From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-20.11.2019
Received On : 20.11.2019 08:36
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 20.11.2019

 

ტელევიზია

20.11.2019                                  

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 12:00

ხმაური და დაპირისპირება თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში. ნაცემია ცნობილი ნეიროქირურგი, გიორგი მაღალაშვილი. არსებული ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა ექიმს პაციენტის ახლობელმა მიაყენა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6475633

---

 

20.11.2019                                    

არხი:   I არხი

გადაცემა:ახალი დღე

ბიზნესომბუცმენმა კლინიკების ტარიფების გათანაბრების საკითხის შესწავლა დაიწყო. მიხეილ დაუშილის თქმით პერმანენტულად იმართება შეხვედრები ჯანდაცვისს სექტორის წარმოამდგენლებთან, რათა სწორი მოდელის ჩამოყალიბება მოხერხდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6475554

---

 

20.11.2019                                    

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

ბიზნესასოციაციასთან შეხვედრამდე ბიზნესომბუდსმენს გუშინ შეხვედრა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდა. კლინიკები ითხოვენ, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმა გადავადდეს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დააანონსა, რომლის მიხედვითაც საყოველთაო სისტემაში ჩართული კლინიკები სახელმწიფოს ერთნაირი ტარიფით უნდა მოემსახურონ. კლინიკები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ფასები დაბალია. ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ოქროს შუალედის მოძებნა აუცილებელია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6475101

---

 

20.11.2019                                    

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

კლინიკა „თბილისის გულის ცენტრის“ გენერალური დირექტორი არჩილ ჩუხრუკიძე bm.ge-ისთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მიერ დაანონსებულ რეფორმებს აფასებს და აცხადებს, რომ ის თავადაც იმ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების სიაშია, რომელთაც რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მისწერეს. მისი თქმით, რეგიონების კლინიკების თითქმის 95% წერილში გამოთქმულ დამოკიდებულებას იზიარებს. სტუმარი: არჩილ ჩუხრუკიძე - კლინიკა „თბილისის გულის ცენტრი“, გენერალური დირექტორი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6475107

---

 

20.11.2019                                    

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  დილა მშვიდობისა

ცე-ჰეპატიტის ახალი საინფორმაციო კამპანია, საქართველოს თითეულ მოქალაქეს მოუწოდებს მოვინდომოთ და ერთად დავამარცხოთ ვირუსი. "განკურნებულ პაციენტთა ასოციაციის" და სათემო ორგანიზაცია "ახალი ვექტორის" ინიციატივით, დაიწყო ინფორმაციის მიწოდება ელიმინაციის პროგრამის შესახებ, სმენის არ მქონე ადამიანებისთვის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6474958

---

 

20.11.2019                                    

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 09:00

ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობის მე-11 დღე - ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6475060

---

 

20.11.2019                                    

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 09:00

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას ჟენევის თანათავმჯდომარეებმა ექიმის დროულად გათავისუფლებისკენ მოუწოდეს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6475286

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6475281

ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6475181

---

 

20.11.2019                                    

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

20 ნოემბერია და გავიდა 11 დღე. 9 ნოემბერს ვაჟა ექიმის დაკავების შესახებ პირველი განცხადება გაავრცელა სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკის კაგებემ, სადაც ოსი სეპარატისტები, კაგებეშნიკები, წუხხან, რომ ამ ბოლო დროს ნამეტნავად მოხშირდა საზღვრის უკანონო გადაკვეთა და 40 შემთხვევას ასახელებენ ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ოსური კაგებე იუწყება, რომ 1961 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ვაჟა ჯონდოს ძე გაფრინდაშვილის მიერ 9 ნოემბერს ამ საზღვრის დარღვევის ფაქტზე წუხილი გამოთქმულია და იქვე აღნიშნავენ, რომ ამას შესაბამისი დაკავება მოჰყვაო, დაკავების ადგილმდებარეობად მითითებულია ახალგორი. ოსი სეპარატისტები იუწყებიან, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თადარიგის კაპიტანი იყო და აქტიურად მონაწილეობდა საველე ექიმის სტატუსით 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6474948

---

 

 

19.11.2019                                    

არხი:  იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 20:00

სამედიცინო დაწესებულებათა ერთი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში შესატანი ცვლილებების 6 თვით გადავადებას ითხოვს,. ექიმები განმარტავენ რომ დისკუსიის შედეგად უნდა მოხდეს ისეთი პოლიტიკის მიღება რომ,ელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ მდგომარეობას და ჯანდაცვის სისტემას მომსახურების ხარისხის გაუარესებას გაარიდებს .კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომპუცმენსაც შეხვდენენ და საკუთარი პოზიციები გააცნეს.ამავე თემაზე კლინიკებმა პრემიერს ჯანდაცვის მინისტრს , პარლამენტის თავჯდომარეს და სახალხო დამცევლს წერილით მიმართეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6474856

---

 

19.11.2019                                    

არხი:   მაესტრო

გადაცემა:  დღის მთავარი თემა 21:00

გუშინ აქციაზე 5 ადამიანი დაშავდა. მათგან ორი სამართალდამცველია ამ დოისთვის კლინიკაში მხოლოდ ერთი პოლიციელი რჩება. სხვა დაშავებულები უკვე გაწერეს. სამართალდამცველს დაზინებები ხელისა და თავის არეში ჰქონდა მიყენებული. მას შესაბამისი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6474914

---

 

19.11.2019                                    

არხი:   ერთსულოვნება - სიახლენი 22:00

გადაცემა: 

ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულიც ენტრის, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი პირების, აშშ-ს, ევროპისა და ასტალიის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტების ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6474903

---

 

19.11.2019                                    

არხი:   მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 21:00

კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც რუსული რეჟიმის და რუსული ოკუპაციის მსხვერპლია. არაადამიანური პირობები ცხინვალის იზოლატორში და ბრალის დამძიმება. ქართველ ექიმს საოკუპაციო რეჟიმი 2008 წლის ომში მონაწილეობაში ადანაშაულებს. ასე პასუხობს ცხინვალი ჰუმანიარული ორგანიზაციისა და საქართველოს საპატრიარქოს ჩარევას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6474884

---

 

19.11.2019                                    

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00

ხმაური დიდუბეში - ღია ცის ქვეშ დარჩენილი სეხნიაშვილების 8 სულიანი ოჯახი მეზობელმა შეიფარა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6474733

                                                               

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6474554

---

 

19.11.2019                                    

არხი:   I არხი

გადაცემა:  მოამბე 18:00

IRI - ის კვლევა - შეფასებები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6474646 

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6473773

---

 

19.11.2019                                    

არხი:   I არხი

გადაცემა:  მოამბე 18:00

ორი წლის ანიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ბავშვს გულის მარცხენა წილების მკვეთრად გამოხატული დილატაცია აქვს. პატარა გოგონას გულის ტრანსპლანტაციამდე სპეციალური აპარატის ჩადგმა ესაჭიროება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6474632

---

 

19.11.2019                                    

არხი:   I არხი

გადაცემა:  მოამბე 18:00

ოკუპირებული ცხინვალის ტყვეობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ე.წ. კაგებეს განცხადებას თბილისში ეხმაურებიან. შერიგების და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ გავრცელებული განცხადებების მიუხედავად ყველა სტრუქტურა განაგძობს მუშაობას ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6474429

ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6474343

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6474285

---

 

ინტერნეტი

20.11.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/paata-imnadze-gripis-virusi-saqartveloshi-ar-gamochenila-aseve-ar-gamochenila-evropis-qveynebshic/?fbclid=IwAR24tiJhdLSlgat1wzVAK7KwHpZwv8Pwdi9bFIrg0-nY86KShkADuKjQ8Tc

პაატა იმნაძე - საქართველოში გრიპის ვირუსი ჯერ არ გამოჩენილა

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ უფრო სწრაფად მოახერხა გრიპის ვაქცინის მობილიზება, ვიდრე კერძო სექტორმა. „კომერციულ სექტორებზე სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით, რადგან გამოჩნდა, სახელმწიფომ უფრო სწრაფად მოახერხა ვაქცინის მობილიზება, ვიდრე კერძო სექტორმა. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ დღეისთვის სამოციათასამდე ადამიანი უკვე აცრილია, მაღალი რისკის ჯგუფები, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. ჩვენი ინფორმაციით, მომავალ კვირაში უკვე კომერციულ სექტორსაც ექნება ვაქცინები. ჯერ ვერ გეტყვით, როდის გამოცხადდება უფასო ვაქცინის დღე, რადგან ყველა რისკის ჯგუფი უნდა მოვიცვათ და ამის შემდეგ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ ამ ვაქცინებზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. მისივე თქმით, გრიპის ვირუსი ქვეყანაში ჯერ არ ცირკულირებს. „ბოლო ინფორმაცია ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ, არის გაციების ოთხი სხვადასხვა ვირუსი, რომელიც ცირკულირებს. ჯერჯერობით, გრიპის ვირუსი საქართველოში არ გამოჩენილა. არა მარტო საქართველოში, ევროპის ქვეყნებშიც არ გამოჩენილა. ასე ვთქვათ, გრიპის სეზონი ჯერჯერობით არ შესულა ძალაში. ამჟამად გრიპი არ არის, ეს არის გაციების გამომწვევი ვირუსები, რინოვირუსები, მეტაპნევმო ვირუსები, რესპირატორული ვირუსები. გაცილებით ნაკლებია ავადობა დღეისათვის, ვიდრე იყო შარშან ან შარშანწინ. ასე რომ, წყნარ სეზონს ველოდებით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

---

 

20.11.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/ratom-dagvianda-gripis-vaqcinis-shemotana--jipisis-da-jandacvis-saministros-ganmartebebi/43853/

რატომ დაგვიანდა გრიპის ვაქცინის შემოტანა? – „ჯიპისის“ და ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებები

კომერციულ სექტორში გრიპის ვაქცინა ამ დრომდე არ შემოუტანიათ. ვაქცინის შემომტან კომპანია „ჯიპისიში“ კი აცხადებენ, რომ დაგვიანების მიზეზი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან 2019-2020 წლის გრიპის ვირუსის საპროგნოზო შტამების დადგენის ვადების დაგვიანება გახდა (თებერვლის ნაცვლად აპრილში), რის გამოც წარმოების პროცესმა და მიწოდების ვადებმა გადაიწია, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მწარმოებელი კომპანიები ჯერ სახელმწიფო დაკვეთებს ახორციელებენ და შემდგომში გადადიან კომერციულ შეკვეთებზე, დაგვიანება მათი მტკიცებით, ყველა ქვეყნის კომერციულ შეკვეთებს შეეხო. „ჯიპისის“ ოფიციალურ განმარტებაში, რომელიც bm.ge-მ მიიღო, წერია, რომ 10 ათასი ვაქცინის შემოსვლას კომპანია 25-26 ნოემბერს ელოდება, თუმცა რა იქნება მისი ღირებულება ამ დროისთვის უცნობია. გრიპის ვაქცინის შემოტანის თარიღად სექტემბრის ბოლო, ოქტომბრის დასაწყისი იყო დასახელებული. დათქმულ ვადაზე გვიან, 29 ოქტომბერს მოახერხა სახელმწიფომ 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინის შემოტანა, რომელიც ამ დროისთვის რეგიონებში უკვე განაწილებულია. შესაბამისი გეგმის მიხედვით, პირველ რიგში, მაღალი რისკის მქონე ადამიანები იცრებიან, რომელთა შორის არიან ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, მოხუცთა თავშესაფარში მყოფი მოხუცები, დიაბეტიანი ბავშვები, ორსული ქალები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის მქონე პირები. ასევე რისკჯგუფებში შედიან სამედიცინო მუშაკები. თემაზე მუშაობისას, bm.ge ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესაც ესაუბრა. თამარ გაბუნია ირწმუნება, რომ ვაქცინის შემოტანა არ დაგვიანებულა და ამ მიზეზით რაიმე ტიპის ეპიდემია ქვეყანაში მოსალოდნელი არ არის. „ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით ვაქცინაცია ყოველთვის შეიძლება შესრულდეს, არასდროს არ არის გვიან. ამჟამად აქტიურად ხორციელდება აცრები მაღალი რისკის ჯგუფებსითვის იმ ვაქცინით, რომელიც შემოიტანა სახელმწიფომ, ასევე ველდოებით კომერციული გზით ვაქცინების დამატებას. სტრატეგიული მარაგებიც გვაქვს იმისთვის რომ თუ მოიმატებს შემთხვევების რაოდენობა, მერე კიდევ ახალი ტალღა დავიწყოთ ვაქციანციის. ხაზს ვუსვამ არ არის საუბარი რაღაც მომენტის გაშვებაზე და იმაზე, რომ ახლა თუ ჩატარდა ვეღარ დაგვიცავს”, - განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბრისას გაბუნიამ. ამ დროისთვის ქვეყანაში გრიპის ერთეული შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. ექიმები ამბობენ, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრების გაკეთება ოქტომბრიდანაა რეკომენდირებული, შესაბამისად, პროცესი უკვე გვიანდება, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა აცრის გაკეთებიდან მის ამოქმედებამდე პერიოდი 2 კვირაა. მიუხედავად ამისა, სამედიცინო დაწესებულებებში აცხადებენ, რომ გაზაფხულამდე პერიოდში ვაქცინის გაკეთება გრიპის ვირუსებთან საბრძლოლველად უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

თამარ გაბუნია

---

 

20.11.2019

მედიასაშუალება:  http://pia.ge/post/293669-neiroqirurg-ediser-maralasvils-scemes

ნეიროქირურგ გოგი მაღალაშვილს სცემეს

თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში ცნობილ ექიმს ნეიროქირურგს გიორგი (გოგი) მაღალაშვილს სცემეს. როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა ექიმს პაციენტის ახლობელმა მიაყენა.

---

 

20.11.2019

მედიასაშუალება:  https://ipress.ge/new/zurab-tchiaberashvili-thbilisshi-damsakhurebuli-eqimi-vighats-velurma-stsema/?fbclid=IwAR3QUZCz51O6roE5vWOrO4oXSYRzcGr4SwOe1ENTQabmSfKc-MbRsxbgHps

ზურაბ ჭიაბერაშვილი: თბილისში დამსახურებული ექიმი ვიღაც ველურმა სცემა

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, თბილისში დამსახურებული ექიმი სცემეს. როგორც ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელ facebook-ზე წერს, მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა და დაზარალებული ამბავს თავად გაასაჯაროებს.  “გამწარებული ვარ. მთელი საზოგადოება ვაჟა გაფრინდაშვილის ბედზე წუხს და თბილისში, ცნობილ კლინიკაში დამსახურებულ ექიმს, ათასობით ადამიანის გადამრჩენს და განმკურნებელს ცემს ვიღაც ველური. დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს! P.S. ჟურნალისტებო, ნუ დამირეკავთ. თავად გაასაჯაროებს დაზარალებული ამ ამბავს. მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა”,-წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში. “აიპრესი” ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.

---

 

20.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/573620-tomas-hendrik-ilvesi-movucodeb-de-pakto-xelisuplebas-dauqovnebliv-gaatavisuplos-ekimi-gaprindashvili

ტომას ჰენდრიკ ილვესი - მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ექიმი გაფრინდაშვილი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. „მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ექიმი გაფრინდაშვილი, რომელიც დადებულ ფიცს ასრულებს და ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ტერიტორიაზე, სადაც ადეკვატური სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი არ არის. გაათავისუფლეთ გაფრინდაშვილი“, – აცხადებს ვიდეომიმართვაში ილვესი.

---

 

19.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/573490-ecsamxret-osetis-de-pakto-kgb-vazha-gaprindashvili-rogorc-samxedro-ekimi-aktiur-monacileobas-igebda-2008-clis-agvistos-movlenebshi/?fbclid=IwAR0FaD7umD6RMolPlmAvXCcU_SvqNlBZBr9DLHguE0QojseFglYmSfnwGS4

ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ - ვაჟა გაფრინდაშვილი, როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს. „9 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქემ, თბილისის მკვიდრმა, ვაჟა ჯონდოს ძე გაფრინდაშვილმა დაარღვია სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი, ლენინგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან ახლოს. არსებული მონაცემებით, იგი წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმმა ”, - ნათქვამია დე ფაქტო КГБ-ს განცხადებაში. შგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

---

 

19.11.2019

მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=93311

ექიმი გაფრინდაშვილი არ აღიარებს საზღვარს და სურს მსოფლიოს ანახოს რომ ცხინვალი ოკუპირებულია - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ჯიოევი

საკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, მურატ ჯიოევის განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს საქართველოსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის "საზღვარს" და ეს ე.წ საზღვარი ამის დემონსტრირებისთვის გადმოკვეთა. "ის რომ ქართული მხარე აპირებს საერთაშორისო და მსოფლიო ჩააყენოს ექიმის დაკავების საქმის კურსში და სურთ გაფრინდაშვილი გმირად გამიყვანონ, არავითარი გმირი გაფრინდაშვილი არაა. მას გმირობა არ ჩაუდენია, მან შეგნებულად და გათვითცნობიერებულად გადმოკვეთა "სამხრეთ ოსეთის" "საზღვარი", რათა ენახებია სწორედ მსოფლიოსთვის რომ გაფრინდაშვილი ამ "საზღვარს" არ აღიარებს და თვლის რომ ჩვენი "რესპუბლიკა" ოკუპირებულია" - განუცხადა მურატ ჯიოევმა "რია ნოვოსტს" ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. გაფრინდაშვილს ადგილზე სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს.

---

 

19.11.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1574156375-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90

შშმ მოზარდს სოციალური დახმარება შეუჩერეს - რა პასუხი აქვთ მომსახურების სააგენტოში

გურჯაანში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 13 წლის მოზარდს, სოციალური დახმარება შეუჩერა. მოზარდის დედა, მირანდა ფაიქიძე, თვლის, რომ დახმარების შეჩერება, მისი მეუღლის სამსახურიდან დათხოვნას უკავშირდება. „ჩემი მეუღლე გურჯაანის მერმა სამსახურიდან დაითხოვა და ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დავრჩით. ბავშვს ძვირადღირებული პრეპარატები და წელიწადში სამჯერ ასევე ძვირადღირებული გამოკვლევა სჭირდება. თუ ეს პრეპარატები არ ექნება, შესაძლოა, შეტევის დროს მდგომარეობიდან ვეღარ გამოვიყვანოთ. ჩვენ ძალიან ვაქტიურობდით, რომ ჩემი მეუღლის ხელფასი არ დაგვეკარგა. დახმარების შეჩერებას, ამ აქტიურობას ვუკავშირებ“, - განაცხადა ფაიქიძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას. სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის, ჯემალ ბაღათრიშვილის ინფორმაციით, გადასამოწმებელ პირთა სიებს, სააგენტო ყოველთვიურად იღებს. „ჩვენ ყოველთვე მოგვდის ასეთი სიები. არავის მივცემ უფლებას ვინმე, მით უფრო, ბავშვი დაჩაგრონ. დღესვე დავუკავშირდები ოჯახს და ავუხსნი, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია და გადამოწმების შემდეგ, დახმარების გაცემა, განახლდება“, - განაცხადა ბაღათრიშვილმა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 13 წლის მოზარდი სოციალურ დახმარებას ოთხი წლის განმავლობაში იღებდა. ოთხწლიანი ვადა სრულად, ზაფხულში იწურება.

---

 

19.11.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1574150497-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

აქციაზე დაშავებული 5 ადამიანიდან 3 უკვე გაწერილია კლინიკიდან, 2 პოლიციელი საავადმყოფოში რჩება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის დაშლის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 3 უკვე გაწერილია კლინიკიდან, 2 პოლიციელი კი საავადმყოფოში რჩება. „გუშინდელი აქციის შედეგად 5 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, მათგან 2 - სამართალდამცველი. ამ დროისთვის, 3 სამოქალაქო პირი უკვე გაწერილია ბინაზე. კლინიკებში რჩება 2 პოლიციელი, რომლებსაც დაზიანებები თავისა და ხელის არეში ჰქონდათ მიყენებული. სამართალდამცველებს შესაბამისი ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდათ და ამ დროისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/573471-akciis-dashlis-shedegad-dashavebuli-5-adamianidan-3-klinikidan-ukve-gacerilia-2-policieli-ki-saavadmqoposhi-rcheba

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/159773-jandacvis-saministro-aqciis-dashlis-shedegad-5-adamiani-dashavda

პია.ჯი- http://pia.ge/post/293442-gusindeli-aqciis-sedegad-5-adamiani-dasavda

---

 

19.11.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/levan-koberidze-jandacvis-ministrs-da-kaki-zoidzes-mimartavs-/43837/

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრს და კაკი ზოიძეს მიმართავს

გასულ კვირას bm.ge-მ ის წერილი მოიპოვა, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს მიმართეს. კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვაში შესატანი ცვლილებების 6 თვით გადავადებას ითხოვენ. საქმე ეხება მთავრობის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილებას, რომელიც ჯერჯერობით, არც მთავრობის ვებ-გვერდზე და არც საკანონმდებლო მაცნეზე არ იძებნება, მაგრამ არსებული ინფორმაციით, ძალაში 2 დღეში ანუ 21 ნოემბერს შედის. რამდენიმე დღეა სამედიცინო დაწესებულებები შეხვედრებს მართავენ ბიზნესომბუდსმენის აპარტთან და დადგენილების ამოქმედების ვადის გადაწევას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით გამოდის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე. როგორც პარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს, საყოველთაო ჯანდაცვაში დაგეგმილი სატარიფო ცვლილბები შეიცავს რიგ რისკებს. ამასთან, ის მზადაა, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს შეხვდეს და საკითხზე ღიად იმსჯელონ. დეპუტატის fb-პოსტს bm.ge უცვლელად გთავაზობთ: - დაუყოვნებლივ უნდა გადავადდეს საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილების ამოქმედება (ამოქმედება 21 ნოემბრიდან), რადგან ის დიდი ალბათობით ქმნის რისკს დაკავშირებულს პაციენტის უფლებასთან, მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობა; - როგორც ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, 520-ე დადგენილების გარშემო შექმნილ ვითარების განსახილველად, ვთავაზობ ღია წერილის ხელმომწერებს - ჩემს კოლეგა ექიმებს, კლინიკების ხელმძღვანელებს, სამედიცინო პროფილის ასოციაციებს და დარგის ექსპერტებს სამუშაო შეხვედრას, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი პოზიცია და არგუმენტაცია მიაწოდონ საზოგადოებას; - ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ მინისტრმა ეს დადგენილება გამოსცა დარგთან სერვისებზე ტარიფებისა და აღსრულების კომპონენტების წინასწარი განხილვის გარეშე; - ამ შეხვედრის თანმდევად, იმედს ვიქონიებ და მოვუწოდებ ჯანდაცვის მინისტრს ქალბატონ ეკა ტიკარაძეს და კომიტეტის თავჯდომარეს ბატონ კაკი ზოიძეს, რომ ჯანდაცვის კომიტეტში გავმართოთ უკვე კომიტეტის ფარგლებში დეტალური მსჯელობა. - იმედს ვიტოვებ ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან კონსტრუქციულ და დარგის განვითარებაზე პასუხისმგებლიანი ხედვითი ლიდერის შესაფერის დამოკიდებულებაზე.

---

 

19.11.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/dauyovnebliv-unda-gadavaddes-djandacvis-ministris-mier-520-dadgenilebis-amoqmedeba

„დაუყოვნებლივ უნდა გადავადდეს ჯანდაცვის მინისტრის მიერ 520-ე დადგენილების ამოქმედება“

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დაუყოვნებლივ უნდა გადავადდეს ჯანდაცვის მინისტრის მიერ 520-ე დადგენილების ამოქმედება ( ამოქმედება 21 ნოემბრიდან) , რადგან ის დიდი ალბათობით ქმნის რისკს დაკავშირებულს პაციენტის უფლებასთან მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობა. - როგორც ჯანდაცვის კომიტეტის წევრი , ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების გარშემო შექმნილ ვითარების განსახილველად, ვთავაზობ ღია წერილის ხელმომწერებს - ჩემს კოლეგა ექიმებს, კლინიკების ხელმძღვანელებს, სამედიცინო პროფილის ასოციაციებს და დარგის ექსპერტებს სამუშაო შეხვედრას, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი პოზიცია და არგუმენტაცია მიაწოდონ საზოგადოებას. - ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ მინისტრმა ეს დადგენილება გამოსცა დარგთან სერვისებზე ტარიფებისა და აღსრულების კომპონენტების წინასწარი განხილვის გარეშე. - ამ შეხვედრის თანმდევად, იმედს ვიქონიებ და მოვუწოდებ ჯანდაცვის მინისტრს ქალბატონ ეკა ტიკარაძეს და კომიტეტის თავჯდომარეს ბატონ კაკი ზოიძეს, რომ ჯანდაცვის კომიტეტში გავმართოთ უკვე კომიტეტის ფარგლებში დეტალური მსჯელობა. - იმედს ვიტოვებ ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან კონსტრუქციულ და დარგის განვითარებაზე პასუხისმგებლიანი ხედვითი ლიდერის შესაფერის დამოკიდებულებაზე“-წერს კობერიძე.

---

 

19.11.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/rogoria-biznesombudsmenis-pozicia-sayoveltao-jandacvashi-dagegmil-cvlilebebze-/43834/

როგორია ბიზნესომბუდსმენის პოზიცია საყოველთაო ჯანდაცვაში დაგეგმილ ცვლილებებზე?

"ამ საკითხზე მუშაობა არ დაგვისრულებია. ჩვენი მიზანია, რომ ვიპოვოთ დაბალანსებული შუალედი, რომ ცხადია, ხარისხი არ უნდა დაეცეს და არ უნდა მოხდეს ასევე ბიზნესის ეფექტიანობის შემცირება“, - ასე უპასუხა ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაში შესატან ცვლილებებს და ამ პროცესში ბიზნესომბუდსმენის აპარატის პოზიციას შეეხებოდა. შეგახსენებთ: გასულ კვრას bm.ge-მ ის წერილი მოიპოვა, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს მიმართეს. კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვაში შესატანი ცვლილებების 6 თვით გადავადებას ითხოვენ. საქმე ეხება პრემიერის 520-ე დადგენილებას, რომელიც ჯერჯერობით, არც მთავრობის ვებ-გვერდზე და არც საკანონმდებლო მაცნეზე არ იძებნება. „ჩვენ უნდა გვესმოდეს შემდეგი რამ, რომ სახელმწიფო იღებს რეულაციებს გარკვეული მიზნებით, რა მიზანიცაა ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეების დაცვა. რაც შეეხება ბიზნესომბუდსმენს, ჩვენი აპარატის მიზანია, ამ პროცესში ისეთი შუალედის პოვნაში დაეხმაროს ბიზნესს და სახელმწიფოს, რომ ერთდროულად დაცული იყოს მოქალაქეების და მომხმარებლების უფლებები და არ დაზარალდეს ბიზნესის კანონიერი უფლებებიც. ჩვენ გუშინ გვქონდა კლინიკებთან შეხვედრა, რომელიც ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი იყო. დღესაც და ხვალაც განხორციელდება დამატებითი შეხვედრები, რათა შევჯერდეთ ისეთ შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე, რომელშიც ბიზნესის ინტერესები იქნება მაქსიმალურად დაცული“, - აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.

---

 

19.11.2019

მედიასაშუალება: http://bfm.ge/jandacvis-satarifo-reforma-eveqsis-sasargeblod-ketdeba-mzaddeba-tu-ara-klinikebis-bazarze-monopolizaciistvis-niadagi/

„ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა „ევექსის“ სასარგებლოდ კეთდება“ – მზადდება თუ არა კლინიკების ბაზარზე მონოპოლიზაციისთვის ნიადაგი

ჯანდაცვის სექტორის სერვისების განვითარება და სატარიფო პოლიტიკის მოწესრიგების მომავალი ბუნდოვანია ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებსა და სახელმწიფოს შორის უთანხმოებაა. კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების წარმომადგენლები ერთიანი სატარიფო სისტემის ამოქმედების გადავადებას ითხოვენ. გადავადების პერიოდად კლინიკების წარმომადგენლები 6 თვიან ვადას ასახელებენ. ცვლილებების გადავადების თაობაზე ოცდახუთმა კლინიკამ ღია წერილით პრემიერმინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის მინისტრს, სახალხო დამცველს და ბიზნესომბუდსმენს მიმართეს, თუმცა, ამ დრომდე არც ერთი სახელმწიფო უწყებისგან სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტებს პასუხი არ მიუღიათ. “საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის #520 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ჯანდაცვის სფეროში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებულნი ვართ მოგმართოთ თქვენ ღია წერილით, რათა სასწრაფოდ განხორციელდეს ამ დადგენილების ამოქმედების მინიმუმ 6 თვით გადავადება იმისათვის, რომ მოხდეს საკითხის ფართო განხილვა (რასაც არ ჰქონია ადგილი) და ისეთი ტარიფების მიღება, რომლებიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს და საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აარიდებს პაციენტების მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას და, შესაბამისად, მათი უფლებების დარღვევას. მოგეხსენებათ, შეუძლებელია ისტორიული ღირებულებით მედიკამენტების, სახარჯი მასალების და კომუნალური მომსახურების შეძენა (ელ.ენერგია; წყალი; ბუნებრივი აირი და ა.შ.). 2013 წელს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოქმედი ტარიფები შემუშავებული იყო და შესაბამისად ეფუძნებოდა 2011-2012 წლებში ქვეყანაში არსებულ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს, მათ შორის ეროვნული ვალუტის სტაბილურობას”, ნათქვამია განცხადებაში. კლინიკების წარმომადგენლები გაზრდილ ფასებზე და სახელმწიფოსგან საყოველთაო დაზღვევის პროგრამით მისაღები თანხების დაგვიანებასთან დაკავშირებითაც ამახვილებენ ყურადღებას. “წარმოგიდგენთ საქსტატის მონაცემებს და ასევე მაგალითისათვის ფასებს ძირითად მედიკამენტებზე და სახარჯ მასალებზე. ელ.ენერგიის (33.24%), ბუნებრივი აირის (14.67%) ღირებულება 2013 წელთან შედარებით. ასევე, საქსტატის მონაცემებით, ბოლო 6 წელში (2013 წლის აგვისტოდან 2019 წლის აგვისტომდე), ანტიბიოტიკებზე ფასები 76%-ით გაიზარდა. 2019 წლის აგვისტოში ანტიბიოტიკებზე ფასების წლიურმა ზრდამ დაახლოებით 11% შეადგინა. სისხლის და სისხლის კომპონენტების ფასების ზრდამ 2019 წლის მდგომარეობით 2012 წელთან შედარებით, საშუალოდ 40% დან 128.57%-მდე შეადგინა. გარდა დაბალი ფასებისა, კლინიკებს ასევე უმძიმეს ტვირთად აწევს საყოველთაო დაზღვევის პროგრამით მისაღები თანხების სახელმწიფოსგან დაგვიანებით (პრაქტიკულად 5-6 თვე) მიღება, რომელიც კლინიკებისთვის შეადგენს მათი შესრულებული სამუშაოს უდიდეს ნაწილს. დაბალი მომგებიანობისა და თანხის გვიან მიღების გამო კლინიკების უმრავლესობას წარმოშობილი აქვთ პერსონალის და მომწოდებელი კომპანიების მიმართ დიდი ფინანსური ვალდებულებები (დავალიანება), რაც უკვე შეუძლებელს ხდის ტექნოლოგიების შესყიდვას მუშაობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, აფერხებს ექიმების საზღვარგარეთ გაგზავნას კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ვეღარ უზრუნველყოფს ახალი პარტნიორების მოძიებას განვითარებულ ქვეყნებში და მათ ჩამოყვანას საქართველოში ჩვენი სფეროს განსავითარებლად და ეს ყოველივე საბოლოოდ შეზღუდავს კლინიკების განვითარებას და მათ ფუნქციონირებას”, – ვკითხულობთ კლინიკების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ღია წერილში. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ღია წერილს ხელს არ აწერს სამედიცინო კორპორაცია “ევექსია”, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს (GHG) ეკუთვნის. უკვე წლებია სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის დასაფინანსებლად ყოველწლიურად მილიარდობით ლარს ხარჯავს. ბიუჯეტს ეს წნეხი მძიმედ აწვება, მაგრამ ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ათეულობით ათასი მოქალაქე ახერხებს სამედიცინო სერვისების დაფინანსებას. რომ არა ეს პროგრამა, მაღალი საფასო პოლიტიკის ფარგლებში, ამ მიმართულებით გაცილებით დიდი პრობლემები იქნებოდა, ვიდრე დღესაა. რას ემსახურება აღნიშნული ცვლილებები, სერვისის გაუმჯობესებას, ჯანდაცვის სფეროსკენ მიმართული საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაციას და უფრო რაციონალურად დახარჯვას, თუ სექტორში არსებულ რომელიმე მოთამაშეზე მორგებას, ეს კითხვები აქტიურად მუსირებს დარგის სპეციალისტებში. კლინიკა “გულის” დამფუძნებლის, ანზორ მელიას განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები სამედიცინო დაწესებულება “ევექსის” სასარგებლოდ კეთდება. “ერთადერთი გამონაკლისი რომელმაც წერილს ხელი არ მოაწერა არის “ევექსი”. ყველამ კარგად იცის ვის ეკუთვნის ეს კორპორაცია და რეალურად ეს რეფორმა მათთვის გატარდა”, – განაცხადა ანზორ მელიამ. როგორც ჩანს, სახელისუფლებო წრეში დღეს არსებული კლინიკების რაოდენობა ებევრებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიაც ამახვილებს ყურადღებას. “დღეს ჩვენ კლინიკების ყველაზე დიდი რაოდენობა გვაქვს. მსოფლიოში ვართ მეორე ან მესამე ადგილზე. 79 კლინიკა გვაქვს 1 მილიონ მოსახლეზე, რომელიც არის ძალიან მაღალი ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით. ჰოსპიტალების სიმრავლე იწვევს მაღალ ადმინისტრაციულ ხარჯს იმიტომ, რომ ყველა კლინიკას სჭირდება მენეჯერი, დამხმარე პერსონალი, ფინანსური გუნდი. საწოლფონდი ის გვჭირდება, რაც გვაქვს, მაგრამ ეს არის არარაციონალურად გადანაწილებული, რაც ზრდის მომსახურების ხარჯს და მეორეც, ამცირებს მომსახურების ხარისხს იმიტომ, რომ იმ პატარა კლინიკას განვითარებისა და მაღალ ტექნოლოგიებში ინვესტიციის შესაძლებლობა აქვს ძალიან დაბალი”, – აცხადებს გაბუნია. ჯანდაცვის სექტორის მუშაობით არც მოქმედი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაა კმაყოფილი. “სახელმწიფო სერიოზულ რესურსებს ხარჯავს ჯანდაცვაზე. იქ, სადაც დღეს ვართ, ამით კმაყოფილი არავინ არ არის”, – აცხადებს გახარია. შესაბამისად, დაანონსებული ცვლილელების ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ კლინიკების ბაზარი პატარა მოთამაშეებისთვის მიუღებელი გახდეს და მათ მოუწიოთ ბაზრის დატოვება, რაც კონკურენციას შეამცირებს და ბაზარს მონოპოლიურ-ოლიგოპოლირი ნიადაგისთვის შეამზადებს, რაც ნამდვილად არ იქნება სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის გადადგმული მართებული ნაბიჯი. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების გატარების შედეგად, განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სამედიცინო სექტორში სიტუაციის გამოსწორების პერსპექტივა ბუნდოვანია. ცნობისთვის, სამედიცინო დანახარჯები საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 308 დოლარს შეადგენს, რაც რეგიონში არსებულ საშუალო დანახარჯზე ნაკლებია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლიდან სამედიცინო დანახარჯების წილი ქვეყნის მშპ-ში 8%-იან ნიშნულზეა დასტაბილურებული და რეგიონულ ჭრილში მხოლოდ სომხეთს ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ სექტორში სიტუაციის გარკვეულწილად დასტაბილურება განპირობებულია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებით, რის შედეგადაც მოსახლეობამ უფრო აქტიურად დაიწყო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, თუმცა რამდენად იქნება აღნიშნული ცვლილება განვითარების მომდევნო ეტაპზე გადამსვლელი, როგორც საფასო, ასევე სერვისების გაუმჯობესების კუთხით, ამის გადაჭრით თქმა შეუძლებელია, რადგან არსებობს ზემოაღნიშნული გონივრული ეჭვები.

---

 

19.11.2019

მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/62956-medikamentebi-isev-gazvirda-ratom-izrdeba-camlebis-pasi/

მედიკამენტები ისევ გაძვირდა - რატომ იზრდება წამლების ფასი

საქართველოში მედიკამენტების გაძვირებამ ბოლო რამდენიმე წელია შეუქცევადი ხასიათი მიიღო. წამლის ფასი იზრდება მაშინ, როდესაც უფასურდება ეროვნული ვალუტა, თუმცა თითქმის არასდროს იაფდება მაშინ, როდესაც ლარი მყარდება. საგულისხმოა ისიც, რომ მედიკამენტები გაუფასული ლარის პირდაპირპროპორციულად არასდროს ძვირდება, მასზე ფასი უფრო მეტად იმატებს, ვიდრე ლარი უფასურდება. მაგალითად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა სულ რაღაც 11,2%-ით გაუფასურდა, მაშინ როდესაც წამლების დიდი ნაწილი თითქმის, 50%-ით გაძვირდა. „ბიზნეპსრესნიუსი“ გთავაზობთ რამდენიმე დასახელების მედიკამენტის ფასს, 1 წლის წინ და ახლა: „ამრა ფორტე“ - 24 ლარიდან 28 ლარამდე გაძვირდა „ორონორმი“ (სპრეი)17-18 ლარიდან - 31 ლარამდე „სელევადინი“ 15 ლარიდან - 22,5 ლარამდე „ნიმესილი“ 40 თეთრიდან - 60 თეთრამდე „ომეპრაზოლი“ 40 თეთრიდან - 70 თეთრამდე „ფაგიო“ ( სპრეი ) 15 ლარიდან - 20 ლარამდე „კალციქეა“ 20 ლარიდან - 34,9 ლარამდე ვალერიანის აბები - 40 თეთრიდან 70 თეთრამდე „ენოზიდ H“ 4,7 ლარიდან - 5,7 ლარამდე და ა.შ. რა არის მიზეზი, რის გამოც მედიკამენტები თითქმის, ყოველთვიურად ძვირდება, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ექსპერტთა კლუბის წევრი მარინა ბერაძე ამბობს, რომ ეს პროცესი ქვეყანაში რეგულაციების არარსებობამ განაპირობა. მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს განსაზღვრული კონკრეტული მარჟა, რის გამოც ფარმაცევტული კომპანიები წამლების ფასს ზრდიან, ამის შემაკავებელი ბერკეტი კი ფიზიკურად არ არსებობს. „მედიკამენტების გაძვირების მიზეზია ის, რომ ჩვენთან არ არსებობს რეგულაციები. მეტიც, კანონი იძლევა იმის საშულებას, რომ წამლების ფასი რაც შეიძლება გაიზარდოს და ამ პროცესს არაფერი აკავებს. ეს მაშინ, როდესაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაცები და ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ახლა თითქოს არის საუბარი, რომ რეგულაციები ჩვენთანაც შემოვიდეს და უფრო გონივრული გახდეს ფასები. კერძოდ, მოხდეს მარჟების განსაზღვრა, რა უნდა იყოს მაქსიმალური ნამატი, ფასწარმოქმნის საკითხები დარეგულირდეს და ა.შ. ასეთი პროგონოზი ჩვენმა ახალმა მინისტრმა თავის წლიურ ანგარიშში მოგვახსენა, ვნახოთ, რა იქნება“,-ამბობს მარინა ბერაძე. მისი თქმით, შექმნილი ვითარების კიდევ ერთი მიზეზი ე. წ კარტერული გარიგებებია, რის გამოც, ახლა მთავარი აქცენტის გადატანა პარლამენტზე უნდა მოხდეს, რათა კანონპროექტის ინიცირება მისი მიღებით დასრულდეს. „მედიკამენტების ფასები არის კატასტროფული, რომ აღარ ვისაუბროთ ხარისხზე. ერთია, რომ ძვირად ყიდულობ და მეორეა, რა ხარისხისას ყიდულობ. ეს თემები ჯაჭვურად არის გადაბმული ერთმანეთზე. გარდა ამისა, ჩვენთან არ არის გამიჯნული საცალო და საბითუმო ფასები, არ არის განსაზღვრული მარჟები ექსპორტირებულ და იმპორტირებულ წამლებზე, რის გამოც ჩვენგან გასული წამლები, სხვა ქვეყნებში უფრო იაფი ღირს. იმიტომ, რომ მათთან ეს რეგულაციები მუშაობს და ვერ დაადებენ იმ ფასს, რაც მათ უნდათ. არსებული ვითარების კიდევ ერთი მიზეზია, ე.წ კარტერული გარიგეგები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მონოპოლისტებზე, ისინი ცუდები კი არ არიან, ვინც ახლა ფასწარმოქმნის პროცესშია, უბრალოდ, მათ კანონი აძლევს ამის საშუალებას. ამიტომ, ჩვენ მთელი ყურადღება სამინისტროზე კი არ უნდა გადავიტანოთ, რომელიც აღმასრულებელია, არამედ პარლამენტზე. სწორედ იქ უნდა მოხდეს კანონების ინიცირება და უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელი ძალები როგორ უშლიან ხელს ამას მიღებას“,-ამბობს მარინა ბერაძე.

---

 

19.11.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/aris-safrtxe-imisa-rom-qveyanashi-90-ian-wlebi-dabrundes-rodesac-pacienti-idzulebuli-iyo-eqimistvis-fuli-xelze-mieca

„არის საფრთხე იმისა, რომ ქვეყანაში 90-იან წლები დაბრუნდეს, როდესაც პაციენტი იძულებული იყო ექიმისთვის ფული ხელზე მიეცა“

ახლად დანიშნული ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებული პირველივე რეფორმა სამედიცინო დაწესებულებების კრიტიკის საგანი გახდა. საქმე ეხება ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედება იგეგმება. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმა პაციენტების მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს. მათი თქმით, სახელმწიფო უწყებამ ისეთი ტარიფები დაადგინა, რომელიც დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს რეალურად არ ასახავს. რეფორმის 6 თვით გადავადებას მოთხოვნა 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის მინისტრს, სახალხო დამცველს და ბიზნესომბუდსმენს გადაუგზავნეს. ბიზნესომბუდსმენის აპარატი ერთადერთი სახელმწიფო უწყება აღმოჩნდა, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაგზავნილ ღია წერილს გამოეხმაურა და კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, თუმცა, როგორც კომერსანტმა გაარკვია, სფეროს წარმომადგენლებს მიხეილ დაუშვილისგან პრობლემის გადაჭრის კონკრეტული დაპირება არ მიუღიათ. რის საფუძველზე მოხდა ახალი ტარიფების დადგენა და რატომ ნიშნავს გატარებული რეფორმა არსებული ტარიფების რადიკალურად შემცირებას? ეს ის კითხვებია, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს აქვთ. ისინი კომერსანტთან საუბარში იმ სავალალო შედეგებზე საუბრობენ, რომელიც შეიძლება ჯანდაცვის სისტემის რეფორმამ გამოიწვიოს. შპს თიმი- თბილისის მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კაჭახიძე ამბობს, რომ ისე მოხდა ერთიანი ტარიფის დადგენა, რომ ჯანდაცვის სამინიტროს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები არ ჰქონია. „ჩვენი მოთხოვნაა რეფორმა ექვსი თვით გადავადდეს, რათა დავსხდეთ სამუშაო მაგიდასთან და ტარიფები ერთად, კონსტრუქციულად განვიხილოთ. ეს 6 თვე მოგვცემდა საშუალებას სამუშაო პროცესში ყველა დეტალი გაგვევლო, რადგან აქამდე არავისთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა და რის მიხედვით მოხდა ამ ტარიფების მიღება გაუგებარია. ყველა ასოციაციისთვის და დაწესებულებისთვის დადგენილი ტარიფები არის სიურპრიზი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა განსაზღვრონ ტარიფები, არსებობს დარგის ასოციაციები, შესაბამისად, სასურველია ჯანდაცვის სამინისტრომ ასოციაციებთან და ექიმებთან ერთად მოახდინონ ამ ტარიფების შეთანხმება და განხილვა“,- განაცხადა გიორგი კაჭახიძე. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა 25 სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნას არ გაითვალისწინებს,შესაძლოა ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფი ქართული ჰოსპიტალური სექტორი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.გიორგი კაჭახიძე ამბობს, რომ არის საფრთხე იმისა, რომ ქვეყანაში 90-იან წლები დაბრუნდეს, როდესაც პაციენტი იძულებული იყო ექიმისთვის ფული ხელზე მიეცა, რათა მას ხარისხიანი მომსახურება მიეღო. „ჩვენი მოთხოვნების არ გათვალისწინება გამოიწვევს დარგის გაჩერებას, ხარისხიანი სერვისის მიწოდება გახდება შეუძლებელი და არის რიგი სერვისები,რომელთა ხარისხიანი კი არა საერთოდ განხორციელება გახდება შეუძლებელი, გამომდინარე იქედან, რომ აპარატურა და ერთჯერადი მასალა აბსოლუტურად ყველაფერი უცხოეთიდან შემოდის. საქართველოში ისტორიული მინიმუმი რაც კი ყოფილა ის ტარიფი დააწესეს, მაშინ დოლარის კურსი ლართან მიმართებით იყო 1,6 ლარი. მაგალითად, ინტრა-კარდიული დეფიბრილატორის ღირებულება არის 6 500 დოლარი, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფი არის 17 000 ლარი. ექიმის ხელფასი და კლინიკის მოგება კი არა აპარატის ხარჯი აჭარბებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ თანხას. ყოვლად წარმოუდგენელია ამ პირობებში მუშაობა, არითმოლოგია გაჩერდება საქართველოში და ინტრა-კარდიული დეფიბრილატორის ჩაყენებას ვერც ერთი კლინიკა მოახერხებს. ასევე პრობლემა იქმნება სტენდირებებთან დაკავშირებით, იძულებული გახდება კლინიკა ერთჯერადი მასალა კი არ გამოიყენოს არამედ დეფიბრილაცია გამოიყენოს. სამედიცინო პერსონალის ხელფასები კი უნდა განახევრდეს“, - აცხადებს გიორგი კაჭახიძე.

---

 

19.11.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/gulis-centris-direqtori--jandacvis-ministri-shexvedras-dagvpirda-magram-ar-shemdgara/43779/

„გულის ცენტრის“ დირექტორი: „ჯანდაცვის მინისტრი შეხვედრას დაგვპირდა, მაგრამ არ შემდგარა“

კლინიკა „თბილისის გულის ცენტრის“ გენერალური დირექტორი არჩილ ჩუხრუკიძე bm.ge-ისთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მიერ დაანონსებულ რეფორმებს აფასებს და აცხადებს, რომ ის თავადაც იმ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების სიაშია, რომელთაც რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მისწერეს. შეგახსენებთ: გასულ კვრას bm.ge-მ ის წერილი მოიპოვა, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს მიმართეს. კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვაში შესატანი ცვლილებების 6 თვით გადავადებას ითხოვენ. საქმე ეხება პრემიერის 520-ე დადგენილებას, რომელიც ჯერჯერობით, არც მთავრობის ვებ-გვერდზე და არც საკანონმდებლო მაცნეზე არ იძებნება. „თბილისის გულის ცენტრის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ რეგიონების კლინიკების თითქმის 95% წერილში გამოთქმულ დამოკიდებულებას იზიარებს. „ეს არის ნაჩქარევად მიღებული გადაწვეტილება, ისე, რომ არც ერთ ასოციაციასთან თუ დარგობრივ ორგანიზაციასთან არაა შეთანხმებული. საფრთხეები, პირველ რიგში, ეხება პაციენტების უსაფრთხოებას და მკურნალობის ხარისხს, რომლის უზრუნველყოფა იმ ტარიფებით, რასაც სახელმწიფო გვთავაზობს, შეუძლებელი იქნება. ამასთანავე, ეს კლინიკების მიერ სამუშაოს ვერშესრულებას გამოიწვევს. იმისთვის, რომ კლინიკებმა ფუნქციონირება შეძლონ, მოგვიწევს ტოტალურად ყველა ექიმისთვის, ექთნისთვის, სანიტრისთვის ხელფასების შემცირება, ასევე დაბალხარისხიანი მოწყობილობების, იმპლანტების მოძიება და არის პოზიციები, როცა სახელმწიფოს ფასი იმდენად დაბალია, რომ ამ მოწყობილობების ფასსაც ვერ უზრუნველყოფს“, - განაცხადა არჩილ ჩუხრუკიძემ და დასძინა, რომ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის სურვილი აქვთ, მაგრამ ჯერჯერობით, უშედეგოდ. „ცაიტ-ნოტურ მდგომარეობაში ვართ. არანაირი გამოხმაურება არ არის. მინისტრი შეხვედრას დაგვპირდა, თუმცა ის არ შემდგარა“, - აცხადებს არჩილ ჩუხრუკიძე. კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, რომ გარდა არშემდგარი შეხვედრისა, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ საკითხზე გამოხმაურება სხვა ფორმით არ ყოფილა. მისივე თქმით, ჯანდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლები, ჯერჯერობით, მხოლოდ ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ. არჩილ ჩუხრუკიძის ინფორმაციით, პრემიერის დადგენილება ძალაში 20 ნოემბერს შედის.

---

 

19.11.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/aris-safrtxe-imisa-rom-qveyanashi-90-ian-wlebi-dabrundes-rodesac-pacienti-idzulebuli-iyo-eqimistvis-fuli-xelze-mieca?fbclid=IwAR08vVtKlU3uVe-shVjkvTlNsFUcEJs-F8z7KwR0IyW9H0qaMfUqU768u4s

კლინიკები ჯანდაცვის მინისტრის არაკვალიფიციური და სახიფათო დადგენილების გაუქმებას ითხოვენ

ახლად დანიშნული ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებული პირველივე რეფორმა სამედიცინო დაწესებულებების კრიტიკის საგანი გახდა. საქმე ეხება ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედება იგეგმება. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმა პაციენტების მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს. მათი თქმით, სახელმწიფო უწყებამ ისეთი ტარიფები დაადგინა, რომელიც დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს რეალურად არ ასახავს. რეფორმის 6 თვით გადავადებას მოთხოვნა 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის მინისტრს, სახალხო დამცველს და ბიზნესომბუდსმენს გადაუგზავნეს. ბიზნესომბუდსმენის აპარატი ერთადერთი სახელმწიფო უწყება აღმოჩნდა, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაგზავნილ ღია წერილს გამოეხმაურა და კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, თუმცა, როგორც კომერსანტმა გაარკვია, სფეროს წარმომადგენლებს მიხეილ დაუშვილისგან პრობლემის გადაჭრის კონკრეტული დაპირება არ მიუღიათ. რის საფუძველზე მოხდა ახალი ტარიფების დადგენა და რატომ ნიშნავს გატარებული რეფორმა არსებული ტარიფების რადიკალურად შემცირებას? ეს ის კითხვებია, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს აქვთ. ისინი კომერსანტთან საუბარში იმ სავალალო შედეგებზე საუბრობენ, რომელიც შეიძლება ჯანდაცვის სისტემის რეფორმამ გამოიწვიოს. შპს თიმი- თბილისის მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კაჭახიძე ამბობს, რომ ისე მოხდა ერთიანი ტარიფის დადგენა, რომ ჯანდაცვის სამინიტროს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები არ ჰქონია. „ჩვენი მოთხოვნაა რეფორმა ექვსი თვით გადავადდეს, რათა დავსხდეთ სამუშაო მაგიდასთან და ტარიფები ერთად, კონსტრუქციულად განვიხილოთ. ეს 6 თვე მოგვცემდა საშუალებას სამუშაო პროცესში ყველა დეტალი გაგვევლო, რადგან აქამდე არავისთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა და რის მიხედვით მოხდა ამ ტარიფების მიღება გაუგებარია. ყველა ასოციაციისთვის და დაწესებულებისთვის დადგენილი ტარიფები არის სიურპრიზი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა განსაზღვრონ ტარიფები, არსებობს დარგის ასოციაციები, შესაბამისად, სასურველია ჯანდაცვის სამინისტრომ ასოციაციებთან და ექიმებთან ერთად მოახდინონ ამ ტარიფების შეთანხმება და განხილვა“,- განაცხადა გიორგი კაჭახიძე. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა 25 სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნას არ გაითვალისწინებს,შესაძლოა ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფი ქართული ჰოსპიტალური სექტორი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.გიორგი კაჭახიძე ამბობს, რომ არის საფრთხე იმისა, რომ ქვეყანაში 90-იან წლები დაბრუნდეს, როდესაც პაციენტი იძულებული იყო ექიმისთვის ფული ხელზე მიეცა, რათა მას ხარისხიანი მომსახურება მიეღო. „ჩვენი მოთხოვნების არ გათვალისწინება გამოიწვევს დარგის გაჩერებას, ხარისხიანი სერვისის მიწოდება გახდება შეუძლებელი და არის რიგი სერვისები,რომელთა ხარისხიანი კი არა საერთოდ განხორციელება გახდება შეუძლებელი, გამომდინარე იქედან, რომ აპარატურა და ერთჯერადი მასალა აბსოლუტურად ყველაფერი უცხოეთიდან შემოდის. საქართველოში ისტორიული მინიმუმი რაც კი ყოფილა ის ტარიფი დააწესეს, მაშინ დოლარის კურსი ლართან მიმართებით იყო 1,6 ლარი. მაგალითად, ინტრა-კარდიული დეფიბრილატორის ღირებულება არის 6 500 დოლარი, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფი არის 17 000 ლარი. ექიმის ხელფასი და კლინიკის მოგება კი არა აპარატის ხარჯი აჭარბებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ თანხას. ყოვლად წარმოუდგენელია ამ პირობებში მუშაობა, არითმოლოგია გაჩერდება საქართველოში და ინტრა-კარდიული დეფიბრილატორის ჩაყენებას ვერც ერთი კლინიკა მოახერხებს. ასევე პრობლემა იქმნება სტენდირებებთან დაკავშირებით, იძულებული გახდება კლინიკა ერთჯერადი მასალა კი არ გამოიყენოს არამედ დეფიბრილაცია გამოიყენოს. სამედიცინო პერსონალის ხელფასები კი უნდა განახევრდეს“, - აცხადებს გიორგი კაჭახიძე.

---

 

19.11.2019

მედიასაშუალება: https://mkurnali.ge/skhvadaskhva/12380-kutcis-daavadebebis-samkurnalo-popularuli-tsamlis-tsarmoeba-shetsyda.html?fbclid=IwAR1J5HM-JPqp2P233wy5PYNuajQMm3__G1Pr-b-13fNVGa4HI7qM0gLWDzU

კუჭის დაავადებების სამკურნალო პოპულარული წამლის წარმოება შეწყდა

კომპანიამ Sandoz (კომპანია Novartis-ის ჯგუფი) შეწყვიტა პრეპარატ რანიტიდინის წარმოება, მასში იმ ნივთიერების შემცველობის გამო, რომელსაც პოტენციურად ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის განვითარება შეუძლია. ჩატარდა დამოუკიდებელი შემოწმება, რომელმაც აჩვენა, რომ საშიშ ნივთიერებას შეიცავს ორიგინალი პრეპარატი (ზანტაკი). მაგრამ ჯერჯერობით საუბარი არ მიდის ორიგინალი საშუალების გამოშვების შეწყვეტაზე. მოცემული მომენტისათვის რანიტიდინი ჯერ კიდევ რჩება სააფთიაქო ქსელებში, თუმცა მარაგები არ განახლდება. იგი განსაკუთრებით პოპულარულია გულძმარვის სამკურნალო პრეპარატებს შორის - აქვეითებს მარილმჟავას ბაზალურ და მასტიმულირებელ სეკრეციის. პოტენციურად საშიში ნივთიერება, რომელზედაც მიდის საუბარი არის N - ნიტროზოდიმეთილამინი. მიმდინარეობს გამოძიება დაბინძურების წყაროს

---

 

19.11.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1574171047-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90?fbclid=IwAR3nviteDybyJgS5QeV28khwxemoy34yo8MOhBKWjwFLHP34wmwz1AbfL7s

ნაშვილები გოგონა გამზრდელ დედაზე ზრუნვის გამო მხედველობას კარგავს - ანი ჩოგოვაძის ემოციური ისტორია

---

 

 

ბეჭდვითი მედია

20.11.2019

მედისაშუალება:       საქართველოს რესპუბლიკა

სამხედრო ექიმს და მეომარს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებენ

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა, როგორც სამხედრო ექიმი. „არსებული მონაცემებით, ის საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია, რომელიც როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში“, – ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურის განცხადებაში. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, 9 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილი ჩავიდა სოფელ საკორინთლოში, რის შემდეგაც, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გადავიდა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ე.წ. საზღვრის „უკანონო გადაკვეთის“ გახშირებული შემთხვევები სოფელ წნელისთან საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიციის პოსტის დადგმას უკავშირდება და „ერთი ჰიბრიდული ოპერაციის ელემენტებს“ წარმოადგენს. „აღნიშნული მიზეზით ვ. გაფრინდაშვილისა დ მისი კურატორების პროვოკაციულ ქმედებებზე სამხრეთ ოსეთის პასუხი იქნება მხოლოდ სამართლებრივი და მიმართული დაძაბულობის რეციდივისა და ესკალაციის დაუშვებლობისკენ. ასევე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ“, – ნათქვამია სეპარატისტული რეჟიმის განცხადებაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6475011&name=20.11.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

20.11.2019

მედისაშუალება:  ვერსია

ოკუპირებული ცხინვალის `კაგებე~: `ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის "კაგებე", დაკავებული ქართველი ექიმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. "არსებული ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო- სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც სამხედრო ექიმი აქტიურ მონაწილეობას იღებდა, მან 9 ნოემბერს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, მისი ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს" _ ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებაში. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი ცხინვალის რეგიონში დანაშაულებრივი რაოდენობის ზრდას საქართველოსთან `სახელმწიფო სასაზღვრო~ რეჟიმის დარღვევას უკავშირებს. `სასაზღვრო სამსახურის მიერ გამოძიებისას დადგინდა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თბილისიდან სამხრეთ ოსეთის საზღვრამდე მიზანმიმართულად ჩავიდა, რის შედეგადაც არაკანონიერად გადაკვეთა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარი,~ _ წერს ოსური მედია. განცხადებაში ასევე, ნათქვამია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. `სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაჟა გაფრინდაშვილს სახელმწიფო ადვოკატი მიუჩინეს, _ წერია განცხადებაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6474963&name=20.11.2019+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

​