From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-19.09.2019
Received On : 19.09.2019 07:21
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 19.09.2019

 

ტელევიზია

19.09.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:   მოამბე 09:00

რუსთავში, ოპერაციისას გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას ცხვირის ძგიდის ოპერაცის რუსთავის კლინიკაში უნდა ჩასტარდებოდა, ანესთეზიის გაკეთების შემდეგ კი პაციენტი შეუძლოდ გახდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარში გარდაცვლილის ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ. ოჯახის პრეზიდენტსა და პარლამენტს მიმართავს და მოუწოდებს, საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანონ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6343131

---

 

19.09.2019

არხი:    მედი

გადაცემა:   იმედის დილა

სამუშაოს მაძიებლებისთვის პროფესიული მომზადება-გადამზადების მორიგირ ეტაპი

https://www.imedi.ge/ge/video/42062/samushaos-madzieblebistvis-propesiuli-momzadebagadamzadebis-morigir-etapi-itskeba?fbclid=IwAR3vvrH0_gfdGMQEllKTVLjQIXKA2i9lEruuhCJ2H_n9tqzEz7P2nS88psg

---

 

18.09.2019

არხი:    ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 20:00

მთავრობის მიერ დაანონსებული მასშტაბური პროექტი მედიკამენტების ერთ ლარად მიწოდებასთან დაკავშირებით და მარაგის გარეშე დარჩენილი აფთიაქები. ბათუმში სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს, ქრონიკული დაავადებებისთვის საჭირო 35 დასახელების წამლის შეძენა წესით ორ აფთიაქში უნდა შეეძლოთ, მაგრამ არცერთ მათგანში დღეს ჩამონათვალის დიდი ნაწილი არ მოიპოვებოდა. მოქალაქეებმა გვითხრეს, რომ ხშირად ყოველ დღე მისაღები აბების შესაძენად რამდენიმედღიან რიგში უხდებათ დგომა. საჭიროებიდან გამომდინარე კი ასევე ხშირად დაცლილი მარაგის ფონზე, წამლებს ისევ ძველი ფასით და საკუთარი ხარჯით ყიდულობენ. სხვათა შორის მთავრობის ამ ინიციატივის გამო ბათუმის მერიამ 4 კონკრეტული პროგრამა შეაჩერა - წესით ეს პროგრამები მთავრობის ინიციატივას უნდა ჩაენაცვლებინა. ფარმაცევტებს არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია თუ როდის შეძლებს ჯანდაცვის სამინისტრო ამ მედიკამენტებით პროექტში ჩართული აფთიაქების მომარაგებას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6342707

---

 

18.09.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა:   დღის ამბები 22:00

ახალგაზრდა გოგო რომელიც ცხვირის ოპერაციის გაკეთებას აპირებდა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გეგმიური ოპერაციის დაწყებამდე ამს სამედიცინო პროცედურების ჩტარებისსას გული გაუჩერდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სიკვდილი სავარაუდოდ ნარკოზის დიდმა დოზამ გამოიწვია. მომხდარ ფაქტს უკვე იძიებს შსს 116 მუხლით, საქმეს სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6342911

მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6342878

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6342898

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6342815

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6342793

კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6342792

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6342621

მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6342263

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6341650

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6341588

---

 

18.09.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:   მოამბე 18:00

უკვე მეორე დღეა ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში დევნილები აქციას მართავენ. ისინი ბინებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. დევნილები მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას და განსახლების მიმართულებით კომისიის მუშაობის გამჭვირვალეობას მოითხოვენ. დევნილების მოთხოვნას მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. მისი თქმით, სპეციალური კომისიის მუშაობაში ჩართული არიან არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფენ კომისიის მუშაობის გამჭვირვალეობას. სამინისტროში არ გამორიცხავენ აქციების პოლიტიკურ სარჩულს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6342591

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6341699

---

 

18.09.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:   იმედის დილა

ხშირად გვსმენია შემთხვევები როდესაც პროფესიული საქამიანობის დროს ექიმსა და პაცინტის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა იძალადეს. ფისიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა სამწუხაროდ ცუდად აისახება ხოლმე მედპერსონალის საქმიანობაზე. გახშირებული და მომატებული ძალადობის ფაქტების გამო ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა ახალ კანონპროქეტზე იმუშავეს, რომლის მიხედვიტაც მედპერსონალზე ნებისმიერ სახის ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6341382

---

 

18.09.2019

არხი:    პალიტრა ტვ

გადაცემა:   პალიტრა ნიუს 20:00

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში 65 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ინფორმაციას ადასტურებენ ხარაგაულის მერიაში. მათი ინფორმაციით, მამაკაცს გული აწუხებდა და მას ახლახან სტენტირება ჰქონდა გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ალერგიის საწინააღმდეგო ნემსის გაკეთებისთანავე გარდაიცვალა, რადგან კრაზანამ კისერში, არტერიაზე დანესტრა. ამჟამად გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6342697

---

 

18.09.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა:   ბიზნესი მაესტროზე 17:15

ზეგანაკვეთური სამუშაოსა და ზეპირი ხელშეკრულებების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის დადგენა, ეს მხოლოდ ნაწილია იმ ცვლილებების, რაც შრომის კოდექსში იგეგმება. გარდა ამისა ახლებურად დარეგულირდება ზეგაკავეთური სამუშაოს ხანგრძლივობაც და კანონში გაჩნდება სტაჟირების დეფინიცია. ცვლილებების მიხედვით უნდა დადგინდეს მინიმალური ხელფასიც. შრომის ინსპექციის მანდატი კი უკვე შრომის უფლებებზეც გავრცელდება. კერძო სექტორი არ იზიარებს მთაბრობის ხედვას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6342095

მაესტრო დღის მთავარი თემა 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6342816

---

 

18.09.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა:   ბიზნესი მაესტროზე 17:15

2019 წლის მეორე კვარტალში ტენდენცია არ შეცვლილა და კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. არსებული ტემპით საქართველოში ხელფასებს შორის გენდერული სხვაობის აღმოფხვრას დაახლოებით 30 წელი დასჭირდება.-ასეთია პიემსიჯის დასკვნა. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ რომ დაგეგმილია ცვლილება, რაც პირველი ნაბიჯი იქნება თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის დასანერგად.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6342099

---

 

18.09.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:   იმედის დილა

როგორ ამოვიცნოთ ყირიმ-კონგოს ცხელება. 16 სექტემბერს ასპინძაში ყირიმ-კონგოს ცხელებით კაცი გარდაიცვალა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6341287

---

 

18.09.2019

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 20:00  

ბათუმში ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა ნორმას აჭარბებს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6342767

---

 

 

ინტერნეტი

19.09.2019

მედიასაშუალება:

---

 

18.09.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/564266-jandacvis-ministris-moadgile-devnilta-saprotesto-akciam-politikuri-saxe-miigo-is-martulia-nacionaluri-mozraobis-mier

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - დევნილთა საპროტესტო აქციამ პოლიტიკური სახე მიიღო, ის მართულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ

დევნილთა საპროტესტო აქციამ პოლიტიკური სახე მიიღო, ის მართულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილების მიერ სამინისტროს შენობის შესასვლელის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ისინი თბილისში ბინების განაწილების კომისიის არაგამჭვირვალე მუშაობას აპროტესტებენ. მისი თქმით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია თბილისში 1000-მდე იძულებით გადაადგილებული პირისთვის ბინის გადაცემის საკითხს განიხილავს და „სამინისტრო დევნილ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს“. „მინდა გამოვეხმაურო დევნილების ერთი ჯგუფის მიერ გამოთქმულ პროტესტს, რომელმაც მიიღო პოლიტიკური სახე და სრულად მართულია „ნაციონალური მოძრაობის მიერ. აქციის მონაწილე დევნილები თბილისში ბინების განაწილების კომისიის არაგამჭვირვალე მუშაობას აპროტესტებენ. მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია თბილისში 1000-მდე იძულებით გადაადგილებული პირისთვის ბინის გადაცემის საკითხს განიხილავს. სამინისტრო დევნილ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს. ქულათა სისტემა განსაზღვრავს რიგითობას, თუ რომელი დევნილი ოჯახი საჭიროებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას პირველ რიგში. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს, რომლის შემადგენლობაშიც სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რაც სრულ გარანტიას გვაძლევს, რომ კომისია გამჭვირვალედ მუშაობს. კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ბინები გადაეცემათ“, - განაცხადა მინსიტრის მოადგილემ. მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება დევნილების განცხადება, თითქოს ჯანდაცვის მინისტრი მათთან შეხვედრაზე უარს ამბობს. „ამასთან, სამინისტროში შეკრებილი დევნილები აცხადებენ, რომ მინისტრი უარს ამბობს მათთან შეხვედრაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მოგახსენებთ, რომ მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და საქართველოში თვის ბოლოს დაბრუნდება. ჩვენ მზად ვართ, სამუშაო რეჟიმში, აქციის მონაწილე დევნილებს შევხვდეთ და თითოეული მათგანის საკითხი ინდივიდუალურად შევისწავლოთ”, - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/jandatsvis-ministris-moadgile-mzad-varth-aqtsiis-monatsile-devnilebs-shevkhvdeth/

პია.ჯი- http://pia.ge/post/282062-giorgi-wowkolauri-devnilebis-erti-jgufis-protestma-miiro-politikuri-saxe-miiro-da-srulad-martulia-nacionaluri-mozraobis-mier

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=90045

---

 

18.09.2019

მედიასაშუალება: https://www.newposts.ge/?l=G&id=214571-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%98%E1%83%98

მეორე დღეა დევნილები ჯანდაცვის სამინისტროში იმყოფებიან - იძულებით გადაადგილებული პირები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ (ფოტოები)

უკვე მეორე დღეა დევნილები ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში იმყოფებიან. იძულებით გადაადგილებული პირები სამაინისტროს ფოიეში ათენებენ თავშესაფრისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 6 საათზე სამართალდცავებმა კარი ჩაკეტეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება კონტაქტი დაემყარებინათ მათთან. აქციაზე შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი მონაწილე. ის გულის შეტევითა და მაღალი წნევით და ახლობლის სახლში წაიყვანეს. იძულებით გადაადგილებულ პირებს ამ დრომდე არავინ დაკონტაქტებია. ამასთან, სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა არაადამიანურ დამოკიდებულებას. როგორც დევნილები აცხადებენ, ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ მანამ, სანამ პრემიერმინისტრი არ შეხვდება და რეალურ ნაბიჯებს არგადადგამს მათი პრობლემების მოსაგვარებლად. გაერთიანებული ოპოზიციის წევრი,ბესო შენგელია, რომელიც ამ ხნის განმავლობაში იძულებით გადაადგიებულ პირებთან ერთად იმყოფება, დევნილების მოთხოვნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი ღირსების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს: "დევნილთა ღირსების დასაცავად ბოლომდე მზად ვართ და დავასრულებთ ოცნებას " - ამბობს ბესო შენგელია.

---

 

18.09.2019

მედიასაშუალება: http://pia.ge/post/282024-regulirebis-saagentom-rustavis-saavadmyofosi-19-wlis-gogos-gardacvalebis-faqtze-mokvleva-daiwyo

რეგულირების სააგენტომ რუსთავის საავადმყოფოში, 19 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, 19 წლის გოგოს გარდაცვალების შემთხვევაზე მოკვლევა დაიწყო. როგორც "პირველს" რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, სამართლებრივი უზრუნველყოფის კუთხით, შუამდგომლობა სასამართლოში შეტანილი აქვთ ადგილზე შესვლასთან დაკავშირებით. შუამდგომლობის დაკმაყოდილების შემდეგ, კომისია უშუალოდ ადგილზე იმუშავებს. შეგახსენებთ, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგო გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით, ის ცხვირის ოპერაციის გაკეთებას გეგმავდა და ოპერაციის დაწყებამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ, გული გაუჩერდა. ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. მათი ვარაუდით, გოგონას გარდაცვალება ნარკოზის დიდმა დოზამ გამოიწვია.

---

 

18.09.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/392471/

რუსთავში ქალი ოპერაციისას გარდაიცვალა, ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი ოპერაციის დროს გარდაიცვალა. დაღუპულის ნათესავები ამბობენ, რომ პაციენტს ორგანიზმში ნარკოზი განსაკუთრებულად დიდი დოზით შეუყვანეს, საავადმყოფოში კი განმარტავენ, რომ ოპერაციამდე ყველა საჭირო სინჯი აიღეს. როგორც InfoRustavi-თან ოჯახის ახლობლები ყვებიან, 19 წლის ქალს ცხვირის ძგიდის ოპერაცია უნდა ჩატარებოდა და ოპერაციის დაწყებამდე ექიმები მათ არწმუნებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. “რომ მოვედით დილით, სინჯი გაუკეთეს, 15 წუთი ელოდნენ, მაგრამ შემდგომ ისევ ნახევარ საათს დააცადეს, შეიყვანეს [საოპერაციოში] ჩვეულებრივად და ჩვენც აქ ველოდებოდით. ცოტა ხანში იყო უკვე ალიაქოთი, გარბოდნენ… ჩემმა სიძემ გაიგო, რომ ვიღაცას გული გაუჩერდაო, მაგრამ სახელსა და გვარს არ აკონკრეტებდნენ. ჩვენ არც გვიფიქრია, იმდენად უმნიშვნლო ოპერაცია იყო, ვერც ვიფიქრებდით. მოგვიანებით შეგვატყობინეს. პალატაში სანამ შეიყვანდნენ, ჩემმა საცოლემ წაიხუმრა კიდეც, გადავრჩებიო და ექიმმა უპასუხა, გადასარჩენი რა გჭირს, შვილოო, ისეთი არაფერი არ არისო“, – იხსენებს დაღუპულის ახლობელი. გამოცემასთან ქალის ოჯახის კიდევ ერთი წევრი კი ამბობს, რომ სინჯის აღების შემდეგ გოგოს კანი გაუწითლდა, რაც შესაძლოა, ალერგიის ნიშანი ყოფილიყო, თუმცა ოპერაციაზე მაინც შეიყვანეს. მისივე თქმით, ოპერაციიდან 10 წუთში ქალს სუნთქვა შეუჩერდა. რაც შეეხება საავადმყოფოს პოზიციას, დირექტორის მოადგილე დავით გოგოძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ყველა საჭირო სინჯი ქალს ოპერაციამდე აუღეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მსგავსი შემთხვევები სამედიცინო სფეროში მაინც ხდება. “19 წლის პაციენტს უტარდებოდა გეგმური ოპერაცია. ოპერაციის დასაწყისში, ადგილობრივი ანესთეზიის შეყვანისთანავე განვითარდა მძიმე ანაფილაქსიური შოკი. მაშინვე დაიწყო შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, საოპერაციო დარბაზში. სამწუხაროდ, ჩვენს საქმეში ასეთი ამბები ხდება“, – ამბობს დავით გოგოძე. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საქმის შესწავლა უკვე დაიწყო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომაც.

---

 

18.09.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/damsaqmeblebs-urchevniat-djarima-gadaixadon-da-shromis-pirobebi-ar-gamoasworon

სამუშაო ადგილებზე უსაფრთოების წესების დარღვევის სტატისტიკა 50%-ზე მეტით გაიზარდა

სამუშაო ადგილებზე უსაფრთოების წესების დარღვევის სტატისტიკა 50%-ზე მეტით გაიზარდა. ასეთია 2019 წლის იანვარ-ივლისის ოფიციალური მონაცემი. არასამათავრობო სექტორში აცხადებენ, რომ სრულ სურათს იგი არ იძლევა და რეალურად გაცილებით მძიმე ვითარება და ბევრი დარღევევაა. შრომის ინსპექცია კი 1-ლი იანვრიდან ინსპექტორების რიცხვის 40-დან 100-მდე გაზრდას აპირებს, რაც გაზრდის ზედამხედველობასაც. 2019 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები 50.75%-ით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის 202 ფაქტი დაფიქსირდა მაშინ, როცა 2018 წლის ამავე პერიოდში 134 შემთხვევა იყო. შარშან აღნიშნული დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან 7 (5.22%), ხოლო 2019 წელს - 6 (2.97%) საქმე გაიხსნა. დამოუკიდებელი პროფკავშირის ,,თბილისის სოლიდარობის ქსელის” თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე ,,რეზონანსთან” ამბობს, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად ქვეყანაში ბევრად მძიმე ვითარებაა შრომის უსაფრთხოების კუთხით. მიზეზად კი კანონმდებლობის ხარვეზებს, ინსპექტორთა რაოდენობასა და კვალიფიკაციას და ადმინისტრირების არარსებობას ასახელებს. რეალურად რომ მოხდეს შემოწმება, ყველა კომპანიაში არის დარღვევები და დიდ უმრავლესობაში ამას აქვს საგანგაშო ხასიათი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და აქ საუბარი არ არის იმაზე ჩაფხუტი ახურავს თუ არა ვინმეს. არავითარი ინფრასტრუქტურა და პირობებივარ არსებობს იმისათვის რომ დასაქმებული იყოს დაცული. პრობლემაა ასევე ინსპექტორების რაოდენობაც, რის გამოც ვერ ესწრება საწარმოთა დიდი ნაწილის შემოწმება და სრული სურათი ამითაც იკარგება. კანონმდებლობაც არ არის გამართული. შრომის უსაფრთხოებაში შრომის ურთიერთობებიც რომ შედის, ეს საერთოდ ამოვარდნილია ზედამხეველობიდან. როცა ადამიანი მუშაობს 8 საათი, რა თქმა უნდა, ის უფრო ყურადღებითაცაა და უფრო მეტად შეუძლია საკუთარ და სხვის სიცოცხლეზე ზრუნვა, ვიდრე მაშინ, როცა 12 საათს მუშაობენ და შაბათ-კვირას დასვენების გარეშე. მაგალითად, ეს კომპონენტი საერთოდ უგულებელყოფილია. ჯარიმები მინიმალურია და სამწუხაროდ, დამსაქმებლებს ვითარების გამოსწორებას ურჩევნიათ ეს ჯარიმა გადაიხადონ. იმ შემთხვეაში კი თუ ადამიანი იჩივლებს სასამართლოში, მინიმუმ 3 წელი გრძელდება დავა. ამიტომაცაა რომ მხოლოდ უკვე განთავისუფლებული თანამშრომლების საჩივრები არსებობს. მცირე რაოდენობის ინსპექტორებს კი, რამდენიმე კვირიანი ტრენინგი უტარებათ. ისინი რეალურად კარგად არ იცნობენ სპეციფიკას იმ ობიექტებისა სადაც შედიან. ეფექტური ინსპექცია თუ გინდა, უნდა გყავდეს ამ საქმის სპეციალისტები და არა ისე, როგორც დღეს არის, ფინანსისტები, იურისტები და ა.შ. “- ამბობს დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე ,,რეზონანსთან”. 1-ლი სექტემბრიდან შრომის ინსპექციის არეალი და უფლებამოსილება მნიშვნელივნად გაიზარდა, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება ინსპექტორთა რაოდენობა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მაია მიქაია ამბობს, რომ 2020 წლის იანვრიდან ობიექტებს 100 ინპექტორი შეამოქმებს, ანუ მათი რაოდენობა, ფაქტობრივად, 60%-ით გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნაც შეცვლის არსებულ ვითარებას. ,,სტატისტიკის ზრდა, სავარაუდოდ, დაკავშირებული უნდა იყოს აღრიცხვის მეთოდიკის შეცვლასთან. ამიტომ 2018 და 2019 წლის შემთხვევების შედარება ვერ მოგვცემს ვერანაირ შედეგს. შრომის დეპარტამენტი უნდა გავიდეს ცალკე სიპ-ად და რეგიონალური ოფისებიც შეიქმნას. შესაბამისად, ამ საკითხებზე და ინსპექტორთა რაოდენობის ზრდაზეც დაწყებულია მუშაობა. დღევანდელი მდგომარეობით 40-ამდე ინსპექტორია მთელი ქვეყნის მასშტაბით მაშინ, როცა მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტები, როგორც ეს სექტემბრამდე იყო გათვალისწინებული, 40 000-ია, თუმცა ნაწილი, ალბათ, არასწორად დარეგისტრირდა. დღეს კი, რამდენი ობიექტის შემოწმების ვალდებულება გვაქვს, ზუსტად არ ვიცი. ინსპექტორთა რაოდენობა ქვეყნაში წლის ბოლომდე ან არაუგვიანეს წლის დასაწყისამდე გაიზრდება. ასეთია საერთაშორისო პრაქტიკაც. დათვლა ხდება ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით“, - აღნიშნა `რეზონანსთან~ საუბრისას მაია მიქაიამ.

ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/60542-samushaoebze-usaprtxoebis-cesebis-dargvevis-paktebi-5075-it-gaizarda/

---

 

18.09.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/mnishvnelovaniarom-dawesebuli-limitebi-da-moculobebi-ar-iqnas-gadaqachuli-sadazgevo-kompaniebis-interesebis-sasargeblod

სადაზღევო

„მნიშვნელოვანია, რომ დაწესებული ლიმიტები და მოცულობები არ იქნას გადაქაჩული სადაზღევო კომპანიების ინტერესების სასარგებლოდ,“— ასე ეხმაურება „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თორნიკე აბულაძე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე მუშაობის პერიოდში დასაქმებული ადამიანებისთვის, მათ დამსაქმებელი კომპანიებისთის სადაზღვეო პატეკების მოცულობების განსაზღვრას. როგორც აბულაძე განმარტავს, მიდგომა მისასალმებელია, თუმცა, მოთხოვნა ადეკვატური უნდა იყოს. „უნდა განისაზღვროს ადეკვატური მოცულობები. თუ მშენებლობაზე მუშა დაშავდა, მას პირობითად ვამბობ, 2 000 ლარიანი ზღვარი მკურნალობაზე რომ არ ეყოფა, ეს ხომ ლოგიკურია. შესაბამისად, ეს ზღვარი უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, ასეთი ტიპის განსაზღვრა თუ დაწესდება, ძალიან კარგი იქნება,“-აცხადებს აბულაძე. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაწესებული ლიმიტები და მოცულობები არ იქნას გადაქაჩული სადაზღევო კომპანიების ინტერსების სასარგებლოდ. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ეს ტვირთი დეველოპერული კომპანიებისთვის და დამატებითი ხარჯი, აბულაძე განმარტავს, რომ ეს მაინც საბოლოო პროდუქტის ფასზე იმოქმედებს. „სადაზღვეო ასოციაციის“ ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, როდესაც კანონი 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, იქ ჩანაწერი იყო, რომ ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე მუშაობის პერიოდში დასაქმებული ადამიანებს უნდა ჰქონოდათ, თუმცა, არ იყო განსაზღვრული ლიმიტები და მოცულობები. კომპანიებმა მცირე მოცულობის სადაზღვევო პაკეტები იყიდეს, რომლებიც რეალურად ვერ ფარავდა იმ ხარჯს, რომლითაც დაშავებულ თანაშრომელს უნდა ემკურნალა. „ის, რისთვისაც ეს კანონი და ჩანაწერი იქმნებოდა, რეალიზებული არ იქნა. ამიტომ, მიმდინარე წლის თებერვალში მიღებულ იქნა კანონის გაფართოებული ვერსია, სადაც ჩაიწერა, რომ მინიმალური სადაზღვევო პირობები დაადგინოს ჯანდაცვის სამინისტრომ. ამაზე მუშაობა იწყება,“— აცხადებს ხეჩინაშვილი. მისი განმარტებით, პროცესში ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ჩართულია როგორც „სადაზღვევო კომპანიების ასოციაცია“, ისე დამსაქმებელთა და „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციებიც“. ხეჩინაშვილის განმარტებით, ოქტომბრის ბოლოსთვის კანონზე მუშაობა დასრულდება, შემდეგ კი ბიზნესს მიეცემა 2 თვიანი ვადა რომ პოლისები იყიდოს.

---

 

18.09.2019

მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/60542-samushaoebze-usaprtxoebis-cesebis-dargvevis-paktebi-5075-it-gaizarda/

სერგო ჩიხლაძე - NDI-ის კვლევამ დაადასტურა, რომ მთავრობის არაკომპეტენტურობის და ცუდი მენეჯმენტის შედეგად ადამიანები ვერ იღებენ საჭირო სერვისებს და მკურნალობას

NDI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთავრობის არასწორი პრიორიტეტების, არაკომპეტენტურობის და ცუდი მენეჯმენტის შედეგად ადამიანები ვერ იღებენ საჭირო სერვისებს და მკურნალობას, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა, მედიცინის დოქტორმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. ჩიხლაძის თქმით, NDI -ის კვლევამ კიდევ ერთხელ გამოაშკარავა ის ნაკლოვანებები, რაზეც ჯანდაცვის სპეციალისტები ბოლო ხუთი წელია საუბრობენ. მისივე თქმით, კვლევა ადასტურებს, რომ წამლები, სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ჯიბიდან გადახდები კვლავ რჩება ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევებად საქართველოში. „ პარადოქსია, რომ მიუხედავად მილიარდობით ლარისა, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფს ჯანდაცვაზე, მოსახლეობის 54%-მა ვერ ისარგებლა ჯანდაცვის მომსახურებით გასულ წელს, რადგანაც კვლავ ჯიბიდან უწევთ სოლიდური თანხის გადახდა, ხოლო მოსახლეობის 50%-მა ვერ იყიდა საჭირო მედიკამენტები იგივე მიზეზის გამო. არადა, საყოველთაო ჯანდაცვა და გაზრდილი ბიუჯეტი ზუსტად იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ მოქალაქეებს ჯანდაცვაზე ფინანსური ტვირთი შეუმცირდეთ. ჯანდაცვის მომსახურების ხარისხი და ხარჯთეფექტურობა კიდევ ბევრ კომპონენტს მოიცავს, რაც რასაკვირველია, არ ყოფილა ამ კვლევის მიზანი, თუმცა ის, რაც გამოავლინა NDI-ის კვლევამ საკმარისია, რომ დავასკვნათ - მთავრობის მიერ გატარებული არასწორი პოლიტიკის და არაკომპეტენტურობის გამო ადამიანები ვერ იღებენ დროულად საჭირო სამედიცინო სერვისებს და ჯანდაცვა კვლავ მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას. სხვათა შორის ამას ადასტურებს ასევე სხვა კვლევების მონაცემებიც“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. მისივე შეფასებით, ადამიანები არ ენდობიან ქართულ ჯანდაცვას და მოსახლეობის ნახევარზე მეტს ურჩევნია საზღვარგარეთ მიიღოს მკურნალობა ვიდრე საქართველოში.

---

 

18.09.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/-ashsh-saqartvelos-hematologiur-onkologiuri-centris-daarsebistvis-700-000-it-daexmareba/40605

აშშ საქართველოს ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებისთვის $700 000-ით დაეხმარება

აშშ-ის მთავრობა თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებისთვის 700 000 დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია facebook-ზე საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. „ბავშვები ავად არ უნდა ხდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ჰქონდეს უმაღლესი დონის ცენტრი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის, ამერიკის მთავრობამ „გლობალ ჰილინგსა“ და ჯო ენის სამედიცინო ცენტრს $700 000 დოლარი გადასცა, რაც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

19.09.2019

მედიასაშუალება:     ახალი თაობა

"ოვოკაინის შეყვანის შემდეგ შოკი დაეწყო"

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგონა გარდაიცვალა. ახალგაზრდას ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ის ოპერაციის დაწყებამდე დაიღუპა. ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გულის გაჩერება ნარკოზმა გამოიწვია. 19 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკი გახდა, რომელიც ორგანიზმში ნოვოკაინის შეყვანისთანავე განვითარდა. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძემ განუცხადა. მისივე თქმით, ოპერაციის დაწყებამდე პაციენტს მედიკამენტებზე შესაბამისი სინჯი ჩაუტარდა და შედეგები ოჯახის წევრებსაც გააცნეს. საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, გოგონას რეანიმირებას 9 საათი ცდილობდნენ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მო ხერხდა. _ სამწუხარო შემთხვევა მოხდა. გარდაიცვალა 19 წლის გოგონა გეგმურ ოპერაციაზე, ოპერაციის დაწყებამდე, ანესთეზიის შეყვანისთანავე, განვითარდა მძიმე ანაფილაქსიური შო კი. მდგომარეობიდან გოგონას გამოყვანა ვერ მოხერხდა მიუხედავად დიდი მცდელობისა. ოპერაცია დაწყებული არ იყო, წინასწარ სინჯი, რა თქმა უნდა, გაკეთდა. ოჯახის წევრებმაც იციან, რომ გაკეთდა. ნახეს თვითონაც, რომ არაფერზე რეაქცია არ ჰქონდა. სინჯის შედეგებს ვაჩვენებთ ხოლმე ყოველთვის ოჯახის წევრებს. არ არსებობს გარანტია, რომ შოკი არ განვითარდება. ამის გარანტია რომ არსებობდეს, ეს დაავადება არ იარსებებდა საერთოდ. მე ექიმის გადაცდომას ვერ ვხედავ. დიდხანს გაგრძელდა რეანიმაცია, შედეგიც იყო შუალედში, მაგრამ ვეღარ გაუძლო ორგანიზმმა და საბოლოოდ გული გაჩერდა. უშუალოდ ნოვოკაინის შეყვანაზე დაეწყო შოკი. პირდაპირ ნემსის შეყვანისთანავე დაიწყო ეს ამბავი. პირველივე წვეთიდან. დაახლოებით 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა ეს ამბავი, _ განაცხადა დავით გოგოძემ. გოგონას ბებია ფლორა შენგელია აცხა დებს, რომ მის შვილიშვილს ცხვირის ოპერაციამდე ყველანაირი გამოკვლევა ჩატარებული ჰქონდა და სრულიად ჯანმრთელი იყო. _ ყველანაირი გამოკვლევა ჩატარებული ჰქონდა. ექიმს უთქვამს, რომ ასეთი ჯანმრთელი ადამიანი ჩემთან არ შემოსულაო. მერცხალი გოგო იყო. არანაირი გულის პრობლემა არ ჰქონდა, _ განაცხადა ფლორა შენგელიამ `ინტერპრესნიუსთან~ საუბარში. ბებია ამბობს, რომ გარდაცვალების მიზეზი ნარკოზის დიდი ოდენობით გაკეთება იქნებოდა. _ დიდი დოზა ნარკოზის ბრალია. ოპერაცია არ იყო დაწყებული, იქამდე გარდაიცვალა, _ განაცხადა ფლორა შენგელიამ. ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ფაქტზე გამოძიება სსკის 116ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6343147&name=19.09.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

რეზონანსი- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6343029&name=19.09.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

19.09.2019

მედიასაშუალება:  რეზონანსი

ხარაგაულში კრაზანის ნაკბენით 65 წლის კაცი გარდაიცვალა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში 65 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა. მამაკაცი ალერგიის საწინააღმდეგო ნემსის გაკეთებისთანავე გარდაიცვალა, რადგან კრაზანამ კისერში, არტერიაზე დანესტრა. ხარაგაულის მერიაში აცხადებენ, რომ მამაკაცს გული აწუხებდა და სტენტირება ჰქონდა გაკეთებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6343199&name=19.09.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

           

ახალი თაობა-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6343183&name=19.09.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.09.2019

მედიასაშუალება:  რეზონანსი

"დამსაქმებლებს ურჩევნიათ ჯარიმა გადაიხადონ და შრომის პირობები არ გამოასწორონ"

სამუშაო ადგილებზე უსაფრთოების წესების დარღვევის სტატისტიკა 50%-ზე მეტით გაიზარდა. ასეთია 2019 წლის იანვარ-ივლისის ოფიციალური მონაცემი. არასამათავრობო სექტორში აცხადებენ, რომ სრულ სურათს იგი არ იძლევა და რეალურად გაცილებით მძიმე ვითარება და ბევრი დარღევევაა. შრომის ინსპექცია კი 1-ლი იანვრიდან ინსპექტორების რიცხვის 40-დან 100-მდე გაზრდას აპირებს, რაც გაზრდის ზედამხედველობასაც. 2019 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები 50.75%-ით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის 202 ფაქტი დაფიქსირდა მაშინ, როცა 2018 წლის ამავე პერიოდში 134 შემთხვევა იყო. შარშან აღნიშნული დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან 7 (5.22%), ხოლო 2019 წელს - 6 (2.97%) საქმე გაიხსნა. დამოუკიდებელი პროფკავშირის ,,თბილისის სოლიდარობის ქსელის” თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე ,,რეზონანსთან” ამბობს, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად ქვეყანაში ბევრად მძიმე ვითარებაა შრომის უსაფრთხოების კუთხით. მიზეზად კი კანონმდებლობის ხარვეზებს, ინსპექტორთა რაოდენობასა და კვალიფიკაციას და ადმინისტრირების არარსებობას ასახელებს. "რეალურად რომ მოხდეს შემოწმება, ყველა კომპანიაში არის დარღვევები და დიდ უმრავლესობაში ამას აქვს საგანგაშო ხასიათი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და აქ საუბარი არ არის იმაზე ჩაფხუტი ახურავს თუ არა ვინმეს. არავითარი ინფრასტრუქტურა და პირობებივარ არსებობს იმისათვის რომ დასაქმებული იყოს დაცული. პრობლემაა ასევე ინსპექტორების რაოდენობაც, რის გამოც ვერ ესწრება საწარმოთა დიდი ნაწილის შემოწმება და სრული სურათი ამითაც იკარგება. კანონმდებლობაც არ არის გამართული. შრომის უსაფრთხოებაში შრომის ურთიერთობებიც რომ შედის, ეს საერთოდ ამოვარდნილია ზედამხეველობიდან. როცა ადამიანი მუშაობს 8 საათი, რა თქმა უნდა, ის უფრო ყურადღებითაცაა და უფრო მეტად შეუძლია საკუთარ და სხვის სიცოცხლეზე ზრუნვა, ვიდრე მაშინ, როცა 12 საათს მუშაობენ და შაბათ-კვირას დასვენების გარეშე. მაგალითად, ეს კომპონენტი საერთოდ უგულებელყოფილია. ჯარიმები მინიმალურია და სამწუხაროდ, დამსაქმებლებს ვითარების გამოსწორებას ურჩევნიათ ეს ჯარიმა გადაიხადონ. იმ შემთხვეაში კი თუ ადამიანი იჩივლებს სასამართლოში, მინიმუმ 3 წელი გრძელდება დავა. ამიტომაცაა რომ მხოლოდ უკვე განთავისუფლებული თანამშრომლების საჩივრები არსებობს. მცირე რაოდენობის ინსპექტორებს კი, რამდენიმე კვირიანი ტრენინგი უტარებათ. ისინი რეალურად კარგად არ იცნობენ სპეციფიკას იმ ობიექტებისა სადაც შედიან. ეფექტური ინსპექცია თუ გინდა, უნდა გყავდეს ამ საქმის სპეციალისტები და არა ისე, როგორც დღეს არის, ფინანსისტები, იურისტები და ა.შ. “- ამბობს დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე ,,რეზონანსთან”. 1-ლი სექტემბრიდან შრომის ინსპექციის არეალი და უფლებამოსილება მნიშვნელივნად გაიზარდა, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება ინსპექტორთა რაოდენობა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მაია მიქაია ამბობს, რომ 2020 წლის იანვრიდან ობიექტებს 100 ინპექტორი შეამოქმებს, ანუ მათი რაოდენობა, ფაქტობრივად, 60%-ით გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნაც შეცვლის არსებულ ვითარებას. ,,სტატისტიკის ზრდა, სავარაუდოდ, დაკავშირებული უნდა იყოს აღრიცხვის მეთოდიკის შეცვლასთან. ამიტომ 2018 და 2019 წლის შემთხვევების შედარება ვერ მოგვცემს ვერანაირ შედეგს. შრომის დეპარტამენტი უნდა გავიდეს ცალკე სიპ-ად და რეგიონალური ოფისებიც შეიქმნას. შესაბამისად, ამ საკითხებზე და ინსპექტორთა რაოდენობის ზრდაზეც დაწყებულია მუშაობა. დღევანდელი მდგომარეობით 40-ამდე ინსპექტორია მთელი ქვეყნის მასშტაბით მაშინ, როცა მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტები, როგორც ეს სექტემბრამდე იყო გათვალისწინებული, 40 000-ია, თუმცა ნაწილი, ალბათ, არასწორად დარეგისტრირდა. დღეს კი, რამდენი ობიექტის შემოწმების ვალდებულება გვაქვს, ზუსტად არ ვიცი. ინსპექტორთა რაოდენობა ქვეყნაში წლის ბოლომდე ან არაუგვიანეს წლის დასაწყისამდე გაიზრდება. ასეთია საერთაშორისო პრაქტიკაც. დათვლა ხდება ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით“, - აღნიშნა `რეზონანსთან~ საუბრისას მაია მიქაიამ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6342975&name=19.09.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 ​