From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-13.11.2019
Received On : 13.11.2019 08:37
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 13.11.2019

 

ტელევიზია

13.11.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორის ცნობით,4 თვის განმავლობაში შემოწმებული 500-ზე მეტი საავადმყოფოდან 100-ზე მეტი დაჯარიმდა. ზაალ კაპანაძე აცხადებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი. უკვე 500-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება შემოწმდა სალიცენზიო-სანებართვო პირობებთან და ტექნიკური რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგის შედეგად 7 შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6461507

---

 

12.11.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 14:00

სანქცია ექიმებისთვის 5 მედიკოსს საექიმო საქმიანობა სამუდამოდ შეუწყდა. ჯანდაცვის სამინსტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, ამბულატორიული და სტაციონალურ დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. სპეციალისტებმა 4 თვის განმავლობაში 500-ზე მეტი დაწესებულება შეამოწმეს. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ მოკვლევის ფარგლებში, ასევე შეისწავლა მედიკოსების მიერ სამედიცინო მომსახურების ხარისხი, საიდანაც მოკვლევის შედეგად 6 ექიმს სამედიცინო საექიმო საქმიანობა სამუდამოდ შეუჩერდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6459628

ტვ პირველი - საქმის კურსი 22:30- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6461169

ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6460602

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6459522

---

 

12.11.2019

არხი:    მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 15:00

პოლიციამ არასრულწლოვანტა ტრეფიკინგის ბრალდებით მშობელი დააკავა. შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრალდებული ქალი თბილისში, არასრულწლოვან შვილებს უკანონი შრომით ექსპლუატაციას უწევდა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით პკინის გამზირზე მოწყალების შეგრობევას აიძულებდა. თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა. დანაშაული, 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვლისწინებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6460574

---

 

12.11.2019

არხი:    ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 20:00

80 წლის მარტოხელა მოხუცი 10 წელია სანთლის შუქზე, ელექტროენერგიის გარეშე - ეს ჩიტო მახარაძეა, რომელიც წლებია თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ქოხი 10 წლის წინ ააგო, მაგრამ იმის გამო, რომ საკუთრება არ აქვს რეგისტრირებული, მას ელექტროენერგიას ვერ აწვდიან. ამბობს, რომ მისამართის არქონის გამო ხშირად მას სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებიც ვერ აგნებენ. არ ჰყავს ახლო მეზობლები. ამბობს, რომ არავის იმედი აღარ აქვს, რადგან იმედისმომცემი მისთვის ამ წლების განმავლობაში, არც მუნიციპალიტეტს გაუკეთებია და არც სხვას, თუნდაც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. ბიუროკრატია, თუ გულგრილობა?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6461192

---

 

12.11.2019

არხი:    ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 20:00

საფრთხე გარემოსთვის და მაღალი რისკი ადამიანების ჯანმრთელობისთვის - „მთავარმა“ ღია სივრცეში დაყრილი სამედიცინო ნარჩენები გადაიღო, რაც ეპიდემიისა და ინფექციის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ მიიჩნევა. გამოყენებული სხვადასხვა სამედიცინო ნივთი იმ შენობასთანაა დაყრილი, რომელშიც წესით მათი განადგურება მიმდინარეობს. საუბარია, ინსენერატორზე, რომელიც ბათუმთან ახლოსაა მოწყობილი. სახიფათო ნარჩენების საავადმყოფოებიდან ამ დაწესებულებამდე სპეციალური დახურული ავტომანქანით ტრანსპორტირება „სანდასუფთავების“ სამსახურის პრეროგატივაა, მაგრამ რა ხდება მას შემდეგ რაც ნარჩენებს ინსენერატორამდე მიიტანენ? გარემოს დამცველების თქმით ის რაც ხდება საგანგაშოა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6461178

---

 

12.11.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

„შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით" დღეს მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა. ორგანიზებას ამ შეკრებას დღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უწევს, რომელშიც მონაწილეობას ასოციაციის წევრი კომპანიები მიიღებენ. ამასობაში კანონში შესატანი ცვლილებების ავტორი მედიასთან აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში შრომის ინსპექციის ზედამხედველობის სსიპ-ი უნდა შეიქმნას, რომელიც საქმიანობის ეფექტურობას გაზრდის. რა არის ბიზნესისათვის დღეს გამოწვევა ეფექტურობა ჯერ არ მიღებული კანონისა და სამუშაო პროცესი, რომლის დროსაც გარკვეული მოსაზრებები საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა გათვალისწინებული იყოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6459253

---

 

 

ინტერნეტი

13.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/572445-saqoveltao-jandacvis-programis-biujets-cels-20-22-milioni-lari-akldeba

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს წელს 20-22 მილიონი ლარი აკლდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს წელს 20-22 მილიონი ლარი აკლდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა განუცხადა. „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, როგორია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტის ათვისება, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დეკემბერში 44 მილიონი ლარი დაიხარჯება საყოველთაო ჯანდაცვაზე, საიდანაც დანაკლისი 22-მილიონ ლარამდე იქნება, რომელიც სხვა პროფიციტული პროგრამების ბიუჯეტიდან შეივსება. “დეკემბერში გადასარიცხი გვაქვს 44 მილიონი ლარის ოდენობით თანხა, სადაც დაახლოებით 20-22 მილიონი ლარი იქნება დეფიციტი, რომელიც შეივსება ანალოგი პროგრამებიდან, ეს იქნება ვერტიკალური პროგრამები, სადაც გვექნება პროფიციტი, იქიდან მოვახერხებთ გადავსებას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის და წელს ამით დავასრულებთ“, - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა. კითხვაზე, რას უკავშირდება ყოველწლიურად საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში თანხების დამატების საჭიროება, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ „მეტად და მეტად ხდება ხელმწისაწვდომი ჯანდაცვის სერვისები საქართველოში და შესაბამისად ყოველწლიურად არის ნამატი საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტზე“. მისივე თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში, რომელიც 754 მილიონი ლარია, თანხის დამატება არ მომხდარა. ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის 2020 წლის ბიუჯეტი 754 მილიონი ლარის ოდენობითაა დაგეგმილი. ცნობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 2013 წლის 28 თებერვალში ამოქმედდა. მიმდინარე წელს პროგრამაში ცვლილებები დაანონსდა. კერძოდ, საუბარია, რომ ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრება მოხდება და სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექტიური გზით, იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ვალდებულების იქნებიან, რომ ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით.

12.11

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/sayoveltao-jandacvis-754-milioniani-biujeti-shesadzloa-16-dgeshi-amoiwuros/43473/

---

12.11.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ertian-tarifi-samedicino-sferoshi-reanimaciis-da-kardiologiuri-qirurgiis-shemdeg-tarifebi-sxva-motxovnad-servisebzec-iqneba-dadgenili

ერთიანი ტარიფი სამედიცინო სფეროში - რეანიმაციის და კარდიოლოგიური ქირურგიის შემდეგ ტარიფები სხვა მოთხოვნად სერვისებზეც იქნება დადგენილი

„სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართულები იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ჯანდაცვის სისტემის რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აისახება ეს ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილება სერვისის მიწოდებაზე და შეამცირებს თუ არა ახალი რეფორმები ტარიფებს კლინიკებში? საკითხზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ, თამარ გაბუნია საუბრობს. მისი ინფორმაციით, პროვაიდერებს შორის ტარიფებზე სოლიდური განსხვავება იყო. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ანალიზის საფუძველზე ახალი ტარიფის განსაზღვრა მოხდა. „ტარიფის დადგენისას ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა შესრულდა, 150 კლინიკას ფინანსური ინფორმაცია მოვთხოვეთ, გავაანალიზეთ მონაცემები და ყველა მიმწოდებლისთვის ერთიანი ტარიფი იქნა გამოყვანილი. კლინიკებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში თავიდანვე ჩაერთნენ, დაბალი ტარიფები ჰქონდათ შემოთავაზებული თუმცა, შემდეგ უკვე ახალმა კლინიკებმა ახალი, მაღალი ტარიფები შესთავაზეს სოციალური მომსახურების სააგენტოს და ეს ფასიც იყო მიღებული სახელმწიფო პროგრამაში. ვფიქრობთ, რომ დადგენილი ტარიფები სწორად ასახავს საბაზრო ტენდენციებს და რეალურ ღირებულებას თავისი მოგების მარჟით. თუ პროვაიდერი არ ეთანხმება დადგენილ ტარიფს და მიაჩნია, რომ ეს არის მისთვის წამგებიანია, ორ თვის განმავლობაში უნდა აცნობოს სოციალურ სააგენტოს, რომ აღარ არის დაინტერესებული სერვისის მიწოდებით და გამოეთიშება პროგრამას. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეა ცვლილება ძალაში შევიდა და ჩემი ინფორმაციით ესეთი შემთხვევა არ ყოფილა“, განაცხადა თამარ გაბუნია. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ახლად გატარებული რეფორმის დადებით მხარეებზე საუბრობს: „ერთი დადებითი მხარე არის ის, რომ გათანაბრდება სერვისი და ყველასთვის გასაგები იქნება თუ რატომ ღირს კონკრეტული მომსახურება გარკვეული თანხა. მეორე დადებითი მხარე არის ის, რომ ფიქსირებული ხდება თანაგადახდის ოდენობა. სატარიფო არეალი ქმნიდა იმ უხერხულობას, რომ პაციენტს სხვადასხვა მიმწოდებელთან სხვადასხვა თანაგადახდის დამატება უწევდა. ამ შემთხვევაში როდესაც განსაზღვრულია ჭერი მისთვის გასაგებია ეს თუ ის მომსახურება რა ფინანსურ ვალდებულებასთანაა დაკავშირებული“, ამბობს თამარ გაბუნია. კლინიკების ადეკვატური დატვირთვის პირობებში ჯანდაცვის სამინსიტროს შეფასებით და ანალიზით არანაირი საფრთხე სერვისის ხარისხის და მიწოდების თვალსაზრისით არ არსებობს. „კომერსანტის“ კითხვაზე ხომ არ გამოიწვევს ახალი რეფორმა ჯანდაცვის სერვისზე ფასის ზრდას, მინისტრის მოადგილე გვპასუხობს: „ჩვენ ჩვენს ნაწილზე ვფიქრობთ, ყველა შემსყიდველს თავისი პრინციპი აქვს და აქ გარკვეულწილად შეთანხმება და ანალიზი ხდება რას ყიდულობს, ვისგან ყიდულობს, ასევ მნიშვნელოვანია სერვისის მოცულობა. პატარა ზომის კლინიკებს რომლებიც უფრო მეტად კომერციული ან კორპორატიული კლიენტებისთვის მუშაობენ, სავარაუდოდ განსხვავებული ფასები ექნებათ. ჩვენ განვსაზღვრეთ ეს ტარიფები იმ სერვისების მოცემულობაზე გათვლით რა მოცულობასაც ჩვენ ვყიდულობთ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ყველა დამფინანსებელი თავის წილ ანალიზს გააკეთებს და სურათი ეტაპობრივად გამოიკვეთება“, -განმარტვას თამარ გაბუნია. აღნიშნული პროგრამა თავდაპირველად რეანიმაციის და კარდიოლოგიური ქირურგიის სერვისს შეეხება. თამარ გაბუნია აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ტარიფები სხვა მოთხოვნად სერვისებზეც იქნება დადგენილი. „ყველა მიმართულების ანალიზი ასე მალე ვერ მოხერხდება, გარკვეული დრო სჭირდება ტექნიკური სამუშაოების შესრულებას, რათა სხვადასხვა სერვისისთვის ამ ტიპის ანალიზი ჩატარდეს. ტარიფის დადგენა ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად მოხდება, შეიძლება თავიდან 10 ყველაზე მოთხოვნად სერვისზე მოხდეს ტარიფის დადგენა. რაც არის სტანდარტული, ჰოსპიტალური, მრავალპროფილური ნოზოლოგიური კატეგორიების მიხედვით. ახლა თუ კარდიო ქირურგიაზე ვსაუბრობთ. სამომავლოდ, პრიორიტეტი იქნება აბდომინალური ქირურგია. ასევე სხვა ტიპის ჩარევები მაგალითად, პნევმონია და ა.შ. სერვისები, რაც სერიოზულ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული და მეტად მოთხოვნადია. აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ ფასების დაკლებაზე არაა საუბარი. კარდიო ქირურგიის შემთხვევაში ტარიფები დაკორექტირდა და გათანაბრდა. ამ გასაშუალობულ ფასთან შედარებით ზოგი ტარიფი მეტია და ზოგი ნაკლები. ისე არ არის, რომ ყველა შემთხვევაში დაფინანსების მოცულობა ცალსახად შემცირდა“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

---

 

12.11.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/292322-2019-wels-saqartvelosi-aiv-infeqciis-570-axali-semtxveva-dafiqsirda

2019 წელს საქართველოში აივ ინფექციის 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

2019 წლის 10 ნოემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ჯამში 8004 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული, რომელთაგან 570 შემთხვევა წელს დაფიქსირდა. მათ შორის 6006 მამაკაცია და 1998 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4184 პაციენტს განუვითარდა.1619 გარდაიცვალა. 31 აგვისტოს მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 4888 (4333 + 555 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 43 (35 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 38.3 % (3063) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48% (3838) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.2 % (904) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3% (108) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;0.5 % (38) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (53) - გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2956 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1125; შემდეგ იმერეთში 968; აჭარაში 890; აფხაზეთში (521); კახეთში (397) ქვემო ქართლში (452); შიდა ქართლში (290); გურიაში (171); სამცხე-ჯავახეთში (102) და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2019 წლის 10 ნოემბრის მონაცემებით დაფიქსირებულია – 570 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 580 ახალი შემთხვევა. სულ საქართველოში გამოვლენილია 114 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 - ვაჟი, 44 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან. აივ-ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა. შიდსის ცენტრის სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18.

---

 

12.11.2019

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/159133-6-eqims-licenzia-samudamod-sheucherda

6 ექიმს ლიცენზია სამუდამოდ შეუჩერდა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორმა, ზაალ კაპანაძემ ტაბულას უთხრა, რომ ამის მიზეზი მათ მიერ შესრულებული სამედიცინო მანიპულაციის შედეგად დამდგარი ლეტალური შედეგი გახდა. "მიზეზი ის იყო, რომ მათ მიერ განხორციელებული სამედიცინო მანიპულაციის შედეგად ლეტალური შედეგი დადგა, ანუ ადამიანი გარდაიცვალა. ხარისხი შესწავლილ იქნა სპეციალისტების მიერ, გარკვეული საექსპერტო დასკვნა იქნა დადებული ამასთან დაკავშირებით. გამოიკვეთა ექიმების მხრიდან დარღვევები, საკითხი გავიდა პროფესიული განვითარების საბჭოზე. საბჭომ კოლეგიალურად იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ ჩამოერთვათ საექიმო საქმიანობის უფლება", - თქვა ზაალ კაპანაძემ. მისივე თქმით, სალიცენზიო-სანებართვო პირობებთან და ტექნიკური რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით 4 თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება შემოწმდა, 100-ზე მეტი კლინიკა დაჯარიმდა, 7-ის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა და საქმე შესასწავლად სამართალდამცავ უწყებას გადაეცა. "გადამოწმებულ იქნა სანებართვო-სალიცენზიო პირობები, გამოვლინდა დარღვევები, რის გამოც დაჯარიმდნენ და მიეცათ გამოსწორებისთვის გონივრული ვადა. ასევე, გამოვლინდა უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები - არაუფლებამოსული პირების მიერ ხელის მოწერილი ჰქონდა მოწერილი სხვა ექიმის სახელი სხვა ექიმს. ეს სცდება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს და გადავგზავნეთ შესასწავლად სამართალდამცავ ორგანოებში", - ამბობს კაპანაძე.

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/215803-saqarthveloshi-6-eqims-saeqimo-saqmianobis-ufleba-samudamod-sheucherda.html?lang=ka-GE

---

 

12.11.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/215802-500-saavadmyofos-shemotsmebis-shedegad-100-ze-meti-dajarimda.html?lang=ka-GE

500 საავადმყოფოს შემოწმების შედეგად 100-ზე მეტი დაჯარიმდა

4 თვის განმავლობაში შემოწმებული 500-ზე მეტი საავადმყოფოდან 100-ზე მეტი დაჯარიმდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგის შედეგების კომენტირებისას განუცხადა. როგორც ზაალ კაპანაძე აცხადებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი. უკვე 500-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება შემოწმდა სალიცენზიო-სანებართვო პირობებთან და ტექნიკური რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგის შედეგად 7 შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. „შედგენილია სამართალდარღვევის 117 ოქმი. არის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, რომლებიც უკავშირდება ხარისხის შიდა სისტემების მართვას, დეზინფექცია-სტერილიზაციას, სამედიცინო ნარჩენების მართავს და მსგავსი ტიპის დარღვევები გამოიკვეთა. იყო რამდენიმე დარღვევა ტექნიკასთან დაკავშირებით - როგორც იცით, სამედიცინო აღჭურვილობა არ უნდა იყოს 1997 წელზე გვიან გამოშვებული. დაჯარიმდა 100-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება. რაც შეეხება ჯარიმის მოცულობას, ჩვენ როდესაც ვამოწმებთ, ვაფიქსირებთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და შემდეგ უკვე სასმართლო ახდენს სანქცირებას ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის. 7 შემთხვევის შესწავლა სამართალდამცავებმა დაიწყეს. შემოწმების შედეგად იყო გარკვეული ნიშნები, რომლებიც სცილდებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაწილს. ასეთ შემთხვევაში კონკრეტული საკითხები შემდგომი შესწავლისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა“, - აღნიშნა კაპანაძემ. კითხვაზე, საგანგაშოა თუ არა ეს მაჩვენებლები, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებების მიერ შეთავაზებული მომსახურების ხარისხთან მიმართებით პრობლემები არსებობს, თუმცა საგანგაშო არაა. მისივე თქმით, საჭიროა მუშაობა როგორც თავად კლინიკების, ასევე შესაბამისი სახელმწიფო უწყების, როგორც მარეგულირებლის მხრიდან.

---

 

12.11.2019

მედიასაშუალება: https://bpi.ge/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%95/

გადაუდებლად მიგვაჩნია ჩვენი მკურნალობის დაფინანსება! – გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები დაფინანსების მოლოდინში არიან

თბილისი (BPI) – „ჩვენ ვართ პაციენტები, რომლებსაც არანაირი ბრალი არ მიგვიძღვის ამ ვერაგი დაავადების გამოვლინებაში,“ – გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. წლებია, რაც პაციენტები სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე მიანიშნებენ და მასთან დაკავშირებულ ფინანსური პრობლემების დარეგულირებასა და დაფინანსებას მოითხოვენ. გასათვალისწინებელია, რომ პაციენტები დროული დიაგნოსტიკისა და ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე, უკვე დიდი ხანია საუბრობენ. მთავრობას, კი, არაერთხელ შეახსენეს, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები წლებია მკურნალობის დაფინანსების მოლოდინში არიან. როგორც გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტი, მაიკო მგელაძე განმარტავს, თბილისის და საქართველოს დანარჩენი რეგიონების პაციენტები 2020 წელს დაფინანსების მოლოდინში იმყოფებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს მთავრობამ, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრომ და თბილისის მერიამ დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. „თბილისის და საქართველოს დანარჩენი რეგიონების პაციენტები 2020 წელს დაფინანსების მოლოდინში ვართ და მივმართავთ საქართველოს მთავრობას ჩვენთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია“. ცნობისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო, ამ ეტაპზე მისი რეგიონის 10 პაციენტს ძვირადღირებულ მედიკამენტებს, თითოეულს 25 ათასი ლარით უფინანსებს, 2020 წლისთვის, კი, რაოდენობის გაზრდას გეგმავს. „რამდენიმე ხნის წინ ხელისუფლების წარმომადგენელმა გაკვირვებული თვალებით რომ დაგვისვა შეკითხვა – საერთოდ იცითო რა თანხაზე გველაპარაკებით და ითხოვთო?! სამწუხაროდ მან დაივიწყა, რომ საუბარია ძირითადად 20-დან 40 წლამდე ასაკის პაციენტებზე და ქვეყნის იმ ბიუჯეტის თანხაზე, რომლის შევსებაში წვლილი შეაქვთ თავად ამ პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს. ჩვენ ვართ პაციენტები, რომლებსაც არანაირი ბრალი არ მიგვიძღვის ამ ვერაგი დაავადების გამოვლინებაში. დაავადების გამომწვევი მიზეზები მსოფლიოში უცნობია და არავინ არ იცის თუ რომელ ოჯახს მიუკაკუნებს ეს ვერაგი დაავადება, ამიტომ გთხოვთ გავერთიანდეთ ყველა ერთადერთმანეთისთვის. ჩვენ, პაციენტებს აუცილებლად გვესაჭიროება სახელმწიფოსაგან რეაბილიტაციის და თერაპიის დაფინანსება/თანადაფინანსება,“ – ამბობს მაიკო მგელაძე. საქართველოში გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისათვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას “მსსფ – მრავლობითი სკლეროზის საქართველოს ფონდი“ ითხოვს. ამისთვის მათ სპეციალური პეტიციაც შექმნეს. „ჩემნაირმა პაციენტებმა ექიმების მხარდაჭერით რამდენიმე თვის განმავლობაში ვაწარმოეთ დაავადების ცნობიერების ამაღლების კამპანია „ერთად ერთმანეთისთვის“ და თითქმის მოვახერხეთ საზოგადოებაში იმ სტერეოტიპის დარღვევა, რასაც ჰქვია ,,სკლეროზი“, ანუ ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია რომ გაფანტულ სკლეროზს არ ახასიათებს გონებრივი შეზღუდვა თუ მახსოვრობის შეფერხება, ეს არის ახალგაზრდა თაობის, ძირითადად მდედრობითი სქესის წარმომადგენლების დაავადება და რომ თავდაპირველი სიმპტომები 20-დან 40 წლამდე ადამიანებში იჩენს თავს, ე.ი. პერიოდში როდესაც ყველაზე მაღალია ადამიანის შრომისუნარიანობა თუ პროდუქტუნარიანობა. გაფანტული სკლეროზი პაციენტისათვის წარმოადგენს არატრამვული ხასიათის შეზღუდული შესაძლებლობის ძირითად მიზეზს, განაჩენს. მაგრამ მსოფლიოში არსებობს მთელი რიგი მამოდიფიცირებელი პრეპარატები, რომლებიც მნიშვნელოვნად აფერხებს დაავადების აქტივობას და ხელს უწყობენ პაციენტის სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნებას,“ – კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრობს პაციენტი. კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო პროტოკოლის მიხედვით, რომელიც ქვეყანაში გაფანტული სკლეროზის მართვას ეხება, საქართველოში არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გაფანტული სკლეროზის მქონე 1 100-1 200 პაციენტია. სხვადასხვა რეგიონის მიხედვით დაავადების სიხშირის შესახებ ინფორმაცია კი არ მოიპოვება. აღნიშნულ საკითხთან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დავუკავშირდით. მათი თქმით, უწყებას ამ ეტაპზე არ აქვს პროგრამა, რომელიც გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მკურნალობას დააფინანსებს. ამასთან, მათი მკურნალობის დაფინანსების საკითხი ამჯერად არ განიხილება. „ჩვენ არ გვაქვს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებული დაფინანსების პროგრამა. ჯერჯერობით ეს საკითხი არ განიხილება, შესაბამისად პროგრამაც არ გვაქვს. არ იდგა დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი იმ დონეზე, რომ პროგრამის დაწყება გქონოდა დაგეგმილი. ჩვენ არსებული რესურსიდან ვიწყებთ პროგრამას, ჯერჯერობით გვაქვს ის, პროგრამები რაც გვაქვს,“ – ამბობენ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების მხარდაჭერის მიზნით, გაზაფხულიდან მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს აქცია, სახელწოდებით, „ერთად ერთმანეთისთვის – Bringing us closer“. კამპანიის მიზანს, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ: გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა – ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.

---

 

12.11.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/292191-jandacvis-saministrom-jurnalistebi-pirvelad-gadaudebel-daxmarebasi-moamzada

ჯანდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტები პირველად გადაუდებელ დახმარებაში მოამზადა

ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა მედიის წარმომადგენლებს პირველადი გადაუდებელი დახმარების სწავლება ჩაუტარა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თეორიული და პრაქტიკული კურსის საშუალებით, ჟურნალისტები დაშავებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას შეძლებენ. უწყების ცნობით, მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ადამიანს სასწრაფოს ეკიპაჟის მისვლამდე - გონების კარგვის, გულის გაჩერების, ტრავმის მიღების, სასუნთქი გზების დახშობისა და ინტოქსიკაციის შემთხვევაში. პირველად დახმარებაში მომზადების შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. სწავლების პროცესს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრო და მედიის წარმომადგენლებს თავად გაესაუბრა. "ჟურნალისტებს ყველაზე ხშირად გიწევთ საგანგებო სიტუაციაში ყოფნა. აქედან გამომდინარე, თქვენ კარგად გესმით დროული პირველადი დახმარების აღმოჩენისა და შესაბამისი ცოდნის ფლობის მნიშვნელობა. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ საზოგადოებაში საჭირო უნარების განვითარებაზე" - აღნიშნა თალაკვაძემ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ პირველადი დახმარების სწავლება ინტენსიურად მიმდინარეობს და ინიციატივა ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების გაზრდას ისახავს მიზნად.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/572313-jandacvis-saministrom-zhurnalistebi-pirvelad-gadaudebel-daxmarebashi-moamzada

---

 

12.11.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/292201-31-wlis-marika-makarizes-sazogadoebis-daxmareba-swirdeba

31 წლის მარიკა მაკარიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის მარიკა მაკარიძეს მწვავე ლეიკემია და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, დაავადება მეოთხე სტადიაშია. პირველად ეტაპზე მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ერთიანი ძალებით შეაგროვეს საჭირო თანხა პაციენტის თურქეთში გადასაყვანად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მკურნალობის კურსის ჩასატარებლად, მარიკას ერთთვიანი კურსისთვის საჭიროა 19 000$. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე: „საქართველოს ბანკი“: ანგ. #GE38BG0000000162068211 მიმღები ანა ამაშუკელი (მეგობარი) პირადი ნომერი 21001019943; „თიბისი ბანკი“: ანგ. #GE36TB7889945061600007 მიმღები ნათია მაკარიძე (და) პირადი ნომერი: 21001034895 საკონტაქტო ნომერი: 558 48 73 48

---

 

12.11.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/516447

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საკუთარ ვებ-გვერდზე წამლის საძიებელი შექმნა

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საკუთარ ვებ-გვერდზე წამლის საძიებელი შექმნა, რომლითაც ყველა დაინტერესებულ პირს ბაზარზე არსებულ ბრენდებს შორის ყველაზე იაფი მედიკამენტი მოძებნა შეეძლება. ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წამლის ფასის ცვლილებები პერიოდულად განახლდება. “ამისთვის საკმარისია, საძიებელში წამლის არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება (ე.წ. გენერიული დასახელება) შეიყვანოს და გაყიდვაში არსებული თითქმის ყველა ბრენდის ფასი გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ სისტემა აჩვენებს როგორც კოლოფის, ასევე ერთეულის ფასს. ერთეულის ფასი გამოთვლილია ტაბლეტების რაოდენობისა და დოზის გათვალისწინებით. ასევე მითითებულია მწარმოებელი ქვეყანა. თავად ფასები არის სავარაუდო და მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 5- 10% – ს. ფასის ცვლილებები პერიოდულად განახლდება, თუმცა როგორც გაერთიანებაში განმარტეს, მთავარი ისაა, რომ სისტემა საშუალებას იძლევა, თვალსაჩინო იყოს ბრენდებს შორის ფასთა განსხვავება, რაც პრაქტიკულად არ იცვლება. აღსანიშნავია, რომ ერთიდაიგივე შემადგენლობის წამლებს შორის ფასთა სხვაობა 900-1000% (ათასი)-ით მერყეობს სხვადასხვა ბრენდებს შორის. რაზეც არაერთი კვლევა მეტყველებს. ამ ეტაპზე ეს არის ხელმისაწვდომი ყველასთვის”, – ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

---

 

12.11.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/nanuashvili---minimaluri-xelfasis-daweseba-pirvel-rigshi-dabalkvalificiur-mushaxels-daazaralebs/43482/

ნანუაშვილი - მინიმალური ხელფასის დაწესება პირველ რიგში დაბალკვალიფიციურ მუშახელს დააზარალებს

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესასოციაციების, პროფკავშირებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ავტორების მონაწილეობით მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდგომ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) იურისტმა ნიკა ნანუაშვილმა ისაუბრა იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც ორგანიზაციის შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივაში კვლავ რჩება. ნანუაშვილის თქმით, მინიმალური ხელფასის საკითხი, ზეგანაკვეთური მუშაობის შესახებ, კონტრაქტის გაფორმების წესების შესახებ, სტაჟიორთა აყვანის წესების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაში არსებული ჩანაწერები მიღების შემთხვევაში მთლიანად საქართველოს ბიზნესზე და მის დასაქმებულებზე განსაკუთრებით მძიმე ეფექტს მოახდენს. ყველაზე მეტად პრობლემა დაბალკვალიფიციური და დამწყები მუშა-ხელისთვის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის წარმოიშვება. “ჩვენ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოთხ შეხვედრამდე გვქონდა, ამ კანონპროექტის ავტორებთან და მხარდამჭერებთან. ჩვენ თითქმის ყველა საკითხზე ვისაუბრეთ, ავუხსენით ჩვენი შენიშვნების არსი. ამ საკანონმდებლო ინიციატივამ განიცადა გარკვეული ცვლილებები, რაც ცალსახად მისასალმებელია, თუმცა, ჩვენი აზრით, რჩება მთელი რიგი მნიშვნელოვანი პრობლემები ამ პროექტში. მაგალითად, პრობლემებს შორის არის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ლიმიტირება. კვირაში ზეგანაკვეთური სამუშაო დრო არ შეიძლება აღემატებოდეს 8 საათს. ეს ცალსახად პრობლემაა. ეს პრობლემაა არამხოლოდ ჩვენნაირი ქვეყნისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, სადაც დირექტივის ამ წესიდან არის გამონაკლისები გათვალისწინებული. ასეთი გამონაკლისები ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 18 ქვეყანაში მოქმედებს. შესაბამისად, ჩვენ რაღაც სიახლეს და ექსკლუზიურ გამონაკლისს საქართველოსთვის არ ვითხოვთ. არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დაკავშირებულია ვადიანი შრომის ხელშეკრულების დადებასთან იმგვარად, რომ კომპანიას არ მოუწიოს ყველა თანამშრომლისთვის უვადო ხელშეკრულებების დადება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე ევროდირექტივის ჩანაწერი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც შეიძლება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ასეთი ვადიანი ხელშეკრულებები დაიდოს. ეს არის დღევანდელ შრომის კოდექსში. მნიშვნელოვანი პრობლემაა ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ანაზღაურების საკითხი. პროექტის დღეს არსებული ვერსია ითვალისწინებს, რომ ეს უნდა იყოს სულ მცირე 125% სამუშაო დროის ანაზღაურების, რაც ასევე პრობლემაა, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს საერიოზულ გადახედვას შრომის ორგანიზების მიმართულებით. ამას შეიძლება მოყვეს ან ხელფასების, ან კადრების შემცირება. პრობლემა არის ასევე სტაჟირების მიმართულებით, თუმცა ამ კუთხით, ისიც უნდა ითქვას, რომ გარკვეული წინსვლაც გვაქვს", - აცხადებს ნიკა ნანუაშვილი. მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი არის მინიმალური ხელფასის ცნების შემოტანის და შემდგომში მინიმალური ხელფასის განსაზღვრის საკითხი. "ეს ჩვენი ღრმა რწმენით და იმ გამოცდილებით, რაც სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ ამ მიმართულებით, იმ ქვეყნებისა, ვინც ჩვენს მსგავს სიტუაციაში იმყოფებოდნენ თავიანთი ეკონომიკური განვითარებით, ამ ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მინიმალური ხელფასი კარგს არაფერს მოუტანს და ის მხოლოდ აზიანებს პირველ რიგში მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დაცვა, ანუ ეს არის დაბალკვალიფიციური და დამწყები მუშახელი. დიდი იმედი გვაქვს, რომ კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებამდე უფრო დაიხვეწება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა, რომ ამის იმედი გვქონდეს და გვაქვს იმედი, რომ დიდწილად ასახული იქნება ის შენიშვნები, რაც ჩვენ გამოვთქვით ამ პროექტის მიმართ,” - აცხადებს ნიკა ნანუაშვილი. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ინიციატივები შრომის კოდექსთან მიმართებით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობის მოდელს პრაქტიკულად სრულად ცვლის და მას მთელ რიგ ახალ ჩარჩოებში აქცევს, კონკრეტული საკითხების (მინიმალური ხელფასი, ზეგანაკვეთები, კონტრაქტების ვადიანობა) რეგლამენტირების შემთხვევაში, ქვეყანაში სამუშაო ძალის ღირებულება საგრძნობლად გაიზრდება, ეს კი თავის მხრივ გაზრდის ბიზნესის ხარჯებს, რასაც შესაძლოა დაბალანაზღაურებადი ადამიანების გათავისუფლება, არაფორმალური სექტორის გაფართოება, მომავალში ხელფასების ზრდის ტემპის შენელება და უმუშევრობის ზრდა მოჰყვეს. მუხლი 24. სამუშაო დროის ხანგრძლივობა 1. ნორმირებული სამუშაო დრო არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, როდესაც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების ქვეშ და ასრულებს თავის საქმიანობას ან მოვალეობებს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო. 2. დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს. 3. შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. მუხლი 27. ზეგანაკვეთური სამუშაო 4. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით არანაკლებ შრომის ანაზღაურების ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125 პროცენტისა. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდგომ გადასახდელ ყოველთვიურ ანაზღაურებასთან ერთად.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

13.11.2019

მედისაშუალება:      რეზონანსი

საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილე კლინიკებს ფასებს სახელმწიფო დაუწესებს

ერთიანი ტარიფები სამედიცინო მომსახურეობაზე - ამიერიდან სახელმწიფო ერთნაირ ფასს გადაუხდის ყველა კლინიკას, რომელიც ჩართული იქნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. სპეციალისტთა აზრით, სერვისების გათანაბრება სწორი ნაბიჯი არ არის, რადგან შესაძლოა, ზოგიერთი კლინიკამ ვერ გაუძლოს და დაიხუროს ანდა ჩამოყალიბდეს სქემა, რომლის მიხედვითაც მედპერსონალის ხელფასს შეუმცირებს, ხოლო მომსახურების ხარისხს დაბლა დასწევს. ერთიანი ტარიფი თავდაპირველად რეანიმაციის და კარდიოლოგიური ქირურგიის სერვისში ამოქმედდა და მალევე ნელ-ნელა ყველა მიმართულებას მოიცავს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ტარიფის დადგენა, სავარაუდოდ, 10 ყველაზე მოთხოვნად სერვისზე მოხდება. კლინიკების ადეკვატური დატვირთვის პირობებში კი, არანაირი საფრთხე მომსახურების ხარისხისა და მიწოდების თვალსაზრისით არ არსებობს. „ყველა მიმართულების ანალიზი ასე მალე ვერ მოხერხდება, გარკვეული დრო სჭირდება ტექნიკური სამუშაოების შესრულებას, რათა სხვადასხვა ანალიზი ჩატარდეს. ამიტომ ტარიფის დადგენა ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად მოხდება, შეიძლება თავიდან 10 ყველაზე მოთხოვნად სერვისზე მოხდეს ტარიფის დადგენა. აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ ფასების დაკლებაზე არაა საუბარი. კარდიოქირურგიის შემთხვევაში ტარიფები დაკორექტირდა და გათანაბრდა. ამ გასაშუალობულ ფასთან შედარებით ზოგირთი კლინიკის ტარიფი მეტია და ზოგის - ნაკლები. ისე არ არის, რომ ყველა შემთხვევაში დაფინანსების მოცულობა ცალსახად შემცირდა“, - განუცხადა "კომერსანტს" თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის სამინისტრო ერთიანი ტარიფის შემოღებით, უზარმაზარი ხარჯების როგორღაც შეამცირებას ცდილობს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ გზით, არ მოხდეს ხარისხის გაუარესება. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ოპტიმისტურ პროგნოზს ვერ აკეთებენ. დოქტორი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ერთიანი ტარიფის შემოღებამ, შესაძლოა, გარკვეული სახის პრობლემები გამოიწვიოს, რასაც ორი შედეგი მოჰყვება: ან ზოგიერთი კლინიკა დაიხურება, ანდა შემუშავდება სქემა, რომლის მიხედვითაც, ხელფასებს ჩამოაჭრიან მედპერსონალს ანდა გაუარესდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი. "ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ტარიფის გათანაბრება სწორად არ მიმაჩნია, რადგან არ შეიძლება ამა თუ იმ მომსახურებას თბილისსა და რომელიმე რეგიონში ერთი და იგივე ღირებულება ჰქონდეს. კონკრეტულ ადგილზე სერვისის თვითღირებულება სხვადასხვაგვარია და რატომ უნდა მოხდეს ამის გათანაბრება, გასარკვევია. გასაგებია, რომ სამინისტრო ხარჯების შეკვეცას ცდილობს, მაგრამ ყურადღება მისაქცევია, რომ ამან არ გამოიწვიოს ხარისხის კიდევ უფრო დაცემა, რადგან არ ვიცით რა ზღვარზე გათანაბრდება ეს ტარიფები, იქნება დაბალ, საშუალო თუ მაღალ ნიშულზე. შეუძლებელია ერთი და იგივე სერვისი ერთნაირი ფასი ღირდეს თბილისის ცენტრალურ უბანში არსებულ საავამდყოფოში და რეგიონის, რომელიღაც კლინიკაში. რამდენიმეთვიანი დავალიანების ფონზე, ტარიფების გათანაბრება, კლინიკას კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩააგდებს და ეს მისი ფაქტობრივი დახურვის საფუძველი გახდება. ამიტომ ზოგიერთ ადგილას შესაძლოა, გარკვეულ დარგში სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელი გახდეს. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 6-8 თვის დავალიანებები აქვს და შესაბამისად, პირველ რიგში, საჭიროა ვალი გადაიხადოს და ამის შემდეგ მოხდეს ტარიფების გათანაბრება. კიდევ ერთი მომენტია - ეს ხომ არ ხდება იმისთვის, რომ მსხვილი მოთამაშეები ბაზარზე მეტად გაბატონდენენ და მონოპოლისტებად იქცნენ, ხოლო საშუალო და წვრილი სამედიცინო დაწესებულებები საერთოდ გაქრნენ ბაზრიდან? გამოდის, რომ კონკურენცია კიდევ უფრო შემცირდება. ფასების ზრდა გაგრძელდება, რადგან თუ რამდენიმე მოთამაშე დარჩება და კონკურენცია არ იარსებებს, იძულებული გავხდებით მომსახურება მივიღე გარკვეული მოთამაშისგან, მაგალითად, "ევექსი", "ავერსი" და ა.შ.", - განუცხადა "რეზონანსს" სერგო ჩიხლაძე. მისივე თქმით, ერთიანი ტარიფების შემოღება, პრობლემას ვერ გადაჭრის, რადგან სამედიცინო მომსახურება ისედაც ძვირდება. "საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების პირველ ხანებში კლინიკები თანხებს ბერავდნენ და მაშინ სამინისტრომ ეს ვერ გააკონტროლა. თუმცა, მოგვიანებით პრობლემა მოგვარდა და მსგავსი მოვლენები, ყოველ შემთხვევაში ასე მასობრივად, აღარ დაფიქსირებულა. ტარიფიკაცია ამას ვერ მოაგვარებს, რადგან სამედიცინო მომსახურება ისედაც ძვირდება. 5 წლის წინ გარკვეული პროცედურა სხვა თანხა ღირდა, დღეს - სხვა. ეს ასე იქნება, რადგან ბევრი რამ ეკონომიკასთან პირდაპირ ბმაშია, თუნდაც ლარის კურსთან. მსოფლიოშიც ასეთი ტენდენციაა, რომ სამედიცინო მომსახურება ძვირდება, მით უმეტეს ჩვენნაირი ეკონომიკის პირობებში. თუ ტარიფის დაწესება მოხდება იმაზე ნაკლების, ვიდრე რეალურად ეს მომსახურება ღირს, შესაბამისად, კლინიკა ან დაიხურება, ანდა მოხდა ხარისხის გაუარესება", - დასძინა ჩვენთან საუბრისას. ფაქტია, კლინიკები მაღალ გადასახადს აწესებენ, რის გამო ჯანდაცვის სამინისტრო დამატებითი ხარჯის გაღება უწევს ხოლმე. "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ საავადმყოფოების მიერ დიდი ოდენობით დახარჯული თანხის კონტროლირების მექანიზმად, ჯანდაცვის სამინისტროს ერთიანი ტარიფების დაწესება მიაჩნია, რაც მიზანს ვერ აღწევს. "ყველა საავადმყოფოსგან ერთი და იგივე ტარიფის გადახდა ნიშნავს, რომ ამ სქემიდან გარკვეული სამედიცინო დაწესებულებები გამოვარდებიან. გადამხდელი თბილისშიც და უშგულშიც იხდის ერთსა და იმავე ფასს. ჩემი აზრით, შეუძლებელია ასეთი სისტემა კონკურენციის გარეშე მუშაობდეს. რადგანაც კონკურენცია არ არის, ყველანი ერთიან ტარიფებს თანხმდებიან და შემდგომ დიაგნოზებს აყალბებენ, რადგან რაც შეიძლება ფული მეტი წაიღონ ბიუჯეტიდან. საავადმყოფოები დიდი რაოდენობით ფულს ხარჯავენ და სამინისტროს ამის კონტროლის მექანიზმად წარმოუდეგია ერთიანი ტარიფების დაწესება, მაგრამ ასეთი ნაბიჯი მიზანს ვერასდროს მიაღწევს. ხალხის ჯანდაცვის დაფინანსება იმას ნიშნავს, რომ მათ მისჩენ არჩევანი თავად შეიძინონ ბაზარზე მომსახურება. ეს ბაზარი აღარ არსებობს, ყველა ნორმალური მოთამაშე ან ბაზრიდან არის განდევნილი და როგორ შეიძლება სწორი ფასი დადგინდეს? ეს შეუძლებელი გამოდის" - აღნიშნა "რეზონანსთან" მეგრელიშვილმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6461239&name=13.11.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

13.11.2019

მედისაშუალება:      რეზონანსი

საქართველოში ექვს ექიმს საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა

საქართველოში 6 ექიმს საექიმო საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა. ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ განაცხადა. „კანონმდებლობის შესაბამისად, ცალკეული ექიმის საკითხი განხილული იყო სამედიცინო რეგულირების პროფესიულ საბჭოზე და რამოდენიმე ექიმს დროებით შეუჩერდა საქმიანობის უფლებამოსილება. ასევე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ექიმებს სამუდამოდ ჩამოერთვათ საექიმო საქმიანობის უფლება. ასეთი იყო 6 შემთხვევა, როდესაც ძალიან მძიმე, მათ შორის ლეტალურ შედეგთან გვქონდა საქმე“, - აღნიშნა კაპანაძემ. მისივე ინფორმაციით, 4 თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება შემოწმდა სალიცენზიო-სანებართვო პიორობებთან და ტექნიკური რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით, 100-ზე მეტი კლინიკა დაჯარიმდა, 7-ის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა და საქმე შესასწავლად სამართალდამცავ უწყებას გადაეცა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6461225&name=13.11.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

13.11.2019

მედისაშუალება:  მესინჯერი

500 საავადმყოფოს შემოწმების შედეგად 100-ზე მეტი დაჯარიმდა

4 თვის განმავლობაში შემოწმებული 500-ზე მეტი საავადმყოფოდან 100-ზე მეტი დაჯარიმდა, - ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგის შედეგების კომენტირებისას განაცხადა. როგორც ზაალ კაპანაძე აცხადებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი. უკვე 500-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება შემოწმდა სალიცენზიო-სანებართვო პირობებთან და ტექნიკური რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგის შედეგად 7 შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. „შედგენილია სამართალდარღვევის 117 ოქმი. არის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, რომლებიც უკავშირდება ხარისხის შიდა სისტემების მართვას, დეზინფექცია-სტერილიზაციას, სამედიცინო ნარჩენების მართავს და მსგავსი ტიპის დარღვევები გამოიკვეთა. იყო რამდენიმე დარღვევა ტექნიკასთან დაკავშირებით - როგორც იცით, სამედიცინო აღჭურვილობა არ უნდა იყოს 1997 წელზე გვიან გამოშვებული. დაჯარიმდა 100-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება. რაც შეეხება ჯარიმის მოცულობას, ჩვენ როდესაც ვამოწმებთ, ვაფიქსირებთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და შემდეგ უკვე სასმართლო ახდენს სანქცირებას ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის. 7 შემთხვევის შესწავლა სამართალდამცავებმა დაიწყეს. შემოწმების შედეგად იყო გარკვეული ნიშნები, რომლებიც სცილდებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაწილს. ასეთ შემთხვევაში კონკრეტული საკითხები შემდგომი შესწავლისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა“, - აღნიშნა კაპანაძემ. კითხვაზე, საგანგაშოა თუ არა ეს მაჩვენებლები, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებების მიერ შეთავაზებული მომსახურების ხარისხთან მიმართებით პრობლემები არსებობს, თუმცა საგანგაშო არაა. მისივე თქმით, საჭიროა მუშაობა როგორც თავად კლინიკების, ასევე შესაბამისი სახელმწიფო უწყების, როგორც მარეგულირებლის მხრიდან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6461430&name=13.11.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

--- ​