From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-16.09.2019
Received On : 16.09.2019 09:29
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 16.09.2019

 

ტელევიზია

16.09.2019

არხი:    მთავარი არხი

გადაცემა:   მთავარი ამბები 12:00

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6336268

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6336284

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6335948

მაესტრო -ახალი ამბები 10:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6335737

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6335587

---

 

16.09.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა:   საქმიანი დილა

ახალი მთავრობა. რა პროფესიის არიან და სად მიიღეს განათლება ქართველმა მინისტრებმა?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6335578

---

 

16.09.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 09:00

მეურლეებისა და ოჯახის მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი 15 დედა შვილებთან ერთად წლებია უკვე ერთ-ერთ თავშესაფარში ცხოვრობს. მათი ოჯახებიდან წამოსვლის ზუსტი მიზეზი იმედის კვირამ გაარკვია. მარტო ხელა დედების თავშესაფარი სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაცის მხარდაჭერტით 2013 წელს ნაან საყვარელიძემ დაარსა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6335591

---

 

16.09.2019

არხი:   I არხი

გადაცემა:   ახალი დღე

თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო მედიკამენტების იმპორტი დღგ-საგან გათავისუფლდება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6335482

---

 

16.09.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა:   დღის ამბები 11:00

პროტესტი 142-ე საჯარო საბავშვო ბაღში. მშობლები სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს ბაღში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ. კერძოდ, ბაღის ტერიტორიაზე შესახლებულია ოთხი ოჯახი და მათ დაკავებული აქვთ სააღმზრდელო ტერიტორიის ნაწილი. მშობლების თქმით, ამის გამო ბარში აღსაზრდელებს სანიტარული პრობლემები ექმნებათ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6336021

---

 

16.09.2019

არხი:    პალიტრა ტვ

გადაცემა:   პალიტრა ნიუს 12:00

ციროზი, აზროვნების პრობლემები, ფსიქოზი - რა რაოდენობის ალკოჰოლს მოვიხმართ საქართველოში? ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების მიხედვით მსოფლიოში ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარების შედეგად 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში აცხადებენ რომ საქართველოში აუცილებელია შეიზღუდოს ალკოჰოლზე ხელმისაწვდომობა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6336317

---

 

15.09.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:   იმედის კვირა

"იმედის კვირამ" მოიპოვა შემზარავი ფოტო, რომელიც მამის მიერ შვილის წამებისა და მისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ასახავს. 14 წლის ბიჭი მშობელმა საკუთარ ეზოში ჯაჭვით დააბა. მისი განთავისუფლება სოცმუშაკებმა შეძლეს. მოძალადე მამა კი უკვე მსჯავდებულია. შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა. ძალადობის ერთ-ერთი შემთხვევა 2019 წლის 11 მაისს დაიწყო და 2 დღეს გაგრძელდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ბავშვის მდგომარეობას სოციალური მუშაკები პერიოდულად ეცნობოდნენ, თუმცა ძალადობის მსხვერპლი, რომ იყო ამაზე მოზარდს სოციალურ მუშაკს არასოდეს უსაუბრია. 12 მაისს დილით არასრულწლოვანი შვილის მამა სოციალურ სააგენტოში მივიდა და უთხრა, რომ შვილთან პრობლემები ჰქონდა, სწორედ ეს გახდა სოციალური მუშაკების ოჯახში დაუგეგმავი ვიზიტის მიზეზი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6335389

---

 

15.09.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:   იმედის კვირა

უმძიმესი სდა ბევრისთვის დაუჯერებელი მამა-შვილის ამ ისტორიის შემდეგ შევხვდით ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომლებიც მეუღლის, ოჯახისა და საზოგადოებისგან გარიყულ ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს ან სულაც ოჯახის წევრებს. დაზარალებულთა საცხოვრებელ ადგილს შეგნებულად არ ვასახელებთ, მაგრამ მათ ისტორიებს ყოველგვარი შელამაზების გარეშე მოგიყვებათ სოფო გეგეჭკორი, რადგან ზუსტად იცოდეთ, რას გამოექცნენ ქალები, რომლებიც დღეს ბავშვებს თავშესაფარში მარტო ზრდიან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6335395

---

 

15.09.2019

არხი:    ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 15:00

წელს 8 თვის მონაცემებით, დღემდე საქართველოში სამუშაო ადგილებზე 25 ადამიანი დაშავდა ,21 კი დაიღუპა მათგან 15 შემთხვევა მშენებლობებზე დაფიქსირდა. პროფკავშირების აჭარის გაერთიანების შრომის უსაფრთხოების ინსპექტორის ინფორმაციით, აჭარაში მიმდინარე წელს მშენებლობებზე გარდაცვალების 1 შემთხვევა დაფიქსირდა ,საუბარია ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე. მშენებლობებზე კი წელს დასაქმებულების დაზიანების 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6335042

---

 

15.09.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა:   დღის ამბები 22:00

სამშენებლო სამუშაოებს შეწირული კიდევ ერთი მსხვერპლი. ტრაგიკული შემთხვევა ჭავჭავაძის 32 ნომერში. შუახნის მამაკაცი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მიმდინარე მშენებლობას კურირებდა საკალანიზაციო ჭაში ჩავარდა. მაშველები ცხედრის ამოყვანას 2 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. უნივერსიტეტის დაკვეთით სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "ენ ეს გრუპი" აწარმოებდა. "ენ ეს გრუპში" ირწმუნებიან, რომ ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6335429

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6334950

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6334882

მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6334680

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6334573

---     

 

 

15.09.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

დევნილთა პრობლემები სოფელ დავითიანში. იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი ოჯახები უკვე წლებია, საბავშვო ბაღის ავარიულ შენობაში ცხოვრობენ. დანგრევის პირას მყოფ შენობაში არც წყალი აქვთ და არც საკანალიზაციო სისტემაა მოწესრიგებული. პრობლემების მიუხედავად, ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ამ ოჯახების დახმარებას ვერ შეძლებენ, რადგან ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ. რეპორტაჟი სამეგრელოდან. ჯანდაცვის, შრომის, დევნილთა და განსახლების სამინისტროს სამგერელოს რეგიონულმა სამსახურმა დავითიანში მცხოვრებ დევნილთა პრობლემები შეისწვალა. უკვე არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა შენობის ავარულობის შესახებ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6334371

---

 

14.09.2019

არხი:   მთავარი არხი 

გადაცემა:   მთავარი ამბები 21:00

მცირეწლოვანი ანასტასია შენგელიას ოჯახი 9 თვეა გამოზიების შედეგებს ელოდება, თუმცა საქმე რომელმაც ბავშვის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს ადგილიდან არ იძვრის. კლინიკაში მაღალი ტემპერატურით გადაყვანილი ბავშვი მკურნალი ექიმის დაუდევრობით გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვი საავადმყოფოდან რამდენიმე დღეში გაწერეს, 3 დღეში კი ის გარდაიცვალა. ექიმს ლიცენზია ჩამოართვეს, თავად კლინიკაში კი სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად ბრალდებებს უარჰყოფენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6334365

---

 

14.09.2019

არხი:   მთავარი არხი 

გადაცემა:   მთავარი ამბები 21:00

ასეულობით მილიონი ლარი, რომელიც ხალხის ჯიბიდან ჩინოვნიკების პირად კომფორტზე იხარჯება. დაპირების მიუხედავად სახელმწიფო უწყებები კვკავაც აგრძელებენ ძვირადღირებული ავტომობილების შეძენას და ამაში ათეულობით მილიონსაც ხარჯავენ. უკვე ნაყიდი ავტომობილების მოვლა პატრონობაზე კი უკვე 1 წელიწადში 128 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. შავ ჯიპებსა თუ სედანებს ჩინოვნიკები თუ მათი ოჯახის წევრების კომფორტისთვის იყნებენ. ყველაზე მძიომე ვიტარება შინაგან საქმეთა სამინისტროში აღმოჩნდა. ეს დარღვევები დაადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კვლევამ. შინაგან საქმეთა სამინისტეროში გიორგი გახარიასა და გიორგი მრებრიშვილის მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი საწვავია გახარჯული. აუდიტის სამსახურნმა 5 სამინისტრო შეამოწმა: შსს, ჯანდაცვის, განათლების, ფინანსთა და დევნილთა უწყებები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6334323

---

 

14.09.2019

არხი:   მთავარი არხი 

გადაცემა:   მთავარი ამბები 21:00

საგანგაშო სტატისტიკა 2050 წლკისთვის საქართველოს მოსახლეობა კიდებ 1 მილიონით შემცირდება. დემოგრაფიული მაჩვენებლები კატასტროფულ ზღვარზე დაეცა, წელსაც შობადობის მაჩვენებელი მინიმუმზეა. 6 თვის განმავლობაში კი გარდაცვალების შემთხვევები 6 %-ით გაიზარდა. სოციალური, მიგრაციული და ჯანდაცვის სახის პრობლემების გათვალისწინებით დემოგრაფებს გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება უჭირთ, არ გამორიცხავენ რომ ისედაც პესიმისტურ გათვლებს კიდევ ერთხელ გადახედონ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6334367

---

 

14.09.2019

არხი:   მთავარი არხი 

გადაცემა:   მთავარი ამბები 21:00

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით დაბქაძე თერჯოლაში რეზო გაბრიაძის ოჯახში პენსიონერებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. პენსიონერები ბაქრაძესთან საუბარში ამბობენ, რომ 200 ლარიანი პენსია თვიდან თვემდე არ ყოფნით და მედიკამენტებზე და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად ფული აღარც კი რჩებათ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6334119

---

 

14.09.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 18:00

ბიზნესომბუდსმენს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვები აქვს, ზეპირი ხელშეკრულების გაუქმება და ზეგანაკვეთური სამუშაო. ამ კუთხით კოდექსში ხარვეზებია, განმარტავს გურამ გიორგაძე. კახეთში შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, ასევე, შრომის ინსპექტირების ახალ კანონპროექტზე დილიდან მსჯელობენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას კომენტარი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6334052

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6334014

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6333947

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6333744

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6333689

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6333560

---

 

13.09.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო პროცესის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ მოუწოდებს მშობლებს, გადაამოწმონ ბავშვების აცრების კალენდარი და იმ შემთხვევაში, თუ მათ გამორჩათ რომელიმე აცრა, ჩაუტარონ ბავშვებს ვაქცინაცია. პაატა იმნაძემ განსაკუთრებულად წითელას კომპონენტიანი აცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, წითელა ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ყველაზე ხშირად დაავადება 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში იჩენს თავს. ხოლო დაავადებულთაგან არცერთს არ აქვს ჩატარებული ვაქცინაცია. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა ზუსტად არ იცის, აქვს თუ არა გაკეთებული აცრა, შეუძლია ჩაიტაროს განმეორებითი ვაქცინაცია და ეს სრულიად უსაფრთხოა. პაატა იმნაძემ სეზონურ ვირუსებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, სახელმწიფო პროგრამით წელს ასი ათასი ადამიანი აიცრება. ვაქცინაცია ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6332831

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6332454

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6332201

---

 

13.09.2019

არხი:    ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 18:00

4 წევრიანი ოჯახი გარესამყაროსგან იზოლაციაში სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით არა სტიქიამ, არამედ მეზობელმა მოაქცია. ისინი საკუთარი სახლში გამომწყვდეულები არიან. სოციალურად დაუცველ ოჯახს კედლის აღმართვით სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ყველა შესასვლელი ჩაუკეტეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, პენსიონერსა და ოჯახის კიდევ ორ წევრს, საკვებს და მედიკამენტებს უკვე ერთი კვირაა ახლობლები კედლიდან ხელოსნების დახმარებით აწვდიან. დღეს ჩვენ გადამღებ ჯგუფს დოლიძეების საცხოვრებელში მოსახვედრად, სპეციალურად კიბის მიდგმა დასჭირდა. რატომ აღიმართა მეზობლებს შორის კედელი? დოლიძეები თავს დაუცველაადაც გრძნობენ რადგან საჭიროების შემთხვევაში, სახლთან მიახლოვებას სახანზრო და სასწრაფო დახმარების მანქანები ვეღარ შეძლებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6332296

---

 

13.09.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა:   დღის ამბები 17:00

გადაადგილებები გიორგი გახარიას მთავრობაში. ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით ნათია მეზვრრიშვილმა შს მინისტრის თანამდებობა დატოვა და ისევ ძველ უფროსთან, მთავრობის ადმინისტრაციაში ინაცვლებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ტანამდდებობას ამ დროისთვის კახა კახიშვილი იკავებს. პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა გიროგი ჭოლაძემ კი თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. რომელ პოსტზე მოიაზრება ნათია მეზვრიშვილი, ამის თაობაზე ოფიციალურად ჯერ ცნობილი არ არის. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის ნაცვლად დაზვერვის სამსახურს უზელმძღვანელებს. მისი წინამორბედი დავით სუჯაშვილი კი თავდაცვის უწყებაში გადავიდა. ცვლილებებია ჯანდაცვის სამინისტროშიც. გრიგოლ გიორგაძემ მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ გიორგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6332048

---

 

 

 

ინტერნეტი

16.09.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/392048/

საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან

---

 

15.09.2019

მედიასაშუალება: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=11631

სახელმწიფო აუდიტის ანგარიში

სახელწიფო აუდიტმა სამინისტროების ავტოპარკის მართვის და რეგულირების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც უწყების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ანგარიშმა აჩვენა, რომ საჯარო მოხელეები საბიუჯეტო თანხებს საწვავში მაშინ ხარჯავდნენ, როცა მივლინებებში იყვნენ ან შვებულებით სარგებლობდნენ. სახელმწიფო აუდიტის ანგარიში 2017 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. აუდიტმა შინაგან საქმეთა სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შეამოწმა. აუდიტის დასკვნის თანახმად, განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებელე პირების ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში ყოფნისას, 7 ორგანიზაციაში გამოვლინდა ავტომანქანების საწვავით გამართვის 44 შემთხვევა, რა დროსაც ჩასხმულია 1,633 ლიტრი საწვავი. ორგანიზაციების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაფერისი დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ პერიოდებში ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების ფაქტს დაადასტურებდა. განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებელე პირების ქვეყნის ფარგლებში მივლინებისას, 5 ორგანიზაციაში გამოვლინდა ავტომანქანების საწვავით გამართვის 158 შემთხვევა და სულ ჩასხმულია 5,946 ლიტრი საწვავი, როდესაც აღნიშნული მივლინების ბრძანებებით მოსარგებლე პირის ტრანსპორტირებისთვის გადაადგილების სხვა საშუალება იყო გამოყოფილი. შვებულებაში ყოფნისას, 10 ორგანიზაციაში − ავტომანქანების საწვავით გამართვის 673 შემთხვევა გამოვლინდა, რა დროსაც ჩასხმულია 23.902 ლიტრი საწვავი. საგულისხმოა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია პოლიციელის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება. ასევე, არსებობს თანამდებობრივი რანგები და ისეთი პასუხისმგებლობით დატვირთული თანამდებობები, რომელთა უსაფრთხოებიდან და სამსახურებრივი ფუნქციებიდან გამომდინარე, საჭიროებენ მუდმივად ავტომობილის ფლობას, მიუხედავად მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების დროებით შეჩერებისა. აუდიტის დასკვნის თანახმად, შესაბამისად, გარკვეულ ნაწილში შესაძლებელია საწვავის ხარჯვა ემსახურებოდეს სამსახურებრივ მიზნებს, თუმცა შვებულებაში მყოფი პირისთვის სპეციფიკიდან გამომდინარე, ავტომობილის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უფლებას დართავდა გარკვეულ პირთა წრეს ესარგებლათ შვებულების პერიოდშიც სამსახურებრივი ავტომობილით, არ არსებობს. გარდა ამისა, 13 ორგანიზაციაში, 83 განპიროვნებულ ავტომობილზე სამუშაო დღეებში ფიქსირდება რეგიონებში საწვავით გამართვის 401 შემთხვევა − 15,098 ლიტრის ოდენობით, იმ დროს, როცა ავტომობილით მოსარგებლე პირები არ იმყოფებოდნენ მივლინებაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ ორგანიზაციების მიერ შვებულება-მივლინების პერიოდში ავტომობილის საწვავით გამართვის მიზანშეწონილობაზე კონტროლის მექანიზმები სუსტია, არსებობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა. სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციით, სახელმწიფო კომისიას და ავტოპარკით მოსარგებლე ორგანიზაციებს შვებულება-მივლინების პერიოდში თანამშრომლებზე განპიროვნებული ავტომობილების გამოყენების მიზანშეწონილობის კონტროლის მიზნით, ორგანიზაციებმა სამთავრობო კომისიასთან მჭიდრო კოორდინაციით, დანერგონ კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს ქონებისა და სხვა რესურსების მიზნობრივ გამოყენებას. ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქმიანობის შეუფერხებლად და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, განახორციელონ ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება, გარკვეული გამონაკლისების დასაშვებად, რომელიც შესაძლებელს გახდის და დაადგენს იმ პირთა წრეს, ვინც შეიძლება ისარგებლოს განპიროვნებული ავტომობილით სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ან მივლინებაში ყოფნის მიუხედავად.

---

 

15.09.2019

მედიასაშუალება: http://region.ge/12880-gorshi-usakhlkaro-kaci-sakathedro-tadzris-tsin-tsevs.html

გორში უსახლკარო კაცი საკათედრო ტაძრის წინ წევს

წუხელ თამაზ საათაშვილს გორის საკათედრო ტაძრის წინ, ურიკაზე ეძინა. მასთან ერთად, ორი ძაღლიც იწვა. გვითხრა, რომ ისე დაიღალა, გზის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ ჰქონდა. ის ღამის განმავლობაში ბოთლების ნარჩენებს აგროვებს, დღე კი, ბაზარში მტვირთავად მუშაობს. ღამის გათევა ძირითადად ავტოსადგურის საპირფარეშოს სათავსოში უწევს. მის შესახებ რამდენიმე რეპორტაჟი მოვამზადეთ. მას ჰყავს და და ძმა. გორის მერიამ მის დას, უმძიმეს ავადმყოფს სოციალური საცხოვრისი გამოუყო, ძმას კი, რომელსაც 7 შვილი ჰყავს, ასევე, ოთახი დაუქირავა. ძმას, გია საათაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა. სოციალური საცხოვრისის გარეშეა დარჩენილი თამაზ საათაშვილი. გორის მერიამ საცხოვრისი ყოფილი ნარკოლოგიურ შენობაში გამოძებნა, თუმცა უმძიმესი პირობების გამო, ოთახი მიატოვა: ,,ისევ მირჩევნია მარტო ვიყო და აქ მეძინოს" - აცხადებს თამაზ საათაშვილი. გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. თამაზ საათაშვილმა პატრულის თანამშრომლებს განუცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და ძილის გაგრძელება ითხოვა. საბოლოოდ, რა შეთავაზება აქვს გორის მერიას, ამის თაობაზე სამუშაო დღეს ორშაბათს გავარკვევთ. "შიდა ქართლი"

---

 

15.09.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/563843-chavchavazis-gamzirze-mushis-gardacvalebastan-dakavshirebit-shss-m-gamozieba-daicqo

ჭავჭავაძის გამზირზე მუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ამ ეტაპზე უწყებაში არ აკონკრეტებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოიკითხა თუ არა ვინმე, მათ შორის კომპანია „ეს ეს გრუპის“ ხელმძღვანელები. შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე მისულ მაშველებს მუშა გარდაცვლილი დახვდათ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ქეთევან ლაკირბაიას განცხადებით, უნივერსიტეტის ეზოს რეაბილიტაციისას გარდაცვლილი მუშა კომპანია „ენ ეს გრუპის“ თანამშრომელია.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/563810-chavchavazis-gamzirze-miciskvesha-sareabilitacio-samushaoebis-dros-musha-gardaicvala

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/chavchavadzis-gamzirze-miwisqvesha-sareabilitacio-samushaoebis-dros-musha-gardaicvala

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/chavchavadzis-gamzirze-miwisqvesha-sareabilitacio-samushaoebisas-musha-gardaicvala-/40406/

ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/391957/

პრესა.ჯი-  https://presa.ge/?m=society&AID=77411

ტვ25.ჯი- http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=15852

ინფორუსთავი.ჯი- https://inforustavi.ge/?m=31&news_id=11628

მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/256732

აქცენტნიუს.ჯი- http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=6109

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/tchavtchavadzeze-mitsis-chamoshlis-shedegad-musha-gadaitsvala/

---

 

15.09.2019

მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=89887

თბილისის მერიას კავშირი არ აქვს ილიას უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციასთან

ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილი მუშა სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით ასრულებდა უშუალოდ უნივერსიტეტის წინ და მას კავშირი არ აქვს გამზირის რეაბილიტაციასთან, რომელსაც მერია ახორციელებს. ამის შესახებ თბილისის მერიის პრეს სამსახური იუწყება. ჭავჭავაძის გამზირზე, სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს, მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო. მუშაობენ მაშველები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მისვლისას მუშა უკვე გარდაცვლილი იყო.

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=107072

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1568541431-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/meria-tchavtchavadzis-gamzirze-mushis-gardatsvalebas-aranairi-kavshiri-ara-aqvs-mimdinare-sareabilitatsio-samushaoebthan/

---

 

15.09.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ilias-universitetis-administraciis-xelmdzgvaneli-universitetis-ezos-reabilitaciisas-gardacvlili-musha-kompania-en-es-grupis-tanamshromelia

ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - უნივერსიტეტის ეზოს რეაბილიტაციისას გარდაცვლილი მუშა კომპანია „ენ ეს გრუპის“ თანამშრომელია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ქეთევან ლაკირბაიას განცხადებით, უნივერსიტეტის ეზოს რეაბილიტაციისას გარდაცვლილი მუშა კომპანია „ენ ეს გრუპის“ თანამშრომელია. როგორც ლაკირბაიამ „ინტერპრესიუსს“ განუცხადა, კომპანია „ენ ეს გრუპი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A და E კორპუსებს შორის ეზოების მოწესრიგებისა და საკანალიზაციო ქსელის გამოცვლის სამუშაოებს აწარმოებს. „უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით. ადგილზე სამუშაოებს აწარმოებდა კონტრაქტორი კომპანია “ენ ეს გრუპი“. ჩვენ ტენდერი გამოცხადებული გვქონდა ეზოს რეაბილიტაციაზე და აგვისტოში გავაფორმეთ ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან. რაც შეეხება გარდაცვლილს, სამწუხაროდ, მასზე არ მაქვს ინფორმაცია, ის არ იყო ჩვენი თანამშრომელი - „ენ ეს გრუპის“ თანამშრომელია. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სხვა დაშავებული არავინ არ არის. როგორც მითხრეს, ორმოში ჩავიდა და ზემოდან მიწა დაეყარა. ორმო საკანალიზაციო ჭა იყო თუ უბრალოდ გაჭრილი ორმო იყო, ვერ გეტყვით, რადგან ეზოს რეაბილიტაცია და საკანალიზაციო სისტემის გამოცვლის სამუშაოები მიმდინარეობს. კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე, A კორპუსის მიმდებარედ, 600 ათასი ლარის სამუშაოები უნდა განხორციელდეს და პროცესი ოქტომბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს. დამატებითი დეტალები ჩემთვისაც უცნობია, რადგან ტერიტორიაზე ვერ შევდივართ, შიგნით პოლიცია მუშაობს, ჩვენც არ გვინახავს რა მოხდა“, - განაცხადა ლაკირბაიამ. შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე მისულ მაშველებს მუშა გარდაცვლილი დახვდათ.

ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/391967/

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=214322-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90,%20%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98

---

 

15.09.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/mdzime-samushaoebze-dasaqmebultatvis-kompaniebs-shesadzloa-sadazgveo-patekebis-moculobebi-ganesazgvrot

მძიმე სამუშაოებზე დასაქმებულთათვის, კომპანიებს შესაძლოა, სადაზღვეო პატეკების მოცულობები განესაზღვროთ

მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე მუშაობის პერიოდში დასაქმებული ადამიანებისთვის, მათ დამსაქმებელ კომპანიებს სადაზღვეო პატეკების მოცულობები განესაზღვრებათ. სადაზღვეო ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, საკითხზე მუშაობა ნოემბრამდე დასრულდება, ახალი წლიდან კი კომპანიებს ახალი პაკეტების შეძენა მოუწევთ. "პირველი იანვრიდან ამოქმედდა სავალდებულო დაზღვევა, თუმცა არ განისაზღვრა ის მოცულობა, რაც ითვლებოდა საკმარისად იმისათვის, რომ დაცული ყოფილიყო მშრომელი. შედეგად კომპანიების ნაწილმა იყიდა (დაზღვევა) წმინდად ფორმალურად და უკვე მთავრობამაც დაინახა, რომ ეს ხარვეზია. თებერვალში ახალი კანონის მიღების შემდეგ სამინისტროს დაევალა, რომ შეიმუშაოს მინიმალური სადაზღვეო პირობები, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს. ახლა იქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც შევლენ როგორც მთავრობის, ასევე დამსაქმებელთა წარმომადგენლები, პროფკავშირები, სადაზღვეო ინდუსტრია, უცხოელი ექსპერტები და მინიმალურ პირობებს შევაჯერებთ იმისათვის, რომ ყველას ჰქონდეს რეალური დაფარვა", - აცხადებს ხეჩინაშვილი. ამ დროისთვის უცნობია, რამდენით გაეზრდება ბიზნესს ხარჯი, თუმცა "საქმიანი დილის" ეთერში საუბრისას სადაზღვეო ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დამსაქმებლების ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული. რაც შეეხება დასაქმებულებს, პროცესში მათი მონაწილეობა არ იგეგმება. "ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყველაფერს სავალდებულოს, მაშინ როცა მთელი მსოფლიო წესებზეა აგებული. 2-3 წლის განმავლობაში უნდა დალაგდეს ის მინიმალიური დონე, რომელიც არსებობს მთელ განვითარებულ მსოფლიოში ამ სფეროში. წელს კომპანიებს ხარჯი, ფაქტობრივად, არ აქვთ, თუ გადაიხადა წელიწადში სიმბოლური 5 და 10 ლარი ადამიანში, ეს ხარჯი არ არის, ეს არის ფარატინა ქაღალდი და ფარატინა რომ არ იყოს, ეს 5 შეიძლება გაიზარდის სიტყვაზე, 20 ლარამდე, თუმცა მე ჯერ ფასებზე ვერ ვისაუბრებ. საუბარი იმაზე, რომ ეს არის დიდი ტვირთი, ვფიქრობ, არასწორია. ეს არის ის ტვირთი, რომელიც მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებს თან ახლავს. ეს საკითხი მოკლევადიან პერიოდში უნდა გადაწყდეს. მოლაპარაკებები დიდწილად სექტემბერში დასრულდება და გაყიდვები ნოემბრიდან დაიწყება იმისთვის, რომ ახლი წლისთვის ახალი პროდუქტების ყიდვა ყველამ შეძლოს", - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/mdzime-samushaoebze-dasaqmebultatvis-kompaniebs-shesadzloa-sadazgveo-patekebis-moculobebi-ganesazgvrot-/40412/

---

 

15.09.2019

მედიასაშუალება: https://odishinews.ge/2019/08/15/rogor-irchinos-thavi-umushevarma-khalkhma-ivlisi-statistikis-erovnuli-samsakhuris-ganakhlebuli-monatsemebi/

როგორ ირჩინოს თავი უმუშევარმა ხალხმა? – ივლისი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, 2019 წლის ივლისის მდგომარეობით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 187.2 ლარია, რაც წინა თვესთან შედარებით 90 თეთრით ნაკლებია. საქსტატის შეფასებით, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 265.2 ლარს შეადგენს, სამსულიანის კი 298.4-ს. შემცირებულია ოთხ და ხუთსულიანი ოჯახების საარსებო მინიმუმის მაჩვენებელიც – შესაბამისად, 331.5 და 373 ლარამდე. სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს: “2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა.”

---

 

15.09.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1568534368-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A1

გარდაცვლილი 1 წლის და 7 თვის ანასტასია შენგელიას ოჯახი პედიატრის დასჯას ითხოვს

თბილისში გარდაცვლილი 1 წლის და 7 თვის ანასტასია შენგელიას ოჯახის მტკიცებით, გოგონას ექიმების მიერ დასმული მცდარი დიაგნოზის მსხვერპლი გახდა. გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრის თქმით, მცირეწლოვანი კლინიკაში მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს, თუმცა ის ექიმებმა საავადმყოფოდან რამდენიმე საათში გაწერეს. ბავშვი სახლში გადაყვანიდან 3 დღეში გარდაიცვალა. დედა ამბობს, რომ ექიმებმა სამედიცინო ისტორიაც გააყალბეს და დაწერეს, თითქოს, მცირეწლოვანი კლინიკაში ხუთი კი არა, 15 საათი გააჩერეს. „გულის ცემა საშინლად არ მომწონდა, გულში სითხე ქონია, ექიმმა ჯერ თქვა ცალი ფილტვი არ მომწონდო, მერე თქვა არცერთ ფილტვში არ აქვს ანთებაო. რენტგენი არ გადაუღო, მითხრა რომ ალერგია აქვს - აცხადებს ბავშვის დედა. საქმეს პროკურატურა უკვე 9 თვეა სწავლობს. ოჯახი გამოძიების გაჭიანურებით უკმაყოფილოა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ექიმს ლიცენზია უკვე ჩამოერთვა. შენგელიები პედიატრის და იმ სამედიცნო პერსონალის დასჯას ითხოვენ, რომელთა უყურადღებით 1 წლის და 7 თვის ანასტასია გარდაიცვალა.

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=214296-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%90%E1%83%90

---

 

14.09.2019

მედიასაშუალება: https://2020news.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/item/22870-%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98,-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98,-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%96%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

ფსიქოლოგი, სტომატოლოგი, ფიზკულტურის მასწავლებელი.... - რა განათლებას ფლობენ საქართველოს მინისტრები

პრემიერ გიორგი გახარიას აღმასრულებელი გუნდი 11 მინისტრისგან შედგება. "2020NEWS" მცირე მთავრობის წევრი მინისტრების კვალიფიკაციითა და განათლებით დაინტერესდა. როგორც გაირკვა, 11-დან 1 - ფსიქოლოგია, 1 - სტომატოლოგი, 3 - სამართლის სპეციალისტი, 3 - ეკონომისტი, 1 - საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი და 1 - ფიზკულტურის მასწავლებელი. თავად გიორგი გახარიას კი - სახლში ისტორიკოსის და ბიზნესის მართვის სპეციალისტების დიპლომები უდევს. მთავრობის მეთაურმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 1992-1994 წლებში თსუ-ში ისტორიის ფაკულტეტი დამთავრა. 1994-2000 წლებში რუსეთში, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ისწავლა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2002-2004 წლებში კი იმავე უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის მაგისტრიც გახდა. ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პროფესიით ეკონომისტია. კერძოდ, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი. ამასთან, სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში - საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე. რის შემდეგაც სწავლა თბილისში, კავკასიის ბიზნეს სკოლაში განაგრძო. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - 1992-1997 წლებში სწავლობდა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. პარალელურად, სწავლობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიის აკადემიაში. 2000 წელს თეა წულუკიანმა სახელმწიფო მართვის სკოლა დაამთავრა და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში (MPA). 2005 წელს მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განათლების შესახებ მთავრობის ვებ-გვერდზე ინფორმაცია ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის. თუმცა, მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას 2001 წელს - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია აქვს დამთავრებული. საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს - საერთაშორისო სამართლის სპეციალობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული 1992 წელს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა - 1999-2004 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (სპეციალობა- საერთაშორისო ურთიერთობები) დაამთავრა. 2002-2004 წწ. სწავლობდა - სორბონის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე (სპეციალობა- საერთაშორისო ურთიერთობები). ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა - 1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კვალიფიკაციით წარმოების ეკონომიკა და მართვა. 1997 წელს გაიარა "საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების სპეციალური ინტენსიური კურსი. 2009 წელს წარმატებით დაასრულა სასწავლო პროგრამა ფინანსების სხვადასხვა სფეროში, ამასთან, გავლილი აქვს ტელეკომუნიკაციებთან დაკავშირებული არაერთი ტრენინგი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი - 1995-1999 წლებში თსუ-ში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1999 - 2001 წლებში იმავე უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2002 - 2003 წლებში კი MIP მილანში ბიზნესის მართვის მაგისტრი ხარისხი აქვს მიღებული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ეკონომისტის სპეციალობით; 2014 წელს - გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფო უნივერსიტეტი და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი; 2005-2006 წლებში გაიარა სწავლების სხვადასხვა კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰარვარდის უნივერსიტეტის, ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა - 1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა - 1995-1999 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 1999-2000წწ. - ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (უნგრეთი) მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების მაგისტრის ხარისხი. 2006 წლიდან კი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 1993 - 1998 წლებში დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი ექიმის კვალიფიკაციით. 2005 წელს - მოიპოვა ზოგადი პროფილის სტომატოლოგის სახელმწიფო სერტიფიკატი. 2007 - 2008 წლებში გავლილი აქვს ყბა-სახის ინპლანტაციის სრული კურსი გერმანიაში. 2015 - 2016 წლებში - მიუნსტერის ჯანდაცვის აკადემიაში ჰოსპიტალურ სექტორში მართვის კომპეტენცია მოიპოვა. 2016 - 2019 წლებში კი - მენეჯმენტის და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის წოდება მიიღო ავსტრიაში, ჯანდაცვის მენეჯმენტის, ჰოსპიტალური სექტორის ეკონომიკასა და მართვის მიმართულებით.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/ra-profesiebis-arian-da-sad-miiges-umaglesi-ganatleba-qartvelma-ministrebma-2

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1568446431-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9B%E1%83%90

ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/60421-ra-propesiebis-arian-da-sad-miiges-umaglesi-ganatleba-kartvelma-ministrebma/

---

 

14.09.2019

მედიასაშუალება: http://frontnews.eu/news/ge/55018/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95-%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%99%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%91%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

დევნილთა სამინისტრო კვლავ ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მას ციხელაშვილის უწყება შეუერთდება

თბილისი: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა სამინისტრო გამოეყოფა, რომელიც კვლავ ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება. Front News International-ის ინფორმაციით, დევნილთა სამინისტროს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეუერთდება. რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს, ის ნოემბერში გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებს, რომლებიც დევნილთა მიმართულებას ხელმძღვანელობენ, უფლებამოსილება აღარ გაუგრძელდებათ და თანამდებობებიდან ავტომატურად გათავისუფლდებიან. თანამდებობა უკვე დატოვა გრიგოლ გიორგაძემ. დევნილთა სამინისტროს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაერთიანების შემდეგ უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ლევან კაკავას და სოზარ სუბარის კანდიდატურა განიხილება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გასულის წლის ზაფხულში გაუქმდა. სამინისტროს ფუნქციები 3 უწყებაზე გადანაწილდა: დევნილთათვის განსახლების ფუნქციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეითავსა, მიგრაციის კომპონენტი - შსს-მ, სოციალური კომპონენტი კი ჯანდაცვის სამინისტრომ.

---

 

14.09.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/sadazgvevo-industria-saqartveloshi-shemosuli-turistebistvis-savaldebulo-dazgvevas-itxovs

სადაზღვევო ინდუსტრია საქართველოში შემოსული ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევას ითხოვს

საქართველოში შემოსული ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებაზე განხილვების დაწყება იგეგმება. ამის შესახებ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ტურისტული ნაკადების ზრდის პარალელურად, იზრდება მათზე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიერ გაწეული ხარჯებიც. ინდუსტრიის წარმომადგენლებმა საკითხი ჯანდაცვის ახალ მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრაზე დააყენეს. "ძალიან ბევრ ტურისტს, რომელიც ჩვენთან ჩამოდის, დაზღვევა არ აქვს და ამის გამო ჩვენს სისტემას ექმნება პრობლემა. როგორც ჩვენ მივდივართ საზღვარგარეთ და გვჭირდება სამოგზაურო დაზღვევა, ვფიქრობ, რომ ჩვენთანაც მოთხოვნილი უნდა იყოს ლიმიტების ფარგლები, სადაც გინდა შეიძინე ეს დაზღვევა, მთავარია ლიმიტები იყოს ადეკვატური იმ სამედიცინო ხარჯებისა, რომელიც არის ამა თუ იმ ქვეყანაში. ასეთი სიტემა უნდა ჩამოყალიბდეს აქაც, რომ დაცული იყოს ის ადამიანი ვინც შემოდის და მეორეს მხრივ, ჩვენი სისტემა, რომელიც სასწრაფოდან კლინიკამდე საკმაოდ ხშირად "გადაგდებულია". ამ თემაზე იყო ახალ მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი და ვფიქრობ ამ მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად დაიწყება. ამ დროისთვის არსებობს ნორმატიული აქტი, სადაც მსგავსი ჩანაწერი არსებობს, თუმცა ამ საკითხს არავინ აკონტროლებს საზღვარზე, ამიტომ აუცილებელია პრობლემის მოგვარება დაიწყოს", – განაცხადა ხეჩინაშვილმა.

---

 

14.09.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/wamlebze-fasebis-regulirebis-riskebi-quotsheidzleba-zogierti-medikamenti-gaqresquot/39604/

წამლებზე ფასების რეგულირების რისკები: "შეიძლება ზოგიერთი მედიკამენტი გაქრეს"

"ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი სახელმწიფოს მიერ წამლების ფასის დარეგულირებაში გარკვეულ რისკებს ხედავს. მისი თქმით, ამან შეიძლება ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტიც კი გამოიწვიოს, რაც საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც მოხდა. "მთავარია, რა მედიკამენტებზე გავრცელდება რეგულაცია და რა მექანიზმით, ასევე, როგორი იქნება წინამოსამზადებელი ეტაპი. საქართველოში რეგულაციაზე დასაწყისისთვის შეიძლება ვიმსჯელოთ ისეთ მედიკამენტებზე, როგორიც არის ქრონიკული დაავადებებისთვის განკუთვნილი წამლები, თუმცა ეს უნდა იყოს მცირე ნაწილი, რადგან ასეთი რეგულაციების შემოტანის მაგალითები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებობს და ამან ძალიან ნეგატიური შედეგი მოიტანა. რისკები საკმაოდ ბევრია. მთავარი რისკი რაშია? – არ მოხდეს მედიკამენტების ბაზრიდან გაქრობა, რაც უპირველეს ყოვლისა, სწორედ მომხმარებლის ინტერესს დააზიანებს. ფასთა რეგულაციის ყველა მედიკამენტზე ერთად შემოღება, უბრალოდ არ იქნება გამართლებული", - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი. კითხვაზე, რა სახით შეიძლება მოხდეს სახელმწიფოს მიერ მედიკამენტებზე ფასების რეგულაცია, ირაკლი მარგველაშვილი საერთაშორისო პრაქტიკას იშველიებს. "რეგულაცია არსებობს სხვადასხვანაირი - ზოგიერთი ქვეყანა კონკრეტულ ფასს აწესებს, რა ფასის მედიკამენტები უნდა შევიდეს ქვეყანაში. ქვეყნების ნაწილი აწესებს ზღვარს - რამდენი შეიძლება დაამატოს საბითუმო რეალიზატორმა, საცალო რეალიზატორმა და ა.შ. რეგულაცია საერთოდ არ არის აშშ-ში, რომელიც ფარმაცევტული ბაზრის ყველაზე დიდი მომხმარებელია. ზოგადად, მსგავსი რეგულაცია დამოკიდებულია - ბაზრის მოცულობასა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე", - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო მედიკამენტების ფასებს ნაწილობრივ დაარეგულირებს.

---

 

14.09.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/563776-biznesombudsmenis-moadgile-dagegmili-saxit-shromis-kodeksis-cvlileba-shromis-aralegalur-bazars-gaaaktiurebs

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე - დაგეგმილი სახით შრომის კოდექსის ცვლილება შრომის არალეგალურ ბაზარს გაააქტიურებს

სამუშაო შეხვედრაზე - „შრომითი უფლებები საქართველოში: ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები“ საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გურამ გიორგაძე და საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერასაქართველოში“ (PROLoG), შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესომბუდსმენის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ შეხვედრაზე კანონის პროექტთან მიმართებაში ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული შენიშვნები და წინადადებები წარმოადგინა. ბიზნესომბუდსმენის აპარატს შრომის კოდექსზე - 6, შრომის ინსპექციის კანონზე კი 17 შენიშვნა-წინადადება აქვს. „პარლამენტში დარეგისტრირდა კანონის პროექტები: „საქართველოს შრომის კოდექსის“ და „შრომის ინსპექციის შესახებ“. კანონის პროექტებში ასახული ცვლილებები ფუნდამენტურად ცვლის შრომით ბაზარზე დღეს ბიზნესისთვის არსებულ წესებს და ძირეულად ცვლის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობების ფორმატს. მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი სახით შრომის კოდექსის ცვლილება შრომის არალეგალურ ბაზარს გაააქტიურებს. არსებული ფორმით „საქართველოს შრომის კოდექსის“ და „შრომის ინსპექციის შესახებ“ კანონის პროექტების მიღება აჩენს საფრთხეს, ჩრდილოვან სექტორში გადავიდეს დამსაქმებლის და დასაქმებულთა ურთიერთობები, რაც გააუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას და წინააღმდეგობაში მოდის დაგეგმილი ცვლილებების მთავარ მიზანთან. ვფიქრობთ, რომ დაგეგმილი ფორმით შრომითი ბაზრის რეფორმირება ნეგატიურად იმოქმედებს ბიზნეს გარემოზე და შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს პოზიციებზე გავლენიან ბიზნეს რეიტინგებში, მათ შორის, გავლენა მოახდინოს მსოფლიო ბანკის Doing Business-ში საქართველოს მე-6 პოზიციის გაუარესებაზე. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონის პროექტების მიღებამდე რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ჩატარება და აღნიშნული დოკუმენტის ანალიზის მიხედვით, კანონის პროექტების არსებული ვერსიების დაკორექტირება“, - განაცხადა გურამ გიორგაძემ. “ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ შემუშავებული წინადადებებისა და შენიშვნების მიხედვით, კანონის პროექტების დღეს არსებულ ვერსიაში, ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხებს შორისაა: ვადიან შრომით ხელშეკრულებებზე შეზღუდვა, შრომითი ხელშეკრულებების ზეპირი ფორმით გაფორმების აკრძალვა, ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმებაზე დამატებითი შეზღუდვები, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის შეზღუდვა. „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ხშირია ორაზროვანი და ბუნდოვანი ჩანაწერები. მნიშვნელოვანია, კანონში დეტალურად გაეწეროს შრომის ინსპექციის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები. ასევე, აუცილებელია განისაზღვროს სამუშაო ადგილზე შრომის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით საჩივრის დამწერ პირთა წრე (ინსპექციას მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ინსპექტირების უფლებამოსილება), დაუშვებელია შრომის ინსპექციას მიეცეს უფლება, განახორციელოს ნებისმიერი სამუშაო ადგილის ან სამუშაო სივრცის ინსპექტირება განუსაზღვრელი ვადით. შრომის ინსპექტორს უნდა შეეზღუდოს„გამოკითხვის“ ჩატარების უფლება. კანონში უნდა განისაზღვროს ინსპექტირების მიზნებისთვის დალუქული/ამოღებული დოკუმენტის, ნივთის, ნივთიერების თუ მასალის დამსაქმებლისთვის უკან დაბრუნების ვადები. დაუშვებელია, შრომის ინსპექციისთვის ადმინისტრაციული სახდელების დაკისრებასთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება“, - აღნიშნულია ბიზნესომბუდსმენის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

---

 

14.09.2019

მედიასაშუალება: http://region.ge/12866-didkhans-vifiqre-merideboda-thqmajanmrthelobam-dzalian-shemomitia-eka-kvaliashvili-dakhmarebas-ithkhovs.html

"დიდხანს ვიფიქრე, მერიდებოდა თქმა...ჯანმრთელობამ ძალიან შემომიტია," - ეკა კვალიაშვილი დახმარებას ითხოვს

მომღერალ ეკა კვალიაშვილის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, სამკურნალოდ კი საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო. მომღერალი სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას დახმარებას სთხოვს: "დიდხანს ვიფიქრე, მერიდებოდა თქმა, მაგრამ ჯობს ვთქვა... მეგობრებო, ვაკეთებ სერიოზულ განცხადებას. ჯანმრთელობამ ძალიან შემომიტია, ისევ დამეწყო ხუთვა, არ მშველის ჩველუებრივი "სალბუტამოლი", მხოლოდ "სიმბიკორტი" მიხსნის ამ საშინელებას რაც საკმაოდ ძვირია და ვერ ვახერხებ , რომ ეს წამალი სულ მქონდეს და ვისუნთქო. მოკლედ , რის გამოც , ღმერთმა აცხონოს, მერაბ კილაძემ გამკეთა ოპერაცია და შემდეგ ალერგოლოგთან მიმიყვანა, დექსამეტაზონი, რომელსაც ერთი წელი ვიღებდი, რადგან ვერ ვსუნთქავდი, შემიცვალეს "სიმბიკორტით", ისიც მთელი რიგი ტესტები გამიკეთეს, რომ რაიმეს ალერგია არ მოეცა.სამწუხაროდ, საქართველოს აღარ ჰყავს მერაბ კილაძე და მე აბსოლუტურად ჩემიანი ექიმი, რომლისაც მჯეროდა და ზუსტად იცოდა თავისი საქმე, (სხვათაშრის, დექსამეტაზონმა ღვიძლი დაუშალა დედაჩემს... )ამ ეტაპზე, ძალიან , მართაც ზალიან გამიჭირდა, არა მარტო წამლების შეძენა, არამედ, MRT-ს გაკეთებაც რაც უნდა ვაკონტროლო, 6 თვეში ერთხელ, მაგრამ,ამის ფინანსები არ მრჩება.ასევე საყიდელი მაქვს მიელინი, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა მივიღო და ბიოტინი, რომ ვიარო. მე მჭირდება ჯანმრთელობა, ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი, ბევრი პროექტი განსახორციელებელი, საკუთარი სიმღერები დასაცავი და ოჯახი მოსავლელი, ამას ყველაფერს ემატება ნაქირავებებში ფულის ყრა... ძალიან , უკიდეგანოდ დამჭირდა თქვენი დახმარება, რადგან მინდა , ძალიან მინდა ვიყო კარგად. მე ფონდიც შევქმენი გაფანტული სკლეროზიანებისთვის და ვიცი რა ხაზით ვამუშაო, მაგრამ, არ მყოფნის ძალა და არც ფინანსები, რომ სხვებს მივეხმარო, ან კი როგორ, როცა თავისთვის ვერ მიმიხედავს. მე გადავწყვიტე, ჩავატარო საქველმოქმედო საღამო, სხვა გზას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. შეგატყობინებთ სად. იმედია გვერდში დამიდგებით, ერთხელ თქვენით გადავრჩი, ახლაც თქვენი იმედი მაქვს ღმერთის წყალობით.... ამისათვის დამჭირდება რუსთაველის თეატრი, და რომელიმე ტელევიზია, აპარატურა და ცოტა რეკლამა, რომ გაიგოს ხალხმა სად და როდის ჩატარდება კონცერტი სადაც მონაცილეობას ისევ ჩემიუსაყვარლესი ოლეგები მიიღებენ. გთხოვთ შემეხმიანეთ ვინ როგორ დამიდგება გვერში. პირად მიმოწერაში GE95TB7003145161100004 TBC ბანკი პირადი 01030004431" - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

16.09.2019

მედიასაშუალება:  ახალი თაობა

ჭავჭავაძის გამზირზე მუშა დაიღუპა

15 სექტემბერს ჭავჭავაძის გამზირზე მი წისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა. სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. ადგილზე მისულ მაშველებს მუშა გარ დაცვლილი დახვდათ. მათ გარდაცვლილი მუშა მიწის მასიდან ამოიყვანეს. მუშა სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით ასრულებდა და მას კავ შირი არ აქვს მერიის მიერ ჭავჭავაძის გამზირზე დაწყებულ სამუშაოებთან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ად მინისტრაციის ხელმძღვანელ ქეთევან ლაკირბა იას განცხადებით, უნივერსიტეტის ეზოს რეაბი ლიტაციისას გარდაცვლილი მუშა კომპანია `ენ ეს გრუპის~ თანამშრომელია. როგორც ლაკირბაიამ ინტერპრესიუსს გა ნუცხადა, კომპანია `ენ ეს გრუპი~ ილიას სახელ მწიფო უნივერსიტეტის ა და ე კორპუსებს შორის ეზოების მოწესრიგებისა და საკანალიზაციო ქსელის გამოცვლის სამუშაოებს აწარმოებს. _ უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით. ადგილზე სამუშაოებს აწარმოებდა კონტრაქტორი კომპა ნია `ენ ეს გრუპი~. ჩვენ ტენდერი გამოცხადებუ ლი გვქონდა ეზოს რეაბილიტაციაზე და აგვის ტოში გავაფორმეთ ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან.რაც შეეხება გარდაცვლილს, სამწუხაროდ, მასზე არ მაქვს ინფორმაცია. ის არ იყო ჩვენი თანამშრომელი _ `ენ ეს გრუპის~ თანამშრომელია. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სხვა დაშავებული არავინ არის. როგორც მითხრეს, ორმოში ჩავიდა და ზემოდან მიწა დაეყარა. ორმო საკანალიზაციო ჭა იყო თუ უბრალოდ გაჭრილი ორმო, ვერ გეტყვით, რადგან ეზოს რეაბილიტაცია და საკანალიზაციო სისტემის გამოცვლის სამუშაოები მიმდინარეობს. კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე, ა კორპუსის მიმდებარედ, 600 ათასი ლარის სამუშაოები უნდა განხორციელდეს და პროცესი ოქტომბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს. მომხდარის დამატებითი დეტალები ჩემთვის უცნობია, _ განაცხადა ლაკირბაიამ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6336093&name=16.09.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

16.09.2019

მედიასაშუალება:  რეზონანსი

"გულში სითხე ჰქონია, ექიმმა მითხრა, ალერგია აქვსო" - ბავშვის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმს ადანაშაულებს

ოჯახის მტკიცებით, 1წლის და 7 თვის გოგონა მცდარი დიაგნოზის მსხვერპლი გახდა. მცირეწლოვანი კლინიკაში მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს, თუმცა ის ექიმებმა საავადმყოფოდან რამდენიმე საათში გაწერეს. ბავშვი სახლში გადაყვანიდა 3 დღეში გარდაიცვალა. "გულის ცემა საშინლად არ მომწონდა, გულში სითხე ქონია . ექიმმა ჯერ თქვა ცალი ფილტვი არ მომწონდო, მერე თქვა არცერთ ფილტვში არ აქვს ანთებაო. რენდგენი არ გადაუღო, მითხრა რომ ალერგია აქვს" - აცხადებს ბავშვის დედა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6335929&name=16.09.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

 

           

ახალი თაობა-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6335656&name=16.09.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

16.09.2019

მედიასაშუალება:  კვირის პალიტრა

როცა თავდამსხმელი შეურაცხადია

უთუოდ ბევრს ახსოვს ამას წინათ 3 წლის ბავშვზე თავდასხმა და მისი ცივი იარაღით დაჭრა. როგორც გაირკვა, დანაშაული ფსიქიკურად შეურაცხადმა პირმა ჩაიდინა. მას დღეს იძულებით მკურნალობენ. ამას დაემატა გასულ კვირას ახალი ფაქტიც - მოდის ექსპერტ დალი ჩიტალაძის ვაჟს, ვახო სუთიძეს, უცხო მამაკაცი სადარბაზოში თავს დაესხა და დანით დაჭრა. მას ოპერაცია გაუკეთეს. ამ შემთხვევაშიც გაირკვა, რომ თავდ ამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონია. ამ ფაქტებმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. არსებულ პრობლემებზე, სერვისების არარსებობაზე, ბევრი დაწერილა და თქმულა. როგორ უნდა აღმოიფხვრას პრობლემა, ამ და სხვა საკითხებზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს ირინე ობოლაძეს ვესაუბრეთ. - საზოგადოებაში ამ თემაზე ლაპარაკი არ წყდება, ბევრს საუბრობენ სერვისების არარსებობაზე. თქვენი აზრით, რა არის გასაკეთებელი, შესაცვლელი? - ეს კომპლექსური პრობლემაა. გარდა იმისა, რომ დღის ცენტრები არა გვაქვს, სხვა საკითხია, ფსიქიკურად დაავადებული პირი თვლის თუ არა საჭიროდ ექიმთან მისვლას. იმდენად დიდია სტიგმა, შეიძლება უნდოდეს ექიმთან მისვლა, მაგრამ იმის გამო, რომ საზოგადოება ცუდი თვალი შეხედავს, თავს იკავებს. სტიგმის ბრალია, რომ არ გვინდა ასეთ პირებთან ურთიერთობა, გვეშინია. ახლობლები უნდა დაეხმარონ დაავადებულს, როგორმე დაიწყოს ფსიქოჯანმრთელობაზე ზრუნვა და გამოიკვეთება, რა ესაჭიროება - სტაციონარული თუ ამბულატორიული მკურნალობა. მიმართვის დაგვიანების გამო საქმე ხშირად დანაშაულის ჩადენამდე მიდის. პირის სტაციონარში მოთავსება ნებაყოფლობითია. იძულებით უმკურნალებენ მაშინ, როცა დანაშაული, სავარაუდოდ, ჩადენილია და ექსპერტის დასკვნით ის შეურაცხადია. ამიტომ მდგომარეობის გამწვავებამდე ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი აუცილებლად უნდა დადიოდეს ექიმთან, ამაში ხელს უნდა უწყობდეს გარემო, ოჯახი, სახელმწიფო სერვისები. - სტიგმის ბრალია, ალბათ, ისიც, რომ ფსიქიატრის ნაცვლად ნევროლოგთან მიდიან. - ფსიქიატრთან მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში მივდივართ. როცა, ვთქვათ, ნევროლოგთან ფსიქიკური აშლილობის ნიშნებით მიდის მოქალაქე, ის მყისიერად უნდა გაგზავნოს შესაბამის სპეციალისტთან. ბევრი კომენტარი მოვისმინეთ ამ დღეებში ისეთ პირებზე, რომლებმაც, სავარაუდოდ, დანაშაული ჩაიდინეს, და არავინ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ მათი დაცვაც აუცილებელია. - ხშირად უჩივიან კლინიკაში ადგილების უქონლობას. - ეს პრობლემაც იმან განაპირობა, რომ დაავადებული მოქალაქე ექიმთან უკვე გართულებული მდგომარეობით მიდის. არის სტაციონარში პაციენტის ხანგრძლივად დაყოვნების პრობლემაც. ბევრი წლების განმავლობაში იქ არის, რადგან სტაციონარის გარეთ შესაბამის სერვისს ვერ მიიღებს. გარდა ამისა, ბევრი მათგანი უსახლკაროა, არა ჰყავს ოჯახის წევრი, ან თუ ჰყავს, ისინი უარს ამბობენ მის სახლში წაყვანაზე. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც 15-20 წელს სტაციონარში ატარებს იმ მიზეზით, რომ მას გარეთ მიმხედავი არა ჰყავს, არა აქვს სახლი, ვერსად დასაქმდება და ვერც იმკურნალებს. ერთი სიტყვით, ეს პრობლემათა ჯაჭვია, რომელიც საბოლოოდ სტაციონარებში ადგილების დეფიციტს ქმნის. როცა ფსიქიკურად დაავადებული თუნდაც 2 წელს გაატარებს კლინიკაში, მას ოჯახის წევრებიც ერიდებიან. ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა იდგეს მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას მისი უფლებები სტაციონარს გარეთ სამედიცინო მომსახურებით. როცა იქნება სერვისები, საოჯახო სახლები, მობილური ჯგუფები, მათ შორის იქნება გაძლიერებული ამბულატორიული კომპონენტი, პირი იქნება აღრიცხვაზე, მიიღებს მედიკამენტს, ზემოჩამოთვლილი პრობლემები, თუ ყველა არა, დიდი ნაწილი მაინც აღმოიფხვრება. წელიწადში რამდენჯერმე სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს ატარებს კლინიკებში და წლებია იგივე პრობლემებია: ინფრასტრუქტურა მოძველებულია - კარგია, რომ შენობა გარემონტდა, თუმცა დაწესებულების დიდ ნაწილში არ არის სათანადო პირობები. არის პერსონალის, ფსიქიატრების, ექთანების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ნაკლებობაც. სახელმწიფო დაფინანსება გაიზარდა, მაგრამ გაცილებით მეტია საჭირო. სახელმწიფომ ამგვარი დაწესებულებების პერსონალზეც უნდა იზრუნოს, ასევე მკურნალობისა და მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესებაზე. - ბევრი წუხს, რომ 20-30 წლის წინანდელი მედიკამენტებით მკურნალობენ კლინიკები. - მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი ახალი თაობის მედიკამენტებს იღებდეს, მაგრამ ხშირად ვერ ხერხდება ფინანსური რესურსის სიმწირისა და სათანადო უზრუნველყოფის გამო. - ვთქვათ უმკურნალეს ადამიანს კლინიკაში, გაეწერა, მერე აღარ მიიღო მედიკამენტები და გაუმწვავდა მდგომარეობა. არსებობს სახელმწიფო სამსახური, რომელიც ამის მონიტორინგს ჩაატარებს? - როცა პაციენტი სტაციონარიდან გადის, მან უკვე ამბულატორიული მომსახურებით უნდა ისარგებლოს. არ არსებობს იძულებითი ამბულატორიული მკურნალობა. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი და სხვა სერვისი, რომლებიც დაეხმარებიან პაციენტს, აუხსნიან, რომ მკურნალობის გაგრძელება სჭირდება. ამბულატორიის წარმომადგენელი არ არის ვალდებული მივიდეს მის სახლში და აიძულოს წამლის დალევა, გამოვა, რომ მის ნებაზე ვახდენთ ზეგავლენას. თანამედროვე მიდგომებით ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მკურნალობა, საამისოდ კი მას ფსიქოლოგი ან მობილური ჯგუფის სხვა წევრი უნდა ესაუბროს. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა ინიშნება მხოლოდ მაშინ, თუ საფრთხე ექმნება მისი ან სხვა პირების ჯანმრთელობას, ან სხვისი მატერიალური ქონების დაზიანებას, ხოლო იძულებითი მკურნალობა ინიშნება მაშინ, როცა უკვე ჩადენილია დანაშაული და ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს პირი შეურაცხადი იყო. - როცა სასამართლო პირს მიუსჯის იძულებით მკურნალობას, ასეთ პირებს ხონის ფსიქიატრიულში ათავსებენ. იქ როგორი პირობებია? - ასეთი პაციენტები ქუტირის დაწესებულებაში არიან.\ ჩვენ სისტემატურად ვატარებთ მონიტორინგს. საჭიროა გათვლილი რისკების შემცირება, რესოციალიზაციის ღონისძიებების გატარება. ფსიქოლოგები ინდივიდუალურად უნდა მუშაობდნენ პაციენტთან, ასევე უნდა უტარდებოდეთ ჯგუფური თერაპია. სასურველია სხვადასხვა აქტივობაში მათი ჩართვა, რათა შემდგომ არ გაუჭირდეთ საზოგადოებაში ყოფნა. სამწუხაროდ, ეს კომპონენტი სათანადო დონეზე არ არის. ამ პაციენტთა დიდი ნაწილი დღის განმავლობაში შეიძლება სასეირნოდაც არ გადიოდეს და პასიური ცხოვრებით ცხოვრობდეს. - იძულებითი მკურნალობის ვადის გასვლის შემდეგ გათავისუფლებული პირის მონიტორინგის რამე მექანიზმი არსებობს? - არა, დამატებითი პროგრამა არ არსებობს და ვერც იქნება. ალბათ, ეს არც იქნება სწორი - მან ჯანმრთელობიდან გამომდინარე ჩაიდინა დანაშაული, შეურაცხადი იყო და რაკი იძულებითი მკურნალობა ჰქონდა დანიშნული, მხოლოდ ამიტომ არ შეიძლება გარეთაც დაუწესდეს რეჟიმი. მათ იგივე მომსახურება, იგივე სერვისი უნდა მიიღონ, როგორც სხვებმა. იძულებითი მკურნალობის დასრულების შემდეგ ისინი ვალდებული არიან მივიდნენ ამბულატორიაში, მაგრამ თუ რაღაც მიზეზით ვერ მიდიან ან არ მიდიან, სწორედ მაშინ უნდა მუშაობდეს სახელმწიფო სისტემა და დაარწმუნოს პირი მკურნალობის გაგრძელების საჭიროებაში. შეიძლება დასრულდეს სასამართლოს განსაზღვრული ვადა, მაგრამ მდგომარეობა არ იყოს გამოსწორებული, მაშინ ასეთი პირი დარჩება კლინიკაში. წელიწადში ერთხელ მკურნალმა ექიმმა და კომისიამ უნდა გადაწყვიტონ, უნდა დარჩეს თუ დატოვოს დაწესებულება. თუ ვადამდე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მდგომარეობა, შეიძლება ადრეც გამოუშვან. სამწუხაროდ, თავის დაზღვევის მიზნით ოჯახებს უკავშირდებიან და დიდი ნაწილი უარს ამბობს გაწერაზე. დაწესებულების ქმედება არასწორია - როცა ამოწურულია ვადა, პაციენტს არ უნდა ვაიძულოთ კლინიკაში დარჩენა. ეს მისი უფლების დარღვევაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6336038&name=16.09.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

16.09.2019

მედიასაშუალება:  კვირის პალიტრა

"დედის ერთი წვეთი სისხლით იგებენ, რა დაავადებების განვითარების რისკი ექნება ნაყოფს ზრდასრულ ასაკში"

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6335910&name=16.09.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

14.09.2019

მედიასაშუალება:  ახალი თაობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე გადადგა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. `ჩემთვის დიდი პატივი იყო, ბოლო 5 წლის განმავლობაში, მინისტრის მოადგილის რანგში, დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაზე მემუშავა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს, ერთი მხრივ, მათი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი მუშაობისთვის და მეორე მხრივ, იმ თანაგრძნობისათვის, რასაც თითოეული ადამიანის მიმართ იჩენენ ამ პერიოდში, სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ათასობით ადამიანის ცხოვრება შეიცვალა, გაუჩნდათ საკუთრება და მომავლის რწმენა. მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული რესურსების მიუხედავად, ვახერხებდით თითოეული დევნილის პრობლემები პირადად მოგვესმინა და მათი გადაჭ რის გზები ერთობლივად გამოგვენახა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის და კვლავ არაერთი ოჯახი ელოდება საკუთარ ჭერს. მჯერა, სწორი სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში, მათი პრობლემებიც უახლოეს მომავალში გადაიჭრება. ვრჩები თქვენს ერთგულ გულშემატკივრად და თქვენი პოზიციების დამცველად, რათა დაბრუნებამდე თითოეულმა თქვენგანმა შეძლოს ღირსეული ცხოვრება~ _ წერს გრიგოლ გიორგაძე სოციალურ ქსელში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6332907&name=14.09.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 ​