლინიკის თანამშრომლებს, ექიმებს, ექთანებს. შემოწმების შედეგად დავრწმუნდით, რომ კლინიკას აქვს ძალიან მაღალი ხარისხი და შესაბამისად გადავეცით ჩვენი სერტიფიკატი“, - აღნიშნა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელმა. "კა ტე ქიუ ინტერნეიშენელს“ ხარისხის კონტროლის კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კლინიკების სერტიფიცირებას გერმანიაში, ჩინეთში, ავსტრიაში, ბალტიისპირეთსა და სხვა ქვეყნებში ახორციელებს. ორგანიზაციის მთავარი მიზანი, ჯანდაცვის სისტემაში მაღალი ხარისხის დანერგვაა. პაციენტის უსაფრთხოება და რისკების მენეჯმენტი კომპანიის პრიორიტეტია. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ ოქტომბერში შეხვდა, სადაც მხარეებმა საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების, გერმანული სტანდარტების მიხედვით, შეფასებასა და მათი სერტიფიცირების თემა განიხილეს.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/586172-jandacvis-ministri-gaguas-klinikas-ecvia-da-saertashoriso-sertipicirebis-gavla-miuloca

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=97434

ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/65594-gaguas-klinikam-saertashoriso-akreditacia-moipova/

---

 

20.02.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/586294-giorgi-kandelaki-jandacvis-ministrs-cerilit-mimartavs-evropuli-sakartvelos-opistan-gamartuli-akciis-monacileebi-koronavirusze-shemocmdnen

გიორგი კანდელაკი ჯანდაცვის მინისტრს წერილით მიმართავს, „ევროპული საქართველოს“ ოფისთან გამართული აქციის მონაწილეები კორონავირუსზე შემოწმდნენ

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს ოფიციალური განცხადებით მიმართავს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანდელაკი ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, „ევროპული საქართველოს“ ოფისთან გამართული აქციის მონაწილეები ახალ კორონავირუსზე შემოწმდნენ. „მსურს თქვენი ყურადღება მივიპყრო კორონავირუსის (COVID 19) საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების შესაძლო რამდენიმე შემთხვევას. გუშინ „პარტია ევროპული საქართველოს ცენტრალურ ოფისთან გამართული აქციის მიმდინარეობისას, რამდენიმე მოქალაქემ საჯაროდ განაცხადა, რომ მათ აქვთ კორონავირუსი და სწორედ ამიტომ იყვნენ შემოსილნი პირბადით. ვფიქრობ, აღნიშნული განცხადებები არ შეიძლება უყურადღებოდ იქნეს დატოვებული, თუკი არსებობს მცირედი შანსი მაინც, რომ აღნიშნულ პირებს მართლაც აქვთ კორონავირუსი, ჯანდაცვის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, მათი სათანადო პირობებში არმოთავსება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს. ამავე დროს, თუკი აღნიშნულმა პირებმა კორონავირუსის ქონის შესახებ ინფორმაცია განზრახ არასწორად გაავრცელეს, ვერც ეს დარჩება თქვენი და სხვა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების გარეშე, რადგან, როგორც ასევე კარგად მოგეხსენებათ, ესოდენ სერიოზული სასიკვდილო საფრთხის შესახებ პანიკის განზრახ დათესვა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დასჯადი ქმედებაა“, - აღნიშნულია განცხადებაში. ინფორმაციას პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

---

 

ბეჭდვითი მედია

21.02.2020

მედიასაშუალება:     რეზონანსი

„არის ანტისანიტარია და გაუსაძლისი სუნი, დიდი თუ პატარა ყველა ერთადაა პალატაში“ - რა ხდება ფოთის საავადმყოფოში

ფეისბუქ-გვერდზე "ფოთი ჩემი ქალაქია" ადგილობრივი მკვიდრი შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს: „პატარა მყავს და მაღალი სიცხე ჰქონდა ღამით. წავიყვანე ფოთის საავადმყოფოში... ექიმის პროფესიონალიზმზე ცალკე და ექთნის დამოკიდებულება-მიმართვაზე ცალკე სასაუბროა. პირველ რიგში, დავწერ იმაზე, რამაც გვაიძულა სასწრაფოდ დაგვეტოვებინა იქაურობა. ეს არის ანტისანიტარია და გაუსაძლისი სუნი დერეფანში, განსაკუთრებით დასაყოვნებელ პალატაში, სადაც დილამდე უნდა ვყოფილიყავით. ეს ყველაფერი იქ, სადაც იდეალური სისუფთავე უნდა იყოს. და კიდევ, დიდი თუ პატარა ყველა ერთადაა პალატაში. სასოწარკვეთილი და გაბრაზებული ვარ საშინლად! სირცხვილია ასეთი საავადმყოფო, სადაც არ უნდა იყოს ის“.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6714960&name=21.02.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

21.02.2020

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

გაგუას კლინიკამ საერთაშორისო სერტიფიცირება წარმატებით გაიარა

გაგუას კლინიკამ გერმანული აუდიტორული კომპანია ,,კა ტე ქიუ ინტერნეიშენელის" სერტიფიცირება - ,,საავადმყოფოს ხარისხის და გამჭვირვალობის" შესახებ წარმატებით გაიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებას ეწვია და წარმატება პირადად მიულოცა. შემოწმების პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კლინიკა, კომპანის ექსპერტების მიერ, 55 კატეგორიის შესაბამისად შეფასდა, რამაც გაგუას კლინიკაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობა დაადგინა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6714927&name=21.02.2020+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

21.02.2020

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

სოციალურად დაუცველებს გადამოწმების დროს თანხის ჩარიცხვა აღარ შეუჩერდებათ

საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში, თანხის ჩარიცხვა აღარ შეუჩერდებათ. აღნიშნულს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა ითვალისწინებს, რომელიც დღეს მედიას დიმიტრი ხუნდაძემ გააცნო. „როგორც იცით ქვეყანაში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოქმედებს დახმარების პროგრამა, რომლითაც სარგებლობს – 430.000 მოქალაქე, მათ შორის ბავშვები. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ პერიოდულად საჭიროებს გარკვეულ, დასაბუთებულ ცვლილებებს. დღეის მდგომარეობით, გადამოწმების დროს, რაც ასევე აუცილებელი პროცედურაა, სტატუსის მატარებელ ოჯახებს დროებით უჩერდებათ დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ნაწილს განაცდური უნაზღაურდებათ სრულად, მაინც მძიმეა მათთვის ეს პერიოდი, რადგან ისინი ბედის ანაბარა რჩებიან სიღარიბის პირისპირ. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის გაცემა. შემდეგ კი, გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე, გაგრძელდეს ან შეწყდეს მათი პროგრამაში მონაწილეობა. ამისათვის საჭიროა დამატებით 5.4 მილიონი ლარი. ამ გადაწყვეტილებით, ოჯახებს გადამოწმების პერიოდშიც, ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭებამდე უწყვეტად მიეცემათ საარსებო შემწეობა. ეს იქნება მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და მისი განხორციელებით რისკის ქვეშ არ დადგება საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა“ ,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. დეპუტატის თქმით, ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციები გავლილი ჰქონდათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. ხუნდაძის განმარტებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ცვლილება მიმდინარე წლის აპრილიდან შევა ძალაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6714912&name=21.02.2020+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

​