From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-15.10.2019
Received On : 15.10.2019 09:22
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 15.10.2019

 

ტელევიზია

15.10.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 12:00

ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების საპროტესტო აქცია უკვე 29-ე დღეა გრძელდება. დევნილები დაშლას არ აპირებენ და ბინების გადაცემას ითხოვენ. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ დევნილებისთვის ბინები უსამართლოდ გადანაწილდა და პრეზიდენტისგან ყურადღებას ითხოვენ. საპროტესტო აქციას "დევნილთა პარტიის" თავმჯდომარე ლელა გულედანი შეუერთდა. გულედანი ჯანდაცვის სამინისტროსგან ბინების გაცემასთან დაკავშირებით დასაბუთებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები სასამართლოს მიმართავენ.

http://www.rustavi2.ge/ka/news/144247

რუსთავი 2- კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6398675

ტვ პირველი -დღის ამბები 11:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6399109

---   

 

15.10.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:კურიერი 09:00    

"ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბესო შენგელია, პროკურატურას მიმართავს. შენგელია უწყებისგან იმ პირების დასჯას ითხოვს, ვინც მისი დაკავების ბრძანება გასცა. შენგელიას მტკიცებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე მისი დაკავება უსამართლო იყო და დაირღვა მისი მოქალაქეობრივი უფლებები. ბესო შენგელია ჯანდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე დღის წინ დააკავეს, როდესაც ის სამინისტროში შესვლას ცდილობდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6398676

---

 

15.10.2019

არხი:    I არხი

გადაცემა: მოამბე 12:00

საკეისრო კვეთების დასაშვებ ნორმაზე მაღალი მაჩვენებლი თბილისში დაიხურა 5 კლინიკა და დაჯარიმდა 17.ეს 2019 წლის მონაცემია, ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაცტიის თავმჯდომარის განცხადებით ჯარიმის ოდენობა 40 000 ლარიადან იწყება და 60 000 ლარს აღწევს. ჯანდაცვის სამინისტრომ რეგულაციები 2016 წლიდან შეცვალა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6399222

---  

 

15.10.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

პედიატრიული კლინიკა " kids co"-ს დირექტორი ამბობს, რომ ფული, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვაში სახელმწიფო ხარჯავს, არარაციონალურად გამოიყენება. მისი თქმით, ამ სერვისს სხელმწიფო არ უნდა ახორციელებდეს და ის კერძო სადაზღვევო კომპანიების ოპერირების ქვეშ უნდა იყოს. მიზეზად ივა ყაჭიური თანხების არარაცონალურ და არაეფექტურ ხარჯვას ასახელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებს თანხების ჩარიცხვას 5 თვით უგვიანებენ, რაც ბევრ კლინიკას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6398755

---

 

 

15.10.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

რას გამოიწვევს ცვლილებები შრომის კოდექსში. კანონპროექტი, რომელიც შრომის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, მისი ავტორის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, პარლამენტში ოქტომბრის ბოლოს შევა. იქამდე საკანონმდებლო ორგანოში ამავე კანონში ცვლილებები აჭარიდან უკვე დარეგისტრირდა. მართალია განხილვები ჯერ არ დაწყებულა მაგრამ ეს მხოლოდ პროცედურის თემაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6398792

---

 

15.10.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

2019 წლის იანვარ-აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტებზე 38.22%-ით გაზრდილია რაოდენობა. შსს-ს ინფორმაციით, ამ წლის საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ჯამში 217 ფაქტია დაფიქსირებული მაშინ, როცა 2018 წლის ამავე პერიოდში 157 შემთხვევა იყო

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6398759

---

 

15.10.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

18 ოქტომბერს, ქალაქ თეთრიწყაროში RDFG-ისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება. ღონისძიება ქვემო ქართლის სამუშაოს მაძიებელთა პროესიულ გადამზადებას და მათ დამსაქმებლებთან დაკავშირებას ისახავს მიზნად. სტუმრები: ვანო გრიგოლაშვილი - ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) თავმჯდომარე; ნელი რევაზიშვილი - (RDFG) სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი; მარიამ ბეზარაშვილი - სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6398691

---

 

14.10.2019

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს ჯანდდაცვის მინისტრი სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ეკატერინე ტიკარაძე კოლეგებს პრაღაში გინეკოლოგიურ კლინიკაში სეხვდა. საკუთარი ხედვები მინისტრს დღეს სტუდენტებმაც გააცნეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6398524

---

 

14.10.2019

არხი:    I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

„ცე“ ჰეპატიტის მიკროელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში“- საერთაშორისო კონფერენცია თბილისში იმართება. კონფერენციაში დარგის სპეციალისტებთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ. შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოში „ცე“ ჰეპატიტის განკურნების რეკორდული მაჩვენებელია. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად ცალკეულ ფოკუსჯგუფებში მიკროელიმინაციები განხორციელდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6398566

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6398529

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6398205

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6397781

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6397535

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6397524

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6396909

---     

 

14.10.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00

აქციის 29-ე დღე. ჯანდაცვის სამინისტროსთან იძულებით გადაადგილებულ პირთა პროტესტი ისევ გრძელდება. ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილები ბინებით დაკმაყოფილებას უკვე თვეებია, რაც ითხოვენ. საუბრობენ კორუფციულ გარიგებებზეც. ამბობენ, რომ სპეციალური კომისია, რომელიც დევნილებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილებაზე არის პასუხისმგებელი, არაკეთილსინდისიერად მუშაობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6398521

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6398515

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6398279

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6398190

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6397982

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6397769

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6397260

მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6397018

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6396985

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6396786

ტვ პირველი - დღის ამბები 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6396695

რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6396281

---

 

14.10.2019

არხი:    პალიტრა ტვ

გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი - გიორგი წოწკოლაურის თქმით, მისი და მინისტრის მოვალეობაში არ შედის რომელ დევნილს გადაეცემა ბინა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6398419

---

 

14.10.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

დაისაჯოს უკანონო ბრძანების გამცემი - ბესო შენგელია სამართალდამცველებს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართავს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6396280

---

 

14.10.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 21:30

მთავრობა დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ქმნის. მიზანი დასაქმების ხელშეწყობა იქნება. ამ ეტაპზე მთავრობა და კონკრეტულად კი ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის დაქვემდებარებაშიც აქამდე შედიოდა სახელმწიფო დასაქმების პროგრამები , კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ცნობილია რომ დასაქმების სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6398554

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6397891

ტვ პირველი - საქმიანი დილა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6396310

---

 

14.10.2019

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 20:00    

მთავრობის მიერ დაანონსებულ მასშტაბურ პროექტში ისევ შეფერხებაა, აფთიაქებში პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ერთ ლარიანი წამლების მარაგი ისევ არაა. ამაზე „მთავარში“ რეპორტაჟი ერთი თვის წინაც გავიდა, მაშინ გვითხრეს რომ მარაგი უახლოეს პერიოდში შეივსებოდა, ახლა კი ისევ დეფიციტია - ბათუმსა და ქობულეთში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6398420

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6398260

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6397887

---

 

14.10.2019

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 20:00    

ხვალიდან საქართველოში გრიპის ვირუსზე ვაქცინაცია იწყება. ვაქცინა თბილისში ხვალ შემოვა, შემდეგ დღეებში კი რეგიონებში განაწილდება. ოქტომბრის მეორე ნახევარი ყველაზე კარგი პერიოდია აცრების გასაკეთებლად, რადგან ზამთარში, ისევე როგორც გასულ წლებში სეზონური გრიპის გავრცელებააა მოსალოდნელი. ვაქცინა რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანებისთვის უფასო იქნება, მათ შორის როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს სავალდებულო აცრა შეეხება ბაღებში დასაქმებულებს და კლინიკების მედ-პერსონალს. იმ ადამიანებს, ვისაც ვაქცინა უფასოდ არ შეხვდებათ, მისი ყიდვა აფთიაქებში შეეძლებათ, ღირებულება კი 15-დან 25 ლარამდე იქნება. ცნობისთვის გასულ წელს აჭარაში H1N1 ვირუსის რამდენიმე შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6398457

---

 

14.10.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 17:15

ვინ, როგორ ან რატომ უნდა განსაზღვროს მინიმალური ხელფასი და საერთოდ სჭირდება თუ არა საქართველოს ასეთი ჩანაწერი საკანონმდებლო დონეზე, მაშინ როცა კერძო სექტორის ეკონომისტები ამბობენ რომ ნაბიჯი როგორც წესი ხელფასების შემცირებას და უმუშევრობის ზრდას იწვევს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6397923

---

 

14.10.2019

არხი:  ერთსულოვნება

გადაცემა:  განთიადი         

ჩატარდა კვლევა, რომელშიც ასახულია საქართველოში პირევლადი ჯანდაცვის სისტემის მუშაობა, ხარვეზები და გამოწვევები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6396758

---

 

14.10.2019

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 08:00

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა, რომელიც ძიძუს კიბოს რადიოლოგიურ და გენეტიკურ სკრინინგს და მკურნალობას მიეძღვნა. ღონისძიება სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის პრეზიდენტმა გიორგი ძაგნიძემ გახსნეს. სიმპოზიუმი განკუთვნილი იყო რადიოლოგებისთვის, ონკოლოგებისთვის, ქირურგებისთვის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6396412

I არხი - მოამბე 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6396379

13.10

მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6395957

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6395698

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6395368

---

 

13.10.2019

არხი:    I არხი

გადაცემა: ახალი კვირა

რაჭას ჯანდაცვის სამინისტრომ რეანომობილი გადასცა. ამ გადაწყვეტილების მისაღებად 15 წლის ლუკა ფოფხაძის სიკვდილი გახდა საჭირო. ამ რეგიონში აქამდეც დაღუპულან ადამიანები რეანომობილის არარსებობის გამო, რადგან სწრაფი სამედიცინო მომსახურება ვერ გაუწიეს. 15 წლის ლუკას ამბროლაურიდან ქუთაისის ევექსის კლინიკაში გადაყვანას 9 საათი დასჭირდა, საათნახევრის ნაცვლად.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6396152

---

 

13.10.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 22:00

პროტესტის 27 დღე, "ჯანდაცვის სამინისტროსთან." დევნილებს სამინისტროს შესასვლელთან კარვები აქვთ გაშვლილი, ისინი საცხოვრებელი ფართის დაკმაყოფილებას თითქმის ერთი თვეა ითხოვენ. დევნილები პასუხისმგებლობას ეკატერინე ტიკარაძეს აკისრებენ, მისი თანამდებობიდან გადადგომასაც ითხოვენ, ამბობენ რომ მინისტრი დევნილების პრობლემებით არ დაინტერესებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6396195

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6396178

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6396031

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6395989

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6395988

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6395893

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6395779

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6395408

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6395268

12.10

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6395121

ტვ პირველი - დღის ამბები 22:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6395133

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6395238

ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6395101

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6395052

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6394818

მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6394569

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6394272

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6394194

მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6394189

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6394124

---

 

13.10.2019

არხი:    მთავარი არხი

გადაცემა: მთავარი ამბები 18:00

ამჯერად მეზობლების იმედად დარჩენილი კიდევ ერთი ოჯახი, ხობის რაიონი სოფელ შავღელეში მცხოვრბე შავაძეების 5 სულიან ოჯახს, ცხოვრება ფარდულში გაუსაძლის პირობებში უწევთ. 2 მცირეწლოვანის გაზრდას და გამოკვებას დედ-მამა მეზობლების მიწოდებული საკვებით ძლივს ახერხებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6396103

---

 

13.10.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე აღინიშნა თბილისში. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინსტრუქტორებმა საზოგადოებას პირველადი დახმარების სიმულაციური სწავლება ჩაუტარეს. მეხანძრე-მაშველების მიერ კი იმიტირებული სამაშველო ოპერაციები მოეწყო. კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე გაეროს გადაწყვეტილებით 1989 წელს დაარსდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6395947

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6395683

---

 

13.10.2019

არხი:    I არხი

გადაცემა: ახალი კვირა

ქალთა მიმართ ძალადობა. მკვლელობის დღეს, 11 ოქტომბერს 16:00 საათზე ყოფილი მეუღლეების ნათია გოგალაძისა და ირაკლი დეკანოიძის განქორწინების ბოლო სასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, მაგრამ განქორწინებამდე 4 საათით ადრე ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა. შს სამინისტრომ მოძალადე ქმარი გუშინ დააკავა. თემაზე მოკვლევა უკვე დაიწყო სახალხო დამცველის ოფისმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6396173

---

 

 

ინტერნეტი

15.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/568136-ekaterine-tikaraze-opicialuri-vizitis-parglebshi-chexetis-jandacvis-ministrs-shexvda

ეკატერინე ტიკარაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს ადამ ვიოტეხს შეხვდა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილი ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, ჩეხურმა მხარემ დელეგაციის წევრებს ჯანდაცვის სისტემის მართვის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ჯანდაცვის სამინისტრო წლებია აქტიურად თანამშრომლობს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების, მკურნალობისა და პრევენციის მიმართულებით. სამინისტროს ცნობით, უახლოეს მომავალში ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის გახსნაა დაგეგმილი. ასევე დაწყებულია ბავშვთა პალიატიური დაწესებულების მშენებლობა. ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი თბილისში რამდენიმე დღეში დაიწყება.

---

 

15.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/568118-ekaterine-tikaraze-evropashi-mcxovreb-kartvel-ekimebs-shexvda

ეკატერინე ტიკარაძე ევროპაში მცხოვრებ ქართველ ექიმებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ექიმებს შეხვდა. შეხვედრა პრაღაში, ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა. ორგანიზაცია საქართველოში მედიცინის სფეროს განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ღონისძიებაში მონაწილეობა 100-მდე ქართველმა ექიმმა და საქართველოდან ჩასულმა სტუდენტებმა მიიღეს. შეხვედრაზე ახალი პროექტების შემუშავებაზე და საქართველოში მცხოვრები სამედიცინო პერსონალის გადამზადების საკითხებზე ისაუბრეს. ექიმებმა სტუდენტებს ინოვაციური პროექტები გაუზიარეს, სტუდენტებმა კი თავიანთი ხედვები და ნამუშევრები წარმოადგინეს. „ეკატერინე ტიკარაძემ ევროპაში მცხოვრებ ქართველ ექიმებს სიტყვით მიმართა და სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი თავადაც საზღვარგარეთ გაატარა და კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვა“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ქართული დელეგაციის სხვა წევრები, ასევე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება მომავალ წელს ამსტერდამში გაიმართება.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/ekaterine-tikaradze-evropashi-mckhovreb-qartvel-eqimebs-shekhvda/

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=91363

---

 

15.10.2019

მედიასაშუალება:  https://1tv.ge/news/eqimta-uflebebis-dacvis-organizaciis-informaciit-sakeisro-kvetebis-gadacharbebuli-raodenobis-gamo-wels-tbilisshi-khuti-klinika-daikhura-da-17-dajarimda/

ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, საკეისრო კვეთების გადაჭარბებული რაოდენობის გამო, წელს თბილისში ხუთი კლინიკა დაიხურა და 17 დაჯარიმდა

ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე სალომე ლოლუა აცხადებს, რომ საკეისრო კვეთების გადაჭარბებული რაოდენობის მიზეზით, წელს მხოლოდ თბილისში ხუთი კლინიკა დაიხურა და 17 დაჯარიმდა. მისი თქმით, ჯარიმა 40 ათასი ლარიდან იწყება და 360 ათას ლარამდე აღწევს. ლოლუას თქმით, იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლობის გარეშე საკეისრო კვეთების რიცხვის შესამცირებლად რეგულაციები 2016 წლიდან აამოქმედა, საკეისრო კვეთების რიცხვი არ შემცირებულა. ასევე, მოიმატა გართულებული საკეისროების რიცხვმა. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საკეისრო კვეთების წილი არ უნდა აღემატებოდეს ქვეყნის 10,15 პროცენტიან ზღვარს. ოფიციალური მონაცემებით, 2017 წელს საკეისრო კვეთის ხვედრითი წილი საქართველოს მასშტაბით იყო 44.4 პროცენტი. ჯანმო-ს რეკომენდაციებს ვერ მივუახლოვდით, სამაგიეროდ გვაქვს დაჯარიმებული და დახურული კლინიკები“, – განაცხადა სალომე ლოლუამ.

---

 

15.10.2019

მედიასაშუალება:  http://medianews.ge/ge/tsvlilebebi-shromis-kanonmdeblobashi-gankhortsieldes-shesabamisi-analizis-safudzvelze-da-etapobrivad-biznes-asotsiatsia-gantskhadebas-avrtselebs/63153

ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში განხორციელდეს შესაბამისი ანალიზის საფუძველზე და ეტაპობრივად - ბიზნეს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „შრომის კოდექსის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებს ეხმაურება. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს შორის. „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, კიდევ ერთხელ ეხმიანება “შრომის კოდექსის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებს და მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს შორის. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას ქვეყანაში არსებული რეალობა, კერძოდ კი ეკონომიკის განვითარების დონე. ამასთან, ქართული ბიზნესი კარგად აცნობიერებს როგორც ევროკავშირთან დაახლოების პროცესის მნიშვნელობას, ასევე შრომითი ურთიერთობების სფეროში თანამედროვე სტანდარტების დანერგვის აუცილებლობას, რამაც საბოლოო ჯამში უნდა მიგვიყვანოს უფრო დაცულ, გარანტირებულ, უსაფრთხო სამუშაო ადგილებთან და მაღალშემოსავლიან დასაქმებულებთან. თუმცაღა, ცვლილებები უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს იმგვარად, რომ ერთი მხრივ, დაცული იყოს დასაქმებულთა უფლებები, ხოლო მეორე მხრივ, დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი ტვირთი არ დააწვეს კერძო ბიზნესსა თუ სახელმწიფო ბიუჯეტს“ , - ნათქვამის განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესი, უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებს ეტაპობრივ დაახლოებას, რაც ნიშნავს თავად პროცესის ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელების აუცილებლობას. „ამას გარდა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესი უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს ეტაპობრივ დაახლოებას, რაც ნიშნავს თავად პროცესის ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელების აუცილებლობას, მათ შორის დირექტივებით განსაზღვრული მოთხოვნების ადეკვატურ შეფასებას და ამავე დირექტივებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და დათქმების მაქსიმალურად გამოყენებას. უფრო მეტიც, საერთაშორისო ვალდებულებები და ევრო-დირექტივები თავისთავად გულისხმობენ და მოიცავენ დაახლოების პროცესის მიმდინარეობას, რაც ქვეყანას დამატებით ლავირების საშუალებას აძლევს, რათა ნებისმიერი ნორმა იყოს თანხვედრაში და შესაბამისობაში ამათუ იმ ქვეყნის სპეციფიკასთან, მოცემულ მომენტში ეკონომიკის განვითარების დონესთან და სხვა. ჩვენს მიერ მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოთავზებული ზოგიერთი ცვლილება საერთოდ სცდება ევრო-დირექტივების ფარგლებს და ასევე არ არის გამოყენებული ზემოთ აღნიშული ლავირების შესაძლებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრინციპული პოზიციაა, რომ ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში, განხორციელდეს შესაბამისი ანალიზის საფუძველზე და ეტაპობრივად, რაც საშუალებას მოგვცემს, რეგულატორული პოლიტიკა იყოს ეფექტური, არ განვახორციელოთ გაუმართლებელი ტვირთის დაწესება ბიზნესისა და სახელმწიფოსათვის და ამავდროულად დავრჩეთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცესის ფარგლებში“, - აცხადებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/568089-sakartvelos-biznes-asociacia-shromis-kodeksshi-cvlilebebtan-dakavshirebit-gancxadebas-avrcelebs

---

 

15.10.2019

მედიასაშუალება:  https://www.primetime.ge/news/1571120805-%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90

ქობულეთში ბაზის ნაკბენის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა

ქობულეთში, სოფელ შუაღელეში 57 წლის მამაკაცი ბაზმა დაკბინა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ მამაკაცი სასიმინდეში ავიდა, სადაც ბაზებს ბუდე ჰქონდათ გაკეთებული. უკან ჩამოსულმა კი თქვა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. მწერმა მას რამდენიმე ადგილას უკბინა. სოფელში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს, თუმცა მედიკოსების მისვლამდე მამაკაცი დაიღუპა. ბოლო პერიოდში მოქალაქეები საცხოვრებელი სახლების ახლოს, ბაზების სიმრავლეს უჩივიან. გახშირდა დაკბენის შემთხვევებიც. მოსახლეობა მწერს საკუთარი ძალებით ებრძვის. გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ სოფელში, თითქმის ყველა ეზოში აქვს ბაზებს ბუდე, რაც ძალიან საშიშია. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქობულეთის მერიას დაუკავშირდა, უწყებაში აზუსტებენ ბაზების შესაწამლად თუ მოქმედებს რაიმე ტიპის პროგრამა და რამდენად ხელმისაწვდომია ის მოქალაქეებისთვის. რამდენიმე კვირის წინ, შუახევის ერთ-ერთი სკოლის ეზოში ბაზმა მოსწავლე თავის არეში დაკბინა. მას სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაუწიეს. ცნობილია, რომ ბაზის ნაკბენი საგანგაშოა ალერგიული ადამიანებისთვის. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს.

---

 

14.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/568037-jandacvis-saministrostan-devnilebis-akcia-grzeldeba

ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების აქცია გრძელდება

ჯანდაცვის სამინისტროსთან 28-ე დღეა დევნილები აქციას მართავენ და საცხოვრებლებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ერთ-ერთ დევნილს გაგრიდან, თენგიზ ცინდელიანს, უწყების წინ კარავი აქვს გაშლილი. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მანამ არ დატოვებს კარავს, ვიდრე თითოეული ოჯახის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მისივე თქმით, აღნიშნული 59 ოჯახიდან არც ერთს არ მიუღია ბინა და რაიმე ფულადი დახმარება, გარდა მიზერული 45 ლარისა. „ზოგიერთი ნათესავთან ცხოვრობდა, ჩვენ მაგალითად, ქირით ვცხოვრობდით, მაგრამ ყველას თავისი ჭერი ხომ უნდა. ხედავთ, თბილისში რაც ხდება. ბინის ქირა იზრდება და ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ გადავიხადოთ. სამინისტრო ვითომ იწყებს ხოლმე გადახდას, მაგრამ მერე რაღაც გამოსავალს ეძებენ სათავისოდ, რომ შეწყვიტონ გადახდა", - აღნიშნა ცინდელიანმა. მისივე თქმით, დევნილებმა მინისტრს 6- პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნეს, თუმცა „მან დევნილებთან პირადად შეხვედრა არ ისურვა“. „მოადგილეები გამოგვიგზავნა, მაგრამ ისინი რასაც ამბობენ, არის კანონმდებლობის უხეში დარღვევა. ამ ქულებს და კრიტერიუმებს ისე ათამაშებენ, როგორც უნდათ. საქართველოს კანონმდებლობაში წერია, რომ ყველა დევნილი სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს ბინით. ამას არ აკეთებენ. მანამ არ შევწყვეტთ აქციას, სანამ კანონით რაც გვეკუთვნის, არ მივიღებთ", - განაცხადა ცინდელიანმა.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/507312

---

 

14.10.2019

მედიასაშუალება: http://ghn.ge/news/233901-devnilebi-jandatsvis-saministros-komisiis-tsevrebs-koruftsiashi-adanashauleben

დევნილები ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის წევრებს კორუფციაში ადანაშაულებენ

29-ე დღეა ჯანდაცვის სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. დევნილები ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის წევრებს, რომლებიც ფართების განაწილების საკითხს სწავლობენ, კორუფციაში ადანაშაულებენ. ისინი მოითხოვენ, შეიქმნას ახალი კომისია და ბინებით დროულად დაკმაყოფილდნენ. დევნილები არ გამორიცხავენ დავა სასამართლოში გაგრძელონ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ან ბინებით დააკმაყოფილონ, ან წერილობით უპასუხონ რატომ არ ეკუთვნით ბინა. დევნილები შიმშილობის განახლებას აანონსებენ. ცნობისთვის, უკვე 29-ე დღეა იძულებით გადაადგილებულები ბინებს ითხოვენ და სამინისტროს შენობაში აქციას მართავენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების ნაწილმა სამინისტროსთან კარავი გაშალა.

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=216238-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98

---

 

14.10.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/tengiz-cercvadze-saqartveloshi-c-hepatitis-gankurnebis-sarekordo-machvenebeli-gvaqvs

თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში C ჰეპატიტის განკურნების სარეკორდო მაჩვენებელი გვაქვს

საქართველოში C ჰეპატიტის განკურნების სარეკორდო მაჩვენებელი გვაქვს – 98.7 პროცენტი, ხოლო შიდსით ავადმყოფებში განკურნების მაჩვენებლი 95.6 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აივ შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კონფერენციის „C ჰეპატიტის მიკრო-ელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში“ დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია, განხორციელდეს მიკროელიმინაციები ცალკეულ ფოკუს ჯგუფებში. „შედეგები ჯერ კარგია. თუ C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებლები მსოფლიოში სარეკორდო გვაქვს – 98.7%, შიდსით ავადმყოფებში ეს შედარებით დაბალია, მაგრამ 95,6 % შიდსიანებისთვისაც მაღალი მაჩვენებელია. შიდსიანები უნდა გამოვავლინოთ და ყველა მათგანში С ჰეპატიტი განვკურნოთ. ეს არის ამ პროგრამის მიზანი“, – განაცხადა თენგის ცერცვაძემ. კონფერენციაში დარგის სპეციალისტებთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ. ორგანიზატორების თქმით, კონფერენცია ხელს შეუწყობს აივ/შიდსისა და C ჰეპატიტის დარგების შემდგომ განვითარებას. ასევე მათი თქმით, მსგავსი შეხვედრები დაეხმარება ელიმინაციის სამიზნეების მიღწევას, როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად დასავლეთ ევროპის რეგიონში. კონფერენცია ორდღიანია და ხვალ დასრულდება.

ბიეფემ.ჯი-  http://bfm.ge/tengiz-cercvadze-saqartveloshi-c-hepatitis-gankurnebis-sarekordo-machvenebeli-gvaqvs/

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/567983-tengiz-cercvaze-unda-gamovavlinot-isini-romlebmac-ar-ician-rom-shidsi-akvt-da-qvela-matgani-c-hepatitisgan-ganvkurnot

---

 

13.10.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/tv-inner/cvlilebebi-jandacvashi/15297

ცვლილებები ჯანდაცვაში

2017-2018 წლების პერიოდში ხელისუფლების მიერ პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები მზარდია. ყველაზე მეტი - 73 თანამშრომელი, მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას  თავდაცვის სამინისტრო მოსდევს.

---

 

13.10.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/sagangebo-situatsiebis-koordinatsiisa-da-gadaudebeli-dakhmarebis-tsentrma-katastrophis-riskis-shemtsirebis-dghe-aghnishna/

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა კატასტროფის რისკის შემცირების დღე აღნიშნა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აღნიშნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, „თბილისი მოლში“ გამართულ ღონისძიებაზე საგანგებო შემთხვევებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის იმიტირებული ოპერაცია ჩატარდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინსტრუქტორებმა დაინტერესებულ პირებს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მულაჟზე მანიპულაციების საშუალებით ასწავლეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ასევე მოეწყო იმიტირებული სამაშველო ღონისძიებები. „გაეროსა“ და „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა კი სტუმრებს კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ დეტალური ინფორმაცია სპეციალურად მოწყობილი სტენდებიდან მიაწოდეს. კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 9 საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო. უწყების ცნობით, ღონისძიება მიზნად ისახავდა კატასტროფის რისკის შემცირებისა და მასზე რეაგირების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1989 წელს დაარსდა და საქართველოში 2015 წლიდან აღინიშნება.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/567957-sagangebo-situaciebis-koordinaciis-centrma-katastropis-riskis-shemcirebis-saertashoriso-dge-saxelmcipo-ucqebebtan-da-saertashoriso-organizaciebtan-ertad-agnishna

---

 

12.10.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=216177-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D,%20%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

ჩვენ ვართ შეურაცხყოფილები, ყველას დაგვცინეს და სულში ჩაგვაფურთხეს" - ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილთა პროტესტი არ ცხრება

ჯანდაცვის სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილების პროტესტი თიოთქმის ერთი თვეა გრძელდება. იძულებით გადაადგილებული პირები ბინებით დაკმაყოფილებას უშედეგოდ ითხოვენ და აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ. დევნილები კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სამინისტრო ბინებს ყიდის. დევნილები საცხოვრებლით უზრუნველყოფას და იმ კრიტერიუმების გარკვევას ითხოვენ, რომლის გამოც ისინი სიაში ვერ მოხვდნენ. "ჩვენ გვინდა ჩვენი კანონიერი ფართები მიღება, რასაც უკვე წლებია ველოდებით. 27 დღეა აქ ვიმყოფებით და არავინ გამოგვხმაურებია. ჩვენ გვეგონა, რომ სიები დაიდო გუშინ და ეს სიები იქნებოდა კანონიერი მაგრამ არა. ჩვენ შორის არიან ინვალიდები, სიმსივნით დაავადებულები, მცირეწლოვნები. ჩვენ ვართ შეურაცხყოფილები, ყველას დაგვცინეს. პირდაპირ ვიძახით დევნილთა სამინისტროში მაკლერების უფროსი სიმონიშვილი უნდა გადადგეს და ასევე უნდა გადადგეს მინისტრი, რომელიც ერთხელა არ შეხვედრია ადამიანებს, რომლებიც თავის კანონიერ საცხოვრისს ითხოვენ. ჩვცენ არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ პროტესტს მანამ სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული" - აცხადებს აქციის მონაწილე. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, პრიორიტეტი და რიგითობა ქულათა სისტემამ განსაზღვრა. რაც შეეხება მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნას, ტიკარაძის მოადგილის განმარტებით ბინების გადაცემის პროცესი მინისტრის კომპეტენციაა არ არის.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/devnilebis-aqtsia-satskhovrebeli-pharthebis-dakmaqhophilebis-mothkhiovnith-grdzeldeba/

---

 

12.10.2019

მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=91290

ჯანდაცვის სამინისტრო - დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცათ

ოკუპირებული ტერიტორიებიდანდ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ქულათა სისტემამ განსაზღვრა რიგითობა, თუ რომელი ოჯახი საჭიროებდა პირველ რიგში, საცხოვრებლით უზრუნველყოფას. აქციის 30-მდე მონაწილედან შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება 2-მა პირმა შეძლო, რომელთაც 3 ოთახიანი ბინები გადაეცემათ. „საცხოვრებელი ფართების რაოდენობისა და არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, ერთოთახიანი ბინები გადაეცათ 6 ან მეტი ქულის მქონე დევნილ ოჯახებს, ოროთახიანი ბინები - 9 ან მეტი, სამოთახიანი - 3 ან მეტი, ოთხოთახიანი ბინები კი - 7,5 ან მეტი ქულის მქონე დევნილ ოჯახებს. ამ ეტაპზე, აქციის მონაწილე იძულებით გადაადგილებულ პირთა უმეტესობას ბინის მისაღებად, საკმარისი ქულა არ აღმოაჩნდა და შესაბამისად, საცხოვრებელი ფართები, მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა. ამას გარდა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონში არის დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი - აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა. გარდა ამისა, აქციის მონაწილე დევნილების ნაწილი არ არის რეგისტრირებული თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე და კანონის შესაბამისად, ისინი დედაქალაქში ბინებს მომდევნო ეტაპზეც ვერ მიიღებენ, მათ შეუძლიათ განაცხადები რეგიონებში არსებულ ბინებზე შეავსონ ან ისარგებლონ „სოფლად სახლის“ პროექტით. დარჩენილ 273 ბინაზე დამატებითი განაცხადების მიღება 15 ოქტომბრიდან დაიწყება და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით, არსებულ იუსტიციის სახლებში შეეძლებათ. ბინები წლის ბოლოს განაწილდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

---

 

12.10.2019

მედიასაშუალება: http://pia.ge/post/286521-jandacvis-ministris-moadgile-binebi-ganawilda-im-kriteriumebit-rac-saministrosi-arsebobs

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ბინები განაწილდა იმ კრიტერიუმებით რაც სამინისტროში არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, ბინები სწორად იმ ოჯახებმა მიიღო რომელთა, სოციალური მდგომარება შეესაბამებოდა დადგენილ კრიტერიუმებს. მინისტრის მოადგილის თქმით, შესაძლებელია მეორე ან მესამე ტალღაზე სხვა ოჯახებიც დაკმაყოფილდნენ. "ვიხელმძღვანელეთ, იმ პარამეტრებით რომლითაც სამინისტრო ზოგადად ხელმძღვანელობს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ, იმ კირეტერიუმებით, რაც ზუსტად ასახავს მათ სოციალურ მდგომარებას და სტატუს. დღევანდელ ცხოვრებაში, ეს ქულები არ არის ერთიანობაში დაწერილი, ეს არის ლოტებად ჩაშლილი. შესაბამისად თითოეულ, ამ ლოტს ახლავს თავისი მოთხოვნა, თუ ბინა არის ბევრი და მოთხოვნა არის ცოტა შესაბამისად სამ ოთახიანი შეიძლება განაწილდეს სამქულიანზე, თუ მოთხოვნა არის დიდი და მაგალითად ერთ ოთახიანის რაოდენობა არის ცოტა შესაბამისად ნაწილდება მაღალ ქულიანთან. შესაძლებელია მეორე ან მესამე ტალღაზე, სხვა ოჯახები დაკმაყოფილდნენ მაგრამ, იმ კრეტერიუმებიდან გამომდინარე რაც არსებობს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა. მას შემდეგ რაც გუშინ სამინისტრომ დასახმარებელთა სიები გამოაქვეყნა და დევნილებმა საკუთარი გვერები ვერ იპოვეს აქციიეს ერთ-ერთმა მონაწილემ თვითმკვლელობა სცადა, დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან საცხოვრებელ ფართის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით 26-ე დღეა შიმშილბენ.

---

 

12.10.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/286514--baqsvudis-saertasoriso-skolis-personals-pirveladi-daxmarebis-treningebi-cautares

"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის" პერსონალს პირველადი დახმარების ტრენინგები ჩაუტარეს

ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინსტრუქტორებმა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის მასწავლებლებსა და უსაფრთხოების დაცვის წევრებს გადაუდებელი დახმარების შესახებ სწავლება ჩაუტარეს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მსმენელებმა ტრენინგების საშუალებით მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დაეხმარონ დაშავებულს სასწრაფოს ეკიპაჟის მისვლამდე, გონების კარგვის, გულის გაჩერების, ტრავმის მიღების, სასუნთქი გზების დახშობისა და ინტოქსიკაციის შემთხვევაში. პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სწავლება ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და შესაბამისი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=91295

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/567861-sagangebo-situaciebis-koordinaciisa-da-gadaudebeli-daxmarebis-centris-instruktorebma-baksvudis-saertashoriso-skolis-personals-pirveladi-daxmarebis-treningebi-chautares

---

 

11.10.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/567818-jandacvis-saministro-saertashoriso-gamchvirvaloba-sakartvelos-mier-gavrcelebul-inpormacias-exmaureba?fbclid=IwAR0fiJiNZGToiZf8-AR1qGwToHv3JCcX7Gkd8mo98S0ToLDEBOZu14hXSHo

ჯანდაცვის სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ჯანდაცვის სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყების განმარტებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, 2018 წლის მონაცემებით, 73 თანამშრომელია დასაქმებული. უწყებაში განმარტავენ, რომ „გამჭვირვალობის“ მიერ ანგარიშში დასახელებულ რაოდენობაში შედიან სახელმწიფო დაწესებულებების ცხელი ხაზის და საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომლებიც, რომლებიც ყოველდღიურ და რიგ შემთხვევებში, 24 საათის განმავლობაში უწევენ მომსახურებას საქართველოს მოქალაქეებს. „დღეის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულია სულ 64 თანამშრომელი. დეპარტამენტი მოიცავს ორ სამმართველოს, მათ შორის ცხელ ხაზს. 1. მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო, სადაც დასაქმებულია - 12 პირი; 2. ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო, სადაც დასაქმებულია - 52 პირი. აქედან, ცხელ ხაზს ემსახურება - 39 პირი, მოქალაქეთა მისაღებს - 6 პირი, საჯარო ინფორმაციის გაცემას უზრუნველყოფს - 3 პირი, ხოლო ღონისძიებების დაგეგმვის მიმართულებით დასაქმებულია - 3 პირი. ამჟამად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს სტრუქტურული რეორგანიზაცია,“-აცხადებენ სამინისტროში.

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/jandacvis-saministro-ti-s-kvlevas-exmaureba-/41738

---

 

11.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/567809-komisiam-tbilisshi-devnili-ojaxebistvis-binebis-ganacilebis-procesi-daasrula?fbclid=IwAR3qobGTdcdcHU49b5FQ0b9b2bN1NW5ayQZnTS2lA-aGC8_uz-RZATAtImQ

კომისიამ, თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების პროცესი დაასრულა

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, თბილისში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების პროცესი დაასრულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. კომისიის შემადგენლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები შედიან. მათივე ინფორმაცით, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინა, 686 დევნილ ოჯახს გადაეცემა. აქედან, 215 ერთოთახიანია, 143 ოროთახიანი, 305 სამოთახიანი, 23 კი ოთხოთახიანი. მათივე ცნობით, კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, ნგრევადი და სახელმწიფო მნიშვნელობის 24 ობიექტი დაიხურება და იქ მცხოვრებ 256 ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა. ასევე, დევნილი ოჯახები, ბინებს, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირებების საფუძველზეც მიიღებენ. „დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ, სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, ჯამში, მონიტორინგის ჯგუფების მიერ გადამოწმებული 1375 განაცხადი განიხილა. არსებული 959 ბინიდან, 273 ბინის განაწილება გადავადდა, რადგან განაცხადებში მითითებული გარკვეული ინფორმაცია არ დადასტურდა და საჭიროებს დამატებით გადამოწმებას. დარჩენილ ბინებზე დამატებითი განაცხადების მიღება 15 ოქტომბრიდან დაიწყება და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით, არსებულ იუსტიციის სახლებში შეეძლებათ. ბინები წლის ბოლოს განაწილდება. დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლებისთვის გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება. 2020 წლის ბიუჯეტში, ამ მიმართულებით, 67 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თბილისის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობს ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=91279&fbclid=IwAR3IsbmmUl6Tonu0Aav8FCbKCmsd7_VtF-f_XwUC4rVd2IuF906E6SEfpq4

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1570801599-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90?fbclid=IwAR31vHC6h5m96fJ0d8bLKdTzJWYaWG1TeLTIpT2Hkvlb5cLoNVJO41mOONc

პია.ჯი- http://pia.ge/post/286439-tbilissi-devnili-ojaxebistvis-binebis-ganawilebis-procesi-daasrulda?fbclid=IwAR1Rd2-hqhScy6bKyT6TSS1XePG_guwfXYJSz0-Vv775748nC5tPZof85pI

1ტვ.ჯი- http://kvira.ge/506833?fbclid=IwAR01o7mz7btCir6ebOuhfZp_2WV0Cj_TbHbDUqe5a3wnjs5uhoWEiUxBH-s

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

15.10.2019

მედისაშუალება:      ქრონიკა+

რა მიზეზებით შეიძლება შეწყდეს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა 2020 წელს?!

დღეს ღიად საუბრობენ, რომ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის სისტემა 2020 წლიდან შეწყდება, უფრო სწორად, შედარებით უმტკივნეულო ტერმინოლოგიას რომ მივმართო - შეიცვლება. მიზეზი დიდ ახსნა-განმარტებას არ მოითხოვს - ფული აღარ არის! ქვეყნის ბიუჯეტი სრულ კოლაფსს განიცდის. დოლარს სამ ლარზე ძლივს იჭერენ, არადა, მთლიანი სადაზღვეო სისტემა სწორედ ამ ბალანსზეა დაფუძნებული. სავარაუდოდ, ჯანდაცვის ამჟამინდელი მინისტრის, ეკა ტიკარაძე, ისევე ერკვევა ხსნებეულ სისტემაში, როგორც თერმობირთვულ ფიზიკაში. სამინისტროს ის კონტიგენტი, რომელიც მეტ-ნაკლებად, ერკვეოდა სადაზღვეო სისტემაში ან დახსნეს, ან დაიჭირეს. მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს, თუ როგორი ჯანდაცვის სისტემას უნდა ელოდნენ ახალი წლიდან, პრეისტორიით დავიწყებთ. 1991-1994 წლებში საქართველოში ინერციით მუშაობდა ჯანდაცვის ძველი, "სემაშკოს" მოდელი. 1195-1997 წლებში სახელმწიფომ სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემა შემოიღო, მოგვიანებით კი - სოციალური დაზღვევის სისტემა. 1995 წლიდან სამედიცინო მომსახურების მიწოდებლებს სრული ფინანსური დამოუკიდებლობა და მართვის თავისუფლების მიენიჭათ. 1997 წლისთვის სრულად იქნა პრივატიზებული სტომატოლოგიური სერვისების მიმწოდებელი და ფარმაცევტული დაწსებულებები. 2002 წლის ბოლოს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შესატანი შეიცვალა სოციალური დაზღვევის შესატანი შეიცვალა სოციალური დაზღვევის გადასახადით, ამასთან, თითოეულ ფიზიკურ პირზე თვეში არანაკლებ 16 ლარისა უნდა ჩარიცხულიყო. 2007 წელს დამტკიცდა "ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა", რომლის მიხედვითც ქვეყანას უნდა ჰქონოდა კერძო სექტორის მიერ მართული 100 ზოგადი და მრავალპროფილიანი საავადმყოფო 7800 საწოლით. 2007 წლიდავე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყო ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ახალი ტალღა, რომლის ძირითადი პრიორიტეტი იყო კერძო სადაზღვეო ბაზრის განვითარება. სადაზღვეო კომპანიებისთვის დაინერგა "წინასწარი გადახდის" სქემები და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ყოველთვიურად ერიცხებოდათ პრემიები დაზღვეული მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად. პრინციპში, ამ სისტემამ ცუდად არ იმუშავა და უკვე, 2010 წელს, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში კონკურსისის წესით შერჩეულ სადაზღვეო კომპანიებს საავადმყოფოების მშენებლობა და რეაბილიტაცია დაევალა. 2018 წლიდან ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში სახელმწიფოს კურსის მკვეთრად შეიცვალა. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ქვეყნისთვის მიეცა ის, რის უფლებასაც საკუთარ თავს ყველ;აზე განვითარებული ქვეყნებიც არ აძლევენ, მათ შორის, არც ამერიკის შეერთებული შტატები. საუბარია უფასო სამედიცინო დაზღვევაზე! 2013 წლის 28 თებერვლიდან დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობდა ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე მოსახლეობის მოცვას მინიმალური პაკეტით. მხოლოდ წლების შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს იყო შეცდომა! საკუთრების ფორმის მიხედვით, ქვეყანაში არსებული ჰოსპიტალური ქსელის სურათი რადიკალურად განსხვავდება მსოფლიოს განვითარებულ თუ განვიტარებად ქვეყნებში არსებულისგან. სულ ერთი წუთით გადავხედოთ აშშ-ს მაგალითს, რომელსაც დიდი რაოდენობით მუნიციპალური კლინიკის ქონის მიუხედავად, ჯანდაცვის კონგრესისი აზრით, ამერიკის ბიუჯეტი ვერ გასწვდება ამას. საქართველოში კი გასწვდება - ასე ჩათვალა ივანიშილმა, მოსვლისთანავე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, უმრავლეს ქვეყანაშ ჯანდაცვა სახელმწიფო სახსრებიდან ფინანსდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აშშ-ს პირველი ადგილი მიანიჭა ისეთ პარამეტრებში, როგორიცაა პაციენტის საჭიროებაზე მორგებული მომსახურება. დავუბრუდეთ საქართველოს ჯანდაცვას! ორი წლის წინ პარლამეტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძემ ღიად მიუთითა მთავრობას, რომ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის მოდელში ან ხარჯები უნდა შეემცირებინათ, ან კურსი შეეცვალათ. იყო იქ საუბარი იმაზე, რომ რეფორმა შესაძლოა, ჩავარდნილიყო, მაგრამ სერგეენკოს არაფრის გაგონება არ სურდა. მედალს, რომლის მიხედვითაც დღეს ყველას უფინანსდება გარკვეული ტიპის სამედიცინო მომსახურება, აქვს მეორე მხარე - ეს არის სამედიცინო სერვისების უხარისხობა! მეტიც, ჯანდაცვის საყოველთაო სისტემამ საქართველოში გაწეული სამედიცინო სერვისების ხარისხი მნიშნელოვნად დაბლა დაწია. სტატისტიკას თუ მივმართავთ, არასწორად დასმული დიაგნოზები და ჰიპერდიაგნოსტიკა - გვერდიგვერდ მიდის! არასოდეს ყოფილა ამდენი პაციენტის გადინება უცხოეთში საქართველოდან, როგორც დღეს - 2019-2020 წლების მიჯნაზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6398729&name=15.10.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

15.10.2019

მედისაშუალება: რეზონანსი

როდიდან გაიყიდება თურქეთიდან შემოტანილი წამლები "თავის ფასში"?

როდის დაიწყება თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების `თავის ფასში~ გაყოდვა, ჯერ უცნობია. აქციის ორგანიზატორი, პარტია "თავისუფალი საქართველო" ერთი მხრივ, ლიცენზიის მოპოვებასა და აფთიაქის გახსნაზე მუშაობს, მეორე მხრივ კი მოლაპარაკებას აწარმოებს არაბრენდირებულ ფარმაცევტულ ობიექტებთან, რომ წამლები მინიმალურ ფასად გაიყიდოს. როგორც კახა კუკავა აცხადებს, მოსახლეობიდან ინტერესი დიდია და ყოველდღე უამრავი ადამიანი რეკავს. ,,წამლის ფასი 500%-იანი ნამატით", - ასეთია პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური აქციით ფარმეცევტულ ბიზნესში გამოვლენილი ფაქტი. შეიძლება, ეს პარტიის მხრიდან პოპულისტური სვლაა, მაგრამ ნათლად ასახავს იმ ვითარებას, რაც დღეს სააფთიაქო ქსელებშია. როგორც პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, მათი მცდელობა იყო, სააფთიქო ქსელებში არსებული ვითარება და მათი საფასო პოლიტიკა გაეშიშვლებინათ. მართალია, ამაზე მოსახლეობამ ისედაც იცის, თუმცა პოლიტიკური პარტიის მცდელობაა, დაანახოს ხალხს, როგორია წამლის ფასი მეზობელ რეგიონში და რა მოგების მარჟაზე გადიან ქართული კომპანიები გაღარიბებული მოსახლეობის ხარჯზე. ამ მიზნით „თავისუფალი საქართველომ“ მედიკამენტები თურქეთიდან იმაზე დაბალ ფასად შემოიტანა, ვიდრე საქართველოში იყიდება. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ეს წამლები ჯერჯერობით არ იყიდება, რადგან ლიცენზია არ აქვთ. პარტიის ლიდერი კახა კუკავა ფიქრობს, რომ მათ მიერ დაწყებული კამპანია შედეგს მოიტანს, თუკი წამლების რეალიზაციას მცირე აფთიაქების საშუალებით მოახდენენ, რადგან სხვა დიდი კომპანიებიც იძულებულები გახდებიან, ფასები დააკლონ. ,,ლიცენზია ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ რამდენიმე პრეპარატი, ერთეულის სახით რამდენიმე ოჯახს გადავეცით. პირველ ეტაპზე შეიძლება ოფისიდან გავყიდოთ, მაგრამ შეიძლება მცირე აფთიაქიც გავხსნათ, რომელიც ფუნქციონირებას ოფისშიც დაიწყებს. შემოტანასთან დაკავშირებით განაცხადი წამლის სააგენტოში შეტანილი გვაქვს. როდესაც ამის ნებართვას მივიღებთ, იმპორტსაც მარტივად დავიწყებთ. ბუნებრივია, მოთხოვნა ძალიან დიდია და ყოველდღე უამრავი ადამიანი რეკავს. არანაირი მოგება არ გვაქვს, პოლიტიკური აქციაა, არაკომერციული პროცესია, რადგან მედიკამენტებს გავყიდით ზუსტად იმ ფასებში, რაც ღირს თურქეთში“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონასს" კუკავამ. პარტიაში ამბობენ, რომ აქციამ თავისი ,,სათქმელი თქვა", აჩვენა სიმართლე და ახლა უკვე ჯერი ბიზნესზეა - გააგრძელებენ მოსახლეობის ყვლეფას თუ ფასს შეამცირებენ. ,,საქართველოში სიღარიბე ყველა ზღვარს გასცდა, ხალხი მასიურად დაავადებულია. მთელ ქუთაისში 8 აფთიაქი და 250 ათასი მცხოვრები იყო, ახლა, ალბათ, 800 აფთიაქია და 110 ათასი მოსახლე, კატასტროფული ვითარებაა. თანაც, აფთიქებში მუდმივად რიგია, წამლების ბიზნესი ზემომგებიანი გახდა, რადგან მოხმარება მატულობს და ამით არაკეთისლინდიეიერი ადამიანები სარგებლობენ. რასაც დღეს აფთიაქებში ვუყურებთ, არანორმალური მოვლენაა. აუცილებლობა იყო, გვეჩვენებინა რა ზემოგებებზე მუშაობს ეს ბიზნესი, სხვა მიზანი არ გვქონია. პოლიტიკური კამპანიაა, რომელმაც თავისი დანიშნულება შეასრულა და ხალხს სიმართლე ვაჩვენეთ. ჩვენი ამოცანა არ არის წამლების შემოტანა, მაგრამ ხელისუფლებას, ადამიანებს დავანახეთ, რომ არ შეიძლება აფთიაქებმა კატასტროფული ზემოგებით იმუშაონ. ხელმისაწვდომი უნდა იყოს წამალი მოსახლეობისთვის, მაგრამ ესენი 200-300%-იან მოგებაზე გადიან. მეტიც, როცა 5 ლარიანი წამალი 25 ლარად იყიდება, უკვე 400%-იანი მოგებაა და ბევრია ასეთი ფაქტი. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ფასის დაწევა შესაძლებელია, მაგრამ ატყავებენ ხალხს სანამ გაუვათ! ლიცენზიის მოპოვება გვინდა. არაბრენდირებულ აფთიაქებთან უკვე გვაქვს საუბარი. ახლა ჩვენს მიერ შემოტანილი წამლები არ იყიდება, მაგრამ ვცდილობთ, რომ რეალზიაცია დავაკანონოთ", - განუცხადა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა გოგი წულაიამ ,,ბიზნეს-რეზონანსს". ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს წამლის ფასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე დამოკდიებულება აქვთ, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ეს საკითხი პოპულიზმის დონეზე არ უნდა წყდებოდეს. ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტის სერგო ჩიხლაძის თქმით, აუცილებელია ექსპერტების და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ჩართვა, რომ კონკრეტული მექანიზმი შემუშავდეს, რითაც პრობლემა გადაიჭრება. ,,აფთიაქები მაღალ მოგებაზე მუშაობენ, ეს ცნობილი ფაქტია, მაგრამ როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს. კომერციული ინეტერესები იმდენად დიდია, რომ მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები შეღავათზე არ წამოვლენ. აქ სხვა მექანიზმია შესამუშავებელი. არის ყველა რესურსი, რომ მედიკამენტები შედარებით ნაკლები მოგებით გაიყიდოს. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიის ინიციატივას, ამის შეფასება გამიჭირდება. ერთია ნება - განაცხადო, რომ ფასი შესამცირებელია, მაგრამ მეორეა კონკრეტული გზა. წამალი რომ 300%-იანი მოგებით იყიდება, 20 წელია ისედაც ყველამ ვიცით. მნიშვნელოვანია სპეციალისტების ჩართვა და ძალიან აქტიური მუშაობა. პოლიტიკური პოპულიზმი ამ საკითხს ვერ მოაგვარებს", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას სერგო ჩიხლაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6398635&name=15.10.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

14.10.2019

მედისაშუალება:      ბანკები და ფინანსები

"შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ! - საქართველოში დამზადებული "კაპტოპრილი" 12.80 ლარი ღირს, რუსეთში - 1.90 ლარი"

„ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ და დეპუტატმა მირიან წიკლაურმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს, რომელიც მედიკამენტების ფასებს ეხება. პრესკონფერენციაზე ჯონდი ბაღათურიამ პარტიის მიერ ჩატარებული კვლევა წარადგინა, რომელიც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში მედიკამენტებზე ფასების სხვაობას ასახავს. ,,შევისწავლეთ, მეზობელ ქვეყნებში, თურქეთში, რუსეთსა და საქართველოში, სააფთიაქო ქსელში სამომხმარებლო ბაზარი. ამჟამად, ჩვენი წარმომადგენლები სწავლობენ სომხეთისა და აზერბაიჯანის სამომხმარებლო ბაზარს, სადაც კატასტროფაა. საქართველოში დამზადებული წამალი ორჯერ იაფი ღირს, ვიდრე სომხეთში. დანაშაულებრივი შედეგებია საქართველოს სააფთიაქო ქსელში შექმნილი ვითარების თვალსაზრისით. ორი სახის „კაპტოპრილს“ წარმოგიდგენთ, რომელიც არის წნევის მარეგულირებელი წამალი, რასაც ყველაზე მოწყვლადი ფენა მოიხმარს. საქართველოში დამზადებული „კაპტოპრილის“ ფასი არის – 12 ლარი და 80 თეთრი, რუსეთში ნაყიდი „კაპტოპრილი“ კი ღირს – ერთი ლარი და 90 თეთრი. ფასებს შორის განსხვავება 673 პროცენტია. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა 25-მილიგრამიან „კაპტოპრილზე“; მისი ფასი საქართველოში 9 ლარი და 70 თეთრია, ხოლო რუსეთში – 77 თეთრია. განსხვავებაარის 1260 პროცენტი. საქართველოში დამზადებული წნევის წამალი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე რუსეთში. ზუსტად იგივე ფასებია თურქეთშიც. იგივე ხდება „კარდიომაგნილზეც“, მისი ფასის სხვაობა 180 პროცენტამდეა. პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ. მორალური კატეგორიით თუ ვიტყვით, ეს უსინდისობაა, სამართლებრივად კი, სისხლის სამართლის დანაშაულია, რადგან კარტერული შეთანხმებაა ფასებით ხალხის წინააღმდეგ”, – განაცხადა ბაღათურიამ. „მირიან წიკლაურთან ერთად კანონპროექტი მოვამზადეთ, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკას ეყრდნობა, სადაც პირდაპირი რეგულაციებია დაწესებული მედიკამენტების ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე; ეს ეხება დამზადების ეტაპს, საბითუმო და საცალო ვაჭრობას. კერძოდ, სახელმწიფო ადგენს ბარჟას, რამხელა ბარჟა შეიძლება, ჰქონდეს ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე მედიკამენტებს და რამდენი შეიძლება, დაემატოს მედიკამენტის საწყის ფასს. ანუ, თუ მედიკამენტი ჯდება ლარი, მთავრობა დააწესებს მაგალითად ერთ ლარსა და 50 თეთრს და არა – 13 ლარს. ეს არ არის შამპანურის წარმოება, ეს არის ფარმაცევტია. ამით მთავრობა საკუთარ მოსახლეობას ზედმეტი ხარჯისგან დაიცავს“, – დასძინა ბაღათურიამ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6397063&name=14.10.2019+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

14.10.2019

მედისაშუალება: კვირის პალიტრა

"შვილად აყვანის მსურველად დარეგისტრირება არ არის შვილად აყვანის გარანტია"

"წელს გასაშვილებელი 212 ბავშვია და მათგან 153 უნარშეზღუდული. ასეთი ბავშვების შვილად აყვანა თითქმის არავის სურს. დანარჩენები 10 წელზე მეტი ხნის ბავშვები არიან და უმრავლესობა თავად ამბობს გაშვილებაზე უარს" ბევრი უშვილო ოჯახისთვის იმაზე დიდი სადარდებელი არ არსებობს, ვიდრე უშვილობაა. სახელმწიფომ გაშვილებაზე მკაცრი კონტროლი დააწესა და ყველაზე არაადამიანური მხარე - დედებისგან არასასურველი შვილებით ვაჭრობა აკრძალა. რაღა თქმა უნდა, შავი ხვრელი კანონში მუდამ არსებობს, თუმცაღა გაშვილების პროცესი სახელმწიფოს მხრიდან დღეს მაქს იმალურად კონტროლდება. სახელმწიფო იმ ბიოლოგიური დედების დახმარებასაც ცდილობს, რომლებიც ბავშვის გაშვილებას მიზეზთა გამო ცდილობენ. შესაბამისად, მცირდება გასაშვილებელ ბავშვთა რაოდენობა და იზრდება შვილად აყვანის მსურველთა რიგები. ზოგიერთს შვილის აყვანის ლოდინში რიგში დგომამ 10-15 წლის განმავლობაში მოუწია, რის გამოც ბავშვის აყვანაზე თქვეს უარი. საქმეს ვერ შველის სუროგატი დედების მომსახურება, რომლებიც უშვილო წყვილებს მაღალი ანაზღაურების საფუძველზე ემსახურებიან - დაახლოებით 15-20 ათას დოლარად, რისი გაღებაც ყველას არ შეუძლია. როგორ გვარდება დღეს შვილად აყვანა, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი ეთერ ცხაკაია გვესაუბრება. - სააგენტოს თანამშრომლებს ხშირად უთქვამთ, რომ შვილად აყვანა ბიზნესი როდია, რომ ყველა მსურველი დაკმაყოფილდეს, მაგრამ, როდესაც ადამიანები რიგში 10-15 წელი დგანან და მაინც ვერაფერს ახერხებენ, ეს მათ ტრაგედიას კიდევ უფრო ზრდის. - სამწუხაროდ, შვილად აყვანის მსურველად დარეგისტრირება მართლაც არ არის შვილად აყვანის გარანტია, თუმცა შანსია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენონ. ჩვენ მიმღები ქვეყანა ვართ და ეს ნიშნავს, რომ შვილის აყვანის მსურველთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე გასაშვილებელი ბავშვების. ასე რომ, შეუძლებელია ყველა მსურველი დაკმაყოფილდეს. თუმცა ბევრს მივანიჭეთ ბედნიერება. მაგალითად, 2017 წელს 62 ბავშვი გაშვილდა, 2018 წელს - 82. ბევრია შემთხვევა, როცა გადიან რიგიდან, ნაწილი უკვე საზღვარგარეთ არის წასული. დღეს მსურველთა რიგში 2650 კაცია, როცა გასულ წლებში დაახლოებით 3500 იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შვილად აყვანის მსურველთა ნაკადი შემცირდა, პირიქით, ბევრი განცხადება შემოდის. სახელმწიფო მომხრეა, რომ ბავშვები ბიოლოგიურ დედებთან გაიზარდონ. სწორედ ამის გამო ვუწყობთ ხელს იმ ბიოლოგიურ დედას, რომელსაც ბავშვის გაშვილება ჰქონდა გადაწყვეტილი. მათთვის ერთწლიანი თავშესაფარი გვაქვს, სადაც ბავშვთან ერთად ცხოვრობენ. - ეს დიდი ჰუმანურობაა, თუმცა უნდა შეგახსენოთ, რომ არაერთი ბიოლოგიური დედა უშვებს ქუჩაში სამათხოვროდ შვილს, როცა არაბიოლოგიურს უკეთ აღზრდა შეუძლია. - ჩვენ ვიზიარებთ ევროპულ კანონებს, მათში კი გარკვევით არის მითითებული, რომ ბავშვის ბიოლოგიურ დედასთან აღზრდისთვის სახელმწიფომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. შესაბამისად, გასაშვილებელ ბავშვთა რაოდენობაც მცირდება. წელს გასაშვილებელი 212 ბავშვია და მათგან 153 უნარშეზღუდულია. სამწუხაროდ, ასეთი ბავშვების შვილად აყვანა თითქმის არავის სურს. დანარჩენები 10 წელზე მეტი ხნის არიან და უმრავლესობა თავად ამბობს გაშვილებაზე უარს. - მიტოვებულ ახალშობილებს რა ელით? - ვეძებთ ბიოლოგიურ დედებს და თუ ვერ მოიძებნა, ბავშვს გასაშვილებლის სტატუსი ენიჭება. თუმცა მსურველთა ნაწილი მიტოვებული ბავშვის აყვანაზეც უარს ამბობს... გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ უცხოელ წყვილებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში სუროგატი დედების მომსახურებით სარგებლობენ. შესაბამისად, მათ შეზღუდვებიც ნაკლები უფიქსირდებათ. უცხოელ მშვილებელთა მცირე პროტესტი მხოლოდ სექტემბერში დაფიქსირდა, როცა იუსტიციის სამინისტრომ სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა კანონმდებლობაში ცვლილება შეიტანა. დადგინდა, რომ სუროგატ დედასა და მშვილებელთა შორის ხელშეკრულება ემბრიონის მიღებამდე, ანუ განაყოფიერებამდე უნდა დაიდოს და არა შემდგომ. შესაბამისად, უცხოელებს სუროგაციით დაბადებული ახალშობილების დარეგისტრირების უფლებას არ აძლევდნენ, რის გამოც 40-მა უცხოელმა ჩვილებთან ერთად ღამე იუსტიციის სახლში გაათენა. მაშინ სახელმწიფო განვითარების სააგენტომ განაცხადა, რომ კანონისთვის პრობლემურ პერიოდში, ანუ 9-დან 13 სექტემბრის ჩათვლით, 8 სხვადასხვა კლინიკაში უცხოელი მოქალაქეების მიერ ჩატარებული სუროგაციით 26 ახალშობილი იყო დაბადებული. პრობლემა მალევე მოგვარდა, თუმცა, როგორც იურისტმა ანდრანიკ მინასიანმა განგვიმარტა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანონმდებლობა ერთსქესიან, ლგბტ მოქალაქეებზე გაშვილებას არ ითვალისწინებს, სუროგაციის გზით დაბადებულ საერთაშორისო გაშვილებისას ამის რისკი მაინც არსებობს. არსებობს ასევე ორგანოებით ვაჭრობის მცირედი რისკიც, რაც შეუძლებელია დაემუქროს სოციალური სააგენტოს მიერ გაშვილებულ ბავშვებს, რადგან უცხო ქვეყნებიდან სააგენტო ყოველწლიურად ითხოვს მათი აღზრდის მონაცემებს ფოტოებთან ერთად.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6396886&name=14.10.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

14.10.2019

მედისაშუალება: კვირის პალიტრა

პიარში გადახდილი 20 მილიონის "შედეგი"

2018 წლის მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლების პიარსამსახურში 1037 კაცი დასაქმდა. ამ მონაცემებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" თავის კვლევაში 194 უწყებიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით აქვეყნებს. ამ სამსახურებში 2017 წელს 996 თანამშრომელი მუშაობდა. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება, ხელფასი, პრემია, ბონუსი და დანამატი 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, ხოლო 2017 წელს 194 უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურებამ საერთო ჯამში 18.111.258 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი - 20.047.896 ლარი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ"მთავრობის ადმინისტრაციამ პიარსამსახურში დასაქმებულთა რაოდენობისა და მათი ანაზღაურების შესახებ ორჯერ განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა. მოგვიანებით განმარტეს, რომ მონაცემები შეეშალათ, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია, მოთხოვნის მიუხედავად, აღარ მისცეს." რამდენად სწორად ახერხებენ ხელისუფლების პიარსამსახურები ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციას, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს. - ამ სამსახურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ამხელა ხარჯი ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ უფრო მოულოდნელია თანამშრომელთა რაოდენობა. ეს კატასტროფაა, მით უფრო, რომ მუდმივად ლაპარაკობენ რეფორმების გატარებაზე, ქამრების შემოჭერასა და ბიუროკრატიის შემცირებაზე და ამ დროს პიარისთვის 1000-ზე მეტი კაცი ჰყავთ დასაქმებული, რომლებიც არაფერს აკეთებენ. "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ამ ხელისუფლების უსუსტესი ადგილი პიარია. ვერა და ვერ მოახერხეს, რომ გაკეთებული საქმეების, გეგმებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობამდე ისე მიეტანათ, მათ რეიტინგზე დადებითად ასახულიყო. - უნდა აღინიშნოს ხელისუფლების პირველი პირების გამოსვლებიც, მათ ხშირად უწევთ განმარტებების გაკეთება... - დიახ, მოულოდნელად ისეთ რამეს იტყვიან, შემდეგ ახსნა-განმარტება სჭირდებათ, ეს არ მიგულისხმიაო. როდესაც ამა თუ იმ ვიზიტზე მიბრძანდება პირი, რომელიც ქვეყნის სახეს წარმოადგენს, პიარსამსახურებმა კეთილინებონ და მისი შესაძლებლობები შეაფასონ, შედეგები გათვალონ და ვიზიტისთვის მოამზადონ. - პრეზიდენტის გამოსვლებს გულისხმობთ? - არა მარტო. მე არ ვიცი, რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის განცხადებები შეთანხმებული იყო თუ არა პიარსამსახურებთან. როდესაც ლაპარაკია საზოგადოებასთან ურთიერთობაზე არა მარტო ქვეყანაში, არამედ მის გარეთაც, საკვანძო საკითხები წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული, ჩვენ კი არაერთხელ გვქონია ძირითადი თემებიდან აცდენა. ჩნდება კითხვა - პიარსამსახურების თანამშრომლები ნამდვილად არიან კომპეტენტური იმ საქმეში, რისთვისაც ხელფასს იღებენ? დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა გავიხსენოთ - რბილად რომ ვთქვათ, უხერხული მდგომარეობა შეიქმნა, თავის მართლების მთელი კასკადი მოვისმინეთ. ამის შემდეგ როგორ შეიძლება პიარის არსებობაზე ლაპარაკი? საგარეო საქმეთა მინისტრი, ფაქტობრივად, კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდა. ყველაზე ცუდი ის არის, ვითარების გამოსწორებაზე კი არ ფიქრობენ, შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და ვერ გაიაზრეს, რომ ამით სახელმწიფო ზარალდება. - თუ გახსოვთ ისეთი პროექტი ან რეფორმა, რომელიც მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო, მაგრამ პაირსამსახურებმა მოსახლეობამდე ინფორმაცია სწორად ვერ მიიტანეს... - "ოცნების" 7-წლიანი მმართველობის განმავლობაში არც მახსენდება რომელიმე რეფორმა წარმატებულად გაეპიარებინოთ. არადა, თუნდაც ჯანდაცვის რეფორმა მართლაც ძალიან კარგად გატარდა და დიდი სოციალური მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ისე ვერ მიაწოდეს მოსახლეობას, რომ კითხვები არ გაჩენილიყო. არ ვიცი, როგორ მოახერხეს და ასეთი კარგი პროექტი, რომელსაც, წესით, სულ სხვა გამოხმაურეობა უნდა მოჰყოლოდა, ფაქტობრივად, ვერ გააპიარეს... თუ იმით არიან დაკავებული, რომ ხელისუფლების კონტროლირებად ტელევიზიებთან ერთად შეთანხმებულად ებრძოლონ "ნაცმოძრაობას", სხვა საკითხია, მაგრამ ეს შეიძლებოდა პიარის ერთი მიმართულება ყოფილიყო და სხვა ნაწილს სხვა მიმართულებაზე ემუშავა. ამ სამსახურების მთავარი საქმე ხომ ხელისუფლების მიღწევების წარმოჩენაა? ეს სამსახური ყველაზე სუსტი რგოლია და თუ ამ სისუსტეში ამდენი კაცია ჩართული და ამდენი თანხა იხარჯება, ეს ხალხის დაცინვაა. - კვლევის თანახმად, პიარში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს და ყველაზე მეტი პიართანამშრომელი ჰყავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მას მოჰყვება პარლამენტი და შს სამინისტრო. რას გვეუბნება ეს ფაქტი? - კარგი იქნება, თავდაცვის უწყებას განმარტებული ჰქონდეს მისი საქმიანობის ხარჯები, რა ღონისძიებაში რა დახარჯა... თუმცა შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო მისიებში ჩვენი ჩართულობა კარგად აქვს წარმოჩენილი, ასევე ევროპის ქვეყნებთან დაახლოების მნიშვნელობაც - ანუ მისი პიარის ორიენტირი მაინც საგარეო მიმართულებაა, მაგრამ რამდენი კაცი აკეთებს ამას?! რაც შეეხება პარლამენტს, რაში სჭირდება ამ რაოდენობის ადამიანური და ფინანსური პიარრესურსი, როდესაც ისედაც მუდმივად ყურადღების ცენტრშია? ალბათ, შსს-აც სჭირდება პიარი, მაგრამ რომელიმე უწყებას, გარდა იმისა, რომ ამდენი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, შედეგი ჰქონდა?! - ანუ პიარსამსახურებმა სხვა დანიშნულება შეიძინეს? - ფაქტია, დასაქმების ბიუროდ და კერძო ინტერესების ადგილად იქცა. ხელისუფლებას მინდა ვურჩიო - თუ ვინმე გყავთ ან აქამდე გყოლიათ ამ სამსახურში, ყველა გასაშვებია. ახალი კადრები უნდა იპოვოთ, რადგან ცუდი პიარი გაქვთ. გაქვთ კი არა, საერთოდ არა გაქვთ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6396590&name=14.10.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

14.10.2019

მედისაშუალება:      ალია

სიღატაკე ეს უკვე სენია და მთელ ქვეყანას არის მოდებული როგორ შეკრეს პირი გრანტიჭამია ჟურნალისტებმა და უფლებადამცველებმა

კვირა არ გავა არასრულწლოვანმა თავი არ მოიკლას, თითქმის დღე არ გადის მოზარდმა რაიმე სახის დანაშაული არ ჩაიდინოს. დღე არ გავა, ბულინგის თემა არ გახდეს საყოველთაო განსჯის საგანი, ისე არ დაღამდება, რომელიმე არხზე ფსიქოლოგი ან ბავშვთა უფლებების დამცველი არ გამოვიდეს და ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით არ დაგვმოძღვროს. არავინ ლაპარაკობს მთავარზე, ხელისუფლების დანაშაულზე, არავინ იღებს ხმას, რატომ ხდებიან ხშირ შემთხვევაში არასრულწლობვნები კრიმინალებად. ამ ტრაგედიას მხოლოდ ერთი მხრიდან აშუქებენ, იმ მხრიდან, საიდანაც მსუყე გრანტები მოდის და ბევრი ჩემი კოლეგა და უფლებადამცველები ასევე მსუყე პრემიებს იღებენ. ტელევიზორებისგან ყურები გამოჭედილი მაქვს ბავშვთა ფსიქოლოგებისგან, ბავშვთა უფლებადამცველებისგან, პედაგოგებისგან, რომ მოზარდებში ოჯახური ძალადობა და ბულინგი საფრთხეა მათი კრიმინალად გადაქცევისა. თუმცა, ამ ხალხის უმეტესობა, ბავშვებს ძალადობისგან და ბულინგისგან რომ იცავს, დღემდე ხმა არ ამოუღია "სოციალურ ბულინგზე", რომელიც დღეს ბატონობს საქართველოში. ბულინგი რომ სოციალური მოვლენაა, ეს ძალიან კარგად ვიცი. მე კონკრეტულად გაჭირვებულ ბავშვებზე მინდა მოგახსენოთ. თუკი სკოლაში დამცინეს, აბუჩად ამიგდეს, ეს ბულინგია და ბავშვის ფსიქიკის დეგრადაციას ხელს უწყობს, მაგრამ იმას რა ჰქვია, როდესაც ბავშვს საჭმელი არ აქვს და ერთი თვეა ნორმალურად არ უსადილია? რას აკეთებს სახელმწიფო, რომ ამ ბავშვებს, და ასეთები ათობით ათასები არიან, ელემენტარული საარსებო პირობები მაინც რომ ჰქონდეთ? რას აპირებს ბრექვით და მილიონი დაპირებით მოსული "ოცნება"? თითი თითზე დაადეს? რაიმე ახალი პროექტი გააკეთეს? ახალი კი არა, ძველიც მოსპეს და მართლა ღარიბ-ღატაკებს სოციალურ დახმარებასაც კი არ აძლევენ. სიღატაკე ეს უკვე სენია და მთელ ქვეყანას არის მოდებული. ბავშვთა კონსტიტუციური უფლებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა ამ ქვეყანაში! ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას ფორმალურ მმართველად მილიარდერი კაცი უზის, პარლამენტში თითქმის ყოველი მეორე დეპუტატი მილიონერია და ჩინოვნიკთა უმეთესობა ბიუჯეტის ფულს განცხრომისთვის საკუთარი ჯამაგირივით ხარჯავს. სახელმწიფოსგან სასიკვდილოდ, კრიმინალებად გამეტებულ ბავშვებზე ამოიღეთ ხმა და ატეხეთ ერთი ამბვავი, მოსთხოვეთ ხელისუფლებას, რომ გაანაწილოს ბიუჯეტი მოთხოვნის შესაბამისად და ამქვეყნიური ჯოჯოხეთიდან ამოიყვანოს ეს ეს ბავშვები. არა, ამაზე ხმას არ ამოიღებთ? რატომ? იმიტომ რომ ამ საქმეში გრანტებს არ იძლევიან. ზოგიერთები კი ვერ ამოიღებთ ხმას იმიტომ, რომ იმ გრანტებს ის ხელისუფლება გაძლევთ, რომელმაც ეს ბავშვები სასიკვდილოდ გაიმეტა. ჰოდა, ვინც გიხდით, იმას ხომ ვერ გააკრიტიკებთ?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6396443&name=14.10.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

12.10.2019

მედისაშუალება:      საქართველოს რესპუბლიკა

მამუკა ხაზარაძე უსაგნო გინებით თინა ბოკუჩავას დაემსგავსა!

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს აინტერესებს, რა ოდენობის თანხის მართვის გამოცდილება აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს. „ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როცა ივანიშვილის პირადი ადვოკატი არის პროკურორი, ხვალ იქნება თავმჯდომარე; მისი პირადი, კბილის ექიმი არის ჯანმრთელობის მინისტრი, რომელსაც წარმოდგენაც არ აქვს ჯანმრთელობაზე. მინდა, ამ ადამიანს დავუსვა კითხვა – რა თანხა უმართავს საერთოდ ოჯახში, რა ბიუჯეტი უმართავს, როცა საუბარია 4-მილიარდიანი ბიუჯეტის ხელმძღვანელობასა და პასუხისმგებლობის აღებაზე. ვიღაცამ ხომ უნდა თქვას, რომ ამ ადამიანებს, მინისტრებს უმართავთ ათასლარიანი ან 10 ათასლარიანი კომპანია, როცა 4-მილიარდიან ბიუჯეტზე იღებ პასუხისმგებლობას და არანაირი გამოცდილება არ გაქვს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. „ლელოს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მესამე ძალის გამოჩენის ეშინია. „თუ დავაკვირდებით, მას ორგანულად ეშინია მესამე ძალის გამოჩენის და აკეთებს ყველაფერს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. შემიძლია ვუთხრა, რომ მისთვის ეს არის შეუძლებელი ამოცანა, რადგან ქვეყანა მიიყვანა უარყოფით ნიშნულამდე. რამდენი სატელიტური პარტიაც უნდა შექმნან, საზოგადოება ბრმა არ არის და უნდა მოემზადონ დამარცხებისთვის, ღირსეულად წასვლისთვის პოლიტიკური არენიდან ახალგაზრდა ძალის, ემიგრაციიდან ადამიანების, ვისაც შეუძლიათ, ეს ქვეყანა გამოიყვანონ, მათთვის ადგილის დათმობით“, – განაცხადა ხაზარაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6394096&name=12.10.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

12.10.2019

მედისაშუალება:      საქართველოს რესპუბლიკა

პიარი არ ვარგა, ხელფასდანამატები მაინც იზრდება!

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, 2018 წელს 194 სახელმწიფო უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურება [ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი] 2 მლნ ლარამდე გაიზარდა და 20 მლნ ლარს გადააჭარბა. ორგანიზაციის ცნობითვე, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 4%-ით გაიზარდა და, ჯამში, 1037 ადამიანი შეადგინა. TI-მ სულ 216 საჯარო უწყებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუმცა ორგანიზაციას დასაქმებულთა შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 194- მა საჯარო უწყებამ მიაწოდა. “საჯარო უწყებების საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დაახლოებით 4%-ით არის გაზრდილი. 2017 წელს 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებული იყო 996 თანამშრომელი, ხოლო 2018 წელს – 1037. წყარო: TI 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც 10%-მდე ზრდას წარმოადგენს. 2017 წელს 194 უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურებამ, საერთო ჯამში, 18 111 258 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი – 20 047 896 ლარი. მთავრობის ადმინისტრაციამ პიარსამსახურში დასაქმებულთა რაოდენობის და მათი ანაზღაურების შესახებ ორჯერ განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა. მოგვიანებით განმარტეს, რომ მონაცემები შეეშალათ, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია, მოთხოვნის მიუხედავად, აღარ მოგვცეს. არასრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდა რამდენიმე დაწესებულებამ, მათ შორის, თბილისის მერიამ”,-აცხადებენ TI-ში. TI-ის ცნობითვე, ყველაზე მეტი, 73 თანამშრომელი მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას თავდაცვის სამინისტრო მოსდევს. ორგანიზაციაში აცხადებენ,რომ პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, მას ცოტათი ჩამორჩება პარლამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6394040&name=12.10.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

12.10.2019

მედისაშუალება:      საქართველოს რესპუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროში დევნილების აქცია გრძელდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 50-მდე დევნილი ოჯახი აქციას აგრძელებს. ისინი 25-ე დღეა, საკუთარი ნივთებით 24 საათის განმავლობაში სამინისტროს ფოიეში იმყოფებიან და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ბინების გადანაწილებისთვის, სამინისტროს მიერ შემოღებული ქულებისა და კრიტერიუმების სისტემა უსამართლოა. რამდენიმე დევნილმა პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართა და შვიდი დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. მათ შენობის შესასვლელთან გაშლილი აქვთ კარავი. დევნილები ჯანდაცვის მინისტრეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მანამდე არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. შენობაში გაძლიერებულია დაცვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6393993&name=12.10.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

​