From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-15.08.2019
Received On : 15.08.2019 08:57
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 15.08.2019

ტელევიზია

15.08.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 09:00

ხმაური იყო გვიან ღამით გლდანში ხიზანიშვილის 93 ნომერში. ექვსი სოციალურად დაუცველი ოჯახი ყოფილი სამედიცინო დაწესებულების შენობაში შეიჭრა. ისინი დევნილთა სამინისტროსგან ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ და შენობის დატოვებას იქამდე არ აპირებენ, სანამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ადგილზე მათთან შესახვედრად არავინ მისულა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6277305

---

 

14.08.2019

არხი:  პალიტრა ტვ

გადაცემა:  პალიტრა ნიუს 16:00

20-21 ივნისის აქციის შედეგად დაშავებულთა კომპენსაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს, საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებული ზოგადი მეთოდოლოგია აქვს შემუშავებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6276576

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6276388

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6275695

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6274056

---

 

 

ინტერნეტი

14.08.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/373-lari-saqstatis-datvlit-xutsuliani-ojaxis-saarsebo-minimumia/38474

373 ლარი, საქსტატის დათვლით, ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმია

---

 

14.08.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/560150-kronikuli-daavadebebis-samkurnalo-medikamentebit-uzrunvelqopis-saxelmcipo-programit-signagis-municipalitetshi-11-097-benepiciari-isargeblebs

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით სიღნაღის მუნიციპალიტეტში 11 097 ბენეფიციარი ისარგებლებს

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით სიღნაღის მუნიციპალიტეტში 11 097 ბენეფიციარი ისარგებლებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მერის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატები მოსახლეობას ხვდებიან და აღნიშნული პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან. „მედიკამენტების შესაძენად მოსახლეობის დანახარჯების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ აამოქმედა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ექვსი ქრონიკული დაავადების სამკურნალო 35 მედიკამენტის დაფინანსებას ითვლისწინებს. პროგრამის მიზანია გაიზარდოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და მოსახლეობამ იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე ფინანსური ბარიერების გარეშე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

---

 

14.08.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/560104-jandacvis-ministris-moadgilem-teritoriuli-mtlianobisatvis-brzolashi-dagupulta-xsovnas-pativi-miago-da-gmirta-memoriali-gvirgvinit-sheamko

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმი დაეცა. აფხაზეთის ომს ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, ასიათასობით ადამიანი კი დევნილად იქცა.

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88420

პია.ჯი- https://pia.ge/post/277375-giorgi-wowkolaurma-teritoriuli-mtlianobistvis-darupulta-xsovnas-pativi-miago

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/aphkhazethis-omis-datsqhebidan-27-tseli-gavida/

---

 

14.08.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1565781098-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

ამას არ გაპატიებ ღმერთო! - პატარა ნიაკოს დედას შვილის გადასარჩენად საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

საზოაგდოება უკვე იცნობს პატარა ნიაკოს. მისი გამოჯანრთელება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ნიაკოს საქართველოში ქრონიკული ეფშტეინბარის დიაგნოზი დაუსვეს. ესაჭიროეობა სასწრაფოდ ღეროვანი უჯრედის გადანერგევა. „ღმერთო, მე შენთვის არ მითხოვია ნიას მოვლინება, ეს შენი წყალობა იყო, ნია მოვლენაა ჩემთვის, ჩემი სული, სიცოცხლის აზრი. ახლა კატეგორიულად გთხოვ, მოვითხოვ, შვილი გადამირჩინე და ჩემთან დატოვე. თუ ჩემი ოჯახიდან მსხვერპლია საჭირო, მე აქ ვარ?! ოღონდ ნია არა!!! ამას არა გაპატიებ ღმერთო!!! ნია ჩემია და არ დაგითმობ. ის ჩემთან უნდა დარჩეს... სხვა ყველაფერი გამორიცხულია“,- წერია დედის წერილში. ნიაკო ახლა თურქეთშია. კეთილი ადამინების დახმარებით მას შეუგროვდა 29 ათასი დოლარი. მკურნალობა სულ 90 ათასი დოლარი ჯდება. ნიაკოს უტარდება სხვა დამატებითი კვლევებიც, მათ შორის ძვლის ტვინის ბიოფსია. თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ ნია გოგუა აპარატებიდან: #თიბისი #ფეის, საბანკო მომსახურება, აირჩიეთ იურიდიული პირი, იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982, საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარატები, იურიდიული პირი ან კომპანის ანგარიში, იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014, ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი: #GE55BG0000000588221400, თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007, $-დოლარში #GE94TB7990736180100002, EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტაქტო ნომერი 599 33 01 14

ნიუპოსტ.ჯი- https://www.newposts.ge/?l=G&id=212207-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,

---

 

14.08.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/491704

„უბედურება, რომელიც მათ დაატყდათ თავს, არის შემზარავი!“ – გასაჭირში მყოფ დებს საზოგადოების დახმარება სჭირდებათ

ორი და, ორი უბედური ადამიანი, მარტოხელა და ყველასგან დავიწყებული ქალბატონი! უბედურება, რომელიც მათ დაატყდათ თავს, არის შემზარავი! ერთი 60 წლის არის, მეორე კი – 57-ის. ერთი საწოლს მიჯაჭვული აუტანელ ტკივილებს უძლებს, მეორე კი დაჩირქებული და სისხლმდენი ფეხის გამო ძლივს დადის. სიცოცხლის დღეებს დები მანანა და ანგელინა გაჭირვებაში, სიმარტოვესა და მუდმივ განსაცდელში ატარებენ! მათ არავინ ჰყავთ, ოჯახი არ შეუქმნიათ, შვილებიც არ ჰყავთ, დედ-მამა დიდი ხანის წინ გარდაეცვალათ. მდგომარეობა, რომელშიც ეს დები აღმოჩნდნენ, მათ სიცოცხლეს აუტანელს ხდის. „წითელი ქარი მაწუხებს“, – ამბობს ანგელინა. „ფეხები დასივებული მაქვს, ნახეთქებიდან სისხლი მომდის, თავბრუ მეხვევა, მთელი სხეული მტკივა. მაგრამ უფლის წყალობით ვუძლებ, აბა სხვა რა დამრჩენია, მანანას ხომ უნდა მოვუარო. გუშინ გადავწყვიტე თეთრეული გამომეცვალა მისთვის. ძლივს გადავიყვანე სკამზე, თავბრუ დამეხვა და იატაკზე დავეცი. ვტიროდი, ვცდილობდი, მაგრამ ვერ ავდექი, საშველადაც ვუხმობდი ვინმეს, ჩემი დაც ტიროდა… და უცებ, ღმერთო ჩემო, თქვენ ექთანს ეკას ვხედავ. ეს იყო ჩემი ხსნა. ამ ოთახში ეკას და თქვენი ექიმის გარდა ხუთი წელია არავინ შემოსულა. კიდევ თქვენი სოცმუშაკი ალბინა მოდის ხოლმე, საოცარი გოგოა. თქვენ იმდენს აკეთებთ ჩვენთვის, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ჩვენ რომ ცოცხლები ვართ, თქვენი ფონდის დამსახურებაა. დიდ პატივს ვცემ ლეონიდ ჩერნოვეცკის, ის გადარჩენაში გვეხმარება“. – თქვენ უფროს დას რა აწუხებს? ანგელინა: მანანას 30 წლის წინ კახექსია დაემართა. საშინელი დაავადებაა -ორგანიზმი იფიტება და სუსტდება. მას ხელ-ფეხი წაერთვა და ჩაწვა. მკურნალობამ უშველა, ის გადარჩა, მაგრამ ფეხზე ვეღარ დგება. ამას გულის უკმარისობა დაემატა… ერთი სიტყვით, საუკუნის მეოთხედი ის სრულიად უმწეოდაა, საუკუნის მეოთხედი მან ამ დახუთულ ოთახში გაატარა! – მანანა, შეიძლება თქვენი ახალგაზრდობის ფოტო ვნახოთ? მანანა: ერთი ფოტო შემომრჩა. აი ისიც, ტუმბოზე დგას, 30 წელია ჩემთვის ფოტო არავის გადაუღია, პირადობის მოწმობის ფოტოს თუ არ ჩავთვლით. – ფოტოზე ნამდვილი მზეთუნახავი ხართ… მანანა: ეჰ, იყო დრო როდესაც „მსახიობს“ მეძახდნენ, მამაკაცები თვალს მაყოლებდნენ, მე კი თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ველოდი და აი, დავრჩი მარტო, ავადმყოფი და ბებერი, არავის ვჭირდები და სულ მოვთქვამ. ძალიან მტკივნეულია, მაგრამ რა ვქნა… – რა გჭირდებათ ახლა ყველაზე მეტად? ანგელინა: ძალიან გვჭირდება მაცივარი, პატარა და ძველი მაინც. საჭმელი, რომელსაც ძლივს, წვალებით ვამზადებ, სიცხეში მიფუჭდება და გადაყრა მიწევს. სოციალური დახმარება – 60 ლარი და პენსია; მთელი ჩვენი შემოსავალი წამლებსა და საკვებზე მიდის. – ასეთ მდგომარეობაში ალბათ სასოწარკვეთაში ვარდებით? მანანა: სიკვდილი და იმ ქვეყნად გამგზავრება მინდა, ჩემს მშობლებთან მაინც ვიქნები. ისე მომენატრა დედ-მამა… ანგელინა: არა, დაიკო! ჯერ ადრეა სიკვდილი, თან თუ მოვკვდებით, ერთად მაინც მოვკვდეთ. უერთმანეთოდ ვერ ვიცხოვრებთ! – გვითხარით, რაზე ოცნებობთ, რა გინდათ ყველაზე მეტად? მანანა: მე გარეთ გასვლა მინდა, ხეებს შევხედავდი, მზის სხივებს შევეგებები, სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავდი. ჩვენი სახლი ხომ წამლის სუნითაა გაჟღენთილი, დღის შუქი კი ჩემს ოთახამდე თითქმის ვერ აღწევს. ანგელინი: მე ხელჯოხზე ვოცნებობ, რომ შედარებით ნორმალურად გავიარო, მქონდა ადრე, მაგრამ გამიტყდა. მეგობრებო, ნებისმიერი, ყველაზე მცირე თანხითაც კი თქვენ, ამ ქალბატონების ტანჯვის შემსუბუქება შეგიძლიათ. ხოლო თუ გაქვთ სურვილი და არ გაქვთ მატერიალური შესაძლებლობა, გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რათა ანგელინასა და მანანას შესახებ თქვენმა მეგობრებმაც გაიგონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ჩერნოვრცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანგელინა და მანანა).

ნიუპოსტ.ჯი- https://www.newposts.ge/?l=G&id=212202-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

---

 

14.08.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1565801309-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

საქართველოში აუტიზმი და ცერებრალური დამბლა განკურნებადი ხდება?!

ცნობილი გახდა, რომ საქართველოში არსებულ ჭიპლარის სისხლის ბანკში შენახული ღეროვანი უჯრედების გამოყენებით, აუტიზმის სპექტრის მქონე რამდენიმე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. საზოგადოებამდე ამ საჭირო ახალი ამბის მოსატანად, „პრაიმტაიმი“ ჭიპლარის სისხლის ბანკის ისტორიას, მკურნალობის აპრობირებულ მეთოდებს, განკურნებად დაავადებებს და სამომავლო გეგმებს გაგაცნობთ. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ. ვცდილობთ, დაინტერესებულ ადამიანებამდე სწორი ინფორმაცია მივიტანოთ. „ჯეოქორდი“ ჭიპლარის სისხლის კერძო ბანკია, რომელსაც 2001 წელს პირველმა კლიენტმა ახალშობილის ჭიპლარის სისხლის შესანახად მიმართა. მას შემდეგ 18 წელი გავიდა, ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული გახდა. ახლა, სპეციალური ბანკი ათასობით ჩვილის ჭიპლარის სისხლს ინახავს. „ჯეოქორდის“ დირექტორის თქმით, ჩვენს ქვეყანაში ჯერ არა, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ღეროვან უჯრედებს ისეთი მძიმე და განუკურნებელი დაავადების სამკურნალოდ იყენებენ, როგორიც ცერებრალური დამბლაა. გოჩა შათირიშვილი ამბობს, რომ ჭიპლარის სისხლი მომავლის სამკურნალო გზააო. მაშინ, როცა მსოფლიოში პირველი ბანკი შეიქმნა, არავინ საუბრობდა, რომ აუტიზმისა და ცერებრალური დამბლის სამკურნალოდ ღეროვანი უჯრედები ერთადერთი თერაპიული გზა აღმოჩნდებოდა, თუმცა დრომ, კვლევამ და შედეგებმა ახალი იმედები გააჩინეს... ამ დამაიმედებელი და სამომავლო სამკურნალო გზებზე სასაუბროდ „პრაიმტაიმი“ ჭიპლარის სისხლის ბანკის „ჯეოქორდის“ სამედიცინო დირექტორს, გოჩა შათირიშვილს დაუკავშირდა. „ჩვენი ბანკის სამ კლიენტზე უკვე საკუთარი ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებია გამოყენებული. სამივე მათგანს აუტიზმის დიაგნოზი აქვს. რამდენჯერმე მკურნალობის კურსი ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებით გაიმეორეს და უკვე საკმაოდ დამაიმედებელი მდგომარეობაა სამივე შემთხვევაში. გარდა აუტიზმისა, ამ გზით ცერებრალური დამბლის მკურნალობა დაიწყეს. მართალია, ჩვენ ჯერ არ გვიმკურნალია ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის, თუმცა მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძალიან კარგ შედეგებამდე მიდიან. ჩვენც მალე დავიწყებთ ამ მიმართულებით მკურნალობას. საქართველოში მაგალითად ლეიკემიის დროს არ ჩატარებულა ჭიპლარის სისხლით მკურნალობა, თუმცა მსოფლიოში ფართო გამოყენება აქვს. ამის ერთი მიზეზი ისაა, რომ გაცილებით იშვიათია ლეიკემიით დაავადებულთა რიცხვი, ვიდრე აუტიზმით, რომელიც ყოველ 58 ბავშვში ერთს აქვს. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ საბედნიეროდ, ჩვენს კლიენტებში მსგავსი დაავადება ჯერ არ აღნიშნულა. ჭიპლარის სისხლის ბანკში 2001 წლის 1 ივლისს პირველი ბავშვის ჭიპლარის სისხლი შევინახეთ. უკვე 18 წლის ისტორია გვაქვს. როგორ ხდება ჭიპლარის სისხლის შენახვა და რატომ უნდა შეინახოთ? მშობიარობიდან 15 წუთში სანამ პლაცენტა მოცილდება ჭიპლარის სისხლის შეგროვება მეანის ან ბებიაქალის მიერ ხდება. საჭიროა 20-დან 200 მილი ლიტრამდე სპეციალურ სტერილურ ე.წ. სისხლის ჩანთებში სისხლის შეგროვება. ამის შემდეგ 24 საათში მოგვეწოდება ბანკში. ჩვენთან პირველ ეტაპზე დამუშავება, შემდეგ - გაყინვა ხდება. მესამე ეტაპი თხევადი აზოტის რეზერვუარებში ხანგრძლივი დროით ინახება, შემდგომ სტერილობაზე ვიკვლევთ როგორც საქართველოში, ისე - გერმანიაში. ამის მომდევნო ნაბიჯი, ღეროვანი უჯრედების პროცენტულობის განსაზღვრაა. ბოლოს კლიენტს სპეციალურ პასპორტებს გადავცემთ. ჭიპლარის სისხლი სამკურნალოდ ისეთი დაავადებების დროს გამოიყენება, რომლებიც ალტერნატიული მკურნალობით არ იკურნება. ყოველ წელს ჭიპლარის სისხლს ახალ-ახალი გამოყენება აქვს. 20 წლის წინ, როცა პირველი ბანკი შეიქმნა, არავინ იცოდა, რომ აუტიზმისა და ცერებრალური დამბლის მკურნალობისთვის გამოდგებოდა ამის გარდა, სხვა უამრავი დაავადების სამართავად გამოიყენება. ჩვენს ბანკში ჭიპლარის სისხლის შენახვის წლიური ღირებულება 780 ევროს ექვივალენტია ლარში. ასევე, გვაქვს შიდა განვადება, ყოველ თვე 65 ევროს ოდენობის გადახდაა შესაძლებელი. ყოველ მომდევნო წელს შენახვის საფასური ერთჯერადად 100 ევროს ექვივალენტით ლარშია გადასახადი. ეს ერთგვარი ჯანმრთელობის დაზღვევის ტოლფასია“ - ამბობს გოჩა შათირიშვილი.

---

 

14.08.2019

მედიასაშუალება: https://www.newposts.ge/?l=G&id=212199-%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90,%20%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90,

აგარის შაქრის ქარხნიდან გათავისუფლებული 500-მდე მუშა დღეს აქციას გამართავს

დღეს,დაბა აგარაში, 19:00 საათზე, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება. "ნიუპოსტის" კორესპინდენტის ცნობით, აგარის შაქრის ქარხნიდან გათავისუფლებული 500-მდე თანამშრომელი საწარმოს ამუშავებას და დასაქმებას ითხოვს. „მარტში გაგვათავისუფლეს სამსახურიდან გადაგვიხადეს ოთხი თვის კომპენსაცია და გვითხრეს რომ ქარხანა კონკურენტუნარიანი არ არის, შეგვპირდნენ რომ ნედლეულის ფასი დაწევისთანავე მუშაობას განვაახლებდით. ნედლეულის ფასი ბაზარზე დაწეულია, მაგრამ ჩვენ აღარავინ გვამუშავებს. სამსახურის გარეშე დაახლოებით 500 ადგილობრივი დავრჩით. ეს იქნება საინფორმაციო ხასიათის აქცია, პროტესტის შემდეგ ეტაპებს თანდათან გავივლით. ამ დროისთვის ჩამოყალიბებულები არ ვართ რა ფორმით გავაგრძელებთ აქციებს," - განაცხადა ქარხნიდან გათავსუფლებულმა თანამშრომელმა ზაზა არბოლიშვილმა. შაქრის ქარხნიდან გათავისუფლებულების საქმეში ჩართულია პროფკავშირებიც. „ჩვენ ვდგავართ აქციის მონაწილეების გვერდით. ქარხნის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ნედლეულის შემოტანა ძვირი უჯდება, რის გამოც იძულებულები არიან მუსაობა შეაჩერონ,"- აცხადებს პროფკავშირების წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე. აგარის შაქრის ქარხნიდან თანამშრომლები ანალოგიური მიზეზით გასულ წელსაც გაათავისუფლეს, რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციისა და მსვლელობის შემდეგ, ისინი სამსახურში აღადგინეს.

---

 

14.08.2019

მედიასაშუალება:

http://frontnews.eu/news/ge/53809/%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90?fbclid=IwAR0s4G1Yy65BvCFjUKAiRuPeauhHTfYhCXb5fWLtIGg6eqi8ImAxqcPuRcg

ლევან აქუბარდიამ პარლამენტს "ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თხოვნით მიმართა

თბილისი: იურიდიული კომპანიამ „აქუბარდია და პარტნიორების" მმართველმა პარტნიორმა, საჯარო სამართლის მაგისტრმა, დოქტორანტმა, საგადასახადო სამართლის საკითხებში ექსპერტმა ლევან აქუბარდიამ საქართველოს პარლამენტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში (2014 წლის 06 თებერვალი, #1982-IIს) ცვლილებების შეტანის თხოვნით მიმართა. აქუბარდიას განმარტებით, საკანონმდებლო წინადადება მოიცავს კანონმდებლობაში კონკრეტული ცვლილების შეტანის გზით, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას კონკრეტული დროის მონაკვეთში, რაც იძულებით ადგილნაცვალ პირსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთნდობის ხარისხის ამაღლებასა და ვალდებულების დროულ შესრულებას ემსახურება.  "წლებია, ვემსახურები იძულებით ადგილნაცვალ პირებს სამართლებრივი პრობლემატიკის მოწესრიგებასა და მათ სამართლებრივ გადაწყვეტაში, რადგან თავად გახლავართ იძულებით ადგილნაცვალი პირი და კარგად მესმის თითოეული დევნილის პრობლემის მაჯისცემა. სწორედ მოცემული პრობლემების შესწავლისა და ანალიზის შედეგად, როდესაც აღნიშნულ საკითხებზე საკანონმდებლო რეგულაციების არასრულყოფილება ქმნიდა სერიოზულ სამართლებრივ ბარიერებს, გაჩნდა აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო წინადადების იდეა, რაც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან, იგი სრულად ასახავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სამართლიანი და დროული დაცვის ვალდებულებას. სამწუხაროდ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში დღემდე არ არსებობს დათქმა, რომლითაც სახელმწიფოს აქვს საცხოვრისით უზრუნველყოფის ვადა განსაზღვრული.   საკანონმდებლო წინადადება მოიცავს კანონმდებლობაში კონკრეტული ცვლილების შეტანის გზით, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას კონკრეტული დროის მონაკვეთში, რაც იძულებით ადგილნაცვალ პირსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთნდობის ხარისხის ამაღლებასა და ვალდებულების დროულ შესრულებას ემსახურება.  კერძოდ, წარმოდგენილი საკანონმდებლო რეგულაცია სახელმწიფოს გახდის ვალდებულს მისი ქვეყნის მოქალაქე (იძულებით ადგილნაცვალი პირი)  საერთაშორისო კანონმდებლობითა და ხელშეკრულებებით, კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების კანონით დადგენილ ზუსტ ვადაში (დროში) შესრულებით უზრუნველყოს. სიმბოლურია, რომ 2019 წლის 14 აგვისტოს შედის წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს პარლამენტში, რადგან სწორედ დღეს 14 აგვისტოს გახლავთ 27-ე წლისთავი აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან და ამ საკმაოდ ხანგრძლივი ვადის განმავლობაში სახელმწიფომ სრულად ვერ უზრუნველყო იძულებით ადგილნაცვალი პირები-დევნილები ღირსეული საცხოვრისით, რაც როგორც მოგეხსენებათ ართულებს მოსახლეობის ამ ნაწილის ისედაც რთულ და გაუსაძლის პირობებში ყოფას. შესაბამისად ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს წარდგენილ დამატებას მითითებულ კანონში და მიიღებს ადამიანის უფლებებზე მორგებული, სრულყოფილი დოკუმენტის ცივილიზებულ ვერსიას“, - განაცხადა ლევან აქუბარდიამ.

---

 

ბეჭდვითი მედია

15.08.2019

მედიასაშუალება:     რეზონანსი

სასიკვდილო ნაკბენი - რა მწერი კბენს მოსახლეობას, რაც სხეულის პარალიზებას იწვევს

ზაფხულის დადგომასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში, მთელი რიგი პრობლემები იჩნეს თავს-ხოლმე. მაგალითად, როგორიც არის კრაზანის, ფუტკრის, თუ ბზიკის ნაკბენი, რომელიც იწვევს ალერგიულ შოკს, რაც ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგით სრულდება. თუმცა, არსებობს საშუალება, რომ ეს შედეგი თავიდან ავიცილოთ და ალერგიულ შოკს გავუმკლავდეთ. „კრაზანას ნაკბენს 99%-მდე ადამიანი ვერ უმკლავდება. ეს არის შეუნელებელი ტიპის ალერგიული რეაქცია, რომელიც სიკვდილამდეც კი მიდის. შეიძლება ტანის, ტვინის და ხორხის შეშუპება მოხდეს, საბოლოოდ კი კატასრტოფულად დამთავრდეს," - აცხადებს „რეზონანსთან" ალერგოლოგი და იმუნოლოგი დალი ლეჟავა. დაზარალებული მოქალაქე მედიკო მოწაფია „რეზონანსს" უყვება იმ შემთხვევის შესახებ, რომელიც ორი დღის წინ გადახდა. მოწაფიას საკუთარ ეზოში კრაზანამ უკბინა, რამაც, ფაქტობრივად, მთელი სხეულის პარალიზება გამოიწვია. საბოლოოდ კი პრეპარატ დექსამეტაზონის საშუალებით მოხდა მისი მდგომარეობის შემსუბუქება, რომელსაც იმუნოდეპრესიული აქტივობა გააჩნია. მსგავსი შემთხვევა მას ორჯერ ჰქონდა. პირველი შემთხვევისას მან გონება დაკარგა. „ფეხებიდან იწყებს ბჟუილს, შემდეგ ნელ-ნელა ზემოდ ამოდის, ბოლოს კი კეფაზე გადადის. გონება არ დამიკარგავს, თუმცა ხელ-ფეხი წამერთვა და კრიჭა შემეკრა. აბსოლუტურად ყველაფერი მესმოდა, გონებრივად ადეკვატური ვიყავი, მაგრამ, არაფრის გაკეთება არ შემეძლო, თვალის გახელაც კი. სასწრაფოს მოსვლამდე გავიკეთე დექსამეტაზონი, რამაც სასწრაფოს საშუალება მისცა ადგილზე ცოცხალი მივეყვანე. „ნემსის გაკეთებას ვეღარ ვასწრებდი, გავტეხე ამპულა და დავლიე. სანამ ამას გავაკეთებდი, მეუღლემ უკვე ნემსი გაამზადა და ისიც გავიკეთე. ფილტვებისა და ხორხის შეშუპება მოხდა სასწარაფოს მოსვლამდე. "ეზოში, პირდაპირ აგურზე იყო ბუდე გაკეთებული. თქვეს, რომ ეს ძალიან გავრცელებულია. ბოქლომშიც კი შედიან და იქ იბუდებენ. ფაქტობრივად, ყველგან ბუდობენ. ეს ფუტკარი არ არის, ეს კრაზანაა. ძალიან ჰგავს ფუტკარს და ვერ მიხვდები რომ კრაზანაა. ერთდროულად ოთხ ადგილას მიკბინა ორივე ფეხზე. „ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო. პირველი შემთხვევა ამისგან ძალიან განსხვავდებოდა, რადგან ის იყო ძალიან დიდი ამასთან შედარებით და უფრო მუქი. თუმცა, პირველი შემთხვევისას გავითიშე. იმასაც კი არ მოელოდნენ, რომ მოვბრუნდებოდი. ეს საღამოს 19:00 საათზე მოხდა. გონება უცებ დავკარგე და გონს რომ მოვედი, უკვე დილის ოთხი საათი იყო," - განაცხადა მედიკო მოწაფიამ. კრაზანა ხშირ შემთხვევაში, ადამიანის სახლთან ახლოს იკეთებს ბუდეს. შენობის ჭერს, ფანჯრებს ირჩევენ და იკვებებიან საკვების ნარჩენებით, რომელსაც ადამიანი ტოვებს. კრაზანა კბენის შემდეგ შხამს ტოვებს ადამიანის ორგანიზმში. მსგავსი შემთხვევის შემდეგ აუცილებელია იმ პრეპარატის მიღება, რომელიც ამ შხამს გაუმკლავდება, თუმცა ასაკის, წონისა და დოზის გაკონტროლება აუცილებელია, - გვირჩევენ ალერგოლოგები. დალი ლეჟავა აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევისას აუცილებელია ადრენალინის მიღება, რომელიც ადამიანის ორგანიზმში შხამს ებრძვის. „რეზონანსთან" საუბრისას ის გარკვეულ რეკომენდაციებსა და რჩევებს იძლევა. „კრაზანას ნაკბენს 99%-მდე ადამიანი ვერ უმკლავდება. ეს არის შეუნელებელი ტიპის ალერგიული რეაქცია, რომელიც სიკვდილამდეც კი მიდის. შეიძლება ტანის, ტვინის და ხორხის შეშუპება მოხდეს, საბოლოოდ კი კატასრტოფულად დამთავრდეს. „პირველი ჯერზე იყო შოკი და დაცვითი ორგანიზმის ძალების საფუძველზე მას გაუმკლავდა და არ გამოიწვია სიკვდილი. მაგალითად, ადამიანი, რომ ქუნთრუშას გადაიტანს, შემდეგ რჩება იმუნიტეტი და მეორედ ეს ადამიანი ქუნთრუშით არ ავადდება. აქაც შეიძლება მსგავსი რამ ვთქვათ, - ანტისხეულები გამოუმუშავდა, რომელიც ორგანიზმში ცირკულაციას აგრძელებენ. მეორე შემთხვევის შემდეგ ეს ანტისხეული დახვდა აგენტს, რომელიც შხამის სახით ორგანიზმში შევიდა, არ მოხდა შოკის განვითარება ბოლომდე და შესაბამისად სიკვდილი. „ორივე არის ორგანიზმის გავრცელებული რეაქცია. გაბუჟება, ფაქტობრივად, შოკის წინა მდგომარეობაა. თუკი დაბუჟდა სხეული, ეს არის ალერგიულ აგენტთან ჭიდილი ორგანიზმის მიერ. საბოლოოდ მოხდა ის, რომ ადამიანი გადარჩა. არსებობდა ვარაუდი, რომ კატასტროფით დამთავრებულიყო. „პირველ რიგში, ადამიანმა ნაკბენის ადგილას ადრენალინის პრეპარატი უნდა გაიკეთოს, შემდეგ ჰორმონიც შეიძლება. მომენტალურად ასეთ ადამიანს სახლში უნდა ედოს ადრენალინი გამზადებული, რაც თავისივე შპრიცშია მოთავსებული და კანქვეშ ხდება მისი შეყვანა, ჰორმონიც უნდა ჰქონდეს თან. რაიმე სპეციფიური აცრის მსგავსი კრაზანას წინააღმდეგ არ არსებობს. ასეთი შემთხვევის შემდეგ ეს ადამიანი ორი კვირის განმავლობაში მაინც უნდა იყოს დიეტაზე," - განაცხადა დალი ლეჟავამ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6277257&name=15.08.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

​