From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-18.12.2019
Received On : 18.12.2019 09:08
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 18.12.2019

 

ტელევიზია

18.12.2019                                    

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის და მზადაა, მთავრობის 520-ე დადგენილებაში რიგი ცვლილებები განახორციელოს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დეფიბრილატორის გამოყენება ფაქტიური დანახარჯის მიხედვით ანაზღაურდება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში განფასება თავიდან მოხდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6556292

---

 

18.12.2019                                    

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

მთავრობის 520-ე დადგენილებაში რიგი ცვლილებები განხორციელდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დეფიბრილატორის გამოყენება ფაქტიური დანახარჯის მიხედვით ანაზღაურდება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში განფასება თავიდან მოხდება. დარგის სპეციალისტები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაანონსებულ ცვლილებებს აფასებენ. ეკატერინე ტიკარაძის უწყება, ფაქტობრივი ხარჯების საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის თანხების ანაზღაურებას ყველა მანიპულაციაზე არ აპირებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6556086

---

 

18.12.2019                                    

არხი: იმედი

გადაცემა: იმედის დილა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ონკოლოგიური დაავადებები მსოფლიოში ავადობისა და სიკვდილიანობის ერთერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. კიბო მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა. საქართველოში ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი 2008 წლიდან 3-ჯერ გაიზარდა. თუკი საქართველოში 2009 წელს გამოვლენილი კიბოს უმეტესობა მეოთხე სტადიის იყო 2016 წლისთვის გაიზარდა კიბოს პირველ და მეორე სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევები, რაც დიდ წილად სკრინინგ პროგრამებს უკავშირდება. მიუხედავად დადებითი დინამიკისა, საქართველოში სკრინინგის პროგრამებში ჩართულობის მაჩვენებელი სხვა ქვეყნების მონაცემებს მაინც მკვეთრდად ჩამოუვარდენა. თემაზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ლია მგალობლიშვილი საუბრობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6555798

---

 

18.12.2019                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის საბჭო შეიქმნა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6555895

---

 

17.12.2019                                    

არხი:  მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00

მთავრობის 502-ე დადგენილებაში ცვლილებები შედის. კერძოდ სამედიცინო დანადგარის დეფიბრილატორის ხარჯები კლინიკების ფაქტიური დანახარჯის მიხედვით ანაზღაურდება. ამასთან რიგ შემთხვევაში სამედიცინო მანიპულაციების განფასება ხელახლა გაკეთდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6555583

I არხი - მოამბე 21:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6555465

I არხი - ბიზნესპარტნიორი- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6555131

ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6555080                                                  

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6554903

---                                                           

 

17.12.2019                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 17:45

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია. სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ის "სოციალური მომსახურების სააგენტოს" დირექტორის მოადგილის მოვალეობას ამ დროისთვის თამარ მელიქიძე ასრულებს. უწყების სტრუქტურული დაყოფის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სწორედ მელიქიძის დაქვემდებარებაში არსებული დეპარტამენტის მართვაში იქნება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6555092

---

 

17.12.2019                                    

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

გამკაცრებული კანონმდებლობის მიუხედავად, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვა მაინც გამოწვევად რჩება. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც შეესწრო. ცალკე პრობლემაა ის ფაქტი, რომ ფსიქოტროპულ წამლებს, რომელთა თვითნებური მიღება საკმაოდ მძიმე გართულებებს და დამოკიდებულებას იწვევს, ექიმები ზოგჯერ პაციენტებს არამიზნობრივად უწერენ. მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად ჯანდაცვის სამინისტრო ახალი რეგულაციების შემოღებას არ გამორიცხავს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6555467

---

 

17.12.2019                                    

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: სხვა შუადღე

C ჰეპატიტი არის დაავადება, რომელიც ძალიან მძიმეა, მაგრამ საქართველოში ეს დაავადება დავამარცხეთ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6554522

---

 

17.12.2019                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:  დღის ამბები 22:00

ამ ცხოვრების დედაც- ქვეყანა 15წლის მოზარდს გლოვობს. 1 კვირიანი ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდა. თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული ლუკა სირაძე იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მოზარდის სიცოცლხლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. არასრულწლოვანი საცხოვრებელი ბინის მეცხრე სართულიდან 6 დღის წინ გადმოხტა, რის შემდეგაც მძიმე დაზიანებები მიიღო და კომატოზურ მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6555615

---

 

17.12.2019                                    

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

შშმ პირთა საჭიროებებისთვის მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტიდან 1% აქვთ გამოყოფილი, რომელიც მხოლოდ ჯანდაცვის სერვისებისთვისაა განკუთვნილი. კვლევის ანალიზი დღეს ღია საზოგადოების ფონდმა წარადგინა, რომელიც თელავის, გურჯაანის, ოზურგეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში შშმპ-თა ხელშეწყობისთვის გამოყოფილ თანხებს იკვლევდა. მკვლევართა თქმით, ბიუჯეტის დაგეგმვაში არ არის ჩართული მუნიციპალიტეტში არსებული შშმ პირთა სპეციალიზებული საბჭოები, არ არის გათვალისწინებული განათლების, დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში შშმპ ინტეგრირების პროგრამები. დოკუმენტს თან ახლავს რეკომენდაციები ხელისუფლებისთვის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6555589

---

 

 

 

 

ინტერნეტი

18.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/577971-premier-ministri-15-clis-mozardis-gardacvalebastan-dakavshirebit-shinagan-sakmeta-ganatlebis-jandacvis-da-iusticiis-saministroebs-mimartavs

პრემიერ-მინისტრი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა, განათლების, ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა, განათლების, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებს მიმართავს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომლის შექმნასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი. პირველ რიგში, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებთ არავის დარჩეს კითხვის ნიშნები. დამოუკიდებელი უწყების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ პასუხის გარეშე არ უნდა დატოვოს არც ერთი კითხვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ, ვავალებ როგორც შინაგან საქმეთა, ისე, განათლების სამინისტროებს, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც აუცილებლად იქნება ღია და გამჭვირვალე. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განათლების თუ ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით კანონმდებლობის თუ პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ჯერ კიდევ გვაქვს წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები. პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი სერვისების თუ ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში პროცესის მონაწილეთა კვალიფიკაციის ნაკლებობით არის განპირობეული. ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება ერთად ვართ პასუხისმგებელი ლუკა სირაძის, მისი ოჯახის წინაშე, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემური ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ.

შესაბამისად, ვავალებ:

∙ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად, უზრუნველყოს არასრულწლოვნებთან მომუშავე გამომძიებლების და მენეჯერების სპეციალიზაცია და შესაბამისი კრიტერიუმებით ფრთხილად შერჩევა, განახორციელოს მათი მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი.

∙ ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში.

∙ იუსტიციის სამინისტროს - წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე. საქართველოს მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დააჩქარებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარმართავს ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას; პროცესის კოორდინაციას, არასრულწლოვანთა სფეროში მომუშავე პროფესიონალების და ყველა შესაბამისი აქტორის ჩართულობით, განახორციელებს ღიად და გამჭვირვალედ. ამაში გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი. მიუღებელია მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყოველგვარი მცდელობა. ყველამ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/giorgi-gakharia-15-wlis-mozardis-gardacvalebastan-dakavshirebit-ganckhadebas-avrcelebs/

---

 

18.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/577985-hasan-xalili-mtavaria-socialuri-mushakis-roli-gazlierdes-rata-qvela-ojaxs-shesazlebloba-hkondes-sachiro-mxardachera-da-daxmareba-miigos-roca-bavshvi-gadis-rtul-asaks

ჰასან ხალილი - მთავარია, სოციალური მუშაკის როლი გაძლიერდეს, რათა ყველა ოჯახს შესაძლებლობა ჰქონდეს, საჭირო მხარდაჭერა და დახმარება მიიღოს, როცა ბავშვი გადის რთულ ასაკს

სამართალდამცავებმა სწორად უნდა გამოიყენონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ჰასან ხალილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან მწუხარება გამოთქვა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, ამიტომ ვინმეს ბრალეულობაზე ვერ ისაუბრებს. მან ბავშვის მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „მწამს, მალე ყველა გავიგებთ, კონკრეტულად სად მოხდა შეცდომის დაშვება და ჩავარდნა. მთავარია, სოციალური მუშაკის როლი გაძლიერდეს, რათა ყველა ოჯახს შესაძლებლობა ჰქონდეს საჭირო მხარდაჭერა და დახმარება მიიღოს, როცა ბავშვი გადის რთულ ასაკს. მისთვის აუცილებლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხარისხიანი ფსიქო- სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება. სამართალდამცავებმა სწორად უნდა გამოიყენონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. unicef-მა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმის აუცილებლობაზე, რომ შეიქმნას მხარდამჭერი მექანიზმები ოჯახის, საზოგადოებისა და სკოლის დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის მხრიდან ამ რთული ასაკის გავლას უმტკივნეულოდ. 20 სექტემბერს მიღებული "ბავშვთა კოდექსი" ამას მკაფიოდ განსაზღვრავს და ყველა უწყებას ავალდებულებს, რომ ასეთი მექანიზმები შეიქმნას, რათა ბავშვის უფლებები დაცული იყოს ყველა დონეზე,"- განაცხადა ჰასან ჰალილმა.

---  

 

18.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.primetime.ge/news/1576613949-%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%96%E1%83%94

„ლუკას კლასელმა გოგომაც სცადა თვითმკვლელობა“ - რას ჰყვება სოციალური ქსელის მომხმარებელი

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, სოციალური ქსელის მომხმარებელი ახალ დეტალებს წერს. როგორც ის აღნიშნავს, ამ საქმესთან დაკავშირებით ლუკას კლასელმა გოგონამაც სცადა თვითმკვლელობა, მას შემდეგ რაც მასწავლებლებმა გოგონა გამოტეხეს და დაპირდნენ, რომ თუ ვინაობას გაუმხელდა ვინ დააწერა კედლებზე წარწერები, ისინი პოლიციას არ გამოუძახებდნენ. „პრაიმტაიმი“ ამ ინფორმაციის ავტორს, გიორგი ჩიქოვანს დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია დაადასტურა და დასძინა, რომ გოგონამ ვენების გადაჭრა სცადა, თუმცა საბედნიეროდ მისი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა. დღეს იაშვილის კლინიკაში 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე გარადიაცვალა. მან თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. 10 დეკემბერს, „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდი პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. რასაც გამომძიებელი კატეგორიულად უარყოფდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. ექიმების თქმით, მოზარდს დღეს, 20:10 საათზე გაუჩერდა გული. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დღეს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა. ჩოლოიანი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

---

 

18.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/dges-sayoveltao-jandacvis-sabchos-sxdoma-imarteba-romelsac-ekaterine-tikaradzec-daeswreba/45511/

დღეს საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს სხდომა იმართება, რომელსაც ეკატერინე ტიკარაძეც დაესწრება

დღეს, საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც Bm.ge-ის სამინისტროში უთხრეს, სხდომას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც დაესწრება.   ამასთან, საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა მინისტრის მიერ ხელმოწერილი დებულება, რომელიც საბჭოს ფუნქცია-მოვალეობებს და მიზნებს აღწერს. როგორც დებულებაში წერია, საბჭოს თავმჯდომარეობს მინისტრი და მისი წევრები არიან მინისტრის მოადგილეები, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი; სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი; სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი; ამასთან, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს; მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს; გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს; ევროკავშირის საქართველოში წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერს და პროექტის ექსპერტ(ებ)ს; აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის სოციალური განვითარების მიმართულების წარმომადგენელს; ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების საქართველოს ოფისის წარმომადგენელს; გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს; საქართველოს „პაციენტთა კავშირის“ წარმომადგენელს; საქართველოს ექიმთა ასოციაციის წარმომადგენელს; საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის წარმომადგენელს; საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელს; საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წარმომადგენელს; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელ(ებ)ს; ჯანდაცვის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენელს; სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენელს; სხვა დაწესებულებების ან/და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელ(ებ)ს ინტერესის და საჭიროების გათვალისწინებით. რაც შეეხება საბჭოს უფლებამოსილებას - საბჭომ უნდა უზრუნველყოს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ხარჯთეფექტურობის მიზნით წინადადებების განხილვა და რეკომენდაციების შემუშვება; „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ სერვისების შეფასება, პრობლემების იდენტიფიცირება არსებული პრობლემების მოგვარებისათვის სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ჯანდაცვაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების სხვადასხვა ასპექტების ურთიერთკავშირისა და კოორდინირების უზრუნველყოფა და ეტაპობრივი ამოცანების განსაზღვრა.

---

 

18.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/577996-paata-imnazis-inpormaciit-gripis-samive-kvetipi-gamochnda-daavadebis-shemtxvevebis-mateba-bolo-ori-kviris-ganmavlobashi-sheinishneba

პაატა იმნაძის ინფორმაციით, გრიპის სამივე ქვეტიპი გამოჩნდა, დაავადების შემთხვევების მატება ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეინიშნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, გრიპის ვირუსის შემთხვების მატება ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეინიშნება, თუმცა ეს მატება წინა წლებთან შედარებით ნაკლებია. როგორც იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ დროისთვის ქვეყანაში გამოჩნდა გრიპის სამივე ქვეტიპი. “მეორე კვირაა მატება დაწყებულია. ჯერჯერობით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან და შარშანწინ იყო ავადობა, ჰოსპიტალიზაციაც ნაკლებია, გამოჩნდა გრიპის სამივე ქვეტიპი. წამყვანია B ტიპის ვირუსი და ცირკულირებს ასევე H3 და H1, თუმცა წამყვან ვირუსად რჩება რონოვირუსი, უფრო სურდოთი და მსუბუქად მიმდინარეობს. ასევე ცირკულირებს რესპირატორული ვირუსები, ასევე ადენო და ენტეროვირუსები. შესალოა, ნებისმიერმა ვირუსმა გამოიწვიოს გართულება”,- განაცხადა იმნაძემ. მან პრევენციის ზომებზეც ისაუბრა და რეკომენდაციები გასცა. მისი ინფორმაციით, რისკჯგუფებში მყოფი ადამიანებიდან უკვე 90 ათასი, ხოლო კერძო სექტორში 40 ათასი ადამიანი აიცრა. იმნაძის რეკომენდაციის მიხედვით აუცილებელია, ავადმყოფი ადამიანის სახლში დარჩენა, ხელების ხშირი დაბანა და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავება. “90 ათასი ადამიანია აცრილი სახელმწიფო პროგრამით, ეს არის მაღალი რისკ ჯგუფის ადამიანები. დაახლოებით 40 ათასი ადამიანია კერძო სექტორში. აცრა ყოველთვის შეიძლება. რეკომენდაცია ის არის, რომ ავადმყოფი უნდა იყოს სახლში, რომელიც მსუბუქ მდგომარეობაშია და დადის, არის გამავრცელებელი. ხელები ხშირად დავიბანოთ და მოვერიდოთ დახურულ სივრცეებში ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას”,- განაცხადა იმნაძემ.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/paata-imnaze-sezonuri-virusebis-matebis-faza-daiwyo/

---

 

18.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/577977-2019-clis-10-tveshi-kveqnis-masshtabit-814-952-acra-chatarda-xolo-1-111-198-doza-vakcina-gaixarja

2019 წლის 10 თვეში ქვეყნის მასშტაბით 814 952 აცრა ჩატარდა, ხოლო 1 111 198 დოზა ვაქცინა გაიხარჯა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის 10 თვეში ჯამში 570 ვადაგასული ვაქცინის დოზა ჩამოიწერა, მათ შორის 520 ვაქცინა „ბ“ ჰეპატიტის საწაინააღმდეგო, 20 კი დიფტერია-ტეტანუსი-ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინა იყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, 2018 წელს ჯამში 8 737 დოზა ვაქცინა ჩამოიწერა, მათგან ჰექსაქსიმი ვაქცინის (დიფტერია, ტეტანუსი, აცელულარული ყივანახველას, „ბ“ ჰეპატიტის, ინაქტივირებული პოლიომიელიტისა და Heamophilus influenzae type b - ს) 4457 ჩამოწერილი დოზა ჩანაცვლდა მომწოდებლის მიერ. რაც შეეხება 2017 წლის მონაცემებს, ცენტრის ცნობით, ამ წელს 4 090 დოზა ვაქცინა ჩამოიწერა. ცენტრის ინფორმაციითვე, ვაქცინების ჩამოწერა ხორციელდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად და ნადგურდება ლუგარის ინსენირატორში. რაც შეეხება ჩატარებულ აცრებს, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის 10 თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სახეობის 814 952 აცრა ჩატარდა. ხოლო 1 111 198 დოზა ვაქცინა გაიხარჯა. რაც შეეხება ცალკეულ აცრებს, რომლებიც გეგმური აცრების კალენდარშია შეტანილი, 2019 წლის 10 თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო (ბცჟ) 108 896 დოზა ვაქცინა გაიხარჯა, ხოლო 38 664 აცრა ჩატარდა. ყველაზე მეტი 36 880 ვაქცინა თბილისში გაიხარჯა და ასევე 19 177 აცრა ჩატარდა. ყველაზე ცოტა კი რაჭა-ლეჩხუმში - გაიხარჯა 504 ვაქცინა და ჩატრდა ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო 35 აცრა. რაც შეეხება „ბ“ ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე წლის 10 თვეში 46 061 ვაქცინის დოზა გაიხარჯა, 41 739 კი აცრა ჩატარდა. გასულ წელს კი იგივე აცრა 49 087-მა ადამიანმა ჩაიტარა. 2017 წელს „ბ“ ჰეპატიტის პრევენციისთვის კი 50417 ადამიანი აიცრა. დიფტერია, ტეტანუსი, აცელულარული ყივანახველას, „ბ“ ჰეპატიტის, ინაქტივირებული პოლიომიელიტისა და Heamophilus influenzae type b - ს ვაქცინაზე, მთელი ქვეყყნის მასშტაბით, 113 449 გახარჯული გახარჯული დოზა ირიცხება, ამ კომპონენტებით აცრა კი 112 550 -მა ადამიანმა ჩაიტარა. წითელა-წითურა -ყბაყურას საწინააღმდეგოდ მიმდინარე წლის 10 თვეში, 231 048 ვაქცინა გაიხარჯა, 215 415 კი აცრა ჩატარდა. 2017 წელს იგივე აცრა, 107 801-მა ადამიანმა ჩაიტარა, 2018 წელს კი 147311 -ი მოქალაქე აიცრა. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგოდ 2019 წლის 10 თვეში, 10 602 ადამიანი აიცრა, 10 957 კი ვაქცინის დოზა გაიხარჯა. დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2019 წლის 10 თვის განმავლობაში იმუნიზაციისთვის 13 220 131 ლარი გაიხარჯა, 2018 წელს 21 802 837 ლარი, ხოლო 2017 წელს 17 926 831 ლარი. მათ შორის, ვაქცინებისა და ასაცრელი მასალებისთვის 2019 წლის 10 თვეში დაიხარჯა 5 834 126 ლარი, 2018 წელს 17 200 185 ლარი, 2017 წელს კი 14 696 000 ლარი. სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვისთვის დაიხარჯა მიმდინარე წლის 10 თვეში 82 755 ლარი, 2018 წელს 127 850 ლარი, 2017 წელს კი 567 815 ლარი. ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფისთვის 2019 წლის 10 თვეში დაიხარჯა 5 739 635 ლარი, 2018 წელს 3 369 045 ლარი, 2017 წელს კი 2 461 559 ლარი. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვისთვის წელს, 10 თვეში დაიხარჯა 1 460 680 ლარი, 2018 წელს 302 400 ლარი, ხოლო 2017 წელს 192 750 ლარი.

---

 

17.12.2019

მედიასაშუალება:  https://expressnews.com.ge/?id=94690

ნინო ლომჯარია: კიდევ ერთხელ ვერ შევძელით, დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე

"კიდევ ერთხელ ვერ შევძელით, დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე", - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას. ომბუდსმენი სოციალურ ქსელში წერს, რომ სახალხო დამცველის აპარატი, მანდატის ფარგლებში მონიტორინგს გაუწევს მიმდინარე გამოძიების პროცესს. „15 წლის არასრულწლოვანი გარდაიცვალა... ვიზიარებ მისი ოჯახის და ახლობლების უსაზღვრო მწუხარებას... ეს შემთხვევა მთლიანად საზოგადოების ტრაგედიაა, რადგან კიდევ ერთხელ ვერ შევძელით დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე. მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატს დაწყებული აქვს საქმის მრავალმხრივი შესწავლა. ჩვენ მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს. ჩვენი მანდატის ფარგლებში მონიტორინგს გავუწევთ როგორც მიმდინარე გამოძიების პროცესს, ასევე, შევაფასებთ, რატომ არ იყო გადადგმული შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი უწყებებისა და პირების მხრიდან ბავშვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის კუთხით“, - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/577917-nino-lomjaria-15-clis-mozardis-gardacvalebaze-es-shemtxveva-mtlianad-sazogadoebis-tragediaa-radgan-kidev-ertxel-ver-shevzelit-dagvecva-bavshvis-sicocxle

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1576602619-%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98

---

 

17.12.2019

მედიასაშუალება:   https://bm.ge/ka/article/ekaterine-tikaradzem-sachxeris-klinikis-menejeri-jandacvis-saministroshi-gadmoiyvana-/45461

ეკატერინე ტიკარაძემ საჩხერის კლინიკის მენეჯერი ჯანდაცვის სამინისტროში გადმოიყვანა

საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერი თამარ მელიქიძე ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დაინიშნა. როგორც bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი, თამარ მელიქიძე ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილის მოვალეობას, ფაქტობრივად, უკვე ასრულებს. ინფორმაციის გადამოწმებას ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურშიც შევეცადეთ, სადაც სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილის პოსტზე საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის ოფიციალურად დანიშვნა არ დაგვიდასტურეს. „თამარ მელიქიძე ერთ-ერთია იმ კანდიდატებს შორის, ვინც შეიძლება სოციალური მომსახურების სააგენტოში დაინიშნოს“, - განმარტეს ეკატერინე ტიკარაძის უწყების პრეს-სამსახურში. მოგვიანებით bm.ge თამარ მელიქიძესაც დაუკავშირდა, რომელმაც მოკლედ ტექსტური შეტყობინებით მოგვწერა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილის საქმიანობას, სავარაუდოდ, მომავალი წლის იანვრიდან შეუდგება ოფიციალურად. მისივე თქმით, საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის პოსტს, უკვე აღარ იკავებს. ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურია. Bm.ge-მ სააგენტოს ვებ-გვერდზე აღმოაჩინა, რომ თამარ მელიქიძე დირექტორის მოადგილედ უკვე ოფიციალურადაც ასახულია.

---

 

17.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/sayoveltao-jandacvis-programis-martva-tikaradzem-sachxeris-klinikis-yofil-menejers-chaabara/45476/

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მართვა ტიკარაძემ საჩხერის კლინიკის ყოფილ მენეჯერს ჩააბარა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია. სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ის "სოციალური მომსახურების სააგენტოს" დირექტორის მოადგილის მოვალეობას ამ დროისთვის თამარ მელიქიძე ასრულებს. უწყების სტრუქტურული დაყოფის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სწორედ მელიქიძის დაქვემდებარებაში არსებული დეპარტამენტის მართვაში იქნება. მელიქიძის ბიოგრაფიის მიხედვით, ის საჩხერის საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერი იყო. საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით, bm.ge სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელს გიორგი წოწკოლაურს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ამ დროისთვის თამარ მელიქიძე მისი მოადგილის მოვალეობას ასრულებს, თუმცა ამავე პოზიციაზე ოფიციალურად ვაკანსია არის გამოცხადებული. თუმცა, სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, თამარ მელიქიძე არა - მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, არამედ მოადგილეა. გიორგი წოწკოლაური bm.ge-ის პასუხობს, რომ ვებგვერდზე სიტყვები "მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი" არ დაეტია, ამიტომ პირდაპირ "მოადგილე" ჩაწერეს. "ის შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელია, მას დაკისრებული აქვს მოადგილის მოვალეობა, ის კურირებს ჯანდაცვის მიმართულებას, ხოლო ვებგვერდზე რაც წერია, იმას ჩაასწორებენ, ვერ ჩავატიეთ", - ამბობს გიორგი წოწკოლაური. - კითხვა: "რაიმე ვალდებულება იყო, რომ ქალბატონი თამარი კონკურსის გარეშე დანიშნულიყო?" - პასუხი [გიორგი წოწკოუალური]: "მაგ საკითხს მე ვწყვეტ და მინისტრი წყვეტს, ეტყობა იყო საჭიროება. ტყუილად ხომ არ დავნიშნავდით? ეს რა შეკითხვა არის?" - კითხვა: "როგორ რა შეკითხვა არის? არ უნდა ვიცოდეთ თანამდებობაზე ვინ როგორ ინიშნება საქართველოში?" - პასუხი: "ყველაფერი არის გამჭვირვალედ, კონკურსი არის გამოცხადებული, შესაბამისად, რომ დასრულდება კონკურსი, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს იქნება ქალბატონი თამარი თუ სხვა ვინმე." - კითხვა: "ვაკანტური იყო ეს პოზიცია თუ რა ვალდებულება იყო, რომ დანიშნულიყო კონკურსამდე მოვალეობის შემსრულებლად?" - პასუხი: "მომისმინე, მე თავად პროფესიით ვარ ფინანსისტი, აღარ გვყავდა ისეთი მოადგილე იმ პროფესიის, რომელსაც უფრო მეტი გამოცდილება და კომპეტენცია ექნებოდა ამ მიმართულებით. კონკურსი უკვე დღეიდან გამოცხადებულია HR.gov.ge-ზე არის ატვირთული." bm.ge თავად თამარ მელიქიძესაც დაუკავშირდა, რომელმაც მოკლე ტექსტური შეტყობინებით მოგვწერა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილის საქმიანობას, სავარაუდოდ, მომავალი წლის იანვრიდან ოფიციალურად შეუდგება. მისივე თქმით, საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის პოსტს, უკვე აღარ იკავებს. საქართველოში მოქმედი კლინიკების დიდი ნაწილი უკვე არაერთი კვირაა, რაც მთავრობის #520-ე დადგენილებას აპროტესტებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებები, რაც პროგრამის გაზრდილი ხარჯვის შემცირებას ისახავდა მიზნად, კლინიკების შეფასებით უსამართლო ფასებს აწესებს და მთლიანად ჯანდაცვის სექტორს ახალი პრობლემის წინაშე აყენებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია. მასზე 2019 წელს 754 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა მისი ბიუჯეტი წელსაც დადგენილზე ადრე ამოიწურა და მას მთავრობამ დამატებითი სახსრები გამოუყო. ამ დროისთვის პროგრამის ბიუჯეტი 765 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, საიდანაც 760 მილიონი უკვე ათვისებულია.

---

 

17.12.2019

მედიასაშუალება:  https://netgazeti.ge/news/414853/

დეფიბრილატორის ფასზე სამინისტრო დათმობაზე მიდის – 520-ე დადგენილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ დეფიბრილატორის ფასს სახელმწიფო არა 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფით, არამედ კლინიკების მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი დანახარჯებით დაადგენს. ამის შესახებ გაბუნიამ დღეს განაცხადა. 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებათა ნაწილი ამბობდა, რომ დეფიბრილატორის მომწოდებელი ბაზარზე სულ 3 კომპანია იყო და მათი ფასი დაახლოებით 5000 დოლარს შეადგენდა. სამინისტრომ კი დეფიბრილატორისთვის მხოლოდ 9000 ლარი განსაზღვრა. “ჩვენ ფინანსური ინფორმაცია ძალიან ბევრი კლინიკისგან მივიღეთ. უკვე ძალიან სრულყოფილი მონაცემთა ბაზა გვაქვს და ეს მონაცემები მუშავდება. უკვე გამოიკვეთა გარკვეული ცვლილებისა და კორექტირების საკითხი. მაგალითისათვის მინდა გითხრათ, რომ დეფიბრილატორთან დაკავშირებით, რაზეც დიდი მღელვარება იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება დეფიბრილატორის ფასი ანაზღაურდეს ფაქტიური დანახარჯის მიხედვით,”-ამბობს გაბუნია. დეფიბრილატორი გამოიყენება კარდიოქირურგიაში. ეს არის ელექტრული აპარატი, რომელსაც იყენებენ სამედიცინო პრაქტიკაში გულის კუნთის ფიბრილაციის შესაწყვეტად (მასზე ხანმოკლე ელექტრული იმპულსით ზემოქმედების საშუალებით). ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის მოსმახურების ფასები გათანაბრდა. ანუ კლინიკები მომსახურებას არა საკუთარი, არამედ სამინისტროს მიერ გამოანგარიშებული ტარიფებით გასწევენ.

---

 

17.12.2019

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministro-datmobebze-midis-mtavrobis-520-e-dadgenilebashi-cvlilebebis-shesaxeb-xval-gaxdeba-cnobili

ჯანდაცვის სამინისტრო დათმობებზე მიდის - მთავრობის 520-ე დადგენილებაში ცვლილებების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი

ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის. აღნიშნულს „კომერსანტთან“ ჯანდაცვის სამინისტროში უდასტურებენ. მათი ინფორმაციით, ხვალ იკრიბება საბჭო და შესაბამისად დამატებითი ინფორმაციაც 520 დადგენილებაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი. მათივე ინფორმაციით, დეფიბრილატორის გამოყენება ფაქტიური დანახარჯის მიხედვით ანაზღაურდება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში განფასება თავიდან მოხდება. შეგახსენებთ, რომ 26 სამედიცინო დაწესებულების და დარგობრივი ასოციაციების მოთხოვნის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა მთავრობის № 520 დადგენილების 6 თვით გადავადებაზე, რომლებიც ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა. რეფორმის მიზანი იყო კლინიკებს შორის ფასების გათანაბრება, თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კატასტროფულად შემცირდა ფასები საქართველოში ისეთ ყველაზე უფრო განვითარებულ მაღალტექნოლოგიური და მნიშვნელოვან სამედიცინო მიმართულებებზე, როგორიცაა რეანიმაციული მომსახურება, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია და ა.შ.. ჰოსპიტალურ სექტორტში აცხადებენ, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არის სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები.

---

 

17.12.2019

მედიასაშუალება:  https://info9.ge/chven-shesakheb/217613-ekaterine-tikaradze-msoflio-bankis-vashingtonis-delegacias-shekhvda.html?lang=ka-GE

ეკატერინე ტიკარაძე მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის დელეგაციას შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლო სფეროებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსაც. მინისტრთან შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა პროდუქტიულად შეაფასა. „შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული, რომელსაც ვაშინგტონიდან მოწვეული ჯანდაცვის მაღალკვალიფიციური ექსპერტები ესწრებოდნენ. განვიხილეთ ჯანდაცვის სისტემაში არსებული რეფორმები და ვისაუბრეთ ახალ შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის არის გამიზნული. საუბარი შეეხო ფასწარმოქმნას, სახელმწიფო დანახარჯების ეფექტიანად გადანაწილებას, საჯარო და კერძო სექტორს შორის არსებულ დინამიკას. მოუთმენლად ველით სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ამ საკითხებზე მუშაობას და ჯანდაცვის კუთხით იდეალური შედეგის მიღწევას“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა. სამუშაო შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიაც ესწრებოდა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, შეხვედრაზე ის ტექნიკური საკითხები გამოიკვეთა, რაშიც მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ჯანდაცვის რეფორმის პროცესში მონაწილეობა, ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმის საკითხები, ასევე ხარჯების დადგენის, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, ეს არის ყველა ის სფერო, რაზეც ჩვენ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად, მოკლე ხანში, გვექნება მუშაობის დაწყების საშუალება და ეს ყველაფერი მოხდება ახლად ჩამოყალიბებული უნივერსალური ჯანდაცვის საბჭოს ფარგლებში, რომელიც გააერთიანებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, სამედიცინო დაწესებულებებს და შექმნის ძალიან კარგ პლატფორმას, რათა ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იყოს ერთიან, გაზიარებულ ფორმატში, საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/msoflio-bankis-vashingtonis-delegacia-djandacvis-saministros-ewvia

---

 

17.12.2019

მედიასაშუალება:  https://netgazeti.ge/news/414994/

სასამართლომ ჰომოსექსუალებისთვის დონორობის შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნო

საქართელოს საკონსტიტუციო სასამართომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ჯანდაცვის მინისტრის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, კაცებს, რომლებსაც კაცებთან აქვთ სექსი (მსმ), ბოლო სარისკო ქცევიდან 10 წლის განმავლობაში უზღუდავს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობას. მინისტრის ბრძანება საკონსტიტუციო სასამართლოში გოჩა გაბოძემ და ლევან ბერიანიძემ გაასაჩივრეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალი რისკის შემცველი შეიძლება იყოს როგორც მსმ, ისე ჰეტეროსექსუალ პირთა ზოგიერთი სქესობრივი ქცევა. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმა სისხლის დონაციის უფლების 10 წლის ვადით შეზღუდვას დისკრიმინაციულად ადგენდა მხოლოდ მსმ პირების მიმართ, ყველა სხვა შემთხვევაში კი, დასახელებული უფლება იზღუდებოდა სარისკო ქცევიდან 12 თვის ვადით. მოსარჩელეები ასევე მიუთითებდნენ, რომ მსმ პირებისათვის დონორობის უფლება გაცილებით ხანგრძლივად იზღუდება, ვიდრე ობიექტურად არის აუცილებელი დონაციის პროცესის უსაფრთხოებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი მტკიცებით, არაპროპორციულად იზღუდებოდა თანასწორობისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებები. მოსარჩელეები ასევე განმარტავდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წელს არაკონსტიტუციურად ცნო მინისტრის კიდევ ერთი ბრძანება, რომელსაც თითქმის იდენტური შინაარსი ჰქონდა, ოღონდ, ამ შემთხვევაში მსმ-ებს სამუდამოდ უკრძალავდა დონორობას. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცებში გაცილებით მაღალია სისხლის გზით გადამდები ინფექციის შეძენის რისკი. შესაბამისად, გამართლებული იყო ამ პირთა დონაციის უფლების უფრო ხანგრძლივი ვადით შეზღუდვა. ამასთანავე, მოპასუხის არგუმენტაციით, სადავო ნორმა არსებითად განსხვავდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისგან. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც პირებს დონაციის უფლებას უზღუდავდა უვადოდ, ხოლო მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული ნორმით ეს უფლება შეზღუდული იყო დროებით – 10 წლის ვადით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მიხედვით, სისხლის სამედიცინო შემოწმებამ, შესაძლებელია, სრულად ვერ გამორიცხოს რეციპიენტთა აივ-ვირუსით ინფიცირების რისკები, რადგან ვერ ხერხდება ვირუსის აღმოჩენა ინკუბაციის პერიოდში (ე.წ. ფანჯრის პერიოდი). ამასთანავე, არსებული ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, „ფანჯრის პერიოდის“ შემდეგ სისხლსა და მის კომპონენტებში აივ-ვირუსის გამოვლენა შესაძლებელია, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მსმ პირებისათვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონაცია შეიზღუდოს მხოლოდ ე.წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის რისკების გამოსარიცხად საჭირო ვადით. განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 10 წელი ბევრად აღემატება „ფანჯრის პერიოდს“ და სადავო ნორმა ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად საჭიროზე ბევრად უფრო ხანგრძლივად ზღუდავდა მსმ პირთა უფლებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა იმეორებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს და სახეზე იყო მისი განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რეციპიენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, აგრეთვე სისხლის დონაციის პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2020 წლის 31 მარტამდე. თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფს, რომ სისხლში აივ/ინფექციის აღმოჩენა შესაძლებელია მაქსიმუმ 3-4 თვეში, რაც შეეხება სხვა ვირუსებს, რომელიც შეიძლება სისხლით გადაეცეს, მათ საინკუბაციო პერიოდი ასევე არ აჭარბებს რამდენიმე თვეს.

---

 

ბეჭდვითი მედია

18.12.2019

მედიასაშუალება: მესაინჯერი

სასამართლომ მსმ და გეი თემისთვის სისხლის დონორობის 10 წლით აკრძალვა არაკონსტიტუციურად სცნო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მსმ და გეი თემისთვის კონკრეტული ქცევიდან 10 წლის მანძილზე სისხლის დონორობის აკრძალვა არაკონსტიტუციურად სცნო. ინფორმაციას „თანასწორობის მოძრაობა“ ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, გასაჩივრებული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (მსმ ქცევა) სისხლისა და მისი კომპონენტების უანგარო დონორობის შეზღუდვის საფუძველია უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში. „მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალი რისკის შემცველი შეიძლება იყოს როგორც მსმ, ისე ჰეტეროსექტუალ პირთა ზოგიერთი სქესობრივი ქცევა. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმა სისხლის დონაციის უფლების 10 წლის ვადით შეზღუდვას დისკრიმინაციულად ადგენდა მხოლოდ მსმ პირებთან მიმართებით, ყველა სხვა შემთხვევაში კი, დასახელებული უფლება იზღუდებოდა სარისკო ქცევიდან 12 თვის ვადით. მოსარჩელეები ასევე მიუთითებდნენ, რომ მსმ პირებისათვის დონორობის უფლება გაცილებით ხანგრძლივად იზღუდება, ვიდრე ობიექტურად არის აუცილებელი დონაციის პროცესის უსაფრთხოებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი მტკიცებით, არაპროპორციულად იზღუდებოდა თანასწორობისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებები. მოსარჩელეები ასევე განმარტავდნენ, რომ სადავო ნორმას ჰქონდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსი და შუამდგომლობდნენ ნორმის საქმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. მოპასუხე მხარის პოზიციით, მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცებში გაცილებით მაღალია სისხლის გზით გადამდები ინფექციის შეძენის რისკი. შესაბამისად, გამართლებული იყო ამ პირთა დონაციის უფლების უფრო ხანგრძლივი ვადით შეზღუდვა. ამასთანავე, მოპასუხის არგუმენტაციით, სადავო ნორმა არსებითად განსხვავდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისგან. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც პირებს დონაციის უფლებას უზღუდავდა უვადოდ, ხოლო მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული ნორმით ეს უფლება შეზღუდული იყო დროებით – 10 წლის ვადით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მიხედვით, სისხლის სამედიცინო შემოწმებამ, შესაძლებელია, სრულად ვერ გამორიცხოს რეციპიენტთა აივ-ვირუსით ინფიცირების რისკები, რადგან ვერ ხერხდება ვირუსის აღმოჩენა ინკუბაციის პერიოდში (ე.წ. „ფანჯრის პერიოდი“). ამასთანავე, არსებული ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, „ფანჯრის პერიოდის“ შემდეგ სისხლსა და მის კომპონენტებში აივ-ვირუსის გამოვლენა შესაძლებელია, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მსმ პირებისათვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონაცია შეიზღუდოს მხოლოდ ე.წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის რისკების გამოსარიცხად საჭირო ვადით. განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 10 წელი ბევრად აღემატება „ფანჯრის პერიოდს“ და სადავო ნორმა ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად საჭიროზე ბევრად უფრო ხანგრძლივად ზღუდავდა მსმ პირთა უფლებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა იმეორებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს და სახეზე იყო მისი განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რეციპიენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, აგრეთვე სისხლის დონაციის პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2020 წლის 31 მარტამდე“, - ნათქვამია თანასწორობის მოძრაობის განცხადებაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6556209&name=18.12.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

​