| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-18.11.2019 |
| Received On : | 18.11.2019 08:49 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 17.11.2019
ტელევიზია
18.11.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
თეთრი ხალათების აქცია, მედიკოსები დღეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას აპროტესტებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6471081
რუსთავი 2 -დილა მშვიდობისა-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6470385
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6470429
ტვ პირველი - საქმიანი დილა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6470330
---
18.11.2019
არხი: ტვ პირველი
საქმიანი დილა
საარსებო მინიმუმი წლის მაქსიმალურ მაჩვენებელზეა. მიუხედავად იმისა, რომ საქსტატის გათვლები, რაც საარსებო მინიმუმს უკავშირდება, არც არაფერზეა მიბმული და მისი დათვლის მეთოდოლოგიაც შეფასებულია როგორც მოძველებული, მონაცემები მაინც იცვლება და ოქტომბრის შედეგები ასეთ სურათს გვაძლევს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6470491
---
17.11.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: პოსტ ფაქტუმი
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი - სამოქალაქო გმირობის მაგალითი. ექიმი, რომელიც ჩუმად გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მძიმე პაციენტსი მოსაანხულებლად, რომელიც დააკავეს და რომელსაც შეეძლო თავისუფალი ყოფილიყო და ამისთვის ხელი უნდა მოეწერა დოკუმენტზე, რომლითაც აღიარებდა სამხრეთ ოსეთის საზღვრის გადაკვეთას და შესაბამისად არსებობას, მაგრამ ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტის ციხეში დარჩენა არჩია არარსებული საზღვირს აღიარებას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6470315
იმედი - იმედის კვირა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6470302
---
16.11.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
2 წლის ანიტა ფაცაციას დახმარება სჭირდება. ბავშვს სპეციალური აპარატი სჭირდება, რომ გულმა იმუშაოს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6469500
---
15.11.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: ანალიტიკა 17:45
სასწრაფოდ განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების გადავადება მინიმუმ 6 თვით, იმისთვის რომ მოხდეს ყველა ამ ტარიფის განხილვა და ისეთი ტარიფების დამტკიცება, რომელიც რეალურად ასახავს საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს. წინამდებარე წერილში აღნიშნული საკითხების გაუთვალისწინებლობას ჩვენი აზრით მოყვება პაციენტებზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის უკიდურესად გაუარესება. მათი უფლებების დარღვევა, ასევე გამოიწვევს მთლიანად დარგის კოლაბირებას და ქვეყნიდან ისედაც მცირე რიცხოვანი წამყვანი მაღალკვალიფიციური და ახალგაზრდა კადრების საზღვარგარეთ გადინებას. ეს არის წერილის მთავარი დასკვნა, რომელსაც ხელს 26 სამედიცინო დაწესებულება აწერს. ადრესატი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეა. წერილში მოყვანილია კონკრეტული რიცხვები და ეკონომიკური ტენდენციები, რომელთა ტარიფების გაანგარიშებაში გათვალისწინებას, ეს კლინიკები მოითხოვენ. მად. ელექტროენერგიი, წყლის და ბუნებრივი აირის ფასები 2013-19 წლებში. საქსტატის მონაცემებით ბოლო 6 წელში ანტიბიოტიკები 76 %-ით გაძვირდა. კლინიკებს უმძიმეს ტვირთად აწევს საყოველთაო დაზღვევის პროგრამით მისაღები თანხების სახელმწიფოსგან 5-6 თვით დაგვიანებით მიღება, რაც კლინიკებისთვის შესრულებული საქმიანობის უდიდეს ნაწილს შეადგენს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6467651
---
ინტერნეტი
18.11.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/573275-ekim-vazha-gaprindashvilis-mxardasacherad-batumshi-tetri-xalatebis-akcia-gaimarta
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, ბათუმში „თეთრი ხალათების" აქცია გაიმართა
ბათუმში, „თეთრი ხალათების" აქცია გაიმართა. ექიმები ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და დე ფაქტო ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. აქციაზე კლინიკა „მედცენტრის" ექიმები იმყოფებოდნენ. „ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენი მეგობარია. მისი საქციელი არის გმირობა. ჩვენ გვეამაყება, რომ ვაჟას მეგობრები და კოლეგები ვართ. ეს არის სწორედ ქვეყნის ინტერესების გამოხატვა და ასეთი საქციელით, ასეთი ერთად დგომით აშენდება ქვეყანა. თავისუფლება ვაჟას, ჯანმრთელობას ვუსურვებთ და გვჯერა, რომ მალე ჩვენს გვერდით იქნება“, - განაცხადა ნევროლოგმა შორენა ვაშაძემ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად დღეს „თეთრი ხალათების“ აქცია რამდენიმე ადგილას გაიმართება.
---
18.11.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/573282-telavshi-ekim-vazha-gaprindashvilis-mxardamcheri-akcia-gaimarta
თელავში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თელავში „თეთრი ხალათების” აქცია გაიმართა. რეფერალური საავადმყოფოს ექიმები 12:00 საათზე კლინიკის ეზოში შეიკრიბნენ და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ ექიმს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო არ უნდა აკავებდნენ. ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.
---
18.11.2019
ფოთში ექიმები ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ქალაქის ჰოსპიტალთან შეიკრიბნენ
ფოთში, „თეთრი ხალათების" აქცია გაიმართა. ექიმები ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ქალაქის ჰოსპიტალთან შეიკრიბნენ. „ფოთის ჰოსპიტალიც ვუერთდებით „თეთრი ხალათების” აქციას. ეს არის ჩვენი თანადგომის, სოლიდარობის გამოცხადება დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისადმი, რომელიც მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. ამით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ამ ფაქტის და ოკუპაციის მიმართ. სოლიდარობა ჩვენს დაკავებულ კოლეგას“, - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა. ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.
---
18.11.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/573284-kutaisshi-shekrebili-ekimebi-vazha-gaprindashvilis-dauqovnebliv-gatavisuplebas-moitxoven
ქუთაისში შეკრებილი ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ
„სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს“ - „თეთრი ხალათების" აქციას ქუთაისელი ექიმებიც შეუერთდნენ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კლინიკების ეზოში შეიკრიბნენ და ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ უკანონოდ არის დაკავებული და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. „აღშფოთებული ვართ ექიმის უკანონო დაკავების გამო, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ასრულდება. სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ჩვენი სამშვიდობო აქციით ვუერთდებით „თეთრი ხალათების" აქციას და მოვითხოვთ ჩვენი კოლეგის გათავისუფლებას, რომელიც უსამართლოდაა დაკავებული. ვაჟა გაფრინდაშვილი არის გმირობის მაგალითი და აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.
---
17.11.2019
ბათუმში მიწისქვეშა სამუშაოებისას ერთმა მუშამ ფეხი დაკარგა, მეორემ კი მძიმე დაზიანება მიიღო
ბათუმში მიწისქვეშა სამუშაოების დროს ერთმა მუშამ ფეხი დაკარგა, მეორემ კი კიდურების მძიმე დაზიანება მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. „აბუსერიძის 23-ში მოხდა შემთხვევა. მიწისქვეშა სამუშაოები მიმდინარეობდა. ერთ მუშას ფეხი აქვს დაკარგული, მეორეს კი მძიმე დაზიანებები ჰქონდა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მუშები აბუსერიძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებდნენ და რკინის კონსტრუქცია ფეხებზე დაეცათ.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/573177-batumshi-ori-musha-dashavda
---
17.11.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/rogor-sheidzleba-sheicvalos-im-pirta-anazgaureba-romeltac-gamit-uwevt-mushaoba
როგორ შეიძლება შეიცვალოს იმ პირთა ანაზღაურება, რომელთაც ღამით უწევთ მუშაობა
პარლამენტში წარდგენილია „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომლის ავტორიც პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილია. დოკუმენტში მათ შორის საუბარია, ღამის სამუშაოს დეფინიციასა და რეგულირებაზე. კერძოდ, პროექტის მიხედვით, აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება. ამასთან, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, თუ პირი 22 საათიდან 6 საათამდე დროის მონაკვეთში ორი საათით მაინც იმყოფება დასაქმებულის განკარგულებაში (მიუხედავად იმისა იმყოფება თუ არა სამუშაო ადგილზე) და ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, იგი ითვლება ღამის სამუშაოზე დასაქმებულ პირად. რაც შეეხება ანაზრაურების ნაწილს, როგორც კანონპროექტში ვკითხულობთ, ღამის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, თუმცა, ის (იგივე დამსაქმებელთან იგივე პოზიციაზე) დღის სამუშაოზე დასაქმებული პირის ხელფასის საათობრივი განაკვეთის 25%-ით გაზრდილი ოდენობის უნდა იყოს. „ხანგრძლივი პერიოდით ღამით მუშაობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს დასაქმებულის ჯანმრთელობას და რისკის ქვეშ ჩააყენოს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების დაცვა. 2003 წლის ევროკავშირის დირექტივა და გერმანიის სამუშაო დროის შესახებ კანონი, აღიარებს კანონმდებლობით ღამით მუშაობის შეზღუდვის საჭიროებას. მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნული რეგულაციების გაზიარება, რაც გამოიწვევს საქართველოს შრომის კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობას,“-აღნიშნულია პროექტში.
---
17.11.2019
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე - საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება უფრო აქტიურად უნდა ვთხოვოთ
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის, თამილა ლაფანაშვილის ინფორმაციით, მისი მეუღლე სასამართლო პროცესამდე, ვიდრე მას ციხეში გადაიყვანდნენ, საკმაოდ მძიმე პირობებში იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თამილა ლაფანაშვილმა განუცხადა, საქმეში ჩართულია წითელი ჯვრის ორგანიზაცია, თუმცა, დღემდე ვერ მოხერხდა მისი მეუღლის მონახულება და იმის შეფასება, თუ რა პირობებში იმყოფება. თამილა ლაფანაშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება უფრო აქტიურად უნდა ვთხოვოთ. „ვაჟა გადაყვანილია ციხეში, სავარაუდოდ, შედარებით ნორმალურ პირობებში. ასე თქვეს, რომ ახალი გარემონტებულია ციხე. მანამდე ძალიან მძიმე პირობებში იყო. ამას ის ადამიანები ამბობენ, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ და გამოუშვეს. მათი ინფორმაციით, ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ძალიან მძიმე პირობებში იყვნენ, არც საჭმელი ჰქონდათ, არც არაფერი. პირველივე დღიდანვე კავშირზე არიან სახელმწიფო უწყებები, ცდილობენ დაგვეხმარონ. ქალბატონი ქეთი ციხელაშვილი პირადად მეკონტაქტა, ასევე ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თავად მინისტრი არ არის საქართველოში. ასევე, სახელმწიფო უშიშროების სამსახური, სახალხო დამცველი პირველივე დღიდან არიან ჩართულები. ყველა ჩართულია და მეუბნებიან, რომ ყველაფერი კეთდება. დეტალებს ალბათ, ვერ მეტყვიან. მე, რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინი მაქვს, რომ აუცილებლად გამოუშვებენ, მაგრამ როდის, არ ვიცი. 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. წითელი ჯვარია ჩართული, რომელიც სამწუხაროდ უძლურია, რომ შევიდეს მასთან, ამიტომ უფრო უნდა გავაძლიეროთ, უფრო აქტიურად უნდა ვთხოვოთ დახმარება საერთაშორისო საზოგადოებას. დღემდე ვერ შევიდნენ და ვერ მოინახულეს პატიმარი, თუ რა მდგომარეობაშია. მე იმედი მაქვს ადგილობრივი ექიმებისაც, ვისთან ერთადაც ადრე გვისწავლია“, - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
---
16.11.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/levan-koberidze-djandacvis-ministris-520-e-dadgenilebis-saswrafod-shecherebas-itxovs
ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.
---
16.11.2019
გრიპზე წელს განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე 100 000 ადამიანი აიცრება
საქართველოში გრიპის ოთხშტამიანი ვაქცინა 20 ნოემბრიდან შემოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი ambebi.ge-სთან ამბობს. „ვაქცინის შტამური შემადგენლობა საერთოდ თებერვალში სახელდება. წელს ერთ-ერთ ვირუსთან დაკავშირებით, ტექნიკური სითულის გამო, დასახელდა მარტი და ამან გამოიწვია დაგვიანებით ვაქცინის შექმნა. შესაბამისად, წარმოებაც დაიწყო ერთი თვით გვიან და ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა მთელი ჩრდილო ნახევარსფერო - ყველა ქვეყანაში გვიან დაიწყო ვაქცინაცია. კერძო სექტორში, ჩვენი ინფორმაციით, 20 ნოემბრიდან გაჩნდება ოთხშტამიანი ვაქცინა", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე აცხადებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წელს განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე 100 000 ადამიანი აიცრება.
---
16.11.2019
ქეთევან ციხელაშვილი - ამ ძალიან რთულ პირობებში ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს
ამ ძალიან რთულ პირობებში ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესი დაიცვას, ამ შემთხვევაში, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის, რათა ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ამაზე მაღალი ინტერესი, ამ ეტაპზე, არ გვაქვს, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახში სტუმრობის შემდეგ გააკეთა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესა და ქალიშვილებს შეხვდა და მათ ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხით მუშაობის შესახებ ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა. „ნებისმიერი უკანონო დაკავება, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება ექიმს, ადამიანს, რომელსაც თავად აქვს უზარმაზარი გამოცდილება უმკურნალოს ყველას, განურჩევლად ეთნიკურობისა, მათ შორის, ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს. რა თქმა უნდა, არც სხვა ექიმები, მისი კოლეგები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ძალიან შეშფოთებულები არიან, არ აპირებენ იმას, რომ თუნდაც ამის გამო ჰიპოკრატეს ფიცს უღალატონ. არ გამოვრიცხავ, რომ ის, ვინც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას იღებს, ფიქრობს, ამით ჩრდილს მიაყენებს რეფერალურ პროგრამას, რომელსაც საქართველო ახორციელებს. რა თქმა უნდა, ის გაგრძელდება. ვიცი ისიც, რომ ბევრი ოსისათვის ეს ფაქტი ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელია. მათი ღირსების შემლახავია, რომ ექიმი, ამდენი დღის განმავლობაში, უკანონოდაა დაკავებული“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. მისივე თქმით, 9 ნოემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებისა და ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მყისიერად ჩაერთო ყველა შესაბამისი უწყება - სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო. ინფორმირებულ იყვნენ ჟენევის თანათავმჯდომარეები, ყველა საერთაშორისო აქტორი. არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი. „ჩვენ ოკუპაციის ფაქტს ვხედავთ, 2008 წელიდან მოყოლებული ამ რეჟიმთან გვაქვს საქმე. ცხადია, პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. ეს ცალსახად უნდა ითქვას. ამ ძალიან რთულ პირობებში ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რათა პირველ რიგში, საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესი დაიცვას. ამ შემთხვევაში, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის, რათა ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ამაზე მაღალი ინტერესი, ამ ეტაპზე, არ გვაქვს. ზოგადად, მოსახლეობა იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მოგეხსენებათ, არაერთ პირს სჭირდება სამედიცინო დახმარება და ცხინვალის რეგიონი, ფაქტობრივად, იზოლატორად იქცა. ამით, პირველ რიგში, ახალგორის მოსახლეობა ზარალდება. თუმცა, ასევე ზარალდება ოსი მოსახლეობაც, რომელიც დანარჩენ ტერიტორიაზე ცხოვრობს. წინა დღეების განმავლობაში მე პირადად მქონდა შეხვედრები ეუთოს ადამიანის უფლებების დამცველებთან. ჩვენმა პარტნიორებმა თავიანთი პოზიცია ძალიან ღიად გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილების თანამონაწილეა, რომ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა, მითუფრო საქმე ეხება ექიმს და მათ უზენაეს ვალდებულებას - პაციენტებს უმკურნალონ ყველა შემთხვევაში და ყველგან. ამის გათვალისწინებით“, - დასძინა ქეთევან ციხელაშვილმა.
---
16.11.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ombudsmeni-okupantebis-mier-dakavebul-eqim-vaja-gafrindashvilis-shesaxeb-gancxadebas-avrcelebs
ომბუდსმენი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ დაიშუროს ძალისხმევა საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლების უზრუნველსაყოფად- ამის შესახებ განცახდებას ნინო ლომჯარია ავრცელებს. ომბუდსმენი მათ მოუწოდებს გამოიყენონ ყველა არსებული საერთაშორისო მექანიზმი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ შესაბამისი მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება. „2019 წლის 13 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების თაობაზე. მის წინააღმდეგ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ე.წ. საზღვრის განზრახ, უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით და ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავების მომენტიდან საქართველოს სახალხო დამცველი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ბერკეტს, რათა შეძლებისდაგვარად დაცული იყოს ჩვენი მოქალაქის უფლებები და მოხდეს მისი უსაფრთხოდ დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლის მიზანი, ახალგორში მცხოვრები პირისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, ახალგორის რაიონში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისზე. 2019 წლის 4 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის მიმართულებით არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი თვითნებურად ჩაკეტა, რის შედეგადაც იქ მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოექცა. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის მსგავსი შემთხვევები, ამა თუ იმ მიზეზით წინა წლებშიც ფიქსირდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ გამშვები პუნქტებით აქტიურად სარგებლობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, განსაკუთრებით ყურადსაღები კი პაციენტების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების მდგომარეობაა. სახალხო დამცველისთვის, რამდენიმე ფაქტი გახდა ცნობილი ახალგორში უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ყველა ასეთ შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი იყო არასათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, იწვევს იქ დარჩენილი მოსახლეობის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას. გადაადგილების/მიმოსვლის თავისუფლება გარანტირებულია არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებითი ოქმის მეორე მუხლით. იმის გათვალისწინებით, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ შეზღუდვებს არ აქვს ერთჯერადი ხასიათი მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ ყველა შესაძლო მექანიზმი გამოიყენოს, რათა დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანის უფლებები"- ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. განცხადება გააკეთეს საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებშიც. 15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან.
---
15.11.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/komerciul-qselshi-gripis-sawinaagmdego-otxkomponentiani-vaqcinebis-shemotanas-25-noembridan-elodebian
კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინების შემოტანას 25 ნოემბრიდან ელოდებიან
კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული, ოთხკომპონენტიანი ვაქცინის – „ვაქსიგრიპის“ პარტიას 25 ნოემბრიდან ელოდებიან.როგორც საქართველოს პირველ არხს პრეპარატის იმპორტიორ კომპანია „ჯიპისიში“ განუცხადეს, ფრანგული კომპანიის მიერ ვაქცინების პარტიის საქართველოში შემოტანის თარიღად 25 ნოემბერი დადასტურდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, მწარმოებელი სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მიღებულ შეკვეთებს ასრულებს. „ჯიპისის“ ინფორმაციით, „ვაქსიგრიპის“ 10-12 ათას დოზას ელოდებიან, საჭიროების შემთხვევაში კი, დამატებითი პარტიების შეძენასაც არ გამორიცხავენ. ვაქცინის სარეალიზაციო ფასი ჯერ უცნობია. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული წარმოების ვაქცინები კომერციულ ქსელში 15 ნოემბრიდან უნდა გამოჩენილიყო. ოქტომბრის ბოლოს „ჯიპისიმ“ 12 000 დოზა ჰოლანდიური წარმოების, სამკომპონენტიანი პრეპარატი „ინფლუვაკი“ შემოიტანა, რაც მთელი გასული სეზონის განმავლობაში გახარჯული სამკომპონენტიანი ვაქცინების რაოდენობას 25 პროცენტით აღემატება. თუმცა, შესყიდული პრეპარატების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, მარაგი უკვე ამოიწურა. ჰოლანდიური წარმოების 4 500 დოზა პრეპარატი შეიძინა „ავერსმა“, რაც უკვე გაიხარჯა. ფრანგული 1500 დოზა „ვაქსიგრიპი“ კი, ქსელში სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს შევა. ამ დროისათვის, კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგი პრაქტიკულად ამოწურულია. ოთხკომპონენტიანი, 100 000 ერთეული ვაქცინა ოქტომბრის ბოლოს სახელმწიფომ შემოიტანა, რომელიც უფასო აცრებით რისკჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს (შიდსითა და ცე ჰეპატიტით ინფიცირებულები, მედპერსონალი და სხვ.) უზრუნველყოფს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისი გეგმის მიხედვით, აცრები უპირველესად, მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს ჩაუტარდებათ. იქნება ვაქცინაციის „თავისუფალი დღეები“, როდესაც აცრის გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. „თავისუფალ დღეს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებას წინასწარ შეატყობინებს. გრიპის საწინააღმდეგო აცრების გაკეთებისთვის საუკეთესო პერიოდად ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი მიიჩნევა.
---
15.11.2019
ჯანდაცვის სამინისტრო - უწყება ყველა ღონისძიებას მიმართავს, რათა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მიმართავს, რათა უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, უწყება ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის წითელ ჯვართან. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მის სისტემაში შემავალი თითოეული ექიმის უსაფრთხოება. სამინისტრო ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მიმართავს, რათა უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, მომხდარ უკანონობას მოყვება ადეკვატური რეაგირება და ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს დროში გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან”, - აღნიშნულია განცხადებაში.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/517683
პია.ჯი- https://pia.ge/post/292949-jandacvis-saministro-gancxadebas-avrcelebs
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=93103
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/kritikulad-mnishvnelovania-mis-sistemashi-shemavali-titoeuli-eqimis-usafrtxoeba
---
17.11.2019
„ჩემს მართას ნებისმიერ ფასად დავიბრუნებ!“ - ჩამორთმეული შვილის დასაბრუნებლად დედამ სექსმუშაკობა დაიწყო
„ჩემი ერთადერთი შვილი სიღატაკის გამო სხვის კარზე იზრდება, მე კი, ნებისმიერ ფასად მას დავიბრუნებ. ამ მიზანმა ქუჩაში სექსმუშაკად გამიყვანა და მათ რიგებში ჩამაყენა“ - ასე დაიწყო საუბარი „პრაიმტაიმთან“ მარტოხელა დედამ. ნინო 27 წლისაა. მას ერთადერთი ქალიშვილი მართა ჰყავს. 8 თვეა, რაც პატარა გოგო სოციალურმა მუშაკებმა ე.წ. მიმღებ ოჯახში წაიყვანეს. ის თბილისში მეუღლესთან ერთად რაიონიდან ჩამოვიდა. ერთი წლის შემდეგ, მისი ქმარი ოჯახიდან წავიდა, მეორე ცოლი მოიყვანა. ნინო და მართა სრულიად უსახსროდ ნაქირავებ ბინაში მარტო დარჩნენ. ახალგაზრდა ქალმა სოციალური დახმარების მიღების მიზნით ჯერ სააგენტოს, მერე სოციალურ მუშაკებს მიმართა. უკიდურესი სიღატაკის გამო, სოციალურმა სამსახურმა 3 წლის გოგონა სხვის ოჯახში გადაიყვანა. ნინო ამბობს, რომ პატარას ხშირად შაქრიან წყალს ასმევდა, გული შიმშილით რომ არ წასვლოდაო. შვილთან განშორების შემდეგ, ქუჩაში გავიდა და სექსმუშაკი გახდა. ჩემი პერსპექტივა რომელიმე მაღაზიაში კონსულტანტობა იყო, სადაც დღეში 15 ლარს გადამიხდიდნენ, ამ თანხით შვილის დაბრუნებას ვერ შევძლებო, აღნიშნავს. „ქუჩაში შვილთან განშორებამ გამიყვანა. ის ნებისმიერ ფასად უნდა დავიბრუნო. ადვილი არ ყოფილა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ არც იმაზე მძიმე და თავზარდამცემია, ვიდრე ჩემი პატარა გოგონას გარეშე გატარებული ღამეები. მაღაზიაში კონსულტანტობაში დღეში 15 ლარს მთავაზობდნენ. ამ თანხით მე შვილს ვერ დავიბრუნებ. იმ შემთხვევაში დააბრუნებს მას სოციალური მომსახურების სააგენტო თუ მისი კვების, სტაბილური თავშესაფრისა და ელემენტარული პირობების შექმნას მოვახერხებ. ამიტომ, მეტი ფული მჭირდება. ბევრი გამაკრიტიკებს, ბევრიც გამლანძღავს, მაგრამ... ცხოვრებამ მე სხვა გზა არ დამიტოვა. ქმარი ბავშვს არც კითხულობს, ჩაიც კი არ მოუწოდებია ჩვენთვის მას შემდეგ, რაც სხვა ქალთან გაიქცა. ასეთებს მინდა წინასწარ ვუთხრა, უთქვენოდაც ვიცი, რა საშინელებაა სხეულს ყიდდე, რა გაუსაძლისია გყავდეს შვილი და მის მონატრებას ვერაფერს შველოდე. ნებისმიერ ფასად ჩემს მართას დავიბრუნებ. ჩემს გვარს და საცხოვრებელს იმის გამო არ ვამხელ, რომ სოციალური სამსახური თუ გაიგებს, ჩემს გოგონას სამუდამოდ დავემშვიდობები. ერთადერთი, რაც ჩემს ძაღლურ ყოფას ალამაზებს, მისი არსებობა. ის ოჯახიც შევაწუხე, სადაც გასაზრდელად გადაიყვანეს. ყოველ დღე მივდივარ, რომ არ დავავიწყდე, ყოველ დღე ჩემი „ჭუჭყიანი“ ხელებით ვეფერები. იქიდან კი, მის საღალატოდ გავდივარ... ერთადერთი, რაც ჩემს საქციელზე შინაგან სიმშვიდეს მგვრის, მისი დაბრუნების ოცნებაა. ჩემს განათლებაზე მშობლებმა არ იზრუნეს, უფროსი ძმები მყავს და მათ არ მოვაკლებთ არაფერსო, მშობლებმა დამამთავრებელ კლასში გამომიცხადეს. მას შემდეგ წიგნი ჩემი მეგობარი აღარ ყოფილა. დამლაგებლებს, გამყიდველებს, მეეზოვეებს რა ხელფასიც აქვთ, მოგეხსენებათ. ნაქირავებ სარდაფში ვცხოვრობ, რომ 100 ლარზე მეტი არ დამეხარჯოს საცხოვრებელში. რაც შეეხება ჩემს კლიენტურას, ზოგი ძალიან უხეშია, ზოგიც ინტერესდება რამ გამიყვანა ქუჩაში. წარმოიდგინეთ, ქუჩის ქალს მისმენენ და ხანდახან გულუხვადაც მიხდიან... ალბათ, ჩემი სიტყვები მწარედ დამიბრუნდა, როცა ქმარი პირველად ღალატში გამოვიჭირე, მაშინ ყველა მეძავი გულიანად ვწყევლე, ყველა გავაკრიტიკე. ახლა, მე აღარ ვკითხულობ ჩემგან წასულებს სახლებში ცოლები ელოდებიან თუ არა, ოღონდ მოვიდნენ და ოღონდ გადამიხადონ. დუმილი რატომ დავარღვიე? მშობლებო, თქვენს შვილებს ყურადღება დაუთმეთ და განათლება მიეცით ცხოვრებაში ფეხზე რომ დადგნენ. ჩემსავით ცხოვრებაარეულებმა რომ არ იარონ და სიამოვნებით არ უთხრან, თქვენ მე მეძავად მაქციეთო. როცა ეს სიტყვები სოფელში ჩასულმა დედ-მამას ვუთხარი, თითქოს მომეშვა, თითქოს ტკივილი შემიმსუბუქდა, თითოს ტვირთი მოვიხსენი...“ - ამბობს ნინო. განმარტება: მიმღები ოჯახი არის ბიოლოგიური ოჯახი, რომელსაც სახელმწიფო მზრუნველობა მოკლებულ ჯანმრთელ ბავშვზე ზრუნვაში 400 ლარს უხდის, შშმ ბავშვის ზრუნვაში კი, 650 ლარს. ბიოლოგიური მშობელი, რომელიც შვილს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან იბრუნებს და დამოუკიდებლად ზრდის, სოციალური დახმარების სახით, რეინტეგრაციის თანხად 90 ლარს იღებს.
---
17.11.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/517891?fbclid=IwAR13jZbG54bDgHvDrA8eepvsBQsSoadkngEGgGitiXqvDyARwjhjVdAyruY
“დედა სასტიკად სცემდა, ცხვირიდან სისხლი სდიოდა ხოლმე”- ქარელში გარდაცვლილი მოზარდის ბებია ტრაგედიის ახალ დეტალებს ყვება
---
16.11.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/406402/?fbclid=IwAR1NmbsDtSzP2nKiXKrFRNPf9OwriCcihclQBKQO8WqAiHBpoUps9escBMM
ახალგორელი პაციენტის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მათთან არ მიდიოდა
ახალგორელი პაციენტის, თამარ გიგაურის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათთვის მოულოდნელი იყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თბილისიდან ახალგორის რაიონში მათთან ჩადიოდა. “რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია, რომ ასეთი ინფორმაცია გავრცელდა. ამ ექიმის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით აქამდე და ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ის ჩვენს პაციენტთან არ მიდიოდა”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში თამარ გიგაურის ძმისშვილი ნანა გიგაური. მისივე თქმით, თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა უფრო რთულია და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოსურ ხელისუფლებასთან მისი თბილისში ტრანსპორტირების საკითხზე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ახალგორელი პაციენტის, თამარ გიგაურის დასახმარებლად მიდიოდა, რომელსაც ცხინვალის საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა არ ჩატარებია.
---
15.11.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ocdaeqvss-minus-erti-djandacvis-satarifo-reforma-romelic-mxolod-eveqsistvisaa-misagebi
ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები
---
15.11.2019
"სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ტარიფებით ავადმყოფები ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით ვეღარ ისარგებლებენ"
სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ტარიფებით ავადმყოფები ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით ვეღარ ისარგებლებენ - ეს განცხადება კლინიკა „გულის“ დამფუძენებლმა ანზორ მელიამ BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ გააკეთა. მელია აცხადებს, რომ ფასების გათანაბრება მისთვის მისაღები იყო, თუმცა, ის ტარიფი რაც განისაზღვრა, კლინიკების ხარჯებსაც ვერ გაწვდება. „კლინიკები, რომლებიც 2013 წლამდე არის გახსნილი, დაბალი ფასებით მუშაობენ. მაგალითისთვის ჩემი ინტენსიური თერაპიის პალატა 140 ლარი იყო, როდესაც ახალგახსნილ კლინიკიებში იგივე მომსახურება 600-700 ლარს აღწევს. ჩვენ მივესალმებით ამ თანხების გათანაბრებას, იმიტომ რომ არ იქნებოდა ისეთი ბინძური მეთოდებით ავადმყოფების მოძებნა, როგორც ზოგიერთ კლინიკაში იყო, მაგრამ არ მოველოდით ასეთ დაბალ ფასებს. მე გამაოცა კარდიოქირურგიის ფასებმა, 12 500 ლარი იყო და ამაში ასე თუ ისე ვჯდებოდით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აქედან 8 500-ს სახელმწიფო იხდიდა და დანარჩენს ავადმყოფი, გეტყვით რომ ამ ავადმყოფების უმრავლესობას, 80%-ს ეს თანხა გადახდილი არ აქვთ. აქვთ ხელშეკრულება დადებული, მაგრამ ჩვენ ვერ დავრბივართ სასამართლოებში და ვერ ვუყადაღებთ ქონებას. ახლა რაც დაგვიწესა მთავრობამ, 4 ათასი ლარი, ეს თანხა მხოლოდ საოპერაციოში იხარჯება, შემდეგ არის პოსტოპერაციული პერიოდი, რომელსაც ძალიან ბევრი რამ სჭირდება,მესამე მეოთხე თაობის ანტიბიოტიკები, სისხლის გადასხმები და ა.შ. წამყვანი კლინიკები უნდა მიგვიღოს მთავრობის წევრებმა, ვისაც ეს ეხება და ჩვენ დავუმტკიცებთ ამ 6 თვეში რა რეალური ფასი უნდა იყოს ამისი. შეუძლებელია 8500 ლარად მაგალითად სარქველების შეცვლა, თითო 4 ათას ლარამდე ჯდება, ვსაუბრობ ხარისხიან სარქველზე. ჩვენ იძულებულები ვიქნებით ვიყიდოთ დაბალხარისხიანი სარქველები ინდური, ჩინური, რომელიც 4-5 წელში ისევ გამოსაცვლელია , ეს ხომ ავადმყოფის უფლებების დარღვევაა?“- აცხადებს მელია. რაც შეეხება მინისტრთან კომუნიკაციის საკითხს, ანზორ მელიამ განმარტა, რომ წერილობითი მიმართვის საფუძველი არა მასთან პირადი კონტაქტის პრობლემა, არამედ საკითხში ყველა შესაბამისი პირის ჩართვა იყო. „მე ჯანდაცვის მინისტრთან მქონდა სხვა თემაზე კომუნიკაცია და შემიძლია ვთქვა, რომ დადებითად გადაგვიწყვიტა ეს საკითხი. ეს იყო უცხოელი ქირურგის მოწვევის თაობაზე ლიცენზიის გაცემა და 2 დღეში მოგვარდა, არც ვიცნობ და არაფერი ცუდის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ახალი მინისტრია და მაგის დონეზე არ გადაწყვეტილა ეს საქმე. ამაში პრემიერი იყო ჩართული და მან მოაწერა ბრძანებას ხელი, შესაძლოა წინა მინისტრმა წარადგინა, ჩვენ ვერ გეტყვით ამაზე დეტალებს.“ - განაცხადა „ანალიტიკას“ ეთერში ანზორ მელიამ.
---
15.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/jandacvis-yofili-ministri-sferoshi-arsebul-problemebze-saubrobs-/43693/
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს
სამედიცინო სერვისის მომწოდებელი ობიექტების გაზრდილი რაოდენობისა და მათი პოლიტიკის გათვალისწინებით, ბაზარზე გარკვეული წესრიგის დამყარება აუცილებელია, თუმცა სახელმწიფოს ეს მცდელობა, პროფესიონალებთან კომუნიკაციით და ახალ მიდგომებზე გადასასვლელად გონივრული ვადების მიცემით უნდა მოხდეს, - ეს შეფასება BMG-ის გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანდრია ურუშაძემ გააკეთა. „პირველი პრობლემა ის არის, რომ ეკონომიკა ვერ ვითარდება ისე სწრაფად, როგორც ხარჯები ჯანდაცვის სექტორში. ეს მოითხოვს პოლიტიკის და ვალდებულებების გადახედვას, რაც აქვს სახელმწიფოს და მჭიდრო კომუნიკაციას სერვისის მიმწოდებლებთან. მეორე პრობლემა არის ის, რომ ყველა ეს ცვლილება უნდა იყოს განსაზღვრადი, უნდა იყოს დადგეგმილი ის პერიოდი, რა პერიოდშიც ხდება ამ ფასების პირობების გადახედვა იმისათვის, რომ ბიზნესში მონაწილე ადამიანებმა მოახერხონ ადაპტაცია და ასევე მესამე მნიშვნელოვანი თემა ეხება იმას, თუ რა როლი უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერში სახელმწიფოს, მათ შორის ფასების წარმოქმნაში ანდა კლინიკური სტანდარტების დადგენაში. ჩემი აზრით, ეს პროფესიონალების თემაა, არ შეიძლება აქ ბიუროკრატია იყოს დომინანტი. ყოველთვის ისეთი ტიპის თანამშრომლობაა აუცილებელი, როდესაც კლინიცისტები თანხმდებდიან კლინკურ სტანდარტზე და მერე ხდება მისი განფასება, ჩემი აზრით, კომუნიკაციის ნაკლებობაა ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ამ წერილის დაწერა გამოიწვია. ეს იყო მოსალოდნელი იმ ფონზე, როცა სურვილები აღემატება შესაძლებლობებს, როცა ეკონომიკა ისე ვერ იზრდება, როგორც ჯანდაცვას სჭირდება. ასევე, ბუნებრივია, ეს გამოიწვია კერძო სექტორის წილმა მოწოდების ბაზარზე. მათი რაოდენობა, მათი დამოკიდებულება პაციენტის მიმართ, ფასწარმოქმნის მიმართ, ამან ბევრი კითხვა გააჩინა სამინისტროშიც და მე მესმის მათიც, რომ ცდილობენ გარკვეული წესრიგის დაამყარებას, თუმცა, რამდენად კვალიფიციურად ახერხებს ამას ისე, რომ არ დაზიანდეს პაციენტი, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ის, რომ ამის საჭიროება არსებობს, ამაზე არ ვდაობთ,“ - განაცხადა ანდრია ურუშაძემ. „ანალიტიკას“ ეთერში საუბრისას ურუშაძემ ქვეყნიდან კვალიფიციური კადრების გადინების პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაბალი შემოსავლების პირობებში ხარისხის მკვეთრი დაცემა მოსალოდნელია. "პირველი ტენდენცია ეს არის მზარდი ხარჯები ჯანდაცვაზე, რომელიც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთო ეროვნული დოვლათიდან ძალიან ბევრს ვხარჯავთ. სახელმწიფო ხარჯი 3%-მდეა, რაც არ არის გულუხვი, მაგრამ მეორე მხარეა ის ეკონომიკური გარემო, რომელზეც აქცენტი იყო გაკეთებული და პირველ რიგში, ლარის გაუფასურება, რომლის შედეგადაც ბევრი სამედიცინო მასალა, იგივე მედიკამენტები, იმპლანტები გაძვირდა. სწორედ დოლარზე ან ევროზეა მიბმული ფასი და ეს ყველაფერი განსაზღვრავს მომსახურების ჯამურ ფასს. ასევე, საუბარია კვალიფიციური პერსონალის შენარჩუნებაზე და მითუფრო მათ შემოყვანაზე, მათი გადინება ბუნებრივია დაბალი შემოსავლების პირობებში, ამიტომაც მათი შენარჩუნება სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის", - მიიჩნევს ურუშაძე. შეგახსენებთ, Bm.ge-მ ის წერილი მოიპოვა, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს მიმართეს. კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვაში შესატანი ცვლილებების 6 თვით გადავადებას ითხოვენ. მათი შეფასებით, პროგრამამ ამოქმედების დაწყების დღიდან არაერთი ცვლილება განიცადა, თუმცა იმ კლინიკებისთვის, რომლებიც პროგრამაში 2013 წელს ჩაერთნენ, სამედიცინო მომსახურების ფასების "ისტორიული მინიმუმის" ცნება 36-ე დადგენილების მიხედვით უცვლელი დარჩა და ისინი 2011-2012 წლის ფასებით მუშაობენ.
---
15.11.2019
ქუთაისში, სოციალურად დაუცველებს ფულადი შემწეობა ერთი თვეა არ მიუღიათ
ქუთაისში სოციალურად დაუცველ 300-მდე ოჯახს ფულადი დახმარება ამ დრომდე არ აუღია. ბოლოს ფულადი შემწეობა ბენეფიციარებს მიმდინარე წლის სექტემბერში ჩაერიცხათ. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ მათ ვისაც ფულადი დახმარება შეუწყდა, დეკემბერში აღუდგებათ. „ნოემბრის ბოლოს სარეიტინგო ქულები დაჯამდება, დეკემბერში კი ვინც საჭირო ქულებს დააგროვებს იმას აღუდგება“-, ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სერვისცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე. მისივე თქმით, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვის შემწეობა სოციალურად დაუცველებს დეკემბერში ერთიანად ჩაირიცხება. ქუთაისში სოციალურ დახმარებას 2 164 ოჯახი იღებს, აქედან ამ დროისთვის ფულადი შემწეობის მიღება 300 ოჯახს აქვს შეჩერებული. სოციალურად დაუცველ ოჯახებს ფულადი შემწეობა 22 ოქტომბერს შეუჩერდათ.
---
ბეჭდვითი მედია
18.11.2019
მედისაშუალება: ასავალ-დასავალი
თუ სახელმწიფოში ვხოვრობთ, ამ სტატიაზე საყოველთაო განგაში უნდა ატყდეს!
67 წლის პენსიონერ კვაჭაძეს, რომელმაც კუთვნილი პენსია ანგარიშზე დააგროვა და არ გამოიტანა, სახელმწიფომ დაბლოკა. სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვის შემდეგ მას მხოლოდ ერთი წლის თანხა აუნაზღაურეს , დანარჩენი 6 თვის პენსიის გადახდაზე კი უარი უთხრეს. - რა თანხას არ გიბრუნებენ? - 1400 ლარს. თუ თქვენ არ დაინტერესდით, ისე არ ჩანს, პენსია შეწყვეტილი გაქვთ თუ არა. - პენისიის შეჩერების მიზეზი? - თურმე, თუ 6 თვის მანძილზე პენიას თუ არ გამოიტან, გიჩერებენ. ეს არ ვიცოდი და დარწმუნებული ვარ , არც ბევრმა პენსიონერმა იცის. - სარჩელი შეტანილი გაქვთ, გგონიათ გაიმარჯვებთ? - როცა სოციალური მომსახურების სააგენტოდან პასუხი მომივიდა, რომ თანხას არ მომცემდნენ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციას მივაკითხე. მოამზადეს სარჩელი. ბოლოთქმა კანონის" სახელმწიფო პენსიის შესახებ" მიხედვით : " პენსია შეჩერდება პირის მიერ პენსის ზედიზედ 6 თვი განმავლობაში მიუღებლობისა და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისთვის, მაგრამ არაუმეტეს პენსიის შეჩერების დღიდან 1 წლისა".
---
18.11.2019
მედისაშუალება: ასავალ-დასავალი
ეკატერინე ტიკარაძევ, ნუ დაემსგავსებით ყაჩაღ - ბანკირ ხაზარაძეს და თავს სერგეენკოსთვის საფურთხებლად ნუ გაიხდით!
ამ წერილის დასაწერად ხელში კალამი ჩემი კოლეგის ქეთი ხამიცაშვილის ინტერვიუმ თბილისელ პენსიონერ მედეა კვაჭაძესთან, რომელსაც გაზეთის ამავე ნომერში იხილავთ. ქალბატონ მედეას ერთი შეხედვით , წარმოუდგნელი რამ გადახდა თავს: სახელმწიფომ, არც მეტი, არც ნაკლები , 1400 ლარის პენსია წაართვა! მიუხედავად იმისა რომ ჯანდაცვისა სა სოცუზრუნველყოფის მინისტრის თანამდებობიდან სერგეენკოს გაპანღურებაში " ასავალ - დასავალსაც" მიუძღვის, ,მოკრძალებული წვლილი, მაგრამ ამის შეხსენება ამჟამინდელი მინისტრისთვისაც ერთობ უპრიანია. ქალბატონო ეკატერინე ტიკარაძევ! რატომ წაართვით მედეა კვაჭაძეს კუთვნილი პენსია 1400 ლარი? როგორც ჩანს, გათვლა ასეთია: პენსიონერი, რომელსაც ისე არ უჭირს , რომ ყოველივე ბარათზე დარიცხული პენსია გაიტანოს, არც იმსახურებს ამ პენსიასო და უნდა დაყაჩაღდეს, თანაც - სახელმწიფოსგან! ეს ხომ სახელმწიფოა, რომელმაც ჯერ პენსიების დარიგების ექსკლუზიური უფლება ერთ - " ლიბერთი ბანკს" მისცა, შემდეგ კი მას ზედ პენსიონერთა უპრეცედენტო დაყაჩაღების უფლებაც დაუმატა. მედეა კვაჭაძე ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძე და მისი უწყება მას - ყველაზე დაუცველი ფენის წარმომადგენელს 6 თვის პენსიას წაართმევდა. ასე, ქალბატონო ტიკარაძე, მხოლოდ ყაჩაღები იქცევიან - მამუკა ხაზარაძისნაირი თეთრსაყელოიანი ყაჩაღები და შარაგზის მურდალი ყაჩაღები.
---
18.11.2019
მედისაშუალება: რეზონანსი
ბათუმში მიწისქვეშა სამუშაოებისას ერთმა მუშამ ფეხი დაკარგა, მეორემ კი მძიმე დაზიანება მიიღო
ბათუმში მიწისქვეშა სამუშაოების დროს ერთმა მუშამ ფეხი დაკარგა, მეორემ კი კიდურების მძიმე დაზიანება მიიღო. „აბუსერიძის 23-ში მოხდა შემთხვევა. მიწისქვეშა სამუშაოები მიმდინარეობდა. ერთ მუშას ფეხი აქვს დაკარგული, მეორეს კი მძიმე დაზიანებები ჰქონდა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მუშები აბუსერიძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებდნენ და რკინის კონსტრუქცია ფეხებზე დაეცათ.
---
18.11.2019
მედისაშუალება: რეზონანსი
ყველაზე საშიში ადგილები საქაართველოში - სადაც მდებარეობს შავი ჭირის ორი ენდემური კერა
საქართველოში შავი ჭირის ენდემური კერები არსებობს. „ჩვენ ბუნებრივი კერები სამხრეთ საზღვრებთან გვაქვს", - ამბობს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე „რეზონანსთან" საუბრისას. შავი ჭირი მძიმე ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც გადადის რწყილებით. შუა საუკუნეების ეპოქაში დაავადება ცნობილი იყო, როგორც „შავი სიკვდილი". ის დღემდე არაა ბოლომდე დამარცხებული და დროდადრო მისი კერები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში იჩენს თავს. შუა საუკუნეებში ამ დაავადებამ 50 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეპიდემიურ ქვეყნებს შორის საქართველოც იყო. ჩინურ მედიაში ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, ქვეყანაში შავი ჭირით დაავადებების შემთხვევების დაფიქსირების შესახებ. დააავადებულები ამ დროისათვის სხვადასხვა კლინიკებში გადიან შესაბამის მკურნალობას. საინტერესოა რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში. „რეზონანსთან" საუბრისას, პაატა იმნაძე ამბობს, რომ საქართველოში შავი ჭირის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. საქართველოში შავი ჭირით დაავადების შემთხვევა მე-20 საუკუნის შემდეგ არ დაფიქსირებულა. „1924 წელს იყო ბოლო შემთხვევა ადამიანში ჩვენთან. ჩინეთშიც იყო, მონღოლეთშიც წელს. აშშ-იც კი არის ხოლმე, თითქმის ყოველწლიურად. ჩვენ ბუნებრივი კერები სამხრეთ საზღვრებთან გვაქვს. პერიოდულად მინდვრის გარკვეული სახეობის მღრნელებიდან გამოვყოფთ ხოლმე", - ამბობს, პაატა იმნაძე. მან „რეზონანსთან" საუბრისას საქართველოში ის კონკრეტული ადგილები დაასახელა, სადაც შავი ჭირის ენდემური კერები მდებარეობს - მადათაპის მთა და მისი მიდამოები ნინოწმინდას რაიონში და და დალის მთა და მისი მიდამოები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
---