From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-13.12.2019
Received On : 13.12.2019 08:55
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 13.12.2019

 

ტელევიზია

13.12.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

გაათავისუფლებენ თუ არა ვაჟა გაფრინდაშვილს - ექიმის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს გაიმართება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6545687

---

 

12.12.2019                                    

არხი: მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 21:30

მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით კლინიკების შემოთავაზებების ნაწილი რისკებს შეიცავს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ. როგორც უწყებაში განმარტავენ თუ კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაჩნდება შესაძლებლობა რომ პაციენტებმა სურვილის შემთხვევაში სამედიცინო მანიპულაიციებზე თანხები დაამატონ ეს გარემოება კლინიკებმა შესაძლოა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6545582

---

 

12.12.2019                                    

არხი: მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 21:30

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით წელს წინა წელთან შედარებით ვირუსული პაციენტების რიცხვი შემცირებულია. როგორც ცენტრში აღნიშნავენ სახელმწიფოს ანტივირუსული მედიკამენტების სრული მარაგი აქვს, ასევე კრიტიკული რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებს გრიპის საწინააღმდეგოდ ვაქცინის უფასოდ გაკეთება შეუძლიათ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6545581

---

 

12.12.2019                                    

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 15:00

ვირუსული მენინგოენცეფალიტის შემთხვევა ბათუმის ბაღში. 3 წლის ბავშვი მშობლებმა თბილისში გადაიყვანეს. მიმდინარეობს დიაგნოზის დაზუსტება, დამატებითი კვლევები, ცნობილია, რომ ბავშვი რეანიმაციულ მეთვალყურეობას არ საჭიროებს, როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომაროება და რას ამბობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6544492

---

 

 

ინტერნეტი

13.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.primetime.ge/news/1576211313-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს იგეგმება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს იგეგმება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, ე.წ. პროცესზე ადვოკატი ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას დააყენებს. მისივე თქმით, პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული. ცნობისთვის, 15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან. დაკავებულის კოლეგების ინფორმაციით, ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვენ: აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზეც ის კატეგორიულ უარს აცხადებს.

---

 

12.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/quotocnebamquot-eqimebi-gadaikidaquot---atarebs-tu-ara-klinika-quotguliquot-gegmiur-operaciebs/45212/

"ოცნებამ" ექიმები გადაიკიდა" - ატარებს თუ არა კლინიკა "გული" გეგმიურ ოპერაციებს?

"თუ ოპერაციები მწვავე და გადაუდებელია, მივდივართ წაგებაზე და ვაკეთებთ" - ასე უპასუხა კლინიკა „გულის“ დამფუძენებლმა ანზორ მელიამ BMG-ის კითხვას, რომელიც გეგმიური ოპერაციების ჩატარებას შეეხებოდა. საქმე იმაშია, რომ კლინიკების წარმომადგენლების თქმით, 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ გეგმიურ ოპერაციებს აღარ ატარებენ. "ოპერაციების რიცხვი შემცირებულია, მხოლოდ მწვავე ოპერაციებზე არ ვამბობთ უარს, თან იმ შემთხვევაში, თუ მწვავეებიც გადაუდებელია; ვაკეთებთ ოპერაციებს და მივდივართ წაგებაში. რაც შეეხება გეგმიურ ოპერაციებს, 100%-იანი დატვირთვებისგან თავს ვიკავებთ“, - განაცხადა მელიამ. მისივე თქმით, სიტუაციიდან ერთი გამოსავალი არსებობს - უნდა დაჯდეს სამინისტრო მედიცინის წარმომადგენლებთან ერთად და გამოსავალი ეძებოს. „თავი რომ მოაქვს ჯანდაცვის მინისტრის ბატონ მოადგილეს, მოვიდეს ერთხელ, ჩემს ადგილას დაჯდეს და ნახოს რა დღეში ვართ ჩვენ, ექიმები, ავადმყოფები და მათი პატრონები; კარგად ნახონ, როგორ შავ დღეში ჩაგვაყენა ამ 520-ე დადგენილებამ. გიორგი გახარიას არც დაუმალავს და მაგათ უნდათ, რომ სამი-ოთხი კლინიკა არსებობდეს, ამდენი კლინიკები არ უნდა იყოს საქართველოშიო. კლინიკები მე გავხსენი?! 2013 წლამდე ვინც ვარსებობდით, ყველა დაბალ თანხებზე ვმუშაობდით, 2013 წლის შემდეგ რომ მომრავლდნენ საავადმყოფოები, ახლადგახნილები, რომლებსაც მილიონერები ვერ გახსნიდნენ, ამას მილიარდები სჭირდებოდა, თავად არ იციან ვინ გახსნა ეს კლინიკები?! თუ ჩემთან 150 ლარი იყო ინტენსიურ განყოფილებაში საწოლის ღირებულება, ამ კლინიკებში 800-900 ლარი იყო ფასი. მაგათ გაფლანგეს ეს ბიუჯეტი და კარგად მომუშავე კლინიკებს გვძირავენ. რესპუბლიკური საავადმყოფო გააპარტახეს, ექიმები გაიქცნენ და ახლა ეუბნებიან დაბრუნდით, მხოლოდ ჩვენ გვეყოლება ავადმყოფებიო - ეს არის საქმე?! ჯერ გაეხსნათ ეს კლინიკები, აეყვანათ ჩვენ დონემდე და მერე ჩავეძირეთ. ვერ ჩამძირავენ, მე პაციენტები მაინც მყავს და ველოდებით“, - განაცხადა ანზორ მელიამ. რაც შეეხება მოლოდინს, ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით, მელია პასუხობს, რომ დიდი მოლოდინი არ აქვს. „არაფერი მოლოდინი არ მაქვს, ველოდები არჩევნებს, როცა იქნება კოალიციური მთავრობა. ექიმებს ვეუბნები - 11 თვე როგორმე გავძლოთ. ექიმების 80% და მათ შორის მეც, 2012 წელს მხარს „ქართულ ოცნებას“ ვუჭერდით, თუმცა მერე უარი ვთქვი „ოცნების“ მხარდაჭერაზე, ახლა ყველა გადაიკიდეს. ყველა ველოდებით არჩევნებს, ერთადერთი შველა იქნება არჩევნები“, - განუცხადა bm.ge-ის ანზორ მელიამ.

---

 

12.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/ufaso-medikamentebis-programis-biujetis-atviseba-mxolod-52-ia/45227/

“უფასო” მედიკამენტების პროგრამის ბიუჯეტის ათვისება მხოლოდ 52%-ია

საქართველოს სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, “ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის” პროგრამის ათვისება წელსაც დაგეგმილზე ნაკლებია. 12 დეკემბრის მდგომარეობით, პროგრამისთვის გამოყოფილი 14,249,000 ლარიდან მხოლოდ 7,386,988 ლარი არის ათვისებული, რაც ბიუჯეტის 52%-ს შეადგენს. რეალურად, პროგრამის ბიუჯეტის ათვისება 52%-ზე ნაკლებია, რადგანაც 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მისი ასიგნებების მოცულობა 20 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც თავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რესურსების გადანაწილების შედეგად, 14 მილიონ ლარამდე შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე პროგრამის მიმდინარეობის იანვარ-აგვისტოს სტატისტიკური მაჩვენებლები არის გამოქვეყნებული. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ბენეფიციართა ყოველთვიური მიმართვიანობა 16,293-ს შეადგენდა, მათ შორის ყველაზე მეტი ბენეფიციარი - 40,646 ადამიანი პროგრამას აგვისტოში ჰყავდა, ყველაზე ცოტა - 8,183 ბენეფიციარი კი, მარტში. "ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის" სახელმწიფო პროგრამა მაშინდელმა დავით სერგეენკომ 2017 წლის პირველ მაისს წარადგინა. მინისტრმა თქვა, რომ პროგრამა 150,000 - 200,000 ადამიანს მისცემდა მედიკამენტების შესყიდვის დაფინანსების შესაძლებლობას. პროგრამა 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. თავდაპირველად ის სოციალურად დაუცველებზე გავრცელდა. პროექტის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდებოდა. 2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და ის ასაკით პენსიონერებზე და შშმ სტატუსის მქონე პირებზეც გავრცელდა. 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარს შეადგენდა. გასული წლის პირველი 11 თვის განმავლობაში მისი ათვისება, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი იყო, დეკემბერში კი, ის 7.6 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა ამ ზრდის მიზეზი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 6.5 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენა იყო.

---

 

12.12.2019

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/saxelmwifo-wamlebis-fasis-dacheras-apirebs

სახელმწიფო წამლების ფასის „დაჭერას“ აპირებს

მედიკამენტების ფასის ზრდის შესაჩერებლად ხელისუფლება ახალი გზების ძებნას იწყებს. შესაძლოა, წამლების ფასი ახალი კანონით დარეგულირდეს. ჯერჯერობით უცნობია რა გზებით აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო ტოტალურ სიძვირესთან ბრძოლას, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ზღვრული ფასის დაწესებით მოხდება. სწრაფად გაძვირებული ჯანდაცვა დიდი ხანია მოქალაქეებისთვის პრობლემაა, რომლის დასარეგულირებლადაც ხელისუფლებამ არერთ გზას  მიმართა, თუმცა შედეგი არ ჩანს, გაძვირების პროცესის შეჩერება ვერაფრით ვერ ხერხდება. ამ ეტაპზე მედიკამენტებზე ფასის რეგულირებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს საკითხი აუცილებად განიხილება. ამისთვის კი, ერთწლიან ვადას ითხოვენ, რათა საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავდეს. „ვფიქრობ, ინიციატივაზე მომავალ წელს დავიწყებთ მუშაობას. ამ პროცესს, სავარაუდოდ, დასჭირდება 6-9 თვე და ალბათ 1 წლის თავზე გვექნება იმის საშუალება, რომ ვისაუბროთ იმ საკანონმდებლო ნორმაზე, რომელიც დაარეგულირებს ბაზარს და ხარისხიან მედიკამენტს მეტად ხელმისაწვდომს გახდის მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. წამლის ფასი, ძირითადად, იზრდება მაშინ, როდესაც ეროვნული ვალუტა უფასურდება, თუმცა თითქმის არასდროს იაფდება, როცა ლარი მყარდება. მაგალითად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა სულ რაღაც 11.2%-ით გაუფასურდა, ამ დროს კი წამლების ნაწილი თითქმის 50%-ით გაძვირდა. ახალი კანონმდებლობის შემუშავების და შემგდომ დამტკიცების შემთხვევაში, ფარმაცევული კომპანიები მედიკამენტებს მხოლოდ იმ ფასში გაყიდიან, რასაც სახელმწიფო დაუწესებს. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხარჯების შემცირებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად მედიკამენტების დანიშვნის კონტროლს მიიჩნევს. საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, მოხდეს ფასთა რეგულაცია მედიკამენტების ნაწილზე, თუმცა ეს არის შესასწავლი. შეიძლება მოხდეს ფასის რეგულირება წამლების ნაწილზე - მაგალითად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მაგრამ ეს ძალიან დელიკატური საკითხია, საფრთხილო თემაა, რათა არ გამოიწვიოს ის მიზეზები და პრობლემები, რაც ბევრ ქვეყანაში გვქონდა. მაგალითად, ფასთა რეგულაციის მოუმზადებელმა შემოღებამ გამოიწვია მთელი რიგი მედიკამენტების გაქრობა ბაზრიდან, მწარმოებლები და იმპორტიორები გავიდნენ, რამაც მოსახლეობის ჯანმრთელობა დააზიანა. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი შესწავლას და მომზადებას მოითხოვს“, - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი. საქართველოში, ფარმაცევტულ სფეროში რაიმე სახის რეგულაციები არ არსებობს. სწორედ ამიტომაა, რომ მედიკამენტების ღირებულება ასე ინტენსიურად იზრდება, რასაც ხელისუფლების დღემდე გადადგული არაერთი ნაბიჯი ვერ უზრუნველყოფს. გახსოვდეს ჰიპოკრატეს” ხელმძღვანელი მარინა ბერაძე აღნიშნულ ინიციატივას სამართლიანს უწოდებს და ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეგულირების მექანიზმს სწორად შეიმუშავებს. ეს ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროდან მომდინარეობს, არის სრულიად სამართლიანი და სწორიც. ადრეც უნდა გაკეთებულიყო, რადგან ყველა ნორმალურ ქვეყანაში ფარმაცევტული სფეროს საქმიანობა კანონმდებლობითაა დარეგულირებული. რასაკვირველია ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ამ ხნის განვალობაში ის მონოპოლიური სტრუქტურები, რომლებიც ჩამოყალიბდა, უკვე გაძლიერდნენ და მათ წინააღმდეგ ბრძოლა ადვილი არ არის. მეორე საკითხია რამდენმად მოეწონებათ ეს ინიციატივა ფარმაცევტულ კომპანების. ეს მათი გადასაწყვეტი არაა, ამას წყვეტს სახელმწიფო. მას ძალიან ძვირი უჯდება იმ პროგრამების განხორციელება, რომელსაც ჯანდაცვის მიმართულებით ატარებს. ჯანდაცვაში დიდი თანხები ჩაიდო და თუ ამის პარალელურად, საქმიანობა ხარჯეფექტური არ გახდა, რასაკვირველია, ეს იქნება გადაყრილი თანხა. კარგია, რომ ჯანდაცვის სამინიტროს ამის სურვილი და ძალა აღმოჩნდა, რომ მსგავსი რამ განახორციელოს. ასეთი რეგულაციები არსებობს ყველგან. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენს მეზობელ და ევროპის ქვეყნებშიც გაცილებით იაფი ღირს წამლები, ვიდრე ჩვენთან. ზუსტად რა ღონისძიებებს გაატარებენ არ ვიცი, მაგრამ რაც მოხდება, მგონია, რომ იქნება სწორი. ამ იმედს მაძლევს ის, რომ ერთი წლის ვადა არის დასახელებული, - აღნიშნა რეზონანსთან” მარინა ბერაძემ. ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, პირველ რიგში, ხალხზე უნდა იყოს მორგებული, მით უმეტეს ჯანდაცვის სისტემაში. ფაქტია, რომ ქვეყანას ამდენი სოციალურად დაუცველი და ქრონიკულად დაავადებული ადამიანი ჰყავს. მარინა ბერაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ხალხია და სწორედ ის ნაბიჯები უნდა გადადგას, რომელიც ხარისხიან და ხელმისაწვდომ სამკურნალო საშუალებების ხელმისაწვდომობას გაზრდის. “რა თქმა უნდა მოგება ისეთივე აღარ იქნება, როგორიც ახლაა, მაგრამ ჩვენ ამაზე არ უნდა ვიდარდოთ. მთავარი საზრუნავი ისაა, რომ ხალხი იღებდეს ხარისხიან და ხელმისაწვდომ სამკურნალო საშუალებებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პრიორიტეტებს განსაზღვრავს და თითოეულ ქვეყანას აძლევს საშუალებას, რომ მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, სისტემა შეიმუშავაოს. ჩვენ რომელიმე ქვეყნის ჯანდაცვის პირდაპირი კოპირება კი არ უნდა მოვახდინოთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით, არამედ ზოგადი პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ, ვიცოდეთ არსი რაში მდგომარეობს, არ დავარღვიოთ პირობა, რომელიც შესასრულებელია და ამის შემდეგ, ჩვენს რეალობას მოვარგოთ. რაღაც გარდამავლი რგოლი უნდა შევქმნათ და ადაპტირება მოვახდინოთ”, - დასძინა “რეზონანსთან” მარინა ბერაძემ.

---

 

12.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.newposts.ge/?l=G&id=220633-%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

"ხალხნო მიშველეთ, ვეღარ ვუძლებ ბავშვის ასეთ ტანჯვას" - 6 წლის ლევანიკოს, რომელსაც ძვლის უიშვიათესი დაავადება აქვს საზოგადოების დახმარება ჭირდება

კიდევ ერთი უკდურესად გაჭირვებული ოჯახი, შვილის გადარჩენისთვის საზოგადოებას მიმართავს. 6 წლის ლევანი უმძიმეს მდგომარეობაშია. ბავშვი ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რედგენის გადაღების შემდეგ აღმოჩნდა რომ ლევანიკოს აქვს ძვალ-სახსროვანი სისტემის 2 წლიანი ჩამორჩენა. ვარუდობენ, რომ მას აქვს ძვლის უიშვიათეს დაავადება, რომელსაც ვერ ადგენენ ქართველი ექიმები. გთხოვთ დაეხმაროთ ოჯახს რომელსაც უკიდურესად მძიმე მდგომრეობა აქვთ. "ხალხნო, აღარ ვიცი როგორ გთხოვოთ, უკიდურესად გაჭირვებული ვარ არავინ მყავს ძლიერი მეგობარი, ნათესავი ვინც ამ თანხას დააფინანსებს და დაგვეხმარება. ვიცი რომ დღეს ყველას უჭირს, მაგრამ გთხოვთ, არ გაგვწიროთ. 1 ლარი ჩემი შვილის ჯანმრთელობას წყვეტს, დაგვეხმარეთ. ვეღარ ვუძლებ უკვე ბავშვის ასეთ ტანჯვას თქვენც ხომ დედები ხართ შემიბრალეთ. ნუ გამწირავთ მხოლოდ იმიტომ რომ ღარიბი ვარ , არ მყავს ძლიერი მეგობრები , მეც ისევე მტკივა ჩემი შვილის ტკვილი როგორც სხვა დედებს, ერთულებისთვის ნუ დაუშვებთ გამონაკლის, დიახ მე არ მყავს მეგბრები , არ მყავს ირგვლივი ისეთი ხალხი ვინც დამეხმრება, მაგრამ თქვნ ხომ ხართ თქვენ ხომ არ გამწირავთ შვილს იმის გამო რომ მძიმე სოცალური პირებებში ვცხვრობთ, თავის გადრჩენაზე ვფქრობდით ყველ დღე რომ ჩემი შვილებისთვსი საკვები მეყიდა, და კლედებიდან წვიმა არ შემოსულიყო. მგრამ ეხლა შვილის ჯამრთელობისთვის მიწევს ბრძოლა. დამეხრეთ განწირული დედა ვარ გთხოვთ ლევანიკოს სჭირდება თქვნი თანდაგომა" - გვწერს 6 წლის ლევანიკო კომიძის დედა ქეთი სულხანიშვილი. 09 01 200 128 საქველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთე ქეთი სულხანიშვილი თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14

---

 

12.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.primetime.ge/news/1576140827-3-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1

3 წლის ბავშვი მენინგოენცეფალიტის ვირუსით ბათუმიდან თბილისში გადაიყვანეს

მენინგოენცეფალიტის ვირუსით საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ბათუმიდან თბილისში გადაიყვანეს. ინფორმაციას TV25.ge-ი ავრცელებს. ამ ეტაპზე 3 წლის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დადებითი დინამიკა ფიქსირდება. აღსაზრდელი, დედაქალაქში ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

---

 

12.12.2019

მედიასაშუალება:  http://ghn.ge/news/236853-batumshi-tanamedrove-standartebis-kidev-erti-sameditsino-datsesebulebis-gakhsna-igegmeba-shesabamisi-auktsioni-ukve-gamotskhadebulia

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულების გახსნა იგეგმება - შესაბამისი აუქციონი უკვე გამოცხადებულია

---

 

 

ბეჭდვითი მედია

13.12.2019

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

„ეკატერინე ტიკარაძის განცხადება არის დაუფიქრებელი“ - 4 მიზეზი თუ რატომ უნდა იყოს ჯანდაცვა მომგებიანი ბიზნესი

„ეკატერინე ტიკარაძის განცხადება არის მინიმუმ დაუფიქრებელი, მე არ მესმის მინისტრი სიღრმისეულად რას გულისხმობდა, მაგრამ რასაც არ უნდა გულისხმობდეს, შეუძლებელია საბაზრო ეკონომიკის პირობებში ესეთი რაღაც თქვა“, - ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი“ რამაზ გერლიანი. როგორც ცნობილია, ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი ბიზნესი. ეკონომისტისთვის კატეგორიულად მიუღებელია დარგს აუკრძალო მოგების მიღება. „ჯანდაცვა სახელმწიფოსთვის რასაკვირველია არასდროს იქნება მომგებიანი, მაგრამ იმ სტრუქტურებისთვის რომელთაც ჰოსპიტალურ სექტორში ინტერესი გააჩნიათ და თუ ბიზნესი არ იქნება მომგებიანი, მაშინ ისინი ვინ არიან? შემწეობის გამცემები? მოგება თუ არ გვინდა ანუ ზღვარი უნდა დაუწესონ? ზღვარის დაწესება, რაც შეიძლება უქნას საბაზრო ეკონომიკას ეს პირველ კურსელმა ეკონომისტმაც კარგად იცის. როდესაც ზღვარს დაუწესებ, თუნდაც სახელმწიფო საავადმყოფოს,დაიწყება კორუფცია და ჩრდილოვანი გარიგებები, რადგან კორუფცია არის სახელმწიფო სექტორის დამახასიათებელი. ამ ჩრდილოვანი გარიგებებით ისინი პრაქტიკულად კონკურენციაში შევლენ და თავისუფალ კონკურენციას კერძო სექტორში გაანადგურებენ. შესაბამისად მინისტრის ეს განცხადება პირდაპირ ურტყამს თავისუფალ კონკურენციას სამედიცინო დარგში“, - განაცხადა რამაზ გერლიანმა. „კომერსანტმა“ „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს“ სთხოვა დაესახელებინა ის მიზეზები თუ რატომ უნდა იყოს ჯანდაცვა მომგებიანი ბიზნესი. 1.თუ ჯანდაცვა არ იქნება მომგებიანი ბიზნესი ჰოსპიტალურ სექტორში მომუშავე ადამიანებს არ ექნებათ საკადრისი ანაზღაურება. ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ ისინი დატოვებენ ქვეყანას და წავლენ იქ სადაც მათ კვალიფიკაციას დააფასებენ. ყველას ჰყავს ოჯახი, ყველას აქვს თავისი ცხოვრება და შეუძლებელია სოციალურ საწყისებზე იმუშავონ. 2.თუ ჯანდაცვა არ იქნება მომგებიანი ბიზნესი, მესაკუთრე და მენეჯმენტი ყოველთვის ეცდება ხარჯები შეამციროს, რა დროსაც ხარისხი გაუარესდება და გახდება მექრთამეობის ბუდე. არ მგონია ჯანდაცვასთან მიმართებაში ხარისხის დაწევა ვინმეს სურდეს, რადგან ეს პირდაპირ აისახება პაციენტების მკურნალობაზე. 3.თუ ჯანდაცვა არ იქნება მომგებიანი ბიზნესი, დარგი განიცდის დეგრადაციას, ჩამორჩება ტექნოლოგიებს და გაიყინება ერთ ადგილზე. ეს არის კაპიტალისა და ინოვაციის ტევადი სექტორი. 4.თუ ჯანდაცვა არ იქნება მომგებიანი ბიზნესი კარგად ვიცით, რომ ასეთ შემთხვევაში დარგს შესაბამისი სექტორი ტოვებს, მნიშვნელობა არ აქვს ეს ჯანდაცვა იქნება თუ სხვა მიმართულება. ბოლოს დადგება საკითხი რომ ეს გახდება დეფიციტური დარგი“, - განმარტავს რამაზ გერლიანი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6545645&name=13.12.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

13.12.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

"უფასო" მედიკამენტების პროგრამის ბიუჯეტის ათვისება მხოლოდ 52%-ია

საქართველოს სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, “ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის” პროგრამის ათვისება წელსაც დაგეგმილზე ნაკლებია. 12 დეკემბრის მდგომარეობით, პროგრამისთვის გამოყოფილი 14,249,000 ლარიდან მხოლოდ 7,386,988 ლარი არის ათვისებული, რაც ბიუჯეტის 52%-ს შეადგენს. რეალურად, პროგრამის ბიუჯეტის ათვისება 52%-ზე ნაკლებია, რადგანაც 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მისი ასიგნებების მოცულობა 20 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც თავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რესურსების გადანაწილების შედეგად, 14 მილიონ ლარამდე შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე პროგრამის მიმდინარეობის იანვარ-აგვისტოს სტატისტიკური მაჩვენებლები არის გამოქვეყნებული. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ბენეფიციართა ყოველთვიური მიმართვიანობა 16,293-ს შეადგენდა, მათ შორის ყველაზე მეტი ბენეფიციარი - 40,646 ადამიანი პროგრამას აგვისტოში ჰყავდა, ყველაზე ცოტა - 8,183 ბენეფიციარი კი, მარტში. "ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის" სახელმწიფო პროგრამა მაშინდელმა დავით სერგეენკომ 2017 წლის პირველ მაისს წარადგინა. მინისტრმა თქვა, რომ პროგრამა 150,000 - 200,000 ადამიანს მისცემდა მედიკამენტების შესყიდვის დაფინანსების შესაძლებლობას. პროგრამა 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. თავდაპირველად ის სოციალურად დაუცველებზე გავრცელდა. პროექტის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდებოდა. 2018 წლის სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და ის ასაკით პენსიონერებზე და შშმ სტატუსის მქონე პირებზეც გავრცელდა. 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარს შეადგენდა. გასული წლის პირველი 11 თვის განმავლობაში მისი ათვისება, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი იყო, დეკემბერში კი, ის 7.6 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა ამ ზრდის მიზეზი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 6.5 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენა იყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6545621&name=13.12.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

13.12.2019

მედიასაშუალება:     რეზონანსი

თბილისში დედა საკუთარ არასწრულწლოვან შვილსა და ძმისშვილს პორნოსესიებში მონაწილეობას აიძულებდა

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს და არ არის გამორიცხული, დაკავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. პოლიციამ პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღების ბრალდებით კიდევ ორი პირი 11 დეკემბერს დაპატიმრა. ამის შესახებ ინფორმაციას „რეზონანსს“ პროკურატურაში უდასტურებენ. „ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე - გუშინ კიდევ 2 პირს, ც.მ.-ს და მ.პ.-ს ბრალი სისხლის სამართლის მუხლებით 255_3 და 143(2)_2,ბ_3,გ_4,ა ბრალი წარედგინათ“, - განუცხადეს „რეზონანსს“ პროკურატურაში. 11 დეკემბერს დააკავეს დედა და მისი სრულწოვანი შვილი, რომლებსაც გამოძიების ინფორმაციით, ოჯახის ორი არასრულწლოვანი წევრი პორნოგრაფიული მასალების დამზადებაში ჰყავდათ ჩართული. ირკვევა, რომ დედამ საკუთარი არასრულწლოვანი შვილი და ძმიშვილი, მეორე - უფროს შვილთან შეთანხმებით პორნოგრაფიაში ჩართო, ხოლო არასრულწლოვანთა პორნომასალას უცხო პირებზე ასხვისებდნენ. 5 დეკემბერს სამართალდამცველებმა იგივე საქმეზე 11 ადამიანი უკვე დააკავა, მათ შორის 10 მშობელი და ერთი პედაგოგი. მათ ბრალი არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღებასა და ტრეფიკინგში ედებათ. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდებულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა და სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე ამ სქემის ირგვლივ 24 ადამიანია დაკავებული. ასევე არ არის გამორიცხული, რომ გორის გარდა დაკავებები სამტრედიასა და თბილისში ისევ გაგრძელდეს. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმესთან დაკავშირებით ევროპოლის მიერ გამოგზავნილი წერილით ირკვევა, რომ სქემაში გორის და თბილისის გარდა, შესაძლოა, სხვა ქალაქის მცხოვრებლებიც იყვნენ ჩართული. კონკრეტულად კი ქართველ კოლეგებს ევროპელი გამომძიებლები 6 საეჭვო ფოტოზე უთითებენ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია გადაღებული. ფოტოების დეტალური შესწავლის შედეგად, ერთ-ერთ საეჭვო ადგილად ევროპოლი სამტრედიას და იქ მდებარე ორ ფოტოსტუდიას ასახელებს. სტუდიების „დიადემის“ და „ბლეკსტარ სტუდიოს“ მფლობელები „რუსთავი 2“-თან საუბარში ადასტურებენ, რომ მშობლებს ფოტოსესიებში მონაწილეობისთვის შვილები მიჰყავთ. სალონ „დიადემას“ დამფუძნებლის განცხადებით, 13-14 წლის გოგონებს მშობლები სურათებს სხვადასხვა ფორმაში ხშირად უღებენ, თუმცა ბავშვთა პორნოგრაფიასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ის საქმის ირგვლივ ჯერჯერობით დაკითხული არ ყოფილი და გაურკვეველია, რისა საფუძველზე ხდება მის სალონზე მითითება. კიდევ ერთი ადგილი, რომელზეც ევროპოლი მიუთითებს და რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ ისევ გასაიდუმლოვებული აქვს, მიხეილ მესხის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაა. კვინსლენდის პოლიციის თანამშრომლის წერილზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, რაც ქმნის საფუძველს, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. არ არის გამორიცხული, რომ პასუხისგებაში კიდევ რამდენიმე არასრუწლოვნის მშობლები მიეცნენ. ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დეკემბერში დაკავებული 11 პირიდან მძიმე ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს. წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან პორნოგრაფიაში გაუცნობიერებლად ჩართული არასრულწლოვნების მშობლები და პედაგოგი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის ხელშეწყობას ედავება. სწორედ ამ პედაგოგთან ცხოვრობდა ამერიკის მოქალაქე მასწავლებელი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით ბავშვების მშობლებს იბირებდა, რათა თანხის სანაცვლოდ მათი შვილებისთვის პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოები და ვიდეო მასალა გადეღო. 18-ტომიან საქმეზე გამოძიება 3 თვეზე მეტია გრძელდება, ჯერ კიდევ 19 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამავე ბრალდებით 9 პირი და ორი ფოტოგრაფი - აშშ-ისა და ავსტრალიის მოქალაქე დააკავა. ბავშვთა პორნოგრაფიული ფოტო-ვიდეო მასალას თბილისში 2 ფოტოსალონში მზადდებოდა. ასევე დაკავებულია ბინის მეპატრონე, რომელსაც ამერიკის და ავსტრიის მოქალაქეებისთვის სახლი ჰქონდა მიქირავებული. მაშინაც ბავშვთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ფაქტზე მხილებული 11 მოქალაქე იყო, რომელთგან 8 მოქალაქე გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. გორის შს სამმართველოს ახალსოფლის ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა დაკავების ღონისძიება 3 სოფელში ჩაატარეს. სამივე სოფელი გვერდიგვერდ მდებარეობს. დაკავებულები არიან და-ძმები, სიძე, დები, ყოფილი ქმარი და ა.შ. ერთ-ერთი არასრუწლოვანი კი ჩვენებაში ყვება, რომ დედა მის ფოტო გადაღებებს არ ესწრებოდა, რადგანაც ამერიკის მოქალაქე მამაკაცი მას ოთახში არ უშვებდა და ეუბნებოდა, რომ ბავშვს მისი იქ ყოფნა დააბნევდა და ამიტომ სჯობდა გარეთ მოეცადა. 12 წლის გოგონა ამბობს, რომ მან სულ ორჯერ გაიხადა, თუმცა შემდეგ შერცხავა და ამის გაკეთება აღარ სურდა. ფოტოგრაფი კი მას ეუბნებოდა, რომ ეს მათი საიდუმლო იყო და არსად არაფერი ეთქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ცნობილი ფოტომოდელი ვერ გახდებოდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სერვის ცენტრის ინფორმაციით, „პორნოგრაფიის საქმეში“ 16 მოზარდი ფიგურირებს. სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები მათ მდგომარეობას სწავლობენ. ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი კი „რეზონანსთან“ დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ბრალდება შვილის პორნოგრაფიულ საქმიანობაში ჩართვას ედავება, გარემოებების მსხვერპლია. ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავეებული 20 ადამიანიდან სიმართლე მხოლოდ რამდენიმემ იცოდა, რა ტიპის ფოტოებს უღებდნენ მათ შვილებს. „როდესაც საქმის მასალებს გავეცანი მივხვდი, რომ 12 წლის გოგონას ახალგაზრდა დაკავებული დედა მართალია და მან არ იცოდა მის შვილს რა ტიპის ფოტოებს უღებდნენ. ამას ადასტურებს მისი შვილის ჩვენებაც. ბავშვი ამბობს, რომ დედამ არაფერი იცოდა და ის მალავდა თუ ფოტოგრაფი რა სთხოვდა. მის მსგავსად მალავდა ფოტოგადაღებების შინაარსს კიდევ რამდენიმე ბავშვი. პროკურატურას თავად აქვს კადრები გადაღებული და თავისი თვალით აქვთ ნანახი, რომ იმ ოთახში, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა, მშობლებს არ უშვებდნენ“, - აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან“.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6545724&name=13.12.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

​