From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-14.08.2019
Received On : 14.08.2019 08:43
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 14.08.2019

ტელევიზია

13.08.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:  მოამბე 21:00

ჯანდაცვის მინისტრმა სადაზღვევო კომპანიებთან შეხვედრები დაიწყო. ეკატერინე ტიკარაძემ კერძო სექტორის ხედვები მოისმინა როგორც ჯანდაცვის, ისე შრომის უსაფრთხოების და უბედური შემთხვევების დაზღვევის მიმართულებით. საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის განვითარების პერსპექტივებსა და სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას. მხარეებმა იმსჯელეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებსა და გამოწვევებზეც. შეხვედრას ოცამდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

https://1tv.ge/video/shekhvedra-jandacvis-saministroshi-3/

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6274891

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6274623

---

 

13.08.2019

არხი: მაესტრო

გადაცემა:  ახალი ამბები 15:00

შრომის უსაფრთოხების სტანდარტეის დარღვევის გამო, თბილისში სამშენებლო კომპანიები მილიონ ექვსასი ათასი ლარით დააჯარიმეს. აქ ინფორმაციას, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ავრცელებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6274421

---

 

 

ინტერნეტი

13.08.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/560000-jandacvis-ministri-sadazgvevo-industriis-carmomadgenlebs-shexvda

ჯანდაცვის მინისტრი სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა კერძო სექტორის ხედვები მოისმინა, როგორც ჯანდაცვის ისე შრომის უსართხოების - უბედური შემთხვევების დაზღვევის მიმართულებით. საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის განვითარების პერსპექტივებსა და სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს. მხარეებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განვითარების მიმართულებები. გარდა ამისა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც, რომელიც ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრას ოცამდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ესწრებოდნენ.

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/jandacvis-ministri-sadazgvevo-industriis-warmomadgenlebs-shexvda/38369

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/djandacvis-ministri-sadazgvevo-industriis-warmomadgenlebs-shexvda

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1565692763-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90

პია.ჯი- https://pia.ge/post/277226-jandacvis-ministri-sadazrvevo-industriis-warmomadgenlebs-sexvda

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88373

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/jandatsvis-ministri-sadazghvevo-industriis-tsarmomadgenlebs-shekhvda/?fbclid=IwAR0y24d6JvxHY30rH20gtPxU5ZB43z4s5BDZCyLzFlSwBeBIEgkIRclev6s

---

 

13.08.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1565709283-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

დედა ვერ გავხვდი მათი დაუდევრობით - ქუთაისში ქალი ორსულობის პერიოდში ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

ქუთაისში მცხოვრები თამარ გაჩეჩილაძე ექიმებს უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს. 37 წლის ქალი გვიყვება, რომ მუცლადმყოფი 19 კვირის ბავშვი ექიმების დაუდევრობით დაეღუპა. თამარ გაჩეჩილაძის თქმით, 9 კვირის ფეხმძიმემ ქუთაისის პირველ სამშობიარო სახლს და ექიმ ლევან ჯავახაძეს მიმართა. ექიმმა კი ორსული ქალი საკუთარ სიდედრს, ექიმ მარინა იმედაძეს ჩააბარა. ქალის თქმით, აღნიშნული ექიმები ორსულ პაციენტს არანაირ ყურადღებას არ აქცევდა, სატელეფონო კუნსულტაციის დროს კი უხეშად ესაუბრებოდა. როგორც ის „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ექიმ ლევან ჯავახაძეს მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს მიმართა. „9 კვირის ორსული ვიყავი, როცა ექიმთან მივედი დიდი ხნის ფიქრის, ბევრ ადამიანთან საუბრის შემდეგ და არაერთი ადამიანის რჩევით. ბევრმა მითხრა, რომ იყო საკმაოდ ყურადღებიანი და დაკვირვებული ექიმი, რასაც მე ვერ ვიტყოდი ჩემი დღევანდელი მდგომარეობის გადმოსახედიდან. მინდოდა მყოლოდა სწორედ დაკვირვებული ექიმი, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ ასაკით პატარა, გახლავართ 36 წლის, წონაც საკმაოდ დიდი მქონდა და ყველაფერ ამასთან ერთად, მყავს და, რომელსაც 4 წლის წინ სწორედ ექიმის დაუდევრობით დაეღუპა 5 წლის ნანატრი შვილი. ამიტომ ბუნებრივია, იყო რაღაც ალბათობა, იყო ალბათობა, რომ შეიძლებოდა მქონოდა გართულება და მინდოდა მყოლოდა ექიმი, რომელიც მსგავს მდგომარეობაში ყურადღებას მომაქცევდა. თან ქუთაისის პირველი სამშობიარო ითვლება დასავლეთ საქართველოს პათოლოგიური ორსულებისთვის განკუთვნილ სამშობიაროდ“, - ამბობს დაზარალებული. მისივე თქმით, ექიმი, რომელიც აიყვანა გასაუბრების დღიდან ტრაგიკულ დღემდე არ უნახავს. „არა თუ მაქცევდა ბოლომდე ყურადღებას, არამედ, გასაუბრების დღიდან იმ ავად სახსენებელ დღემდე, როდესაც ბავშვის დაღუპვა შევიტყვე, თვალით არ მინახავს. ჩემი ეს მდგომარეობა, რაც სიმპტომებიც მქონდა და რის გამოც ნაყოფი დაიღუპა, მან არ იცოდა. შემდეგ გავარკვიე, რომ მას მთელი 9 თვის განმავლობაში ორსულები არ ჰყავს კონსულტაციაზე და მისი ყველა პაციენტი მიბარებული ჰყავს მის სიდედრზე, ექიმ მარინა იმედაძეზე. ქალზე,რომელიც უტაქტო და უყურადღებოა. სწორედ მისი „დამსახურებით“ მოვხვდი ორი თვის მანძილზე საავადმყოფოში ზუსტად ოთხჯერ. ბოლოს ერთი კვირის წინ ოპერაციაც დამჭირდა და დღემდე ექიმის დაკვირვების ქვეშ ვარ. მეც სხვა დანარჩენი ორსულივით, მიმაბარა მის სიდედრს და მითხრა, რომ მთელი ორსულობის განმავლობაში ვივლიდი მარინა ექიმთან, ბოლოს კი საკეისრო იქნებოდა საჭირო თუ ბუნებრივი მშობიარობა, მომხედავდა თვითონ. ამასთან ისიც მითხრა, რომ ჩემი მდგომარეობა მისი დაკვირვების ქვეშ იქნებოდა, რაც აღმოჩნდა სრული ტყუილი“, - განმარტავს თამარ გაჩეჩილაძე. გაჩეჩილაძე ასევე ამბობს, რომ ექიმი სატელეფონო ზარებსაც უხეშად პასუხობდა. „ფეხმძიმეს აქვს კითხვები, რომლებზეც წესით პასუხს ექიმიდან უნდა იღებდეს, თუმცა მარინა იმედაძისგან პაციენტი ვერ მიიღებს ნორმალურ პასუხს, ვინაიდან არის ძალიან უხეში და უტაქტო. გარკვეული ჩივილები მქონდა, რაც ძალიან ცუდად მხდიდა. მივმართე ექიმს, მაგრამ მითხრა რომ ორსულობას მსგავსი ჩივილები ახლავსო. მე ჩემი დის მაგალითიდან გამომდინარე შეშინებული ვიყავი და ჩემით ჩავაბარე ანალიზები. სადაც პროთრომბინი აღმომაჩნდა საკმაოდ მაღალი და არამარტო პროთრომბინი.ეს რომ ვუთხარი მიყვირა: შენ გოგო არ გესმის ეს მაჩვენებელი ორსულობაში არაა საშიში, რას ამოიჩემე წამალიო“, - ამ სიტყვებით „მომიშორა“ და ბოდიშის მოხდით დავემშვიდობე... 19 კვირის ორსულს მიწევდა ვიზიტი. 30 აპრილს მივედი ექიმთან, მითხრა ექოსკოპია გადაიღე და მერე მოდიო. ექოსკოპისტი დუმდა. ვიკითხე ხო მშვიდობაა-მეთქი? - რაღაც გულისცემას ვერ ვხედავო. დაუძახა მეორე რადიოლოგს და მან მარტივად თქვა,-„ნუ ახლა დაღუპული რომ არის ნაყოფი მაგას ბევრი ფიქრი რად უნდაო“... ექიმს შეუტანეს ანკეტა და უთხრეს, რომ 4-5 დღის შეწყვეტილია გულისცემაო. ამის შემდეგ დაურეკეს ლევანი ექიმის. მერე მითხრეს, რომ გარდაცვლილი ნაყოფი მედიკამენტოზურად მომეცილებინა და ამაში 500 ლარი მომთხოვეს, რადგან 5 თვემდე მშობიარობა აბორტად ითვლებაო. ბავშვი მომიკლეს უყურადღებობით, ჯანმრთელობა შემირყიეს და ამ ყველაფერში 500 ლარი გადამახდევინეს და გამომიშვეს, ისე სახლში ცარიელი ხელებით და ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობით. პაციენტის მწვავე ბრალდებებს უპასუხა სამშობიარო სახლის სამეანო სამსახურის უფროსმა ლევან ჯავახაძემ. როგორც ჯავახაძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში თამარ გაჩეჩილაძემ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უნდა მიმართოს. ამასთან ამტკიცებს, რომ ამ საქმეში მისი ბრალეულობა არ გამოიკვეთება. „მე, როგორც განყოფილების გამგე ვუწევ კურირებას ქალთა კონსულტაციას. ყველა ჩვენი ორსული იმართება პროტოკოლით, რომელიც დამტკიცებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. მე ქალბატონს თავიდანვე, როცა სამწუხარო ფაქტი მოხდა ვუთხარი, რომ ერთმანეთს, რომ შეურაცხყოფეები არ მივაყენოთ, არსებობს ჯანდაცვის სამინისტროში სტრუქტურა სამედიცინო რეგულირების სააგენტო და თუ იჩივლებს ისინი შეისწავლიან ამ საკითხს. მე როგორც ექიმი დარწმუნებული ვარ, რომ არავითარ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. პაციენტი იმართებოდა პროტოკოლის მიხედვით. თუ აღმოჩნდება ჩემი ბრალეულობა მე ავიღებ ჩემს პასუხისმგებლობას. 20 წლის ექიმი ვარ, ბევრი მადლიერი პაციენტი მყავს, სამწუხაროდ არსებობს გართულებები, ექიმები ვართ და ეს არ არის ზუსტი მეცნიერება. მე სახლში უნდა ვყოფილიყავი მასთან თუ რა მუდმივი მეთვალყურეობა უნდა მქონოდა?! შეთანხმებული ვიყავით, რომ ყველა ვიზიტზე, ყველა ანალიზი უნდა მენახა. ორი ვიზიტი იყო სულ, პირველ ვიზიტზე ინიშნება სპეციალური წამალი, რაც არის ეროვნული პროტოკოლით მოწოდებული. მეორე ვიზიტზე კი ეს ამბავი მოხდა. - რა დიაგნოზით გარდაიცვალა ნაყოფი? ნაყოფის გულისცემა შეწყდა. - თქვენთან მოსული პაციენტი, თქვენს სიდედრს, ექიმ მარინა იმედაძეს რატომ მიამაგრეთ? მე ვარ სამეანო სამსახურის უფროსი, შესაბამისად ჩვენთან არიან მედიკოსები, რომლებთანაც ხდება ორსულების გადანაწილება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მარინა ყურადღებით მოუსმენდა პაციენტის ჩივილებს. ქალბატონ მარინას აქვს მუშაობის დიდი სტაჟი. „პრაიმტაიმი“ შეეცადა ექიმ მარინა იმედაძესთან დაკავშირებას, თუმცა ლევან ჯავახაძემ განაცხადა, რომ ის კომენტარს ვერ გააკეთებს. „ქალბატონო მარინა სამწუხაროდ არის ცუდად, ის ვერ გააკეთებს კომენტარს“, - განაცხადა მედიკოსმა. ავტორი:ირაკლი ვაჩიბერაძე

---

 

13.08.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1565700756-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98

დედას აქვს დრო, რომ გადაწყვეტილება შეცვალოს - გორში ახალბედა დედის საქმეში სოციალური მუშაკი ჩაერთო

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორში, ერთ-ერთ სამშობიარო სახლში ახალგაზრდა დედა შვილის წაყვანაზე უარს ამბობს. ადგილზე იმყოფებიან სოციალური სამსახურის წარმომადგენლები. „პრაიმტაიმი“ შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსს, თეა თედელურს დაუკავშირდა. როგორც თეა თედელური აცხადებს, ფაქტი არასწორი ინტერპრეტირებით გავრცელდა. „დედას ჰქონდა სურვილი ბავშვის მიტოვების, მაგრამ ჩაერთო სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი, მიმდინარეობს მუშაობა და არ არის გამორიცხული, რომ ეს სურვილი შეეცვალოს. დედა არის სამშობიარო კლინიკაში და აქვს დრო, რომ ბავშვის დატოვება გადაიფიქროს. დედა სამშობიაროში 3-4 დღე რჩება. ამ შემთხვევაში სოციალური ფონი არაფერ შუაშია. არის საკითხები, რის გამოც კომენტარს ვერ გავაკეთებთ, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, რომ მისი პირადი გადაწყვეტილების მიზეზებზე საჯაროდ ვისაუბროთ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ოჯახის გადარჩენას“,- განაცხადა თეა თედელურმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

---

 

13.08.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1565700135-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A9%E1%83%A3%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90

64 წლის ალიკა პაპასა და 2 წლის ნიკოლოზის გულისამაჩუყებელი ამბავი

ქუჩაში ნარჩენების ურნასთან შუახნის მამაკაცი ურიკით და ურიკაში ქერა, ლამაზი ბიჭუნათი თუ შენიშნეთ, იცოდეთ რომ ის 64 წლის ალიკა პაპაა, პატარა კი 2 წლის ნიკოლოზი. ის ამ პატარასთვის არც მამაა და არც ღვიძლი ბაბუა, თუმცა დედა-შვილზე ისე ზრუნავს, როგორც ნამდვილ ოჯახზე.  თავადაც უჭირს ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება, ამიტომ ალიკა გადაყრილ მეორად ნივთებს აგროვებს, მერე ყიდის.  „პრაიმტაიმი“ ხშირად დახმარების საჭიროების მქონე ოჯახებზე წერს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა რწმუნდები, რომ თანაგრძნობა და ყველაზე რთულ დროს გამოწვდილი დახმარების ხელი შეუფასებელია... ეს გულისამაჩუყებელი და ამავე დროს, სამწუხარო ისტორია „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთმა მკითხველმა უამბო და მერე ალიკა პაპა მოვძებნეთ...    „მეუღლესთან განქორწინებული ვარ. პატარა ნიკოლოზი ჩემი ყოფილი ცოლის დისშვილია. ბავშვი 2 თვის იყო მამამ რომ მიატოვა, მან მეორე ოჯახი შექმნა და პატარა სულ დაივიწყა. დედამისი 30 წლის იყო, როცა გააჩინა. ახლა, 33 წლის ნანა შარაშენიძე ფაქტობრივად პატარა გოგო, ისე წვალობს, გული მიკვდება. დედა-შვილს არ ჰყავს შეძლებული სანათესაო, რომელიც გვერდში ამოუდგებოდა. ამიტომაც, გულმა ვეღარ გამიძლო და შევთავაზე, ბავშვის გაზრდაში დაგეხმარები-მეთქი. საბურთალოზე ვიქირავე სარდაფი 250 ლარად და აქ მყვანან პატარაც და დედაც. დღე მე ვმუშაობ, ბავშვის ეტლი გადავაკეთე ურიკად, ზედ ურნებში გადაყრილ ბოთლებს, პლასტმასის კონტეინერებსა და ქაღალდებს ვალაგებ.  თან ბავშვიც დამყავს, როცა დედამისი სარეცხს რეცხავს ან სხვა საქმე აქვს, ნიკოლოზს მარტო ხომ არ დავტოვებ? ამიტომ თან მიმყავს. მე დღეს ვმუშაობ, ნანა საღამოს გადის სახლიდან მეორადი ნივთების მოსაგროვებლად და ასე ვენაცვლებით ერთმანეთს. რაც მაქვს ვუნაწილებ დედა-შვილს, ჩემი შვილები და შვილიშვილები დამოუკიდებლად ცხოვრობენ. მათ ჩემი დახმარება არ სჭირდებათ, ამიტომ რასაც ვშოულობ, ნიკოლოზისა და ნანასია“, - ამბობს ალიკა. ჩვენ არც სოციალური დახმარებით არ ვსარგებლობთ. როცა სოციალური მომსახურების სააგენტოს მივაკითხე, მითხრეს უსახლკარო ხარ და ქუჩაში დახმარება რანაირად მოგცეთო?! ასე გამოგვისტუმრეს. 3-4 თვის წინ სამგზავრო თანხა არ მქონდა და ავტობუსში მაინც ავედი. დამაჯარიმეს და ახლა, ის ანგარიში დაყადაღებული მაქვს, თან გუშინ ბანკში მითხრეს, ჯარიმა უკვე 225 ლარზეა ასულიო.   ძნელია ცხოვრება, მაგრამ...“ - ასე ასრულებს საუბარს „პრაიმტაიმთან“ ალიკა პაპა. „პრაიმტაიმი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ მოქალაქე, რომელსაც სტაბილური საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია, სადაც სოციალური აგენტი შეფასებას და ვიზიტის განხორციელებას ვერ შეძლებს, სოციალური დახმარების პაკეტით ვერ სარგებლობს.  რადგან სოციალური კოდექსი 3 წლის ნიკოლოზის და მათ მსგავსად მყოფი სხვა ოჯახების დახმარებას არ ითვალისწინებს, ჯერი საზოგადოებაზეა, რომელსაც დახმარების ხელი არაერთი შეჭირვებული ოჯახისთვის გაუწვდია.

---

 

13.08.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/386802/

ინსპექცია: 3-9 აგვისტოს შემოწმებულ 30-ვე სამშენებლო ობიექტზე დარღვევები გამოვლინდა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში, 2019 წლის 3 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით 30 სამშენებლო ობიექტი შეამოწმეს. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შემოწმებული ობიექტებიდან 30-ივეში დარღვევები გამოვლინდა. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ოცდაათივე ობიექტზე გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ 7-დან 14 დღემდე ვადა, ასევე 20 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, ხოლო 21 ობიექტის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნა ჯარიმა ჯამში 605 500 ლარის ოდენობით. შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი დარღვევები: რისკების შეუფასებლობა; სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა; დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა); არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები; ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები; ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა; აღჭურვილობის გაუმართაობა; შრომის უსაფრთოების სპეციალისტის არ ყოლა; მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა; ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა. კომპანიებს შორის, რომლებშიც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა დარღვევები გამოავლინა არის: 1. შპს “ნიუ გრუპ პლიუსი” 2. ამხანაგობა სიმაღლე წერეთლი 3. შპს “იმფაირ ბილდინგ” 4. შპს “პლატინიუმ ვაზისუბანი” 5. შპს “ორჯ ორთაჭალა” 6. შპს “სამშენებლო ინვესტიციები ვერაზე” 7. შპს “ეს დი ჯი” 8. შპს “სან დეველოფმენთი” 9. შპს “თორი” 10. შპს “ბალავარი პროპერტის” 11. შპს “ჯეო ქონსტრაქშენი” 12. შპს “ჰაუსარტ-ლუქსი” 13. შპს “საბურთალო პალასი” 14. შპს “იუნიქსი” 15. შპს “ზ და დ გლობალ ბილდინგ კომპანი” 16. შპს “ქიაჩელი რეზიდენსი” 17. შპს “აგორა” 18. შპს “ქართულ-ესპანური სამშენებლო კომპანია-2017” 19. შპს “კიკვიძე 1” 20. შპს “რესტარტ” 21. შპს “ტჯ ჯგუფი” 22. შპს “ვესადენი” 23. შპს “ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია” 24. შპს “ლუქსორ აპარტამენტები” 25. შპს “მწვანე სახლი” 26. შპს “ჯორჯიან ფექიჯინგი” 27. შპს “ემ დე კა+” 28. შპს “სოლოლაკი რაიზ” 29. შპს “დ+დ” 30. სს “ეს ჯგუფი”. დეპარტამენტში ამბობენ, რომ ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2019 წლის 23 ივლისს, ჯამში 12 აგვისტოს ჩათვლით შემოწმდა 86 ობიექტი.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/shromis-usafrtkhoebis-standartebis-darghvevis-gamo-tbilisshi-samsheneblo-kompaniebi-1-milion-600-atasi-larit-daajarimes/?fbclid=IwAR3ts1AOVrGR2KwZA76fEEufko0JJWerXzk-Us3Jn9-XJc4d3Gf1fxSBb08

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/shromis-usafrtxoebis-standartebis-dargvevis-gamo-tbilisshi-samsheneblo-kompaniebi-milion-600-atasi-larit-daadjarimes

რეგინფო.ჯი- https://reginfo.ge/people/item/16107-shromis-usaprtxoebis-xesebis-dargvevis-gamo-samsheneblo-kompaniebi-1-600-000-laramde-daajarimes

---

 

13.08.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=212145-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94

ნათია დეკანაძეს, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, შვილი გაუჩნდა

ნათია დეკანაძე, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, დედა გახდა. პატარა ანდრია იტალიაში დაიბადა. ის ჯანმრთელი ბიჭია. ინფრომაციას ამის შესახებ ბერი ანდრიას ფონდი ავრცელებს. ნათია დეკანაძე ფონდის ერთ-ერთი პირველი შვილობილია. მას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი 9 წლის ასაკში დაუსვეს. 2 წლიანი მკურნალობის შემდეგ ის განიკურნა, თუმცა წლების შემდეგ მას სხვა ტიპის ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა. ფონდი დედა-შვილის ჯანმრთელობისთვის ერთად იბრძოდა. ამჟამად ფონდი ნათიას გადასარჩენად ბრძოლას აგრძელებს: იტალიაში დაიბადა პატარა ანდრია ფუტკარაძე/ თქვენი თანადგომით, პირველი ეტაპი "ორი სიცოცხლის" გადასარჩენად წარმატებით დასრულდა. ნათიას ჯანმრთელი ბიჭი შეეძინა. ახალშობილი თავს კარგად გრძნობს ჩვენ, თქვენთან ერთად, ვაგრძელებთ ბრძოლას ნათიას გადასარჩენად ჩვენი ანგარიშია თიბისი ბანკი GE73TB7171536080100002 საქართველოს ბანკი GE38BG0000000855311400 გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ - ნათიასთვის ასევე შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 0901500535 #ჩვენგადავარჩენთ #ორისიციცხლე #ნათიასათვის #ბერიანდრიასფონდი #სიკეთეუსასრულოა

---

 

13.08.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=212128-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%A1

"საკეისროს შემდეგ დაეწყო სისხლდენა და დღემდე რეანიმაციულ განყოფილებაშია" - 35 წლის გოგოს საზოგადოების დახმარება სასწრაფოდ სჭიდება

35 წლის მაკა სალუქვაძეს მიმდინარე წლის 24 ივლისს შეეძინა პირველი შვილი. მაკა 18 დღეა იწვა ღუდუშაურის რეანიმაციულ განყოფილებაში. მშობიარობის დღესვე, 24 ივლისს სასწრაფოდ გაუკეთდა საკეისრო კვეთა თრომბოციტოპენიის (მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს თრომბოციტების რაოდენობის აქტიური კლება, მიმდინარეობს სისხლდენით და სისხლის შეჩერების გართულებით ან შეუძლებლობით) გამო. მის შემდეგ უკეთდება გადასხმები, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება თითო პროცედურა 3 000 (სამი ათასი) ლარი. საყოველთაო დაახმარების ლიმიტი წინა კვირას ამოეწურა. მომავალ ორშაბათს უწევს შემდეგი 3 000 ლარიანი გადასხმა. ძალიან გთხოვთ, იქნებ შევძლოთ დახმარება. მადლობას გიხდით წინასწარ ეხლა მხოლდ თქვენი იმედი გვაქვს კეთილო ადამინებო დაეხმარეთ სახლში პატარა ანგელოზი ელდება რომელიმაც სულ რამდენმჯერ ნახა დედა. 09 01 200 127 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთ მაკა სალუქვაძე თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია, აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება, აირჩიეთ იურდიული პირი, იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982, საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები, იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით, საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ, საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი, საქართველოს ბანკი - #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007, $-დოლარში, #GE94TB7990736180100002, EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14

---

 

 

13.08.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/2019-wels-tbilisshi-4-axali-samedicino-da-djanmrtelobis-obieqti-mshenebloba-daiwyo

თბილისში სამი ახალი კლინიკა შენდება

---

 

​