| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-15.11.2019 |
| Received On : | 15.11.2019 08:18 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 15.11.2019
ტელევიზია
15.11.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი კვალ რუსული საოკუპაციო ძალების პატიმრობაშია. ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6466326
I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6466129
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6466100
---
ინტერნეტი
15.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ra-weria-gia-werilshi-romlitac-klinikebma-giorgi-gaxarias-mimartes---eqskluzivi/43608/
რა წერია ღია წერილში, რომლითაც კლინიკებმა გიორგი გახარიას მიმართეს? - ექსკლუზივი
Bm.ge-მ ის წერილი მოიპოვა, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს მიმართეს. კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვაში შესატანი ცვლილებების 6 თვით გადავადებას ითხოვენ. მათი შეფასებით, პროგრამამ ამოქმედების დაწყების დღიდან არაერთი ცვლილება განიცადა, თუმცა იმ კლინიკებისთვის, რომლებიც პროგრამაში 2013 წელს ჩაერთნენ, სამედიცინო მომსახურების ფასების "ისტორიული მინიმუმის" ცნება 36-ე დადგენილების მიხედვით უცვლელი დარჩა და ისინი 2011-2012 წლის ფასებით მუშაობენ. "საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ჯანდაცვის სფეროში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებულნი ვართ მოგმართოთ თქვენ "ღია წერილით", რათა სასწრაფოდ განხორციელდეს ამ დადგენილების ამოქმედების მინიმუმ 6 თვით გადავადება, იმისათვის რომ მოხდეს საკითხის ფართო განხილვა, რასაც არ ჰქონია ადგილი, და ისეთი ტარიფების მიღება, რომლებიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს და საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აარიდებს პაციენტების მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას და შესაბამისად მათი უფლებების დარღვევას. მოგეხსენებათ, შეუძლებელია ისტორიული ღირებულებით მედიკამენტების, სახარჯი მასალების და კომუნალური მომსახურების შეძენა (ელ.ენერგია; წყალი; ბუნებრივი აირი და ა.შ.). 2013 წელს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოქმედი ტარიფები შემუშავებული იყო და შესაბამისად ეფუძნებოდა 2011-2012 წლებში ქვეყანაში არსებულ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს, მათ შორის ეროვნული ვალუტის სტაბილურობას. ზემოაღნიშნულზე წარმოგიდგენთ საქსტატის მონაცემებს და ასევე მაგალითისათვის ფასებს ძირითად მედიკამენტებზე და სახარჯ მასალებზე. ამ ცხრილიდან ნათლად ჩანს როგორ არის გაზრდილი ელ.ენერგიის (33.24%), ბუნებრივი აირის (14.67%) ღირებულება 2013 წელთან შედარებით. 1. მედიკამენტების და სახარჯი მასალების ღირებულების ზრდის სტატისტიკა 2013-2019 წლებში: საქსტატის მონაცემებით, ბოლო 6 წელში (2013 წლის აგვისტოდან 2019 წლის აგვისტომდე), ანტიბიოტიკებზე ფასები 76%-ით გაიზარდა. 2019 წლის აგვისტოში ანტიბიოტიკებზე ფასების წლიურმა ზრდამ დაახლოებით 11% შეადგინა, როგორც ცხრილიდან ჩანს მხოლოდ სისხლის და სისხლის კომპონენტების ფასების ზრდამ 2019 წლის მდგომარეობით 2012 წელთან შედარებით საშუალოდ შეადგინა 40% დან 128.57%-მდე. ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ოპერაციის ღირებულების ფასთა დინამიკა. ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ოპერაციის ღირებულების ფასთა დინამიკა. გარდა დაბალი ფასებისა, კლინიკებს ასევე უმძიმეს ტვირთად აწევს საყოველთაო დაზღვევის პროგრამით მისაღები თანხების სახელმწიფოსგან დაგვიანებით (პრაქტიკულად 5-6 თვე) მიღება, რომელიც კლინიკებისთვის შეადგენს მათი შესრულებული სამუშაოს უდიდეს ნაწილს. დაბალი მომგებიანობისა და თანხის გვიან მიღების გამო კლინიკების უმრავლესობას წარმოშობილი აქვთ პერსონალის და მომწოდებელი კომპანიების მიმართ დიდი ფინანსური ვალდებულებები (დავალიანება), რაც უკვე შეუძლებელს ხდის ტექნოლოგიების შესყიდვას მუშაობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, აფერხებს ექიმების საზღვარგარეთ გაგზავნას კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ვეღარ უზრუნველყოფს ახალი პარტნიორების მოძიებას განვითარებულ ქვექნებში და მათ ჩამოყვანას საქართველოში ჩვენი სფეროს განსავითარებლად და ეს ყოველივე საბოლოოდ შეზღუდავს კლინიკების განვითარებას და მათ ფუნქციონირებას. ამ ყველაფერს ემატება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520 დადგენილება, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, მოწოდებული იყო კლინიკებს შორის ფასების გასათანაბრებლად, თუმცა ამის ნაცვლად კატასტროფულად შეამცირა ფასები საქართველოში ყველაზე უფრო განვითარებულ მაღალტექნოლოგიურ და მნიშვნელოავნ სამედიცინო მიმართულებებზე როგორიცაა რეანიმაციული მომსახურება, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია და ა. შ. ვინაიდან დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არის სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები. მკურნალობის ღირებულება ინტენსიური თერაპიის I და II-III დონის ინტენსიური განყოფილებაში უწყვეტად 14,21,45 დღიან პირობებში იმდენად შემცირებულია, რომ მოსალდონელია განყოფილების ზარალიანობის გამო გამოიწვიოს მსხვილ ქალაქებში ინტენსიურის საწოლების რაოდენობის შემცირება და პაციენტების მკურნალობის ხარისხის და გამოსავლის მკვეთრად გაუარესება. შემცირება მოსალოდნელია სწორედ იმ კლინიკებში, სადაც ამჟამად ხდება პაციენტებზე ორიენტირებული მკურნალობის ჩატარება: საჭირო ინსტრუმენტალური და ლაბორატორიული კვლევების სრულად ჩატარება, ექიმებისა და საშუალო მედ პერსონალის საწოლ-ფონდთან შესაბამისი რაოდენობით უზრუნველყოფა. სამედიცინო სახარჯი მასალები, რომლებიც გამოიყენება ისეთი მაღალტექნოლოგიური მომსახურებისათვის, როგორიც არის კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია, იმპორტირებულია საზღვარგარეთის მწარმოებელი ქვეყნებიდან, შესაბამისად მათი ფასები მიბმულია უცხოურ ვალუტასთან. ბოლო სამი წლის განმავლობაში ლარის გაუფასურების პირობებში ამ პროდუქციის ღირებულებამ ეროვნულ ვალუტაში კიდევ უფრო მოიმატა. აქედან გამომდინარე ჩვენთვის გაუგებარია, თუ რა გათვლებს ეფუძნება №520 დადგენილებით სამედიცინო მომსახურების ახალი ფასები, გათვლილია თუ არა არაპირდაპირი ხარჯების და ცვეთა-ამორტიზაციის რეალური მაჩვენებლები. ტარიფების განხილვა არც დარგობრივ ასოციაციებთან და არც კლინიკებთან არ მომხდარა. ასევე გაუგებარია, რის საფუძველზეა გათვლილი და დადგენილი არითმოლოგიის ტარიფები, რადგან მარტო საიმპლანტაციო აპარატის ღირებულება დადგენილი ტარიფზე უფრო ძვირია. ამასთანავე, საყოველთაო დაზღვევის შემოღების დღიდან საქართველოს მთავრობის N36 დადგენილებით მოსარგებლეებს არ უფინანსდებათ ისეთი სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩარევები, როგორიცაა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის, ასევე გულის რესინქრონიზატორის იმპლანტაცია და კათეტერული აბლაცია, რაც მხოლოდ ნაწილობრივ უფინანსდებოდათ საპენსიო ასაკისა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ხოლო ახაზლგაზრდა ადამიანებს სასიცოცხლოდ საშიში არითმიებით და უეცარი სიკვდილის რისკით სახელმწიფო პირდაპირ უარს ეუბნებოდა დაფინანსებაზე. არაერთი წერილის და თხოვნის მიუხედავად, რომ მოსახლეობის ამ ნაწილისთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო სასიცოცხლოდ აუცილებელი მკურნალობა, ეს ვერ მოხერხდა, ხოლო ახალი ტარიფებით მოსახლეობის იმ ნაწილისთვისაც შეუძლებელი გახდება აღნიშნული სერვისის მიწოდება, ვისთვისაც აქამდე ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი იყო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერნი, დარგობრივი ასოციაცები და სამედიცინო კლინიკები გთხოვთ: სასწრაფოდ განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520 დადგენილების ამოქმედების გადავადება მინიმუმ ექვსი (6) თვით, იმისათვის რომ მოხდეს ყველა ამ საკითხის განხილვა და ისეთი ტარიფების დამტკიცება, რომელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს. წინამდებარე წერილში აღნიშნული საკითხების გაუთვალისწინებლობას ჩვენი აზრით მოჰყვება პაციენტებზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის უკიდურესად გაუარესება, მათი უფლებების დარღვევა, ასევე გამოიწვევს მთლიანად დარგის კოლაბირებას და ქვეყნიდან ისედაც მცირერიცხოვანი წამყვანი მაღალკვალიფიციური და ახალგაზრდა კადრების საზღვარგარეთ გადინებას", - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 26 სამედიცინო დაწესებულება აწერს.
---
15.11.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/komerciul-qselshi-gripis-sawinaaghmdego-otkh-komponentiani-vaqcinebis-shemotanas-25-noembridan-elodebian/
კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინების შემოტანას 25 ნოემბრიდან ელოდებიან
კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული, ოთხკომპონენტიანი ვაქცინის – „ვაქსიგრიპის“ პარტიას 25 ნოემბრიდან ელოდებიან. როგორც საქართველოს პირველ არხს პრეპარატის იმპორტიორ კომპანია „ჯიპისიში“ განუცხადეს, ფრანგული კომპანიის მიერ ვაქცინების პარტიის საქართველოში შემოტანის თარიღად 25 ნოემბერი დადასტურდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, მწარმოებელი სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მიღებულ შეკვეთებს ასრულებს. „ჯიპისის“ ინფორმაციით, „ვაქსიგრიპის“ 10-12 ათას დოზას ელოდებიან, საჭიროების შემთხვევაში კი, დამატებითი პარტიების შეძენასაც არ გამორიცხავენ. ვაქცინის სარეალიზაციო ფასი ჯერ უცნობია. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული წარმოების ვაქცინები კომერციულ ქსელში 15 ნოემბრიდან უნდა გამოჩენილიყო. ოქტომბრის ბოლოს „ჯიპისიმ“ 12 000 დოზა ჰოლანდიური წარმოების, სამკომპონენტიანი პრეპარატი „ინფლუვაკი“ შემოიტანა, რაც მთელი გასული სეზონის განმავლობაში გახარჯული სამკომპონენტიანი ვაქცინების რაოდენობას 25 პროცენტით აღემატება. თუმცა, შესყიდული პრეპარატების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, მარაგი უკვე ამოიწურა. ჰოლანდიური წარმოების 4 500 დოზა პრეპარატი შეიძინა „ავერსმა“, რაც უკვე გაიხარჯა. ფრანგული 1500 დოზა „ვაქსიგრიპი“ კი, ქსელში სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს შევა. ამ დროისათვის, კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგი პრაქტიკულად ამოწურულია. ოთხკომპონენტიანი, 100 000 ერთეული ვაქცინა ოქტომბრის ბოლოს სახელმწიფომ შემოიტანა, რომელიც უფასო აცრებით რისკჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს (შიდსითა და ცე ჰეპატიტით ინფიცირებულები, მედპერსონალი და სხვ.) უზრუნველყოფს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისი გეგმის მიხედვით, აცრები უპირველესად, მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს ჩაუტარდებათ. იქნება ვაქცინაციის „თავისუფალი დღეები“, როდესაც აცრის გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. „თავისუფალ დღეს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებას წინასწარ შეატყობინებს. გრიპის საწინააღმდეგო აცრების გაკეთებისთვის საუკეთესო პერიოდად ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი მიიჩნევა.
---
14.11.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/572756-ekaterine-tikaraze-zestaponshi-kutaissa-da-samtrediashi-devnil-mosaxleobas-shexvda
ეკატერინე ტიკარაძე ზესტაფონში, ქუთაისსა და სამტრედიაში დევნილ მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ ზესტაფონში, ქუთაისსა და სამტრედიაში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ბინათმშენებლობის პროცესი. 2020 წელს ქუთაისში 725, წყალტუბოში კი - 560 ბინის განაწილება იგეგმება. ბინით დაკმაყოფილდებიან პირველ რიგში ის დევნილი ოჯახები, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და საჭიროებენ დაუყოვნებლივ განსახლებას. პარალელურად მოხდება ნგრევადი და სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტების დახურვა. მინისტრის თქმით, იძულებით გადაადგილებული პირების განსახლება და მათთვის საარსებო წყაროების გაჩენაში ხელშეწყობა მთავრობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. „მოვედით, რომ გაგეცნოთ და ღია დიალოგის ფარგლებში, მოვისმინოთ თქვენი პრობლემები. გვაქვს სრული მზაობა, უყურადღებოდ არ დავტოვოთ საკითხები, რომლებიც გაწუხებთ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია იძულებით გადაადგილებული პირების განსახლება და მათთვის საარსებო წყაროების გაჩენაში ხელშეწყობა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრი ქუთაისში, სასტუმრო „ხვამლში“ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ეწვია და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. ასევე მოინახულა აღმაშენებლის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში მცხოვრები დევნილები, რომელთათვისც ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხს ბინების დაკანონება წარმოადგენდა. მინისტრის თქმით, მთავრობის შესაბამისი განკარგულება უკვე გამოიცა და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში დაუკანონდებათ. მინისტრი ზესტაფონში, რუსთაველის ქუჩაზე და სამტრედიაში, ეგრისის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასაც შეხვდა და სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ეკატერინე ტიკარაძემ დევნილ მოსახლეობას იმ პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც მათ საარსებო წყაროების გაჩენაში ხელს შეუწყობს. ეს შეეხება, როგორც მცირე ბიზნესში ხელშეწყობას, ისე გადამზადებას და პროფესიული განათლების დაფინანსებას. აღნიშნული პროგრამებით 3000-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა უკვე ისარგებლა. დევნილ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბესარიონ სიმონიშვილი, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მსგავსი ფორმატის შეხვედრები იძულებით გადაადგილებულ პირებთან მომავალშიც გაგრძელდება.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=93033
---
14.11.2019
შვილი მომიკვდა ექიმის უყურადღებობით - რა მოხდა ხობში
32 წლის ნათია ფაჩულია პირველ შვილზე იყო ორსულად. მშობიარობიდან მერვე დღეს ბავშვი გარდაიცვალა. როგორც დედა ამბობს, შვილი ექიმის უყურადღებობის გამო დაკარგა. ნათია ფაჩულია: - ორსულობის დაწყებიდანვე ხობში, ექიმ ირინა ფშენიჩნაიასთან დავდექი აღრიცხვაზე. აქებდნენ, კარგი ექიმიაო. მთელმა 9 თვემ მისი მეთვალყურეობის ქვეშ ჩაიარა. გართულებები არ მქონია, როდესაც მშობიარობის დრო მოახლოვდა, ირინამ მითხრა, - თუ საკეისრო დაგჭირდება, პრობლემა არ არის, მე გაგიკეთებო. პირველ ნოემბერს შემიყვანეს სამშობიაროში ტკივილებით. ჩემი გამოთვლით, 25-26 ოქტომბერს უნდა მემშობიარა, მაგრამ ექოსკოპიის დასკვნაში მშობიარობის თარიღად პირველი ნოემბერი იყო მითითებული და ტკივილი რომ დამეწყო, მეგონა, ვიმშობიარებდი, მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ ეს იყო ცრუ ტკივილი. - დიკლოფენაკს გაგიკეთებ და თუ ტკივილი მოგეხსნა, სამშობიარო ტკივილი არ არისო. ტკივილი არ მომეხსნა. ორ ნოემბერს ისევ მივედი სამშობიაროში, იგივე ტკივილებით. ღამე დამტოვა კლინიკაში, დილით გამომიშვა სახლში. სამში, დღის სამ საათზე ძალიან ამტკივდა მუცელი და ისევ შემიყვანეს სამშობიაროში. ამ დღეს ირინა ფშენიჩნაია დილიდანვე მორიგე იყო, მაგრამ ადგილზე არ დამხვდა და რომ დავურეკე, მითხრა: - სამსახურში გავეთავისუფლე, დაქალის ქმარი გარდაიცვალა და იქ უნდა წავიდე, მაგრამ ბებიაქალი მოგხედავს და თუ საჭირო ვიქნები, დამირეკავს და აუცილებლად მოვალო. მართლაც, დამხვდა ბებიაქალი, თვითონ 6 საათამდე ვერ მოვიდა, რადგან ქელეხშიც წასულა და რომ მოვიდა, ისევ იმეორებდა, - ეს სამშობიარო ტკივილი არ არის, ეს დღეს არ იმშობიარებს და შინ წაიყვანეთო. უარი ვთქვი შინ წასვლაზე. დილის 5 საათამდე მაწამა, საშინელი ტკივილები მქონდა, ბავშვი მუცელში ვერ ისვენებდა. ექიმს ვუთხარი, - ცუდად ვარ, ვეღარ ვუძლებ, გული მეღლება, იქნებ საკეისრო გამიკეთოთ და მიშველოთ-მეთქი. - დამხმარე მეან-გინეკოლოგს მოვაყვანინებ და გადავწყვეტთ, საკეისრო საჭიროა თუ არაო. მეან-გინეკოლოგი რომ მოიყვანეს, ის მიხვდა, რომ ცუდად იყო საქმე, რადგან მუცელზე, ფეხებზე სილურჯეები მქონდა და მაღალი სიცხეც. ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს და მე მომიბრუნდა და მითხრა, - ანესთეზიოლოგი თბილისში წასულა და ამის გამო ნარკოზს ვერ გაგიკეთებ და სხვაგან უნდა გადახვიდე, ზუგდიდში ან სენაკშიო. უფრო ახლოს სენაკი იყო და იქ გადავწყვიტეთ წასვლა. „სასწრაფოთიც“ არ გადამიყვანეს, ჩვენი მანქანით წავედით და არც თავად გამომყოლია. გზაში ტკივილმა გამიარა, ბავშვიც აღარ მოძრაობდა. მივედით თუ არა სენაკში, მაშინვე საოპერაციოში შემიყვანეს და საკეისრო კვეთით გავაჩინე გოგონა, 3,300 კგ. ბავშვი ცოცხალი იყო, მაგრამ ქუთაისში გადაიყვანეს, რადგან ჰქონდა ინტოქსიკაცია, სეფსისი, გულსისხლძარღვთა დაავადება, ტვინის შეშუპება და ჰაერის უკმარისობა. მერვე დღეს ბავშვი გარდაიცვალა. ეს დაგვიანებული მშობიარობის შედეგად განვითარებული უჟანგბადობის ბრალი იყო. ექიმის უყურადღებობის გამო შვილი მომიკვდა. მეც ცუდად ვიყავი, ინტოქსიკაცია დაწყებული მქონდა, ცოტაც რომ დამგვიანებოდა მშობიარობა, მეც ვერ გადამარჩენდნენ. ახლა ექიმი ამბობს, - გამაყუჩებელს არ ვუკეთებდიო. ვაპირებ, რომ ვუჩივლო. თავს დამნაშავედ მხოლოდ იმაში გრძნობს, რომ არ გამომყვა სენაკში. ირინა ფშენიჩნაია, ექიმი: - ჩემს პაციენტს, ნათია ფაჩულიას სამი დღის განმავლობაში ჰქონდა წინა სამშობიარო ტკივილი. ვერ გავაგებინე, რომ ეს სამშობიარო ტკივილი არ იყო. როდესაც სენაკში გავუშვი, ბავშვის გულის ცემა იყო კარგი, მასაც მოვასმენინე. ბავშვის ამოყვანისას შესაძლოა, ასპირაცია მოხდა, ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ამას შესაბამისი სამსახურები უკვე იკვლევენ და დაადგენენ. ძალიან განვიცდი, წარმოიდგინეთ, 9 თვის განმავლობაში ორსულს უვლი და ასეთი რამ მოხდება. - ანესთეზიოლოგი თბილისშია წასულიო, გითქვამთ, მშობიარე კი ამბობს, რომ ანესთეზიის აპარატი არ გაქვთ კლინიკაში და ბოლო რამდენიმე თვეა, ოპერაციებს ამის გამო არ აკეთებთ. - ეს ერთი თემაც იყო, მაგრამ ვინაიდან წინა სამშობიარო პროცესი ისე არ წავიდა, როგორც საჭირო იყო, მეორე დონის სამშობიაროში გადაყვანა ამისთვის მივიჩნიე საჭიროდ. ვინაიდან მორიგე ვიყავი, მშობიარეს ვერ გავყევი. მისი სენაკში წასვლით არაფერი დაშავებულა. 20 წუთში იქ იყვნენ და მაშინვე საოპერაციოში შეიყვანეს. აქაც იგივე დროში გაუკეთდებოდა საკეისრო კვეთა. მეც ძალიან მაინტერესებს, რა მოხდა და იმედია, შესაბამისი სამსახურები დასკვნას დადებენ.
---
14.11.2019
8 წლის ზურა სვანიძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვს - დრო 22 ნოემბრამდე გვაქვს
8 წლის ზურა სვანიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ზურას სმენის პრობლმა აქვს. საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანის" ხელმძღვანელი ურთულესი ოპერაციის შემდეგ ბავშვს ჩაუდგეს კოხრეალური იმპლანტი, რომლის გარე აპარატი დაზაინებულია. ზურა წელს წავიდა სკოლაში, ისედაც უჭირს გარე სამყაროსთან ადაბტირება, ვერ მეტყველბს გამართულად, მხოლდ რამდენიმე სიტყვის წარმოთქმა შეუძლია. აპარატის გაუმართავობის გამო შეიძლებს მალე ეს სიტყვებიც ვეღარ წარმოსთქვას. "აპარატის ღირებულება 19 000 ლარია, აქედან აჭარის ჯანდაცვამ დააფინანსა 15 000, ხოლო ბათუმის მერიამ 2 250 ლარი. ოჯახის დასამტებელი თანხა 2250 ლარია . სამწუხაროდ სოციალურად დაუცველი ოჯახი ვერ ახერხებს ამ თანხის შეგროვებას, 22 ნოემბერს კი ვაუჩერს ვადა გაზდის. ყველას ვისაც შეგიძლიათ ზურას დახმარება გთხვთ გაიღოთ თუნდაც 1 ლარი. დრო ცოტა გვაქვს, ნუ წავართმევთ მას ჩვნთან ერთადედრთი კავშირს უფლებას"- აცხადებს თიკო აბაშიძე. ზურას დასახმარებლად გთხოვთ თანხა გადმორცხოთ შემდეგ ანგარიშებზე. ☎ 09 01 200 128 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთე ზურა სვანძე თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14
---
14.11.2019
მედიასაშუალება: http://bfm.ge/ras-guliskhmobs-sigharibestan-brdzolis-eqsperimentuli-midgoma/
რას გულისხმობს სიღარიბესთან ბრძოლის ექსპერიმენტული მიდგომა
---
ბეჭდვითი მედია
15.11.2019
მედისაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
2020 წელს დევნილებისთვის ქუთაისში - 725, წყალტუბოში კი 560 ბინის განაწილება იგეგმება
2020 წელს დევნილებისთვის ქუთაისში 725, წყალტუბოში კი, 560 ბინის განაწილება იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომელმაც ზესტაფონში, ქუთაისსა და სამტრედიაში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. მინისტრის თქმით, იძულებით გადაადგილებული პირების განსახლება და მათთვის საარსებო წყაროების გაჩენაში ხელშეწყობა მთავრობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რისთვისაც იმერეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ბინათმშენებლობის პროცესი. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, პირველ რიგში ბინით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და საჭიროებენ დაუყოვნებლივ განსახლებას. პარალელურად მოხდება ნგრევადი და სიცოცხლისთვის საშიში ობიექტების დახურვა. ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისში, სასტუმრო „ხვამლში“ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ეწვია და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. ასევე მოინახულა აღმაშენებლის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში მცხოვრები დევნილები. მინისტრის თქმით, მთავრობის შესაბამისი განკარგულება უკვე გამოიცა და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში დაუკანონდებათ. მინისტრი ზესტაფონში, რუსთაველის ქუჩაზე და სამტრედიაში, ეგრისის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასაც შეხვდა და სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ეკატერინე ტიკარაძემ დევნილ მოსახლეობას იმ პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც მათ საარსებო წყაროების გაჩენაში ხელს შეუწყობს. ეს შეეხება როგორც მცირე ბიზნესში ხელშეწყობას, ისე გადამზადებას და პროფესიული განათლების დაფინანსებას.
---
15.11.2019
მედისაშუალება: მესინჯერი
საფრანგეთის განვითარების სააგენტომ სამცხე-ჯავახეთში პროექტი დაიწყო შშმ პირების ხელშეწყობის მიზნით
7 ნოემბერს ახალციხეში მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს ჯანდაცვის სამინისტრომ, სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ, ახალციხის რეფერალურმა საავადმყოფომ, ახალქალაქის კლინიკამ (ევექსმა), იმედის კლინიკა, და ფრანგულმა მხარემ. ახალციხის მერის მოადგილე ესწრებოდა ხელმოწერის ცერემონიალს. პროექტის მიზანია შშმ პირების ხელშეწყობა და მათზე ზრუნვის გაუმჯობესება. ხელმოწერამდე ჩატარდა შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროს, იუნისეფის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
---
15.11.2019
მედისაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ექიმისა და ავადმყოფის ურთიერთობის მორალურ-ეთიკური პრობლემები
ბოლო წლებში ქვეყანაში ჯანდაცვის დარგში გატარებული რეფორმები უდავოდ წარმატებული იყო. ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულების პრივატიზაციამ სამედიცინო საქმიანობა მომგებიანი გახდა, მოიზიდა კერძო ინვესტიციები, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარების: აშენდა ახალი მრავალპროფიალინი საავდმყოფოები, პოლიკლინიკები, დიაგნოსტიკური ცენტრები, მოხდა ძველი კლინიკების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და დაწესებულებები აღიჭურვა ყველაზე თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით, ლაბორატორიული ტექნიკით, კლინიკები დაკომპლექტდა კვალიფიციური სამედიცინო კადებით და სხვა. განვითარება დაიწყო კერძო სამედიცინო ბიზნესმა, მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც სახელმწიფო ამ პროცესში უფრო ქმედითად ჩაერთო, რამეთუ ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა სახელმწიფოს მთავარი საზრუნავია. 2013 წელს საქართველოში ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სისტემის შემოღება, ძირითადად, მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 7 წლის განმავლობაში, საყოველთაო ჯანდაცვის მხრიდან მოხდა 3 მილიარდ-ნახევარზე მეტი ლარით პაციენტების ჯანმრთელობის დაფინანსება. გამოყოფილი ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა, სხვა სფეროებთან შედარებით და ყოველწლიურად იზრდება. დღეს ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეების 90%-ს ხელი მიუწვდება პირველად ჯანდაცვის მომსახურებაზე, რამაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი პოზიტიურად განაწყო ჯანდაცვის მიმართ. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საყოველტაო ჯანდაცვის პროგრამაში მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავს, პაციენტების ჯიბიდან გადახდილი თანხა 20-22 პროცენტს აღემატება, ხოლო კერძო სექტორის სარგებელი ამ შემთხვევაში 35%-ზე მეტია. ჯანდაცვის მინისტრის აზრით "ეს მონაცემები ნათლად წარმოაჩენს დაფინანსების მექანიზმების სისტემური ცვლილებების საჭიროებას. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესყიდვებს ტარიფიკაციის პრინციპით, რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის. ეს სისტემა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტი." ჩვენ გვინდა რეფორმების ავტორთა ყურადღება შევაჩეროთ ერთ მეტად მტკივნეულ საკითხზე, რომელიც უფრო ძველი თაობის ექიმების ყოველმხრივ წუხილსა და უკმაყოფილებას იწვევს: ეს შეეხება ექსიმსა და ავადმყოფს შორის ურთიერთობის მორალურ-ეთიკურ საკითხს, რაც განაპირობებს ექიმის პატიოსან, კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ავადმყოფის მიმართ. ცნობილია, საბაზრო ეკონომიკის პირობებში სამეწარმეო საქმიანობის ძირითადი პრინციპი - მეტი შემოსავლისა და მოგების მიღება. ბოლო ხანს დამკვიდრებული აზრის - "ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს" ხელაღებით გავრცელება სამედიცინო საქმიანობაზე, განსაკუთრებით, როდესაც ხდება მისი პროგრამული დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ბევრ უხერხულობასა და გაუგებრობას განაპირობებს, რამდენადაც ეს საქმიანობა მეტად სპეციფიკურია. წარსულში სოციალისტურ ჯანდაცვას ბევრი უარყოფითი ჰქონდა, მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით ჩემი კოლეგები, ექიმს აზრადაც არ მოუვიდოდა ავადმყოფის დიაგნოზით მანიპულირება და ამით რაიმე სარგებლის მიღება, თუ ასეთი რამ მოხდებოდა ეს განიხილებოდა როგორც მძიმე დანაშაული, იყო მკაცრად დასჯადი და არასდროს ეს სასჯელი ფინანსურ სასჯელს არ ითვალისწინებდა. ჩვენს დროში ამ მანკიერი მოვლენის ადმინისტრირება სხვადასხვა კომისიებით, აუდიტებით, ფინანსური სანქციებით ხდება, რაც, როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, ჯერჯერობით ნაკლებად ეფექტურია!
---