| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-14.11.2019 |
| Received On : | 14.11.2019 08:30 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 14.11.2019
ტელევიზია
14.11.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
კლინიკები პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ მინისტრს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას სთხოვენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6463805
---
14.11.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილა მშვიდობისა
მედიკამენტების ფასების ზრდა და დამატებითი თავის ტკივილი მომხმარებლისთვის. რამდენად სანდრო და ეფექტურია პრეპარატები, რასაც ადგილობრივ ბაზარზე ვხვდებით და როგორია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია დღეს მედიკამენტების ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით? თამარ გაბუნიას კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6463643
---
13.11.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
ჯანდაცვის მინისტრი იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მთავარი თემა ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები იყო. ეკა ტიკრაძემ დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლაზე ისაუბრა. ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული ახალი სისტემა ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მიწოდებული სერვისების და ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6462592
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6462169
I არხი- მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6463458
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6463176
---
13.11.2019
არხი: ფორმულა
გადაცემა: ფორმულა ნიუს 20:00
30-მდე სამედიცინო დაწესებულება მთავრობას ღია წერილით მიმართავს და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსალოდნელ კრიზისზე აფრთხილებს. 5 ნოემბრის დადგენილებით ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა კლინიკისთვის სამედიცინო მომსახურების ერთიანი, მინიმალური ფასი დააწესა. კლინიკების დირექტორების განმარტებით, დადგენილი ტარიფები ხშირ შემთხვევაში თვითღირებულებაზე ნაკლებია, რაც სამედიცინო მომსახურებას უკიდურესად გააუარესებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6463432
ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6462944
---
13.11.2019
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუს 20:00
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს წელს 20-22 მილიონი ლარი აკლდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის განცხადებით დეკემბერში 44 მილიონი ლარი დაიხარჯება საყოველთაო ჯანდაცვაზე, საიდანაც დანაკლისი 22-მილიონ ლარამდე იქნება, რომელიც სხვა პროფიციტული პროგრამების ბიუჯეტიდან შეივსება. წოწკოლაურის თქმით ყოველწლიურად საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში თანხების დამატების საჭიროება, იმისთვისაა, რომ უფრო მეტად ხელმწისაწვდომი იყოს ჯანდაცვის სერვისები საქართველოში. ცნობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 2013 წლის 28 თებერვალში ამოქმედდა. მიმდინარე წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში, თანხის დამატება არ მომხდარა. საყოველთაო ჯანდაცვის 2020 წლის ბიუჯეტი კი 754 მილიონი ლარის ოდენობითაა დაგეგმილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6463398
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6463279
ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6463183
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6461988
---
13.11.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ბიზნესპარტნიორი
ცხრა თვეში შრომის ინსპექციამ კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის გამო 59 კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერა, 107 კი დააჯარიმა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით წელს ინსპექციამ 959 კომპანია შეამოწმა. პირველი სექტემბრიდან, მას შემდეგ რაც შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდა, მომეტებული საფთხის მქონე კომპანიების გარდა ინსპექციამ სამი კომპანია შეამოწმა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6463028
---
13.11.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
სანქცია ექიმებისათვის-6 მედიკოსს პროფესიული საქმიანობა სამუდამოდ შეუწყდა. ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, ამბულატორიულ და სტაციონარულ დაწესებულებებში ჩატარებულ მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. სპეციალისტებმა 4 თვის განმავლობაში 500-ზე მეტი დაწესებულება შეამოწმეს. შემოწმების შედეგად დაიწერა 117 სამართალდარღვევის ოქმი. ზაალ კაპანაძის თქმით, შემოწმების დროს სხვადასხვა ტიპის დარღვევები გამოვლინდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6461740
---
13.11.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
უკვე 5 დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ის შაბათს საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს, თუმცა ფაქტი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ორთოპედ ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს ოჯახთან ბოლო კონტაქტი გატაცებისას ჰქონდა. ოკუპანტები მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად. საქართველსო მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სუსმა. აცხადებენ რომ ამოქმედებულაი ცხელი ხაზი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6463475
---
13.11.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ისტორია, რომელსაც ბელორუსი 6 წლის ბიჭი ყვება საკმაოდ მძიმეა. "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბავშვი ამბობს, რომ მასზე მამინაცვალი სექსუალურად და ფიზიკურად ღამით ძალადობდა, ან მაშინ როდესაც სახლში მასთან ერთად მარტო იმყოფებოდა. ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი ახლა საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსითაა, ის მამამ ბელორუსიიდან მომხდარის გამო წამოიყვანა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6463478
---
13.11.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 20:00
ნარკოტიკების მოხმარების ფაქტები გახშირებულია და თან განსაკუთრებით მოზარდებს შორის - ამის შესახებ სპეციალისტები საუბრობენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6463328
---
ინტერნეტი
14.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ra-daujdeba-saqartvelos-ojaxebis-gadzliereba-da-genderuli-tanasworobis-mxardachera/43537/
რა დაუჯდება საქართველოს ოჯახების გაძლიერება და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა
რა ინვესტიცია და რესურსები სჭირდება საქართველოს ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისა და სიღარიბის დაძლევისთვის, რა როლს შეასრულებს ეს პროცესი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის - ამ და სხვა საკითხებს მიეძღვნება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი ანგარიშის „მსოფლიო ქალთა პროგრესი 2019: ოჯახები ცვალებად მსოფლიოში" პრეზენტაცია. ღონისძიება დღეს, 09:30 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" იმართება. ანგარიშს თავად მისი ავტორი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებისა და კვლევების ხელმძღვანელი შაჰრა რაზავი წარადგენს. სავარაუდო ხარჯების შესახებ პრეზენტაციას კი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მირა ბირბაუმი გამართავს. ღონისძიებას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ის განსახორციელებელი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვან საკანონმდებლო და პოლიტიკის ცვლილებებს. ასევე, ის რესურსები და სავარაუდო ხარჯები, რომლებიც ქვეყანას ოჯახზე მორგებული სერვისებისა და სოციალური უზრუნველყოფის შემწეობების განსახორციელებლად დასჭირდება. ანგარიში დაეხმარება ქვეყანას მუშაობა დაიწყოს ოჯახზე მორგებული პოლიტიკის შექმნაზე, რაც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებისა და საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების ერონულ დონეზე აღსრულების მნიშვნელოვანი საკითხია. „მსოფლიო ქალთა პროგრესი 2019: ოჯახები ცვალებად მსოფლიოში" გაეროს ქალთა ორგანიზაციის ძირითადი ანგარიშია, რომელიც ოჯახების ამჟამინდელი რეალობის შეფასებას წარმოადგენს. იგი აერთიანებს გლობალურ, რეგიონულ თუ ეროვნულ მონაცემებს და მოიცავს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების ანალიზს, როგორებიცაა საოჯახო სამართალი, შემოსავალი და დასაქმება, აუნაზღაურებელი შრომა, ქალთა მიმართ ძალადობა, მიგრაცია და სხვა.
---
14.11.2019
მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/17322-me-5-dgea-okupantebis-tybveobashia-znobili-qartveli-eqimi-vaja-gaprindashvili
მე-5 დღეა ოკუპანტების ტყვეობაშია ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი
საოკუპაციო ძალებს მე-5 დღეა ტყვეობაში ჰყავთ ცნობილი ქართველი ექიმი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი. ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ საქმე აღძრულია „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლი). დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან მიზანმიმართულად გადაკვეთა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებს ჰყავთ დაკავებული. სუს-ში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად. ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა საოკუპაციო ძალებს 9 და 11 ნოემბერს ახმაჯთან და ორჭოსანთან საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე ჰყავდა დაკავებული. ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ესენი არიან: 1961 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები რამაზ ზადიშვილი; სოფელ გრემისხევის მკვიდრი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი და სოფელ კოდისწყაროში მცხოვრები, 1956 წელს დაბადებული ზურაბ ტუხიაშვილი. ისინი 13 ნოემბერს ახალგორის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ ფულადი თანხით დააჯარიმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გაძევებით.
---
13.11.2019
სამედიცინო სკანდალი - თბილისში, ქალთა კონსულტაციის ცენტრში, აბორტებს აკეთებენ ვადის დარღვევით და იმ გოგონებზე, ვინც ორსულად არ არიან (ვიდეო)
"სასიკვდილოდ რატომ მწირავთ, რატომ მიკეთებთ აბორტს 12 კვირაზე" - შოკისმომგვრელი კადრები. სამედიცინო სკანდალი - თბილისში, ქალთა კონსულტაციის ცენტრში, აბორტებს აკეთებენ ისე, როგოც 90-იან წლებში სარდაფებში აკეთებდნენ. "სხვა ნანუკას" ინფორმაციით, ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა აბორტები ვადების დარღვევით კეთდება და გოგოსთვის ნარკოზით გამოტუმბვა ისე გაუკეთებიათ, რომ ის ორსულად საერთოდ არ ყოფილა. გადაცემამ მოწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ექსპერიმენტი ჩაატარა. ქალთა კონსულტაციის ცენტრში ექსპერიმენტზე მისულ ჟურნალისტს ერთადერთი კითხვა დაუსვეს, იყო თუ არა ის სანდო და მეორე დღეს დაუნიშნეს აბორტი. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი კამერით და მიკროფონით მივიდა ექიმმა ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ მას არც გოგონა უნახავს და ჟურნალისტს და ოპერატორს დაემუქრა.
---
13.11.2019
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ წარადგინა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ წარადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ცვლილებები შეეხება დაფინანსების სისტემას, პირველადი ჯანდაცვის სისტემას, მედიკამენტების საკითხს. „დაფინანსების ახალი სისტემა ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას. აღნიშნული ინიციატივა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტისა და ხარისხის მოთხოვნის საფუძველი, რაც უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია პაციენტის ინტერესზე. სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექტიური გზით, იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მისი თქმით, ადამიანის ჯანმრთელობის გზა პირველად ჯანდაცვაზე გადის. აუცილებელია პრევენციული სერვისების გაძლიერება, ოჯახისა და სოფლის ექიმების როლისა და დატვირთვის გაზრდა, ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმიური სამედიცინო შემოწმების კულტურის განვითარება. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოში იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვნად შეცვლის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესს. ეს ეხება საქართველოს მედიცინისთვის სრულიად ახალ მიმართულებას - ტელემედიცინაზე დაყრდნობილი პირველადი ჯანდაცვის აღჭურვილობას, რომლის საშუალებით მარტივად, უმოკლეს დროში სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება და შენახვა, დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა არის შესაძლებელი. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მედიკამენტების საკითხზეც. „უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვმუშაობთ ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე. ხარისხის კომპონენტში, აქცენტს გავაკეთებთ ქვეყანაში წამლის რეგისტრაციისა და ბაზარზე დაშვების საკითხზე, რომლის აუცილებელი საფუძველი გახდება GMP სერთიფიკატი. მედიკამენტების რეგისტრაციისთვის გაჩნდება დამატებითი მოთხოვნები, რომელიც იქნება ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მან ასევე ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს, მათ შორის იმერეთის რეგიონში. ეს ეხება საქართველოს მასშტაბით 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციას. შეხვედრას იმერეთის მხარის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების და რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/516745
---
13.11.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/572503-jandacvis-ministris-gancxadebit-mixeil-chxenkelis-ministrta-kabinetshi-dabrunebas-miesalmeba
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიხეილ ჩხენკელის მინისტრთა კაბინეტში დაბრუნებას მიესალმება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიხეილ ჩხენკელის განათლების მინისტრად დაბრუნებს აფასებს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მიხეილ ჩხენკელის დაბრუნებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ პროდუქტიულად ითანამშრომლებენ. „მიხეილ ჩხენკელის კანდიდატურა ჩემთვის ნამდვილად მისაღებია. ის იყო და არის ჩვენი გუნდის წევრი. ჩვენ სამინისტროს და განათლების სამინისტროს ბევრი ერთობლივი პროექტი გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ პროდუქტიულად ვითანამშრომლებთ"- განაცხადა ეკატერინემ ტიკარაძემ.
---
13.11.2019
მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/62799-saqoveltao-jandacvis-programis-biujets-cels-20-22-milioni-lari-akldeba/
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს წელს 20-22 მილიონი ლარი აკლდება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს წელს 20-22 მილიონი ლარი აკლდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა განუცხადა. „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, როგორია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტის ათვისება, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დეკემბერში 44 მილიონი ლარი დაიხარჯება საყოველთაო ჯანდაცვაზე, საიდანაც დანაკლისი 22-მილიონ ლარამდე იქნება, რომელიც სხვა პროფიციტული პროგრამების ბიუჯეტიდან შეივსება. “დეკემბერში გადასარიცხი გვაქვს 44 მილიონი ლარის ოდენობით თანხა, სადაც დაახლოებით 20-22 მილიონი ლარი იქნება დეფიციტი, რომელიც შეივსება ანალოგი პროგრამებიდან, ეს იქნება ვერტიკალური პროგრამები, სადაც გვექნება პროფიციტი, იქიდან მოვახერხებთ გადავსებას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის და წელს ამით დავასრულებთ“, - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა. კითხვაზე, რას უკავშირდება ყოველწლიურად საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში თანხების დამატების საჭიროება, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ „მეტად და მეტად ხდება ხელმწისაწვდომი ჯანდაცვის სერვისები საქართველოში და შესაბამისად ყოველწლიურად არის ნამატი საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტზე“. მისივე თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში, რომელიც 754 მილიონი ლარია, თანხის დამატება არ მომხდარა. ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის 2020 წლის ბიუჯეტი 754 მილიონი ლარის ოდენობითაა დაგეგმილი. ცნობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 2013 წლის 28 თებერვალში ამოქმედდა. მიმდინარე წელს პროგრამაში ცვლილებები დაანონსდა. კერძოდ, საუბარია, რომ ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრება მოხდება და სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექტიური გზით, იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ვალდებულების იქნებიან, რომ ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით.
---
13.11.2019
კლინიკები პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ მინისტრს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას სთხოვენ, გახარია - თალაკვაძეს ღია წერილი უკვე გადაეგზავნა
„სახელმწიფოს მიერ დადგენილი დაფინანსების ახალი სისტემა ნაჩქარევად არის მიღებული. რეგულაცია აუცილებლი იყო მაგრამ, სერვისის თვითღირებულებაზე ნაკლები თუ იქნა დაფინანსება,მაშინ ბევრი კლინიკა დაიხურება“, - ასე აფასებს ჯანდაცვის სისტემის რეფორმას კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია. საუბარია,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებაზე. კარდილოგი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფები არარეალურია. „ორ კამერიანი დეფიბრილატორის რეალური ფასი 15 000 ლარია, სახელმწიფოს მიერ კი შეფასებულია 11 500 ლარად. აორტოკორონალური შუნტირება ჩვენს კლინიკაში ღირდა 12 500 ლარი, ახლა 8 500 ლარი გახდა. ზოგ შემთხვევაში არსებული 12 500 ლარიც არ გვყოფნიდა. ეს ოპერაცია მომგებიანი იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც თვეში 40 ოპერაციაზე მეტი კეთდებოდა. მაგრამ პატარ კლინიკებისთვის, რომლებიც თვეშ 20 ოპერაციას აკეთებენ ეს მომგებიანი არ არის“,- აცხადებს ანზორ მელია. კლინიკა გულის დამფუძნებელი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ არსებობს ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ კლინიკა დაიხუროს. კარდიოლოგი გაძირებულ კომუნალურ ტარიფებზე და გაუფასურებულ ლარზე საუბრობს, რაც მელიას თქმით, ჯანდაცის სფეროს დამატებით ტვირთად აწვება. „ჩვენ აპარატურას, მასალას დოლარში ვყიდულობთ. როდესაც დოლარი ასე გაუფასურდა, არ ვიცი როგორ უნდა ვიმუშაოთ. გაზი, ელექტროენერგია გაძვირდა, წამლების ღირებულება კატასტროფულ ნიშნულამდე ავიდა. ასეთ პირობებში ფასების დაგდება კლინიკების განადგურების ტოლფასია. ამდენ კლინიკებს რომ მისცეს ლიცენზიები და სოკოებივით მომრავლდნენ, ალბათ მათი დახურვა აქვთ გეგმაში. მხოლოდ ის მრავალპროფილური კლინიკები შეძლებენ ოპერირებას, ვისაც ზურგი მთავრობაში ჰყავს , შემდეგ ალბათ იტყვიან, რომ მიღებული ფასები არასწორია და ტარიფს ისევ გაზრდაინ. ვინც პერსპექტიული ექიმია, ვინც სახელოვანი ექიმია ყველა წავა საზღვარგარეთ. გეტყვით იმას, რომ ისინი სამსახურებს უკვე ეძებენ. ჩემს კლინიკასაც შეიძლება გაკოტრება დაემუქროს , რადგან ყველაფერთან ერთად კრედიტს ვიხდი. მაქვს აპარატურა რომლის ღირებულება 600 000 დოლარია. 300 000 დოლარიანი მარტო ქირურგია. ეს არის უძირო ჭა, ძალიან ბევრი სამედიცინო მასალები გვჭირდება“,- განაცხადა ანზორ მელიამ. მისი განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმაზე მუშაობის პერიოდში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ ჰქონია. კარდილოგი კომერსანტს უყვება, რომ კლინიკების წამყვანი სპცეილისტები რეფორმის გადავადებას ითხოვენ. მათ მიერ მომზადდა ღია წერილი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრეს და პრემიერ მინისტრს უკვე გადაეგზავნა. „ხალხი ისეა გადაგვარებული უფასო კუბოშიც კი ჩაწვება, არავის არ უნდა ფულის გახდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომ დავტოვო და მივიღო დადგენილი ტარიფები იმ წუთშივე უნდა გავჩერდე და დავხურო კარდიო კირურგია. მივყვები დაინებას და ვნახავ რა იქნება. კლინიკების დირექტორები და წამყვანი სპეციალისტები შევიკრიბეთ და პრემიერ მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დავწერეთ ღია წერილები სადაც ვითხოვთ, რომ რეფორმა 6 თვით გადაავადონ, რათა ამ პერიოდში დავსხდეთ მოვილაპარკოთ და ყველაფერი ავწონ–დავწონოთ“, -განაცხადა ანზორ მელიამ. შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს მთავრობამ ჯანდაცვის სისტემის რეფორმა წარადგინა. რეფორმის მიხედვით უწყებამ დაფინანსების ახალი სისტემა შეიმუშავა, ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ დაწესებულებებს უჩნდებათ ვალდებულება პაციენტებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს სისტემა დაწესებულებებს თანაბარ პირობებში აყენებს, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას. სამინისტრო რეფორმის საჭიროებას პაციენტების მიერ გადახდილი მაღალი გადასახადებით ხსნის.
---
13.11.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/159239-10-noembris-monacemebit-saqartveloshi8004-aiv-inficirebulia-registrirebuli
10 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 8004 აივ ინფიცირებულია რეგისტრირებული
2019 წლის 10 ნოემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8004 აივ ინფიცირებული პირი. 1-ლ სექტემბერს ეს რიცხვი 7882 იყო. მათ შორის 6006 კაცია და 1998 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4184 პაციენტს განუვითარდა.1619 გარდაიცვალა. 31 აგვისტოს მონაცემებით მკურნალობას იტარებს 4888 პაციენტი, მათ შორის 43 – ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 38.3 % (3063) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.0 % (3838) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.2 % (904) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (108) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (38) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (53) - გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2956 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1125; შემდეგ იმერეთში 968; აჭარაში 890; აფხაზეთში (521); კახეთში (397) ქვემო ქართლში (452); შიდა ქართლში (290); გურიაში (171); სამცხე-ჯავახეთში (102) და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2019 წლის 10 ნოემბრის მონაცემებით დაფიქსირებულია – 570 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 580 ახალი შემთხვევა. სულ საქართველოში გამოვლენილია 114 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 - ვაჟი, 44 - გოგონა. 27 - გარდაიცვალა. 3 - გავიდა ქვეყნიდან. აივ-ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა. შიდსის ცენტრის სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18. რა არის აივ/შიდსი აივ, იგივე ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი. შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი - ეს არის ვირუსი, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს, როდესაც 1980 წლებში აშშ-ში გავრცელდა. ამ ქვეყანაში ის, სავარაუდოდ, აფრიკიდან გავრცელდა, საიდანაც სამედიცინო მიზნებისთვის სისხლის იმპორტი ხდებოდა. სისხლის ნაწილი, სავრაუდოდ, აივ/შიდსით-ით იყო ინფიცირებული. ვირუსით დაინფიცირებიდან 2-4 კვირის განმავლობაში, გრიპის მსგავსი სიმპტომებით ვითარდება. ამას ე.წ ფანჯრის პერიოდი ეწოდება და თუ ადამიანი ანალიზს დაინფიცირებიდან 2-4 კვირის შუალედში გაიკეთებს, შესაძლოა აივ-ზე უარყოფითი პასუხიც მიიღოს, ამიტომ, შესაბამის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ანალიზის ხელახლა გაკეთება აუცილებელია. მას შემდეგ, რაც აივ ინფექცია ორგანიზმში მოხვდება, მთავარი სამიზნე CD4, ე.წ იმუნიტეტის უჯრედები ხდება. აივ ვირუსის უჯრედები სწორედ იმუნიტეტის უჯრედებს აზიანებს, რაც საბოლოოდ მათ კვდომას იწვევს. ამას კი, ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა დასუსტებამდე მიჰყავს. სისხლში CD4-ის რაოდენობა 600-დან 1200 ერთეულამდე მერყეობს, აივ-ის "შეტევის"შედეგად კი მათი რაოდენობა მცირდება. როდესაც იმუნიტეტის უჯრედები 500-ს ჩამოსცდება, რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება, რომელიც საქართველოში უფასოა. იმ შემთხვევაში კი, თუ ამ უჯრედების რაოდენობა 200-ზე ნაკლები გახდა, ვითარდება შიდსი, რომელიც განკურნებას არ ექვემდებარება. 90-იან წლებში, შიდსის ეტაპზე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 18 თვემდე მერყეოდა, ახლა კი, მკურნალობის დახმარებით, შიდსის ეტაპზე მყოფი ადამიანების სიცოცხლე ათწლეულებიც შეიძლება გაგრძელდეს. აივ-ით ინფიცირების რისკის მაღალ ჯგუფს მიეკუთვნებიან: მამაკაცები რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცებთან (მსმ) ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლები სექს მუშაკები ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გადაცემა ხდება სისხლით, სპერმით, ვაგინალური სეკრეტითა და დედის რძით. გადაცემას ასევე იწვევს შიდსით დაავადებულთან დაუცველი (კონდომების გამოყენების გარეშე) სქესობრივი კავშირი და კონტაქტი სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებულ პარტნიორთან, რაც ინფექციის გადაცემის რისკს ზრდის. ასევე, რისკ ფაქტორია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისას დაბინძურებული შპრიცების გამოყენება. აივ ინფექციის გადაცემა შეიძლება მოხდეს: დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს შიდსით დაავადებული დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს დაბინძურებული ნემსების ან სხვა ბასრი საგნების ჩხვლეტისას (რისკ-ჯგუფს სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს) ჰემოტრანსფუზიის დროს (ინფიცირებული სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმისას) ტრანსპლანტაციის დროს (ორგანოების ან ქსოვილების გადანერგვისას) ვირუსი არ გადაეცემა: წყლით ჰაერით მწერებით ნერწყვით, ოფლით ან ცრემლით. ხელის ჩამორთმევით საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით კოცნით საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობისას
---
13.11.2019
თირკმლის სიმსივნით დაავადებული მაშკა ქათამაძისთვის თანხა გროვდება
ბავშვთა ასაკში გამოვლენილი თირკმლის სიმსივნის იშვიათი დაავადება არის დიაგნოზი, რომელიც პატარა მაშკას დაუსვეს. სოციალურ ქსელში ლალი ანთელავა ავრცელებს ანგარიშის ნომერს, ასევე დიაგნოზსაც, რის საფუძველზეც საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. დახმარების მსურველებისთვის არსებული ანგარიში: GE12BG0000000853998100 მიმღები: ხათუნა სალუქვაძე
---
13.11.2019
"ჰაერი ისეთ ფილტრს გადის, რომ ვერც ერთი ვირუსი გარეთ ვერ გაძვრება" - რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში და რაში სჭირდება ის საქართველოს
---
ბეჭდვითი მედია
14.11.2019
მედისაშუალება: რეზონანსი
უბედური შემთხვევა მშენებლობაზე: კიდევ ერთი მსხვერპლი
ქუთაისში, რამდენიმე კვირის წის სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშა დაიღუპა. კაცი ამ ხნის განმავლობაში ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. ახალგაზრდა, რომელიც სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა, 28 წლის აზერბაიჯანის მოქალაქეა. ის ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან 27 ოქტომბერს გადმოვარდა. გარდაცვლილი საქართველოში სამუშაოდ აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა.
---
14.11.2019
მედისაშუალება: რეზონანსი
დასაქმებულთა 30 პროცენტს ხელფასი 500 ლარზე ნაკლები აქვს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ღარიბ-ღატაკთა ფენას მიეკუთვნება, რაც უდიდესი ფსიქოლიგიური დარტყმა
საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა 30%-ს ხელფასი 500 ლარზე ნაკლები აქვს. აქედან 23 ათას ადამიანს ხელფასი სულაც 100 ლარი აქვს, 232 ათასს მოქალაქეს კი - 500 ლარამდე. "რეზონანსმა" კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ "საქსტატის" მონაცემები საშუალო ხელფასის მუდმივ მატებასთან დაკავშირებით მხოლოდ ციფრებით მანიპულაციაა. მინიმალური ხელფასის ზრდაზე პროფკავშირები და პარლამენტარები ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ. 1990-იან წლებში მინიმალური ხელფასი 20 ლარით განისაზღვრა და მას შემდეგ გაიყინა. ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით პარლამენტში სამი კანონპროექტია წარდგენილი. მათგან ერთ-ერთი პროფკაშირებს ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი შესაძლოა, თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვროს. პროფკავშირების სტატისტიკით, საქართველოში 232 ათას ადამიანს ხელფასი 500 ლარზე ნაკლები აქვს, რაც დაქირავებულ-დასაქმებულთა თითქმის 30%-ია. ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას და სახელფასო უთანასწორობას აღნიშნული მონაცემები კარგად ასახავს. "გვესმის, რომ 320 ლარი არაა საკმარისი ადამიანის ცხოვრებისთვის, მით უმეტეს, ოჯახის რჩენისთვის, მაგრამ გვინდა მივაღწიოთ მინიმუმს, რომ მომავალში ხელფასი ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო დონეს მიუახლოვდეს. საქართველოში 320 ლარზე ნაკლები ხელფასი დაახლოვებით 126 ათას ადამიანს აქვს. შესაბამისად, მინიმალური ხელფასის 320 ლარამდე ზრდა გამოიწვევს ამდენივე მოქალაქის შემოსავლის მომატებას. ეს არის დასაქმებულთა თითქმის 15%. 400 ლარზე ნაკლები შემოსავალი 177 ათას მოქალაქე აქვს, ხოლო 500 ლარზე ნაკლები 232 ათასი ადამიანს", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას პროფკავშირების ანალიტიკური სამსახურის უფროსმა გიორგი ჭანტურიძემ. ისინი, ვინც მინიმალური ხელფასის გაზრდას ითხოვენ, ფიქრობენ, რომ ყველაზე დაბალშემოსავლიან მშრომელთა ცხოვრების დონეს გააუმჯობესებენ; ხოლო ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან თავიანთი პოზიციით სამუშაო ადგილებს იცავენ, რადგან მაღალი სახელფასო ზღვარი უარყოფითად მოქმედებს ბიზნეს გარემოზე. ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ მინიმალური ხელფასის მომატება მოსახლეობას შემოსავალს ვერ გაუზრდის, რადგან მაღალი ზღვრის დაწესებით უმუშევრობის დონე მოიმატებს. "არაერთი კვლევით დასტურდება, რომ მინიმალური ხელფასი უმუშევრობას ზრდის. სწორედ ამას ამტკიცებს ყველანაირი ეკონომიკური თეორია. განსაკუთრებით იმ ტიპის საზოგადოებაში, სადაც არაკვალიფიციური სამუშაო ძალა გამოიყენება. ასე რომ, რაც უფრო მაღალი იქნება მინიმალური ხელფასი, მით უფრო მაღალი იქნება უმუშევრობის დონე", - განაცხადა "რეზონანსთან" აკაკი ცომაიამ. ბიზნესისთვის ხელფასის დამატებითი ზრდა წნეხი იქნება. კერძო სექტორი, რა თქმა უნდა, არ იზარალებს და ზეწოლა კვლავ დასაქმებულებზე მოხდება. პროფესორი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ საქართველოში სოციალური უთანასწორობაა შექმინილი. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ფენას მიეკუთვნება, რაც ეკონომიკური უთანასწორობის გარდა, მოსახლეობაში მძიმე ფსიქოლოგიურ დარტყმაცაა. "წლებია საქართველოში ჩამოყალიბდა სოციალური უთანასწორობა. ან არსებობენ ღარიბ-ღატაკები ან მდიდრები. მდიდრები გაცილების ნაკლები არიან, ვიდრე ღარიბ-ღატაკები, ხოლო უმნიშვნელო ოდენობაა საშუალო ფენა. მათი მდიდარ ფენაში გადასვლა იშვიათად ხდება, როცა ბოლოს განვითარებული ეკონომიკური მოვლენებიდან გამომდინარე ღარი-ღატაკებში ბევრი ინაცვლებს. 500-ლარიანი ხელფასი ხალხის დაცინვაა, რადგან ადამაინი ამ თანხით ვერანაირი თვითრეალიზაციას ვერ ახდენს. თანაც ქვეყანაში უკვე სახეზეა სახელფასო პოლარიზაცია, რაც თანდათან უფრო ღმავდება. მდიდრები ალბათ, საქართველოს მოსახლეობის 5%-ს შეადგენს, დანარჩენი ღარიბები არიან. ის ვისაც 500-ლარიანი შემოსავალი აქვს და იძულებულია ამ თანხით ოჯახი არჩინოს, რა თქმა უნდა, ღატაკთა ფენას მიეკუთვნება. ამ ყველაფერს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობაც, რომ დავუმატოთ, რომელიც ყოველწიურად იზრდება, უფრო მძიმე სურათი იხატება. საქართველოში მდიდრები არ უყვართ, რადგან ღარიბებს არ აქვთ ის შემოსავალი, რომ დაიკმაყოფილონ მინიმალური ყოფითი პირობები. ის რაც მდიდარი ადამიანისთვის ყოვედღიური ცხოვრებაა, ღარიბისთვის ეს ფუფუნებაა. სოციალური-ეკონომიკური-ფინანსური და პლუს ფსიქოლოგიური უთანასწორობაც კი არის ამჟამდ საქართველოში. სახელმწიფოს პირველი პირები ამბობდნენ, რომ საქართველოს დიდი სიამაყე იაფი სამუშაო ძალაა. ქვეყანაში იაფი მუშახელი იმიტომ არსებობს, რომ ქართველ პროფესიონალს სხვა გამოსავალი არ აქვს და თანხმდება იმაზე, რასაც გადაუგდებენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი კვალიფიკაცია ვინმეზე ნაკლებია. ისეთი გარემო უნდა შეიქმნას, რომ ადამიანმა პროფესიული უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე საკუთარი თავის რეალიზაცია შეძლოს. თუ სახელმწიფო დაწესებულებეში, სკოლებში ანდა საავადმყოფოებში ხელფასი გაიზრდება, მაშინ კერძო სექტორი ვეღარ გაბედავს ასეთი დაბალი სახელფასო პირობების შეთავაზებას თანამშრომლებისთვის", - განუცხადა "რეზონანს" პაატა აროშიძემ.
---