| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-20.02.2020 |
| Received On : | 20.02.2020 08:15 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 20.02.2020
ტელევიზია
19.02.2020
არხი: I არხი
გადაცემა: ბიზნესპარტნიორი
დამსაქმებლებს ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევთ. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალების ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი კატეგორიები განსაზღვრა. ამ კატეგორიის დასაქმებულთათვის ღამის სამუშაოების შესრულება და 24 საათიან ცვლებში მუშაობა აკრძალულია. ახალი მოთხოვნების შემოწმება ინსპექტორებმა უკვე დაიწყეს. დარღვევის შემთხვევაში კანონი საფრთხის ხარისხიდან გამომდინარე ითვალისწინებს როგორც გაფრთხილებას, ისე ფულად სანქციებსა და საწარმო პროცესის შეჩერებას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6711766
---
19.02.2020
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 17:45
ჯანდაცვის საკითხებზე ექსპერტები "ევროპული საქართველოს" წევრებს შეხვდნენ. ეს შეხვედრა ახალი ფორმატის ფარფლებში გაიმართა, რომელიც სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მიერ "რეფორმების ლაბის" სახელწოდებით დაარსდა და სხვადასხვა სექტორში დაგეგმილ, ან საჭირო რეფორმებს განიხილავენ. დღეს კი მთავარ საკითხებს შორის 520-ე დადგენილება და ჯანდაცვის სხვა აქტუალური თემები იყო. შეხვედრის მონაწილეებმა ჯანდაცვის მინისტრის გგემები და ნაბიჯებიც შეაფასეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6711669
---
19.02.2020
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 17:45
საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის პაციენტებს 6.2 საათით მეტხანს აყოვნებენ - ასეთია კვლევის შედეგი, რომელიც საქართველოს უნივერისტეტის კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა. დოკუმენტის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის ერთ-ერთი წამყვანი მნიშვნელოვანი პრობლემა პროვაიდერი კლინიკების მიერ, სავარაუდოდ სახელმწიფოსგან მეტი თანხების მისაღებად, პაციენტებს უფრო მეტი დროით დაყოვნება და გაჩერება იყო. კველვის შედეგებს ალექსანდრე რაქვიაშვილი გაგვაცნობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6710802
---
19.02.2020
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილა მშვიდობისა
შეწყვეტილი ან შეჩერებული სოციალური დახმარება - წლების განმავლობაში დახმარების მოლოდინში მყოფი ოჯახები. მიზეზი გაურკვეველია, რამდენი ხნით შეიძლება შეუჩერდეს ოჯახს სოციალური დახმარება? და ვინ არის პასუხისმგებელი პირი? სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის განყოფილებაში თემაზე საუბარი არ ისურვეს. ვალერიან გურდიაშვილი აცხადებს, რომ არც ერთი ოჯახი უყურადღებოდ არ რჩება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6709392
---
ინტერნეტი
19.02.2020
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/zurab-chiaberashvili-dzalian-molipul-gzas-daadga-jandacvis-saministro-/49269/
ზურაბ ჭიაბერაშვილი: ძალიან მოლიპულ გზას დაადგა ჯანდაცვის სამინისტრო
მთავრობის 520-ე დადგენილების შედეგები ჯანდაცვის საკითხებში მომუშავე ექსპერტებმა "ევროპული საქართველოს" წევრებთან ერთად, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მიერ დაარსებული ფორმატის - "რეფორმების ლაბის" ფარგლებში განიხილეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას, შეისწავლოს ცალკეული კლინიკების მიერ განხორციელებული სამედიცინო ჩარევები, სადამსჯელო ნაბიჯს უწოდებს. „სამწუხაროდ, ძალიან მოლიპულ გზას დაადგა ჯანდაცვის სამინისტრო, როდესაც გადაწყვიტა საავადმყოფოების დასჯა. სამინისტროს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ასეთი სადამსჯელო ოპერაციებით ყველაზე დიდ ზიანს აყენებს მთელ სისტემას, საბოლოო ჯამში - პაციენტსა და მოქალაქეს. ის, რასაც დღეს ჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძე აკეთებს, ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმ მემკვიდრეობისა, რაც 2013 წლიდან შექმნა დავით სერგეენკომ და იმისათვის, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ, აუცილებელია დაფინანსების იმ მოდელის შეცვლა, რაც 2013 წლიდან სერგეენკომ დაამკვიდრა, სხვაგვარად, თუ სერგეენკოს გზას გააგრძელებს ტიკარაძე და დღეს ვხედავთ, რომ აგრძელებს, მაშინ სახელმწიფოს მოუწევს და აკეთებს კიდევაც, ძალიან მძიმე ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენება, რაც პირველ ეტაპზე მძიმედ აისახება საავადმყოფოებზე, მედპერსონალის ანაზღაურებაზე, მათი დიდი ნაწილი კი სამუშაოს კარგავს და საბოლოოდ, ეს ყველაფერი გადადის პაციენტებზე, მათ ჯიბეზე და სამწუხაროდ, მათი მკურნალობის ხარისხზე“, - მიიჩნევს ჭიაბერაშვილი. ამასთან, „ევროპული საქართველოს“ წევრი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეს სექტორის ახალი ტალღის რეფორმის ფარგლებში უფრო ხარჯეფექტური გადაწყვეტილებებისკენ მოუწოდებს. „ჯერ ერთი, რეფორმის ახალი ტალღა არ უნდა იყოს მყისიერი, რადგან მყისიერ ცვლილებებს მტკივნეულად აღიქვამს სისტემა და მეორე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს დაფინანსების სისტემა, ანუ სახელმწიფო უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებას კი არ უხდიდეს ფულს, არამედ მიზნობრივი ჯგუფებისთვის ყიდულობდეს სადაზღვევო პაკეტებს და სადაზღვევო კომპანიები ახდენდნენ ანგარიშსწორებას, ეს გამოიწვევს ხარჯეფექტურობას“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას თქვა ის, რაზეც მის წინამორბედს არ უსაუბრია. ეკატერინე ტიკარაძე დისკზე აღბეჭდილი კარდიოლოგიური ჩარევების ანალიზზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ფასები ხელოვნურად იყო გაზრდილი და სამედიცინო მომსახურების რაოდენობები, რომელიც კლინიკების მხრიდან იყო მოთხოვნილი, არ შეესაბამებოდა იმ რაოდენობას, რომელიც განხორციელებული და აღბეჭდილი იყო დისკზე. იქიდან გამომდინარე, რომ ტიკარაძის ამ განცხადებამ ბევრი კითხვა გააჩინა, დამატებითი განმარტებების მიღების მიზნით, ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო 71 კლინიკის მიმდინარე შემთხვევებს სწავლობს, სადაც შესაძლოა კანონდარღვევას ჰქონდეს ადგილი. „სოციალური მომსახურების სააგენტო ამ ეტაპზე სწავლობს 71 კლინიკის მიმდინარე შემთხვევებს. შესწავლილია ივლისი-აგვისტო-სექტემბერი. სულ 453 შემთხვევა. ვგეგმავთ გასული პერიოდის ეტაპობრივად შემოწმებას მიმდინარე ქეისების პარალელურად“, - ნათქვამია bm.ge-თვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
---
19.02.2020
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/devniltha-saagentos-direqtori-gldanis-raionshi-mtskhovreb-devnil-ojakhebs-shekhvda/
დევნილთა სააგენტოს დირექტორი გლდანის რაიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე გლდანის რაიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სააგენტოს დირექტორი იძულებით გადაადგილებული ოჯახების პრობლემებსაც გაეცნო და მათი საცხოვრებელი პირობები მოინახულა. დევნილთა სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული პროექტებიც გააცნეს.
აქცენტნიუს.ჯი- https://www.accentnews.ge/ka/article/12914-devnilta-saagentos-direktori-gldanis-raionshi-mcxov
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=97371
პია.ჯი- https://pia.ge/post/308697-devnilta-saagentos-direqtori-gldansi-mcxovreb-devnil-ojaxebs-sexvda
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/586008-devnilta-saagentos-direktori-gldanis-raionshi-mcxovreb-devnil-ojaxebs-shexvda
---
19.02.2020
მედიასაშუალება: http://kvira.ge/541431
მარნეულში გადაუდებელი დახმარების ოთხი ახალი ცენტრი აშენდა, 5 ამბულატორია კი რეაბილიტირდა
ქალაქ მარნეულის, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულს, შაუმიანსა და ქუთლიარს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობები ექნება, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარით იქნება აღჭურვილი და მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის სერვისი მიიღონ. პროექტის ფარგლებში, თითოეულ ცენტრში დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობა შეიქმნება. როგორც “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება . რამდენიმე სოფელში შენდება სამედიცინო დაწესებულებები. ” მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა და სხვა სოფლებში შენდება სამედიცინო დაწესებულებები, გარემონტდა და რეაბილიტირდა ამბულატორიები. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ქალაქ მარნეულის სასწრაფო, სამედიცინო დახმარების ცენტრის გახსნა”, – განაცხადა ზაურ დარგალმა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტები მარნეულში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მუნიციპალიტეტთან ერთად განახორციელა.
---
19.02.2020
"სათითაოდ დავაწყობ და პასუხს ვაგებინებ..." - მაიკო კაჭკაჭიშვილი სასწრაფო დახმარების ექიმებს
კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. მაიკო კაჭკაჭიშვილი წერს, რომ მის 89 წლის ბებოს ასაკის გამო უყურადღებოდ მოექცნენ. "სიბნელე აღარ ქვია ამას 112 - ის ექიმებს სათითაოდ დავაწყობ და პასუხს ვაგებინებ ჯერ უცოდინრობისთვის და მერე სასტიკი გულგრილობისთბის! რადგან 89 წლისაა ჩემი ბებო რომელიც სამყროს მირჩევნია ასაკის გამო აღარც თვლიან საჭიროდ თუნდაც ის გამაგებინონ რომ კარდიოგრამა ინფარქტს აჩვენებს!ეხლა ვიგებ კარდიოექსპეესისგან როცა მანამდე სამჯერ მყავდა 112 ს ბრიგადა გამოძახებული! სახეზე ზეპირად მახსოვხართ და ხელოვნურ ინფარქტს მე დაგიყენებთ სათითაოდ ექვსივეს!"
---
19.02.2020
მედიასაშუალება: https://knews.ge/?p=45387&fbclid=IwAR0xX487SSpt1yUT7dtCF1yEXIeL-c9pUk3P8aYDr-2cS_a3GoAjjFr-y3E
წითელაზე აცრის პოპულარიზაციისათვის მობილური ჯგუფები შეიქმნება
---
19.02.2020
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/umushevroba-109-mde-shemcirda---ratom-da-vis-tvlis-saqstati-dasaqmebulad/49232
უმუშევრობა 10.9%-მდე შემცირდა - რატომ და ვის თვლის საქსტატი დასაქმებულად?
---
ბეჭდვითი მედია
20.02.2020
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
არც ერთი ქვეყანა არ იცავს საკუთარი ბავშვების ჯანმრთელობას!
არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ბავშვები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და იუნისეფის ექსპერტების საერთო კვლევაშია ნათქვამი, რომელიც გაერომ დაუკვეთა. განცხადების თანახმად, მსოფლიოს ყველა ბავშვის მომავალი რისკის შემცველია, რადგან არ ხდება კლიმატური ცვლილებების ეფექტების აღმოფხვრა და მათ არ აქვთ ხელმისაწვდომობა სუფთა და ჯანმრთელი გარემოსადმი, რაც კეთილდღეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მოხსენებაში ასევე საუბარია, რომ ბავშვებს საფრთხე მავნე მარკეტინგითაც ემუქრებათ, რომელიც ცხიმის და შაქრის შემცველ პროდუქტებს, თამბაქოსა და ალკოჰოლს უწევს კამპანიას. „კლიმატური ცვლილებები, ეკოლოგიური დეგრადაცია, მიგრაცია, კონფლიქტები, უთანასწორობა და მტაცებლური კომერციული პრაქტიკა საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობასა და მომავალს ყველა ქვეყანაში“, - ნათქვამია მოხსენებაში.
---
20.02.2020
მედიასაშუალება: რეზონანსი
ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისია – რეჟიმი ქსნის ხეობის მოსახლეობას ისევ შანტაჟისთვის იყენებს
---
20.02.2020
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
უპასუხისმგებლო, გაუთვლელი გადაწყვეტილება
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 ფასიანი გახდა. როგორც სამინისტროს ცხელ ხაზზე აცხადებენ, უწყებაში დარეკვა მობილური ტელეფონიდან ყოველთვის ფასიანი იყო, ქალაქის ნომრიდან დარეკვა კი ფასიანი ახლახან გახდა და ამას კომპანია "სილქნეტი" განსაზღვრავს. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ეს ფაქტი არაფერში არ წერია. „ეს არის აღმაშფოთებელი, ეს არის საკუთარი ხალხის უგულებელყოფა. ცხელი ხაზის ფუნქციაა, რომ ხალხი რეკავს მაშინ, როდესაც უჭირს. იგივეა ხანძრის დროს ფასიანი იყოს სამაშველო და ადამიანმა ვერ დარეკოს. აქ რეკავს ადამიანი, ვისაც სოციალური ან ჯანდაცვის მხრივ გაჭირვება აქვს. ამისთვის იყო შექმნილი. ცხელი ხაზი თუ ფასიანი გახდა, ეს იქნება უდიდესი ბარიერი ადამიანებისთვის, რადგან იზღუდება ფინანსური ხელმისაწვდომობა. თუ ეს ფასიანი გახდა, ეს არის ჩვეულებრივი კომერციული მომსახურება. ეს არის უპასუხისმგებლო, გაუთვლელი გადაწყევტილება“-აცხადებს ჩიხლაძე. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავჯდომარე აკაკი ზოიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მას ამის შესახებ არასდროს სმენია და ეს გადაწყვეტილება უპრიანი ნამდვილად არ არის. „ჯანდაცვის სამინისტრომ ეს გადაწყევტილება რატომ მიიღო, აუცილებლად უნდა განმარტოს.ალბათ საკმაოდ დიდი თანხა ჯდებოდა, სამინისტროს ბიუჯეტს თანხები შეეკვეცა თუ რა მოხდა არ ვიცი, ეს უნდა განმარტონ “-აცხადებს ზოიძე. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ დარეკვა მობილური ოპერატორიდან ყოველთვის ფასიანი იყო, ხოლო ქალაქის ნომრიდან დაკავშირება ფასიანი ახლახანს გახდა, რასაც კომპანია „სილქნეტი“ განსაზღვრავს. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი წარმოადგენს კომპანია ,,სილქნეტის“ აბონენტს ნომრით 5 51 00 26; 2 51 00 33 და 1505, შესაბამისად ამ ნომრებზე დაკავშირება ხდებოდა კომპანია ,,სილქნეტის“ მიერ დაწესებული ტარიფით. მოქალაქეებს მობილური ოპერატორებიდან და სხვა სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელიდან ცხელ ხაზთან დაკავშირების დროს თანხა ეჭრებოდათ იმ ხელკშეკრულების საფუძველზე რაც არის დადებული კომპანია ,,სილქნეტსა“, სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელსა და მობილურ ოპერატორებს შორის, მოქალაქეთა მხრიდან იყო პრეტენზია, რატომ არ იყვნენ ინფორმირებულები ამის შესახებ, თუმცა ამ პრინციპით მიმდინარეობდა დაკავშირება 1505-ზე ცხელი ხაზის დაარსების დღიდან. აქედან გამომდინარე საჭირო გახდა ცხელი ხაზის ინტერაქტიულ მისალმების ტექსტში შესულიყო ცვლილება, კონკრეტულად დაემატა წინადადება, რომ ცხელ ხაზთან დაკავშირება ფასიანია, ანალოგიურად ხდება მოქალაქის ინფორმირება, იმის შესახებ, რომ მისი საუბარი ცხელ ხაზთან იწერება“, - განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
---