From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-19.02.2020
Received On : 19.02.2020 08:51
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 19.02.2020

 

ტელევიზია

19.02.2020                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

გახდა თუ არა ფასიანი ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვა? უწყებაში განმარტავენ, რომ ცხელი ხაზი ყოველთვის ფასიანი იყო, თუმცა ეს წინანადება ავტომოპასუხეზე 15 თებერვლიდან დაემატა. უწწყებაში აცხადებენ, რომ ტარიფს კომპანია "სილქნეტი" განსაზღვრავს. "რაც შეეხება ტარიფს, ის განსხვავებულია სხვადასხვა ქსელების აბონენტებისთვის და მას სილქნეტი განსაზღვრავს“ - განმარტავენ სამინისტროში. სილქნეტში კი განმარტავენ, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს "სილქნეტი" არ განსაზღვრავს და ყველა სატელეფონო ოპერატორი თავის აბონენტს თავად უწესებს სააბონენტო ტარიფს ცხელი ხაზის ნომერზე ზარის განხორციელებისთვის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6709562

---

 

19.02.2020                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 17:45

ცხელ ხაზთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით განმარტებას აკეთებს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6708822

---

 

19.02.2020                                    

არხი:   მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 10:00

გრიპის ვირუსი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6709977

---

 

18.02.2020                                    

არხი:  მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 21:30

ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისთვის მავნე და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები განისაზღვრა დადგენილებით. ბრძანება ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა და დოკუმენტის მიხედვით განისაზღვრა თუ რა ტიპის სამუშაო არ უნდა შეასრულოს დასაქმებულმა ორსულმა ქალმა და რა პირობები უნდა შეუქმნას მას დამსაქმებელმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6709321

---

 

18.02.2020                                    

არხი:  მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 21:30

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველების შეფასების ახალ მეთოდოლოგიას შეიმუშავებს. სამინისტროს ინფორმაციით, მეთოდოლოგიაზე მუშაობა იუნისეფთან ერთად მიმდინარეობს. კონკრეტულაფ რა შეიცვლება, დეტალებზე საუბარი უწყებაში უჭირთ, თუმცა გვითხრეს, რომ კომუნალური ხარჯების გადახედვა და მათი ანალიზი იგეგმება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6709320

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6708545

---

 

18.02.2020                                    

არხი:  მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 21:30

საქართველოს ჩეხეთთან ცირკულარული შრომითი მიგრაციის შესახებ შეთანხმების მიღება სურს, თუმცა ჩეხეთის მხარე ამ საკითხს სიფრთხილით ეკიდება. საქართველოში ჩეხეთის ელჩი ამბობს, რომ ლეგალური დასაქმების ინსტრუმენტები ჩეხეთში დღესაც ხელმისაწვდომია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6709319

---

 

 

18.02.2020                                    

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

სახალხო დამცველი თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებულ მძიმე პირობებზე დასკვნას აქვეყნებს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6709243

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6708758

---

 

18.02.2020                                    

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წარმომადგენლები პარლამენტს მიმართავენ. ისინი მოითხოვენ, სასწარაფოდ მოიკვლიონ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები. კერძოდ, საუბარია, მიმდინარე წლის 29 იანვარს, 33 სოც.მუშაკის გათავისუფლებაზე. მათ კონკრეტული მიზეზები და კრიტერიუმები აინტერესებთ, რის მიხედვითაც ისინი გაათავისუფლეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6709196

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6708861

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6708326

---

 

18.02.2020                                    

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

დედოფლისწყაროში - კომპანია"ფრონტერას" განთავისუფლებული თანმამშრომლები მორიგ აქციას მართავენ. 50-მდე დაზარალებული ნავთობბაზასთან შეიკრიბა. ისინი ისევ სახელფასო დავალიანების დროულ აღდგენასა და სამსახურში დაბრუნებას ითხოვენ. მათი თქმით, კომპანიას მოპოვებული ნავთობის გატანას, მოთხოვნების შესრულებამდე არ მისცემენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6708892

---

 

18.02.2020                                    

არხი:  I არხი

გადაცემა: ბიზნესპარტნიორი

საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება საზღვარგარეთ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6708847

---

 

18.02.2020                                    

არხი: მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 17:15

საქართველოს ჩეხეთთან ცირკულარული შრომითი მიგრაციის შესახებ შეთანხმების მიღწევა სურს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6708676

---

 

18.02.2020                                    

არხი: მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 17:15

ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისთვის მავნე და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები განისაზღვრა დადგენილებით. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6708547

---

 

18.02.2020                                    

არხი:  მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 15:00

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჯანდაცვის მინისტრის კონმიტეტში გამოცხადების ვადის გადატანა კიდევ ერთხელ გააპროტესტა. ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა და თქვა რომ ეკატერინე ტიკარაძემ რეგლამენტი დაარღვია. ჯანდაცვის მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში მისვლის თარირად ჯანდაცვის კომიტეტმა გუშინ 20 მარტი განუსაზღვრა. მოსმენის გადადება ტავად ეკჯატერინე ტიკარაძემ ითხოვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6708234

---

 

18.02.2020                                    

არხი:  პალიტრა ტვ

გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, თითქოსდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლების მეშვეობით, დაეხმარებოდა მას, ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში. აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებულმა, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6709261

---

 

 

ინტერნეტი

19.02.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/585918-jandacvis-saministros-cin-sascrapo-samedicino-daxmarebis-ekimebisa-da-mzgolebis-akcia-gaimarteba

ჯანდაცვის სამინისტროს წინ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებისა და მძღოლების აქცია გაიმართება

დღეს ჯანდაცვის სამინისტროს წინ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებისა და მძღოლების აქცია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ერთ-ერთმა ექიმმა განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ისევ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში დაბრუნდეს. „პირველი და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა იქნება ის, რომ დაგვაბრუნინ მერიის დაქვემდებარებაში, რადგან არ ვართ კმაყოფილი ჯანდაცვის სამინისტროთი. იმიტომ, რომ ჯანდაცვის სამინისტროზე იყო რეგიონალური სასწრაფოები დამოკიდებული, ჩვენ შეგვიერთა რეგიონულმა, რომელსაც თვითონ არ ჰქონდა ჯერ აწყობილი რეგიონში თავის საქმე. იქ იყო მედიკამენტების დეფიციტი, ასევე არის დიდი პრობლემა დასუფთავების, მანქანა ბინძურდება და ამაზეც გვიწევს ბრძოლა, რომ სამ წუთში ექიმები ვერ დავალაგებთ მანქანას, როცა ადრე ყოველთვის გვქონდა ათ წუთიანი დასუფთავება. ძალიან უპატრონოდ და ქაოსში ვართ“, - განაცხადა სასწრაფოს ექიმმა. მისივე თქმით, მეორე მოთხოვნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის ხელფასების მომატებაა.

---

 

19.02.2020

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/klinikebi-saxelmwifos-dafinansebul-mshobiareebs-hospitalshi-9-saatit-ufro-metxans-ayovnebdnen-kvleva/49188/

კლინიკები სახელმწიფოს დაფინანსებულ მშობიარეებს ჰოსპიტალში 9 საათით უფრო მეტხანს აყოვნებდნენ-კვლევა

საქართველოს უნივერსიტეტის კვლევითმა ცენტრმა "Gnomon Wise"-მა საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შესახებ წარადგინა ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, "საყოველთაო ჯანდაცვის" სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რაც გამოიკვეთა არის ის, რომ პროვაიდერი კლინიკები სავარაუდოდ, სახელმწიფოსგან მეტი თანხის მიღების მიზნით პაციენტებს უფრო მეტი დროით აყოვნებდნენ კლინიკებში. ამ დასკვნამდე მისასვლელად "Gnomon Wise"-მა საქართველოში 2018-2019 წლებში პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის 126,248 შემთხვევა შეისწავლა - საიდანაც 45,161 შემთხვევა (35,77%) კერძო პირის/ორგანიზაციის მიერ იყო დაფინანსებული, ხოლო 81,087 შემთხვევა (64,23%) - საჯარო სექტორის (საყოველთაო ჯანდაცვა და ბიუჯეტის სხვა პროგრამების) მიერ. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებზე დაკვირვებით გამოვლინდა, რომ კლინიკები საშუალოდ უფრო მეტხანს აყოვნებდნენ მათ, ვის მკურნალობასაც სახელმწიფო ფარავდა. ცალკეული დიაგნოზების მიხედვით, ყველაზე მეტი სხვაობა კერძო დაფინანსებისა და სახელმწიფო დაფინანსების მქონე პაციენტებს შორის მშობიარობაა. კვლევის მიხედვით, კერძო დაფინანსებისა და საჯარო დაფინანსების მშობიარეთა კლინიკაში დაყოვნების ხანგრძლივობებს შორის სხვაობა 0.41 დღე, ანუ 9.6 საათია. "მონაცემთა სტატისტიკურმა ანალიზმა გვაჩვენა (დეტალური მონაცემებისთვის იხილეთ ცხრილი 2 და დანართი ), რომ ორივე (კერძო, საჯარო) ჯგუფის შემთხევაში პაციენტის სტაციონარში ყოფნის საშუალო ხანგრძლივობა 3,7 დღეა (CI 95%; [3,66- 3,69]), სადაც კერძო დაფინანსების პირობებში ჰოსპიტალიზაციის პერიოდში საშუალო მაჩვენებელი 3,51 დღე (CI 95%; [3,48-3,54]), ხოლო საჯარო დაფინანსების პირობებში კი - საშუალოდ 3.77 დღე (CI 95%; [3,74-3,79]). ორივე ჯგუფის ჰოსპიტალიზაციის საშუალო მაჩვენებელს შორის სხვაობა 0.26 დღეა (CI 95%; [0,22- 0,30]), რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებაა (tმიღებული = -12,58; P<.05). აღნიშნული აჩვენებს, რომ საჯარო დაფინანსების პირობებში პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა უფრო მეტია, ვიდრე კერძო დაფინანსების შემთხვევაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაშინ, როცა პაციენტის სამედიცინო მომსახურების ხარჯები საბიუჯეტო პროგრამებიდან ფინანსდება, ჰოსპიტალიზაციის პერიოდი უფრო მეტია, ვიდრე მაშინ, როცა ხარჯები ჯიბიდან ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურდება. ამდენად, კვლევის შედეგები გვაძლევს შესაძლებლობას ვამტკიცოთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ოპორტუნისტულად გამოყენება საქართველოშიც გავრცელებული პრაქტიკაა, რაც პაციენტის ჰოსპიტალიზაციის გახანგრძლივებაში ვლინდება. მიღებული შედეგები თანხვედრაშია 2016 წელს აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგებთან (Englum et al., 2016). ასევე, ჩვენ მიერ შესწავლილი იქნა ცალკეული დიაგნოზთა ჯგუფები. ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანის ჯგუფია (30,43%), სადაც დაფინანსების მიხედვით, პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას შორის სხვაობაც ყველაზე მეტი, საშუალოდ 0,41 დღეა (CI 95%; [0,37 - 0.45]), რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებაა (tმიღებული = -20.83; P<.05). მსგავსი შედეგებია კიდე ოთხ კატეგორიებში: 1) სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები (ICD კლასი - 9); 2) შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები (ICD კლასი - 14); 3) სიმპტომები, ნიშნები და ნორმიდან გადახრილი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (ICD კლასი - 18); 4) კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები (ICD კლასი - 12).

---

 

19.02.2020

მედიასაშუალება:  https://www.newposts.ge/?l=G&id=224584-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%9D+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%2C+%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94&fbclid=IwAR19ytVCNrpW1MB1u5ompTS1Sp_EvxkvXcdbW50Ha-p0s7blaKfDmL82pP0

''ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის სახელმწფოს ფრაგმენტული ძალისხმევა საკმარისი არაა''- სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის სახელმწფოს ფრაგმენტული ძალისხმევა საკმარისი არაა. ომბუდსმენის თქმით, 2020 წლის დასაწყისიდან ოჯახში ძალადობის პირობებში უკვე სამი ქალი მოკლეს, ხოლო სამი ქალის მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი. "მეტია გასაკეთებელი განათლების, საზოგადოებაში მყარად გამჯდარი სტერეოტიპების შეცვლის, მსხვერპლთა მხარდაჭერისა და ეკონომიკური გაძლიერების, ფემიციდის ფაქტების გენდერულად მგრძნობიარე მიდგომებით გაშუქების მიმართულებით!" — წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში. შეგახსნებთ, რომ 18 თებერვალს სამტრედიაში ქმარმა ცოლი მოკლა. კაცმა მას ყელი იმ დროს გამოჭრა, როცა ქალს სამოქალაქო რეესტრში განქორწინება უნდა გაეფორმებინა. ბრალდებული უკვე დაკავებულია. 16 თებერვალს კი ყოფილმა ქმარმა კიდევ ერთი ცოლი მოკლა. კაცმა ქალი დანით არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა.

 

18.02.2020

მედიასაშუალება:  https://netgazeti.ge/news/427831/

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვა ფასიანია

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი ფასიანია. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ცხელ ხაზზე დარეკვა უფასო არასდროს ყოფილა, თუმცა ამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება ცოტა ხნის წინ დაიწყეს, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პრეტენზია გამოთქვეს ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის გამო. ამ თემაზე ინფორმაცია თავდაპირველად BM.GE-მ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, სამინისტრო ავტომოპასუხის მეშვეობით მოქალაქეებს 15 თებერვლიდან აფრთხილებს ცხელი ხაზის საფასურთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული ცხელი ხაზი კომპანია “სილქნეტის” აბონენტის ნომრით 5 51 00 26, 2 51 00 33 და 15 05 სარგებლობს, შესაბამისად, ამ ნომერზე დაკავშირება ხდებოდა კომპანია “სილქნეტის” მიერ დაწესებული ტარიფით. “მოქალაქეებს მობილური ოპერატორებიდან და სხვა სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელიდან ცხელ ხაზთან დაკავშირების დროს თანხა ეჭრებოდათ იმ ხელკშეკრულების საფუძველზე, რაც არის დადებული კომპანია ,,სილკნეტსა“, სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელსა და მობილურ ოპერატორებს შორის. მოქალაქეთა მხრიდან იყო პრეტენზია, რატომ არ იყვნენ ინფორმირებულები ამის შესახებ, თუმცა ამ პრინციპით მიმდინარეობდა დაკავშირება 1505-ზე ცხელი ხაზის დაარსების დღიდან. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა, ცხელი ხაზის ინტერაქტიულ მისალმების ტექსტში შესულიყო ცვლილება, კონკრეტულად დაემატა წინადადება, რომ ცხელ ხაზთან დაკავშირება ფასიანია. ანალოგიურად ხდება მოქალქის ინფორმირება იმის შესახებ, რომ მისი საუბარი ცხელ ხაზთან იწერება”, – წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებულ ინფორმაციაში. კომპანია “სილქნეტი” ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს – 15 05 განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს “სილქნეტი” არ განსაზღვრავს. “დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს სილქნეტი. განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის – 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია სილქნეტი. ყველა სატელეფონო ოპერატორი თავის აბონენტს თავად უწესებს სააბონენტო ტარიფს ცხელი ხაზის აღნიშნულ ნომერზე ზარის განხორციელებისთვის. რაც შეეხება კომპანია სილქნეტს, სილქნეტის ფიქსირებული ქსელის ყველა აბონენტისთვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505 დარეკვა არის უფასო, ისევე როგორც უფასოა ამ ნომერზე სილქნეტის ფიქსირებული ქსელის აბონენტების მიერ განხორციელებული საქალაქთაშორისო ზარი”, – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

---

18.02.2020

მედიასაშუალება:  https://progressnews.ge/jandatsvis-saministros-tskheli-khazi-15-05-phasiani-gakhda-saministro-moqalaqeebs-aphrthkhilebs/

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 ფასიანი გახდა – სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს

სოციალურ ქსელში დილიდან ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 ფასიანი გახდა. უწყებაში კი განმარტავენ, რომ ცხელ ხაზზე დარეკვა ყოველთვის ფასიანი იყო, თუმცა ამის შესახებ ავტომოპასუხე მოქალაქეებს 15 თებერვლიდან აფრთხილებს. „ცხელი ხაზი ყოველთვის ფასიანი იყო, თუმცა ეს წინანადება ავტომოპასუხეზე 15 თებერვლიდან დაემატა. მოქალაქეები ხშირად ტარიფის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ და ეს ხდებოდა მათი პრეტენზიის საფუძველი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ერთი წინანადებაც დაგვემატებინა. რაც შეეხება ტარიფს, ის განსხვავებულია სხვადასხვა ქსელების აბონენტებისთვის და მას სილქნეტი განსაზღვრავს“ – განმარტავენ სამინისტროში.

---

 

18.02.2020

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/cxel-xaztan-dakavshirebit-jandacvis-saministro-damatebit-ganmartebas-aketebs/49154/

ცხელ ხაზთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 ფასიანი გახდა. როგორც სამინისტროს ცხელ ხაზზე აცხადებენ, უწყებაში დარეკვა მობილური ტელეფონიდან ყოველთვის ფასიანი იყო, ქალაქის ნომრიდან დარეკვა კი ფასიანი ახლახანს გახდა და ამას კომპანია „სილქნეტი“ განსაზღვრავს. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ეს ფაქტი არაფერში არ წერია. „ეს ა რის აღმაშფოთებელი, ეს არის საკუთარი ხალხის უგულებელყოფა. ცხელი ხაზის ფუნქციაა, რომ ხალხი რეკავს მაშინ, როდესაც უჭირს. იგივეა ხანძრის დროს ფასიანი იყოს სამაშველო და ადამიანმა ვერ დარეკოს. აქ რეკავს ადამიანი, ვისაც სოციალური ან ჯანდაცვის მხრივ გაჭირვება აქვს. ამისთვის იყო შექმნილი. ცხელი ხაზი თუ ფასიანი გახდა, ეს იქნება უდიდესი ბარიერი ადამიანებისთვის, რადგან იზღუდება ფინანსური ხელმისაწვდომობა. თუ ეს ფასიანი გახდა, ეს არის ჩვეულებრივი კომერციული მომსახურება. ეს არის უპასუხისმგებლო, გაუთვლელი გადაწყევტილება“-აცხადებს ჩიხლაძე. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავჯდომარე აკაკი ზოიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მას ამის შესახებ არასდროს სმენია და ეს გადაწყვეტილება უპრიანი ნამდვილად არ არის. „ჯანდაცვის სამინისტრომ ეს გადაწყევტილება რატომ მიიღო, აუცილებლად უნდა განმარტოს.ალბათ საკმაოდ დიდი თანხა ჯდებოდა, სამინისტროს ბიუჯეტს თანხები შეეკვეცა თუ რა მოხდა არ ვიცი, ეს უნდა განმარტონ “-აცხადებს ზოიძე. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი წარმოადგენს კომპანია ,,სილქნეტის“ აბონენტს ნომრით 5 51 00 26; 2 51 00 33 და 1505, შესაბამისად ამ ნომრებზე დაკავშირება ხდებოდა კომპანია ,,სილქნეტის“ მიერ დაწესებული ტარიფით. მოქალაქეებს მობილური ოპერატორებიდან და სხვა სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელიდან ცხელ ხაზთან დაკავშირების დროს თანხა ეჭრებოდათ იმ ხელკშეკრულების საფუძველზე რაც არის დადებული კომპანია ,,სილქნეტსა“, სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელსა და მობილურ ოპერატორებს შორის, მოქალაქეთა მხრიდან იყო პრეტენზია, რატომ არ იყვნენ ინფორმირებულები ამის შესახებ, თუმცა ამ პრინციპით მიმდინარეობდა დაკავშირება 1505-ზე ცხელი ხაზის დაარსების დღიდან. აქედან გამომდინარე საჭირო გახდა ცხელი ხაზის ინტერაქტიულ მისალმების ტექსტში შესულიყო ცვლილება, კონკრეტულად დაემატა წინადადება, რომ ცხელ ხაზთან დაკავშირება ფასიანია, ანალოგიურად ხდება მოქალაქის ინფორმირება, იმის შესახებ, რომ მისი საუბარი ცხელ ხაზთან იწერება“, - განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

---

 

18.02.2020

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/cxel-xazze-tarifs-silqneti-ar-gansazgvravs---pasuxi-jandacvis-saministros/49163/

ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“ - პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო ოპერატორი თავის აბონენტს თავად უწესებს სააბონენტო ტარიფს ცხელი ხაზის აღნიშნულ ნომერზე ზარის განხორციელებისთვის. რაც შეეხება კომპანია „სილქნეტს“ და კომპანიის ფიქსირებული ქსელის ყველა აბონენტისთვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505 დარეკვა არის უფასო, ისევე როგორც უფასოა ამ ნომერზე სილქნეტის ფიქსირებული ქსელის აბონენტების მიერ განხორციელებული საქალაქთაშორისო ზარი“-აცხადებენ „სილქნეტში“. როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვა ფასიანი გახდა.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministros-pasuxi-cxel-xazze-tarifs-silqneti-ar-gansazgvravs

---

 

18.02.2020

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministros-cxeli-xazi-15-05-fasiani-gaxda?fbclid=IwAR1Z6VK_WxGOM5mvbUNdqbgm_Wg2D80U0wqvZCDTzD0GiWQuWOFH62pa0Ps

„ უპასუხისმგებლო,გაუთვლელი გადაწყვეტილება“ - ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი ფასიანი გახდა

„მოგესალმებით, თქვენ დაუკავშირდით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს. ზარების მონიტორინგის მიზნით თქვენი საუბარი იწერება. გაცნობებთ, რომ ცხელ ხაზთან დაკავშირება ფასიანია“ -  ამ შეტყობინებას მოქალაქეები  ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე 15 05-  დარეკვისას ისმენენ. როგორც ცნობილი გახდა, ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უწყებასთან დაკავშირებას ადამიანები ანგარიშზე თანხის არ არსებობის შემთხვევაში ვერ შეძლებენ. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ეს ფაქტი არაფერში არ წერია. „ეს არის აღმაშფოთებელი, ეს არის საკუთარი ხალხის უგულებელყოფა. ცხელი ხაზის ფუნქციაა, რომ ხალხი რეკავს მაშინ, როდესაც უჭირს. იგივეა ხანძრის დროს ფასიანი იყოს სამაშველო და ადამიანმა ვერ დარეკოს. აქ რეკავს ადამიანი, ვისაც სოციალური ან ჯანდაცვის მხრივ გაჭირვება აქვს. ამისთვის იყო შექმნილი. ცხელი ხაზი თუ ფასიანი გახდა, ეს იქნება უდიდესი ბარიერი ადამიანებისთვის, რადგან იზღუდება ფინანსური ხელმისაწვდომობა. თუ ეს ფასიანი გახდა, ეს არის ჩვეულებრივი კომერციული მომსახურება. ეს არის უპასუხისმგებლო, გაუთვლელი გადაწყევტილება“-აცხადებს ჩიხლაძე. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავჯდომარე აკაკი ზოიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ  მას ამის შესახებ არასდროს სმენია და  ეს გადაწყვეტილება  უპრიანი ნამდვილად არ არის. „ჯანდაცვის სამინისტრომ ეს გადაწყევტილება რატომ მიიღო, აუცილებლად უნდა განმარტოს.ალბათ  საკმაოდ დიდი თანხა ჯდებოდა, სამინისტროს ბიუჯეტს თანხები შეეკვეცა თუ რა მოხდა არ ვიცი, ეს უნდა განმარტონ “-აცხადებს ზოიძე.  როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ დარეკვა მობილური ოპერატორიდან ყოველთვის ფასიანი იყო, ხოლო ქალაქის ნომრიდან დაკავშირება ფასიანი ახლახანს გახდა, რასაც კომპანია „სილქნეტი“ განსაზღვრავს. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი წარმოადგენს კომპანია ,,სილქნეტის“ აბონენტს ნომრით 5 51 00 26; 2 51 00 33 და 1505, შესაბამისად ამ ნომრებზე დაკავშირება ხდებოდა კომპანია ,,სილქნეტის“ მიერ დაწესებული ტარიფით. მოქალაქეებს მობილური ოპერატორებიდან და სხვა სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელიდან ცხელ ხაზთან დაკავშირების დროს თანხა ეჭრებოდათ იმ ხელკშეკრულების საფუძველზე რაც არის დადებული კომპანია ,,სილქნეტსა“, სატელეფონო/საკომუნიკაციო ქსელსა და მობილურ ოპერატორებს შორის, მოქალაქეთა მხრიდან იყო პრეტენზია, რატომ არ იყვნენ ინფორმირებულები ამის შესახებ, თუმცა ამ პრინციპით მიმდინარეობდა დაკავშირება 1505-ზე ცხელი ხაზის დაარსების დღიდან. აქედან გამომდინარე საჭირო გახდა ცხელი ხაზის ინტერაქტიულ მისალმების ტექსტში შესულიყო ცვლილება, კონკრეტულად დაემატა წინადადება, რომ ცხელ ხაზთან დაკავშირება ფასიანია, ანალოგიურად ხდება მოქალაქის ინფორმირება, იმის შესახებ, რომ მისი საუბარი ცხელ ხაზთან იწერება“, - განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

---

 

18.02.2020

მედიასაშუალება:  https://ipress.ge/new/devniltha-da-ekomigranttha-saagento-sakhls-kidev-17-ekomigrant-ojakhs-sheusqhidis/

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სახლს კიდევ 17 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 17 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის. ინფორმაციას უწყების პრესსამახური ავრცელებს. 2 Shares 2 ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 40 განაცხადი, კრიტერიუმების შესაბამისად, განიხილა და 17 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუსყიდის.ეკომიგრანტი ოჯახის მიერ შერჩეულ საცხოვრებელს ღირებულების დადგენის მიზნით ექსპერტიზა ჩაუტარდება. მხოლოდ 2019 წელს, სახელმწიფომ სახლი 164 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა. ეს რიცხვი, 2020 წელს, კიდევ უფრო გაიზრდება და უსაფრთხო გარემოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 250-მდე ოჯახი განსახლდება. ეკომიგრანტი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლს შეუსყიდის იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/f2a69

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/devnilta-da-ekomigrantta-saagento-saxls-kidev-17-ekomigrant-odjaxs-sheusyidis

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=97284

---

 

18.02.2020

მედიასაშუალება:  https://www.primetime.ge/news/1582042006-2022-%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90

2022 წლამდე მცირე ზომის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებები შეიქმნება – გაბუნია

„ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში მდგომარეობის გამოსწორებაზე ჯანდაცვის სამინისტრო, სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციების შესაბამისად, აქტიურად მუშაობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში” არ არის მუდმივი ცხელი წყალი, რის გამოც პაციენტებს ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის საშუალებით უწევთ. გარდა ამისა, ცენტრში არ არის რბილი ავეჯი, ასევე არ არის გამოყოფილი თამბაქოს მოსაწევი სივრცეები და არ არის საკმარისი სამედიცინო პერსონალი. ხშირია პაციენტებს შორის დაპირისპირების შემთხვევებიც. ამ მიზეზების გათვალისწინებით აღნიშნულ დაწესებულებაში არ არის პაციენტების რეაბილიტაცისთვის შექმნილი შესაბამისი გარემო. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, გასულ წელს დიდი ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მდგომარეობის გაუმჯობესებას, სადაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობა იყო, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს გლდანის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში [თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი] ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას: „ეს იქნება მეტად კოსმეტიკური, იმ აუცილებელი ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის, რაც პაციენტებისთვის და ბენეფიციარებისთვის იქ ყოფნას მისცემს მისაღებ ფორმას. ამის პარალელურად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის ხელშეწყობაზე, რათა გადავიდეთ მცირე ზომის საცხოვრისებზე, სწორედ მსგავსი ტიპის საცხოვრისების მშენებლობა გახლავთ საინვესტიციო პრიორიტეტი”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ. გაბუნიას თქმით, მცირე ზომის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების გახსნა 2022 წლის ბოლოსკენ დასრულდება, სადაც შემდგომ დიდი ზომის დაწესებულებებიდან გადაანაწილებენ პაციენტებს. მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, ამჟამად ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა 27 მილიონით ფინანსდება, ეს თანხა კი ძირითადად მიმართულია დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობაზე.

---

 

18.02.2020

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/damsaqmeblebs-orsuli-da-axalnamshobiarebi-qalebistvis-usafrtxo-samushao-pirobebis-sheqmna-mouwevt

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი დაუშვებელია ორსული ქალებისთვის ნებისმიერი წონის ტვირთის გადატანა. დოკუმენტის თანახმად, ორსულობისას და მშობიარობიდან 16 კვირამდე მძიმედ და საშიშად მიიჩნევა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ხშირ მოუხერხებელ მოძრაობებთან და პოზებთან, როგორიცაა მაგალითად სხეულის მნიშვნელოვანი დაჭიმვა (იგულისხმება გასწორება) ან მოხრა, ხანგრძლივი ჩაცუცქვა ან დახრა, ასევე საქმიანობა სხეულის ფიქსირებული პოზით მოძრაობის გარეშე. აკრძალულია ასვლა-ჩამოსვლა ვერტიკალურ კიბესა და ბოძზე ფეხმძიმობის დადგენის დღიდან. რეკომენდებულია დამსაქმებელმა ღამის სამუშაოზე დასაქმებული ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალი გადაიყვანოს დღის სამუშაოზე, თუ ეს შეუძლებელია, გაათავისუფლოს დასაქმებული თავისი მოვალეობის შესრულებისაგან დროებით. ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები არ დაიშვებიან ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დასველებასთან დაკავშირებულ და ორპირ ქარში სამუშაოსთან. მათთვის ასევე დაუშვებელია მუშაობა ბუნებრივი განათების არმქონე უსარკმელო და გაუნათებელ სათავსებში. ამ კატეგორიის ქალებისთვის აკრძალულია ღამის სამუშაოების შესრულება, მუშაობა ცვლებში რეგულარული ცვლიანობის უკუროტაციის სისტემით (ღამის ცვლა, გვიანი ცვლა და ადრიანი ცვლა) ან ერთმანეთის მომდევნო ცვლებში მუშაობა. რაც შეეხება სამუშაო ადგილის ორგანიზებას, ბრძანება ადგენს, რომ ორსული ქალებისათვის უნდა მოეწყოს სტაციონარული სამუშაო ადგილები სამუშაოთა ოპერაციების შესასრულებლად თავისუფალ რეჟიმსა და პოზაში, რაც იძლევა სურვილისამებრ მდგომარეობის შეცვლის შესაძლებლობას. დაუშვებელია მუდმივად „მჯდომარე”/„მდგომარე” პოზაში მუშაობა, სიარული. ორსული ქალების სამუშაო ადგილი უნდა აღიჭურვოს სპეციალური მბრუნავი სკამით, რომლის ცალკეული ელემენტები (თავის მისაყუდებელი, საზურგე, სახელური, საჯდომი და სხვ.) რეგულირდება ინდივიდუალურად. სკამის საზურგე ან საჯდომი ნაწილი უნდა იყოს დაფარული ნახევრად რბილი არასრიალა მასალით, რომელიც იოლად ექვემდებარება სანიტარიულ დამუშავებას. ორსული ქალებისთვის საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს ქვესადგომი ფეხებისთვის სიმაღლისა და დახრილობის რეგულირების შესაძლებლობით. ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისთვის მძიმედ და საშიშად მიიჩნევა სამუშაო შენობა-ნაგებობებში, სადაც ტემპერატურა სცილდება +15 გრადუსიდან +25 გრადუსამდე დიაპაზონის ზღვარს. ტემპერატურისას, თუ ის +15 გრადუსზე ნაკლებია, საჭიროა თბილი სასმელების მიწოდება. სამუშაოები +15 გრადუსზე და ქვემოთ დასაშვებია, თუ დამსაქმებელს გააჩნია ტანსაცმელი, რომელიც მორგებულია თერმულ სიტუაციაზე და საქმიანობის შესაფერისია. ბრძანების თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია რისკის არსებობის შემთხვევაში შეაფასოს ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისთვის მოცემულ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკის ხასიათი, ხარისხი და ხანგრძლივობა და აცნობოს მათ იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელება აუცილებელია ამ რისკების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად. შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის განმარტებით, აღნიშნული პირობების შესრულების შემოწმებას ინსპექტორები უკვე ხვალიდან დაიწყებენ, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი, საფრთხის ხარისხიდან გამომდინარე, იმოქმედებს როგორც გაფრთხილება, ისე ფულადი სანქციები და საწარმოო პროცესის გაჩერებაც.

---

 

18.02.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/585849-dimitri-xundazis-inpormaciit-jandacvis-ministri-parlaments-komitetis-pormatshi-20-marts-ecveva

დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტს კომიტეტის ფორმატში 20 მარტს ეწვევა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტის ფორმატში საკითხების განსახილველად 20 მარტს ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა. „ჩვენ ვიცით სოცმუშაკების საკითხი. არსებობს კიდევ სხვა საკითხები, რომლებიც საინტერესოა მოვისმინოთ შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მხრიდან. ჩვენ გუშინ საკომიტეტო მოსმენაზე დავაყენეთ საკითხი და გავუგზავნეთ თხოვნა უწყების ხელმძღვანელეს, ეკატერინე ტიკარაძეს, რომ ესტუმროს პარლამენტს. ძირითადი განსახილველი საკითხი იყოს 520-ე დადგენილება და ასევე სოცმუშაკების გათავისუფლების საკითხი. ის პარლამენტს 20 მარტს ეწვევა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

---


18.02.2020

მედიასაშუალება:   https://bm.ge/ka/article/levan-koberidze---parlamentma-9-tvis-ganmavlobashi-ver-moaxerxa-rom-eka-tikaradze-komitetze-mosuliyo-/49136/

ლევან კობერიძე - პარლამენტმა 9 თვის განმავლობაში ვერ მოახერხა, რომ ეკა ტიკარაძე კომიტეტზე მოსულიყო

ეკატერინე ტიკარაძე მე მგონი ვერც ხვდება, რომ რეგლამენტი დაარღვია, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკუდებელი დეპუტატის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ანგარიში უნდა წარადგინოს და სამწუხაროა, რომ ეს მოხსენება იმ ფონზე უნდა ჩატარდეს, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი აბსოლუტურად არღვევს მთლიანად კანონს რეგლამენტის შესახებ, უგულვებელყოფს მთლიანად რეგლამენტს და პარლამენტმა ვერ მოახერხა ის, რომ მინისტრი 9 თვის განმავლობაში კომიტეტზე მოსულიყო. მე მგონი ვერც ხვდება, რომ რეგლამენტი დაარღვია და კარგი იქნება თუ თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, აუხსნით მას ამ საკითხს, დააყენებთ დღის წესრიგში თქვენს პოლიტიკურ გუნდში. მე მგონია, რომ ასეთი საკითხები მინისტრების პოლიტიკური პასუსხისმგებლობით უნდა მთავრდებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტში სანქციები გაწერილი არ არის“, - მიმართა ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ლევან კობერიძეს პირობა მისცა, რომ ტიკარაძე კომიტეტზე აუცილებლად მივა.

---

 

18.02.2020

მედიასაშუალება:  https://www.primetime.ge/news/1582012176-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%96%E1%83%94

რამე „ნარუშილოვკა“ აქვს პარლამენტში არსიარულზე? - ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძეზე

„რამე „ნარუშილოვკა“ თუ აქვს პარლამენტში არსიარულზე, ესეც გვითხარით“,- ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ არჩილ თალაკვაძეს ჯანდაცვის მინისტრზე საუბრისას. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ მინისტრებს უნდა მოუწოდოს, რომ რეგლამენტი არ დაარღვიონ. „ძალიან სამწუხაროა, თქვენ ახლა იმის მაგივრად, რომ მინისტრისთვის მოგეწოდებინათ, რომ რეგლამენტი არ დაარღვიოს, ახლა თქვენ ხელს აფარებთ. ხუმრობით ვიტყვი - რამე „ნარუშილოვკა“ თუ აქვს პარლამენტში არსიარულზე, ესეც გვითხარით. მე მაინც მოგიწოდებთ დაფიქრდეთ და მოუწოდოთ მინისტრებს, რომ რეგლამენტი არ დაარღვიონ“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.

---  

 

18.02.2020

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/jandacvis-ministri-aucileblad-mova-komitetis-sxdomaze---talakvadze-koberidzes/49139/

ჯანდაცვის მინისტრი აუცილებლად მოვა კომიტეტის სხდომაზე - თალაკვაძე კობერიძეს

ჯანდაცვის მინისტრი აუცილებლად მოვა კომიტეტის სხდომაზე, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარეს, ლევან კობერიძეს. „რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტს აქვს ზედამხედველობის კალენდარი და ყველა მინისტრს, წელიწადში ერთხელ ვუსმენთ. თქვენ ბიუროზე დააყენეთ საკითხი და მე დაგპირდით, რომ ის იქნებოდა პირველი, ვინც მოვიდოდა მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში. მე ვერ მოვისმინე თქვენი კითხვები და დებატები ჯანდაცვასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ როცა საქმე ეხება კომიტეტზე მინისტრის მოასვლას, მე გავეცანი მის პასუხს და ვფიქრობ, იქ არის არგუმენტები რატომაც მინისტრი ამბობს, რატომ ვერ მოდის. არგუმენტები, რომელიც წერილში არის მოცემული, საკმაოდ საფუძვლიანია. ის აცხადებს, რომ თქვენს მიერ დაინტერესებულ საკითხთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის და მონაცემების წარმოდგენისთვის მას სჭირდება გარკვეული დრო. როგორც ვნახე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ ის, რომ ჩაერთოთ იმ რეფორმების ჯგუფების მუშაობაში, რომელიც სამინისტროში არის წარმოდგენილი. თქვენ ეთანხმებით თუ არა ალტერნატიულ შემოთავაზებას ვადაზე, ეს თქვენი უფლებაა და რეგლამენტით არის გათვალისწინებული, თუმცა გეტყვით, რომ მინისტრი კომიტეტის სხდომაზე აუცილებლად იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა თალაკვაძემ. რაზეც თავის მხრივ, ლევან კობერიძემ უპასუხა, რომ თალაკვაძეს თავისი გამოსვლით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა გამოუვიდა. „არ მინდა საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. მინისტრის საათი არის აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატი, იქ მინისტრს ისედაც აქვს ვალდებულება, რომ პარლამენტში მოვიდეს ფრაქციის დაბარების გარეშე. ვადასტურებ, რომ ნამდვილად როგორც თქვით, ეკატერინე ტიკარაძე იყო პირველი მინისტრი, რომელიც მოვიდა სხდომაზე, ასეც იყო, რადგან ეს სხვა ფორმატია და არ არის ის, რაზეც მე ვსაუბრობ. ნუ ეცდებით, რომ მინისტრის საათის ფარგლებში თავზე ხელი გადაუსვათ ეკატერინე ტიკარაძეს და მოეფეროთ მას. მგონი, რომ ყველა უნდა უფრთხილდებოდეთ და ჩვენ თვითონ არ უნდა დავაპატარაოთ პარლამენტის ფუნქცია. მინისტრები აქ უნდა მოდიოდნენ. ის, რაც თქვენ თქვით, არ გამოგივიდათ სიმართლე. რადგან მინისტრმა დაარღვია ყველა ვადა. კანონში გარკვევით წერია, რომ ინიციატორთან, ანუ ჩვენთან შეთანხმებით უნდა მოხდეს პარლამენტში მოსვლის გადადება, მაგრამ არც ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა, ყველა ვადები დარღვეულია, ამ მოწერილი წერილისაც. გთხოვთ, რომ გაარკვიოთ კარგად, მინისტრმა დაარღვია რეგლამენტი. მოგიწოდებთ, რომ ეს საკითხი მკაცრად დააყენოთ მინისტრის და თქვენი პოლიტიკური გუნდის ირგვლივ“, - უპასუხა კობერიძემ თალაკვაძეს. პარლამენტის თავმჯდომარემ და დამოუკიდებელმა დეპუტატმა რამდენიმე რეპლიკით მიმართეს ერთმანეთს. შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტიკარაძემ ფრაქციის სხდომაზე მისვლის გადადება წერილით მოითხოვა.

---

 

18.02.2020

მედიასაშუალება:  https://www.primetime.ge/news/1582011421-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C

რა ბედი ეწია 33 სოციალური მუშაკის მიერ დატოვებულ საქმეებს? - სოცმუშაკები პარლამენტს მიმართავენ

პარლამენტის წევრებო, მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ შეისწავლოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები და იტვირთოთ ზედამხედველობის ფუნქცია,- ამ შინაარსის განცხადებას სოციალური მუშაკები ავრცელებენ. „შეგახსენებთ, რომ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური დაცვის სამინისტროსთან 2019 წლის 8 თებერვალს, სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ბენეფიციარებისთვის ეფექტური და მყისიერი მომსახურებების შექმნის მიზნით, დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა და სოციალური მუშაკები 2019 წლის 25 მარტს მთელს საქართველოში გაიფიცნენ. საქართველოს პარლამენტი იმ დროიდან ჩართული იყო პროცესში და მათი თქმით, ისინი მხარს უჭერდნენ სოციალურ მუშაკებს. „ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის“ ინიციატივით, 2018 წელს შეიქმნა კანონი სოციალური მუშაობის შესახებ, რომლის მიზანია იყო არა მხოლოდ ბენეფიციარებისთვის დაცვის გარანტიების შექმნა, ასევე სოციალური მუშაკების დაცვის გარანტიების გაძლიერება. გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ აღნიშნული კანონის სამოქმედო გეგმის მიხედვით, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში“ სოციალურ მუშაკთა რაოდენობა ყოველწლიურად უნდა გაზრდილიყო. ამის საპირისპიროდ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ 33 სოციალური მუშაკი განთავისუფლებულ იქნა სამსახურიდან. შეგახსენებთ, რომ კონტროლზე პასუხისმგებელი ორგანო სწორედ საქართველოს პარლამენტია. გაფიცვის პერიოდში ამ კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე სოციალური მუშაკების პროტესტს სამართლიანად მიიჩნევდა და აღნიშნავდა, რომ ფინანსური საკითხის გათვალისწინებით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ სფეროში 2020 წლიდან დაიწყებოდა. მანამდე კი განხორციელდებოდა სოციალური მუშაკების სერთიფიცირების პროგრამა. „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს ჩაუტარდათ სპეციალური სამართლებრივი ტრენინგ-კურსი, რომელთა დამადასტურებელი სერთიფიკატები აიღეს 2020 წლის 17 იანვარს საზეიმო ვითარებაში. პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა არჩილ თალაკვაძემ მათ სიტყვითაც მიმართა და სოციალური მუშაკის საქმიანობაზეც ისაუბრა. ასევე დაადასტურა, რომ ამ კუთხით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდებოდა. ამ ყველაფრის ფონზე, რამდენიმე დღეში 2020 წლის 29 იანვარს 33 სოციალურ მუშაკს მთელი საქართველოს მასშტაბით მიუვიდა შეტყობინება, რომელიც იუწყებოდა, რომ 1-ლი თებერვლიდან მათ შეუწყდებოდათ შრომითი ხელშეკრულება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის განხორციელებას. ამასთან არსებობს კანონი შვილად აყვანის და მინდობითი აღზრდის შესახებ, რომელშიც გასული წლის 11 დეკემბერს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სოციალური მუშაკების რაოდენობა არა თუ უნდა შემცირებულიყო, არამედ უნდა გაზრდილიყო კიდეც. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმით წერია, რომ კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. რამდენადაც კანონპროექტი არ უკავშირდება მოცემული მიმართულებით დასაქმებული პირების შემცირებას, არც შესაბამისი ბენეფიციარების პირების მიმართ არ მოახდენს რაიმე ფინანსურ გავლენას, რამდენადაც იცვლება მოცემული ფუნქციის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო. განმარტებითი ბარათის სწორედ ეს ნაწილი იძლეოდა იმის გარანტიას, რომ რეორგანიზაციის შედეგად, სოციალურ მუშაკთა რაოდენობა არ შემცირდებოდა და „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი ავტომატურად, კონკურსის გარეშე, გადაინაცვლებდა „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების“ სააგენტოში. ყოველივე ზემო აღნიშნულში იკვეთება კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“ მიერ. რის საფუძველზეც ირღვევა არა მხოლოდ, სოციალურ მუშაკთა უფლებები, არამედ ბენეფიციართა უფლებები. აღნიშნული პირდაპირ უკავშირდება ამ პროფესიის დაკნინებას და იმის უგულებელყოფას, რასაც საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს მხარი დაუჭირა. ძვირფასო პარლამენტის წევრებო, მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ შეისწავლოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები და იტვირთოთ ზედამხედველობის ფუნქცია. უმნიშვნელოვანესია, გაეცეს პასუხი შემდეგ შეკითხვებს - რატომ არ შეასრულა სოციალური დაცვის სამინისტრომ სოციალური მუშაობის კანონის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ რატომ არ დაამატა 50 სოციალური მუშაკი. რატომ შეიყვანეს შეცდომაში საქართველოს პარლამენტი, როდესაც განმარტებითი ბარათი ამბობს, რომ ეს არ ითვალისწინებდა საკადრო ცვლილებებს. რა მეთოდოლოგიით განისაზღვრა სოციალური მუშაკების მინიმალური რაოდენობა, რომელიც დასახელებულ იქნა - 250 სოციალური მუშაკი, რა ბედი ეწია 33 სოციალური მუშაკის მიერ დატოვებულ საქმეებს? დღეს 18 თებერვალია და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს საქმეები არ გადანაწილებულა. ვინ ახორციელებს ამ საქმეებზე ზედამხედველობას. ასევე, რა კრიტერიუმით განისაზღვრა 33 სოციალური მუშაკის განთავისუფლების საკითხი, რატომ შეყავს შეცდომაში საზოგადოება მინისტრს, როდესაც ამბობს, რომ გასაუბრებაზე ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი და მათ შორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, როცა სოციალურ მუშაკები ამბობენ, რომ მათ გასაუბრებას არ დასწრებიან მსგავსი პიროვნებები. რატომ არ იყვნენ ინფორმირებულები სოციალური მუშაკები გასაუბრების მიზეზების შესახებ და რატომ უთხრეს მათ რომ ეს იყო ტრეფიკინგის ფონდის დირექტორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა და არა რაიმე კონკურსი“,- აღნიშნულია სოციალური მუშაკების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/540989

---

 

18.02.2020

მედიასაშუალება:  https://www.primetime.ge/news/1582008713-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში - ფოტოები

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მოინახულა - ამის შესახებ ომბუდსმენის facebook გვერდზე წერია. width=600 „ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ზრდა“, - წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიუპოსტ.ჯი- https://www.newposts.ge/?l=G&id=224517-%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98,

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/165033-ombudsmeni-fsiq-janmrtelobis-centrshi-pacientebs-piradi-higienis-dacva-civi-tsklit

---

 

18.02.2020

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/poliklinikebis-naxevars-daxurva-emuqreba

პოლიკლინიკების ნახევარს დახურვა ემუქრება

თბილისში მოქმედი პოლიკლინიკების ნახევარს დახურვა ემუქრება. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პოლიკლინიკები და ამბულატორიები, რომელთაც 13 ათასზე მეტი დაზღვეული არ ჰყავთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გაემოეთიშებიან. ცვლილებები პირველ ეტაპზე საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ თბილისში 115 პოლიკლინიკაა და აქედან 54 დაწესებულებას 5 ათასზე ნაკლები ბენეფიციარი ჰყავს. ეს არის მცირე ზომის სადიაგნოსტიკო ცენტრები. ამ 54 სამედიცინო დაწესებულებაში კი ძალიან ბევრია ისეთი, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 1000 ნაკლებია. ჯანდაცვის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ რენტაბელობის ზღვარი ამ გათვლებისთვის უნდა იყოს 13 ათასი ბენეფიციარი. ფაქტია, რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამიდან გათიშვა პოლიკლინიკების დახურვას გამოიწვევს. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, დედაქალაქის მასშტაბით, ეს საფრთხე სულ მცირე 60 პოლიკლინიკას ემუქრება. ერთადერთი გამოსავალია მოხდეს სამედიცინო დაწესებულებების შერწყმა, თუმცა ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის. თუკი დაწესებულებას პროგრამაში ჩართვის შემთხვევაშიც უჭირდა პაციენტის მოზიდვა, ახლა მით უფრო გაუჭირდებათ და ფუნქციობას ვერ მოახერხებენ. ამის გამო ასეულობით ადამიანი უმუშევარი დარჩება. ეს არის რეალობა, რასაც პოლიკლინიკებისთვის ახალი სტანდარტის დაწესება გამოიწვევს. თუმცა დღეს თითქმის ყველა თანხმდება, რომ რეფორმა აუცილებელია და ამ მიმართულებით ნაბიჯი ადრეც უნდა გადადგმულიყო. სპეციალსიტები იმედოვნებენ, რომ ცვლილება ექიმის შრომის ანაზღაურებასაც შეეხება და ხელფასის მოცულობა მოიმატებს. სამინისტრო კლინიკების გეოგრაფიულ მდებარეობას გაითვალისწინებს და სტარტეგიული მნიშვნელობა ექნება იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ისეთ დასახლებებში შენარჩუნდეს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა. ასეთ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო კაპიტაციური (სულადობრივი) ტარიფის გადახედვაზე იმუშავებს. პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხელშემწყობთა კავშირის პრეზიდენტი ნანა ასათიანი აცხადებს, რომ რეფორმის მიზანი სამედიცინო სფეროში ხარისხის გაუმჯობესებაა, რა მხრივაც ქვეყანაში ბევრი პრობლემაა. ,,მთავრობაში ფიქრობენ, რომ ამბულატორიებს, რომელსაც 5000-7000-ზე ნაკლები პაციენტი ჰყავს, არ შეუძლია მომსახურების სრულად გაწევა. დარგისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სელექციური კონტრაქტირება, რომლის პირობებშიც საშუალება გვექნება, ადამიანური რესურსი სწორად და ოპტიმალურად გამოვიყენოთ. დღესდღეობით ოჯახის ექიმის რესურსი არათანაბრად არის გადანაწილებული და მოსახლეობას სერვისს ფრაგმენტულად აწვდის. ხშირად იმის გამო, რომ ექიმის გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე დროს მოითხოვს და შეიძლება დროულად ვერც მივიდეს გადაუდებელ შემთხვევებში დანიშნულების ადგილამდე. ასეთი რისკები სრულად მოიხსნება, რადგან ექიმი იმუშავებს ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, თავის დროს მოახმარს იქ და ექნება ადეკვატური შრომის ანაზღაურებაც, - განუცხადა ბიზნეს-რეზონანსს ასათიანმა და დასძინა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე ამბულატორიების რაოდენობა, მინიმუმ, განახევრდება. ,,როდესაც პოლიკლინიკას ჰყავს 1500-სა და 2000-ზე ნაკლები პაციენტი, ხარისხის მხრივ იქ ყოველთვის შეიძლება იყოს პრობლემა. რამდენადაც ვიცი, ევროკავშირის დირექტივა იყო, ზღვარი 20 000 პაციენტამდე გაზრდილიყო, რაზეც ბევრი იმსჯელეს და საბოლოოდ 13 000-მდე შეამცირეს. ამაზე დაბლა ვერ დასწევენ. ჩემი მიდგომა ასეთია: შენ თუ კარგი სტრუქტურა გაქვს, კარგი აღჭურვილობა, მოვა შენთან პაციენტი, თუ არადა, არ არის აუცილებელი ყველამ მიიღოს მონაწილეობა, სახელმწიფომ არ უნდა კვებოს კერძო დაწესებულებები”, - განაცხადა ასათიანმა. სახელმწიფოს მიდგომას, რომ რეფორმა უნდა განხორციელდეს და მომსახურების ხარისხი დაიხვეწოს, არასამთავრობო ორგანზიაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს” დამფუძნებელი მარინა ბერაძეც იზიარებს. მისი შეფასებით, სფერო სახელმწიფოს მხრიდან სისტემატურად უნდა კონტროლდებოდეს. ჩვენ გვაქვს ბევრი კერძო დაწესებულება, ძალიან რთულია ამის კონტროლი, ამიტომ არის მოდელი, რა შემთხვევაშიც შეიძლება იყოს ესა თუ ის კლინიკა საიმედო. პატარა პოლიკლინიკის დაფინანსება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. არ არის ხარჯთეფექტური, როგორც მაგალითად, 15-საწოლიანი ჰოსპიტალი ვერ იქნებოდა რენტაბელური და უნდა იყოს 130 საწოლი მაინც, რადგან მას აქვს თავისი შენახვის წესები. დაახლოებით ასეთი არგუმენტი აქვთ აქაც და არც თუ ურიგო, ტრაგიკულად ნუ შევხედავთ. მთავარია, რომ ინფორმირება მოხდეს სწორად როგორც ექიმების, ასევე მომსახურე პერსონალის, რაც მოქალაქეების და პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია”, - განუცხადა ბიზნეს-რეზონანსს ბერიძემ და აღნიშნა, რომ აუცილელად უნდა იყოს გათავლსიწინებული ექიმების ანაზღაურება. ,,ექიმის დატვირთვა შეფასებული უნდა იყოს სწორად და ხელფასი მოემატოთ. როდესაც ის იქნება უზრუნველოფილი, ექნება ნორმალური ხელფასი, არ იქნება დამოკიდებული თავის მიერ გამოწერილი წამლების რაოდენობაზე და სამედიცინო მომსახურება იქნება უსაფრთხო. დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევთ პოლიკლინიკებს, რათა არ დაიხურონ. ალბათ ერთ-ერთი გამოსავალია შერწყმა მოხდეს ან მოიზიდოს ექიმები, შექმნას კარგი პირობები, ბევრს ამის შესაძლებლობა არ ექნება, - უთხრა ბერაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს”. პოლიკლინიკებში, სადაც პაციენტების რაოდენობა 13 ათასს ვერ აღწევს, რეფორმის მიმართ მღელვარება იგრძნობა. ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე მათგანს, თუმცა კომენტარზე უარი გვითხრეს. პირად საუბრებში კი აცხადებენ, რომ შეუძლიათ ხარისხის გაუმჯობესება და კარგი სერვისის მიწოდება, თუმცა ამისთვის სჭირდებათ, რომ ზღვარი მინიმუმ 7000 ბენეფიციარზე ჩამოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმები შიშობენ, რომ სამუშაო ადგილებს დაკარგავენ და მათთან ერთად, პოლიკლინიკების ასობით მომუშავე პერსონალი უმუშევარი დარჩება. რაც შეეხება მსხვილ კლინიკებს, მთავრობის 520-ე დადგენილება 3 თვეა, რაც ძალაშია და მან პირველი შედეგი, არასახარბიელო, უკვე აჩვენა. „ღია გულის კარდიოანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი გრიგოლიას ინფორმაციით, ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, შემცირდა ხელფასები და პაციენტს მომსახურება გაუძვირდა. არის ოპერაციები, რომლის გაკეთება კლინიკამ დაფინანსების შემცირების გამო შეაჩერა. ,,ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ყველა სერვისს 30-40%-ით მოაკლდა სახელმწიფო დაფინანსება, რაც აისახა კლინიკების შემოსავლებზე და შედეგად ძალიან ბევრმა კლინიკამ შეამცირა მედპერსონალი ან ჯერჯერობით არ შეამცირა და ხელფასები მოაკლო 15%-იდან 38%-მდე. შესაბამისად, დარგის განვითარება აბსოლუტურად ჩავარდა იმიტომ, რომ კლინიკებს მოაკლდა შემოსავალი რეინვესტირებისა და ახალი აპარატურის შესყიდვისთვის. შედეგად, პაციენტს გაუარესდა სერვისი, ზოგიერთ შემთხვევაში კი გაუძვირდა“, - განაცხადა გრიგოლიამ. მისი აზრით, საქართველოს ბიუჯეტი საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯს ვერ უძლებს და ცვლილები საჭიროა. ,,საყოველთაო ჯანდაცვა არ არის ის მოდელი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო გაუმკლავდეს. ევროპაში გაცილებით უფრო მძლავრი სახელმწიფოები უარს ამბობს ასეთო მოდელზე. იმ ქვეყნებში კი, სადაც ეს სისტემაა, ხარჯი მატულობს ყოველწლიურად 5%-დან 15%-მდე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ რომ გამართულად იმუშაოს, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი კონტროლია განსახორციელებელი. თავიდან უცებ დაინერგა ეს მოდელი. პირველი წელი კარგად მიდიოდა საქმე, მერე კი ნახეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი ფულის წამოღება შესაძლებელია და გაიზარდა კლინიკების რაოდენობა. საავადმყოფოებს ხსნიდა ყველა და ყველგან, ვისაც ეს არ ეზარებოდა. მიიღეს სავალალო შედეგი, კლინიკა ბევრია და ბიუჯეტი არ გვყოფნის. ყოველწლიურად იზრდება საჭირო ხარჯი, რასაც ჩვენმა ბიუჯეტმა ვერ გაუძლო და ჯანდაცვის სამინისტრომ მარტივად, ბიუჯეტის სეკვესტრის გადაწყვეტილება მიიღო“, - განუცხადა ბიზნეს-რეზონანსს გრიგოლიამ.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

19.02.2020

მედიასაშუალება: რეზონანსი

„მოძველებულია ინფრასტრუქტურა, პრობლემურია სანიტარულ-ჰიგიენური პირობები“ - ნახეთ რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში

2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი" მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს. ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ზრდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6709410&name=19.02.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

19.02.2020

მედიასაშუალება: რეზონანსი

"გაჭირვებულის მეტი ჯანდაცვის ცხელა ხაზზე ვინ დარეკავს და იმასაც ფული ვახდევნოთ?"

112-ის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი გახდა ფასიანი. ამჯერად გადასახადი ყოველთვიური არ არის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში უწყებას ვერ დაუკავშირდებით, თუკი ანგარიშზე თანხა არ გექნებათ. საქმე ისაა, რომ ყველა ზარი ფასიანია. მოსახლეობა და სპეციალისტები აღშფოთებულნი არიან, ხოლო ტიკარაძის უწყება და "სილქნეტი" ტარიფის დაწესებას ერთმანეთს აბრალებენ. როგორც ცნობილი გახდა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე "15 05" მოქალაქეები სატელეფონო ანგარიშზე თანხის არარსებობის შემთხვევაში ვერ შეძლებენ დარეკვას. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ დარეკვა მობილური ოპერატორიდან ყოველთვის ფასიანი იყო, ხოლო ქალაქის ნომრიდან დაკავშირება ფასიანი ახლახან გახდა, რასაც კომპანია „სილქნეტი" განსაზღვრავს. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ეს ფაქტი აღმაშფოთებელია: „ეს არის აღმაშფოთებელი, ეს არის საკუთარი ხალხის უგულებელყოფა. ცხელი ხაზზე ხალხი რეკავს მაშინ, როდესაც უჭირს. ახლა რა გამოდის? ეს იგივეა ხანძრის დროს ფასიანი იყოს სამაშველო და ადამიანმა ვერ დარეკოს. თუკი ფასიანი გახდა, ესე იგი არის ჩვეულებრივი კომერციული მომსახურება. ეს არის უპასუხისმგებლო, გაუთვლელი გადაწყევტილება", - აცხადებს ჩიხლაძე. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავჯდომარე აკაკი ზოიძეს კი ამის შესახებ არასდროს სმენია, მაგრამ დაუფარავად აცხადებს, რომ ამგვარი გადაწყვეტილება უპრიანი არ არის. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ გამოეხმაურა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ "15 05"-ის მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს. „ყველა სატელეფონო ოპერატორი თავის აბონენტს თავად უწესებს სააბონენტო ტარიფს ცხელი ხაზის აღნიშნულ ნომერზე ზარის განხორციელებისთვის. "სილქნეტის" ფიქსირებული ქსელის ყველა აბონენტისთვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვა არის უფასო, ისევე როგორც უფასოა ამ ნომერზე "სილქნეტის" ფიქსირებული ქსელის აბონენტების მიერ განხორციელებული საქალაქთაშორისო ზარი“, - აცხადებენ კომპანიაში. მოსახლეობის პრეტენზიებისაგან თავი არიდება და ზარების შემცირების მცდელობა - ასე აფასებს, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი ვატო სურგულაძე ჯანდაცვის სამინისტოროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ,,დენვილთა, შრომის, ჯანდაცვის,სოციალური და კიდევ რაღაცების დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი გახდა ფასიანი. ეს ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია. ამასწინათ, 112-ის გადასახადი გააძვირეს. ყველაფრის ინფლაცია ხდება და ადამიანების ხელფასი რჩება იგივე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. რატომ უნდა იყოს ცხელი ხაზი ფასიანი? ვინ დარეკავს იმ ხაზზე, თუ არა გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ადამიანი და იმასაც ფული უნდა ვახდევნოთ? იდიოტიზმის აპოთეოზია ქეყანაში. ასე უჭირს ამ სახემწიფოს, რომ "სილქნეტს" ვერ უხდის შესაბამის თანხას? ეს ინფორმაცია თქვენგან შევიტყვე და მთელი გულით მინდ, მჯეროდეს, რომ რეალობა არ არის. რა უნდათ ამით, რომ შეამცირონ უამრავი განხორციელებული ზარი და ხალხის დიდძალი უკმაყოფილება? ეს არის ერთადერთი ლოგიკა, სხვა ლოგიკა ამ გადაწყვეტილებას არ აქვს. ალბათ ძალიან შეწუხდნენ მოსახლეობის პრეტენზიებით", - განუცხადა სურგულაძემ ,,რეზონანსს”. გარდა სახელმწიფო სერვისისა, დიდ პრობლემას წარმოადგენს, კერძო კომპანიების ცხელი ხაზები, რომელიც მართალია უფასოა, თუმცა უდიდესი უმრავლესობა სერვისის არასათანადო მიწოდებით გამოირჩევა. ამ მხრივ მოწინავე ჯერ ,,ყაზტრანსგაზი” იყო, შემდეგ კი ეს პრაქტიკა ,,ღირსეულად” გააგრძლელა ,,თბილისი ენერჯიმ”. ასევე პრობლემას წარმოადგენს ,,თელასთან” და სხვა კომპანიებთან დაკავშირებაც. უცნობია, როგორია სტანდარტი საკუმუნიკაციო ან ჯანდაცვის სფეროსთან მიმართებით, თუმცა ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი წესით, მაქსიმუმ 80 წამი შეიძლება იყოს მოლოდინის დრო, როცა ენერგოსექტორის გამანაწილებლებში რეკავთ. რეალურად კი დრო, 5 წუთს აღემატება თაკო ცხომელიძე კომუნიკაციების მიმართულებით სწავლობს. იგი ,,რეზონანსთან” იმ მაგალითებს იშველიებს თუ როგორია თეორია და როგორ ხორციელდება ქართულ რეალობაში ცხელი ხაზის ფუნქციობა. ,,ცხელი ხაზი - დასახელება გვეუბნება მის დანიშნულებას. მაქსიმუმ ორ წუთში, ყველა ინფორმაციას უნდა გაწვდიდნენ და გეხმარებოდნენ. როცა უნივერსიტეტისათვის კვლევებს ვატარებთ, შედეგი შემაშფოთებელია. გასაკვირი იცით რა არის? კერძო კომპანიები და სახელმწიფო უწყებები ამაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. მაგალითად ,,ჯივიპის” ერთხელ მოლოდინის დრო 15 წუთი ჰქონდა, იგივე სიტუაციაა თითქმის ყველა გამანაწილებელ კომპანიაში, იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე თუ ჯანდაცვის აწყებაში,რომელიც თურმე ფასიანიც გაუხდიათ”, - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ცხომელიძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6709380&name=19.02.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

19.02.2020

მედიასაშუალება: რეზონანსი

ოთხსულიანი ოჯახის მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 1600 ლარია საჭირო

საქართველოში, საშუალოდ, ყველაზე მეტი ოთხსულიანი ოჯახი ცხოვრობს. მათი შენახვა კი, არც ისე მცირე თანხებთანაა დაკავშირებული. "რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, რა უჯდება ოთხსულიან ოჯახს საქართველოში თვიდან თვემდე ცხოვრება. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის იანვარში, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმად 349 ლარი დადგინდა. რაც შეეხება, რეალურ ხარჯებს, ის გაცილებით მეტია და ოთხნიშნა მაჩვენებელს სცდება. უნდა აღინიშნოს, რომ მინიმალური ცხოვრებისეული პირობები საარსებო მინიმუმს არ გულისხმობს. იგი შეიძლება ითვალისწინებდეს ადამიანების სხვადასხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილებას: სურსათი, სასმელი, თამბაქო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჯანმრთელობის დაცვა, დასვენება, ტრანსპორტი, საოჯახო მოხმარების საქონელი და სხვა. ამ ყველაფრის დაფარვისთვის კი, სპეციალისტების მიერ გათვლილია დაახლოებით, 1600 ლარი, რომელიც ოფიციალურ სტატისტიკას საკმაოდ დაშორებულია. საქართველოში ცხოვრება ახლა უფრო ძვირია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ეკონომიკის დოქტორი, პაატა აროშიძე აცხადებს, რომ საქართველოში ოთხსულიან ოჯახს თვიდან-თვემდე დაახლოებით 1500-1600 ლარი სჭირდება იმისთვის, რომ იცხოვროს და არა, ის ხარჯები გასწიოს, რაც ადამიანის არსებობისთვისაა საჭირო. "საქართველში, როგორც წესი, გაანგარიშება კეთდება ოთხსულიან ოჯახებზე და მართლაც ასეა. ოჯახების უმეტესობა სწორედ ოთხსულიანია. შესაძლოა, ორი ადამიანი იყოს დასამქბეული, მათ ჰყავდეთ მცირეწლოვანი შვილი ანდა სტუდენტი და ერთი პირი, რომელიც არ მუშაობს ანდა პენსიონერია. მათი შემოსავლები, თეორიულად საკმარისი უნდა იყოს ოჯახისათვის, მაგრამ, ეს რა თქმა უნდა, ასე არ არის. ის, რასაც ოფიციალური სტატისტიკა კვების ხარჯებისთვის ანგარიშობს, რასაკვირველია, ძალიან მცირეა. რეალურად, ეს თანხა ოთხსულიანი ოჯახისთვის თვეში დაახლოებით 600 ლარია. ეს არის ის მინიმუმი, რომლითაც შესაძლებელია მინიმალური კვება. ამ ყველაფერს, ემატება სხვა ხარჯები, რომელიც ასევე 500-600 ლარის ფარგლებში მერყეობს (ტრანსპორტი, გადასახადები, ჯანდაცვა და ა.შ.). ოთხსულიან ოჯახს სჭირდება, საშუალოდ 1500-1600 ლარი, რომელშიც შედის ყველაფერი. რა თქმა უნდა, განსხვავებაა რეგიონების მხრივაც, თბილისში გაცილებით მეტი სჭირდება ოჯახს, ვიდრე ვთქვათ, სამტრედიაში. ოფიციალური სტატისტიკას იმ მინიმუმიდან გამომდინარე ანგარიშობს, რაც აუცილებელია სამომხმარებლო კალათის გაანგარიშებისთვის. აქ ფასები გაანგარიშებულია საქართველოს დიდი ქალაქების აგრარულ ბაზრებში არჩეული საშუალო ფასებით, რომელიც რეალობას ხშირად არ შეეტყვისება, რადგან ფასები სეზონურად იცვლება. არ ვსაუბრობ ეგზოტიკურ საკვებზე ვგოლისმობს იმას, რომელიც აუცილებელი პროდუქციაა. სტატისტიკის დეპარტამენტი იღებს იმ მონაცემებს, რომელიც გასაშუალოებულია. მაგალითად, ზამთრის პერიოდში ბაკურიანში ანდა გუდაურში ცხოვრება გაცილების ძვირი ჯდება, ვიდრე თბილისში ან ქუთაისში, რადგან ეს ქალაქები ტურიზმზეა ორიენტირებული. ესეც გავლენას ახდენს, რადგან ერთიანობაში გამოყვანა, რა ციფრებსაც სტატისტიკის დეპარტამენტი წარმოადგენს, საბოლოოდ არ შეესაბამება რეალობას. საქართველოში სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ოჯახი ვერ ართმევს თავს იმას, რომ რომელიმე სეზონზე კურორტზე დაისვენოს, ანდა სრულფასოვანი განათლება მისცეს შვილებს, ან ჯანმრთელობას სათანადოდ მიხედოს. 1600 ლარი ის მინიმალური თანხაა, რომელიც ოთხსულიანი ოჯახისთვის მინიმალური ხარჯებისთვის საკმარისია", - განუცხადა "რეზონანსს" პაატა აროშიძემ. საქართველოს ერთ-ერთი გამოწვევა დღეს სიღარიბეა. მოსახლეობის უმეტესობას არ გააჩნია "ფუფუნება", რომ მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს. ბევრი მათგანი, მხოლოდ, იმ აუცილებელ პროდუქტს იღებს, რაც მისი არსებობისთვისაა საჭირო. სპეცალისტები ამბობენ, რომ არსებობისთვის გაანგარიშებული ოფიციალური მონაცემებიც კი, აცდენილია რეალობას, რომ აღარაფერი ითქვას ხალხის მინიმალურ მოთხოვნაზე, როგორიც შეიძლება იყო დასვენება, რომელსაც საარსებო მინიმუნი არ ითვალისწინებს. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საქართველოში, ოჯახები გარკვეულ ხარჯებში ვერ ეტევიან, ამიტომ მათ ხშირად უხდებათ სესხის აღება ანდა ემიგრანტების მხრიდან დახმარების მიღება. "საქართველოში სტატისტიკურად ოთხსულიანზე ნაკლები ოჯახი ცხოვრობს. კოეფიციენტი არის 3,79. გამოდის, რომ სტატისტიკურად თითო ოჯახში ოთხი სულიც არ არის და ამ მონაცემს ახასიათებს შემცირების ტენდენცია. თუ აქცენტს შინამეურნეობაზე გავაკეთებთ (ამაზე ინფორმაციას სტატისტიკა იძლევა) დაახლოებით თვეში შემოსავალი გამოდის 1250 ლარი, ანუ ყველა ტიპის შემოსავალი, რომელიც გათვლილია საშუალო, სტანდარტულ ოჯახზე. რაც შეეხება გასავალს, ოჯახი უნდა ჩაეტიოს გარკვეულ ჩარჩოებში, მაგრამ რადგანაც არ ჰყოფნის, მიმართავს სხვადასხვა ფორმას. ოჯახების უმეტესობას ჰყავს შრომითი მოგრანტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შარშან დაახლოებით 1,6 მლრდ დოლარი შემოვიდა მათგან გზავნილების სახით. ისინი დახმარებას უწევენ აქაურ ოჯახებს. ხელმოკლე ადამიანების ნაწილი კი მიმართვას საკრედიტო დაწესებულებებს. იქ აღებული სესხების მოცულობაც საკმაოდ დიდია, რომელიც უკვე გადასცდა 13 მილიარდ ლარიან ნიშნულს. თუ წარმოვიდგენთ ისე, რომ უცხოეთიგან გამოგზავნილი თანხები ნაწილდება ყველა ოჯახზე და სესხსაც ყველა იღებს, მაშინ, უნდა ვთქვათ, რომ ყოველთვიური გასაშუალებული ხარჯიოთხსულიანი ოჯახიას დაახლოებით 1600 ლარამდეა", - განუცხადა "რეზონანსს" სოსო არჩვაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6709456&name=19.02.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

​