| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-17.12.2019 |
| Received On : | 17.12.2019 08:53 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 17.12.2019
ტელევიზია
17.12.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის დელეგაციის შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6553478
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6553717
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6553708
---
17.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების მინისტრებს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე მინისტრის საათის ფრომატში მოუსმენენ. პარლამენტის თავმჯდომარეს რიგარეშე სხდომების ჩასატარებლად პრეზიდენტს შესაბამისი განცხადებით მიმართავს. ეკატერინე ტიკარაძესთან ნათია თურანავასთან და მიხეილ ჩხენკელთან კითხვები მათ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ექნებათ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6553646
რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6553416
---
17.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
15 წლის მოზარდს რომელმაც თვითმკვლელობა სცადა იაშვილის სახელობის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმებმა ოპერაციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს რაც თავი ტვინმა შეშუპება დაიწყო. ამ დროისატის პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მედიკამენტოზურ მკურნალობას განაგრძობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6553621
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6554005
---
17.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
საარსებო მინიმუმი წლის მაქსიმუმზეა. საქსტატის ინფორმაციით, ნოემბერში შრომისუნარიან მამაკაცს არსებობისთვის 195 ლარი და 60 თეთრი სჭირდებოდა. მინიმუმი წლიურ ჭრილში 1 ლარითა და 30 თეთრით არის გაზრდილი, წინა თვესთან შედარებით ზრდა 3 ლარი და 30 თეთრია. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 173 ლარითა და 30 თეთრით განისაზღვრება, სამსულიანი ოჯახის შემთხვევაში საარსებო მინიმუმად საქსტატს 311 ლარი და 90 თეთრი აქვს განსაზღვრული, 6 და მეტსულიანი საარსებო მინიმუმი კი 460 ლარითა და 90 თეთრით განისაზღვრება. საქართველოში საარსებო შემწეობას 416 400 პირი იღებს, რაც 116 111 ოჯახს შეადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 25 700-ით არის შემცირებული. ამ დროისთვის მოსახლეობის 11.2%-ია ეს წილობრივად. სახელმწიფო წლის დასაწყისიდან 286 მლნ ლარი და კიდევ უფრო მეტი დახარჯა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6553630
---
17.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
დატყვევებული ექიმი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6553315
---
16.12.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
სახელმწიფო უწყებებში შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემები აუდიტის სამსახურმა გაასაჯაროვა. დოკუმენტის მიხედვით, სხვაობა წლევანდელსა და შარშანდელ მონაცემებს შორის, დაახლოებით, 18 მილიონია. ოპოზიცია პარტიული აქტივის დასაქმებაზე საუბრობს, ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ საბიუჯეტო თანხების ცვლილებები უწყებების გამსხვილებამ გამოიწვია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის განცხადება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6552783
---
16.12.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 21:00
15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის საქმის ახალი დეტალები - საქმეს ის გამომძიებელი იძიებს, რომელმაც 2011 წელს, აღიარებით ჩვენების მისაღებად ბრალდებულის წამების ბრძანება გასცა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6553080
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6552755
იმედი-ქრონიკა 20:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6553074
---
16.12.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 21:30
სადაზღვეო სექტორი და კლინიკები ქვეყანაში ტურისტების სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანრეგვას ითხოვენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6553278
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6552240
---
ინტერნეტი
17.12.2019
მედიასაშუალება: http://pia.ge/post/298617-msoflio-bankis-vasingtonis-delegacia-jandacvis-saministros-ewvia
მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის დელეგაცია ჯანდაცვის სამინისტროს ეწვია
მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდნენ. მხარეებმა ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლო სფეროებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსაც. მინისტრთან შეხვედრა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა საკმაოდ პროდუქტიულად შეაფასა. „შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული, რომელსაც ვაშინგტონიდან მოწვეული ჯანდაცვის მაღალკვალიფიციური ექსპერტები ესწრებოდნენ. განვიხილეთ ჯანდაცვის სისტემაში არსებული რეფორმები და ვისაუბრეთ ახალ შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის არის გამიზნული. საუბარი შეეხო ფასწარმოქმნას, სახელმწიფო დანახარჯების ეფექტურად გადანაწილებას, საჯარო და კერძო სექტორს შორის არსებულ დინამიკას. მოუთმენლად ველით სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ამ საკითხებზე მუშაობას და ჯანდაცვის კუთხით იდეალური შედეგის მიღწევას“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა. სამუშაო შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილეც ესწრებოდა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა შეხვედრაზე ის ტექნიკური საკითხები გამოიკვეთა, რაშიც მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ჯანდაცვის რეფორმის პროცესში მონაწილეობა, ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმის საკითხები, ასევე ხარჯების დადგენის, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, ეს არის ყველა ის სფერო რაზეც ჩვენ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად, მოკლე ხანში, გვექნება მუშაობის დაწყების საშუალება და ეს ყველაფერი მოხდება ახლად ჩამოყალიბებული უნივერსალური ჯანდაცვის საბჭოს ფარგლებში, რომელიც გააერთიანებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, სამედიცინო დაწესებულებებს და შექმნის ძალიან კარგ პლატფორმას იმისთვის, რომ ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ერთიან, გაზიარებულ ფორმატში საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=94643
---
17.12.2019
„ჯანდაცვა, რომ ეკონომიკაა მტკიცდება იმით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა საბოლოო ჯამში ფასების რეგულაციამდე მივიდა“, - ვახტანგ მეგრელიშვილი მინისტრის განცხადებას აფასებს
„დღევანდელი მინისტრი ამბობს, რომ ჯანდაცვა ეკონომიკა არ არისო. ჰოსპიტალური სექტორი, რომ ეკონომიკაა ეს იმით მტკიცდება, რომ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა საბოლოო ჯამში ფასების რეგულაციამდე მივიდა“- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი. როგორც ცნობილია,ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი ბიზნესი.ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ ჯანდაცვა ჩვეულებრივ საბაზრო ეკონომიკის პრინციპზეა დაფუძნებული. „არსებობს ისეთი გავრცელებული მოსაზრება, რომ ჯანდაცვა არ არის ბიზნესი და მას სოციალური მნიშვნელობა აქვს, ანუ იქ ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი და ა.შ. მე მჯერა, რომ ეკონომიკა ნებისმიერი დარგის შემთხვევაში ერთი და იგივე კანონებით მოქმედებს ,ეს ჯანდაცა იქნება, სარესტორნო თუ ნებისმიერი სხვა ბიზნესი. ამაზე უბრალოდ განსხვავებული წარმოდგენი გვაქვს. დღევანდელი მინისტრი აგრძლებს იმ პრობლემების გამოსწორებას, რომელიც სერგეენკომ შექმნა. საყოველთაო ჯანდაცვის პრობლემების პროგნოზირება ეკონომიკის ცოდნიდან გამომდინარე შეიძლებოდა. ჯანდაცვა, რომ ეკონომიკა არ იყოს, ჩვენ ვერ მივხვდებოდით სფეროში გადადგმულ თოთოეული ნაბიჯს რა შედეგი მოჰყვებოდა. 2013 წელს ზუსტად წარმოვიდგინე, რომ თუ ეკონომიკის კანონებს არ მივაქცდევდით ყურადღებას, მაშინ წარმოქმნებოდა ის პრობლემები, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ამის პროგნოზირების საშუალება მე ეკონომიკის ცოდნამ მომცა. ეს ყველაფერი შეიძლებოდა პირველივე დღეს წარმოგვედგინა, რადგან თუ არა თეორიული, მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემების პრაქტიკული გამოცდილებაც გვაქვს, რომელშიც ყველგან ერთი და იგივე პრობლემებია, არაფერი განსხვავებული საქართველოში არ ხდება“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. „კომერსანტმა“ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს სთხოვა ის მიზეზები დაესახელებინა, რის გამოც ჯანდაცვა მომგებიანი ბიზნესი უნდა იყოს. „ჯანდაცვა უნდა იყოს მომგებიანი იმიტომ, რომ ექიმებს ჰქონდეთ სტიმული პაციენტებს ხარისხიანი სერვისი მიაწოდონ, იმიტომ, რომ ექიმს ექიმობა უნდა უნდოდეს. მაგალითად, ბრიტანელი ექიმები ამერიკაში გარბიან, რადგან ბრიტანეთში არის საყოველთაო ჯანდაცვის მსგავის მოდელი, სადაც ყველაფერი, მათ შორის ექიმების ხელფასები რეგულირებულია. ისინი გარბიან ისეთ ადგილას, სადაც ექიმობას უფრო მეტი ბენეფიტი მოჰყვება. იგივე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ექთნები გარბიან დასავლეთ ევროპაში, რადგან იქ უკეთესი ანაზღაურებაა. თუ არ წარმოვიდგენთ, რომ ჯანდაცვა ბიზნესია და ეკონომიკის ჩვეულებრივი სექტორია, მაშინ ბუღალტერია არ უნდა გვჭირდებოდეს. სინამდვილეში ბუღალტერია გვჭირდება იმისთვის, რომ განვსაზღვროთ როგორ ვიმუშვეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ფასები უნდა იყოს ღია, რადგან თუ ფასი უცნობია, მთელი ეკონომიკა ინგრევა, რეალურად ჩვენთვის უცნობი ხდება წარმატების და წარუმატებლობის კრიტერიუმები. ნებისმიერ ეკონომიკის დარგში, რაც უფრო შეზღუდულია თავისუფლება მით უფრო ძვირდება პროდუქცია და პაციენტისთვის ხელმიუწვდომელი ხდება. როგორ მოქმედებდა ის რეგულაციები რომელიც სახელმწიფომ დააწესა? წლების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებლებს, რომ შევხედოთ ვნახავთ, რომ იმის პარალეურად, რომ სახლემწიფო ყოველწლიურად მეტ ფულს ხარჯავდა, ინფლაციის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვა ეკონომიკის ჩვეულებრივი სექტორია და ეკონომიკის იგივე კანონები მოქმედებს როგორც სხვაში“, -განაცხადა ვახტანგ მეგრელშვილმა.
---
17.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/jandacvis-reforma---axali-iniciativa-swori-tu-mcdari-nabijebi--eprc-is--diskusias-martavs-/45410/
„ჯანდაცვის რეფორმა - ახალი ინიციატივა: სწორი თუ მცდარი ნაბიჯები?“ – EPRC-ის დისკუსიას მართავს
დღეს, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, რიგით მესამე დისკუსიაზე იმართება. როგორც bm.ge-ის EPRC-დან აცნობეს, სადისკუსიო თემა ეძღვნება ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმის ახალ ტალღას. დისკუსია სახელწოდებით: „ჯანდაცვის რეფორმა - ახალი ინიციატივა: სწორი თუ მცდარი ნაბიჯები? სასტუმრო „თბილისი რუმსში“ (Event Room), 11:00 საათზე დაიწყება. ცნობისთვის: 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო საზოგადოებას გააცნო ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმა: „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა.“ აღნიშნული რეფორმა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. რეფორმის ყველაზე ხმაურიანი ნაწილი აღმოჩნდა საქართველოს მთავრობის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის რიგ სერვისებზე ტარიფები გათანაბრდა.
---
17.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/universaluri-jandacvis-xelmisawvdomobis-sabchos-pirveli-sxdoma-xval-gaimarteba/45433/
უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება
უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება, - ამის შესახებ bm.ge-ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განუცხადა. მისი თქმით, საბჭოს 30-მდე წევრი ეყოლება და შემადგენლობა ამ დრომდე ზუსტდება. როგორც ცნობილია, პირველ სხდომაზე მთავრობის 520-ე დადგენილებაზე იმსჯელებენ. „სამინისტრომ ჯანდაცვის რეფორმებზე მსჯელობის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობისთვის შევქმენით უნივერსალური ჯანდაცვის საბჭო, რომლის შესახებაც უკვე მომზადებულია მინისტრის ბრძანება. საბჭოში გაერთიანებული არიან სამედიცინო მომსახურეობის მიმწოდებელი დაწესებულებები, სამთავრობო უწყებები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი. საბჭოში 30 ადამიანის წევრობა არის გათვალისწინებული, ასევე შეიქმნება თემატური სამუშაო ჯგუფები. ჩვენ გავგზავნეთ კლინიკებთან, რომ წარმოადგინონ ჯგუფები შემდგომი მუშაობისთვის. ეს ჯგუფები ხვალიდან გაააქტიურებენ მუშაობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე ინფორმაციით, საბჭოს შემადგენლობაში იმ 26 კლინიკის წარმომადგენლებიც შევლენ, რომელთაც 520-ე დადგენილების თაობაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით პირველად მიმართეს. ცნობისთვის: საბჭოს დებულება საკანონმდებლო მაცნეში დღესვე გამოქვეყნდება.
---
17.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/jandacvis-saministro-datmobaze-midis---mtavrobis-520-e-dadgenilebashi-cvlilebebia/45436
ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის - მთავრობის 520-ე დადგენილებაში ცვლილებებია
ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის და მზადაა, მთავრობის 520-ე დადგენილებაში რიგი ცვლილებები განახორციელოს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დეფიბრილატორის გამოყენება ფაქტიური დანახარჯის მიხედვით ანაზღაურდება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში განფასება თავიდან მოხდება. „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დეფიბრილიტორთან დაკავშირებით, რაზეც დიდი მღელვარება იყო - დეფიბრილიტორის გამოყენება ანაზღაურდება ფაქტიური დანახარჯის მიხედვით. ასევე მიმდინარეობს რთული, განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობის ცალკე განფასებისთვის მსჯელობა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობები, რაც არის იშვიათი, თუმცა მათი ფინანსური ზეგავლენა მაღალია, ამ შემთხვევებზეც გაკეთდება განფასება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
---
17.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/levan-koberidze---vfiqrob-saministros-eyofa-ketilgoniereba-da-520-e-dadgenilebas-shecvlis-/45439/
ლევან კობერიძე - ვფიქრობ, სამინისტროს ეყოფა კეთილგონიერება და 520-ე დადგენილებას შეცვლის
"მე ვფიქრობ, 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამინისტროს ეყოფა კეთილგონიერება, რომ სიჯიუტე არ გამოიჩინოს და შეცვლის თავის გადაწყვეტილებებს" - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს EPRC-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე - „ჯანდაცვის რეფორმა - ახალი ინიციატივა: სწორი თუ მცდარი ნაბიჯები?, განუცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილებების შეცვლის წინაპირობები არსებობს. „ეტყობა სადღაც დაიდო პირობა, რომ ბიუჯეტში თანხას აუცილებლად შეამცირებდნენ და ამის დასამტკიცებლად კეთდება ყველაფერი, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ სამედიცინო სფერო ერთიანობაში შეინარჩუნებს პრინციპულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, სხვადასხვა ფორმატებში დავაყენებთ ამ საკითხს. ცუდი ის არის, რომ 520-ე დადგენილება არ შეჩერებულა, უკვე ერთი თვეა საკმაოდ დიდი პრობლემა იქმნება პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობაში. პაციენტები უკვე ბევრ სერვისს ვერ იღებენ. მინდა შევახსენო სამინისტროს, რომ ხარისხიან ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა და მთავრობის ვალდებულებაა, ეს სერვისი მოქალაქეებს მიაწოდოს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
---
17.12.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/tamar-gabunia-sakhelmwifo-defibrilatoris-fass-klinikebis-mier-wardgenili-faqtobrivi-danakharjebis-mikhedvit-gadaikhdis/
თამარ გაბუნია - სახელმწიფო დეფიბრილატორის ფასს კლინიკების მიერ წარდგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით გადაიხდის
სახელმწიფო ელექტრული სამედიცინო აპარატის, დეფიბრილატორის ფასს კლინიკების მიერ წარდგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით გადაიხდის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან შეხვედრის დაწყებამდე. თამარ გაბუნიას თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, სწორედ დეფიბრილატორის ფასს ეხებოდა, ამიტომ მსჯელობის შემდეგ უწყებამ გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო დანახარჯს არა N520-ე დადგენილების შესაბამისად უწყების მიერ დადგენილი ტარიფით, არამედ კლინიკების ფაქტობრივი დანახარჯის მიხედვით გადაიხდის. „ფინანსური ინფორმაცია ძალიან ბევრი კლინიკისგან მივიღეთ. უკვე ძალიან სრულყოფილი მონაცემთა ბაზა გვაქვს და ეს მონაცემები მუშავდება. გამოიკვეთა გარკვეული ცვლილებისა და კორექტირების საკითხი. მინდა, მაგალითისთვის გითხრათ, რომ დეფიბრილატორთან დაკავშირებით, რაზეც დიდი მღელვარება იყო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დეფიბრილატორის ფასი ანაზღაურდეს ფაქტიური დანახარჯის მიხედვით“, – ამბობს გაბუნია. ამასთან, მინისტრის მოადგილემ იმ სპეციალური საბჭოს შემადგენლობაზეც ისაუბრა, რომელიც მთავრობის 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ შეიქმნა. თამარ გაბუნიას თქმით, 30-წევრიანი საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება და მას კლინიკების წარმომადგენლები და სფეროს სპეციალისტები დაესწრებიან. საბჭოს ფორმატში სამინისტროს მიერ კლინიკებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე დაწესებულ ტარიფებზე იმსჯელებენ. „საბჭო იმუშავებს აქტიურად და ყველანაირად ვეცდებით, გადაწყვეტილების მიღებაში დაყოვნებები არ იყოს. სამუშაო პროცესში ჩაერთვება ყველა დაინტერესებული მხარე, ასევე საბჭო იქნება ღია და, ვისაც სურვილი ექნება, ყველას შეუძლია, დაესწროს და მიიღოს დისკუსიაში მონაწილეობა. საბჭოს მუშაობის ვადები დამოკიდებული იქნება საკითხების რაოდენობაზე. საკითხები კი, რომელზეც უკვე გვაქვს მომზადებული გადაწყვეტილებები, ამოქმედდება ძალიან მოკლე ვადაში, მათ შორის დეფიბრილატოს დაფინანსების წესიც”- განაცხადა გაბუნიამ. მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს, 21 ნოემბრიდან შევიდა ძალაში. სამედიცინო მომსახურებებზე სამინისტროს მიერ დაწესებულმა ტარიფმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, უწყების მიერ შეთავაზებული ტარიფები მიზერულია და პაციენტისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას ვერ უზრუნველყოფს.
---
17.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/tamar-gabunia-vaketebt-analizs-xom-ar-shemcirda-gegmiuri-operaciebis-chatarebis-sixshire/45437/
თამარ გაბუნია: ვაკეთებთ ანალიზს, ხომ არ შემცირდა გეგმიური ოპერაციების ჩატარების სიხშირე
"ვაკეთებთ ანალიზს, ხომ არ შემცირდა გეგმიური ოპერაციების ჩატარების სიხშირე", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ EPRC-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე - „ჯანდაცვის რეფორმა - ახალი ინიციატივა: სწორი თუ მცდარი ნაბიჯები?, ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა კლინიკების ხელმძღვანელების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ფინანსური ზარალის გამო გეგმიური ოპერაციები შეაჩერეს და მხოლოდ გადაუდებელ პროცედურებს ატარებენ. „გეგმიური ოპერაციების შეჩერების შესახებ ინფორმაცია ჩვენამდე მოდის არაფორმალური გზებით, სოციალური მედიის საშუალებით. აქამდე მხოლოდ ორი პაციენტი დაუკავშირდა სამინისტროს და დასვა შეკითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად უფლებამოსილია კლინიკა, უარი უთხრას გეგმიური ოპერაციის გაკეთებაზე. ამ შემთხვევაში კლინიკის მოვალეობები განისაზღვრება დადგენილებით, თუ კლინიკა გადაწყვეტს, უარი თქვას გეგმიურ ოპერაციაზე და ჩათვლის, რომ ფინანსური რისკი იმდენად მაღალია, რომ მას ამ რისკის მართვა არ შეუძლია, არსებობს პროცედურა - ჩვენ უნდა გვაცნობოს ამის შესახებ და სოციალური მომსახურეობის სააგენტო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მსგავსი ტიპის შეტყობინება ჩვენამდე მოსული არ არის. ჩვენ ვანაზღაურებთ გეგმიურ ოპერაციებს, პროცესი მიმდინარეობს. ამჟამად ვაკეთებთ ანალიზს, ხომ არ შემცირდა გეგმიური ოპერაციების ჩატარების სიხშირე, თუმცა ფორმალური შეტყობინება სამინისტროში არ შემოსულა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
---
17.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/universaluri-jandacvis-xelmisawvdomobis-sabchos-pirveli-sxdoma-xval-gaimarteba/45433/
უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება
უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საბჭოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება, - ამის შესახებ bm.ge-ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განუცხადა. მისი თქმით, საბჭოს 30-მდე წევრი ეყოლება და შემადგენლობა ამ დრომდე ზუსტდება. როგორც ცნობილია, პირველ სხდომაზე მთავრობის 520-ე დადგენილებაზე იმსჯელებენ. „სამინისტრომ ჯანდაცვის რეფორმებზე მსჯელობის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობისთვის შევქმენით უნივერსალური ჯანდაცვის საბჭო, რომლის შესახებაც უკვე მომზადებულია მინისტრის ბრძანება. საბჭოში გაერთიანებული არიან სამედიცინო მომსახურეობის მიმწოდებელი დაწესებულებები, სამთავრობო უწყებები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი. საბჭოში 30 ადამიანის წევრობა არის გათვალისწინებული, ასევე შეიქმნება თემატური სამუშაო ჯგუფები. ჩვენ გავგზავნეთ კლინიკებთან, რომ წარმოადგინონ ჯგუფები შემდგომი მუშაობისთვის. ეს ჯგუფები ხვალიდან გაააქტიურებენ მუშაობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე ინფორმაციით, საბჭოს შემადგენლობაში იმ 26 კლინიკის წარმომადგენლებიც შევლენ, რომელთაც 520-ე დადგენილების თაობაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით პირველად მიმართეს. ცნობისთვის: საბჭოს დებულება საკანონმდებლო მაცნეში დღესვე გამოქვეყნდება.
---
16.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/turnava-tikaradze-da--chxenkeli---mimdinare-kviras-ministris-saatis-formatshi-3-ministrs-mousmenen/45401/
თურნავა, ტიკარაძე და ჩხენკელი - მიმდინარე კვირას „მინისტრის საათის“ ფორმატში 3 მინისტრს მოუსმენენ
მიმდინარე კვირაში „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტში ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების მინისტრებს მოუსმენენ. პარლამენტში, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 18, 19 და 20 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში ეკატერინე ტიკარაძეს, ნათია თურნავას და მიხეილ ჩხენკელის მოხსენებებს მოისმენენ. 20 დეკემბერს, რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურება.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/577675-mimdinare-kvirashi-parlamentshi-jandacvis-ekonomikisa-da-ganatlebis-ministrebs-mousmenen
---
16.12.2019
მედიასაშუალება: http://pia.ge/post/298592-15-wlis-mozardis-mkurnalobasi-israelis-wamyvani-hospitlebis-specialistebi-caertvebian
15 წლის მოზარდის მკურნალობაში ისრაელის წამყვანი კლინიკების სპეციალისტები ჩაერთვებიან
15 წლის მოზარდის მკურნალობაში ქართველ ექიმებთან ერთად ისრაელის წამყვანი კლინიკების სპეციალისტები ჩაერთვებიან - ამის შესახებ ინფორმაციას მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კლინიკისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი კოორდინაცით დღეს ღამით თბილისში ისრაელის წამყვანი ჰოსპიტლების ნეიროქირურგიული დეპარტამენტის დირექტორი და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ჩამოფრინდნენ. ისინი ქართველ ექიმებთან ერთად განსაზღვრავენ 15 წლის მოზარდის სამედიცინო მდგომარეობას და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას. 11 დეკემბერს თბილისში 15 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადახტა ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზად სამართალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განიხილება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეს და განყოფილების გამომძიებელს უფლებამოსილება მათივე ინიციატივით შეუჩერდათ. ამასთან, შსს ცნობით, საქმეზე საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს.
---
16.12.2019
მედიასაშუალება: http://www.gbc.ge/index.php?m=home&newsid=112407
416 400 მოქალაქე შემწეობაზე ცხოვრობს
თბილისი (GBC) - საქართველოში საარსებო შემწეობას 416 400 პირი იღებს, რაც 116 111 ოჯახს შეადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 25 700-ით შემცირდა. ამ დროისთვის მოსახლეობის 11.2% იღებს. ამ მიზნით სახელმწიფომ წლის დასაწყისიდან 286 მლნ ლარზე მეტი დახარჯა. ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია, სადაც საარსებო შემწეობას ადგილობრივი მოსახლეობის >37% იღებს. შემწეობაზე დამოკიდებულთა რაოდენობა (წილი) რეგიონების მიხედვით: ( %) საქართველო 411 400 100 აჭარა 41 504 12.3 თბილისი 86 700 7.5 გურია 18 427 16.3 რაჭა/ლეჩხუმი/ქვ.სვანეთი 11 852 37.3 კახეთი 41 743 13.1 იმერეთი 54 851 10.2 მცხეთა-მთიანეთი 12 519 13.3 სამეგრელო/ზემ.სვანეთი 55 747 16.8 სამცხე-ჯავახეთი 10 900 6.9 ქვემო ქართლი 44 874 10.6 შიდა ქართლი 40 221 15.2 სურათზე ჩანს ნათია თურნავა.
---
16.12.2019
მედიასაშუალება: http://ghn.ge/news/237116-saarsebo-minimumi-rekordul-nishnulzea
საარსებო მინიმუმი რეკორდულ ნიშნულზეა
საქსტატმა 2019 წლის ნოემბრის თვის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, 7%-იანი ინფლაციის ფონზე, მინიმალური თანხა, რაც ერთი თვის განმავლობაში ადამიანის არსებობისთვის არის აუცილებელი რეკორდულ მაჩვენებლამდე - 195.6 ლარამდე გაიზარდა. ეს სტატისტიკა ქვეყანაში ინფლაციის ფონზე ცხოვრების ღირებულების გაძვირებაზე მეტყველებს. საქსტატის მონაცემებით, ცალკეული ჯგუფების მიხედვით საარსებო მინიმუმი ასეთია: შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 195.6 ლარი; ერთსულიანი ოჯახისთვის - 173.3 ლარი; ორსულიანი ოჯახისთვის - 277.2 ლარი; სამსულიანი ოჯახისთვის - 311.9 ლარი; ოთხსულიანი ოჯახისთვის - 346.5 ლარი; ხუთსულიანი ოჯახისთვის - 389.8 ლარი; ექვსსულიანი და მეტი - 460.9 ლარი; როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს? საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს. საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება. მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი გათბობის ხარჯების გამო საშუალოდ 20%-ით მაინც უფრო ძვირია ვიდრე ზაფხულში. იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა მცირეა. მაგალითად, 2019 წლის იანვარში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 355.9 ლარს შეადგენდა, ივნისში კი, ის 374.8 ლარი იყო. რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად სავარაუდოა სეზონებს შორის დანახარჯების სხვაობა ასეთი მცირე ყოფილიყო. საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს. ეს ცხრილი ასე გამოიყურება: პური - თვეში 7.5 კილოგრამი (დღეში 250 გრამი) ლობიო - თვეში 600 გრამი; ბრინჯი - თვეში 300 გრამი; მაკარონი - თვეში 450 გრამი; ღორის ხორცი - თვეში 300 გრამი; ქათმის ხორცი - თვეში 600 გრამი; ძეხვი - თვეში 300 გრამი; კარტოფილი - თვეში 4.5 კილოგრამი; კომბოსტო - თვეში 1.2 კილოგრამი; მაწონი - თვეში 750 გრამი სრული რაციონი იხილეთ ბმულზე. საარსებო მინიმუმის გამოთვლის შემდეგ საფეხურზე აღნიშნულ საკვებ რაციონს აჯამებენ, რის შედეგადაც დაიანგარიშება თვეში საკვები რაციონის ღირებულება. შემდეგი საფეხური ამ მიღებული თანხის “შევაჭრების კოეფიციენტზე” გაყოფაა. რა არის ე.წ. “შევაჭრების კოეფიციენტი”? დავუშვათ, რომ საკვები რაციონის საერთო ღირებულება გამოვიდა 200 ლარი. საქსტატი ამ მიღებულ რიცხვს ყოფს 0.86-ზე, ანუ მას 14%-ით ამცირებს. ამას “შევაჭრების კოეფიციენტის” შეწონვა ეწოდება. მთავრობის შეფასებით, ადამიანი, რომელიც ამ სასურსათო კალათას ყიდულობს თითოეულ შენაძენზე პროდუქტის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით 14%-იან ფასდაკლებას იღებს. 2003 წელს ამ მეთოდოლოგიის დაწერის დროს მაღაზიებში პროდუქტების ფასზე ვაჭრობა გავრცელებული პრაქტიკა იყო, დღეს კი, სუპერმარკეტებში ფასზე ვაჭრობის შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს. რა ხდება მას შემდეგ, რაც სასურსათო ხარჯებს დაითვლიან? სასურსათო კალათის ღირებულებას საქსტატი ყოფს 0.7-ზე, ეს კი იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმში საკვების ხარჯები განისაზღვრება 70%-ით. მეთოდოლოგიის მიხედვით, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები, თუმცა აღნიშნული არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ისევე სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. ხარჯების პირობითად ასეთი გადანაწილება (70% სურსათი, 30% სხვა დანარჩენი ხარჯები) ეფუძნება ეკონომიკურ დაშვებას, რომ რაც უფრო ღარიბია ადამიანი მის მთლიან ხარჯებში სურსათის წილი უფრო მაღალი იქნება. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 41.4%-ია. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა შემოსავლის 41.4%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს 58%-ს კი სხვა სერვისებში იხდის (მაგალითად, გადასახადები, ტრანსპორტი, განათლება კომუნალური ტარიფები, გართობა და სხვა). საარსებო მინიმუმის დათვლაში კი, გამოიყენება სასურსათო ხარჯების 70%-იანი მაჩვენებელი, დანარჩენი 30% ისევე სურსათის ხარჯებიდან იანგარიშება. შესაბამისად, ერთადერთი რეალური ცვლადი რომელსაც დღეს საარსებო მინიმუმზე აქვს გავლენა არის ქვეყანაში სურსათის ფასები.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=94633
---
16.12.2019
„დღესაც სასწრაფო გვყავდა, შვილების გარეშე ვერ გავძლებ. გვიშველეთ“ - სამი შვილის დედა დახმარებას ითხოვს
სოციალურ ქსელში ახალგაზრდა დედა თავის შეჭირვებულ მდგომარეობაზე საკმაოდ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. თამთას სამი შვილი ჰყავს... აი, რას წერს ის. “გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწევაო, ჩემზეა ნათქვამი. ვარ 3 შვილის მარტოხელა დედა, ძალადობის მსხვერპლი, რომელმაც თავი დააღწია ძალადობას და ქუჩაში სრულიად მარტო აღმოვჩნდი 3 პატარასთან ერთად. აქედან სულ პატარას აქვს გულის მანკი და 3თვეში ერთხელ გამოკვლევები ჭირდება. მე თვითონ მოვიტეხე ხელი და გიფსში მაქვს საშინელი ტკივილებით. ბარბარეს ენტერო ვირუსი აქვს და სახლშიც კი ვერ ვახერხებ მის მკურნალობას. მიზიან ბავშვები მშივრები. „ხაზეიკამ“ ბინა დამიცალეო იმიტომ, რომ ვერ გადავიხადე. მოდის ახალი წელი და ბავშვები მთხოვენ, რომ მათაც ქონდეთ საკვები და ტკბილეული მაინც. სხვა აღარაფერზეა ლაპარაკი. 3 დღეა ვერავის ვეღარ ვართმევ და პურს მთხოვს პატარა. იმის საშუალებაც არ მაქვს ვუყიდო. ამ უკიდურესობაში ვარ სიკვდილს ვნატრობ და გამოსავალს ვეღარ ვხედავ. დედებო, ქალებო, ადამიანებო, ნუ დაგვტოვებთ ბედის ანაბარა. ნუ იტყვით, რომ თქვენი თუნდაც 1 პური არაფერს შეეშველებაო. უკიდურესობამდე დასული დედა გევედრებით, გიჩოქებთ... აღარ მცხვენია, აღარც ვფიქრობ არაფერზე, მეტს ვეღარ ვუძლებ, დამეხმარეთ. ყველას სათითაოდ გიდგებით მუხლებზე, ნუ დაგვტოვებთ ქუჩაში ამ ახალ წელს. მიშველეთ, მომეხმარეთ უკიდურეს გაჭირვებაში ვარ. ბარბარობას ჩემი ბარბარეს დაბადების დღეა, მისი ნატვრაა ამ დღეს მაინც არ იყოს მშიერი. გთხოვთ, 50 თეთრი შეიძლება ვინმესთვის არაფერს ნიშნავს, ჩვენთვის ცხოვრების გაგრძელების იმედია. გემუდარებით დამეხმარეთ, ვისაც რითი შეგიძლიათ დამიდექით გვერდში. ნუ გამწირავთ, ჩემი შვილების გარეშე ვერ გავძლებ. ეს ჩემი თიბისი ანგარიშის ნომერია GE62TB7576045061100067 ჩემს სისხლსაც კი აღარ იბარებენ, რომ პური მაინც ვუყოდო პატარებს. არც წამალი გვაქვს, არც საკვები, არც დაბადების დღეზე შემიძლია ბავშვის გახარება, არც ახალი წლის აღნიშვნა. მობრძანდით ვინც შეძლებთ, ადგილზე შეგვამოწმეთ. გთხოვთ ნუ გაატარებთ ყველას ერთიანობა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ჩვენთვის. დღესაც სასწრაფო მყავდა, გთხოვთ გვიშველეთ. უფალი დაინახავს თქვენს სიკეთეს.” საკონტაქტო ნომერი 579 792645
---
16.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/unicef-xelisuflebas-martlmsadjulebis-sistemashi-bavshvta-uflebebis-dacvisken-mouwodebs
UNICEF ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს
გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაცული იყოს ბავშვთა უფლებები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში. ამით UNICEF 15 წლის მოზარდზე პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლის ფაქტს გამოეხმაურა. "გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს, შექმნან ბავშვის ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა. კონვენციის მიხედვით, დაუშვებელია ბავშვის იძულება, ჩვენება მისცეს მოწმის, ან სხვა ნებისმიერი სტატუსით და აღიაროს დანაშაული. ასევე, აკრძალულია ბავშვის წამება, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა და დასჯა", — ნათქვამია ფონდის განცხადებაში. გაეროს ბავშვთა ფონდი აცხადებს, რომ პოლიცია მართლმსაჯულების სისტემასთან შეხების პირველი წერტილია, ამიტომ მნიშვნელოვანია, პოლიციის კადრები დაკომპლექტდეს მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან. ფონდი თავის განცხადებაში ჩამოთვლის შემდეგ რეკომენდაციებს: "პოლიციის სისტემაში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩართულ ყველა უწყებაში შეიქმნას სპეციალური დანაყოფები ან გამოიყოს პროფესიონალები, რომლებიც მხოლოდ არასრულწლოვანთა საქმეებით იქნებიან დაკავებულნი; მნიშვნელოვანია განსაკუთრებული სიფრთხილით შეირჩეს კადრები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში გაივლიან გადამზადებას და მათ საქმიანობაზე რეგულარულად განხორციელდება მონიტორინგი; უაღრესად მნიშვნელოვანია, საშუალო რგოლის მენეჯერებმა გააცნობიერონ ბავშვზე მორგებული მიდგომების მნიშვნელობა, რათა ხელი შეუწყონ პროფესიონალებს მათი საქმიანობის განხორციელებაში; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დანაშაულის მოწმე ყველა ბავშვს ხელი მიუწვდებოდეს იურიდიულ დახმარებაზე სისტემასთან კონტაქტის პირველივე წუთებიდან; აუცილებელია, მუდმივი ზედამხედველობა გაეწიოს ბავშვებთან დაკავშირებულ შემთხვევებს, რათა მოხდეს იდენტიფიცირება და რეაგირება ბავშვთა უფლებების შელახვის ნებისმიერ ფაქტზე მართლმსაჯულების სისტემაში". ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. შემთხვევა 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. იგი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია. "პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან", — ნათქვამია საიას განცხადებაში, საპირისპიროს კი ირწმუნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
---
16.12.2019
„მიშველეთ, სანამ ჩემს ფსიქიკურად დაავადებულ ქალიშვილს რამე უბედურება არ ჩაუდენია“
---
16.12.2019
Equalised Tariffs and New and Old Challenges of the Healthcare System
---
ბეჭდვითი მედია
17.12.2019
მედიასაშუალება: ქრონიკა+
ინვალიდთა და ხანდაზმულთა ცენტრის დირექტორის 56 000-ლარიანი სახელფასო დანამატი
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დაბოლების მორიგ სტადიას გადის. დედაქალაქის 25 კლინიკა ფაქტობრივად სტაგნაციაში იმყოფება და პრემიერის გადაწყვეტილებას ელოდება. ყველა გეგმიური ოპერაცია და ხელფასების გაცემა შეჩერებულია. საუბარია იმაზე, რომ ბიუჯეტში ფული აღარ არის და ფასები დასაკორექტირებელია. როდესაც მთავრობა ბიუჯეტის ხარჯვაზე საუბრობს და კერძო სექტორისკენ იშვერს ხელს, რაც დღესდღეისობით ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელია, პირველ რიგში საკუთარი უწყებების მიერ გაფლანგულ მილიონებზე უნდა დაფიქრდეს, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ. "ო.ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკის ცენტრიდან" დავიწყებთ, რომელიც სახელმწიფო საწარმოა. 2018 წლის 15 ნოემბრამდე ხელმძღვანელობის უფლებამოსილებას ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო. 2018 წლის შემდეგ მართვის უფლება გადაეცა შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს." 2019 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეადგინა ანგარიში კლინიკური ცენტრის ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული გახარჯვების შესახებ. 2015-2017 წწ-ში Internationaler Hilfsfonds E.V-ს საქართველოს წარმომადგენლობასთან, ყოველწლიურად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში იღებდა ჰუმანიტარულ ტვირთს. ხელშეკრულების თანახმად, კლინიკური ცენტრი ვალდებული იყო წარმომადგენლობის საბანკო ანგარიშზე ტვირთის მიღებამდე გადაერიცხა ე.წ საქველმოქმედო ღონისძიებათა ორგანიზების შესაწევარი. 2015-17 წწ-ში კლინიკური ცენტრის მიერ შესაწევარის სახით გადახდილია 68 182 ლარი, თუმცა ცენტრმა ვერ წარმოადგინა ამ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები. კიდევ უფრო საინტერესოა პრემია-დანამატების საკითხი. 2015-18 წლებში დირექტორის ბრძანების საფუძველზე, კლინიკური ცენტრის თანამშრომლებზე გაცემულია 337 268 ლარის სახელფასო დანამატი და 110 987 ლარის პრემია, სულ - 448 256 ლარი. 2016 წლის დასაწყისიდან კლინიკური ცენტრის დირექტორმა წინასწარ, წლის დასაწყისშივე დაინიშნა ყოველთვიური დანამატი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით და 2016-2018 წლებში ამ საფუძვლით ჯამში მიიღო 56 000 ლარის დანამატი, რაც კლინიკური ცენტრის მიერ დასაბუთების გარეშე გაცემული დანამატის 20%-ს შეადგენს. ახლა გადავიდეთ სახელმწიფო შესყიდვებზე! 2015-2018 წლებში კლინიკურმა ცენტრმა 298 ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელა 5 464 242 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა, მათ შორის ელექტრონული ტენდერით - 4 978 050 ლარის, კონსოლიდირებული ტენდერით - 55 246 ლარის, ხოლო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით - 430 944 ლარის შესყიდვა. 2015-16 წლებში გამარტივებული ელექტრონული ტენდერების საფუძველზე შპს "ავერსი- გეოფარმთან" ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვასთან დაკავშირებით გაფორმდა 370 546 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. კლინიკურმა ცენტრმა შეიძინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი რაოდენობის მედიკამენტი, ღირებულებით - 118 417 ლარი. ზედმეტმა გადახილმა თანხამ 5 002, 95 ლარი შეადგინა. 2015-2018 წლებში კლინიკურმა ცენტრმა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე არ ატვირთა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული 62 670 ღირებულების 24 ხელშეკრულება. ასე მაგალითად, კონსოლიდირებული ტენდერის გზით შეძენილი საწვავის გარდა, კლიკუტმა ცენტრმა დამატებით, სხვადასხვა მიმწოდებლისგან შეიძინა 10 888 ლარის ღირებულების 4 572 ლიტრი საწვავი, რა დროსაც დაფიქსირდა საბაზრო ღირებულებაზე მაღალ ფასად საქონლის შესყიდვის შემთხვევები. 2015 წელს კლინიკურმა ცენტრმა შესყიდვის წინ ბაზრის კვლევის განხორციელების გარეშე საოპერაციო მობილური რენტგენის აპარატის შესაძენად გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი სავარაუდო ღირებულებით - 55 000 ლარი. კონკურენციის არარსებობის პირობებში გაიმარჯვა ფიზიკურმა პირმა, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით 49 940 ლარი. კლინიკურმა ცენტმა ტენდერში გამარჯვებულ ფიზიკურ პირს გადაუხადა მხოლოდ 30 000 ლარი. უფლებამოსილი პირის განმარტებით, თანხა არასწორად იქნა გადახდილი, ვინაიდან ცენტრის ხელმძღვანელობისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურ იძიებდა სახელმწიფო ქონების, მათ შორის, მოცემული აპარატის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტს. როგორია? 2015-2018 წლებში აკუმულირებული 2 271 448 ლარის წმინდა მოგებიდან, კლინიკური ცენტრის მიერ რეინვესტირდა 1 946 085 ლარი. მათ შორის პარტნიორის თანხმობისა და მთავრობის დადგენილებით შექმნილი სპეცოალური კომისიის გადაწყვეტილების გარეშე, რეინვესტირებულმა თანხამ შეადგინა 1 314 681 ლარი. უფრო გასაგები ენით რომ ვთქვათ, კლინიკური ცენტრის მიერ მოქმედი წესის გაუთვალისწინებლად გახარჯულია სერიოზული თანხები.
---
17.12.2019
მედიასაშუალება: ქრონიკა+
ლაბორატორიების "ომი"
ორი თვის წინ, "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" ადგილობრივ ჰიგიენური პროდუქციის შესწავლის გამო სავაჭრო ობიექტებში მთელი რიგი შესყიდვების სია განახორციელა ნიმუშების უცხოეთის ლაბორატორიაში გადაგზავნის მიზნით. საერთო ჯამში, შეისყიდეს 35 დასახელების პარფიუმერული-კოსმეტიკური პროდუქცია, რომელიც მავნე ნივთიერებებზე გამოსაკვლევად საფრანგეთის ლაბორატორიას გადაეცა. საკვლევ თემას წარმადგენდა საფრთხის შემცველი ნივთერება - პარაბენების, კონსერვანტებისა და ბარიუმის შემცველობის დადგენა. შემოწმების პარამეტრებად განისაზღვრა ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისი მაჩვენებლები. საფრანგეთის ლაბორატორიაში კვლევის შედეგად 35 ნიმუშიდან 5-ში პარაბენების ის სახეობები აღმოჩნდა, რომელთა გამოყენებაც ევროკავშირში იკრძალება. ეს პროდუქცია გახლავთ: ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი "Garnier", ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი Amalfy, თმის საღებავი CLAIROL, თხევადი ტუჩსაცხი Seville, Manceline, ფრჩხილის ლაქი Olivia. აღნიშნული კვლევის შედეგების თაობაზე გაიგზავნა წერილები მთავრობაში, პარლამენტში, იმ კომპანიებთან, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხერხდა (მაგალითად, შპს "სუფთა სახლს" - ტუჩსაცხსა და სახის საცხზე, შპს "ნავნეს"- თმის საღებავზე; ასევე მწარმოებელ ფირმას: L'Oreal-ს სახის საცხზე). ლაბორატრიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფიოს საელჩოს დაფინანსებით "უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს" ფარგლებში. 2019 წლის 10 სექტემბერს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისგან მიიღო საპასუხო წერილი, რომლითაც აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა მათ მიერ გაგზავნილი ინფორმაციის განხილვა. პარალელურად, Amalfy-ის ბრენდის იმპორტიორმა ფირმა "ჰისპანიამ" თავის სოციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" თაღლითობაში დაადანაშაულა. "ჰისპანიამ" გამოაქვეყნა კვლევის ოქმის ქართული თარგმანი, სადა მონიშნული ჰქონდა რამდენიმე წინადადება და ამტკიცებდა, თითქოს დასკვნაში წერია, რომ შემოწმებულ ნიმუშში განზრახ იყო დამატებული მავნე ნივთიერებები. "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" ეს იმდენად აბსრუდულ ბრალდებად მიიჩნია, რომ სერიოზულად არც განუხილავს. "ჰისპანიამ" ასევე გამოაქვეყნა "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმის" მიერ შემოწმებული პარტიის ერთ-ერთი შამპუნის ლაბორატორიული შემოწმების შედეგები, რომელიც ესპანეთში ჩატარდა და ამ ნიმუშში პარაბენები არ აღმოჩნდა. თუმცა, ცენტრის განმარტებით, ეს მაინც არ გამორიცხავს იმას, რომ მათ მიერ შემოწმებულ ნიმუშში პარაბენები არ იყო, ვინაიდან ეს შამპუნები ქარხნულად დალუქული არ იყიდება. 15 ოქტომბერს "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" მიიღო ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი მათ მიერ გაგზავნილ წერილზე. სამინისტრო აღიარებდა ცენტრის მიერ დაყენებულ პრობლემას და მზადყოფნას გამოთქვამდა პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმის განსაზღვრასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში მონაწილეობისთვის. ისმის კითხვა: თუ "ჰისპანიის" პროდუქტი ქარხნულად ილუქება და ისე გადის გასაყიდად, ხომ არ ჯობდა, "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს" საფრანგეთში შემოწმებაზე დალუქული პროდუქციის ნიმუში გაეშვა?! სხვა საკითხია, რატომ ვერ აკონტროლებს "ჰისპანია" საუთარ პროდუქციას, რომელიც დაულუქავი იყიდება. აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ აუცილებელია ქვეყანაში პარფიუმერულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე როგორც უსაფრთხოების კონტროლს მიღმა არსებულ სამომხმარებლო პროდუქციაზე სახელმწიფო კონტროლის დანერგვა.
---
17.12.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა და ენდიაიმ გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები ჯანდაცვის მომსახურების ხარისხზე საქართველოში
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა და ენდიაიმ გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები ჯანდაცვის მომსახურების ხარისხზე საქართველოში. გამოკითხულთა 18% აცხადებს, რომ ხელმისაწვდომი ჯანდაცვა ერთერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული საკითხია. უმრავლესობა (71%) კმაყოფილია მომსახურების ხარისხით და 79% ენდობა ქართველი ექიმების მიერ დასმულ დიაგნოზს. თუმცა, ამავე დროს, ბევრი მათგანი ამბობს, რომ თუ სერიოზული მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა დასჭირდებათ, ამჯობინებენ საზღვარგარეთ წასვლას. კვლევამ აჩვენა, რომ ეთნიკური უმცირესობები და ადამიანები 35-და 54 წლამდე უფრო კმაყოფილები არიან ჯანდაცვის სისტემით, ვიდრე ქართველები და ასაკით უფრო ახალგაზრდები (18-34).
---
17.12.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
"მე სახლში აღარ დავბრუნდები" - რა უთხრა დედას სახლიდან გასვლისას 15 წლის მოზარდმა, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა
რატომ სცადა 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა და იყო თუ არა დაკითხვის დროს პოლიციელების მხრიდან მასზე ზეწოლა?! - კვლავ უცნობია. თუმცა, ოჯახი იმ გამომძიებლის ვინაობას ასახელებს, რომელსაც დაკითხვისას ბავშვზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მოზარდს 4 საათის განმავლობაში ფსიქოლოგიურად ატერორებდნენ და ე.წ. „კაპეზეთი“ აშინებდნენ. მოზარდი, რომელიც პოლიციაში დაკითხვის შემდგ დიღომში მე-9 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა კვლავ კომატოზურ მდგომარეობაშია. „რეზონანსს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, რომ მისი მდგომარეობა ისევ მძიმეა და მოზარდი სიცოცხლისთვის იბრძვის. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, როდესაც 10 დეკემბერს“მწვანე სკოლაში“ მისულ მასწავლებლებს და მოსწავლეებს სკოლის კედლები და დაფები წითელი საღებავით მოხატული დახვდათ. სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციაში დარეკა და გამოძიება დაიწყო. გამოძიების ვერსიით, მოზარდმა, რომელიც ამავე სკოლაში საწავლობდა და მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ გადიყვანეს, კედელზე წარწერა „ამ ცხოვრების დედაც“ დატოვა. კადრების ნახვის შემდეგ პოლიციამ მოზარდი ამოიცნო და დედასთან ერთად მისი დაკითხვა გადაწყვიტა. თუმცა, ბავშვის ოჯახი ამბობს, რომ მშობელი პოლიციამ სახლში გაგზავნა და ბავშვი მათთან რამდენიმე წუთი დარჩა. სწორედ ამ დროს მოხდა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და ბავშვს აღიარებითი ჩვენების მიცემა მუქარის მეშვეობით მოახდინეს. დაშავებული მოზარდის ძმა ყვება, რომ პოლიციელები ბავშვს ე.წ. კაპეზეთი ემუქრებოდნენ, ხოლო მას შემდეგ რაც სკოლის მოწავლე შეუძლოდ გახდა და ტირილი დაიწყო, უთხრეს, რომ სასწრაფოს მას შემდეგ გამოიძახებდნენ, რაცა ამას თავად გადაწყვეტდნენ. „ჩვენ გავარკვიეთ იმ პოლიციელების ვინაობა, რომლებიც ჩემს ძმაზე ზეწოლას ახორციელებდნენ. სამ პოლიციელს ჰქონდა ამ საქმესთან შეხება. როცა დაკითხვა მიმდინარეობდა, დაძაბულობა იყო ჩემს ძმასა და გამომძიებელს შორის. ხმამაღალი საუბარი იყო, ყვირილი. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც დაკითხვას ესწრებოდა, წამოიმართა და შეურაცხყოფა მაიყენა. ამ ხმაურზე გამოვიდა კიდევ ერთი თანამშრომელი და სწორედ იმან გაიყვანა ჩემი ძმა ცალკე ოთახში. “იქიდან ჩემი ძმა ატირებული გამოვიდა და სასწრაფოს ითხოვდა, რაზეც მიღო პასუხი, რომ სასწრაფოს მაშინ გამოიძახებდა, როცა ამას თვითნ გადაწყვეტდა. ჩემმა ძმამ დედას უთხრა, რომ „კაპეზეთი“ დაემუქრნენ" - ჰყვება დაზარალებულის ძმა. მისივე თქმით, ბავშვზე ზეწოლა 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეუბნებოდნენ, რომ ის კამერებში ამოიცნეს და თუ სიმართლეს არ იტყოდა, ჯერ სასწავლებლიდან მის ძმას გამოაგდებდნენ, რომელიც კადეთა სამხედრო სასაწვალებლის მოსწავლეა და შემდეგ მას მიხედავდნენ. ის მოხვდებოდა ისეთ ადგილას, სადაც კარგად იცოდა რაც ელოდა. „დედა, როდესაც უკან სახლიდან დაბრუნდა, მას ჩემი ძმა უკვე ატირებული დახვდა. ეუბნებოდნენ, რომ მე სასწავლებლიდან გამომაგდებდნენ და მისნაირებისთვის კისერი ბევრჯერ მოუგრეხიათ. დედა ამბობს, რომ პოლიციელების მხრიდან გინების ფაქტიც ყოფილა. მას შეეშინდა და პოლიციელების ზეწოლაზე რეაგირება ამიტომ არ მოხდინა. პირველ დღეს დაკითხვა იმის გამო ვერ დასრულდა, რომ ჩემი ძმა ძალიან ცუდად იყო. ამიტომაც გამოკითხვაზე დამატებით მეორე დღეს დაიბარეს. “თუმცა, წინა დღეს აღიარებული დანაშაული კვლავ უარყო. ამაზე პოლიციელები გაბრაზდნენ და ისევ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დედა და ჩემი ძმა უკან სახლში წამოვიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ დედამ, როდესაც ყუარდღება მოადუნა, ჩემი ძმა სახლიდან გავიდა, დედამ რომ დაუძახა - სად მიდიხარო, გაბრაზებულმა უპასუხა, რომ სახლში აღარ დავბრუნდებიო. დედამ მაშინვე იმ პოლიცილეს დაურეკა, ვინც საქმეს იძიებდა და დახმარება სთხოვა. მან კი უპასუხა, რომ შენი შვილი რომაა გორში, ის ჩამოვიდეს და იმან მოგიძებნოსო“, - აცხადებს დაზარალებულის ძმა. შინაგან საქმეა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი კი პოლიციელების მხრიდან მოზარდზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ სიცრუეა თითქოს მოზარდმა დანაშაული ზეწოლის შემდეგ აღიარა. მისი თქმით, პოლიციაში ბავშვის გამოკითხვას, როგორც პირველ, ასევე მეორე დღეს დედაც ესწრებოდა და აღიარებითი ჩვენება საერთოდ არ ყოფილა. მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ განყოფილების უფროსიის მოადგილე ბავშვს დედის გარეშე გაესაუბრა, თუმცა, ეს გამოკითხვის დაწყებამდე მოხდა. „აღნიშნული ფაქტი იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ არასრუწლოვანს დედასთან კონფლიქტი მოუვიდა და ამის გამო განყოფილიების უფროსის მოადგილე მას გაესაუბრა. არანაირი ზეწოლა არ ყოფილა . თუმცა, იმ კითხვებს, რაც დღეს საზოგადოებაში არსებობს, სახელმწიფო ინსპექციის სამსახური იძიებს და პასუხი გაეცემა“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
---