| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-21.01.2020 |
| Received On : | 21.01.2020 08:43 |
მედიამონიტორინგი 21.01.2020
ტელევიზია
21.01.2020
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
ამერიკულმა კომპანიამ გილიარდი საქართველოში ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო ცე ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით მოწინავე ქვეყანაა. საქართველო ცე ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის ავანგარდში მყოფი ქვეყანაა და კომპანია გილიარდი ამაყობს, რომ ამ პროგრამას უჭერს მხარს დაწყებისთანავე, 2015 წლიდან. წერია განცხადებაში და იქვე ნახავთ, რომ 2019 წლის მონაცემებით საქართველოს მთავრობამ წარმატებით უმკურნალა 58 ათას ადამიანს ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მედიკამენტებით, აღნიშნავს გილიარდი. ფარმაცევტული კომპანია საქართველოსთვის გადაცემული მედიკამენტების ვადის ამოწურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და იქ ნათქვამია, რომ მსგავსი შემთხვევები საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში იშვიათი არ არის, რადგან ხდება საჭიროზე მეტი მედიკამენტით უზრუნველყოფა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6644857
---
20.01.2020
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ამერიკული კომპანია "გილიადი" საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფარმაცევტული კომპანია, საქართველოს ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით, 2015 წლიდან, უსასყიდლოდ ამარაგებს. კომპანია განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით მოწინავე ქვეყანაა. "საქართველო, C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის ავანგარდში მყოფი ქვეყანაა და კომპანია "გილიადი" ამაყობს, რომ აღნიშნულ პროგრამას მხარს უჭერს დაწყებიდანვე, 2015 წლიდან. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ უკვე წარმატებით უმკურნალა 58 000 ადამიანს, ჩვენი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მედიკამენტებით", - ნათქვამია განცხადებაში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6644737
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6644176
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6643636
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6643598
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6643595
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6643196
---
20.01.2020
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
მსოფლიო ეპიდემიის მოლოდინში - ჩინეთში ახალი, ლეტალური ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6644714
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6644664
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6644555
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6644510
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6644411
მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6643784
---
20.01.2020
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
გრიპით ავადობის მაჩვენებელი ბოლო ერთ კვირაში 3%-ით არის შემცირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკით, გრიპისა და გრიპის მაგვარი ვირუსებით ავადობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე, 216 შემთხვევას შეადგენს, რაც წინა კვირასთან შედარებით შემცირებულია. საქართველოში დაახლოებით ა და ბე ტიპის ვირუსი ცირკულირებს. განცხადებები დღეს ჩინეთში გავრცელებულ ახალ კორონალურ ვირუსზეც გააკეთეს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ ვირუსის გავრცელების თეორიული და პრაქტიკული გავრცელების შანსი არ არსებობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6644211
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6643984
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6644196
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6644398
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6643617
---
ინტერნეტი
21.01.2020
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=95791
ჭიაბერაშვილი: მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ისევ სერიოზულ პრბლემად რჩება
საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ფასების გაძვირების გამო საარსებო მინიმუმი მუდმივად იზრდება, ოჯახების შემოსავალი კი არ იმატებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველ ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. ამასთან, ჭიაბერაშვილმა მედიკამენრტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2019 წლის აგვისტოდან მოყოლებული იკლებს პროგრამის მოსარგებლედ დარეგისტრირებულთა რაოდენობა იმ დროს, როდესაც წამლის ყიდვა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. მისი განცხადებით, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით, მედიკამენტების პროგრამაზე გამოყოფილი 14 მილიონი ლარდან ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ 7 მლნ ლარი ჰქონდა ათვისებული. „2019 წლის აგვისტომდე ყოველთვიურად პროგრამაში 4 ათასამდე ახალი მოსარგებლე რეგისტრირდებოდა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელი იყო. 2019 წლის აგვისტოში ეს რიცხვი უცბად 26 ათასი გახდა, რამაც იმედი ჩაგვისახა, რომ პროგრამა მართლაც მასობრივი გახდებოდა. სამწუხაროდ, ნომებერში ეს რიცხვი 6 ათასამდე დავიდა,” - ამბობს ჭიაბერაშვილი და ჯანდაცვის სამინისტროსგან განმარტებას მოითხოვს, რატომ იკლებს მედიკამენტების პროგრამაში ჩართულ მოსარგებლე პირთა რაოდენობა მაშინ, როდესაც ადამიანებს მასობრივად აწუხებთ წამალზე ხელმისაწვდომობა. “საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ბოლო 7 წლის განმავლობაში წამლებზე ფასები საშუალოდ 60%-ითაა გაზრდილი, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა ჯერ ისევ მიუწვდომელია ათიათასობით მოქალაქისთვის, რომელიც პროგრამის დაწყებას იმედით ელოდა“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი. ჭიაბერაშვილის თქმით, გამოსავალია მედიკამენტის კომპონენტის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ოღონდ ამისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი უნდა შეიცვალოს და მოხდეს მისი სწორი ადმინისტრირება. ასეთ შემთხვევაში ათიათასობით გაჭირვებული მოქალაქეების ხელმისაწვდომობა წამლებზე გაიზრდება. „მედიკამენტების გაძვირებამ ათიათასობით მოქალაქისთვის გააუარესა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. 2017 წელს მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ჯანდაცვაზე ფინანსურად დაუძლეველი, კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ. ეს ოჯახები ამას მედიკამენტებზე დახარჯული თანხების ზრდას უკავშირებენ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
---
21.01.2020
გასულ კვირას გრიპის ვირუსის 216 შემთხვევა დაფიქსირდა - რას ამბობს ამირან გამყრელიძე
„ბოლო კვირის განმავლობაში, ყოველ 100 ათას მოსახლეზე ვირუსის 216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა“ - ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 5%-ით არის გაზრდილი. თუმცა, გამყრელიძე ამბობს, რომ გრიპის შემთხვევები მძიმე შემთხვევებს არ მიეკუთვნება და რეანიმაციულ დახმარებებს არ საჭიროებდა. რაც შეეხება ვაქცინაციას, გასულ წელთან შედარებით, წელს 2,53-ჯერ მეტი ადამიანი აიცრა. „გრიპისა და გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციების ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე გვაქვს 216. წინა კვირაში გვქონდა 219. გასული კვირისგან განსხვავებით დაახლოებით 5%-იანი მატება გვაქვს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის. ჰოსპიტალიზაცია მძიმე რესპირატორული ინფექციებით, რაც ალბათ ბავშვთა კონტინგენტის ხარჯზეა. „სახელმწიფოს მიერ 97 000 მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანს ჩატარებული აქვს ვაქცინაცია და ასევე წელს კერძო სექტორმაც გააორმაგა და დაახლოებით 30 000 ადამიანია აცრილი ნებაყოფლობით“, - აცხადებს გამყრელიძე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გრიპთან საბრძოველი პრეპარატების მარაგი ქვეყანაში საკმარისია. მისივე თქმით, 30 დეკემბრიდან პრეპარატი ხელმისაწვდომი გახდა ორსულებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის. ამირან გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ გრიპის ვირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა არის დაფიქსირებული.
20.01
მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/277669
ტვ.25.ჯი- http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=19255
ამბები.ჯი- https://www.ambebi.ge/article/240553-gripis-216-axali-shemtxveva-bolo-ert-kvirashi-amir/
ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/420890/
აქცენტნიუს.ჯი- https://accentnews.ge/ka/article/11757-gripis-virusi-gasul-kvirastan-shedarebit-hospita
კვირა.ჯი- http://kvira.ge/533251
---
20.01.2020
მოაღწევს თუ არა საქართველომდე უცნობი ვირუსი, რომელიც ჩინეთში გამოჩნდა - გამყრელიძის პირველი კომენტარი
არსებობს თუ არა საქართველოში ე.წ. ჩინური ვირუსის გავრცელების საფრთხე. ამ თემის შესახებ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყანაში ვირუსის იმპორტირების თეორიული და პრაქტიკული საფრთხე არ არსებობს. გამყრელიძის ინფორმაციით, ვირუსის აფეთქების შემთხვევა ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა და ვინაიდან, საქართველოს ამ პროვინციასთან პირდაპირი ფრენა არ აქვს, ვირუსის შემოტანის რისკიც ნულის ტოლია. „ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ჰუბეის პროვინცია, დაახლოებით 60 მილიონამდე მოსახლეობით და მის დედაქალქში, ჰუვანში 19 მილიონი მოსახლით, აქ დადასტურდა ახალი ატიპიური პნევმონიის არსებობა, რომელსაც იწვევს ვირუსების ჯგუფი, ე.წ კორონა ვირუსები, რომელიც ცნობილი ჯგუფია და რომელმაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ორი სერიოზული ეპიდაფეთქება გამოიწვია. 41 შემთხვევაა დადასტურებული და აქედან ორი დამთავრდა ლეტალურად. უკვე ექსპორტირებულია რამდენიმე შემთხვევა სხვა ქვეყნებში, ტაილანდსა და იაპონიაში, რომელთაც პირდაპირი ფრენები აქვთ ამ პროვინციის დედაქალაქში. ჩვენთან შემოტანის რისკი არის ძალიან მინიმალური, იმიტომ, რომ ჩვენთან პირდაპირი ფრენა იმ პროვინციიდან, რომელშიც ეს შემთხვევებია დაფიქსირებული, არ არის. ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებით იქნება მოწოდებული. ამ ეტაპზე საშიშროება არც თეორიული და არც პრაქტიკული ქვეყანაში ვირუსი იქნეს იმპორტირებული, არ არსებობს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
---
20.01.2020
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/420932/
რა უნდა ვიცოდეთ ჩინეთში გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ
ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ბოლო პერიოდში აღმოჩენილი ახალი ვირუსი უკვე სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით მიმავალ მგზავრებს კი დაავადების სიმპტომებზე ამოწმებენ. რამდენად საშიშია აღნიშნული ვირუსი და არის თუ არა საქართველო მზად პოტენციური საფრთხისთვის? “ჩვენთან შემოტანის რისკი ძალია მინიმალურია, მხოლოდ თეორიული”, – განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს, 20 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი განმარტებით, ვირუსის საქართველოში ჩამოტანის რისკებს ამცირებს ის ფაქტი, რომ ჰუბეის პროვინციიდან პირადპირი ფრენები საქართველოში არ არის. თუმცა კვირაში ორჯერ სრულდება რეისები დედაქალაქ პეკინის მიმართულებით. “ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებით, რომელიც მოგვაწოდეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში გვაქვს შიდა, კონცეპტუალურად შეთანხმებული პრინციპები გეგმისა, რომელზედაც ვმუშაობთ, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის იმპორტირების არც თეორიული და არც პრაქტიკული საფრთხე არ არსებობს”, – განმარტა გამყრელიძემ. ახალი ვირუსის შედეგად, რომელიც ფილტვების მძიმე დაავადებებს იწვევს, ჩინეთში ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი 18-19 იანვარს სამჯერ გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ტელეარხის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების ძირითადი კერა ჩინეთის ქალაქი ვუჰანია, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსი ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. BBC-ს ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, უშუალოდ ვუჰანში დაფიქსირდა 136 ახალი შემთხვევა, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში- 2, ხოლო შენჟენში- 1 შემთხვევა. საერთო ჯამში, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 200-ს აღწევს, 3 ადამიანი კი გარდაცვლილია. ჯანდაცვის წარმომადგენლების განმარტებით, ვირუსი პირველად ვუჰანში დეკემბერში დაფიქსირდა და გამოიწვია ვირუსული პნევმონია, თუმცა ამ დრომდე ინფორმაცია ვირუსის შესახებ ბოლომდე არ არის გარკვეული. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და მეცნიერები ამ დრომდე იკვლევენ, თუ რა გახდა ვირუსის გავრცელების ძირითადი წყარო. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელს, დღეს, 20 იანვარს სამხრეთ კორეაში, ტაილანდსა და იაპონიაში ვირუსის გავრცელების თითო-თითო შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის გენეტიკური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ვირუსი თავისი შინაარსით ყველაზე ახლოს არის ვირუს SARS-თან, რომელმაც 2000 წლების დასაწყისში 774 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2019-nCov სახელწოდების ვირუსი აქამდე არ გამოვლენილა ადამიანებში. აღნიშნული ვირუსი არის კონორავირუსების ოჯახის მეშვიდე წარმომადგენელი; მანამდე მსოფლიოში გავრცელებული იყო მხოლოდ 6 სახეობა, რომლითაც ადამიანები ავადდებოდნენ; მეცნიერების აზრით, ვირუსის გავრცელების მთავარი წყარო, დიდი ალბათობით, ცხოველია, თუმცა დაფიქსირდა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტებიც; ინფექცია ვლინდება რესპირატორული სიმპტომების სახით, ცხლებით, ხველით, ქოშინით და სუნთქვის გაძნელებით; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვირუსის პრევენციის მიზნით უნდა მოვერიდოთ ცხოველებთან “დაუცველ” კონტაქტს, ხორცისა და კვერცხის მომზადებისას ყურადღება მივაქციოთ, რომ ორივე მათგანი კარგად იყოს მომზადებული და მოვერიდოთ ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან, ვისაც გაციების ან გრიპის სიმპტომები აღენიშნება. ვინ დაინფიცირდა ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ვუჰანში, სადაც 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, შაბათ-კვირას დაფიქსირდა ვირუსით ინფიცირების 136 ახალი შემთხვევა, მანამდე კი ქალაქში მხოლოდ 62 შემთხვევა ფიქსირდებოდა. კვირა საღამოს მონაცემებით, კი ვუჰანის საავადმყოფოებში 170 ინფიცირებული ადამიანი იყო მოთავსებული, მათ შორის 9- კრიტიკულ მდგომარეობაში. ჩინეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განმარტებით, ვუჰანიდან პეკინში ჩასულ ორ ადამიანს პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობენ, პნევმონია კი ახალ ვირუსთან არის დაკავშირებული. აღნიშნულ ვირუსზე მკურნალობს 66 წლის მამაკაცი ქალაქ შენჟენში, რომელიც ინფიცირებამდე საკუთარი ნათესავებს ქალაქ ვუჰანში სტუმრობდა. გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების 4 შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთს გარეთ, ოთხივე მათგანს ჰქონდა შეხება ადამიანებთან ქალაქ ვუჰანიდან ან თავად ესტუმრნენ ქალაქს. სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლების თქმით, კორეაში მყოფ 35 წლის ჩინელ ქალს აწუხებს მძიმე გაციება და რესპირატორული პრობლემები ვუჰანში მოგზაურობის შემდეგ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, ამჟამად მოგზაურობისას და ვაჭრობისას აკრძალვების დაწესება არ არის რეკომენდირებული, თუმცა ორგანიზაცია აწვდის გაიდლაინებს იმ ქვეყნებს, სადაც ვირუსის გავრცელების მეტი შანსია. სინგაპურის, ჰონგ კონგის და ტოკიოს აეროპორტებში ამოწმებენ მგზავრებს ვუჰანიდან. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე გაატარა იგივე ღონისძიებები სამ მთავარ – სან ფრანცისკოს, ლოს ანჯელესის და ნიუ იორკის აეროპორტებში. ტვიტერზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც აღბეჭდილია ვუჰანის აეროპორტში, ერთ-ერთ თვითმფრინავში გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ამოწმებენ მგზავრებს ახალი ვირუსის სიმპტომებზე.
---
20.01.2020
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/imnadze-tsinastsar-thavze-natsris-tsaqhris-saphudzveli-ariqa-movida-virusi-chinethidan-ar-arsebobs/
იმნაძე: წინასწარ თავზე ნაცრის წაყრის საფუძველი, არიქა მოვიდა ვირუსი ჩინეთიდან არ არსებობს
აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე.“როდესაც ვინმე ჩამოდის ინფიცირებული არეებიდან, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა მოგვაწოდოს, ამის შემდეგ შიეძლება ამუშავდეს შეზღუდვები. შეიძლება გამოიკითხოს ჩამოსული ადამიანები, სად იმყოფებოდნენ, სად აპირებენ საქართველოში ყოფნას და შემდეგ, როდესაც დაზუსტდება ამ დაავადების ინკუბაციური პერიოდი, შეეხმიანება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკი და თუ რაიმე პრობლემები აქვს, ურჩევს, რომელი კლინიკაში მივიდეს. არავითარი საფუძველი, წინასწარ თავზე ნაცრის წაყრის, შეშინების, არიქა მოვიდა ვირუსი ჩინეთიდან, ნამდვილად არ არსებობს,”- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე. ცნობისთვის, სპეციალისტები ჩინეთში აღმოჩენილ ახალ დაუდგენელ ვირუსს ებრძვიან, რომელმაც უკვე სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
---
20.01.2020
გილეადი _ ვმუშაობთ სამინისტროსთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ უახლეს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაგრძელება
ამერიკული კომპანია გილიადი საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფარმაცევტული კომპანია, საქართველოს ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით, 2015 წლიდან, უსასყიდლოდ ამარაგებს. კომპანია განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით მოწინავე ქვეყანაა. „საქართველო, C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის ავანგარდში მყოფი ქვეყანაა და კომპანია გილიადი ამაყობს, რომ აღნიშნულ პროგრამას მხარს უჭერს დაწყებიდანვე, 2015 წლიდან. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ უკვე წარმატებით უმკურნალა 58 000 ადამიანს, ჩვენი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მედიკამენტებით“, _ ნათქვამია განცხადებაში. ფარმაცევტული კომპანია, საქართველოსთვის გადმოცემული მედიკამენტების ვადის ამოწურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმიანება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი მსგავსი შემთხვევები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში იშვიათი არ არის, რადგან ხდება საჭიროზე მეტი მედიკამენტით უზრუნველყოფა. „ჩვენ ვიცით, რომ გილიადის მიერ საქართველოსთვის გადაცემული წამლების მცირე დოზას, რომელიც ჩვენი მხრიდან, ქვეყნისთვის დონაციის გზით გადაცემული მედიკამენტების 5 %-ს შეადგენს, ვადა ამოეწურა. ეს არ არის უჩვეულო, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, როგორც წესი, უფრო მეტი მედიკამენტით მარაგდება ვიდრე საჭიროებს. საქართველოს შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პრეპარატის ვადის ამოწურვის მიზეზი ახალ, უფრო ტოლერანტულ რეჟიმზე გადასვლა გახდა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მედიკამენტების ვადის გასვლამ რაიმე გავლენა იქონია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე“, _ აღნიშნულია განცხადებაში. ამერიკული კომპანია იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. „გილიადი აქტიურად აგრძელებს პროგრამის მხარდაჭერას საქართველში. ჩვენ ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ C ჰეპატიტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უახლესი თაობის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაგრძელება“.
აქცენტნიუს.ჯი- https://accentnews.ge/ka/article/11741-amerikuli-kompania-sakartveloshi-c-hepatitis-elimin
ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/420802/
---
20.01.2020
ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამერიკული კომპანია GILEAD-ის განცხადებით თავს ვერ გაიმართლებს
„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ GILEAD-ის განცხადებითაც ჯანდაცვის სამინისტრო გაუმართავ მენეჯმენტზე თავს ვერ გაიმართლებს. „კომპანია GILEAD-ს სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ ილაპარაკოს პროგრამის წარმატებაზე, არა აქვს. მან საქართველოში ეს პროგრამა დაიწყო იმ მოტივით, რომ აჩვენოს წარმატებული შემთხვევა საქაართველოში და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ ეს წამალი, რომელიც მართლაც კარგია, ეფექტურად მუშაობს. ამიტომ GILEAD-ის ბუნებრივი ინტერესია ილაპარაკოს წარმატებაზე, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ის რეალურად და ცხადად ხედავს გაუმართავი მენეჯმენტის გამო 2020 წლისთვის დაგეგემილი მიზნების შეუსრულებლობას და ის, რომ 2020 წლისთვის მიზნები შეუსრულებელია, ეს არის ფაქტი, ამას ვერც GILEAD, ვერც ჯანდაცვის სამინისტრო, ვერც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ უარყოფს და რა თქმა უნდა ღრმად ვარ დარწმუნებული და მადლობა GILEAD-ს იმისათვის, რომ ისინი პროგრამას გააგრძელებენ, ვიდრე ისინი ამ პროგრამას საბოლოო ჯამში წარმატებულად არ გამოაცხადებენ. მთავარი პრობლემა რჩება ქართულ მხარეზე, რომ როდესაც ჩვენ შეგვიძლია 5 წლის განმავლობაში მოვახდინოთ C ჰეპატიტის ელიმინაცია, მისი სრულად აღმოფხვრა და არ დავტოვოთ მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ინფექციის გადამტანი და გამავრცელებელი და ამის შებოჭვას ვერ ახერხებს ჯანდაცვის სამინისტრო. აქ GILEAD რა შუაშია?! აქ მთავარი კითხვა უნდა დასვან საქართველოს მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ, თუ რატომ ვერ ახერხებს ჯანდაცვის სამინისტრო ნაჩუქარი წამლის ეფექტურად გამოყენებას და ყველაზე გავრცელებას. კარგია 60000 ადამიანის მკურნალობა, მაგრამ არასაკმარისია როცა კიდევ ინფიცირებული მინიმუმ 70000 ადამიანი დადის და არის ინფექციის წყარო, ამიტომ GILEAD-ის განცხადებითაც ჯანდაცვის სამინისტრო გაუმართავ მენეჯმენტზე თავს ვერ გაიმართლებს“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ 560,645,083 ლარის ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა.
---
ბეჭდვითი მედია
21.01.2020
მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი
„გილიადი“ განაგრძობს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას
ამერიკული კომპანია „გილიადი“ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველო, C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის ავანგარდში მყოფი ქვეყანაა და კომპანია „გილიადი“ ამაყობს, რომ აღნიშნულ პროგრამას მხარს უჭერს დაწყებიდანვე, 2015 წლიდან. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ უკვე წარმატებით უმკურნალა 58 000 ადამიანს, ჩვენი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მედიკამენტებით“, – ნათქვამია განცხადებაში. ფარმაცევტული კომპანია, საქართველოსთვის გადმოცემული მედიკამენტების ვადის ამოწურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი შემთხვევები საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში იშვიათი არ არის, რადგან ხდება საჭიროზე მეტი მედიკამენტით უზრუნველყოფა. „ჩვენ ვიცით, რომ „გილიადის“ მიერ საქართველოსთვის გადაცემული წამლების მცირე დოზას, რომელიც ჩვენი მხრიდან, ქვეყნისთვის დონაციის გზით გადაცემული მედიკამენტების 5 %-ს შეადგენს, ვადა ამოეწურა. ეს არ არის უჩვეულო, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, როგორც წესი, უფრო მეტი მედიკამენტით მარაგდება ვიდრე საჭიროებს. საქართველოს შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პრეპარატის ვადის ამოწურვის მიზეზი ახალ, უფრო ტოლერანტულ რეჟიმზე გადასვლა გახდა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მედიკამენტების ვადის გასვლამ რაიმე გავლენა იქონია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე“, –- აღნიშნულია განცხადებაში. ამერიკული კომპანია იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. „გილიადი აქტიურად აგრძელებს პროგრამის მხარდაჭერას საქართველში. ჩვენ ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ C ჰეპატიტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უახლესი თაობის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაგრძელება”. ფარმაცევტული კომპანია „გილიადი”, საქართველოს ც ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრეპარატებით 2015 წლიდან უსასყიდლოდ ამარაგებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 560 645 083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი აღირიცხა.
---
21.01.2020
მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი
როგორ დაეხმარება დასაქმების სააგენტო სამსახურის მაძიებლებს?
1 იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამოქმედდა. შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, რაც აქამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციებში შედიოდა, ახალშექმნილი დასაქმების სააგენტო შეასრულებს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება, რა კუთხითაც დასაქმების სააგენტო იმუშავებს, უცხოეთში ლეგალური დასაქმებაა. ჯანდაცვის მინისტრის მოადილის, თამილა ბარკალაიას თქმით, ლეგალურ დასაქმებაზე მოლაპარაკებები მიომდიანრეობს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის გერმანია და ბულაგარეთი. სანამ დასაქმების სააგენტო სიპად ჩამოყალიბდებოდა, მანამდე სამინისტროში სპეციალური დეპარტამენტი არსებობდა, რომელიც მოქალაქეებს ასაქმებდა, ან მათ სამსახურის გაუმჯობესებაში ეხმარებოდა. ყოველწლიურად დეპარტამენტის მეშვეობით 2 000-მდე ადამიანი საქმდებოდა. თამილა ბარკალაია:"იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რაც დღეს საქართველოშია, ჩვენ გაცილებით ამბიციურები უნდა ვიყოთ. ბიზნესებთან მუშაობას აქტიურად ვაპირებთ". 2020 წლის პირველ კვარტალში დასაქმების სააგენტო საკუთარი კადრების მოძიებასა და სტრუქტურის საბოლოოდ ჩამოყალიბებაზე იქნება ორიენტირებული. სააგენტო თავიისავე უწყებაში 100-მედ ადამიანს დაასაქმებს. სააგენტოს ბიუჯეტი 4 მლნ ლარით არის განსაზღვრული. მინისტრის მოადგილეს მიაჩნია, რომ არსებული თანხა ეფექტურად გაიხარჯება.
---
21.01.2020
მედიასაშუალება: ქრონიკა+
ჯანდაცვის სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო სისტემის აწყობა, რომ მთელმა მოსახლეობამ გაიაროს სკრინინგი!
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში ფარმაცევტულ კონცერნ ,,გილეადისა" და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახმარებით განხორციელდა. აღნიშნული პროგამა აფინანსებდა მკურნალობას და არა - კვლევას. კვლევის ღირებულება კი 160 ლარი გახლდათ, რაც რიგითი მოქალაქისათვის არც ისე პატარა თანხაა. რა თქმა უნდა გამონაკლიები, მაგალიტად ჯანდაცვის სამინისტრომ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის პროგრამაში ჩასართვაად საჭირო კვლევები 70%-ით დააფინანსა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დასაწყებად საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა, სპეციალური პოპულაციური კვლევით, 150 000 ადამიანი უნდა ყოფილიყო (თუ რა კვლევა იყო ეს და რამდენად სწორად განსაზღვრა ,,ცე" ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი, ,,ქონიკა+" ამ საკიტხს უახლოეს პუბლიკაციაში დაუბრუნდება). ყოველ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კვლევების მიხედვით, სამი წლის განმავლობაში მკურანლობა 50 000-მდე პაცინეტმა გაიარა. აშშ-ს ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად C ჰეპატიტის ელიმინაციის ფარგლებში მედიკამენტების გადანაწილებაში დარღვევებს იძიებდნენ. საქართველოსთვის კომპანია ,,გილეადის" მიერ ნაჩუქარი წამლის ჯამური ღირებულება 2.6 მლრდ აშშ დოლარი გახლდათ. ამასთანავცე გამოკვლევების დაუფინანსებლობამ, განსაკუთრებით რეგიონებში (თბილისის მერია ჩაერთო ნაწილის დაფინანსებაზე) პაციენდებს საერთოდ გაუცრუა იმედი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცაცს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშებს 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებული ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშგებას, გარდა მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფგარგლებში ,,სოციალური უზრუნველყოფის" მუხლით გაწეული ხარჯებისა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის 429 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, მატერიალური მარაგების არსებითი ნაწილია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნული ცე ჰეპატიტის პროგამის ფარგლებში უსასყიდლოდ მიღებლი მედიკამენტები. ც ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2018 წელს 41-მა სამედიცინო დაწესებულებამ დააფიქსირა 25 495 შეტყობინება. 2018 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 332-მა სამედიცინო დაწესებულებამ დააფიქსირა 1 423 085 შემთხვევა, საიდანაც შემოწმებულია 23% სულ 333 431 შემთხვევა. სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ეფექტიანი მონიტორინგისთვის შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება გადაუდებელ სტაციონალური მომსახურების შემთხვევებს. "C ჰეპატიტის მართვა" ბიუჯეტის კანონით 15 400 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა, თუმცა ათვისებულია მხოლოდ 4 741 000 ლარით, 10 656 000 ლარი კი გადანაწილდება სხვა პროგრამებზე. სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი განმარტებით, დაბალი ათვისების მაჩვენებელი გამოიწვია პაციენტების რაოდენობის კლებამ. დავით სერგეენკო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშმა (რომელსაც ქრონიკა + ექსკლუზიურად აქვეყნებს) შოკში ჩააგდო. მისმა განცხადებებმაც არ დააყოვნა: - სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს ,,ვიკიპედიაში" ან რამე ასეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულებისაა." ანუ სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები მან არაპროფესიონალებად გამოიყვანა. რაღაც არ მახსოვს , მსგავსი განცხადება გაეკეთებინოს ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, ამერიკული მხარის მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე - კი იყო გასუსული, მალევე გადადგა თუ გადააყენეს! ყოფილი ჯადნაცვის მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მართალია 4 წლის განმავლობაში, სკრინინგის შედეგფად 123 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინა ც ჰეპატიტი, მაგრამ განმეორებითი კვლევის შედეგად, დაავადება დაუდგინდა მხოლოდ 64 200 ადამიანს. ზურაბ ჭიაბერაშვილი: - მას შემდეგ რაც ეს პროგრამა დაიწყო. თავად მე მინიმუმ 8-ჯერ მქონდა შეხება სამედიცინო დაწესებულებებთან, აქედან 6-ჯერ პროფილაქტიკური ლაბორატორიული კვლევებისთვის. არც ერთხელ არც ერთ დაწესებულებას ჩემთვის სკრინინგი არ გაუკეთებია. ჯანდაცვის სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო ამ ყველაფრის აწყობა. ამირან გამყრელიძე ამბობს: 2.8 მილიონი მოზრდილი ადამიანიდან, ვინც ცხოვრობს საქართველოში უკვე სკრინიგებული გვყავს დაახლოებით 60%. კიდევ იცით რა არის საინტერესო? როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაინაცა პროგრამაში ჩართვის დაბალი მაჩვენებელი, რა საინფორმაციო კამპანია ჩაატარა? კონკრეტული მაგალითებით შეაფასა, რამდენად ეფექტიანი იყო ეს კომპანია? ამ ორი ჯანდაცვის მინისტრის დებატების ფონზე, მხოლოდ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, კაკი ზოიძე კითხვაზე, რომ იყო თუ არა ხარვეზები პროგრამის დაგეგმვაში და განხორციელებაში? პასუხობდა, რა თქმა უნდა, იყო. არის და ალბათ იქნება, როდესაც მსოფლიოში პირველად აკეთებ რაღაცასო. რაც მთავარია საქართველოში განკურნებყული კონტიგენტი ამერიკულ კომპანიას დაეხმარება, დაფინანსებული პროგრამების აუცილებლობა დაუსაბუთოს სხვა ქვეყნების მთავრობებს, ასე რომ, ვადაგასული მეიკამენტები ეს არის სრული კრახი არა მარტო ქართული მხარისთვის, არამედ არანაკლები - კომპანია ,,გილეადისთვისაც".
---
21.01.2020
მედიასაშუალება: ქრონიკა+
"ეგვიპტური წარმოების წამალი სიუციდისადმი მიდრეკილებას იწვევდა"
"ქართულმა ოცნებამ" მოახრეხა და მრავლისმნახველი საქართველო კიდევ ერთხელ გააოცა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, გვამცნეს, რომ C ჰეპატისის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებულ 560. 645. 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. მრავალხელისუფლება გამონაცვალი ამირან გამყრელიძე რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობს, უფრო შორს წავიდა და იქით დასდო ვალი აღშფოთებულ საზოგადოებას - ჯობს, ნაშთი დაგვრჩეს, ვიდრე დაგვაკლდესო. ალბათ, მხოლოდ მას შეუძლია ნაშთი უწოდოს ნახევარი მილიარდის ღირებულების ვადაგასულ წამლებს. С ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში 58. 000 ადამიანმა უკვე გაირა მკურნალობის სრული კურსი. ეს პროგრამა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მან კიდევ რამდენიმე წლით გადაიწია. აღნიშნულ პროგრამას ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებს. ამ პროგრამის ფარგლებში ათეულობით ათასი ადამიანი განიკურნა. C ჰეპატიტის პროგრამა საქართველოში უკვე რამდენჯერმე გახდა სერიოზული სკანდალის მიზეზი. როგორც ამბობენ, ერთ-ერთ სკანდალს შეეწირა დავით სერგეენკოც. "ცე" ჰეპატიტის სამკურნალო კურსი გელა ჩხეიძემაც გაიარა. მას დღემდე მწარედ ახსოვს, როგორ იდგა ასეულობით ადამიანთან ერთად საათობით წამლის რიგში და როგორ აწვდიდნენ ცელოფანში ჩაყრილ წამლებს ფანჯრიდან პოლიციელები. ახსოვს, თუ როგორ ჩაანაცვლეს ამერიკული პრეპარატი ეგვიპტურით და როგორ იმოქმედა ამან პაციენტებზე. - ამ წამლებმა გამოიწვია სიმსივნური წანაზარდების გაჩენა? ეს დაზუსტებულია? - არც ერთი ევროპული ექიმი არ ამბობს, რომ ეს სოვალდის ან რიბავერინის ბრალია. თურქი ექიმები კი პირდაპირ ამბობენ, რომ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდების გაჩენა "ცე" ჰეპატიტის არასწორმა მკურნალობამ გამოიწვია. აქ კიდევ ერთხელ უნდა დავაზუსტო, რომ რაც ჩვენ გავიარეთ, ეს არ ყოფილა მკურნალობა. მკურნალობა სახელად ერქვა, თორემ კურსი მხოლოდ წამლის გადაცემით შემოიფარგლებოდა. ზემოთ გითხარით, რომ კურსი, რომელიც ჩვენ გავიარეთ, არ იყო მკურნალობა. მკურნალობა სულ სხვა რამეა. სანამ ჩვენთან ეს პროგრამა შემოვიდოდა, ქართველები "ცე" ჰეპატიტის სამკურნალოდ ევროპაში მიდიოდნენ, იქ ლტოლვილებად ბარდებოდნენ. იქაური ხელისუფლება მათ "ცე" ჰეპატიტზე მკურნალობდა. ძალიან ბევრმა ჩემმა ნაცნობმა გაიარა ევროპაში წლების წინათ ეს კურსი და შინ განკურნებული ჩამოვიდა. ჩვენთან რაც ხდებოდა, ამას არ ერქვა მკურნალობა. ეს იყო ადამიანების დამცირება, შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება. - რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ეს იყო ადამიანების დამცირება? - ამ ყველაფერის მომსწრე თავად რომ არ ვიყო, ვერ დავიჯერებდი, რომ ასეთი რამე შეიძლებოდა მომხდარიყო. დამცირება იყო აბა, რა?! - ასეულობით ადამიანი რიგში ვიდექით გარეთ, სიცხეში, სიცივეში, წვიმაში და საათები ველოდით, თუ როდის მოგვცემდნენ წამლებს. ორი თვის თავზე მომილოცეს, განიკურნეო. ამის მიუხედავად, 12 - თვიანი კურსი დამინიშნეს. - თუ განკურნებული იყავით, რატომ დაგინიშნეს დამატებითი კურსი? - ასეა საჭიროო. მეტი განმარტება არ მოუციათ. წავიკითხე სათანადო ლიტერატურა და 12-თვიანი კურსი არსად ყოფილა. ამათ, რატომღაც, რაღაც განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდათ. გვაძლევდნენ ეგვიპტური წარმოების წამლებს და ამით შემოიფარგლებოდნენ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, საერთოდ არაფერს აკონტროლებდნენ. არც ის აინტერესებდათ, რას ვჭამდით, არც იმას გვეუბნებოდნენ, შეგვეძლოა თუ არა გიზიკური დატვირთვა. სრული უკონტროლობა იყო, თითქოს, არც კი ეხებოდათ. "ცე" ჰეპატიტის პროგრამის დაწყებიდან მალევე აღმოჩნდა, რომ რიბავერინის მოხმარება სუიციდისადმი მიდრეკილებას იწვევდა. ეს ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამაც აღიარა. ამის გამო ფსიქოტროპული წამლებიც კი დაუნიშნეს პროგრამაში ჩართულ პაციენტებს, რათა ისინი სუიციდამდე არ მისულიყვნენ. - ამ პროგრამაში ჩართულ ადამიანებს ჰქონდათ სუიციდის მცდელობა? თქვენ იცით ასეთი ფაქტების შესახებ რამე? - კონკრეტულად არაფრის თქმა არ მნდა. სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ ვნახავთ, რომ იმ პერიოდში საგრძნობლად იმატა სუიციდის ფაქტებმა, გახშირდა სუიციდის მცდელობებიც. ეს ფაქტები სერიოზულ შესწავლას საჭიროებს. ადრე თუ გვიან, მათ მაინც შეისწავლიან. - გასულ წელს ინფორმაცია იყო, რომ ამერიკელბმა რუსეთში შავ ბაზარზე აღმოაჩინეს მათ მიერ საქართველოში გამოგზავნილი წამლები. ამბობენ, სერგეენკო ამას შეეწირა. იყო ვარაუდი, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წამლები რუსეთში აფხაზებისა და ოსების დახმარებით გაიტანეს. - აფხაზებიც და ოსებიც ღებულობენ ამ წამალს. ისინიც ჩვენთან ერთად იდგნენ რიგში. არ გამოვრციხავ, რომ რუსეთში მათი დახმარებით მოხვდა ეს ძვირადღირებული წამლები. "ცე" ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა რუსეთში სადაზღვეო ხაზით მიმდინარეობს. იქ ეს წამალი უფასო არ არის, როგორც ჩვენთან. წამლის შოვნა შეიძლებოდა მხოლოდ სადაზღვეო კომპანიებისგან. მერე შავ ბაზარზეც გაჩნდა ეს წამალი. არის ეჭვი, რომ ის იქ საქართველოდან შევიდა. - თქვენ როდის გაიგეთ, რომ ცუდად იყავით? - შარშან, ივნისში, გავრილოვი რომ ჩამოიყვანეს და აქცია დაანონსდა, ჩემს ოჯახთან ერთად გორიდან ჩამოვედი თბილისში პროტესტის გამოსახატავად. აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. მეორე დილით ცუდად ვიყავი. ვიფიქრეთ, რომ ან მომწამლავი ნივთიერება იყო აქციაზე გამოყენებული, ან "ცე" ჰეპატიტის მკურნალობა არ იყო დასრულებული. წავედი და გავესინჯე "ცე" ჰეპატიტზე. დამადეს თუ არა აპარატი, ეგრევე მითხრეს, - ვაიმე, სიმსივნე გაქვთ განვითარებული ღვიძლზეო. ეს იყო 21 ივნისის დილას. მას მერე ვებრძვი ამას. 5 წანაზარდი იყო. ოთხი ლოკალიზებულია, ერთი დარჩა. - მაგ ერთსაც დაამარცხებთ. - ვერ გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს. ჩემმა ოჯახმა მოისურვა, რომ შეენარჩუნებინა მეუღლე და მამა. ყველაფერი გავყიდეთ და ევროპაში წამოვედით. უძვირეს ოპერაციებსა და მკურნალობას გავდივარ. ჩემს დღეში, ალბათ, ბევრია, მაგრამ უმეტესობას არ შეუძლია ამ მკურნალობის გავლა. რა უნდა თქვა ადამიანმა, ვეღარ ვიგებ. - ყვლაფერი გავყიდეო. ე.ი. თქვენ იხდით ამ მკურნალობის ფულს? - ეგღა აკლიათ მკურნალობა დაგვიფინანსონ. ძალიან მძიმე საქმეა. საუბარიც მიჭირს. მე ამის ასე დატოვებას არ ვაპირებ. უკვე ვესაუბრე ადვოკატებს. ისინი თანახმანი არიან, ამ საქმეს ხელი მოკიდონ. დაიწყებენ მუშაობას და კიდევ ბევრი რამე გამოიფინება. დავით სერგეენკო და ამირან გამყრელიძე ქუჩაში თავისუფლად ვერ უნდა დადიოდნენ, ისინი ციხეში უნდა ისხდნენ.
---
21.01.2020
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ბოლო ერთ კვირაში გრიპის ვირუსის გამო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაიზარდა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე გრიპის 216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (წინა კვირის მონაცემბი 219 იყო), თუმცა ჰოსპიტალიზაცია 5%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, გაიზარდა ჰოსპიტალიზაცია მძიმე რესპირატორული ინფექციებით, რაც ალბათ ბავშვთა კონტინგენტის ხარჯზეა. მისივე განცხადებით, სახელმწიფოს მიერ 97 000 მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია, ასევე წელს კერძო სექტორმაც გააორმაგა ვაქცინაციები. ნებაყოფლობით 30 ათასი ადამიანია აცრილი. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ტამიფლუს მარაგი საკმარისია.
---
21.01.2020
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
გამანადგურებული პასუხი მანქურთ ჭიაბერაშვილს, უგულავას, გოცირიკას, ბოკერიას, გვარამიას და სხვებს...
არაერთხელ გვითქვამს: ოპოზიციაც არის და ოპოზიციაც. ესენი ჩასაფრებულნი არიან - არიქა, ქვეყანა იღუპებაო!. ასე, მაგალითად, C ჰეპატიტის საქმე, რაც თვით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოამჟღავნა. ოპოზიცია შუმი ნაციონალის, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თავკაცობით უმალ აფეთქდა: აი, ხედავთ, ოცნებელებმა თითქმის ნახევარი მილიარდის C ჰეპატიტის აბები დაასაწყობეს, ეს მაშინ, როდესაც საქართველოში ამ საშინელი სენით დაავადებული ათასობით ადამიანიაო... არადა, ამ უკანასკნელი წლების მანძილზე ამ საშინელი სენისგან განიკურნა თითქმის 60 ათასი ადამიანი. ამერიკული კომპანია გილეადი საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფარმაცევტული კომპანია, საქართველოს ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით, 2015 წლიდან, უსასყიდლოდ ამარაგებს. კომპანია განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით მოწინავე ქვეყანაა. „საქართველო, C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის ავანგარდში მყოფი ქვეყანაა და კომპანია გილეადი ამაყობს, რომ აღნიშნულ პროგრამას მხარს უჭერს დაწყებიდანვე, 2015 წლიდან. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ უკვე წარმატებით უმკურნალა 58 000 ადამიანს, ჩვენი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მედიკამენტებით“, - ნათქვამია განცხადებაში. ფარმაცევტული კომპანია, საქართველოსთვის გადმოცემული მედიკამენტების ვადის ამოწურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმიანება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი მსგავსი შემთხვევები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში იშვიათი არ არის, რადგან ხდება საჭიროზე მეტი მედიკამენტით უზრუნველყოფა. „ჩვენ ვიცით, რომ გილეადის მიერ საქართველოსთვის გადაცემული წამლების მცირე დოზას, რომელიც ჩვენი მხრიდან, ქვეყნისთვის დონაციის გზით გადაცემული მედიკამენტების 5 %-ს შეადგენს, ვადა ამოეწურა. ეს არ არის უჩვეულო, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, როგორც წესი, უფრო მეტი მედიკამენტით მარაგდება ვიდრე საჭიროებს. საქართველოს შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პრეპარატის ვადის ამოწურვის მიზეზი ახალ, უფრო ტოლერანტულ რეჟიმზე გადასვლა გახდა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მედიკამენტების ვადის გასვლამ რაიმე გავლენა იქონია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამერიკული კომპანია იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. „გილეადი აქტიურად აგრძელებს პროგრამის მხარდაჭერას საქართველში. ჩვენ ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ C ჰეპატიტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უახლესი თაობის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაგრძელება.“
---
21.01.2020
მედიასაშუალება: რეზონანსი
გრიპის ვირუსის გადასატანად თითო ოჯახს მინიმუმ 200 ლარი სჭირდება
გრიპის ვირუსის დასამარცხებლად თითო ოჯახს, საშუალოდ, 200 ლარის გაღება უწევს. ამის მიზეზი გაძვირებული მედიკამენტებია, ვირუსი კი იმდენად გავრცელებულია, რომ თითო ოჯახში ორ ადამიანს მაინც სჭირდება მკურნალობა, რადგან ჩვეულებრივი გრიპი იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი ვირუსი, ყველა მათგანი გადამდებია. გრიპის გავრცელებული "ა" და "ბ" ტიპის ვირუსები დეკმბრიდან დღემდე მოდებულია მთელი საქართველოს მასშტაბით და მედიკოსები ირწმუნებიან, რომ თებერვლის დასაწყისში ახალი ტალღადაიწყება. მედიკამენტების ფასი მოსახლეობის ყოფით შესაძლებლობებს არ შეესაბამება და საზოგადოების დიდ ნაწილს უწევს სახლში ძველი მეთოდებით ჩაიტაროს მკურნალობის კურსი, რასაც ხშირ შემთხვევაში ვირუსის კიდევ უფრო გამწვავება მოსდევს თან. საქართველოში გავრცელებული ვირუსის გამო ხალხი შეშინებულია და უბრალო გაციებასაც კი მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება, რადგან იგი რთულ დაავადებაში არ გადაიზარდოს. შესაბამისად, ადამიანები მაქსიმალური ძალებითა და დანახარჯებით ცდილობენ ვირუსის თავიდან აცილებას. "ბიზნეს-რეზონანსის" გამოკითხვით გაირკვა, რომ თითო ადამიანის მკურნალობა დაახლოებით 150 ლარამდე ჯდება, რადგან წამლები საკმაოდ გაძვირებულია. ესეც მაშინ, როდესაც უბრალო გრიპზეა საუბარი და არა - H1N1-ზე, რადგან "ღორის გრიპის" მკურნალობა გაცილებით ძვირია, როგორც მედიკამენტოზურად, ასევე ექიმების ჩარევითაც. ლელა შამანაური აღნიშნავს, რომ წამლების ფასი არ არის ადეკავტური და ამაზე სახელმწიფო უნდა იზრუნოს. "მედიკამენტების ფასი როგორც ყოველთვის არ იყო შესაბამისი. მე, როგორც რიგითი მოქალაქე და ჯანდაცვის სპეციალისტი, ვფიქრობ, რომ ეპიდემიის გამო გააძვირეს წამლები. არაჰუმანურია ეს ყველაფერი. ადამიანებს უნდა შეეძლოთ წამლის ყიდვა და არ უნდა გვიწევდეს უბრალო ყელის ტკივილის და სურდოს მიყრუება იმის, გამო, რომ საშუალება არ გვაქვს და წამლებს ვერ ვყიდულობთ. ყველა ხედავს, რომ ძალიან მოკლე დროში მედიკამენტები გაძვირდა, "ტამიფლუ" განსაკუთრებით. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტია მოთხოვნა წამალზე, ფასი უფრო დაბალი უნდა იყოს, მაგრამ აქ რატომღაც ყველაფერი პირიქით ხდება. რაც შეეხება ექიმთან ვიზიტს, როდესაც ასეთი პანიკური ვითარებაა ქალაქში და ასე მძვინვარებს გრიპი, სხვანაირი მიდგომაა საჭირო. როდესაც მედიკამენტის გაცემა უფასოდ დაიწყო, ეს იყო კარგი ჟესტი სახელმწიფოსაგან, მაგრამ უკიდურეს სიტუაციამდე ნაბიჯი არ გადადგეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თანხა პრევენციაში ჩავდოთ და ამაში სახელმწიფოც უნდა დაგევხმაროს, ძალიან კარგ რჩევებს გვაძლევდნენ, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო ეს ყველაფერი. კლინიკებში არ იყო ვაქცინები. ვისაც წინასწარ აცრა უნდოდა ვერ იკეთებდა, ანუ სახელმწიფო არ არის მომზადებული, რომ ადამიანებს უმკურანლოს და პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე. ვირუსებთან ბრძოლა ყოველთვის არის სტიქიური სწორედ იმის გამო, რომ წინასწარ თავს არასდროს ვიცავთ. აუცილებელია რეგულაცია, რომელიც მოაწესრიგებს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ქაოსს", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ლელა შამანაურმა. საქართველოში მძიმე სოციალური ფონის გამო ოჯახებს ძალიან უჭირთ, შესაბამისად, ვირუსის ხარჯები გაუთვალისწინებელი აღმოჩნდა ზოგიერთი მათგანისთვის და ამისთვის ფინანსურად მოუმზადებლები იყვნენ. ადამიანები თუ ადრე სახლის პირობებში ცდილობდნენ გრიპის ვირუსთან გამკლავებას, ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა, რადგან "ღორის გრიპის" გამო ყველა პანიკაშია. ხალხი ბოლო თანხას დებდა მედიკამენტებსა და მკურნალობაში. სამედიცინო დარგის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში მედიკამენტების ფასი რეალობასთან შეუსაბამოა. „მიუხედავად გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტისა, ჯანდაცვაზე მოქალაქეთა ჯიბიდან გაწეული ხარჯები საქართველოში ყველაზე მაღალია რეგიონში და 3-4 ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ამ დანახარჯების ლომის წილი, 60%-ზე მეტი კი ზუსტად მედიკამენტებზე მოდის. შეზღუდულია კონკურენცია, გვაქვს ვერტიკალური მონოპოლია, როდესაც ერთი მესაკუთრის ხელშია ფარმაცევტული წარმოება, დისტრიბუცია, სააფთიაქო ქსელი, სადაზღვევო, კლინიკების ქსელი და საბოლოოდ, ვიღებთ ზემაღალ ფასს მედიკამენტებზე, დაბალ ხარისხს და მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეულ მაღალ დანახარჯს. ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რაც დასტურდება არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებით. ამ მდგომარეობამ და გასულმა ორმა წელმა გვაჩვენა, რომ სახელმწიფო არ იყო მზად ვირუსთან გასამკლავებლად, რომელიც პანდემიაში საბედნიეროდ არ გადაზრდილა და ეს არის ძალიან ცუდი. რა თქმა უნდა, არ აქვთ ოჯახებს იმის საშუალება, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდნენ, არადა დანამდვილებით 100 ლარამდე ჯდება 1 ადამიანის მკურნალობა, რომ ვირუსი დაამარცხოს", - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
---
21.01.2020
მედიასაშუალება: რეზონანსი
ამოუცნობი მომაკვდინებელი ვირუსი ჩინეთიდან ევროპისკენ დაიძრა - რა საფრთხე ელის საქართველოს
მსოფლიო ახალი საფრთხის წინაშე დგას, ბოლო პერიოდში ისედაც მომრავლებულ ვირუსებს შესაძლოა ჩინეთიდან ახალი ამოუცნობი მომაკვდინებელი ვირუსის ტალღაც შეემატოს. ჩინეთში ახალი უცნობი ვირუსით დაინფეცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, 20 იანვრის მდგომარეობით, ექიმებმა 198 დადასტურებული შემთხვევა დაარეგისტრირეს. „Deutsche Welle" წერს, რომ ამოუცნობ ვირუსულ ინფექციას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამის შესახებ სააგენტოს, ჩინეთის ქალაქ ვუჰანის მუნიციპალურ ჯანმრთელობის კომიტეტში განუცხადეს, სადაც პირველად აღმოაჩინეს აღნიშნული უცნობი ვირუსი. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ჩინეთის საავადმყოფოებში ამოუცნობი ვირუსის გამო, 170 ადამიანი მკურნალობს, 35 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო 9 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამავე ვირუსისგან განკურნებული 25 ადამიანი კი საავადმყოფოებიდან უკვე სახლში გაწერეს. გარდა ამისა, 126-მა პაციენტმა დაავადების მსუბუქი ფორმა გადაიტანა. ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური დადასტურებით, 60 ადამიანი, რომელებმაც ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართეს, დღემდე უცნობი ვირუსით არიან დაავადებულნი. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაავადებულთა რიცხვი გაცილებით მეტია და ის შესაძლოა 1700-ს აჭარბებდეს. თავად ამოუცნობი ვირუსის შესახებ, ცნობილია ის, რომ ის კორონავირუსების ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი ვირუსის პირველი შემთხვევები ქალაქ ვუჰანის ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზარში დაფიქსირდა, სადაც ზღვის პროდუქტებთან ერთად, მღრღნელები, ფრინველები, კურდღლები და ქვეწარმავლებიც იყიდება, სავარაუდოდ კი ამათგან ერთ-ერთი სახეობა ვურუსული ინფექციის წყარო გახდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსი 2013 წელს საუდის არაბეთში დაფიქსირდა. ვირუსის შემთხვევები ასევე გამოვლენილია იორდანიაში, ყატარში, ტუნისსა და ევროპაში. ახალი უცნობი ვირუსი იწვევს ხველებას, სიცხესა და ფილტვების ანთებას. გასული წლის დეკემბერში ვირუსის შემთხვევა ჩინეთში, შემდეგ კი ტაილანდში დაფიქსირდა. იაპონიაში მცხოვრებ 30 წლის ჩინელს ოფიციალურად დაუდგინდა კორონავირუსი, რომელიც, ცოტა ხნით ვუჰანში იყო ჩასული, რის შედეგადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად უკვე იაპონიაშიც დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას Kyodo News-ი ავრცელებს. შეერთებული შტატები უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა გამოსავლენად ქვეყნის სამ აეროპორტში ჩინეთიდან შესული მგზავრების შემოწმებას იწყებს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, სან ფრანცისკოს, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის აეროპორტებში ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან შემოსული მგზავრების სკრინინგი დაიწყება. მათი თქმით, ვირუსი ჩინეთის გარდა, იაპონიასა და ტაილანდშიც გავრცელდა. ამის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ბრიტანელი სპეციალისტები ვირუსის სწრაფად გავრცელებას არ გამორიცხავენ. ჩინეთის ჯანდაცვაში კი მიიჩნევენ, რომ პანდემიის საფრთხე ჯერ არ არსებობს, რადგან ახალ ვირუსს ადამიანები ერთმანეთს ვერ გადადებენ, ამისათვის ვირუსმა სახე უნდა იცვალოს. საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ პნევმონიის გამომწვევ ახალ ვირუსს ნაცნობი რესპირაციული დაავადებების მსგავსი სიმპტომები აქვს. ამ ეტაპზე ცენტრში ვირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდებიან, მანამდე კი აეროპორტებში მგზავრების სამედიცინო შემოწმების აუცილებელი არ არის.
---
21.01.2020
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ჯანდაცვაზე დანახარჯით საქართველო ბოლო ადგილზეა
2011-2018 წლებში კლინიკების რაოდენობა 229-დან 273- მდე გაიზარდა. “ჭარბი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების გათვალისწინების გარეშე იქმნებოდა. კლინიკების რაოდენობის ასეთი სწრაფი ზრდა თავიდანვე არასწორად დაგეგმილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგი იყო. მთავარი პრობლემა კი ჯანდაცვაზე მზარდი ფინანსებია, კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ყოველწიური მატება.”, - ნათქვამია KAS EPRC ეკონომიკური არენის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში. კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2012 წელს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების (მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევა) ჯამური დაფინანსება 332 მლნ ლარს შეადგენდა. ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია და 2019 წელს მილიარდ ლარს აჭარბებს. მისი უდიდესი წილი, 70%-ზე მეტი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი შემცირდა. თუმცა, 2017 წლის მონაცემებით, ჯანდაცვის დანახარჯების დაახლოებით 55%-ს მოსახლეობა კვლავ საკუთარი ჯიბიდან იხდიდა. მიუხედავად ბოლო წლებში ჯანმრთელობაზე დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდისა, არსებული მონაცემებით, ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის, საქართველო ჯერ კიდევ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა სახელმწიფო ჯანდაცვაზე დანახარჯის წილით როგორც მთლიან ჯანდაცვაზე დანახარჯებში (2017 _ 38%), ასევე მშპ-სა (2017 _ 2.9%) და სახელმწიფო ბიუჯეტში (2017 _ 10%). „ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ შეამცირა სერვისებზე ფინანსური ბარიერები, განსაკუთრებით ჰოსპიტალურ სერვისებზე, ფინანსური ხელმისაწვდომობა გაიზარდა მედიკამენტებსა და ლაბორატორიულ გამოკვლევებზე. 2017 წელს მოსახლეობის 82% ეძებდა სამედიცინო მომსახურებას, თუკი ავადმყოფობდა 6 თვის განმავლობაში, მაშინ როდესაც იგივე მონაცემი 2014 წელს იყო 79%. იმ პაციენტების რაოდენობა, ვინც აცხადებს, რომ სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ ვერ მოხვდნენ საავადმყოფოში, შემცირდა, კერძოდ 2.2% 2014 და 1.2% 2017 წელს“, - აღნიშნულია კვლევაში.
---