From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-15.01.2020
Received On : 15.01.2020 07:45

 

 

მედიამონიტორინგი 15.01.2020

 

ტელევიზია

15.01.2020                                    

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 09:00

თავიოსუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დრობით იზღუდება. თბილისის მერიის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსათვის სასწრაფო დამხარების მანქანების გადაცემის ღონისძიების გამო დღეს 12 საათიდან 15 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტი მოძრაობა შეიზღუდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6634167

---

 

15.01.2020                                    

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 09:00

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში განმარტავენ რომ ამ პერიოდის მაჩვენებელი , წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. ძირითადად კი ბე ტიპის ვირუსი ცირკულირებს. სპეციალისტები მოქალაქეებს ჰიგიენური ნორმების დაცვას, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში კი ექიმის დროულად მიმართვას ურჩევენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6634089

---

 

15.01.2020                                    

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 09:00

დღეიდან საჯარო სკოლებში სწავლა განახლდება. გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების საფუძველი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე არ არსებობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6633961

---

 

15.01.2020                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:   საქმიანი დილა

ბაზარი პროფესიონალ კადრებს ითხოვს, მოქალაქეები დასაქმების შესაძლებლობებს - დისბალანსის პრობლემა დასაქმების ბაზარზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა რომლის აღმოსაფხვრელადაც საააგენტოც შეიქმნა, უფრო სწორად ჯანდაცვის სამინისტრომ ცვლილება შეიტანა მის სიპში. რაც უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ფაქტია კერძო სექტორის ჩართულობა და მასთან პარტნიორობა აუცილებელი პირობაა იმისთვის რომ ერთი მხრივ დასაქმების მაჩვენებელი უფრო მაღალი გვქონდეს და მეორე მხრივ თავად კერძო სექტორი პროფესიონალ კადრებს იღებდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6633990

---

 

14.01.2020                                    

არხი:  მაესტრო

გადაცემა:   დღის მთავარი თემა 21:00

კარდიოქირურგიულ სამედიცინო დაწესებულებებს, ახალი სანებართვო პირობები დაუწესდებათ, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ცვლილებებზე უკვე მუშაობს. რომლის სრულად ამოქმედება მომავალ წლამდე იგეგმება. სანებართვო პირობები ითვალისწინებს, როგორც სამედიცინო აღჭურვილობას ასევე, პერსონალთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. აღნიშნული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი კლინიკა კარდიოქირურგიული კუთხით მუშაობას ვეღარ შეძლებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6633807

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6632958

---

 

14.01.2020                                    

არხი:  მთავარი არხი

გადაცემა:   მთავარი ამბები 18:00

თელავის მუნიციპალიტეეტ სოფელ ვანთაში 31 წლის ორსული ქალბატონი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი ვირუსული ინფორმაცია გახდა. ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ რომ ბოლო დღეებში ორსულ ქალს ხველა აწუხებდა. ავად იყო მისი ორი შვილიც, რომელთაც კონსულტაცია ექიმებმა გაუწიეს. იგივე ინფორმაცია მიაწოდეს გარდაცვლილის ახლობლებმა გამოძიებასაც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6633560

---

 

14.01.2020                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:   დღის ამბები 16:00

გრიპის სეზონი და გრიპთან ბრძოლის სეოზნური გამოწვევები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6632682

---

 

14.01.2020                                    

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

გრიპის ვირუსით ინფიცირების სტატისტიკზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. ამბულატორიულ დაწესებულებებში, პაციენტთა მიმართვიანობამ წინა კვირასთან შედარებით მოიმატა, თუმცა მაჩვენებელი მაღალი არ არის. ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ვირუსის გამწვავების შემთხვევა 100 000 მოსახლეზე 220-ს შეადგენს, რაც წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით, საკმაოდ დაბალია. პაატა იმნაძის განმარტებით, გრიპის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ არის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6633716 

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6633657

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6633416

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6633145

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6633128

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6632698                                   

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6632474

---

 

14.01.2020                                    

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

10 წლის საბა ბალაბანოვს ძვლის ტვინის სასწრაფო გადანერგვა ესაჭიროება. გენეტიკური დაავადებისა და ეფშტეინ-ბარის ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ, ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის მკურნალობის კურსს სტამბოლში აგრძელებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6633722

---

 

14.01.2020                                    

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, გასულ ღამეს ცხრა ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ხუთი შემთხვევა თბილისში მოხდა, ყველა პაციენტი მსუბუქად დაშავდა და არც ერთს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია. დამწვრობის ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულებიდან ორი ბავშვი იყო. მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ და კლინიკიდან გაეწერენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6633718

---

 

14.01.2020                                    

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

გზა, რომელიც მძიმე ავადმყოფებისთვისაც კი არ იხსნება - 4 თვე გავიდა, რაც ახალგორი რეჟიმის იზოლაციაშია. იქ მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა კი, დღითიდღე უარესდება. ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ ცხინვალის რეჟიმი მძიმე ავადმყოფებსაც კი უზღუდავს სამედიცინო დახმარებისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6633636

---

 

ინტერნეტი

15.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/581013-human-rights-watch-susti-regulaciebi-da-shromis-praktika-zirs-utxris-dasakmebulebis-usaprtxoebas-sakartveloshi

Human Rights Watch - სუსტი რეგულაციები და შრომის პრაქტიკა ძირს უთხრის დასაქმებულების უსაფრთხოებას საქართველოში

საქართველოს შრომის კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, დასვენების დროს, კვირის განმავლობაში დასვენებას, ღამის სამუშაოს და მთავრობას არ აძლევს შრომის ყველა პირობის გაკონტროლების საშუალებას, - ამის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ სუსტი რეგულაციები და აქედან გამომდინარე შრომის პრაქტიკა, რომელიც ხშირად პრიორიტეტს წარმოების მიზანს ანიჭებს, ძირს უთხრის დასაქმებულების უსაფრთხოებას. „მაგალითად, მანგანეცის ზოგიერთ მაღაროში მუშები მიწის ქვეშ 12 საათის განმავლობაში მუშაობენ, ღამის ჩათვლით, გადაბმულად 15 დღე, რაც იწვევს გადაღლას და ზრდის სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევებისა და დაშავების ალბათობას,“- აღნიშნულია ანგარიშში. Human Rights Watch-ი წერს, რომ შრომის კანონთან დაკავშირებული ზოგიერთი ხარვეზის აღმოსაფხვრელად და შრომის ინსპექტირების გასაძლიერებლად ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ამ ცვილელებზე დებატები, ჯერჯერობით, არ გამართულა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების შედეგად ქვეყანაში გასული წლის ოქტომბრის ჩათვლით დაიღუპა 36 და დაშავდა 107 ადამიანი.

http://www.tabula.ge/ge/story/163189-hrw-arasatanado-regulaciebi-da-samushao-praqtika-risks-uqmnis-mshromelta-usafrtxoebas

---

 

15.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/580965-sajaro-skolebshi-sascavlo-procesi-dgeidan-ganaxldeba

საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, საჯარო სკოლებში დღეიდან სასწავლო პროცესი აღდგება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ არდადეგების პერიოდი სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად გამოეყენებინათ. ხოლო სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სკოლაში სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. „ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/skolebma-virusebis-gavrcelebis-tavidan-aridebis-shesaxeb-rekomendaciebi-miiges/46982/

---

 

14.01.2020

მედიასაშუალება:  http://kvira.ge/531952

პაატა იმნაძე: გრიპის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ არსებობს

“დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, გრიპის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ არის. მისი თქმით, გრიპის ვირუსით ამბულატორიულ დაწესებულებებში მიმართვიანობამ, წინა კვირასთან შედარებით, მცირედით მოიმატა. “დღეისათვის მიმართვიანობა ამბულატორიულ დაწესებულებებში ოდნავ მოიმატა წინა კვირასთან შედარებით. ახლა არის 220-მდე მაჩვენებელი. მთავარი რეკომენდაცია: ხელების ხშირი დაბანა არის ძალიან კარგი მეთოდი გრიპის თავიდან ასაცილებლად. ორსულებს ისევ და ისევ ვთხოვთ, რომ მათთვის ვაქცინების მარაგი არის, ამიტომ ორსულებს შეუძლიათ მიმართონ და აიცრან. გრიპის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ არის”, – განაცხადა პაატა იმნაძემ

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=95595

ამბები.ჯი- https://www.ambebi.ge/article/240431-paata-imnaze-scavlis-shecqvetis-sapuzveli-ar-arse/

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/stsavlis-shetskvetis-safudzveli-ar-arsebobs-paata-imnadze/65437

ნიუპრეს.ჯი- http://newpress.ge/swavlis-shewyvetis-safuzveli-ar-arsebobs-tu-swavlas-shevwyvett-bavshvebi-gaunatleblebi-dagvrchebian

აქცენტნიუს.ჯი- https://accentnews.ge/ka/article/11598-paata-imnazemnishvnelovania-sascavlo-dacesebuleb

პარიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1578988540-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/163141-paata-imnadze-gripis-gamo-stsavlis-gadadebis-aucilebloba-ar-arsebobs

ინფო9- https://info9.ge/chven-shesakheb/218370-paata-imnadze-stsavlis-shetsyvetis-safudzveli-ar-arsebobs-gripi-itsyeba-dekembershi-da-grdzeldeba-aprilamde-da-am-periodshi-thu-stsavlas-shevtsyvetth-bavshvebi-gaunathleblebi-dagvrchebian.html?lang=ka-GE

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/imnadze-khelebis-khshiri-dabana-aris-dzalian-kargi-methodi-gripis-thavidan-asatsileblad/

---

 

14.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.primetime.ge/news/1579004013-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90

კახეთში, ვირუსით 31 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში 31 წლის ორსული, სავარაუდოდ, ვირუსით გარდაიცვალა. ვანთაში მერის წარმომადგენლის, გიორგი ნაპირელის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს მაღალი სიცხეები ჰქონდა. „გადმოცემით ვიცი, რომ სიცხეები ჰქონდა, როგორც ჩანს ექიმს არ მიაკითხა. ჩვენმა ექიმმა რომ ნახა, უკვე გული გაჩერებული იყო. ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, ძალიან მძიმე ამბავი დაატყდათ“,- განაცხადა ნაპირელმა. ორსულის გარდაცვალებაზე ანალოგიური ინფორმაცია აქვს გამოძიებასაც. წინასწარი მონაცემებით, ახლობლებმა სამართალდამცავებს განუმარტეს, რომ ქალს მაღალი სიცხეები და ხველა აღენიშნებოდა. ახალგაზრდა ქალი, 21 კვირის ორსული იყო და აღრიცხვაზე, თელავში, ყამბარაშვილის კლინიკაში იყო დარეგისტრირებული. კლინიკის ინფორმაციით, ორსულობა რთულად არ მიმდინარეობდა და დამატებითი ფაქტორების გარეშე, ის გარდაცვალების მიზეზი ვერ გახდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ესქპერტიზა, რომელიც ორსულის გარდაცვალების მიზეზს დაადგენს. ორსულის გარდაცვალების მიზეზებს იკვლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის წარმომადგენლობაც.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/532063

ტვ25.ჯი- http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=19087

რეგიონ.ჯი- http://region.ge/16008-thelavis-municipalitetis-sofel-vanthashi-30-tslis-orsuli-qali-gardaicvala.html

---

 

14.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.newposts.ge/?l=G&id=222465-%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98,%20%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91,%20%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

არსებული ტემპით C ჰეპატიტის ელიმინაცია 6-8 წელიწადში მოხდება - ზურაბ ჭიაბერაშვილი ამირან გამრელიძეს სოციალურ ქსელში პასუხობს

ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს ვრცელი წერილით პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ბატონო ამირან, დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემს საჯარო კითხვებზე პასუხისთვის. ვფიქრობ, ეს საქმიანი მიმოწერა - ორივე მხრიდან ზოგჯერ პოლიტიკური ტონალობის მიუხედავად - ფართო აუდიტორიას საინტერესო ინფორმაციას აწვდის ამ პროგრამის შესახებ და განუმტკიცებს რწმენას ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ინფიცირებული მოქალაქისთვის უდიდეს მნიშვნელობაში. მადლობას მოგახსენებთ იმისთვისაც, რომ “თქვენ და თქვენს გუნდს გჯერათ, რომ ჯანმრთელი საზოგადოება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალად პოლიტიზირებული თემებით ჯანდაცვის სექტორის მიღწევათა ნგრევა.” (ციტატა თქვენი პასუხიდან). თქვენი ეს რწმენა, სავარაუდოდ, იმანაც განამტკიცა, რომ როდესაც სახელმწიფო აუდიტმა წინა ჯერზე, ჩემი აზრით, უსამართლოდ დასდო ბრალი დაავადებათა კონტროლის ცენტრს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელახლა შეძენის მიზანშეუწონლობაში, მე მაშინ თქვენი მხარე დავიკავე და ამის თაობაზე საჯარო განცხადებებიც გავაკეთე, ყოველგვარი “პოლიტიზების” გარეშე. სიამოვნებით ვიღებ თქვენ მიწვევას, მარტში დავესწრო პროგრამის საბჭოს ტრადიციულ მე-7 სამუშაო შეხვედრას და ვიმედოვნებ, ჯანდაცვის სამინისტრო მოგვიანებით მაცნობებს შეხვედრის ზუსტ დროსა და ადგილს. მოკრძალებით შევნიშნავ, რომ ჩემი, როგორც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ჩართვა პროგრამისთვის ესოდებ საჭირო საინფორმაციო კამპანიაში ადრეც შეიძლებოდა, მით უმეტეს, რომ 2015 წლის იანვარში მეც დავდე ფოტო ფეისბუქში ხელისგულზე წარწერით STOPC იმის ნიშნად, რომ მეც ამ პროგრამის რიგითი გულშემატკივარი ვარ. (ფოტო ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წლის 16 იანვარს თავის ფეისბუქ-გვერდზე განათავსა.) გავიმეორებ: ზუსტად ამ განწყობით ვსაუბრობდი პარლამენტში 2018 წლის 14 ნოემბერს გამოსვლიდან მოყოლებული ყველა საჯარო გამოსვლაში 2018 წლის 13 დეკემბერს, 2019 წლის 18 მარტს, 10 ივნისს, 12 ივნისს, 27 დეკემბერს (ყველაფერი დევს ფბ-ზე), რომლებსაც ამ სიტყვებით ვიწყებდი: "ძალიან ვუფრთხი C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის შესახებ რაიმე კრიტიკული შენიშვნის საჯაროდ გამოთქმას, რადგან არ მინდა ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო პროგრამა რაიმეთი დაზიანდეს, მაგრამ პროგრამის განხორციელების პროცესში უკვე ისეთი პრობლემის წინაშე დადგა ქვეყანა, რომ ახლა გაჩუმებით უფრო დავაზიანებთ ჩვენს საერთო საქმეს." დღესაც ამ აზრზე ვარ და თუ ამას ვინმე პოლიტიზებას, ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბარს ან სხვა ეპითეტს უწოდებს, ეს ვერ მაიძულებს, საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე ვისაუბრო. ამ თემას ქვემოთ კიდევ დავუბრინდები, მაგრამ ჯერ საკითხის არსზე. 2019 წლის 18 დეკემბერს “ლანცეტში” გამოქვეყნებულ მაღალპროფესიულ პუბლიკაციაში, რომლის თანაავტორი თქვენც ბრძანდებით, ვკითხულობთ: “თუ მკურნალობის დღევანდელი ტემპი გაგრძელდება (ყოველთვიურად 1000 ახალი პირის მკურნალობის დაწყება), 2020 წლისთვის ქრონიკული C ჰეპატიტის პრევალენტობა და ინციდენტობა განახევრდება, მედიანური 90%-იანი შემცირება 2026-ში მოხდება, ხოლო სიკვდილიანობის 65%-იანი შემცირება - 2028 წლისთვის.” ბატონო ამირან, ეჭვქვეშ არ ვაყენებ უკვე 65,000 ადამიანის განკურნების უზამრმაზარ პოზიტიურ მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ამერიკელ ხალხს ამ საჩუქრისათვის. თავისი სახსრებით ამას საქართველო კიდევ მრავალი წელი ვერ შეძლებდა. მაგრამ კითხვა მარტივი რჩება: რატომ დაისახა ელიმინაციის სამიზნე წლად 2020? სადაა პრობლემა - პროგრამის არასწორ დაგეგმვაში თუ პროგრამის ადმინისტრირებაში? შეიძლებოდა თუ არა, უკეთესი ადმინისტრირების პირობებში უკეთეს მაჩვენებლებზე გასვლა? თქვენ, როგორც ძალიან სანდო სპეციალისტს, პროფესიული, ხოლო როგორც საჯარო მოხელეს, პოლიტიკური ვალდებულება გაკისრიათ, ამ მარტივ კითხვას მარტივი პასუხი გასცეთ. პასუხი გასცეთ არა მხოლოდ აკადემიურ ფორმატში (მაგალითად, მარტის შეხვედრაზე), არამედ საჯაროდ, რადგან ეს საზოგადოებრივად აქტუალური თემაა და პოლიტიკაც სხვა არაფერია, თუ არა საჯარო მსჯელობა და, თუნდაც კამათი იმის თაობაზე, რა გზა, რა ხედვა, რა მეთოდი არის უკეთესი ამა თუ იმ საზოგადოებრივი პრობლემის მოსაგვარებლად. თქვენ ამბობთ: “დიახ, გათვლებში ალბათ სოციალურ სააგენტოს და პარტნიორებს ჰქონდათ ხარვეზები და მეტობით იანგარიშეს (სტრატეგიული მარაგი, მკურნალობაში ჩართვის გაზრდის დაგეგმვა და ა.შ.), მაგრამ ეს არ არის დანაშაული ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, როგორც ამას სატელევიზიო გამოსვლებში აფასებთ თქვენ და სხვები. ერთი-ერთზე წამლის მარაგის პროგნოზირება არასდროს ხდება და 3-5% ფარგლებში ყოველთვის დასაშვებია უკმარისობა ან მეტობა. ზოგადად, გამართლებული მიდგომაა, რომ სტრატეგიული წამლის დეფიციტს - სჯობს გვქონდეს მეტობა.” ამაზე 2 მოკლე კომენტარს გავაკეთებ: - მეტი განმარტება, ალბათ, მარტის შეხვედრაზე იქნება, მათ შორის, ამ პუბლიკაციასთან დაკავშირებით Hagan LM, Kasradze A, Salyer SJ, et al. Hepatitis C prevalence and risk factors in Georgia, 2015: setting a baseline for elimination. BMC Public Health 2019; 19: 480, რადგან სწორედ ისაა სავარაუდო ინფიცირებულთა რაოდენობის - 150,000 - წყარო, მათ შორის, “ლანცეტის” პუბლიკაციაშიც; - კარგი იქნება ეს მიდგომა ჰქონდეს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს მომავალი წლისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენისას. მიხარია, რომ გჯერათ, რომ საერთო ძალისხმევით პროგრამის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა შესაძლებელია 2022-2023 წლის ბოლოს და ყურადღებით მოგისმენთ მარტის შეხვედრაზე. ფაქტია, რომ პროგრამის დღევანდელი ტემპი გასაზრდელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ჩემი აზრით, უკეთეს შედეგებზე გასვლა ახლაც შეიძლებოდა და ხელისშემშლელი ფაქტორები, ჩემი აზრით, იყო (ამ თანმიმდევრობით): - პროგრამის არასაკმარისი დეცენტრალიზაცია - პროგრამის მიმდინარეობის მე-5 წელსაც კი თბილისში, როგორც თქვენც აღნიშნავთ, ჯერ კიდევ არაა დანერგილი სკრინინგი ამბულატორიულ დონეზე, ხოლო რეგიონებში ეს მხოლოდ წელიწადია დაიწყო. არადა 2017 წლიდან მოყოლებული ჯანდაცვის სამინისტროსათვის ნათელი იყო პროგრამაში ჩართვის დაბალი ტემპი - საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირებულობა - პერიოდული მედია-კამპანიების მიღმა ყველაზე ეფექტური იქნებოდა სწორედ ოჯახისა და სოფლის ექიმების დროული მობილიზება პროგრამაში, რადგან ყველაზე მეტი შეხება მოსახლეობასთან სწორედ მათ აქვთ და მათი მეშვეობით უფრო ეფექტურად შეიძლებოდა საზოგადოების ინფორმირებაც და პროგრამის მიმართ ნდობის ამაღლებაც - ფინანსური ბარიერი მხოლოდ მესამეა ამ ჩამონათვალში და გეთანხმებით, რომ პირველი ორი უფრო მნიშვნელოვან ბარიერს ქმნიდა, მაგრამ, მერწმუნეთ, ამ ბარიერის მოხსნაც გაცილებით ადრე შეიძლებოდა, როდესაც პროგრამაში ჩართვის ენთუზიაზმი გაცილებით მაღალი იყო. თქვენ წერთ: “მკურნალობაში ჩართვის მთავარ ბარიერად დასახელდა პროგრამის ნაკლები ცნობადობა და მოსახლეობის განათლება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ვმუშაობდით ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, ეს საკითხი აქტუალურია არა მარტო ჰეპატიტის პროგრამისთვის, არამედ მეტ-ნაკლებად ეხება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველა პროგრამას (იმუნიზაცია, კიბოს სკრინინგი, უსაფრთხო სისხლი, ტუბერკულოზი და სხვა). ამ საკითხს აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური საფუძვლები, რომლებსაც ახლა აქ არ გავშლი.” არ გთხოვთ. პრობლემა კარგად მაქვს გააზრებული და ამის გამო პასუხისმგებლობა თქვენ ნამდვილად არ გეკისრებათ. თქვენი ჩემდამი, როგორც პოტენციური პაციენტის ქცევისადმი (მხოლოდ 2019 წლის მარტში სრკინინგი) კრიტიკა სრულიად სამართლიანია და ვიღებ. და სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ქცევა ახასიათებს ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს, ამიტომ იყო საჭირო პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართვა პროგრამაში პროაქტიულად 2018 წლამდეც, თბილისში კი ეს პროცესი, როგორც ბრძანებთ, მხოლოდ ახლა იწყება. როდესაც პროგრამის მიზნებისათვის იუსტიციის სახლები უკვე 2 წელია გამოიყენება (უკაცრავად, ნეტა როდის შეიქმნა იუსტიციის სახლები?), გაუგებარია, რატომ არ შეიძლებოდა ამისათვის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების გამოყენება. ახლა კი ისევ საკითხის “პოლიტიზებაზე”. ამისკენ მომიწოდებთ და, იმავდროულად, წერთ (რაც სრულიად ლეგიტიმურია, ჩემი აზრით): “თუ დამისახელებთ შესადარ პროგრამებს ბოლო 10-15 წელიწადში, მათ შორის თქვენი მთავრობის პირობებში, სიამოვნებით განვიხილავდით.” თუ მთავრობების გაკეთებულის შედარებას მთავაზობთ, რაც პოლიტიკური სფეროა, რატომ ვიფარგლებით 10-15 წლით? იქნებ ცოტა შორიდან დაგვეწყო? მაგალითად, სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბადებისას 2002 წელს 70.22 წელი იყო, 2012 წელს - 72.097; ყოველ 1,000 ბავშვზე - 1 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა 2002 წელს 27.9 იყო, 2012 წელს - 10.8 - 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა 2002 წელს 31.7 იყო, 2012 წელს - 12.1 წყარო: World Development Indicators ბატონო ამირან, განა გამართლებული იქნება ჩემი მხრიდან თქვენ გიკიჟინოთ 2002 წლის ინდიკატორები, როდესაც ვიცი, რა გარემოში და რა სახსრებით გიწევდათ იმ პრობლემებთან შეჭიდება, რაც მოყვა 90-იანების დასაწისში 2 ომს რუსეთთან და სამოქალაქო ომს? ასე რომ, მაპატიეთ, მაგრამ ასევე მოვითხოვ თქვენგან “ვარდების რევოლუციის” ადმინისტრაციის პერიოდის ობიექტურ და მიუკერძოებელ შეფასებას იმის გათვალისწინებით, რა მდგომარეობა ჩავიბარეთ შევარდნაძის მთავრობისაგან. ფართო აუდიტორიიისთვის კი ასე ვიტყვი: თქვენ მომიწოდებთ პოზიტივის დანახვას 65,000 ადამიანის განკურნებაში იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით ნახევარი საქმეა გაკეთებული. კი ბატონო, ოღონდ მეც გთხოვდით პოზიტივი დაინახოთ იმაში, რომ ქვეყანაში, სადაც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა უსერიოზულესი პრობლემა იყო “ვარდების რევოლუციამდე”, 2.3 მლნ მოქალაქე გადავაბარეთ დღევანდელ ხელისუფლებას ჯანდაცვის სერვისებით მოცული (218 და 165 დადგენილების 1.8 მლნ ბენეფიციარი საუკეთესო პაკეტით, რომელიც, პარქტიკულად, უცვლელად შეინარჩუნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, პლუს 0.5 მლნ კერძოდ დაზღვეული). იყო ეს საკმარისი? არა! რადგან 1.4 მლნ მოქალაქე იყო დაუცველი. და ჩვენი ხელისუფლების კრიტიკა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან და თქვენგანაც იყო სრულიად სამართლიანი და ლეგიტიმური. მით უმეტეს, რომ დღევანდელი ხელისუფლებისაგან განსხვავებით, მაშინდელი ხელსიუფლება უზრუნველყოფდა ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომ მას შეეძლო ჯანდაცვაში მეტი ფული ჩაედო. ამიტომაც მივესალმე “ქართული ოცნების” მიერ ჯანდაცვაში მეტი ფულის მობილიზებას საჯაროდ, თუმცა იქვე ვიწინასწარმეტველე (ზოგიერთის აზრით, ჩასაფრებულის პოზიციიდან) მისი სერიოზული ფინანსური რისკი. სამწუხაროდ, ამაშიც მართალი აღმოვჩნდი.“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

---

 

14.01.2020

მედიასაშუალება:  https://news.ge/2020/01/14/c-hepatitis-samkirnalo-wamlebi-iyo-ubralod-ar-movida-xalxi/

C ჰეპატიტის სამკურნალო წამლები იყო და ხალხს ელოდებოდა, ეს ხალხი არ მივიდა, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, ხალხი რომ მისულიყო და წამალი არ ყოფილიყო

C ჰეპატიტის სამკურნალო წამლები იყო და ამ ხალხს ელოდებოდა, ეს ხალხი არ მივიდა, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, ხალხი რომ მისულიყო და წამალი არ ყოფილიყო”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, იმ კონკრეტულ პირებს, რომლებსაც დადასტურებულად აქვთ c ჰეპატიტი, უკავშირდებოდნენ და თხოვდნენ პროგრამაში ჩართვას, თუმცა ისინი არ ჩაერთნენ. “ლაპარაკია 2000 დოზაზე, მაშინ, როდესაც დღესაც კი, არის დაახლოებით 16 ათასი კაცი, ვისაც დადასტურებულად აქვს c ჰეპატიტი. ეს 16 ათასი კაცი, მიუხედავად იმისა, რომ მათ რამდენჯერმე უკავშირდებიან, თხოვენ, რომ ჩაერთონ პროგრამაში, ეს ხალხი დღემდე არ არის ჩართული პროგრამაში, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულიდან მოყოლებული საერთოდ უფასოა პროგრამაში ჩართვა. ეს წამლები იყო და ამ ხალხს ელოდებოდა, ეს ხალხი არ მივიდა, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, ხალხი რომ მისულიყო და წამალი არ ყოფილიყო? კვლევაც ჩატარდა, რომ ურეკავდნენ, რატომ არ მიდიოდნენ და ერთ-ერთ ეტაპზე მეორე მიზეზად დასახელდა ის, რომ კვლევებზე გარკვეული თანხა იყო საჭირო, მაგრამ ესეც მოიხსნა და მიუხედავად ამისა, მაინც არ მიდიან. C ჰეპატიტი არის ისეთი დაავადება, რომელიც “ჩუმი მკვლელია”. მთელი ცხოვრება შეიძლება გქონდეს და არ შეგაწუხოს, ქართველი კაცის ხასიათი ხომ იცით? თუ არაფერი აწუხებს, რატომ უნდა წავიდეს და იმკურნალოს? ძალიან ბევრი ადამიანი არ მიდის უბრალოდ”,- განაცხადა პაატა იმნაძემ. ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

პრესა.ჯი- https://presa.ge/?m=society&AID=79581

პრაიმტიამ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1578988042-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/163149-paata-imnadze-c-hepatitis-programis-gagrdzelebas-safrtxe-ar-emuqreba

ინფო9- https://info9.ge/chven-shesakheb/218373-paata-imnadze-c-hepatitis-samkurnalo-tsamlebi-iyo-da-khalkhs-elodeboda-es-khalkhi-ar-mivida-tsarmoidgineth-ra-mokhdeboda-khalkhi-rom-misuliyo-da-tsamali-ar-yofiliyo.html?lang=ka-GE

---

 

14.01.2020

მედიასაშუალება:  https://accentnews.ge/ka/article/11586-piroteknikit-cxra-adamiani-dashavda

პიროტექნიკით ცხრა ადამიანი დაშავდა

ძველი სტილით ახალი წლის აღნიშვნისას, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ შემთხვევებიდან ხუთი თბილისში მოხდა. ყველა პაციენტი მსუბუქად დაშავდა, არც ერთის ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო. დამწვრობის ცენტრში გვიან ღამით ოთხი პაციენტი შეიყვანეს, მათგან ორი ბავშვი იყო – 10 და 14 წლის, ორი კი მოზრდილი. ორივე ბავშვს და ერთ მოზრდილს მარჯვენა ხელის მტევნები ჰქონდათ დაზიანებული, მეოთხე პაციენტს კი ორივე მტევნის დაზიანება აღენიშნებოდა.

---

 

14.01.2020

მედიასაშუალება:  https://info9.ge/chven-shesakheb/218372-saqarthveloshi-shvilis-ayvanis-msurveli-2562-piria-gasashvilebeli-ki-215-bavshvia.html?lang=ka-GE

საქართველოში შვილის აყვანის მსურველი 2562 პირია, გასაშვილებელი კი 215 ბავშვია

საქართველოში გასაშვილებელი 215 ბავშვი ირიცხება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, მათგან 153 ბავშვი შშმ პირია. მათივე ცნობით, შვილად აყვანაზე ჯამში უარს 35 ბავშვი აცხადებს. სააგენტოს ინფორმაციით, შვილად აყავანაზე უარის თქმა ბავშვს 10 წლის ასაკის ზევით შეუძლია. რაც შეეხება მშვილებელი პირის ოდენობას, მშვილებელი დღეის მდგომარეობით რეესტრში 2562 პირი ირიცხება. როგორც სააგენტოში აცხადებენ, საშუაალოდ, ყოველწლიურად შვილდება 80-110 ბავშვი. ბავშვის შვილად აყვანა შეუძლია ანუ მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადი, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში უნდა წარადგინოს. მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა; მშვილებელსა და 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი). გამონაკლის შემთხვევაში მშვილებელსა და 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება დაქორწინებულ მშვილებლებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

---

 

14.01.2020

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/paata-imnadze-orsulebisthvis-vaqtsinebis-maragi-aris-sheudzliath-aitsran/

 პაატა იმნაძე: ორსულებისთვის ვაქცინების მარაგი არის, შეუძლიათ აიცრან

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, გრიპის ვირუსით ამბულატორიულ დაწესებულებებში მიმართვიანობამ, წინა კვირასთან შედარებით, მცირედით მოიმატა.დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის განცხადებით, ეპიდემიური პროცესის განვითარებასთან სასწავლო პროცესს კავშირი არ აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო დაწესებულებებმა ცენტრის რეკომენდაციები გაითვალისწინონ. “დღეისათვის მიმართვიანობა ამბულატორიულ დაწესებულებებში ოდნავ მოიმატა წინა კვირასთან შედარებით. ახლა არის 220-მდე მაჩვენებელი. მთავარი რეკომენდაცია: ხელების ხშირი დაბანა არის ძალიან კარგი მეთოდი გრიპის თავიდან ასაცილებლად. ორსულებს ისევ და ისევ ვთხოვთ, რომ მათთვის ვაქცინების მარაგი არის, ამიტომ ორსულებს შეუძლიათ მიმართონ და აიცრან,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

---

 

14.01.2020

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/rogor-daexmareba-dasaqmebis-saagento-samushaos-madzieblebs-/46899

როგორ დაეხმარება დასაქმების სააგენტო სამუშაოს მაძიებლებს?

წელს, პირველი იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამოქმედდა. შესაბამისად, შრომის და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, რაც აქამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციებში შედიოდა, ახალშექმნილი სააგენტო შეასრულებს. მათ შორის არის პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა. ამავე სააგენტოს უფლებამოსილება იქნება ცირკულარული მიგრაციის საკითხების მართვა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი კადრების გადამზადება და ლეგალური დასაქმება უცხოეთში მოხდება. სანამ დასაქმების სააგენტო სსიპ-ად ჩამოყალიბდებოდა, მანამდე სამინისტროში სპეციალური დეპარტამენტი არსებობდა, რომელიც ასევე ასაქმებდა მოქალაქეებს ან მათ სამსახურის გაუმჯობესებაში ეხმარებოდა. ყოველწლიურად დეპარტამენტის მეშვეობით 2 ათასამდე ადამიანი საქმდებოდა, განახლებულ სააგენტოში კი ფიქრობენ, რომ წლიდან-წლამდე ამ მაჩვენებელს გააუმჯობესებენ. პირველ ეტაპზე, მაჩვენებლის 15%-ით გაზრდა იგეგმება. 2020 წლის პირველ კვარტალში დასაქმების სააგენტო საკუთარი კადრების მოძიებასა და სტრუქტურის საბოლოოდ ჩამოყალიბებაზე იქნება ორიენტირებული. დასაქმების სააგენტო თავისივე უწყებაში 100-მდე ადამიანს დაასაქმებს. ბიუჯეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებული სააგენტოსთვის 4 მილიონი ლარი იქნება, ანუ იგივე, რაც გასულ წლებში შესაბამის დეპარტამენტს ჰქონდა, თუმცა ჯანფდაცვის მინისტრის მოადგილეს თამილა ბარკალაიას მიაჩნია, რომ არსებული თანხა უფრო ეფექტურად გაიხარჯება, რადგანაც ბენეფიციარებთან ინდივიდუალური მოდელი იმუშავებს. სააგენტოს ბენეფიციარის გადამზადებასთან ერთად შეუძლია არაუმეტეს 4 თვის განმავლობაში 480 ლარის ოდენობით ხელფასი დაუსუბსიდიროს, მაგრამ ეს მხოლოდ მოწყვლად ჯგუფებსა და რთულად დასაქმებად ბენეფიციარებზე გავრცელდება. “ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს გვაქვს არის “სტრუქტურული უმუშევრობა”, როცა ბაზარზე არსებობს მოთხოვნა და არის ვაკანტური ადგილები, მეორე მხრივ, არის საკმაოდ მაღალი უმუშევრობის დონე, თუმცა, უმუშევართა კვალიფიკაცია არ შეესაბამება ბაზარზე არსებულ მოვლენებს. სწორედ აქ არის დასაქმების სააგენტოს, როგორც საშუამავლო სერვისის მიმწოდებელი უწყების, ფუნქციის მნიშვნელობა. გამოიკვეთა საჭიროება, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად ჩაერთოს საშუამავლო სერვისებით ამ პროცესებში; მხარი დაუჭიროს ე.წ. რთულად დასაქმებად კატეგორიებს, რომ მათ შეძინოს შესაბამისი უნარები, რაც მათ დაეხმარება სამუშაოს პოვნაში. ფაქტია, რომ სამუშაოს ყველა მაძიებელს არ აქვს ერთნაირი სამუშაო კვალიფიკაცია, შესაბამისად, მათ სჭირდებათ განსხვავებული მხადაჭერითი სერვისები. აქამდე მხარდაჭერითი სერვისები იყო ძლიან სტანდარტიზებული - მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსები, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და სტაჟირების სუბსიდირების პროგრამა”, - აცხადებს ბარკალაია. მისი თქმით, მოხდება ბენეფიციარების კატეგორიებად დაყოფა: 1 - ადამიანები, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცილება და ეძებენ სამუშაოს 2 - პირები, რომლებსაც სურთ საკუთარი სამუშაო პირობების გაუმჯობესება; 3 - უმუშევარი პირები, რომლებსაც არ აქვთ სამუშაო გამოცდილება 4 - პირები, რომელთა კვალიფიკაცია მოძველებულია. პირველ და მეორე შემთხვევაში დასაქმების სააგენტოს დახმარება შესაძლოა მხოლოდ იმით შემოიფარგლოს, რომ მიაწოდოს მათ ინფორმაცია ვაკანსიებისა და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ. მესამე და მეოთხე შემთხვევებში კი კონსულტანტების ჩართულობა უფრო მაღალი იქნება. “ზოგჯერ, ბენეფიციარი მოდის საკუთარი კარიერის კონკრეტული ხედვით, რომელიც შეიძლება არ შეესაბამებოდეს ან მის კვლალიფიკაციას ან ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. ჩვენი კონსულტანტები გაუწევენ მათ შესაბამის კონსულტაციას. შესაბამისად, მიმართავენ მის გეგმებს და დაეხმარებიან, დაგეგმონ საკუთარი კარიერა. საჭიროების შემთხვევაში გადამზადების კურსებზე გაგზავნიან, საჭიროების შემთხვევაში გარკვეულ კატეგორიას დაუფინანსდება სტაჟირება ან ხელფასი და მოხდება მათი საკვანძო კვალიფიკაციითა და ისეთი უნარებით აღჭურვა, როგორებიცაა - CV-ის შევსება, პრეზენტაციის მომზადება და ა.შ.”, - აცხადებს ბარკალაია. კითხვაზე, რა არის დღეს შრომის ბაზარზე ყველაზე დიდი გამოწვევა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს ე.წ. სტრუქტურული დასაქმებაა, ანუ როდესაც ბაზარზე მოთხოვნა სხვა პროფესიებზეა, მუშახელს კი კვალიფიკაცია სხვა მიმართულებით აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე დასაქმების სააგენტო აპირებს ამიერიდან ე.წ. დაკვეთა ბიზნესისგან მიიღოს და არა ბენეფიციარებისგან. ანუ დასაქმების სააგენტო დააფინანსებს იმ პროგრამებს და პროფესიებს, რომლებზეც მოთხოვნა ბიზნესისგან მოდის. ირკვევა, რომ ამ დროისთვის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები სატრანსპორტო, სამშენებლო და ტურიზმის სექტორშია.

---

 

ბეჭდვითი მედია

15.01.2020

მედიასაშუალება: რეზონანსი

უბედურება: კახეთში ვირუსით 31 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა - "ექიმმა რომ ნახა, გული უკვე გაჩერებული ჰქონდა!"

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში 31 წლის ორსული, სავარაუდოდ, ვირუსით გარდაიცვალა. მერის წარმომადგენლის, გიორგი ნაპირელის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს მაღალი სიცხეები ჰქონდა. „გადმოცემით ვიცი, რომ სიცხეები ჰქონდა, როგორც ჩანს ექიმს არ მიაკითხა. ჩვენმა ექიმმა რომ ნახა, უკვე გული გაჩერებული იყო. ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, ძალიან მძიმე ამბავი დაატყდათ",- განაცხადა ნაპირელმა. ახალგაზრდა ქალი, 21 კვირის ორსული იყო , კლინიკის ინფორმაციით, სადაც ის აღრიცხვაზე იმყოფებოდა, ორსულობა რთულად არ მიმდინარეობდა და დამატებითი ფაქტორების გარეშე, ის გარდაცვალების მიზეზი ვერ გახდებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6633874&name=15.01.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

15.01.2020

მედიასაშუალება: რეზონანსი

"სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს... ბავშვები გაუნათლებლები დაგვრჩებიან" - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა საერთოდ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნებში. "ეს გასაგებია იმიტომ, რომ პირველ და ორ იანვარს ძალიან მძიმედ თუ არ არის ადამიანი, არ მიმართავს კლინიკას და ამიტომაც საკმაოდ დაბალი იყო ეს მაჩვენებელი. ახლა არის 220-მდე 100 000 მოსახლეზე. ასევე, ჰოსპიტალიზაციაში მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებების წილი 3%-ით არის გაზრდილი, 22 იყო და ახლა 25-ია. შარშან ამ დროს კი, დაახლოებით 40 იყო. ჩვენთან ზუსტად ისეთივე სიტუაციაა, როგორც ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში. სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა საერთოდ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნებში. ეს არის პოსტ საბჭოთა ქვეყნების ტრადიცია, რომ გრიპის მატების დროს სასწავლო პროცესი შეწყვიტონ ხოლმე. გრიპი იწყება დეკემბერში და გრძელდება აპრილამდე. ამ პერიოდში თუ სწავლას შევწყვეტთ, ისედაც პრობლემები გვაქვს ბავშვების განათლებაში და დაგვრჩებიან გაუნათლებლები. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ რეალური მეცნიერული საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ სწავლა შეწყდეს. სამწუხაროდ, ორი ფატალური შედეგი იყო გრიპის ვირუსით გამოწვეული, ორივე დეკემბრის თვეში. მთავარ რეკომენდაციას რაც შეეხება, ორსულებს ვთხოვთ, მათთვის ვაქცინების მარაგი არის და მათ შეუძლიათ მიმართონ და აიცრან. დანარჩენებმა კი ჩვეულებრივად უნდა დავიცვათ ის რჩევები, რასაც სულ ვიძლევით. ხელების ხშირი დაბანა ძალიან კარგი მეთოდია გრიპის თავიდან ასაცილებლად. ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ჩვენ წელს პირველად გამოვიყენეთ, ეს იყო საბავშვო ბაღის აღმზრდელების უფასო ვაქცინაციის პროგრამაში პროფესიული ნიშნით ჩასმა იმიტომ, რომ მოზრდილებს არ მიეტანათ გრიპი", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6633852&name=15.01.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

15.01.2020

მედიასაშუალება: ახალი თაობა

ჯი-ეიჩ-ბი - ახალი, ყველაზე საშიში ნარკოტიკი ქართულ შავ ბაზარზე

რუსთავი 2-ის ცნობით, საქართველოში ახალი ნარკოტიკი გამოჩნდა. ის ახალია საქართველოსთვის, თუმცა მთელ მსოფლიოში უკვე აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნარკოტიკი. აუბარია ჯი- ეიჩ- ბიზე, რომელიც 60-იან წლებში ანესთეზიისთვის გამოიგონეს. 80-იან წლებში წონის დასაკლებად იყენებდნენ, ხოლო უკვე ამ საუკუნეში ე.წ. ქლაბერების საყვარელი ნივთიერება გახდა. ის პოპულარობით მთელ მსოფლიოში სარგებლობს და სხვადასხვა დასახელებებით არის ცნობილი. საგულისხმოა, რომ შეერთებულ შტატებში ბოლო 30 წლის განმავლობაში ჯი-ეიჩ-ბის მოხმარების ფონზე 16 000 ადამიანი დაიღუპა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბილ კლინტონმა მისი ნებისმიერი ფორმით გამოყენება აკრძალა. უკანასკნელი კვლევებით ეს ნარკოტიკი განსაკუთრებით საშიშია ალკოჰოლთან ერთად, ხოლო, მისი ე.წ. გადაგდება უფრო რთულია, ვიდრე ჰეროინის. ნარკოლოგები საზოგადოებას კატეგორიულად აფრთხილებენ, რომ ჯი-ეიჩ-ბის ახალი ნაერთის მოხმარება, რომელიც ბოლო პერიოდში შავ ბაზარზე გამოჩნდა, უმძიმესი შედეგებით სრულდება. აუკუნის ნარკოტიკის შესახებ ინფორმაცია აქვთ სხვა ნარკოლოგიურ ცენტრებშიც. კლინიკა "ნეოგენის" დირექტორის განცხადებით, ნივთიერება პირდაპირ მოქმედებს სუნთქვის ცენტრზე, თრგუნავს რეფლექსს, რაც საბოლოოდ, შეიძლება სიკვდილის მიზეზიც გახდეს. ექიმის თქმით, ე.წ. კლუბურ ნარკოტიკს, მეორენაირად "ქიმიური სექსის" სახელითაც იცნობენ. ექიმების განცხადებით, ხშირია გაუხმაურებელი შემთხვევები, როდესაც კლინიკებში მოზარდები შეჰყავთ. მათივე ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში საავადმყოფოებში პაციენტების ნაკადმა იმატა. ტოქსიკოლოგი მარინა გიორგობიანი ამბობს, რომ ვითარება განსაკუთრებით მაშინ მწვავდება, როდესაც ნარკოტიკს ალკოჰოლს ამატებენ. ჯი-ეიჩ-ბის მოხმარება იწვევს ბევრად მძიმე დამოკიდებულებას ვიდრე ოპიატების ჯგუფი. ნარკოლოგების ინფორმაციით, მიმართვიანობა მკვეთრად არის მომატებული ახალი წლის პერიოდში. თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ამბობენ, რომ მათთან მსგავსი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ფსიქოლოგების თქმით, ე.წ. კლუბური ნარკოტიკი დღეს მსოფლიოს წინაშე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ის პირდაპირ ურტყამს ფსიქიკას და ნეგატიური შედეგი ხშირად პირველი მოხმარებისთანავე დგება. არაოფიციალური ვერსიით, ჯი-ეიჩ-ბი შავ ბაზარზე იყიდება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ფორმულას იატაკქვეშა ლაბორატორიებში აწარმოებენ. საიდან ხვდება ნარკოტიკი ქართულ ბაზარზე, უცნობია. ზუსტად რამდენიმე კვირის წინ გამოვლინდა ნარკორეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებშიც თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა სახის ქიმიურ ნივთიერებას ადგილზე ამზადებდნენ. ამოღებული ნარკოტიკის საერთო ღირებულებამ 6 მილიონი შეადგინა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6633950&name=15.01.2020+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

           

საქართველოს რესპუბლიკა-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6633932&name=15.01.2020+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

15.01.2020

მედიასაშუალება: რეზონანსი

ძველი სტილით ახალი წლის აღნიშვნისას, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა

ძველი სტილით ახალი წლის აღნიშვნისას, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ შემთხვევებიდან ხუთი თბილისში მოხდა. ყველა პაციენტი მსუბუქად დაშავდა, არც ერთის ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო. დამწვრობის ცენტრში გვიან ღამით ოთხი პაციენტი შეიყვანეს. როგორც საქართველოს პირველ არხს ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ აცნობა, მათგან ორი ბავშვი იყო - 10 და 14 წლის, ორი კი მოზრდილი. ორივე ბავშვს და ერთ მოზრდილს მარჯვენა ხელის მტევნები ჰქონდათ დაზიანებული, მეოთხე პაციენტს კი ორივე მტევნის დაზიანება აღენიშნებოდა. გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტებს ჭრილობები ქირურგიულად ადგილზევე დაუმუშავეს და ოთხივე მათგანი ბინაზე გაეწერა. ამასთან, პიროტექნიკით დაშავებული არც ერთი პაციენტი არ შეუყვანიათ იაშვილის კლინიკაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6633908&name=15.01.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

15.01.2020

მედიასაშუალება: ახალი თაობა

"რატომ გაუჩინარდა დავით სერგეენკო?"

`ახალი თაობის~ კითხვებს სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი პასუხობს. _ დიმიტრი, ცე ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის ჩავარდნას სერიოზული პროტესტი მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. რასთან გვაქვს საქმე, კორუფციულ სქემასთან თუ ხელისუფლების უნიათობასთან? _ მაშინ, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ჩვენს ხელისუფლებას სულ ფეხებზე ჰკიდია ჩვენი მოქალაქეები. სწორედ ამის დასტური იყო ის გაფუჭებული მედიკამენტები, რომლებიც მივიღეთ. ეს იყო ის მედიკამენტები და ის ფული, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აძლევდა იმის შანსს, რომ სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა. სწორედ ამას შეუშალეს ხელი და ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაწირეს ის ადამიანები, რომელთაც უნდა მიეღოთ ის დოზა, რომელზეც გვითხრეს, რომ თურმე გაფუჭდა. არადა სულ სხვა სიტუაცია იყო. _ რა სიტუაცია? _ მუდამ რიგები იდგა ამ მედიკამენტების ასაღებად. ადამიანები მიდიოდნენ და ითხოვდნენ მედიკამენტს, მაგრამ მათ არ მისცეს ეს მედიკამენტები. ახლა კი გამოდიან და აცხადებენ, გაფუჭდაო. შეიძლება საერთოდ სხვა რამესთან გვქონდეს საქმე. _ კერძოდ, რასთან? _ იმასთან, რომ უბრალოდ ადგნენ და ფულის საშოვნელად, ეს მედიკამენტები გაიტანეს მესამე ქვეყანაში შავ ბაზარზე და იქ გაყიდეს. 1 ადამიანის მკურნალობა 80 ათასი ჯდება. შესაბამისად, ძალიან დიდ ფულზეა აქ საუბარი. რამდენიმე ასეულ მილიონზეა. ამათგან არაფერია გამორიცხული. _ გამოძიებას ითხოვთ? _ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, თუმცა ამის იმედი ამ ხელისუფლების პერიოდში არ არსებობს, მაგრამ ძალიან მალე შეიცვლება `ქართული ოცნება~ და აუცილებლად გამოძიებული იქნება ეს საქმე, თუ რეალურად სად წავიდა ეს მედიკამენტები, მართლა ვადა გაუვიდა თუ გაყიდული იქნა შავ ბაზარზე ეს პროგრამა არ იყო ერთადერთი, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები აფინანსებდნენ და სწორედ ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს საქმე დროულად იქნას გამოძიებული. _ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს _ ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, სერგეენკოსი თუ ამჟამინდელის? რაღაც საეჭვოდ გაუჩინარდა სერგეენკო. _ დიახ, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ სერგეენკო სწორედ ამის გამო იყოს გაუჩინარებული. `ქართული ოცნების~ ერთერთ ყოფილ დეპუტატს წამოსცდა, რომ ამერიკულმა მხარემაც დაიწყო გამოძიება ამ მედიკამენტებთან დაკავშირებით. შესაძლოა, სწორედ ამასთან იყოს დაკავშირებული სერგეენკოს გადამალვა. თუმცა ფაქტია ის, რომ დღევანდელი მინისტრი და სამინისტროში მყოფი ადამიანები ხელს აფარებენ ამ ფაქტს და ბოლომდე არ გვეუბნებიან, რა ხდება. იმის მაგივრად, რომ საზოგადოება გაარკვიონ, რეალურად რა მოხდა, გამოდიან და გვეუბნებიან, რომ თურმე ეს არ ყოფილა ბიუჯეტის ფული! _ სინამდვილეში რა ფული იყო? _ სინამდვილეში ეს იყო ფული, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების გადასარჩენად ხმარობდა. ის მედიკამენტები, რომლებიც გაფუჭდა, ან შავ ბაზარზე გაიტანეს, 2.000 ადამიანს ეყოფოდა. _ რას აპირებთ დიმიტრი, ბოლომდე მიყვებით ამ საკითხს? _ ჩვენ ეს ფაქტი გავაპროტესტეთ, ახლა დაველოდებით განმარტებების გაკეთებას, დაველოდებით, რას მოიმოქმედებენ სახელმწიფო ორგანოები. ჩვენ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ პროკურატურასაც მივმართოთ. იმის მიუხედავად, რომ ესენი არ გამოიძიებენ და უბრალოდ თაროზე შემოდებენ, ეს საქმე იქნება გამზადებული შემდეგი ხელისუფლებისთვის და აუცილებლად მოხდება ამ ფაქტის გამოძიება. _ ზოგადად ჩავარდა ჯანდაცვის სისტემა, რთული სიტუაციაა ამ სფეროში. _ სწორედ აქ არის ყველაზე დიდი პრობლემა, ფაქტია, რომ ვერ გაართვეს თავი. ეს პროგრამა უკვე 2020 წელს უნდა წასულიყო დასრულებისკენ და 90%ზე მეტი უნდა ყოფილიყო განკურნე ბული ამ პროგრამით, მაგრამ დაახლოებით 50%ა ჯერ განკურნებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭიანურდებოდა ადამიანებისთვის ამ მედიკამენტების მიწოდება და რატომ ჭიანურდებოდა, ეს არის დასადგენი. _ ჯანდაცვის სამინისტროში სრულიად სხვა რამეს აცხადებენ, არ მოგვაკითხეს და არ იზრუნეს საკუთარ ჯანმრთელობაზეო. _ გაიკითხოს საზოგადოებამ, რამდენი ადამიანი იყო დასნეულებული, არც ის არის გამორიცხული, რომ მათ გვერდით მყოფი ადამიანებიც დასნეულებულიყვნენ. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა ბიუროკრატიული ბარიერის გავლა უწევდათ, რომ მისულიყვნენ ამ მედიკამენტის ასაღებად. ეს იყო უბრალოდ დადგმული სპექტაკლი, რასაც ახლა გვიყვებიან `ქართული ოცნების~ წევრები, რომ მათ ვინმემ არ მიაკითხა. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანს მედიკამენტი ეგულებოდეს უფასოდ, რომელსაც მოიხმარს და ამით სიცოცხლეს შეინარჩუნებს და არ მიდიოდეს ამ მედიკამენტის ასაღებად?! ეს არის კიდევ ერთი დიდი ტყუილი, რომელსაც `ქართული ოცნება~ გვეუბნება. ეს საქმე აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული. ერთი მხრივ, ეს ადამიანები გაწირეს სასიკვდილოდ, მეორე მხრივ, იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი მოქალაქეების მკურნალობაში, არ დავკარგოთ ავტორიტეტი და მათ ისევ გააგრძელონ სხვადასხვა პროგრამების დაფინანსება, რომელთაც სახელმწიფო ვერ აფინანსებს და რომლებიც მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის, გადარჩენისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის. _ დიმიტრი, მიუხედავად იმისა, რომ სადღესასწაულო დღეები იყო, თქვენი ორგანიზაცია არ გაჩერებულა, საკმაოდ აქტიურობდით. როდიდან განახლდება მასობრივი პროტესტი? _ ჩვენი პროტესტი ნამდვილად არ გაჩერებულა, მათ შორის, არც 31ში გავჩერებულვართ. უბრალოდ, არ შეიძლება სახლში თბილად ჯდომა მაშინ, როდესაც შვილმოკლულ მამას დაურბევენ კარავს და იმ ადამიანებს დაურბევენ კარავს, რომლებიც სიმართლისთვის იბრძვიან. სწორედ ამის გამო ვიდექით მათ შორის 31ში ქუჩაში და პირადად მე პირველად შევხვდი ახალ წელს ოჯახის გარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროტესტის გაგრძელება და ის გაგრძელდება. ყველაფერი `ქართულ ოცნებაზეა~ დამოკიდებული, ისინი დააჩქარებენ თუ არა ამ პროტესტის გაზრდას და მასობრივ მდგომარეობაში გადაყვანას. თუ ისინი არ დათანხმდებიან ქართველი ხალხის ნებას, ეს პროტესტი უფრო ფართომასშტაბიანი გახდება და პიკეტირებებიც აუცილებლად გაგრძელდება. მათ აღარ აქვთ ლეგიტიმაცია, მათ აღარ აქვთ ნდობა, რაზეც მეტყველებს ის, რომ თითოეული მათი გადაადგილება უზრუნველყოფილია ხოლმე სამართალდამცავების სრული მხარდაჭერით და მობილიზებით. პოლიცია სრული შემადგენლობით მათ დაჰყვება და იცავს. _ ბოლო პერიოდში პრეზიდენტი მოჰყვა აქტიურად თქვენი პროტესტის ტალღაში. _ ყველა მათგანი მოჰყვება ამ ტალღაში. რაც უნდა ამტკიცონ, მხარდაჭერა გვაქვსო, ეს ტყუილია, რადგან როდესაც საზოგადოებისგან ათასობით პოლიციელი გიცავს, ე.ი. შენ აღარავითარი ნდობა აღარ გაქვს. ხოლო როდესაც ნდობა არ გაქვს, ჯობია, დაემორჩილო ქართველი ხალხის ნებას და აღასრულო ის, რაც არის მისი დაკვეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდად მთავრდება ხოლმე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6633842&name=15.01.2020+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

​