From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-16.08.2019
Received On : 16.08.2019 08:56
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 16.08.2019

ტელევიზია

16.08.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 12:00

ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა საკუთარ სათხილეში იმშობიარა და ახალშობილი მიატოვა. ჩვილი, რომელსაც დედა საგულდაგულოდ მალავდა, პოლიციამ ოზურგეთის სამშობიარო კლინიკაში გადაიყვანა. ახალშობილს ჩაუტარდა ყველა სამედიცინო პროცედურა და მის სიცოცხლეს საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება. ექიმების თქმით, 31 წლის ოზურგეთელ ქალს ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ღამის 3 საათზე სისხლდენით შეიყვანა კლინიკაში. ქალი მომხდარს მალავდა და ექიმები იძულებულები გახდნენ პოლიციაში დაერეკათ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6279948

---

 

16.08.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 09:00

ეპიდემიის საფრთხე - ფეკალიების გამტარი მილი თბილისის ზღვაში ჩაედინება, საიდანაც მოსახლეობის 30% სასმელი წყლით მარაგდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6279463

---

 

15.08.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 18:00

ფოთში, შპს ”ბარვილ ჯორჯიას” თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულები ხელფასების მომატებას, უსაფრთხოების ნორმების დაცვას და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ. დღეს მათ გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი შეხვდა და პრობლემები მოისმინა. ის ,,ბარვილ ჯორჯიას" თანამშრომლების მოთხოვნებს საფუძვლიანს უწოდებს და სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს. შპს ,,ბარვილ ჯორჯიას" ადმინისტრაციას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6278617

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6278120

---

 

15.08.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00

"ომი მშვიდობაში" - გუგუთიანკარელები ოკუპანტებმა დევნილად კიდევ ერთხელ აქციეს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6279290

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6278417

---

 

 

ინტერნეტი

16.08.2019

მედიასაშუალება: http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=5153

ემუქრება თუ არა თბილისს ეპიდემიის საფრთხე – ხაბეიშვილის ბრალდება და GWP–ს განმარტება

ენმ–ის წევრ ლევან ხაბეიშვილის ცნობით, თბილისის ზღვაში, საიდანაც მოსახლეობის 30% სასმელი წყლით მარაგდება, ფეკალიები ჩაედინება, შესაბამისად, თბილისი ეპიდემიის გავრცელების საფრთხის წინაშე დგას. თბილისის საკრებულოს დეპუტატები ოპოზიციიდან ამ საკითხს 16 აგვისტოს  საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზეც დააყენებენ, მანამდე კი შესაბამის სამსახურებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.  “10 მეტრში არის ფეკალიები, ოდნავ მოშორებით კი თბილისის ზღვა. ეს ფეკალიები დაკავშირებულია თბილისის ზღვასთან და თბილისელები სვამენ ფეკალიებით მოწამლულ წყალს. თბილისის მერ მოვუწოდებ, შესაბამისი სამსახურები გამოუშვან აქ, სასწრაფოდ აიღონ სინჯები, იმიტომ, რომ ეს არის ეკოლოგიური კატასტროფა, ეს არის ეპიდემიის საფრთხე და ის რაც ახლა აქ ხდება, დაუშვებელია. კანალიზაცია პირდაპირ მიერთებულია თბილისის ზღვასთან და ამის ნახვა ერთი თვალის მოვლებითაც შესაძლებელია,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კატეგორიულად არ ეთანხმება აღნიშნულ ინფორმაციას და ირწმუნება, რომ მოსახლეობას ხარისხიანი წყალი მიეწოდება.  როგორც GWP განმარტავს, თბილისის ზღვის წყალსაცავი უწყვეტად მარაგდება მდინარე არაგვის წყლით და მუხრანის ველის ჭაბურღილებთან, ნატახტრის, ბულაჩაურის წყალშემკრებებთან და ჟინვალის წყალსაცავთან ერთად მონაწილეობას იღებს თბილისის სასმელი წყლით მომარაგებაში. თბილისის ზღვაზე ნედლი წყლის მოპოვება ტუმბო-აგრეგატების საშუალებით ხდება წყალაღებისთვის განსაზღვრული სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიებიდან, სტანდარტებით განსაზღვრული სიღრმის დაცვით. “ნედლი წყალი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სათავე ნაგებობაზე გადის დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას, ლაბორატორიულ ხარისხის კონტროლს, რის შემდეგაც გამანაწილებელი ქსელის საშუალებით თბილისის მოსახლეობას მიეწოდება. სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათის განმავლობაში მოწმდება სათავე ნაგებობებზე განთავსებული ჯივიპის ლაბორატორიების მიერ, რომლებიც აკრედიტირებულია სსტ ისო/იეკ 17025:2010 სტანდარტის შესაბამისად. თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და საქართველოს ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ყველა წყალაღების წერტილს, მათ შორის თბილისის ზღვის წყალაღების ტერიტორიას მუდმივად ამოწმებს გარემოს დაცვის სააგენტო. რაც შეეხება სასმელი წყლის ხარისხს, რეგულარულად კონტროლდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ“, - ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

---

 

16.08.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/560342-garemos-erovnuli-saagento-tbilisis-zgvidan-agebul-sinjebshi-kimiuri-da-mikrobiologiuri-parametrebis-dasashveb-normebze-gadacharbebis-arc-erti-shemtxveva-ar-dapiksirebula

გარემოს ეროვნული სააგენტო - თბილისის ზღვიდან აღებულ სინჯებში, ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრების დასაშვებ ნორმებზე  გადაჭარბების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

---

 

15.08.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/560253-jandacvis-ministri-socialur-partniorebs-shexvda

ჯანდაცვის მინისტრი სოციალურ პარტნიორებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სოციალურ პარტნიორებს შეხვდა. ჯანდაცვის მინისტრმა თავის გამოსვლაში შრომის უსაფრთხოებასა და შრომით უფლებებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, განიხილეს გამოწვევები, რომლის წინაშეც დამსაქმებლები და დასაქმებულები დგნან. მათ ასევე იმსჯელეს უბედური შემთხვევების სავალდებულო დაზღვევის უფრო ეფექტიანად მუშაობის მექანიზმებზე. ასევე, დეტალურად განიხილეს ცვლილებები, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან შედის ძალაში. ყველა ეკონომიკური საქმიანობის მწარმოებელ კომპანიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის დაქირავების ვალდებულება უჩნდება. სოციალური დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრას დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვენელი ელგუჯა მელაძე, პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და 100-მდე მსხვილი დამსაქმებელი ესწრებოდა.

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88504

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1565869497-1-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%A9%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

პია.ჯი-  https://pia.ge/post/277571-jandacvis-ministri-socialur-partniorebs-sexvda

მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/253963

---

 

15.08.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/phothshi-shps-barvil-jorjias-thanamshromlebi-gaiphitsnen/

ფოთში, შპს ,,ბარვილ ჯორჯიას” თანამშრომლები გაიფიცნენ

ფოთში, შპს ,,ბარვილ ჯორჯიას” თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების მომატებას, უსაფრთხოების ნორმების დაცვას და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ. “ეს კომპანია საკონტეინერო გადაზვიდვებს ახორციელებს. გვაქვს დაბალი ხელფასები და ვითხოვთ გაზრდას. კადრები საკმარისი არ არის. 5 წელიწადია ვმუშაობთ 12 საათიან ცვლაში, გვიწევს 11 საათი მუშაობა , 1 საათი შესვენებით და გვინაზღაურებენ 10 საათის ნამუშევარს. უსაფრთხოების ნორმები არის გასაუმჯობესებელი. წერილობით მივმართეთ ხელმძღვანელებს, მაგრამ უარყოფითი პასუხი მივიღეთ. თუ არ გაკმაყოფილებთ ჩვენი პირობები, გააჩერეთ მუშაობაო. ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა ასე გავაგრძელებთ”, – განაცხადა “ბარვილ ჯორჯიას” გამშვები ბიუროს ოპერატორმა გიორგი ებრალიძემ. აქციის მონაწილეებს, გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. იგი “ბარვილ ჯორჯიას” თანამშრომლების მოთხოვნებს საფუძვლიანად მიიჩნევს და სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს. “ამ ადამიანების მოთხოვნები სამართლიანი, 21-ე საუკუნეში 12 დღიანი შრომითი ხელშეკრულებები გააჩნიათ დასაქმებულებს. ეს არის კანონის უხეში დარღვევა და ჩვენ პროფკავშირები ვაპირებთ სამართლიან ბრძოლას. თუ ეს კომპანია იყიდება , ეს ადამიანები უპირობოდ უნდა გადავიდნენ , მეორე კომპანიაში,“- განაცხადა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ ლავრენტი ალანიამ. აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს ,,ბარვილ ჯორჯიას” ადმინისტრაციას, ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/560234-potshi-shps-barvil-jorjias-tanamshromlebi-gaipicnen

---

 

15.08.2019

მედიასაშუალება: https://odishinews.ge/2019/08/15/rogor-irchinos-thavi-umushevarma-khalkhma-ivlisi-statistikis-erovnuli-samsakhuris-ganakhlebuli-monatsemebi/

როგორ ირჩინოს თავი უმუშევარმა ხალხმა? – ივლისი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, 2019 წლის ივლისის მდგომარეობით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 187.2 ლარია, რაც წინა თვესთან შედარებით 90 თეთრით ნაკლებია. საქსტატის შეფასებით, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 265.2 ლარს შეადგენს, სამსულიანის კი 298.4-ს. შემცირებულია ოთხ და ხუთსულიანი ოჯახების საარსებო მინიმუმის მაჩვენებელიც – შესაბამისად, 331.5 და 373 ლარამდე. სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს: “2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა.”

---

 

15.08.2019

მედიასაშუალება: http://ghn.ge/news/231128-me-davamartskhe-tskhovreba-kibos-dignozis-gareshe

მე დავამარცხე! ცხოვრება კიბოს დიგნოზის გარეშე

„19 მარტი, 2018 წლის გაზაფხული - კიბოს დიაგნოზი სწორედ ამ დღეს დამისვეს... ორი დღე ხმა არ ამომიღია, დავდუმდი, თითქოს ამქვეყნად არც ვიყავი," - ასე იწყებს საკუთარი ამბის მოყოლას 31 წლის გიგა გოგიბერიძე, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა. როგორც თვითონ ამბობს, ექიმებმა მას მეორე სიცოცხლე აჩუქეს. „ვიცოდი, რომ კიბო მომაკვდინებელი დაავადება იყო და საკუთარ თავს მეც სიკვდილი ვუწინასწარმეტყველე. ექიმი საპირისპიროს მიხსნიდა, მაგრამ თითქოს არაფერი მესმოდა. ძალიან მეშინოდა. ოჯახის წევრების გამხნევების მიუხედავად, იმედს ვერსად ვხედავდი..." - იხსენებს ახალგაზრდა მამაკაცი. გიგას ჯანმრთელობის პრობლემები 2018 წლის იანვარში დაეწყო და 2 თვის განმავლობაში სხვადასხვა დიაგნოზით უშედეგოდ მკურნალობდა. მისი სიმპტომები ძლიერდებოდა. პაციენტს სიმსივნის დიაგნოზი ხათუნა ბიბიჩაძემ დაუსვა. მანვე შთააგონა ახალგაზრდა მამაკაცს, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ებრძოლა და საკუთარ თავში ძალა გამოენახა. „ემოციურად საკმაოდ რთული მდგომარეობა მქონდა, თუმცა გვერდით მედგნენ ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და ექიმები. სიკვდილ-სიცოცხლის რისკის წინაშე ვიდექი, მაგრამ შევძელი და თავს ვაიძულე, არ დავცემულიყავი. დღეს ვარ ადამიანი, რომელმაც ფარ-ხმალი არ დაყარა და სიმსივნე დაამარცხა. სიცოცხლე მინდოდა და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ როგორც მე, ასევე - ჩემმა ექიმებმაც,"- იხსენებს გიგა გოგიბერიძე. „პარასკევი საღამო იყო. სამუშაო საათები იწურებოდა, როდესაც გიგა კლინიკაში მოვიდა. სუნთქვის მკვეთრად გამოხატული უკმარისობა ჰქონდა. ფაქტობრივად, იხრჩობოდა. შუასაყრის უზარმაზარი წარმონაქმნი დაუფიქსირდა, რომელიც სასუნთქ გზებზე ზეწოლას იწვევდა. სუნთქვის უკმარისობის შესამცირებლად კორტიკოსტეროიდის მაღალი დოზით ვმკურნალობდით და, პარალელურად, ბიოფსიის პასუხს ველოდით. გიგას შუასაყრის ლიმფომა დაუდგინდა," - განმარტავს გიგას მკურნალი ექიმი, ონკოლოგიის ცენტრის კლინიკური ონკო-ჰემატოლოგი. ონკოლოგიის ცენტრის ექიმი, აკაკი ჩიხლაძე კი გვიყვება, რომ ახალგაზრდა ასაკის ონკო-პაციენტის ნახვა კლინიკაში მისთვის მუდამ გამძაფრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული. „კითხულობ კვლევებს, დიაგნოზს და ფიქრობ, რამდენად შეძლებ მის დახმარებას. გამონაკლისი არც გიგა გოგიბერიძე იყო. მისი დიაგნოზი დიფუზური დიდუჯრედული B უჯრედოვანი ლიმფომა გახლდათ. მას მკურნალობის პირველ ეტაპზე ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა. დადებითი დინამიკის გამოვლენის შემდეგ კი მკურნალობა სხივური თერაპიით გაუგრძელდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - განმარტავს ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრის რადიაციული ონკოლოგი, აკაკი ჩიხლაძე. გიგამ ამ დროისთვის ბოლო შემოწმებაც გაიარა. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი იმაზე უკეთაა, ვიდრე ელოდნენ. პაციენტმა უარით უპასუხა შემოთავაზებას სტამბოლსა და საფრანგეთში მკურნლობის კურსის გაგრძელების შესახებ. ახლა სიამაყით აღნიშნავს, რომ საკუთარი ქალაქისა და ქუთაისელი ექიმებისადმი ნდობა მისი საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

---

 

15.08.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=212312-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98

სურსათი, რომელშიც „სუდანის“ ჯგუფის საღებავებია, სიმსივნეს იწვევს - ექსპერტის საგანგაშო დასკვნა

„გერმანული ლაბორატორიის მიერ ადგილობრივი 6 კომპანიის ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის დაფქულ ნიმუშებში აღმოჩენილი არასაკვები საღებვი იწვევს სიმსივნეს და გენების გადაგვარების რისკს“, - ამის შესახებ imedinews-ს momxmarebeli.ge-ს კონსულტანტმა, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტმა ვახტანგ კობალაძემ განუცხადა. როგორც კობალაძე აცხადებს, ამ სურსათის ერთჯერადი მოხმარებით ადამიანი არ იწამლება, თუმცა ხანგრძლივად გამოყენება მის ჯანმრთელობას საგრძნობლად აზიანებს. „სუდანის“ ჯგუფის საღებავები გამოიყენება პროდუქტისთვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა სწორედ საღებავი „სუდანი“. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად. სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს დაგეგმილი აქვს სურსათის 10 ნიმუშის შემოწმება „სუდანის“ ჯგუფის საღებავებზე. ნიმუშები საზღვარგარეთ უნდა გაიგზანოს. ჩავთვალეთ, რომ პრობლემის უკეთ გამოსაკვეთად სასარგებლო იქნებოდა მეტი რაოდენობის ნიმუშის კვლევა, რის გამოც მოცემული ინიციატივა განვახორციელეთ“, - განაცხადა ვახტანგ კობალაძემ. მისი თქმით, საღებავი „სუდანი“ გამოიყენება არასასურსათო პროდუქციის შესაღებად და მისი გამოყენება საკვებში საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია. ვახტანგ კობალაძის ინფორმაციით, momxmarebeli.ge-ს წარმომადგენლებმა ექვსივე კომპანიას გერმანიის ლაბორატორიის დასკვნის შესახებ ოფიციალურად აცნობეს. „ორგანიზაციას მხოლოდ კომპანია „კულა“ გამოეხმაურა და მის ნაწარმში „სუდანის“ საღებავის არსებობის შესახებ დადასტურებულ კვლევას ცილისწამება უწოდა“, - აცხადებს ვახტანგ კობალაძე. სურსათის 6 ნიმუშში არასაკვები დანიშნულების საღებავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Momxmarebeli.ge ავრცელებს. „თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები და გავაგზავნეთ გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად"- ნათქვამია Momxmarebeli.ge-ს ვებგვერდზე. არასაკვები დანიშნულების საღებავები აღმოჩნდა „კულას“, მარნეულის სასურსათო ქარხნის, ფუდსერვისის, შპს „ესის“, Soledo-სა და „თეთნულდის“ პროდუქციაში.

---

 

15.08.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/560301-sursatis-saagento-damatebit-laboratoriul-kvlevebs-chaatarebs-gavrcelebul-inpormaciastan-dakavshirebit-romelic-6-dasaxelebis-sursatshi-akrzaluli-sagebavebis-gamoqenebas-exeba

სურსათის სააგენტო დამატებით ლაბორატორიულ კვლევებს ჩაატარებს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც 6 დასახელების სურსათში აკრძალული საღებავების გამოყენებას ეხება

სურსათის ეროვნული სააგენტო სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ გავრცელებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო ქსელში გავრცელებულ 6 დასახელების სურსათში აკრძალული სინთეზური საღებავების გამოყენებას ეხება, გადამოწმების მიზნით, დამატებით ლაბორატორიულ კვლევებს ჩაატარებს. „სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზრის კონტროლს აქტიურად ახორციელებს. გატარებული ღონისძიებების შედეგად, წითელ წიწაკაში (ძირითადად იმპორტირებული) გამოვლინდა აკრძალული საღებავების შემცველობის არაერთი ფაქტი, რაზეც სააგენტომ განახორციელა შესაბამისი რეაგირება - პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და განადგურება. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, დაგეგმილია სურსათში აკრძალული სინთეზურ საღებავების ლაბორატორიული კვლევის მიზნით ნიმუშების აღება. ნიმუშების კვლევა ლატვიის რესპუბლიკაში, „ბიორის“ ლაბორატორიაში ჩატარდება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სუნელებში აკრძალული ნივთიერებასთან „სუდანი-1“ დაკავშირებით, მოკვლევა ჯერ კიდევ 2017 წლიდან დაიწყო. 2018 წელს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარდა კონკრეტული ღონისძიებები ბაზრიდან მავნე პროდუქციის ამოღებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე მოხდა საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებაც. ამასთან, ჩატარებული მოკვლევისა და ევროპის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს მიერ განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი საწარმოებში, ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი, დაეკისრა საჯარიმო სანქციები, მოხდა პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და განადგურება“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

---

​