| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-19.12.2019 |
| Received On : | 19.12.2019 09:08 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 19.12.2019
ტელევიზია
19.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
„მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა.“- ეს თქვა 28 ოქტმბერს ჯანდაცვის მინისტრმა და არც ისე დიდი შუალედით მალევე მიაყოლა რომ მისთვის მიუღებელია ზოგადად ჯანდაცვა განვიხილოთ როგორც ბიზნესი და თან მომგებიანი ბიზნესი. ამ შუალედში ჯანდაცვის სამინისტრომ ცვლილებებზე იმუშავა, 520-ე დადგენილება დაწერა და აამოქმედა კიდეც. სექტორი ბიზნეს რისკების გარდა ამ დადგენილებით პაციენტების დაცულობაზეც და ხარისხიანი მომსახურების გაცემის რისკებზეც შეშფოთდა. შორიდან გადაძახილის შემდეგ შეხვედრა შედგა, მინისტრი სტუმრებს კითხვებით დახვდა.ამ დროისათვის შედეგი ასეთი 520-ე დადგენილება არ გადაიხედება. არის თუ არა ბიზნესი ჯანდაცვა და ეკატერინე ტიკარაძის რეფორმა მომგებიანობისთვის აწესებს შეზღუდვებს თუ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხარისხს უქმნის პრობლემას?
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6558664
---
19.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
ჯანადაცვის სამინისტროში მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის დელეგაციას უმასპინძლეს. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. სამინისტროს პრესასამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის და ჯანმრთელობის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდნენ. მხარეებმა ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლო სფეროებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსაც. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა პროდუქტიულად შეაფასა. თამარ გაბუნია:„ჯანდაცვის რეფორმის პროცესში მონაწილეობა, ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმის საკითხები, ასევე ხარჯების დადგენის, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, ეს არის ყველა ის სფერო, რაზეც ჩვენ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად, მოკლე ხანში, გვექნება მუშაობის დაწყების საშუალება". შეხვედრას მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც ესწრებოდა, თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია. გუშნ ჯანდაცვის სამინისტროში კიდევ ერთი შეხვედრა შედგა, რომელიც პრობლემური 520-ე დადგენილების საკითხების გადაწყვეტას ემსახურებოდა. ჯანდაცვის განვითარების საბჭოს პირველი სხდომა უშედეგოდ დასრულდა. მინისტრმა პასუხების ნაცვლად ჯანდაცვის სექტორს კითხვები თავად დაახვედრა. მინისტრის თქმით, სამინისტრო რაიმე დათმობაზე სავარაუდოდ აღარ წავა. 520-ე დადგენილებაშ ცვლილებები შევა და დეფიბრილატორის გამოყენება კლინიკებში დაქტიური დანახარჯების მიხედვით ანაზღაურდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში კი, განფასება თავიდან უნდა მოხდეს. ეკატერინე ტიკარაძე:"რჩება ორი კრიტიკული მომენტი, რომელიც ეხება დეფიბრილატორებს და გადაუდებელ დახმარებას, რეანიმაციას. დეფიბრილატორის შემთხვევაში შევთავაზეთ კლინიკებს, რომ მოხდება ფაქტობრივი ხარჯების დათვლა და ანაზღაურება, ხოლო კრიტიკულ შემთხვევებში პროფესიული მედიცინის წარმომადგენლები ჩვენ შემოგვთავაზებენ განფასებისთვის კოდს, რომელსაც ისინი, დღესდღეობით, კრიტიკულად თვლიან".
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6558277
---
19.12.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 12:00
როგორ უნდა გაუმჯობესდეს მოზარდების დაკითხვის წესი და რა უნდა შეიცვალოს . პრემიერი შესაბამის უწყებებს დავალებებს აძლევს და უწყებათაშორისი კომისიის პირველ შეხვედრას დღეს 18:00 საათზე აანონსებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6558806
რუსთავი 2 - კურიერი 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6558524
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6558504
---
19.12.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა:ახალი ამბები 10:00
ოკუპირებული ახალგორიდან პაციენტი გადმოიყვანეს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6558861
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6558542
---
18.12.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
მთავრობის 520-ე დადგენილების გამო გამოხატული უკმაყოფილების შემდეგ დღეს საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს, საკანონმდებლო ორგანოსა და კლინიკების წარმომადგენლებმა ახალ ფორმატში დადგენილების ხარვეზები ერთად განიხილეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6557971
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6557932
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 21:30- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6557979
I არხი - ბიზნესპარტნიორი- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6557586
I არხი -მოამბე 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6556850
ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6556873
ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6557486
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6557304
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6557259
---
18.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
მოზარდის გარდაცვალება - გამოხმაურება. ეკატეინე ტიკარაძის განცხადება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6557667
მაესტრო-21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6557985 (მესამე ვიდეო ფაილი) I არხი-21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6557929 (მეორე ვიდეო ფაილი)
იმედი-20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6557859 (მეოთხე ვიდეო ფაილი)
ტვპირველი-22:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6558059 (მეროე ვიდეო ფაილი)
---
18.12.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
გრიპის ვირუსის შემთხვევების მატება ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეინიშნება, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ეს მატება წინა წლებთან შედარებით ნაკლებია. პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის, ქვეყანაში გამოჩნდა გრიპის სამივე ქვეტიპი, რომელთა შორის, წამყვანი B ტიპის ვირუსია. ცირკულირებს ასევე, H3 და H1, თუმცა წამყვან ვირუსად რჩება რონოვირუსი, რომელიც სურდოთია გამოხატული და მსუბუქად მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, აუცილებელია, ვირუსით დაავადებული ადამიანის სახლში დარჩენა, ხელების ხშირი დაბანა და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავება. გართულების ალბათობა ნებისმიერი ვირუსის არსებობის შემთხვევაში არსებობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამით მაღალი რისკ-ჯგუფის 90 ათასი ადამიანი, კერძო სექტორში კი - დაახლოებით, 40 ათასი ადამიანი აიცრა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6557972
იმედი- ქრონიკა 14:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6556937
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6557831
---
18.12.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 15:00
აღმოჩნდა, რომ ლუკა სირაძე არ იყო ერთადერთი მოზარდი, რომელმაც საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ თავის მოკვლა სცადა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6556954
---
18.12.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 21:00
საოკუპაცო რეჟიმის კიდევ ერთი მსკვერპლი. თვეების განმავლობაში ახალგორიდან სამხედროებმა მძიმე პაციენტი თბილისისკენ არ გამოატარეს. შოთა დრიაევი, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიორებოდა, ცხინვალის კლინიკაში მოათავსეს, სადაც მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და ექიმების ყველა მცდელობა გადაერჩინათ მამაკაცი უშედეგო აღმოჩნდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6557852
---
ინტერნეტი
19.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/seleqtiuri-kontraqtirebisas-romel-klinikebs-eqnebat-sayoveltao-jandacvashi-monawileobis-shesadzlebloba-/45557/
სელექტიური კონტრაქტირებისას რომელ კლინიკებს ექნებათ საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობის შესაძლებლობა?
საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს პირველ სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობისთვის სელექტიური კონტრაქტების შემოღება განიხილეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განუცხადა, შეხვედრაზე სელქტიური კონტრაქტირების პირობები სამი დიდი ქალაქის - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის განიხილეს. "დღევანდელ გათვლებზე დაყრდნობით, რენტაბელური ეფექტურობის გარანტიას იძლევა პირველადი ჯანდაცვის ის დაწესებულება, რომელსაც მიმაგრებული ჰყავს 13 000 და მეტი მოსახლეობა. არის უბნები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა აღემატება 7000-ს. ამ უბნებსაც აქვთ კარგი პოტენციალი იმისთვის, რომ დაიმატონ და მოიზიდონ მოსახლეობა და ისინიც მიიღებენ პროგრამაში მონაწილეობას. ნაკლები პერსპექტივაა იმ კლინიკებისთვის, სადაც ფრაგმენტული სერვისის მიწოდება ხდება და არის რისკი იმისა, რომ ხარისხი არ იყოს დაცული პირველად ჯანდაცვაში. ასევე გათვალისწინებული იქნება მოთხოვნები პრევენციული სერვისების წარმოებასთან მიმართებაში, როგორიც გახლავთ იმუნიზაციაზე მოთხოვნა, ასევე შიდსი, ცე ჰეპატიტი და ტუბერკულიოზის კლინიკის პროგრამები და ადამიანური რესურსის უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა", - განმარტა გაბუნიამ. ცნობისთვის: სელექტიური კონტრაქტირების შემოღებისას, ჯანდაცვის უყწება, სამედიცინო დაწესებულებებთან ხელშეკრულებას გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში გააფორმებს.
---
19.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/eqsperimentebs-atareben-chvenze-ramdenad-dzviris-gadaxda-shegvidzlia-wamalshi
„ექსპერიმენტებს ატარებენ ჩვენზე, რამდენად ძვირის გადახდა შეგვიძლია წამალში“
ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიზეზთა შორის ხშირად ლარის კურსი სახელდება, რადგან საქართველოში უმეტესწილად იმპორტირებული მედიკამენტები შემოდის და რაც აქ იწარმოება, ხშირად ისიც უცხოეთში ნაყიდი ნედლეულით. თუმცა ზოგ მედიკამენტზე ფასი ხუთჯერ მეტად გაიზარდა, ვიდრე ლარის გაუფასურების მთელი წლის მაჩვენებელი იყო. ექსპერტები ამის მიზეზად ფარმაცევტულ სექტორში არსებულ ოლიგოპოლიასა და კომპანიებს შორის კარტელურ გარიგებებს ასახელებენ. ლაპარაკია, რომ საქმე გვაქვს ფარმაცევტული კომპანიებისა და სამკურნალო დაწესებულებების ალიანსთან, რაც ხელოვნურად ზრდის ფასებს და ჭარბი, ხშირად პაციენტისთვის არასაჭირო მედიკამენტის რეალიზაციას უწყობს ხელს. შედეგად ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი მხოლოდ სამი მსხვილი კომპანიის ბრუნვამ შარშან 1,6 მილიარდ ლარს მიაღწია. მარინა ბერაძე, ჯანდაცვის ექსპერტი, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი და ორგანიზაცია „გვახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დამფუძნებელი: - მედიკამენტების ფასების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლებელია იყოს ლარის კურსი, მაგრამ არა ფასების ზრდის ერთადერთი მიზეზი. საქართველოში ფარმაციის სფერო უკვე რამდენიმე ათეული წელია, ფაქტობრივად, დერეგულირებულია. შესაბამისად, პრობლემამ, რომელიც 30 წლის წინ შედარებით მცირე იყო, უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა და მასთან ბრძოლაც უფრო რთული იქნება. ფარმაცევტული სექტორის მოწესრიგების მთავარი მიზანი ის არის, რომ მოსახლეობამ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტები უნდა მიიღოს. თუ ეს პირობა არ შესრულდა, ჯანდაცვის არც ერთ რეფორმას აზრი არ ექნება.ფარმაცევტულ სექტორს ძლიერი საკანონმდებლო ბაზა უნდა არეგულირებდეს, რადგან ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, არამედ მეცნიერებაცაა. მაგალითად, რეცეპტს, რომელსაც ექიმი გვიწერს, რამდენიმე დანიშნულება აქვს: ეს არის სამედიცინო დანიშნულების დოკუმენტი და ასახავს წამლის დოზასა და მკურნალობის რეჟიმს; ეს აგრეთვე არის იურიდიული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც რეცეპტის გამომწერი იღებს პასუხისმგებლობას მკურნალობის პროცესზე, მის შედეგებსა და მკურნალობასთან დაკავშირებულ გვერდით მოვლენებზე; რეცეპტი არის სამედიცინო სტატისტიკისთვის ინფორმაციის შეგროვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რისი წარმოებაც ჩვენთან საერთოდ არ ხდება. ყველა ეს ფაქტორი მიანიშნებს, რომ ფარმაცია არ არის წმინდა წყლის ბიზნესი და არ შეიძლება მას „იყიდე-გაყიდეს“ პრინციპით მივუდგეთ.საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს, რომ ექიმმა რეცეპტში წამლის გენერიკული დასახელება მიუთითოს და არა მისი სავაჭრო სახელწოდება. სხვა ნებისმიერ ქვეყანაში ეს კანონდარღვევად ჩაითვლებოდა, ჩვენთან კი მიღებული პრაქტიკაა, რაც ხელს უწყობს ორი მანკიერების დაკანონებას - წამლის გაძვირებას ექიმზე ან ფარმაცევტულ კომპანიაზე ბონუსის გაცემის მიზნით და პაციენტის უფლებების დარღვევას, რადგან მას თავისუფალი არჩევნის შესაძლებლობა ესპობა - აირჩიოს პრეპარატი თავად რეცეპტში მითითებული აქტიური ნივთიერების მიხედვით. არსებობს ერთმანეთთან შეუთავსებელი მედიკამენტების სახელმძღვანელოები, ინტერნეტსივრცეშიც არის ამ ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობა, სადაც აქტიური ნივთიერებების ურთიერთქმედებაზეა საუბარი და არა მათ სავაჭრო დასახელებაზე. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რეცეპტში მედიკამენტი მისი აქტიური ნივთიერების სახელწოდებით უნდა იყოს მითითებული. დღეს ფარმაცევტულ კომპანიას ყველა გზა და საშუალება აქვს გახსნილი, რათა წამლებზე ფასი საკუთარი შეხედულებისამებრ გაზარდოს, რადგან სახელმწიფო ვერ ერევა ფასწარმოქმნის პროცესში. ყველა განვითარებულ ქვეყანაში აკრძალულია, ერთი სუბიექტის ხელში იყოს ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება, საბითუმო და საცალო რეალიზაცია, ხოლო ის, რომ იმავე ბიზნესსუბიექტს ჰქონდეს სამედიცინო დაწესებულება და სადაზღვევო კომპანიაც, ხომ წარმოუდგენელია. ჩვენთან კი ამ ჩამონათვალს ბანკები და სამშენებლო ბიზნესიც ემატება და ეს ყველაფერი ერთი ჰოლდინგური კომპანიის ქოლგის ქვეშ იყრის თავს. რეგულაციების არარსებობით სახელმწიფომ თავად შეუწყო ხელი მონოპოლიური მონსტრების ჩამოყალიბებას, რომელთა წინაშეც პაციენტი უფლებააყრილია. ექიმი, რომელიც ამ ბიზნესმონსტრზე მუშაობს, ვალდებულია მისი დამქირავებლის ინტერესი გაატაროს და არა პაციენტის. ასე რომ, ლარი-დოლარის კურსის გარდა, ბევრი სხვა ფაქტორია, რაც წამლის გაძვირებას იწვევს და რადგან ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებზე ლაპარაკი არ სურთ მავანთ, ყველაფერს დოლარის კურსს აბრალებენ. თუ მხოლოდ ეს არის წამლების გაძვირების მიზეზი, რატომ არ იაფდება მედიკამენტები მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა მყარდება? - იმას, რომ ჩვენთან ფარმაცევტული კომპანიები ზემოგებაზე მუშაობენ, დადასტურება სჭირდება. გვაქვს რამე ხელჩასაჭიდი, რომ ფარმაცევტული კომპანიები არაკეთილსინდისიერებაში დავადანაშაულოთ? - არსებობს სხვადასხვა დროს მოწყობილი არაერთი კვლევა, წამლების საკონტროლო შესყიდვა, რომლის ავტორები უმეტესად დაინტერესებული კერძო პირები ან არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ყველა ეს კვლევა და კიდევ ბევრი კონკრეტული ფაქტი ადასტურებს, რომ ფარმაცევტული კომპანიები ზემოგებებზე მუშაობენ. კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარს სწავლობს და მათ შორის, წამლების ფასწარმოქმნის საკითხსაც. ეს სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო. ველოდებით კვლევის შუალედური შედეგების გამოქვეყნებას. დარწმუნებული ვარ, თუ კვლევა ობიექტური იქნება, დადასტურდება ყველა ის ფაქტი, რაზეც წლებია ვლაპარაკობთ. არა მხოლოდ იმპორტირებული, არამედ საქართველოში წარმოებული მედიკამენტებიც კი მეზობელ სომხეთში უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში, რადგან იქ ფარმაცევტული სექტორი რეგულირდება და კანონით ერთმანეთისგან გამიჯნულია საცალო და საბითუმო ფასები. ამ ბოლო დროს ჩვენი მოქალაქეები თურქეთში გადადიან წამლის საყიდლად, რადგან იქ ზოგჯერ ოთხ-ხუთჯერ უფრო იაფია. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ საქართველოს საბაჟოზე თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზე კერძო პირებს ფასთა სხვაობას ახდევინებენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ფარმაცევტული ბიზნესმონსტრები ყველა ხერხს იყენებენ, რათა არ მისცენ განვითარების შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს. - იმას, რომ ჩვენთან ფარმაცევტული კომპანიები ზემოგებაზე მუშაობენ, დადასტურება სჭირდება. გვაქვს რამე ხელჩასაჭიდი, რომ ფარმაცევტული კომპანიები არაკეთილსინდისიერებაში დავადანაშაულოთ? - არსებობს სხვადასხვა დროს მოწყობილი არაერთი კვლევა, წამლების საკონტროლო შესყიდვა, რომლის ავტორები უმეტესად დაინტერესებული კერძო პირები ან არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ყველა ეს კვლევა და კიდევ ბევრი კონკრეტული ფაქტი ადასტურებს, რომ ფარმაცევტული კომპანიები ზემოგებებზე მუშაობენ. კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარს სწავლობს და მათ შორის, წამლების ფასწარმოქმნის საკითხსაც. ეს სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო. ველოდებით კვლევის შუალედური შედეგების გამოქვეყნებას. დარწმუნებული ვარ, თუ კვლევა ობიექტური იქნება, დადასტურდება ყველა ის ფაქტი, რაზეც წლებია ვლაპარაკობთ. არა მხოლოდ იმპორტირებული, არამედ საქართველოში წარმოებული მედიკამენტებიც კი მეზობელ სომხეთში უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში, რადგან იქ ფარმაცევტული სექტორი რეგულირდება და კანონით ერთმანეთისგან გამიჯნულია საცალო და საბითუმო ფასები. ამ ბოლო დროს ჩვენი მოქალაქეები თურქეთში გადადიან წამლის საყიდლად, რადგან იქ ზოგჯერ ოთხ-ხუთჯერ უფრო იაფია. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ საქართველოს საბაჟოზე თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზე კერძო პირებს ფასთა სხვაობას ახდევინებენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ფარმაცევტული ბიზნესმონსტრები ყველა ხერხს იყენებენ, რათა არ მისცენ განვითარების შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს. - სახელმწიფო ხომ ცდილობს, მედიკამენტები ხელმისაწვდომი იყოს? მაგალითად, სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გარკვეული კატეგორიის სოციალურ ჯგუფებს აძლევს შესაძლებლობას, 45 დასახელების წამალი 1 ლარად შეიძინოს. - ეს მართლაც დადებითი ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ ხომ შედეგი გვინდა, რათა რეფორმაც წარმატებული იყოს და მოსახლეობაც კმაყოფილი. ჩვენ ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო) წევრი სახელმწიფო და მისი წესები გვაქვს მიღებული. ერთ-ერთი ასეთი წესის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა. ჯანმოს მედიკამენტების სია 300-ზე მეტი დასახელების პრეპარატისგან შედგება და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ ნუსხას ყოველ ორ წელიწადში აახლებს. ამ წამლებზე ხელმისაწვდომობა გულისხმობს, რომ მთავრობა ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს და ყველაზე მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის ეს წამლები უფასოა, დანარჩენი მოსახლეობისთვის კი ძალიან იაფი, რადგან ეს ყოველდღიური მოხმარების პრეპარატებია. 300-სთან შედარებით 45 დასახელების პრეპარატი ზღვაში წვეთია, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ჯანმოს სიაში ქრონიკული დაავადებების წამლები გენერიკული სახელწოდებებით არის მითითებული, ჩვენთან სახელმწიფომ კი ამ სიაში წამლები ბრენდული სახელწოდებით შეიტანა. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ სახელმწიფო შესყიდვებით ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს კი არ ეხმარებიან, არამედ კონკრეტულად რომელიმე შემომტანს, სააფთიაქო ქსელს უწყობენ ხელს. ჯერ ერთი, როცა სახელმწიფო ფარმაცევტული კომპანიების მიერ დადგენილი ფასით ყიდულობს წამლებს, ბიუჯეტს ეს ძალიან ძვირი უჯდება, ხოლო იმის გამო, რომ სახელმწიფო პროგრამით მხოლოდ კონკრეტული ბრენდული დასახელების მედიკამენტები გაიცემა, ხშირია ქსელში მათი მარაგის ამოწურვის შემთხვევა. ბევრჯერ მინახავს, როგორ დადიან პენსიონერები აფთიაქიდან აფთიაქში სასურველი წამლის საშოვნელად. გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის ეს კომპონენტი იმდენ ბიუროკრატიულ ბარიერს მოიცავს, რომ ძალიან ჯანმრთელი უნდა იყო, ასეთ ფიზიკურ დატვირთვას რომ გაუძლო. - როცა მედიკამენტები და სურსათი ძვირდება, იზრდება მოსახლეობის უკმაყოფილება ხელისუფლებით, მიუხედავად ამისა, არც ერთ ხელისუფლებას არ გადაუდგამს არც ერთი ქმედითი ნაბიჯი, რომ ფარმაცევტული ბიზნესისთვის თამაშის წესები განესაზღვრა. როგორ ფიქრობთ, რატომ სწირავენ მთავრობები ფარმაცევტული კომპანიების კეთილდღეობას საკუთარ რეპუტაციას? - ძალიან რთულია ჩემთვის ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. საშუალო გონებრივი შესაძლებლობის მქონე ადამიანსაც შეუძლია გამოიტანოს დასკვნა, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. წლებია უკვე ამ პრობლემაზე ვლაპარაკობთ და ერთ წრეზე დავდივართ და ვერაფერს მივაღწიეთ. ფაქტობრივად, ექსპერიმენტებს ატარებენ ჩვენზე, რამდენად ძვირის გადახდა შეგვიძლია წამალში. საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც კანონისა და რეგულაციების შემუშავებაზე მუშაობს, არ შეიძლება ფარმაცევტული ბაზრის ლობისტები ისხდნენ. თუ ხელისუფლება სისტემურ ცვლილებებს არ ახორციელებს და ყველასთვის ერთნაირი თამაშის წესებს არ ადგენს, ჩნდება ეჭვი, რომ მასაც აქვს დაინტერესება. არაფრის მოგონება არ გვჭირდება, ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის მაგალითი შეგვიძლია გადმოვიტანოთ. წამლების გაიაფებას პოლიტიკური ნება სჭირდება. მერწმუნეთ ასეთ პირობებში წამლებიც გაიაფდება, ზედმეტი წამლების გამოწერის შემთხვევებიც აღარ იქნება და მოსახლეობაც წამლებზე ნაკლებს დახარჯავს.
---
19.12.2019
პრემიერ-მინისტრი 15 წლის მოზარდზე - დარწმუნებული ვარ, ინსპექტორის აპარატი ღიად გამოიძიებს საქმეს და არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი
დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ საქმეს ისე, რომ არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს დავალებები მიეცემათ. „კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ საქმეს ისე, რომ არ დარჩება არცერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში, შესაბამისი დავალებები მიიღო ყველა უწყებამ, რომ სრულად ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან“,- განაცხადა გახარიამ. როგორც გახარიამ განაცხადა, შსს-მ მოზარდების დაკითხვის და შესაბამისი სივრცის შექმნის მიმართულებით უნდა იმუშაოს, ხოლო განათლების სამინისტრომ ყველა იმ სახელმწიფო მოხელის კვალიფიკაციის ამაღლება უნდა უზრუნველყოს, ვისაც მოზარდებთან შემხებლობა აქვს. „ჩვენ ასევე უნდა გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები. სწრაფად და სისტემურად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და აქ კონკრეტული დავალებები უნდა გავცეთ შესაბამის უწყებებს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების დაკითხვებისა და ამ სივრცის შექმნის თვალსაზრისით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. განათლების სამინისტრომ უნდა იზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართლებით ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის, რომელსაც შემხებლობა აქვს მოზარდებთან. ასევე, იუსტიციის სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე, მაშინ, როდესაც მათ აქვთ სამართალდამცავ სისტემასთან შეხება. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მიმართულებით უნდა იზრუნონ იმ პრობლემებზე, რომელიც ფსიქოლოგიურად მოზარდებთან მუშაობას ეხება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განათლების სამინისტროს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია პროაქტიულად, პრევენციულად იმ პრობლემების აღმოჩენის მიმართულებით, რომელიც მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული“, - განაცხადა გახარიამ.
---
19.12.2019
გიორგი გახარია - დღეს არ არის ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების დრო, დღეს კონკრეტული ნაბიჯების დროა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური შეხვედრა გაიმართება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ამ შეხვედრას დაესწრებიან დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, თუმცა ჩვენ შემდგომი ნაბიჯები უფრო სწრაფად უნდა გადავდგათ. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება სპეციალური შეხვედრა ამ პრობლემატიკაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც დარგის სპეციალისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენელი. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, როცა ჩვენ კოორდინირებულად უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ნაბიჯები და ვფიქრობ, დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, რათა ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს, განათლების გაუმჯობესებისა და სისტემური რეფორმების მიმართულებით, რაც ეხებათ მოზარდებს, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს კიდევ უფრო ეფექტური და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები“, - განაცხადა გახარიამ.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=94762
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/giorgi-gaxaria-dges-ar-aris-dro-tragikuli-movlenebis-politizirebis-dges-aris-dro-konkretuli-nabidjebis
---
19.12.2019
აბაშაში 17 წლის გოგომ წერილი დატოვა და თავი ჩამოიხრჩო
წუხელ აბაშაში 17 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გოგონამ წერილი დატოვა, რის შემდეგაც თავი ჩამოიხრჩო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „შეჩერდით“, - მოუწოდებენ ფსიქოლოგები საზოგადოებას, როცა საქმე სუიციდის რომანტიზებას ეხება. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამ თემის კამპანიური ხასიათით წარმოჩენა ძალიან სახიფათო და გადამდებია. „ყველას მიღმა რჩება სკოლაში დარჩენილი ბავშვები, მათ გარშემო კიდევ სოციუმი. ურთულესი ასაკი და პერიოდია, როდესაც ბავშვი აქამდე მიდის. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. დანარჩენ ბავშვებზე უნდა ვიფიქროთ. არაფრით არ შეიძლება უფროსების მხრიდან უსუსურობის ფრქვევა, გამოუვალობის“, -ამბობს ფსიქოლოგი ქეთი კობალაძე. რედაქციის შენიშვნა ქვეყანაში 2019 წელს სუიციდი და სუიციდის მცდელობის ფაქტები საგრძნობლადა რომ გაზიარდა, ამას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაც ადასტურებს. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, იანვარი–ივნისის მდგომარეობით სუიციდის 207 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო სუიციდის მცდელობა 219 ადამიანს ჰქონდა. რაც შეეხება 2018 წელს - სუიციდის 389 შემთხვევაა აღრიცხული, თვითმკვლელობის მცდელობის კი 477 ფაქტი. კონკრეტულად რა ხდება ადამიანების თვითმკვლელობის მიზეზი, ამაზე ზუსტი ანალიზი ან კვლევა სახელმწიფოში არ გაკეთებულა. საქართველოში არის ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზები, სადაც მსგავს შემთხვევაში რეკავენ ხოლმე: მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88 ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 116 111; 2 421 422 ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)
---
18.12.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/298956-ekaterine-tikaraze-15-wlis-mozardis-gardacvalebaze-eris-tragediaa-ar-arsebobs-mtavrobisa-da-opoziciis-gundi
ეკატერინე ტიკარაძე 15 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე: ერის ტრაგედიაა, არ არსებობს მთავრობისა და ოპოზიციის გუნდი
"ეს არის ერის ტრაგედია, ამ შემთხვევაში არ არსებობს მთავრობისა და ოპოზიციის გუნდი, ამის წინააღმდეგ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ რადგან ეს არის ერის მომავალი", - ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეს სისტემური ხარვეზია და არ შეიძლება მხოლოდ ერთ პიროვნებაზე პასუხისმგებლობის დაკისრება. "ჩემთვის ეს ნამდვილად იყო ძალიან ემოციური, მე ვარ მოზარდის დედა, ჩემი შვილიც რა თქმა უნდა არის საკმაოდ ემოციური ამ ფაქტის მიმართ. ეს იყო ჩემთვის ძალიან ძნელი. მე აუცილებლად ვითანამშრომლებ სხვადასხვა უწყებებთან. ვთლი, რომ ეს არის სისტემური ხარვეზი და არ შეიძლება პასუხისმგებლობა დავაკისროთ მხოლოდ ერთ პიროვნებას. ჩვენ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს სისტემურად. ეს არის ერის ტრაგედია და ამ შემთხვევაში, არ არსებობს მთავრობისა და ოპოზიციის გუნდი. ჩვენ ამის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ. ეს არის ერის მომავალი",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრმა აღნიშნა, რომ სკოლებში სოციალური მუშაკების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აღნიშნული ტრაგედია არ განმეორდეს. "ჩვენს როლს ამ კუთხით ვხედავთ სოციალური მუშაკების ჩართულობით სკოლებში. მეტ-ნაკლები შეხება ჩვენს უწყებას ჰქონდა საჯარო სკოლებთან და არ გვქონია კერძო სექტორის სკოლებთან. მნიშვნელოვანი არის ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების ჩართულობა, რათა გამოვლინდეს ის ხარვეზები, რომელიც სკოლაში არსებობს, ეს იქნება პედაგოგების მხრიდან მოსწავლეთა მიმართებაში თუ თვითონ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი. ის ტრაგედია, რომელიც უკვე დადგა აღარ უნდა განმეორდეს", - განაცხადა ტიკარაძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საჯარო უწყებებს მსგავსი ტიპის სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმის დასახვა და წარმოდგენა დაავალა, რისთვისაც ერთი კვირის ვადა მისცა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სოციალური მუშაკების სკოლებში აქტიური ჩართულობა ევროპაში აპრობირებული პრაქტიკაა. ერთი კვირა კი საკმარისი ვადაა იმისთვის, რომ სამინისტრომ პირველადი ხედვა წარადგინოს, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო დასახვეწი იქნება, შემდეგი ნაბიჯები კი შესათანხმებელი.
ექსპრესნიუს.ჯი-https://expressnews.com.ge/index.php?id=94743&fbclid=IwAR2Ne3tFAVVArlOw7GAdDfQ3bCK-MJoUqNRB3DxNu6bGls5iIP3ZkIkv5ik
რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=113089
---
18.12.2019
„ახალგაზრდა ადვოკატები“ 15 წლის მოზარდზე - საჭიროა სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხისმგებლობის საკითხიც დაისვას
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისში, 15 წლის მოზარდის თვითმკლელობამდე მიყვანის საქმეში ინსტიტუციური პასუხისმგებლობას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსაც აკისრებს და აცხადებს, რომ არასუწლოვანის საქმეში სოციალური მუშაკის ან/და ფსიქოლოგის მონაწილეობის შემთხვევაში, შესაძლოა, ტრაგედიის თავიდან აცილება მომხდარიყო. „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საგამოძიებო უწყების წარმომადგენელთა სავარუდო დანაშაულის ჩადენის შემოწმებასთან ერთად, საჭიროა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხისმგებლობის საკითხიც დაისვას, ვინაიდან გაუგებარია, რატომ არ ესწრებოდა ფსიქოლოგი ან სოცოალური მუშაკი არასრუწლოვანთა საპროცესო მოქმედებების განხორციელებას. სააგენტო ფაქტზე სდუმს, რაც დასახელებულ სამსახურს მორალური და სამართლებრივი არგუმენტებისთვის ყოველგვარ საფუძვლებს აცლის. „ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო არ პასუხობს არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების ინტერესებს და კონკრეტული სოციალური მუშაკების მუშაობა და მოზარდებთან (ბავშვებთან) ურთიერთობის წესი დადგენილ სტანდარტებს ცდება. აღნიშნულზე მიუთითებს საერთო სასამართლოებში არსებული არაერთი საქმე და სოციალური მუშაკების ჩართულობის კრიტიკული გამოვლინებები. ამასთან, ორგანიზაცია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არაეფექტურ საჯარო დაწესებულებათა რიცხვში განიხილავს და სისტემის ძირეულ რეფორმას მოითხოვს. ამასთან, ორგანიზაცია ხაზსს უსმევს იმ კარჩაკეტილობას, რომელიც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საზოგადოებას, სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის არსებობს. სამწუხაროდ, უწყება გადაქცეულია საბჭოური აზროვნების დაწესებულებად და აღნიშნული პირდაპირ ასახვას ჰპოვებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე. ეს სიმართლეა და საზოგადოებისთვის უნდა ითქვას. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, აიღოს მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში სათანადო სპეციალისტების გამორიცხვაზე. მომხდარ ტრაგედიაზე რეალური პასუხისმგებლობა ყველა ინსტიტუციამ და დამნაშავე პირმა უნდა აგოს“,-აღნიშნულია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაში.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/526712
---
18.12.2019
მედიასაშუალება: http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=10083
EMC – დაღუპული მოზარდის ტრაგიკული შემთხვევა სისტემურ გამოწვევებს ააშკარავებს
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) 15 წლის მოზარდის დაღუპვის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ტრაგიკული შემთხვევა სახელმწიფოში არსებულ სისტემურ გამოწვევებს ააშკარავებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საგანმანათლებლო და სამართალდამცავმა სამსახურებმა ვერ შეძლეს მოზარდის ინდივიდუალური საჭიროებების გამოკვეთა და ამ საჭიროებებზე მორგებული მხარდამჭერი სოცილური და ფსიქოლოგიური მიდგომების გატარება. “ცხადია, ამ პირობებში მიუღწეველი რჩება „არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსის“ მიზნები, რომლის ამომავალ პრინციპს მართლმსაჯულების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა წარმოადგენს. ამავდროულად, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას” – აცხადებენ ორგანიზაციაში. მისივე ცნობით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან ცალსახად იკვეთება, რომ პოლიციის განყოფილებაში მოზარდის დაკითხვისას უხეშად დაირღვა პროცესუალური სტანდარტი, რომელიც საგამოძიებო უწყებას ავალდებულებს, რომ არასრულწლოვნის დაკითხვას ესწრებოდეს მისი კანონიერი წარმომადგენელი. ამ პროცესში აგრეთვე შეილახა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი, რაც გულისხმობს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას. "არსებითია სამართალდამცავმა სისტემამ სათანადოდ გაიაზროს დანაშაულების სტრუქტურული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზები და მათ ტრანსფორმაციული, და არა მხოლოდ რეპრესიასა და დასჯაზე ორიენტირებული მიდგომებით გაუმკლავდეს. საქართველოში, სადაც სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა, სოციალური დაუცველობა, სოციალური ფრუსტრაცია მზარდია და მასშტაბური, არ შეიძლება სახელმწიფოს მხოლოდ ადამიანების დასჯაზე ორიეტირებული საპოლიციო პოლიტიკა ჰქონდეს. არსებითია სამართალდამცავმა სისტემამ, სხვა რელევანტურ სოციალურ და განათლების უწყებებთან ერთად, დანაშაულის პრევენციაზე, თემზე და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომებით იმუშავოს. ცხადია, ამ პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას და მხარდაჭერას საჭიროებენ არასრულწლოვნები, რომელთაც სახლემწიფოსგან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა და დაცვა სჭირდებათ. ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებით რეფორმებს და სამართალდამცავ სისტემაში, თუმცა, ეს ძალისხმევა ამ სისტემას უფრო ჰუმანურს, სოციალურ ტრანსფორმაციაზე ორიენტირებულს და სანდოს არ ხდის. ამის მიზეზი პოლიციელების ინდივიდუალური თვითნებობისა და გადაცდომის მიღმა, სახელმწიფოს, როგორც არსებითად დამსჯელი მექანიზმის გაგებაშია. დამსჯელი სახელმწიფოს კონცეფცია ჩვენს პოლიტიკურ ელიტაში გაბატონებული ხედვაა და არსებითად გამორიცხავს მზრუნველი სახელმწიფოს გაგებას, რომელიც ადამიანების და ჯგუფების სოციალურ ტრანსფორმაციაზე, განვითარებაზე და მხარდაჭერაზე უნდა იყოს ორიენტირებული. სიმპტომატურია ისიც, რომ წლების განმავლობაში სოციალური მომსახურების და განათლების სისტემის რეფორმები სუსტი და არაჯეროვანია. ამ სფეროებში დახარჯული რესუსრსების მასშტაბი, სახელმწიფოსთვის მათ არასაკმარის პრიორიტეტულობასაც აჩვენებს. ბუნებრია, რომ ამ პროცესში სუსტი და არასაკმარისია სამართალდამცავი და განათლების და სოციალურიდ დაცვის სისტემების კოორდინაცია და ურთიერთმხარდაჭერა. ლუკა სირაძის ტრაგიკული საქმე არ არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა, რომელიც ააშკარავებს სახელმწიფო უწყებების რეპრესიულ და კარცერულ ბუნებას. ჩვენი გამოცდილება არაერთ მსგავს შემთხვევას გვახსენებს (მათ შორის, დემურ სტურუას, ა. კვირიკაშვილის საქმეები) და საზოგადოებას კვლავაც არ აქვს პასუხები, თუ რა ზომები მიიღო სახელმწიფომ წარსულში მსგავს ტრაგედიებზე", –აცხადებენ ორგანიზაციაში. EMC მოუწოდებს: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე ეფექტიანად, ჯეროვნად და დროულად გამოიძიოს და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროგრესის შესახებ საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია; გამოძიების პროცესში არსებითად დაინახოს ყველა საჯარო რგოლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, სამართლიანი რეაგირების ზომები მიიღოს; საქართველოს მთავრობას სხვადასხვა აქტორების მონაწილეობით გააანალიზოს არასრულწვლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზები და სხვადასხვა უწყებების კოორდინირებით შეიმუშავოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს; სკოლებში გაძლიერდეს ფსიქოლოგიური და სოციალური დაცვის სამსახურები და მოსწავლეთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა დაინერგოს. დანაშაულთა ბრძოლის პოლიტიკაში გაიაზროს დანაშაულის სტრუქტურული სოციალური მიზეზები და გააძლიეროს სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციისა და ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული მუშაობა.
---
18.12.2019
მედიასაშუალება: https://www.amerikiskhma.com/a/georgia-statistic-mia-sucide-/5210362.html?fbclid=IwAR1LxGXe_Jyk7DhpfFYcyOq01HT80E8Q3KVMSXAJm-rvNMJ_82XBQYf4htU
არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის სტატისტიკა საქართველოში
---
18.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/komersanti-am-cxovrebis-dedac-qartuli-ocnebis-saqmianobis-top-20-negatiuri-shedegi
#ამცხოვრებისდედაც - „ქართული ოცნების“ საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი
---
18.12.2019
ნინო ლომჯარია - გამოძიებისას არასრულწლოვნების ჩვენებების დაპირისპირებაც მოხდა, რაც დამატებითი სტრესი და ფსიქოლოგიური იძულებაა
სახეზეა ნიშნები, რომ დარღვეული იყო არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კანონმდებლობა და სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნებზე ზეწოლასა და იძულებას ჩვენებების მისაცემად, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროს ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ამასთან, ლომჯარიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სახალხო დამცველს გამოძიების საქმის მასალების გაცნობის საშუალებას მისცემს. „ჩემი შთაბეჭდილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ინსპექტორმა გამოთქვა მზაობა, რომ სრულად მოგვცეს წვდომა გამოძიების მასალებზე და ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან. ჩვენ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს. ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, თუმცა არის მთელი რიგი გარემოებები, რასაც სჭირდება შესწავლა. ამ გამოძიებამ დაადასტურა ის დარღვევები, რითიც წარიმართა არასრულწლოვნების გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში. ნამდვილად სახეზეა ნიშნები, რომ დარღვეული იყო არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კანონმდებლობა და სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნებზე ზეწოლას და იძულებას ჩვენებების მიცემაზე. გამოკითხვის დრო და ხანგრძლივობაც საეჭვოა. სავარაუდოდ, ღამის საათებში ჩატარდა, რაც ასევე არღვევს ამ კანონმდებლობას. იქ არ იყო შექმნილი ფსიქოლოგიური იძულებისგან თავისუფალი გარემო. არასრულწლოვნების ჩვენებების დაპირისპირებაც მოხდა, რაც დამატებითი სტრესი და ფსიქოლოგიური იძულება იყო, ეს კი კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, პირები რომლებიც დაიკითხნენ პოლიციის განყოფილებაში, არ იყვნენ ინფორმირებული, რომ იყო ნებაყოფლობითი გამოკითხვა. „როდესაც ვსაუბრობ არასრულწლოვნებზე, ვგულისხმობ ლუკასაც და სხვა ბავშვებსაც, რომლებიც გამოკითხეს პოლიციაში და, რომელთა მიმართაც დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნები. ვფიქრობ, ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა და იძულება, რამაც მათ ტრავმა მიაყენა. ეს იყო ნებაყოფლობითი გამოკითხვა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, რაც მივიღე ინსპექტორის აპარატში, არც არასრულწლოვანი, არც მისი კანონიერი წარმომადგენელი და არც სხვა არასრულწლოვნები ინფორმირებული არ იყვნენ. მათი ქცევა მიანიშნებს, რომ მათ ეგონათ, ეს იყო სავალდებულო და უნდა მიეცათ ჩვენება პოლიციისთვის“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
---
18.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/jandacvis-ministri-eqspertebs-akritikebs---ritia-ukmayofilo-ekaterine-tikaradze/45530/
ჯანდაცვის მინისტრი ექსპერტებს აკრიტიკებს - რითია უკმაყოფილო ეკატერინე ტიკარაძე?
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ არც ერთ ექსპერტს არ გასჩენია სურვილი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის განვითარების პერსპექტივების დანახვაში ჩართულიყო. ამის შესახებ ტიკარაძემ ჯანდაცვის განვითარების საბჭოს პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომ 2012 წელს, როცა ჩვენი მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას იწყებდა და მოეწყო განხილვა, ამაში რამდენიმე სამედიცინო ექსპერტი იყო ჩართული. პროგრამა 7 წელი საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებდა; მას შემდეგ არც ერთ ექსპერტს არ გასჩენია სურვილი, რომ ჩართულიყო საყოველთაო ჯანდაცვის განვითარების პერსპექტივების დანახვაში და ახალი გზების გამოვლენაში, თუმცა ახლა საზოგადოება ძალიან გააქტიურდა, რაც ძალიან კარგია არა მხოლოდ თითოეული დარგის განვითარებისთვის, არამედ თვითონ ჯანდაცვის სპეციფიკიდან გამომდინარე, სფეროს განვითარებისთვის. მოხარული ვარ, რომ შევძელით და ვიყავით კატალიზატორი იმისთვის, რომ ამდენად დიდი ინტერესი არის უკვე ჯანდაცვაზე და ეს აუცილებლად წაადგება როგორც დარგს, ისე - მოსახლეობასაც“, - განაცხადა ტიკარაძემ.
---
18.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ekaterine-tikaradze-yvela-adamiani-shecdomebze-swavlobs/45529/
ეკატერინე ტიკარაძე: ყველა ადამიანი შეცდომებზე სწავლობს
"ყველა ადამიანი შეცდომებზე სწავლობს, ალბათ საკომუნიკაციო პლატფორმა ვერ იქნა სწორად წარდგენილი საზოგადოებისთვის", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის განვითარების საბჭოს პირველი სხდომის დაწყებისას განაცხადა. მინისტრი გამოეხმაურა კომუნიკაციებთან პრობლემების არსებობასთან დაკავშირებით მედიის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებებს. „ჩვენ დავდექით იმ ფაქტის წინაშე და ყველა ადამიანი ალბათ შეცდომებზე სწავლობს, რომ საკომუნიკაციო პლატფორმა ალბათ ვერ იქნა სწორად წარდგენილი საზოგადოებისთვის, რის გამოც კომუნიკაციის სიმწირეზე უკმაყოფილება გამოიხატა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკომუნიკაციო პლატფორმა შეიცვლება ჯანდაცვის განვითარების საბჭოთი. შესაბამისად, თუ საკომუნიკაციო პლატფორმის ფორმატში ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ პრობლემატიკა წამოსულიყო თქვენგან და გვეთანამშრომლა ყველანაირი იერარქიის გაუთვალისწინებლად, ვყოფილიყავით თქვენი წევრები, ამ შემთხვევაში საბჭოს აქვს თავისი ფორმატი და უკვე დღის წესრიგებს დავადგენთ ხოლმე ჩვენ. ეს იქნება გარკვეულწილად გახსნილი მედიისთვის, რათა შემდგომში არ იყოს ხოლმე ბრალდებები, როგორიც იყო და მე ვთვლი, რომ ეს იყო ბრალდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
---
18.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/gvindoda-ierarqiis-gautvaliswineblad-gvetanamshromla-ukve-dgis-wesrigs-davadgent-chven/45531/
„გვინდოდა, იერარქიის გაუთვალისწინებლად გვეთანამშრომლა, უკვე დღის წესრიგს დავადგენთ ჩვენ“
"გვინდოდა, ყველანაირი იერარქიის გაუთვალისწინებლად გვეთანამშრომლა, უკვე დღის წესრიგს დავადგენთ ჩვენ" - ამ სიტყვებით მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ჯანდაცვის განვითარების საბჭოს პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც მინისტრმა თქვა, საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ კომუნიკაციასთან დაკავშირებით არაერთი ბრალდება გაჟღერდა. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკომუნიკაციო პლატფორმა შეიცვლება ჯანდაცვის განვითარების საბჭოთი. შესაბამისად, თუ საკომუნიკაციო პლატფორმის ფორმატში ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ პრობლემატიკა წამოსულიყო თქვენგან და გვეთანამშრომლა ყველანაირი იერარქიის გაუთვალისწინებლად, ვყოფილიყავით თქვენი წევრები, ამ შემთხვევაში საბჭოს აქვს თავისი ფორმატი და უკვე დღის წესრიგებს დავადგენთ ხოლმე ჩვენ. ეს იქნება გარკვეულწილად გახსნილი მედიისთვის, რათა შემდგომში არ იყოს ხოლმე ბრალდებები, როგორიც იყო და მე ვთვლი, რომ ეს იყო ბრალდება", - განაცხადა ტიკარაძემ. საბჭოს პირველ სხდომაზე, სავარაუდოდ, განხილვის მთავარი თემა მთავრობის 520-ე დადგენილება იქნება.
---
18.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/kardiologi-520-e-dadgenilebis-shecherebaze-saubari-aris-tumca-jandacvis-saministro-winaagmdegia-/45536/
კარდიოლოგი: 520-ე დადგენილების შეჩერებაზე საუბარი არის, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო წინააღმდეგია
520-ე დადგენილების შეჩერებაზე საუბარი არის, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო წინააღმდეგია, - ამის შესახებ ჩაფიძის კლინიკის კარდიოქირურგიული განყოფილების უფროსმა ზვიად ბახუტაშვილმა ჯანდაცვის განვითარების საბჭოს სხდომაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კარდიოლოგიურ განყოფილებაში ყველაზე კრიტიკული ნაწილი სარქვლოვანი ოპერაციებია. „დეფიბრილატორებთან დაკავშირებით უკვე დაუშვეს გარკვეული გამონაკლისი, ხოლო 520-ე დადგენილების შეჩერებაზე საუბარი არის, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო წინააღმდეგია. რაც შეეეხება დანარჩენ კრიტიკულ პოზიციებს, აქ გაჟღერდა, რომ ორი სამუშაო ჯგუფია ჩამოყალიბებული და ამ სამუშაო ჯგუფებში მოგვიწევს პოზიციების, კალკულაციების შესაბამისობის დადგენა. თუ შესაცვლელი იქნება და, სავარაუდოდ, პოზიციებს დავუმტკიცებთ და იმასაც, სავარაუდოდ, ცვლილება მოჰყვება. დადგენილების კრიტიკული ნაწილი არის სარქვლოვანი ოპერაციები. საკმაოდ განებივრებული ვართ და ჩვენს ქვეყანაში ტარდება საკმაოდ რთული რეკონსტრუქციები, რომლებიც რამდენიმე სარქველის, აორტის და მაგისტრალური სისხლძარღვების პროტეზირებას და პლასტიკას გულისხმობს; ამ ოპერაციებში პირდაპირი მატერიალური დანახარჯი ძალიან მაღალია. სამინისტროს მიერ მოცემულ მონაცემებში წერია მშრალად - ორი და მეტი სარქველი, ეს შეუძლებელია, რადგან თითოეული სარქველი რამდენიმე ათას ლარიან დანახარჯთან არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში, ეს პაციენტები უნდა წავიდნენ საზღვარგარეთ ან დარჩებიან სამედიცინო მომსახურეობის გარეშე. იმედი მაქვს, ამ პოზიციებზე ვისაუბრებთ. ასევე, იმედი მაქვს, რომ ვისაუბრებთ ბიოლოგიურ სარქველზე, რაც ორჯერ ძვირია და თითოეულს აქვს თავისი ჩვენება. არავინ ითხოვს აღმატებულ სარქველს, უბრალოდ ყველას აქვს თავისი ჩვენება, ასაკობრივი და ა.შ. იმედი მაქვს, ეს საკითხი მოგვარდება“, - განაცხადა ბახუტაშვილმა. გარდა ამისა, ექიმი იმედს გამოთქვამს, რომ სამუშაო ჯგუფების მუშაობის ხელოვნურად გაწელვა არ მოხდება. „რაც შეეხება სელექტიურ კონტრაქტირებას, დასადგენია ლიცენზირების პირობები; დღეს წარმოვადგინეთ ჩვენ მიერ შედგენილი გეგმა და იმედი მაქვს, მალე შევა ძალაში, რადგან წლებია ამისთვის ვიბრძვით. ჩვენ ვფიქრობთ, იმისთვის, რომ გავზარდოთ ხარისხი, ქირურგები უნდა შეგროვდნენ ერთ განყოფილებაში და უნდა მივიღოთ მძლავრი განყოფილებები. რაღაცა კლინიკები ალბათ ლიცენზირებას ვერ გაივლიან და შემდეგი ეტაპი იქნება სელექტიური კონტრაქტირება. ამ პირობებზე საუბარი საერთოდ არ არის, რადგან ჯერ ლიცენზირების პირობები არის დასადგენი“, - განაცხადა ბახუტაშვილმა.
---
18.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/deputati-jandacvis-ganvitarebis-sabchos-sheqmna-saministrostvis-ubralod-drois-mogebis-meqanizmia/45538/
დეპუტატი: ჯანდაცვის განვითარების საბჭოს შექმნა სამინისტროსთვის უბრალოდ დროის მოგების მექანიზმია
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის განვითარების საბჭოს შექმნა სამინისტროსთვის უბრალოდ დროის მოგების მექანიზმია. კობერიძე პირველ სხდომას ამ წუთებშიც ესწრება, თუმცა როგორც ჟურნალისტებს უთხრა, მან ჯანდაცვის მინისტრს 520-ე დადგენილებაზე სასაუბროდ პარლამენტში მისვლა შესთავაზა, ხოლო ეკატერინე ტიკარაძემ ამის მზაობა დაუდასტურა. „არც ერთ სამინისტროს არ უნდა ეგონოს, რომ ის არის ქვეყნის ჭიპი და ჭეშმარიტება მხოლოდ მათ ხელშია, მით უმეტეს, როდესაც ვხედავთ, რომ შეცდომების დაშვება ხდება და ამ შეცდომებს სჭირდება გამოსწორება. ჩემი კონკრეტული შეთავაზება არის ის, რომ 520-ე დადგენილებაზე მსჯელობა გადავიდეს საპარლამენტო ფორმატში, კომიტეტის ფარგლებში განხილვის ფორმატში თან კონკრეტულად, მინისტრის მონაწილეობით იმისთვის, რომ ყველა შეკითხვა, რაც ამ დადგენილების ირგვლივ არის, იყოს დასმული საჯაროდ და არ თქვან, რომ მათ გადაწყვიტეს და ასე იქნება. ვერ იქნება ასე. მინისტრს შევთავაზე, რომ პოლიტიკის ფორმირების ადგილი არის პარლამენტში და უნდა მოვიდეს იქ. დამიდასტურა, რომ მოვა, ახლა კი დაველოდებით როდის მოვა“, - განაცხადა ლევან კობერიძემ. რაც შეეხება თავად საბჭოს მუშაობას და დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, კობერიძე ამბობს, რომ „ეს კონკრეტული საბჭო, რომელსაც დაერქვა ჯანდაცვის სისტემის რეფორმების განვითარების საბჭო, არის უბრალოდ დროის მოგების მექანიზმი სამინისტროსთვის“. "ვფიქრობ, 520-ე დადგენილებისთვის მსჯელობისთვის კი არ არის ეს საბჭო, არამედ პიარული ნაბიჯია, რომ გადავიდეს მსჯელობა რეალური თემიდან მთლიანად რეფორმის თემებზე. თუ რეფორმაზე უნდათ მსჯელობა, კი ბატონო, იყოს საბჭო, მაგრამ რაც პოლიტიკას შეეხება, ამის განხილვა უნდა ხდებოდეს პარლამენტში“, - განაცხადა კობერიძემ.
---
18.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/djandacva-daxardjuli-38-mlrd-lari-da-kolafsis-piras-myofi-sfero-sayoveltao-djandacvis-shedegebi
ჯანდაცვაში დახარჯული 3,8 მლრდ ლარი და კოლაფსის პირას მყოფი სფერო — საყოველთაო ჯანდაცვის შედეგები
სამედიცინო სფეროს მრავალი წარმომადგენლის, სფეროს ექსპერტების და ათეულობით კლინიკის პროტესტის მიუხედავად, 21 ნოემბერს ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება. რომელიც კლინიკებს ერთიან სატარიფო გეგმას უწესებს. ამას რეფორმას ძნელად თუ ვუწოდებთ - ეს უფრო წარსული შეცდომის გამოსწორებას, ან ძირგახვრეტილი ჭურჭლის წყლით ავსების მცდელობას ჰგავს. მიღებული ცვლილებით, მთავრობამ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ ყველა კლინიკას ერთიანი სატარიფო გეგმა დაუწესა. ეს ნიშნავს, რომ კლინიკების და მათ მიერ მოწოდებული მომსახურების ხარისხის განურჩევლად, ერთი და იგივე სამედიცინო მანიპულაციაზე მთავრობა იგივე ფასს გადაიხდის. მთავრობის ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ყველა პირმა, მედიკოსმა თუ ექსპერტმა გააკრიტიკა. დადგენილება ქმნის მნიშვნელოვან რისკებს, მკურნალობის ხარისხის გაუარესების, კლინიკების გაკოტრებისა და გეგმიური ოპერაციების შეჩერების კუთხით. ერთი სიტყვით, დადგენილებამ, შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ჯანმრთელობის დაცვის არსებულ სისტემას საქართველოში. მოქმედ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას რომ ეფექტური რეფორმა ესაჭიროება, ეს ნათელია. 520-ე დადგენილება ოცნების მთავრობის მიერ განხორციელებული არაეფექტური და პოპულისტური რეფორმის კიდევ უფრო მცდარი გამოძახილია. 2013 წელს დავით სერგეენკოს მიერ წამოწყებული საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა კრახისთვის იყო განწირული და ამაზე სფეროს წარმომადგენლები ადრეც საუბრობდნენ. საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების პირველივე დღიდან, 2013 წლის პირველი ივლისიდან, პროგრამა გადასახადის გადამხდელებისთვის იმ ძირგახვრეტილ ჭურჭლად იქცა, რომელიც ბოლომდე ვერასდროს შეივსო. პროგრამის ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდებოდა. ამასთანავე, უკლებლივ ყოველი წლის ბოლოს საჭირო იყო თანხის დამატება. როგორც წესი, პროგრამის ბიუჯეტი მესამე კვარტალში იწურებოდა.
საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი წინა წლებში შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
2013 წელი — 70 მილიონი ლარი;
2014 წელი — 338 მილიონი ლარი, გეგმა — 200 მილიონი;
2015 წელი — 573 მილიონი ლარი, გეგმა — 470 მილიონი;
2016 წელი — 623 მილიონი ლარი. გეგმა — 570 მილიონი;
2017 წელი — 700 მილიონი ლარი, გეგმა — 660 მილიონი;
2018 წელი — 760 მილიონი ლარი, გეგმა — 713 მილიონი;
2019 წელი — 765 მილიონი ლარი, გეგმა — 754 მილიონი.
ამგვარად, ბოლო 6 წელიწადში საყოველთაო ჯანდაცვაზე ქვეყანამ 3,8 მილიარდი ლარი დახარჯა, რაც 2005 წლის საქართველოს მთლიან ბიუჯეტს 1 მილიარდით აღემატება. სამინისტროს თავდაპირველ გეგმასთან შედარებით სხვაობა დაახლოებით 400 მილიონი ლარია. უნდა ითქვას, რომ რეფორმის შედეგად მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამ წლების განმავლობაში ამით უამრავმა მოქალაქემ ისარგებლა. ამ დადებითი ეფექტის მიუხედავად, სისტემის ამოქმედებამ ჯანდაცვის ისედაც პრობლემურ სფეროში უამრავი ახლი სირთულე წარმოქმნა. რეფორმა იმთავითვე მოკლებული იყო ხარჯების სათანადო აღრიცხვას და ამ ხარჯების ეფექტურობის მონიტორინგს. დაინერგა ეგრეთ წოდებული ერთი შემსყიდველის პრინციპი, რომლითაც კლინიკებსა და პაციენტებს შორის ერთადერთი გამტარად სახელმწიფო დარჩა. სფეროდან თითქმის სრულად განიდევნა კერძო დაზღვევა, რომელიც იმ დროისთვის ჯანდაცვაში ფეხის მოკიდებას ცდილობდა. მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფო არ ყიდულობდა სამედიცინო მომსახურებას სადაზღვევო კომპანიისგან, იგი პირდაპირ შემხებლობაში მოდიოდა სამედიცინო დაწესებულებასთან. აქ იქმნებოდა ერთგვარი კოლიზია. სახელმწიფო თავად ყიდულობდა სერვისს და დავების შემთხვევაში ამავდროულად არბიტრის ფუნქციასაც ითავსებდა. სისტემის ფარგლებში წარმოიშვა მრავალმილიონიანი სასამართლო დავები სახელმწიფოსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის, რასაც თავისი ეკონომიკური ღირებულება აქვს. პროგრამის არათანადო მიზნობრიობამ მისი ხარჯები არარეალურად გაზარდა. შეიქმნა სამედიცინო მომსახურების ჭარბი მოთხოვნა და ამის ფონზე გაიზარდა მომსახურების ფასები. ამავდროულად, პროგრამა არ იყო ორიენტირებული პრევენციაზე, ე.წ. პირველად ჯანდაცვაზე და აქცენტს, ძირითადად, უკვე დამდგარ დიაგნოზზე აკეთებდა. ეს ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით ძვირთან ერთად არაეფექტურიცაა. პროგრამის ფარგლებში სათანადო სიზუსტით არ იყო გაწერილი ხარჯების მიზნიობრიობა და არ წარმოებდა ხარჯების ზუსტი აღრიცხვა, რამაც მედიკამენტებზე ჭარბი მოთხოვნა წარმოქმნა. ხდებოდა ცალკეული სამედიცინო დაწესებულების სუბსიდირება. მოცემული ფაქტორების შედეგად გაჩნდა ტარიფებისა და ფასების ზრდის ძლიერი მოტივი. ცხადია, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახა ფასებზეც. საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების მომენტიდან დღემდე რიგ მედიკამენტებზე ფასი 65-70%-ით არის გაზრდილი. პროგრამის გაზრდილი ხარჯების დაფარვა ძირითადად სოციალური დახმარებებისა და გადასახდელების შემცირების ხარჯზე ხდებოდა. გასაგებია, რომ პროგრამის მუშაობა იმავე პრინციპით, რომლითაც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ მთავრობის ახალი ინიციატივა კიდევ უფრო საშიშ პერსპექტივებს ქმნის.
---
18.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/kardiologi---ar-sheidzleba-medicina-vinmes-ketilsindisierebasa-da-wesierebaze-iyos-damokidebuli/45552/
კარდიოლოგი - არ შეიძლება მედიცინა ვინმეს კეთილსინდისიერებასა და წესიერებაზე იყოს დამოკიდებული
ჩაფიძის კლინიკის კარდიოქირურგიული განყოფილების უფროსი ზვიად ბახუტაშვილი მომხრეა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ხარჯები გააკონტროლოს, თუმცა გამჭვირვალედ. როგორც ბახუტაშვილმა BMG-ს გადაცემა "საქმის კურსში"განაცხადა, არ შეიძლება მედიცინა ვინმეს კეთილსინდისიერებასა და წესიერებაზე იყოს დამოკიდებული. „ეს კითხვა ამ ფორმით არ დასმულა, თუმცა სამინისტრო იმისთვის არსებობს, რომ მართოს როგორც სამკურნალო ნაწილი, ისე მათ მიერ განხორციელებული გადარიცხვების მიზნობრივი ხარჯვა. წლების განმავლობაში მქონდა ინიციატივა, რომ მთელ რიგ საკითხებში და რეგულაციებში, როგორც ხარისხის კონტროლში, ასევე სამედიცინო ჩვენებების აღრიცხვაში საჭირო იყო კონტროლი, რადგან არ შეიძლება მედიცინა დაფუძნებული იყოს ვინმეს კეთილსინდისიერებაზე, ან წესიერებაზე. ეს უნდა იყოს სისტემაზე დაფუძნებული. ოღონდ უნდა იყოს გამჭვირვალე და სწორი აღრიცხვა, როგორიც არის რეალურად“, - განაცხადა ბახუტაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს ჯანდაცვის განვითარების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც 520-ე დადგენილებაზე იმსჯელეს.
---
18.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/daushva-tu-ara-saministrom-shecdoma-klinikebi-djandacvis-saministros-gancxadebas-exmaurebian
დაუშვა თუ არა სამინისტრომ შეცდომა? - კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურებიან
„ყველას გვახსოვს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განაცხადება, რომ 520 დადგენილებაში არანაირი შეცდომა არ დაუშვიათ და დღეს მიხვდნენ, რომ შეცდომაა და დათმობაზე მიდიან?!“- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებას „თბილისის გულის ცენტრის“ გენერალური დირექტორი არჩილ ჩუხრუკიძე ეხმაურება. მისი თქმით, ცვლილება მაშინ იქნება რეალური, როდესაც შეთანხმებას ოფიციალურად მოეწერება ხელი. ჩუხრუკიძე მიიჩნევს, რომ, ბრძანება უნდა გამოქვეყნდეს და კლინიკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის ხელშეკრულება გაფორმდეს, თუ რა დათმობაზე მიდის სამინისტრო. „აუცილებელია შეთანხმება ხელმოწერით გამყარდეს, რისი უფლება გვეძლევა კლინიკებს, რათა შესაბამისად ვიმუშაოთ. მხოლოდ განცხადების საფუძველზე ვერ ვიმუშავებთ, მაკონტროლებელი რომ შემოვიდეს კლინიკაში პასუხი არ გვექნება. პირადად მე ველოდები განცხადების დასაბუთებას.“-აცხადებს არჩილ ჩუხრუკიძე. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებას ეხმარეურება „საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი“ ალექსანდრე ალადაშვილი და „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ პირველ ნაბიჯს აუცილებლად უნდა მოჰყვეს ის ცვლილებები, რომელიც ერთიან ტარიფებს უკავშირდება და რომელიც 520 დადგენილების მიხედვით, რეალობასაა მოკლებული. „ძალიან კარგია, რომ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს. დეფიბლირატორის საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრი საკითხია კიდევ დარჩენილი სადაც საჭიროა გადახედვა. ტარიფები, რომელიც ძალიან დაბალია და არ შეესაბამება რეალურ დანახარჯებს, იმედი გვაქვს გადახედავს სამინისტრო და აქაც შეიტანენ კორექტირებას. ახლა გავიგე ამ განცხადების შესახებ და იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის იმ გონივრული ნაბიჯების დასაწყისი, რომელსაც სამინისტრო გადადგამს.“-ალექსანდრე ალადაშვილი. ალადაშვილის აზრს იზიარებს „საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის“ პრეზიდენტი კახაბერ ეცადაშვილი და სამინისტროს მხრიდან დათმობაზე წასვლას დადებითად აფასებს, თუმცა როგორც ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენელი ამბობს, მარტო დეფიბრილატორი არ არის საკმარისი და იმედოვნებს, რომ სხვა პოზიციებსაც გადახედავენ. მას იმედი აქვს, რომ რეალურად შეაფასებენ არითმოლოგიაში არსებულ სიტუაციას. „ერთკამერიანი დეფიბრილატორი, რომელიც მინისტის მოადგილის განცხადებაშია ნახსენები და დათმობაზე წავიდნენ, არის სხვაგვარიც და მათზეც იგივე პრობლემაა, მაგალითად: ორ კამერიან სიმულატორზე, იგივე პრობლემაა რესინქრონიზატორ დეფიბრილატორზეც. ერთ კამერიანი დეფიბრილატორი ყველაზე გავრცელებული იყო, რომელსაც ხშირად ახსენებდნენ, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები ასევე მედიაც და მაგიტომ წავიდნენ დათმობაზე. არ ვიცი ჯერ ყველა სახის დეფიბრილატორზეა თუ არა საუბარი, მაგრამ ვიტყვი, რომ აუცილებელია ამ გონივრულ ნაბიჯს, სხვა გონივრული ნაბიჯებიც მოჰყვეს მათი მხრიდან. შემდეგი არის საბჭო, რომელიც დაანონსებულია და სადაც შევიკრიბებით კლინიკების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, ფინანსისტებიც,კიდევ ერთხელ განვიხილვთ დადგენილებას და მის სუსტს მხარეებს და ვიმედოვნებ, რომ ყველანი მივალთ საერთო გადაწყვეტილებამდე.“-განმარტავს კახაბერ ეცადაშვილი. აღსანიშნავია, რომ 520 დადგენილებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დეფიბრილატორის ფასს სახელმწიფო არა 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფით, არამედ კლინიკების მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი დანახარჯებით დაადგენს.“ 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებათა ნაწილი ამბობდა, რომ დეფიბრილატორის მომწოდებელი ბაზარზე სულ 3 კომპანია იყო და მათი ფასი დაახლოებით 5000 დოლარს შეადგენდა. სამინისტრომ კი დეფიბრილატორისთვის მხოლოდ 9000 ლარი განსაზღვრა. შეგახსენებთ, რომ 26 სამედიცინო დაწესებულების და დარგობრივი ასოციაციების მოთხოვნის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა მთავრობის № 520 დადგენილების 6 თვით გადავადებაზე, რომლებიც ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა. რეფორმის მიზანი იყო კლინიკებს შორის ფასების გათანაბრება, თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კატასტროფულად შემცირდა ფასები საქართველოში ისეთ ყველაზე უფრო განვითარებულ მაღალტექნოლოგიური და მნიშვნელოვან სამედიცინო მიმართულებებზე, როგორიცაა რეანიმაციული მომსახურება, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია და ა.შ.. ჰოსპიტალურ სექტორტში აცხადებენ, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არის სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები.
---
18.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ekaterine-tikaradzis-uwyeba-520-e-dadgenilebastan-dakavshirebit-datmobaze-wasvlas-ar-apirebs/45544/
ეკატერინე ტიკარაძის უწყება 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლას არ აპირებს
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვერ ხედავს ვერანაირ წინააღმდეგობას იმაში, რომ ჯანდაცვის რეფორმებზე მსჯელობა გადავიდეს პარლამენტის ფორმატში, თუმცა იმ დათქმით, რომ 520-ე დადგენილებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ასე პასუხობს ტიკარაძე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის ინიციატივას, რომელიც აყენებს ინიციატივას, რომ 520-ე დადგენილებაზე მსჯელობა პარლამენტის ფორმატში გადავიდეს. „ჩემთვის მისაღები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის ფორმატი, სადაც რეფორმას არ შეეხება არანაირი საფრთხე და ის განხორციელდება იმ ვადებში, რა ვადებიც საჭირო არის მოსახლეობისთვის და ჯანდაცვის სფეროსთვის. ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს შემდეგ 6-9 თვეში, რომ შემდეგი ერთი წლის განმავლობაში მოვახდინოთ რეფორმის სტაბილიზაცია და მოდიფიცირება იმ ხარვეხების, რაც რეფორმის მსვლელობის დროს წარმოიშობა“, - განაცხადა ტიკარაძემ. კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა სამინისტრომ რაიმე დათმობები განიხილოს, მინისტრი პასუხობს, რომ „ამ ეტაპზე საფუძველი არ გვაქვს ვთქვათ, რომ შემდგომი დათმობები განვიხილოთ“. „ნებისმიერი დათმობა სამინისტროს მხრიდან იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს იქნება პაციენტისთვის საჭირო გასაწევი სერვისის გათვალისწინება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
---
18.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ekaterine-tikaradze--klinikebtan-kvlav-rcheba-bevri-kitxva/45543/
ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკებთან კვლავ რჩება ბევრი კითხვა
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაფინანსებასთან დაკავშირებით სამინისტროს კლინიკებთან ორი ძირითადი შეკითხვა აქვს. განცხადება ტიკარაძემ ჯანდაცვის განვითარების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. „კლინიკებისთვის ჩვენი მხრიდან შეთავაზებები არ ყოფილა, ვინაიდან დღემდე არსებული დოკუმენტებით კვლავ რჩება სამინისტროს მხრიდან ძალიან ბევრი კითხვა კლინიკების მიმართულებით. უბრალოდ რჩება ორი კრიტიკული მომენტი, რომელიც ეხება დეფიბრილატორებს და გადაუდებელ დახმარებას, რეანიმაციას. დეფიბრილატორის შემთხვევაში შევთავაზეთ კლინიკებს, რომ მოხდება ფაქტობრივი ხარჯების დათვლა და ანაზღაურება, ხოლო კრიტიკულ შემთხვევებში პროფესიული მედიცინის წარმომადგენლები ჩვენ შემოგვთავაზებენ განფასებისთვის კოდს, რომელსაც ისინი, დღესდღეობით, კრიტიკულად თვლიან. ჩვენ გვაქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად რაციონალურად იხარჯებოდა კლინიკების მხრიდან ის თანხები, რომელსაც სახელმწიფო იხდიდა და რამდენად რაციონალური და სწორი იყო ის განფასებები, რომლითაც კლინიკები დღემდე იღებენ დაფინანსებას. ჩვენ ეს ინფორმაცია მოძიებული გვაქვს და სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ცვლილებები დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კლინიკებისგან პასუხების ნაწილი მივიღეთ, კითხვები მაინც რჩება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
---
18.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/quotklinikashi-arc-erti-gegmiuri-operacia-ar-gadadebulaquot---rashi-xedavs-gamosavals-gocha-ingoroyva-/45541/
"კლინიკაში არც ერთი გეგმიური ოპერაცია არ გადადებულა" - რაში ხედავს გამოსავალს გოჩა ინგოროყვა
ინგოროყვას კლინიკაში არც ერთი გეგმიური ოპერაცია არ გადადებულა, ექიმს ავადმყოფის მიტოვების უფლება არ აქვს, - ამის შესახებ ინგოროყვას საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორმა გოჩა ინგოროყვამ ჯანდაცვის განვითარების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ინგოროყვას კლინიკა ყველაზე მრავალპროფილურია და არც ერთი გეგმიური ოპერაცია არ გადადებულა. „ეს შეხვედრა არ იყო შეთანხმების შეხვედრა, შეიკრა გუნდი და პროფესიონალების ნაწილი, რომელმაც უნდა იმუშაოს ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანისთვის. დღეს მე კოლეგებს ვუთხარი, რომ ყველას გვაღელვებს ეს საკითხები - აუცილებლად უნდა იყოს სელექტიური კონტრაქტები და ფასები გათანაბრებული. ახალმა მინისტრმა ეს ინიციატივა დაიწყო და მისასალმებელია, რომ გათანაბრდება ფასები და დაიწყება სელექტიური კონტრაქტები. პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯის წარმოქმნას აქვს თავისი ფორმულები, სტანდარტები, რომელსაც ალბათ ერთად შევისწავლით. არის ასევე მეორე თემა, რაზეც უკვე ორი წელია ექიმები კულუარებში ვსაუბრობთ, რომ ფასების გაერთიანება უნდა მოხდეს და უნდა იყოს სელექტიური კონტრაქტები, რომ ავადმყოფის მკურნალობისთვის უფრო კარგი სიტუაცია შეიქმნას“, - განაცხადა გოჩა ინგოროყვამ. მისივე თქმით, საბჭო შეიქმნა იმისთვის, რომ სამინისტრომ და სამედიცინო სფერომ ერთმანეთს წინადადებები წარუდგინონ და მეორე მხარემ ის მიიღოს. „ექიმს სამინისტროს გარდა სხვა პატრონი არ ჰყავს და სამინისტროს ექიმის გარდა პაციენტთან ურთიერთობაში ექიმის გარდა სხვა თანამშრომელი არ ჰყავს. ამიტომ ეს უნდა იყოს ორმხრივი ორგანიზმი, რომელიც ერთიანად იმუშავებს. ცალ-ცალკე მუშაობით არაფერი გამოვა და პაციენტები დაზარალდებიან. გადაწყვეტილებები ერთ დღეში ვერ იქნება მიღებული. უნდა დავსხდეთ, ვიმუშაოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები. არც ერთი გეგმიური ოპერაცია არ შეგვიწყვეტია. ექიმს არ აქვს უფლება პრობლემების გამო ავადმყოფი მიატოვოს. შეამოწმეთ, პროცესი არ შეწყვეტილა. ჩვენი კლინიკა არის ყველაზე მრავალპროფილური საავადმყოფო და არც ერთი გეგმიური ოპერაცია არ გადადებულა, ხოლო ფინანსები არის თუ არა საკმარისი, ეს სხვა მსჯელობის თემაა", - განაცხადა ინგოროყვამ.
---
18.12.2019
ალექსანდრე რაქვიაშვილი: მინისტრი ცდილობს არაეფექტიანი სისტემის ეფექტიანობა გაზარდოს , კლინიკები მოგების მიღების მარტივი გზის შენარჩუნებას ლობირებენ, ექსპერტები კი ექსპერტობენ
მინისტრი ცდილობს გაზარდოს არაეფექტიანი სისტემის ეფექტიანობა, კლინიკები მოგების მიღების მარტივი გზის შენარჩუნებას ლობირებენ, ექსპერტები კი ექსპერტობენ,- ამის შესახებ ეკონომისტი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე რაქვიაშვილი საუბრობს.მისი თქმით, თუ კრიტიკულად მივუდგებით დაგროვებულ გამოცდილებას, დავინახავთ, რომ ამ სისტემის გაუმჯობესება სიზიფეს შრომაა. პირველი გზა, როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, ხელმისაწვდომობის შემცირებით მთავრდება, სამედიცინო მომსახურების სტაბილური და სწრაფი გაძვირების შედეგად, რაც, თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიის ეფექტიანი მუშაობის მოტივების დაქვეითებითაა განპირობებული, რადგან მისი მომხმარებელი არა ადამიანი, რომელიც უფრთხილდება თავის სახსრებს, არამედ ბიუროკრატებია, რომლებიც სხვის ფულს (გადასახადებით შეგროვებულ) ხარჯავენ. სისტემა მით უფრო უარესდება, რაც უფრო მეტად აქტიურობენ პოლიტიკოსები, ვინაიდან არჩვენების წინ ამომრჩევლების მოსყიდვა მათი ბუნებრივი სურვილია. და ადრე თუ გვიან ძალაუფლებას მეტად სოციალისტი პოლიტიკოსი მოიპოვებს, რომელიც ამ სისტემის გაფართოებას მოითხოვს (როგორც ეს მოხდა აშშ-ში ბარაკ ობამას შემთხვევაში). ეს კი კიდევ უფრო გააძვირებს სამედიცინო მომსახურებას და გაზრდის ბიუჯეტის დეფიციტს. მეორე ალტერნატივაც, რომელიც ჩვენ რეალობას უფრო მეტად ჰგავს, ხელმისაწვდომობის შემცირებით მთავრდება, თუმცა პირველისგან განსხვავებული გზით. მთავრობის სურვილი - დაარეგულიროს (პირველ რიგში დაწიოს) ფასი და შეამციროს ოპორტუნიზმი, ბიუროკრატიას ორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს. პირველი - სახელმწიფო კლინიკების ქსელის შექმნა, რაც ინფორმაციის ნაკლებობის აღმოფხვრის მექანიზმია. ინფორმაცია კი აუცილებელია მეტწილად რეალისტური ფასების დადგენისთვის. თუმცა,ამას ე.წ. ჩანაცვლების ეფექტი მოყვება, როცა სახელმწიფო კლინიკები ჩაანაცვლებენ კერძო საავადმყოფოებს და დარჩენილი კლინიკების მომგებიანობას შეამცირებენ. მეორე - კვოტირება, რაც შედარებით დაბალი და ხელოვნური ფასების პირობებში ბაზარზე შექმნილი დეფიციტით და ხარისხის გაუარესების რისკებითაა გამოწვეული. თუ კრიტიკულად მივუდგებით დაგროვებულ გამოცდილებას, დავინახავთ, რომ ამ სისტემის გაუმჯობესება სიზიფეს შრომაა. ხოლო, დღევანდელი დაპირისპირება მორიგი ეტაპია იმ უსასრულო პროცესის, სადაც: მინისტრი ცდილობს გაზარდოს არაეფექტიანი სისტემის ეფექტიანობა, კლინიკები მოგების მიღების მარტივი გზის შენარჩუნებას ლობირებენ, ექსპერტები კი ექსპერტობენ“,- წერს ირაკლი რაქვიაშილი
---
18.12.2019
ალექსანდრე რაქვიაშვილი: როგორც კი კლინიკების მენეჯმენტმა მოგების მიღების მარტივი გზის დაკარგვის რისკი დაინახეს, გაჩნდა უამრავი ექსპერტის მოსაზრება, თუ რატომაა ეს ცუდი
„როგორც კი კლინიკების მენეჯმენტმა მოგების მიღების მარტივი გზის დაკარგვის რისკი დაინახეს, გაჩნდა უამრავი ექსპერტის მოსაზრება, რატომაა ეს ცუდი“,- ამის შესახებ ეკონომისტი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე რაქვიაშვილი საუბრობს. მისი თქმით, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მკურნალობს ბიუჯეტის ხარჯზე, არცერთ მხარეს, არც ექიმებს, არც კლინიკების მენეჯმენტს, არც სადაზღვევო კომპანიებს და არც თვითონ პაციენტს, არ აქვს სტიმული, იზრუნოს რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე. „ამ დროისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან გამომდინარე, კონფლიქტი ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების მენეჯმენტს შორის განპირობებულია არსებული სისტემის მიერ შექმნილი დესტრუქციული სტიმულებით. ფაქტობრივად, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მკურნალობს ბიუჯეტის ხარჯზე, არცერთ მხარეს, არც ექიმებს, არც კლინიკების მენეჯმენტს, არც სადაზღვევო კომპანიებს და არც თვითონ პაციენტს, არ აქვს სტიმული, იზრუნოს რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე, რაც მინიმუმ მარტივად პროგნოზირებადი იყო, რადგან ამგვარი ოპორტუნისტული ქცევა ეკონომისტების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში გახდა, როცა საბაზრო ეკონომიკის მქონე არაერთ ქვეყანაში სოციალისტური სისტემის სხვადასხვა ელემენტები დაინერგა და მკაფიოდ გამოჩნდა, რამდენად დესტრუქციული ხდება ადამიანის ქცევა „საყოველთაო“ სისტემების ფარგლებში. დღეს კი ყველა ასეთი საკითხი დეტალურად შესწავლილია და ეკონომიკური თეორიის სახელმძღვანელოებშია აღწერილი. კარგად ცნობილია ე.წ. ინსტიტუტების ხელში ჩაგდების პრობლემაც, როცა ბიზნესმენი ლეგალურად შედის გარიგებაში მთავრობასთან, ბიუჯეტის ხარჯზე მოგების ზრდის მიზნით. ეს კი განსაკუთრებით გავრცელებულია „რთულ“ სექტორებში, ანუ ისეთ ბიზნესში, სადაც რიგითი მომხმარებელი შედარებით ნაკლებად ინფორმირებულია. მაგალითად, ელექტროენერგეტიკა, განათლების სისტემა, წყალმომარაგება, საბანკო სისტემა და რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემა. სხვათა შორის, ასეთი სექტორის კარგი ინდიკატორია „ექსპერტების“ სიმრავლე, რადგან „ობიექტური პოზიციის“ მქონე ექსპერტებმა უნდა დამალონ გარიგების ფაქტი და დაიცვან ის ნებისმიერი კრიტიკისგან. ამიტომ თუ მომხმარებელი იკითხავს, რატომ არ შეიძლება ქალაქში იყოს ორი წყალმომარაგების კომპანია, გაჩნდება „ექსპერტი“ კომენტარით „ბუნებრივ მონოპოლიაზე“, თუ ვინმე ლარის გაუფასურების შემდეგ ალაპარაკდა ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე, „ექსპერტი“ არ დააყოვნებს, შეგვახსენოს გარე შოკებზე და „მთავრობის ბრალზე“. და როგორც კი კლინიკების მენეჯმენტმა მოგების მიღების მარტივი გზის დაკარგვის რისკი დაინახეს, გაჩნდა უამრავი ექსპერტის მოსაზრება, თუ რატომაა ეს ცუდი და საშიში. უილიამ ისტერლის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ეს ყოველივე „ექსპერტების ტირანიის“ინდიკატორია, ანუ საზოგადოების, რომელიც „ექსპერტის მოსაზრების“ საკრალიზაციისკენ და ამავდროულად, ადამიანის თავისუფლებების შეზღუდვისკენაა მიდრეკილი“,- წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
---
18.12.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/578017-msoplio-bankis-vashingtonis-delegacia-jandacvis-saministros-ecvia
მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის დელეგაცია ჯანდაცვის სამინისტროს ეწვია
მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდნენ. მხარეებმა ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლო სფეროებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსაც. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრთან შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა საკმაოდ პროდუქტიულად შეაფასა. „შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული, რომელსაც ვაშინგტონიდან მოწვეული ჯანდაცვის მაღალკვალიფიციური ექსპერტები ესწრებოდნენ. განვიხილეთ ჯანდაცვის სისტემაში არსებული რეფორმები და ვისაუბრეთ ახალ შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის არის გამიზნული. საუბარი შეეხო ფასწარმოქმნას, სახელმწიფო დანახარჯების ეფექტურად გადანაწილებას, საჯარო და კერძო სექტორს შორის არსებულ დინამიკას. მოუთმენლად ველით სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ამ საკითხებზე მუშაობას და ჯანდაცვის კუთხით იდეალური შედეგის მიღწევას“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა. სამუშაო შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილეც ესწრებოდა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა შეხვედრაზე ის ტექნიკური საკითხები გამოიკვეთა, რაშიც მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ჯანდაცვის რეფორმის პროცესში მონაწილეობა, ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმის საკითხები, ასევე ხარჯების დადგენის, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, ეს არის ყველა ის სფერო რაზეც ჩვენ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად, მოკლე ხანში, გვექნება მუშაობის დაწყების საშუალება და ეს ყველაფერი მოხდება ახლად ჩამოყალიბებული უნივერსალური ჯანდაცვის საბჭოს ფარგლებში, რომელიც გააერთიანებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, სამედიცინო დაწესებულებებს და შექმნის ძალიან კარგ პლატფორმას იმისთვის, რომ ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ერთიან, გაზიარებულ ფორმატში საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
---
18.12.2019
გამოჩნდა გრიპის სამივე ქვეტიპი - პაატა იმნაძე
„ვირუსების მატება დაწყებულია. დეკემბრის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს მატების პერიოდი, მაგრამ რადგან წამყვანი არის B ტიპის ვირუსი, ფართო გართულებას არ ველოდებით“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ისაუბრა. მისი თქმით, წინა წელთან შედარებით, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები ნაკლებია. „საკმაოდ ძნელია გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ გრიპზე ლაპარაკი. ჯერჯერობით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან იყო ავადობა, ჰოსპიტალიზაციაც გაცილებით ნაკლებია. გრიპი ჯერ არ არის წამყვანი ვირუსი, თუმცა უკვე გამოჩნდა გრიპის სამივე ქვეტიპი. წამყვანი არის B ტიპის ვირუსი ( ჩვეულებრივი სეზონური გრიპის ვირუსი). ვირუსი ვისთან გართულდება, ადამიანზეა დამოკიდებული. სიმძიმე შეიძლება ნებისმიერმა ვირუსმა გამოიწვიოს. მატების ფაზაში ვართ ახლა, თუმცა ეს მატება არ არის მეტი, ვიდრე იყო შარშან“,- განაცხადა პაატა იმნაძემ. მან აცრებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. „90 ათასი ადამიანი სახელმწიფო პროგრამით უკვე აცრილია, ხოლო კერძო სექტორში 40 ათასი ადამიანი. აცრა ყოველთვის შეიძლება, თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჯობს დავამთავროთ აცრა სეზონამდე, სანამ ვირუსების პიკი იქნება. აცრას სჭირდება გარკვეული დრო, ამიტომ აცრები უნდა დაიწყო ოქტომბრის ბოლოს. მე პასუხს ვაგებ სახელმწიფო პროგრამით შემოტანილ ვაქცინაზე. კერძო სექტორმა თუ ვერ გათვალა მოთხოვნა როგორი იქნებოდა, ეს უკვე მათი ბიზნესია. ვაქცინებს რაც შეეხება, ისინი იცვლება წლიდან წლამდე“,- განაცხადა იმნაძემ. მისივე თქმით, სხვა ქვეყნებში არანაირი ახალი ტიპის ვირუსი არ გამოჩენილა, შესაბამისად ჩვენს ქვეყანაშიც არ გამოჩენილა.
---
18.12.2019
მედიასაშუალება: http://forbes.ge/blog/418/jandacvis-sistema-da-sizifes-Sroma?fbclid=IwAR382Ck62cHwOldUbR4ZVIO1Ck_f56ScSUw-zvu4aXbHb5FFIeOOe-NQw7A
ჯანდაცვის სისტემა და სიზიფეს შრომა
მთავრობის 520-ე დადგენილებამ, მიუხედავად დაძაბული პოლიტიკური ფონისა, კონკრეტული რეფორმის ირგვლივ სერიოზული დებატები გამოიწვია და ამასთან, უფრო ფართო დისკუსიისა და იმაზე დაფიქრების შესაძლებლობა გააჩინა, თუ საერთოდ რას წარმოადგესსაყოველთაო ჯანდაცვის სისტემა. ამ დროისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციიდან გამომდინარე, კონფლიქტი ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების მენეჯმენტს შორის განპირობებულია არსებული სისტემის მიერ შექმნილი დესტრუქციული სტიმულებით. ფაქტობრივად, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მკურნალობს ბიუჯეტის ხარჯზე, არცერთ მხარეს, არც ექიმებს, არც კლინიკების მენეჯმენტს, არც სადაზღვევო კომპანიებს და არც თვითონ პაციენტს, არ აქვს სტიმული იზრუნოს რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე.რაც მინიმუმ მარტივად პროგნოზირებადი იყო, რადგან ამგვარი ოპორტუნისტული ქცევა ეკონომისტების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში გახდა, როცა საბაზრო ეკონომიკის მქონე არაერთ ქვეყანაში სოციალისტური სისტემის სხვადასხვა ელემენტები დაინერგა და მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რამდენად დესტრუქციული ხდება ადამიანის ქცევა “საყოველთაო” სისტემების ფარგლებში. დღეს კი ყველა ასეთი საკითხი დეტალურად შესწავლილია და ეკონომიკური თეორიისსახელმძღვანელოებშია აღწერილი. კარგად ცნობილია ე.წ. ინსტიტუტების ხელში ჩაგდების პრობლემაც, როცა ბიზნესმენი ლეგალურად შედის გარიგებაში მთავრობასთან, ბიუჯეტის ხარჯზე მოგების ზრდის მიზნით. ეს კი განსაკუთრებით გავრცელებულია “რთულ” სექტორებში, ანუ ისეთ ბიზნესში, სადაც რიგითი მომხმარებელი შედარებით ნაკლებად ინფორმირებულია. მაგალითად, ელექტროენერგეტიკა, განათლების სისტემა, წყალმომარაგება, საბანკო სისტემა და რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემა. სხვათა შორის, ასეთი სექტორის კარგი ინდიკატორია “ექსპერტების” სიმრავლე, რადგან “ობიექტური პოზიციის” მქონე ექსპერტებმა უნდა დამალონ გარიგების ფაქტი და დაიცვან ის ნებისმიერი კრიტიკისგან. ამიტომ თუ მომხმარებელი იკითხავს, რატომ არ შეიძლება ქალაქში იყოს ორი წყალმომარაგების კომპანია, გაჩნდება “ექსპერტი” კომენტარით “ბუნებრივ მონოპოლიაზე”, თუ ვინმე ლარის გაუფასურების შემდეგ ალაპარაკდა ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე, “ექსპერტი” არ დააყოვნებს შეგვახსენოს გარე შოკებზე და “მთავრობის ბრალზე”. და როგორც კი კლინიკების მენეჯმენტმა მოგების მიღების მარტივი გზის დაკარგვის რისკი დაინახეს, გაჩნდა უამრავი ექსპერტის მოსაზრება, თუ რატომაა ეს ცუდი და საშიში. უილიამ ისტერლის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ეს ყოველივე “ექსპერტების ტირანიის” ინდიკატორია, ანუ საზოგადოების, რომელიც “ექსპერტის მოსაზრების” საკრალიზაციისკენ და ამავდროულად, ადამიანის თავისუფლებების შეზღუდვისკენაა მიდრეკილი. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ცნობილია ოპორტუნისტული ქცევით გამოწვეული პრობლემების გადაჭრის ყველა ის ალტერნატიული გზა, რომელიც პრაქტიკაში იყო რეალიზებული ბიუროკრატების მიერ. გამარტივებისთვის შეიძლება ორი ძირითადი მიმართულების გამოყოფა: 1) მთავრობა აფინანსებს კერძო სადაზღვევო კომპანიების პაკეტების შეძენას მოქალაქეებისთვის, ხოლო მკურნალობის პროცესის კონტროლს უშუალოდ სადაზღვევო კომპანიები ახორციელებენ(პირობითად აშშ-ის მოდელი); 2) სამედიცინო მომსახურების კონტროლი რჩება მთავრობას დამატებითი რეგულაციების შემოღებასთან ერთად(პირობითად, გერმანიის მოდელი). პირველი გზა, როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, ხელმისაწვდომობის შემცირებით მთავრდება, სამედიცინო მომსახურების სტაბილური და სწრაფი გაძვირების შედეგად, რაც, თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიის ეფექტიანი მუშაობის მოტივების დაქვეითებითაა განპირობებული, რადგან მისიმომხმარებელი არა ადამიანი, რომელიც უფრთხილდება თავის სახსრებს, არამედ ბიუროკრატებია, რომლებიც სხვის ფულს (გადასახადებით შეგროვებულ) ხარჯავენ. სისტემა მით უფრო უარესდება, რაც უფრო მეტად აქტიურობენ პოლიტიკოსები, ვინაიდან არჩვენების წინ ამომრჩევლების მოსყიდვა მათი ბუნებრივი სურვილია. და ადრე თუ გვიან ძალაუფლებასმეტად სოციალისტი პოლიტიკოსი მოიპოვებს, რომელიც ამ სისტემის გაფართოებას მოითხოვს (როგორც ეს მოხდა აშშ-ში ბარაკ ობამასშემთხვევაში). ეს კი კიდევ უფრო გააძვირებს სამედიცინო მომსახურებას და გაზრდის ბიუჯეტის დეფიციტს. მეორე ალტერნატივაც, რომელიც ჩვენ რეალობას უფრო მეტად ჰგავს, ხელმისაწვდომობის შემცირებით მთავრდება, თუმცა პირველისგან განსხვავებული გზით. მთავრობის სურვილი - დაარეგულიროს (პირველ რიგში დაწიოს) ფასი და შეამციროს ოპორტუნიზმი, ბიუროკრატიას ორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს. პირველი - სახელმწიფო კლინიკების ქსელის შექმნა, რაც ინფორმაციის ნაკლებობის აღმოფხვრის მექანიზმია. ინფორმაცია კი აუცილებელია მეტწილად რეალისტური ფასების დადგენისთვის. თუმცა,ამას ე.წ. ჩანაცვლების ეფექტი მოყვება, როცა სახელმწიფო კლინიკები ჩაანაცვლებენ კერძო საავადმყოფოებს და დარჩენილი კლინიკების მომგებიანობას შეამცირებენ. მეორე - კვოტირება, რაც შედარებით დაბალი და ხელოვნური ფასების პირობებში ბაზარზე შექმნილი დეფიციტით და ხარისხის გაუარესების რისკებითაა გამოწვეული. ამდენად, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ყველგან ცუდად მუშაობს და თუ კრიტიკულად მივუდგებით დაგროვებულ გამოცდილებას, დავინახავთ, რომ ამ სისტემის გაუმჯობესება სიზიფეს შრომაა. ხოლო, დღევანდელი დაპირისპირება მორიგი ეტაპია იმ უსასრულო პროცესის, სადაც: მინისტრი ცდილობს გაზარდოს არაეფექტიანი სისტემის ეფექტიანობა, კლინიკები მოგების მიღების მარტივი გზის შენარჩუნებას ლობირებენ, ექსპერტები კი ექსპერტობენ. მაგრამ, ვინც არ უნდა გამოვიდეს ამ ბრძოლაში გამარჯვებული, ისტორიას happy end არ ექნება, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ ფუნდამენტურად არასწორი სისტემის გაუმჯობესებას, ნაცვლად იმისა, რომ დავიწყოთ მისი გაუქმების გზების ძიება.
---
18.12.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/526798
ოკუპირებული ახალგორიდან 80 წლის მამაკაცი სამკურნალოდ მცხეთის საავადმყოფოში გადმოიყვანეს
რამდენიმე საათის წინ ახალგორიდან გულის უკმარისობის დიაგნოზით, ოკუპირებული ახალგორიდან 80 წლის კარლო თაზიაშვილი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. როგორც “რეგიონულ კვირას” ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით ახალგორის საავადმყოფოში შეიქმნა 5 კაციანი მედიკოსთან ჯგუფი, რომელთა დაჟინებული მოთხოვნით, 80 წლის კარლო თაზიაშვილის ე.წ საზღვირს მეორე მხარეს გადმოყვანა მოხდა. ამ დროითვის, თაზიაშვილი მცხეთის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული ,, როგორც ჩემთვისაა ცნობილი თაზიაშვილის მდგომარეობა უკვე დასტაბილურდა. პაციენტი მწვავე გულის შეტევით, ახალგორიდან ჯერ ცხინვალში იყო გადაყვანილი შემდეგ კი ახალგორში შექმნილი 5 კაციანი სამედიცინო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. უკვე 3 თვე ნახევარი, რაც ე. წ სასაზღვრო ზოლი ჩაკეტილია, შესაბამისად, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 1500-მდე ქართველი და ოსი ვერ ახერხებს ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსვლას. მათი მდგომარეობა უმძიმესია. ჩემი ინფორმაციით, პაციენტთა უმეტესობა ცხინვალის საავადმყოფოში გადაყავთ, სადაც ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგი დგება. ბოლო 3 კვირის განმავლობაში ეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მესამე პაციენტია, რომელიც მკურნალობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადის “,- განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
---
18.12.2019
2 წლის ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება
„ანიტას 12%-დან 49.9%-მდე აეწია ჟანგბადის დონე სისხლში. რაც შეეხება ფრენას, ჩვენმა რეანო-თვითმფრინავმა უკვე მოიპოვა აზიის ქვეყნებში დაშვების უფლება“, - ამის შესახებ მარიკა ხუციშვილი #ანიტას ჯგუფში წერს. „რადგანაც ჩვენი ამბავი ძალიან აქტიურ და გადამწყვეტ ფაზაშია, საღამომდე არ მოგაცდევინებთ და დილიდან ყველა სიახლეს მოგაწვდით. უპირველეს ყოვლისა, ეს საოცარი შეტყობინება დაგვხვდა დილით ანიტას დედიკოსგან! ანიტას 12%-დან 49.9%-მდე აეწია ჟანგბადის დონე სისხლში. რაც შეეხება ფრენას, ჩვენმა რეანო-თვითმფრინავმა უკვე მოიპოვა აზიის ქვეყნებში დაშვების უფლება, ამ წუთებში მიმდინარეობს თანხის დარჩენილი 70%-ის გადარიცხვა, რის შემდეგაც დაიჯავშნება სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეები. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავს, რაიმე კრიტიკული სიტუაციის შექმნის შემთხვევაში, ექნება უფლება ნებისმიერ, უახლოეს აეროპორტში დაშვების უფლება! სულ მალე გვეცოდინებამ როდის ჩამოაკითხავენ ინდოელი სპეციალისტები ჩვენ გოგოს,“ - წერს მარიკა ხუციშვილი.
---
18.12.2019
მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/63825-ra-aris-da-rogor-imarteba-saojaxo-tipis-sacxovreblebi/
რა არის და როგორ იმართება საოჯახო ტიპის საცხოვრებლები
საოჯახო ტიპის საცხოვრებლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ბევრ ქვეყანაში 1950 წლიდან არსებობს. დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დეინსტიტუციონალიზაცია ამ პერიოდისთვის დაიწყო და მას შემდეგ განვითარდა. ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და დიდი ბრიტანეთი დღეისთვის უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ინსტიტუციიდან გამოსული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის (ან იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მწვავე პრობლემები აქვთ, მაგრამ არ მოხვედრილან ინსტიტუციებში) საოჯახო ტიპის საცხოვრებლების შექმნაში. როგორ იმართება საოჯახო ტიპის საცხოვრებლების პროგრამები: რეფორმის დასაწყისში, ძველი საცხოვრებლები, რომლებიც ბევრად უფრო მასშტაბური და ძირითადად მოგებაზე ორიენტირებული იყო, საჭიროებდა კონკრეტულ რეგულაციებს საკვების, მომსახურე პერსონალის და საცხოვრებლის მოწყობის შესახებ. ახალ მოდელებში ასეთ რეგულაციების არსებობა არ არის აუცილებელი. ბენეფიციარები ოჯახური ტიპის საცხოვრებლებში ცხოვრობენ, რომლებიც მოწყობილია სტანდატრული (ჩვეულებრივი) საცხოვრებელი პირობების დაცვით და არ საჭიროებს სპეციალურ რეგულაციებს ჯანდაცვის სამინისტროსგან. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები საოჯახო ტიპის საცხოვრებლებს სახელმწიფოსთან ხელმოწერილი ხელშეკრულების/მემორანდუმის პირობების მიხედვით მართავენ. აღნიშნული მემორანდუმი ადგენს წესებს საცხოვრებელში მიღების, მომსახურე პერსონალის, მომსახურების სტანდარტებისა და ანგარიშგების შესახებ. სახელმწიფოს ასევე აქვს უფლება მოსთხოვოს არასამთავრობო ორგანიზაციებს საცხოვრებლების საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით მართვა რაც გულისხმობს: მხარდაჭერილი ან მხარდამჭერი მოდელის გამოყენებას. ამ მოდელების მთავარი არსია მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ბენეფიციარების დამოუკიდებელ ცხოვრებას. მაგალითად: მომსახურე პერსონალი არ უმზადებს სადილს მაცხოვრებლებს, მათი მიზანია დაეხმარონ ბენეფიციარებს თავად ისწავლონ სადილის მომზადება. ასეთი ტიპის ხელშეწყობა და არა “მოვლა” მთავარი ფუნდამენტია რეაბილიტაციისა და გამოჯანმრთელებისთვის. საუკეთესო პრაქტიკა და მნიშვნელოვანი გამოცდილება: შეუძლებელია განსაზღვრო პაციენტის მდგომარეობა ან საოჯახო ტიპის საცხოვრებელში მისი გადაყვანის შესაძლებლობა, როდესაც იგი იმყოფება ინსტიტუციაში. ინსტიტუცია ხელს უწყობს პაციენტების პასიურობას, კარჩაკეტილობას და მომსახურე პერსონალიც ხშირ შემთხვევაში სწორად ვერ აფასებს მათ შესაძლებლობებს. ხშირ შემთხვევაში გაოცებას იწვევს ბენეფიციარების დადებითი ცვლილება ინსტიტუციიდან თემში გადმოყვანის შემდეგ. არსებობს ორი ტიპის საოჯახო ტიპის საცხოვრებელი: მხარდამჭერი და მხარდაჭერილი. მხარდამჭერი მოდელი, რომელიც ასევე უკვე მოძველებულია, გულისხმობს საოჯახო ტიპის სახლების დაჯგუფებას და მასშტაბითაც საკმაოდ მოცულობითია. მხარდაჭერილი მოდელი კი თანამედროვე მიდგომებით ხასიათდება. საცხოვრებლები მიმოფანტულია და ფუნდამენტი ოჯახურ გარემოზეა დაფუძნებული. მხარდაჭერილი და მხარდამჭერი სახლების მოდელი მოქნილია, შესაბამისად იცვლება ბენეფიციარების საჭიროებების მიხედვით. იმისთვის, რომ მათ ის მიიღონ რაც სჭირდებათ. მთავარია ადამიანებმა ისწავლონ დამოუკიდებლად ცხოვრება და საკუთარ თავზე ზრუნვა. ავტორი: ჯონ ტრეინორი
---
ბეჭდვითი მედია
19.12.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვისი მხრიდანაც რამე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურდება - გიორგი გახარია 15 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო და აღნიშნავს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა პირი, რომლის მხრიდანაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური – დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომლის შექმნასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი. პირველ რიგში, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით არავის დარჩეს კითხვის ნიშნები. დამოუკიდებელი უწყების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ პასუხის გარეშე არ უნდა დატოვოს არცერთი კითხვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ, ვავალებ როგორც შინაგან საქმეთა, ისე, განათლების სამინისტროებს, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც აუცილებლად იქნება ღია და გამჭვირვალე. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განათლების თუ ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით კანონმდებლობის თუ პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ჯერ კიდევ გვაქვს წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები. პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი სერვისების თუ ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში პროცესის მონაწილეთა კვალიფიკაციის ნაკლებობით არის განპირობებული. ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება ერთად ვართ პასუხისმგებელი ლუკა სირაძის, მისი ოჯახის წინაშე, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემური ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ. შესაბამისად, ვავალებ: •შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად, უზრუნველყოს არასრულწლოვნებთან მომუშავე გამომძიებლების და მენეჯერების სპეციალიზაცია და შესაბამისი კრიტერიუმებით ფრთხილად შერჩევა, განახორციელოს მათი მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი. • ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს, დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში. • იუსტიციის სამინისტროს – წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე. საქართველოს მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დააჩქარებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარმართავს ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას; პროცესის კოორდინაციას, არასრულწლოვანთა სფეროში მომუშავე პროფესიონალების და ყველა შესაბამისი აქტორის ჩართულობით, განახორციელებს ღიად და გამჭვირვალედ. ამაში გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი. მიუღებელია მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყოველგვარი მცდელობა. ყველამ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან" -ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობაც სცადა, გუშინ გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიციის მხრიდა ზეწოლაზე საუბრობს.
---
19.12.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
"დღევანდელი ქართული რეალობა სასიკვდილო საფრთხის შემცველია" - მუხაშავრია
15 წლის მოზარდის საქმეზე კონკრეტული პირების გარდა, იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია მაღალი რანგის პირების პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც არ გამორიცხავს. ტრაგიკულ შემთხვევაზე საუბრისას ამბობს, რომ სისტემა გასაწმენდია ყველა იმ სუბიექტისაგან, რომელიც საზოგადოებას საფრთხეს უქმნის და საჭიროა ამ სისტემის კარდინალური ცვლილება იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღიკვეთოს. მისივე თქმით, სუიციდი საქართველოში გახშირებულია და აუცილებელია ცალკე ამ საკითხის გამოკვლევა, კონკრეტულად რა არის ამის მიზეზი. უფლებადამცველი „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყანას რამდენიმე სერიოზული ინსტიტუციონალური პრობლემა აქვს, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა, არ მოგვარდა. 15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, აქციები გაიმართა იაშვილის კლინიკასთან, სადაც მოქალაქეებმა თეთრი მიხაკები და სანთლები მიიტანეს. პარალელურად კი აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და „მწვანე სკოლასთან" წარწერები - „ამ ცხოვრების დედაც!" დატოვეს. მოზარდმა გვიან ღამით თავისი ყოფილი სკოლის შენობაში, შიდა და გარე ტერიტორიაზე წარწერები დატოვა, რაზეც სკოლამ პოლიციას აცნობა და გამოძიება დაიწყო. მოზარდის გარდაცვალების საქმეზე 17 დეკემბერს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, ჩოლოიანი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის ბრალდებით დააკავეს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. შემთხვევა 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. უფლებადამცველი სკოლის უპასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ „დღევანდელი ქართული რეალობა სასიკვიდილო საფრთხის შემცველია." „ამ წარწერების გამო პოლიციაში დაბარება გამართლებული არ იყო. ყველგან, ყველა რგოლში პრობლემა და ჩავარდა გვაქვს. ადამიანს, რომელსაც არ აქვს ძალიან მყარი ფსიქიკა, არ არის გამოცდილი, ან არ არის შეჩვეული ამ არანორმალურ სამყაროსა და გარემოში ცხოვრებას, უჭირს გადარჩენა. "დღევანდელი ქართული რეალობა სასიკვიდილო საფრთხის შემცველია. ახალგაზრდებისთვის, რომელთაც არ აქვთ მყარი ფსიქიკა, არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვენი გარემო, სახელმწიფო და საზოგადოება სასიკვდილო საფრთხის შემცველია. იმის მაგივრად, რომ სკოლა ეხმარებოდეს აღზრდაში, პოლიცია - უსაფრთხოებაში, გვაქვს სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება და შედეგი. „თვითმკვლელობები ძალიან გაზრდილია და ყოველთვის არ ვიცით მიზეზები, არ ვიკვლევთ ამ მიზეზებს - ესეც ცალკე პრობლემაა. თითოეული თვითმკვლელობის ფაქტი, განსაკუთრებით საშიში და საგანგაშოა. ადამიანები და სახელმწიფო საზოგადოება ამას განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა უთმობდეს. "პასუხისმგებლობა დადგება პოლიტიკური და სამართლებრივი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევაშინებთ ამ სახელმწიფოს მესვეურებს, რომ ამას არ ვეგუებით და ეს ჩვენთვის მიუღებელია - არაფერი დაგვაწყნარებს, თუ არა ადეკვატური ზომები იქითა მხარეს, რაც პოლიტიკური ფიგურების გადადგომას გულისხმობს. „პოლიციას იმისთვის ვინახავთ, რომ შვილები მოგვიკლან ან თვითმკვლელობამდე მიიყვანონ? საჭიროა სისტემის გაწმენდა ყველა იმ სუბიექტისაგან, ვისზედაც ოდნავი ეჭვი მაინც არსებობს, რომ ისინი უკანონო, ძალადობრივ და დაუშვებელ მეთოდებს იყენებენ მოქალაქეებთან ურთიერთობაში, ქუჩაში იქნება, ოფისებში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას. ყველა ასეთი პოლიციელისაგან სისტემა უნდა გაიწმინდოს, რადიკალური ზომები უნდა იქნას მიღებული. „მჭირდება პოლიცია იმისათვის, რომ დამნაშავისგან დამიცვას, ჩემი უსაფრთხოება დაიცვას. პროფილაქტიკური ღონისძიებები უნდა გაატაროს, რომ საქმე დანაშაულამდე არ მივიდეს. აქ რას ვხედავთ? - დანაშაულს ჩადიან თავად პოლიციელები და ისინი რჩებიან ორგანოში. თანაც ეს მოხდა ქალაქში, დედაქალაქის შუაგულში და ყველაზე უარესი ფანტაზიით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა ხდება რაიონებში ან მივარდნილ ადგილებში, სადაც ასეთი მონიტორინგი, საზოგადოების თვალი და ყური ადგილზე არ არის. „ინსტიტუციური და სისტემური პრობლემაა. გამოსავალია რადიკალური რეფორმა, სისტემის გაწმენდა ყველა იმ უკეთური სუბიექტისგან, რომელიც მსახურობდა იმ დროს, როდესაც ძალადობა, წამება იყო ჩვეულებრივი, ყოველდღიური პრაქტიკა და მეთოდი პოლიციელის საქმიანობაში. "ეს ადამიანები ვერ გადაეჩვევიან ამ მეთოდებს, რაც არ უნდა შეიცვალოს მინისტრი, კანონი, დამოკიდებულება. ეს ადამიანები უნდა გავუშვათ სისტემიდან და მივიღოთ სულ სხვა ადამიანები, ვინც მოწოდებული არიან იმისთვის, რომ დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება და არა იმისთვის, რომ ყოველი მისვლა პოლიციაში, ადამიანს დაუჯდეს ნერვებად, ჯანმრთელობად და ხანდახან სიცოცხლედაც კი," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
---
19.12.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
“განსხვავებული აზრის გამო მტრად აღგიქვამენ და ვერ გიტანენ” - თვითმკვლელობების შემაშფოთებელი სტატისტიკა
საქართველოში მომატებული სუიციდის ფაქტების შემაშფოთებელი სტატისტიკა და დაწეული ასაკი. თითქმის დღე არ გავა, რომ საზოგადოებამ თვითმკვლელობის შესახებ არ გაიგოს. რა განაპირობებს ადამიანის ამ დონემდე მიყვანას და რატომ გახშირდა განსკუთრებით სუიციდის ფაქტები ახალგაზრდებში. 18 დეკემბერს ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 23 წლის ნიკუშა ბუაძეა. როგორც „რეზონანსს“ მისი მეგობრები უყვებიან ბუაძის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები გამხადრიყო. მათი თქმით, ახალგაზდას ბანკმა სახლი გაუყიდა და ის ოჯახთან ერთად ქირით ცხოვრობდა. ვერ შოულობდა სამსახურს და მძიმე ეკონომიკურ პირობებში იყო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმკვლელობამდე მან შეყვარებულთან იჩხუბა. სავარაუდოდ, ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო. მეგობრები ამბობენ, რომ ის საკმაოდ მხიარული და პოზიტიური ადამიანი იყო, თუმცა მის გარშემო შექმნილ მძიმე პირობებს ვეღარ გაუძლო. ასევე 18 დეკემბერს თბილისში, საბურთალოს რაიონში 11 წლის ბ.ა.-ს ჰქონდა სუიციდის მცდელობა. გავრცელებული ინფორმაციით, დედასთან კონფლიქტის გამო ფანჯრიდან ხტებოდა. ის ბებიამ ჩამოიყვანა ფანჯრიდან. ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია და სოციალური მუშაკი.11 წლის ბიჭის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ორივე ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ასევე საზოგადოებისთვის ყველაზე მძიმე და შოკისმომგვრელი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალება იყო, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და 9 სართულიანი კორპუსიის სახურავიდან გადმოხტა. ის სიცოცხლისთვის რამდენიმე დღე იბრძოდა და 17 დეკემბერს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახი მის თვითმკვლელობამდე მიყვანას პოლიციას აბრალებს, რომელმაც ის 10 დეკემბერს დაკითხა და მასზე გარკვეული მუქარა და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა. ფაქტზე ერთი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული. საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით კი 2019 წლის 6 თვის განმავლობაში თვითმკვლელობა სცადა 219 ადამიანმა, 207-მა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 2018 წელს საქართველოში სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი მოხდა. ნინო ლომჯარია ამ სტატისტიკას შემაშფოთებელს უწოდებს. სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფო ფაქტობრივად, არ ახორციელებს პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს და დღემდე არ დამტკიცებულა სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს სამოქმედო გეგმით, ჯერ კიდევ 2016 წლისთვის უნდა დაემტკიცებინათ. მართალია სუიციდის და ფსიქიკური აშლილობის კავშირი დიდი ხნის დადასტურებულია, მაგრამ სპეციალისტების აზრით, თვითმკვლელობა ხშირად ძალიან იმპულსურადაც ხდება, სტრესის, ემოციური კრიზისის გამო. მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს: ფინანსური პრობლემები, ძალადობა, დისკრიმინაცია, ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე დამოკიდებულება, შეყვარებულთან დაცილება, ქრონიკული ტკივილები და ა.შ. ჯერჯერობით ყველაზე დიდ რისკფაქტორად წარსულში თვითმკვლელობის მცდელობა რჩება. „რეზონანსთან“ ფსიქოლოგი ნანა ხაზარაძე იმ გარემოებებზე საუბრობს, რომელსაც ახალგაზრდები სუციდამდე მიჰყავს. მისი თქმით, პირველ რიგში ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაცია უნდა განვიხილოთ, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე სტერსულად აისახება და ეს ყველაზე მეტად ახალგაზრდებს აზიანებს. ისინი არიან ყველაზე მოწყვლადი ფენა, ამიტომაც სტატისტიკის მიხედვიტაც თვითმკვლელობის ასაკი დაწეულია. მისი თქმით, უმუშევრობის ვითარებაში ადამიანი კარგავს თავის სოციალურ სტატუსს. უმუშევრობის პირობებში ხდება ადამიანის მნიშვნელობის გაუფასურება. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ადამიანის ფუნდამენტალურ მოთხოვნილებაში არის ისეთი მოთხოვნილება, როგორიცაა სუბსტანციური მოთხოვნილება, რომელიც შრომის პროცესთან არის დაკავშირებული. „გარემო როდესაც ადამიანთა მთელი ჯგუფისადმი მტრულად განწაყობილი ხდება, ადამიანის მნიშვნელობა თავისთავად ხდება დაცემული. როცა ადამიანი თავის მნიშვნელობას კარგავს, გარემო მის მიმართ აუცილებლად ავტომატურად განეწყობა მტრულად. “სუიციდის წინაპირობა არის დეპრესია. როცა ეს მდგომარეობა დამძიმდება, ადამიანს აღარ აქვს შინაგანი რესურსი გაუმკლავდეს და გადალახოს ფსიქო-ემოციურ კრიზისს. თავად დეპრესიას იწვევს ერთდროულად რამდენიმე გარემოება. ერთის მხრივ, ადამიანები ვერ გამოიმუშავებენ ცხოვრებისეულ უნარებს, რადგან ეს არ უსწავლიათ. მათზე ბავშვობაში ან გადაჭარბებულად ზრუნავდნენ ან პირიქით, ინდიფერენტულად. ორივე უკიდურესობაა, რაც ვერ აყალიბებს დამოუკიდებელ პიროვნებას. განათლების სისტემა კვლავ გამოწვევაა - ეს ყველაფერი არ ჰქმნის ფონს, რომ ადამიანი გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს გარკვეულ სირთულეებთან გამკლავების რესურსის მქონე პიროვნებად. “ჩვენ დღეს არ გვაქვს ჯანსაღი ფსიქიკური გარემო და ერთ წამში ყველაფრისთვის წერტილის დასმა გვინდება. ეს განავითარა იმ რეალობამ, რომელშიც ვცხოვრობთ. სუიციდი და თვითმკვლელობამდე მიყვანა განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში კონკრეტული მიზეზებია: 30 წელია ვცხოვრობთ მოლოდინის რეჟიმში და სტრესულ გარემოში. “ამ დროში ჩვენი ცხოვრება დაემსგავსა ფიზიკურ თვითგადარჩენას. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ახალგაზრდა ასრულებს სწავლას და აღარ იცის რა ქნას. ეშინია,რომ შეიძლება ვერ დასაქმდეს. მითუმეტეს, ქვეყანაში საშინელი აგრესიული ფონი და სიძულვილია; განსხვავებული აზრის გამო მტრად აღიქვამენ და ვერ გიტანენ. ეს ყველაფერი არღვევს ფსიქიკას და ადამიანი ერთ წამში ასრულებს თავის სიცოცხლეს“,-აცახდებს ფსიქოლოგი.
---
19.12.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
3 ტიპის გრიპი, რომელიც გვემუქრება - "პიკური სეზონი იანვარ-თებერვალშია"
ზამთარში ვირუსებისა და ინფექციების რისკი იზრდება და პიკს იანვარ-თებერვალში აღწევს, ვირუსით გარდაცვალების ფაქტი თითქმის ყოველ წელს ფიქსირდება, თუმცა ექიმები იმედოვნებენ, რომ წელს ვაქცინაციის მხრივ მოსახლეობის დიდი აქტივობა იყო, რის გამოც ფიქრობენ, რომ ეს კარგ შედეგს გამოიღებს. ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოში გრიპის ვირუსის პიკს იანვარ-თებერვალში მიაღწევს. „საქართველოს სტატისტიკა ჯერ არ მინახავს, რომელი ვირუსი დომინირებს, თუმცა მსოფლიოს მაგალითით, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, B ტიპის ვირუსი დომინირებს, რომელიც მაინც და მაინც ამ მიმართულებით წინასწარ არ იყო პროგნოზი და ცოტა უფრო უჩვეულოდ განვითარდა ეს ეპიდემია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. „გრიპის ვირუსი ზამთრის სეზონზე ყოველ წელს ვრცელდება, აქ ახალი არაფერი არ იქნება ახლაც რა თქმა უნდა სტარტს დეკემბრის შუა რიცხვებიდან აიღებს, ტრადიციულად პიკური სეზონი კი იანვარ-თებერვალშია ხოლმე , სხვადასხვა წელს პიკური სეზონი სხვადასხვანაირადაა, ეს ყოველწლიური ტენდენციაა."-აცხადებს იგი. იგი იმედოვნებს, რომ ამ სეზონზე ნაკლები ვირუსი დაფიქსირდება, რადგან ფიქრიბს, რომ ვაქცინაცია შედეგს გამოიღებს. „რაც შეეხება უშუალოდ ღორის გრიპს-H1N1-ს, ეს ვირუსიც ყოველწლიურად მოსახლეობაში ცირკულირებს, ის უკვე განსაკუთრებულად საშიშ დაავადებად აღარ ითვლება, თავიდან ამ ვირუსმა ცოტა დაბნეულობა გამოიწვია და მართლაც პრობლემურ ვირუსად ითვლებოდა, ამჟამად უკვე ეს გრიპის ვირუსი პრობლემურ ქვეტიპად აღარ ითვლება, ყოველ სეზონზე რამდენიმე ქვეტიპის ვირუსი ტრიალებს, მათ შორის ეს ვირუსიც. „წელს ვაქცინაციის მხრივ მოსახლეობის არნახული აქტივობა იყო, რაც ძალიან გვახარებს იმიტომ, რომ ბოლო წლების განმავლობაში გრიპის ვაქცინას ასეთი მოცვა არ ჰქონია, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ამან გარკვეული შედეგი უნდა გამოიღოს და გართულებები ნაკლები უნდა იყოს იმიტომ, რომ მოცვა ძალიან კარგი იყო. „ჯერ ვაქცინაციის შედეგს ვერ ვნახავთ, იმიტომ, რომ ჯერ გრიპის სეზონის პიკი არაა, საბოლოო შედეგებზე სეზონის დასასრულისკენ შეჯამდება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ვაქცინის მაღალი მოცვა კარგ შედეგს გამოიღებს."-განაცხადა ბუწაშვილმა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ამ დროისათვის საქართველოში გრიპის სამვე ქვეტიპია გამოვლენილი. "მეორე კვირაა მატება დაწყებულია. ჯერჯერობით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან და შარშანწინ იყო ავადობა, ჰოსპიტალიზაციაც ნაკლებია, გამოჩნდა გრიპის სამივე ქვეტიპი. წამყვანია B ტიპის ვირუსი და ცირკულირებს ასევე H3 და H1, თუმცა წამყვან ვირუსად რჩება რონოვირუსი, უფრო სურდოთი და მსუბუქად მიმდინარეობს. ასევე ცირკულირებს რესპირატორული ვირუსები, ასევე ადენო და ენტეროვირუსები. შესალოა, ნებისმიერმა ვირუსმა გამოიწვიოს გართულება",- განაცხადა იმნაძემ პრესკონფერენციისას. იმნაძემ „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მოსახლეობაში ვაქცინაცია ჩატარდა, რაც ნაკლები გართულებების წინაპირობაა. „90 ათასიადამიანიმაღალირისკისჯგუფებში, მარტოსახელმწიფოპროგრამითაააცრილი, კერძოსექტომაკი 40 ადამიანიაცრაასე, რომმზადყოფნაარის, ყველაფერიარის, ზამთარიგინახავთგრიპირომარყოფილიყოს? „ზამთარშიგრიპიიქნება, მაგრამგართულებასარველით," - განაცხადაიმნაძემ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, უმჯობესია მოქალაქეებმა ჩაიტარონ აცრები; რეგულარულად დაიბანონ ხელები; ნუ შეეხებიან ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს; მოერიდონ დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტს; ავადობისას კი დარჩნენ სახლში.
---