From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-16.01.2020
Received On : 16.01.2020 08:10
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 16.01.2020

 

ტელევიზია

16.01.2020                                    

არხი: იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 11:00

ცე ჰეპატიტის მედიკამენტების შესახებ განმარტებები ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა გააკეთა. სერგეენკოს თქმით, ვადაგასული წამალი არცერთ მოქალაქეს არ მიუღია, ხოლო ის რომ წამლის გამოყენება და ათვისება ვერ მოხერხდა ბოლომდე ამის შესახებ იცოდნენ ქვეყნის პარტნიორებმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6636490

---

 

16.01.2020                                    

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 09:00

სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობა უცვლელია. გრიპის ვირუსების სიმპტომებით ინფექციურ კლინიკას დღეში 30 ადამიანი მიმართავს. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ვირუსის გამწვავების შემთხვევა 100 000 მოსახლეზე 220 შეადგენს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6636366

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6636353

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6636278

---

 

16.01.2020                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:   საქმიანი დილა

კალაძე მთავრობის სხდომის შემდეგაც გუშინ საკმაოდ აქტიური იყო. სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას 80 ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვიი მანქანა გადაეცა და ამისთვის გუშინ თავისუფლების მოედანი გადაიკეტა კიდეც, რომ ჩვენთვის ეცნობებინათ. სწორედ იქ გაიმართა კახი კალაძესთან ერთად ჯანადაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შესაბამისი წარდგენა საზოგადოების წინაშე, სადაც მან ისაუბრა ამ ცვლილებაზე და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ შეხვედრას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6636137

---

 

16.01.2020                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:   საქმიანი დილა

ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების წინაშე არსებული დავალიანების გასტუმრება დაიწყო

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6636227

---

 

15.01.2020                                    

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახების პრინციპი იცვლება. დღეიდან უწყება მერიიდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. დაინერგება ამერიკული „9 11“-ის ანალოგიური სისტემა, რომელმაც ადამიანის ჯანმრთელობის დამძიმებასთან დაკავშირებული რისკები მაქსიმალურად უნდა დააზღვიოს და მომსახურება ბევრად ოპერატიული უნდა გახადოს. დაგეგმილია არაპრიორიტეტული ზარების გაფილტვრის პროგრამის ამოქმედება, რომელიც ადამიანურ ფაქტორს ჩაანაცვლებს. დღესვე თბილისში სასწრაფო დახმარების მანქანების ჩანაცვლების პროცესი დაიწყო

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6636049 

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6635916

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6636073

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6635668

ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6635651

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6635282

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6635148

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6635061

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6635060

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6634972

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6634698

---  

 

15.01.2020                                    

არხი:  მთავარი არხი

გადაცემა:   მთავარი ამბები 18:00

ჯანდაცვის მინისტრი არ აპირებს გადახედოს 520-ე დადგენილებას. ეკატერინე ტიკარაძე უკან არ იხევს და არ იმჩნევს იმ კრიტიკას რაც ჯანდაცვის სფეროს მხრიდან მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოყვა. ის იმედს იტოვებს რომ შეთანხმება კლინიკებთან მოხერხდება და უახლოეს მომავალში. განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა სასწრაფოებისთვის 20 ახალი ავტომობილის გადაცემის ცერემონიაზე გააკეთა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6635918

---

 

15.01.2020                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:   საქმის კურსი 17:45

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ BMG-ის კითხვაზე თუ რა მოცულობის ვალი აქვს სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მიმართ 2019 წლიდან დაგროვილი, პასუხობს, რომ მისი უწყება ყოველდღიურად ახდენს ამ დავალიანების დაფარვას, ვალის ზუსტ ოდენობას კი, ის ვერ დაასახელებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6635672

---

 

15.01.2020                                    

არხი:  მაესტრო

გადაცემა:   დღის მთავარი თემა 21:00

საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. ყველა სასწავლო დაწესებულებაში ბავშვების ვირუსისგან დასაცავად სპეციალური კუთხე მოეწყო. ჰიგიენის წესებსაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, თუმცა დასწრების მაჩვენებელი მაინც მცირეა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6636075 

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6635962

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6636036

---  

 

15.01.2020                                    

არხი:  I არხი

გადაცემა:   ბიზნესპარტნიორი

ჰიუმან რაითს ვოჩის ანგარიშში შრომითი კანონმდებლობის ხარვეზები მოხვდა. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს რომ საქართველოში მშრომელთა უფლებები და უსაფრთხოება რისკის ქვეშაა. მათი რეკომენდაციაა ქვეყანაში სამუშაო საათების რეგულირება განხორციელდეს. საქართველოს პროფკავშირებში აცხადებენ რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების საკითხი მწვავედ დგას, ისინი სრულად იზიარებენ ჰუმან რაითს ვოჩის რეკომენდაციებს და სახელმწიფოს მხრიდან კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას მოითხოვენ. ორგანიზაციის რეკომენდაციებს დამსაქმებელთა ასოციაციაშიც ნაწილობრივ იზიარებენ, ისინი მიესალმებიან ინიციატივას საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოვებასთან დაკავშირებით, მაგრამ მიიჩნევენ რომ მკაცრი რეგულაციების გატარებისთვის ქვეყანა მზად არ არის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6635641

რუსთავი 2- კურიერი 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6635985  

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6635366

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6635919

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6635420

ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6635855

---

 

15.01.2020                                    

არხი:  ფორმულა

გადაცემა:   ფორმულა ნიუს 20:00

ფილტვების ანთებისა და ნერვიული შეტევის დიაგნოზით კლინიკაში მიყვანილ პაციენტს უარი მკურნალობაზე სავარაუდოდ მისი სოციალური სტატუსის გამო უთხრეს. სოციალურად დაუცველი ოჯახი კლინიკა რუსთავს უკვე უჩივის ჯანდაცვის სამინისტროში. პაციენტი ამტკიცებს, რომ სათანადო დახმარება კლინიკაში უსახსრობისა და მისი სტატუსის გამო არც მეორე დღეს გაუწიეს. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ სამედიცინო დაწესებულებაში, რომლის საქმიანობასაც რეგულირების სააგენტო შეისწავლის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6635922

---

 

 

ინტერნეტი

16.01.2020

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/rogor-afasebs-sazogadoeba-ekonomikuri-profilis-saministroebis-saqmianobas---ndi/47070/

როგორ აფასებს საზოგადოება ეკონომიკური პროფილის სამინისტროების საქმიანობას? – NDI

ონ.ჯი- https://on.ge/story/48849-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%97

---

 

16.01.2020

მედიასაშუალება:   https://www.interpressnews.ge/ka/article/581184-zhurnalist-beka-paturashvilis-shvils-1-clis-aleksis-sazogadoebis-daxmareba-schirdeba

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს, 1 წლის ალექსის საზოგადოების დახმარება სჭირდება!

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს, 1 წლის ალექსი პატურაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

 

ბიჭუნას ცოტა ხნის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა, რისთვისაც აუცილებელია სასწრაფო მკურნალობა, მკურნალობისთვის კი კოლოსალური თანხებია საჭირო. ბავშვი ამჯერად იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული და საჭიროებს სასწრაფოდ გადაყვანას საზღვარგარეთ. ანგარიშის ნომერია: GE54BG0000000161812619 (საქართველოს ბანკი); მიმღები ბექა პატურაშვილი (ალექსის მამა).

---

 

15.01.2020

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/saswrafo-samedicino-daxmarebis-avtoparki-mteli-saqartvelos-masshtabitaa-ganaxlebuli-/47048/

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი მთელი საქართველოს მასშტაბითაა განახლებული

„სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 80 ახალი სასწრაფო დახმარების მანქანა მოემსახურება ჩვენი ქალაქის მოსახლეობას და ეს არ იქნება ბოლო მოვლენა, რომელიც 2020 წელს საქართველოს მოსახლეობას ელოდება“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა. ევროსტანდარტების შესაბამისი 80 ახალი ავტომობილი, დედაქალაქის მერიამ დღეს ჯანდაცვის სამინისტროს გადასცა. ღონისძიებაზე ჯანდაცვის მინისტრმა ქალაქის მერს და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მერია შეუდარებლად კარგად ახორციელებდა, სასწრაფო დახმარების სერვისების მიწოდების კუთხით, მათზე დაკისრებულ მოვალეობას. „სასწრაფო-სამედიცინო სამსახური სრულ მართვაში ჯანდაცვის სამინისტროს გადმოგვეცა, რაც უფრო მეტად სისტემური და პროფილური იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით და პირობას ვდებთ, რომ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის ზრუნვაში უფრო ეფექტურები ვიქნებით. შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა ჩვენი მოქალაქე სამედიცინო კუთხით სრულად უზრუნველყოფილი იყოს. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კახა კალაძეს იმ ღვაწლისთვის, რომელიც მან ამ წლების განმავლობაში გასწია და ასევე ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც დღემდე თბილისის მერიის ქუდის ქვეშ ემსახურებოდა ქალაქს და ხვალიდან უკვე ჯანდაცვის სამინისტროს ქუდის ქვეშ მოემსახურება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მიმდინარე წლიდან თბილისის, ბათუმისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები გაერთიანდა - ერთიან, თანამედროვე სისტემას ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ხელმძღვანელობს. ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი უკვე მთელი საქართველოს მასშტაბითაა განახლებული. მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მოსახლეობას ქონდეს ხარისხიანი და ეფექტური გადაუდებელი დახმარების სამსახური.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/581082-dgeidan-tbilisis-mosaxleobas-sascrapo-samedicino-daxmarebis-80-axali-avtomobili-moemsaxureba

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=95647

კომერსნტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/dedaqalaqis-meriam-djandacvis-saministros-samedicino-daxmarebis-80-avtomanqana-gadasca

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/163234-tbilisshi-sastsrafo-daxmarebis-80-axali-avtomobili-shemovida

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=114385

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/sastsrapho-sameditsino-dakhmarebis-avtoparki-qveqhnis-masshtabith-ganakhlda/

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1579086895-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

ამბები.ჯი- https://www.ambebi.ge/article/240459-siaxle-sascrapo-samedicino-daxmarebis-samsaxurshi-/

ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/64483-dgeidan-tbilisis-mosaxleobas-sascrapo-samedicino-daxmarebis-80-axali-avtomobili-moemsaxureba/

ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1/

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/238201-dedakalakis-meriam-jandatsvis-saministros-sameditsino-dakhmarebis-80-avtomankana-gadastsa

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/saswrafo-samedicino-daxmarebas-80-axali-tanamedrove-teqnologiebit-agchurvili-manqana-gadaeca/47011/

პია.ჯი- https://pia.ge/post/302750-saswrafo-samedicino-daxmarebas-80-axali-avtomobili-hyavs

ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/419857/

---

 

15.01.2020

მედიასაშუალება:  https://expressnews.com.ge/?id=95650

ეკატერინე ტიკარაძე: პირობას ვდებთ, რომ პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში უფრო ეფექტურები ვიქნებით

„ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა ჩვენი მოქალაქე სამედიცინო კუთხით სრულად უზრუნველყოფილი იყოს“,- ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი ავტომობილები გადაეცა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მოსახლეობას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწრაფო სამედიცინო დაახმარების 80 მანქანა მოემსახურება. „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კახის, დედაქალაქის მერიას და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს. მინდა აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი პროფილური საქმიანობა არ იყო, ისინი შეუდარებლად კარგად ახორციელებდნენ მათთვის დაკისრებულ მოვალეობას. დღეიდან სასწრაფო სამედიცინო სამსახური სრულ მართვაში ჯანდაცვის სამინისტროს გადმოგვეცა, რაც უფრო მეტად სისტემური და პროფილური იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით და პირობას ვდებთ, რომ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში უფრო ეფექტურები ვიქნებით. ის, რაც დღეს ამ მოედანზე ხდება ნამდვილად უპრეცენდენტო მოვლენაა. სამედიცინო სასწრაფო დახმარების 80 მანქანა, სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, დღეიდან მოემსახურება ჩვენი ქალაქის მოსახლეობას და ეს არ იქნება ბოლო მოვლენა, რომელიც წლევანდელ წელს, 2020 წელს საქართველოს მოსახლეობას ელოდება. ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა ჩვენი მოქალაქე სამედიცინო კუთხით სრულად უზრუნველყოფილი იყოს“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეიდან თბილისის მოსახლეობას სასწრაფო დახმარების 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება, რომელიც 7 მილიონ 800 ათასი ლარი დაჯდა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/581086-ekaterine-tikaraze-pirobas-vdebt-rom-chveni-pacientebis-janmrtelobaze-zrunvashi-upro-epekturebi-viknebit

ინფო9- https://info9.ge/chven-shesakheb/218422-jandacvis-ministri-pirobas-vdebth-viqnebith-ufro-efeqturebi-pacientebze-zrunvashi.html?lang=ka-GE

პია.ჯი- http://pia.ge/post/302747-jandacvis-ministri-vecdebit-yvelaferi-gavaketot-imistvis-rom-saqartvelos-titoeuli-moqalaqe-samedicino-kutxit-uzrunvelyofili-iyos

---

 

15.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/581116-jandacvis-ministris-inpormaciit-6-tveshi-gaxdeba-cnobili-ra-gzas-airchevs-saxelmcipo-medikamentebze-pasebis-dasaregulireblad

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 6 თვეში გახდება ცნობილი, რა გზას აირჩევს სახელმწიფო მედიკამენტებზე ფასების დასარეგულირებლად

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მუშავდება რეგულაციები, რომლითაც ფარმაცევტულ ბაზარზე ფასები დარეგულირდება. „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რას ფიქრობს სამინისტრო მედიკამენტებზე, ჰიგიენურ და კოსმეტიკურ საშუალებებზე გაზრდილ ფასთან დაკავშირებით, მინისტრი აცხადებს, რომ კონკრეტული მონახაზი, თუ რა გზას აირჩევს სახელმწიფო მედიკამენტებზე ფასების დასარეგულირებლად, 6 თვეში გახდება ცნობილი. „ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს საჭირო მედიკამენტებით სახელმწიფო უზრუნველყოფს გარკვეული პროგრამების მეშვეობით. შესაბამისად, ამ პაციენტებს საფრთხე არ ემუქრებათ. დანარჩენ რეგულაციებზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა, ვინაიდან მიმდინარეობს შიდა კომუნიკაცია როგორც ფარმამომწოდებლებთან, ასევე სამინისტროსთან. სხვა რეგულაციებით იქნება მათთვის ფასები დარეგულირებული. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, ვინაიდან ეს არის სრულიად არარეგულირებადი ბაზარი. ვვარაუდობთ, რომ მინიმუმ 6 თვე იქნება საჭირო იმისთვის, რომ პირველადი მონახაზი დავდოთ. 6 თვეში გვეცოდინება ის მონახაზი, რომელ გზას ირჩევს სახელმწიფო ფასების წარმოქმნისთვის. ამ გზებს და ჩამონათვალსაც 6 თვეში გაიგებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/276665

ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/64494-jandacvis-ministris-inpormaciit-6-tveshi-gaxdeba-cnobili-ra-gzas-airchevs-saxelmcipo-medikamentebze-pasebis-dasaregulireblad/

აქცენტნიუს.ჯი- https://accentnews.ge/ka/article/11637-ras-gegmavs-saxelmcipo-medikamentebis-pasebis-dasa

---

 

15.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/581113-jandacvis-ministri-epidemiis-saprtxe-ar-aris-vinaidan-gripis-virusze-mimartvianoba-ar-aris-imaze-metad-gazrdili-rac-cina-clebshi-gvkonda

ჯანდაცვის მინისტრი - ეპიდემიის საფრთხე არ არის, ვინაიდან გრიპის ვირუსზე მიმართვიანობა არ არის იმაზე მეტად გაზრდილი, რაც წინა წლებში გვქონდა

ეპიდემიის საფრთხე არ არის, ვინაიდან მიმართვიანობა არ არის იმაზე მეტად გაზრდილი, რაც ჩვენ გვქონდა წინა წლებში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა, მისივე თქმით, გრიპის ვირუსი სეზონური დაავადებაა და შესაბამისად, გრიპის ვირუსით მოავადე ადამიანები ყოველდღიურად ხვდებიან სტაციონარში. „ჩვენ ვაწარმოებთ ყოველდღიურ მონიტორინგს და აღრიცხვას თუ რამდენი პაციენტი მიმართავს დღის განმავლობაში კლინიკას, ეპიდემიის საფრთხე არ არის“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/276670

---

 

15.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/581117-ekaterine-tikaraze-roca-112-is-carmomadgenlebi-pacientebs-usvamen-kitxvebs-scoria-radgan-gamozaxeba-miznobrivi-unda-iqos

ეკატერინე ტიკარაძე - როცა 112-ის წარმომადგენლები პაციენტებს უსვამენ კითხვებს, სწორია, რადგან გამოძახება მიზნობრივი უნდა იყოს

როცა 112-ის წარმომადგენლები პაციენტებს უსვამენ კითხვებს, აბსოლუტურად სწორია, ვინაიდან გამოძახება უნდა იყოს მიზნობრივი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა. მისივე თქმით, ამ კითხვების საშუალებით ხდება გამოძახების იდენტიფიცირება, თუ რომელი სიძლიერის ბრიგადის გაგზავნაა საჭირო. „ეს არ არის საქართველოს სტანდარტი, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. ეს არის რა თქმა უნდა, სავალდებულო. ამ კითხვების საშუალებით შეგვიძლია გამოვყოთ რომელია მწვავე გამოძახება, სადაც მყისიერად უნდა მოხდეს ბრიგადის გაგზავნა. რაც შეეხება დაგვიანებებს, სასწრაფო იგვიანებს იმის მიხედვით, თუ რამდენად მწვავეა გამოძახება და ის გამოძახებები, რომლებიც არის მწვავე და ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ვცდილობთ რომ იქ არ დავიგვიანოთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=114396

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/ratom-svams-112-bevr-kitxvas-da-ratom-igvianebs-saswrafo-samedicino-daxmareba-ministris-ganmarteba/47021/

---

 

15.01.2020

მედიასაშუალება:  https://expressnews.com.ge/?id=95654

ეკატერინე ტიკარაძე: C ჰეპატიტის პროგრამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება

„C ჰეპატიტის პროგრამა იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, რომელიც 2012 წლის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით განხორციელდა და მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრი მრგვალ მაგიდასთან იწვევს ყველას, ვისაც C ჰეპატიტის პროგრამის უფრო წარმატებულად წარმართვისთვის გარკვეული მოსაზრებები აქვს იმისათვის. “C ჰეპატიტის პროგრამა იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, რომელიც 2012 წლის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით განხორციელდა და მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მე მრგვალ მაგიდასთან ვიწვევ ყველა იმ წარმომადგენელს, რომელსაც გარკვეული მოსაზრებები გააჩნია იმისათვის, რომ პროგრამა უფრო წარმატებულად წარიმართოს, სამინისტრო ამ კომუნიკაციისთვის არის ღია, შესაბამისად მათ შეუძლიათ მოგვმართონ და მოგვაწოდონ თავიანთი მოსაზრება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა.

---

 

15.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.bpn.ge/article/64487-ekaterine-tikarazis-inpormaciit-sektembridan-jandacvis-saministros-mxridan-shromiti-usaprtxoebis-kutxit-mnishvnelovani-nabijebia-gadadgmuli/

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, სექტემბრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შრომითი უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული

შრომის უსაფრთხოების კუთხით, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სექტემბრის თვიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. ეს არ იქნება ბოლო ნაბიჯები, ვინაიდან მუშაობა გრძელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ Human rights watch-ის ანგარიშის კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, 2022 წლამდე სამინისტრო დასახულ მიზნებსა და გეგმებს შეასრულებს. "ჩვენ ვმუშაობთ შრომითი უსაფრთხოების კუთხით. მიმაჩნია, რომ სექტემბრის თვიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შრომითი უსაფრთხოების კუთხით გადადგმული და ეს არ იქნება ბოლო ნაბიჯი, ვინაიდან მუშაობა გრძელდება და 2022 წლამდე ვფიქრობთ, რომ სრულად მოვიცავთ იმ მიზნებსა და იმ გეგმებს, რომელიც დასახულია", - განაცხადა ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, დასვენების დროს, კვირის განმავლობაში დასვენებას, ღამის სამუშაოს და მთავრობას არ აძლევს შრომის ყველა პირობის გაკონტროლების საშუალებას. ორგანიზაცია აცხადებს, რომ სუსტი რეგულაციები და აქედან გამომდინარე შრომის პრაქტიკა, რომელიც ხშირად პრიორიტეტს წარმოების მიზანს ანიჭებს, ძირს უთხრის დასაქმებულების უსაფრთხოებას. Human Rights Watch-ი წერს, რომ შრომის კანონთან დაკავშირებული ზოგიერთი ხარვეზის აღმოსაფხვრელად და შრომის ინსპექტირების გასაძლიერებლად ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ამ ცვილელებზე დებატები, ჯერჯერობით, არ გამართულა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/581091-ekaterine-tikarazis-inpormaciit-sektembridan-jandacvis-saministros-mxridan-shromiti-usaprtxoebis-kutxit-mnishvnelovani-nabijebia-gadadgmuli

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/tikaradze-dzalian-mnishvnelovani-nabijebia-jandatsvis-saministros-mkhridan-shromithi-usaphrthkhoebis-kuthkhith-gadadgmuli/

რეპორტიორ.ჯი-http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=114383

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/jandacvis-ministri-shromis-usafrtxoebis-mimartulebit-mushaoba-grdzeldeba/47014/

---

 

15.01.2020

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/ekaterine-tikaradze-klinikebistvis-davalianebis-anazgaureba-yoveldgiur-rejimshi-mimdinareobs

ეკატერინე ტიკარაძე - კლინიკებისთვის დავალიანების ანაზღაურება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკებისთვის დავალიანების ანაზღაურება მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეტაპობრივად აღმოიფხვრება ყველა ხარვეზი, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობდა. „გარკვეული შეფერხებები იყო წინა წელს ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით, თუმცა დავალიანებების ანაზღაურება მიმდინარეობს. რიცხვი არის ცვლადი, ვინაიდან დავალიანებების ანაზღაურება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია კლინიკებთან და ხარვეზები, რაც იყო, ეტაპობრივად აღმოიფხვრება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/581094-ekaterine-tikaraze-klinikebis-mimart-davalianebis-agmopxvra-qoveldgiur-rezhimshi-mimdinareobs

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=114394

---

 

15.01.2020

მედიასაშუალება:   https://bm.ge/ka/article/tikaradze-saministro-klinikebis-mimart-davalianebas-faravs-zust-ricxvs-ver-dagisaxelebt/47016/

ტიკარაძე: სამინისტრო კლინიკების მიმართ დავალიანებას ფარავს, ზუსტ რიცხვს ვერ დაგისახელებთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ BMG-ის კითხვაზე თუ რა მოცულობის ვალი აქვს სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მიმართ 2019 წლიდან დაგროვილი, პასუხობს, რომ მისი უწყება ყოველდღიურად ახდენს ამ დავალიანების დაფარვას, ვალის ზუსტ ოდენობას კი, ის ვერ დაასახელებს. "გარკვეული შეფერხებები იყო წინა წელს, თუმცა დავალიანებების ანაზღაურება მიმდინარეობს; რიცხვი არის მუდმივად ცვლადი, ვინაიდან ამ შემთხვევაში დავალიანებების ანაზღაურება მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. ხარვეზები რაც იყო, ამასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია კლინიკებთან და ის ეტაპობრივად იქნება აღმოფხვრილი. ჩვენ ვზივართ დადგენილებაში და აქედან გამომდინარე, ეს არის მიმდინარე პროცესი. თანხა არის ცვალებადი, აქედან გამომდინარე დღევანდელ ზუსტ მონაცემებს მე ვერ გეტყვით", - ამბობს ტიკარაძე. სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2019 წლის 14 იანვრის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კლინიკებისთვის გადარიცხული თანხის ოდენობა 25,154,789 ლარს შეადგენს. უცნობია ამ თანხის რა ნაწილი წარმოადგენს შარშან წარმოქმნილი დავალიანების დაფარვას.

---

 

15.01.2020

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/zurab-chiaberashvili-klinikebis-mimart-saxelmwifos-davalianeba-300-mln-lars-agemateba-/47045/

ზურაბ ჭიაბერაშვილი: კლინიკების მიმართ სახელმწიფოს დავალიანება 300 მლნ ლარს აღემატება

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ 2019 წელს დაგროვილი დავალიანების დაფარვას სახელმწიფო ამ წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან 2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებს უნდა მოხმარდეს. როგორც მან BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა, ეს დავალიანება, მისი ინფორმაციით, 300 მილიონ ლარს აღემატება. "დღევანდელი მდგომარეობით, დავალიანება 300 მილიონზე მეტი უნდა იყოს და ეს სამინისტრომ თვითონ დაადასტურა დეკემბერში, როცა საპასუხო წერილი მისწერა საავადმყოფოების მენეჯერებსა და დირექტორებს და წლის ბოლოს გადარიცხული რამდენიმე მილიონი, არსებითად ამ სურათში არაფერს ცვლის, რადგან პრაქტიკულად 2019 წლის ბოლო ექვსი თვის თანხა რჩება ის, რაც სამინისტროს გასტუმრებული არ აქვს, ანუ რაც ახლა ირიცხება, ეს 2019 წლის ივლისის თანხაა. ამ დავალიანების დაგროვება იმან გამოიწვია, რომ პირველივე დღიდანვე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დეფიციტური იყო და 7 წლის განმავლობაში ჩვენ ვაფრთხილებდით, პირველ რიგში, დავით სერგეენკოს, რომ ეს რაღაც მომენტში გასკდებოდა და "ქართული ოცნება" და დავით სერგეენკო თვლიდა, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც მათ ხელისუფლებაში მოსვლის დროს დახვდათ, ავტომატურად გაგრძელდებოდა, ფული ავტომატურად წამოვიდოდა და ამ ფულს ავტომატურად დახარჯავდნენ. სწორედ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, მათ შორის ჯანდაცვის არასწორი ფინანსირების გამო, მათ ისე დააქვეითეს ეკონომიკური ზრდა, რომ საბოლოო ჯამში, საჯარო ფინანსები და ბიუჯეტი აღარ ჰყოფნის ჯანდაცვის დაფინანსების იმ მოდელს, რაც 2013 წელს "ქართულმა ოცნებამ" შემოიღო და თვითონ დაფინანსების მოდელი არის შესაცვლელი - აუცილებლად უნდა გადავიდეთ სადაზღვევო მედიცინაზე ანუ როდესაც სახელმწიფო ისევ აგრძელებს მიზნობრივი ჯგუფების დახმარებას, ოღონდ არა - კლინიკასთან პირდაპირი ფინანსური ურთიერთობის გზით, არამედ როდესაც სადაზღვევო პაკეტებს ყიდულობს სადაზღვევო კომპანიებისგან და ფინანსური ანგარიშსწორება და რისკი გადადის სადაზღვევო კომპანიებზე და სახელმწიფო დაკავებულია ხარისხის კონტროლით და მთელი სისტემის რეგულირებით", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ამ თემაზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისი უწყება ყოველდღიურად ახდენს კლინიკების დავალიანების დაფარვას, ვალის ზუსტ ოდენობას კი, ის ვერ დაასახელებს. სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2019 წლის 14 იანვრის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კლინიკებისთვის გადარიცხული თანხის ოდენობა 25,154,789 ლარს შეადგენს. უცნობია ამ თანხის რა ნაწილი წარმოადგენს შარშან წარმოქმნილი დავალიანების დაფარვას.

---

 

15.01.2020

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/anzor-melia-jandacvis-saministroshi-gvitxres-rom-klinikebis-davalianebebs-3-4-tveshi-dafaraven-/47041/

ანზორ მელია: ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ კლინიკების დავალიანებებს 3-4 თვეში დაფარავენ

კლინიკა "გულის" დირექტორის ანზორ მელიას ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს დაჰპირდა, რომ სახელმწიფო მათ დავალიანებებს სამ-ოთხ თვეში გადაიხდის. როგორც ანზორ მელიამ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, კონკრეტულად მისი კლინიკის მიმართ დავალიანება 1.5 მილიონ ლარს შეადგენს. "დავალიანება დაუგროვდა სახელმწიფოს, მაგრამ არც ფიქრობდა მის გადახდას, რადგან ექვსთვიანი დავალიანებები იყო, არადა სამთვიანი ინტერვალი უნდა ყოფილიყო. ახლა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ეს ყველაფერი შედარებით მოწესრიგდა, ბეჭდები დაგვირტყეს, რომ ივლისის თვის დავალიანება უნდა ჩაგვირიცხონ და ბეჭდების დარტყმიდან 10 დღეში გვირიცხავენ ამ თანხას, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. თუ ამ ტემპით წავლენ, მალე გადაგვიხდიან დავალიანებებს. ჩვენ, ბოლო ნახევარი თვის განმავლობაში პრეტენზიები სამინისტროს მიმართ დავალიანებებთან მიმართებაში არ გვაქვს. ამბობენ, რომ სამ-ოთხ თვეში ყველაფერს გადავიხდითო და რადგან პირველი ნაბიჯები გადადგეს, იმედით ვუყურებთ ამ პროცესებს", - განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, ამ თემაზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისი უწყება ყოველდღიურად ახდენს კლინიკების დავალიანების დაფარვას, ვალის ზუსტ ოდენობას კი, ის ვერ დაასახელებს. სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2019 წლის 14 იანვრის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კლინიკებისთვის გადარიცხული თანხის ოდენობა 25,154,789 ლარს შეადგენს. უცნობია ამ თანხის რა ნაწილი წარმოადგენს შარშან წარმოქმნილი დავალიანების დაფარვას.

---

 

15.01.2020

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/520-e-dadgenilebastan-mimartebashi-gadawyvetileba-iyo-swori---ekaterine-tikaradze/47015/

520-ე დადგენილებასთან მიმართებაში გადაწყვეტილება იყო სწორი - ეკატერინე ტიკარაძე

520-ე დადგენილებასთან მიმართებაში გადაწყვეტილება იყო სწორი, - ამის შესახებ შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიას თემის კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს დადგენა კიდევ ორ საკითხთან მიმართებაში, რაზეც კლინიკებს შენიშვნები ჰქონდათ. „520-ე დადგენილებასთან მიმართებაში გადაწყვეტილება იყო სწორი. ის ტარიფები, რომელიც იყო დადგენილი, იყო მიზანშეწონილი და ახლა მიმდინარეობს დადგენა შემდეგ ორ კოდთან მიმართებაში, რომლებზეც კლინიკებს ჰქონდათ გარკვეული შენიშვნები. ვიმედოვნებთ, რომ ერთ კვირაში გვექნება შედეგები ამ მიმართულებით“, - განაცხადა ტიკარაძემ. შეგახსენებთ, მთავრობის 520-ე დადგენილების მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს მომსახურების ტარიფები გაუთანაბრდათ, რასაც სამედიცინო დაწესებულებების ძალიან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.

---

 

15.01.2020

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/kaladze-tikaradzes-quotreformis-ganxorcielebis-dros-yvela-kmayofili-ver-iqnebaquot-/47010/

კალაძე-ტიკარაძეს: "რეფორმის განხორციელების დროს ყველა კმაყოფილი ვერ იქნება"

"ქალბატონო ეკა, რეფორმის განხორციელების დროს ყველა კმაყოფილი ვერ იქნება" - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს. კალაძის თქმით, მინისტრი მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს და აქცენტებიც სწორი აქვს. „ქალბატონი ეკატერინე მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს ჯანდაცვის მიმართულებით. მინდა გითხრათ ქალბატონო ეკა, რომ რეფორმის განხორციელების დროს ყველა კმაყოფილი ვერ იქნება. თქვენ აკეთებთ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, გაქვთ სწორი აქცენტები და გისურვებთ წარმატებებს. იცოდეთ, რომ დედაქალაქის მერია ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება, დაგეხმარებით ყველაფერში, რაც ჩვენს კომპეტენციაში იქნება“, - მიმართა კალაძემ ტიკარაძეს.

---

 

15.01.2020

მედიასაშუალება:  http://www.tabula.ge/ge/story/163243-saqstati-xutsuliani-ojaxis-saarsebo-minimumi-3882-laria

საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 388.2 ლარია

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საარსებო მინიმუმის მონაცემები განაახლა, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის დეკემბრისთვის, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 175 ლარს შეადგენდა. ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი საქსტატის თანახმად 276.1 ლარია, სამსულიანის კი 310.6 ლარი. ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი დეკებრისთვის 345.1 ლარით განისაზღვრა, ხუთსულიანი ოჯახის კი 388.2 ლარით. ევქსსულიანი და უფრო დიდი ოჯახისთვის, საარსებო მინიმუმი 459 ლარია. სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს: "2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა."

---

 

15.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/581055-irakli-petriashvili-human-rights-watch-is-angarishze-tu-adamiani-mushaobs-shesvenebis-shvebulebis-gareshe-misi-quradgeba-shezgudulia-da-bevri-shecdoma-mouva

ირაკლი პეტრიაშვილი Human Rights Watch-ის ანგარიშზე - თუ ადამიანი მუშაობს შესვენების, შვებულების გარეშე, მისი ყურადღება შეზღუდულია და ბევრი შეცდომა მოუვა

გამოსავალი პოლიტიკოსების განათლებასა და საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების არა ფასადურად, არამედ რეალურად გათავისებასა და ქართულ კანონმდებლობაში ასახვაშია, - ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში შრომითი უფლებების ხარვეზების შესახებ Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშის შეფასებისას განუცხადა. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა, რადგან ქვეყანაში რაც არ უნდა ბევრი შრომის ინსპექტორი გვყავდეს, ისინი ვერ გაუმკლავდებიან თუ მოსახლეობა არ გაუწევს მონიტორინგს და არ ექნება პროტესტი, შრომის უსაფრთხოების აშკარა და ღია დარღვევებთან დაკავშირებით. „ყველაზე მთავარია ის ხარვეზები გამოსწორდეს, რაც შეუსაბამოა ქართულ კანონმდებლობასთან. ქართული კანონმდებლობა შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან, არაერთხელ გვითქვამს იმის შესახებ, რომ უსაფრთხოება და შრომის უფლებები განუყოფელი ნაწილია. იმიტომ რომ თუ ადამიანი მუშაობს შაბათ-კვირის, შესვენების, შვებულების გარეშე, მისი ყურადღება, მისი მობილობა გარკვეულწილად შეზღუდულია და ბუნებრივია ბევრი შეცდომა მოუვა. რაც არ უნდა ბევრი შრომის ინსპექტორი გვყავდეს ქვეყანაში, თუ ჩვენ არ გავუწიეთ მონიტორინგი და არ გვექნება პროტესტი შრომის უსაფრთხოების აშკარა და ღია დარღვევებთან დაკავშირებით, რაც მშენებლობებზე შეინიშნება, ამას ვერ გაუმკლავდებიან იმდენად ნულს ქვემოთ არის სტანდარტები დასული. ამ ყველაფრის გამოსწორება, სიტუაციას გამოასწორებს, არ იქნება სამოთხე, მაგრამ არ იქნება ის უბედურება, რომ 21-ე საუკუნეში ელემენტარული ნორმებისა და სტანდარტების არარსებობის გამო 38 ადამიანი იღუპებოდეს“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშშის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, დასვენების დროს, კვირის განმავლობაში დასვენებას, ღამის სამუშაოს და მთავრობას არ აძლევს შრომის ყველა პირობის გაკონტროლების საშუალებას. ორგანიზაცია აცხადებს, რომ სუსტი რეგულაციები და აქედან გამომდინარე შრომის პრაქტიკა, რომელიც ხშირად პრიორიტეტს წარმოების მიზანს ანიჭებს, ძირს უთხრის დასაქმებულების უსაფრთხოებას. Human Rights Watch-ი წერს, რომ შრომის კანონთან დაკავშირებული ზოგიერთი ხარვეზის აღმოსაფხვრელად და შრომის ინსპექტირების გასაძლიერებლად ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ამ ცვილელებზე დებატები, ჯერჯერობით, არ გამართულა.

---

 

ბეჭდვითი მედია

16.01.2020

მედიასაშუალება:     ბანკები და ფინანსები

თბილისის მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება

თბილისის მოსახლეობას დღეიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ჯანდაცვის მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისივე თქმით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი მერიის დაქვემდებარებიდან გადადის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რაც სწორი ნაბიჯია. „ჩვენ არ ვჩერდებით წლების განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის ყველანაირი პრობლემებს გარეშე. იცით, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი ექვემდებარებოდა დედაქალაქის მერიას, თუმცა დღეიდან ეს მიმართულება ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა“, -აღნიშნა კალაძემ. ამასთან, კალაძემ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს რეფორმების განხორციელებაში წარმატებები უსურვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6636222&name=16.01.2020+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

საქართველოს რესპუბლიკა-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6636194&name=16.01.2020+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

16.01.2020

მედიასაშუალება: რეზონანსი

6 თვეში გახდება ცნობილი, რა გზას აირჩევს სახელმწიფო მედიკამენტებზე ფასების დასარეგულირებლად - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მუშავდება რეგულაციები, რომლითაც ფარმაცევტულ ბაზარზე ფასები დარეგულირდება. „ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რას ფიქრობს სამინისტრო მედიკამენტებზე, ჰიგიენურ და კოსმეტიკურ საშუალებებზე გაზრდილ ფასთან დაკავშირებით, მინისტრი აცხადებს, რომ კონკრეტული მონახაზი, თუ რა გზას აირჩევს სახელმწიფო მედიკამენტებზე ფასების დასარეგულირებლად, 6 თვეში გახდება ცნობილი. „ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს საჭირო მედიკამენტებით სახელმწიფო უზრუნველყოფს გარკვეული პროგრამების მეშვეობით. შესაბამისად, ამ პაციენტებს საფრთხე არ ემუქრებათ. დანარჩენ რეგულაციებზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა, ვინაიდან მიმდინარეობს შიდა კომუნიკაცია როგორც ფარმამომწოდებლებთან, ასევე სამინისტროსთან. სხვა რეგულაციებით იქნება მათთვის ფასები დარეგულირებული. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, ვინაიდან ეს არის სრულიად არარეგულირებადი ბაზარი. ვვარაუდობთ, რომ მინიმუმ 6 თვე იქნება საჭირო იმისთვის, რომ პირველადი მონახაზი დავდოთ. 6 თვეში გვეცოდინება ის მონახაზი, რომელ გზას ირჩევს სახელმწიფო ფასების წარმოქმნისთვის. ამ გზებს და ჩამონათვალსაც 6 თვეში გაიგებთ", - განაცხადა ტიკარაძემ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6636095&name=16.01.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

16.01.2020

მედიასაშუალება: რეზონანსი

ჭიაბერაშვილი: კლინიკების მიმართ სახელმწიფოს დავალიანება 300 მლნ ლარს აღემატება

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ 2019 წელს დაგროვილი დავალიანების დაფარვას სახელმწიფო ამ წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან 2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებს უნდა მოხმარდეს. "დღევანდელი მდგომარეობით, დავალიანება 300 მილიონზე მეტი უნდა იყოს და ეს სამინისტრომ თვითონ დაადასტურა დეკემბერში, როცა საპასუხო წერილი მისწერა საავადმყოფოების მენეჯერებსა და დირექტორებს და წლის ბოლოს გადარიცხული რამდენიმე მილიონი, არსებითად ამ სურათში არაფერს ცვლის, რადგან პრაქტიკულად 2019 წლის ბოლო ექვსი თვის თანხა რჩება ის, რაც სამინისტროს გასტუმრებული არ აქვს, ანუ რაც ახლა ირიცხება, ეს 2019 წლის ივლისის თანხაა. ამ დავალიანების დაგროვება იმან გამოიწვია, რომ პირველივე დღიდანვე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დეფიციტური იყო და 7 წლის განმავლობაში ჩვენ ვაფრთხილებდით, პირველ რიგში, დავით სერგეენკოს, რომ ეს რაღაც მომენტში გასკდებოდა და "ქართული ოცნება" და დავით სერგეენკო თვლიდა, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც მათ ხელისუფლებაში მოსვლის დროს დახვდათ, ავტომატურად გაგრძელდებოდა, ფული ავტომატურად წამოვიდოდა და ამ ფულს ავტომატურად დახარჯავდნენ. ახლა საჯარო ფინანსები და ბიუჯეტი აღარ ჰყოფნის ჯანდაცვის დაფინანსების იმ მოდელს, რაც 2013 წელს "ქართულმა ოცნებამ" შემოიღო და თვითონ დაფინანსების მოდელი არის შესაცვლელი - აუცილებლად უნდა გადავიდეთ სადაზღვევო მედიცინაზე ანუ როდესაც სახელმწიფო ისევ აგრძელებს მიზნობრივი ჯგუფების დახმარებას, ოღონდ არა - კლინიკასთან პირდაპირი ფინანსური ურთიერთობის გზით, არამედ როდესაც სადაზღვევო პაკეტებს ყიდულობს სადაზღვევო კომპანიებისგან და ფინანსური ანგარიშსწორება და რისკი გადადის სადაზღვევო კომპანიებზე და სახელმწიფო დაკავებულია ხარისხის კონტროლით და მთელი სისტემის რეგულირებით", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6636084&name=16.01.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 

 

16.01.2020

მედიასაშუალება: რეზონანსი

ტოტალური ინფლაციის პირებებში საარსებო მინიმუმი შემცირდა

2019 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 0.8 ლარით შემცირდა. ეს მაშინ, როდესაც გასული წელი ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. შარშან, ინფლაცია დაგეგმილზე ორჯერ მეტად გაიზრდა, ეროვნულმა ვალუტამ ანტირეკორდი დაამყარა, ფასებმა კი ყველა დასახელების პროდუქტზე მოიმატა, რომელიც შეეხო როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივსაც. შარშან ინფლაციამ იმდენად მოიმატა, რომ საქართველო პირველად მოხვდა ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნების ოცდაათეულში. ამის ფონზე კი, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ საარსებო მინიმუნი 80 თეთრით შემცირდა. კერძოდ, დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 194.8 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ნოემბერში ეს მაჩვენებელი 195.6 ლარი იყო. პროფესორი პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ ოფიციალური საარსებო მინიმუმი ძალიან ცოტაა. ისეთ ეკონომიკურად რთულ ვითარებაში მყოფ ქვეყანას, როგორშიც საქართველო შარშან იყო, შეუძლებელია საარსებო მინიმუმი შემცირდეს. “ესენი რაღაცას იტყუებიან. კაცმა არ იცის რას აკეთებენ მაშინ, როდესაც 75-80% იმპორტული პროდუქციაა. საახალწლო-საშობაო პერიოდმა დაგვანახა, რომ ადგილბრივი წარმოების პროდუქცია ბაზარზე, პრაქტიკულად, არ არის. ამის ფონზე, "საქსტატის" მონაცემები წარმოუდგენელია. ჩვენ საარსებო მინიმუმის გაანგარიშება მოვახდინეთ, ფაო-სა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მეთოდიკის შესაბამისად. ამ გათვლებით, საარსებო მინიმუმის მოცულობა შეადგენს 450 ლარს. ოფიციალურად გამოქვეყნებული 195 ლარი კი წარმოუდგენელია. არავითან ჩარჩოებში არ ჯდება. სწორედ იმიტომ ხდება, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ცალკეა, ხალხი, მათი პრობლემები და მოთხოვნები, კი - ცალკე. ეს დაძაბულობა და დაპირისპირება გაგრძელდება. თუ ქვეყანაში სერიოზული სტრატეგიული გარღვევა არ მოხდა, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს მდიდარი ფენა, რომელსაც საქართველოს პარტამენტის წევრთა უმრავლესობა განეკუთვნება, ქუჩაში ვერ გამოვლენ, მათ მოსახლეობა თავს დაესხმება”, - აცხადებს "რეზონანსთან” პაატა კოღუაშვილი. საქართველოს ხელისუფლების წარმოუდგენელი ანტირეკორდების შემდეგ, ისედაც მცირე საარსებო მინიმუმი, კიდევ უფრო მცირდება. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამბობს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ძალზეც ცოტაა და მისი გაორმაგება უნდა მოხდეს, რომლის რესურსი ხელისუფლებას ნამდვილად გააჩნია. “ზოგადად ინფლაცია იანგარიშება დაახლოებით 60 დასახელების საქონლის (მომსახურების) მიხედვით. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების დროს კი, მხედველობაში მიიღება დაახლოებით 40-მდე დასახელების პირველადი მოხმარების სასურსათო საქონლის ღირებულება. ამიტომ, მათ შორის პირდაპირი კოლორაცია ნამდვილად არ არის, თან გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ ახლა გვაქვს ძალიან უმნიშვნელო შეცირება – 80 თეთრით. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ფაქტობრივად დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, საარსებო მინიმუნის მაჩვენებელი არსებითად არ შეცვლილა. ზოგადად ფასების დონე, მართლაც გაიზრდა გასულ წელს, დეკემბერი დეკემბერთან 7%-ით, ისევე როგორც, ნოემბერი ნოემბერთან, ხოლო საშუალო წლიური მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან დაახლოებით - 4.9%-ით. ეს საკმაოდ სოლიდური ზრდაა და შემდგომი ზრდის რესურსი უკვე აღარ არსებობს. 2020 წლიდან უნდა ველოდოთ ინფლაციის ტემპის შემცირებას. ქვეყანაში ამის რესურსი არსებობს, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ფასები მასობრივად შემცირდება. ჩვენ მოგვიწევს ახალ პირობებში ცხოვრება, რომელიც მეტ-ნაკლებად სტაბილური იქნება, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. 195-ლარიანი საარსებო მინიმუმი ადამიანისთვის საკმარისი ნამდვილად არ არის. გამოთვლის მეთოდიკის შეცვლაზე უკვე საუბრობს არა მარტო საზოგადოება და მედიასაშუალებები, არამედ რამდენიმე ხნის წინ პარლამენტშიც იყო წინადადებები აღნიშნულ თემაზე. აუცილებელია, რომ ეს მეთოდიკა შეიცვალოს. თუ როგორ უნდა მოხდეს, ეს ყველაფერი აღმასრულებელ ხელისუფლებას მაგიდაზე აქვს. კეთილი ნების შემთხვევაში ახალ სისტემაზე გადასვლა შესაძლებელია. ამ მეთოდის დანერგვის შემთხვევაში, ფაქტობრივად, უნდა გაორმაგდეს ამჟამინდელი ოფიციალური მონაცემები, ანუ 195 ლარის ნაცვლად, უნდა იყოს 390 ლარიანი საარსებო მინიმუმი”, - განუცხადა “რეზონანსს” სოსო არჩვაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6636127&name=16.01.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

16.01.2020

მედიასაშუალება: რეზონანსი

133-ე დღე ახალგორელების ტყვეობიდან და 10 გარდაცვლილი - რა ბედი ეწევა 1500 ადამიანს, ისევ გაურკვეველია

უკვე 133-ე დღეა, რაც ახალგორელები ტყვეობაში იმყოფებიან. ამ პერიოდის განმავლობაში სათანადო სამედიცინო დახმარების გამო 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა. მათ ოჯახებს ავადმყოფების თბილისში ტრანსპორტირების უფლება არ მიეცათ. 1500 ადამიანი, რომელიც 21-საუკუნეში ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. არ არის მედიკამენტები, პროდუქტები, და ზამთრის ტანსაცმელი. ხოლო რაც ცხინვალიდან შედის იმდენად ძვირია, რომ 5 თვის განმავლობაში უპენსიოდ დარჩენილი ადგილობრივები მის შეძენასაც ვერ ახერხებენ. ახალგორიდან სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშილის განცხადებით, მძიმე ავადმყოფები დაკეტილი გზის გამო ვერ ახერხებენ დაგეგმილი ქიმიოთერაპიის კურსზე წასვლას. პენსიონერები, ვისთვისაც ერთადერთი შემოსავალი საქართველოს მოქალაქის პენსიაა - აგვისტოს თვიდან შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი. არავინ იცის, მოსახლეობა როგორ ყიდულობს შეშას, პროდუქტებს, მედიკამენტებს ან სინათლის გადასახადს რა სახსრებით იხდიან. მეარაყიშვილის თქმით, გადაადგილების ერთადერთი გზა დღეს სინაგურია, რომლის გავლითაც 9 საათი უნდა იარო, რათა თბილისამდე ჩააღწიო. მისი განცხადებით, ეს გზა ჯერ ერთი, რომ ძვირია და მეორეც მისი გავლა ყველას არც შეუძლია, რადგანაც დოკუმენტის (საშვი) არ არსებობს. საშვებს დეკემბერში მოქმედების ვადა გაუვიდა. ვადის გაგრძელებას ხელის ერთი მოძრაობა სჭირდება, რათა თარიღი და ბეჭედი დასვან, თუმცა თვეები ანდომებენ ამაზე ფიქრს და მოსახლეობის დიდ ნაწილს საშვი არ აქვს. ხოლო გზა რომც გახსნან პენსიონერებისთვის რამდენიმე დღით- საშვი არ აქვთ და ფიზიკურდ ვერ შეძლებენ გადაადგილებას და ადგილობრივი ხელისუფლება იტყვის, რომ "არ ისარგებლეს". ეს გზა ალტერნატივა ვერ გახდება, რადგანაც დღეში მის გამოყენებას მხოლოდ 3-4 ადამიანი ახერხებს, როდესაც ახალგორის გამშვები პუნქტით, დღის განმავლობაში 400-500 ადამიანი მოძრაობდა. ახლა ეს უფლება და საშუალება მათ წართმეული აქვთ. „დღემდე ბიბილოვის მიერ 2 დეკემბერს შეღავათად გამოცხადებული პირობის შესრულება, რომ პენსიონერებს და მძიმე ავადმყოფებს გაუშვებდა არ მომხდარა. ამიტომაც უკვე 5 თვეა ის პენსიონერები, რომლებიც ქართულ პენსიას იღებენ, შემოსვალის გარეშე არიან დარჩენილები. რაც შეეხება პროდუქტებს და მედიკამენტებს, აქ ისედაც ყველაფერი ძვირი იყო, ახლა გზის ჩაკეტვის გამო კი ორმაგად და სამმაგად გაძვირდა. ყველაფერი რაც კი მაღაზიებში იყიდება რუსეთიდან შემოდის. იგივე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა აუცილებელი ნივთები. ვერც შევადარებ ფასებს იმდენად წარმოუდგენლად ძვირია და არც ვიცი ამას ვინ ყიდულობს. ჩვეულებრივად დაბალი ხარისხის ტანსაცმელია. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ აქ ჩარჩენილია ხალხი, რომლებიც ზაფხულის სამოსით არიან და ჩასაცმელი არაფერი აქვთ. ბუნებრივია ამ სიცივეში რაღაც შესამოსელი სჭირდებათ. რაც შეეხება პროდუქტებს. გზის დაკეტვამდე ადგილობრივებს გვქონდა ხოლმე საშუალება, თბილისში წამოვსულიყავით და რამდენიმე ხნის მარაგი ასე უფრო იაფად შეგვევსო. დღემდე ონკოლოგიური ავადმყოფები, გულით დაავადებულები ასე ექიმის კონტროლის გარეშე არიან. მათ რეგულარული შემოწმება სჭირდებათ. მედიკამენტები, რაც ექიმის მიერ ჰქონდათ დანიშნული ან არ იყიდება თუ იყიდება კიდევ ცხინვალში ორჯერ და სამჯერ ძვირია, რაც ამ მდგომარეობაში მყოფ ხალხს მისი შეძენის ფული არა აქვს“, - აცახდებს მეარაყიშვილი. მისივე თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლება გზის გახსნას თვის ბოლოს აპირებს. თუმცა მოსახლეობას ამის არ სჯერა. ოფიციალურ დონეზე ამის შესახებ არავინ საუბრობს. ზუსტად არავინ იცის თვის ბოლოს, თებერვლის ბოლოს თუ საერთოდ გზა გაიხსნება თუ არა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სრულიად გაუგებარია, რაში სჭირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლეებას ტყეში, სოფელ წნელისთან პოლიციის საგუშაგო, რომლის გამოც, შესაძლოა კიდევ რამდენიმე ათეული კილომეტრი ტერიტორია დავკარგოთ და რომლის საბაბითაც ბიბილოვს ახალგორში რამდენიმე ათასი ჩვენი მოქალაქე ტყვედ ჰყავს აყვანილი. გამოსავალს მხოლოდ ერგნეთის მოლაპარაკებაში ხედავს და ამბობს, რომ ჩვენი ხელისუფლება გარკვეულ დათმობაზე უნდა წავიდეს, სხვაგვარად ის რაც ახალგორში ხდება ყველა კანონის ფარგლებს სცდება. მსგავსი რამ ომის დროსაც არ მომხდარა და ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოსავალი სასწრაფოდ უნდა მოინახოს. „არ მაქვს თქვენს კითხვაზე პასუხი, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ახლა „ქართული ოცნებისთვის“ ტყეში, სტრატეგიულად არც თუ მნიშვნელოვან ადგილზე პოლიციის საგუშაგოს ყოფნა. რომლის ფასიც რაც არის ვხედავთ. ახალგორში ბიბილოვს ათასობით ჩვენი მოქალაქე ტყვედ ააყვანინეს და ყოველ დღიურად კიდევ ე.წ. საზღვარს ჩორჩანას მიმართულებით წევენ. ოსებისთვის ეს არის ახლა პრინციპის საკითხი, რომ დაუკითხავად თუ აგვიგეს საგუშაგო დღეს, ხვალ უარეს გაბედავენო - ესაა მათი ლოგიკა, მაგრამ ჩვენი მიზანი რა არის, ეს ვერ გავიგე და ვერც ვერავინ ხსნის. არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის ხელისუფლებას რომ არ შეუმჩნევია და საჭიროდ არ ჩაუთვლია ამ ადგილას საგუშაგოს აშენება, ამათ რატომ გადაწყვიტეს, სიმართლე გითხრათ, მეც ვერ ამომიხსნია. გამოსავალია ერთი, რომ ერგნეთში შეხვდნენ და დაილაპარკონ. თქვას ჩვენმა ხელისუფლებამ, რაც იყო იყო, მოდი ახლა შევთანხმდეთ და რაღაც კომპრომისზე წავიდნენ. სხვაგვარად ეს ამბავი ასე არ დასრულდება. მივიღებთ ახალ ე.წ. საზღვარს და ოკუპირებულ ათეულობით კილომეტრ ტერიტორიას, ახალგორში კი ჰუმანიტარულ კატასტროფას. რა თქმა უნდა, ეს საგუშაგო არავის არაფერს უშლის, მაგრამ მათ ხომ საბაბი უნდათ, ჩვენც ამის საშუალებას ვაძლევთ“, - აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6636085&name=16.01.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

​