| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-18.09.2019 |
| Received On : | 18.09.2019 09:24 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 18.09.2019
ტელევიზია
17.09.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
„ენდიაი“ ახალი კვლევა მართველი გუნდის წარმომადგენლებმა გადაცემაში პირისპირ შეაფასეს.გია ვოლსკის განცხადებით ამ ორგანზაციის კვლევის შედეგენი არჩევნების შედეგენწს არასდროს დამთხვევია. მისთივე თქმით გამოკითხვაში სწორი კითხვები არაა დასული. ჯადაცვის მინისტრის მოადგილე კი დადებითად გამოემაურა კვბელის მიხედვით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ პოზიტიურ შედეგებს. თუმცა აღნიშნა რომ სამინისტრომ ხარვეზების შესასწავლედ ბევრად უფრო ობიექტურ საზომენს იყებევს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6341121
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6340714
---
18.09.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
შრომის კანონმდელობაში დაგეგნილი ცვლილებები, რომელთა მიღებაც უახლოეს მომავალში იგეგემება, საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესგარემოზე გამოუწორებელ, უარყოფით გალენას იქონიებს - ასე აფასებს საქართველოს ბიზნესასოციაცია შრომის კანონმდებლობაში დადგეგმილ ცვლილებებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6340756
---
17.09.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 21:00
პროტესტის უკიდურესი ფორმა, დევნილი ოჯახები ჯანდაცვის სამინისტროში პლედებით მივიდნენ და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ღამეს იატაკზე გაათენებენ. ამ ფორმით დევნილები სახელმწიფოს ყურადღების მიქცევას შეეცდებიან. უსახლკარო ოჯახები ცხოვრების ელემენტარულ პირობებს ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შეკრებილები არიან აფხაზეთიდან დევნილი ადამიანები. ისინი ადგილზე მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად არიან მისული, შენობის შიგნით იმყოფებიან თუმცა ამ დრომდე უწყების არცერთი ხელმძღვანელი პირი აქციის არცერთ მონაწილეს არ შეხვედრია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6340544
ტვ პირველი - დღის ამბები 22:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6340538
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6340273
---
17.09.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
საქართველოში, კერძოდ ასპინძაში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით კაცი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული და სავარაუდოდ, დაავადება ცხოველთან კონტაქტის დროს ტკიპის ნაკბენის შედეგად განუვითარდა. მიმდინარე წელს ეს გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. გასულ წელს 12 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა და ერთი ლეტალურად დასრულდა. ყირიმ-კონგოს ვირუსი იწვევს მძიმედ მიმდინარე ვირუსული ჰემორაგიული ცხელების ეპიდაფეთქებებს. შემთხვევათა 10-40%-ში დაავადება სიკვდილით მთავრდება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6340610
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6340423
---
17.09.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: რეაქცია
გაძვირებული საწვავი, გაძვირებული მედიკამენტები, პროდუქტები, გაუფასურებული ეროვნული ვალუტა და სიღატაკე. ენდიაიმ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა დღეს სადაც უპრეცედენტოდ მაღალია იმ ადამიანტა რიცხვი ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მთავარ პრობლემად კი სწორედ ეკონომიკური საკიტხები სახელდება. (მესამე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6340579
მაესტრო - მაესტროელები- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6340496
იმედი - პირისპირ- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6340504
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6339826
---
17.09.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
რამდენად სწორად ვითარდება ქვეყანა, რამდენად პრობლემურია მოსახლეობისთვის სიღატაკე, უმუშევრობა, წამლის ფასი და სამედიცინო მომსახურება. მისტირის თუ არა გამოკითხულთა ნაწილი საბჭოთა კავშირს და ვის უნდა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია. ენდიაის მორიგი კვლევის შედეგები და ახალი ციფრები. რადიკალურად არა მაგრამ მონაცემები მაინც შეიცვალა. ძველი დარჩა პოლიტიკოსთა შეფასებები იმის მიხედვით ვინ რომელი ბანაკის წარმომადგენელია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6340565
ტვ პირველი - დღის ამბები 22:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6340539
I არხი -ახალი დღე-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6340709
ტვ პირველი - საქმის კურსი 22:30- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6340581
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6340486
---
17.09.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 21:00
დაპირისპირება თბილავიამშენის ტანამშრომლებსა და აღმასრულებელ დირექტორს შორის. ქარხნის 110 თანამშრომელი საპროტესტო აქციაზე თბილავიამშენის ეზოში შეიკრიბა და კუთვნილი ანაზღაურება მოითხოვა. აქციის მონაწილეების თქმით მათ ბოლო 1 თვის ხელფასთან ერთად ივნისიდან დღემდე დანამატიც არ მიუღიათ. გაფიცულ მუშებს და ქარხნის მენეჯმენტს შორის აქციაზე დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგაც საპროტესტო მოთხოვნებს აღმასრულებელი დირექტორის გადადგომაც დაემატა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6340468
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6340268
---
ინტერნეტი
18.09.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/564191-rustavshi-19-clis-gogona-cxviris-operaciamde-narkozis-gaketebis-shemdeg-gardaicvala
რუსთავში 19 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგონა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა ის ოპერაციის დაწყებამდე დაიღუპა. ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გულის გაჩერება ნარკოზმა გამოიწვია. ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/18-tslis-gogo-tskhviris-operatsiis-datskebamde-daighupa/62433
კვირა.ჯი- http://kvira.ge/499414
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=90013
---
18.09.2019
ექიმის ინფორმაციით, 19 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკი გახდა, რომელიც ორგანიზმში ნოვოკაინის შეყვანისთანავე განვითარდა
19 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკი გახდა, რომელიც ორგანიზმში ნოვოკაინის შეყვანისთანავე განვითარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ განუცხადა. მისივე თქმით, ოპერაციის დაწყებამდე პაციენტს მედიკამენტებზე შესაბამისი სინჯი ჩაუტარდა და შედეგები ოჯახის წევრებსაც გააცნეს. საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, გოგონას რეანიმირებას 9 საათი ცდილობდნენ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. "სამწუხარო შემთხვევა მოხდა. გარდაიცვალა 19 წლის გოგონა. გეგმურ ოპერაციაზე, ოპერაციის დაწყებამდე. ანესთეზიის შეყვანისთანავე განვითარდა მძიმე ანაფილაქსიური შოკი. მდგომარეობიდან გოგონას გამოყვანა ვერ მოხერხდა მიუხედავად დიდი მცდელობისა. ოპერაცია დაწყებული არ იყო, წინასწარ სინჯი რა თქმა უნდა, გაკეთდა. ოჯახის წევრებმაც იციან, რომ გაკეთდა. ნახეს თვითონაც, რომ არაფერზე რეაქცია არ ჰქონდა. სინჯის შედეგებს ვაჩვენებთ ხოლმე ყოველთვის ოჯახის წევრებს. არ არსებობს გარანტია, რომ შოკი არ განვითარდება. ამის გარანტია რომ არსებობდეს, ეს დაავადება არ იარსებებს საერთოდ. მე ექიმის გადაცდომას ვერ ვხედავ. დიდხანს გაგრძელდა რეანიმაცია, შედეგიც იყო შუალედში, მაგრამ ვეღარ გაუძლო ორგანიზმმა და საბოლოოდ გული გაჩერდა. უშუალოდ ნოვოკაინის შეყვანაზე დაეწყო შოკი. პირდაპირ ნემსის შეყვანისთანავე დაიწყო ეს ამბავი. პირველივე წვეთიდან. დაახლოებით 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა ეს ამბავი", - განაცხადა დავით გოგოძემ. შეგახსენებთ, გოგონას რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.
---
18.09.2019
ცხვირის ოპერაციამდე გარდაცვლილი გოგონას ბებია - ჩემი შვილიშვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო - ყველაფერი დიდი დოზა ნარკოზის ბრალია
რუსთავში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ბებია ფლორა შენგელია აცხადებს, რომ მის შვილიშვილს, ცხვირის ოპერაციამდე ყველანაირი გამოკვლევა ჩატარებული ჰქონდა და სრულიად ჯანმრთელი იყო. „ყველანაირი გამოკვლევა ჩატარებული ჰქონდა. ექიმს უთქვამს, რომ ასეთი ჯანმრთელი ადამიანი ჩემთან არ შემოსულაო. მერცხალი გოგო იყო. არანაირი გულის პრობლემა არ ჰქონდა“, - განაცხადა ფლორა შენგელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში. რაც შეეხება ოჯახის წევრების ვარაუდს, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია 19 წლის გოგონას გარდაცვალება, ბებია ამბობს, რომ მიზეზი ნარკოზის დიდი ოდენობით გაკეთება იქნებოდა. „დიდი დოზა ნარკოზის ბრალია. ოპერაცია არ იყო დაწყებული, იქამდე გარდაიცვალა“, - განაცხადა ფლორა შენგელიამ. შეგახსენებთ, რომ რუსთავში 19 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა.
---
18.09.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/564225-xaragaulshi-65-clis-mamakaci-savaraudod-krazanis-nakbenit-gardaicvala
ხარაგაულში 65 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში 65 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ინფორმაციას ადასტურებენ ხარაგაულის მერიაში. მათი ინფორმაციით, მამაკაცს გული აწუხებდა და მას ახლახან სტენტირება ჰქონდა გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ალერგიის საწინააღმდეგო ნემსის გაკეთებისთანავე გარდაიცვალა, რადგან კრაზანამ კისერში, არტერიაზე დანესტრა. ამჟამად გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
---
18.09.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/saxelmwifos-mier-medikamentebis-fasis-daregulireba-shav-bazars-gaaqtiurebs
„სახელმწიფოს მიერ მედიკამენტების ფასის დარეგულირება „შავ ბაზარს“ გააქტიურებს“
„სახელმწიფოს მიერ მედიკამენტების ფასის დარეგულირება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული“- ასე ეხმაურება „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა სახელმწიფომ მედიკამენტების ფასები ნაწილობრივ დარეგულიროს. როგორც მარგველაშვილი აცხადებს, მთავრობის მხრიდან რაიმე კონკრეტული ნაბიჯები და სამოქმედო გეგმა, თუ როგორ გეგმავს მედიკამენტების ფასის რეგულირებას, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. მისი თქმით, როდესაც ამ თემაზე მიდის საუბარი, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ფასთა რეგულაცია სხვადასხვა ტიპის არსებობს. მათ შორისაა, მოწოდების ფასის დაფიქსირება, რადგან საქართველო არის იმპორტის ქვეყანა, მედიკამენტების 85-86% იმპორტირებულია და მათი ფასი დამოკიდებულია ეროვნული ვალუტის კურსზე დოლარის და ევროს მიმართ. ასევე არსეობბს რეგულაცია, როდესაც ხდება იმ ფარგლების დადგენა, რისი ფასნამატიც შეიძლება მოხდეს. ამას ჰქვია პირდაპირი ფასთა რეგულაცია. დღემდე, საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი ამ მხრივ ლიბერალურია და ფასთა რეგულაციაზე საუბარი არ იყო. თუმცა, მას შემდეგ რაც ბოლო პერიოდში მედიკამენტებზე ფასები ეროვნულ ვალუტაში გაიზარდა და ეს ფაქტი პაციენტების ჯიბეს საგრძნობლად დაეტყო, საკითხი აქტუალური გახდა. მარგველაშვილის განმარტებით, ფასის რეგულაცია ბევრ ქვეყანაში ხორციელდება, თუმცა, მსოფლიოს ყველაზე დიდ ფარმაცევტულ ბაზარზე, რომელიც მოიხმარს მთელი მსოფლიოს 40%-ს, საუბარია აშშ-ზე, ეს რეგულაცია არ არსებობს. შესაბამისად, როდესაც საუბარი გვაქვს სხვა ქვეყნის გამოცდილებაზე, აუცილებლად უნდა შევედაროთ ისეთ ქვეყნებს, სადაც ჯანდაცვის და ფარმაცევტული სექტორი ჩვენი ქვეყნის ბაზრის მსგავსია. „თუ შევედრებით გერმანიას, ჩეხეთს თუ სხვას, გამოვა ართანაბარი შედარება, რადგან იქ სხვა სტრუქტურაა როგორც სადაზღვევო მედიცინის, ისე ბაზრის სტრუქტურაც სხვანაირია. ჩვენ უნდა შევედაროთ მეზობელ ქვეყნებს. ფასთა რეგულაცია მოხდა რუსეთში, აზერბაიჯანში, რამაც რეალურად ძალიან სავალალო შედეგები გამოიღო. კერძოდ, მედიკამენტების საკმაოდ დიდი რაოდენობა გაქრა ბაზრიდან, დეფიციტური გახდა. იქ რეგულაცია შემოღებულ იქნა კერძო სექტორთან კონსულტაციების გარეშე. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ფასთა რეგულაციის შემოღება რისკიანია,“-აცხადებს მარგველაშვილი. მისივე განმარტებით, საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი ძალიან უნიკალური სტრუქტურაა თავისი კანონმდებლობით, რომელიც 2009 წლს იქნა შემოღებული. ამ რეალობაში, ნებისმიერი რეგულაციის შემოღებას სჭირდება ძალიან ღრმა ანალიზი და იმის განსაზღვრა, თუ რა მოჰყვება ამას. აუცილებელია რისკების შეფასება და თუ ამ რეგუალციების შემოღება აუცილებელია, ეს თავდაპირველად მცირე ჯგუფზე, ქრონიკული დაავადებებების სამკურნალო მედიკამენტზე უნდა გავრცელდეს. „რეგულაციების შემოღება მედიკამენტების მთელ სპექტრზე არის ძალიან დიდი რისკის შემცველი. ეს გამოიწვევს მედიკამენტების ნაწილის ბაზრიდან გაქრობას, ასევე მათ ჩანაცვლებას ნაკლები ხარიხის მედიკამენტებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელი შეეწყობა არალეგალური, „შავი ბაზრის“ გააქტიურებას, რაც მედიკამენტების შემთხვევაში ძალიან საშიშია. როდესაც ხდება პროდუქტების არალეგალურად შემოტანა, ყველაზე სენსიტიური პროდუქტი შემოტანა/შენახვა/ტრანსპრტირებაზე არის მედიკამენტი. ეს სამი კომპონენტი არის რისკი,რომელმაც შეიძლება დააზიანოს პაციენტის ჯანმრთელობა. აქედან გამომდინარე, ამ რისკების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ამ თემის ძალიან სიღრმისეულად შესწავლა და კონსულტაციები ყველა მონაწლესთან,რგოლთან, რომელიც ჯანდაცვის ამ სისტემაშია ჩართული“-აცხადებს მარგველაშვილი. შეგახსენებთ, როგორც რუსული მედია წერს, რუსეთში მედიკამენტებით მომარაგების კუთხით კატასტროფული სიტუაცია შეიქმნა. კერძოდ, რუსულ ბაზარზე მასობრივად ქრება წამლები. ექსპერტებმა უკვე შეადგინეს სია, სადაც შევიდა 700-ზე მეტი წამალი, რომელიც ქვეყანაში უკვე არ იყიდება. მათ შორის არის სასიცოცხლოდ აუცილებელიც.რუსული გამოცემა Московский комсомолец-ის ინფორმაციით, სანამ რუსეთის ხელისუფლება თავს იმით იწონებს, რომ აკონტროლებს წამლების ფასებს, ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენები უარს ამბობენ ქვეყანაში მედიკამენტების შეტანასა და გაყიდვაზე. წამლები არა არის არც აფთიაქებში და არც საავადმყოფოებში - 2019 წლის მანძილზე ჩაიშალა სახელმწიფო ტენდერების 30%. რეგიონებში ადამიანები რჩებიან ინსულინის, ცოფის საწინაამღდეგო, და სხვა აუცილებელი წამლების გარეშე. ყველაზე მეტი - 4300 ტენდერი 13 000-დან - ჩავარდა მოსკოვში. ცუდადაა საქმე ინსულინის შესყიდვებში - 2800 ტენდერიდან ჩაიშალა 628, უარესია სიტუაციაა ცოფის საწინამღგეგო ვაქცინის შესყიდვებში - 573 სახელმწიფო ტენდერიდან 429 ჩაიშალა. დეფიციტშია სხვა აუცილებელი პრეპარატები - ფიზიოლოგიური ხსნარი, ენცეფალიტის, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო საშუალებები, და ა.შ.DSM Group-ის ანალიტიკოსის სერგეი შულიაკის თქმით, ტენდერების ჩაშლის მთავარი მიზეზია დაბალი ღირებულება, რომლის გამოც, კომპანიებს არ სურთ მათში მონაწილეობა. პრობლემები აქვთ ასევე აფთიაქებს - გაყიდვიდან გაქრა სხვადასხვა დასახელების პოპულარული და მნიშვნელოვანი პრეპარატები, მათ შორის წამლების აივ-ინფიცირებულებისთვის, გაქრა ცნობილი ჰორმონალური პრეპარატი პრედნიზოლონი. ძირითადად ქრება აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატები, რომლებზეც რეგულაცია დაწესდა. ახალი წესების მიხედვით, ფასის მცირე, რამდენიმე პროცენტით - გადახედვა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ წელიწადში. შესაბამისად, ხშირად საბოლოო გასაყიდი ფასი გამოდის თვითღირებულებაზე დაბალი. გარკვეული პერიოდი მწარმოებლები და იმპორტიორები აგრძელებდნენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, თუმცა, უშედეგოდ. ექსპერტულ გათვლებით, რუსული ბაზრიდან გაქრა 700-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. „ის რაც დღეს ხდება - ნამდვილი კატასტროფაა. ჯერ ბოლომდე არ იგრძნობა, რადგანაც აფთიაქები ვაჭრობენ დარჩენილი წამლებით, მაგრამ რამე თუ არ შეიცვალა უახლოეს პერიოდში, 2020 წლის აპრილში დაიწყება უბედურება,“ - ამბობს ექსპერტი ელენა გრიგორენკო. მისი თქმით, გაყიდვიდან ქრება არა თითო-თითო წამალი, არამედ მთელი კატეგორიებით - ყველანაირი ფასის, ადგილობრივი, იმპორტული, ანალოგებით და ანალოგების გარეშე. ბევრი მწარმოებელი არ მიდის რუსულ ბაზარზე, რადგანაც რეგისტრაციის წესი ზედმეტად რთული და ბიუროკრატიულია. „რამდენი ხანი უნდა იტანჯებოდნენ ავადმყოფები იმისთვის, რომ მთავრობამ ბოლოს და ბოლოს დაუშვას ყველაზე ოპტიმალური ნორმა - ვაღიაროთ ევროკავშირში და შტატებში რეგისტრაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება წამლების გაყიდვა რუსეთში“ - ამბობს ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ეკატერინა ჩისტიაკოვა. DSM Group-ის მონაცემებით, ბოლო წლების მანძილზე შემცირდა შეფუთული წამლების გაყიდვებიც. 2019 წლის 6 თვეში შემცირებამ 3,9% შეადგინა.სიტუაცია უახლოეს დროში გაუარესდა, რადგან ძალაში შევიდა რეგისტრაციის ახალი წესი, რომელიც გულისხმობს ფასის გადახედვას - მაგალითად, გათვალისწინებულია ჯენერიკების ფასების შემცირება. ბევრმა კომპანიამ დატოვა ბაზარი.
---
17.09.2019
დევნილთა აქციის მონაწილეთა ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში იმყოფება და იქ მთელი ღამის განმავლობაში აპირებს დარჩენას
ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილები დაშლას არ აპირებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მანამდე იქნებიან სამინისტროს შენობასთან, სანამ მათი მოთხოვნებზე პასუხებს არ მიიღებენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. “ჩვენ ვართ აფხაზეთიდან დევნილები, 27 წლის განმავლობაში არ ვართ დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში გავმართეთ არაერთი აქცია ჯანდაცვის სამინისტროში. კონკრეტული პასუხები არ მივიღეთ, გვქონდა შეხვედრა მინისტრთან, ასევე გვქონდა შეხვედრები მინისტრის მოადგილეებთან, ყველა შეხვედრა იყო მათ მიერ ჩაშლილი სპეციალურად. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი კუთვნილი ფართებით დაკმაყოფილებას, სანამ ეს არ მოხდება და კონკრეტულ პასუხებს არ გაგვცემენ, ჩვენ აქედან არ ვაპირებთ წასვლას. შეხვედრას ვითხოვთ ან ეკატერინე ტიკარაძესთან, ან პრემიერ-მინისტრთან, არანაირი მოადგილეები ჩვენ აღარ გვაინტერესებს, ჩვენ დავიღალეთ ტყუილი დაპირებებით. შეხვედრებზე, როცა ვხვდებოდით მათი პასუხი იყო ის, რომ ივლისში იქნებოდა კომისია, შემდეგ აგვისტოში, ახლა სექტემბრის შუა რიცხვებია და კომისია არც ვიცით, მუშაობს თუ არა, რადგან პასუხებს არ გვცემენ. ქირის გადახდის საშუალება აღარ გვაქვს და ამიტომ მივმართეთ უკიდურეს ზომას, ვართ აქ და არ ვაპირებთ აქედან გასვლას, სანამ არ მოვლენ და კონკრეტულ პასუხებს არ გაგვცემენ”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. აქციის მონაწილეების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში იმყოფება, სადაც მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ დარჩენას. მათ შორის არიან ბავშვები. შენობაში მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ.
---
17.09.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/564154-devnilebi-jandacvis-saministrostan-akcias-martaven
დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ
ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარ მოთხოვნა თავშესაფრით უზრუნველყოფაა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრთან შეხვედრას ითხოვენ და იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. „ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რასაც 27 წელია ველოდებით კუთვნილი ფართების მიღება. ჩვენს უკან ჩვენზე გაჭირვებული დევნილები დგანან. ჩვენ შეჩერებას არ ვაპირებთ, სანამ არ მივიღებთ დამაკმაყოფილებელ პასუხს. დაშლას არ ვაპირებთ და არსად წასვლას. მოგვცენ ფართები, აქ არიან ისეთი ოჯახები, რომლებიც ქირას ვერ იხდიან, რაც „დირსში“ ვიყავით შესულები, იქიდან მოყოლებული არის დაპირება“,-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფიქრია ცალანი.
---
17.09.2019
ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ გამოწვევად მოსახლეობის 47 % წამლების საფასურს ასახელებს, შემდეგ მოდის ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობა
NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილი არის მოსახლეობის 13%, ნაწილობრივ კმაყოფილია 58%, ნაწილობრივ უკმაყოფილო – 16%, ძალიან უკმაყოფილო კი – 9%. ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ გამოწვევად მოსახლეობის 47 % წამლების საფასურს ასახელებს, შემდეგ მოდის ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობა – 24%, 14% ჯანდაცვის სფეროს ყველაზე დიდ გამოწვევად სამედიცინო მომსახურების საფასურს ასახელებს, წამლების დაბალი ხარისხი – 5%, ბიუროკრატია ჯანდაცვის სისტემაში 3%. ჩამოთვლილ გამოწვევებს შორის არის და 1-1% აქვს, საავადმყოფოების ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის დაბალი ხარისხი, საავადმყოფოების სიმცირე და ცუდი სანიტარული პირობები საავადმყოფოებში. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ძალიან დადებითად 23% აფასებს, ნაწილობრივ დადებითად – 59%, ნაწილობრივ ან ძალიან უარყოფითად კი ჯამში – 13%. მოსახლეობის 64% ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობს, 34% კი ამბობს, რომ არა. მათგან, ვინც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს, 10% ამბობს, რომ პროგრამა მათ ყველა სამედიცინო ხარჯს ფარავს, 48% ამბობს, რომ ხარჯების ძირითად ნაწილს ფარავს, 34% ამბობს, რომ მცირე ხარჯებს, 2% ამბობს, რომ საერთოდ არ ფარავს. საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%. NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.
---
17.09.2019
მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=15923
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული გადამზადებისთვის რეგისტრაციის ვადა 20 სექტემბერს იწურება
სოციალური მომსახურების სააგენტო „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის" მორიგ ეტაპს იწყებს. რეგისტრაცია 12 სექტემბერს დაიწყო და 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს. მოკლევადიანი კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება. მომზადება-გადამზადების პროგრამები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც 41 მოთხოვნადი პროფესია გამოავლინა. მოთხოვნად პროფესიებს შორისაა: გიდი, კონდიტერი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, შემდუღებელი, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი, ბარმენი, ვებპროგრამისტი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი და სხვ. პროგრამის სამიზნე ჯგუფს 16 წლის ზემოთ, შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები წარმოადგენენ. უწყების ცნობით, მოკლევადიანი კურსების გავლა, საქართველოს მასშტაბით, 24, როგორც სახელმწიფო ისე კერძო, აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი. სამუშაოს მაძიებელმა, რეგისტრაციისთვის, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს. სწავლის დასაფინანსებლად სპეციალურ ვაუჩერებსაც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ. კურსების გავლის მსურველთა სასწავლო პროცესი 25 სექტემბერს დაიწყება.
---
17.09.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/564139-patriarki-jandacvis-ministrs-shexvda
პატრიარქი ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა საპატრიარქოში გაიმართა. პატრიარქმა მინისტრი დალოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/256952
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/ilia-meorem-ekaterine-tikaradzes-umaspindzla/
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/232552-patriarkma-dalotsa-jandatsvis-ministri-ekaterine-tikaradze
პია.ჯი- https://pia.ge/post/281893-ilia-meorem-ekaterine-tikarazes-umaspinzla
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=90002
---
17.09.2019
თეონა ჭალიძე NDI-ის კვლევაზე - ნათელია, რომ ხელისუფლება მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ პოლიტიკას არ ატარებს
ნათელია, რომ ხელისუფლება მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ პოლიტიკას არ ატარებს, - ასე ეხმაურება „ახალი საქართველოს“ სოციალური მომართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე NDI-ის კვლევას. თეონა ჭალიძის განცხადებით, NDI-ის უახლესი კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქვეყანაში სოციალური პრობლემები კვლავ პრიორიტეტია. მისივე თქმით, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მთავრობის მხრიდან ისევ უგულებელყოფილია. „სამუშაო ადგილები რომ არ არსებობს და არც არავინ ზრუნავს მათ შექმნაზე, ფასების ზრდა რომ ისევ ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობისთვისაა ყველაზე მტკივნეული და სიღარიბე რომ იზრდება, ეს ახალი არაა. NDI-ის კვლევით, მოსახლეობის ნახევარი ამბობს, რომ ამჟამად იმაზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა. მოსახლეობის ნახევრის თქმით, ბოლო 6 თვეში ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც უსახსრობის გამო კომუნალური გადასახადების დაფარვა ვერ მოახერხა. გასული წლის განმავლობაში მოსახლეობის ნახევარს ჰქონია შემთხვევა, როდესაც უსახსრობის გამო სამედიცინო მომსახურება ან წამლის შეძენა გადაუდია. ოჯახების 50 პროცენტის შემოსავალი კი არ აღემატება 500 ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ვერ იკვებებიან სრულფასოვნად. ეს თანხა ხომ არსებობისთვის ძლივს ჰყოფნის ოჯახებს. კვლევაში 54% ამბობს, რომ ოჯახს რომ დასჭირდეს მოულოდნელად 300 ლარის სესხება, ამ თანხის სესხებას უპროცენტოდ ვერ მოახერხებს. ამ კითხვაზე პასუხის საფუძველზე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ ჯანდაცვის ახალ მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, სოციალური მომსახურების სააგენტოს. ბატონებო და ქალბატონებო, შეგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში 1 000 000 ადამიანი გყავთ, აქედან საარსებო შემწეობით 433 522 ადამიანიდან 500 000-მდე ადამიანი არსებობს. თქვენი ბიუროკრატიული ხუშტურების გამო, ამ ადამიანებს პერიოდულად, ხან გეგმური და ხან არაგეგმური გადამოწმებების დროს, 3-4 თვით უჩერებთ საარსებო შემწეობის ჩარიცხვას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს, ბავშვებს წირავთ შიმშილობისთვის. როგორც ხედავთ, თუ აქამდე არ იცოდით, NDI-ის კვლევას მაინც დაუჯერეთ. ასეთ დროს ოჯახებს ფულის სესხება რომ დასჭირდეთ, ან საერთოდ ვერ იშოვნიან, ან ამას უპროცენტოდ ვერ მოახერხებენ. ამით ისევ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახები ზარალდებიან. შეცვალეთ ეს მავნე პრაქტიკა და ოჯახს მანამ ნუ შეუჩერებთ საარსებო შემწეობის ჩარიცხვას, სანამ არ დადასტურდება, რომ მას აღარ ესაჭიროება სახელმწიფოს დახმარება არსებობისთვის.“ - განაცხადა თეონა ჭალიძემ. აღნიშნულ ინფორმაციას „ახალი საქართველო“ ავრცელებს.
---
17.09.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/tbilaviamshenis-tanamshromlebi-kutvnil-xelfass-moitxoven
"თბილავიამშენის" თანამშრომლები კუთვნილ ხელფასს მოითხოვენ
კომპანია „თბილავიამშენის“ თანამშრომლები აქციას მართავენ კუთვნილი ხელფასის და დანამატის დროულად გაცემის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიაში დასაქმებულ 120-მდე ადამიანს ერთი თვეა ხელფასი არ მიუღია. დასაქმებულთა ინფორმაციით, თებერვალში გაფიცვის შემდეგ ადმინისტრაცია ხელფასზე დანამატს დაპირდა და ორი თვეა არც დანამატი აუღიათ. ხელფასის გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნებით „თბილავიამშენის“ 120-მდე თანამშრომელი თებერვლის ბოლოს გაიფიცა. 1 მარტს, პროფკავშირების გაერთიანებამ განაცხადა, რომ გაფიცვა შეწყდა, რადგან „თბილავიამშენის“ ადმინისტრაციასთან მიღწეულია შეთანხმება ხელფასის გაზრდის და საპრემიო სისტემის შემოღების შესახებ. კომპანია "თბილავიამშენი," რომლის ძირითადი საქმიანობაა სამხედრო თვითმფრინავების და სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოება და რემონტი, 2010 წლიდან სახელმწიფოს მფლობელობაშია.
---
17.09.2019
პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის მორიგი ეტაპი იწყება
სოციალური მომსახურების სააგენტო „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს. პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს. მოკლევადიანი კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება. მომზადება-გადამზადების პროგრამები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც 41 მოთხოვნადი პროფესია გამოავლინა. მოთხოვნად პროფესიებს შორისაა: გიდი, კონდიტერი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, შემდუღებელი, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი, ბარმენი, ვებ-პროგრამისტი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი და სხვ. მოკლევადიანი კურსების გავლა, საქართველოს მასშტაბით 24, როგორც სახელმწიფო ისე კერძო, აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი. პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების გავლის მსურველთა რეგისტრაცია 12 სექტემბრიდან დაიწყო და 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი, 25 სექტემბერს დაიწყება. სამუშაოს მაძიებელმა, რეგისტრაციისთვის, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს. სწავლის დასაფინანსებლად სპეციალურ ვაუჩერებსაც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ. პროგრამის სამიზნე ჯგუფს 16 წლის ზემოთ, შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები წარმოადგენენ. პროგრამაში ჩართვით დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული უნდა იყოს სამუშაოს მაძიებლად შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.gov.ge. პროგრამის მეორე ნაკადში მონაწილე პროფესიული სასწავლებლების ჩამონათვალი ასეთია: 1. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ახალი ტალღა 2. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი 3. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი იბერია 4. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი აისი 5. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ფაზისი 6. შპს ილია - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი 7. ა(ა)იპ საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის „საზოგადოება ცოდნა“ 8. შპს ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა 9. შპს კოლეჯი მესამე სამედიცინო 10. შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA 11. შპს მარნეულის კოლეჯი 12. შპს ბარაკონი 13. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ელიტი 14. შპს შავი ზღვის ბიზნესის აკადემია 15. შპს წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის მრავალპროფილიანი სკოლა-კოლეჯი 16. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ორიენტირი 17. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი 18. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემია 19. შპს საზოგადოებრივი ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია 20. შპს წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი 21. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი Natali Academy 22. შპს ინტერბიზნესის აკადემია 23. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი „გეორგია“ 24. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბეჭდვითი მედია
18.09.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
რეგისტრაციის ვადა 20 სექტემბერს იწურება
ოციალური მომსახურების სააგენტო „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის" მორიგ ეტაპს იწყებს. რეგისტრაცია 12 სექტემბერს დაიწყო და 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს. მოკლევადიანი კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება. მომზადება-გადამზადების პროგრამები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც 41 მოთხოვნადი პროფესია გამოავლინა. მოთხოვნად პროფესიებს შორისაა: გიდი, კონდიტერი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, შემდუღებელი, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი, ბარმენი, ვებპროგრამისტი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი და სხვ. პროგრამის სამიზნე ჯგუფს 16 წლის ზემოთ, შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები წარმოადგენენ. უწყების ცნობით, მოკლევადიანი კურსების გავლა, საქართველოს მასშტაბით, 24, როგორც სახელმწიფო ისე კერძო, აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი. სამუშაოს მაძიებელმა, რეგისტრაციისთვის, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს. სწავლის დასაფინანსებლად სპეციალურ ვაუჩერებსაც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ.
---
18.09.2019
მედიასაშუალება: ვერსია
როგორ ისჯება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი დანაშაულის ჩადენის დროს
ბოლო დროს, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი არაერთ უბედურ შემთხვევაში ფიგურირებს. მაგალითისთვის, პეკინის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა გავიხსენოთ, რა დროსაც შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე ქალმა, ბავშვი სახეში დანით დაჭრა და მიიმალა. ამ მოვლენების ფონზე, საექსპერტო საზოგადოება ხმამაღლა ალაპარაკდა, რომ ფსიქიატრიის სფეროში, 2011 წელს დაწყებულმა რეფორმამ შედეგი ვერ გამოიღო. „ვერსია“ დაინტერესდა, რა პრობლემებია დღეს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების რეაბილიტაციისა და მკურნალობის მხრივ. ასევე, საინტერესოა, როგორ მოქმედებს კანონი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ასეთ ადამიანებზე, ერთი მხრივ, სახელმწიფომ იზრუნოს და, მეორე მხრივ, ისინი გარშემომყოფებისთვის უსაფრთხონი იყვნენ. როგორც გავარკვიეთ, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებზე არ ვრცელდება სისხლის სამართლის კოდექსი ანუ მათ, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ციხეში კი არ სვამენ, არამედ სამკურნალო დაწესებულებაში ათავსებენ. იმას კი, თუ რამდენ ხანს იქნება საჭირო სტაციონარული მკურნალობა, მოსამართლე წყვეტს. რა მექანიზმით უნდა გაკონტროლდეს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა მკურნალობა მაშინ, როცა ისინი საავადმყოფოში არ იმყოფებიან და საზოგადოებაში ცხოვრებას ინტეგრირებულად აგრძელებენ? „ვერსია“ ფსიქიატრ გიორგი გელეიშვილს ესაუბრა: _ სტატისტიკა რომ ვნახოთ, ადამიანები, რომელთაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ, დანაშაულს გაცილებით იშვიათად ჩადიან, ვიდრე ისინი, რომლებსაც ფსიქიატრიული დიაგნოზი არ აქვთ. ამასთან, მაგალითად, შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული იმდენად აბსურდულია, რომ მისი ქცევა, როგორც წესი, ჩანს ანუ ეს ადამიანი ვერ ფარავს თავის კვალს და ამ დროს მოტივი ანგარება, ან სხვა პირადი სარგებელი კი არა, არამედ ავადმყოფური მდგომარეობაა. ამიტომ, იმის თქმა, რომ ავადმყოფები გამოვარდნენ ქუჩაში და მოქალაქეებს აზიანებენ, არ შეიძლება, თუმცა ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, რაც არასწორია. რაც შეეხება რეფორმას, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში პირველი ცვლილება ანუ ახალი ტიპის სერვისები, 2011 წლის ივნისში დაინერგა. როგორ მიდის ეს რეფორმა, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროში არიან. ძალიან სწრაფად იცვლებიან სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და იქ მყოფი სხვა პირებიც. ხშირად იქმნება ასეთი სურათი _ მოდის ახალი კადრი, იწყებს მუშაობას, მაგალითად, პროფესიული თემი, ან სერვისის მომხმარებელთა ოჯახის წევრები იწყებენ ახალ მინისტრის მოადგილესთან შეხვედრებს. უხსნიან, რა საჭიროებებია, ის აზრზე მოდის, შეიძლება, მოასწროს რაღაცის გაკეთება, გაივლის ერთი წელი და მერე ხსნიან. შემდეგ მოდის ახალი, რომელსაც დრო სჭირდება, რომ გაერკვეს და ა.შ. ანუ თანმიმდევრული რეფორმა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, საკმაოდ გაჭიანურებულია. ძირითადად, მინისტრის მოადგილეს ხვდება პროფესიული თემი, რადგან 2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრი არც პროფესიულ თემს შეხვედრია და არც _ უშუალოდ სერვისის მომხმარებელს. 2014 წელს, მთავრობამ დაამტკიცა 2015-2020 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგია, თუ როგორ უნდა განვითარდეს სერვისები. მანამდე, ძალიან ბევრი ადამიანი, ერთი წლის მანძილზე ვმუშაობდით _ ქართველები, ასევე უცხო ქვეყნის მსოფლიო ორგანიზაციის საუკეთესო ექსპერტები ჩამოდიოდნენ, რომ ვინმეს არ ეთქვა, ქართველები თავის თავზე ირგებენ რაღაცებსო, ისინი იყვნენ ჩართულნი ყველა ეტაპზე. ჩვენი დაწერილი გეგმა ჯანდაცვის სამინისტრომ შეკვეცა, ცოტა გაამარტივა და, ასე თუ ისე, რაღაც ფორმით მიიღო. ამ გეგმის მიხედვით, რაღაცები ნამდვილად კეთდება: 2015 წლიდან მოყოლებული, გაჩნდა ახალი სერვისები, დაფინანსდა 3 მობილური ჯგუფი, ხოლო შარშან და წელს, ახალი სერვისებიც დაემატა. სათემო სერვისებზე იყო აქცენტი, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაფერ ამას ორი ნაკლი აქვს _ ახალი სერვისი რომ იქმნება, აუცილებლად სჭირდება სუპერვიზია და მონიტორინგი. ადამიანს, რომელიც დღეს იწყებს მუშაობას, დამხმარე სჭირდება, ვისაც მიმართავს კითხვით, ან ის ვიღაც ადგილზე ჩავა და დაეხმარება, რომ სწორად იმუშაოს. წარმოიდგინეთ, 5 მილიონს ამატებ დაფინანსებას და ერთ თეთრს არ დებ მონიტორინგსა და სუპერვიზიაში. _ სუპერვიზია რას ნიშნავს? _ მაგალიათად, რომელიმე რეგიონში დაიწყო მუშაობა ახალმა მობილურმა გუნდმა, მას გამოუყვეს ბიუჯეტი, ამ ხალხს, რომელიც დღეს, ახალი მეთოდოლოგიით იწყებს მუშაობას, უამრავი კითხვა აქვს. მხოლოდ სახელმწიფო პროგრამის წაკითხვა საკმარისი არაა, მათ კითხვებს ვიღაცამ უნდა უპასუხოს და ძირითადად, ეს არის ქართველი, ან უცხოელი ექსპერტი, რომელსაც მეტი გამოცდილება აქვს. ეს შეიძლება, დისტანციურადაც მოხდეს, მაგრამ უკეთესია, თუ გამოცდილი სპეციალისტი ადგილზე ჩავა და იქ დაეხმარება გუნდს, რომ სწორად აეწყოს სერვისი. პირველი ერთი წელი რთულია, მაგრამ შემდეგ, როდესაც სწორ ლიანდაგზე დგება გუნდი, უკვე იცის, როგორ იმუშაოს. თავიდან ვატარებთ ტრენინგებს, მაგრამ ერთ-კვირიანი ტრენინგი არ იძლევა იმდენ ცოდნას, რომ პრაქტიკულად, ყველა კითხვაზე მიიღონ პასუხი. პერიოდულად, რეგიონებში ჩასვლა და დახმარება საჭიროა. _ საზოგადოებას ისიც განუმარტეთ, რას ნიშნავს სათემო სერვისი და რამდენად მნიშვნელოვანია მისი დანერგვა? _ გარდა კრიზისული მდგომარეობისა, როცა აუცილებელია სტაციონირება, სათემო სერვისის შემთხვევაში, ადამიანი თავის ოჯახშია. შეიძლება, სახლი არ აქვს და ფარდულში ცხოვრობს, მაგრამ იქ არის, სადაც მისთვის ჩვეული გარემოა და საზოგადოებასთან მაქსიმალურად ინტეგრირებულია. _ ბატონო გიორგი, რამდენად კარგად უწევენ შესაბამისი უწყებები ასეთ ადამიანებს მონიტორინგს? პეკინის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა რომ გავიხსენოთ, დამნაშავეს დაუდასტურდა შიზოფრენიის დიაგნოზი, მაგრამ მონიტორინგის ქვეშ რომ ყოფილიყო, ასეთ დანაშაულს ჩაიდენდა? კი ბატონო, კანონი ამ ადამიანების დაპატიმრებას კრძალავს, მაგრამ რამდენად აკონტროლებს, რომ ისინი უსაფრთხონი იყვნენ? _ ზოგს ჰგონია, რომ თუ მეტი ადამიანი იქნება ჩაკეტილი ინსტიტუციაში, მით უფრო უსაფრთხოდ ვიცხოვრებთ, მაგრამ ასე არ არის. თუნდაც უსაფრთხოებისთვის უკეთესია, როცა კარგად არის განვითარებული თემში მკურნალობის სამსახური. ის ადამიანი, ვინც 2016 წელს იწვა საავადმყოფოში და დაესვა შიზოფრენიის დიაგნოზი, გამოეწერა და ამის შემდეგ, არცერთხელ აღარ მისულა, თუ ექიმი, ან რომელიმე სერვისი არ მოიკითხავს, ყურადღებას არ მიაქცევს. რისკი იმისა, რომ მას ფსიქიკური მდგომარეობა მკურნალობისა და რეაბილიტაციის გარეშე, კვლავ გაუმწვავდება და შესაძლოა, ასეთი რამ ჩაიდინოს, უფრო მაღალია. სპეციალისტები სათემო სერვისების განვითარების აუცილებლობაზე, მარტო საექიმო პოზიციიდან არ ვლაპარაკობთ ხოლმე. რაც უფრო განვითარებულია ეს სერვისი, მით უფრო ნაკლებია ქვეყანაში ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემა და უყურადღებოდაა. საუკეთესო შემთხვევაში, არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს უყურადღებოდ. _ რა რეკომენდაციას უწევთ ჯანდაცვის სამინისტროს და კონკრეტულად, იმ ჯგუფს, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს? _ შარშან და შარშანწინ, ძალიან კარგად გაზარდეს ბიუჯეტი და სახელმწიფოს ფარგლებში, ახალმა მობილურმა გუნდებმა დაიწყეს ფუნქციონირება. ვფიქრობ, აუცილებელია ბიუჯეტის ერთი პროცენტი მაინც დაიხარჯოს იმაზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ სახსრები, რაც ახალ სერვისებზე გამოიყო, ნამდვილად ეფექტურად იხარჯება, თუ არა. აქ არ ვგულისხმობ რომელიმე სერსვისში პერსონალის დასჯას, ან თითის დაქნევას, ვგულისხმობ მათ მხარდაჭერას, რომ ნამდვილად სწორად და ეფექტურად იმუშაონ. ამასთან, ქვეყანა სათემო სერვისებით სრულად უნდა დაიფაროს ანუ გაგრძელდეს ის, რაც ბოლო წლებში, ეტაპობრივად მიმდინარეობს. არის რეგიონები, მაგალითად, ქარელი, გორი და კასპი, სადაც სათემო სერვისები საერთოდ არ არის. სათემო ამბულატორია კი აქვთ, მაგრამ მხოლოდ ორი ექიმი მუშაობს და გორიდან ფარავენ მთელ შიდა ქართლს. პრობლემაა ისიც, რომ რეგიონებში, ადამიანური რესურსი არ არსებობს. მაგალითად, კახეთში _ დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და ლაგოდეხშიც არ არის მობილური გუნდი, რაც ნიშნავს, რომ ამხელა მუნიციპალიტეტები, მხოლოდ კაბინეტის იმედად არიან დარჩენილნი. კაბინეტში კი ან მივა პაციენტი, ან _ არა. ამისთვის არის სერვისი, რომელიც თავად მიდის პაციენტთან და, ადრე თუ გვიან, მიიყვანს იმ მდგომარეობამდე, რომ ის დაიწყებს სერვისში სიარულს ანუ მთელ საქართველოს ფსიქიატრიულში ვერ დავაწვენთ. მიმაჩნია, რომ როგორც ამ ადამიანების ჯანმრთელობისთვის, ისე მათი ოჯახებისა და ზოგადად, უსაფრთხოებისთვის, სწორი მიმართულება სათემო სერვისების შემდგომი გაძლიერებაა, ოღონდ სუპერვიზიისა და მონიტორინგის მექანიზმის ამუშავებით.
---
18.09.2019
მედიასაშუალება: ვერსია
"გვეუბნებიან, მთავრობასთან სიტუაციაა დასალაგებელიო" _ ტყიბულის შახტაში დასაქმებულ 1200 მუშას ხელფასს არ უხდიან
„ჰოთნიუსს“ ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს ერთ-ერთი დასაქმებული, ხვიჩა გაბუნია დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ კუთვნილს ხელფასს 1200-მდე მუშას არ აძლევენ. „საქნახშირს“ უნდა აენაზღაურებინა ჩვენთვის ის კუთვნილი ხელფასი, რასაც გვიხდიდნენ სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, რასაც მანამდე ვაკეთებდით ბოლო ერთი წლის განმავლობაში. დღეს განგვიცხადეს, რომ ფული არ იქნება, ვერ მოვახერხებთ ვერანაირად და რამდენიმე კვირა დააგვიანდებაო. გვინდა, რომ გაჟღერდეს ეს ინფორმაცია და მთელმა საქართველომ გაიგოს, თუ რას გვიპირებენ. 1200 კაცი ვართ დარჩენილი უხელფასოდ. ხელფასი უნდა დარიგებულიყო, წესით, 15 რიცხვში, მერე გვითხრეს, რომ დარიგდებოდა დღეს და ახლა გვეუბნებიან, რომ რამდენიმე კვირა დააგვიანდებაო. კომპანია გვეუბნება, რომ თითქოს მთავრობა შეიცვალა, პრემიერთან მიდის რაღაც „დალაგება“ იმიტომ, რომ ჩვენ ხელფასებს მთავრობა გვიხდისო, თითქოს, მთავრობასთან სიტუაციაა „დასალაგებელი“, რომ ეს ფული გადმოირიცხოსო. ჩემი ანაზღაურება 850 ლარია~, _ აცხადებს მეშახტე.
---
18.09.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
ქვეყნის განვითარების ყველაზე კრიტიკული შეფასება ბოლო 9 წელიწადში, - რამდენად სანდოა „ენდიაის“ კვლევები
აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" („ენდიაი") მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, საზოგადოება მთავარ ეროვნულ საკითხებს ეკონომიკას უკავშირებს - სამუშაო ადგილებს, ფასების ზრდას, ინფლაციასა და სიღარიბეს. კვლევის მიხედვით, 2010 წლის შემდეგ ქვეყნის განვითარების კურსისადმი ნდობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილში ძირითადი აქცენტები ეკონომიკისა და ჯანდაცვის საკითხებზეა. კვლევა ეხება ასევე ქვეყნის განვითარების, საგარეო პოლიტიკური კურსისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებას. ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, ეს კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას არ ენდობა. სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე კი ამ კვლევის სანდოობას ეჭქვეშ აყენებს. გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა (83%) კვლავაც ფიქრობს, რომ ქალები პარლამენტის დეპუტატების მინიმუმ 30%-ს უნდა შეადგენდნენ. ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა კვლავ სტაბილურია: მოსახლეობის 78% ევროკავშირში, ხოლო 71% ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. გამოკითხულთა 41% კი თვლის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო. გარდა ამისა, გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მოქალაქეების მხოლოდ 18% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. გია ხუხაშვილის განცხადებით, ეს კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის ნდობა ხელისუფლებისადმი ძალიან დაბალია, თუმცა ხელისუფლება ამის გამოსასწორებლად პრაქტიკულად არაფერს აკეთებს. „მთლიანობაში სამწუხაროდ სურათი არის ასეთი: ხალხის ემოციური გაწყობაა -ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი, პერსპექტივის არქონა. ამას ემატება სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უნდობლობა. საპენსიო რეფორმა დიდი ნდობით არ სარგებლობს. „შეიძლება ქვეყანაში იყოს პრობლემები, თუმცა გარკვეული ოპტიმიზმი არსებობდეს, რწმენა იმისა, რომ ხვალ უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს არის. ამ კვლევაში ზუსტად ეს გამოჩნდა, რომ უფრო ნეგატიურ ციკლში ვართ - ადამიანები ხვალინდელი დღისგან უარესობას ელოდებიან და არა უკეთესობას, რაც ყველაზე დრამატული მომენტია. „ეს კვლევები აჩვენებს, რომ ხელისუფლებას აქვს ძალიან დაბალი ნდობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არჩევნების პროგნოზირება შეგვიძლია. გარდა იმისა, რომ ადამიანებს არ მოსწონთ დღევანდელობა, მათ უნდა ჰქონდეთ უკეთესი შეთავაზება, რაც ჯერჯერობით ოპოზიციის მხრიდან არ ჩანს," - აღნიშნა მან. სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე „ენდიაის" კვლევებს ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ მაში უამრავი ფაქტობრივი შეცდომაა და არის მონაცემები, რომლებიც ერთმანეთს გამორიცხავს. „მონოპოლია კვლევების ჩატარებაზე საქართველოში უნდა დამთავრდეს. კვლევებს უნდა ატარებდეს მედიაკონსორციუმი, ან ინდუსტრიული კომიტეტი. ძალიან მნიშვნელოვანია ვინ აყალიბებს პრიორიტეტებს, დღის წესრიგს, სხვადასხვა საკითხების აქტუალიზაციას ვინ ახდენს. ეს სპეკულაციები უნდა დამთავრდეს. „ხშირ შემთხვევაში ეჭვის ქვეშ ვაყენებ მთლიანად კვლევებს ან ფრაგმენტებს. „ენდიაიმ" და „აირაიმ" უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და ქვეყანაში კვლევების ჩატარება შეწყვიტონ, მით უფრო, როდესაც აზრთა სხვადასხვაობაა და ყოველთვის ჩნდება პოლიტიკური ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც უნდობლობას უცხადებენ. ამ შედეგების ინტერპრეტაცია ყოველთვის გამწვავებული პოლემიკის საგანი ხდება. „ეკონომიკის მდგომარეობას აფასებენ ცუდად. ეს კვლევა არის ივლისში ჩატარებული. „ენდიაი" ვერ ანსხვავებს ეკონომიკას და სოციალურ მდგომარეობას. ობიექტურად, ივლისში საქართველომ 6%-იანი ზრდა აჩვენა, რაც ერთერთი მაღალი ნიშნულია, რომელიც ამ წლების განმავლობაში გააჩნდა. თუკი ვხედავთ, რომ ეკონომიკა იზრდება, რამდენად კორექტულია, რასაც „ენდიაი" აქვეყნებს? ეს კვლევები რეალურ ფაქტებს ეწინააღმდეგება. „ასევე არის უხეში შეცდომები. როდესაც „ენდიაი" რესპონდეტს ეკითხება საპენსიო სისტემაში ჩართულობის შესახებ, ფორმულირებაშია შეცდომა. არ არსებობს საპენსიო სისტემა, არსებობს დაგროვებითი საპენსიო სისტემა. რესპონდენტს დიდი ალბათობით აერეოდა სოციალური პესნია და დაგროვებით სისტემა. ასევე არ არსებობს საპენსიო ფონდი, არის საპენსიო სააგენტო. „არის შეცდომები და ეს შეცდომები გავლენას ახდენს კითხვის რეველაციაზე. თუ არ არის გარანტია იმისა, რომ რესპონდეტნს ზუსტად ესმის ის, რის შესახებაც ეკითხებიან, ეს კვლევა შეიძლება ჩაითვალოს არასანდო კვლევად. „თუ 41% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა არის ცუდი მოვლენა, როგორ შეიძლება ნატო-ს და ევროკავშირს ჰქონდეს მხარდაჭერა 70%-ზე მეტი? რომელ მონაცემს დავუჯეროთ? თავისუფალი სამყაროს შეფასებით, საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერია იყო, რომელიც თავის ღირებულბებით რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის სამყაროს," - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ. კვლევების შესახებ საუბრისას ხუხაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში მდგომარეობის უკეთესობისკენ შესაცვლელად, საჭიროა სათავეში გამოჩნდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოებას ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთებას არ აიძულებს. „დღევანდელ სკეპტიციზმს არა მხოლოდ ხელისუფლებაში ხედავენ ადამიანები, არამედ მთლიანად პოლიტიკურ ელიტაში. არავის იმედი არ აქვთ და არავისი არ სჯერათ. ხელისუფლებას აქვს პრობლემა, თუმცა, თუ ის არ გამოჩნდა, ვისაც განცდა გაუჩნდება, რომ ამ პრობლემას გადაწყვეტს, მაშინ რატომ უნდა შეცვალონ? „ხელისუფლება ამ ძირითადი პრობლემების გადაწყვეტაზე არც ფიქრობს, ის გართულია თავის ბრძოლაში. მან მთავარ პრობლემად „ნაციონალების" დამთავრება გამოაცხადა მაშინ, როდესაც ადამიანების რეალური პრობლემა „ნაციონალების" დამთავრება კი არ არის, მთავარი უმუშევრობა, მაღალი სოციალური რისკები და ინსტიტუტებისადმი ნდობის ამაღლება. ხელისუფლება გვეუბნება, რომ „ამ პრობლემების გადაწყვეტას არ ვაპირებ, არამედ „ნაციონალების" დამთავრებას"; „ხელისუფლება აბსოლუტურად არაადეკვატურია და აცდენილია რეალურ პრობლემატიკასთან. ეს ნიშნავს იმას, რომ მას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს, არც ფიქრობს, რომ გადაწყვიტოს პრობლემები. ფიქრობს ერთადერთ რამეზე - როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ძალაუფლების შენარჩუნების ფორმულას პოზიტივში ვერ ხედავს, ისევ ნეგატივში, დაპირისპირებასა და საზოგადოების კიდევ უფრო დანაწევრებაში," - განაცხადა გია ხუხაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ „ხშირ შემთხვევაში, კვლევის შედეგები დამოკიდებულია იმ საინფორმაციო ველზე, რაც ქვეყანაში იქმნება". მისი თქმით, რეალური სურათი დადებულია იმ კვლევებში, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია, საქმიანობაც ამ კვლევებზეა ორიენტირებულია და არა კვლევებზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად არის ანგაჟირებული. „ჩვენი კვლევები ამბობს, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, მთავარი გამოწვევა დასაქმებაა. სოციალურ თემებშია საკმაოდ სერიოზული პოზიტივები, რასაც შენარჩუნება უნდა. ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში წარადგენს არსებული ვითარების რადიკალურად გაუმჯობესების პროგრამას. „სერიოზული პრობლემებია ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართულებით. ჩვენი კვლევებით, პოლიტიკური განწყობები საკმაოდ პოზიტიურია ქვეყნის სტრატეგიაზე, რაც ტარდება საგარეო კურსის მიმართულებით. რაც პრობლემაა, ხელისუფლება არათუ გრძნობს, პასუხისმგებლობას ითავისებს. უპასუხისმგებლო ხელისუფლება იმ პერიოდში გვყავდა," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
---
18.09.2019
მედიასაშუალება: სარკე
დედა შიმშილობს, რომ შვილებს ლუკმები გამოუზოგოს
ქუთაისში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, ჯანელიძეების ოჯახის უკიდურესი სიღარიბის შესახებ ყველამ იცის. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ოთხი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მათი სახლი იმდენად დაზიანებულია, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომ სახლის მიმდებარედ, ბეტონის ოთახს შეაფარეს თავი, რომელიც ისეთი ნესტიანია, ოჯახის თითოეულ წევრს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. -ამ გარემომ ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები ხომ არ შეუქმნა? "როგორ არა! ნესტისგან ასთმური შეტევები განუვითარდათ, თვეში ორჯერ საავადმყოფოში მყავს ფილტვების და ბრონქების პრობლემებით. მკურნალობა მეტნაკლებად დაფინანსებულია, მაგრამ მედიკამენტები იმდენად ძვირი ღირს, რომ არ ვიცი, საიდან რას ვყიდულობ/. ღვთის მადლით, სოციალაური დახმარება გვაქვს. ეს თანხა თვიდან თვემდე და კვირიდან კვირამდე მაქვს გადანაწილებული, მაგრამ მაინც არ გვყოფნის.
---