| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-17.01.2020 |
| Received On : | 17.01.2020 08:32 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 17.01.2020
ტელევიზია
17.01.2020
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
შეხვედრა სოციალურ მუშაკებთან. მათ მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრმა და დეპუტატმა სოფო კილაძემ. სოცმუშაკებს დღესვე სერტიფიკატებიც გადაეცათ, სპეციალური სამართლებრივი ტრენინგის გავლის გამო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638820
იმედი -ქრონიკა 11:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638696
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638593
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638590
---
17.01.2020
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
ცე ჰეპატიტის ელიმინაცია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638456
---
17.01.2020
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
ჯადნაცვის რეფორმა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638542
---
17.01.2020
არხი: ერთსულოვნება
გადაცემა: განთიადი
როგორია ვირუსული ინფექციების სტატისტიკა, რომელიც ვირუსი ცირკულირებს ამ სეზონზე და რას გვირჩევენ სპეციალისტები, თემაზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ირინა კალანდაძე საუბრობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638418
---
16.01.2020
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ დავით სერგეენკო მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი აუდიტის სამსახურის იმ დასკვნას აკრიტიკებს, რომლის მიხედვით ცე ჰეპატიტის სამკურნალო და ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების წამალს 2018 წელს ვადა გაუვიდა. საუბარია იმ ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, რომლებსაც ინფიცირებულებისთვის სახელმწიფო დონორებისგან უფასოდ იღებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638320
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638208
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638293
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638289
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638317
ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638279
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638218
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638118
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638109
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638084
ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638035
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6637975
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6637721
მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6637651
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6637531
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6637369
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6637363
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6637277
ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6636978
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6636934
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6636877
ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6636818
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6636751
---
16.01.2020
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის თანამშრომლების აქცია
https://1tv.ge/video/infeqciuri-patologiisa-da-shidsis-centris-tanamshromlebis-aqcia/
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638239
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638290
ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638284
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638281
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638252
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638128
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638116
ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638049
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6637967
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6637872
მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6637495
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6637467
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6637355
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6636941
ფორმულა - ფორმულა ნიუს 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6636831
---
16.01.2020
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 21:30
კლინიკები 520-ე დადგენილებაში ცვლილებების მოლოდინში არიან. როგორც სამედიცინო დაწესებულებებში აცხადებენ, ამ დროისთვის გეგმიური ოპერაციების უმეტესობა კვლავ შეჩებულია და კლინიკები ახალი ტარიფების დადგენას ელიან. მათი წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავსებული ცვლილებებით ვითარება ძირეულად არ შეიცვლება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638315
---
16.01.2020
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 17:15
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიოს ამოქმედებიდა 6 წლის თავზე მისი ფინანური მაჩვენებლები და თუ სხვა მონაცემები ცხადყოფს რომ პროგრამის შემუშავებისას არ იყო სათანადოდ გაცნობიერებული მოსალოდნელი რისკები. ასეთია კონრად ადენაუერის ფონდის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ერთობლივი კვლევის დასკვნა რომელიც ჯანდავვის რეფორმის პრპგრესს აანალიზებს. კვლევის ავტორები მიუთიებენ რომ პორგრამის არსებული ფორმით გავრცელება დაკავშირებულია მთელ რიგ რისკებთან მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ზრდის ტენდენცია წარმოშობს საფრთხეს რომ სახელმწიფო შესაძლოა ვერ უზრუნველყოს საჭირო ფინანური რესუსრის მოძიება და სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეული მომსახურების საფასურის დროული დაფარვა რაც გამოიწვევს მის ფუნქციონირების შეფერხებას პრგრამის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6637813
მაესტრო-ბიზნესი მაესტროზე 21:30- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638314
---
16.01.2020
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
სარდაფში გამოკეტვა, შიმშილი და ცემა შვილების თვალწინ - 36 წლის ქალმა ქმრის ძალადობას ვეღარ გაუძლო და თავი მოიწამლა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638264
---
16.01.2020
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
მოქალაქეებს შინაური ცხოველების სასწრაფო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. ბოლო დღეებში თბილისში ძაღლების ცოფით დაინფიცირების ორი ფაქტი დაფიქსირდა. ორივე ოთხფეხა სახლში იზრდებოდა. ვირუსისგან ადამიანების დასაცავად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების პატრონებს ანტირაბიული ვაქცინაციის კალენდრის მკაცრად დაცვას ურჩევს. მანანა დევაძე არკვევდა, გაზრდილია თუ არა შინაურ ცხოველებში ცოფის გავრცელების მაჩვენებელი და რა პრევენციულ ზომებს იღებენ შესაბამისი უწყებები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638323
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6637839
---
16.01.2020
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ერთი წლის ალექსი პატურაშვილს დახმარება ესაჭიროება. ბავშვს ავთვისებიანი სიმსივნის უიშვიათესი ფორმა, რაბდოიდული სიმსივნე დაუდგინდა. პატარა ალექსი ამჟამად იაშვილის კლინიკაში მკურნალობს და სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ გადაყვანა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638352
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6638014
---
ინტერნეტი
17.01.2020
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/socialuri-mushaobis-sistemis-reformis-farglebshi-socialurma-mushakebma-treningi-gaiares/
სოციალური მუშაობის სისტემის რეფორმის ფარგლებში სოციალურმა მუშაკებმა ტრენინგი გაიარეს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, 200-მდე სოციალურ მუშაკთან შეხვედრა გაიმართა, რომლებსაც სპეციალური ტრენინგ-კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. სოციალურმა მუშაკებმა ახალი კანონის გაცნობის მიზნით, სპეციალური სამართლებრივი ტრენინგი გაიარეს. სოციალური მუშაობის სისტემის რეფორმის ფარგლებში განისაზღვრა სოციალური მუშაკების სამართლებრივი სტატუსი, უფლებები, მოვალეობები და სოციალური გარანტიები. შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სოციალური მუშაკების მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკების საქმიანობის გაძლიერება ქვეყანაში. შეხვედრაზე ასევე ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სოციალური მუშაკის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მომზადდა.
---
16.01.2020
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/420100/
სერგეენკო: C ჰეპატიტის წამლების ვადის გასვლით პაციენტები არ დაზარალებულან
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო, რომლის მინისტრობის პერიოდშიც აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით C ჰეპატიტის სამკურნალო 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა განმარტებას აკეთებს. სერგეენკო აცხადებს, რომ პრეპარატების ვადის გასვლით არცერთი პაციენტი არ დაზარალებულა, რადგან მისი თქმით, 2015-2016 წლებთან განსხვავებით, 2018-ში პაციენტთა მიმართვიანობამ იკლო. ამასთან, სერგეენკო აცხადებს, რომ აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში უკვე შემოსული იყო ამ მედიკამენტის, ჰარვონის ახალი ვადიანი პარტია და, შესაბამისად, არცერთი პაციენტი ვადაგასული წამლებით არ მკურნალობდა. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სერგეენკომ აუდიტის მიერ მედიკამენტების ღირებულებაზეც ისაუბრა: “ნახევარ მილიარდზე მეტის მედიკამენტი ბრუტალურად ჟღერს და კითხვა ჩნდება, რომ ადამიანებს სჭირდებათ მკურნალობა და ამ დროს ნახევარ მილიარდზე მეტი წამალი უვარგისდება. შეგახსენებთ, რომ საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ ვიკიპედიაში ან რაიმე ასეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულებისაა. 2018 წელს ის უკვე 8-ჯერ ნაკლები ღირდ,ა თუმც, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისათვის. თუ იგივე ფასებს ავიღებთ, გამოვა, რომ ჩვენ უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს 65 000 პაციენტის მკურნალობაში” ,- აცხადებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი. სერგეენკოს თქმით, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრეპარატებს ვადა გასდიოდა, ქვეყნის პარტნიორებიც ფლობდნენ და აღნიშნა, რომ საქართველომ მათ შესთავაზა პრეპარატების სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, რადგან იმ პერიოდში მათი ათვისება ვერ ხდებოდა: “შემდეგი ნაწილი, პარტნიორების რეაქცია და იცოდნენ თუ არა მათ ამის შესახებ – მინიმუმ მიამიტობაა იმაზე ფიქრი, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი პარტნიორებთან უწყვეტი კომუნიკაციის გარეშე ტარდება. მათ, რა თქმა უნდა, იცოდნენ ამის შესახებ. ჩვენ გვქონდა შეთავაზება, რომ სხვა ქვეყნისთვის გადაგვეცა ეს ნაწილი დონაციის სახით, რადგან ვერ ხდებოდა იმ პერიოდში ათვისება, თუმცა მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს არის მხოლოდ საქართველოს ექსკლუზივი მედიკამენტი. უფასოდ მთელ დედამიწაზე აქვს მხოლოდ საქართველოს” ,- თქვა სერგეენკომ. მისი თქმით, 2018 წლის განმავლობაში უამრავმა საგამოძიებო თუ მაკონტროლებელმა ორგანოებმა სკრუპულოზურად შეამოწმეს პროგრამა და მარაგები მთელი საქართველოს მასშტაბით ერთი ტაბლეტის სიზუსტით იყო დაბალანსებული.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/532493
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/davit-sergeenko-tse-hepatitis-programa-zepartiulia/65514
გურიანიუს.ქომ.ჯი- http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davit-sergeenkoaris-sakitkhebi-rats-adamianma-arapris-pasad-ar-unda-ikadro
ამბები.ჯი- https://www.ambebi.ge/article/240479-mkurnalobdnen-tu-ara-c-hepatitit-inpicirebulebi-va/
---
16.01.2020
ზურაბ ჭიაბერაშვილი - დავით სერგეენკო ახლა თავის მართლების რეჟიმშია, მათ შორის, სახელმწიფო-მაკონტროლებელ ორგანოებთან
დავით სერგეენკომ კითხვებს ისევ ვერ გასცა პასუხი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეს, დავით სერგეენკომ ყველა ის პრობლემა დაადასტურა, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას დიდი ხანია აქვს და რაზედაც 2018 წლიდან მოყოლებული საუბრობენ. „სამწუხაროდ, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი თავის მართლებას ისევ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ბრალდებებით ცდილობს და არა საზოგადოებისათვის კონკრეტული ხედვის წარდგენით, როგორ შეძლოს ჯანდაცვის სისტემამ დარჩენილი 70 000 მეტი ინფიცირებულის გამოვლენა და მკურნალობა“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. მისივე თქმით, 2019 წლის 18 დეკემბერს, „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, რომლის თანაავტორი დავით სერგეენკოცაა, ვკითხულობთ, რომ თუ მკურნალობის დღევანდელი ტემპი გაგრძელდება (ყოველთვიურად 1000 ახალი პირის მკურნალობის დაწყება), ქრონიკული C ჰეპატიტის 90%-იანი ელიმინაცია მხოლოდ 2026 წელს მოხდება. „ეჭვქვეშ არ ვაყენებ უკვე 65 000 ადამიანის განკურნების უზარმაზარ პოზიტიურ მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ამერიკელ ხალხს ამ საჩუქრისათვის. თავისი სახსრებით ამას საქართველო კიდევ მრავალი წელი ვერ შეძლებდა. მაგრამ კითხვა მარტივი რჩება: რატომ დაისახა ელიმინაციის სამიზნე წლად 2020? სადაა პრობლემა - პროგრამის არასწორ დაგეგმვაში თუ პროგრამის ადმინისტრირებაში? შეიძლებოდა თუ არა, უკეთესი ადმინისტრირების პირობებში უკეთეს მაჩვენებლებზე გასვლა?” - კითხულობს ჭიაბერაშვილი და ამბობს, რომ ამ კითხვას დავით სერგეენკომ კვლავ ვერ უპასუხა. მისი თქმით, უკეთეს შედეგებზე გასვლა 2020 წლისთვისაც შეიძლებოდა. „ჩემი აზრით, ხელშემშლელი ფაქტორები იყო: პროგრამის არასაკმარისი დეცენტრალიზაცია - პროგრამის მიმდინარეობის მე-5 წელსაც კი თბილისში ჯერ კიდევ არაა დანერგილი სკრინინგი ამბულატორიულ დონეზე, ხოლო რეგიონებში ეს მხოლოდ შარშან დაიწყო. არადა 2017 წლიდან მოყოლებული ჯანდაცვის სამინისტროსათვის ნათელი იყო პროგრამაში ჩართვის დაბალი ტემპი; საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირებულობა - პერიოდული მედია-კამპანიების მიღმა ყველაზე ეფექტური იქნებოდა სწორედ ოჯახისა და სოფლის ექიმების დროული მობილიზება პროგრამაში, რადგან ყველაზე მეტი შეხება მოსახლეობასთან სწორედ მათ აქვთ და მათი მეშვეობით უფრო ეფექტურად შეიძლებოდა საზოგადოების ინფორმირებაც და პროგრამის მიმართ ნდობის ამაღლებაც; ფინანსური ბარიერის მოხსნაც გაცილებით ადრე შეიძლებოდა, როდესაც პროგრამაში ჩართვის ენთუზიაზმი გაცილებით მაღალი იყო. მით უმეტეს C ჰეპატიტის პროგრამიდან ბიუჯეტში თანხები აუთვისებელი რჩებოდა. ის, რომ ამ ბარიერების დროული მოხსნა არ მოხდა, პასუხისმგებლობა დიდწილად სწორედ დავით სერგეენკოზეა და არაა გასაკვირი, რომ ის ახლა თავის მართლების რეჟიმშია, მათ შორის, სახელმწიფო-მაკონტროლებელ ორგანოებთან“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისივე თქმით, მან 2015 წლის იანვარში, თავადაც დადო ფოტო ფეისბუქში ხელისგულზე წარწერით STOP C იმის ნიშნად, რომ ისიც გულშემატკივრობს ამ პროგრამას. ჭაბერაშვილის თქმით, აღნიშნული ფოტო ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წლის 16 იანვარს თავის ფეისბუქ-გვერდზე განათავსა. აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
ჯიეჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/238242-kitkhvebs-sergeenkom-isev-ver-gastsa-pasukhi-zurab-chiaberashvili
---
16.01.2020
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/saxelmwifo-auditis-samsaxuri-sergeenkos-gancxadebaze-ganmartebas-aketebs/47114/
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სერგეენკოს განცხადებაზე განმარტებას აკეთებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური პრემიერ–მინისტრის მრჩეველს დავით სერგეენკოს პასუხობს, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, აუდიტმა ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის შესახებ ანგარიშში ფასები ვიკიპედიაზე დაყრდნობით მოიძია. "ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშში დასახელებული ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ღირებულება - 560,645,083 ლარი - ასახულია სამინისტროს მიერ მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ფინანსური აუდიტი წარიმართა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რომლის თანახმად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ აქვს ვალდებულება განახორციელოს სხვა უწყებაში აღრიცხული აქტივების გადაფასება. უწყების ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული აქტივების სამართლიანი ღირებულებით წარდგენა უშუალოდ სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს ვიკიპედიაში, ან რაიმე ასეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულების არის. 2018 წელს ეს უკვე რვაჯერ ნაკლები ღირდა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისთვის. თუ იგივე ფასებს ავიღებთ, გამოვა რომ დღეის მდგომარეობით ჩვენ უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს დახარჯული იმ 65 ათასი პაციენტის მკურნალობაში, ვინც ეს მკურნალობა გაიარა", – განმარტავენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/581252-auditis-samsaxuri-davit-sergeenkos-gancxadebaze-ganmartebas-aketebs
გურიანიუს.ქომ- http://gurianews.com/article/mtavari/pinansebi/auditis-samsakhuri-davit-sergeenkos-gantskhadebaze-ganmartebas-aketebs
ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/420271/
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/finansuri-auditi-warimarta-auditis-saertashoriso-standartis-shesabamisad-auditi-sergeenkos-pasuxobs
---
16.01.2020
გია ვოლსკი - უტიფრობის მწვერვალია, რომ ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის მადისკრედიტირებელ განცხადებას აკეთებენ ადამიანები, რომელთა პირადი მონაწილეობა დანაშაულებრივ დამოკიდებულებაში დაავადებულთა მიმართ უდავოა
უტიფრობის მწვერვალია ის, რომ ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის მადისკრედიტირებელ განცხადებას აკეთებენ ადამიანები, რომელთა პირადი მონაწილეობა დანაშაულებრივ დამოკიდებულებაში დაავადებულთა მიმართ უდავოა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს. „უტიფრობის მწვერვალია ის, რომ ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის მადისკრედიტირებელ განცხადებას აკეთებენ ადამიანები, რომელთა პირადი მონაწილეობა დანაშაულებრივ დამოკიდებულებაში დაავადებულთა მიმართ უდავოა. ციხეებში ჰყავდათ 25.000-მდე პატიმარი და აქედან ნახევარი ,,C” ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული და “სიკვდილის” რეალური კანდიდატი იყო. მაშინ ამ ვითარებამ ევროპულ სასამართლომდე მიაღწია და ჭიაბერაშვილის ხელისუფლებას ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა და არაადეკვატური მკურნალობის ვერდიქტი გამოუტანეს, დარღვევები სისტემური იყო!“, - წერს გია ვოლსკი „ფეისბუქზე“.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/532675
---
16.01.2020
დიმიტრი ხუნდაძე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე - ჯობია წამალს დააკლდეს პაციენტი, ვიდრე პაციენტს - წამალი
ჯობია წამალს დააკლდეს პაციენტი, ვიდრე პაციენტს - წამალი. ეს არ არის წამლის გასაღების პროგრამა, ის ემსახურება პაციენტის განკურნებას, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს შეტევა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე, რაც ხუნდაძის განცხადებით ბოროტებაა. „საყოველთაო საპატიმრო პროგრამის" ავტორები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემქმნელებს C ჰეპატიტის ელიმინაციას უწუნებენ და თავს ესხმიან სიკეთეს. ეს შემთხვევით არ ხდება, რადგან მათ უნდათ მსოფლიოში უპრეცედენტო პროექტის გაუფასურება - ოღონდ დააზიანონ ხელისუფლება, ოღონდ ჩრდილი მიაყენონ „ქართულ ოცნებას“, ისინი არ ერიდებიან ამ მნიშვნელოვანი სიკეთის დისკრედიტაციას. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი ამ მასშტაბით ხორციელდება. წარსული მძიმე იყო, ციხეებიდან ყოველ 5 დღეში 3 გვამი გამოჰქონდათ და გარეთ, დამატებით, კიდევ ორს ითხოვდნენ. ხალხი ქონებას ჰყიდდა, რომ მკურნალობის საფასური გადაეხადათ. დღეს კი კლინიკები სავსეა პაციენტებით და მათ ჯანმრთელობაზე ჯანდაცვის გასამმაგებული ბიუჯეტი იხარჯება. მიუხედავად სისტემაში არსებული ხარვეზებისა, დღეს ქუჩაში ადამიანი უფულობის გამო აღარ იღუპება“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, ამ დროისთვის 65 000 ადამიანმა ისარგებლა. აქედან 58 000-მა უკვე დაასრულა მკურნალობა და მათი განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მეტია. „ამ პროგრამას იწუნებენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთაც ციხეებში ჰყავდათ გამომწყვდეული 25 000-მდე პატიმარი და აქედან, თითქმის ნახევარი C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული და სიკვდილის რეალური კანდიდატი იყო. მაშინ ამ ვითარებამ ევროპულ სასამართლომდეც კი მიაღწია და 5 საქმეზე დაუდგინდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა არაადეკვატურ მკურნალობასთან და სისტემურ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც არა მხოლოდ პაციენტთა ჯანმრთელობის, არამედ სახელმწიფოს იმიჯისთვისაც საკმაოდ საზიანო იყო. „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემიდან დაიწყო და შემდეგ მის გარეთაც გაფართოვდა. საქართველოში სკრინინგის მოცვის პროგრამა, რომელიც ბოლო პერიოდში, კიდევ უფრო გავრცელდა და გაშლილია მთელი ქვეყნის მასშტაბით 1200 წერტილში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული, მაგრამ არ მოსწონს ჭიაბერაშვილს. გაურკვეველ კალკულაციებს აკეთებს, ივიწყებს წარსულს და ცდილობს, რეალობა თავდაყირა დააყენოს. დაგვიწუნა 65 000 ნამკურნალები პაციენტი და ბრალი დაგვდო, კიდევ 2000 პაციენტის სამკურნალო პრეპარატი გქონდათ და რატომ არ გამოიყენეთო? თითქოს ამ 2000 პაციენტს უარი ვუთხარით მკურნალობაზე. ის კი არ იცის, ან არ უნდა იცოდეს, რომ წამლის მარაგის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია და 3-5%-ის ფარგლებში მეტობა დასაშვებია“- განაცხადა დიმიტრი ხუნდძემ. ხუნდაძემ განცხადებებს, რომ ფინანსური ბარიერი იყო პაციენტთა დაბალი აქტივობის მიზეზი, სპეკულაცია უწოდა და განაცხადა, რომ ამ პრობლემის სრულად მოხსნის შემდეგაც პაციენტთა ჩართულობის ტემპი რადიკალურად არ გაზრდილა.
მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/276949
---
16.01.2020
მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=114438
მამუკა მდინარაძე: C ჰეპატიტის პროგრამის დისკრედიტაციის მიზანია, ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წარმატება ნეგატივში გადაიყვანოს
„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი წარმატებაა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „სიკეთის დისკრედიტაცია არის ბოროტება. C ჰეპატიტის პროგრამა არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი წარმატება, ეს მსოფლიოში უპრეცედენტო პროექტია და რაღაც მანიპულაციები, ბინძური განცხადებები, ამ პროექტის დისკრედიტაცია არის ჩვეულებრივი ბოროტება, რადგან ამ დონის სიკეთე ამ ქვეყანას და მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ მიუღია. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ერთ-ერთი მთავარი წარმატება „ქართული ოცნების“ რამენაირად ნეგატივში გადაიყვანონ ჩვენმა ძვირფასმა ოპოზიციონერებმა“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
---
16.01.2020
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/gripis-1109-shemthkhveva-erth-kvirashi-da-207-hospitalizebuli-patsienti-kakhethis-regionshi/
გრიპის 1109 შემთხვევა ერთ კვირაში და 207 ჰოსპიტალიზებული პაციენტი კახეთის რეგიონში
გასულ კვირის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების 1109 მსუბუქი შემთხვევა დაფიქსირდა, ჰოსპოტალიზაცია კი 207 ადამიანს დასჭირდა. „ვახდენთ ყოველკვირეულ მონიტორინგს, ინფორმაციას ვიღებთ ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან. ისინი ვალდებულნი არიან ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადეობრივი ჯანდაცვის რაიონულ ცენტრს, ისინი კი მონაცემებს ჩვენთან გზავნიან. აღრიცხვას ვახდენთ მეორმოცე კვირიდან, თუმცა გრიპის შემთხვევების მატება როგორც წესი, 50-ე კვირიდან იწყება, ანუ დეკემბრის მეორე ნახევრიდან. წლევანდელი მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 100-200 ერთეულით უფრო ნაკლებია. მთელ საქართველოში დაავადებული მოქალაქეების 80%-ს აქვს B ტიპის ვირუსი, დანარჩენს კი A ტიპის. გართულება ორივეს აქვს, თუმცა B უფრო ნაკლებად რთულდება დროულად მიხედვის შემთხვევაში. ახლა ველოდებით შემთხვევების კლებას, მეორე პიკი კი როგორც წესი თებერვლის დასაწყისშია ხოლმე,“-განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადეობრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ანტივირუსული პრეპარატი – ტამიფლუ სოციალურად დაუცველებისა და ორსულებისთვის ექიმის შესაბამისი ცნობის საფუძველზე, საზოგადეობრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრიდან უფასოდ გაიცემა. მათ კი ვისაც შეძენა სურთ, აფთიაქებს უნდა მიაკითხონ.
---
16.01.2020
„ავადმყოფობის გამო სიარულიც უჭირს“ - მარტოხელა კაცი მძიმე ისტორიით, უკიდურეს გაჭირვებას ებრძვის
ბელიაშვილის ქუჩაზე, ყოფილ პროფსასაწავლებლის ეზოში ერთი პატარა ოთახია. დაზიანებული კედლების მიღმა კიდევ უფრო შელახული კედლები, იატაკი და ჭერია. ამ ოთახის ბინადარი, დევნილი დავით გულედანია. 38 წლის არის, თუმცა გაჭირვებამ და ავადმყოფობამ ნაადრევად დააბერა. უკვე წლებია ახალგაზრდა კაცი ცხოვრებისეულ სირთულეებსა და სიღატაკეს ებრძვის...გულრიფშის რაიონში დაიბადა. შვიდი დედმამიშვილიდან მეექვსეა. ომის დაწყებამდე იქ იყო. მერე, როცა სიტუაცია დაიძაბა და სახლის დატოვება გადაწყვიტეს, ბრმა ტყვია მოხვდა. სიკვდილს ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან. მაშინ 14 წლის იყო. მერე იძულებით დაატოვებინეს სოფელი. ოჯახთან ერთად ჭუბერის უღელტეხილით მესტიაში გადმოვიდა. წელიწადზე მეტი იქ იცხოვრა, ახლობელმა შეიფარა. მერე გაჭირვებას ჯერ ჭიათურაში, იქიდან კი თბილიში გამოექცნენ. ახსოვს დიდი გაჭირვება და ბრძოლა არსებობისთვის. ბოლოს ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე, ყოფილ პროსასწავლებლის შენობას შეაფარეს თავი.„მამამ ყარაულად დაიწყო მუშაობა. გვიჭირდა, მაგრამ პურის ფული მაინც გვქონდა. ვისაც ახსოვს თონეში ტალონების რიგები და კუპონების პერიოდი, იმისთვის ადვილი გასაგები იქნება რა საშინელი პერიოდი გავიარეთ... მერე როცა მივხდი, რომ მუშაობა უნდა დამეწყო არც დავფიქრებულვარ, მშენებლობაზე წავედი. „რასტორზე“ დავიწყე მუშაობა, ფულს დღიურად მიხდიდნენ. იმდენად მძიმე იყო პატარა ბიჭისთვის ეს სამუშაო, რომ ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა.“ - ამბობს დავით გულბანი. ორი ოპერაცია გაუკეთდა, ნაწლავებზე აქვს პრობლემა. ახლა იმდენად დაუძლურებულია, რომ სიარულიც უჭირს. დავალიანების გამო ჩაჭრილი აქვს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. ბოლო რამდენიმე დღეა მეზობლისგან გადმოყვანილი დენით სარგებლობს. მისი გათბობის ერთადერთი საშუალება შეშის ღუმელია, ისიც ყოველთვის არა. მაშინ როცა სიარული შეუძლია შეშის მოსაპოვებლად მიდის. თუ გაუმართლა იმ დღეს თბილად არის... მისი ერთადერთი შემოსავალი დევნილობის დახმარებაა. წინასწარ გამოტანილი თანხის გამო, ყოველთვიურად მხოლოდ 30 ლარს იღებს. ახლა გადამოწმების ეტაპზე, ჯერ ვერც სოციალური დახმარებით სარგებლობს და შესაბამისად ვერც უფასო სასადილოს სერვისით. ფართი, სადაც ცხოვრობს, იპოთეკით არის დატვირთული. პირად ცხოვრებაზე საუბარი უჭირს. 18 წლის იყო გოგონა, რომ გააცნეს და მასზე დაქორწინდა. გარიგებით შექმნილი ოჯახი 18 წლის შემდეგ დაინგრა. ამბობს, რომ ამ ქორწინებას სამი ნათელი წერტი აქვს - შვილები. მისმა ყოფილმა მეუღლემ სხვა ოჯახი შექმნა. გული სწყდება, რომ შვილები იშვიათად ნახულობენ... დავითის დედმამიშვილებიდან ორი ცოცხალი აღარ არის, დანარჩენებიც სოციალურად დაუცველები არიან და ყველა გადარჩენისთვის იბრძვის. ნანა გულედანი ძმას გვერდით შეძლებისდაგვარად უდგას, თუმცა ეს საკმარისი მაინც არ არის. „ყველას გვიჭირს, შეძლებისდაგვარად ვეხმარებით, მაგრამ ყოველთვის ვერა. ხშირად არის დღეები, როდესაც დათოს პურის გარდა არაფერი ჰქონია. ხან მშიერსაც დაუძინია... მჯერა, რომ კიდევ არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებიც ჩემს ძმას შეუმსუბუქებენ ყოფას... მისი დღევანდელი ცხოვრება გაუსაძლისია. იყო დრო, როცა იმის გამო, რომ მის ცოლ-შვილს არაფერი მოაკლებოდა, მინდორში ჯართს აგროვებდა. წლების განმავლობაში მძიმე სამუშაომ თავი იჩინა. ხანდახან იმდენად ცუდად არის, რომ ქვედა კიდურები უბუჟდება და სიარული უჭირს. ბოლო ოპერაცია რამდენიმე თვის წინ გავუკეთეთ, ნაწლავების გადახლართვა ჰქონდა. საშუალება რომ არ გვქონდა, ექიმის გამოწერილი მედიკამენტები ვერ მივეცით. თუ ღმერთის და კეთილი ადამიანების დახმარებით გამოკვლევა მაინც ჩავუტარეთ, გავიგებთ ახლა რა მდგომარეობა აქვს. ერთადერთი შშმ პირის სტატუსი არ აქვს თორემ ყველაფერი სჭირს. შეშას ხან საიდან მოათრევს და ხან საიდან. ძირითადად მეზობლის ბავშვები ეხმარებიან და მათ მოაქვთ თითო ნაჭერი.“ - ამბობს დავითის და და თვალზე ცრემლი ადგება. ნანა გულედანი ამბობს, რომ მისი ძმა ყოფილმა მეუღლემ გაძარცვა და სახლიდან გაიპარა. „დათოს ცოლ-შვილს არაფერი აკლდათ. ერთ დღესაც ჩემი ყოფილი რძალი სახლიდან წავიდა და გათხოვდა. ბავშვებს მამა შეაძულა. გაიტაცა ქონება და ყველაფერი. ჩემი ძმა გაუბედურებულ მდგომარეობაში დატოვა.“ -აცხადებს ნანა გულედანი.
---
16.01.2020
თბილისში, ინფექციური საავადმყოფოს ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ
თბილისში, ინფექციური საავადმყოფოს ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტერიტორიის მესაკუთრე კომპანია „ავერსის“ მიერ კლინიკის სახურავის შეკეთების მიზნით ადმინისტრაციულ შენობასთან ჯებირების აღმართვას აპროტესტებენ. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი შოთა გოგიჩაიშვილი განმარტავს, ჯებირები შეუძლებელს ხდის პაციენტების მიღებასა და კლინიკის მუშაობის პროცესს აფერხებს. ტერიტორია, სადაც ინფექციური საავადმყოფოს და შიდსის ცენტრის შენობაა განთავსებული, 2009 წელს გაიყიდა. ის კომპანია „ავერსი ფარმამ“ შეიძინა. მას შემდეგ, ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა პაციენტების სამკურნალოდ და შენობების რეაბილიტაციასაც ვერ ახდენენ, რადგან ის კერძო საკუთრებაშია. შენობის იჯარის ფართს სახელმწიფო ფარავდა. ამასთან ცენტრს ახალი შენობის აშენების პირობა მისცა. გასული წლის ნოემბერში, როდესაც „ავერსის“ მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი ნაგებობის დემონტაჟს კლინიკის პერსონალის პროტესტი მოჰყვა, „ავერსმა“ განაცხადა, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან კლინიკის პერსონალი ფართში უკანონოდ იმყოფება და არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად უცნობია კონკრეტული ვადა, თუ „როდის დაუბრუნებს კანონიერ მესაკუთრეს უკანონოდ დაკავებულ შენობებს“. „მიმდინარეობს აღნიშნული ტერიტორიის გენერალური გეგმის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც სამომავლოდ განხორციელდება არაერთი ახალი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა, არსებული სერვისების გაფართოება, რომ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს ქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ მსოფლიო დონის სამედიცინო მომსახურება“, – აცხადებენ კომპანია.
---
16.01.2020
მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=25543
სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო
პირველი იანვრიდან 20 ლარით გაზრდილი პენსია, რეგიონში 30 223 ასაკით პენსიონერს დაერიცხა. სოციალური პაკეტებისა და პენსიის ზრდა პირველი ივლისიდანაც მოხდება. 70 წელს ზემოთ პენსიონერებს, 18 წლამდე და პირველი ჯგუფის შშმ პირების პაკეტებზე 30 ლარი დაემატება. სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სამცხე–ჯავახეთში მიმდინარე წლის ივლისიდან 30 ლარი დაემატება 70 წელს გადაცილებულ 11 232 პენსიონერს. მუნიციპალიტეტების მიხედვით მონაცმები ასეთია: ადიგენის მუნიციპალიტეტი – 1 452; ასპინძის მუნიციპალიტეტი – 1 089; ახალქალაქის მუნიციპალიტეტი –3 811; ახალციხის მუნიციპალიტეტი – 2 068; ბორჯომის მუნიციპალიტეტი – 1 036; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი – 1 776;
---
16.01.2020
მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/g-news-tv/ghvtisgan-da-katsisgan-davitsqebulni?fbclid=IwAR0LmCr0TzQL4k3wvkZFgLTQvGJHi_-613z3Ofefcm6fiHc6hlOXDKMZ39w
ღვთისგან და კაცისგან დავიწყებულნი
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ დაბა ჩოხატაურში, “მუხების“ უბანში, ამ წაქცევის პირას მდგარ სახლში, სამი ოჯახი ცხოვრობს. ერთ-ერთი ოჯახის დედა - ასმათ ჟღენტი ამ დილით გარდაიცვალა; მას რამდენიმე დღის წინ ინსულტი განუვითარდა და ექიმებმა მისი დახმარება ვეღარ შეძლეს. ქალბატონ ასმათს შეზღუდული შესაძლებლობის შვილი ჰყავს, რომელიც ამ ნანგრევებში დღემდე დედასთან ერთად ცხოვრობდა. გიორგი 32 წლისაა და უმუშევარი დედა ცდილობდა თავისი პენსიით შეშა მაინც ეყიდა და გაეთბო შვილი. დღეიდან გიორგის უდედოდ მოუწევს არსებობისთვის ბრძოლა.
---
ბეჭდვითი მედია
17.01.2020
მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი
თბილისს სასწრაფოს 80 ახალი მანქანა ემატება
15 იანვარს თბილისს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი მანქანა ემატება. თბილისის მერმა კახი კალაძემ და ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ ახალი ავტომობილების პრეზენტაცია თავისუფლების მოედანზე გამართეს. კალაძემ განაცხადა, რომ ახალი მანქანებიდან 15 იანვრიდანვე მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. კალაძისა და ტიკარაძის თანახმად, თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი, რომელიც თბილისის მერიას ექვემდებარებოდა, ამიერიდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაინაცვლებს. კალაძის თქმით, ამ ნაბიჯით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართულება ერთიან სისტემაში მოექცევა. ტიკარაძემ თქვა, რომ სამინისტრო იქნება „უფრო ეფექტური პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში“. „ჯანდაცვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
---
17.01.2020
მედიასაშუალება: რეზონანსი
იმ პერიოდში პაციენტები ვადაგასული წამლით არ მკურნალობდნენ - დავით სერგეენკო C-ჰეპატიტის პროგრამაზე
C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანები იმ პერიოდში ვადაგასული წამლით არ მკურნალობდნენ, - ასე ეხმაურება ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას, სადაც აღწერილია, რომ 2018 წელს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი უვარგისი გახდა. მისივე თქმით, ამით არც ერთი ადამიანი არ დაზარალებულა და მეტიც, საქართველომ ამ ყველაფრიდან ერთი წლის თავზე ვენაში, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ცენტრის წოდებაც მიიღო. „პირველ რიგში, დაზარალდა თუ არა თუნდაც ერთი პაციენტი ამით ? - არა, რადგან განსხვავებით 2015/2016 წლებისგან პაციენტების მოთხოვნა ამ პროგრამაში ჩართვაზე უფრო მაღალი იყო ვიდრე პროგრამის შესაძლებლობები. 2018 წელს ჩვენ გვიწევდა უფრო პროაქტიულად მოძიება პაციენტების ამ პროგრამაში ჩასართავად. მეორე, მკურნალობდნენ თუ არა იმ პერიოდში პაციენტები ვადაგასული წამლით? - არავითარ შემთხვევაში. ამ პერიოდში ჩვენ უკვე შემოსული გვქონდა ახალი პარტია „ჰარვონის", რომელიც იყო ახალი, ვადიანი", - განაცხადა დავით სერგეენკომ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ამ მედიკამენტებს უფასოდ იღებდა. „რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, ყველა დამეთანხმება ალბათ, რომ ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების მედიკამენტი ერთგვარად ბრუტალურად ჟღერს და უამრავი კითხვა რჩება, რომ ადამიანებს სჭირდებათ მკურნალობა და ამ დროს ნახევარი მილიარდის ღირებულების წამალი უვარგისდება. შეგახსენებთ, რომ საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს „ვიკიპედიაში" ან რაიმე ასეთ პორტალში ნანახი ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულების არის. 2018 წელს ეს უკვე 8-ჯერ ნაკლები ღირდა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისთვის. თუ იგივე ფასებს ავიღებთ, გამოვა, რომ დღეის მდგომარეობით ჩვენ უკვე 17 ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.
---
17.01.2020
მედიასაშუალება: რეზონანსი
"ავერსი" შიდსისა და ინფექციური დაავადებების ცენტრს მუშაობის შეწყვეტას აიძულებს?!
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსა და "ავერსს” შორის დიდი დაპირისპირება გაჩაღდა. კომპანია “ავერსი” ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალს ამ დროისთვის დაკავებული ერთ-ერთი შენობის დაცლას სთხოვს. მედპერსონალი კი “ავერსს” საქმიანობის ხელშეშლაში ადანაშაულებს. არც ერთი მხარე დათმობაზე წასვლას არ აპირებს, არადა ვითარება ძალიან კრიტიკულია. ტერიტორია, სადაც ინფექციური საავადმყოფოს და შიდსის ცენტრის შენობაა განთავსებული, კომპანია „ავერსი ფარმამ“ შეიძინა. მას შემდეგ, ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა პაციენტების სამკურნალოდ და შენობების რეაბილიტაციასაც ვერ ახდენენ, რადგან ის კერძო საკუთრებაშია.საქმე შესაძლოა, იქამდე მივიდეს, რომ შიდსისა და ინფექციური დაავადებების ცენტრს სერიოზული პრობლემები შეექმნას, რადგან როგორც მედპერსონალი ამბობს, “ავერსი” მათ გაძევებას ითხოვს. "ავერსმა თავის დროზე, საეჭვო ვითარებაში შეიძინა ეს ტერიტორია და ფაქტობრივად, მუშაობის საშუალებას არ გვაძლევს. კომპანია ითხოვს ჩვენს აქედან გაძევებას, გაყრას. გადარაზეს და ჩაგვიკეტეს ადმინისტრაციული კორპუსი. ადმინისიტრაციული შენობის გარეშე კი, დაწესებულების მუშაობა შეუძლებელია. საბოლოოდ, იქამდე მივდივართ, რომ შიდსისა და ინფექციური დაავადებების ცენტრი შესაძლოა, საერთოდ გაჩერდეს, რაც ქვეყნისთვის უდიდესი ზიანის მომტანია”, - განაცხადა ერთ-ერთი ექიმმა გუშინდელ გამართულ აქციაზე. არასწორი პრივატიზაციის პროცესების შედეგს უწოდებს გახსოვდეს ჰიპოკრატეს” ხელმძღვანელი მარინა ბერაძე “ავერსის” და ინფექციურ საავადგყოფოს შორის არსებულ უთახხმოებას. “ეს პრობლემა, რომელიც ახლა დგას არის არასწორი პრივაციზაციის შედეგი, რომელიც 10 წლის წინ განვითარდა. დავივიწყეთ, ის საშინელი პერიოდი, როდესაც ხდებოდა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების სწრაფი ტემპით პროვატიზირება. ამ პრობლემის გასაღები, სწორედ აქ დევს. ახლა როგორ გითხრათ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს ამბავი, ანდა სამომავლოდ კარგი რამ მოხდეს, თვითონ ეს დავის პროცესი ძალიან უსიამოვნოა. საერთოდ, ჯანდაცვის სისტემაში უნდა მოხდეს სასიკეთო ცვლილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველგა დაძაბული და ცუდი სიტუაცია იქნება. ამიტომ, ახლა ამ საკითხის სამართლიანად გადაწყვეტისთვის აუცილებელია გადაიხედოს პროვატიზაციის პირობები, რომელიც საქმეშია ჩადებული. სიმპათით ვარ თუ არა განწყობილი, უნდა ითქვა, რომ კომპანია “ავერსი” კეთილსინდისიერ შემსყიდველად ითვლება, მაგრამ ეს პრობლემა არსებობს და გაჩნდა იმიტომ, რომ თავის დროზე არავინ გაითვალისწინა რა მოჰყვებოდა დაჩქარებულ პრივატზაციას და რამდენიმე წლის შემდეგ რა შეიძლება შედეგი დადგებოდა. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ყოველთვის დღევანდელი დღით ვსაზღვრავთ და არასდროს გვაქვს დაგეგმილი რა შეიძლება იყოს მომავალში, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლებრივად. პრობლემის სათავე უნდა ვეძებოთ იმ ხელშეკრულეაბში, რომელიც წლების წინ გაფორმდა. რასაკვირველია, ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს, როდესაც სახელმწიფო იხდის თანხას, დებს თავის ქონებას და დროთა განმავლობაში ის რჩება ფაქტობრივად, დაკარგულად. საკითხის გადაწყვეტა ხდება სამართლებრივად და სწორად, ხოლო ჩვენებულარ როგორ ხდება, ამაზე პასუხი არ მაქვს”, - განაცხადა “რეზონანსთან” მარინა მერაძემ. თავად კომპანია “ავერსში” ამბობენ, რომ ისინი თავიან კუთვნილებაში არსებულ ტერიტორიას ითხოვენ. დღესდღეობით დაკავებული შენობებიდან, “ავერსი” ინფექციურ საავამყოფოს, ერთი - ადმინისტრაციული შენობის დაცლას სთხოვს. “ავერსი ფარმას” გენერალური დირექტორის, ირაკლი ფურცელაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოს დაკავებული აქვს 8 შენობა, რომლის საერთო მოცულობა 7000 კვ/მ-ზე მეტია. “უკანონოდ დაკავებული ფართი უნდა დაცალონ, რა მნიშვნელობა აქვს იქ სამედინო დასწებულება იქნება თუ ნებისმიერი სხვა რამ. კანონი ყველამ უნდა დაიცვას. ვინმე სხვის ქონებაში უკანონოდ, რომ შეიჭრას, არა მგონია მესაკუთრემ ფართის დატოვება არ მოითხოვოს. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ვითვალისწინებით სამედიცინო დაწესებულების მნიშვნელობას და იქ მომუშავე პერსონალს, 2012 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იჯარის ხელშეკრულებას ვუფორმებდით, რომელიც იყო სამმხრივი. (ჯანდაცვის სამინისტროსა, “ავერსსა” და ინფექციურ საავამდყოფოს შორის). 2018 წლის 31 დეკემბერს ხელშეკრულებას ვადა ამოიწურა და ახალი ხელშეკრულება, რომ უნდა გაფორმებულიყო, ჩვენი მხირადნ დაისხვა სკითხი, რომ ჩვენი ბიზნესი ვითარდება და გვჭირდება ერთი შენობა იმისთვის, რომ სრულფასოვანი, თანამედროვე და მსოფლიო სტანდარტებით შესაბამისი ლაბორატორია გავხსნათ. მათ ვთხოვეთ, რომ ერთი შენობა დაეთმოთ და გავაფორმებდით ხელშეკრულებას კიდევ ერთ წელზე, გონივრული ვადით, სანამ, სხვა ფართში არ გადავიდოდნენ. ამავდროულად ვითხოვდით, რომ ეთქვათ, როდის დაცლიდნენ ფართს. მათ დღეს დაკავებული აქვთ 8 შენობა და საერთო მოცულობით ეს 7000 კვ/მ-ზე მეტია. მათ ამაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. ასევე, გვეუბნებოდნენ, რომ არ იციან, როდის გადავიდოდნენ და იქნებიან მანამ სანამ, რაიმე გაირკვევა. სწორედ ამის გარკვევის მოლოდინში წლები გავიდა. შესაბამისად, ჩვენ გარდა იმისა, რომ ვართ ამ ქონების მესაკუთრე, გვაქვს ჩვენი ქონების მოვლის სურვილი. ზოგი შენობა საკმაოდ მოძველებულია, ზოგიც ავარიულია. არის შენობა, რომელშიც წყალი ჩამოდის და ა.შ. ჩევნ ერთ-ერთი ასეთი შენობა შემოვღობეთ, მერიისგან მივიღეთ ნებართვა სახურავის შეცვლასთან დაკავშირებით. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ იმ შენობაში მძიმე პაციენტები ეწვათ, არ დავიწყეთ სარეკოსტრუქციო სამაუშაოები. ჩვენს მიერ ბოლოს მიცემული ორ კვირიანი ვადა ამოიწურა პირველ იანვარს. მიუხედავად ახალი წლის დღეების გათვალისწინებით, 9 იანვარს მივწერეთ, რომ 13 იანვრიდან უსაფრთხოების ნორმების გათვალიწნებით, აიკრძალებოდა სარეკონსტრუქციო შენობაში სხვა პირების გადაადგილება. 30-ზე მეტი წერილი იქნა გაგზავნილი, მთელი ამ ხნის განმავლობაში. დღემდე არ გვაქვს ინფორმაცია, კონკრეტულ თარიღზე, თუ როდის დაცლიან ტერიტორიას სრულად”, - განაცხადა “რეზონანსთან” ირაკლი ფურცელაძემ.
---
17.01.2020
მედიასაშუალება: რეზონანსი
საქართველოში დასაქმებულებს არც შრომის ინსპექცია შველის და არც ახალი კანონმდებლობა
„რეზონანსი“ მუდმივად წერდა საქართველოში არსებულ შრომით კანონმდებლობაზე, რომელშიც უამრავი ხარვეზია. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ახალი სანქციები და რეგულაციებია საჭირო, რომ ქვეყანაში პრობლემაა მოგვარდეს, თუმცა დრო გადის და ვითარება საპირისპირო კუთხით იცვლება, უფრო და უფრო მწვავდება კიდეც. ამაზე საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰუმან რაით უოჩი" ალაპარაკდა და საქართველო 2020 წლის ანგარიშში მოხვდა. „საქართველოს შრომის კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, დასვენების დროს, კვირის განმავლობაში დასვენებას, ღამის სამუშაოს და მთავრობას არ აძლევს შრომის ყველა პირობის გაკონტროლების საშუალებას“, - აღნიშნულია საერთაშორისო ორგანიზაციაის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშში. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა საქართველოში მოაწყო შრომითი გენოციდი. ადგილობირვ ბაზარზე ვითარება საგანგაშოა. მისი აზრით, „ქართული ოცნებისთვის“ ასეთი საკითხები პრობლემას არ წარმოადგენს და მეტიც, თავად ბიძინა ივანიშვილი ლობირებს ქაოსურ ვითარებას. „განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ შრომით უფლებებს, რასაც ხელისუფლება, სამწუხაროდ, უგულებელყოფს. სოციალური თანასწორობა და შრომითი უფლებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიძინა ივანიშვილმა კი ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა. სანქციები უნდა გახუთმაგდეს, რაც დღეს არის, რათა ბიზნესმენებს და ოლიგარქებს რაღაც შიში მაინც გაუჩნდეთ. ჩვენ გვქონდა რაღაც შეთავაზებები, თუმცა ივანიშვილმა ეს არ გაითვალისწინა, რაც ამ გადმოსახედიდან გასაკვირი სულაც არ არის. მთავარ ოლიგარქს ეს ყველაფერ არ აინტერესებს და მეტიც, მფარველობს საკუთარ ბიზნესებს. ამ ხელისუფლების პირობებში ეს არ შეიცვლება და მგონია, რომ თუკი საზოგადოება იაქტიურებს არჩევნებზე და ეს იქნება შრომით ბაზარზე ცვლილებების მომტანიც. ივანიშვილმა მშრომელთა გენოცდიი მოაწყო,“ - განუცხადა "რეზონანსს" ჩხარტიშვილმა. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი კი მიიჩნევს, რომ შრომის ბაზარზე ვითარების გამოსასწორებლად სახელმწიფოს აქტიურობაა საჭირო. „ძალიან კარგია, რომ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია როგორიც "ჰუმან რაითს უოჩია" ეხმაურება ამ თემას. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ, რომ შრომითი უფლებების კუთხით საქართველოში რთული ვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონი არსებობს და ქვეყანაში მოქმედებს შრომის ინსპექცია, მას არ აქვს შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ თავისი ფუნქცია სრულფასოვნად შეასრულოს. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს, სწორედ შრომის ინსპექციის გაძლიერება, რათა მას ჰქონდეს შესაბამისი მანდატი და რესურსი თავისი მოვალეობის შესასრულებად“, - აღნიშნა ერისთავმა. საერთაშორისო ორგანიზაცია მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებულებზეც საუბრობს, რომლებიც არანორმირებულ და ზეგანაკვეთურ სამუშაო გარემოში უწევთ შრომა. "იმედი გვაქვს, გაზაფხულიდან განახლდება შრომის კანონმდებლობა, რომელსაც ჯერ კიდევ შარშან უნდა შემოეღო მშრომელებისთვის ახალი გარანტიები, გარდა ამისა ალბათ შრომის ინსპექციაც გააქტიურდება. იმედი მაქვს, ეს პროცესი წინ წავა, მიუხედავად იმისა, რომ გავლენიან ბიზნეს წრეებში შრომის კანონმდებლობის ინიცირებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს“, - განუცხადა "კომერსანტს" კოტე ერისთავმა. "ჰუმან რაითს უოჩია" ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების შედეგად ქვეყანაში 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით დაიღუპა 36 და დაშავდა 107 ადამიანი. ეს ყველაფერი სუსტი რეგულაციების ბრელია. აქედან გამომდინარე, შრომის დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც ხშირად პრიორიტეტს საწარმოო პროცესს ანიჭებს, ძირს უთხრის დასაქმებულების უსაფრთხოებას. გარდა ამისა,"ჰუმან რაითს უოჩი" იმასაც წერს, რომ შრომის კანონთან დაკავშირებული ზოგიერთი ხარვეზის აღმოსაფხვრელად და შრომის ინსპექტირების გასაძლიერებლად ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხებზე დებატები, ჯერჯერობით, არ გამართულა.
---