| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-17.10.2019 |
| Received On : | 17.10.2019 07:26 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 17.10.2019
ტელევიზია
17.10.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
საცხოვრებელი ბინების მოთხოვნა და 1 თვიანი პროტესტი, ჯანდაცვის სამინისტროსთან იძლებით გადაადგილებულების აქცია გრძელდება. ისინი დახმარებას სახალხო დამცველსაც სთხოვენ, ომბუცმენის აპარატს ოფიციალური წერილით დღეს მიმართავენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6403733
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6403691
რუსთავი 2 - კურიერი 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6403714
---
17.10.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 08:00
"სტრატეგია აღმაშენებლის"-მეორე თემატური პრეზენტაცია გაიმართა ივენთ ჰოლში. სტრატეგიის იდეის ავტორმა და ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, საზოგადოებას ჯანდაცვის სისტემის გეგმა წარუდგინა. პრეზენტაციას დაინტერესებული პირები და დარგის სპეციალისტები დაესწრნენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6403710
I არხი - მოამბე 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6403764
---
16.10.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
დევნილთა პროტესტის 31-ე დღე. ჯანდაცვის უწყების დუმილი და დროებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში შეჭრის მცდელობა. აქციის მონაწილეები დილიდან ისევ ეკა ტიკარაძის უწყების ახალ გადაწყვეტილებას ელოდებიან დევნილთათვის ბინების დარიგების პროცესთან დაკავშირებით. ბრალდებები მიკერძოებულ გადაწყვეტილებებზე, ღირს თუ არა ქულების მიღება ფულით და რა პასუხი აქვს სამინისტროს. პოლივიამ აქციის მონაწილეობის მცდელობა რომ ეა ტიკარაძესთან სესულიყვნენ აღკვეთა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6403164
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6403245
ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6403170
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6403212
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6403030
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6402937
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6402871
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6402776
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6402711
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6402495
მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6402355
---
16.10.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 21:00
ჯანდაცვის საკუთარი მოდელი წარადგინა დღეს გიორგი ვაშაძემ სტრატეგია აღმაშენებლის ფარგლებში. ეს მოდელი ითვალისწინებს მედიკამენტების ფასების შემცირებას, მოსახლეობისთვის ხარისხიანი წამლების მიწოდებას, ასევე პირველადი ჯანდაცვის ეფექტურობის გაზრდას, მათ სორის პირველად დიაგნოსტიკას. ჯანდაცვის ქართული მოდელი დღეს ამ სფეროს სპეციალისტებმა ექიმებს გააცნეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6403355
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6403156
მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6401974
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6401603
---
16.10.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
15 წლის მოზარდს მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჭრილობები მისთვის უცნობმა მამაკაცმა ცივი იარაღით მიაყენა. თვითმხილველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა დანა იქვე მდებარე მაღაზიიდან აიღო, დაჭრას კი წინ შელაპარაკება უძღოდა. მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზეა და კიდევ ერთი ოპერაციისთვის ამზადებენ. სამართალდამცავებმა დააკავეს ეჭვმიტანილი, 39 წლის სერგო ოსვინკინი, რომელიც ინციდენტისას, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. მას ბრალს დღეს წაუყენებენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6403288
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6403155
---
16.10.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ოჯახი, სადაც 11ოქტომბერს, ყოფილმა ქმარმა 32 წლის ნათია გოგალაძე მოკლა, დილემის წინაშე დგას. ობლად დარჩენილმა ბავშვებმა არ იციან, ვისთან უნდა იცხოვრონ. შვილიშვილებისთვის მოკლულისა და სავარაუდო მკვლელის მშობლები იბრძვიან. ობლების ბედი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6403278
---
16.10.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
2019 წლის ბიუჯეტი და მასში შესატანი ცვლილებები საკნაონმდებლ ორგანოში განიხილეს. დოკუმენტისმ იხედვით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯები და ასევე პრეზიდენტტის ადმინისტრაციის დაფინანსებაც. პარლამენტში დეპუტატებმა კონკრეტულ კითხვებზე პასუხები ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან მოითხოვეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6403235
---
16.10.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 20:00
მენინგოკოქცემიის მორიგი შემთხვევა ბათუმში. 1 წლის ბავშვი ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. როგორც გაირკვა დაავადების ამ ფორმის მართვა აჭარაში უბრალოდ შეუძლებელია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6403078
---
16.10.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: მაესტროელები
ფსიქიკური ჯანმრთელობა საქართველოში, როგორ ეხმარება სახელმწიფო იმ პირებს რომელთაც განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა სჭირდებათ.კვალიფიციური მედ პერსონალის სიმცირე, სტაციონარში ადგილების სიმცირე, სდეგმა და მიდგომები პაციენტებისადმი, რომლებიც მოძველებული და დამრთგუნველია. ამისდა მიუხედავად ოფიციალურ აღრიცხვაზე ფსიქიკური პრობლემების მქონე 80000 ადამიანია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6402949
---
16.10.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 21:30
გლობალური შიმშილის ინდექსის თანახმად, მართალია 2000 წლიდან მოყოლებული გარკვეული პროგრესი შეინიშნება პრობლემის გადაჭრის მიმართულებით, მაგრამ არა ყველა ქვეყანაში ერთნაირად. რიგ ქვეყნებში შიმშილი კვლავ ერთ-ერთ ძირითად პრობლემად რჩება. საქართველო რეიტინგში 39-ე ადგილს იკავებს. საქართველომ 2010 წლის შემდეგ თავისი პოზიცია ვერ გააუმჯობესა და კვლევის ავტორები აღნიშნავენ რომ სურსათის მოპოვების მხრივ საქართველოში პრობლემა მაინც არის და ამ მხრივ ყურადღებას აქცევენ 1-5 წლამდე ბავშვებს. ექსპერტები აღნიშნავენ რომ მაჩვენებელი საგანგაშო არ არის თუმცა მთავრობას სიღარიბესთან და შიმშილთან ბრძოლის გაუმჯობესებას სთხოვენ. სპეციალისტები ამბობენ რომ სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი პირობა მეტი სამუშაო ადგილებია. ჩვენ დავინტერესდით რა პოზიცია ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროს ამ კვლევასთან დაკავშირებით და რამდენად ეთანხმებოდა კვლევის ავტორების შენიშვნებს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარები დღეს ვერ მივიღეთ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6403295
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6402603
---
16.10.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 14:00
"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ინფორმაციით, ქვეყანაში რინო ვირუსებია გააქტიურებული, თუმცა სტატისტიკა ამავე პერიოდის შარშანდელ მონაცმებთა შედარებით არ გაზრდილა. პაატა იმნაძის განცხადებით რინო ვირუსები ხასიათდება გახშირებული სურდოთი, ტემპერატურითა და ყელის ტკივილით, ამიტომ დავირუსებული სასურველია სახლში დარჩნენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6402291
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6402114
---
16.10.2019
არხი: იმედი
გადაცემა: იმედი დღე
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, იზრდება გრიპისა და ვირუსული დაავადებების რიცხვი, სესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო ოქტომბრის ბოლოს, გრიპის ვირუსზე 100 000 ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მოქალაქეს უფასოდ აცრის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6401610
---
16.10.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00
საქართველოში საარსებო მინიმუმი 70 თეთრით გაიზარდა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6402158
---
16.10.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00
ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ. აღნიშნული ორსულობა ახალგაზრდა ქალისთვის მეხუთე იყო. როგორც კლინიკაში აცხადებენ, შიდა მოკვლევის სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტის შესწავლა. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გადაცდომა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6401880
---
ინტერნეტი
17.10.2019
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სამინისტროს ფოიეში მყოფი დევნილებიდან, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ყველა მიიღებს ბინას
ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში მყოფი დევნილებიდან, რომლებიც პრეტენზიას გამოთქვამენ, 3 ოჯახი დაკმაყოფილებულია ბინით, 4 ოჯახთან მიმართებით კი მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა. მისივე თქმით, ყველა დევნილი ოჯახი, ვინც აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმს, მიიღებს ბინას. „სამინისტრომ გამოაცხადა მეორე ფაზა ბინების განაწილების 15 ოქტომბრიდან და დასრულდება 31 ოქტომბერს, შესაბამისად, დამატებით მოხდება 270-ზე მეტი ბინის განაწილება თბილისში, წლის ბოლომდე. მინდა მივმართო ყველა დევნილს ოჯახს, ვინც დაინტერესებულია ამ ფაქტით, შეავსონ აპლიკაციები, მოგვმართონ განცხადებებით, რათა მოხდეს განხილვა ბინით უზურნველყოფასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში მყოფი დევნილებიდან, რომლებიც გამოთქვამენ პრეტენზიას, 3 ოჯახი დაკმაყოფილებულია ბინით, 4 ოჯახთან მიმართებით კი მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ყველა ოჯახი მიიღებს ბინას,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. გიორგი წოწკოლაური ჟურნალისტებთან საუბრისას კონკრეტულ კრიტერიუმებს და ბინის გადაცემის პრინციპს ასახელებს. „კრიტერიუმები ასეთია: თუ რა ვითარებაში ცხოვრობენ ისინი, აქვთ თუ არა მათ სოციალური შემწეობა, აქვთ თუ არა მძიმე საცოხვრებელი პირობები, ოჯახში არის თუ არა ორი ან მეტი არასრულწლოვანი მოზარდი, არის თუ არა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები. ყველა ამ კრიტერიუმიდან გამომდინარეობს შესაბამისი შეწონილი ქულა, ხოლო ქულა კი განაპირობებს რიგს, რომელ დევნილს უფრო მეტად სჭირდება და პრიორიტეტულია მოცემულ მომენტში ფართის გადაცემა. მინისტრი რამდენჯერმე შეხვდა მათ, განემარტათ ყველა მოცემულობა, რაზეც მე ვსაუბრობ,“ - აღნიშნა გიორგი წოწკოლაურმა. მისივე თქმით, მოცემული დევნილი ოჯახიდან არის რამდენიმე ოჯახი, რომელსაც მისამართი არ გააჩნია თბილისში და მათ სამინისტრომ რეგიონებში შესთავაზა შესაბამის შერჩევაში მონაწილეობა. „წელს იწყება გორის, ხაშურის ქუთაისის და სხვა მრავალი რეგიონის მისამართით ბინების განაწილება. შევთავაზეთ, რომ მოსულიყვნენ, მიეღოთ მონაწილეობა განცხადების განხილვაში, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი არ გამოცხადებულან და არ მოუმართავთ განცხადებით,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
---
17.10.2019
კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას ექსპერტიზის დასკვნით, შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა
კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ საუბრობს მსჯავრდებული არასრულწლოვნის ადვოკატი ერმილე ჭეიშვილი. როგორც ის აცხადებს, ვინაიდან საქმე არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება და ამას გარდა, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დეტალებთნ დაკავშირებით საუბრის უფლება არ აქვს. „ინფორმაციას ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ვერ დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. პოზიცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებული არ მაქვს. მოგეხსენებათ, საქმე ეხება არასრუწლოვნის ინტერესებს”, - განაცხადა ჭეიშვილმა. რაც შეეხება იმ ფაქტს, ექსპერტიზის დასვნის საფუძველზე შეუფარდა თუ არა მოსამართლემ მსჯავრდებულს შედარებით მსუბუქი სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ან იკვეთებოდა თუ არა სხვა გარემოებებიც, ამასთან დაკავშირებით, ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია, შესაბამისად, ის ვერ ისაუბრებს, თუ რის საფუძველზე შეეფარდა მოზარდს 6-წლიანი სასჯელი. შეგახსენებთ, რომ შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრუწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სამართალდამცავებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი, 16 წლის დედა 21 მაისს დააკავეს.
---
16.10.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=91451
დევნილები მინისტრთან შეხვედრის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეიჭრნენ - ისინი ტიკარაძის გადადგომას ითხოვენ
დევნილები შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში შეიჭრნენ. როგორც ისინი აცხადებენ, მინისტრთან შეხვედრა არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დევნილები აცხადებენ, რომ თუ ეკატერინე ტიკარაძე მათ არ შეხვდებათ, ისინი მის კაბინეტში ავლენ. ამ დროისთვის, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ცნობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები უკვე 30-ე დღეა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/568367-akciis-monacileebi-acxadeben-rom-jandacvis-ministrs-tanamdebobis-dasatoveblad-ertsaatian-vadas-azleven
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/568403-akciis-monacileebma-policiis-kordonis-gargveva-da-jandacvis-saministroshi-shechra-scades
პრესა.ჯი- https://presa.ge/?m=society&AID=78010
---
16.10.2019
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ერთიანდება
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ერთიანდება, - ამის შესახებ ცვლილებები ორგანულ კანონში „საქართველოს თვითმმართველობის კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა. კანონპროექტის მიხედვით, გადაუდებელი სასწრაფო დახმარებით უზრუნველყოფა აღარ იქნება თბილისის საკუთარი უფლებამოსილება. გარდა ამისა, ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, რეორგანიზაციის გზით, მიუერთდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს. როგორც საკითხის მომხსენებელმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაზა ბოხუამ განაცხადა, მართვის ერთიანი სადისპეჩერო საგანგებო სიტუაციებისა თუ სხვადასხვა შემთხვევის დროს იქნება მოქნილი. „ერთიანი სადისპეჩერო მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ერთიანი ქუდის ქვეშ, ერთიან მენეჯმენტში მოხდეს უფრო ადრე და დროულად დახმარების გაწევა ჩვენი თანამემამულეებისთვის“, - აღნიშნა ბოხუამ.
---
16.10.2019
მედიასაშუალება: http://bfm.ge/shetqmuleba-khalkhis-winaaghmdeg-saqartveloshi-damzadebuli-kaptoprili-12-80-lari-ghirs-rusetshi-1-90-lari/
,,შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ! – საქართველოში დამზადებული „კაპტოპრილი” 12.80 ლარი ღირს, რუსეთში – 1.90 ლარი”
"ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ და დეპუტატმა მირიან წიკლაურმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს, რომელიც მედიკამენტების ფასებს ეხება. პრესკონფერენციაზე ჯონდი ბაღათურიამ პარტიის მიერ ჩატარებული კვლევა წარადგინა, რომელიც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში მედიკამენტებზე ფასების სხვაობას ასახავს. ,,შევისწავლეთ, მეზობელ ქვეყნებში, თურქეთში, რუსეთსა და საქართველოში, სააფთიაქო ქსელში სამომხმარებლო ბაზარი. ამჟამად, ჩვენი წარმომადგენლები სწავლობენ სომხეთისა და აზერბაიჯანის სამომხმარებლო ბაზარს, სადაც კატასტროფაა. საქართველოში დამზადებული წამალი ორჯერ იაფი ღირს, ვიდრე სომხეთში. დანაშაულებრივი შედეგებია საქართველოს სააფთიაქო ქსელში შექმნილი ვითარების თვალსაზრისით. ორი სახის „კაპტოპრილს“ წარმოგიდგენთ, რომელიც არის წნევის მარეგულირებელი წამალი, რასაც ყველაზე მოწყვლადი ფენა მოიხმარს. საქართველოში დამზადებული „კაპტოპრილის“ ფასი არის – 12 ლარი და 80 თეთრი, რუსეთში ნაყიდი „კაპტოპრილი“ კი ღირს – ერთი ლარი და 90 თეთრი. ფასებს შორის განსხვავება 673 პროცენტია. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა 25-მილიგრამიან „კაპტოპრილზე“; მისი ფასი საქართველოში 9 ლარი და 70 თეთრია, ხოლო რუსეთში – 77 თეთრია. განსხვავება არის 1260 პროცენტი. საქართველოში დამზადებული წნევის წამალი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე რუსეთში. ზუსტად იგივე ფასებია თურქეთშიც. იგივე ხდება „კარდიომაგნილზეც“, მისი ფასის სხვაობა 180 პროცენტამდეა. პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ. მორალური კატეგორიით თუ ვიტყვით, ეს უსინდისობაა, სამართლებრივად კი, სისხლის სამართლის დანაშაულია, რადგან კარტერული შეთანხმებაა ფასებით ხალხის წინააღმდეგ”, – განაცხადა ბაღათურიამ. „მირიან წიკლაურთან ერთად კანონპროექტი მოვამზადეთ, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკას ეყრდნობა, სადაც პირდაპირი რეგულაციებია დაწესებული მედიკამენტების ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე; ეს ეხება დამზადების ეტაპს, საბითუმო და საცალო ვაჭრობას. კერძოდ, სახელმწიფო ადგენს ბარჟას, რამხელა ბარჟა შეიძლება, ჰქონდეს ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე მედიკამენტებს და რამდენი შეიძლება, დაემატოს მედიკამენტის საწყის ფასს. ანუ, თუ მედიკამენტი ჯდება ლარი, მთავრობა დააწესებს მაგალითად ერთ ლარსა და 50 თეთრს და არა – 13 ლარს. ეს არ არის შამპანურის წარმოება, ეს არის ფარმაცევტია. ამით მთავრობა საკუთარ მოსახლეობას ზედმეტი ხარჯისგან დაიცავს“, – დასძინა ბაღათურიამ.
---
16.10.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/568384-cnorshi-sascrapo-daxmarebis-centri-shendeba
წნორში სასწრაფო დახმარების ცენტრი შენდება
ქალაქ წნორში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა დაათვალიერა. სიღნაღის მერიის ინფორმაციითვე, ერთსართულიანი შენობა სასწრაფო დახმარების 3 ჯგუფზე იქნება გათვლილი და მთლიან მუნიციპალიტეტს მოემსახურება. პროექტი ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მასზე 341 367 ლარია გათვალისწინებული. სამშენებლო სამუშაოები 18 სექტემბერს დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.
---
16.10.2019
პაატა იმნაძის ინფორმაციით, ვირუსების გავრცელების მხრივ, საპანიკო სიტუაცია არც ახლაა და არც ზამთარში იქნება
სახელმწიფო ოქტომბრის ბოლოს, გრიპის ვირუსზე 100 000 ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მოქალაქეს უფასოდ აცრის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რაც შეეხება დანარჩენ მოქალაქეებს, იმნაძის თქმით, მათთვის "ვაქცინები კომერციულად ხელმისაწვდომია სხვადასხვა ქსელებში". მისივე თქმით, წინა კვირაში ძირითადად ადენო და რინო ვირუსები ცირკულირებდა. „ვირუსები არის ყოველთვის. თუმცა, შემოდგომაზე როგორც კი ცივი ამინდები დაიწყება და ბევრი ხალხი ერთად შეიკრიბება, ვირუსები გააქტიურდება. ჩვენთან სერიოზული მატება ნოემბრის ბოლოდან იწყება, მერე დეკემბრის ბოლოს დაიწყება და სავარაუდოდ, ისევ ჩაწყნარდება და შესაძლოა, დეკემბრის ბოლოსაც მოიმატოს. ამ კვირაში ამბულატორიული დახმარებისათვის მიმართვიანობის მაჩვენებელი, შარშანდელთან და შანშანწინდელთან შედარებით, არ განსხვავდება. წინა კვირაში ძირითადად ცირკულირებდა ადენო და რინო ვირუსები, რაც გაცივებას იწვევს. სიმპტომებია: ტემპერატურა, სურდო, ყელის ტკივილი, თვალების წვა. არავითარი სპეციფიური მკურნალობა არც ადენო და არც რინო ვირუსების შემთხვევაში არ არსებობს. ბოლო კვირაში წამყვანია რინო ვირუსები. უფრო კონკრეტულად, სურდოს შემთხვევა თუ ბევრია, ითვლება, რომ უფრო რინოვირუსია, თუ თვალების კონიუქტივიტია, მაშინ უფრო ადენო უნდა იყოს, მაგრამ არც ადამიანისთვის და არც ექიმისთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი თუ გაციებულია, ის უნდა იყოს სახლში. დაავადებას ავრცელებენ ისინი, ვინც არ რჩებიან სახლში. ბავშვი არ უნდა იყოს ბაღში და სკოლაში და დიდი არ უნდა იყოს სამსახურში", -აღნიშნა იმნაძემ. მისივე ინფორმაციით, პრევენციისთვის ხელების ხშირი დაბანვაა საჭირო. მისივე თქმით, ვირუსების გავრცელების მხრივ, საპანიკო სიტუაცია არც ახლაა და არც ზამთარში იქნება.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=91434
---
16.10.2019
სერგო ჩიხლაძე სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში წარმოდგენილ ჯანდაცვის ახალ ქართულ მოდელზე - ამ პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ამ პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს მთავრობის არაერთ გზის დადგენილებაშიც და დაპირებაშიც არის ასახული. ამის შესახებ ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა სერგო ჩიხლაძემ, სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში წარმოდგენილ ჯანდაცვის ახალ ქართულის მოდელის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის თქმით, დღევანდელ პრეზენტაციაში ჯანდაცვის ახალი ქართული მოდელის ვარიანიტი განიხილეს. მისი განმარტებით, აქცენტი კეთდება პირველად ჯანდაცვაზე, წამლის ფასზე და ხარსიხზე, ასევე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე და ელექტრონული ჯანდაცვის ფართომასშტაბიან დანერგვაზე საქართველოში. „ამ პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს 2014 წლიდან მთავრობის არაერთ გზის დადგენილებაშიც და დაპირებაშივ არის ასახული. პირველ რიგში, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, წამლის ფასის შემცირებისაკენ და წამლის ხარისხისა და უსაფრთხოების გაზრდისაკენ და ასევე პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებისაკენ. ეს გულისხმობს ადრეულს სტადიაზე დაავადებების დიაგნოსტიკას ან საერთოდ პრევენციას, რაც წინაპირობა იქნება იმის, რომ ადამიანები ნაკლებად იავადებენ, ნაკლებ თანხას დახარჯავენ დაავადებების მკურნალობაზე და რაც მთავარია, მეტი თანხა დაიზოგება უფრო მძიმე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ”,-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
---
16.10.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/568442-giorgi-vashazem-medikamentebis-40-it-gaiapebis-gegma-caradgina
გიორგი ვაშაძემ მედიკამენტების 40%-ით გაიაფების გეგმა წარადგინა
გიორგი ვაშაძემ მედიკამენტების 40%-ით გაიაფების გეგმა წარადგინა. ამის შესახებ მან პრეზენტაცია ჯანდაცვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, სტრატეგია "აღმაშენებლის" ფარგლებში გამართა. მისივე განმარტებით, მათ შემოაქვთ "ინტერნეტ აფთიაქის" ცნება და მას ფასების კონტროლის შესაძლებლობა ექნება. "საქართველოში დღეს მედიკამენტები ძალიან ძვირია და შესაბამისად, ადამიანები ვერ აუდიან მედიკამენტების დანახარჯებს. აქედან გამომდინარე, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად შევიმუშვეთ კონკრეტული მექანიზმი, თუ როგორ გავაიაფოთ წამლები. ჩვენ შემოგვაქვს ინტერნეტ აფთიაქის ცნება, რომელიც იქნება ლიცენზირებადი და რომელსაც ექნება ფასების კონტროლი, შესაბამისად ფასები შემცირდება 40%-ით. დღევანდელ ქსელებს, ვისაც ფიზიკური აფთიაქი აქვს, მაგალითად: "პსპ", "ავერსი", "ჯიპისი", უფლება არ ექნებათ, რომ გახსნან ინტერნეტ აფთიაქი. ინტერნეტ აფთიაქი უნდა იყოს მათი კონკურენტი, მაგრამ ვისაც სურს, რომ მიიღოს ინტერნეტ აფთიაქის ლიცენზია, უნდა ჰქონდეს პირდაპირი კონტრაქტი მწარმოებელთან და დაახლოებით მხოლოდ 20% შეუძლია მოუმატოს ჩამოტანის ფასს. ე, წ. ოფშორულ კომპანიებს საეთოდ ვხსნით ამ პროცესიდან. დღეს ინტერნეტ აფთიაქები ფაქტობრივად არ არსებობს საქართველოში, მხოლოდ ვებგვერდებია სადაც წამლების ფასები წერია. ეს ფასები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ჰაერიდან არ მოდის. იანვრიდან მოყოლებული მწარმოებლებთან ვმუშაობთ ფასის შემუშავებაზე. ამ მიდგომით, დაახლოებით ექვსი თვიდან ერთ წელიწადში, მთლიანად შევქმნით წამლების ფასს ქვეყანაში. ეს აიძულებს კარტერულ გარიგებაში მყოფ მონოპოლიურ სააფთიაქო ქსელებს მათაც გააიაფონ მედიკამენტების ფასი",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. გარდა ამისა, გიორგი ვაშაძე ასევე შეეხო არაორიგანალი წამლების თემასაც და აღნიშნა, რომ მათ კონკრეტული მექანიზმი აქვთ ხარისხის მართვასთან დაკავშირებით. "ჩვენ გვაქვს კონკრეტული მექანიზმი ხარისხის მართვასთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს შვეიცარული მოდელი შემოვიტანოთ ქვეყანაში, სადაც 35%-ით უფრო იაფი უნდა ღირდეს არაორიგინალი წამალი და არა ისე, როგორც დღეს ხდება. დღეს საქართველოში ორიგინალი და არაორიგინალი მედიკამენტების ფასი ერთი და იგივეა, უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც არაორიგინალის ფასი ორიგინალი მედიკამენტის ფასსაც აღემატება. ეს კი დაუშვებელი უნდა გავხადოთ",-აღნიშნა ვაშაძემ.
---
16.10.2019
"ივენთ ჰოლში" სტრატეგია "აღმაშენებლის" თემატური პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ჯანდაცვის სისტემას ეხება
"ივენთ ჰოლში" სტრატეგია "აღმაშენებლის" რიგით მეორე თემატური პრეზენტაცია გაიმართა. სტრატეგიის იდეის ავტორმა და "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, საზოგადოებას გეგმა წარუდგინა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეიქმნას უკეთესი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც მოსახლეობას იმ პრობლემებს აარიდებს თავიდან, რაც დღეს ამ მიმართულებით არსებობს. როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სტრატეგია "აღმაშენებლის" ფარგლებში მათ შეიმუშავეს ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც ორ მთავარ პრინციპზე დგას. პირველი, ეს არის პაციენტზე ზრუნვა და მეორე-ექიმების მაქსიმალური მხარდაჭერა. პრეზენტაციაზე როგორც დაინტერესებული მოქალაქეები ასევე დარგის სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც აღნიშნული გეგმა შეაფასეს. სტრატეგია "აღმაშენებლის" გუნდი საზოგადოებას ყოველკვირეულად ქვეყნის განვითარების თემატურ გეგმებს წარუდგენს. სტრატეგიის ავტორების ინფორმაციით, საქართველოს პროგრესული წინსვლის პროექტი 20 ყველაზე განვითარებული ქვეყნის მაგალითზე შეიქმნა და მასზე სტრატეგიის გუნდთან ერთად, 50-მდე ქართველი და უცხოელი ექსპერტი მუშაობდა.
---
16.10.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/568438-giorgi-vashaze-onkologiuri-daavadebebis-martvis-centrs-apuznebs
გიორგი ვაშაძე ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრს აფუძნებს
გიორგი ვაშაძე იანვრიდან ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრს აფუძნებს. ამის შესახებ სტრატეგია "აღმაშენებლის" იდეის ერთ-ერთმა ავტორმა და "ახალი საქართველოს" ლიდერმა სტრატეგია "აღმაშენებლის" ფარგლებში ჯანდაცვის სიტემის რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციის დროს განაცხადა. მისივე განმარტებით, მათ შეისწავლეს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პრაქტიკა საერთაშორისო მასშტაბით და აღმოაჩინეს, რომ ამ კუთხით საქართველო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. "რას გააკეთებს ეს ცენტრი? პირველ რიგში შესთავაზებს სახელმწიფოს კომპლექსურ გეგმას, ადრეული დიაგნოსტიკიდან და რისკ ჯგუფების კვლევიდან დაწყებული, მკურნალობით დამთავრებული, თუ რა სტანდარტები და ხარისხები უნდა შემოვიტანოთ ქვეყანაში. გათვლილი გვაქვს თანამშრომლობა ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრთან, ასევე სხვა ქართველ ონკოლოგებთანაც, რომლებიც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან. მთავარი ისაა, რომ ჩვენი ცენტრის მეშვეობით იქნება გარკვეული ცოდნის ბაზა, რომელიც მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია საუკეთესო პრაქტიკებზე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებით. ასევე ის, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ თითოეულმა ჩვენგანმა ამ დაავადებების პრევენცია, როგორ უნდა გამოვიკვლიოთ, ვართ თუ არა რისკ ჯგუფებში და ასე შემდეგ",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. როგორც მან ასევე აღნიშნა, მათი მიზანია, რომ რეგიონში საქართველო ონკოლოგიური დაავადებათა მკურნალობის სამაგალითო ქვეყანა გახდეს. "სახელმწიფომ ბოლომდე უნდა აიღოს საქართველოს მოქალაქეებისთვის დაფინანსება ონკოლოგიურ დაავადებებზე, დიაგნოსტიკიდან დაწყებული მკურნალობით დამთავრებული, ხოლო უცხოელებისთვის ეს იქნება ჩვეულებრივად ფასიანი სერვისი. სწორედ ამ გეგმის ლობირება იქნება ჩვენი მთავარი მიზანი, რომლის ფარგლებშიც ჩავატარებთ საერთაშორისო კონფერენციებს საქართელოში და თითოეულ მოქალაქეს გაუმჯობესებულ სერვისს მივაღებინებთ",-აღნიშნა ვაშაძემ.
---
16.10.2019
"2 წლის ბიჭუნას 15 წლის ძმა დეკემბერში დაეღუპა, პატარა კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"- ომარიკოს დახმარება სჭირდება
ომარიკო 2 წლის და 8 თვისაა. ზუსტად 8 თვის წინ შეწყვიტა სიარული და მეტყველება. პატარას მშობლების ინფორმაციით, დიაგნოზი დაუდგენელია. საქართველოში ზუსტი დიაგნოზი ვერავინ დასვა. საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანში" აცხადებენ, რომ ბოლოს ანალიზები გერმანიში გადიაგზავანა საიდნაც ჩამოვიდა სავარაუდო პასუხი - იმუნო დეფიციტი. "ომარი სასწარფოდ კლინიკაში მიიწვეს გამოსაკვლევად სხვა შემთხვევაში შეიძლება ორგანიზმა ვერ გაუძლოს. კლინიკაში სრული კვლევა ჯდება 6 ათასი ევრო. ოჯახმა უკვე ათასობით ლარი დახარა ომარიკოს კვლევებში საქრთველოში. ეხალა მხოლდ ჩვენი დახმრების იმედი აქვთ. "ერთი შვილი 15 წლის ასკაში უკვე დეკმბერში დაღუპა ოჯახს მენგიგიტით. გამწარებული დედა ომარის გადარჩენას გვევდრება"- აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თიკო აბაშიძე. ☎ 09 01 200 128 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთე ომარ ასლანიძე თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14
---
16.10.2019
“ევროპა დონა საქართველო” სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს
17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმროში „თბილისი მერიოტი“ (მის: რუსთაველის გამზ.#13) ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია “ევროპა დონა საქართველო” კამპანია „სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, მორიგ ღონისძიებას გამართავს. შეხვედრა სამუშაო ფორმატში მოეწყობა, რომელშიც მონაწილოებას მიიღებენ სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, ექიმები, პაციენტები, მხარდამჭერი ორგანიზაციები და მედია. ღონისძიების მიზანს, კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება (2016-2019 წლებში განხორციელებული აქტივობებისა და შედეგების წარდგენა) და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება წარმოადგენს; ასევე სამოქმედო გეგმის დასახვა, რათა კიბოთი დაავადებულ ყველა ადამიანს მიეცეს სიცოცხლის შანსი. განსახილველ საკითხებს შორის მნიშვნელოვან პრობლემად, არასრულყოფილი დაფინანსება რჩება, კერძოდ, მკურნალობის განმავლობაში და შემდგომ პერიოდში საკონტროლო კვლევების დაუფინანსებლობა, არ ფინანსდება ბიოფსია, იმუნოჰისტოქიმია, ასევე in situ ჰიბრიდიზაციის მეთოდით კვლევა (FISH, CISH), რადიოლოგიური კვლევები. არ ფინანსდება საერთაშორისო რეკომენდაციებით მოწოდებული თანამედროვე მკრუნალობა: ბისფოსფონატები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თარგეტული მედიკამენტების დიდი ნაწილი და სიმსივნის იმუნოთერაპია. ამასთან, დაბალია სკრინინგ ცენტრებში მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფების მიმართვიანობის მაჩვენებელი. საყურადღებოა, რომ რეაბილიტაცია და ფსიქოლოგიური დახმარება ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის თითქმის არ ხორციელდება. „მიუხედავად მიღწეული გარკვეული პროგრესისა ონკოლოგიის მიმართულებით საქართველოში რჩება ძალიან ბევრი მოუგვარებელი პრობლემა. საქართველოში კიბოთი გამოწვეული სიკვდილობა მნიშვნელოვნად მაღალია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. სამუშაო შეხვედრაზე არ მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ ძუძუს კიბოთი, მინდა აქცენტი გავაკეთო ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ზოგადად ონკოლოგიის მიმართულებით გვაქვს. ვფირქობ, საჭიროა შეიქმნას ონკოლოგიის პროგრამა, რომლის ფარგელბშიც მოხდება წინასწარ განსაზღვრული მედიკამენტების და სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსება ან განახლდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და დაემატოს დიაგნოსტიკური კვლევები და თარგეთული და იმუნოთერაპია. ჯანდაცვის სერვისები ყველა ონკოლოგიური პაციენტისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყოველგვარი ფინანსური რისკის და გაღატაკების გარეშე!!!“ – აღნიშნავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი. ღონისძიების დასასრულს გაიმართება დისკუსია. შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული მიზნები, რაც შესაბამისობაში იქნება ჯანდაცვის მიმართულებით დღეს არსებულ რესურსებთან.
---
16.10.2019
საქართველოში შიმშილის მაჩვენებელი გაუარესდა
საქართველომ შიმშილის გლობალურ ინდექსში (GHI) 177 სახელმწიფოს შორის 39-ე ადგილი დაიკავა. ქვეყანამ 9,2 ქულა მოიპოვა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. მეზობელ ქვეყნებს საქართველოსთან შედარებით, უკეთესი მაჩვენებელი აქვთ: სომხეთი 30-ე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანი 29-ე ადგილზეა, რუსეთი 22-ე, ხოლო თურქეთი ამ მონაცემებში საუკეთესო 17 ქვეყანაში შედის. ანგარიშის თანახმად, 47 ქვეყანაში შიმშილობის დონე სერიოზული ან საგანგაშოა. რეიტინგში ბოლო 177-ე ადგილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას უკავია. ქვეყანას რაც უფრო მაღალი ინდექსი აქვს, სახელმწიფოში მით უფრო მწვავე ვითარებაა. აქვე აღნიშნულია, რომ 2030 წლისთვის ნულოვანი შიმშილის დონის მისაღწევად მსოფლიოს გრძელი გზა აქვს გასავლელი. შიმშილის ინდექსის მიზანია გლობალური პრობლემების ფართომასშტაბიანი შესწავლა, შიმშილის პრობლემისადმი ყურადღების დონის ამაღლება, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. GHI ინდექსი, რომელიც გლობალურ შიმშილს ზომავს და ადგენს, არასამთავრობო ორგანიზაციების Concern Worldwide და Welthungerhilfe მიერ ყოველწლიურად ქვეყნდება. შეფასებები სამეტაპიანი პროცესის გამოყენებით გამოითვლება, რომელიც სხვადასხვა წყაროს გამოყენებით ხელმისაწვდომ მონაცემებს ეყრდნობა. შიმშილობის ინდექსის თვლა 4 კრიტერიუმით ხდება, ეს არის არასაკმარისი კვება, ბავშვებში წონის ნაკლებობა, ბავშვთა შიმშილი და ბავშვთა სიკვდილიანობა. ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 2005 წელთან შედარებით 2019 წელს გაუმჯობესებულია. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2010 წელთან შედარებით გაუარესდა.
---
16.10.2019
ნიკა ნანუაშვილი:„შრომის კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებები დიდ გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და საინვესტიციო გარემოზე“
საქართველოს შრომის კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ისაუბრეს რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორის, ნიკა ნანუაშვილის თქმით, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე რეგულაციის ზეგავლენის შეფასების გაკეთება. „შემოთავაზებული რეგულაცია ეკონომიკური კუთხით, დიდ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ დამსაქმებელზე ან დასაქმებულზე, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და საინვესტიციო გარემოზე. ეს არ არის დავა იდეოლოგიურ ჭრილში, ეს არის დავა ციფრებით. ბიზნეს ასოციაციების პირველი და მთავარი მოთხოვნაა, გაკეთდეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე რეგულაციის ზეგავლენის შეფასება. მაგალითად, 8 სთ ზეგანაკვეთური უნდა ანაზღაურდეს გაზრდილი ოდენობით 125 %-ით, ანუ საათში 25% არის ხარჯი, ამიტომ გვჭირდება ანალიზი იმას, თუ რა მოუვა ამ ხარჯს, საით წავა, პროდუქტის ღირებულებაში აისახება? შრომითი დანახარჯები ეს არის პროდუქტისთვის აუცილებელი კომპონენტი. საბედნიეროდ, ეკონომიკის სამინისტრომ საჯაროდ დააფიქსირა,რომ საჭიროა რია-ს გაკეთება. ეს არის რეფორმა,რომელიც ამ ქვეყანაში შეეხება ყველა ადამიანს, მათ შორის იმ ადამიანებს,რომლებიც არ არიან დასაქმებულები ან დამსაქმებლები. ჩვენ გაგვიჭირდება ინვესტორების დარწმუნება, რომ მაინცდამაინც საქართველოში გააკეთონ ბიზნესი, ჩვენ თუ შევქმნით ისეთივე რეგულაციებს,როგორიც ევროპაშია, მე ვერ ვხედავ მიზეზს,რატომ უნდა თქვან მათ უარი ევროპაში ბიზნესის კეთებაზე და წამოვიდნენ საქართველოში, განსაკუთრებით მაშინ,როცა ჩვენს ქვეყანაში ბევრად მეტი რისკია,“- ამბობს ნიკა ნანუაშვილი.
---
ბეჭდვითი მედია
17.10.2019
მედისაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
პაატა იმნაძე - საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების განსაკუთრებული ნიშნები არ არის
საქართველოში გრიპის ვირუსის რამე განსაკუთრებული ნიშნები ამ დროისთვის არ არსებობს და სამომავლოდაც ვირუსის გავრცელების განსაკუთრებულ საშიშროებებს არ ველოდებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, ბოლო პერიოდში საქართველოში ორი სახის: ადენო და რინო ვირუსები დომინირებს, თუმცა გასული წლის მონაცემებს არ აღემატება, ამ მხრივ, საშემოდგომო პერიოდისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ვითარებაა და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. იმნაძის თქმით, ვირუსის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მოქალაქეებმა ექიმს უნდა მიმართონ და მის მითითებებს დაექვემდებარონ. ამასთან, ტიპური ვირუსებისთვის დამახასიათებელია გაციება, ასევე ტემპერატურის მომატება, რომელიც კონტროლირებადია.
---
17.10.2019
მედისაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
სოციალურად დაუცველი 52 ოჯახი სპეციალურ საცხოვრისში შესახლდა
რუსთავში სოციალურად დაუცველმა, თავშესაფრის მაძიებელმა ოჯახებმა საცხოვრისი მიიღეს. 52 ოჯახი სპეციალურ საცხოვრისში გუშინ შესახლდა. სოციალური საცხოვრისის მშენებლობა მე-11 მიკრორაიონში რუსთავის მერიამ 2018 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის მარტში დაასრულა. 2019 წლის თებერვალში შეიქმნა „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია“, რომელშიც ადგილობრივი მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორის, მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და ქალაქის საკრებულოს წევრები შედიოდნენ. 2018 წლის დეკემბერში რუსთავის საკრებულომ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“ დაამტკიცა. განისაზღვრა ბენეფიციართა შესარჩევი კრიტერიუმები. კომისიამ საკრებულოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია სოციალურად დაუცველი, თავშესაფრის მაძიებელი 52 რუსთაველი ოჯახი.
---