| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-20.12.2019 |
| Received On : | 20.12.2019 09:35 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 20.12.2019
ტელევიზია
20.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
პარლამენტი ჯანდაცვის, ეკონომიკისა და განათლების მინისტრებს მოუსმენს. რიგგარეშე სხდომაზე აღმასრულებელი ხელიუსფლების წარმომადგენლები „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგებიან. უმრავლესობის წევრებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს ეკატერინე ტიკარაძესთან, ნათია თურნავასა და მიხეილ ჩხენკელთან კითხვები მათ საქმიანობასა და სამომავლო გეგმაზე აქვთ. პოლიტიკურ ბოიკოტს განაგრძობს საპარლამენტო ოპოზიცია. დღევანდელი რიგგარეშე სხდომით საკანონდებლო ორგანო საშემოდგომო სესიას ასრულებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6561712
---
20.12.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
ოპოზიცია მინისტრის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრებს არ დაესწრება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6560941
---
19.12.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
B ტიპის, H1 და H3 - საქართველოში 8 სახის ვირუსი ცირკულირებს - რა რეკომენდაციები აქვთ ექიმებს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6560556
---
19.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლება არასწრულწლოვნებთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებით რეფორმების გატარებას გეგმავს. მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა მიმდინარეობს. სხდომას იმ სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებსაც გუშინ გიორგი გახარიამ კონკრეტული დავალებები მისცა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6560553
---
19.12.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ლუკა სირაძის საქმე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6560543
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6560426
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6559684
---
19.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: რეაქცია
სუიციდის გახშირებული ფაქტები
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6560423
---
19.12.2019
არხი: იმედი
გადაცემა: დღის ქრონიკა
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6559880
---
19.12.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედის დღე
ევექსი ჰოსპიტალის გეგმები - ღვიძლის ტრანსპლატაცია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6559728
---
ინტერნეტი
20.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/djandacvis-politika-djandacvis-profilaqtikasa-da-avadmyofobis-prevencias-ar-emsaxureba
ჯანდაცვის პოლიტიკა ჯანდაცვის პროფილაქტიკასა და ავადმყოფობის პრევენციას არ ემსახურება
სახელმწიფოში მოსახლეობის ჯანმრთელობის სტანდარტების დაცვა საჭიროა არა მხოლოდ დემოგრაფიული და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფადაც. თუმცა ჯანმრთელობის დაცვა არ ნიშნავს მხოლოდ დაავადებების მკურნალობას; ერის ჯანმრთელობას სამედიცინო ოპერაციებითა და მედიკამენტების არანორმალური მოხმარებით ვერ მივაღწევთ. საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის დანერგვის შემდეგ, 2013-2017 წლებში, ექიმების რაოდენობა საქართველოში 22%-ით გაიზარდა და 27,400-ს მიაღწია. თუ განვიხილავთ ექიმების რაოდენობას ყოველ 100,000 მოსახლეზე, საქართველოში გვყავს 124%-ით მეტი ექიმი, ვიდრე პოლონეთში, დიდ ბრიტანეთთან შედარებით 84%-ით მეტი, ესტონეთთან შედარებით 55%-ით მეტი, გერმანიასთან შედარებით 26%-ით და ა.შ. ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის ექიმების რაოდენობით 100,000 მოსახლეზე საქართველო მესამე ადგილზეა. საინტერესოა, რომ, ამავე დროს, ექთნების რაოდენობით ბოლოდან მესამე ადგილზე ვართ. მაგალითისათვის, სლოვენიაში ერთ ექიმზე სამი ექთანი მოდის, საქართველოში სურათი საპირისპიროა: ექიმების რაოდენობა 25%-ით აჭარბებს ექთნების რაოდენობას. ანუ ექიმების რაოდენობაა ჭარბი, ექთნების რიცხვი კი - არასაკმარისი. 2013-2017 წლებში საავადმყოფოების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ხოლო საავადმყოფო საწოლების რაოდენობა 32%-ით და 2017 წლის ბოლოსათვის 15,100 იყო. აქ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ საწოლების დატვირთვის მაჩვენებელი 55%- ზე ნაკლებია. ე.ი. საწოლების თითქმის ნახევარი არ არის დატვირთული. ექიმთა ჭარბი რაოდენობა, საავადმყოფოებისა და ამბულატორიულ-საპოლიკლინიკო დაწესებულებათა ზრდა, დაუტვირთავი საწოლების არსებობა, ცხადია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არაჯანსაღმა ფინანსურმა სტიმულებმა განაპირობა. 2014 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი განისაზღვრა 588 მილიონი ლარით, ხოლო 2018 წელს 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. გარდა იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, ბიუჯეტიდან პროგრამისათვის გამოყოფილი თანხები არც ერთ წელს არ აღმოჩნდა საკმარისი: 2014-2018 წლებში ჯანდაცვის პროგრამებზე ბიუჯეტიდან 3.1 მილიარდი ლარი დაიხარჯა, მაშინ როდესაც ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 2.6 მილიარდი ლარის დანახარჯი, რაც 17%-იან დეფიციტურ ხარჯვას ნიშნავს. ცხადია, რომ 1. სახელმწიფო თავს ვერ ართმევს ჯანდაცვის პროგრამების ხარჯების სტაბილიზებას და ბიუჯეტური ხარჯვა წლიდან წლამდე იზრდება და 2. ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელზეც მთლიანი ხარჯების 70%-ზე მეტი მოდის. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ყოველი წლის ბოლოს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებებისადმი ექვს თვემდე დავალიანებები უგროვდება. ეს ნიშნავს, რომ რეალური დეფიციტური ხარჯვა გაცილებით მეტია, ვიდრე სტატისტიკურად აღირიცხება. ამას შედეგად მოჰყვება კორუფციის რისკები, რაზეც უკვე ხმამაღლა საუბრობენ: საბიუჯეტო დავალიანების გადმორიცხვის სანაცვლოდ ე.წ. kickback-ის ანუ ქრთამის გადახდა მოხელეებისათვის. ჯანდაცვის სექტორში შემდეგი სურათი იკვეთება: ერთი მხრივ, ჭარბი და აუთვისებელი “აქტივები” - ექიმები, საავადმყოფოები, საავადმყოფო საწოლები და ამბულატორიულ- საპოლიკლინიკო დაწესებულებები; ხოლო მეორე მხრივ ფინანსური რესურსი - სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები, ყოველწლიურად 1 მილიარდ ლარზე მეტი. იმისათვის, რომ ეს ფინანსური რესურსი მივიდეს დანიშნულების ადგილამდე - სამედიცინო დაწესებულებებში - საჭიროა მხოლოდ ერთი დამატებითი რგოლი: პაციენტი. სწორედ აქ იჩენს თავს ყველა ის არაჯანსაღი ფინანსური სტიმული, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის არსებულმა სისტემამ გააჩინა სამედიცინო დაწესებულებებში. საქმე ისაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პრიორიტეტული მიმართულება არის სტაციონარული მკურნალობა, რომლის მომსახურების 70%-ზე მეტს სახელმწიფო აფინანსებს, სხვა ხარჯები პაციენტმა უნდა დაფაროს. ამბულატორიული მომსახურების შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსების წილი მხოლოდ 43%-ია, დანარჩენი - ჯიბიდან გადასახდელი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სტაციონარული მომსახურება გაცილებით ძვირად ღირებულია, ვიდრე პრევენციული და ამბულატორიული მომსახურება. ანაზღაურების ეს სისტემა სამედიცინო დაწესებულებებსა და ექიმებს უქმნის პირდაპირ ფინანსურ სტიმულსა და მოტივაციას, რომ მოახდინონ პაციენტის სიტუაციის განზრახ დამძიმება - ე.წ. გაურგენტულება - და მათი გადამისამართება სტაციონარულ მომსახურებაზე ჰოსპიტალებში. და როცა პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსებენ, მას უკეთებენ ყველაფერს, რაც აუცილებელია და რაც საერთოდ არ არის აუცილებელი: ანალიზებს, გამოკვლევებს, მედიკამენტებს, ოპერაციებს. პაციენტის ჰოსპიტალიდან “განთავისუფლება” ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჰოსპიტალი სრულად აითვისებს სტაციონარული მკურნალობის საბიუჯეტო ლიმიტს. შესაბამისად, ექიმისა და სამედიცინო დაწესებულების მიზანი არის არა პაციენტის მკურნალობა, არამედ მისი ინსტრუმენტალიზაცია სახელმწიფოსაგან მეტი დაფინანსების მიღების მიზნით. ეს გახლავთ შედეგი საყოველთაო დაზღვევის არსებული ანაზღაურების სისტემისა და ფინანსური სტიმულებისა. როდესაც საავადმყოფო საწოლების თითქმის ნახევარი არ არის დატვირთული, სასწრაფო დახმარების სამსახურების როლი პაციენტების საავადმყოფოებში გადანაწილების პროცესში მნიშვნელოვანია. განა შეგვიძლია, ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურების მიერ ავადმყოფების გადანაწილება საავადმყოფოებში მიუკერძოებლად და კორუფციის გარეშე ხდება? დარწმუნებული ვართ, რომ არ გაჩნდა პაციენტების “მომყვანების” ახალი “ბიზნესი”, რომლებსაც საავადმყოფოებში საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში “სამკურნალოდ” მიჰყავთ პენსიონერები და ამ მომსახურებაში საავადმყოფოებისაგან კონკრეტულ ანაზღაურებას იღებენ? მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელთან შედარებით 2018 წელს ჯანდაცვის პროგრამებზე სახელმწიფოს მიერ დახარჯული საბიუჯეტო თანხები 400 მილიონი ლარით (75%-ით) გაიზარდა, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხები არ შემცირებულა და 2017 წელს 1.6 მილიარდი ლარი შეადგინა, ისევე როგორც ეს 2014 წელს მოხდა. ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში კერძო დანახარჯების წილი 55%-ია და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ათეულშია ავღანეთის, სუდანისა და იემენის გვერდით. (მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯანდაცვაში კერძო დანახარჯების ასეთი მაღალი წილი გვაქვს იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ეკონომიკაზე საგადასახადო ტვირთი 25%-ს აღემატება, რომლის მეოთხედი სწორედ ჯანდაცვაზე იხარჯება.) ჯანდაცვაზე მაღალი კერძო დანახარჯები, ცხადია, გამოწვეულია სტაციონარული მომსახურების საერთო ხარჯების ზრდით, რომელთაც მოსახლეობა ნაწილობრივ თავისი ჯიბიდან აფინანსებს და მედიკამენტებზე გაწეული ხარჯებით. მოსახლეობის ხარჯების ორი მესამედი სწორედ მედიკამენტებზე მოდის, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფაქტობრივად არ ფინანსდება. მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების ზრდას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. პირველი: 2013-2018 წლებში მედიკამენტებზე ფასები თითქმის 70%-ით გაიზარდა, რაც იმავე პერიოდში ლარის გაუფასურების პირდაპირპროპორციულია და ამ გაუფასურებითაა გამოწვეული. მედიკამენტების უდიდესი ნაწილი ან იმპორტირებულია, ან ადგილობრივად წარმოებული მედიკამენტების ნედლეული არის იმპორტირებული. ამ პრობლემაზე, რომელსაც ლარიზაცია ვერ უშველის, ჩვენს ერთ- ერთ წინა სტატიაში გვქონდა საუბარი. მეორე: სამედიცინო დაწესებულების, ფარმაცევტული ქსელისა და სადაზღვევო კომპანიისაგან შექმნილი მოჯადოებული სამკუთხედები. საქმე ისაა, რომ პაციენტის ე.წ. გაურგენტულება არა მარტო ჰოსპიტალურ მომსახურებას, არამედ მედიკამენტების მიღებასაც გულისხმობს. თუ პაციენტი კონკრეტულ ჰოსპიტალში მოხვდა, მკურნალობასთან დაკავშირებული მედიკამენტების შეძენაც ავტომატურად ხდება კონკრეტულ ფარმაცევტულ კომპანიაში, რომელსაც იგივე ინვესტორი ან მშობელი კომპანია ჰყავს, რაც ჰოსპიტალს. თუ პაციენტი ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით სარგებლობს, მაშინ მას იმ ჰოსპიტალში მკურნალობა და მედიკამენტების იმ აფთიაქში შეძენა მოუწევს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სადაზღვევო კომპანიასთან. ამ გზით ხდება სადაზღვევო კომპანიის მიერ პაციენტის მკურნალობაზე დახარჯული თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად ანაზღაურება პაციენტისავე ჯიბიდან. ჯანდაცვის სფეროში არსებული დღევანდელი სიტუაციის შეჯამება: საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში თანხების უკონტროლო ხარჯვამ და არაჯანსაღმა ფინანსურმა სტიმულებმა განაპირობა სამედიცინო დაწესებულებებისა და ექიმების სიჭარბე, რამაც სამედიცინო მომსახურების ბაზარზე შექმნა კონკურენცია კერძო ბიზნესსუბიექტებს შორის ადამიანთა ჯანმრთელობისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე. ეს სისტემა აბსოლუტურად არაეფექტიანია როგორც პაციენტებისათვის, ასევე სახელმწიფოსათვის და შეიცავს კორუფციის მაღალ რისკებს. ის სასარგებლოა მხოლოდ იმ ბიზნესსუბიექტებისათვის, რომლებიც ჩართულნი არიან ხელოვნურად შექმნილ ამ ეკოსისტემაში საბიუჯეტო სახსრების მიღების მიზნით. ჯანდაცვის არსებულმა პოლიტიკამ კერძო სამედიცინო დაწესებულებებსა და ფარმაცევტულ კომპანიებში ისეთი ბიზნესმოდელის შექმნა განაპირობა, რომლის არსებობა, სიცოცხლისუნარიანობა და წარმატებულობა მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტზეა დამოკიდებული. სწორი ჯანდაცვის პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტზე პარაზიტირების ეს ბიზნესმოდელი მყისიერად შეწყვეტს არსებობას. ჯანდაცვის ხარჯების ეფექტიანი მართვისა და დანახარჯების შეკავების თვალსაზრისით ჯანდაცვის არსებული სისტემა სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს. ამ ტემპებით ჯანდაცვის დაფინანსების ზრდა და თან არაეფექტიანი ხარჯვა კატასტროფული შედეგებით დასრულდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტისათვის, ასევე მოსახლეობისათვის. ამიტომ, აუცილებელია ისეთი მექანიზმებისა და სტიმულების დანერგვა, რომლებიც ეფექტიან მონიტორინგს გაუწევს ჯანდაცვის ხარჯების მიზნობრიობას და მოახდენს ჯანდაცვის დანახარჯების შეკავებას. საქართველოში სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების მართვასა და მონიტორინგს ახორციელებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. მრავალი განვითარებული და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნის გამოცდილებით დასტურდება, რომ ჯანდაცვის ხარჯების მონიტორინგისა და შეკავების ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი არის ჯანდაცვის დაფინანსების კონკურენტული სისტემა. ასეთ სისტემაში სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების მართვას ახორციელებს მრავალი, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი კერძო სადაზღვევო კომპანია. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებს აფინანსებს სადაზღვევო კომპანიების გავლით და არა საავადმყოფოებისთვის პირდაპირი გადახდის წესით. პროგრამაში ჩართულ სადაზღვევო კომპანიებს აქვთ პირდაპირი მოტივაცია და სტიმული, რომ რისკები სათანადოდ შეაფასონ და ხარჯების მონიტორინგი ეფექტიანად განახორციელონ. გარდა ამისა, ჯანდაცვის ხარჯების მრავალი გადამხდელით ორგანიზებული სისტემა სადაზღვევო კომპანიებს შორის ქმნის კონკურენციას დაზღვეულის სასარგებლოდ სადაზღვევო პაკეტებისა და სადაზღვევო პრემიების შეთავაზების თვალსაზრისით. ასეთი კონკურენტული სისტემა ხელს უწყობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას და ამ მომსახურებაზე დანახარჯების ეფექტიან მართვას. ჯანმრთელი ცხოვრების წესი ავადმყოფობის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობაში ჯანმრთელი ცხოვრების პრინციპების დანერგვა, ცნობადობის ამაღლება და მათი პოპულარიზაცია. მოსახლეობისათვის სპორტული დარბაზებისა და მოედნების მასობრივად ხელმისაწვდომობა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროფილაქტიკური შემოწმებებისა და პრევენციული მკურნალობისათვის ჯანდაცვის არსებული პროგრამები არასწორ ფინანსურ სტიმულებზეა აგებული. საყოველთაო ჯანდაცვის ეს კომპონენტი დასაკორექტირებელია ისე, რომ ასაკის, სამუშაო ადგილისა და სხვა ფაქტორების მიხედვით ხდებოდეს მოსახლეობის ყოველწლიური პროფილაქტიკური კვლევები. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ავადმყოფობის პოტენციური წყაროს დროულ აღმოჩენას, რეაგირებასა და ადრეულ ეტაპზევე მის ეფექტიან მკურნალობას. ძლიერი და ეფექტიანი პროფილაქტიკური ჯანდაცვა არის სტაციონარული ჯანდაცვისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების შემცირებისა და ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ჯანდაცვისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრების ძირითადი ნაწილი სწორედ პროფილაქტიკაზე უნდა იხარჯებოდეს. მოსახლეობაში სწორი სტიმულების გაჩენის მიზნით საჭიროა მოსახლეობის ფინანსური მონაწილეობის გაზრდა ჯანმრთელობის დაზღვევაში. კარგად არის ცნობილი ჯანდაცვის პროგრამების კონკრეტული მოქალაქის ფინანსურ შესაძლებლობებზე ადაპტირების პრინციპები. ასეთი სისტემები მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ნაწილს მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის პროგრამებით. ამავე დროს მინიმალურია სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის საშუალო და მაღალშემოსავლიანი ნაწილის ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხები - მათ თავად უნდა შეიძინონ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები კერძო სადაზღვევო კომპანიებისაგან. ეს პრინციპი უზრუნველყოფს არა მარტო საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ და ეფექტიან ხარჯვას, არამედ მოსახლეობაში საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის ამაღლებას. საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფი ეკონომიკური განვითარება. მრავალ სხვა კომპონენტთან ერთად მცირე სახელმწიფო ბიუჯეტი აუცილებელია ეკონომიკური განვითარების ტემპებისათვის. ქვეყნის ეკონომიკაზე დღევანდელი 25%-იანი საგადასახადო ტვირთი ეკონომიკის სწრაფი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ბიუჯეტი საგრძნობ შემცირებას საჭიროებს, ეს, ცხადია, ეხება ჯანდაცვასაც. სწორი პრინციპების დანერგვის გარეშე ბიუჯეტის შემცირება შეუძლებელია, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს გახდის საქართველოს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას. აუცილებელია, რომ ბიუჯეტის ყველა კომპონენტი, უპირველეს ყოვლისა კი ჯანდაცვის ბიუჯეტი, სწორ პრინციპებსა და მიდგომებზე იყოს აგებული. ეს შესაძლებელს გახდის მისი ეფექტიანობის გაზრდას, ბიუჯეტის მოცულობის შემცირებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში.
---
20.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/sayoveltao-jandacvis-reformis-shesaxeb-diskusia-gaimarteba/45644/
საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შესახებ დისკუსია გაიმართება
დღეს სასტუმრო იოტაში საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შესახებ დისკუსია გაიმართება. ღონისძებაზე შედგება კვლევითი ინსტიტუტის, Gnomon Wise -ის მიერ მომზადებული დოკუმენტის პრეზენტაცია და დისკუსია საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: თამარ გაბუნია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; ვახტანგ კალოიანი - ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი; ეგნატე შამუგია - Gnomon Wise - ის მკვლევარი; დისკუსიას გაუძღვება ალექსანდრე რაქვიაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. Gnomon Wise -ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გაანალიზებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მისი დაგეგმილი რეფორმირება და ამ რეფორმის მოსალოდნელი შედეგი. დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://gnomonwise.org/ge/publications/policy-papers/3
---
19.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/natia-turnavas-mixeil-chxenkels-da-ekaterine-tikaradzes-dges-parlamentshi-mousmenen/45643/
ნათია თურნავას, მიხეილ ჩხენკელს და ეკატერინე ტიკარაძეს დღეს პარლამენტში მოუსმენენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების და ჯანდაცვის მინისტრებს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. ნათია თურნავას, მიხეილ ჩხენკელს და ეკატერინე ტიკარაძეს დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში მოუსმენენ და კითხვებს დაუსვამენ. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე გუშინ დეპუტატებს სთხოვა, მინისტრების მოსმენისთვის კარგად მოემზადონ, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამივე სფერო ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც თალაკვაძემ განაცხადა, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და ხვალინდელ სხდომას არ დაესწრებიან.
---
19.12.2019
რას სთავაზობს სახელმწიფო სუიციდური აზრების მქონე ადამიანებს
სუიციდური აზრების მქონე ადამიანების დასახმარებლად სპეციალური, 24-საათიანი ცხელი ხაზი საქართველოში არ არსებობს. ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგია მთავრობამ 2014 წელს დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვითაც ქვეყანას სუიციდის პრევენციის გეგმა 2015-2016 წლებში უნდა შეემუშავებინა. რა ეტაპზეა ეს გეგმა და რას მოიცავს კონკრეტულად, ამაზე On.ge ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა "მოუცლელობის" მიზეზით ინტერვიუზე უარი თქვეს. საქართველომ სუიციდის პრევენციის შესახებ თავისივე გაწერილი ვალდებულება არ შეასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, 2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის (იანვარი-ივნისი) განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. საქართველოში მოქმედი სატელეფონო ფსიქოლოგიური მომსახურებები ხშირ შემთხვევაში სამუშაო საათებში მუშაობს, მათ შორის: პროექტი ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი (116 111; 2 421 422;) არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდს ეკუთვნის და შექმნილია ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მათ ნომერზე ყველა დაინტერესებულს შეუძლია სატელეფონო კონსულტაციის მიღება 10-დან 18 საათამდე; განათლების სამინისტროს მანდატურების სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიან ცხელი ხაზზე (08 00 00 00 88) ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეკვა კონსულტაციის მიღება; განათლების სამინისტროს ბაზაზე არსებული ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025) და მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი 2200220 (3335), ასევე, სამუშაო საათებში მუშაობს. ფსიქოლოგიური დახმარების ასოციაციის "ნდობა", რომელიც სატელეფონო გასაუბრების გზით სუიციდური აზრების მქონე ადამიანებს ეხმარებოდა, 2014 წელს დაფინანსების შეწყევეტის მიზეზით გაუქმდა. ფსიქოლოგი ნანა აღაპაშვილი 24 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ასოციაციას. იგი On.ge-ს უყვება, რომ ცხელ ხაზზე წელიწადში ხუთი ათასზე მეტი ზარი შედიოდა: "ყველა ზარის შინაარსი სუიციდური არ იყო, მაგრამ იყო საუბარი გარკვეულ ემოციურ პრობლემეზე. ჩვენ შკალებით ვაფასებდით პიროვნების სუიციდურობას, რა ფიქრები ჰქონდათ. იყვნენ ადამიანებიც, რომლებიც საუბრობდნენ დაგეგმილ სუიციდზე. ცოტა რთული იყო, ტელეფონით არ გვქონდა უკან გადარეკვის საშუალება... ყოფილა შემთხვევა მეორე, მესამე დღეს დაურეკავთ და მადლობა უთქვამთ, რომ აზრი შეიცვალეს". ნანა აღაპიშვილის თქმით, ცხელ ხაზზე გასაუბრებისას სუიციდალობა მცირდება, ემოციულობა და დეპრესიოლობა მცირდება: "ამის მტკიცებულებები არსებობს... მთელ მსოფლიოში არსებობს ქსელები. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა ჩვენი ტელეფონი არ მუშაობდა, გვიკავშირდებოდა ერთი ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ისეთ მდგომარეობაში აღმოვძჩნდი უცხოეთში ვრეკავდი ცხელ ხაზზეო. მას საშუალებაც ჰქონდა და ენაც იცოდა, რომ უცხო ენაზე დალაპარაკებოდა კონსულტანტს. ამის ფუფუნება ყველას არ აქვს".
---
19.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/uwyebebma-sistemashi-arsebuli-problemebi-da-mati-mogvarebis-konkretuli-gzebi-ert-kvirashi-unda-waradginon
უწყებებმა სისტემაში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების კონკრეტული გზები ერთ კვირაში უნდა წარადგინონ
ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების პარალელურად არსებული ხარვეზების აღმოფხვრისადმი სისტემური მიდგომა ამ ტრაგიკულმა ფაქტმა დააჩქარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს განათლების გაუმჯობესების და სისტემური რეფორმის მიმართულებით, ქვეყანას აქვს საკმაოდ კარგი, ბავშვის ინტერესებზე მორგებული კანონმდებლობა, რაშიც იუსტიციის სამინისტროს დიდი წვლილი მიუძღვის, თუმცა პრაქტიკაში საკმაოდ ბევრი გამოწვევა არსებობს. ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა პრობლემების აღიარების აუცილებლობას და სამინისტროების წარმომადგენლებს მოუწოდა, პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებზე, მათ შორის კანონმდებლობის აღსრულების ნაწილში, ღიად ისაუბრონ სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების ჩართულობით, ვინაიდან ისინი არსებულ გამოწვევებს განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებენ. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩართულობა. გასაგებია, რომ ბევრ საკითხზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. სპეციალისტები, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სახელმწიფო უწყებები ხშირად ვერ თანხმდებიან რაღაც საკითხებზე, მაგრამ ამის მიუხედავად, სამინისტროს წარმომადგენლებს მოგიწოდებთ, რომ ყველა საკითხში, რაზეც ვიმსჯელებთ ამ ფორმატში, თუ თქვენ - ინდივიდუალურად სამინისტროში, უზრუნველვყოთ ამ ადამიანების ჩართულობა, ვინაიდან ისინი განსხვავებული პერსპექტივიდან, განსხვავებულად ხედავენ სამინისტროებში არსებულ გამოწვევებს და შესაბამისად, ამ მხრივ კომუნიკაცია მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, პროცესი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში წარიმართება და მას კოორდინაციას მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო გაუწევს. „შეხვედრას განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სახალხო დამცველის მოადგილე, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და ექსპერტები ესწრებოდნენ. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კოორდინაცია გაგრძელდება და შემუშავდება კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, ასევე - საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმების გაძლიერებას. აღინიშნა, რომ ყველაფერი, რაც ეხება მოზარდებზე, ახალგაზრდებზე ზრუნვას, უნდა იყოს კიდევ უფრო ეფექტური და შედეგიანი, რათა თავიდან იყოს აცილებული მსგავსი ტრაგიკული მოვლენები. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 25 დეკემბერს გაიმართება, რომელზეც სამინისტროებმა უწყებებში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების კონკრეტული გზები უნდა წარადგინონ“ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
---
19.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/sayoveltao-jandacva-da-riskebi---ra-weria-gnomon-wise-is-mier-momzadebul-dokumentshi/45648/
საყოველთაო ჯანდაცვა და რისკები - რა წერია Gnomon Wise-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში?
დაბალი კონკურენცია ფარმაცევტულ ბიზნესში ნეგატიურად აისახება მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე და მედიკამენტების ფასზე, - ამის შესახებ საუბარია კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმის ანალიზს ეხება. დოკუმენტში საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის სტრუქტურასა და რისკებზე: „საქართველოში არსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა თავის თავში ორ განსხვავებულ ელემენტს მოიცავს - სოციალური დახმარება და ჯანმრთელობის დაზღვევა. დაზღვევა მართებულია ისეთი რისკების შემთხვევაში, რომლის გამოვლენა და გამკლავება ინდივიდუალურ დონეზე რთულია ან/და ძვირია. მაგალითად, იშვიათი დაავადებები ან ტრავმები რთულად პროგნოზირებადია ცალკეული ადამიანის შემთხვევაში, თუმცა, როცა საქმე ადამიანების დიდ ჯგუფთან გვაქვს, სტატისტიკური ანალიზი გვაძლევს ეფექტიან მექანიზმს, თუ როგორ გავზომოთ რისკები. ამიტომ სადაზღვევო კომპანიამ შეიძლება მომგებიანად დააზღვიოს ადამიანები ასეთი რისკებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ინდივიდის მიმართ სადაზღვევო შემთხვევის ალბათობა უცნობი იქნება. ამავდროულად, თუ სადაზღვევო პოლისის ფლობის მსურველი პირი, ქრონიკული დაავადების დიაგნოზით მივა სადაზღვევო კომპანიაში, ის ვერ მიიღებს დაზღვევას, რადგან ამ შემთხვევაში განუზღვრელობას ადგილი არ აქვს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასეთი ტიპის დაავადებების მკურნალობის დაფინანსება თავისი არსით სოციალურ დახმარებას წარმოადგენს. ამიტომ არსებული პროგრამის პრობლემების თუ რისკების უკეთ იდენტიფიცირების მიზნით ეს ორი მიმართულება მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ გასათვალისწინებელია კლინიკების მენეჯმენტის რეაქცია მოგების შემცირებაზე, რაც პირველ რიგში, სტაციონარული მომსახურების ნაწილში გამოჩნდება. „კერძოდ, ეს შეიძლება აისახოს პაციენტის სტაციონარში უფრო დიდი ხნით დატოვებაში, ვინაიდან კლინიკისთვის პაციენტის ყოველი დამატებითი დღით სტაციონარში დარჩენა უფრო ნაკლებ ზღვრულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. აღნიშნული კიდევ უფრო მეტად მოსალოდნელია იმ პირობებში, როცა დღეს არსებული საწოლფონდების დაბალი დატვირთვის მაჩვენებელია. შედეგად, ჯანდაცვის დანახარჯები გაიზარდება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის დანახარჯებსა და ფისკალურ რისკებს გაზრდის“, - აღნიშნულია ანალიზში. დოკუმენტის მიხედვით ასევე, იკვეთება ექიმების და კლინიკების მენეჯმენტის ოპორტუნისტული ქცევა: სასწრაფოთი გაფორმება, მათ შორის, უკვე საავადმყოფოში მისული პაციენტების; ვირტუალური დიაგნოზები პაციენტის ისტორიაში, დამატებითი მკურნალობის დანიშვნის მიზნით და ა.შ. აღნიშნული დოკუმენტის პრეზენტაცია ხვალ, 17:00 საათზე, სასტუმრო იოტაში გაიმართება.
---
19.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/rogor-icvleboda-jandacvis-mtliani-xarjebi-saqartveloshi-wlebis-ganmavlobashi-/45647/
როგორ იცვლებოდა ჯანდაცვის მთლიანი ხარჯები საქართველოში წლების განმავლობაში?
საქართველოში ჯანდაცვის მთლიანი ხარჯების მაჩვენებელი გამოკვეთილი ცვალებადობით გამოირჩევა. 2013 წლამდე აღნიშნული დანახარჯების წილი, მშპ-სთან მიმართებით, კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა ამ წლის შემდეგ, ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯების ფარდობითი მაჩვენებელი გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, საჯარო დანახარჯების ზრდას უკავშირდება. ამის შესახებ საუბარია კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმის ანალიზს ეხება. დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს ჯანდაცვის მთლიანი ხარჯების წილმა მშპ-ს 7.6% შეადგინა, რაც 2013 წელს 7.3% იყო. 2013 წლიდან ბიუჯეტის ჯანმრთელობის დაცვის ხარჯები გაიზარდა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემითაა გამოწვეული. „აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან ბიუჯეტში არამარტო ჯანდაცვის არამედ, სოციალური დაცვის ხარჯებიც იზრდება. შედეგად, ბიუჯეტის მთლიანი დანახარჯების 1/3-ზე მეტი ინდივიდუალური ტრანსფერები - სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ხარჯებია, რომელშიც ჯანდაცვის წილი 10%-ს შეადგენს. საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ამოქმედებაც აღნიშნულ პერიოდს უკავშირდება, რამაც თვალსაჩინო გავლენა იქონია ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯების ფარდობით ზრდაზე, რადგან ამავე პერიოდში, ჯანდაცვის კერძო დანახარჯების წილი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. ხოლო, აღნიშნულ პერიოდში საჯარო დანახარჯების ფარდობა მშპ-სთან 1.6%-დან 3.0%-მდე გაიზარდა“, - აღნიშნულია დოკუმენტში. გარდა ამისა, მომზადებულ ანალიზში წერია, რომ ჯანდაცვის საჯარო დანახარჯების საშუალოდ 92.3% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. დანარჩენი კი - სუბნაციონალური ბიუჯეტის ხარჯებია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ცენტრალური ხელისუფლების მიერ ჯანდაცვის ხარჯების დაფინანსების საშუალოდ 65.9%, მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ასიგნებებს უჭირავს.
---
19.12.2019
მედიასაშუალება: https://for.ge/view/178003/samarTaldamcvelebTan-erTad-ikveTeba-mwvane-skolis-administraciis-pasuxismgeblobis-sakiTxi.html
სამართალდამცველებთან ერთად, იკვეთება „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „მწვანე სკოლის“ პედაგოგების დაკითხვა გრძელდება. როგორც სკოლის პედაგოგი, ელისო ნიჟარაძე აცხადებს, დილით როცა მივიდნენ სკოლაში, დახვდათ ეს წარწერები გაკეთებული კამერებზე, კედლებზე, დაფებზე, საკლასო ოთახებში. მისივე თქმით, სკოლა კამერების მიხედვით შეეცადა ფაქტში მონაწილე პირის დადგენას, თუმცა ვერ შეძლო იდენტიფიცირება. „აჭრელებული იყო ყველაფერი ამ წითელი წარწერებით. ბავშვები იყვნენ შეშფოთებულები და შეძრწუნებულები. შემდეგ კამერების მიხედვით შეეცადა სკოლა რომ დაედგინა, ვინ შეიძლება ყოფილიყო. ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება. მერე მე გაკვეთილებზე ავედი და როცა მოვიკითხე ეს ამბავი, უკვე გამომძიებლები იყვნენ მოსული სკოლაში“, – აღნიშნა ელისო ნიჟარაძემ. ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აყვანა პარლამენტმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, კომიტეტების სხდომაზე დაიბარებენ ყველა იმ პირს, ვისაც რამე შეხება ჰქონდა ამ საქმესთან. „ჩვენი კომიტეტების ფარგლებში დავიბარებთ ყველა სუბიექტს, თუ ეს გახდება საჭირო. ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს, რათა არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი, პირველ რიგში, პოლიციის იმ თანამშრომლებმა, ვისაც ევალებოდათ კონკრეტული საკითხის გარკვევა, ვინც შესაძლოა ჩაიდინა დანაშაული. ვინც კი შესაძლოა ჩართული ყოფილიყო ამ პროცესში, იქნება ეს სკოლა თუ სხვა, რა თქმა უნდა, მათაც უნდა გასცენ ყველა კითხვას პასუხი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეების ინიციატივით პარლამენტში მივიდა, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. კანონმდებლები დამატებითი დეტალებით დაინტერესდნენ, რაც 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ომბუდსმენმა შესაძლოა, იცოდეს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების გამოკითხვისა და დაკითხვის პროცესის ვიდეოჩაწერა უნდა განხორციელდეს, რაც მათი უფლებების დაცვის გარანტი იქნება. მისივე თქმით, 15 წლის მოზარდის საქმის მასალებზე ომბუდსმენს სახელმწიფო ინსპექტორმა სრული წვდომა მისცა და ისინი მონიტორინგს განახორციელებენ, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში კი პარლამენტს საქმის კურსში ჩააყენებენ. „ერთ–ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რაც სახალხო დამცველს ჰქონდა, იყო ყველა პოლიციის განყოფილების, ყველა იმ სივრცის კამერებით აღჭურვა, სადაც იმყოფება დაკავებული ადამიანი თუ მოწმე. ვფიქრობ, რომ სწორედ ამან მოგვცა ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება ვიდეო თვალის ჩანაწერის სახით. თუმცა, გვქონდა ასევე მეორე რეკომენდაცია, რომ აუცილებელია თუნდაც საპილოტე რეჟიმში რამდენიმე განყოფილებაში მაინც დაიწყოს დაკითხვის და ჩვენების მიცემის პროცესის ჩაწერა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. სახელმწიფო ინსპექტორთან შეხვედრის შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ სამართალდამცველების პასუხისმგებლობასთან ერთად, ასევე იკვეთება კითხვის ნიშნები სკოლასთან და იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. თუმცა, რა კითხვები აქვთ სკოლასთან, სოფო კილაძე ვერ აკონკრეტებს. „ყველას ვთხოვ, განსაკუთრებული სიფრთხილის მოვეკიდოთ ამ თემას. იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმესთან დაკავშირებულია სხვადასხვა არასრულწლოვანი, ასევე, გამოძიების ინტერესებია, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, მეტი დეტალი მოგაწოდოთ. ჩვენ რაც მოვისმინეთ, იქიდან გამომდინარე, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მაქსიმალურად უნდა მივაქციოთ სკოლაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღება და არა მხოლოდ სამართალდაცვის კუთხით. მთელი სიმძიმის სკოლაზე გადატანა ნამდვილად არ ხდება. ამ ბავშვთან დაკავშირებით პრობლემა ვერ დაინახაეს ვერც სამართალდამცველებმა, ვერც სკოლამ, ვერც სხვამ, ვისაც ჰქონდა ვალდებულება, რომ დაენახა“, – აცხადებს სოფო კილაძე. პარლამენტის ვიცე–სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია, გაირკვეს ვინ დაუშვა ის ფაქტი, რომ 2011 წლის „ყინწვისის სპეცოპერაციის“ საქმის ერთ–ერთი სამართალდამცველი დღემდე სისტემაში რჩებოდა. ვოლსკის განცხადებით, რთულია არასრულწოვნის სიცოცხლის დაკარგვაზე საუბარი და ამასთან, განსაკუთრებით რთულია იმის გააზრება, რომ საქართველოში ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. „ძალადობრივი სისტემა, მათ შორის პატარა ბავშვებისადმი, დიდი ხანია დაინგრა. ამაზე აშენდა ძალიან ეფექტური საკანონმდებლო ბაზა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. კონკრეტულ პოლიციელთან დაკავშირებით, რასაკვირველია, კიდევ ერთხელ უნდა მოვიკითხოთ, ვინ დაუშვა ის, რომ იმ პერიოდში ბრალდებული პოლიციელი კვლავ იყო ოფისში, მაგრამ სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, ამ პოლიციელის დანაშაულის ხარისხზე ლაპარაკი ნაადრევია. ძალიან რთულია ილაპარაკო მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლის დაკარგვაზე და განსაკუთრებით რთულია იმის გააზრება, რომ შენს ქვეყანაში ეს არ არის ერთადერთი ფაქტი. სიღრმისეულად არის შესასწავლი სკოლამ რა როლი ითამაშა. გადაუხდელობის გამო ამ ბავშვს მოუხდა წასვლა, მამა ახალი დაღუპული ჰყავდა. იქნებ მეტი ყურადღება იყო საჭირო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის მხრიდან? პოლიციელი იქნება, მასწავლებელი თუ ნებისმიერი სხვა ვინმე, ვინც ამაში ჩარეული იყო, გამოკვლეული უნდა იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამტკიცებს, რომ ლუკა სირაძე სისტემის მორიგი მსხვერპლია და შესაბამისად, მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და უნდა გადადგეს. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ არასწორია, სკოლის დადანაშაულება იმაში, რომ პოლიციას მიმართეს. „ხელისუფლებას სურს ეს სკოლას გადააბრალოს, მიმართავენ განათლების, ჯანდაცვის სამინისტროებს, რომელთაც თავიანთი ცოდვებიც ეყოფათ და გაუმართავად მუშაობენ, არის მცდელობა, რომ იმ ერთ გამომძიებელს გადაბრალდეს ყველაფერი. ამ ყველაფრის მთავარი მიზანია გადაეფარონ შს მინისტრს და ამით თავიდან აიცილონ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც პირდაპირ ეკისრება საქართველოს მთავრობას და ამ შემთხვევაში შს მინისტრს ამ ბოროტი სისტემის შენარჩუნებისთვის, რომელიც წარმოადგენს საარჩევნო დანამატს, სწორედ ამიტომ, სისტემის რეფორმირება არავის სურს. ამ სისტემის მსხვერპლია 15 წლის ლუკა სირაძე და მრავალი ბოროტების გამომწვევი იქნება კიდევ, თუ ეს სისტემა დარჩება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ. ვახტანგ გომელაურის და მისი მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს საია–ს თავმჯდომარემ სულხან სალაძე, რომლის განმარტებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძესთან დაკავშირებით მომხდარ დანაშაულზე სწორედ მათ ეკისრებათ. „იმ მასალებით, რომელსაც ჩვენი ადვოკატი გაეცნო, გვინდა აღვნიშნოთ, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის კიდევ მინიმუმ 3 თანამშრომელი ახორციელებდა, რომელთა ვინაობაც დადგენილი არ არის. ასევე დასტურდება, რომ ბავშვი პოლიციის განყოფილებაში მშობლის გარეშე დროის სხვადასხვა მონაკვეთში მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა გარემოცვაში რამდენჯერმე დარჩა. მათ შორის ბავშვს ცალკე ესაუბრებოდა ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე. აღსანიშნავია, რომ 15 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ბავშვის განცალკევებით გამოკითხვას და მასზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებულ ზეწოლის ფაქტს უარყოფდა. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიციის განყოფილებაში მომხდარ დანაშაულზე შინაგან საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეს ნინო ცაციაშვილს ეკისრება. საია მოითხოვს, რომ მათ დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანმდებობები“, – განაცხადა სულხან სალაძემ.
---
ბეჭდვითი მედია
20.12.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
პრემიერის განცხადებით, არასრუწლოვანთან მართლმსაჯულებაზე სპეციალური შეხვედრა გაიმართება
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე ადმინისტრაციაში სპეციალური შეხვედრა გაიმართება. მისივე თქმით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენელი. "ეს იქნება ის ნაბიჯი, როდესაც ჩვენ, კოორდინირებულად უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ნაბიჯები. ვფიქრობ, რომ დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების", — აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი რაც ეხება მოზარდებზე ზრუნვას, უნდა იყოს უფრო ეფექტური და შედეგიანი, რათა ტრაგედიები თავიდან აგვარიდოს. როგორც პრემიერი ამბობს, მოზარდების მართლმსაჯულების კუთხით შესაბამისმა უწყებებმა კონკრეტული დავალებები უნდა შეასრულონ: "შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს ბავშვზე მორგებული გარემოს უზრუნველსაყოფად მოზარდების დაკითხვების სივრცის შექმნის თვალსაზრისით. განათლების სამინისტრომ ყველა სხვა უწყებებთან ერთად უნდა იზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის თუ პირისთვის, რომელსაც შემხებლობა აქვს მოზარდებთან". ამასთანავე, პრემიერი ამბობს, რომ განათლების სამინისტროს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციული ფუნქცია, რაც სკოლაში მოზარდის ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემის აღმოჩენას ეხება. გიორგი გახარიას თქმითვე, არასრულწლოვანების თემაზე იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებმაც უნდა იმუშაონ: "იუსტიციის სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე, მაშინ, როდესაც სამართალდამცავ სისტემასთან მათ აქვთ შეხება. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მიმართულებით უნდა იზრუნოს იმ პრობლემების მიმართულებით, რომელიც შესაძლოა მოზარდების ფსიქოლოგიაზე აისახოს", — განაცხადა გიორგი გახარიამ.
---
20.12.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
როგორ შევაჩეროთ თვითმკვლელობების სერია - ფსიქოლოგები საშიშ ტენდენციაზე საუბრობენ
ბოლო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით მომხდარმა რამდენიმე თვითმკვლელობამ და თვითმკვლელობის მცდელობამ საზოგადოებაში ნამდვილი შოკი გამოიწვია. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ამის ერთ-ერთ მიზეზი შესაძლოა 17 დეკემბერს თვითმკვლელობის მცდელობის შედეგად თბილისში 15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვის ფაქტის ერთგვარი რომანტიზება იყოს. კვლევების მიხედვით, თვითმკვლელობების შემთხვევები მატულობს, როცა სუიციდის ფაქტი ფართო განსჯის საგნად იქცევა. 6 თვეში საქართველოში 11 არასრუწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში თვითმკვლელობის 4 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2 არასრუწლოვანს ამის მცდელობა ჰქონდა. სპეციალისტები „რეზონანსთან“ საუბრობენ, რომ თვითმკვლელობებს არასრულწლოვნებში მიმბაძველობის და რომანტიზმის სახე ეძლევა, ამიტომაც მედიას და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევების გაშუქები დროს მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. მათი თქმით, მოზარდების ნაწილი სუიციდის ოჯახის, სკოლის და მეგობრების დასაშანტაჟებლადაც იყენებენ, რათა რაიმე სახის სარგებელი ნახონ, რაც ხშირად ფატალურადაც სრულდება. აბაშაში 17 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გოგონა ჩამომხვრჩვალი 19 დეკემბერს სახლში იპოვეს. სიკვდილის წინ მან ოჯახს წერილი დაუტოვა, რომელიც თვითმკვლელობის ადგილზე იპოვნეს. არასრულწლოვანი ოჯახს და მეგობრებს ბოდიშს უხდის. სკოლის ადმინისტრაციაში „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ გოგონა საკმაოდ მხიარული და კონტაქტური იყო. პირიქით, წინა დღისით სკოლის საახალწლო კარნავალისთვის ემზადებოდა. მის ოჯახს არც ეკონომიკური პრობლემები ჰქონია და მშობლებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ცეკვაზე დადიოდა და სკოლაშიც კარგად სწავლობდა. თვითმკვლელობამდე მას და მის თანაკლასელებს დირექტორიც კი გაესაუბრა, რადგანაც ისინი 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის გამო დათრგუნულები იყვნენ. სკოლაში ამბობენ, რომ გოგონა ამ ფაქტს ძალიან განიცდიდა. „გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად?“ - ეს არის ბოლო პოსტი, რომელიც გოგონამ სიკვდილამდე სოციალურ ქსელში დაწერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 18 დეკემბერს ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 23 წლის ნიკუშა ბუაძეა. როგორც „რეზონანსს“ მისი მეგობრები უყვებიან ბუაძის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები გამხადრიყო. მათი თქმით, ახალგაზდას ბანკმა სახლი გაუყიდა და ის ოჯახთან ერთად ქირით ცხოვრობდა. ვერ შოულობდა სამსახურს და მძიმე ეკონომიკურ პირობებში იყო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმკვლელობამდე მან შეყვარებულთან იჩხუბა. სავარაუდოდ, ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო. მეგობრები ამბობენ, რომ ის საკმაოდ მხიარული და პოზიტიური ადამიანი იყო, თუმცა მის გარშემო შექმნილ მძიმე პირობებს ვეღარ გაუძლო. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ამავე დღეს თბილისში 11 წლის მოზარდმა დედასთან კონფლიქტის გამო თვითმკვლელობა სცადა. ის ფანჯარაზე ავიდა და გადმოხტომას ცდილობდა. მოზარდის ფანჯრიდან ჩამოყვანა ბებიამ შეძლო. ადგილზე პოლიცია და სოციალური მუშაკი გამოიძახეს. ასევე საზოგადოებისთვის ყველაზე მძიმე და შოკისმომგვრელი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალება იყო, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და 9-სართულიანი კორპუსიის სახურავიდან გადმოხტა. ის სიცოცხლისთვის რამდენიმე დღე იბრძოდა და 17 დეკემბერს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახი მის თვითმკვლელობამდე მიყვანაში პოლიციას ადანაშაულებს, რომელმაც ის 10 დეკემბერს დაკითხა და მასზე გარკვეული მუქარა და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა. ფაქტზე ერთი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული. ამავე ფაქტის გამო, ლუკას უახლოესმა მეგობარმა გოგონამ ვენები გადაიჭრა და თვითმკვლელობა სცადა. სავარაუდოდ, გოგონას მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს, რამაც ბავშვში მძიმე ემოციური მდგომარეობა გამოიწვია. სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ აღნიშნული ფაქტი დადასტურა და განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო. ბავშვთა ფსიქოლოგი, მაია ცირამუა „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მსაგვსი თემების გაშუქება და სუიციდის ფაქტის რომანტიზება განსაკუთრებით უარყოფითად მოზარდებზე მოქმედებს. ფსიქოლოგის თქმით, მედიამ არ უნდა დაუშვას, რომ სუიციდის მსხვერპლის ოჯახი საზოგადოების განკითხვის ობიექტად იქცეს, რადგან კვლევების მიხედვით, თვითმკვლელობების შემთხვევები მატულობს, როცა სუიციდის ფაქტი ფართო განსჯის საგნად იქცევა. ცირამუა ამბობს, რომ ეს არის ეპიდემიასავით გადამდები დაავადება, რომლის წახალისებაც ასევე საზოგადოების მხრიდან ხშირად ხდება. „ყველაზე საშიში მოზარდის მორალისტური განსჯაა, შემთხვევის რომანტიზება და დრამატიზება. საშიშია, როცა სუიციდი მიეწოდება აუდიტორიას, როგორც „გამოსავალი“ მძიმე ვითარებიდან, როგორც პროტესტი რაღაცის ან ვიღაცის მიმართ. „ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ბავშვებსა და მოზარდებზე, რადგან მათთვის ეს პერიოდი ამბოხისა და პროტესტის ასაკია. განსაკუთრებით სახიფათოა, როდესაც თვითმკვლელობა „სცენად“ გადაიქცევა და სუიციდის მსხვერპლი მოვლენების მთავარი გმირი ხდება. „ეს ყველაფერი ძალიან მიმზიდველი ხდება მოზარდისთვის. შესაბამისად, დიდია რისკი იმისა, რომ ვინმემ მსგავსი გაიმეოროს, მიბაძოს და თავი მოიკლას. ბოლო კვირაში მომხდარი რამდენიმე ფაქტიც ამაზე მეტყველებს“, - აღნიშნავს ცირამუა „რეზონანსთან“. ფსიქოლოგი თამუნა ბოკუჩავა „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მართალია სუიციდის და ფსიქიკური აშლილობის კავშირი დიდი ხნის დადასტურებულია, მაგრამ სპეციალისტების აზრით, თვითმკვლელობა ხშირად ძალიან იმპულსურადაც ხდება, სტრესის, ემოციური კრიზისის გამო. მისი თქმით, მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს: ფინანსური პრობლემები, ძალადობა, დისკრიმინაცია, ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე დამოკიდებულება, შეყვარებულთან დაცილება, ქრონიკული ტკივილები და ა.შ. ჯერჯერობით ყველაზე დიდ რისკფაქტორად წარსულში თვითმკვლელობის მცდელობა რჩება. ბოკუჩავა ამბობს, რომ მართალია არასრუწლოვნები ყველაზე მოწყვლადი ფენაა, მაგრამ დაუშვებელია ბოლო დღეების განმავლობაში მედიის და საზოგადოების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ მოზარდი პოტენციური თვითმკვლელია. ეს ყველაფერი კი მათში რომანტიზმის და გმირობის ტოლფასი ხდება. „საერთოდ, სუიციდი იმდენად საფრთხილო თემაა, რომ მედიის მხრიდან ძალიან დელიკატურად უნდა იყოს გაშუქებული. შესაძლებელია საქმე მიმბაძველობასთან გვქონდეს და არსებობს კიდეც ფსიქოლოგიაში მსგავსი პრეცედენტები. „ყველა სიტუაციაში ამბის გადმოცემა ახსნა-განმარტების და სპეციალისტების კომენტარების გარეშე რისკს შეიცავს. საზოგადოებამაც სოციალურ ქსელში თავი უნდა შეიკავოს ამ ფაქტის ასე რომანტიზებისგან და იმ ფრაზების ღიად გავრცელებისგან, მაგალითად, როგორიც ეს ლუკა სირაძის შემთხვევაში მოხდა. ფაქტობრივად ასეა, როდესაც ადამიანი რაღაცას ხშირად ვუყურებთ და ვუსმენთ, ამას შემდეგ ნორმად ვღებულობთ. „შესაძლოა ადამიანი სოციალურად საკმაოდ ჩართული და აქტიური პიროვნება იყოს და არაფერი ეტყობოდეს, მაგრამ მან სუიციდი განახორციელოს. აბაშაში მომხდარი ფაქტი ამის ნათელი მაგალითია. „სუციდი შესაძლოა აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინოს ადამიანმა, შესაძლოა რაიმე ფსიქიკური დაავადება არსებობდეს, ან სოციალურმა ფაქტორმა განაპირობოს. აუცილებლად სათქმელია ის გარემოებაა, რომ ეს არ არის ჯანსაღი ქცევა და მედიამ საზოგადოებას ინფორმაცია ამ მიმართულებით უნდა მიაწოდოს“, - აცახდებს ფსიქოლოგი „რეზონანსთან“. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში ძალან ბევრია სამუშაო, რადგანაც ფსიქიკური ჯანმრთელობა დაბალ დონეზეა დაყვანილი. ბოკუჩავა ამბობს, რომ ბოლო დღეებია ტოლობის ნიშანი დაისვა მოზარდებსა და თვითმკვლელობას შორის. ანუ ვაპელირებთ იმაზე, რომ ყველა მოზარდმა შეიძლება თვითმკვლელობა სცადოს, რაც მათ წახალისებას ან მიმბაძველობას ხელს კიდევ ერთხელ ვუწყობთ.
---
20.12.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
საქართველოში 8 სახის ვირუსი ცირკულირებს - რა რეკომენდაციები აქვთ ექიმებს
საქართველოში ბოლო 2 თვის მონაცემებით დაახლოებით 8 სახის ვირუსი ცირკულირებს. სეზონურ გრიპებს შორის ყველაზე მეტი B ტიპის ვირუსი დაფიქსირდა, ასევე გამოვლინდა H1 და H3 ტიპის ვირუსიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს, ვინაიდან ავადობა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 20% -ით ნაკლებია. თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი და მაღალი ტემპერატურა ეს არის სეზონური გრიპის დამახასიათებელი ნიშნები. ვირუსის ტიპის დადგენა მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი. სეზონური გრიპით ამ ეტაპზე იაშვილის კლინიკაში 10-მდე პაციენტი მკურნალობს, ინფექციურ საავადმყოფოში კი 8 ადამიანი. არის დაგვიანებული მიმართვიანობის შემთხვევებიც. სეზონური გრიპის შემთხვევები ფიქსირდება ბაღებსა და სკოლებში. ძირითადი სამიზნე ჯგუფი დაწყებითი კლასებია, თუმცა პედაგოგების ინფორმაციით გასულ წელს ავადობის მაჩვენებელი ბავშვებში გაცილებით მაღალი იყო. პიკურ პერიოდს სასწავლო დაწესებულებები თებერვლის თვეში ელოდებიან. გრიპის სეზონთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ მომზადებულები არიან. მინისტრის მოადგილის თქმით, მედიკამენტების რაოდენობა საკმარისია, თუმცა მოსახლეობას ურჩევს, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრები ჩაიტარონ. ექიმების რეკომენდაციის მიხედვით, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებებს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს. ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები 24 საათიანი რეჟიმში მუშაობენ და პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს ოჯახის ექიმს მიმართონ.
---
20.12.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ჯანდაცვის სამინისტრომ უკან დაიხია
ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის. სკანდალურ 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით შეიკრიბება საბჭო და დოკუმენტში ცვლილებები შევა. დეტალები ოთხშაბათისთვის დაზუსტდება. მცირედი ინფორმაცია მაინც ცნობილი ხდება. დეფიბრილატორის გამოყენება ფაქტიური დანახარჯის მიხედვით ანაზღაურდება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში განფასება თავიდან მოხდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სამინისტროს პოზიციას ადასტურებს. „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დეფიბრილიტორთან დაკავშირებით, რაზეც დიდი მღელვარება იყო - დეფიბრილიტორის გამოყენება ანაზღაურდება ფაქტიური დანახარჯის მიხედვით. ასევე მიმდინარეობს რთული, განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობის ცალკე განფასებისთვის მსჯელობა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობები, რაც არის იშვიათი, თუმცა მათი ფინანსური ზეგავლენა მაღალია, ამ შემთხვევებზეც გაკეთდება განფასება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. რამდენიმე დღის წინ, 26 სამედიცინო დაწესებულების და დარგობრივი ასოციაციების მოთხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა მთავრობის № 520 დადგენილების 6 თვით გადავადებაზე, რომლებიც ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა. რეფორმის მიზანი იყო კლინიკებს შორის ფასების გათანაბრება, თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კატასტროფულად შემცირდა ტარიფები საქართველოში ისეთ ყველაზე უფრო განვითარებულ მაღალტექნოლოგიური და მნიშვნელოვან სამედიცინო მიმართულებებზე, როგორიცაა რეანიმაციული მომსახურება, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია და ა.შ. ჰოსპიტალურ სექტორტში აცხადებენ, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არის სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები. „კავკასიის უნივერსიტეტის“ ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი ვატო სურგულაძე მიიჩნევს, რომ კარგია, თუკი ჯანდაცვის სამინისტრო რაიმე დათმობაზე მიდის, თუმცა ეს საჭირო არ უნდა გამხდარიყო, რადგან მსგავსი ცვლილების მიღებამდე კონსულტაციები უნდა გამართულიყო. „ძალიან გამიხარდება, თუ რაღაცა დათმობაზე მოდიან, მაგრამ დათმობაზე კი არ უნდა მოდიოდნენ, წინასწარ უნდა გაეთვალისწინებინათ და შეხვედროდნენ კლინიკებს. 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ასეთი რამ მოხდა - გვაქვს ამდენი ფული, კეთდება ამდენი ოპერაცია, გაყვეს, მიიღეს რიცხვი და შესაბამისი კალკულაცია მიუსადაგეს მიღებულ რიცხვს. პრობლემა არის ის, რომ თანხა არ არის ბიუჯეტში და ეს როგორმე უნდა გამოესწორებინათ, სხვა მიზანს 520-ე დადგენილებაში ვერაფერს ვერ ვხედავ. რეფორმა კეთდება სხვანაირად, ეს უნდა იყოს სისტემური მიდგომა. არ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ მხოლოდ კარდიოქირურგიაზე, ეს უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ონკოლოგიური პრობლემა, ფსიქიატრიული და ა.შ. ასე უნდა იწყებოდეს ეს ყველაფერი და არა, მოდი, დღეს ამას შევასწორებ, ხვალ - იმას. ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი და სჭირდება კონსულტაციები“, - განაცხადა სურგულაძემ. მისივე შეფასებით, თუკი 520-ე დადგენილების ამოქმედება არ შეჩერდება, ბაზარზე ძალიან დაბალი მომსახურეობა დარჩება. პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძეს კი ეიმედება, რომ სამინისტროს ეყოფა კეთილგონიერება, სიჯიუტე არ გამოიჩინოს და შეცვალოს თავისი გადაწყვეტილებები. მისივე აზრით, ამის წინაპირობები არსებობს.
---