From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-14.01.2020
Received On : 14.01.2020 08:33
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 14.01.2020

 

ტელევიზია

14.01.2020                                    

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 09:00

სეზონური ვირუსის გამო მიმართვიანობა კვლავ მაღალია იაშვილის კლინიკაში.ექიმის განმავლობაში საავადმყოფოს დღის განმავლობაში საშალოდ 70-80 ადამიანი მიმართავს, პაციენტების ძირითად ნაწილს პნევმონიის ნიშნები აქვს და კლინიკაში რჩება. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსამხელობა მოუდოებს მაღალი სიცხის, თავის ტკივილის და სისუსტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6631856

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6631845

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6631743

---

 

14.01.2020                                    

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

2008-2010 წლებში საქართველოში სამუშაო ადგილებზე 1183 ადამიანი დაშავდა, ხოლო 418 - გარდაიცვალა. საქსტატის მონაცემებით, მათგან ყველაზე მეტი - 289 ადამიანი დაშავდა 2012 წელს, ხოლო ყველაზე მეტი - 59 ადამიანი კი, 2018 წელს გარდაიცვალა. სტატისტიკური მონაცემების წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროა. მთავრობის შეფასებით, არსებულ სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების და შრომის პირობების ხარისხი ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტებს, რაზეც ბოლო წლებში სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა მეტყველებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6631723

---

 

14.01.2020                                    

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

1 იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამოქმედდა. შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, რაც აქამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციებში შედიოდა, ახალშექმნილი დასაქმების სააგენტო შეასრულებს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება, რა კუთხითაც დასაქმების სააგენტო იმუშავებს, უცხოეთში ლეგალური დასაქმებაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6631684

---

                                                  

13.01.2020                                    

არხი:  I არხი

გადაცემა:    მოამბე 18:00

იანვრის მეორე კვირაში წინა კვირასთან შედარებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა და ასი ათას ადამიანზე 219 შემთხვევა შეადგინა. გაზრდილია სეზონური ვირუსის გამო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორივე მონაცემი შემცირებულია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6631089

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6631268

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6631235

კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6631428

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6631240

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6631098

ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6630980                                   

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6630753

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6630667

მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6630629

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6630573

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6630511

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6620385

---  

 

13.01.2020                                    

არხი:  იმედი

გადაცემა:   იმედის დღე

გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, რომელიც ისაუბრებს საქართველოში გრიპის ვირუსებზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6620162

---

 

13.01.2020                                    

არხი:  მთავარი არხი

გადაცემა:   მთავარი ამბები 18:00

მოძრაობა შეცვალემ აქცია პერფორმანსი დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართა. აქციის მონაწილეებმა ცე ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნა გააპროტესტეს და ეკატერინე ტიკარაძის საახელზე მედიკამენტები დაა წყლით სავსე ჭურჭელი მიიტანეს. აქციის მონაწილეები მომხდარზე პასუხისმგებლობას დავით სერგეენკოს და ეკატერინე ტიკარაძეს აკისრებენ და ხელისუფლებას გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6631301

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6631011

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6630989

---

 

13.01.2020                                    

არხი:  მთავარი არხი

გადაცემა:   მთავარი ამბები 18:00

ცე ჰეპატიტის  სკანდალის შემდეგ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი გაუჩინარებულია. დავით სერგეენკო არც სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც კამერების წინ ჩნდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6631233

---

 

13.01.2020                                    

არხი:  რუსთავი2

გადაცემა:   კურიერი 21:00

ახალი, ყველაზე საშიში ნარკოტიკი ქართულ შავ ბაზარზე - ნარკოლოგები საზოგადოებას აფრთხილებენ

http://rustavi2.ge/ka/news/152496

---

 

13.01.2020                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:   საქმის კურსი 17:45

2010-2018 წლებში საქართველოში სამუშაო ადგილებზე 1183 ადამიანი დაშავდა, ხოლო 418 - გარდაიცვალა. საქსტატის მონაცემებით, მათგან ყველაზე მეტი - 289 ადამიანი დაშავდა 2012 წელს, ხოლო ყველაზე მეტი - 59 ადამიანი კი, 2018 წელს გარდაიცვალა. სტატისტიკური მონაცემების წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროა. ამასთან, მთავრობის შეფასებით, არსებულ სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების და შრომის პირობების ხარისხი ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტებს, რაზეც ბოლო წლებში სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა მეტყველებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6631099

---

 

13.01.2020                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:   საქმის კურსი 17:45

პირველი იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამოქმედდა. შესაბამისად, შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, რაც აქამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციებში შედიოდა, ახალშექმნილი სააგენტო შეასრულებს. მათ შორის არის პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტაციები და კარიერის დაგეგმვა. ამავე სააგენტოს უფლებამოსილება იქნება ცირკულარული მიგრაციის საკითხების მართვა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი კადრების გადამზადება და უცხოეთში ლეგალური დასაქმება მოხდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6631062

---

 

13.01.2020                                    

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 18:00

ერთი პირი დააკავა პოლიციამ ოჯახური ძალადობის ბრალდებით ფოთში. ახალგაზრდა ქალი ნაკვეთი ჭრილობებით ფოთის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებები მას ქმარმა მიაყენა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადამ პირველადი დახმარება 34 წლის ქალს ადგილზე გაუწია და შემდგომი კვლებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6631103

---

 

ინტერნეტი

14.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/580879-paata-imnaze-scavlis-shecqvetis-sapuzveli-ar-arsebobs-gripi-icqeba-dekembershi-da-grzeldeba-aprilamde-da-am-periodshi-tu-scavlas-shevcqvett-bavshvebi-gaunatleblebi-dagvrchebian

პაატა იმნაძე - სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს - გრიპი იწყება დეკემბერში და გრძელდება აპრილამდე და ამ პერიოდში თუ სწავლას შევწყვეტთ, ბავშვები გაუნათლებლები დაგვრჩებიან

სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა საერთოდ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნებში. ეს არის პოსტ საბჭოთა ქვეყნების ტრადიცია, რომ გრიპის მატების დროს სასწავლო პროცესი შეწყვიტონ ხოლმე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იმნაძის თქმით, ბოლო დღეებში ამბულატორიულ დაწესებულებებში მიმართვიანობამ „ოდნავ მოიმატა, თუმცა ეს საგანგაშო არაა“. „დღეისათვის მიმართვიანობამ ამბულატორიულ დაწესებულებებში ოდნავ მოიმატა წინა კვირასთან შედარებით, რაც გასაგებია იმიტომ, რომ პირველ და ორ იანვარს ძალიან მძიმედ თუ არ არის ადამიანი, არ მიმართავს კლინიკას და ამიტომაც საკმაოდ დაბალი იყო ეს მაჩვენებელი. ახლა არის 220-მდე 100 000 მოსახლეზე. ასევე, ჰოსპიტალიზაციაში მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებების წილი 3%-ით არის გაზრდილი, 22 იყო და ახლა 25-ია. შარშან ამ დროს კი, დაახლოებით 40 იყო. ჩვენთან ზუსტად ისეთივე სიტუაციაა, როგორც ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში. სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა საერთოდ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნებში. ეს არის პოსტ საბჭოთა ქვეყნების ტრადიცია, რომ გრიპის მატების დროს სასწავლო პროცესი შეწყვიტონ ხოლმე. გრიპი იწყება დეკემბერში და გრძელდება აპრილამდე. ამ პერიოდში თუ სწავლას შევწყვეტთ, ისედაც პრობლემები გვაქვს ბავშვების განათლებაში და დაგვრჩებიან გაუნათლებლები. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ რეალური მეცნიერული საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ სწავლა შეწყდეს. სამწუხაროდ, ორი ფატალური შედეგი იყო გრიპის ვირუსით გამოწვეული, ორივე დეკემბრის თვეში. მთავარ რეკომენდაციას რაც შეეხება, ორსულებს ვთხოვთ, მათთვის ვაქცინების მარაგი არის და მათ შეუძლიათ მიმართონ და აიცრან. დანარჩენებმა კი ჩვეულებრივად უნდა დავიცვათ ის რჩევები, რასაც სულ ვიძლევით. ხელების ხშირი დაბანა ძალიან კარგი მეთოდია გრიპის თავიდან ასაცილებლად. ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ჩვენ წელს პირველად გამოვიყენეთ, ეს იყო საბავშვო ბაღის აღმზრდელების უფასო ვაქცინაციის პროგრამაში პროფესიული ნიშნით ჩასმა იმიტომ, რომ მოზრდილებს არ მიეტანათ გრიპი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/paata-imnadze-ackhadebs-rom-saswavlo-dawesebulebebma-griptan-dakavshirebit-eqimebis-rekomendaciebi-unda-gaitvaliswinon/

---

 

14.01.2020

მედიასაშუალება:    https://www.interpressnews.ge/ka/article/580889-sakartveloshi-shvilis-aqvanis-msurveli-2562-piria-gasashvilebeli-ki-215-bavshvia

საქართველოში შვილის აყვანის მსურველი 2562 პირია, გასაშვილებელი კი 215 ბავშვია

საქართველოში გასაშვილებელი 215 ბავშვი ირიცხება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, მათგან 153 ბავშვი შშმ პირია. მათივე ცნობით, შვილად აყვანაზე ჯამში უარს 35 ბავშვი აცხადებს. სააგენტოს ინფორმაციით, შვილად აყავანაზე უარის თქმა ბავშვს 10 წლის ასაკის ზევით შეუძლია. რაც შეეხება მშვილებელი პირის ოდენობას, მშვილებელი დღეის მდგომარეობით რეესტრში 2562 პირი ირიცხება. როგორც სააგენტოში აცხადებენ, საშუაალოდ, ყოველწლიურად შვილდება 80-110 ბავშვი. ბავშვის შვილად აყვანა შეუძლია ანუ მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადი, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში უნდა წარადგინოს. მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა; მშვილებელსა და 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი). გამონაკლის შემთხვევაში მშვილებელსა და 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება დაქორწინებულ მშვილებლებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

---

 

14.01.2020

მედიასაშუალება:   https://bm.ge/ka/article/rogor-daexmareba-dasaqmebis-saagento-samushaos-madzieblebs-/46899/

როგორ დაეხმარება დასაქმების სააგენტო სამუშაოს მაძიებლებს?

წელს, პირველი იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამოქმედდა. შესაბამისად, შრომის და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, რაც აქამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციებში შედიოდა, ახალშექმნილი სააგენტო შეასრულებს. მათ შორის არის პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა. ამავე სააგენტოს უფლებამოსილება იქნება ცირკულარული მიგრაციის საკითხების მართვა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი კადრების გადამზადება და ლეგალური დასაქმება უცხოეთში მოხდება. სანამ დასაქმების სააგენტო სსიპ-ად ჩამოყალიბდებოდა, მანამდე სამინისტროში სპეციალური დეპარტამენტი არსებობდა, რომელიც ასევე ასაქმებდა მოქალაქეებს ან მათ სამსახურის გაუმჯობესებაში ეხმარებოდა. ყოველწლიურად დეპარტამენტის მეშვეობით 2 ათასამდე ადამიანი საქმდებოდა, განახლებულ სააგენტოში კი ფიქრობენ, რომ წლიდან-წლამდე ამ მაჩვენებელს გააუმჯობესებენ. პირველ ეტაპზე, მაჩვენებლის 15%-ით გაზრდა იგეგმება. 2020 წლის პირველ კვარტალში დასაქმების სააგენტო საკუთარი კადრების მოძიებასა და სტრუქტურის საბოლოოდ ჩამოყალიბებაზე იქნება ორიენტირებული. დასაქმების სააგენტო თავისივე უწყებაში 100-მდე ადამიანს დაასაქმებს. ბიუჯეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებული სააგენტოსთვის 4 მილიონი ლარი იქნება, ანუ იგივე, რაც გასულ წლებში შესაბამის დეპარტამენტს ჰქონდა, თუმცა ჯანფდაცვის მინისტრის მოადგილეს თამილა ბარკალაიას მიაჩნია, რომ არსებული თანხა უფრო ეფექტურად გაიხარჯება, რადგანაც ბენეფიციარებთან ინდივიდუალური მოდელი იმუშავებს. სააგენტოს ბენეფიციარის გადამზადებასთან ერთად შეუძლია არაუმეტეს 4 თვის განმავლობაში 480 ლარის ოდენობით ხელფასი დაუსუბსიდიროს, მაგრამ ეს მხოლოდ მოწყვლად ჯგუფებსა და რთულად დასაქმებად ბენეფიციარებზე გავრცელდება. “ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს გვაქვს არის “სტრუქტურული უმუშევრობა”, როცა ბაზარზე არსებობს მოთხოვნა და არის ვაკანტური ადგილები, მეორე მხრივ, არის საკმაოდ მაღალი უმუშევრობის დონე, თუმცა, უმუშევართა კვალიფიკაცია არ შეესაბამება ბაზარზე არსებულ მოვლენებს. სწორედ აქ არის დასაქმების სააგენტოს, როგორც საშუამავლო სერვისის მიმწოდებელი უწყების, ფუნქციის მნიშვნელობა. გამოიკვეთა საჭიროება, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად ჩაერთოს საშუამავლო სერვისებით ამ პროცესებში; მხარი დაუჭიროს ე.წ. რთულად დასაქმებად კატეგორიებს, რომ მათ შეძინოს შესაბამისი უნარები, რაც მათ დაეხმარება სამუშაოს პოვნაში. ფაქტია, რომ სამუშაოს ყველა მაძიებელს არ აქვს ერთნაირი სამუშაო კვალიფიკაცია, შესაბამისად, მათ სჭირდებათ განსხვავებული მხადაჭერითი სერვისები. აქამდე მხარდაჭერითი სერვისები იყო ძლიან სტანდარტიზებული - მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსები, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და სტაჟირების სუბსიდირების პროგრამა”, - აცხადებს ბარკალაია. მისი თქმით, მოხდება ბენეფიციარების კატეგორიებად დაყოფა: 1 - ადამიანები, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცილება და ეძებენ სამუშაოს 2 - პირები, რომლებსაც სურთ საკუთარი სამუშაო პირობების გაუმჯობესება; 3 - უმუშევარი პირები, რომლებსაც არ აქვთ სამუშაო გამოცდილება 4 - პირები, რომელთა კვალიფიკაცია მოძველებულია. პირველ და მეორე შემთხვევაში დასაქმების სააგენტოს დახმარება შესაძლოა მხოლოდ იმით შემოიფარგლოს, რომ მიაწოდოს მათ ინფორმაცია ვაკანსიებისა და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ. მესამე და მეოთხე შემთხვევებში კი კონსულტანტების ჩართულობა უფრო მაღალი იქნება. “ზოგჯერ, ბენეფიციარი მოდის საკუთარი კარიერის კონკრეტული ხედვით, რომელიც შეიძლება არ შეესაბამებოდეს ან მის კვლალიფიკაციას ან ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. ჩვენი კონსულტანტები გაუწევენ მათ შესაბამის კონსულტაციას. შესაბამისად, მიმართავენ მის გეგმებს და დაეხმარებიან, დაგეგმონ საკუთარი კარიერა. საჭიროების შემთხვევაში გადამზადების კურსებზე გაგზავნიან, საჭიროების შემთხვევაში გარკვეულ კატეგორიას დაუფინანსდება სტაჟირება ან ხელფასი და მოხდება მათი საკვანძო კვალიფიკაციითა და ისეთი უნარებით აღჭურვა, როგორებიცაა - CV-ის შევსება, პრეზენტაციის მომზადება და ა.შ.”, - აცხადებს ბარკალაია. კითხვაზე, რა არის დღეს შრომის ბაზარზე ყველაზე დიდი გამოწვევა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს ე.წ. სტრუქტურული დასაქმებაა, ანუ როდესაც ბაზარზე მოთხოვნა სხვა პროფესიებზეა, მუშახელს კი კვალიფიკაცია სხვა მიმართულებით აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე დასაქმების სააგენტო აპირებს ამიერიდან ე.წ. დაკვეთა ბიზნესისგან მიიღოს და არა ბენეფიციარებისგან. ანუ დასაქმების სააგენტო დააფინანსებს იმ პროგრამებს და პროფესიებს, რომლებზეც მოთხოვნა ბიზნესისგან მოდის. ირკვევა, რომ ამ დროისთვის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები სატრანსპორტო, სამშენებლო და ტურიზმის სექტორშია.

---

 

13.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/580786-amiran-gamqrelize-ianvris-meore-kviris-monacemebit-gripis-virusze-rogorc-mimartvianobis-aseve-hospitalizaciis-kutxit-zrda-gvakvs

ამირან გამყრელიძე - იანვრის მეორე კვირის მონაცემებით, გრიპის ვირუსზე როგორც მიმართვიანობის, ასევე ჰოსპიტალიზაციის კუთხით ზრდა გვაქვს

იანვრის მეორე კვირის მონაცემებით, პირველ კვირასთან მიმართებით გვაქვს ზრდა როგორც მიმართვიანობის, ასევე ჰოსპიტალიზაციის კუთხით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრეიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 22%-იდან დაახლოებით 25,3%-მდე გაიზარდა. „იანვრის მეორე კვირაში 219 მიმართვანობა გვაქვს 100 ათას მოსახლეზე, ანუ გვაქვს მსუბუქი ზრდა. ასევე 3%-ით მომატებულია ჰოსპიტალოზაციის მაჩვენებელი საავადმყოფოებში, მწვავე რესპირატორული ინფექციებით. ეს მაჩვენებელი 22%-იდან, დაახლოებით, 25,3%-მდე გაიზარდა. მაგრამ ორივე ეს ინდიკატორი, რითაც ჩვენ ვზომავთ ეპიდსიტუაციას ქვეყანაში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არის შემცირებული. გრიპის სეზონი გრძელდება მარტის ბოლოს,ან აპრილის შუა რიცხვებამდე. ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და უნდა დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპის პრევენციისა და პროფილაკტიკისთვის იძლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გამყრელიძის ინფორმაციით, დღეისთვის 96900 ადამიანია აცრილი გრიპის ვირუსის წინააღმდეგ და ქვეყანას კიდევ აქვს ვაქცინის საკმარისი მარაგი. „ძალიან კარგია, რომ ქვეყანაში გაიზარდა კულტურა და მოთხოვნილება ვაქცინაციაზე, რომელიც გახლავთ უპირველესი პრევენციული საშუალება და მეთოდი გრიპის პროფილაქტიკის. წელს ჩვენ 2,5-ჯერ მეტი ადამიანი ავცერით, ვიდრე გასულ წელს. ახლა უკვე აცრილია დაახლოებით 96900 ადამიანი, ჯერ კიდევ გვაქვს ვაქცინების მარაგი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაღალ რისკჯგუფებს, განსაკუთრებით, ორსულებს, რომ ისარგებლონ ვაქცინაციით. ქვეყანაში საკმარისია ანტივირუსული პრეპარატების მარაგი. ისინი გაიცემა საავადმყოფოებში, ის სრულიად უფასოა და სავაადმყოფოებს ამისი სერიოზული მარაგი აქვთ. ის გაიცემა მინისტრის 30 დეკემბრის ბრძანებით, ორსულებსა და სოციალურად დაუცველებზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების საშუალებით, ექიმის დანიშნულების მიხედვით. ამ დროისთვის დაახლოებით 200-მდე ადამიანზეა გაცემული და მათ შორის ჭარბობენ ორსულები“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, გასულ კვირას ძირითადად B ტიპის ვირუსი პრევალირებდა. „ვაწარმოებთ მუდმივ მონიტორინგს, თუ რა ტიპის ვირუსები ცირკულირებენ ქვეყანაში. გასულ კვირაში პრევალირებს B ტიპის გრიპის ვირუსი, დაახლოებით 76%-ში გვაქვს B ტიპის გრიპი. დაახლოებით 6%-ში გვაქვს A ტიპის გრიპის H1 ქვეტიპი. გამომდინარე ეპიდსიტუაციიდან ჩვენ არ ვთვლით მიზანშეწონილად, რომ გახანგრძლივდეს არდადეგები ან შეწყდეს სწავლის პროცესი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/amiran-gamyrelidze-ianvris-meore-kviris-monacemebit-gripis-virusze-rogorc-mimartvianobis-aseve-hospitalizaciis-kutxit-zrda-gvaqvs

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=95567

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/gamqhrelidze-tsina-kvirasthan-shedarebith-gripis-virusith-mimarthvianobis-umnishvnelo-zrda-gvaqvs/

ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/419536/

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=114290

ინფო9-https://info9.ge/chven-shesakheb/218345-amiran-gamyrelidze-ianvris-meore-kviris-monacemebith-gripis-virusze-rogorc-mimarthvianobis-aseve-hospitalizaciis-kuthkhith-zrda-gvaqvs.html?lang=ka-GE

---

 

13.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/580798-amiran-gamqrelize-epidsituaciidan-gamomdinare-mizansheconilad-ar-vtvlit-rom-ardadegebi-gaxangrzlivdes-an-scavlis-procesi-shecqdes

ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ ვთვლით, რომ არდადეგები გახანგრძლივდეს ან სწავლის პროცესი შეწყდეს

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვთვლით მიზანშეწონილად, რომ არდადეგები გახანგრძლივდეს ან სწავლის პროცესი შეწყდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე რეკომენდაციით, გრიპის ვირუსის მატარებელი ბავშვები იზოლირებულები უნდა იყვნენ და ისინი მშობლებმა სასწავლო დაწესებულებაში არ უნდა გააგზავნონ. ამირან გამყრელიძის თქმით, იანვრის მეორე კვირაში, პირველ კვირასთან შედარებით, გაზრდილია, როგორც მიმართვიანობის, ასევე ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. „იანვრის მეორე კვირაში 219 მიმართვანობა გვაქვს 100 ათას მოსახლეზე, ანუ გვაქვს მსუბუქი ზრდა. ასევე 3%-ით მომატებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საავადმყოფოებში, მწვავე რესპირატორული ინფექციებით. ეს მაჩვენებელი 22%-იდან, დაახლოებით, 25,3%-მდე გაიზარდა. მაგრამ ორივე ეს ინდიკატორი, რითაც ჩვენ ვზომავთ ეპიდსიტუაციას ქვეყანაში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არის შემცირებული. გრიპის სეზონი გრძელდება მარტის ბოლოს ან აპრილის შუა რიცხვებამდე. ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და უნდა დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპის პრევენციისა და პროფილაქტიკისთვის იძლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გამყრელიძის ინფორმაციით, დღეისთვის 96 900 ადამიანია აცრილი გრიპის ვირუსის წინააღმდეგ და ქვეყანას კიდევ აქვს ვაქცინის საკმარისი მარაგი.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/531704

ნიუს.ჯი- https://news.ge/2020/01/13/epidsituaciidan-gamomdinare-ar-vtvlit-rom-ardadegebi-ar-unda-gaxangrdzlivdes/

ინფო9- https://info9.ge/chven-shesakheb/218347-amiran-gamyrelidze-epidsituaciidan-gamomdinare-mizanshetsonilad-ar-vthvlith-rom-ardadegebi-gakhangrdzlivdes-an-stsavlis-procesi-shetsydes.html?lang=ka-GE

ტივი25.ჯი- http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=19074

---

 

13.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/580814-amiran-gamqrelize-zurab-chiaberashvils-pasuxobs

ამირან გამყრელიძე ზურაბ ჭიაბერაშვილს პასუხობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე „ევროპული საქართველოს“ წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს კითხვებზე პასუხობს. წერილში გამყრელიძემ იმ 7 კითხვას უპასუხა, რომელიც მას ჭიაბერაშვილმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ დაუსვა. „1. ფინანსური ბარიერის შემცირებასა და მოხსნაზე ბევრჯერ იყო საუბარი სახელმწიფო კომისიაზე, ის პროგრესულად მცირდებოდა ყოველწლიურად და სრულიად მოიხსნა 2019 წლის 1 აგვისტოდან. ბარიერების კვლევამ დაადასტურა, რომ ფინანსური ბარიერი არ იყო წამყვანი და მთავარი დაბრკოლება მკურნალობაში ჩასართავად. ეს დაადასტურა ფინანსური ბარიერის მოხსნის შემდეგ მკურნალობაში ჩართულთა არცთუ რადიკალური ზრდის ტემპმა. ბარიერების კვლევა აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან თანამშრომლობით ჩატარდა 2018 წლის შემოდგომაზე. აღნიშნული კვლევის წინასწარი შედეგები მოხსენდა საერთაშორისო მრჩეველთა ყოველწლიურ შეხვედრაზე ნოემბრის ბოლოს, ხოლო საბოლოო შედეგების პრეზენტაცია შედგა C ჰეპატიტის ეროვნული ელიმინაციის პროგრამის სამუშაო შეხვედრაზე 2019 წლის მარტში. ასევე, მსგავსი კვლევა ცალკე ჩატარდა ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა შორის. შედეგების თანახმა მკურნალობაში ჩართვის მთავარ ბარიერად დასახელდა პროგრამის ნაკლები ცნობადობა და მოსახლეობის განათლება, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ვმუშაობდით ამ მიმართულებით. ეს საკითხი აქტუალურია არა მარტო ჰეპატიტის პროგრამისთვის, არამედ მეტ-ნაკლებად ეხება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველა პროგრამას (იმუნიზაცია, კიბოს სკრინინგი, უსაფრთხო სისხლი, ტუბერკულოზი და სხვა); 2. ჰეპატიტის თემა აქტუალურია საზოგადოებაში, ის შუქდებოდა და შუქდება საკმაოდ ინტენსიურად მასმედიით, სოციალური მედიით, შეიქმნა და მუშაობს განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია, კამპანიებში სამედიცინო პერსონალთან ერთად ჩართულები არიან სოციოლოგები, ქცევითი ცვლილებების და მედია კომუნიკაციის სპეციალისტები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, მეცნიერები, უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. სკრინინგის მიზნით მოსახლეობის თავშეყრის ადგილებში დაკომპლექტებულია სპეციალურად დატრენინგებული გამსვლელი ბრიგადები, საზოგადოებას მიეწოდება მიზნობრივი ნაბეჭდი თუ ელექტრონული საპრომოციო მასალა და სხვა. თუმცა, ჩვენი საზოგადოების კულტურული და ტრადიციების თავისებურებებიდან გამომდინარე, აღნიშნული კვლავ არ არის საკმარისი, ეტაპობრივად იგეგმება დამატებითი აქტივობები და როგორც მანამდე ხაზი გავუსვი, ყველას ერთად მეტი ძალისხმევა გვმართებს პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის. არა მარტო ჩვენ, არამედ თქვენც, პირადად, როგორც ყოფილ ჯანდაცვის მინისტრსა და დღეს დეპუტატს, ამ ქვეყნის ქომაგ-გულშემატკივარს უფრო ხშირად უნდა მოგეწოდებინათ მოსახლეობისა და თქვენი მომხრეებისთვის - გაევლოთ სკრინინგი და ჩაეტარებინათ მკურნალობა. დავიჯერო, თქვენ, თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ შეძლებდით, მეტი ადამიანი მოგეზიდათ ამ უპრეცენდენტო პროგრამის მოსარგებლედ?ღირებულებები განაპირობებენ ქცევას. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ჯანმრთელობა, სამწუხაროდ, არ არის მთავარი ღირებულება. ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულებას საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და შესაბამის ქცევას, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, განაპირობებს კომპლექსური ფაქტორები, მათ შორის დემოგრაფიული და კულტურული, ტრადიციები, ზოგადი განათლების დონე, სარგებლის გაცნობიერება, ხელმისაწვდომობა და სხვა; ამ კომპლექსური დამოკიდებულების ნათელი მაგალითია თქვენი პირადი ისტორია, რომელზეც საუბრობთ სისტემის ეფექტურობის თაობაზე თქვენსავე დასმულ ბოლო კითხვაში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის კარგად იყო ცნობილი C ჰეპატიტზე სკრინინგის მნიშვნელობის, ელიმინაციის პროგრამის სარგებლის და ხელმოსაწვდომი მკურნალობის ეფექტურობის შესახებ, დაგჭირდათ 4 წელი სკრინინგის მარტივი პროცედურის ჩასატარებლად. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის ქცევის მოდელი ანალოგიურია ან უფრო მძიმე - გვყავს იდენტიფიცირებული 16 000 ადამიანი C ჰეპატიტის დადასტურებული დიაგნოზით, რომელთაც ესაჭიროებათ მკურნალობა, მაგრამ განმეორებითი შეხსენების მიუხედავად, ვერ ხერხდება მათი მკურნალობაში ჩართვა. ეს რთული ამოცანაა, რამდენადაც დაავადება წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ჩივილების არარსებობის შემთხვევაში ადამიანები სხვა პრიორიტეტებს უთმობენ დროს. ჩვენ ვაგრძელებთ მათთან მუშაობას, დარწმუნებას, რომ მკურნალობის გადავადება რისკების შემცველია მათი ჯანმრთელობისთვის, ქცევის მოდელის ცვლილება კი დროს მოითხოვს; 3. ამ კატეგორიის ადამიანების ჩართვა ნამდვილად არ არის დაბალი, მაქვს ჩვენი გუნდის მიერ წარმოებული სტატისტიკური გათვლები, რომ ამ რისკ-ჯგუფის ადამიანების დიდმა პროცენტმა ისარგებლა სერვისებით და ესეც აღნიშნული პროგრამის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. ამასთან, ნარკოდამოკიდებულთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა უკვე ინტეგრირებულია და ეტაპობრივად ფართოვდება ზიანის შემცირების ქსელში, პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების კონფიდენციალობის პირობის დაცვით. ამასთან, 2019 წლის დეკემბრიდან პირადობის იდენტიფიცირების გარეშე შესაძლებელია სკრინინგით იდენტიფიცირებული ანტისხეულდადებითი პირებისათვის დამადასტურებელი (კონფირმაციული) ტესტის ჩატარება და მხოლოდ ინფექციის დადასტურების შემთხვევაში ხდება მათი იდენტიფიცირება, რათა მოხდეს შემდგომი დიაგნოსტიკური კვლვების ჩატარება და მკურნალობაში ჩართვა. ასევე, მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულიდან მოიხსნა ფინანსური ბარიერები დიაგნოსტიკური კვლევებისათვის და მკურნალობა მათთვის სრულიად უფასო იყო, თუმცა ამას არ მოჰყოლია ამ პირთა მხრიდან მიმართვიანობის მკვეთრი მატება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ფინანსური ბარიერი არ იყო წამყვანი. დღეისათვის ზიანის შემცირების 4 ცენტრში ხდება მკურნალობის სერვისის მიწოდება მაღალი რისკის ჯგუფის წევრებისთვის, რათა სამედიცინო სერვისების მიწოდება განხორციელდეს მათთვის კარგად ნაცნობ მეგობრულ გარემოში.რაც შეეხება საკითხს ნარკოპოლიტიკის შესახებ, ალბათ ამ კითხვას მე არ უნდა მისვამდეთ, ადამიანს, რომელმაც სერიოზული წვლილი შეიტანა იმ საკითხში, რომ ეს ადამიანები კანონმდებლობით აღიარებულნი არიან პაციენტებად და არა ყოველთვის დამნაშავეებად და მათთვის ხელმისაწვდომია ჩანაცვლებითი თერაპია. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანი კანონი, რომელმაც ამ პროცესს დაუდო საფუძველი და გლობალური ფონდის პირველი პროექტი, რომელმაც უზრუნველყო მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ამოქმედება იმ დროს მიიღო ქვეყანამ, როცა თქვენი მონა-მორჩილი ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სისტემას და მისი პირადი წვლილიც არ უნდა იყოს უმნიშვნელო. თუ მერე რატომ არ განავითარეთ ქვეყნის ნარკოპოლიტიკა სწორი მიმართულებით, ალბათ თავად მოიკითხავთ გუნდის შიგნით. რადგან ამ თემის ირგვლივ ვტრიალებთ, აუცილებელია, ისიც აღინიშნოს და თქვენც იმედია დაადასტურებთ, საქართველოსთვის მუდმივად გაჟღერებული სამარცხვინო და არარეალური ციფრი (250 000 ნარკოდამოკიდებული, შეგიძლიათ, გაეცნოთ სახელმწიფო დეპარტამენტის იმდროინდელ და ასევე, ლანცეტის შესაბამის პუბლიკაციებს) რომ შეიცვალა და ჩამოვიდა შედარებით რეალურზე, სერიოზული წვლილი თქვენი გუნდის მოღვაწეობის პერიოდში, თქვენს დღევანდელ მოპასუხეს აქვს. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა თვითკრიტიკული და რეალისტი უნდა ვიყოთ; 4. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ არის სწორი და ან არ გაქვთ ინფორმაცია ან განგებ არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებთ არსებულ სიტუაციას. მიზანდასახულად ჯერ არცერთ ინფექციაზე ამდენი ადამიანი არ გამოკვლეულა ქვეყანაში ჯანდაცვის ისტორიის განმავობაში და ამას უწოდებთ ცუდ მენეჯმენტს? სკრინინგზე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია. სოფლის ექიმები აქტიურად არიან ჩართული სკრინინგში და საქართველო მხოლოდ თქვენ, მე და/ან სხვა ჯანდაცვის სექტორის მესვეურნი არ ვართ! 2018 წლიდან ქვეყანაში მიმდინარეობს ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პროექტი პირველადი ჯანდაცვის დონეზე - სამი დაავადების (C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და აივ-შიდსი) ინტეგრირებული სკრინინგი, სადაც მონაწილეობს სამი უწყება (გლობალური ფონდი, ცენტრალური ხელისუფლება წარმოდგენილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრით და ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც წახალისებას უკეთებს პირველადი ჯანდაცვის პერსონალს თითოეულ გამოკვლეულზე). სამი დაავადების ინტეგრირებული სკრინინგი სამეგრელოს რეგიონიდან დაიწყო და დღეისთვის მთელი საქართველო მოიცვა. ამ მიზნით გლობალური ფონდის მხარდაჭერით ტრენინგები ჩაუტარდა ქვეყნის მასშტაბით ათასობით ექიმსა და ექთანს პირველადი ჯანდაცვის სექტორში. პირველადი ჯანდაცის აქტიურმა ჩართვამ სკრინინგის პროცესში 2018-2019 წწ-ებში შესაძლებელი გახადა სკრინინგით მოცვის გაუმჯობესება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 77%-მდე, გურიაში 84%, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში 88%-მდე; ეს პროექტი დღეს უკვე აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, რომლის შეფასების კომპეტენტურობაში არავის შეაქვს ეჭვი და მისი იმპლემენტაციის ინტერესი ბევრ ქვეყანას აქვს. სკრინინგი გეოგრაფიულად გაშლილია და დღეს ქვეყანაში ტარდება დაახლოებით 1 200-მდე წერტილში. ჰეპატიტის პროგრამის დაწყების შემდეგ C ჰეპატიტზე სკრინიგი გარდა დონორებისა, სავალდებულო გახდა ჰოსპიტალიზებულებისათვის (დაახლოებით 400 000 ჰოსპიტალიზაცია წელიწადში), ორსულებისთვის, ახალწვეულებისთვის. თქვენს კითხვაზე, რატომ არ არის ის სავალდებულო ყველა ამბულატორიული ავადმყოფისთვის, პასუხია: რადგან წელიწადში გვაქვს 12-13 მილიონი ამბულატორიული ვიზიტი, ყველას სკრინინგი არ არის ხარჯთეფექტური და ფიზიკურადაც რთულია. ახლა, როცა ელექტრონული ბაზა საკმაოდ გამართულია, შეიძლება სელექტივიზმი და წელს განსაკუთრებული აქტივობები განხორციელდება თბილისში, სადაც სკრინინგი ჩაუტარდება პოლიკლინიკებზე მიმაგრებულ ყველა მოსახლეს, რომელთაც ეს სერვისი ჯერ არ მიუღია. ჩვენი ცენტრი პოლიკლინიკებს უზრუნველყოფს ტესტ-სისტემებით და სათანადო ინსენტივსაც გადაუხდის სამედიცინო პერსონალს.თქვენ თუ გსურდათ ჰეპატიტზე გამოკვლევა და არა იმის დადგენა, გამონაკლისის გარეშე ყველა დაწესებულება მონაწილეობს თუ არა ამ პროგრამაში, მაშინ შეგეძლოთ, თბილისში მიგემართათ იმ დაწესებულებებისათვის, სადაც სკრინინგი 2015 წლიდან მიმდინარეობს უსასყიდლოდ (ეს ჩამონათვალი ყველასთვის ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე) ან იუსტიციის სახლებში, სადაც უკვე ორი წელია, ეს პროექტი მიმდინარეობს და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩაგიტარდებოდათ უფასოდ. შეგიძლიათ, ახლა უკვე ეს რეკომენდაცია თქვენს ახლობლებსაც გაუზიაროთ, რაც კიდევ უფრო წაადგება ამ პროგრამით მოსარგებლეთა მოცვის გაზრდას. 5. თავდაპირველად ერთ შენიშვნას გავაკეთებდი: ეს წამლები (მათი გენერიკები) ჩვენი ტიპის ქვეყნებში მკურნალობის ერთი კურსისთვის უკვე დიდი ხანია ღირს 300-500 აშშ დოლარის ფარგლებში, ზოგან კიდევ უფრო ნაკლები. არ არის სწორი, როდესაც ამ წამლის ღირებულებას ვითვლით ამერიკის საბაზრო ფასებში 2014-2015 წლების მდგომარეობით. ეს ციფრებით მანიპულირებაა პოლიტიკური მიზნით, რაც არ არის სწორი გათვლა და ინტერპრეტაცია (არც ადამიანურად და არც სახელმწიფოებრივი მიდგომის თვალსაზრისით). დიახ, გათვლებში ალბათ სოციალურ სააგენტოს და პარტნიორებს ჰქონდათ ხარვეზები და მეტობით იანგარიშეს (სტრატეგიული მარაგი, მკურნალობაში ჩართვის გაზრდის დაგეგმვა და ა.შ.), მაგრამ ეს არ არის დანაშაული ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, როგორც ამას სატელევიზიო გამოსვლებში აფასებთ თქვენ და სხვები. ერთი-ერთზე წამლის მარაგის პროგნოზირება არასდროს ხდება და 3-5% ფარგლებში ყოველთვის დასაშვებია უკმარისობა ან მეტობა. ზოგადად, გამართლებული მიდგომაა, რომ სტრატეგიული წამლის დეფიციტს სჯობს, გვქონდეს მეტობა. ამასთან დაკავშირებით მოგიყვანეთ მაგალითები გველის ტოქსინის საწინააღმდეგო და ანტიდიფტერიული შრატებისა და შეიძლება ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა; 6. პოლიტიკურ ქვეტექსტებში არ წამოგყვებით დისკუსიაში. ლუგარის ცენტრი არის ქვეყნის სიმდიდრე და ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგი თანამშრომლობისა. მე, ჩემი პირადი ისტორიის ერთ-ერთ მთავარ ნიშანსვეტად მიმაჩნია, რომ რამოდენიმე მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად, რომელთა გვარების ხსენებაც წინა მთავრობის წარმომადგენლებს არ სიამოვნებთ, იმ გადაწყვეტილების მიღების მონაწილე ვარ, რომელმაც საფუძველი დაუდო ლუგარის ლაბორატორიის და მთლიანად, ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით მომუშავე ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემის შექმნას ქვეყანაში. ამავე დროს, 2011 წელს გახსნილი ლუგარის ცენტრი ამუშავდა მხოლოდ 2013 წ-ში, მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაუბრუნდა სამართლიანად და აქაც ძალიან დიდი ძალიხმევა დაგვჭირდა. ამიტომ, ნებისმიერი სპეკულაცია ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის (რუსეთი, პიროვნებები, პოლიტიკური პარტიები და ა.შ) ჩემთვის მიუღებელია და მყისიერი პასუხი მაქვს, რადგან ეხება ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს და ეს ყველასთვის ზეპარტიული უნდა იყოს. ლუგარი არ არის მარტო დაავადებათა კონტროლის ცენტრის საკუთრება. ის ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი შენაძენია და თუ დაგაინტერესებთ, გაჩვენებთ სენატორ ლუგარის მადლიერების წერილს, რომელიც მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოგვიგზავნა.კიდევ ერთხელ აღვნიშნავ საზოგადოების საყურადღებოდ, რომ ლუგარის ცენტრის როლი დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია და ამიტომ მწყდება გული, როცა ასე უდიერად და უაპელაციოდ აფასებენ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას და ადამიანები, რომელთაც არაფერი სერიოზული ამ ქვეყნისთვის არ გაუკეთებიათ ამბობენ, რომ „ჩავარდა და ჩაფლავდა“. ასეთი განცხადება შეურაცხმყოფელად ხომ არ გეჩვენებათ ყველა განკურნებულისთვის, ბატონო ზურაბ? 7. დამიჯერეთ, თუ ამ პროგრამას პოლიტიკურ საჯილდაო ქვად არ ვაქცევთ და გადავალთ აკადემიური დისკუსიის რეჟიმში, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა თავის პარტნიორებთან ერთად, რომელიც დაამარცხებს ამ ვერაგ სენს და ეს იქნება ბევრად ადრე, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია (2030 წელი). მე მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ეს მიღწევადია 2022-2023 წწ ბოლოს. თუ გეგმები გაინტერესებთ, სიამოვნებით გაგიზიარებთ. დაესწარით მარტის ტრადიციულ მე-7 სამუშაო შეხვედრას და გაგაცნობთ. იქნებ, თქვენც გაქვთ მოფიქრებული რაიმე ინოვაციური მიზნის მიღწევისთვის? მე და ჩემს გუნდს გვჯერა, რომ ჯანმრთელი საზოგადოება თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალად პოლიტიზირებული თემებით ჯანდაცვის სექტორის მიღწევათა ნგრევა!“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ ჭიაბერაშვილისადმი პასუხის წერილში. ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ის რჩევას მისცემს ზურაბ ჭიაბერაშვილს და დანარჩენებს, ვინც პროგრამას „კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებენ“ და მოუწოდებს აკადემიური დებატებისკენ. „ოდესმე შესწრებიხართ, ალბათ, სამეცნიერო ნაშრომის თუ პროექტის ოპონირებას და სავარაუდოდ იცით, რომ ჯანსაღი ოპონირება ყოველთვის იწყება პოზიტივით, დადებითი მხარეების მითითებით, რა გაკეთდა, რას მივაღწიეთ, რა იყო სიახლე მეცნიერებისთვის, საზოგადოებისთვის, მერე ვსვამთ კითხვებს, რაც გაუგებარია (როგორც ახლა მისვამთ, მაგრამ ისინი უფრო პოლიტიკურია), შემდეგ გადავდივართ კრიტიკულ შენიშვნებზე, ბოლოს ვაკეთებთ დასკვნებსა და ვიძლევით ჩვენს რეკომენდაციებს. ასეთია ოპონირების საყოველთაოდ მიღებული პროცესი, რომელიც როგორც წესი, საერთო საქმისთვის კარგია. განსხვავებით ამ დამკვიდრებული მიდგომისა, თქვენი და სხვა ოპონენტების მთავარი დასკვნა იყო, რომ სახელმწიფომ ეს პროექტი „ჩააგდო და ჩააფლავა“, რომელიც სამწუხაროდ არავითარ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. არადა, თითქოს თქვენმა მეგობრებმა კარგად იციან მტკიცებითი მედიცინის არსი და როლი ჯანდაცვაში, მაგრამ სამწუხაროდ, ეშლებათ ერადიკაცია და ელიმინაცია, ჰეპატიტების სახეობები, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი და ჯანდაცვის საერთო და საზოგადოებრივი დანახარჯი, ედრებიან ამერიკას, რომელიც ხარჯავს 2,5 ტრილიონს ჯანდაცვაზე და ა.შ. სწორედ ამიტომ მოგიწოდეთ აკადემიური დებატებისკენ და უარს ვამბობ პოლიტიკურ შოუებში მონაწილეობაზე. მხოლოდ დაუსაბუთებელი კრიტიკით საერთო საქმე წინ ვერ წავა. დარგის ჭეშმარიტმა ექსპერტებმა კარგად იციან, რომ გლობალურ თუ ჩვენს ჯანდაცვას ჰქონდა, აქვს და ექნება ბევრი პრობლემა თუ გამოწვევა, მაგრამ მარტო უსაგნო კრიტიკით ვერ განვვითარდებით. მე მუდამ მომხრე ვარ ჯანსაღი ოპონირებისა და კრიტიკის და სიამოვნებით ვიღებ სწორ, მეცნიერულ მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დამყარებულ რეკომენდაციებს - რადგან მხოლოდ ეს არის სწორი ფორმატი, თუ გვინდა, რომ განვვითარდეთ, თუ გვინდა, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და თუ ვართ ამ ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივრები“, - აღნიშნა გამყრელიძემ. „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს 7 შეკითხვით მიმართა. ჭიაბერაშვილი გამყრელიძის ბრიფინგს სოციალური ქსელით გამოეხმაურა და კითხვებთან ერთად იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ეხება.

---

 

13.01.2020

მედიასაშუალება: http://bfm.ge/c-%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AC/

C ჰეპატიტის ელიმინაცია – წარმატებული პროექტის გვერდითი მოვლენები

უსასყიდლოდ მიღებული 560 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა 2015 წლის 28 აპრილს საქართველოში “C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა” ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამა თავისი მნიშვნელობით უპრეცედენტოა, ვინაიდან C ჰეპატიტის სრული მკურნალობის კურსი დაახლოებით 80 ათასი აშშ დოლარი ჯდება. ელიმინაციის პროგრამის ამოქმედება საქართველოში განაპირობა იმან, რომ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში 150 ათასამდე ადამიანი, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 5, 4 პროცენტი C ჰეპატიტის მატარებელი იყო. და ეს მაშინ, როცა ევროპულ ქვეყნებში ქვეყნებში ქრონიკული C ჰეპატიტი, როგორც წესი, მოსახლეობის 0,5-1%-ს აქვს. დაავადების დიდი გავრცელების შემთხვევაში კი, ეს ციფრი 1,5-2,3%-ს არ აღემატება. პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარტნიორები არიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. პროგრამა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის ხელშეწყობით ხორციელდება. ელიმინაციის პროგრამა მოიცავს უფასო სკრინინგს, დაავადების დიაგნოსტიკას და C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობას, უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამით შეუძლია, ისარგებლოს აქტიური ჩ ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს. პროგრამის ფარგლებში “გილეადი” საქართველოს უფასოდ აწვდის ანტივირუსულ პრეპარატებს – ეპკლუსას და ჰარვონს. დამხმარე პრეპარატის – რიბავირინის შეძენას კი სახელმწიფო უზრუნველყოფს. კომპანია Gilead-ის ვიცე-პრეზიდენტმა, გრეგ ალტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ “ხუთ მილიონიანი საქართველო, თავისი ზომით, ვირუსის სკრინინგის სისტემით იდეალურია სამეცნიერო ტესტისთვის. საქართველოში მიღებული შედეგები მსოფლიო მასშტაბით იქნება გამოყენებული. ეს იქნება იმის მაგალითი, რომ ამ მიმართულებით ჩადებულ ინვესტიციას ფუნდამენტური ცვლილებების მოტანა შეუძლია”. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან პროგრამაში ჩასართავად საჭირო გაღრმავებული დიაგნოსტიკური კვლევები უფასო გახდა (პაციენტის მხრიდან თანაგადახდა 140 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობდა). C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებიდან (2015 წლის აპრილიდან) 2019 წლის 30 ივნისამდე ჩ ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდა 1.5 მლნ პირს, აქედან დადებითი აღმოჩნდა 7.8% (117 ათასი ადამიანი). სკრინინგული ტესტი არ არის საკმარისი C ჰეპატიტის საბოლოო დიაგნოზის დასასმელად. ტესტის დადებითი შედეგის შემთხვევაში, პაციენტს აქტიური ინფექციის გამოსავლენად უნდა ჩაუტარდეს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები – HCV RNM ან HCV CORE AG. დამატებითი ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა 89,914 პირს, აქედან აქტიური C ჰეპატიტი აღმოაჩნდა 74,307 ადამიანს. მკურნალობა დაიწყო 58,229 პირმა, აქედან მკურნალობა დაასრულა 53,908 პირმა. მკურნალობის დასრულებიდან პაციენტმა უნდა გაიაროს SVR ტესტირება, რათა განისაზღვროს განიკურნა თუ არა ვირუსისგან. SVR ტესტირება ჩაუტარდა 38,538 ბენეფიციარს, მათი 98.6% (38,006 ადამიანი) განიკურნა. აღსანიშნავია, რომ 27.5 ათასზე მეტ ადამიანის სწრაფი ტესტით C ჰეპატიტის ვირუსზე დადებითი აღმოჩნდა, მაგრამ არ ჩაუტარებია შემდგომი კვლევა, რათა განისაზღვროს, აქვს თუ არა აქტიური C ჰეპატიტი. 16 ათასს აჭარბებს იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც დაუდგინდათ აქტიური ჩ ჰეპატიტი, საჭიროებს მკურნალობას და არ მიუმართავს მკურნალობისთვის 12.4 ათასი ადამიანია ისეთი, ვინც გაიარა C ჰეპატიტის მკურნალობის კურსი, ექვემდებარებოდა SVR ტესტირებას (რომლითაც დგინდება განიკურნა თუ არა) და არ ჩაიტარა ტესტირება C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგიის თანახმად, 2020 წლისთვის საქართველო მიზნად ისახავს: • C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის (135 000 ადამიანის) დიაგნოზირებას • ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 95%-ის (128 250 ადამიანის) მკურნალობას • ნამკურნალებ პირთა 95%-ის (122 000 ადამიანის) განკურნებას • საბოლოოდ C ჰეპატიტის აქტიური დაავადების პრევალენტობა (გავრცელება) 0.5%-მდე უნდა შემცირდეს. როგორც არსებული მონაცემებიდან ჩანს, 2020 წლისთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა დიდი ალბათობით ვერ მოხერხდება. ამ ეტაპზე დიაგნოსტირებულია სამიზნე მაჩვენებლის მხოლოდ 55%, პროგრამაში ჩართულია სამიზნე მაჩვენებლის მხოლოდ 45%. დასახული მიზნის მისაღწევად ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დამატებით მინიმუმ 70 ათასი ადამიანი უნდა ჩაერთოს. ნახევარი მილიარდი ლარის ვადაგასული მედიკამენტი ამ ყველაფრის ფონზე კი, აუდიტის სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს ჩ ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. პლუს, სამინისტროს ცენტრალურ აპარატს ასევე აღრიცხული აქვს იგივე დანიშნულების 121 285 ლარის ღირებულების მედიკამენტი, რომელიც შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარია. როგორც აუდიტის სამსახურის 2020 წლის 10 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, ეს მონაცემები 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ვითარებას ასახავს. აუდიტის მიხედვით, ვადაგასულ მედიკამენტებს შორისაა ჩ ჰეპატიტის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტები, რომელსაც საქართველო უსასყიდლოდ იღებს მწარმოებელი ამერიკული კომპანიისგან. ეს მედიკამენტებია ჰარვონი, სოვალდი, ზეპატიერი და ინტერფერონი. როგორც აუდიტის სამსახური წერს, სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ 2017 წლის ივლისიდან მკვეთრად შემცირდა ბენეფიციართა მიმართვიანობა. ასევე, პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო სოფოსბუვირი (სოვალდი), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან (ინტერფერონი და რიბავირინი) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით? ჰარვონით, რომლის მიხედვით შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები და აღნიშნულმა მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების (სოფოსბუვირი, ინტერფერონი და რიბავირინი) მოხმარება. ასევე, სააგენტოს განმარტებით, არსებობს მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან გარდაცვალების ფაქტები. აუდიტის ანგარიშში ასევე ასახულია, თუ რამდენი პაციენტის მკურნალობა იყო დაგეგმილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში და რეალურად, რამდენმა იმკურნალა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ჩამოიწერა არა ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების მედიკამენტი, არამედ 2000 ადამიანის სამყოფი მედიკამენტი. “იქ ჩამოიწერა, როგორც მე ინფორმაცია მაქვს დაახლოებით 2000 ავადმყოფის სამკურნალო დოზა. ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-დან 1200 ადამიანს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გქონდეს გარკვეული რაოდენობა იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ ყოველთვიურად ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ. 16 ათასი ადამიანი, რომელიც ვიცით, რომ არის ანტიგენ დადებითი და არ მოდის და მკურნალობაში არ ერთვება, იმ ადამიანმა რომ გადაწყვიტოს მკურნალობაში ჩაერთოს, მისთვის მარაგი ხომ უნდა გვქონდეს. თქვენ ვერასდროს ვერ იანგარიშებთ ერთი ერთზე, ჯობია, რომ დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს. არ არის ეს ნახევარი მილიარდის ღირებულების, ეს არის 2000 კოლოფი, რომელიც არის სულ 2 თვის სამკურნალო დღევანდელი მიმდინარეობით, რომლის დღევანდელი ღირებულება არის რამოდენიმე ასეულჯერ ნაკლები”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. “ევროპული საქართველოს” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მთავარ მიზეზად ფინანსურ ბარიერს ასახელებს. კერძოდ, მისი თქმით, მკურნალობის დაწყებამდე ინფიცირებულ პაციენტს სრული დიაგნოსტიკური კვლევისათვის საკუთარი ჯიბიდან გარკვეული თანხის გაღება უწევდა, რაც პაციენტთა ნაწილისათვის ბარიერს ქმნიდა პროგრამაში ჩართვისთვის. მისივე თქმით, ეს ბარიერი მხოლოდ 2019 წლის აგვისტოში მოიხსნა, პროგრამის დაწყებიდან 4 წლის თავზე. “თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ “C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე” 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 6.4 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წლისთვის დაგეგმილი 11 მლნ-დან პირველ 9 თვეში მხოლოდ 4.3 მლნ ჰქონდა ათვისებული, ნათელი გახდება, რომ სახელმწიფოს შეეძლო, ეს ფინანსური ბარიერი თავიდანვე მთლიანად მოეხსნა და პირველივე დღიდან მეტ ინფიცირებულს დაეწყო მკურნალობა. ახლა გამოდის, რომ ბიუჯეტში 5 ან 10 მლნ ლარის დაზოგვით თუ არდახარჯვით 500 მლნ ლარის წამალი უნდა გადაიყაროს”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მეორე მიზეზი გაუმართავი მენეჯმენტია. “2015 წლიდან ოჯახის ექიმს, ექიმ-სპეციალისტს, დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებს ყოველწლიურად ასიათასობით მოქალაქე აკითხავდა და მხოლოდ მენეჯმენტის აწყობა უნდოდა, რომ პოლიკლინიკასა თუ საავადმყოფოში მისულ ამბულატორიული პაციენტისთვის ჯანდაცვის სისტემას ავტომატურად, სავალდებულოდ და უფასოდ ჩაეტარებინა C ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება. ამისათვის საბიუჯეტო თანხების პრობლემა, როგორც რიცხვებიდანაც ჩანს, არ იდგა”. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში არაერთი ხარვეზია, რის გამოც დღემდე ვერ მოხერხდა პაციენტების სრულად ჩართვა აღნიშნულ პროგრამაში და სავარაუდოდ იგი 2–3 წელი კიდევ გაგრძელდება, რაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემაც დაადასტურა საკუთარ განცხადებაში.

---

 

13.01.2020

მედიასაშუალება:  https://for.ge/view/178901/aTasobiT-gadarCenili-sicocxle-araa-Cavardna--eqsperti-amiran-saluqvaZe-ce-hepatitis-programas-exmaureba.html

„ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე არაა ჩავარდნა!“ – ექსპერტი ამირან სალუქვაძე „ცე“ ჰეპატიტის პროგრამას ეხმაურება

საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე, ე.წ. ოპოზიციის მხრიდან „ცე“ ჰეპატიტის პროგრამის „ჩავარდნად“ მონათვლის მცდელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება: „C-ჰეპატიტის პროგრამას არ ვთვლი ჩავარდნილად. ვიცნობ გადარჩენილსაც და ვინც ავადაა და არ მიდის, ისეთსაც. ჩემი უფროსი მეგობარია, გენერალი, გადადებული იყო, ფაქტიურად, ისეთ მძიმე ფორმაში ჰქონდა. განიკურნა 100%-ით. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. ფეისბუქის აქტიური მომხმარებელია. თუ გადაწყვეტს, თვითონ დაწერს. ასეთი გადარჩენილი ათასობითაა და მათი სიცოხლე შეუფასებელია. რაც შეეხება წამლებს. ვიფიქრე თავისით აღმოაჩინეს. თურმე აუდიტის სამსახურმა გამოავლინა ეს ფაქტი. 500 მილიონისაა (ამერიკული ფასებით) თუ ხუთჯერ ან ათჯერ ნაკლების, ჩემთვის მაინც ბევრია. ოღონდ ერთია იყო თუ არა დარღვევები, მეორეა პროგრამის ჩავარდნა. ჩავარდნად მონათვლა, უფრო პოლიტიკური მიზნით ხდება და ესაა გამაღიზიანებელი, როცა კარგის აღიარება არ შეგიძლიათ. ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე არაა ჩავარდნა. ჩავარდნად გამოცხადების ნაცვლად, მიყევით აუდიტის მასალებს და კონტროლზე აიყვანეთ მსვლელობა. ორიენტირებულები ვართ ყველაფრის გაბანძებაზე, როგორც უყვარს ზოგს ეს სიტყვა, და არა არსებულის გაუმჯობესებაზე, ანუ განვითარებაზე. კარგი კარგად აღიარე და უკეთესი შემომთავაზე. ამ პრობლემაზე ცალკე დავწერ, ნაახალწლევს“ – წერს სალუქვაძე.

---

 

13.01.2020

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/c-hepatitis-wamlebi-shav-bazarze-ar-moxvedrila---akaki-zoidze/46903/

C ჰეპატიტის წამლები შავ ბაზარზე არ მოხვედრილა - აკაკი ზოიძე

„C ჰეპატიტის წამლების არამიზნობრივი გაყიდვა და მისი შავ ბაზარზე მოხვედრა არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა“ - ყოფილი დეპუტატი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ პროცესს ამერიკის საგამომძიებლო ბიურო აკვირდება და რაიმე ტიპის დარღევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება 2020-თვის ელიმინაციას, ზოიძე ამბობს, რომ ამის შესრულება ამ მონაცემებით უკვე შეუძლებელია და მის დასრულებას მინიმუმ კიდევ 2-3 წლიანი პერიოდი დასჭირდება. „ამერიკის საგამომძიებლო ბიუროს შესაძლებლობებში არავის ეჭვი არ ეპარება მგონი, ისინიც კი აკვირდებოდნენ ამ პროცესს, რადგანაც სახელმწიფოთა შორის შეთანხმება იყო. ეს არის უდიდესი მონაპოვარი ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რეგიონზე აღარ არის ლაპარაკი, ყველა შურით არის განწყობილი იმიტომ, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა უმკურნალონ თავიანთ მოქალაქეებს. ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ პროცესი სწორად წარმართულიყო, მაგრამ პირველ ეტაპზე მოვიდა და იმკურნალა 60 ათასმა ადამიანმა, რომელსაც ძალიან აწუხებდა, 25 ათასი ადამიანი კი, რომელსაც დაუდასტურდა ვირუსი, შემდგომ კვლევებზე არ მოდის. შესაბამისად ნათელია, რომ 2020 წლისთვის ელიმინაცია არ იქნება, თუმცა ეს ამბიციური გეგმა იყო. ხელშეკრულება გაფორმებულია 5 + 5-ზე იმ პირობით, რომ პირველი 5 წელი იქნებოდა წარმატებული.“ - განაცხადა ზოიძემ. ჯანდაცვის ექპსერტი იმ მიზეზებზეც საუბრობს, რომლის გამოც შესაძლოა ვირუსის მატარებლები მკურნალობის კურსს არ გადიოდნენ. მიზეზებს შორის ზოიძე ერთ-ერთ ფაქტორად არსებულ ნარკოპოლიტიკას ასახელებს და ამბობს, რომ მისი ლიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესია. „დღეს ორი საფრთხე ემუქრება ამ პროგრამას, პირველი მისი პოლიტიზირება არ შეიძლება. ამ პროგრამის არსებობა დიდი მიღწევაა და ის უნდა აღმოიფხვრას ჩვენს თაობაში. ამის ხელიდან გაშება იქნება დანაშაული და მეორე, აუცილებელია დავადგინოთ ის მიზეზები, რატომაც არ მოდის ეს 25 ათასი ადამიანი სამკურნალოდ, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა. არის უნდობლობის ფაქტორი, ასევე არის სიმპტომების არარსებობის საკითხი, ადამიანებს ჩვენთან სანამ არ აწუხებს რამე იქამდე არ მკურნალობს. მესამე ასევე მიმაჩნია, რომ აუცილებელია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ზოგად პოპულაციაში თუ 5.4%-ია, საინექციო ნარკოდმოკიდებულებთან 60%-ს აღწევს, მიუხედავად სათემო ორგანიზაციების მუშაობისა აუცილებელია მათთან მეტი მუშაობა და კომუნიკაცია, მათ უნდა იცოდნენ, რომ გამოჩენის გამო ციხე არ დაემუქრებათ“ - განაცხადა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ზოიძემ. ბოლო ინფორმაციით პროგრამაში 65 ათასი ადამიანი ჩართული, საიდანაც 58 ათასმა მკურნალობა უკვე დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მაღალია.

---

 

13.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/580823-mozraoba-shecvales-cevrebma-jandacvis-saministrostan-akcia-perpormansi-gamartes

მოძრაობა „შეცვალეს" წევრებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

სამოქალაქო მოძრაობამ „შეცვალე" ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართა. აქციის მონაწილეებმა მედიკამენტები წყალში ჩაყარეს, რითაც C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვადაგასული წამლების ჩამოწერა გააპროტესტეს. „საზოგადოებამ გაიგო, რომ 500 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მედიკამენტები გააფუჭა ხელისუფლებამ და გვეუბნებიან, რომ ვადა გაუვიდა, მაშინ, როდესაც უამრავი ადამიანი დგას რიგში და არის ამ ტაბლეტების მოლოდინში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები გვიგზავნიან ამ მედიკამენტებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე იზრუნონ, ჩვენი ხელისუფლება კი აფუჭებს ამ წამლებს, ყრის წყალში. ფაქტობრივად ხელისუფლებამ შექმნა პრეცედენტი, რომ ორიათასი კაცი, რომლის დოზაც არის გაფუჭებული, სიკვდილისთვის გაწირა", - განაცხადა „შეცვალეს" წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

---

 

13.01.2020

მედიასაშუალება:   https://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/16572-gripis-virusis-mizezith-quthaisshi-pacientebis-momarthvianoba-gaormagebulia

გრიპის ვირუსის მიზეზით ქუთაისში პაციენტების მიმართვიანობა გაორმაგებულია

ქუთაისში დეკემბრის ბოლოდან დღემდე ვირუსების შედეგად კლინიკებში პაციენტების მომართვიანობამ იმატა. ამის შესახებ ქუთაისიპოსტს "მედიქალსითიში" უთხრეს. კლინიკის ბავშვთა ინფექციური განყოფილების გამგის, ლამარა ლიპარტელიანის თქმით, მას დღეში გრიპის მწვავე ვირუსით დღეში 70-მდე პაციენტი აკითხავს. ექიმის განმარტებით, ზოგადი მაჩვენებელი 200-დან 400 პაციენტამდეა გაზრდილი. "ეს არის ეპიდემია. ყველა ასაკის ადამიანი მოდის ვირუსით. პაციენტებს აქვთ შემდეგი ჩივილები: მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, მტვრევა ორგანიზმში", - ამბობს ლამარა ლიპარტელიანი. ექიმები მოქალაქეებს ვირუსისგან თავის დასაცავად ურჩევენ - იარონ პირბადით, ხშირად დაიბანონ ხელები, გაანიავონ ოთახები, მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი და ჯანსაღი საკვები. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ძირითადად გავრცელებულია B ტიპის ვირუსი, თუმცა გვხვდება A და რეინო ვირუსებიც.

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1578908453-%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90

---

 

13.01.2020

მედიასაშუალება:  https://inforustavi.ge/?m=31&news_id=13419

უნდა გახანგრძლივდეს თუ არა არდადეგები

"4 ადამიანი გარდაიცვალა უკვე გართულების გამო და ესენი ისევ გვაჯერებენ, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. 2 კვირაა ვკვდები, ყველაფერი ერთად მჭირს, მაშინ როცა წლებია უბრალო გაციება და სიცხეც არ მქონია. წარმომიდგენია შედარებით სუსტი იმუნიტეტის ადამიანები რა დღეში იქნებიან", "რა ჩვეულებრივი გრიპი, 5 დღეა ნელ-ნელა მკლავს", "გრიპისგან რომ კვდებიან, არაფერი?", " ნახევარი საქართველო რომ დაწყდება, მერე მიიღეთ ზომები", - ასე გამოეხმაურა "ინფო რუსთავის" მკითხველი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებას. იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ: „ნუ აჰყვებით რუსულ პროპაგანდას. ჩვეულებრივი ზამთარია ჩვეულებრივი გრიპით". რუსთაველების ნაწილისგან იმნაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში კრიტიკული კომენტარები მოჰყვა. როგორც ფეისბუქის მომხმარებლები წერენ, აუცილებელია მოხდეს ზამთრის არდადეგების გახანგრძლივება, რადგანაც სწორედ ამ არდადეგებმა იხსნა ქვეყანა ეპიდემიისგან. "რატომ არ უნდათ სწავლის გადადება ? თუ ეპიდემიის ზღვარს არ გადაცილებულან, ეს ხომ ზამთრის არდადაგების წყალობაა", "მთელი ჩემი თანამშრომლები ბიულეტინზე არიან", "არდადეგებმა უშველა კიდევ დღეის მდგომარეობას, თორემ ვინ იცის რა იქნებოდა", "რამდენი ვიცი ვინც სახლში გადის მკურნალობას, ეს ადამიანები არ არიან აღრიცხვაზე, ვფიქრობ აუცილებელია არდადეგების გახანგრძლივება", - წერენ სოც. ქსელის მომხმარებლები. მიუხედავად მოსახლეობის ამგვარი დამოკიდებულებისა, გადაწყვეტილება არ შეცვლილა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გრიპის გავრცელების მაჩვენებელი არ ქმნის იმის საჭიროებას, რომ სასწავლო პროცესი გადაიდოს.

---

 

13.01.2020

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/legaluri-dasaqmeba-evropashi---ramdenad-axlosaa-saqartvelo-shesabamis-xelshekrulebebtan/46897/

ლეგალური დასაქმება ევროპაში - რამდენად ახლოსაა საქართველო შესაბამის ხელშეკრულებებთან?

საქართველო ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს,- ამის შესახებ BM.GE-ის შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ განუცხადა. მისი თქმით, საფრანგეთთან შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, თუმცა გარკვეული პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ ლეგალური შრომითი მიგრაცია ქვეყნებს შორის დაიწყოს. გარდა საფრანგეთისა, საქართველო მოლაპარაკებებს ცირკულარულ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით აწარმოებს გერმანიასა და ბულგარეთთან. “აქტიური მუშაობა და მოლპარაკებები მიმდინარეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან, რომ ე.წ. ცირკულარული მიგრაციის სქემები შევქმნათ. სწორედ დასაქმების სააგენტო იქნება ამ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული გადაწყვეტილებების აღმასრულებელი უწყება. დასაქმების სააგენტო უზრუნველყოფს ლეგალური შრომითი მიგრაციის პროცესში ჩვენი მოქალაქეების ჩართვას მათი და მიმღები ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე. საფრანგეთთან ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილია. საჭიროა, ბიზნესპროცესები გაირკვეს, როგორ მოხდება მოქალაქეების გაგზავნა საფრანგეთში, რა ვალდებულებებია ჩვენი და საფრანგეთის მთავრობების მხრიდან. სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ბულგარეთთან, გერმანიასთან”, - აცხადებს თამილა ბარკალაია. მისი თქმით, მათ გეგმაა, რომ 2020 წელს დაიწყონ პროცესი და მინიმუმ ერთ ქვეყანასთან ლეგალური შრომითი მიგრაციის მექანიზმი ამუშავდეს. “რაც შეეხება კვალიფიკაციას, ბევრი კითხვაა, რამდენად შეესაბამება ჩვენი მუშახელის კვალიფიკაცია ევროპის კვალიფიკაციას და ა.შ. ჩვენ, დასაქმების სააგენტო, მინიმალურ სამუშაო კვალიფიკაციას შევძენთ ჩვენს სამუშაო ძალას, ეს კვალიფიკაცია გამყარდება ევროპაში, შემდეგ ისინი დაბრუნდებიან ქვეყანაში და მონაწილეობას მიიღებენ ქართულ შრომით ბაზარზე”, - აცხადებს თამილა ბარკალაია. რამდენიმე კვირის წინ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2 მილიონ სამუშო ადგილს უახლოეს 20 წელიწადში საქართველოში ვერც ერთი ეკონომიკა ვერ შექმნის და მას მიაჩნია, რომ გამოსავალი ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის შექმნაა. ივანიშვილის თქმით, ხელისუფლება ამაზე აქტიურად მუშაობს და ვარაუდობს, რომ 2-3 წელიწადში ეს შესაძლებელი იქნება.

---

 

13.01.2020

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/2010-2018-wlebshi-saqartveloshi-samushao-adgilebze-418-adamiani-gardaicvala-1183---dashavda/46887/

2010-2018 წლებში საქართველოში სამუშაო ადგილებზე 418 ადამიანი გარდაიცვალა, 1,183 - დაშავდა

2010-2018 წლებში საქართველოში სამუშაო ადგილებზე 1183 ადამიანი დაშავდა, ხოლო 418 - გარდაიცვალა. საქსტატის მონაცემებით, მათგან ყველაზე მეტი - 289 ადამიანი დაშავდა 2012 წელს, ხოლო ყველაზე მეტი - 59 ადამიანი კი, 2018 წელს გარდაიცვალა. სტატისტიკური მონაცემების წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროა. ამასთან, მთავრობის შეფასებით, არსებულ სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების და შრომის პირობების ხარისხი ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტებს, რაზეც ბოლო წლებში სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა მეტყველებს.

---

 

13.01.2020

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/580785-potshi-axalgazrda-kali-savaraudod-meuglem-dachra

ფოთში ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ, მეუღლემ დაჭრა

ფოთში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ცივი იარაღით ქმარმა მიაყენა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „გამოძახებაზე მისულ ჯგუფს ახალგაზრდა ქალი დაგვხვდა, რომელსაც მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა არეში და ორი ნაკვეთი ჭრილობა. როგორც თვითონ აღწერს დაზიანებები მიაყენა მეუღლემ. ადგილზე გავუწიეთ დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ჰოსპიტალში. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, საშუალო სიმძიმის, დანატჩენი კვლევა მოხდება სტაციონარში”, - განუცხადა ჟურნალუსტებს ფოთის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმმა ლალი დამენიამ. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს. უწყების ცნობით, დამნაშავე დაკავებულია.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/nakvethi-tchrilobi-da-dazianebebith-phothshi-34-tslis-qalze-savaraudod-qmarma-idzalada/

კვირა.ჯი- http://kvira.ge/531715

2020ნიუს.ჯი- https://2020news.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/item/29938-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98-34-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9B-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%A0%E1%83%90

პრეს.ჯი- https://presa.ge/?m=crimes&AID=79567

რეგინფო.ჯი- http://region.ge/15995-fothshi-qmarma-34-tslis-coli-danith-datcra.html

---

 

13.01.2020

მედიასაშუალება:  https://2020news.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/item/29928-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E2%80%9C%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E2%80%9C-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A9%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

ახალი წლის დღეებში ახალი “მკვლელი“ ნარკოტიკი გამოჩნდა - ექიმი-ნარკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

---

 

13.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.primetime.ge/news/1578895906-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90?fbclid=IwAR2LrHMQF7J-BKFRTstWLkXfZUuEqPkzWOWxLBryBdMlJyToVcL1qkxXsi0

ქართველი მომღერალი მძიმე მდგომარეობაშია - მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ მომღერალს, გიორგი ჩიტაურს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერლის მეგობარი ირაკლი ჭინჭარაული წერს. როგორც ჭინჭარაული წერს, გიორგი ჩიტაურს საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. „არ ვაპირებდი ამ პოსტის დაწერას, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ მომღერალს – გიორგი ჩიტაურს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა. არის უკიდურეს მდგომარეობაში. 6 თვეზე მეტია გადის მკურნალობის კურსს. სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ყველა ერთად დავუდგეთ გვერდში და გადავარჩინოთ ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე, რაც არაერთხელ გაგვიკეთებია“ - წერს ირაკლი ჭინჭარაული მიმღები: პავლე ჩიტაური პ/ნ: 16001030946 თიბისი ბანკი. GE52TB774474506110

---

 

 

13.01.2020

მედიასაშუალება:  http://pia.ge/post/302419-natia-turnava-da-davit-sergeenko-deklarirebis-wesis-darrvevistvis-dajarimdnen

ნათია თურნავა და დავით სერგეენკო დეკლარირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდნენ

---

 

 

ბეჭდვითი მედია

14.01.2020

მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი

560 645 083 ლარის ღირებულების C ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა

560 მილიონი ლარის ღირებულების ცე ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა, მიზეზად პროგრამის ბენეფიციართა მკვეთრად შემცირებული მიმართვიანობა სახელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტში წერია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.დოკუმენტის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი. საუბარია შემდეგი რაოდენობის ვადაგასულ მედიკამენტებზე: 1 222 ცალ ინტერფერონზე, 5 547 რიბავირინზე, 2 268 ზეპატიერზე, 16 834 სოვალდისა და 205 003 ჰარვონზე. „სააგენტოს განმარტებით, მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ 2017 წლის ივლისიდან მკვეთრად შემცირდა ბენეფიციართა მომართვიანობა. ასევე პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო სოფოსბუვირი (სოვალდი), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით, ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან (ინტერფერონი და რიბავირინი) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − ჰარვონით, რომლის მიხედვით შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები და აღნიშნულმა მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების (სოფოსბუვირი, ინტერფერონი და რიბავირინი) მოხმარება“, - წერია ანგარიშში.ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ეს არის დანაშაული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6631834&name=14.01.2020+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

14.01.2020

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

გრიპიანი ბავშვები ბაღებში არ დაიშვებიან

გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, თბილისის საბავშვო ბაღებში საინფორმაციო კამპანია იწყება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახა გვანცელაძის ინფორმაციით, საინფორმაციო ფურცლები უკვე მზად არის და ისინი მშობლებს ერთი კვირის განმავლობაში დაურიგდებათ. მისივე ინფორმაციით, ბაღის შენობაში იმუშავებს ჯანდაცვის კოორდინატორიც, რომელიც გრიპთან დაკავშირებული საფრთხეებისა და მისგან თავის დაცვის ზომების შესახებ მშობლებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ რომელიღაც ბავშვს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდება, ბაღში არ დაიშვება. ბაღში ყოფნის დროს სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი აღმზრდელი, ჯანდაცვის კოორდინატორთან კონსულტაციის საფუძველზე, მშობელს დაუკავშირდება და ბავშვის დაწესებულებიდან გაყვანას მოსთხოვს. კახა გვანცელაძის განცხადებით, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა უმრავლესობას გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6631651&name=14.01.2020+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

14.01.2020

მედიასაშუალება:    საქართველოს რესპუბლიკა

მიმართვიანობა ისევ მაღალია

ვირუსული ინფექციების დიაგნოზით კლინიკებში მიმართვიანობა ისევ მაღალია. ამ დროისთვის მხოლოდ იაშვილის კლინიკაში გრიპის დიაგნოზით 68 ადამიანი მკურნალობს. მედიკოსების თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. გრიპის ვირუსის გამო სკოლებში, ბაღებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გადადების საჭიროება არ არსებობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ინდიკატორები, რომელთა მიხედვითაც საბჭო გადაწყვეტილებას იღებს, უნდა შეჩერდეს თუ არა სასწავლო პროცესი, მკვეთრად დაბალია. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ მიმართვიანობა და ჰოსპიტალიზება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბევრად ნაკლებია. სპეციალისტების თქმით, გრიპის ეპიდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. ამიტომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რეკომენდაცია გასცა, რომ სკოლებსა და ბაღებში სწავლა არ გადაიდოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6631645&name=14.01.2020+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

14.01.2020

მედიასაშუალება:    რეზონანსი

ფოთში ახალგაზრდა ქალი ქმარმა დაჭრა

ფოთში, ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებებითა და ნაკვეთი ჭრილობებით ქალაქის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებები ქმარმა მიაყენა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადამ პირველადი დახმარება 34 წლის ქალს ადგილზე გაუწია და შემდგომი კვლევებისათვის საავადმყოფოში გადაიყვანა. „გამოძახებაზე მისულ ჯგუფს დაგვხვდა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მრავლობითი დაზიანება სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნებოდა, ასევე ჰქონდა ორი ნაკვეთი ჭრილობა. ადგილზე გავუწიეთ დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ჰოსპიტალში. მისი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც თვითონ აღწერს, დაზიანებები მიაყენა მეუღლემ. დაზიანებებში იგულისხმება ძალადობა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დამაკმაყოფილებელი, საშუალო სიმძიმის. დანარჩენი კვლევა მოხდება სტაციონარში", - განუცხადა ჟურნალისტებს ფოთის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმმა ლალი დამენიამ. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6631620&name=14.01.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

14.01.2020

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

ვინა ხარ შენ, ჭიაბერაშვილო?

როგორი ღვარძლით, ბოღმით, სრული არცოდნით აკრიტიკებ წარმატებით განხორციელებულ "ც" ჰეპატიტის პროგრამას, რომლითაც ათასობით ადამიანმა სიცოცხლე შინარჩუნა? ვინ ხარ შენ, ჭიაბერაშვილო, ჩამშვებად კარგად ცნობილო, ელჩად, ქალაქის მერად, მინისტრად, გუბერნატორად მიშასგან გამწესებულო და არსად, არასდროს არაფრის გამკეთებელო!!!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6631619&name=14.01.2020+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

14.01.2020

მედიასაშუალება: რეზონანსი

თბილისში გრიპის ვირუსის სიმპტომების მქონე ბავშვები ბაღებში არ დაიშვებიან

გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, თბილისის საბავშვო ბაღებში საინფორმაციო კამპანია იწყება. კამპანია, რომელიც სააღმზრდელო წლის განახლებასთან ერთად, 15 იანვარს დაიწყება, გულისხმობს მშობლებისთვის საინფორმაციო ფურცლების დარიგებას, რომლებზეც დატანებული იქნება ინფორმაცია გრიპის გავრცელების გზებისა და მისი პრევენციის შესახებ. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, საინფორმაციო ფურცლები უკვე მზად არის და ისინი მშობლებს ერთი კვირის განმავლობაში დაურიგდებათ. მისივე ინფორმაციით, ბაღის შენობაში იმუშავებს ჯანდაცვის კოორდინატორიც, რომელიც გრიპთან დაკავშირებული საფრთხეებისა და მისგან თავის დაცვის ზომების შესახებ მშობლებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ რომელიღაც ბავშვს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდება, ბაღში არ დაიშვება. ბაღში ყოფნის დროს სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი აღმზრდელი, ჯანდაცვის კოორდინატორთან კონსულტაციის საფუძველზე, მშობელს დაუკავშირდება და ბავშვის დაწესებულებიდან გაყვანას მოსთხოვს. კახა გვანცელაძის განცხადებით, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა უმრავლესობას გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6631552&name=14.01.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

14.01.2020

მედიასაშუალება: რეზონანსი

რა შემთხვევაში არ დაუშვებენ ბავშვს საბავშვო ბაღში და რისთვის ნიშნავაენ ჯანდაცვის კოორდინატორებს

სასწავლო დაწესებულებებში გრიპის ვირუსის გამო, სწავლის დაწყების პროცესი არ გადაიდება, თუმცა, ვირუსების მომრავლებისგან თავის ასარიდებლად თბილისის საბავშვო ბაღებში საინფორმაციო კამპანია იწყება, ბაღის შენობაში იმუშავებს ჯანდაცვის კოორდინატორი, რომელიც გრიპთან დაკავშირებული საფრთხეებისა და მისგან თავის დაცვის ზომების შესახებ მშობლებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბავშვს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდება, ბაღში არ დაიშვება. ბაღში ყოფნის დროს სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი აღმზრდელი, ჯანდაცვისკოორდინატორთან კონსულტაციის საფუძველზე, მშობელს დაუკავშირდება და ბავშვის დაწესებულებიდან გაყვანას მოსთხოვს. ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ზემოაღნიშნული კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებაში გრიპის ვისურთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობაა. „ზოგადად ორგანიზებულ კოლექტივებში უფრო ადვილად ვრცელდება ვირუსები, მათ შორის გრიპის ვირუსიც, „ზუსტად ამ პროექტს არ ვიცნობ, მაგრამ, თუ აქ საუბარია იმაზე, რომ მშობლებმა გაითვალიწინონ, ბავშვს რომელსაც აქვს სიმპტომები, არ გაუშვან ბაღში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგადად ასეც უნდა იყოს, „გასაგებია, რომ ოჯახისთვის ხანდახან პრობლემაა ბავშვის სახლში დატოვება, მაგრამ, მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ არ გაუშვან სიმპტომებიანი ბავშვი ბაღში, იმიტომ, რომ სხვებს რისკი შეუმცირონ," - განაცხადა მან. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის კამპანიები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებშიც საჭიროა. „ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის კამპანიები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებშიც საჭიროა, იმიტომ, რომ მაინც ჩვენს მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს სწორი ინფორმაცია ამ დაავადებებთან და ჩვენს მოსახლეობას რაც უფრო მეტად განვანათლებთ, მით უკეთესია და თუ ამავე დროს მშობლები შემდეგ წელსაც გაითვალისწინებენ და ბავშვებს ვაქცინაციას ჩაუტარებენ, შემდეგ წელს უფრო უკეთესი სიტუაცია გვექნება. „გრიპის ვირუსის პიკის პროგნოზი საერთოდ შეუძლებელია, ვიღაცამ ეს რომ გადაჭრით თქვას, როდის იქნება ეს, მეთოდოლოგია არ არსებობს, დეკემბერში შემთხვევათა რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო, და შეიძლება ამით დამთავრდეს კიდევაც, მაგრამ ხშირად ორი ტალღა არსებობს ხოლმე და თებერვლის ბოლოს შესაძლებელია მოსალოდნელია კიდევ ერთი ტალღა, თუმცა ამის პროგნოზური გათვლები ბუნებაში არ არსებობს."- განაცხადა ბუწაშვილმა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს, რადგან სეზონური ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6631545&name=14.01.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

​