| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-18.10.2019 |
| Received On : | 18.10.2019 07:15 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 18.10.2019
ტელევიზია
18.10.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
ჭიათურაში დარკვეთის მაღაროში მუშა დაიღუპა. 29 წლის მამაკაცის ცხედარი გვიან ღამით პროზექტურაში გადაასვენეს. ადგილობრივი პროფკავშირების ინფორმაციით მუშა სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის მოჰყვა. თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები დარღვეული იყო. ამ დროისთვის მაღაროში მუშაობა შეჩერებულია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6405812
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6406039
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6405886
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6405868
---
18.10.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
"სახელმწიფოს ვალდებულება არის შექმნას დასაქმებულის ღირსეული სამუშაო პირობები," - დიმიტრი ცქიტიშვილი შრომის კოდექსზე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6405815
---
18.10.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე კახა კუკავა წყალტუბოში, სანატორიუმ აიაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6405881
---
17.10.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
დევნილთა სამინისტროს შესასვლელში პროტესტი არ წყდება. დევნილი 53 ოჯახი საცხოვრებელი ფართების მიღების მოთხოვნით უკვე ერთი თვეა ღამეს უწყების მისაღებში ათენებს. იძულებით გადაადგილებულები ამბობენ, რომ 27 წლიანი ლოდინის შემდეგ ვერც ამჯერად მოხვდნენ იმ პირთა სიაში, რმელთა ბინებით დაკმაყოფილებაც იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო დევნილთა მოთხოვნებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. კრიტერიუმების სისწორეში ეჭვი არ ეპარებათ საპარლამენტო უმრავლესობაში, სადაც ფიქრობენ, რომ პროცესი სრულად გამჭირვალეა და ეჭვის საფიძველს არ ბადებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6405648
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6405646
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6405596
მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6404907
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6404702
მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6404176
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6404068
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6404063
---
17.10.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: მაესტროელები
დევნილები ერთი თვეა ყურადღების მიქცევას უშედეგოდ ცდილობენ. მათ ბინები სურთ. ჯანდაცვის სამინისტროს კი პასუხი კი ასეთია - შეავსონ განაცხადი და დაელოდონ. ლოდინი გრძელდება ისევ პასუხისმგებელი სამინისტროს კედლებში. დევნილები მანამდე არ გაჩერდებიან, სანამ ბინებით არ იქნებიან უზრუნველყოფილნი. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6405452
---
17.10.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
არასრულწლოვნების გათხოვება და დანიშვნა ქვემო ქართლში - საგანგაშო სტატისტიკა მარნეულიდან
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6405610
---
17.10.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
საკანონმდებლო ორგანოში, დღეს პარლამენტის პლენალურ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს დაამტკიცეს. ცვლილებების მომხრე 84 დეპუტატი მოწინააღმდეგე კი 10 აღმოჩნდა. ხარჯვითი ნაწილი ეზრდება განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს. თანხედი იზრდება ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვისაც.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6404960
---
17.10.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ნაშუადღევს
2015 წლიდან საქართველოში მოქმედებს საზოგადოებრივი მსოფლიო ჯანდაცვის უპრეცედენტო პროგრამა - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. უფასო მედიკამენტების წყალობით ათასობით ადამიანმა სიცოცხლე შეინარჩუნა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ეკა ადამია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6404679
---
17.10.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
4 წლის სოფიო ოტრიევას ჩვენი დახმარება სჭირდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6405038
---
17.10.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
32 წლის გიორგი არტუხოვს დახმარება სჭირდება. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. გიორგი 2 სექტემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგდ დაშავდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6405323
---
17.10.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 20:00
საარსებო მინიმუმი სამ სულიანი ოჯახისთვის სამას ორი ლარია. ბოლო ოფიციალური მონაცემები ცოტა ხნის წინ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაასაჯაროვა. მინიმუმს ეროვნული სამსახური 2004 წლიდან ითვლის. მაშინ კვებისთვის სამ სულიან ოჯახზე 132 ლარი იყო დადგენილი. ბოლო ათწლეულში თანხის ოდენობა გაიზარდა, მაგრამ ფაქტია. რომ გაზრდილია დოლარის ფასიც.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6405505
---
17.10.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00
ჩვენ ვერ ვიცავთ არასრულწლოვნებს, რომ აზარტული და მომგებიანი თამაშებისგან თავი შეიკავონ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6405604
---
ინტერნეტი
18.10.2019
მედიასაშუალება: http://pia.ge/post/287515--jorjian-manganezi-wiaturasi-momxdar-incidenttan-dakavsirebit-gancxadebas-avrcelebs
„ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა. ამ დროისთვის "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლის დაღუპვის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. "ჯორჯიან მანგანეზი" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/568649-jorjian-manganezi-chiaturashi-momxdar-shemtxvevastan-dakavshirebit-gancxadebas-avrcelebs---
---
18.10.2019
ჭიათურის მაღაროში მუშის დაღუპვის მიზეზი მისი სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის მოყოლა გახდა
ჭიათურის მაღაროში მუშის, გაგა ბოჭორიშვილის დაღუპვის მიზეზი მისი სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის მოყოლა გახდა. ის დარკვეთის მაღაროში ორი წელი მუშაობდა. ამის შესახებ ადგილობრივი პროფკავშირების თავმჯდომარე პაატა სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს, თუმცა ვარაუდობს, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები იყო დარღვეული, რადგან, სავარაუდოდ, სატვირთოსა და კედელს შორის საკმარისი მანძილი არ იყო. ამ დროისთვის მაღაროში მუშაობა შეჩერებულია და ის დილით განხლდება. ადგილზე ექსპერტები ამ დრომდე მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
---
17.10.2019
მარატ ატამურადოვი: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდა
იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადაჭრა მარტივი არ არის, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გააგრძელებს, – ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელმა, მარატ ატამურადოვმა განაცხადა. მისი თქმით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. ატამურადოვის განცხადებით, კომისარიატი აქტიურად იყო ჩართული საქართველოში შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უწყება იყენებს დევნილთა განსახლების საკითხებთან დაკავშირებით. „ჩვენი სააგენტო შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან და სამინისტროსთან ერთად. გვჯერა, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას გამოადგება იძულებით გადაადგილებული პირების სასარგებლოდ. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, იმ საორგანიზაციო კომიტეტში შედიოდა, რომელიც სამინისტრომ შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდა. კრიტერიუმები გვაძლევს შესაძლებლობას, განვსაზღვროთ ის ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება. რა თქმა უნდა, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადაჭრა მარტივი არ არის, თუმცა გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გააგრძელებს“, – განაცხადა გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელმა მარატ ატამურადოვმა.
---
17.10.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=91483
ჯანდაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე დევნილ ოჯახებს კიდევ 273 ბინას გადასცემს
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ იძულებით გადაადგილებული პირების საკითხებზე ისაუბრა. გიორგი წოწკოლაურის თქმით, თბილისის ბინების გადანაწილების მეორე ფაზა უკვე დაწყებულია და მოქალაქეებს განაცხადების შევსება 31 ოქტომბრამდე შეეძლებათ. სამინისტრო წლის ბოლომდე დევნილ ოჯახებს კიდევ 273 ბინას გადასცემს. მინისტრის მოადგილე სამინისტროს ფოიეში მყოფი დევნილების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით 3 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია ბინით, 4 ოჯახთან მიმართებით კი დამატებითი ინფორმაციის მოძიება მიმდინარეობს. გიორგი წოწკოლაურმა იმ კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რასაც თბილისის ბინის მიღების კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. "კრიტერიუმები სამინისტროს, საერთაშორისო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით არის შემუშავებული. დევნილ ოჯახებს მათი საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით ქულები მიენიჭებათ. ყურადღება ექცევა სოციალურ შემწეობას, ოჯახში არასრულწლოვნების რიცხვს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა. შესაბამისად ქულის მიხედვით განისაზღვრება, რომელი ოჯახი უფრო მეტად საჭიროებს, კონკრეტულ ეტაპზე, ბინით დაკმაყოფილებას", - აღნიშნა მან. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს ფოიეში მყოფი პირებიდან არის რამდენიმე ოჯახი, რომელიც თბილისში არ არის რეგისტრირებული, ამ შემთხვევაში მათ განაცხადების შევსება რეგიონების ბინებზე შეუძლიათ. „წელს იწყება გორის, ხაშურის ქუთაისის და სხვა მრავალი რეგიონის მისამართით ბინების განაწილება. შევთავაზეთ, რომ მოსულიყვნენ, მიეღოთ მონაწილეობა განცხადების განხილვაში, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი არ გამოცხადებულან და არ მოუმართავთ განცხადებით“, - აღნიშნა გიორგი წოწკოლაურმა.
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministro-wlis-bolomde-devnil-odjaxebs-kidev-273-binas-gadascems
პია.ჯი- http://pia.ge/post/287336-jandacvis-saministro-wlis-bolomde-devnil-ojaxebs-kidev-273-binas-gadascems
---
17.10.2019
მედიასაშუალება: http://pia.ge/post/287319-jandacvis-saministro-devnil-ojaxebs-mouwodebs-binebis-ganawilebis-meore-fazis-farglebsi-gancxadebebit-mimarton
ჯანდაცვის სამინისტრო დევნილ ოჯახებს მოუწოდებს, ბინების განაწილების მეორე ფაზის ფარგლებში, განცხადებებით მიმართონ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური დევნილ ოჯახებს მოუწოდებს, ბინების განაწილების მეორე ფაზის ფარგლებში, სამინისტროს განცხადებებით მიმართონ, რათა ბინით უზრუნველყოფის თაობაზე მათი საკითხის განხილვა მოხდეს. მისივე თქმით, ბინების განაწილების მეორე ფაზა 31 ოქტომბერს დასრულდება და დამატებით 270-ზე მეტი ბინა განაწილდება. „მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ბინების განაწილების მეორე ფაზა 15 ოქტომბრიდან, რომელიც დასრულდება 31 ოქტომბერს. შესაბამისად, დამატებით მოხდება 270-ზე მეტი ბინის განაწილება წლის ბოლოს. მინდა, მივმართო ყველა დევნილ ოჯახს, ვინც დაინტერესებულია აღნიშნული ფაქტით, შეავსონ აპლიკაციები, მოგვმართონ განცხადებებით, რათა მოხდეს მათი საკითხის განხილვა ბინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გიორგი წოწკოლაურმა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ყველა ოჯახი, რომელიც ბინების განაწილების დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ბინას მიიღებს. „ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში მყოფი დევნილი ოჯახებიდან, რომლებიც გამოთქვამენ პრეტენზიას, სამი მოცემულ მომენტში არის დაკმაყოფილებული, ოთხ ოჯახთან მიმართებაში მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება. შესაბამისად, ვინც აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს, აბსოლუტურად ყველა ოჯახი მიიღებს ბინას თბილისში. კრიტერიუმები შემუშავებულია საერთაშორისო და შიდა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ძირითადად მორგებულია თითოეული ოჯახის სოციალური ფონის შესაბამისად – რა ვითარებაში ცხოვრობენ ისინი, აქვთ თუ არა მათ სოციალური შემწეობა, მძიმე საცხოვრებელი პირობები, ოჯახში არის თუ არა ორი ან მეტი არასრულწლოვანი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები. შესაბამისად, ყველა ამ კრიტერიუმიდან გამომდინარეობს შეწონილი ქულა, რომელიც განაპირობებს რიგს, რომელ დევნილს სჭირდება უფრო მეტად, ვისთვის უფრო პრიორიტეტულია საცხოვრებელი ფართის გადაცემა. მინისტრი რამდენჯერმე შეხვდა მათ კომისიის დაწყებამდე, განემარტათ ყველა მოცემულობა, რაზეც ვისაუბრე და ზოგადად, ჩვენს ხელთ არსებულ კანონმდებლობაშია გაწერილი. მინდა, ისიც დავადასტურო, რომ არის რამდენიმე ოჯახი, რომელსაც მისამართიც კი არ გააჩნიათ თბილისში. შესაბამისად, მათ ვერ გადავცემთ ბინას. წელსვე გორის, ხაშურის, ქუთაისის და სხვა რეგიონის მისამართით უნდა გავანაწილოთ ბინები და შევთავაზეთ, რომ მოსულიყვნენ და ბინების განაწილებაში მიეღოთ მონაწილეობა. სამწუხაროდ, მათ განცხადებით ჯერ არ მოუმართავთ. ასევე, მათ კიდევ ერთხელ შევთავაზეთ სხვა პროექტებში მონაწილეობა, ეს არის იჯარით დაკმაყოფილება, ერთჯერადი დახმარება, სოფლად სახლის პროექტი, რომელიც წარმატებით მუშაობს დღეს საქართველოში“, – განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/508388
---
17.10.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/jandacvis-ministris-moadgile-devnilebis-aqciashi-politikur-motivs-ar-gamoricxavs/42005/
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დევნილების აქციაში პოლიტიკურ მოტივს არ გამორიცხავს
არსებული დევნილი ოჯახებიდან არის რამდენიმე ოჯახი, რომელსაც თბილისში მისამართი საერთოდ არ გააჩნია", - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა დევნილების გაფიცვის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. "ჯანდაცვის მინისტრი დევნილებს რამდენჯერმე შეხვდა. მე 12-ჯერ ჩავედი მათთან და ვთხოვე მოსულიყვნენ, რათა მათი პროცესები ინდივიდუალურ ჭრილში განგვეხილა. არსებული დევნილი ოჯახებიდან არის რამდენიმე ოჯახი, რომელსაც თბილისში მისამართი საერთოდ არ გააჩნია. შესაბამისად, მათ ბინას ვერ გადავცემთ, თუმცა განმარტება მივეცით - წელსვე იწყება გორის, ხაშურის, ქუთაისის და სხვა რეგიონების მისამართით ბინების განაწილება. ჩვენ დევნილებს შევთავაზეთ, რომ მოსულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ ამ განცხადების განხილვაში, თუმცა მათ განცხადებით ჯერ არ მოუმართავთ. გარდა ამისა, მათ სხვა პროექტებში მონაწილეობაც კიდევ ერთხელ შევთავაზეთ. მაგალითად, ეს არის იჯარით დაკმაყოფილება, ერთჯერადი დახმარების მიცემა და ასევე, რა თქმა უნდა, სოფლად სახლის პროექტი", - განმარტა წოწკოლაურმა. მინისტრის მოადგილე არსებულ სიტუაციას, როგორც პოლიტიკურად მართულ პროცესს არ გამორიცხავს. შეგახსენებთ, რომ დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროს შენობის ფოიე და შესასვლელი კარვებითა და საძილე ტომრებით თითქმის ერთი თვის წინ დაიკავეს. ისინი სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. წოწკოლაურის თქმითვე, ამ დროისთვის აქციაში მონაწილე ჯამში 40 მდე ოჯახი რჩება, საიდანაც 5 ოჯახზე მეტი თბილისში რეგისტრირებული არ არის, ხოლო 3-მა ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროს კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, 40 ოჯახიდან უმრავლეს მათგანს რეგიონებში ბინებით გადანაწილების განცხადება დაწერილი საერთოდ არ აქვს.
---
17.10.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/508401
დიმიტრი ხუნდაძე: დევნილ ოჯახებს წლის ბოლომდე კიდევ 270-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა გადაეცემათ
დევნილ ოჯახებს წლის ბოლომდე კიდევ 270-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა გადაეცემათ, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. “ბოლო წლების განმავლობაში დევნილთა ბინით უზრუნველყოფის ინტენსივობა გაზრდილია, მაგრამ ამ პრობლემის მასშტაბებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილების ტემპი ვერ ეწევა მოთხოვნებს. მის საბოლოო მოსაგვარებლად დრო სასურველზე ნაკლებია. სწორედ ეს იწვევს ზოგჯერ იმ ოჯახების უკმაყოფილებას, რომლებიც დღემდე ბინის მოლოდინში არიან. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ საკითხებს არეგულირებს დადგენილი წესები და არა კონკრეტული პიროვნებები. თუ ვინმემ, სხვადასხვა მიზეზით, დაუშვა გამონაკლისები, მით უმეტეს გაუმართლებელი, ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ უკმაყოფილებას უშუალოდ დევნილებში და შესაძლოა ბინების მშენებლობაც და მისი ოჯახებზე გადაცემაც შენელდეს, რაც არც ხელისუფლების და არც დევნილთა ინტერესებში ნამდვილად არ შედის- პირიქით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კიდევ უფრო დასაჩქარებლად. ვიჩქაროთ ისე, რომ პროცესი საკუთარი ხელით არ დავაზიანოთ და ძალადობა ან უსამართლობა არ ავირჩიოთ ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალებად,” – განმარტა ხუნდაძემ.
---
17.10.2019
ბავშვი წითელი პომადით - საფრთხე, რომელსაც მშობლები ვერ გრძნობენ
---
17.10.2019
"ჩემი შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას თქვენ არ შეგეკითხებით, თქვენ თავს მიხედეთ" - რას წერს 7 წლის გოგოს დედა, რომლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს სკანდალი მოჰყვა
7 წლის გოგონას დედა, რომლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს სკანდალი მოჰყვა სოციალურ ქსელში იმ ადმიანებ მიმართავს, ვინც ბავში და მისი მშობლები სექსუალური ჩაცნისა და ბავშვისთვის შეუფერებელი ქ მედებების გამო გააკრიტიკა: "ეს ჩემი შვილია, 7 წლის. არავის არაფერს ვუმტკიცებ, მაგრამ უმაკიაჟოადაც ბრილიანტი მყავს. აი, თქვენ კი თქვენს ნაკლს ვერ ხედავთ და სხვას აკრიტიკებთ. ჩემი შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას თქვენ ნამდვილად არ შეგეკითხებით. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, თქვენს თავს მიხედეთ. ის კი ნამდვილად ვიცი, თქვენნაირ სულით მახინჯ ადამიანად ნამდვილად არ აღვზრდი. მადლობა ყურადღებისათვის," - წერს ქალბატონი. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ვულგარულ ტანსაცმელში გამოწყობილი პატარა ქართველი გოგონა ცეკვავს. ვიდეოს საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. ვიდეოს უფლებადამცველები გამოეხმაურნენ და შსს-ს და სოციალურ სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდეს. უფლებადამცველ ბაია აპატარაიას განცხადებით, ბოლო დროს ძალიან მოიმატა საქართველოში პედოფილიის ბრალდებით დაკავებული პირების რიცხვმა და მშობლებს მეტი ყურადღება და სიფრთხილე მართებთ.
---
17.10.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/287367-samedicino-turizmis-habi-tbilissi-regionuli-hospitali-kavkasiis-medicinis-centri-gaxda
სამედიცინო ტურიზმის ჰაბი თბილისში - "რეგიონული ჰოსპიტალი" კავკასიის მედიცინის ცენტრი გახდა
ამიერკავკასიაში ყველაზე მძლავრი სამედიცინო ცენტრი, "რეგიონული ჰოსპიტალი" ახალი ბრენდით და სახელით, კავკასიის მედიცინის ცენტრით განაგრძობს ფუნქციონირებას. ქავთარაძის N23-ში მდებარე ქვეყნის უმსხვილესი კლინიკის რებრენდინგი მის მყარ ისტორიულ გამოცდილებასა და ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის განვითარების მაღალ პოტენციალს უკავშირდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კავკასიის მედიცინის ცენტრის უახლესი სამედიცინო აპარატურა, ინოვაციური, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდოლოგიები, დიდი გამოცდილების მძლავრი კლინიკური გუნდი ჰოსპიტალს სამედიცინო ტურიზმის ჰაბად ქმნის რეგიონში. სამედიცინო ცენტრის გახსნიდან ერთი წელია გასული და ის საქართველოში პირველ ადგილზეა მიღებული პაციენტების რაოდენობით. ჰოსპიტალური მიმართულების ამუშავების შემდეგ ასევე გაიზარდა უცხოეთიდან შემოსული პაციენტების რაოდენობა. მიმდინარე წელს ჰოსპიტალი 883 სამედიცინო ტურისტს მოემსახურა.დღეს კლინიკა მომსახურებას უწევს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ - ამიერკავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობას. აღსანიშნავია რომ, კავკასიის მედიცინის ცენტრი საერთაშორისო ჰოსპიტლების ფედერაციის (IHF) წევრია. კლინიკა მსოფლიოს ცნობილ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობს, რაც რთული სამედიცინო შემთხვევების სწორად და უსაფრთხოდ მართვას უზრუნველყოფს. მკურნალობის პროცესში ქართველ ექიმებთან ერთად ამერიკის, დანიის, ჰოლანდიის, გერმანიის და ისრაელის წამყვანი კლინიკების პროფესორები არიან ჩართულნი. უწყების ინფორმაციით, კავკასიის მედიცინის ცენტრი უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის ჯანდაცვას ყველასთვის. ჰოსპიტალში მოეწყო ახალი ინფრასტრუქტურა, ასევე დაემატა სამედიცინო კონსიერჟის სერვისი, რომელიც ქართველ და უცხოელ პაციენტებს სურვილისამებრ მოემსახურება და ჰოსპიტალში ნებისმიერი პროცედურული საკითხის მოგვარებაში დაეხმარება. კავკასიის მედიცინის ცენტრი ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამედიცინო ტურიზმის განვითარებას.
---
17.10.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/568648-tetricqaroshi-dasakmebisa-da-propesiuli-ganatlebis-porumi-gaimarteba
თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება
თეთრიწყაროში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით დღეს, დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში იმართება და მიზნად ისახავს ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებთან დაკავშირებას. ღონისძიებაში მონაწილეობას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, მსხვილი და საშუალო კომპანიებისა და ევროკავშირის მხარდაჭერითა და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლები მიიღებენ. ფორუმის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლები დამსაქმებლების მიერ შეთავაზებულ ვაკანსიებს ადგილზე გაეცნობიან და პროფესიული მომზადების კურსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. თავის მხრივ, დამსაქმებლებს საშუალება ექნებათ არსებულ ვაკანსიებზე მოიძიონ შესაბამისი კადრები. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმატებული ადამიანები, ფორუმის მონაწილეებს თავიანთ ისტორიებს გაუზიარებენ, თუ როგორ შეიძლება გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. RDFG კი, ღონისძიების მიმდინარეობისას, ფორუმის მონაწილეთათვის პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერებს გაათამაშებს. გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ, მათი ინტერესების შესაბამისი, პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსი თავად შეარჩიონ. სოციალური მომსახურების სააგენტომ ფორუმის გამართვის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება worknet-ზე დარეგისტრირებულ რეგიონში მცხოვრებ, 26 000-მდე, სამუშაოს მაძიებელს წინასწარ გაუგზავნა. ღონისძიებაზე მონაწილეობისთვის სამუშაოს მაძიებელმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს (სარეგისტრაციო ლინკი - http://apps.ssa.gov.ge:4000/ ). ღონისძიების მსვლელობისას სამუშაო მაძიებლებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს გაუწევენ და საჭიროების შემთხვევაში, worknet.gov.ge-ზეც დაარეგისტრირებენ. ასევე, ფორუმზე სააგენტოს წარმომადგენლები როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ასევე დამსაქმებლებს ქვეყანაში დასაქმების ხელშემწყობი პროგრამებისა და სერვისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/508362
ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/61726-tetricqaroshi-18-oktombers-dasakmebis-porumi-gaimarteba/
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=91476
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/dasaqmebisa-da-profesiuli-ganatlebis-forumi-tetriwyaroshi
პია.ჯი- http://pia.ge/post/287298-tetriwyarosi-dasaqmebisa-da-profesiuli-ganatlebis-forumi-gaimarteba
---
17.10.2019
მედიასაშუალება: http://droa.ge/?p=56673&fbclid=IwAR1sCv3WhkDiMabJhI3gphqdV9OpWOhJgDB9ktr4iMf8UYJnDLRyL1g4SVk
ცენტრი უფრო კარგად მართავს! – კიდევ ერთი წართმეული უფლება თვითმმართველობას
ევროპის ქვეყნებში საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პოლიტიკასაც ცენტრალური ხელისუფლება განსაზღვრავს, სტანდარტსაც ის ადგენს და მოსახლეობას სერვისსაც თავად აწვდის. თუ სხვა, დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლება, ჰორიზონტალურთან ერთად, ვერტიკალურადაც არის დანაწილებული, ანუ ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებას თავ-თავიანთი მკაფიოდ განსაზღვრული უფლება-მოვალეობები აქვთ, აქ, ჩვენთან, ცენტრალური ხელისუფლება წლიდან წლამდე და უკვე 30 წელია, ძალაუფლების ცენტრიდან თვითმმართველობებზე გადანაწილებას მხოლოდ სამთავრობო პროგრამებში გვპირდება, საქმით კი – პირიქით, იმატებს და იმატებს უფლებამოსილებებს, რომელიც, წესით, მისი საკეთებელი არ არის და ამიტომაც, საქმესაც უხეიროდ აკეთებს. ასეთი უხეირო დემოკრატიის ქვეყანაში მორიგი უხეირო გადაწყვეტილებისთვის ემზადებიან – 2020 წლის 1 იანვრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა თბილისის ექსკლუზიური უფლებამოსილება აღარ იქნება. ჯანდაცვის სამინისტროს პარლამენტში შეტანილი აქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თბილისს ამ სერვისის განხორციელების უფლება ჩამოერთმევა და ის ამავე სამინისტროს სსიპ–ის -“საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ კონტროლს დაექვემდებარება. სამინისტრო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს. სამსახურის რეორგანიზაცია კი არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისთვის უნდა დასრულდეს... (ვრცლად იხილეთ ბმულზე)