| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-16.12.2019 |
| Received On : | 16.12.2019 09:18 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 16.12.2019
ტელევიზია
16.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
სამედიცინო ინდუსტრია რამდენიმე კვირის თავზე მას შემდეგ, რაც შეხვდა პრემიერს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, სადაც სწორედ საგნობრივი საუბარი მიმდინარეობდა ამ დადგენილების გადახედვაზე, ვერ ვიტყვი, რომ ეს შეხვედრა დასრულდა რაიმე კონკრეტული შედეგით, თუ არ ჩავთვლით საბჭოს, რომელსაც დამატებით უნდა ემსჯელა სატარიფო პოლიტიკაზე, რაც იდეაში ისედაც გაცხადებული იყო ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაწერილ კალკულაციაზე, რაც სამედიცინო სექტორის ყველაზე დიდ წუხილს წარმოადგენს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6550473
---
16.12.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
15 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. მოზარდი, რომელიც მეცხრე სართულიდან, სავარაუდოდ გადმოხტა, მეექვსე დღეა რეანიმაციაშია. ოჯახი ეჭვობს, რომ სუიციდი მათმა შვილმა სამათალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის შესადეგად სცადა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მოზარდი გამოძიებას მშობლების გარეშე არ დაუკითხავთ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6551231
მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6551121
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6551088
---
16.12.2019
არხი: იმედი
გადაცემა:ქრონიკა 09:00
"დიდი იმედი მაქვს, რომ შობა-ახალი წლის პერიოდში მაინც მოხერხდება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება"-აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, მან მის ხელთ არსებული ყველა კონტაქტი გამოიყენა იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა მოეთხოვა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6550596
---
16.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 11:00
ქართული ოცნების წევრი ოკუპანტების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა, ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ჟურნალისტი მოგვაწვდის ინფორმაციას, რა განცხადებები კეთდება საკრებულოში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6550852
---
16.12.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაშავებული მუშა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6550539
---
16.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
შტატგერშე თანამშრომლების ანაზღაურება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6550475
---
15.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი კვირა
მშობელს ბავშვი სკოლიდან გარკვეული მიზეზების გამო გაყავს, მათ შორის სოციალური პრობლემების გამო თუმცა რეალურად პასუხისმგებელი ამაზე არავინაა, არც მშობელი, არც სკოლა და არც სახელმწიფო. დღემდე არაოფიციალურად 30 000-მდე ბავშვი არ დადის სკოლაში სხვადასხვა მიზეზით. განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ეს ციფრი გადაჭარბებულია და არარეალურია თუმცა ვერც რეალურ ციფრს ვერ ასახელებენ, რადგან ჯერ არ დაუთვლიათ. ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების და ხშირი გაცდენის მიზეზებზე საუბრობენ სოციალური მუშაკებიც.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6550433
---
15.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი კვირა
იყო თუ არა ზეწოლა 15 წლის მოზარდზე პოლიციელების მხრიდან დაკიტხვის დროს ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა შემთხვევა ძალიან მძიმეა. მოზაარდი ამ დრომდე იაშვილში კომატოზურ მდგომარეობაშია, ჩვენ ჯერ არ ვიცით მისი მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობა უკავშირდება თუ არა პოლიციელების მიერ ჩატარებულ ღონისძიებას, ანუ დაკითხვას. შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ 12 დეკემბერს გენერალურ ინსპექციაში შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც ოჯახმა პოლიციელები ზეწოლაში დაადანშაულა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6550432
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6549535
---
15.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 13:00
თეთრი ხალათების აქცია, თავისუფლება ვაჟა ექიმს - რამდენიმე წუთში დაიწყება სოფელ ოძისში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6549686
---
15.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას მუშა დაშავდა. ექიმების განმარტებით, მამაკაცს წვივის ძვალი აქვს მოტეხილი და მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6550225
---
14.12.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება პრობლემაა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება პრობლემაა. წყრუთში და მიქელწმინდაში არც ამბულატორიაა და არც პირველადი სამედიცინო პუნქტი. სამი სოფლის მოხუცებისთვის პირველადი დახმარების გაწევა ძირითადად სოფელ წირას მაცხოვრებელს, კატია ასლანიანს უწევს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6549480
---
14.12.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები დღეს იაშვილის კლინიკაში მივიდნენ, სადაც 15 წლის დაშავებული მოზარდი იმყოფება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6549411
---
14.12.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
"იმედის კვირაში" გასულ სიუჟეტს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვას ეხებოდა "ევექსი ჰოსპიტალები" ეხმიანება და განმარტებას აკეთებს. კომპანიის განცხადებით, წლიური მოგება, რაზეც სიუჟეტში იყო საუბარი, რეალურად 80 მლნ-ს ნაცვლად 17 მლნ ლარს შეადგენს. "ჩვენ ვართ საჯარო კომპანია, რომლის აქციებიც ონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, რაც კომპანიის სრული ფინანსური გამჭვირვალობის გარანტია".
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6548313
---
13.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: ანალიტიკა 17:45
ჯანდაცვა ბიზნესი არ არის. ეკატერინე ტიკარაძის ეს ფილოსოფია და სექტორის მიმართ გაშვებული ეს ღია გზავნილი. რამდენიმე საკითხი რაც გამოიკვეთა, ჯანდაცვა ბიზნესია და დარგთან კომუნიკაცია აუცილებელია როდესაც მტავრობა სისტემურ ცვლილებებს გეგმავს და ამ ცვლილებებს რეფორმას არქმევს. არცერთი ეს ჭეშმარიტება გასაანალიზებელი არ გვექნებოდა რომ არა ჯანდაცვის მთელი ინდუსტრია, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის პოლიტიკას ღიად აკრიტიკებს და სამინისტროსტაან მეტ კომუნიკაციას მოითხოვს. სამინისტროსგან კი მხოლდო ერთი პასუხი ესმის, კომუნიკაცია სექტორთან საკმარისია. ტიკარაძის რეფორმა - შედეგები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6547609
---
13.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა. სამუაოს მაძიებლებს 50-ზე მეტმა დამსაქმებელმა 500-მდე ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოების და სხვა სფეროებს მოიცავდა. დასაქმების ფორმული წელს მეათედ გაიმართა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6548165
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6547701 (მეორე ვიდეო ფაილი)
---
13.12.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 21:00
ქართული პოლიცია დუმს. 15 წლის ბავშვის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე შს სამინისტროს ახსნა-განმარტებებს გაურბის. პოლიციის განყოფილებაში 3 საათიანი უმძიმესი დაკითხვის სუიციდის მცდელობასთან კავშირი ახლა თავად შს სამინისტრომ უნდა დაადგინოს, რომელმაც გამოძიება დაიწყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6547970
მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6546836
---
13.12.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსს ქვეყანა მომზადებული ხვდება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, წელს ჭარბობს ბ ტიპის ვირუსი, რომელიც მსუბუქად მიმდინარეობს. რაც შეეხება ვაქცინაციას, გასულ წელთან შედარებით, წელს აცრილ მოქალაქეთა რაოდენობა ორნახევარჯერ გაიზარდა. უკვე აცრილია 83 ათასი ადამიანი, სახელმწიფო მხოლოდ რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებს ცრის, სხვა მოქალაქეებისთვის კი ვაქცინა დეფიციტურია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6547082
---
13.12.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 15:00
კლინიკა ჰელსი ჯორჯიას ყოფილი თანამშრომლები 8 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6547039
---
13.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
სოციალური პასუხისმგებლობა; ჯანდაცვის პოლიტიკა საქართველოში
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6545771
---
ინტერნეტი
16.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/25-dge-520-dadgenilebis-amoqmedebidan-da-shewyvitili-gegmiuri-operaciebi
25 დღე № 520 დადგენილების ამოქმედებიდან და შეწყვიტილი გეგმიური ოპერაციები
ერთ თვეც არ გასულა მას შემდეგ რაც № 520-ე დადგენილება ამოქმედდა და ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებულმა პირველივე რეფორმამ კლინიკებს და პაციენტებს უკვე მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. ჰოსპიტალური სექტორი პაციენტებს გეგმიურ ოპერაციების ჩატარებაზე უარს ეუბნება. „ გეგმიური ოპერაციების შეწყვეტის მიზეზი 520 დადგენილებაა“, - ამის შესახებ კომერსანტს „საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის“ პრეზიდენტმა კახაბერ ეცადაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აპარატების ფასი ბევრად მეტია, ვიდრე 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფი. „იმ პაციენტებს, რომლებსაც გეგმიური ოპერაცია სჭირდებათ მოუწევთ ან სამინისტროსთან გაარკვიონ მიზეზი, ან იმ საავადმყოფოებს მიაკითხონ, რომლებიც დადგენილების მომხრეები არიან. ეს ჩვენი ახირება ხომ არ არის, იძულებულები გაგვხადეს კლინიკები, რომ ასე მოვქცეულიყავით. მდგომარეობა მართლაც სავალალოა და ამას ყველაზე მეტად პაციენტები და კლინიკები ვგრძნობთ“ - კახაბერ ეცადაშვილი. სურათი არც „თბილისის გულის ცენტრში“ იცვლება. კლინიკის გენერალური დირექტორი არჩილ ჩუხრუკიძე აცხადებს, რომ 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ გეგმიურ ოპერაციებს აღარ ატარებენ. „ჩვენს კლინიკაშიც იგივე მდგომარეობაა როგორიც სხვაგან, ამ ეტაპზე გეგმიური ოპერაციები შეწყვეტილი გვაქვს. სანამ დადგენილებაში ტარიფები არ გადაიხედება, კლინიკაში გეგმიური ოპერაციები არ შესრულდება. გადაუდებელ პაციენტებს ჩვეულებრივად ვემსახურებით, კლინიკის ზარალის ხარჯზე. ჩვენ არ შეგვიძლია პაციენტს უარი ვუთხრათ იმ არასწორი გათვლების გამო, რომელიც სამინისტრომ გააკეთა. ამას ვგრძნობთ და პაციენტების ინტერესს ვიცავთ ისევ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. გადაუდებელი ოპერაციების შეწყვეტა ნიშნავს, რომ კლინიკა დაიხურება. თუ გადაუდებელ ოპერაციასაც შევაჩერებთ ეს ნიშნავს, რომ უნდა გამოვიდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან და კლინიკა დაიხურება.ამას ისიც ემატება, რომ პაციენტებისთვის გაწეული მკურნალობის საფასური თავის დროზე არ გვერიცხება, ბოლო 6 თვის თანხებს დღესაც ველოდებით, სამწუხაროდ, საახალწლოდ მედპერსონალის ხელფასებს ვერ გავცემთ. მათ ვისაც გეგმიური ოპერაცია სჭირდება ორი გზა აქვს ან მივიდნენ სამინისტროში სიტუაციის გასარკვევად, ან მიაკითხონ ალტერნატიულ კლინიკებს, მაგალითად, რესპუბლიკურ საავადმყოფოს“, - განაცხადა არჩილ ჩუხრუკიძემ. მწვავე პაციენტების მიღებას აგრძელებს „ჯოენის სამედიცინო ცენტრიც“, თუმცა, საავადმყოფოს სახელმწიფოს მიერ კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების გამო გეგმიური პაციენტების მიღების პროცესი გაურკვევლი ვადით აქვს შეჩერებული. კლინიკაში ფიქრობენ იმაზეც, რომ საერთოდ დარჩებიან თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. „520-ე დადგენილების შედეგი სახეზე გვაქვს, საავადმყოფოებმა გეგმიური ოპერაციები შევწყვიტეთ, უფრო სწორედ, სახელმწიფომ შეგვაწყვეტინა. ოპერაციები როდის განახლდება რთული სათქმელია. დეკემბრის ბოლომდე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება დავრჩებით თუ არა პროგრამაში. გადაუდებელ ოპერაციებს ვემსახურებით, კლინიკის ხარჯზე, გადაუდებელ პაციენტს ფულს ვერ მოვთხოვთ. კლინიკები კიდევ ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ, ეს არის ჩარიცხვები, 2 დღის წინ ივნისის თანხა ჩაგვირიცხეს. წარმოიდგინეთ მას შემდეგ კიდევ 5 თვის თანხაა ჩასარიცხი. სამინისტროს დადგენილი ვადები აქვს, თუმცა ამ ვადებს დიდი ხანია გასცდნენ“- აცხადებს ვახტანგ ლაშხი.
---
16.12.2019
მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/63756-eksperimentebs-atareben-chvenze-ramdenad-zviris-gadaxda-shegvizlia-camalshi/
"ექსპერიმენტებს ატარებენ ჩვენზე, რამდენად ძვირის გადახდა შეგვიძლია წამალში"
ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიზეზთა შორის ხშირად ლარის კურსი სახელდება, რადგან საქართველოში უმეტესწილად იმპორტირებული მედიკამენტები შემოდის და რაც აქ იწარმოება, ხშირად ისიც უცხოეთში ნაყიდი ნედლეულით. თუმცა ზოგ მედიკამენტზე ფასი ხუთჯერ მეტად გაიზარდა, ვიდრე ლარის გაუფასურების მთელი წლის მაჩვენებელი იყო. ექსპერტები ამის მიზეზად ფარმაცევტულ სექტორში არსებულ ოლიგოპოლიასა და კომპანიებს შორის კარტელურ გარიგებებს ასახელებენ. ლაპარაკია, რომ საქმე გვაქვს ფარმაცევტული კომპანიებისა და სამკურნალო დაწესებულებების ალიანსთან, რაც ხელოვნურად ზრდის ფასებს და ჭარბი, ხშირად პაციენტისთვის არასაჭირო მედიკამენტის რეალიზაციას უწყობს ხელს. შედეგად ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი მხოლოდ სამი მსხვილი კომპანიის ბრუნვამ შარშან 1,6 მილიარდ ლარს მიაღწია. მარინა ბერაძე, ჯანდაცვის ექსპერტი, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი და ორგანიზაცია „გვახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დამფუძნებელი: - მედიკამენტების ფასების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლებელია იყოს ლარის კურსი, მაგრამ არა ფასების ზრდის ერთადერთი მიზეზი. საქართველოში ფარმაციის სფერო უკვე რამდენიმე ათეული წელია, ფაქტობრივად, დერეგულირებულია. შესაბამისად, პრობლემამ, რომელიც 30 წლის წინ შედარებით მცირე იყო, უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა და მასთან ბრძოლაც უფრო რთული იქნება. ფარმაცევტული სექტორის მოწესრიგების მთავარი მიზანი ის არის, რომ მოსახლეობამ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტები უნდა მიიღოს. თუ ეს პირობა არ შესრულდა, ჯანდაცვის არც ერთ რეფორმას აზრი არ ექნება.ფარმაცევტულ სექტორს ძლიერი საკანონმდებლო ბაზა უნდა არეგულირებდეს, რადგან ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, არამედ მეცნიერებაცაა. მაგალითად, რეცეპტს, რომელსაც ექიმი გვიწერს, რამდენიმე დანიშნულება აქვს: ეს არის სამედიცინო დანიშნულების დოკუმენტი და ასახავს წამლის დოზასა და მკურნალობის რეჟიმს; ეს აგრეთვე არის იურიდიული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც რეცეპტის გამომწერი იღებს პასუხისმგებლობას მკურნალობის პროცესზე, მის შედეგებსა და მკურნალობასთან დაკავშირებულ გვერდით მოვლენებზე; რეცეპტი არის სამედიცინო სტატისტიკისთვის ინფორმაციის შეგროვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რისი წარმოებაც ჩვენთან საერთოდ არ ხდება. ყველა ეს ფაქტორი მიანიშნებს, რომ ფარმაცია არ არის წმინდა წყლის ბიზნესი და არ შეიძლება მას `იყიდე-გაყიდეს~ პრინციპით მივუდგეთ.საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს, რომ ექიმმა რეცეპტში წამლის გენერიკული დასახელება მიუთითოს და არა მისი სავაჭრო სახელწოდება. სხვა ნებისმიერ ქვეყანაში ეს კანონდარღვევად ჩაითვლებოდა, ჩვენთან კი მიღებული პრაქტიკაა, რაც ხელს უწყობს ორი მანკიერების დაკანონებას - წამლის გაძვირებას ექიმზე ან ფარმაცევტულ კომპანიაზე ბონუსის გაცემის მიზნით და პაციენტის უფლებების დარღვევას, რადგან მას თავისუფალი არჩევნის შესაძლებლობა ესპობა - აირჩიოს პრეპარატი თავად რეცეპტში მითითებული აქტიური ნივთიერების მიხედვით. არსებობს ერთმანეთთან შეუთავსებელი მედიკამენტების სახელმძღვანელოები, ინტერნეტსივრცეშიც არის ამ ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობა, სადაც აქტიური ნივთიერებების ურთიერთქმედებაზეა საუბარი და არა მათ სავაჭრო დასახელებაზე. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რეცეპტში მედიკამენტი მისი აქტიური ნივთიერების სახელწოდებით უნდა იყოს მითითებული. დღეს ფარმაცევტულ კომპანიას ყველა გზა და საშუალება აქვს გახსნილი, რათა წამლებზე ფასი საკუთარი შეხედულებისამებრ გაზარდოს, რადგან სახელმწიფო ვერ ერევა ფასწარმოქმნის პროცესში. ყველა განვითარებულ ქვეყანაში აკრძალულია, ერთი სუბიექტის ხელში იყოს ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება, საბითუმო და საცალო რეალიზაცია, ხოლო ის, რომ იმავე ბიზნესსუბიექტს ჰქონდეს სამედიცინო დაწესებულება და სადაზღვევო კომპანიაც, ხომ წარმოუდგენელია. ჩვენთან კი ამ ჩამონათვალს ბანკები და სამშენებლო ბიზნესიც ემატება და ეს ყველაფერი ერთი ჰოლდინგური კომპანიის ქოლგის ქვეშ იყრის თავს. რეგულაციების არარსებობით სახელმწიფომ თავად შეუწყო ხელი მონოპოლიური მონსტრების ჩამოყალიბებას, რომელთა წინაშეც პაციენტი უფლებააყრილია. ექიმი, რომელიც ამ ბიზნესმონსტრზე მუშაობს, ვალდებულია მისი დამქირავებლის ინტერესი გაატაროს და არა პაციენტის. ასე რომ, ლარი-დოლარის კურსის გარდა, ბევრი სხვა ფაქტორია, რაც წამლის გაძვირებას იწვევს და რადგან ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებზე ლაპარაკი არ სურთ მავანთ, ყველაფერს დოლარის კურსს აბრალებენ. თუ მხოლოდ ეს არის წამლების გაძვირების მიზეზი, რატომ არ იაფდება მედიკამენტები მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა მყარდება? - იმას, რომ ჩვენთან ფარმაცევტული კომპანიები ზემოგებაზე მუშაობენ, დადასტურება სჭირდება. გვაქვს რამე ხელჩასაჭიდი, რომ ფარმაცევტული კომპანიები არაკეთილსინდისიერებაში დავადანაშაულოთ?- არსებობს სხვადასხვა დროს მოწყობილი არაერთი კვლევა, წამლების საკონტროლო შესყიდვა, რომლის ავტორები უმეტესად დაინტერესებული კერძო პირები ან არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ყველა ეს კვლევა და კიდევ ბევრი კონკრეტული ფაქტი ადასტურებს, რომ ფარმაცევტული კომპანიები ზემოგებებზე მუშაობენ. კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარს სწავლობს და მათ შორის, წამლების ფასწარმოქმნის საკითხსაც. ეს სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო. ველოდებით კვლევის შუალედური შედეგების გამოქვეყნებას. დარწმუნებული ვარ, თუ კვლევა ობიექტური იქნება, დადასტურდება ყველა ის ფაქტი, რაზეც წლებია ვლაპარაკობთ. არა მხოლოდ იმპორტირებული, არამედ საქართველოში წარმოებული მედიკამენტებიც კი მეზობელ სომხეთში უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში, რადგან იქ ფარმაცევტული სექტორი რეგულირდება და კანონით ერთმანეთისგან გამიჯნულია საცალო და საბითუმო ფასები. ამ ბოლო დროს ჩვენი მოქალაქეები თურქეთში გადადიან წამლის საყიდლად, რადგან იქ ზოგჯერ ოთხ-ხუთჯერ უფრო იაფია. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ საქართველოს საბაჟოზე თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზე კერძო პირებს ფასთა სხვაობას ახდევინებენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ფარმაცევტული ბიზნესმონსტრები ყველა ხერხს იყენებენ, რათა არ მისცენ განვითარების შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს. - იმას, რომ ჩვენთან ფარმაცევტული კომპანიები ზემოგებაზე მუშაობენ, დადასტურება სჭირდება. გვაქვს რამე ხელჩასაჭიდი, რომ ფარმაცევტული კომპანიები არაკეთილსინდისიერებაში დავადანაშაულოთ? - არსებობს სხვადასხვა დროს მოწყობილი არაერთი კვლევა, წამლების საკონტროლო შესყიდვა, რომლის ავტორები უმეტესად დაინტერესებული კერძო პირები ან არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ყველა ეს კვლევა და კიდევ ბევრი კონკრეტული ფაქტი ადასტურებს, რომ ფარმაცევტული კომპანიები ზემოგებებზე მუშაობენ. კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარს სწავლობს და მათ შორის, წამლების ფასწარმოქმნის საკითხსაც. ეს სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო. ველოდებით კვლევის შუალედური შედეგების გამოქვეყნებას. დარწმუნებული ვარ, თუ კვლევა ობიექტური იქნება, დადასტურდება ყველა ის ფაქტი, რაზეც წლებია ვლაპარაკობთ. არა მხოლოდ იმპორტირებული, არამედ საქართველოში წარმოებული მედიკამენტებიც კი მეზობელ სომხეთში უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში, რადგან იქ ფარმაცევტული სექტორი რეგულირდება და კანონით ერთმანეთისგან გამიჯნულია საცალო და საბითუმო ფასები. ამ ბოლო დროს ჩვენი მოქალაქეები თურქეთში გადადიან წამლის საყიდლად, რადგან იქ ზოგჯერ ოთხ-ხუთჯერ უფრო იაფია. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ საქართველოს საბაჟოზე თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზე კერძო პირებს ფასთა სხვაობას ახდევინებენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ფარმაცევტული ბიზნესმონსტრები ყველა ხერხს იყენებენ, რათა არ მისცენ განვითარების შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს. - სახელმწიფო ხომ ცდილობს, მედიკამენტები ხელმისაწვდომი იყოს? მაგალითად, სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გარკვეული კატეგორიის სოციალურ ჯგუფებს აძლევს შესაძლებლობას, 45 დასახელების წამალი 1 ლარად შეიძინოს. - ეს მართლაც დადებითი ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ ხომ შედეგი გვინდა, რათა რეფორმაც წარმატებული იყოს და მოსახლეობაც კმაყოფილი. ჩვენ ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო) წევრი სახელმწიფო და მისი წესები გვაქვს მიღებული. ერთ-ერთი ასეთი წესის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა. ჯანმოს მედიკამენტების სია 300-ზე მეტი დასახელების პრეპარატისგან შედგება და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ ნუსხას ყოველ ორ წელიწადში აახლებს. ამ წამლებზე ხელმისაწვდომობა გულისხმობს, რომ მთავრობა ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს და ყველაზე მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის ეს წამლები უფასოა, დანარჩენი მოსახლეობისთვის კი ძალიან იაფი, რადგან ეს ყოველდღიური მოხმარების პრეპარატებია. 300-სთან შედარებით 45 დასახელების პრეპარატი ზღვაში წვეთია, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ჯანმოს სიაში ქრონიკული დაავადებების წამლები გენერიკული სახელწოდებებით არის მითითებული, ჩვენთან სახელმწიფომ კი ამ სიაში წამლები ბრენდული სახელწოდებით შეიტანა. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ სახელმწიფო შესყიდვებით ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს კი არ ეხმარებიან, არამედ კონკრეტულად რომელიმე შემომტანს, სააფთიაქო ქსელს უწყობენ ხელს. ჯერ ერთი, როცა სახელმწიფო ფარმაცევტული კომპანიების მიერ დადგენილი ფასით ყიდულობს წამლებს, ბიუჯეტს ეს ძალიან ძვირი უჯდება, ხოლო იმის გამო, რომ სახელმწიფო პროგრამით მხოლოდ კონკრეტული ბრენდული დასახელების მედიკამენტები გაიცემა, ხშირია ქსელში მათი მარაგის ამოწურვის შემთხვევა. ბევრჯერ მინახავს, როგორ დადიან პენსიონერები აფთიაქიდან აფთიაქში სასურველი წამლის საშოვნელად. გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის ეს კომპონენტი იმდენ ბიუროკრატიულ ბარიერს მოიცავს, რომ ძალიან ჯანმრთელი უნდა იყო, ასეთ ფიზიკურ დატვირთვას რომ გაუძლო. - როცა მედიკამენტები და სურსათი ძვირდება, იზრდება მოსახლეობის უკმაყოფილება ხელისუფლებით, მიუხედავად ამისა, არც ერთ ხელისუფლებას არ გადაუდგამს არც ერთი ქმედითი ნაბიჯი, რომ ფარმაცევტული ბიზნესისთვის თამაშის წესები განესაზღვრა. როგორ ფიქრობთ, რატომ სწირავენ მთავრობები ფარმაცევტული კომპანიების კეთილდღეობას საკუთარ რეპუტაციას? - ძალიან რთულია ჩემთვის ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. საშუალო გონებრივი შესაძლებლობის მქონე ადამიანსაც შეუძლია გამოიტანოს დასკვნა, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. წლებია უკვე ამ პრობლემაზე ვლაპარაკობთ და ერთ წრეზე დავდივართ და ვერაფერს მივაღწიეთ. ფაქტობრივად, ექსპერიმენტებს ატარებენ ჩვენზე, რამდენად ძვირის გადახდა შეგვიძლია წამალში. საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც კანონისა და რეგულაციების შემუშავებაზე მუშაობს, არ შეიძლება ფარმაცევტული ბაზრის ლობისტები ისხდნენ. თუ ხელისუფლება სისტემურ ცვლილებებს არ ახორციელებს და ყველასთვის ერთნაირი თამაშის წესებს არ ადგენს, ჩნდება ეჭვი, რომ მასაც აქვს დაინტერესება. არაფრის მოგონება არ გვჭირდება, ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის მაგალითი შეგვიძლია გადმოვიტანოთ. წამლების გაიაფებას პოლიტიკური ნება სჭირდება. მერწმუნეთ ასეთ პირობებში წამლებიც გაიაფდება, ზედმეტი წამლების გამოწერის შემთხვევებიც აღარ იქნება და მოსახლეობაც წამლებზე ნაკლებს დახარჯავს.
---
16.12.2019
„ბოლო საათების განმავლობაში გამოიხატა დადებითი დინამიკა“ - 15 წლის ბიჭი რეანიმაციაში რჩება
„ბოლო საათების განმავლობაში გამოიხატა დადებითი დინამიკა, - ამის შესახებ 15 წლის მოზარდის ექიმი, ლევან ტარუაშვილი აცხადებს. არასრულწლოვანი, რომელიც მეცხრე სართულიდან, სავარაუდოდ, თავის მოკვლის მიზნით გადმოხტა, მეექვსე დღეა რეანიმაციაშია. მოზარდის ოჯახი ეჭვობს, რომ სუიციდი მათმა შვილმა სამათალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად სცადა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოზარდი გამოძიებას მშობლების გარეშე არ დაუკითხავთ. მოზარდის შესაძლო თვითმკვლელობის საქმეზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს. პარალელურად საგამოძებო მოქმედებები მიმდინარეობს პოლიციელების მხრიდან შესაძლო გადაცდომებზეც. საქმეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაერთო. მომხდარი „მწვანე სკოლაში კედლებზე გაკეთებულ წარწერებს უკავშირდება.
---
15.12.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/161673-shss-policia-mozards-calke-mxolod-3-4-tsutit-esaubra-radgan-mas-utanxmoeba-mouvida
შსს: პოლიცია მოზარდს ცალკე მხოლოდ 3-4 წუთით ესაუბრა, რადგან მას უთანხმოება მოუვიდა დედასთან
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის მტკიცებით, არასრულწლოვანი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, პოლიციას მშობლის გარეშე არ გამოუკითხავთ. თუმცა, სპეციალურ ბრიფინგზე ცაციაშვილმა დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება". "ორივე დღეს არასრულწლოვანთან კომუნიკაცია ხორციელდებოდა მხოლოდ მშობლის თანდასწრებით. პირველ დღეს გამოკითხვის პროცესში სრულად მონაწილეობდა არასრულწლოვნის დედა. გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ 3-4 წუთი განყოფილების უფროსის მოადგილე გაესაუბრა არასრულწლოვანს, ეს მოხდა გამოკითხვის დაწყებამდე, რეალურად, ეს ემსახურებოდა მიზანს, რომ არასრულწლოვანს მოუვიდა უთანხმოება დედამისთან, იყო გარკვეული დაძაბულობა და სიტუაციის განტვირთვის მიზნით მოხდა მასთან მხოლოდ 3-4 წუთით კომუნიკაცია. რეალურად, სხვა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება მხოლოდ გამომძიებლის მონაწილეობით არ ჩატარებულა, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, თუნდაც პირველადი დაბარება, მოხდა მხოლოდ მშობლის საშუალებით" - ამბობს ცაციაშვილი. ინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მტკიცებით, მოზარდზე, რომელმაც გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. "საზოგადოებაში ვრცელდება მხოლოდ ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული აღიარებითი ინფორმაცია. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა, თუმცა იმ კითხვებს, რაც დღეს არსებობს საზოგადოებაში, იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მოთხოვნილი მასალა უკვე მივაწოდეთ" - ამბობს ცაციაშვილი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციის ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. 15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. საიას ცნობით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის 10 დეკემბერს (დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე) და 11 დეკემბერს (დაახლოებით 11:00-12:00 საათამდე) არასრულწლოვნის გამოკითხვა. მოზარდს "მწვანე სკოლის" შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე კითხავდნენ. მთავარი არხის ინფორმაციით, ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. "გამოკითხვისას, მოზარდი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მას საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან" - აცხადებს საია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას, მისცეს ჩვენება. პარალელურად, გამოძიება მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე.
---
15.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/saministros-pasuxi-klinikebs-romlebic-520e-dadgenilebis-gamo-gegmiur-operaciebs-vegar-atareben-/45337/
სამინისტროს პასუხი კლინიკებს, რომლებიც 520–ე დადგენილების გამო, გეგმიურ ოპერაციებს ვეღარ ატარებენ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია იმ კლინიკების ხელმძღვანელებს პასუხობს, რომლებიც აცხადებენ, რომ მთავრობის 520-ე დადგენილების გამო, გეგმიურ ოპერაციებს ვეღარ ატარებენ. როგორც გაბუნიამ BM.GE–სთან საუბრისას განაცხადა, მსგავსი პრობლემის შესახებ სამინისტროსთვის ოფიციალურად არცერთ სამედიცინო დაწესებულებას მიუმართავს. „თუ რომელიმე კლინიკა ჩათვლის, რომ ამ პირობას ვეღარ შეასრულებს და გადაწყვეტს, რომ მაგალითად, ვერ ასრულებს გეგმიურ ოპერაციას, ამ შემთხვევაში უნდა გვაცნობოს – მას შეუძლია პროცედურის შესრულებაზე თქვას უარი, გარკვეული პროცედურით. ეს არის ალბათ ვფიქრობ, უფრო არაფორმალური გზით გაჟღერებული ინფორმაცია, რადგან ჩვენამდე, ფორმალური მომართვა რომელიმე კლინიკიდან იმის შესახებ, რომ ის უარს ამბობს სერვისის მიწოდებაზე, არ მოსულა, რამდენადაც ინფორმაცია მაქვს დღევანდელი ინფორმაციით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. იმ შემთხვევაში კი, თუ სამინისტრომდეც მივა ოფიციალური ცნობა გეგმიური ოპერაციების არ ჩატარების შესახებ, გაბუნია მიიჩნევს, რომ საბოლოოდ პაციენტს პრობლემა მაინც არ შეექმნება. „ამ შემთხვევაში, სერვისების მიწოდება იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროებაა, ანუ ბევრი პროვაიდერია ჩართული“, – განმარტა მინისტრის მოადგილემ.
---
15.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/anzor-melia-520-e-dadgenilebit-shokshi-chagvagdes-da-jer-ver-gamovsulvart-/45335/
ანზორ მელია: 520-ე დადგენილებით შოკში ჩაგვაგდეს და ჯერ ვერ გამოვსულვართ
კლინიკა “გულის” მფლობელის ანზორ მელიას თქმით, 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ გეგმიურ ოპერაციებს ვეღარ ატარებენ, რადგან ხშირ შემთხვევაში ახალი განფასება პროცედურების თვითღირებულებასაც ვერ ფარავს. “520-ე დადგენილების გამო, შოკში ვართ და ჯერ ვერ გამოვსულვართ ამ შოკიდან, რადგან საყოველთაო პროგრამა ერთ-ერთი წარმატებული იყო და გვიხაროდა, რომ როცა ავადმყოფი მწვავე ინფარქტით შემოდიოდა, უფულობის გამო უარს არ ვეუბნებოდით და ვუკეთებდით ყველაფერს, რაც საჭირო იყო. ამ 520-ე დადგენილებით კი, შოკში ჩაგვაგდეს და ისე ჩაგვაგდეს, რომ ვერ ვაზროვნებთ. კლინიკის დირექტორები ყოველ საღამოს ვხვდებით ერთმანეთს და ვეკითხებით - რა ვქნათ, როგორ აკეთებთ ოპერაციებს... ჩვენ ექიმები ვართ და როცა გიკვდება ავადმყოფი, როგორ შეიძლება ოპერაცია არ გააკეთო?! შეიძლება წაგებაზე ერთი-ორი ოპერაცია გააკეთო, მაგრამ მთელი ცხოვრება ამას ვერ გააკეთებ. მერე ეს აპარატურა, რისი მეშვეობითაც ვაკეთებთ ამ რთულ გამოკვლევებს, ყველაფერი დოლარშია ნაყიდი და კრედიტებს ვიხდით. თუ კლინიკას ხუთ პროცენტიანი მოგება არ აქვს, როგორ განვაახლო მე ეს აპარატურა?! როგორ გადავიხადო ეს კრედიტი, მითხრან რა”, - აცხადებს მელია. მისივე თქმით, თავად კვირაში 2 ოპერაციას აკეთებს, რაც ძლაიან ცოტაა. “ადრე ვაკეთებდით 30 ოპერაციას თვეში და ახლა ალბათ 8 ოპერაცია გამოვა, მაქსიმუმ -10, მეტი - არა. მხოლოდ სასწრაფო, გადაუდებელ ოპერაციების ვაკეთებთ”, - აღნიშნა მან.
---
15.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/vaxtang-kaloiani-quotjandacvis-saministro-xarisxis-uzrunvelyofis-segmentidan-sruliad-gasuliaquot-/45332/
ვახტანგ კალოიანი: "ჯანდაცვის სამინისტრო ხარისხის უზრუნველყოფის სეგმენტიდან სრულიად გასულია"
"პრობლემაა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების ურთიერთობა მხოლოდ ტარფიკაციითა და ფინანსური საკითხებით შემოიფარგლება. ჯანდაცვის სამინისტრო აქამდეც და ჩანს, რომ ახლაც, ხარისხის უზრუნველყოფის სეგმენტიდან მთლიანად გასულია", – განაცხადა ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა ვახტანგ კალოიანმა გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში. მისი აზრით, სასიცოხლოდ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად, მტკიცებითი მედიცინის და მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე დადგინდეს, სამედიცინო დაწესებულებებისთვის მინიმალური უსაფრთხოების სტანდარტები. "ასევე საჭიროა, სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის შეფასების ცალსახა ინდიკატორების დადგინა, რომლის შედეგადაც ე.წ. სელექტიური კონტრაქტირება მოხდება", - განმარტავს ვახტანგ კალოიანი. მისივე თქმით, გარკვეული ინდიკატორები, თუ რეკომენდაციები არსებობს, თუმცა ამას ჯანდაცვის სამინისტრო პრაქტიკაში არ იყენებდა. "დიდი იმედი მაქვს, რომ მოედანი, სადაც გაჩაღებულია "ვაჭრობა" მაღალი და დაბალი ფასის მომთხოვნებს შორის, შეიცვლება პროფესიულ-ექპერტულ სივრცედ, სადაც მტკიცებითი მედიცინის საფუძვლებზე და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, სამინისტრო შეასრულებს მთავარ ფუნქციას და გახდება სამედიცინო დაწესებულებებში ხარისხის ერთგვარი გარანტორი", - დასძენს ვახტანგ კალოიანი. შეგახსენებთ, სამუშაო ჯგუფის შექმნის შემდეგ, სამედიცინო სექტორმა 520-ე დადგენილების თაობაზე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს კიდევ ერთხელ მიმართა. ისინი სამუშაო ჯგუფისთვის შეხვედრის თარიღის ჩანიშვნას ითხოვენ.
---
15.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/sayoveltao-djandacvis-programa-programa-yvela-mtavrobis-wyevlaa-misi-gauqmeba-politikuri-tvitmkvlelobis-tolfasia
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველა მთავრობის წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა ქართულ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და 2020 წლის პერსპექტივები ისაუბრა. მისი თქმით, ლარის გამყარებაზე დადებითი როლი რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა. გიორგი ხიშტოვანი საზოგადოების მხრიდან ეროვნული ბანკის მიმართ ნდობის გაზრდაზე საუბრობს და ამბობს,რომ ლარის გამყარება ეკონომიკურ მაჩვენებლებში არსებულ კონკრეტულ ცვლილებებთან არ არის დაკავშრირებული. „პირველი ფაქტორი,რამაც ლარი გაამყარა ეროვნული ბანკის მიერ გამოჩენილი მზაობაა, ჰქონოდა მოქნილი მიდგომები, მათ შორის სავალუტო რეზერვების განკარგვის მიმართულებით; მეორე მთავარი ფაქტორი ის ობიექტური გარემოებებია,რომლებიც დაკავშირებულია წლის ამ მონაკვეთთან. ეს პერიოდი ზოგადად გამოირჩევა გადმორიცხვების მაღალი მაჩვენებლებით, შემოედინება უცხოური ვალუტა და ლარის გამყარების პოზიტიური ტრენდიც გრძელდება. მე არ მგონია,რომ გამყარება ეკონომიკურ მაჩვენებლებში არსებულ კონკრეტულ ცვლილებებთან იყოს დაკავშრირებული. უბრალოდ, როგორც ჩანს გაზრდილია ნდობის ხარისხი. ჩარევების რეალურ შედეგებს ერთი კვარტალი მაინც სჭირდება. სწორედ ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას მოლოდინების ნაწილზე. საფინანსო და სამომხმარებლო ბაზარზე გაჩნდა განწყობა,რომ ეროვნული ბანკისთვის გაცვლითი კურსი მნიშვნელოვანი თემაა,- ამბობს გიორგი ხიშტოვანი. რაც შეეხება საფინანსო სექტორში არსებულ ახალი რეგულაციებს, ხიშტოვანის განმარტებით,ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით დაშვებულ შეცდომებს ხვდება, თუმცა მას არ აღიარებს. „ჩაურევლობის პოლიტიკამ კურსთან მიმართებაში არ გაამართლა. სხვა მხრივ, რეგულატორული პოლიტიკა, ჭარბვალიანობასთან ბრძოლა და ლარიზაცია ერთმნიშვნელოვნად არ არის პოზიტიურად შეფასებული. ყველა მიკროსაფინანსო ორგანზიაცია და კომერციული ბანკი ამბობს,რომ ფიზიკური პირების დაკრედიტებამ მათი,როგორც ბიზნესის მდგომარეობა გაართულა და ასევე გაართულა წვდომა ფინანსებზე, რომელიც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება ჩვენს ქვეყანაში. ყველა მოთამაშე ამბობს,რომ წესები შესარბილებელია, არ აღმოჩნდა მზად,როგორც საბანკო, ისე მიკროსაფინანსო სექტორი და მომხმარებელი ასეთი მკაცრი პირობებისთვის. ეროვნული ბანკი აცნობიერებს ამ პრობლემას, მაგრამ უჭირს უკან გადმოდგას ნაბიჯი. თვლის,რომ ეს იქნება შეცდომის აღიარება. ამდენად, წესები რომლებიც მივიღეთ არის ზედმეტად მკაცრი და რთულად აღსრულებადი. ძალიან დიდი წამოწყებაა, როცა ეკონომიკური ზრდის მოდელს ,რომელიც აგებულია დიდწილად სწრაფ დაკრედიტებაზე, ერთ დღესაც გადაიყვან მოდელზე, სადაც ჭარვალიანობა მთავარი პრობლემა იქნება. ამ ყოველივეს სჭირდება კარგი მომზადება და საინფორმაციო კამპანიები. იგივე ეხება ლარიზაციას“,- აღნიშნავს გიორგი ხიშტოვანი. მან ასევე ისაუბრა 2020 წლის ბიუჯეტის სოციალურ ნაწილსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაკლოვანებებზე. „2020 წლის ბიუჯეტი არჩევნების ბიუჯეტია და არავის გვიკვირს,რომ არჩევნების წელს პენსია იზრდება. ბიუჯეტში დიდწილად რჩება სოციალური ხასიათის პროგრამები,განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში. სოციალური ხარჯების რეალური წილი გაცილებით მეტია, ვიდრე ეს გაწერილია სოციალური ხარჯების ბიუჯეტში. უკვე მერვე წელია ჩვენ გვაქვს დეფიციტური საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.ერთის მხრივ, მსოფლიოში ჯანდაცვის ხარჯები იზრდება, მეორეს მხრივ, სახელმწიფო ვერ ახერხებს სწორ დაგეგმარებას და ხარჯების შეკავების მექანიზმის ეფექტურ გამოყენებას. სამწუხაროდ, სახელმწიფოს არ აქვს დღეს ის რესურსი და იმის ფუფუნება,რომ გაწვდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. თუმცა, ეს პროგრამა არის ყველა მთავრობის წყევლა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია.“- აღნიშნავს გიორგი ხიშტოვანი.
---
15.12.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/577494-mashvelebma-lentexshi-mcverval-ailamaze-charchenili-mamakaci-gadaarchines
მაშველებმა ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე 3000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი მამაკაცი იპოვეს. დაშავებული განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენში სპეციალური ტექნიკით აიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, სამაშველო ოპერაცია წარმატებით განხორციელდა. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებმა აღმოუჩინეს. მამაკაცი კონტაქტურია და ის თბილისში ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. „ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფი. სამაშველო ოპერაციაში დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე, ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე მყოფი მამაკაცის შესახებ ინფორმაცია გუშინ შემოვიდა. მამაკაცის თანმხლებმა პირმა მოახერხა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება. დაშავებული კლდოვან მწვერვალზე ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და მოყინული კიდურების გამო ვერ ახერხებდა გადაადგილებას”,-ნათქვამია ინფორმაციაში.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/237071-mashvelebma-mtsverval-ailamaze-charchenili-mamakatsi-gadaarchines
პია.ჯი- http://pia.ge/post/298293-lentexsi-mwverval-ailamaze-carcenili-kaci-gadaarcines
---
15.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/1218-mln-lari-9-tveshi-ra-tanxa-daxardjes-saministroebma-shtatgareshe-tanamshromlebis-anazgaurebaze
121,8 მლნ ლარი 9 თვეში - რა თანხა დახარჯეს სამინისტროებმა შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე
2019 წლის 9 თვეში ბიუჯეტიდან ყველა სახელმწიფო უწყებაში მომუშავე შტატგარეშე თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურებაზე 174,3 მლნ ლარი დაიხარჯა. ეს კი 17,4 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბიუჯეტის მონიტორინგის მონაცემებით, 2018 წლის 3 კვარტალში სახელმწიფო ხაზინიდან შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 156,9 მლნ ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება კონკრეტულად სამინისტროებს, მათ მიერ შტატგარეშე თანამშრომლებზე 121,8 მლნ ლარი გაიხარჯა: ფინანსთა სამინისტრო: 1,6 მლნ ლარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: 3,3 მლნ ლარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 1,6 მლნ ლარი იუსტიციის სამინისტრო: 5,7 მლნ ლარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: 31,1 მლნ ლარი საგარეო საქმეთა სამინისტრო: 1,6 მლნ ლარი თავდაცვის სამინისტრო: (ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული - აუდიტის სამსახური) შინაგან საქმეთა სამინისტრო: 15 მლნ ლარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 11,3 მლნ ლარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 50,6 მლნ ლარი შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობასთან დაკავშირებით კი სამინისტროების ნაწილს აუდიტის სამსახურისთვის მონაცემები მიწოდებული არ აქვთ, მათ შორის არიან - ფინანსთა სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, შსს. ეკონომიკის სამინისტროში შტატგარეშე დასაქმებულია 592 ადამიანი, იუსტიციის სამინისტროში 2 211 ადამიანი, საგარეო საქმეთა სამინისტრო - 351 თანამშრომელი, გარემოს დაცვა - 1 804 ადამიანი.
---
14.12.2019
ჯანდაცვის სამინისტროს ისრაელის ნაციონალური სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ოფიციალური პირები ესტუმრნენ
ჯანდაცვის სამინისტროს ისრაელის ნაციონალური სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ოფიციალური პირები ესტუმრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, მათთან მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა. „შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს, განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო შესაძლებლობები. ისრაელის წარმომადგენლობამ დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმები, კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქვეყანაში სასწრაფო დახმარების სამსახურის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ისრაელის ნაციონალური სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელი პირები ასევე ესტუმრნენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწავლო-სატრენინგო ბაზას. მხარეებმა ერთმანეთს ადგილობრივი სამუშაო პრაქტიკა გააცნეს და იმსჯელეს ქართულ-ისრაელურ სამსახურებს შორის საერთო და განმასხვავებელ ძირითად საკვანძო საკითხებზე. „ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი პერმანენტულად აწარმოებს შეხვედრებს ისეთ წამყვან ქვეყნებთან, რომლებთაც სასწრაფო დახმარების მიმართულებით განსაკუთრებით წარმატებული მოდელი აქვთ დანერგილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=94523
---
14.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/quottitqos-ivanishvili-iyo-kabashiquot---ras-ixsenebs-eqimi-gaxaria-tikaradzestan-shexvedridan-video-/45315
"თითქოს ივანიშვილი იყო კაბაში" - რას იხსენებს ექიმი გახარია-ტიკარაძესთან შეხვედრიდან
კლინიკა "გულის" მფლობელის ანზორ მელიას თქმით, რამდენიმე დღის წინ, მთავრობის 520-ე დადგენილებაზე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც ესწრებოდა, ეკატერინე ტიკარაძემ ის გაოცებული დატოვა. ანზორ მელიამ bm.ge-სთან დახურული შეხვედრის ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა. "პრემიერთან მიღებაზე გაოცებული დამტოვა (ჯანდაცვის მინისტრმა) - თითქოს ივანიშვილი იყო კაბაში, ისე იქცეოდა. ახალგაზრდა ქალბატონი, ექიმი ასე არ უნდა ელაპარაკებოდეს თავის კოლეგებს. ბევრი მინისტრი მინახავს მოსული და წასულიც, მაგრამ მე იმ დღეს შოკირებული ვიყავი მისი მოქცევით... ერთს გეტყვით - როდესაც პრემიერ-მინისტრს ავუხსენი ყველაფერი, საქმის კურსში ჩავაყენეთ, რატომ ვართ უკმაყოფილო ამ 520-ე დადგენილებით და დეტალურად, მაგალითებით ვუთხარი, რომ წამლით დაფარული სტენტი რომ ჩავუყენოთ ავადმყოფს, 1800 ლარად არის განფასებული-მეთქი, ხოლო მე მიჯდება 2050 ლარი-მეთქი, ანუ 250 ლარით მე წაგებაში ვარ-მეთქი. ნუ ერთ-ორი ოპერაცია შეიძლება გააკეთო წაგებაზე, მაგრამ მუდმივად ხომ ვერ გააკეთებ-მეთქი... ამის შემდეგ პრემიერმა თქვა, რომ ამ ადამიანმაო, მოკლე დროში ამიხსნა დეტალურად ყველაფერი, რაც ვერ გამაგებინა 10 დღეა ჯანდაცვის სამინისტრომო... მე ვიცოდი, რომ თქვენ აუჩუყებდით პრემიერს გულს, მაგრამ მე ვერ ამიჩუყებთო, თქვა ჯანდაცვის მინისტმა. მე ვუთხარი, რომ ეს ვიცოდით და ამიტომ ვითხოვდით პრემიერთან მოსვლას-მეთქი. ჩემზე პრემიერმა დატოვა კარგი შთაბეჭდილება", - ამბობს “გულის” მფლობელი. მისივე თქმით, 520-ე დადგენილების გამო, გეგმიურ ოპერაციებს არ აკეთებენ და მხოლოდ მწვავე პაციენტებს ემსახურებიან. გეგმიური ოპერაციების შეჩერებაზე საუბრობენ კლინიკა "ღია გულშიც" და სხვა კლინიკებიც.
---
14.12.2019
მედიასაშუალება: http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=9894
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მიმართავს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებას გრიპისგან დასაცავად რეკომენდაციებს სთავაზობს. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, უმჯობესია მოქალაქეებმა ჩაიტარონ აცრები; რეგულარულად დაიბანონ ხელები; ნუ შეეხებიან ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს; მოერიდონ დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტს; ავადობისას კი დარჩნენ სახლში. „აცრები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის 6 თვიდან 5 წლამდე ასაკში, ხანდაზმულთათვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირთათვის და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულთა ვაქცინაცია - ორსულობის ვადის მიუხედავად. სუფთა ხელები ხელს უწყობს მრავალი ინფექციური დაავადების პროფილაქტიკას, გრიპის ჩათვლით. ხელის ჰიგიენის დაცვა - საკუთარი და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი გზაა. რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით, გულმოდგინეთ გაიმშრალეთ ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცით. თუ წყალი და საპონი ხელმიუწვდომელია, შეიძლება ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ანტისეპტიური საშუალებების გამოყენება. თვალები, ცხვირი და პირი - გრიპის ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის ყველაზე სავარაუდო გზაა. შესუნთქულ ჰაერში გრიპის გამომწვევის არსებობის გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ შეამციროთ დაავადების რისკი თუ არ შეეხებით ხელებით სახეს. თუ ეს ძალიან საჭიროა, თვალებს, პირსა და ცხვირს შეეხეთ ერთჯერადი ცხვირსახოცით ან წინასწარ საპნით დაბანილი ხელებით. თუ გრიპით ხართ ავად, თქვენ საფრთხეს უქმნით ირგვლივ მყოფთ. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ისეთი ქრონიკული დაავადების მქონენი როგორიცაა კიბო, გულის დაავადებები, აივ ინფიცირებულები. ირგვლივ მყოფთა კონტაქტების დროული შეზღუდვის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის გრიპის შემდგომ გავრცელებას და შესაძლოა გადაარჩინოს ვინმეს სიცოცხლე,“ - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=94484
---
13.12.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=94497
თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა
თელავში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა. დასაქმების ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა გახსნა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ თელავის მერის მოადგილე ლევან შალამბერიძე, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე დალი მოსიაშვილი და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია. დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლებსა და მოწვეულ სტუმრებს დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სამუშაოს მაძიებლებს 30-ზე მეტი დამსაქმებელმა 500-მდე ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოებისა და დისტრიბუციის სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ფორუმის მიზანს სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე, მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამოდენიმე დამსაქმებელისგან. დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები და პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ. მათ ფორუმის ჩატარების შესახებ წინასწარ დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინება worknet.gov.ge-ის საშუალებით. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს სწრაფად, კვალიფიკაციის შესაბამისად, დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. თელავის დასაქმების ფორუმი რიგით მეათეა, რომლის ორგანიზება სააგენტომ მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართა. 2019 წლის 11 თვის მონაცემით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული დასაქმების ხელშემწყობი სერვისებისა და მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სულ დასაქმდა 1332 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის 84 შშმ პირი. მიმდინარეობს მონიტორინგი დასაქმებულთა უკუკავშირის მოსაპოვებლად.
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/telavshi-dasaqmebis-forumi-gaimarta
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/577353-telavshi-dasakmebis-porumi-gaimarta
პია.ჯი- http://pia.ge/post/298049-telavsi-dasaqmebis-forumi-gaimarta
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/thelavshi-dasaqmebis-phorumi-gaimartha/
ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/dasaqmebis-forumi-telavshi--ra-shestavazes-samsaxuris-madzieblebs-/45293/
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=94497
---
13.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/vshishobt-saertod-ar-moxdeba-tarifebis-shecvla---kardioqirurgi-520-e-dadgenilebaze-/45309/
„ვშიშობთ, საერთოდ არ მოხდება ტარიფების შეცვლა“ - კარდიოქირურგი 520-ე დადგენილებაზე
„ჩვენი ღრმა რწმენით გამოსავალი იყო 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერება რამდენიმე თვით მაინც. თქვენ როგორც ხედავთ, პროცესი ნელა მიმდინარეობს“, - ამის შესახებ "თბილისის გულის ცენტრის" გენერალურმა დირექტორმა, კარდიოქირურგმა არჩილ ჩუხრუკიძემ BMG-ის გადაცემა "ანალიტიკის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, დარგის წარმომადგენლები პროცესის მიმართ პესიმისტურად არიან განწყობილი. „როგორც ქალბატონმა ეკატერინემ [ტიკარაძემ] თქვა, არ არის ბევრი ნოზოლოგია და სწრაფად შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება, ეს პროცესი ძალიან იწელება, სანამ პრემიერთან არ მოხდა შეხვედრა, სანამ მისი ჩარევა არ მოხდა, მსგავსი შეხვედრები არ იქნა დაწყებული, შესაბამისად ჩვენი მოლოდინი, რომ ეს პროცესი სწრაფი იქნება, ცოტა პესიმისტურია. საერთოდ იმიტომ რომ ეს პროცესი იწელება, ჩვენ ვშიშობთ რომ საერთოდ არ მოხდება ტარიფების შეცვლა და თავისთავად კლინიკების და მთელი დარგის კოლაფსი ძალიან ცუდ შედეგებს მოგვიტანს“, - განაცხადა არჩილ ჩუხრუკიძემ. მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი, რომლის შექმნაზეც პრემიერ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შეხვედრის დროს შეთანხმდნენ, მაშინვე დაკომპლექტდა იმ 26 კლინიკისგან, რომელმაც მიმართა პრემიერს. „ჩვენ ეს წერილი შევიტანეთ ჯანდაცვის სამინისტროში. მიუხედავად ამისა, გუშინ გამოქვეყნდა პორტალზე მოთხოვნა, რომ ჩვენ აგვეტვირთა ჩვენი მონაცემები, ჩვენი CV და ინფორმაცია და 16 დეკემბრამდე ეს პროცესი იქნებოდა. შემდეგ დაიწყებოდა ჯგუფების ჩამოყალიბება. დღეს არ ვიცით, ამ ჯგუფს რა ბედი ეწია, ჩვენ ის ადამიანები ვინც ჩავერთეთ, იმ ჯგუფში ვიქნებით, არ ვიქნებით, ან ვინ იქნება იმ 10-კაციან ჯგუფში. პირდაპირი კომუნიკაცია ქალბატონ თამართან, მის მოადგილეებთან ჩვენ სერთოდ არ გვაქვს, ჩვენი ურთიერთობა არის მხოლოდ პორტალიდან, გამოქვეყნდება რაღაც ინფორმაცია, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩასაფრებული, რომ ეს ინფორმაცია ვნახოთ და შემდგომში გავცეთ პასუხი და მოვახდინოთ რეაგირება. ქალბატონმა თამარმა და მინისტრმა თავის წერილში რომელიც ჩვენი წერილის საპასუხოდ მოგვწერეს, თქვეს რომ ეს არის მათი კომუნიკაციის სტილი, ეს არის სწორი სტილი, ისინი მიიჩნევენ, რომ პირადი ურთიერთობები არ არის საჭირო. დარგობრივ ასოციაციებთან საქმიანი თანამშრომლობა ამ ტარიფებთან დაკავშირებით არ არის მნიშვნელოვანი, ეს მათ წერილში ეწერა და რატომღაც მათი არჩევანია ასეთი ურთიერთობა. თუმცა, ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ დავსხდეთ და ვისაუბროთ“, - აღნიშნა არჩილ ჩუხრუკიძემ. შეგახსენებთ, კლინიკების და ექიმების ნაწილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს. გარდა ამისა, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს წერილით მიმართეს. ისინი 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამუშო ჯგუფის შეხვედრების ჩანიშვნას ითხოვენ.
---
ბეჭდვითი მედია
16.12.2019
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
"ექსპერიმენტებს ატარებენ ჩვენზე, რამდენად ძვირის გადახდა შეგვიძლია წამალში"
ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიზეზთა შორის ხშირად ლარის კურსი სახელდება, რადგან საქართველოში უმეტესწილად იმპორტირებული მედიკამენტები შემოდის და რაც აქ იწარმოება, ხშირად ისიც უცხოეთში ნაყიდი ნედლეულით. თუმცა ზოგ მედიკამენტზე ფასი ხუთჯერ მეტად გაიზარდა, ვიდრე ლარის გაუფასურების მთელი წლის მაჩვენებელი იყო. ექსპერტები ამის მიზეზად ფარმაცევტულ სექტორში არსებულ ოლიგოპოლიასა და კომპანიებს შორის კარტელურ გარიგებებს ასახელებენ. ლაპარაკია, რომ საქმე გვაქვს ფარმაცევტული კომპანიებისა და სამკურნალო დაწესებულებების ალიანსთან, რაც ხელოვნურად ზრდის ფასებს და ჭარბი, ხშირად პაციენტისთვის არასაჭირო მედიკამენტის რეალიზაციას უწყობს ხელს. შედეგად ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი მხოლოდ სამი მსხვილი კომპანიის ბრუნვამ შარშან 1,6 მილიარდ ლარს მიაღწია. მარინა ბერაძე, ჯანდაცვის ექსპერტი, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი და ორგანიზაცია `გვახსოვდეს ჰიპოკრატეს~ დამფუძნებელი: - მედიკამენტების ფასების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლებელია იყოს ლარის კურსი, მაგრამ არა ფასების ზრდის ერთადერთი მიზეზი. საქართველოში ფარმაციის სფერო უკვე რამდენიმე ათეული წელია, ფაქტობრივად, დერეგულირებულია. შესაბამისად, პრობლემამ, რომელიც 30 წლის წინ შედარებით მცირე იყო, უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა და მასთან ბრძოლაც უფრო რთული იქნება. ფარმაცევტული სექტორის მოწესრიგების მთავარი მიზანი ის არის, რომ მოსახლეობამ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტები უნდა მიიღოს. თუ ეს პირობა არ შესრულდა, ჯანდაცვის არც ერთ რეფორმას აზრი არ ექნება. ფარმაცევტულ სექტორს ძლიერი საკანონმდებლო ბაზა უნდა არეგულირებდეს, რადგან ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, არამედ მეცნიერებაცაა. მაგალითად, რეცეპტს, რომელსაც ექიმი გვიწერს, რამდენიმე დანიშნულება აქვს: ეს არის სამედიცინო დანიშნულების დოკუმენტი და ასახავს წამლის დოზასა და მკურნალობის რეჟიმს; ეს აგრეთვე არის იურიდიული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც რეცეპტის გამომწერი იღებს პასუხისმგებლობას მკურნალობის პროცესზე, მის შედეგებსა და მკურნალობასთან დაკავშირებულ გვერდით მოვლენებზე; რეცეპტი არის სამედიცინო სტატისტიკისთვის ინფორმაციის შეგროვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რისი წარმოებაც ჩვენთან საერთოდ არ ხდება. ყველა ეს ფაქტორი მიანიშნებს, რომ ფარმაცია არ არის წმინდა წყლის ბიზნესი და არ შეიძლება მას `იყიდე-გაყიდეს~ პრინციპით მივუდგეთ. საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს, რომ ექიმმა რეცეპტში წამლის გენერიკული დასახელება მიუთითოს და არა მისი სავაჭრო სახელწოდება. სხვა ნებისმიერ ქვეყანაში ეს კანონდარღვევად ჩაითვლებოდა, ჩვენთან კი მიღებული პრაქტიკაა, რაც ხელს უწყობს ორი მანკიერების დაკანონებას - წამლის გაძვირებას ექიმზე ან ფარმაცევტულ კომპანიაზე ბონუსის გაცემის მიზნით და პაციენტის უფლებების დარღვევას, რადგან მას თავისუფალი არჩევნის შესაძლებლობა ესპობა - აირჩიოს პრეპარატი თავად რეცეპტში მითითებული აქტიური ნივთიერების მიხედვით. არსებობს ერთმანეთთან შეუთავსებელი მედიკამენტების სახელმძღვანელოები, ინტერნეტსივრცეშიც არის ამ ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობა, სადაც აქტიური ნივთიერებების ურთიერთქმედებაზეა საუბარი და არა მათ სავაჭრო დასახელებაზე. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რეცეპტში მედიკამენტი მისი აქტიური ნივთიერების სახელწოდებით უნდა იყოს მითითებული. დღეს ფარმაცევტულ კომპანიას ყველა გზა და საშუალება აქვს გახსნილი, რათა წამლებზე ფასი საკუთარი შეხედულებისამებრ გაზარდოს, რადგან სახელმწიფო ვერ ერევა ფასწარმოქმნის პროცესში. ყველა განვითარებულ ქვეყანაში აკრძალულია, ერთი სუბიექტის ხელში იყოს ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება, საბითუმო და საცალო რეალიზაცია, ხოლო ის, რომ იმავე ბიზნესსუბიექტს ჰქონდეს სამედიცინო დაწესებულება და სადაზღვევო კომპანიაც, ხომ წარმოუდგენელია. ჩვენთან კი ამ ჩამონათვალს ბანკები და სამშენებლო ბიზნესიც ემატება და ეს ყველაფერი ერთი ჰოლდინგური კომპანიის ქოლგის ქვეშ იყრის თავს. რეგულაციების არარსებობით სახელმწიფომ თავად შეუწყო ხელი მონოპოლიური მონსტრების ჩამოყალიბებას, რომელთა წინაშეც პაციენტი უფლებააყრილია. ექიმი, რომელიც ამ ბიზნესმონსტრზე მუშაობს, ვალდებულია მისი დამქირავებლის ინტერესი გაატაროს და არა პაციენტის. ასე რომ, ლარი-დოლარის კურსის გარდა, ბევრი სხვა ფაქტორია, რაც წამლის გაძვირებას იწვევს და რადგან ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებზე ლაპარაკი არ სურთ მავანთ, ყველაფერს დოლარის კურსს აბრალებენ. თუ მხოლოდ ეს არის წამლების გაძვირების მიზეზი, რატომ არ იაფდება მედიკამენტები მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა მყარდება? - იმას, რომ ჩვენთან ფარმაცევტული კომპანიები ზემოგებაზე მუშაობენ, დადასტურება სჭირდება. გვაქვს რამე ხელჩასაჭიდი, რომ ფარმაცევტული კომპანიები არაკეთილსინდისიერებაში დავადანაშაულოთ? - არსებობს სხვადასხვა დროს მოწყობილი არაერთი კვლევა, წამლების საკონტროლო შესყიდვა, რომლის ავტორები უმეტესად დაინტერესებული კერძო პირები ან არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ყველა ეს კვლევა და კიდევ ბევრი კონკრეტული ფაქტი ადასტურებს, რომ ფარმაცევტული კომპანიები ზემოგებებზე მუშაობენ. კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარს სწავლობს და მათ შორის, წამლების ფასწარმოქმნის საკითხსაც. ეს სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო. ველოდებით კვლევის შუალედური შედეგების გამოქვეყნებას. დარწმუნებული ვარ, თუ კვლევა ობიექტური იქნება, დადასტურდება ყველა ის ფაქტი, რაზეც წლებია ვლაპარაკობთ. არა მხოლოდ იმპორტირებული, არამედ საქართველოში წარმოებული მედიკამენტებიც კი მეზობელ სომხეთში უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში, რადგან იქ ფარმაცევტული სექტორი რეგულირდება და კანონით ერთმანეთისგან გამიჯნულია საცალო და საბითუმო ფასები. ამ ბოლო დროს ჩვენი მოქალაქეები თურქეთში გადადიან წამლის საყიდლად, რადგან იქ ზოგჯერ ოთხ-ხუთჯერ უფრო იაფია. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ საქართველოს საბაჟოზე თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზე კერძო პირებს ფასთა სხვაობას ახდევინებენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ფარმაცევტული ბიზნესმონსტრები ყველა ხერხს იყენებენ, რათა არ მისცენ განვითარების შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს. - სახელმწიფო ხომ ცდილობს, მედიკამენტები ხელმისაწვდომი იყოს? მაგალითად, სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გარკვეული კატეგორიის სოციალურ ჯგუფებს აძლევს შესაძლებლობას, 45 დასახელების წამალი 1 ლარად შეიძინოს. - ეს მართლაც დადებითი ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ ხომ შედეგი გვინდა, რათა რეფორმაც წარმატებული იყოს და მოსახლეობაც კმაყოფილი. ჩვენ ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო) წევრი სახელმწიფო და მისი წესები გვაქვს მიღებული. ერთ-ერთი ასეთი წესის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა. ჯანმოს მედიკამენტების სია 300-ზე მეტი დასახელების პრეპარატისგან შედგება და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ ნუსხას ყოველ ორ წელიწადში აახლებს. ამ წამლებზე ხელმისაწვდომობა გულისხმობს, რომ მთავრობა ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს და ყველაზე მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის ეს წამლები უფასოა, დანარჩენი მოსახლეობისთვის კი ძალიან იაფი, რადგან ეს ყოველდღიური მოხმარების პრეპარატებია. 300-სთან შედარებით 45 დასახელების პრეპარატი ზღვაში წვეთია, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ჯანმოს სიაში ქრონიკული დაავადებების წამლები გენერიკული სახელწოდებებით არის მითითებული, ჩვენთან სახელმწიფომ კი ამ სიაში წამლები ბრენდული სახელწოდებით შეიტანა. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ სახელმწიფო შესყიდვებით ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს კი არ ეხმარებიან, არამედ კონკრეტულად რომელიმე შემომტანს, სააფთიაქო ქსელს უწყობენ ხელს. ჯერ ერთი, როცა სახელმწიფო ფარმაცევტული კომპანიების მიერ დადგენილი ფასით ყიდულობს წამლებს, ბიუჯეტს ეს ძალიან ძვირი უჯდება, ხოლო იმის გამო, რომ სახელმწიფო პროგრამით მხოლოდ კონკრეტული ბრენდული დასახელების მედიკამენტები გაიცემა, ხშირია ქსელში მათი მარაგის ამოწურვის შემთხვევა. ბევრჯერ მინახავს, როგორ დადიან პენსიონერები აფთიაქიდან აფთიაქში სასურველი წამლის საშოვნელად. გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის ეს კომპონენტი იმდენ ბიუროკრატიულ ბარიერს მოიცავს, რომ ძალიან ჯანმრთელი უნდა იყო, ასეთ ფიზიკურ დატვირთვას რომ გაუძლო. - როცა მედიკამენტები და სურსათი ძვირდება, იზრდება მოსახლეობის უკმაყოფილება ხელისუფლებით, მიუხედავად ამისა, არც ერთ ხელისუფლებას არ გადაუდგამს არც ერთი ქმედითი ნაბიჯი, რომ ფარმაცევტული ბიზნესისთვის თამაშის წესები განესაზღვრა. როგორ ფიქრობთ, რატომ სწირავენ მთავრობები ფარმაცევტული კომპანიების კეთილდღეობას საკუთარ რეპუტაციას? - ძალიან რთულია ჩემთვის ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. საშუალო გონებრივი შესაძლებლობის მქონე ადამიანსაც შეუძლია გამოიტანოს დასკვნა, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. წლებია უკვე ამ პრობლემაზე ვლაპარაკობთ და ერთ წრეზე დავდივართ და ვერაფერს მივაღწიეთ. ფაქტობრივად, ექსპერიმენტებს ატარებენ ჩვენზე, რამდენად ძვირის გადახდა შეგვიძლია წამალში. საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც კანონისა და რეგულაციების შემუშავებაზე მუშაობს, არ შეიძლება ფარმაცევტული ბაზრის ლობისტები ისხდნენ. თუ ხელისუფლება სისტემურ ცვლილებებს არ ახორციელებს და ყველასთვის ერთნაირი თამაშის წესებს არ ადგენს, ჩნდება ეჭვი, რომ მასაც აქვს დაინტერესება. არაფრის მოგონება არ გვჭირდება, ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის მაგალითი შეგვიძლია გადმოვიტანოთ. წამლების გაიაფებას პოლიტიკური ნება სჭირდება. მერწმუნეთ ასეთ პირობებში წამლებიც გაიაფდება, ზედმეტი წამლების გამოწერის შემთხვევებიც აღარ იქნება და მოსახლეობაც წამლებზე ნაკლებს დახარჯავს.
---
16.12.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერებმა საოკუპაციო ხაზთან აქცია გამართეს
„ვერანაირად ვერ მივესალმები ერეკლე კუხიანიძის პოსტს, სამწუხაროდ, მას ალბათ, ემოციებმა სძლია და ისეთი კომენტარი გააკეთა, რაც არ შეესაბამება არც სინამდვილეს და არ ასახავს რეალობას”, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა „ქართული ოცნებიდან“ საკრებულის დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების შეფასებისსას გააკეთა. ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკატორი უწოდა. 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საოკუპაციო ძალებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის დააკავეს.მას შემდეგ რაც ექიმმა საკუთარ ქვეყანაში საზღვრების არსებობა არ აღიარა, მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ექიმი გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერებმა საოკუპაციო ხაზთან აქცია გამართეს.
---
16.12.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
რას ამბობს "მწვანე სკოლის" დამფუძნებელი დაშავებული ბავშვის საქმეზე
"მწვანე სკოლის" ხელმძღვანელობა დაშავებული ბავშვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს - სკოლის ერთ-ერთმა დირექტრმა ბაკურ სულაკაურმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. "სკოლას საყვედურობენ, რომ მან მოზარდი პოლიციაში "ჩაუშვა". სინამდვილეში სკოლამ იმოქმედა კანონისა და მოსწავლეების ინტერესების შესაბამისად. კანონდარღვევის პოლიციისთვის შეტყობინება "ჩაშვება" არ არის. შინაგანაწესი სკოლას ავალდებულებს, ასეთ სიტუაციებში პოლიციას მიმართოს," - წერს ბაკურ სულაკაური. "ყველა ფიქრი ამ წუთას მიმართულია ბავშვი ჯანმრთელობის შენარჩუნებისკენ. სკოლის სამსახური ეცადა იდენტიფიცირებას, თუმცა ვერ შევძელით და გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. რამდენიმესაათიანი გამოძიების შემდეგ დადგინდა წარწერების ავტორის ვინაობა," - აცხადებს "მწვანე სკოლის" დამფუძნებელი კახა დავითური. ოჯახი კი ირწმუნება, რომ პოლიციელებმა ბავშვზე ფსიქოლოგიურად იძალადეს, რის შემდეგაც მან, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. საქმეში ჩართულია ახალგაზრდა იურისტთა აცოციაცია, რომელიც დაშავებული მოზარდის ინტერესებს იცავს. "როგორც მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, სავარაუდოდ, არასრულწლოვანზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელდა იძულება, სხვადასხვა სახის მუქარა, რომ ეღიარებინა ქმედება, რომელიც მისი განმარტებით, მას არ ჩაუდენია. თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქმისთვის, რადგან მთავარია, პოლიციის მხრიდან ნამდვილად იყო თუ არა ძალადობა არასრულწლოვანზე,"- აცხადებს იურისტი რეზო აჭარაძე.
---
16.12.2019
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
სიმსუქნის "ეპიდემია"?!
---
16.12.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
ექიმ ზვიად ბახტაძეს გარდაცვლილი პაციენტის შვილი დანით შეუვარდა. დაკავებულია ერთი ადამიანი
ბათუმის ერთერთი საავადმყოფოს ექიმს, ზვიად ბახტაძეს, გარდაცვლილი პაციენტის შვილი დანით შეუვარდა. _12 დეკემბერს, დღის 2 საათი იყო, რეანიმაციულ განყოფილებაში შემოვარდა მამაკაცი, რომელიც ერთერთი გარდაცვლილი პაციენტის შვილია, _ განაცხადა ბათუმის `მედცენტრის~ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა, ექიმმა ზვიად ბახტაძემ. ექიმის თქმით, შეიარაღებული ადამიანი დაცვის თანამშრომლებმა შეაჩერეს. _რეანიმაციაში ვუთხარი, რომ უნდა დამლოდებოდა გარეთ და გავიდა, თურმე შემოპარული ყოფილა საშვის გარეშე და ამასობაში ამოვიდნენ დაცვის თანამშრომლები... კლინიკის ჰოლში იგი აგრესიულად იქცეოდა და მოკვლით მემუქრებოდა. როცა დამინახა, დანა ამოიღო და მოიწევდა ჩემკენ. საბოლოოდ, დაცვის თანამშრომლებმა ხელების შებოჭვით გაიყვანეს გარეთ... მანამდე ეს მამაკაცი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მამამისის საფლავზე უნდა მოვიხადო ბოდიში. ვუთხარი, რომ მას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ არ მისმენდა, _ თქვა ზვიად ბახტაძემ. მისი თქმით, პაციენტი ნოემბერში შეიყვანეს `მედცენტრში~ მწვავე ინფარქტით და მას მიმღებ განყოფილებაში გული გაუჩერდა. _ჰქონდა ასევე ფილტვისა და შარდის ბუშტის კიბო, იტარებდა ქიმიოთერაპიას. მკურნალობის დროს ექსცესი არ ყოფილა, _ დასძინა ზვიად ბახტაძემ. 14 დეკემბერს დააკავეს პირი, ზვიად ბახტაძეს მოკვლით ემუქრებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მუქარის ბრალდებით დააკავეს. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ექიმ ზვიად ბახტაძეს თავს დაესხნენ _ 2019 წლის 20 მაისს `მედცენტრის~ წინ მდებარე სკოლის ეზოში მას თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება ამ საქმეზე დღემდე არ დასრულებულა.
---