From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-20.01.2020
Received On : 20.01.2020 08:56
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 20.01.2020

 

ტელევიზია

20.01.2020                                    

არხი: I არხი

გადაცემა:მოამბე 12:00

როგორ ხორციელდება ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და რეალურად, რა რაოდენობის მედიკამენტები დარჩა გამოუყენებელი. ქართული მხარის შემდეგ, პირველ განცხადებას ამერიკული ფარმაცევტული კომპანია ავრცელებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას მედიკამენტებით ამარაგებს. ოფიციალურ წერილში განმარტებულია, რომ პრეპარატის საერთო რაოდენობის მხოლოდ 5 %-ს გაუვიდა ვადა, რაც ბუნებრივი პროცესია მსგავსი პროგრამებისთვის და პაციენტებს არ აზარალებს. თემასთან დაკავშირებით ხმაური მაშინ დაიწყო, რაც გასულ კვირას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ერთერთი ნაწილი ეთმობოდა სწორედ ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6642826

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6642921

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6642912

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6642862

---

 

20.01.2020                                    

არხი: მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 12:00

კლინიკებში ვირუსებზე მიმართვიანობა წინა კვირასთან შედარებით შემცირებულია. მედიკოსები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ვირუსული ინფექციების გამო გართულებები არ ყოფილა. 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ იაშვილის ბავშვთა და ინფექციური საავადმყოფოები. კლინიკაში მყოფი პაციენტების უმეტესობას ბე ტიპის ვირუსი აქვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6642855

---

 

20.01.2020                                    

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:   საქმიანი დილა

შრომის ისპექცია-  თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ბექა ფერაძე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6642618

---

 

19.01.2020                                    

არხი: მთავარი არხი

გადაცემა:   პოსტ ფაქტუმი

სიკვდილს გადარჩენილი ადამიანები. ამ დორისთვის ჯანადაცვის სამინისტრო გვარწმუნებს, რომ წამლის გარკვეული რაოდენობის მობილიზება შეძლია, თუმცა პროგრამის ბენეფიციარებს ეშინიათ, რომ შესაძლოა დეფიციტი ისევ განმეროდეს და მათი სიცოცხლე ისევ საფრთხის ქვეშ დადგეს. ქირურგი კახა ქაშიბაძე პირველი ქირურგია ვინც საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაატარა. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ პაციენტებს, რომელთა სიცოცხლე ამ მედიკამენტზეა დამოკიდებული, პრობლემა მართლაც შეექმნათ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6642286

---

 

19.01.2020                                    

არხი: იმედი

გადაცემა:   იმედის კვირა

დამარცხებული C ჰეპატიტი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6642205

---

 

19.01.2020                                    

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 20:00

პროგრამა, რომელმაც 60 ათასზე მეტი ადამიანი სიკვდილისგან იხსნა, თუმცა მის ირგვლივ დავა არ წყდება. ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6642291

---

 

 

19.01.2020                                    

არხი: იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 14:00

ცე ჰეპატიტის პროგრამის მნიშვნელობასა და წარმატებულობაზე ისაუბრა პრემიერის მრჩეველმა დავით სერგეენკომ შაბათის ქრონიკაში. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ პროგრამა წარმატებულია და ბევრი ქვეყანა ინტერესდება ქართველი ექიმებით. პროგრამა საქართველოში 2015 წლიდან ამოქმედდა და 65 000-მა ადამიანმა ისარგებლა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6641754 

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6641587

---

 

19.01.2020                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 18:00

მეხუთე თვე სრულ იზოლაციაში - ახალგორის მოსახლეობა საოკუპაციო რეჟიმის იძულებით ტყვეობაში რჩება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6642030

---

 

19.01.2020                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

მსოფლიო ახალი საფრთხის წინაშე - ჩინეთში ამოუცნობი ვირუსის 79 შემთხვევა დაფიქსირდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6642286

---

 

18.01.2020                                    

არხი: იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 20:00

ჯერ აუდიტის დასკვნამ, შემდეგ კი ოპოზიციის განცხადებებმა ცეჰეპატიტის პროგრამა მთელი კვირის განმავლობაში სადისკუსიო საგნად აქცია. არადა ეს პროგრამა ერთ-ერთი წარმატებულია ჩუმ სიკვდილად წოდებულ დაავადებასთან საბრძოლველად. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია დავით სერგეენკო

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6641448

---

 

18.01.2020                                    

არხი: მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 15:00

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია მარნეულის მუნიციპალიტეტში ნგრევად ობიექტში ცხოვრობენ. სამშენებლო სამუშაოები გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. საგრანტო პროგრამა დევნილთა განსახლებასთან ერთად მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6641009

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6640906

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6640837

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6640782

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6640763

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6640681

---

 

17.01.2020                                    

არხი: პალიტრა ტვ

გადაცემა:   პალიტრა ნიუს 20:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ „მინისტრის საათის“ ფორმატში პირველს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6640533

---

 

17.01.2020                                    

არხი: I არხი                                 

გადაცემა: მოამბე 21:00

სოციალური სამსახურის რეფორმა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6640440

---

 

17.01.2020                                    

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: ანალიტიკა 17:45             

შესაცვლელია თუ არა დღეს არსებული საყოველთაო დაზღვევის სისტემა? - ზურაბ ჭიაბერაშვილი "ანალიტიკა"-ში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6640145

---

 

17.01.2020                                    

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 13:00           

სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის ვიცესპიკერსა და უმრავლესობის ყოფილ წევრს შორის. წესიერად ილაპარაკე-ასე მიმართა ლევან კობერიძემ გია ვოლსკის. ბიუროს სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატი ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტთან მუშაობის პრობლემატურობაზე საუბრობდა, რა დროსაც ვოლსკიმ გარკვეული რეპლიკა გააკეთა. ამის შემდეგ კობერიძემ მას მიმართა, რომ არტისტიზმი კარგია, თუმცა, არა ბიუროს სხდომაზე, თავის მხრივ პირველმა ვიცეპსიკერმა ლევან კობერიძეს ურჩია არტისტული საქმიანობით თავად დაკავდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6639077

---

 

 

ინტერნეტი

20.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/581556-kompania-gileadi-c-hepatitis-medikamentebze-vadis-gasvlaze-ar-aris-uchveulo-radgan-sazogadoebrivi-jandacvis-programebi-rogorc-cesi-upro-meti-medikamentit-maragdeba-vidre-sachiroa

კომპანია „გილეადი“ C ჰეპატიტის მედიკამენტებზე ვადის გასვლაზე - არ არის უჩვეულო, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, როგორც წესი, უფრო მეტი მედიკამენტით მარაგდება, ვიდრე საჭიროა

ვენ ვიცით, რომ „გილიადის“ მიერ საქართველოსთვის გადაცემული წამლების მცირე დოზას, რომელიც ჩვენი მხრიდან, ქვეყნისთვის დონაციის გზით გადაცემული მედიკამენტების 5 %-ს შეადგენს, ვადა ამოეწურა - ეს არ არის უჩვეულო, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, როგორც წესი, უფრო მეტი მედიკამენტით მარაგდება, ვიდრე საჭიროებს, - ამის შესახებ ამერიკული კომპანია „გილიადის“ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კომპანია საქართველოს ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით 2015 წლიდან უსასყიდლოდ ამარაგებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით მოწინავე ქვეყანაა. „საქართველო, C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის ავანგარდში მყოფი ქვეყანაა და კომპანია „გილიადი“ ამაყობს, რომ აღნიშნულ პროგრამას მხარს უჭერს დაწყებიდანვე, 2015 წლიდან. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ უკვე წარმატებით უმკურნალა 58 000 ადამიანს, ჩვენი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მედიკამენტებით“, - ნათქვამია განცხადებაში. რაც შეეხება ვადის ამოწურვას, მათი თქმით, მსგავსი შემთხვევები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში იშვიათი არ არის, რადგან ხდება საჭიროზე მეტი მედიკამენტით უზრუნველყოფა. „ჩვენ ვიცით, რომ „გილიადის“ მიერ საქართველოსთვის გადაცემული წამლების მცირე დოზას, რომელიც ჩვენი მხრიდან, ქვეყნისთვის დონაციის გზით გადაცემული მედიკამენტების 5 %-ს შეადგენს, ვადა ამოეწურა. ეს არ არის უჩვეულო, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, როგორც წესი, უფრო მეტი მედიკამენტით მარაგდება, ვიდრე საჭიროებს. საქართველოს შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პრეპარატის ვადის ამოწურვის მიზეზი ახალ, უფრო ტოლერანტულ რეჟიმზე გადასვლა გახდა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მედიკამენტების ვადის გასვლამ რაიმე გავლენა იქონია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში. მათივე განცხადებით, კომპანია საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. „გილიადი“ აქტიურად აგრძელებს პროგრამის მხარდაჭერას საქართველში. ჩვენ ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ C ჰეპატიტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უახლესი თაობის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაგრძელება“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/533101

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=95750

პია.ჯი- http://pia.ge/post/303362-amerikuli-farmacevtuli-kompania-ar-migvacnia-rom-medikamentebis-vadis-gasvlam-rame-gavlena-iqonia-ce-hepatitis-eliminaciis-programis-miznebis-ganxorcielebaze

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/giliadi-saqartveloshi-c-hepatitis-eliminaciis-programastan-dakavshirebit-gancxadebas-avrcelebs/47254/

---

 

20.01.2020

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/sayoveltao-djandacvis-programa-srulyofas-moitxovs-da-axla-swored-es-procesi-mimdinareobs

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“

კონრად ადენაუერის ფონდმა (KAS) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) მოამზადეს კვლევა,სადაც საუბარია ჯანდაცვის სექტორში შექმნილ ვითარებაზე. მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არაერთი რეფორმა გატარდა 2011-წლიდან 2018 წლის ჩათვლით კლინიკების რაოდენობა 229-დან 273-მდე გაიზარდა. ჭარბი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების გათვალისწინების გარეშე იქმნებოდა. კლინიკების რაოდენობის ასეთი სწრაფი ზრდა თავიდანვე არასწორად დაგეგმილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგი იყო. მათი ინფორმაციით მთავრი პრობლემა საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ყოველწლიური მატება. კომერსანტი დაინტერესდა როგორ აფასებენ მმართველი გუნდის უკვე ყოფილი და ამჟამინდელი წევრები კვლევას სახელწოდებით „ჯანდაცვის ახალი რეფორმა, სწორი თუ მცდარი ნაბიჯები“. მომზადებულ დოკუმენტს სუსტს უწოდებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის თქმით, მომზადებული რეკომენდაციები და დასკვნები დილეტანტურია. „თითქოს ანალიზი სწორია, მონაცემები მოყვანილია მაგრამ, ძალიან პრეტენზიული დასკვნებია.რაც წერია ჩემი აზრით. ცალმხრივია, არაკომპეტენტური და ძალიან ზედაპირულია. მონაცემების ინტერპრეტირება ცალმხრივია, შესაბამისად, გამოტანილი დასკვნები არ არის საფუძვლიანი. ცალკეულ დასკვნებთან მიმართებაში ზოგი დასკვნა მართალია, ზოგი არა. კლინიკების რაოდენობა რომ ჭარბია დღეს, ხოლო ექიმების და ექთანების დეფიციტია, ეს არა ერთხელ მითქვამს და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ჯანდაცვაში. ჩემი აზრით, ეს ცალმხრივი დასკვნაა“, - განმარტავს აკაკი ზოიძე. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აფასებს საკმაოდ კრიტიკული კვლევის შედეგებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, თუმცა, დეპუტატმა მედიაჰოლდინგის ზარებს არ უპასუხა. ხუნდაძისგან განსხვავებით ჩვენს ზარს უპასუხა მისმა პირველმა მოადგილე ლადო კახაძემ. „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი ამბობს, რომ KAS EPRC ეკონომიკურმა არენის გამოქვეყნებულ კვლევას არ იცნობს, თუმცა ამბობს, რომ ახლა საყოველთაო პროგრამის სრულყოფა მიმდინარეობს. „2012 წლამდე ჯანმრთელობის დანახარჯი იყო 320 მლნ, ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტმა მილიარდს გადააჭარბა. ადამიანს თავისი ჯანმრთელობის პრობლემის გზაზე უამრავი ბარიერი ხვდებოდა, თუმცა, დღეს ისინი, ქუჩაში ბედის ანაბარად მიტოვებული აღარ არის. რასაკვირველია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს და ახლა სწორედ პროგრამის სრულყოფა მიმდინარეობს. ტარიფიკაციის პრობლემის მოგვარება, ხარჯთ-ეფექტურობის გათვლა ხდება და უამრავი საკითხი გვარდება. თანხა ისე უნდა გამოიყოს,რომ პრობლემები მოგვარდეს დროულად და ხარისხიანად , თანხა შეიძლება დახარჯო 10-ჯერ მეტი და უხარისხო მომსახურება მივიღოთ. მთავარია, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება ხდება. მედიცინა მეცნიერებაა , ეს არ არის მარტო პრაგმატული ნაწილი აქ არის საჭირო დიფერენცირება. სრულყოფა მუდმივი პროცესია, მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ჯანდაცვა სოციალურ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევს“, - აცხადებს ლადო კახაძე. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების (მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევა) ჯამური დაფინანსება 332 მლნ ლარს შეადგენდა. ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია და 2019 წელს მილიარდ ლარს აჭარბებს. მისი უდიდესი წილი, 70%-ზე მეტი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებია. კვლევა, რომელიც KAS EPRC ეკონომიკურმა არენამ გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის უპირატესობებს და ნაკლოვანებებს დაეთმო. ყურადღება ასევე გამახვილებული იყო 520 დადგენილებაზე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას მოიცავს.

---

 

19.01.2020

მედიასაშუალება:  http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=114558

თენგიზ ცერცვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ოქროს ასოებით ჩაიწერება მედიცინის ისტორიაში

„საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მედიკამენტების მიწოდება თავიდანვე ოფიციალურად ხელმოწერილი იყო არა ხუთი წლით, არამედ ათი წლით“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს. მისი თქმით, ის 12 ქვეყანა, რომლებიც ასევე მუშაობენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პრობლემაზე, ამის გაკეთებას მოახერხებენ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 2030 წლისთვის, ან კიდევ უფრო გვიან. „საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მედიკამენტების მიწოდება თავიდანვე ოფიციალურად ხელმოწერილი იყო არა ხუთი წლით, არამედ ათი წლით. ანუ, თავიდანვე იყო მოლოდინი, რომ პროგრამა შეიძლება 10 წლამდე გაგრძელებულიყო. ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკით ცნობილია, რომ ასეთი სერიოზული პროგრამები თავდაპირველ ვადებში თითქმის ვერასოდეს ეტევა და გადავადება ხდება. ასე მაგალითად, ყვავილის ერადიკაციას 20 წელი დასჭირდა, ხოლო პოლიომიელიტის ელიმინაცია ბოლომდე ჯერაც ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ ის, რომ პროგრამის სამიზნეების ხუთ წელიწადში შესრულება ვერ ესწრება, არავის გაკვირვებია და არც ოფიციალურად და არც კულუარულად ერთი შენიშვნაც კი არავის გაუკეთებია ჩვენი ოპონენტების გარდა და პირიქით - ყველგან ხაზს უსვამენ, რომ პროგრამა ძალიან მაღალ დონეზე სრულდება (სხვადასხვა მაჩვენებლების მონიტორინგისა და შეფასების მიხედვით). ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტების გათვლებით პროგრამა 2023-24 წლისთვის დასრულდება, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნები, მათ შორის ის 12 ქვეყანა, რომლებიც ასევე მუშაობენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პრობლემაზე, ამის გაკეთებას მოახერხებენ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 2030 წლისთვის, ან კიდევ უფრო გვიან. ასე, რომ ნუ ვიქნებით „რომის პაპზე მეტი კათოლიკეები. პროგრამის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე სულ გამოკვლეულია 1 750 000 პირი (მთელი მოზრდილი მოსახლეობის 62%), გამოვლენილია 82 ათასი ქრონიკული C ჰეპატიტით ავადმყოფი (სამიზნის 61%), ნამკურნალებია 65 ათასი პაციენტი (სამიზნის 51%) და განკურნებულია ნამკურნალები პაციენტების 98,7%. ეს მაჩვენებლები გაცილებით აღემატება ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის იმ 12 ქვეყნის ვინც მუშაობს ელიმინაციაზე, ანალოგიურ მაჩვენებლებს“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. პროფესორი კვლევების დაფინანსებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველი პირებისთვის მკურნალობა თავიდანვე უფასო იყო. „სოციალურად დაუცველი პირებისთვის მკურნალობა თავიდანვე უფასო იყო, ხოლო დანარჩენებისთვის თანაგადახდა მინიმალური. აღსანიშნავია, რომ ფინანსური ბარიერის მთლიანად მოხსნას დიდი გავლენა არ მოუხდენია პაციენტების პროგრამაში ჩართვაზე. ზრდა არის, მაგრამ მცირე. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტორებს, გაითვალისწინეთ, რომ C ჰეპატიტის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქრონიკული ინფექციის ელიმინაციის გამოცდილება მსოფლიოში 2015 წლამდე არ არსებობდა და ყველაფერი თავიდანვე მზად როგორ იქნებოდა? C ჰეპატიტის მკურნალობა 2015 წლამდე მხოლოდ ერთეულ სპეციალიზირებულ კლინიკებში ხდებოდა. საყოველთაო სკრინინგის და პირველადი ჯანდაცვის რგოლსა და ზიანის შემცირების ქსელში გამარტივებული მიდგომებით დიაგნოსტიკის და მკურნალობის დანერგვას სერიოზული ძალისხმევა სჭირდებოდა (სამთავრობო დადგენილებები, სამედიცინო პერსონალის მომზადება და გადამზადება, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვ.) და ბუნებრივია, დრო დასჭირდა. 2018 წლიდან ქვეყანაში დაინერგა ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პროექტი - სამი დაავადების (C ჰეპატიტის, აივ/შიდსი და ტუბერკულოზი) ინტეგრირებული სკრინინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით და სხვ. C ჰეპატიტის საყოველთაო უფასო სკრინინგი დღესაც ბევრ ქვეყანაში არ ხდება, ხოლო C ჰეპატიტით პაციენტების აქტიური გამოვლენა, მათ შორის კარდაკარ ჩამოვლით, დღემდე მხოლოდ საქართველოში და კიდევ შეიძლება 1-2 ქვეყანაში ხორციელდება. აი, ასეთია სინამდვილე საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ - პროექტის, რომელიც საქართველოსა და აშშ -ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია, რომელმაც უდიდესი სიკეთე მოუტანა ქართველ ხალხს და რომლის შედეგებიც ოქროს ასოებით ჩაიწერება მედიცინის ისტორიაში“, - ამბობს პროფესორი თენგიზ ცერცვაძე.

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1579339747-%E1%83%AA%E1%83%94-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98%E1%83%96-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

---

 

18.01.2020

მედიასაშუალება:  https://marshalpress.ge/archives/277425

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება

მარნეულში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია მარნეულის მუნიციპალიტეტში ნგრევად ობიექტში ცხოვრობენ. სამშენებლო სამუშაოები გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. საგრანტო პროგრამა, დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს. გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 200-ზე მეტი სახლი აშენდება, აღნიშნულ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ. პროექტის ფარგლებში, მცხეთის, გორის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში არსებულ დევნილთა დასახლებებში 10 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა. ამჟამად მიმდინარეობს 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხონსა და სენაკში. 2020 წელს, ასევე დაგეგმილია 10 სათემო პროექტის განხორციელება და 8 ახალი საბავშვო ბაღის აშენება. დასავლეთ საქართველოში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო ცენტრები აშენდება. 260-მდე ახალგაზრდა დევნილი პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გაივლის. დევნილებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, მცირე და საშუალო საწარმოებზე 136 გრანტი გაიცემა. მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს – „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. საგრანტო პროგრამა, 2019 წლის თებერვალში დაიწყო და 30 თვის განმავლობაში გრძელდება. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/581450-marneulshi-devnili-ojaxebistvis-soplis-tipis-dasaxleba-shendeba

პია.ჯი- http://pia.ge/post/303161-marneulsi-devnili-ojaxebistvis-soflis-tipis-dasaxleba-sendeba

ინფორუსთავი.ჯი- https://inforustavi.ge/?m=31&news_id=13507

2020ნიუს.ჯი- https://2020news.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/item/30143-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

---

 

18.01.2020

მედიასაშუალება:  https://for.ge/view/179113/rodis-dafaravs-jandacvis-saministro-klinikebis-vals.html

როდის დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ვალს?

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე მართებს. აქამდე მთავრობაში ამტკიცებდნენ, რომ 3-4 თვეში ამ ვალს ისინი გამსტუმრებდნენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად კონკრეტულ თარიღს ვეღარ ასახელებს. „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ 2019 წელს დაგროვილი დავალიანების დაფარვას სახელმწიფო ამ წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებს უნდა მოხმარდეს. „დღევანდელი მდგომარეობით, დავალიანება 300 მილიონზე მეტი უნდა იყოს და ეს სამინისტრომ თვითონ დაადასტურა დეკემბერში, როცა საპასუხო წერილი მისწერა საავადმყოფოების მენეჯერებსა და დირექტორებს. ამ ვალის დაგროვება იმან გამოიწვია, რომ პირველივე დღიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დეფიციტური იყო. 7 წლის განმავლობაში ჩვენ ვაფრთხილებდით, პირველ რიგში, დავით სერგეენკოს, რომ ეს რაღაც მომენტში გასკდებოდა. „ქართული ოცნება“ კი მიიჩნევდა, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც მათ ხელისუფლებაში მოსვლის დროს დახვდათ, ავტომატურად გაგრძელდებოდა, ფული ავტომატურად წამოვიდოდა და მას დახარჯავდნენ. ახლა საჯარო ფინანსები და ბიუჯეტი აღარ ჰყოფნის ჯანდაცვის დაფინანსების იმ მოდელს, რაც 2013 წელს „ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო. თვითონ დაფინანსების მოდელი არის შესაცვლელი -აუცილებლად უნდა გადავიდეთ სადაზღვევო მედიცინაზე, ანუ როდესაც სახელმწიფო ისევ აგრძელებს მიზნობრივი ჯგუფების დახმარებას, ოღონდ არა - კლინიკასთან პირდაპირი ფინანსური ურთიერთობის გზით, არამედ როდესაც სადაზღვევო პაკეტებს ყიდულობს სადაზღვევო კომპანიებისგან, ფინანსური ანგარიშსწორება გადადის სადაზღვევო კომპანიებზე, სახელმწიფო კი დაკავებულია ხარისხის კონტროლით და მთელი სისტემის რეგულირებით“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. აქვე პრობლემად რჩება ე.წ. 520-ე დადგენილება, რომლის ხარვეზების გასწორების პირობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ დეკემბერში დადო. ამჯერად უკვე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ისიც პირდად საკითხშია ჩართული და უშუალოდ მინისტრის მოადგილეს ხვდება დადგენილებასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად. „ჩვენ გასული წლის ბოლოს პრემიერ მინისტრთან და შესაბამისი უწყებების მინისტრებთან, მათ შორის, ეკა ტიკარაძესთან ერთად შევხვდით კლინიკის ხელმძღვანელებს. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული პრობლემური საკითხები, მაგრამ ეს გასული წლის ბოლოს დალაგდა. უდიდესი ნაწილი კლინიკებისა არის ანაზღაურებული“, - განაცხადა ხუნდაძემ. მისი ინფორმაციით, 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით შექმნილია დარგობრივი, თემატური ჯგუფები, სადაც დარგის სპეციალისტები მუშაობენ კონკრეტული ნოზოლოგიებისა და განფასების წესის დასადგენად და დასათვლელად. მანამდე არსებული დისკომუნიკაცია არის აბსოლუტურად აღმოფხვრილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი სრულად არის ჩართული ამ პროცესში. „მთავარია ყველას გვქონდეს სურვილი იმისა, რომ სისტემა სწორად იმართებოდეს, რადგან ყველაზე მეტ შეხებაში მოსახლეობასთან, სწორედ ჯანდაცვის სექტორია. პრობლემები, ხარვეზები ერთად აღმოვფხვრათ და სისტემა გავმართოთ იმაზე უკეთ, ვიდრე იყო აქამდე“, - აღნიშნა ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე. საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკების ნაწილი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა, რომ მათ ხელფასების გაცემის პრობლემები შეექმნათ სწორედ სახელმწიფოს მიერ წარმოშობილი დავალიანების გამო. 520-ე დადგენილების მიერ განსაზღვრულ ტარიფებს კი საავადმყოფოების ნაწილი არ ეთანხმება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „ბიემის“ კითხვაზე თუ რა მოცულობის ვალი აქვს სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მიმართ 2019 წლიდან დაგროვილი, უპასუხა, რომ მისი უწყება ყოველდღიურად ახდენს ამ დავალიანების დაფარვას, ვალის ზუსტ ოდენობას კი, ის ვერ დაასახელებს. „გარკვეული შეფერხებები იყო წინა წელს, თუმცა დავალიანებების ანაზღაურება მიმდინარეობს. რიცხვი არის მუდმივად ცვლადი, ვინაიდან ამ შემთხვევაში დავალიანებების ანაზღაურება მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. ხარვეზები რაც იყო, ამასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია კლინიკებთან და ის ეტაპობრივად იქნება აღმოფხვრილი. ეს არის მიმდინარე პროცესი. თანხა არის ცვალებადი, აქედან გამომდინარე დღევანდელ ზუსტ მონაცემებს ვერ გეტყვით“, - აღნიშნა ტიკარაძე, რომელმაც კიდევ ერთხელ აარიდა თავი დავალიანების დაფარვის მიახლოებითი თარიღის დასახელებას.

---

 

18.01.2020

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/sayoveltao-djandacvis-upiratesobebi-da-naklovanebebi

საყოველთაო ჯანდაცვის უპირატესობები და ნაკლოვანებები

„ჯანდაცვის ახალი რეფორმა, სწორი თუ მცდარი ნაბიჯები”- ამ სახელწოდებით KAS EPRC ეკონომიკურმა არენამ გამოქვეყნა კვლევა, რომელიც ეძღვნება საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმას. დოკუმენტი ზოგადად მიმოიხილავს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, ჰოსპიტალურ სექტორში განხორციელებულ ცვლილებს. კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის უპირატესობებზე და ნაკლოვანებებზე. ყურადღება ასევე გამახვილებულია 520 დადგენილებაზე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას მოიცავს. კომერსანტი მომზადებულ კვლევას უცვლელად გთავაზობთ: საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის უპირატესობები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებით საქართველოს მოსახლეობას გაუჩნდა მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიები. თუმცა, პროგრამის მასშტაბებმა გააჩინა რისკები, რომლებიც დაკავშირებული იყო: სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდასთან; პროგრამის ეფექტურ მართვასთან; კერძო სადაზღვევო ბიზნესის განვითარებასთან. როგორც უკვე აღინიშნა, ამ პროგრამის მეშვეობით მოსახლეობის ბაზისური ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფა მოხდა. ცალსახაა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ უზრუნველყო ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება: კერძოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეთა ნახევარზე მეტი (51.4%) მანამდე დაზღვეული არ ყოფილა. 2010 წელთან შედარებით, 2017 წელს ავადმყოფობის გამო მოსახლეობა უფრო ხშირად აკითხავდა ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელს და შემცირდა თვითმკურნალობაზე გაწეული ხარჯები. ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ შეამცირა სერვისებზე ფინანსური ბარიერები, განსაკუთრებით ჰოსპიტალურ სერვისებზე, ფინანსური ხელმისაწვდომობა გაიზარდა მედიკამენტებსა და ლაბორატორიულ გამოკვლევებზე. 2017 წელს მოსახლეობის 82% ეძებდა სამედიცინო მომსახურებას, თუკი ავადმყოფობდა 6 თვის განმავლობაში, მაშინ როდესაც იგივე მონაცემი 2014 წელს იყო 79%. იმ პაციენტების რაოდენობა, ვინც აცხადებს, რომ სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ ვერ მოხვდნენ საავადმყოფოში, შემცირდა, კერძოდ 2.2% 2014 და 1.2% 2017 წელს. განახევრდა იმ პაციენტების წილი, რომლებიც ექიმთან ვიზიტის დროს მოელოდნენ კონსულტაციის ღირებულების გადახდას - შემცირდა 69.4%-დან 36.7%-მდე 2014 წელს, (2010 წელთან შედარებით) და 34.5%-მდე 2017 წელს. სამედიცინო მომსახურებაზე უნივერსალურმა ხელმისაწვდომობამ მნიშვნელოვნად შეამცირა ჯიბიდან დანახარჯები და გაზარდა ფინანსური დაცულობა. თუმცა, ჯიბიდან გადახდილი თანხები მაღალი რჩება ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში. მოსახლეობა კარგად არის ინფორმირებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ (მოსახლეობის 74% ინფორმირებულია) და გაუმჯობესდა ჯანდაცვის სისტემის მიმართ მომხმარებელთა გამოცდილება. 2017 წლის მონაცემებით მოსახლეობის 56% შეუძლია მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში 15 წუთში (2014 წელს 49%); სტაციონარზე დანახარჯი წარმოადგენს 67 %, მაშინ როცა 25% აკუმულირებულია პირველად ჯანდაცვაში; მოსახლეობის დიდი ნაწილი პირდაპირ სტაციონარს აკითხავს (32% 2017 წელს, ხოლო 31% 2014 წელს) ვიდრე პირველად ჯანდაცვას. აღნიშნულის მიუხედავად, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი ზოგადად ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლებისათვის, ასევე ჯანდაცვით მომსახურების სრულ სპექტრზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებები დაფინანსების პრობლემები - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 6 წლის შემდეგ, მისი ფინანსური მაჩვენებლების და სხვა მონაცემების შესწავლით ნათლად გამოჩნდა, რომ პროგრამის შექმნისას არ იყო სათანადოდ გაცნობიერებული მოსალოდნელი რისკები, რომლებიც პროგრამის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე იჩენდა თავს. პროგრამას არ გააჩნდა სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობდა პროგრამის ეფექტურ და თანმიმდევრულ განვითარებას. პროგრამის არსებული ფორმით გაგრძელება დაკავშირებულია მთელ რიგ რისკებთან. მათ შორის: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გაწეული ხარჯების ზრდის არსებული ტენდენცია წარმოშობს საფრთხეს, რომ სახელმწიფო ვეღარ უზრუნველყოფს პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებას და სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეული მომსახურების საფასურის დროულ დაფარვას, რაც გამოიწვევს პროგრამის ფუნქციონირების შეფერხებას. ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიშების თანახმად, ნათელია ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების მკვეთრი ზრდა. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა - გარდა დაფინანსების პრობლემების, პრობლემაა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, კერძოდ, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მიხედვით, საქართველოში ოჯახები ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 69%-ს მედიკამენტების შესაძენად ხარჯავენ. ზოგიერთი ოჯახის მიერ სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეულ ხარჯებს UNICEF კატასტროფულად მაღალს უწოდებს. კვლევა აჩვენებს, რომ 2017 წელს შინამეურნეობების დაახლოებით 27% აღნიშნა, რომ მედიკამენტების შეძენა მათთვის უმთავრესი პრობლემა იყო. ადამიანური რესურსები ჯანდაცვაში - ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობით საქართველო სრულ ასიმეტრიაში მოდის ევროპის რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, რადგან: თითქმის ორჯერ მეტი ექიმი ყავს საქართველოს ვიდრე საშუალო ევროპულ ქვეყანას, ანუ დაახლოებით 10,000 ექიმით მეტი, თითქმის ორჯერ ნაკლები ექთანი (საშუალო სამედიცინო პერსონალი), ანუ დაახლოებით 12,500-ით ნაკლები. ეს დისბალანსი კიდევ იმით მწვავდება, რომ არის საექიმო სპეციალობები, სადაც საქართველოს ექიმი არასაკმარისი რაოდენობით ჰყავს. მაგალითად: ფსიქიატარია, ფთიზიატრიაპულმონოლგია და ასე შემდეგ. პირველადი ჯანდაცვა - 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი მიზანი იყო: (#36დადგენილება) „ამბულატორიული მომსახურების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების რაციონალიზაციის მიზნით“. მიუხედვად ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ნაკლებ აქცენტს აკეთებდა და აკეთებს პირველად ჯანდაცვასა და დაბალხარჯიან ამბულატორულ მომსახურებაზე, რაც თვით პროგრამის ძირითად მიზნებს ეწინააღმდეგება. ეს კი იწვევს გადაუდებელ სერვისებთან დაკავშირებული ხარჯების ზრდას (უკვე არსებული მდგომარეობა ამ აზრს თვალნათლივ ადასტურებს), რაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის თავად პროგრამის განხორციელებას. ამბულატორიულ მომსახურებაზე სახელმწიფო დანახარჯი გაორმაგდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის შემდეგ, თუმცა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯებში ამბულატორიულ მომსახურებაზე დანახარჯის წილი 2016 წლის შემდეგ ფაქტობრივად არ იცვლება და მთლიანი ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯის მხოლოდ მეოთხედს შეადგენს, ხოლო ჰოპიტალურ მომსახურებაზე დანახარჯები მზარდია და 2015 წლიდან მთელი ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯის დაახლეობით 2/3 შეადგენს. ამბულატორიული მიმართვიანობის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე გაიზარდა 30%-ით და არ აჭარბებს 4 ვიზიტს წელიწადში (ეს მაჩვენებლი 2.5-ჯერ ნაკლებია საშუალო ევროპული ქვეყნის მაჩვენებელზე). მაშინ როცა ამავე პერიოდში ძვირადღირებული ჰოსპიტალური სერვისების უტილიზაციამ მეტად მოიმატა და განსაკუთრებით გადაუდებელი ოპერაციების შემთხვევაში დაფიქსირდა სერვისების მოხმარების დაახლოებით 300%-იანი მატება. აღსანიშნავია, რომ კაპიტაციური (ერთ სულ მოსახლეზე) დაფინანსების სისტემა არსებული სახით არაეფექტიანია და ეს ანაზღაურება 1.93 ლარის ოდენობით აბსოლუტურად არ არის საკმარისი იმ მომსახურების მისაწოდებლად, რომელიც ამ საფასურის ნაცვლად მოიაზრება. ამას გარდა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში - “საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030” აღნიშნულია, რომ: „საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის ელექტრონული სისტემის სხვა მრავალი კომპონენტის ტელემედიცინის, მობილური ჯანმრთელობის, ტელეპრევენციის, დისტანციური განათლების განვითარებისათვის აუცილებელია საკანონმდებლო და ტექნოლოგიური ცვლილებების გატარება და ევროკავშირის ანალოგიურ სისტემებთან ჰარმონიზებული ინტეროპერაბილური სისტემის შექმნა“. „კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პირველადი ჯანდაცვის დეფინიცია, სისტემის ორგანიზაციული მოწყობის მოდელი და მარეგულირებელი გარემო, სუსტი უკუკავშირი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და ჰოსპიტალურ დაწესებულებებს შორის, მომსახურების ფრაგმენტულობა, ნაკლები ყურადღება დაავადებათა პრევენციაზე, მათ ადრეულ გამოვლენასა და მართვაზე. ქვეყნის დონეზე არაერთგვაროვანი და საკმაოდ განსხვავებულია პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის ხარისხი. ათწლეულია არ ჩატარებულა პირველადი ჯანდაცვის ობიექტების ინვენტარიზაცია“- ნათქვამია პარლამენტის მიერ მიღებულ სტრატეგიაში 2030 წლისათვის. შესაბამისად, ბევრი პრობლემაა დაგროვილი, როგორც ჰოსპიტალურ ისე პირველადი ჯანდაცვის დონეზე.აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სისტემის ბენეფიციარი არის მთელი მოსახლეობა, მათ შორის სამედიცინო პერსონალი და ჯანდაცვის სპეციალისტებიც. მათთან კომუნიკაციისა და კოორდინირებული მოქმედების გარეშე ნებისმიერი რეფორმის წარმატება ეჭვის ქვეშ დგება. აქედან გამომდინარე ღია დისკუსიები და განხილვები დარგის სპეციალისტებთან და ექსპერტებთან მეტად მნიშვნელოავნია. ახალი რეფორმის ფარგლებში ანაზღაურების ახალ სისტამაზე გადასვლა მიმდინარეობს, რაც მოიცავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას. ამ დადგენილების მიზანია სამედიცინო დაწესებულებებმა, რომლებიც ჩართულნი არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, კონკრეტული სამედიცინო სერვისები ერთიანი დადგენილი ტარიფით მიაწოდონ. სახელმწიფოს, როგორც შემსყიდველის ინტერესი არის - შეზღუდოს მზარდი დანახარჯი ჯანდაცვის სექტორში. ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო არის ერთადერთი გადამხდელი და აუცილებელია, ფასების რეგულირება, მაგრამ სახელმწიფო ნაკლებად თამაშობს მარეგულირებლის როლს და გვევლინება მომსახურების შემსყიდველად და, შესაბამისად, სახელმწიფო, როგორც შემსყიდველი, დაინტერესებულია ნაკლები გადაიხადოს. სამინიტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული რეგულაციები გაზრდის სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ფინანსურ ხელმისაწვდომობას მთლიანად საქართველოში. კერძოდ, ტარიფების გათანაბრების შედეგად, როდესაც განსაზღვრულია ნოზოლოგიის ფასის ჭერი, პაციენტისათვის გასაგები იქნება ესა თუ ის მომსახურება რა ფინანსურ ვალდებულებასთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, არ იქნება განსხვავებული ფასები სხვადასხვა კლინიკებში. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აპირებს საკმაოდ სოლიდური თანხების დაზოგვას. როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს: „რეანიმაციის სერვისისთვის ის დანაზოგი, რომელიც გათანაბრებით შეიძლება მივიღოთ, ესაა დაახლოებით, 30 მლნ ლარის ფარგლებში, რაც შეეხება კარდიოქირურგიის დარგს, აქ სახელმწიფოს მხარეს ძალიან მცირეა დანაზოგი, სადღაც 3 მლნ ლარი აქვს მოსალოდნელი დანაზოგი, თუმცა აქ მოსალოდნელია 11 მლნ ლარის დაზოგვა პაციენტების მიერ, რომელიც მოდის ჯიბიდან გადახდის წილზე და სხვადასხვა დანამატის ხარჯზე. მაგალითად, კონკრეტული ექიმის არჩევისთვის მისი ჰონორარი ან სხვა დამატებითი ხარჯი, რომელიც ჩვენ არგუმენტირებულად ვერ ჩავთვალეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ტარიფი“. ანაზღაურების ახალი სისტემის უპირატესობებს და ნაკლოვანებებს დრო გვიჩვენებს, თუმცა აღნიშნულ რეგულაციებს უფრო უარყოფითი ეფექტი ექნება ჯანდაცვის სისტემაზე და მომხმარებელზე, ვიდრე დადებითი. კერძოდ, ზოგ შემთხვევაში სერვისების ფასი რეალურ ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია, რაც, ცხადია, მიუღებელია კერძო სამედიცინო პროვაიდერებისათვის. კერძო მიმწოდებელები სამართლიანი და ადეკვატური ტარიფების დაწესებას მოითხოვენ, მაგრამ ტარიფების გათანაბრება თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით დაუშვებელად მიაჩნიათ. როგორც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები აცხადებენ: „#520 დადგენილებით შემოთავაზებული ტარიფები ხშირ შემთხვევაში უფრო ნაკლებია, ვიდრე სახარჯი მასალის ღირებულება და ამ ტარიფებით შეუძლებელია არათუ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, არამედ ზოგიერთი სერვისების მიწოდება საერთოდ შეწყდება“. არაადეკვატური ტარიფები საფრთხეს უქმნის მაღალტექნოლოგიური სერვისების განვითარებას. ნიშანდობლივია, რომ რეფორმა შეეხო მედიცინის ყველაზე უფრო განვითარებულ მაღალტექნოლოგიურ და მნიშვნელოვან სამედიცინო მიმართულებებს, როგორიცაა რეანიმაციული მომსახურება, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია. შესაბამისად, სერვისების მიწოდების პრობლემა აღნიშნულ დარგებში შეიქმნება. რაც მთავარია, #520 დადგენილებით საფრთხე ექმნება პირველ რიგში პაციენტებს, რომლებიც საერთოდ ვეღარ ისარგებლებენ მთელი რიგი სერვისებით, ხოლო რიგ სერვისებზე მნიშვნელოვნად შეეზღუდებათწვდომა, რადგანაც ეს რეფორმა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი სამედიცინო მიმართულებების არსებობას საქართველოში. „რეგულირების შემოთავაზებული მოდელი სრულად ვერ პასუხობს ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს - უხარისხო და არასაჭირო მომსახურების მიწოდებას და შესაბამისად ბუნდოვანია სახელმწიფოს სტრატეგიული ხედვა და პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო კომპლექსური ნაბიჯების თანმიმდევრობა. სამედიცინო ხარჯების რეგულირება წარმოადგენს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ კომპონენტს და ვერ იქნება ეფექტიანი ყოვლისმომცველი სტრატეგიული მიდგომის გარეშე“, - ნათქვამია კვლევაში. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს კონრად ადენაუერის ფონდმა (KAS) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) დააფუძნეს ეკონომიკური დისკუსიების პლატფორმა, KAS EPRC ეკონომიკური არენა. პლატფორმა არის გრძელვადიანი ინიციატივა, რომლის მიზანია მოხდეს ეკონომიკურ და სოციალურ თემებზე კვლევაზე დაფუძნებული დისკუსიის ინიცირება.

---

 

18.01.2020

მედიასაშუალება:  https://ipress.ge/new/gotsiridze-c-hepatitisgan-am-droisthvis-unda-gankurnebuliqho-120-athasi-adamiani-da-ganikurna-mkholod-60-athasi/

გოცირიძე: C ჰეპატიტისგან ამ დროისთვის უნდა განკურნებულიყო 120 ათასი ადამიანი და განიკურნა მხოლოდ 60 ათასი

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე C ჰეპატიტის ელომინაციის პროგრამის წარმატებულობას დემაგოგიად აფასებს და ხელისუფლების არგუმენტებს უპირისპირდება. რომან გოცირიძე აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს: “კვლავ აგრძელებს ხელისუფლება იმის მტკიცებას, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა თითქოს წარმატებით ხორციელდება. ელიმინაცია აღმოფხვრას ნიშნავს. რომელ აღმოფხვრაზეა საუბარი, როცა ამ დროისათვის უნდა განკურნებულიყო 120 ათასი ადამიანი და განიკურნა მხოლოდ 60 ათასი. დემაგოგიური არგუმენტი მოჰყავთ-ეს ხალხი რომ განიკურნა, ხომ კარგიაო. კი კარგია, 6 ათასიც რომ განკურნებულიყო, ისიც კარგია, მაგრამ ამ უნიკალური, მრავალმილიარდიანი, გარემოებათა დამთხვევის გამო ღვთისაგან ნაჩუქარი პროგრამის მიზანი სულ სხვა იყო. ამ საოცარ შანსს უნდოდა უკეთ გამოყენება. კიდევ კარგი, რომ დონორების მიერ გრძელდება ეს პროგრამა და თავდაპირველი გეგმის მიღწევა დაშვებული შეცდომებისა და თავმოუბმელობის გამო ალბათ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში თუ იქნება შესაძლებელი. არავითარი სინანული, მხოლოდ დემაგოგიური თავისმართლება-რა პრობლემაა, წამალი ხომ არ დაგვაკლდა, ზედმეტი დაგვრჩაო, ანუ 500 მილიონი ლარის მედიკამენტები რომ გაგვიფუჭდა, რატომ დარდობთ, მუქთა იყოო”.

---

 

ბეჭდვითი მედია

20.01.2020

მედიასაშუალება:     ბანკები და ფინანსები

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს

როდის დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ვალს? აღნიშნულ კითხვაზე აქამდე მთავრობაში ამტკიცებდნენ, რომ 3-4 თვეში ამ ვალს ისინი გაისტუმრებდნენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად კონკრეტულ თარიღს ვეღარ ასახელებს. „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ 2019 წელს დაგროვილი დავალიანების დაფარვას სახელმწიფო ამ წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებს უნდა მოხმარდეს. „დღევანდელი მდგომარეობით, დავალიანება 300 მილიონზე მეტი უნდა იყოს და ეს სამინისტრომ თვითონ დაადასტურა დეკემბერში, როცა საპასუხო წერილი მისწერა საავადმყოფოების მენეჯერებსა და დირექტორებს. ამ ვალის დაგროვება იმან გამოიწვია, რომ პირველივე დღიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დეფიციტური იყო. 7 წლის განმავლობაში ჩვენ ვაფრთხილებდით, პირველ რიგში, დავით სერგეენკოს, რომ ეს რაღაც მომენტში გასკდებოდა. „ქართული ოცნება“ კი მიიჩნევდა, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც მათ ხელისუფლებაში მოსვლის დროს დახვდათ, ავტომატურად გაგრძელდებოდა, ფული ავტომატურად წამოვიდოდა და მას დახარჯავდნენ. ახლა საჯარო ფინანსები და ბიუჯეტი აღარ ჰყოფნის ჯანდაცვის დაფინანსების იმ მოდელს, რაც 2013 წელს „ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო. თვითონ დაფინანსების მოდელი არის შესაცვლელი -აუცილებლად უნდა გადავიდეთ სადაზღვევო მედიცინაზე, ანუ როდესაც სახელმწიფო ისევ აგრძელებს მიზნობრივი ჯგუფების დახმარებას, ოღონდ არა - კლინიკასთან პირდაპირი ფინანსური ურთიერთობის გზით, არამედ როდესაც სადაზღვევო პაკეტებს ყიდულობს სადაზღვევო კომპანიებისგან, ფინანსური ანგარიშსწორება გადადის სადაზღვევო კომპანიებზე, სახელმწიფო კი დაკავებულია ხარისხის კონტროლით და მთელი სისტემის რეგულირებით“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. აქვე პრობლემად რჩება ე.წ. 520-ე დადგენილება, რომლის ხარვეზების გასწორების პირობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ დეკემბერში დადო. ამჯერად უკვე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ისიც პირადად საკითხშია ჩართული და უშუალოდ მინისტრის მოადგილეს ხვდება დადგენილებასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად. „ჩვენ გასული წლის ბოლოს პრემიერ მინისტრთან და შესაბამისი უწყებების მინისტრებთან, მათ შორის, ეკა ტიკარაძესთან ერთად შევხვდით კლინიკის ხელმძღვანელებს. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული პრობლემური საკითხები, მაგრამ ეს გასული წლის ბოლოს დალაგდა. უდიდესი ნაწილი კლინიკებისა არის ანაზღაურებული“, - განაცხადა ხუნდაძემ. მისი ინფორმაციით, 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით შექმნილია დარგობრივი, თემატური ჯგუფები, სადაც დარგის სპეციალისტები მუშაობენ კონკრეტული ნოზოლოგიებისა და განფასების წესის დასადგენად და დასათვლელად. მანამდე არსებული დისკომუნიკაცია არის აბსოლუტურად აღმოფხვრილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი სრულად არის ჩართული ამ პროცესში. „მთავარია ყველას გვქონდეს სურვილი იმისა, რომ სისტემა სწორად იმართებოდეს, რადგან ყველაზე მეტ შეხებაში მოსახლეობასთან, სწორედ ჯანდაცვის სექტორია. პრობლემები, ხარვეზები ერთად აღმოვფხვრათ და სისტემა გავმართოთ იმაზე უკეთ, ვიდრე იყო აქამდე“, - აღნიშნა ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე. საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკების ნაწილი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა, რომ მათ ხელფასების გაცემის პრობლემები შეექმნათ სწორედ სახელმწიფოს მიერ წარმოშობილი დავალიანების გამო. 520-ე დადგენილების მიერ განსაზღვრულ ტარიფებს კი საავადმყოფოების ნაწილი არ ეთანხმება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „ბიემის“ კითხვაზე თუ რა მოცულობის ვალი აქვს სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მიმართ 2019 წლიდან დაგროვილი, უპასუხა, რომ მისი უწყება ყოველდღიურად ახდენს ამ დავალიანების დაფარვას, ვალის ზუსტ ოდენობას კი, ის ვერ დაასახელებს. „გარკვეული შეფერხებები იყო წინა წელს, თუმცა დავალიანებების ანაზღაურება მიმდინარეობს. რიცხვი არის მუდმივად ცვლადი, ვინაიდან ამ შემთხვევაში დავალიანებების ანაზღაურება მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. ხარვეზები რაც იყო, ამასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია კლინიკებთან და ის ეტაპობრივად იქნება აღმოფხვრილი. ეს არის მიმდინარე პროცესი. თანხა არის ცვალებადი, აქედან გამომდინარე დღევანდელ ზუსტ მონაცემებს ვერ გეტყვით“, - აღნიშნა ტიკარაძე, რომელმაც კიდევ ერთხელ აარიდა თავი დავალიანების დაფარვის მიახლოებითი თარიღის დასახელებას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6642885&name=20.01.2020+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

20.01.2020

მედიასაშუალება:     ბანკები და ფინანსები

სამედიცინო ბიზნესი ბიუჯეტის ხარჯზე - როგორ მდიდრდებიან კონკრეტული ბიზნეს ჯგუფები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით

საყოველთაო ჯანდაცვა წარმოადგენს პროექტს, რომელიც ყველა მოქალაქეს აძლევს საშუალებას მიიღოს სამედიცინო სერვისი. იმის მიუხედავად როგორია მისი ცხოვრების დონე, თუ შემოსავალი. შესაბამისად, ჯანდაცვის წილიც მთლიან ბიუჯეტში საკმაოდ მაღალია და ის თითქმის, საერთო ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. მაგალითად, მიმდინარე წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 4.347 მილიარდი ლარია, მაშინ როდესაც გასული წლის ბიუჯეტი 3.968 მილიარდს არ აღემატებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ 2 წლის სტატისტიკა არ არის, თუ მონაცემებს ქრონოლოგიურად ჩავშლით დავინახავთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვიდან, ყოველწლიურად იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიც. თვალსაჩინოებისთვის, 2019 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი, აღემატებოდა 2006 წლის მთლიანი საქართველოს ბიუჯეტს (2006 წელს საქართველოს ბიუჯეტი 3.8 მილიარდს შეადგენდა). ასეთი მონაცემების შემდეგ, ალბათ მოულოდნელი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, მაინც მუდმივად დეფიციტურია და ბენეფიციარებს დაფინანსება მაინც არ ჰყოფნით. მაგალითად, 2019 წელს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს, 22 მლნ ლარი დააკლდა, რომელიც მოგვიანებით, სხვა პროფიციტული მიმართულებებიდან დაბალანსდა. ერთი შეხედვით, პროგრამა ამოუვსებ უფსკლულს ჰგავს, თუმცა ამას აქვს რამდენიმე მიზეზი, მათ შორის ისეთებიც, როგორებიცაა კონკრეტული ბიზნეს ჯგუფების მხრიდან, ბიუჯეტის თანხების არაკეთილსინდისიერად მითვისება, ფარმაცევტული კარტელების სქემები, სახელდახელოდ გახსნილი რეანიმაციები და ა.შ. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ქვეყნის ბიუჯეტზეა ჩამოკიდებული და რიგითი კრონი ბიზნესმენების საბანკო ანგარიშებზე ილექება. ქრონოლოგიურად მივყვეთ იმ სქემას, რომლის საშუალებითაც კონკრეტული ბიზნეს ჯგუფები სახელმწიფოს თანხებით მდიდრდებიან. სახელმწიფო პროგრამით ბენეფიციარისთვის რიგი სამედიცინო სერვისები სრულიად უფასოა. მაგრამ, სამედიცინო დაწესებულებაში მისულ პაციენტს საკუთარი ჯიბიდან მაინც მნიშვნელოვანი თანხის გადახდა უწევთ. ამ დროს სახელმწიფო თავს იწონებს იმით, რომ სამედიცინო სერვისი უფასო და ხელმისაწვდომია. რა ხდება სინამდვილეში, სახელმწიფოს ყველა პათოლოგიისა და სამედიცინო სერვისისთვის გამოყოფილი აქვს გონივრული ანაზღაურება, რომელიც ცნობილია, ყველა ამ პროგრამაში მონაწილე კლინიკისთვის. თუმცა, კლინიკები საკუთარ ტარიფებს, საკუთარი შეხედულებისამებრ აწესებენ და საყოველთაო ჯანდაცვით მისულ პაციენტს, რომელსაც სახელმწიფო 100%-ით უნაზღაურებს პროცედურებს, კლინიკები ბენეფიციარს საკუთარი ჯიბიდანაც სოლიდურ თანხებს ახდევინებენ. სწორედ ამ პრაქტიკის ალაგმვას ემსახურება ჯანდაცვის სამინისტროს 520-ე დადგენილება. კერძოდ, საუბარია ახალ დადგენილებაზე, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებს ავალდებულებს დასჯერდნენ სახელმწიფოს გამოყოფილ დაფინანსებას და ბენეფიციარებს საკუთარი ჯიბიდან აღარ გადაახდევინონ თანხები ან დატოვონ სახელმწიფო პროგრამა და იმუშაონ კერძო დაზღვევებსა, თუ თვითდინებით შესულ პაციენტებზე, რაც ნებისმიერი საზომით საკმაოდ სამართლიანია. თუმცა, ასე არ ფიქრობენ, თავად კლინიკები და მთავრობის 520-ე დადგენილებას, არ ეთანხმებიან. ამ მიმართულებით სახელმწიფოზე იერიშის მებაირახტრე, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი და მის მფლობელობაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები იყვნენ. ეს არც არის გასაკვირი, თუ ოფიციალურ მონაცემებს შევხედავთ, მაგალითად ყველაზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება, სწორედ დეპუტატ ოქრიაშვილის კუთვნილ, „ნიუჰოსპიტალს“ აქვს აღებული. კერძოდ, 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი თითქმის 36 მილიონიანი სახელმწიფო დაფინანსება, სწორედ „ნიუჰოსპიტალს“ აქვს მიღებული. მეორე ადგილს, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტიდან მიღებული თანხებით, „საქართველოს ბანკთან“ აფილირებული კლინიკების ქსელი „ევექსი“ იკავებს. მაგრამ, ეს მხოლოდ ზემოთ ნახსენები სქემის ერთი ნაწილია. მაგალითად, „პე ეს პეს” რომლის შემადგენლობაშიც შედის „ნიუ- ჰოსპიტალი“ და, რომელიც, თავის მხრივ, ასევე დეპუტატ ოქრიაშვილის საკუთრებას წარმოადგენს, გააჩნია საკუთარი სადაზღვევო კომპანიაც. შესაბამისად, ცხადია, სახელმწიფო პროგრამიდან გასვლის შემთხვევაში, მაგალითად „პსპ დაზღვევით“ მისული ფენეფიციარი, ნაკლებად აწყობს ოქრიაშვილს. იმდენად, რამდენადაც ეს ერთი კომპანიიდან მეორე კომპანიაში ფულის გადადინება გამოდის. მართალია „პსპ დაზღვევა“, თავის მხრივ მოგებაზე ორიენტირებული კომპანიაა, თუმცა, ცხადია, სახელმწიფოს ხარჯზე ბიზნესის კეთებას ვერც შეედრება. თავის მხრივ, ამ სქემის კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც კლინიკებთან აფილირებულ სადაზღვეო კომპანიებს მუშაობას უმარტივებდა, სულ ცოტა ხნის წინ აღკვეთა ხელისუფლებამ. საუბარია ე.წ. საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტზე დაშენებულ კერძო დაზღვევებზე, რომელიც ყველა იმ სადაზღვევოს გააჩნდა, რომლებიც კლინიკებთან არიან აფილირებულნი. სქემა ასეთი იყო, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული ბენეფიციარს სთავაზობდნენ კერძო დაზღვევას. იმ პირობით, რომ სადაზღვევო კომპანია, მხოლოდ მას შემდეგ და იმ პირობით დაარეგულირებდა ზარალს, რაც საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას მიიღებდა პაციენტი. თუ საყოველთაო ჯანდაცვა ვერ დაფარავდა სერვისების ხარჯს, მხოლოდ ამის შემდეგ ერეოდა სადაზღვეო კომპანია და იმ მიზერულ სხვაობას აბალანსებდა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვას რჩებოდა. ცხადია, ეს ე.წ. დაფინანსებაც, ისევ საკუთარ კლინიკაში ხორციელდებოდა და თანხები ერთ ჰოლდინგს არ სცდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კლინიკებთან აფილირებული სადაზღვევოები, ფენეფიციარებს ფულს საყოველთაო ჯანდაცვაში ახდევინებდნენ. თუმცა, როგორც ვახსენეთ, ეს სქემა ცოტახნის წინ ჩახსნა ჯანდაცვის სამინისტრომ და ყველა კერძო დაზღვევის მესაკუთრეს საყოველთაო ჯანდაცვა გაუუქმა. სქემის კიდევ ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს ამ ჰოლდინგებში გაერთიანებული ფარმაცევტული კომპანიები. როგორებიც არიან „პსპ“, „ავერსი“ და ა.შ. საქმის არსი ის გახლავთ, რომ ამ ფარმაცევტულ კომპანიებს ყველა კლინიკაში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავთ. რომელთა ერთადერთი დანიშნულება, ექიმებისთვის საკუთარი წარმოების წამლების შეთავაზებაა. თითქოს ერთი შეხედვით ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ სქემის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ეს წარმომადგენლები ექიმებს საკუთარი წამლების დანიშვნის შემთხვევაში მსუყე „ქეშბექებს“ სთავაზობენ. ეს თანხა კი, თავის მხრივ, ზემოთ ნახსენებ ჰოლდინგებში აკუმულირდება, რომელსაც ასევე ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. სწორედ ამ სქემიდან არის განპირობებული კიდევ ერთი შემაშფოთებელი სტატისტიკა. რომლის მიხედვითაც, ბენეფიციარების მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების მიხედვით, საქართველო მოწინავეა ევროპაში. თავის მხრივ, ეს მონაცემი ზრდის პაციენტის მხრიდან ჯანდაცვაზე გაღებულ საერთო ხარჯებს რომლითაც, ასევე მოწინავე ათეულშია საქართველო და მას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა უსწრებს, როგორებიცაა ავღანეთი, იემენი და ა.შ. ეს კი იმ ფონზე, რომ როგორც უკვე ვახსენეთ, საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, კლინიკები და მათი მესვეურები თავგამოდებით ეწინააღმდეგებიან, ზემოთ ხსენებულ დადგენილებას. მათი არგუმენტი ასეთია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული თანხები, სამედიცინო სერვისების ღირებულებას ვერ დაფარავს, რაც გამოიწვევს კლინიკების გაკოტრებას. აქ საგულისხმოა ის გარემოება, რომ სამინისტრომ ზემოთ ხსენებული ტარიფები, სწორედ კლინიკებისგან გამოთხოვილი ხარჯთაღრიცხვებით დათვალა. თავის მხრივ, რამდენიმე სამედიცინო სერვისის ღირებულების დათვლისას, ჯანდაცვის სამინისტრომ მართლაც დაუშვა შეცდომა. თუმცა, ეს ერთეული შემთხვევებია და ერთეულ შემთხვევაზე დაყრდნობით, მთელ პროგრამაზე დასკვნის გამოტანა არასერიოზული და არასამართლიანია. ერთ-ერთი “ფრთიანი” არგუმენტი, რომელიც კლინიკებს გააჩნიათ და რომელიც სამინისტროს შეცდომას უკავშირდება, ეხება გულის დეფიბრილატორს. რომლის საშუალო ღირებულება 15 500 ლარს შეადგენს, სამინისტროს დათვლით კი ამ აპარატისთვის გამოყოფილია 13 500 ლარი. სწორედ ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი, რის საფუძველზეც, კლინიკები სამინისტროს დადგენილებას ეწინააღმდეგებიან და არა ამ შეცდომის შესწორებას, არამედ მთელი დადგენილების გაუქმებას მოითხოვენ. ზემოთ ხსენებული სქემის მართვას ამ ჰოლდინგებს ძალიან უმარტივებს მათ ჰოლდინგებში შემავალი ფარმაცევტული კომპანიები. საქმე ისაა, რომ ამ კომპანიებს ფარმაცევტულ ბაზარზე ე.წ. ვერტიკალური წვდომის საშუალება აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე ისინი არიან მწარმოებლებიც, იმპორტიორებიც, საბითუმო და საცალო მოვაჭრეებიც. აღნიშნული მიდგომა კომპანიებს საშუალებას აძლევთ, სრულად აკონტროლონ მედიკამენტებზე ფასი, მცირე მიმწოდებლებს შეუქმნან არაკონკურენტული გარემო და ხელოვნური ბარიერები. აღნიშნული სქემის ეფექტიანობას კარგად აჩვენებს კლინიკების რაოდენობის სტატისტიკაც, რომელიც ბოლო წლებში, კლინიკების მნიშვნელოვან მატებაზე მიუთითებს. მაგალითად, 2013-2017 წლებში საავადმყოფოების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ხოლო საავადმყოფო საწოლების რაოდენობა 32%-ით და 2017 წლის ბოლოსათვის 15,100 იყო. აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რეალურად რამდენად არის მოთხოვნა კლინიკებზე, თუ საწოლების დატვირთვის კოეფიციენტს შევხედავთ, რომელიც 55-60%-ს არ აღემატება, ნათლად ჩანს, რომ სტაციონარების რაოდენობა არა მოთხოვნის საფუძველზე, არამედ ბიუჯეტის ხარჯზე ბიზნესის კეთების მოტივით არის გაზრდილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6642849&name=20.01.2020+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

20.01.2020

მედიასაშუალება: ალია

"ორივე ფილტვის ანთება აქვს - არ დააწვინეს, არც წამალი დაუნიშნეს- სოც. დაუცველია!"

სოციალური ქსელის მომხმარებელი, სახელით „არსო ევა“, „ფეისბუქის“ საჯარო ჯგუში „სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფი“ წერს: „ხალხო გაოგნებული ვარ, აი შოკიდან კიდე ვერ გამოვედი ასეთი უპასუხისმგებლო როგორ უნდა იყო ექიმი ვერ ვხვდები. მეზობლის გოგო გაგვიხდა ცუდად, ჰაერის უკმარისობა და მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, გამოვიძახეთ სასწრაფო. 1 საათზე მეტხანს ველოდეთ არ მოვიდა იძულებულები გავხდით წაგვეყვანა მანქანით, რუსთავში კერძოდ აზოტის საავადმყოფოში მივიყვანეთ.. გასინჯეს ანალიზები აუღეს რენტგენი გადაუღეს და უთხრეს რომ ჰქონია ორივე ფილტვის ანთება, ბრონხების ანთება და +ამას შხამიანი ჩიყვი, ბეწვზე ხარ გადარჩენილი გაგუდვასო, 2 საათში გოგო გამოუშვეს უკან იმის გამო რომ იყო სოციალურად დაუცველი და არ უწევდა თანხის გადახდა, ამასთანავე არც დანიშნულება მისცეს რომ ემკურნალა, ალერგიულია და ყველანაირ ანტობოიტიკს ვერ სვავს.. აი შოკში ვარ ვერ ვხვდები რა უნდა გავაკეთო ამ დროს, დღეს იგივე დაემართა სუნთქვა შეეკრა ვერ სუნთქავდა ითიშებოდა ისევ სასწრაფო და ისევ 1 საათიანი ლოდინი დღეს სამწუხაროდ მანქანა აღარ იყო აქ.. რა ვქნა ვის მივმართო ექიმის უპასუხისმგებლობისთვის?“

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6642831&name=20.01.2020+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

20.01.2020

მედიასაშუალება: რეზონანსი

კაცი, რომელსაც ყირიმ კონგოს სიმპტომები აღენიშნებოდა, გარდაიცვალა

39 წლის ახალციხელი კაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გადაიყვანეს, გვიან ღამით გარდაიცვალა. მას მწვავე ლეიკემიის ფონზე ტვინის შეშუპება განუვითარდა. ა.ბ.-მ თავდაპირველად ახალციხის რეფერალურ კლინიკას მიმართა. მას ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელების ყველა სიმპტომი აღენიშნებოდა. მაღალი სიცხე, კუნთების ტკივილი, სისხლდენა ცხვირიდან, პირიდან და ყურებიდან. მედიკოსებმა დაავადებაზე ეჭვი სწორედ ამის გამო მიიტანეს და თბილისში, დამატებითი კვლევებისთვის გააგზავნეს. საუნივერსიტეტო კლინიკაში კაცს ყირიმ კონგო ლაბორატორიულად არ დაუდგინდა, თუმცა მისი მდგომარეობა, ექიმების შეფასებით კრიტიკული იყო. რამდენიმე დღე ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6642325&name=20.01.2020+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

​