From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-19.11.2019
Received On : 19.11.2019 07:34
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 19.11.2019

 

ტელევიზია

19.11.2019                                  

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

შესაძლოა, ჩვენმა მაყურებელმა შენიშნა კიდეც, რომ წელს გასული წლებისგან განსხვავებით ამ სტუდიაში არც აცრა ჩაგვიტარებია, არც თუთა აგვიცრია, არადა ოჯახში მატება გვაქვს, ამის მიუხედავად, არც განსაკუთრებით გვიაქტიურია ამის მიუხედავად, თუნდაც, განსაკუთრებული მოწოდების დონეზე. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ წელს სეზონური აცრები აღარ გვჭირდება და გაციების პრევენცია ყველა მხრივ უკვე ჩატარებული გვაქვს. წელს ამ მიმართულებით ამ დრომდე გადაუწყვეტელი პრობლემები რჩება. ქვეყანაში გრიპის სეზონი დაიწყო, თუმცა, კომერციულ სექტორში ვაქცინა ჯერ შემოტანილი არ არის. შესაბამისი ჯგუფებისთვის ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა სახელმწიფოს მხრიდანაც.  

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6472703

---

 

19.11.2019                                    

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს. თეთრხალათიანების აქციამ ვაჟა ექიმის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საპყრობილეში ყოფნა კიდევ ერთელ გააპროტესტა და გააერთიანა სრულიად ქვეყანა. მთელი საქართველოს მასშტაბით თეთრი ხალათით სამედიცინო სფეროს და არა მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სწორედ ასეთი ფორმით მოთხოვეს. მიუხედევად იმისა, რომ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დაახლოებით, 48 საათის წინ ბრძანა, რომ ვაჟა ექიმი მალე გათავისუფლდებოდა, დაზუსტებით როდის მოხდება ეს ყველაფერი, ჯერ არავინ იცის. წითელი ჯვრიდან მედიას აცნობეს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მათ 14 ნოემბერს დაუკავშირდა და მათ მოითხოვეს ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულება. ორგანიზაციის დელეგატებმა ეს ყველაფერი გუშინ მოახერხეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6472698

18.11.                                          

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6471516

რუსთავი 2 - სხვა შუადღე- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6471383   

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6471267

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6471260

ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6471175

---

 

18.11.2019                                    

არხი:   ფორმულა

გადაცემა:  ფორმულა ნიუს 12:00      

საქართველო სეპარატისტების მიერ დაკავებული ექიმის გათავისუფლებას ითხოვს - სტატიას ამ სათაურით "ნიუ-იორკ თაიმსი" აქვეყნებს. პუბლიკაციაში წერია დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლების იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც უკვე გაავრცელა ქართულმა მხარემ და შეერთებულმა შტატებმა. პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ: "2008 წლის შემდეგ სამხრეთ ოსეთის რეგიონს რუსეთი აკონტროლებს და იქ სამხედრო შენაერთებიც განალაგა. ადგილობრივი სოფლების მოსახლეობას ხშირად აკავებენ, მაგრამ ექიმი ბევრად შესამჩნევი ფიგურა იყო. ექიმის კოლეგებმა განაცხადეს, რომ ის პაციენტთან მისვლას ცდილობდა," - წერია პუბლიკაციაში. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ პუბლიკაციებს "როიტერი", "ევრონიუსი" და სხვა დასავლური მედიასაშუალებები ავრცელებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6471184

---

 

 

ინტერნეტი

19.11.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/biznesombudsmenma-klinikebistvis-tarifebis-gatanabrebis-sakitkhis-sheswavla-daiwyo/

ბიზნესომბუდსმენმა კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხის შესწავლა დაიწყო

კლინიკების ხელმძღვანელები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ტარიფების გათანაბრებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენს, მიხეილ დაუშვილს შეხვდნენ. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის, კლინიკა „ღია გულის“ ხელმძღვანელ დავით მიქელაძის განცხადებით, მას შეხვედრის შემდეგ პოზიტიური მოლოდინები აქვს, რომ ბიზნესომბუდსმენი კლინიკების ხელმძღვანელების მიერ დასმულ პრობლემებს ყურადღებით მოეკიდება. მიქელაძის თქმით, ბიზნესომბუდსმენმა ითხოვა რამდენიმე დღე, რათა საკითხში გაერკვეს. მისივე განცხადებით, შექმნილ ვითარებაში სამედიცინო დაწესებულებებისთვის აუცილებელია, დარგი გადარჩეს და პაციენტს ზიანი არ მიადგეს. დავით მიქელაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილების შესახებ ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ გაიგეს და მანამდე არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა. ამავე დროს, მიქელაძის განცხადებით, რეგულაციების წინააღმდეგი არ არიან და მზადყოფნას გამოთქვამენ, შექმნილ პრობლემებზე იმსჯელონ. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ დაანონსებული რეფორმა ითვალისწინებს ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას. ცვლილებები უკვე შეეხო კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას. 11 ნოემბერს კლინიკების ნაწილმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართეს, რომელშიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატანი ცვლილებების გადავადებას ითხოვენ. მათი შეფასებით, ეს დრო საჭიროა, რათა მოხდეს საკითხის ფართო განხილვა და ისეთი ტარიფების მიღება, რომლებიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს. ღია წერილის ხელისმომწერები აცხადებენ, რომ 2013 წელთან შედარებით დენის და ბუნებრივი აირის ღირებულება გაზრდილია, ხოლო ანტიბიოტიკებზე ფასები იმავე პერიოდში 76 პროცენტითაა მომატებული. წერილს ერთვის გრაფიკები, სადაც ნაჩვენებია სისხლის და სისხლის კომპონენტების ღირებულების ზრდის დინამიკა 2012 წლიდან დღემდე. მატება 40-დან 130 პროცენტს აღწევს. იქვე მოცემულია ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ოპერაციის ღირებულების ფასების დინამიკა. მაგალითად, კორონარული არტერიის შუნტირების ღირებულება 4029 დოლარია, რაც, დღევანდელი კურსით, 11925 ლარს შეადგენს. მთავრობის დადგენილებით კი, ამ ოპერაციის ფასი 8500 ლარად (ანუ 2871 დოლარი) განისაზღვრა. ღია წერილში ასევე ნათქვამია, რომ კლინიკებს უმძიმეს ტვირთად აწევთ საყოველთაო დაზღვევის პროგრამით მისაღები თანხების სახელმწიფოსგან დაგვიანებით (პრაქტიკულად 5-6 თვე) მიღება. ხელმომწერები აცხადებენ, რომ ტარიფების შემცირებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მსხვილ ქალაქებში ინტენსიურის საწოლების რაოდენობის შემცირება და პაციენტების მკურნალობის ხარისხის მკვეთრად გაუარესება. „ჩვენთვის გაუგებარია, რა გათვლებს ეფუძნება №520 დადგენილებით სამედიცინო მომსახურების ახალი ფასები, გათვლილია თუ არა არაპირდაპირი ხარჯების და ცვეთა-ამორტიზაციის რეალური მაჩვენებლები. ტარიფების განხილვა არც დარგობრივ ასოციაციებთან და არც კლინიკებთან არ მომხდარა,“ – აცხადებენ ღია წერილის ავტორები.

---

 

19.11.2019

მედიასაშუალება: https://palitranews.ge/video/iri-is-gamokitkhvis-mikhedvit-mtavrobis-qvelaze-didi-chavardna-dapirebebis-sheusruleblobaa?fbclid=IwAR0eU-1CBsrPP2YQ7J23cQ4gy66UVEVgt-UAf-rsli7X7ZwXjKNYD_i-7DI

IRI-ის გამოკითხვის მიხედვით, მთავრობის ყველაზე დიდი ჩავარდნა დაპირებების შეუსრულებლობაა

IRI-ის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობას უჭირს დაასახელოს, რა არის მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა. გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ ამაზე პასუხი არ აქვს, ხოლო 21% პასუხობს, რომ მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა არაფერია. ამასთან, 13% აღნიშნულ კითხვაზე პასუხობს, რომ ეს ჯანდაცვის რეფორმაა, ხოლო 4%-4% მიღწევებს შორის ვიზალიბერალიზაციას და ინფრასტრუქტურას ასახელებს. გამოკითხულთა 3-3% კი თვლის, რომ მთავრობის მიღწევა დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაა. რაც შეეხება კითხვას, რა არის მთავრობის ყველაზე დიდი ჩავარდნა, გამოკითხულთა 12% პასუხობს, რომ ეს ხალხისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობაა, 8%-ის აზრით ყველაზე დიდი წარუმატებლობა ლარის კურსის ვარდნას უკავშირდება, 7% კი ფიქრობს, რომ მთავრობის ყველაზე დიდი ჩავარდნა 20 ივნისის მოვლენები იყო.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/573466-iri-is-kvlevis-mixedvit-gamokitxulebi-mtavrobis-qvelaze-did-carumateblobad-sheusrulebel-dapirebebs-asaxeleben

---

 

18.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/573401-jandacvis-saministros-inpormaciit-akciis-dashlisas-3-adamiani-dashavda-romelta-shorisac-erti-policielia

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის დაშლისას 3 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორისაც ერთი პოლიციელია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებში აქციის დაშლისას დაშავებული სამი მოქალაქეა გადაყვანილი. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ დაშავებულებს შორის ერთი პოლიციელია. „სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს. მათ შორის ერთი პოლიციელია, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული თავის არეში და გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. მას უტარდება შესაბამისი კვლევები. ერთი 44 წლის მოქალაქე გულ-მკერდის არეში ტკივილით შეყვანილია ინგოროყვას კლინიკაში. მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამჟამად კვლევის პროცესშია. მესამე პაციენტი კი გადაყვანილია “ნიუ ჰოსპიტალსში” - 27 წლის მამაკაცი, რომელმაც ხალხის მასაში მოქცევის შედეგად გონება დაკარგა. მისი მდგომარეობა ასევე სტაბილურია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პია.ჯი- https://pia.ge/post/293363-aqciis-daslias-saswrafo-daxmarebis-ekipajebma-samedicino-dawesebulebebsi-3-pacienti-gadaiyvanes

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/saswrafo-daxmarebis-ekipajebma-samedicino-dawesebulebebshi-sul-sami-pacienti-gadaiyvanes

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/jandacvis-saministro-samedicino-dawesebulebebshi-sul-sami-pacienti-gadaiyvanes/43782/

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/rustavelis-gamzirze-ganvitarebuli-movlenebis-shedegad-erti-policieli-dashavda/?fbclid=IwAR3OYb15vGR8rnsdOQKZ7LRgX8pl_ffy9hcyo4rQ-DgnNMftoT43HGOfx7g

ექსპრესნიუს.ჯი-  https://expressnews.com.ge/?id=93236&fbclid=IwAR0eRMS_o8ixBJcNWLuKYeRDYMs-Mn3JDemm8tbg-eNTM8JPSQVMhEZH7Bw

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/sastsraphos-ekipazhebma-sameditsino-datsesebulebebshi-sul-sami-patsienti-gadaiqhvanes-math-shoris-erthi-politsieli/?fbclid=IwAR0GLU7b9Ay8daCOuyt46l3K0GacczKzd-3P_gwhl5qbyY-A9ryZb7GK1us

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1574092492-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90?fbclid=IwAR1ej6gveU0ioSZnLtv-0KlEqEGZcyKVObdZ-KtMTS7sP03FqFmsNB_tkcw

---

 

18.11.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/klinikebma-biznesombudsmenisgan-konkretuli-dapireba-ver-miiges

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ

„კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ახლად დანიშნულმა ბიზნესომბუდსმენმა პირველ სერიოზულ ბიზნეს ქეისზე დაიწყო მუშაობა-ის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. განსახილველი საკითხი ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ გატარებული რეფორმაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს. 8 ნოემბერს „კომერსანტი“ წერდა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის მინისტრს, სახალხო დამცველს და ბიზნესომბუდსმენს გატარებული რეფორმის გადავადების მოთხოვნით ღია წერილი გადაეგზავნა. როგორც ირკვევა ბიზნესომბუდსმენის აპარატი ერთადერთი სახელმწიფო უწყებაა, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაგზავნილ ღია წერილს გამოეხმაურა. დღეს გამართულ შეხვედრაზე საუბრობს შპს თიმი- თბილისის მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კაჭახიძე. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი აცხადებს, მიხეილ დაუშვილისგან პრობლემის გადაჭრის კონკრეტული დაპირება არ მიუღიათ. „შეხვედრაზე დაახლოებით 25-მდე კლინიკა ვიყავით, ბიზნესომბუდსმენმა გვითხრა, რომ პრობლემის შესახებ მოახსენებს პრეიმერს და შეგვპირდა,რომ უახლოეს მომავალში რაღაც რეაქცია იქნება, თუმცა კონკრეტულს არაფერს დაგვპირებია. ალბათ კიდევ ერთი შეხვედრა დაიგეგმება“, - განაცხადა გიორგი კაჭახიძე.

---

 

18.11.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministros-mier-dadgenili-ertiani-tarifi-haeridan-aris-agebuli-da-ar-sheefereba-dgevandel-dges

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება“

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც ჩვენ ვიმყოფებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეგიონალური საავადმყოფოს ფასი არის ერთი, ქალაქში მომუშავე საავადმყოფოს ფასი არის მეორე“, - ასე აფასებს „PINEO“-ს სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორი ზაზა სინაურიძე ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმას. მეან-გინეკოლოგი აცხადებს, რომ დადგენილი ტარიფები ჰაერიდან არის აღებული და დღევანდელ რეალობას არ შეეფერება. მისი თქმით, რეფორმა ხარისხის მკვეთრად გაუარესებას გამოიწვევს. „2007 წლიდან მე ვიყავი პირელი, რომელიც ერთიან ტარიფებზე ვსაუბრობდი. ეს პრაქტიკა მსოფლიოში მიღებული. ამას ამუშავებს პროფესიონალთა ის გუნდი, რომელიც ამ დარგში მუშაობს. ისინი ყველა შესაძლო გართულებას ითვალისწინებენ , რის შემდეგაც ე.წ. შეწონილი ფასი დგინდება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ტარიფები ჰაერიდან არის აღებული, იქ არ არის გათვალისწინებული ყველა ის შესაძლო გართულება, რომელიც კონკრეტულ დიაგნოზს შეიძლება მოჰყვეს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია პროცესებში პროფესიონალთა გუნდი ჩაერთოს, რომელიც ამ ყველაფერს დათვლის. ჩვენი თხოვნა არის ის, რომ დავსხდეთ ერთად და გავიაროთ ეს საკითხი. იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებს და რეფორმას გადაავადებს. ვფიქრობ, რომ კონსესუსის მიღწევა შესაძლებელი იქნება, რადგან ტარიფები არის ისეთი, რომელიც არ შეესაბამება არსებულ რეალობას, წინააღმდეგ შემთხვევაში რეფორმა კლინიკების დახურვას გამოიწვევს“-აცხადებს სინაურიძე. ჯანდაცვის რეფორმის გადავადებას ითხოვს სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი მაია მახარაშვილი. მისი თქმით, კონსულტაციები უნდა გაიმართოს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, თუ რის საფუძველზე მოხდა ტარიფის დადგენა და რატომ ნიშნავს გატარებული რეფორმა ტარიფის რადიკალურად შემცირებას? „გასაგებია თუ რატომ ტარდება ეს რეფორმა, ვიცით, რომ საბიუჯეტო თანხებია და არავის არ უკვირს, რომ ეს ფინანსები სწორად უნდა იმართებოდეს.პირდაპირ დარტყმა ტარიფზე პირველ რიგში ურტყამს ხარისხს. ეს რომ კომპლექსურად იყოს განხილული, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან გასაუბრებების საფუძველზე, სადაც ჩვენს პოზიციებს დავაფიქსირებდით, ალბათ რეფორმა მისაღები იქნებოდა. ტარიფი გასაშუალოებული არ არის, დადგენილია მინიმალური ისტორიული ფასი, რომელშიც იგულისხმება 2011 წელს დადგენილი ფასი, რომლის შემდეგაც სხვადასხვა მიმართულებით ბევრი ცვლილება მოხდა. იმ პირობებში, როდესაც ყველაფერი გაძვირებულია, წარმოუდგენელია ამ ფასების დამტკიცება. მედიცინა მხოლოდ ექიმზე აღარაა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია ტექნოლოგიები, მედიკამენტები, ამ ყველაფრის შესყიდვა კი სხვადასხვა ვალუტაში ხდება. შესაბამისად, ვალუტის კურსი ჩვენ სფეროზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ინტერვენციულ კარდიოლოგიაში რა დანადგარებიც საჭიროა სხვა ქვეყნებიდან შემოდის და მათ ფასზე ვართ დამოკიდებულები. როდესაც მედიკამენტი ვერ შემოგაქვს იმიტომ, რომ ტარიფი დაბალია, ამით რა თქმა უნდა ზიანდება პაციენტი“, - მაია მახარაშვილი. სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ იმისთვის, რომ ჯანდაცვის რეფორმამ გაამართლოს, სახელმწიფომ ტარიფის გათანაბრების პარალელურად, დამატებით მექანიზმები უნდა გაატაროს. მაგალითად, კონსოლიდირებული სახელმწიფო ტენდერები მედიკამენტებზე, სახარჯ მასალაზე და ა.შ. „როდესაც კლინიკაში მედიკამენტებზე შიდა ტენდერი გამოვაცხადეთ,ვნახეთ, რომ მთელი რიგი მედიკამენტები ბაზრიდან გამქრალია. კლინიკები წამლებს ვერ ყიდულობენ, შემომტანსაც ვეღარ შემოაქვს, რაც ხარისხს ძალიან აზარალებს. ამ საკითხს დიდ ზიანს მიაყენებს გატარებული რეფორმაც, სხვა გზა თუ არ იქნა კლინიკა ეცდება, რომ დადგენილ ტარიფში ჩაეტიოს, მაგრამ იმ მოთხოვნებს რა მოთხოვნებიც საყოველთაო პროგრამით არის განსაზღვრული, ამის დაკმაყოფილება ძალიან გაუჭირდება. უტრირებულად რომ ვთქვათ, კლინიკა ეცდება კიდევ უფრო იაფი მედიკამენტი შემოიტანოს. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკრეტულ დიაგნოზებს მოთხოვნა აქვს, რომ მაღალ ტექნოლოგიური კვლევები ჩატარდეს, დადგენილი ტარიფი კი ამ მომსახურებას ვერ აწევს. თუ ეს ყველაფერი იმ მიზანს ემსახურება, რომ მოსახლეობის ჯიბიდან უნდა შემცირდეს გადახდა ,ცოტა სათუო ხდება ჯიბიდან გადახდის შემცირება, რადგან პაციენტს მოუწევს გადაიხადოს რაღაც დამატებითი თანხები იმისთვის, რომ ხარისხიანი მომსახურება მიიღოს. ჩვენ არაფერი მოთხოვნა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. ვაჭრობას არ ვაპირებთ, განვიხილავთ თუ რა ფორმატით შეიძლება დარეგულირდეს ცვლილება და რა დამატებითი ჩარევებია საჭირო იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ამ ფასებით ნორმალური და ხარისხიანი მომსახურება მივაწოდოთ მომხმარებელს“,- განაცხადა მაია მახარაშვილმა.

---

 

18.11.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/293295-sromis-pirobebis-inspeqtirebis-departamentma-da-saqartvelos-advokatta-asociaciam-memorandumi-gaaformes

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მემორანდუმი გააფორმეს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს ქვეყანაში, ახლად ამოქმედებული, შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის გაცნობასა და სწავლებას ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის, სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოების, ასევე სხვა სახის პუბლიკაციების მომზადებას და იმ ღონისძიებების გატარებას, რაც შრომის უსაფრთხოების საკითხების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. დოკუმენტს ხელი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა მოაწერეს. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თქმით, ადვოკატთა კორპუსის ჩართულობა ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების საკითხებში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს - „ადვოკატები წარმოდგენილი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით რეგიონალურ ჭრილში სადაც მეტია გამოწვევა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ცნობიერების ამაღლება. ადვოკატები თავიანთ კომპანიებში მოახდენენ საკითხის პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით მოხდება მეტი პრევენცია, მეტი ინფორმაციის მიწოდება და ეს ქვეყანაში უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“. „მხარეებმა გადავწყვიტეთ, რომ ურთიერთანამშრომლობის ნიადაგზე მოვახდინოთ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით აქტიური ტრენინგების ჩატარება, რაც ნამდვილად შეუწყობს ხელს შრომითი უფლებების დაცვას, მათ შორის უსაფრთხო შრომის გარემოს შექმნას ჩვენს ქვეყანაში და ამ მემორანდუმს მოჰყვება აქტიური ქმედითი ნაბიჯები ჩვენი ორი ინსტიტუციის მხრიდან,“- განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/573384-jandacvis-saministrosa-shromis-pirobebis-inspektirebis-departamentsa-da-advokatta-asociacias-shoris-memorandumi-gapormda

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/shromis-pirobebis-inspeqtirebis-departamentsa-da-saqartvelos-advokatta-asociacias-shoris-urtierttanamshromlobis-memorandumi-gaformda

---

 

18.11.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/witeli-djvris-saertashoriso-komitetma-saokupacio-rejimis-mier-dakavebuli-eqimi-vaja-gafrindashvili-cxinvalis-cixeshi-moinaxula

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეში მოინახულა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (წჯსკ) ცხინვალის ციხეში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრიდან აცნობეს, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი წითელ ჯვარს 14 ნოემბერს დაუკავშირდა. „მოქმედებდა რა საკუთარი საერთაშორისო ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, წჯსკ-მ მოითხოვა ციხეში მისი მონახულების შესაძლებლობა. წჯსკ დელეგატებმა ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს მოინახულეს. ვიზიტის დროს მას გადაეცა ოჯახის წერილი, რაზეც მან წერილობითვე უპასუხა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ვიზიტის შესახებ აცნობა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში წჯსკ ვიზიტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური და ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განიხილება დაკავებაზე პასუხისმგებელ მხარესთან დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

---

 

18.11.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/respodentta-53-pirvel-adgilas-qveynis-yvelaze-mnishvnelovan-problemad-umushevrobas-asaxelebs---iri/43795/

რესპოდენტთა 53% პირველ ადგილას ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას ასახელებს - IRI

IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა 53% პირველ ადგილას ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, 18% ცხოვრების ხარჯებს და მაღალ ფასებს, ხოლო 6% სიღარიბეს. რაც შეეხება დაკარგულ ტერიტორიებს, გამოკითხულთა 3% პირველ ადგილზე აყენებს მას, როგორც მთავარ პრობლემას. პენსიებს, ჯანდაცვას და განათლებას კი 2-2%. ამასთან, 1-1% პირველ ადგილზე ასახელებს ქვეყნის მთავარ პრობლემად ისეთ საკითხებს, როგორიცაა მთავრობის არაკომპეტენტურობა, დანაშაული, შიდა კონფლიქტები, კორუფცია, ინფლაცია და სოფლის მეურნეობა. აღსანიშნავია, რომ კვლევის საველე სამუშაოები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით, 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM). კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა.

---

 

18.11.2019

მედიასაშუალება: https://www.newposts.ge/?l=G&id=218791-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%A1%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

რვა წლის გიგლა ზაქარაძეს, რომელსაც ყველა იცნობს საზოგადოების დახმარება სჭირდება

რვა წლის გიგილა ზაქარაძეს, რომელსაც ყველა იცნობს კვლავ საზოგადოების დახმარება სჭირდება.ბიჭმა დაბადებიდან დღემდე რთული გზა გაიარა. იგი ყოველდღე იბრძოდა სიცოცხლისთვის, ხალხის დახმარებით დადგა ფეხზე და უკვე მე- 2 კლასის მოსწავლეა.გიგლას ახლა ისევ სჭირდება თქვენი დახმარება. მას სასწარფოდ ესაჭიროება ბოტოქსის დამატება ფეხზე, რადგან კიდური დაეჭიმა და არ აძლევს სიარული საშუალებას. მოძრაობის დროს უკანკალების დაჭიმულობის გამო , შიძლება სულ შეწყვიტოს სიარული. ყველას ვისაც გახსოვსთ გიგლა ბიჭი, გთხოვ საბოლაოოდ დავეხმაროთ რომ დადგეს ფეხზე , ამისთვის კი სულ 2.500 $ ესაჭიროება ოჯახს.გიგილას დასახმარებლად ოჯახის თხვნით ვაქვეყნებთ ორგანიზაციის ანგარიშის ნომრებს. ტელეფონი: 09 01 200 127 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დანიშნულებაში მიუთითეთე გიგლა ზაქარაძე თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია: აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14

---

 

18.11.2019

მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=93191

60 კლინიკაში და საქართველოს ყველა რეგიონში ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს

საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ კლინიკაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად თეთრი ხალათების აქცია გაიმართა. ექმები სხვაასხვა კლინიკის ეზოებში და ტროტუარებზე დადგენენ და საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დკავება გააპროტესტეს. თეთრხალათიანების პროტესტი თელავის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში გაიმართა. მედიკკსები უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლება მოითხოვენ. „თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს“ – ბათუმელმა ექიმებმა აღნიშნული მოთხოვნით დღეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის კურსელებიც იმყოფებოდნენ. ზუგდიდში "თეთრი ხალათების აქციაზე" სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბენ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალთან და კლინიკა „გულთან“. საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. აშშ-ის საელჩო საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/573290-ekim-vazha-gaprindashvilis-mxardasacherad-sakartvelos-masshtabit-saavadmqopoebtan-tetri-xalatebis-akcia-gaimarta

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

19.11.2019

მედისაშუალება:      ქრონიკა+

"ქრონიკა+" ცხინვალიდან სამ კილომეტრში!

სოფელ ნიქოზში "ქრონიკა+" პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან ერთად ჩავიდა. იმდენად, რამდენადაც სოფლის სიღრმეში გადაადგილება პოლიციის თანხლების გარეშე არც ისე უსაფრთხო იყო, ამიტომ ადგილობრივ ამბულატორიას ვესტუმრეთ და დირექტორსა და მედპერსონალს გავესაუბრეთ, შემდეგ სოფლის მცხოვრებლების აზრითაც დავინტერესდით. საზღვრისპირა სოფელში ჩვენი ვიზიტის მიზანი, პირველ რიგში, სოლიდარობის გამოხატვა გახლდათ დაკავებული ექიმის - ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ. "ქრონიკა +"-ს არაერთი ინტერვიუ შეუთავაზებია თავისი მკითხველისთვის, სადაც რესპოდენტი ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვაჟა გაფრინდაშვილი გახლდათ. ამჯერად ჩვენი მხარდაჭერა თავად მას დასჭირდა და გადავწყვიტეთ, ეს საზღვრისპირა სოფელში გაგვეკეთებინა. სანამ ნიქოზის ამბულატორიის ექიმები ეზოში ეწყობოდნენ და მხარდაჭერის გამოცხადებისთვის ემზადებოდნენ, "ქრონიკა +" პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარეს სოფიო სლაბინსკის გაესაუბრა. სოფიო სლაბინსკი: "ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია, ეს არის სოლიდარობისა და თანადგომის გამოხატვა. მივესალმები "თეთრხალათიანების აქციას", მაგრამ გადავწყვიტე, ეს სოლიდარობა აქ, ცხინვალიდან სამ კილომეტრში გამომეხატა, - სამ კილომეტრში დაკავებულია ჩვენი უკვე გმირი ექიმი, რომელმაც არ ისურვა, საქართველოს საზღვარი უცხო ქვეყნის საზღვრად ეღიარებინა და ამიტომ ზის ციხეში."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6472719&name=19.11.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

19.11.2019

მედისაშუალება:      ქრონიკა+

"ოცნების" "ბუნტოვშჩიკი" მაჟორიტარების სკანდალური კომპრომატები

იმაზე კამათი, რომ "ოცნების" მაჟორიტარებმა ბუნტი პარტიის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად დაიწყეს, არ ღირს, ანუ ბავშვიც კი ხვდება, რომ დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი, კახა ოქრიაშვილი, დაჩი ბერაია, ნინო წილოსანი თუ ენზელ მკოიანი ის "კვიცები" არ არიან, რომლებიც "დედის" წინ სირბილს დაიწყებენ, მით უმეტეს, მაშინ, როცა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ჩამოთვლილთაგან უმეტესობამ, თავის დროზე, მხარი დაუჭირა და ბიძინა ივანიშვილსაც დითირამბები უძღვნა, აი, ახლა მაინც ხომ დაიჯერებთ, რომ მსოფლიო დემოკრატიით ვაოცებთო. დიახ, "ოცნებას" უნდა, რომ მაჟორიტარების ამბოხება დემოკრატიად მონათლოს და საზოგადოება დაარწმუნოს, მმართველ გუნდში სიტყვის ისეთი თავისუფლებაა, რომ ნებისმიერ რიგით წევრს შეუძლია, პოლიტორგანიზაციის ხელმძღვანელს არ დაემორჩილოს. დავიწყოთ დიმიტრი ხუნდაძით, რომელიც 2012 წლამდე ექიმის გახლდათ, თანაც უბრალო დასტაქარი კი არა, არამედ ოლიგარქიის ოჯახს ემსახურებოდა და პოლიტიკაშიც ზუსტად ამ ნიშნით მოხვდა. სხვათა შორის, ხუნდაძემ შრომითი საქმიანობა - არც მეტი, არც ნაკლები - მცხეთის რაიონულ საავადმყოფოს სანიტრობით დაიწყო. რაც შეეხება ხუნდაძის მინიოლიგარქობას, 2016 წელს, კერძოდ, საპარლამენტო არჩევნების წინ, მცხეთელებმა, უფრო კონკრეტულად, მცხეთის საკრებულოს წევრებმა, მას ბრალი დასდეს კორუფციასა და ნეპოტიზმში. მცხეთელ პოლიტიკოსებს მაშინ ახალგორის საკრებულოს 12-მა წევრმა აუბა მხარი და საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო: "ჩვენთვის მიუღებელია მცხეთის საკრებულოს დეპუტატებისადმი დიმიტრი ხუნდაძის ცინიკური და თანამდებობისთვის შეუფერებელი დამოკიდებულება. შეურაცმხყოფელი იყო ცილისწამება კორუფციულ გარიგებაში ცეზარ ჩოჩელთან" - უთხრა მაშინ მედიას ახალგოტისდ საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილმა. მოკლედ, ხუნდაძე, ასე თუ ისე, ცნობილი იყო. აი, ირაკლი, იგივე დაჩი ბერაიას არსებობა კი, მართლაც არავინ იცოდა. ბატონი ბერაია სზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად მიმდინარე წლის 18 მარტს მოექცა, როცა "ევროსაქ" ოთარ კახიძეს წაუთაქა. შეგახსენებთ: მაშინ ინციდენტი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა, ანუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რას სამიანობდა ბერაია გადეპუტატებამდე? - ირკვევა, რომ მან შრომითი საქმიანობა "გაერთიანებულ ქართულ ბანკში" შიკრიკის პოზიციით დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ასე წერია მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული: "2013- 2016 წლებში იყო სს ბანკ "ქართუს" ცენტრალიზებული ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორი. მანამდე კი, ანუ 2008 წლიდან 2013 წლამდე, ბერაიას "ქართუში" სესხების ადმინისტრირებისა და მეთოდოლოგიის განყოფილების უფროსისა და ასევე საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა. ბერაიას ბიოგრაფიიდან იმასაც ვიგებთ, რომ მას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, ანუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და მისი სპეციალობა ფინანსები და კრედიტებია. რაც შეეხება "ამბოხებული" უცნობი მაჟორიტარის ქონებას, მისი ოჯახი ფლობს ბინას თბილისში, რომელიც მაია გეგეშიძის საკუთრებას წარმოადგენს და რომელშიც გადახდილია 81 000 აშშ დოლარი. ამავე მონაცემებით, ბერაიას მეუღლის "ბაზის ბანკში" გახსნილ საკრედიტო ანგარიშზე ირიცხებოდა 503, 68 ლარი, "ქართუში" გახსნილ სახელფასო ანგარიშზე კი - 3889, 81. კიდევ ერთი "ბუნტოვშჩიკი", მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი გახლავთ, რომელიც იმთავითვე ირაკლი ღარიბაშვილის კლანის, ანუ "კახელების კარტელის ხელის ბიჭია." 2007-2009 წლებში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსი ინსპექტორი. აბუნტებული მაჟორიტარებიდან თვალში საცემია კახაბერ ოქრიაშვილი, რომელზეც ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოებისთვის უცნობი პერსონაა, თუმცა ხალხი მას ისე კი არ იცნობს, როგორც პოლიტიკოსს, არამედ როგორც - ქვეყნის მთავარ მეაფთიაქეს. მეტიც, ჯერ კიდევ 2009 წელს "მონიტორმა" ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო: "2005 წელს, კახა ოქრიაშვილის პარლამენტის დეპუტატობისას, კანონში ცვლილება მოხდა და წამლის რეგისტრაცია გამარტივდა. ეს ნიშნავს, რომ წამლის რეგისტრაციის მაძიებლისთვის მედიკამენტის შემოტანისა და გაყიდვის უფლების მოპოვება გაცილებით იოლი გახდა. მანამდე, 2002 წელს, ჯანდაცვის იმჟამინდელ მინისტრ ამირან გამყრელიძეს ფარმამაფიოზებმა გამოაცემინეს კანონი, რომლის საფუძველზეც გააუქმებინეს ყველა იმ მედიკამენტის სრული შემოწმება, რომელიც კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს შემოჰქონდათ საქართველოში, რაც ნიშნავდა, რომ ხარისხი კიდევ უფრო უკონტროლო გახდა. "კაცმა არ იცის, რისგან მზადდება წამალი. ფარმაცევტული კომპანიები თვითონ აკეთებენ სუბსტანციისა და გადამზადებული წამლის ანალიზს და ტავადვე გასცემენ სარეალიზაციო სერტიფიკატს. შერჩევითი კონტროლი მაინც უნდა ტარდებოდეს ნორმალურად და ეს უნდა ხდებოდეს სისტემატურად და არა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ", - აცხადებდა ლაბორატორია "ჯეოლაბის" დირექტორი, ქეთევან ბარამიძე. 2008 წლიდან ლაბორატორიები არც იმ კანონით დადგენილ სერიულ და შერჩევით კონტროლს ახორციელებდნენ და ოქრიაშვილმა ლაბორტორია თავად დაარსა და მის ფარმაცევტულ ქარხანას დაარქვა GMP, რაც მსოფლიოში ხარისხის აღმნიშვნელია. 2014 წელს "პირველ არხზე" გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც მთავარ პროკურატურას რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა დიმიტრი ბერუაშვილმა მიმართა, რომელიც დეპუტატ კახა ოქრიაშვილს მისი გატაცების დაკვეთაში ადანაშაულებდა და პარლამენტარისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვდა, თუმცა გამოძიება არც წარმართულა. მნიშვნელოვანია, რომ ოქრიაშვილის "პე-ეს-პე" სახელმწიფო ტენდერებს იგებდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ანუ ახლანდელ 'ქოც" ოქრიაშვილს მიშასთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ამას მოწმობს თუნდაც ის, რომ პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად, 2007 წელს, მან 750-ათასლარიანი ტენდერი მოიგო, რამდენიმე თვეში კი "ნაციონალურ მოძრაობას" 100 ათასი ლარი უფეშქაშა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოქრიაშვილმა უკვე "ქართულ ოცნებას" შესწირა 120 ათასი ლარი. არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს ენზელ მკოიანმაც არ დაუჭირა მხარი. მკოიანიც, ოქრიაშვილის მსგავსად, მარადმწვანე მაჟორიტარი, ანუ ოთხი მოწვევის პარლამენტარია. 2012 წლის სექტემბერში მედია იმ ძალადობაზე წერდა, რაც მკოიანის მხარდამჭერებმა ჩაიდინეს. მოულოდნელად, მკოიანი "ნაციონალებს" განუდგა და "გაქოცდა". ამას 2013 წლის მოვლენებიც მოწმობს, როცა ნინოწმინდის საკრებულოში ფიზიკურ დაპირისპირება მოხდა და ამის გამო რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს პოლიციაში უჩივლეს. როგორც სტატიის დასაწყისში ვთქვით, კიდევ ერთი "ბუნტოვშჩიკი" ნინო წილოსანია, თუმცა ამ ქალბატონის მიმართ საზოგადოების ინტერესი, როგორც იტყვიან, "პლინტუსს ქვემოთაა".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6472718&name=19.11.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

19.11.2019

მედისაშუალება:      ქრონიკა+     

რატომ დაივიწყა საქართველოს ხელისუფლებამ ახალგორში დარჩენილი ქართველები?

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ყოფა დღითი დღე მძიმდება. ორ თვეზე მეტია, რაც ახალგორი ცაიკეტა და იქ შესვლას ან იქიდან გამოსვლას ვერავინ ახერხებს, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც საზაფხულო არდადაგების გასატარებლად ახალგორში ახლობლებთან იყვნენ ჩასული. ახალგორელების იძულებითი ტყვეობა უკვე ორ თვეზე მტია, გრძელდება, მაგრამ საქართველოს ხელისუყფლება ამ თემაზე საუბარს გაურბის. შერიგების მინისტრი, რომელსაც ასეთი საკითხების მოგვარება ევალება, საზღვარგარეთ ვოჯაჟებს ამჯობინებს, სადაც აფრიკელი დევნილების ბედზე მოსთქვამს. რატომ არ აინტერესებს საქართველოს ხელისუფლებას ოკუპანტების ტყვეობაში დარჩენილი ქართველების ბედი? - ამ თემებზე "ქრონიკა+"-ს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ესაუბრება: - თამარ, როგორ ცხოვრობთ ახალგორში ქართველები? - როგორ ვიცხოვრებთ?! 4 დეკემბერს შესრულდება სამი თვე, რაც ახალგორი ჩაიკეტა. ჩვენ არარ გვაქვს შესაძლებლობა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდეთ. - თქვენი აზრით, რატომ გადაწყვიტა ცხინვალმა ახალგორისთვის თბილისთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვა? - როგორც ვიცი, ამის სანაცვლოდ ცხინვალი ითხოვს, რომ თბილისმა ძნელისიდან ქართული პოლიციის საგუსაგო აიღოს. - დღეში, დაახლოებით, რამდენი გადაადგილდებოდა ამ მიმართულებით? - დაახლოებით, 400 ადამიანი. მათი ნაწილი აქ მუშაობდა და სამსახურში ჩამოდიოდა. აქედან თბილისში ადამიანები, ძირითადად, ჯანმრთელობის პრობლემების გამო მიდიოდნენ: ზოგს ექიმთან ვიზიტი უწევდა, ზოგს ექიმთან ვიზიტი უწევდა, ზოგს ოპერაცია ჰქონდა გასაკეთებელი. - ამ გზის გასახსნელად საქართველოს ხელისუფლება თუ აკეთებს რამეს? ჩვენ კი ვხედავთ რომ არაფერს აკეთებს, მაგრამ ის მაინტერესებს, მაქედან როგორ ჩანს? - რამე რომ ეკეთებინათ, ეს გზა უკვე გახსნილი იქნებოდა. სამწუხაროდ, არაფერს აკეთებენ. - სამწუხაროდ უბედურება არ გაკლიათ, მაგრამ არც ეს რომ არ გშველით? - რამ უნდა გვიშველოს, როცა მხოლოდ კომენტარების გაკეთებით იფარგლებიან. შეგნებულად ჩავუყევი და დავათვალიერე შერიგების სამინისტროს გვერდი ფეისბუქზე. იქ სურათების მეტი ვერაფერი ვნახე. - ისევ ახალგორელებს დავუბრუნდეთ. ახალგორში რამდენი ქართველი ცხოვრობს დღეისთვის? - ძალიან ცოტა, 800-მდე ვიქნებით, მაგრამ ერთიც რომ იყოს დარჩენილი, სახელმწიფო ვალდებულია, მასზეც იზრუნოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6472813&name=19.11.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

​