From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-13.01.2020
Received On : 13.01.2020 09:21

 

 

მედიამონიტორინგი 13.01.2020

 

ტელევიზია

13.01.2020                                    

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 09:00

ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზების გასაპროტესტებლად დღეს აქცია იგეგმება სამინისტროსთან. მოძრაობა "შეცვალეს" წევრები სხვა სამოქალაქო აქტივისტებთან, ექიმებსა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად იმ კონკრეტული პროგრამების ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვენ, რომლებმაც საკუთარი ფუნქცია ვერ შეასრულეს. აქტივისტების შეკრების ერთ-ერთი მიზეზი სახელმწიფო აუდიტის ორი დღის წინანდელი დასკვნაა. როგორც გაირკვა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციართა მკვეთრად შემცირებული მომართვიანობის გამო 500 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6619486

--- 

 

13.01.2020                                    

არხი:  მთავარი არხი

გადაცემა:   მთავარი ამბები 12:00

ცე ჰეპატიტის  სკანდალის შემდეგ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი გაუჩინარებულია. დავით სერგეენკო არც სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც კამერების წინ ჩნდება. ცოტახნის წინ მთავარმა არხმა ექსმინისტრის მეუღლე ჩაწერა, რომელიც ამბობს, რომ არ იცის სუს-ში მიმდინარე გამოძიების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, სუსი იძიებს ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების ცე ჰეპატიტის წამლის ნაგავში გადაყრის საკითხს. ერთ-ერთი ვერსიით გამოძიება იმასაც სწავლობს, გადიოდა თუ არა ამერიკის ნაჩუქარი მედიკამენტი არალეგალურად საქართველოდან მესამე ქვეყნებში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6619952

---

 

13.01.2020                                    

არხი:  მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 10:00

გრიპისა და გრიპისმაგვარი ინფექციის დიაგნოზით კლინიკებში მიმართვიანობა კვლავ მაღალია. იაშვილის კლინიკაში გრიპის დიაგნოზით 68 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის პედიატრის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. 2. გრიპის ვირუსის გამო სკოლებში, ბაღებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გადადების აუცილებლობა არ არსებობს. ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც სპეციალური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს უნდა შეჩერდეს თუ არა სასწავლო პროცესი, მკვეთრად დაბალია. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ მიმართვიანობა და ჰოსპიტალიზება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბევრად ნაკლებია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6619583

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6619571

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6619692

---

 

13.01.2020                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:   საქმიანი დილა

მაყურებელმა კარგად უწყის ჩვენი დამოკიდებულების შესახებ სახელმწიფოს არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე, მეტწილად მის დაფინანსებასთან დაკავშირებით. კლინიკების მიმართ დიდი დავალიანების მქონე ბიუჯეტი 2020 წელს საბოლოოდ ამბობს უარს დაფინანსების გარანტირებულ ძველ მოდელზე, რომელიც ისედაც არცთუ რთულად იყო განჭვრეტადი, რომ ადრე თუ გვიან დასრულდებოდა. წამყვანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა და ეკატერინე ტიკარაძის უწყება სელექციური კონტრაქტირების თემაში სადაზღვევო კომპანიების მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს. ჯანდაცვის სისტემამ გასულ კვირას მორიგი დარტყმა მიიღო და მგონი, პირდაპირ ვერა, მაგრამ ირიბად ამაშიც მედია დაადანაშაულეს. თემა ეხება ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასა და მის მიმდინარეობას. ამ მკურნალობისთვის საჭირო მარაგების სწორად მართვაზე კრიტიკული დასკვნა 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით დადო სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. აუდიტის სამსახური ხარვეზებთან ერთად მიუთითებს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი მედიკამენტების ვადის გასვლის გამო ჩამოწერაზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6619381

---

 

13.01.2020                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:   საქმიანი დილა

C ჰეპატიტის სამკურნალო 561 მილიონი ლარის მედიკამენტს ვადა გაუვიდა -როგორც აუდიტის სამსახურის 2020 წლის 10 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, ეს მონაცემები 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ვითარებას ასახავს. აუდიტის მიხედვით, ვადაგასულ მედიკამენტებს შორისაა C ჰეპატიტის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტები, რომელსაც საქართველო მწარმოებელი ამერიკული კომპანიისგან უსასყიდლოდ იღებს. ჯანადცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშებზე, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგაგასული ემდიკამენტი აქვს ასახული, რომელიც მკურნალობის შემთხვევაში 2300-მდე ადამიანს ეყოფოდა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ვადაგასულ მედიკამენტებს შორის არის ის თანამედროვე მედიკამენტები, რომლებსაც საქართველო ამერიკული მწარმოებელი კომპანიებისგან უსასყიდლოდ იღებს. ჯანდაცვის სამინისტრო 2015-2018 წლებში ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 60 000 ადამიანის ჩართვას გეგმავდა, თუმცა მკურნალობაში თითქმის 18 000-ით ნაკლები პირი ჩაერთო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618101

---

 

12.01.2020                                    

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

გრიპის ვირუსის სტატისტიკა ისევ იმატებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ახალი მონაცემები მიმდინარე კვირას ცნობილი იქნება, თუმცა მანამდე კლინიკებში აცხადებენ, რომ მიმართვიანობამ იანვარში მოიმატა. დინამიკა იზრდება, როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე ბავშვთა კლინიკებში. იაშვილის საავადმყოფოში ყოველდღიურად საშუალოდ 80-მდე არასწრულწოვანი შეყავთ. მომატებულია ჰოსპიტალიზაციის რაოდენობაც. მედიკოსების თქმით, სტატისტიკის მატების მუხედავად, გართულებები არ არის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6619301

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6619341

---

 

12.01.2020                                    

არხი:  იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 17:00

სკოლებში, ბაღებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გადადების საჭიროება არ არსებობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ რომ ინდიკატორები, რომლითაც საბჭო გადაწყვეტილებას იღებს, უნდა შეჩერდეს თუ არა სასწავლო პროცესი, მკვეთრად დაბალია და ამის აუცილებლობას არ იძლევა. ამირან გამყრელიძის თქმით მიმართვიანობა და ჰოსპიტალიზება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბევრად ნაკლებია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6619102

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6619016

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618852

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618648

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618618

---

 

12.01.2020                                    

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 12:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რისკჯგუფებისთვის განკუთვნილი გრიპის ვაქცინის ოთხი ათასი დოზა სტრატეგიულ მარაგშია. ამირან გამყრელიძე, ორსულებსა და დიაბეტით დაავადებულ პირებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მისივე განცხადებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია. მიმართვიანობა იაშვილის კლინიკაში, ბოლო დროს არ გაზრდილა. სამედიცინო დაწესებულებას დღეში საშუალოდ, 60-80 პაციენტი მიმართავს და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის განცხადებით, მოქალაქეთა უმრავლესობა მკურნალობას სახლში განაგრძობს, რადგან რაიმე ტიპის გართულებას ადგილი არ აქვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618666

---

 

11.01.2020                                    

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

ცე ჰეპატიტის მკურნალობისთვის გამოყიფილი გამოყიფილ ძვირადღირებულ მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, საიდანაც ირკვევა, რომ პრეპარატების ღირებულება ნახევარ მილიარდ ლარზე მეტია. აღნიშნულ თემაზე სასაუბრით გადაცემის სტუმარია ამირან გამყრელიძე (მეორე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618460

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618460

I არხი -მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618496  

მთავარი არხი -მთავარი ამბები 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618524

ფორმულა-ფორმულა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618495

ტვ პირველი- ახალი ამბები 22:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618542

რუსთავი 2 -კურიერი 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618510  

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618473

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618441

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618425

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618383

მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618367

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618321

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618278

მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618239

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618224

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618132

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618131

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618093

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6617934                                                  

მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6617878

---

 

11.01.2020                                    

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

სეზონური გრიპის ვირუსი. გრიპის ვირუსით ინფიცირებულმა პაციენტებმა თვითმკურნალობისგან თავი უნდა შეიკავონ და სპეციალისტებს მიმართონ - ეს არის ექიმების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, გრიპს გარკევული გართულებები მოჰყვეს, მათ შორის ფილტვების ანთება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618522

მთავარი არხი -მთავარი ამბები 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618531

---

 

11.01.2020                                    

არხი:  ფორმულა

გადაცემა:   ფორმულა ნიუს 20:00

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ გრიპის საწიააღმდეგო ვაქცინის მარაგი ქვეყანას აქვს. ამირან გამყრელიზე ამბობს, რომ პრეპარატი რის ჯგუებისთვის არის გათვლილი და ორსულებსა და დიაბეტით დაავადებულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით, შარშანდელისგან განსხვავებით წელს გრიპის ვირუსის მხრივ უფრო მშვიდი ვითარებაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618508

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618374

---

 

11.01.2020                                    

არხი:  ფორმულა

გადაცემა:   ფორმულა ნიუს 20:00

ღვიძლის გადანერგვის შემდგომ მისაღები პრეპარატი პაციენტებს აღარ მიეწოდება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618494

---

 

11.01.2020                                    

არხი:  მთავარი არხი

გადაცემა:   მთავარი ამბები 21:00

თბილისი, რომელიც სიკვდილის ქალაქად იქცა. საერთაშორისო კვლევის კატასტროფული შედეგები. ჰაერის დაბინძურებით და გარდაცვლილთა მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. თბილისში სადაც თითქმის ყოველდღიურად მცირდება მწვანე ნარგავები კატასტროფული რაოდენობით იზრდება ყველაფერი, რამაც შეიძლება ჰაერის დაბინძურება გამოიწვიოს. გამონაბოლქვით დაწყებული ღია მშენებლობებით დასრულებული. ეს კი უმძიმეს დაავადებებს და შესაბამისად სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდას იწვევს. რა კეთდება ქვეყანაში სტატისტიკის ამ მაჩვენებლის შესაცვლელად?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6618533

---

 

 

ინტერნეტი

13.01.2020

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/ramdenime-wlit-adre-unda-dagvewyo---ras-fiqrobs-akaki-zoidze--520-e-dadgenilebaze-/46857/

„რამდენიმე წლით ადრე უნდა დაგვეწყო“ - რას ფიქრობს აკაკი ზოიძე 520-ე დადგენილებაზე

„ჩემს თავს, პირველ რიგში, შემიძლია ეს პრეტეზია წავუყენო, რომ საკმარისი ძალისხმევა არ მივმართე ანაზღაურების მეთოდების დროულად შეცვლის დაწყებისკენ“ - ასე პასუხობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ექს-დეპუტატი და უკვე ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე 520-ე დადგენილების ამოქმედებასთან დაკაშირებით დასმულ კითხვას, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის რიგ მომსახურებაზე ტარიფები გათანაბრდა. „საქმიან დილაში” აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ პროცესი და პრინციპები სწორია, თუმცა ის დაგვიანებულად ხორციელდება. მისივე შეფასებით, რეფორმის დისკრედიტაცია არ უნდა მოხდეს და პროცესი საბჭოს მუშაობის პირობებში პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. „2017 წელს ჩვენ შევიმუშავეთ ჯანდაცვის სისტემის დოკუმენტი, რომელსაც ბევრი არ იცნობს, მაგრამ იქ პირდაპირ წერია ის ნაბიჯები, რასაც დღეს ახორციელებს სამინისტრო, ოღონდ ეს ნაბიჯები უნდა დაგვეწყო რამდენიმე წლით ადრე. სიმპტომები რომ გამოვლინდება და მერე რომ მიდიხარ ცე ჰეპატიტის მსგავსად, ესაა პრობლემა. წლებია მიდის საუბარი ხარჯვასთან მიმართებით, დეფიციტთან მიმართებით, დაგვიანებასთან მიმართებით, რესურსთან მიმართებით... ჩემს თავს, პირველ რიგში, შემიძლია ეს პრეტეზია წავუყენო, რომ საკმარისი ძალისხმევა არ მივმართე გნებავთ გუნდის შიგნით, გნებავთ - გარეთ, გნებავთ - პოლიტიკურ თუ გნებავთ - ტექნიკურ პლატფორმაზე და არ ჩავდეთ ინვესტიცია იმაში, რომ დროულად დაგვეწყო ეს პროცესები, რასაც ანაზღაურების მეთოდების შეცვლა ჰქვია. ამ სისტემას რა პრობლემაც აქვს, ეს არის რაციონალურად მოხმარება. პროცესი და პრინციპები სწორია, ოღონდ ახლა ხორციელდება დაგვიანებულად და გაცილებით ნაკლები მომზადების პირობებში, რაც სჭირდებოდა, იმიტომ რომ ტექნიკურად ურთულესი რეფორმაა. ეს არის პირველი ნაბიჯი იმასთან შედარებით, რაც მანდ ჩასატარებელია. მივესალმები, რომ საყოველთაო ჯანდაცვის საბჭო შეიქმნა, სადაც შევლენ უცოხელი ექსპერტები, კლინიკები და რეალურად დიდი იმედი მაქვს, რომ გამჭვირვალე იქნება პროცესი, რადგანაც მისი დისკრედიტაცია არ შეიძლება”, - განაცხადა ზოიძემ. მისივე თქმით, დღეს მომხმარებლის კონტროლი არსად არ არის და ამის გამოა პრობლემები საბიუჯეტო დეფიციტთან დაკავშირებით. „პარლამენტის 2017-2030 წლის ხედვაში წერია რა და როგორ არის გასაკეთებელი. იმედი მაქვს, პროცესი ჩადგება ისეთ კალაპოტში, რომ ამდენი უკმაყოფილო არ იქნება”, - განაცხადა კაკი ზოიძემ.

---

 

12.01.2020

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/vicodit-rom-djandacvis-ministrs-guls-ver-avuchuyebdit-premieris-chartulobit-klinikebtan-shexvedrebi-mimdinareobs

520-ე დადგენილების შედეგი-„მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კომპანიები ბაზარს ტოვებენ და პაციენტებს რიგ გეგმიურ სერვისებზე უარს ეუბნებიან“

პრემიერ-მინისტრის ჩართულობის შემდეგ გააქტიურებული ჯანდაცვის სამინისტრო, 520-ე დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ექიმებთან სისტემატიურ შეხვედრებს მართავს. როგორც კლინიკების წარმომადგენლები „კომერსანტთან“ აცხადებენ, ჯანდაცვის სამინისტრო მათი მოთხოვნების განხილვას არ აპირებდა, თუმცა, ამ ეტაპზე ექიმებს იმედი იმისა, რომ ერთიანი ტარიფების სისტემა კლინიკებისთვის ისეთი მძიმე აღარ იქნება როგორც ბოლო 2 თვის მანძილზე, ნამდვილად აქვთ. შეწყვეტილი გეგმიური ოპერაციები და მედიკოსებისთვის შემცირებული ხელფასი-ეს № 520-ე დადგენილების ამოქმედების შედეგებია. ჰოსპიტალურ სექტორში შექმნილი რთული ვითარების გამო კლინიკები აქტიურად ფიქრობდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლაზე. „ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც ზემოდან გვიყურებდა და საუბარიც არ სურდა მედიკოსებთან, გიორგი გახარიას მითითებების შემდეგ გააქტიურებულია.მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას არ აქვს ერთი დღე ნამუშევარი კლინიკაში და მინისტრის მოადგილედ დანიშნა, ამის გამო აქვს 520-ე დადგენილებას ამდენი ხარვეზი. კლინიკების მოსაზრებები თავიდანვე რომ ყოფილიყო გათვალისწინებული და 10 დღეში არ შესულიყო ეს დადგენილება ძალაში, სამინისტრო ექიმების წყრომას არ გამოიწვევდა. მინისტრთან შეხვედრის რამდენიმე მცდელობა გვქონდა, მაგრამ უგულებელყოფილ იქნა, 2019 წლის დეკემბერში სანამ პრემიერ-მინისტრი არ შეგვხვდა, რომელმაც გვითხრა, რომ ფასები გადაიხედება. ჩვენ გათანაბრების წინააღმდეგი არ ვიყავით, 2013 წლამდე გახსნილი კლინიკები ვმუშაობთ დაბალი ტარიფებით, 2013-ის შემდეგ გახსნილები კი ისე მრავლებიან, როგორც წვიმის შემდეგ სოკოები და ითვისებენ სახელმწიფო ფულს. ინგლისის ბიუჯეტი ვერ გაუძლებდა იმ უნამუსობას, რასაც ჩადიოდნენ ჩემი კოლეგები, ახლად გახსნილი კლინიკები“ - ამბობს კლინიკა „გულის“ გენერალური დირექტორი, ანზორ მელია. მისი განცხადებით, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კომპანიები ბაზარს ტოვებენ და 520-ე დადგენილების ამოქმედების გამო პაციენტებს რიგ გეგმიურ სერვისებზე ხშირად უარს ეუბნებიან. „ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრისას გამოგვიცხადა - „ვიცოდი პრემიერს გულს აუჩუყებდითო, მაგრამ მე ვერ ამიჩუყებთო. ფასების გათანაბრება კლინიკებისთვის აუცილებელი იყო, მაგრამ გაბუნიას და ახლადდანიშნული მინისტრის დონეზე ეს რომ გადაწყდა, ამან ფაქტობრივად გაგვაჩერა. გეგმიურ ოპერაციებს ახლა ვერ ვაკეთებთ, თუ მაშინ 20 ოპერაციას ვაკეთებდით, ახლა 5 და 6 -ს თუ ჩავატარებთ. მაღალტექნოლოგიური ფირმები აპირებენ საქართველოდან გასვლას. ჩვენ ვუთხარით პრემიერს, რომ გადაიხედოს ფასები , ხოლო მანამდე ექიმებისთვის ჰონორარის დაწესების უფლება მოგვცეს. ექიმს, რომელსაც აირჩევს ავადმყოფი, აქვს ჰონორარი - ორ დღეში პრემიერმა შეასრულა ეს მოთხოვნა და დაუშვა ჰონორარები. ამ ჰონორარს ხელფასებზე გადავანაწილებთ. ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს, რომ ჰონორარების ოდენობაზე მივაწოდოთ ინფორმაცია - კომუნისტურ ეპოქაში გვაბრუნებენ აშკარად, კერძო კლინიკა რა ჰონორარს იღებს რატომ უნდა იცოდეს სამინისტრომ. თუ ავადმყოფს არ უნდა ჰონორარის გადახდა, ვეუბნებით, რომ მიმართეთ „ევექსს“, რომელსაც სახელმწიფო და თვითონ ივანიშვილი კურირებს. რას ფიქრობს ეს მთავრობა, რატომ გვაბუნტებს? რატომ გვაიძულებენ რომ მათ წინააღმდეგ გამოვიდეთ.რომ არ გააქტიურებულიყვნენ ქუჩაში გავიდოდით თეთრი ხალათებით და დავტოვებდით ამ პროგრამას.“ - ამბობს ანზორ მელია. როგორც ცნობილია, სამედიცინო სფეროს მრავალი წარმომადგენლის, სფეროს ექსპერტების და ათეულობით კლინიკის პროტესტის მიუხედავად, 21 ნოემბერს ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება. რომელიც კლინიკებს ერთიან სატარიფო გეგმას უწესებს.

---

 

12.01.2020

მედიასაშუალება:  http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=114249

ბექა სივსივაძე ზურაბ ჭიაბერაშვილს: შე ჭიანო ჰეპატიტო, ერთი რეფორმა თუ მაინც განახორციელე, როცა ჯანდაცვის მინისტრი იყავი?

ჟურნალისტი ბექა სივსივაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: „უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც ჩართული იყო ამ სქემაში და საშვილიშვილოდ მადლიერები არიან, რადგან C ჰეპატიტის პროგრამა იყო უაღრესად წარმატებული, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს მოაბრუნებს სააქაოს! ამის პარალელურად მოექსპერტო მასა და განსაკუთრებით არშემდგარი ფილოსოფოსი, ნაჯანდაცვარმინისტრალი ზურაბ ჭიაბერაშვილი მჭმუნვარე სახით გვმოძღვრავს, აქაოდა, C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მიზეზი გაუმართავი მენეჯმენტიაო. შე ჭიანო ჰეპატიტო, ვიდრე ამ პროგრამაზე რამეს იტყვი, ერთი რეფორმა ან რაიმე სასიკეთო ცვლილება თუ მაინც განახორციელე, როცა ჯანდაცვის მინისტრი იყავი? ფაქტია და გვერდს ვერავინ აუვლის იმ ფაქტებს, რომ მინისტრი სერგეენკო ყველა ტელევიზიით ამ საკითხზე საუბრობდა და სახელმწიფომ სრულყოფილი პიარ-კამპანია აწარმოა ამ პროგრამის თაობაზე. ვინმე იცით, რომ მივიდა და პროგრამის არსებობა დაუმალეს, მედიკამენტები არ მისცეს ან უარი უთხრეს მკურნალობაზე? ხომ ნამდვილად უფასოა და გამარტივებულია პროგრამაში მოხვედრა? აბა, რა უნდა ექნა სახელმწიფოს-ძალით მიეყვანა ბენეფიციარები სამკურნალოდ? ოფიციალური მონაცემებით პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობა დაიწყო დაახლოებით 60 000-მა და დაასრულა 55 000-მა პირმა. მკურნალობის დაწყებამდე ინფიცირებულ პაციენტს სრული დიაგნოსტიკური კვლევისათვის საკუთარი ჯიბიდან გარკვეული თანხის გაღება უწევდა, თუმცა მალევე ამ მინიმალური თანხის სრული ანაზღაურება ისევ სახელმწიფომ აიღო საკუთარ თავზე. მოკლედ, ტიპები ოღონდ ტელეეთერში მოხვდნენ და მზად არიან ყველა სისულელე მიიწერონ. ეტყობა გასაპროტესტებელი თემები შემოელიათ, თორემ საკუთარ ოჯახის წევრებს და ნათესავებს მაინც რას ეტყვიან, რომლებიც ამ პროგრამის წყალობით განიკურნენ?“ - წერს სივსივაძე.

---

 

12.01.2020

მედიასაშუალება:  http://sknews.ge/index.php?newsid=25493

ამირან გამყრელიძე - 4 000 დოზა გრიპის ვაქცინა სტრატეგიულ მარაგში გვაქვს

დავადებათა კიონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში გრიპის ვირუსთან საბრძოლველად ქვეყანას ვაქცინის 4 000 დოზა აქვს, როემლიც რისკ ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი. ამირან გამყრელიძე - 4 000 დოზა გრიპის ვაქცინა სტრატეგიულ მარაგში გვაქვს ამის შესახებ გამყრელიძემ 11 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ვაქცინის სტრატეგიული მარაგი ქვეყანას აქვს, დღევანდელი რიცხვით 4 000 დოზა სტრატეგიულ მარაგში გვიდევს, რომელიც არის განკუთვნილი რისკ ჯგუფებისთვის. რისკ ჯგუფებს ყოველდღიური ჩემი გამოსვლისას ვთხოვ, განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს, ვთხოვ, მობრძნადით, დაბრკოლება არ არის. ასევე ვთხოვ დიაბეტიანებს, მობრძანდნენ პოლიკლინიკაში და აიცრან" – განაცხადა გამყრელიძემ მისივე განმარტებით, გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. „გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, წინა სეზონთან მიმართებით უფრო მშვიდად ვართ. რა თქმა უნდა, ზამთარია და ზამთარში გრიპი ყოველთვის არის. თუ შევადარებთ წინა სეზონს, რადგან ახლა მოსახლეობის 80%-ში ცირკულირებს და პრევალირებს B ტიპის გრიპის ვირუსი და ის ხასიათდება შედარებით მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობით, ამიტომ წელს ჯერჯერობით უფრო მშვიდი სეზონია, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში. წინა კვირას ჩვენ გვქონდა ახალი შემთხვევები 100 000 მოსახლეზე 191 და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 22%, როცა შარშან ამ დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ანალოგიურ კვირაში 42% გვქონდა". გამყრელიძის თქმით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მზარდი პიკი ქვეყანაში დეკემბრის ბოლო სამი კვირა იყო, თუმცა ამ პიკმა გადაიარა.

---

 

12.01.2020

მედიასაშუალება:  https://for.ge/view/178859/amiran-gamyreliZe-yvela-am-braldebas-udevs-mxolod-da-mxolod-politikuri-sarCuli.html

ამირან გამყრელიძე: ყველა ამ ბრალდებას უდევს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული

„ყველა ამ ბრალდებას უდევს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული" - განაცხადა ტვ „იმედის" ეთერში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, დღეს წამოყენებული ყველა ბრალდება საფუძველს მოკლებულია. „თუ ყველა ის ოპონენტი დაჯდება და გვექნება აკადემიური კამათი, მაგრამ მათ ეს არ შეუძლიათ, მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციებს აქვს ადგილი საზოგადოების დასაზაფრად. არ არის ეს საჭირო, რადგან ყველა ის ბრალდება რაც იყო წამოყენებული დღეს არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული. არცერთ სიტყვაში იქ სიმართლე არ არის" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, მისი თქმით, საწყის ეტაპზე იყო გარკვეული თანაგადახდა, 700-800 ლარის ფარგლებში, შემდეგ სამას ლარამდე ჩამოიწია, შარშანდლიდან კი სულ გაუქმდა. მისივე თქმით, ბარიერების შესახებ ჩატარებული სპეციალური კვლევის თანახმად, ეს არ იყო წამყვანი ბარიერი. „დინამიკა იყო ასეთი - 2015 წლის შემდეგ, პირველი ორი წელიწადი მოდიოდნენ ძირითადად ადამიანები, ვინც იცოდნენ რომ მათ ც ჰეპატიტი ჰქონდათ და ელოდნენ ასეთ გარღვევას მედიცინის ისტორიაში. მოხდა ეს გარღვევა და როცა სოფოსბუვირი და შემდგომ მისი განვითარების კიდევ ორი პრეპარატი საქართველოში მათთვის სრულად უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა, უამრავმა ადამიანმა ძირითადათ მძიმე ავადმყოფებმა იმკურნალეს პირველი ორი წლის განმავლობაში. ყველაზე მეტი ჩართვა გვქონდა 2016 წლის ზაფხულში, დაახლოებით სამი თვის განმავლობაში, როდესაც 3000 და ერთი თვე 4 000-მდე ახალი ავადმყოფი ჩავრთეთ. შემდგომ თანდათანობით დაიკლო და ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალო ჩართვის მაჩვენებელი არის დაახლოებით 800 დან 1200-მდე ანუ სადღაც 1000. ამიტომ გაანგარიშებები ხდება ამაზე. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამ ინდიკატორით, ანუ 100 000 ჩართული რაოდენობიდან ჩვენ იმ თორმეტ ქვეყანას შორის, რომელიც ელიმინაციის გზაზეა ყველაზე წინ ვართ. ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საქართველო შესაძლებელია გახდეს პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც დაამარცხებს ამ ვერაგ დაავადებას. 71 მილიონი ადამიანია ამ ინფექციით ინფიცირებული მსოფლიოში. ეს ქვეყნები წავიდნენ სწორედ ამ გზაზე და ჩვენ ყველაზე წინ ვართ. იმის მაგივრად, რომ ვიამაყოთ და ყველამ ერთად, რა თქმა უნდა ხარვეზები ასეთ უზარმაზარ მოძრაობაში შეიძლება იყოს და ალბათ არის კიდეც, მაგრამ ჯობია რომ ჩვენ ვიკამათოთ აკადემიურად და არა ამას მივუდოთ პოლიტიკური სარჩულები, რომ ეს ვერ აკეთებს ის ვერ აკეთებს, პროგრამა ჩავარდა" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ქვეყანაში დღეს დაახლოებით 16 000 ადამიანია დიაგნოსტირებული, ანუ, ანტიგენ დადებითია და არ მოდიან მკურნალობაში ჩასართავად. „ამ გადაცემების და ამ პოლიტიკური გამოსვლების შემდეგ ამ ადამიანებს ჩვენ კიდევ ვუბიძგებთ იმისკენ, რომ არ ჩაერთონ მკურნალობაში. დაახლოებით რამდენიმე წლის შემდეგ, მოგეხსენებათ ც ჰეპატიტს ჩუმ მკვლელს ეძახიან, იმიტომ რომ კლინიკური სიმპტომები არ აქვს, ადამიანებს არ აწუხებთ არაფერი. იმის მაგივრად რომ ერთმანეთს მივეხმაროთ, გამოვავლინოთ ეს ხალხი და ჩავრთოთ მკურნალობაში და მივცეთ საშუალება რომ არ დაემართოთ ისეთი ვერაგი გართულებები, რომლებიც ც ჰეპატიტს აქვს - ღვიძლის კიბო და ღვიძლის ციროზი, ასეთი სპეკულაციებით ვართ დაკავებული. ეს არ არის კარგი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ" - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

11.01

პია.ჯი- http://pia.ge/post/302236-amiran-gamyrelize-yvela-am-braldebas-udevs-mxolod-da-mxolod-politikuri-sarculi

---

 

12.01.2020

მედიასაშუალება:  https://for.ge/view/178858/amiran-gamyreliZe-560-milioni-es-ybadaRebuli-cifri-sinamdviles-ar-Seesabameba.html

ამირან გამყრელიძე: 560 მილიონი, ეს ყბადაღებული ციფრი სინამდვილეს არ შეესაბამება

560 მილიონი, ყბადაღებული ციფრი, სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს ციფრები მხოლოდ ზაფრავს საზოგადოებას და ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პროგრამას, რომლითაც საქართველო მოწინავე ქვეყანაა მთელს მსოფლიოში. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა , რომლებიც ელიმინაციის გზაზე არიან და პირველად, საქართველოს მედიცინის ისტორიაში ქრონიკული ინფექციური დაავადების ელიმინაცია ხდება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, მკურნალობაში 65 000 ადამიანია ჩართული და აქედან 58 000 მკურნალობა განკურნების 98,7 ეფექტური პროცენტით დაამთავრა. ,, პირველი პრეცენდენტია, როდესაც წამლის საშუალებით შეიძლება ქრონიკული ვირუსული დაავადების აღმოფხვრა და ეს გახლავთ ცე-ჰეპატიტი. 2013 წელს მედიცინაში მოხდა ძალიან დიდი გარღვევა და შეიქმნა უაღრესად ეფექტური პრეპარატი სოფოსბუვირი, რომლის განკურნების ეფექტი 95 %-ს სცილდება და ის 71 მილიონი ადამიანი, რომელიც დღეს მსოფლიოში ცე-ჰეპატიტით ცხოვრობს, ამ დიდი აღმოჩენის და გამოგონების დახმარებით განიკურნება. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ელიმინაციის გლობალური პროგრამა მიიღო, რომლის სამიზნეა 2030 წლისთვის ამ ადამიანების 90 % იქნეს გამოვლენილი, დიაგნოსტირებული და გამოკვლეული. საქართველო იმ 12 ქვეყანას შორისაა, რომელიც შეუდგა რთულ გზას და ხაზს ვუსვამ , ყველაზე მოწინავეა ანუ 100 000 სულ მოსახლეზე გადათვლით, ჩვენ გვაქვს ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლები ინფიცირებული ადამიანების აქტიური იდენტიფიკაციის - 4 - 5 წელიწადში, უკვე დღეისთვის მოზრდილი მოსახლეობის 62 პროცენტია გამოკვლეული, მკურნალობაში ჩართულია 65 000 ადამიანი და აქედან 58 000 დაამთავრა მკურნალობა განკურნების 98,7 ეფექტური პროცენტით. საქართველოს პროგრამა გახლავთ დღეს სამოდელო პროგრამა, მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის ქვეყანაში სასწავლო ტურების და გაცნობის მიზნით",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, საქართველოს ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი უსასყიდლოდ, უფასოდ გადაეცა და დიდი ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ყოველთვის ხდება გაანგარიშება ისე, რომ რაღაც დოზა შეიძლება ჩამოიწეროს. ,,პირველი პრეცენდენტია ასეთი ფართომასშტაბიანი ინტერვენციისა. არცერთ ქვეყანაში, ერთი დაავადების გამო მთელი მოსახლეობის გამოკვლევის და მკურნალობის პრეცენდენტი არ არის და ამ გზაზე რა თქმა უნდა სირთულეები არის. 560 მილიონი, ეს ყბადაღებული ციფრი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ხალხს ზაფრავენ ამ ციფრებით. ეს არის ტყუილი, რაზეც ლაპარაკია. ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში სოფოსბუვირის 2013 - 14 წელს არსებული ფასები, როცა სამთვიანი კურსი 80 000 დოლარი ღირდა ბაზარზე, ეს არ იყო მისი თვითღირებულება . საქართველოსთვის ეს წამალი გადმოცემულია უსასყიდლოდ, უფასოდ. აქ ბიუჯეტს არავითარი ზარალი არ მოსვლია, ხოლო ის 2000 ადამიანის სამკურნალო დოზა , რომელიც ჩამოიწერა იმიტომ, ეს არის დაახლოებით 3-4 % საერთო დანახარჯისა და საერთოდ დიდი ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ყოველთვის ხდება გაანგარიშება ისე, რომ რაღაც დოზა შეიძლება ჩამოიწეროს. მრავალჯერ მოვიყვანე მაგალითი შრატის, გველის ნაკბენზე .ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით 200-300 დოზას ვყიდულობთ, წლის განმავლობაში გვჭირდება 10, 15, 20 შეიძლება 30, მაგრამ დანარჩენი ჩამოიწერება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად 30 დოზა უნდა ვიყიდოთ იმიტომ, რომ ყველა რაიონში ყველა ქალაქში უნდა იდოს შესაბამისი დოზა გველის ნაკბენის საწინააღმდეგო შრატისა. თუ ადამიანს მოხდება ასეთი დაკბენა, მაგრამ არასდროს არ ხდება სრული გახარჯვა , ეს არის სტრატეგიული მარაგი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს. ასევეა სხვადასხვა მედიკამენტებიც, როცა იანგარიშება, მეტობით უდნა იანგარიშო მთავარია არ დაგაკლდეს და ის 560 მილიონი, რაც გამოქვეყნდა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, დღევანდელი სოფოსბუვირის ფასი ბევრად ნაკლებია. ეს ციფრები მხოლოდ ძაფრავს საზოგადოებას და უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის უფრო უმნიშვნელოვანეს პროგრამას და სადაც საქართველო მართლც ჩანს როგორ ყველაზე მოწინავე ქვეყანა მთელ მსოფლიოში. რატომ ვაკეთებთ ამას მე არ მესმის",- ამბობს ამირან გამყრელიძე

---

 

12.01.2020

მედიასაშუალება:  https://ipress.ge/new/gamqhrelidze-daavadebatha-kontrolis-tsentris-rekomendatsia-iqho-rom-stsavla-ar-gadaidos/

გამყრელიძე: დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია იყო რომ სწავლა არ გადაიდოს

ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “იმედთან” განაცხადა.ძირითადად ფასდება 2 ინდიკატორით. ეს გახლავთ გრიპი და გრიპის მსგავსი სიმპტომებით მიმართვიანობა ამბულატორიულ ქსელში. დღევანდელი რიცხვით-გასული კვირით, ეს არის 191, ასი ათას მოსახლეზე. ჩვენთვს, საქართველოსთვის, ეპიდემიურ ზღვრად არის განსაზღვრული 490 დან 500-მდე. დღეს, ეპიდსიტუაცია გახლავთ მართვადი. არცერთი კომპონენტი და ინდიკატორი არ არის ზღვრულ მაჩვენებლთან მიახლოებული. ამიტომ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია იყო რომ სწავლა არ გადაიდოს და არ გახანგრძლივდეს არდადეგები”,-ამბობს ამირან გაყრელიძე. ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განცახადა: “ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და კონტროლს ემორჩილება

მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/275541

---

 

12.01.2020

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/ra-shemtxvevashi-dasruldeba-c-hepatitis-programa-warmatebit---sergo-chixladzis-shefaseba/46813/

რა შემთხვევაში დასრულდება C ჰეპატიტის პროგრამა წარმატებით? - სერგო ჩიხლაძის შეფასება

ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩავარდნა, როდესაც 16 000 ადამიანი არ ერთვება პროგრამაში“, - ამის შესახებ BM.GE-ის ჯანდაცვის ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა. ის მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის ცენტრები ვალდებულნი არიან, მოახდინონ ადამიანების სწორი ინფორმირება და პროგრამაში ჩართვა. მისი ინფორმაციით, ამერიკელი პარტნიორები მზად არიან, C ჰეპატიტის ელიმინაციის პრორგამის გასაგრძელებლად, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ სწორად უნდა წარმართოს პროგრამა და სწორი მენეჯმენტი განახორციელოს. „ვაქცინის მარაგი პერიოდულად ივსება და გადმოგვცემენ. მთავარია, რომ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა, არ შეწყვიტონ პროგრამა და მე როგორც ვიცი, ისინი მზად არიან, რამდენიმე წელი კიდევ გააგრძელონ ელიმინაციის პროგრამა, რომ 2020-ში არა მაგრამ 2023 წელს მივაღწიოთ იმ შედეგს, რაც დაგეგმილი იყო“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. BM.GE-ის კითხვაზე - რა უნდა გააკეთოს სამინისტრომ, იმისთვის, რომ პროგრამა წარმატებით დასრულდეს, სერგო ჩიხლაძე მიიჩნებს, რომ უმთავრესი სწორი საინფორმაციო კამპანიის წარმოება და პარტნიორებთან ურთიერთობაა. „სწორი საინფორმაციო კამპანია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების გამართული მუშაობა და ასევე ჯანდაცვის ცენტრებში ახალი შემთხვევების გამოვლენა და თუ საჭიროა მათი მკურნალობაში ჩართვა. ამის პარალელურად ამერიკელ პარტნიორებთან მუშაობა, რომ პროგრამა გაგრძელდეს 3-4 წლით. წინააღმდეგ შემთხვევაში ცე ჰეპატიტის აღმოფხვრა ვერ მოხდება. თუ ჩვენ 90 000 კაცს ვერ ვუმკურნალეთ, ეს რაოდენობა კვლავ გაიზრდება 150 000-მდე“, - ამბობს ის.

---

 

12.01.2020

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/akaki-zoidze-ar-sheidzleba-am-qveyanashi-yvelafris-politizireba-da-tetrze-shavis-tqma-/46823/

აკაკი ზოიძე: არ შეიძლება ამ ქვეყანაში ყველაფრის პოლიტიზირება და თეთრზე შავის თქმა!

პარლამენტის წევრი აკაკი ზოიძე საქართველოში С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობას ეხმაურება. განცხადებას ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს და პასუხობს აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 560 645 083 ლარის ღირებულების C ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. 'საქართველოში "ც" ჰეპატიტის პროგრამის წარმატებას ეჭვის ქვეშ არ აყენებს არავინ დედამიწის ზურგზე, ისევ ქართველების გარდა! და ეს იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო ძალიან ყურადღებით აკვირდება ამ ვერაგი დაავადების ელიმინაციის (აღმოფხვრის) მართლაც უნიკალურ პროცესს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ამ საქმეში პიონერია! საქართველოს ჯანდაცვის ამ უმნიშვნელოვანეს მიღწევას აღიარებს და ამ პროგრამის მხარდაჭერას აგრძელებს ყველა, მათ შორის ყველაზე ავტორიტეტული - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ყველაზე უფრო დაინტერესებული - ამ წამლების უსასყიდლოდ მომწოდებელი ამერიკული კომპანია გილეადი. ეს ის გილეადია, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იყოს "აღშფოთებული", რომ თითქოსდა ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის "ზარალი" განიცადა. თუმცა, გილეადმა კარგად იცის რომ ასეთი ტიპის ინოვაციურ და უპრეცენდენტო (ოღონდ მართლა უპრეცენდენტო) პროგრამაში 1-2 პროცენტის ფარგლებში მედიკამენტების ვადაგასულობის გამო დანაკარგი არათუ მისაღებია, არამედ საუკეთესო შედეგია. ამიტომაც არ გაგვიგია მათი მხრიდან საქართველოს ჯანდაცვის მესვეურების მიმართ გამოთქმული პრეტენზია არათუ საჯარო, არამედ დახურულ ფორმატებშიც. პირიქით - მხოლოდ მხარდაჭერა. არის და იყო თუ არა ხარვეზები პროგრამის დაგეგმვაში და განხორციელებაში? რა თქმა უნდა იყო, არის და ალბათ იქნება, როდესაც მსოფლიოში პირველად აკეთებ რაღაცას. მაგრამ მთავარია როგორ და რამდენად სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებ ამ ხარვეზებზე. ამ მხრივ, კი როგორც გითხარით, ჩვენი უმთავრესი და ყველაზე ობიექტური და საკითხით დაინტერესებული პარტნიორებისგან მხოლოდ დადებითი შეფასება გვესმის. რა არის ყველაზე დიდი ხიფათი პროგრამის მომავლისთვის? - ალბათ საკითხის შემდგომი პოლიტიზირება და რაც მთავარია, იმ ათასობით მოქალაქის პასიურობა, რომელთაც იციან რომ აქვთ ვირუსი, მაგრამ არ აქვთ ჯერ დაავადების სიმპტომები და არ მიმართავენ ჩაღრმავებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ეს ყველაფერი მათთვის აბსოლუტურად უფასოა",- წერს აკაკი ზოიძე.

---  

 

12.01.2020

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/mimdinare-kviris-top-10-ekonomikuri-movlena-/46843/

იმდინარე კვირის TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

---

11.01.2020

მედიასაშუალება:  https://marshalpress.ge/archives/275512

ექიმი ეპიდემიოლოგი ცე ჰეპატიტის პროგრამაზე: სამწუხაროა, რომ გარკვეულ წრეებში სპეკულაციები არსებობს

აკაკი აბუთიძე ცე ჰეპატიტის პროგრამაზე: საქართველოს ისტორიაში არ განხორციელებულა ისეთი პროექტი, რომელსაც ამდენი პაციენტის სიცოცხლე გდაერჩინოს „საქართველოს ცე ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა მსოფლიოში უნიკალური და უპრეცედენტო საზოგადოებრივი და სოციალური პროექტია“,-ამის შესახებ ექიმმა ეპიდემიოლოგმა პროფესორმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა კაკი აბუთიძემ განაცხადა. როგორც აბუთიძემ აღნიშნა, უკვე მკურნალობა ჩაუტარდა 65 ათასზე მეტ პაციენტს და მიღწეულია მსოფლიოში სარეკორდო განკურნების მაჩვენებლები, კერძოდ პაციენტთა 98,7% სრულად განკურნებულია. „იმედი გვაქვს, რომ პროგრამა მიაღწევს თავის რეალურ მიზნებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება მსოფლიოში პირველი შემთხვევა როდესაც ქრონიკული ინფექციური დაავდების ელიმინაცია მოხდება არა ვაქცინის, არამედ მედიკამენტების საშუალებით. მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებით ხორციელდება, უკვე მკურნალობა ჩაუტარდა 65 ათასზე მეტ პაციენტს და მიღწეულია მსოფლიოში სარეკორდო განკურნების მაჩვენებლები, კერძოდ პაციენტთა 98,7% სრულად განკურნებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ დაამარცხეს ეს დაავადება. საქართველოს ისტორიაში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ არის განხორციელებული ისეთი საზოგადოებრივი და სოციალური პროექტი, რომელსაც გადაერჩინოს ამდენი ათეულ-ათასობით პაციენტის სიცოცხლე, რომელიც გადაარჩინა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ. სამწუხცაროა, რომ გარკვეულ წრეებში არსებობს სპეკულაციები ამ პროგრამის ირგვლივ და უნდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები ქვეყნის სასიკეთოდ არ იქცევიან ნამდვილად. კიდევ ერთხელ თამამად ვიმეორებ, რომ პროგრამა წარმატებით ხორციელდება“,- აღნიშნა აბუთიძემ.

ფორ.ჯი- https://for.ge/view/178856/akaki-abuTiZe-saqarTvelos-istoriaSi-ar-ganxorcielebula-iseTi-proeqti-romelsac-amdeni-pacientis-sicocxle-gdaerCinos.html

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  https://marshalpress.ge/archives/275492

ამირან გამყრელიძე – ცე ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში 58 000 ადამიანმა დაასრულა, 98.7 პროცენტი განკურნების ეფექტით, ეს ჩვენი ქვეყნის მედიცინის უზარმაზარი მიღწევაა

საქართველოს ცე ჰეპატიტის აქტიური გამოვლენისა და მკურნალობის მხრივ, 100 ათას მოსახლეზე გადათვლით, ყველაზე უკეთესი ინდიკატორები და მონაცემები აქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ცე ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მან იმ დაავადებებზე ისაუბრა, რომელთა ელიმინაციაც მსოფლიოში მოხდა და აღნიშნა, რომ ქრონიკული ვირუსული დაავადების ელიმინაცია პირველად ხდება. „ცე ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან მიმდინარეობს, უპრეცედენტო გახლავთ, ანუ დღეს ქრონიკული ვირუსული დაავადების ელიმინაცია მსოფლიოში პირველად ხდება. მედიცინის ისტორიაში ელიმინირებულია მხოლოდ ერთი დაავადება – „ყვავილი“. ის ვაქცინებით მართვადი დაავადებაა და „ყვავილის“ ელიმინაცია მოხდა საყოველთაო ვაქცინაციის მეშვეობით. 1980 წლიდან „ყვავილი“ აღარ არსებობს მსოფლიოში და ამას დასჭირდა დაახლოებით 20 წელიწადი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „ყვავილის“ ელიმინაცია გამოაცხადა 1959 წელს და სამიზნედ აიღო 1960 წელი, მაგრამ რეალურად, ეს განხორციელდა მსოფლიოში 1980 წელს, 10 წლით გადაიწია. შემდეგი დაავადება, რომელიც ელიმინაციის გზაზეა, არის პოლიომიელიტი. 1990 წლის რუკის თანახმად, პოლიომიელიტი გავრცელებული იყო დაახლოებით 150 ქვეყანაში. დღეს დარჩენილია სამ ქვეყანაში – ავღანეთი, პაკისტანი და ნიგერია. პოლიომიელიტის ელიმინაციის ე.წ. დედლაინმა გადაიწია დაახლოებით სამ-ოთხჯერ, რადგან დაავადების ელიმინაცია არ არის მარტივი. წამლით, მედიკამენტით რომელიმე ქრონიკული დაავადების ელიმინაციის პრეცედენტი ჯერ არ არსებობს. ამის პირველი პრეცედენტი შეიძლება, ცე ჰეპატიტი გახდეს, რადგან ცე ჰეპატიტის სფეროში მოხდა უზარმაზარი გარღვევა 2013 წელს, როდესაც შეიქმნა წამალი „სოფოსბუვირი” და აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა, როგორც სამკურნალო წამალი, რომლის განკურნების ეფექტი 95 პროცენტზე უფრო მაღალი იყო. მედიცინის ისტორიაში ეს გახლავთ უპრეცედენტო გარღვევა და ალბათ, თავის დროზე, აღინიშნება შესაბამისი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოებით. ამან მისცა საშუალება 71 მლნ ადამიანს, ვინც დღეს ცე ჰეპატიტით ცხოვრობს მსოფლიოში, განიკურნონ და არ განუვითარდეთ ორი ყველაზე უფრო სასიკვდილო გართულება: ღვიძლის კიბო და ღვიძლის ცეროზი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში ჯერ 71 მილიონიდან დაახლოებით ხუთი-ექვსი მილიონი ადამიანი არის ნამკურნალევი. საქართველო კი, არის ამ მონაცემების ავანგარდში და დაავადების, როგორც გამოვლენის, ასევე მკურნალობის მხრივ კარგი მონაცემები აქვს. „საქართველო დღეს არის ავანგარდში და 100 ათას მოსახლეზე გადათვლით, საქართველოს აქვს ყველაზე უკეთესი ინდიკატორები და მონაცემები, როგორც ცე ჰეპატიტის აქტიურ გამოვლენაში, ისე მკურნალობაში. დღეს 2,8 მლნ მოზრდილი ადამიანიდან, ვინც ცხოვრობს საქართველოში, სკრინინგი უკვე ჩაუტარდა დაახლოებით 1 750 000 ადამიანს, ანუ 60 პროცენტზე მეტს. 2015 წელს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, დიდი კვლევა ჩავატარეთ, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 5.4 პროცენტი გახლავთ ანტიგენდადებითი, ანუ ეს არის დაახლოებით 150 000 ადამიანი“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, საქართველოს ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამიზნე მაჩვენებლებია, გამოვლინდეს 150 000-დან 135 000 შემთხვევა, აქედან 128 000 ადამიანი ჩაერთოს მკურნალობაში და 122 000 განიკურნოს. მან ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დღეს არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღევანდელი ციფრები ასეთია: ჩვენ გამოკვლეული გვყავს მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი, მკურნალობაში ჩართულია 65 000 ადამიანი, 58 000 ადამიანმა დაასრულა მკურნალობა, 98,7 პროცენტი განკურნების ეფექტით. ეს გახლავთ საქართველოს მედიცინის უზარმაზარი მიღწევა, რადგან მკურნალობაში ჩართულ 65 000 ადამიaნს, მათ შორის, ვინც დაასრულა, საუბარია 58 000-ზე, აღარ განუვითარდება ღვიძლის კიბო, აღარ განუვითარდება ღვიძლის ცეროზი და იცოცხლებს დაახლოებით 15-20 წლით მეტს, ვიდრე ეს დაავადებები რომ განვითარებულიყო. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს გახლავთ უპრეცედენტო მიღწევა საქართველოს ჯანდაცვის და ამ თვალსაზრისით, საქართველო განიხილება მთელ მსოფლიოში, როგორც სამოდელო ქვეყანა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისი ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლისთვის პროგნოზირებული გეგმის შესასრულებლად სავარაუდოდ, კიდევ ორი-სამი წელი იქნება საჭირო და ეს კრიტიკის საგანი არ უნდა გახდეს. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, მსოფლიომ 2030 წლისთვის დაგეგმა, რომ 90 პროცენტი, 71 მლნ ადამიანი, ვინც ინფიცირებულია, გამოავლინოს და უმკურნალოს. პირველადი ჩვენი პროგნოზით, ეს გეგმა გვქონდა 2020-ში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით კიდევ დაგვჭირდება ორი-სამი წელიწადი. ეს არ უნდა იყოს კრიტიკის საგანი. აქ ჩვენ ყველა, პოზიცია და ოპოზიცია უნდა ვიყოთ ერთად, რადგან უპრეცედენტო პროგრამაა და ადამიანების ჯანმრთელობას ეხება. ამ პროგრამამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და პრევენცია მოახდინა უმძიმესი დაავადებების განვითარების. აქ ყველამ ერთი პოზიციით უნდა შევხედოთ ამ საკითხს და ერთმანეთს დავეხმაროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე. ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებული, 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტში წერია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გუშინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულ თემაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტება არის მოყვანილი. მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითად მიზეზად 2017 წლის ივლისიდან ბენეფიციართა მკვეთრად შემცირებული მიმართვიანობა სახელდება.

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  https://marshalpress.ge/archives/275488

ამირან გამყრელიძე – სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა, რადგან ვცდილობთ, ცე ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის მაჩვენებელი გავზარდოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის საკითხზე არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, როდესაც საუბარია, რომ 560 მილიონი ლარის წამალი ჩამოიწერა. გამყრელიძე ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის დასკვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებულ 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. როგორც გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული თანხა წარმოადგენს დონაციას და არა საბიუჯეტო თანხას. მისივე თქმით, საუბარია, 2013-2015 წლებზე, როდესაც ცე ჰეპატიტის პროგრამის მედიკამენტების ფასი დღევანდელთან შედარებით მაღალი იყო. „იცით, რომ მე ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი. მაგალითად, გველმა რომ დაკბინოს ადამიანი, მას უნდა გაუკეთო სპეციფიკური შრატი. ჩვენ ყოველწლიურად ვყიდულობთ გველის ტოქსინის საწინააღმდეგო შრატის დაახლოებით 200-300 დოზას, აქედან გვჭირდება წლის განმავლობაში დაახლოებით 10-15, დანარჩენის ჩამოწერა ხდება, მაგრამ ის უნდა გედოს სტრატეგიულ მარაგში, რომ დაგჭირდეს. მეორე მაგალითი – დიფტერია, ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო დაავადება. ყოველწლიურად ვყიდულობთ რამდენიმე ათას შრატს და იქიდან ხდება შემდგომ ჩამოწერა, მაგრამ ეს შრატი უნდა გქონდეს. ერთი ავადმყოფიც რომ დაგეღუპოს დიფტერიით, რომ შრატი არ გაუკეთო, ხარ პასუხისმგებელი. უნდა იდოს ყველგან. შრატს ვადა თუ გაუვა, უნდა ჩამოწერო. ეს გახლავთ სტრატეგიული, ე.წ. მარაგების არსებობა ქვეყანაში მთელ რიგ დაავადებებთან დაკავშირებით. ჰეპატიტთან მიმართებაში არასწორი ინტერპრეტაციაა, ხდება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რომ 560 მლნ ლარის წამალი ჩამოიწერა. ჯერ ერთი, ეს ბიუჯეტის ფული არ ყოფილა, ეს 560 მილიონი გახლავთ დონაცია და 560 მლნ გადაყვანილია ამერიკულ ფასებში. იმ დროს 2013, 2014, 2015 წლებში, მაშინ ღირდა აშშ-ს ბაზარზე ეს ფასი. დღევანდელი ფასები ამ წამლების უკვე საკმაოდ ქვემოთ არის ჩამოსული“, – განაცხადა გამყრელიძემ. მისი ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 2000 ადამიანის სამკურნალო მედიკამენტის ჩამოწერაზე. როგორც გამყრელიძე ამბობს, სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა არსებობდეს მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა იმ შემთხვევისთვის, თუ პროგრამაში ჩართვას მეტი ბენეფიციარი მოინდომებს. „როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იქ ჩამოიწერა დაახლოებით 2000 ავადმყოფის სამკურნალო დოზა. ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-1200 ადამიანს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს გარკვეული რაოდენობა, რადგან ვცდილობთ როგორმე ყოველთვიურად ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ. ვინც გვაკრიტიკებს, წამოგვყნენ და ერთად ვიმუშაოთ. 16 000 ადამიანმა, რომელიც არის ანტიგენ დადებითი, არ მოდის სამკურნალოდ. იმ ადამიანებმა რომ გადაწყვიტონ მკურნალობაში ჩართვა, მარაგი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, საუბარია 2000 კოლოფ მედიკამენტის ჩამოწერაზე. „არ არის ეს ნახევარი მლრდ ლარის ღირებულების მედიკამენტებზე. ეს გახლავთ 2000 კოლოფი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით, არის სულ ორი თვის სამკურნალო დოზა. დღევანდელი ღირებულება არის რამდენიმე ასეულჯერ ნაკლები“, – განმარტა გამყრელიძემ.

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  https://for.ge/view/178854/eqimi-infeqcionisti-maia-buwaSvili-es-wamlebi-elodeboda-Sesabamis-pacientebs-romlebic-ar-mividnen-mkurnalobis-dasawyebad.html

ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: „ეს წამლები ელოდებოდა შესაბამის პაციენტებს, რომლებიც არ მივიდნენ მკურნალობის დასაწყებად"

ც ჰეპატიტის პროგრამა წარმატებულად გრძელდება - აცხადებს ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი. მისი თქმით, ხარვეზი ის იყო, რომ 2000 პაციენტის საჭირო მედიკამენტს ვადა გაუვიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს პროგრამის ჩავარდნას. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პარალელურად 60 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული პროგრამაში და 98% განიკურნა. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ ტერმინთან „პროგრამა ჩავარდა". ეს არ არის პროგრამის ჩავარდნა. რა თქმა უნდა შეიძლებოდა ცოტა უკეთ დაგეგმვა, დასანანია რომ პრეპარატის გარკვეული ნაწილს ვადა გაუვიდა, თუმცა პროგრამა გრძელდება, ძალიან წარმატებული პროგრამაა, 10 ათასობით ადამიანი განიკურნა და ჩვეულებრივ არავითარი შეფერხებები არ არის" - აცხადებს მაია ბუწაშვილი. ამასთან, მისი თქმით, სამწუხაროდ არის ინერტული პაციენტების ჯგუფი , 25 000 ადამიანამდეა ისეთი, ვინც თავისი დიაგნოზი იცის, მაგრამ ფეხს ითრევს მკურნალობაში ჩართვაზე. „ამ პაციენტებისთვის ეს მედიკამენტი იდო მარაგის სახით. 2000 პაციენტის ვადაგასული წამალი ნიშნავს იმას რომ, სამწუხაროდ ეს წამლები ელოდებოდა შესაბამის პაციენტებს, რომლებიც არასდროს არ მივიდნენ მკირნალობის დასაწყებად" - განაცხაა მაია ბუწაშვილმა.

 

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  https://for.ge/view/178855/dimitri-xundaZe-ce-hepatitis-programaze-opoziciis-kritika-absoluturad-usafuZvloa-es-aris-gankurnebis-da-ara-preparatebis-gasaRebis-programa.html

დიმიტრი ხუნდაძე: ცე ჰეპატიტის პროგრამაზე ოპოზიციის კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლოა, ეს არის განკურნების და არა პრეპარატების გასაღების პროგრამა

ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოში დღესდღეობით 65 ათასი ადამიანია ჩართული, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. ხუნდაძემ კომენტარი ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმადაც, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებულ 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. „ცე ჰეპატიტის ელიმინაცია ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მიმდინარე პროგრამა. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა და საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, რამეთუ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობენ ამ პროგრამაში. მათ აქვთ საშუალება, მიიღონ შესაბამისი პრეპარატები. დღესდღეობით, 65 ათასი ადამიანია პროგრამაში ჩართული და აქედან 55 ათასმა დაასრულა მკურნალობა, განკურნების ეფექტი პრეპარატის მაღალი ეფექტურობიდან გამომდინარე არის 90 პროცენტზე მეტი. საბოლოოდ 128 000-130 000-მა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს მკურნალობა“, – განაცხადა ხუნდაძემ. დეპუტატის შეფასებით, ც ე ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლოა. „რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, ეს აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ისინი აპელირებენ 2018 წლის მონაცემზე, როდესაც 2000-ზე ნაკლებმა პაციენტმა მიიღო პროგრამაში მონაწილეობა, ვიდრე ამის საშუალებას იძლეოდა პრეპარატების რაოდებობა. ამიტომ შესაბამის პრეპარატების რაოდენობა დარჩა მოხმარების გარეშე და ამის მიზეზი იყო პაციენტების დაბალი მომართვიანობა. ასევე, მინდა, შევახსენო ოპოზიციასაც, ეს პროგრამა არ არის პრეპარატების გასაღების პროგრამა, ეს არის ცე ჰეპატიტის განკურნების პროგრამა“, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს დაავადების გამოვლენა. „პირველ რიგში, უნდა მოხდეს გამოვლენა და ვფიქრობ, აქ უნდა იყოს არამხოლოდ უწყების, არამხოლოდ დარგის სპეციალისტების, პაციენტების აქტიურობაც. ამ შემთხვევაში იქნება პრეპარატის მაღალი მოხმარება და რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ელიმინაცია. კრიტიკა თითქოს, ეს პროგრამა ჩავარდა, არის უსაფუძვლო. ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობისაა, ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საკუთარ მოსახლეობას აძლევს ასეთი ძვირფასიანი მომსახურების საშუალებას. მთავარი არ არის, რა ოდენობა დარჩება მოხმარების გარეშე. აქ მთავარია, გამოვლენა და ელიმინაცია იქნას მიღწეული და ეს აუცილებლად მიიღწევა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  https://for.ge/view/178857/gogi-gvaxaria-bodiSi-da-Zaan-banZoba-mgonia-ce-hepatitis-wamlebis-TemiT-spekulacia.html

გოგი გვახარია: ბოდიში და ძაან ბანძობა მგონია ცე ჰეპატიტის წამლების თემით სპეკულაცია

ბლოგერი გოგი გვახარია სოციალურ ქსელში წერს ბოდიში და ძაან ბანძობა მგონია ცე ჰეპატიტის წამლების თემით სპეკულაცია. ვინმეს უარი უთხრეს მკურნალობაზე? ფული მოსთხოვეს წამალში? რამდენ ადამიანს დაეხმარა ეგ პროგრამა. წამლები მეც გადავყარე გუშინ ვადაგასული, რადგან არ დამჭირდა. უბორკა მქონდა. მათ შორის ძალიან ძვირი წამალი. 2-3 სირის გამო ნუ დააზარალებთ ახლა პროგრამას პოლიტიკოსების ისტერიკებით. "ჩავარდას" მაინც ნუ ამბობთ. ხალხი ელოდება

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  https://ipress.ge/new/gamqhrelidze-auditis-daskvnaze-560-milioni-es-qhbadaghebuli-tsiphri-ar-sheesabameba-sinamdviles/

გამყრელიძე აუდიტის დასკვნაზე: 560 მილიონი, ეს ყბადაღებული ციფრი არ შეესაბამება სინამდვილეს

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, მკურნალობაში 65 000 ადამიანია ჩართული და აქედან 58 000 მკურნალობა განკურნების 98,7 ეფექტური პროცენტით დაამთავრა. ,, პირველი პრეცენდენტია, როდესაც წამლის საშუალებით შეიძლება ქრონიკული ვირუსული დაავადების აღმოფხვრა და ეს გახლავთ ცე-ჰეპატიტი. 2013 წელს მედიცინაში მოხდა ძალიან დიდი გარღვევა და შეიქმნა უაღრესად ეფექტური პრეპარატი სოფოსბუვირი, რომლის განკურნების ეფექტი 95 %-ს სცილდება და ის 71 მილიონი ადამიანი, რომელიც დღეს მსოფლიოში C ჰეპატიტით ცხოვრობს, ამ დიდი აღმოჩენის და გამოგონების დახმარებით განიკურნება. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ელიმინაციის გლობალური პროგრამა მიიღო, რომლის სამიზნეა 2030 წლისთვის ამ ადამიანების 90 % იქნეს გამოვლენილი, დიაგნოსტირებული და გამოკვლეული. საქართველო იმ 12 ქვეყანას შორისაა, რომელიც შეუდგა რთულ გზას და ხაზს ვუსვამ , ყველაზე მოწინავეა ანუ 100 000 სულ მოსახლეზე გადათვლით, ჩვენ გვაქვს ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლები ინფიცირებული ადამიანების აქტიური იდენტიფიკაციის – 4 – 5 წელიწადში, უკვე დღეისთვის მოზრდილი მოსახლეობის 62 პროცენტია გამოკვლეული, მკურნალობაში ჩართულია 65 000 ადამიანი და აქედან 58 000 დაამთავრა მკურნალობა განკურნების 98,7 ეფექტური პროცენტით. საქართველოს პროგრამა გახლავთ დღეს სამოდელო პროგრამა, მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის ქვეყანაში სასწავლო ტურების და გაცნობის მიზნით“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, საქართველოს C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი უსასყიდლოდ, უფასოდ გადაეცა და დიდი ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ყოველთვის ხდება გაანგარიშება ისე, რომ რაღაც დოზა შეიძლება ჩამოიწეროს. ,,პირველი პრეცენდენტია ასეთი ფართომასშტაბიანი ინტერვენციისა. არცერთ ქვეყანაში, ერთი დაავადების გამო მთელი მოსახლეობის გამოკვლევის და მკურნალობის პრეცენდენტი არ არის და ამ გზაზე რა თქმა უნდა სირთულეები არის. 560 მილიონი, ეს ყბადაღებული ციფრი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ხალხს ზაფრავენ ამ ციფრებით. ეს არის ტყუილი, რაზეც ლაპარაკია. ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში სოფოსბუვირის 2013 – 14 წელს არსებული ფასები, როცა სამთვიანი კურსი 80 000 დოლარი ღირდა ბაზარზე, ეს არ იყო მისი თვითღირებულება . საქართველოსთვის ეს წამალი გადმოცემულია უსასყიდლოდ, უფასოდ. აქ ბიუჯეტს არავითარი ზარალი არ მოსვლია, ხოლო ის 2000 ადამიანის სამკურნალო დოზა , რომელიც ჩამოიწერა იმიტომ, ეს არის დაახლოებით 3-4 % საერთო დანახარჯისა და საერთოდ დიდი ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ყოველთვის ხდება გაანგარიშება ისე, რომ რაღაც დოზა შეიძლება ჩამოიწეროს. მრავალჯერ მოვიყვანე მაგალითი შრატის, გველის ნაკბენზე. ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით 200-300 დოზას ვყიდულობთ, წლის განმავლობაში გვჭირდება 10, 15, 20 შეიძლება 30, მაგრამ დანარჩენი ჩამოიწერება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად 30 დოზა უნდა ვიყიდოთ იმიტომ, რომ ყველა რაიონში ყველა ქალაქში უნდა იდოს შესაბამისი დოზა გველის ნაკბენის საწინააღმდეგო შრატისა. თუ ადამიანს მოხდება ასეთი დაკბენა, მაგრამ არასდროს არ ხდება სრული გახარჯვა, ეს არის სტრატეგიული მარაგი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს. ასევეა სხვადასხვა მედიკამენტებიც, როცა იანგარიშება, მეტობით უდნა იანგარიშო მთავარია არ დაგაკლდეს და ის 560 მილიონი, რაც გამოქვეყნდა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, დღევანდელი სოფოსბუვირის ფასი ბევრად ნაკლებია. ეს ციფრები მხოლოდ ძაფრავს საზოგადოებას და უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის უფრო უმნიშვნელოვანეს პროგრამას და სადაც საქართველო მართლც ჩანს როგორ ყველაზე მოწინავე ქვეყანა მთელ მსოფლიოში. რატომ ვაკეთებთ ამას მე არ მესმის”,- ამბობს ამირან გამყრელიძე შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით: C ჰეპატიტის სამკურნალო 561 მილიონი ლარის მედიკამენტს ვადა გაუვიდა მსგავსი სიახლეები

კვირა.ჯი- http://kvira.ge/531525

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1578767856-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  http://pia.ge/post/302234-amiran-gamyrelize-saqartvelo-mowinavea-im-12-qveyanas-soris-romelic-c-hepatitis-eliminaciis-rtul-gzas-seudga

ამირან გამყრელიძე: საქართველო მოწინავეა იმ 12 ქვეყანას შორის, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის რთულ გზას შეუდგა

„საქართველო მოწინავეა იმ 12 ქვეყანას შორის, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის რთულ გზას შეუდგა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, მკურნალობაში 65 000 ადამიანია ჩართული და აქედან 58 000 მკურნალობა განკურნების 98,7 ეფექტური პროცენტით დაამთავრა. „პირველი პრეცენდენტია, როდესაც წამლის საშუალებით შეიძლება ქრონიკული ვირუსული დაავადების აღმოფხვრა და ეს გახლავთ ცე-ჰეპატიტი. 2013 წელს მედიცინაში მოხდა ძალიან დიდი გარღვევა და შეიქმნა უაღრესად ეფექტური პრეპარატი სოფოსბუვირი, რომლის განკურნების ეფექტი 95 %-ს სცილდება და ის 71 მილიონი ადამიანი, რომელიც დღეს მსოფლიოში ცე-ჰეპატიტით ცხოვრობს, ამ დიდი აღმოჩენის და გამოგონების დახმარებით განიკურნება. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ელიმინაციის გლობალური პროგრამა მიიღო, რომლის სამიზნეა 2030 წლისთვის ამ ადამიანების 90% იქნეს გამოვლენილი, დიაგნოსტირებული და გამოკვლეული. საქართველო იმ 12 ქვეყანას შორისაა, რომელიც შეუდგა რთულ გზას და ხაზს ვუსვამ, ყველაზე მოწინავეა ანუ 100 000 სულ მოსახლეზე გადათვლით, ჩვენ გვაქვს ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლები ინფიცირებული ადამიანების აქტიური იდენტიფიკაციის - 4 - 5 წელიწადში, უკვე დღეისთვის მოზრდილი მოსახლეობის 62 პროცენტია გამოკვლეული, მკურნალობაში ჩართულია 65 000 ადამიანი და აქედან 58 000 დაამთავრა მკურნალობა განკურნების 98,7 ეფექტური პროცენტით. საქართველოს პროგრამა გახლავთ დღეს სამოდელო პროგრამა, მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის ქვეყანაში სასწავლო ტურების და გაცნობის მიზნით“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, საქართველოს ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი უსასყიდლოდ, უფასოდ გადაეცა და დიდი ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ყოველთვის ხდება გაანგარიშება ისე, რომ რაღაც დოზა შეიძლება ჩამოიწეროს. „პირველი პრეცენდენტია ასეთი ფართომასშტაბიანი ინტერვენციისა. არცერთ ქვეყანაში, ერთი დაავადების გამო მთელი მოსახლეობის გამოკვლევის და მკურნალობის პრეცენდენტი არ არის და ამ გზაზე რა თქმა უნდა სირთულეები არის. 560 მილიონი, ეს ყბადაღებული ციფრი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ხალხს ზაფრავენ ამ ციფრებით. ეს არის ტყუილი, რაზეც ლაპარაკია. ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში სოფოსბუვირის 2013 - 14 წელს არსებული ფასები, როცა სამთვიანი კურსი 80 000 დოლარი ღირდა ბაზარზე, ეს არ იყო მისი თვითღირებულება. საქართველოსთვის ეს წამალი გადმოცემულია უსასყიდლოდ, უფასოდ. აქ ბიუჯეტს არავითარი ზარალი არ მოსვლია, ხოლო ის 2000 ადამიანის სამკურნალო დოზა, რომელიც ჩამოიწერა იმიტომ, ეს არის დაახლოებით 3-4 % საერთო დანახარჯისა და საერთოდ დიდი ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ყოველთვის ხდება გაანგარიშება ისე, რომ რაღაც დოზა შეიძლება ჩამოიწეროს. მრავალჯერ მოვიყვანე მაგალითი შრატის, გველის ნაკბენზე. ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით 200-300 დოზას ვყიდულობთ, წლის განმავლობაში გვჭირდება 10, 15, 20 შეიძლება 30, მაგრამ დანარჩენი ჩამოიწერება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად 30 დოზა უნდა ვიყიდოთ იმიტომ, რომ ყველა რაიონში ყველა ქალაქში უნდა იდოს შესაბამისი დოზა გველის ნაკბენის საწინააღმდეგო შრატისა. თუ ადამიანს მოხდება ასეთი დაკბენა, მაგრამ არასდროს არ ხდება სრული გახარჯვა, ეს არის სტრატეგიული მარაგი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს. ასევეა სხვადასხვა მედიკამენტებიც, როცა იანგარიშება, მეტობით უდნა იანგარიშო მთავარია არ დაგაკლდეს და ის 560 მილიონი, რაც გამოქვეყნდა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, დღევანდელი სოფოსბუვირის ფასი ბევრად ნაკლებია. ეს ციფრები მხოლოდ ძაფრავს საზოგადოებას და უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის უფრო უმნიშვნელოვანეს პროგრამას და სადაც საქართველო მართლც ჩანს როგორ ყველაზე მოწინავე ქვეყანა მთელ მსოფლიოში. რატომ ვაკეთებთ ამას მე არ მესმის“,- ამბობს ამირან გამყრელიძე. ინფორმაციისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებული, 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. აუდიტის დასკვნა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხულ მედიკამენტებს ეხება.

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/580681-zurab-chiaberashvili-amiran-gamqrelizes-7-shekitxvit-mimartavs

ზურაბ ჭიაბერაშვილი ამირან გამყრელიძეს 7 შეკითხვით მიმართავს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს 7 შეკითხვით მიმართვს. ჭიაბერაშვილი გამყრელიძის ბრიფინგს სოციალური ქსელით ეხმაურება და კითხვებთან ერთად იმ საკითხებზე საუბრობს, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ეხება. „დღევანდელ განცხადებებში ამირან გამყრელიძემ უკლებლივ დაადასტურა ყველა ის ფაქტობრივი მონაცემი, რაზედაც 2018 წლის შემოდგომიდან ვსაუბრობ, კერძოდ: “ჩვენი ელიმინაციის პროგრამის სამიზნე მაჩენებლებია, რომ უნდა გამოვავლინოთ 150 ათასიდან 135 ათასი ადამიანი, ანუ 95%, 128 ათასი ადამიანი უნდა ჩავრთოთ მკურნალობაში და 122 ათასი უნდა განვკურნოთ. დღეს ჩვენ 2,8 მილიონი მოზრდილი ადამიანიდან, ვინც ცხოვრობს საქართველოში, უკვე სკრინირებული გვყავს დაახლოებით 1 750 000, ანუ 60%-ზე მეტი. მკურნალობაში ჩართულია 65 ათასი ადამიანი, 58 ათასმა ადამიანმა დაასრულა მკურნალობა 98,7%-იანი განკურნების ეფექტით”. “C ჰეპატიტის მკურნალობის გეგმა უნდა შეგვესრულებინა 2020 წელს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დაახლოებით 2-3 წელი დაგვჭირდება, რათა ყველა ეს ადამიანი განიკურნოს.” “შარშანწინ ჩატარებული გვაქვს ე.წ. ბარიერების კვლევა - პირველ დაბრკოლებად საზოგადოების ნაკლები გათვითცნობიერებულობა, მეორე დაბრკოლებად კი ფინანსური ბარიერი გამოვლინდა”. “როდესაც პროგრამა დაიწყო 2015 წელს, მკურნალობა იყო სრულად უფასო, სწრაფი დიაგნოსტიკა ყოველთვის იყო უფასო პროგრამის დაწყების დღიდან, გაღრმავებულ დიაგნოსტიკაში კი იყო ე.წ. თანაგადახდის კომპონენტი. ეს თანაგადახდაც თითქმის არ იყო სოციალურად დაუცველებისთვის. ეს თანაგადახდა თანდათანობით იხსნებოდა და თუ არ ვცდები, 2019 წლის ზაფხულიდან პროგრამა სრულიად უფასოა”. რაშიც განსხვავდება ამირან გამყრელიძისა და ჩემი პოზიციები ეს შემდეგია: შეიძლებოდა თუ არა ამ პრობლემების წინასწარ განჭვრეტა და თავიდან აცილება. მე ვამბობ რომ შეიძლებოდა და ვთხოვდი ბატონ ამირანს, საჯაროდ მიპასუხოს შემდეგ კითხვებზე: ბარიერების კვლევა ჩატარებულია 2 წლის წინ, ფინანსური ბარიერი მოიხსნა 6 თვის წინ. რატომ გააჭიანურა ჯანდაცვის სამინისტრომ ეს პროცესი ამდენ ხანს, როდესაც ბიუჯეტში ამ პროგრამაზე თანხები იყო გამოყოფილი? შეგახსენებთ, 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ "C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე" 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 6.4 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წლისთვის დაგეგმილი 11 მილიონიდან პირველ 9 თვეში მხოლოდ 4.3 მლნ ჰქონდა ათვისებული. როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაინახა პროგრამაში ჩართვის დაბალი მაჩვენებლი, რა საინფორმაციო კამპანია ჩაატარა? კონკრეტული მაგალითები და შეფასებაც, რამდენად ეფექტური იყო ეს კამპანია. რა თქმა უნდა, რეპრესიული ნარკოპოლიტიკიდან გამომდინარე სტიგმის გამო ნარკოდამოკიდებულთა პროგრამაში ჩართვის მაჩვენებლი დაბალია, მაგრამ ჩვენს, 2012 წლამდე ხელსიუფლებასთან ერთად განა დღევანდელი ხელისუფლება თანაბრად არ იზიარებს პასუხისმგებლობას ამ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო? მთავარი მაინც მენეჯმენტის გაუმართაობაა. მოვიყვან პირად მაგალითს, რომელზეც ჯანდაცვის კომიტეტზე ვილაპარაკე 2019 წლის 18 მარტს : 2015 წლიდან, რაც C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა დაიწყო, თავად მე მინიმუმ 8-ჯერ მქონდა შეხება სამედიცინო დაწესებულებასთან, აქედან 6-ჯერ პროფილაქტიკური ლაბორატორიული კვლევებისათვის. არც ერთხელ, არც ერთ დაწესებულებას, მითუმეტეს, ლაბორატორიას ჩემთვის C ჰეპატიტის სკრინინგისთვის ე.წ. “სწრაფი ტესტი” არ გაუკეთებია. არადა თითქოს მარტივია ხომ? მიხვედი პოლიკლინიკაში, საავადმყოფოში, ავტომატურად სისტემა გიტარებს სკრინინგს. (საბოლოოდ, 2019 წლის მარტში ჩავიტარე ტესტი და ამაში გადავიხადე 24 ლარი.) ჯანდაცვის სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო ამის აწყობა, რომ მთელმა მოსახლეობამ გაიაროს სკრინინგი, რაც აუცილებელი საწყისი ეტაპია იმისათვის, რომ ამ დაავადების სრულ აღმოფხვრამდე მივიდეთ. ამირან გამყრელიძე ამბობს: “2,8 მილიონი მოზრდილი ადამიანიდან, ვინც ცხოვრობს საქართველოში, უკვე სკრინირებული გვყავს დაახლოებით 1 750 000, ანუ 60%-ზე მეტი.” კითხვა: შეიძლებოდა თუ არა პროგრამის მთელ ქვეყანაში გაშლა ისე, რომ იგი სოფლის ექიმის დონეზე დავიდეს და მოსახლეობა მთლიანად სწრაფად მოიცვას? და ისევ, შეიძლებოდა თუ არა 2019 წლის აგვისტომდე წამლამდე მისასვლელი ყველა ეტაპი - “სწრაფი ტესტი”, “დადასტურების ტესტი” და დიაგნოსტიკური კვლევა - უფასო და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ყოფილიყო? C ჰეპატიტის სამკურნალოდ საქართველოსთვის კომპანია “გილეადის” მიერ ნაჩუქარი წამლის ჯამური ღირებულება „საქსტატს“ დაფიქსირებული აქვს 2016 წლის სავაჭრო ბალანსში, როგორც 2.6 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების იმპორტი, რაც კურსით 1$-2.5 ლარს 6.5 მლრდ ლარია. ანუ სახელმწიფომ დაუშვა 560 მლნ ლარის ანუ საერთო ღირებულების 8.6%-ის წყალში გადაყრა. არის თუ არა თავად ეს ყველაზე დიდი ზიანი პროგრამისთვის? ამ პროგრამის, C ჰეპატიტის სამკურნალო წამლის (თითქოს მისი გამოცდა ხდება ჩვენზე. სრული ტყუილი!), შეერთებული შტატების, ლუგარის ლაბორატორიის (რომელიც ბატონი ამირანის ქვემდებარე უწყებაა) წინააღმდეგ ყველაზე დამაზიანებელი კამპანია პრორუსულმა ჯგუფებმა აწარმოეს ყალბი საინფორმაციო სააგენტოებითა და სოციალური ქსელებით. არის თუ არა “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობა, რომ ამ ჯგუფებს წლების განმავლობაში ახალისებს და აფინანსებს კიდეც, რაც გასულ თვეში „ფეისბუქის“ მიერ ოფიციალურად დადასტურდა? ყველაზე მთავარი: ამ ტემპით ვერც 2-3 წელიწადში მოხდება C ჰეპატიტის აღმოფხვრა. დამატებით რის გაკეთებას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ 2023 წელს მაინც იყოს შედეგი? საჭიროა ძალიან კონკრეტული გეგმა, ჩვენ კი ეს ჯერ არ მოგვისმენია“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. შეგახსენეთ, დღეს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის გეგმა 2020 წელს უნდა შესრულებულიყო, თუმცა კიდევ 2-3 წელი იქნება საჭირო, რომ ყველა ადამიანი განიკურნოს.

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  https://netgazeti.ge/news/419399/

მოვითხოვთ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით – რომან გოცირიძე C ჰეპატიტის პროგრამაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თაობაზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ გოცირიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: “ეს არის დანაშაული ამიტომ, ეხლავე მოვითხოვთ, რომ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის ფაქტობრივად დაუდევრობის, თავმოუბმელობისა და სავარაუდო კორუფციის ფაქტები ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე. C ჰეპატიტის პროგრამა იყო უნიკალური საჩუქარი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიერ. აშშ-ს მთავრობამ გამოჰყო გრანტი და დღეისათვის დახარჯულია იმ რაოდენობის თანხები რომელიც არის დაახლოებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 1 წლის ტოლი. რამდენიმე მილიარდი დოლარი. ვერც ერთი განვითარებული სახელმწიფო ვერ გაწვდებოდა ამ პროგრამის შესრულებას ვინაიდან ეს არის უკიდურესად ძვირადღირებული მკურნალობის მეთოდი”,- განმარტავს გოცირიძე. მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას აქვს ეჭვი, რომ C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მოხდა კორუფციის ფაქტები: “არის გარკვეული სიგნალები, რომ ხდებოდა ამ მედიკამენტებით ვაჭრობა, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პროკურატურამ ამ საკითხის გამოძიება”,- განაცხადა გოცირიძემ. გუშინ, 10 იანვარს, სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც C ჰეპატიტის სამკურნალო 560 645 083 მილიონი ლარის მედიკამენტს ვადა გაუვიდა. აუიდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. პლუს, სამინისტროს ცენტრალურ აპარატს ასევე აღრიცხული აქვს იგივე დანიშნულების სხვა, 121 285 ლარის ღირებულების მედიკამენტი, რომელიც შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარია. როგორც აუდიტის სამსახურის 2020 წლის 10 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, ეს მონაცემები 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ვითარებას ასახავს. ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიხედვით, 2020 წლისთვის ქვეყანაში C ჰეპატიტით ინფიცირებული 150 000 ადამიანის 90%-ის განკურნებისთვის უნდა მიეღწია (135 000 ადამიანი), თუმცა ექსპერტებიც და სახელმწიფოს წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ მიმართვიანობის ამ ტემპებით 2020 წლისთვის დასახული მიზნის მიღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია და არ გამორიცხავენ, რომ პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში ათიათასობით ადამიანი ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩეს.

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  http://frontnews.eu/news/ge/59524/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA-C-%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98

"შემაშფოთებელია, რომ საქართველო ვერ იყენებს ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების დახმარებას, რომელიც C ჰეპატიტის აღმოფხვრისკენ არის მიმართული"

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის’’ ოფისში, პარტიის ლიდერებმა საბა ბუაძემ და ვატო სურგულაძემ C ჰეპატიტის პროგრამის ხარვეზებსა და სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. "560 645 083 ლარის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს ვადა გაუვიდა - ამის შესახებ საუბარია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის კონსოლიდირებული ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიშში. როგორც ფინანსური აუდიტის ანგარიში გვაჩვენებს, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს C-ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში აქვს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი თანხის ვადაგასული ძვირადღირებული მედიკამენტები, რომელსაც საქართველოს უსასყიდლოდ აწვდის ფარმაცევტული კომპანია „გილეადი“. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სათანადოდ ვერ მართავს C ჰეპატიტის მართვის პროგრამას და ვერ იყენებს იმ შესაძლებლობას, რომელიც ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად გაჩნდა. 2017 წელს დაგეგმილი 20,000 პაციენტის ნაცვლად პროგრამას მიმართა 14,800 პაციენტმა. 2018 წელს ისევ დაგეგმილი 20,000 პაციენტის ნაცვლად მიმართა 10,000 პაციენტმა. მიუხედავად ამისა, არ მომხდარა დაბალი მიმართვიანობის მიზეზების შესწავლა. მიღებული სტატისტიკის მიხედვით, პირველ 4 წელიწადში დახმარება გაეწია დაახლოებით 56000 ადამიანს, როდესაც საქართველოში 150 000 პაციენტს აღენიშნება ქრონიკული С ჰეპატიტი, და ელიმინაციის ძირითადი მიზნის მისაღწევად საჭიროა დაახლოებით 135 000 პაციენტის დიაგნოსტირება, 128 250 პაციენტის მკურნალობა და 121 838-ის განკურნება. ხედვის და მენეჯმენტის არ არსებობის გამო, სამინისტრომ დააწესა დამატებითი ფინანსური შეზღუდვები C ჰეპატიტის სკრინინგისთვის, რამაც დაავადების გამოვლენის მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. სამინისტრომ ასევე ვერ აწარმოა ეფექტური საინფორმაციო კამპანია, რომელიც ხელს შეუწყობდა საზოგადოებაში პროგრამის შესახებ ცნობადობის გაზრდას და ბენეფიციართა რაოდენობის ზრდას. შედეგად, ათასობით პოტენციურმა ბენეფიციარმა ვერ მიიღო ძვირადღირებული და აუცილებელი მკურნალობა, რომელიც C ჰეპატიტის აღმოფხვრისკენ არის მიმართული. სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ საქართველო ვერ იყენებს ამერიკული კომპანიისგან საჩუქრად მიღებულ ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების დახმარებას, რომელიც ქვეყანაში C ჰეპატიტის აღმოფხვრისკენ არის მიმართული. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ С ჰეპატიტის ელიმინაციისათვის მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობა არ არის საკმარისი, ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ პარალელურად მიმდინარე ღონისძიებებს: უსაფრთხო სისხლის პროგრამა, უსაფრთხო სტომატოლოგია, უსაფრთხო ქირურგია, უსაფრთხო სილამაზის და ტატუ სალონები. თუ მკურნალობასთან ერთად არ მოხდა ამ პრობლემების მოგვარება, რეგულირება, მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობით ვერ მოხდება С ჰეპატიტის დამარცხება, კვლავ მოხდება ინფიცირება, რეინფიცირება და პრობლემა ვერ გადაიჭრება", - განაცხადეს "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა.

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.primetime.ge/news/1578748793-1112131

ბოროტებაა ყველაზე წარმატებულ ამბავზე, იძახო ჩავარდაო - სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელი C ჰეპატიტის პროგრამაზე

სადაზღვეო კომპანია „ბენეფიტის“ ხელმძღვანელი, ნინო კობახიძე აუდიტის სამსახურის იმ დასკვას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებული, C ჰეპატიტის სამკურნალო 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. „ბოროტებაა ყველაზე წარმატებულ ამბავზე, რაც საქართველოს დაემართა 2015 წელს, იძახო ჩავარდაო! 150 ათასამდე ადამიანს გამოუვლინდა საჭიროება, აქედან 132 ათასი ჩაერთო პროგრამაში, 122 ათასი აგრძელებდა მკურნალობას, 58 ათასი სრულად განიკურნა.... სულ კვლევა C ჰეპატიტზე ჩაუტარდა მილიონ 600 ათას ადამიანს ...ანუ მოსახლეობის 60%-ს და ეს პროცესი გრძელდება... მადლობა ამერიკა სასწაული საჩუქრისთვის და გადარჩენილი სიცოცხლეებისთვის!“,- წერს სოციალურ ქსელში ნინო კობახიძე. „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკითხის კომენტრირებისას, თქვა, რომ 560 მილიონი ლარი არის დონაციით მიღებული თანხა და არა საბიუჯეტო. შეგახსენებთ, რომ ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებული, 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტში წერია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/jandacvis-saministrom-pasuxismgeblobas-tavi-ver-gaartva---eqsperti-c-hepatitis-programaze/46810/

ჯანდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობას თავი ვერ გაართვა - ექსპერტი C ჰეპატიტის პროგრამაზე

ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ BM.GE-სთან 560 მლნ ლარზე მეტი ღირებულების C ჰეპატიტის ვაქცინებისთვის ვარგისიანობის ვადის ამოწურვისა და პროგრამულ გაუმართაობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, "ეს დაპროგრამების ცუდი მენეჯმენტია". როგორც ექსპერტი ამბობს, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაწყებიდან ხარვეზებით მიმდინარეობდა და მენეჯმენტის გაუმართაობა იყო მთავარი, რის გამოც პროგრამა ვადებში ვერ დასრულდა. "ქართული მხარის, ჯანდაცვის სამინისტროს ერთადერთი მოვალეობა და პასუხისმგებლობა იყო პაციენტების მოძიება და პროგრამაში ჩართვა, სხვა დანარჩენი: წამლები, დაფინანსება - ეს მილიარდობით დოლარი მოდიოდა აშშ-დან და იყო აბსოლუტურად ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და კომპანია "გილიარდის" დონაცია, საჩუქარი საქართველოს. ჩვენ გვყვავს 150 000 ინფიცირებული ქვეყანაში და იმისთვის, რომ ელიმინაცია მოხდეს ქვეყანაში, საჭიროა ამ რაოდენობიდან მინიმუმ 130 000 ჩაერთოს პროგრამაში და 126 000–მა გაიაროს მკურნალობა, ეს არის 5–წლიანი პროგრამა, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. დღემდე პროგრამაში 65 000 ადამიანი ჩაერთო და 58 000 ადამიანი განიკურნა, რაც კარგი მაჩვენებელია, მაგრამ პროგრამულად ნახევარზეც ვერ გავედით, რაც იყო დაგეგმილი, ანუ ელიმინაცია 2020 წლისთვის ვერ იქნა მიღწეული. პაციენტები ვერ მოიძიეს, ვერ ჩართეს პროგრამაში. ამის ბრალია ის, რომ ამ წამლების დიდი ნაწილის – 2 300 დოზის ათვისება ვერ მოხდა და თითოეული დოზის ღირებულება და მკურნალობა 80-დან 10 000 დოლარამდეა. შესაბამისად, თუ გადავამრავლებთ ზუსტად ამ ციფრს მივიღებთ – 560 მლნ ლარს. ვერ მოხდა ამის დამენეჯმენტება და ვერ გაართვა ჯანდაცვის სამინისტრომ თავი პასუხისმგებლობას, ვერ მოხდა ამ პაციენტების ჩართვა პროგრამაში. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: ერთი - ცუდი მენეჯმენტი; მეორე - ფასი, რომელიც ედო ამ დიაგნოსტიკურ პროცედურებს თავიდანვე, ეს იყო 700 ლარი, რაც დიდი ბარიერი იყო გაჭირვებული ადამიანებისთვის. მაშინ ბატონ სერგეენკოს ვეუბნებოდით, მოეხსნა ეს ბარიერი, მაგრამ პასუხი ყოველთვის იყო, რომ ჩვენ ამათ მკურნალობას ვუტარებთ და რა მოხდა ახლა, ეს თანხა გადაიხადონო. ეს ბარიერი მოიხსნა 2019 წლის აგვისტოში. ბევრი ამის გამო არ ჩაერთო პროგრამაში, რაც სხვათა შორის, ჯანდაცვის სამინისტრომ და ყოფილმა მინისტრმაც აღიარა. მეორე ფაქტორი იყო ცუდი საინფორმაციო კამპანია. ექიმებს, ოჯახის ექიმებს, პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ. ამ მნიშვნელობის პროგრამა რომ იწყება და საინფორმაციო კამპანია გაქვს გაუმართავი, ესეც მენეჯმენტის ბრალია", - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი. რაც შეეხება ვადაგადაცილებულ ვაქცინებს, მისი ინფორმაციით, ეს საკითხი 2017-2018 წელს გამოვლინდა, თუმცა დასკვნა ახლა გამოქვეყნდა. "თვითონ ეს წამლების ვადის გასვლა 2017-2018 წლებს ეხება, მაშინ გამოვლინდა ეს, რაზეც უშიშროების სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო და ამაზე თავის დროზე რეზონანსი იყო, უბრალოდ აუდიტმა ახლა გამოაქვეყნა შედეგები და იყო საუბარი იმაზე, რომ ამ წამლების გარკვეული ნაწილი, რომლებსაც საჩუქრად ვიღებთ, უკანონო ბრუნვაშია საზღვარგარეთ, რაც გამოძიების საკითხია. ყველაფერი ზემოთხსენებული, ეს არის მიზეზების ერთობლიობა, რამაც გამოიწვია ეს შედეგი. ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს და პირადად დავით სერგეენკოს ეკისრება", - განაცახადა სერგო ჩიხლაძემ.

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  https://on.ge/story/48670-%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-561-%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%9C-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-c-%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94

ეს ბიუჯეტის ფული არ ყოფილა — დაავადებათა კონტროლის ცენტრი 561 მლნ ლარის C ჰეპატიტის წამლების გაფუჭებაზე

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადების კონტროლის ცენტრი 561 მლნ ლარის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების გაფუჭებაზე საუბრისას თავს იმით იმართლებს, რომ ეს თანხა საქართველოს ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. ამ საკითხზე ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით გამყრელიძემ ბრიფინგი აუდიტის ანგარიში გამოქვეყნების მეორე დღეს, დღეს, 11 იანვარს გამართა. "ჯერ ერთი, 560 მილიონი ბიუჯეტის ფული არ ყოფილა. ეს გახლავთ დონაცია და 560 მილიონი გადაყვანილია ამერიკულ ფასებში. ის იმ დროს, 2013-ში, 2014-ში, 2015-ში, მაშინ ღირდა აშშ-ს ბაზარზე ეს ფასი. დღევანდელი ფასები უკვე საკმაოდ ქვემოთ არის ჩამოსული", — განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, უწყებას "სტრატეგიულ მარაგში" ყოველთვის უნდა ჰქონდეს მედიკამენტები, რომ ჩართული მოქალაქეთა მაჩვენებელი გაიზარდოს. გუშინ, 10 იანვარს აუდიტის სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლითაც გაირკვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 560 645 083 ლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები გაუფუჭდა. მონაცემები 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. შესაბამისად, უცნობია 2020 წლის 10 იანვრის მონაცემებით გაზრდილია თუ არა ეს თანხა და რა მოცულობით. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია გილეად-ის მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასოა. მოქალაქეს შეუძლია პრევენცია, დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. გაიგეთ მეტი: ჯანდაცვის სამინისტრო, C ჰეპატიტი, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამირან გამყრელიძე

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  https://netgazeti.ge/news/419380/

გრიპის ვაქცინის 4000 დოზის სტრატეგიული მარაგი გვაქვს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით ამ დროის მონაცემებით საქართველოში გრიპის ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ქვეყანას ვაქცინის 4000 დოზა აქვს, რომელიც განკუთვნილია რისკ ჯგუფებისთვის. ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს, 11 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: “ვაქცინის სტრატეგიული მარაგი ქვეყანას აქვს, დღევანდელი რიცხვით 4000 დოზა სტრატეგიულ მარაგში გვიდევს, რომელიც არის განკუთვნილი რისკ ჯგუფებისთვის. რისკ ჯგუფებს ყოველდღიური ჩემი გამოსვლისას ვთხოვ, განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს, ვთხოვ, მობრძნადით, არავიზე დაბრკოლება არ არის. ასევე ვთხოვ დიაბეტიანებს, მობრძანდნენ პოლიკლინიკაში და აიცრან” – განაცხადა გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის განმარტებით გრიპის ვირუსთან დაკავშირებით წინა სეზონთან მიმართებაში უკეთესი მაჩვენებელია: “გრიპის ვირუსთან დაკავშირებით წინა სეზონთან მიმართებაში უფრო მშვიდად ვართ, რა თქმა უნდა ზამთარია და ზამთარში გრიპი ყოველთვის არის და იქნება. ახლა მოსახლეობის 80%-ში ცირკულირებს და პრევალირებს B ტიპის გრიპის ვირუსი და ის ხასიათდება შედარებით მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობით, ამიტომ წელს ჯერჯერობით უფრო მშვიდი სეზონია, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში. წინა კვირას ჩვენ გვქონდა ახალი შემთხვევები 100 000 მოსახლეზე 191 და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 22%, როცა შარშან ამ დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ანალოგიურ კვირაში 42% გვქონდა”, – განმარტავს გამყრელიძე. გამყრელიძის თქმით გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მზარდი პიკი ქვეყანაში დეკემბრის ბოლო სამი კვირა იყო, თუმცა ამ პიკმა გადაიარა.

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.newposts.ge/?l=G&id=222306-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98,%20%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

სერგეენკომ საჩუქრად მიღებული წამლები გაყიდა? - C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მიზეზებს სუს-ი სწავლობს

სერგეენკოს თანამდებობა, სუს-ში ადწყებულ გამოძიებას შეეწირ? C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აქტიურად საუბრობენ, საკითხზე, რომ საჩუქრად მიღებული წამლები გაყიდეს. როგორც ირკვევა, ვადაგასულ პრეპარატებზე სუს-ში გამოძიებაა დაწყებული არსებობს ვარაუდი, რომ ჯანდაცვის საინისტრომ აშშ-ის მიერ ნაჩუქარი პრეპარატები ჩამოწერა, ქვეყნიდან გაიტანა და გაყიდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სერგეენკოს თანამდებობა, სუს-ში ადწყებულ გამოძიებას შეეწირა. "ეს პროგრამა ჩავარდა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან ცუდი მენეჯმენტი და ცუდად წარმოებული საინფორმაციო კამპანია. ამას ემატება სიხისტე და არაკომპეტენტურობა იმ მხრივ რომ ჯანდაცვის სამინისტრომ და პირადად მაშინდელმა მინისტრმა, სერგეენკომ დააწესა ბარიერები პროგრამაში ჩართვის მსურველებისთვის - ეს იყო საკმაოდ მაღალი გადასახადი. გავრცელებული ინფორმაციაა და კულუარული საუბრები, რომ საჩუქრად მიღებული წამლებიგაყიდული იქნე სხვადასხვა ქვეყნებში გარკვეული გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით"- აცხადებს სერგი ჩიხლაძე.

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  http://pia.ge/post/302174-jandacvis-saministro-c-hepatitis-eliminaciis-programa-aqtiurad-xorcieldeba-programasi-cartva-yvela-pacientistvis-ufasoa

ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა აქტიურად ხორციელდება, პროგრამაში ჩართვა ყველა პაციენტისთვის უფასოა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ქვეყანამ 2015 წელს დაიწყო იყო და რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარ პრიორიტეტად. ამ პროგრამის ფარგლებში დღემდე 64000-ზე მეტი ადამიანი იღებს სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობას, რომლის გარეშეც მათი გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. აღნიშნულს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, აუდიტის დასკვნა, რომელიც 2018 წლის პერიოდს მოიცავს აქცენტს აკეთებს პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების მარაგების მართვის ხარვეზებზე. "ასეთი ტიპის პროექტებისთვის მედიკამენტების საჭირო რაოდენობის სწორად პროგნოზირება უაღრესად მნიშვნელოვანია და სამინისტრო მუდმივად მუშაობს მარაგების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებაზე. C ჰეპატიტის პროგრამის დაწყებიდან დღემდე მედიკამენტების დაგეგმვის პროცესში პროგნოზული ცდომილება არ აღემატება 5%-ს",- აცხადებენ უწყებაში. დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განმარტა, რომ აუდიტის დასკვნაში საუბარია 2000-ი პაციენტის დოზაზე. "ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-1200 პირს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს გარკვეული რაოდენობა, რადგან ვცდილობთ ყოველთვიურად, რომ პროგრამაში ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ხაზი გაუსვა С ჰეპატიტის პროგრამის აღიარებას საერთაშორისო დონეზე და მის მაღალ ეფექტურობას, რაც პაციენტების 98%-ს სრული განკურნების შესაძლებლობას იძლევა. საქართველომ 2019 წლის დასაწყისში მიიღო ევროპის ღვიძლის საზოგადოების ჯილდო და აღიარებულ იქნა, როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის სანიმუშო ქვეყანა. საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით პროგრამა ემ ეტაპზეც აქტიურად ხორციელდება ელიმინაციის მიზნების სრულად მისაღწევად. პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის არის სრულიად უფასო. ასევე ხელმისაწვდომია მკურნალობისთვის საჭირო უახლესი თაობის მედიკამენტებიც.

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministro-auditis-daskvnaze-saxelmwifo-valdebulia-medikamentebi-maragis-saxit-hqondes

ჯანდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნაზე: სახელმწიფო ვალდებულია მედიკამენტები მარაგის სახით ჰქონდეს

C ჰეპატიტის მკურნალობასთან დაკავშირებულ პროგრამას ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მსოფლიოში სამაგალითო უწოდეს. ამასთან, აუდიტის დასკვნის საპასუხოდ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მედიკამენტები მარაგის სახით ჰქონდეს და ეს საპროგნოზო მაჩვენებელს სრულიად აკმაყოფილებს. საუბარია დაახლოებით 2000 პაციენტისთვის მორჩენილ საჭირო მედიკამენტზე. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 58 000 ადამიანმა დაასრულა მკურნალობა, 98,7 პროცენტი განკურნების ეფექტით და ეს არის საქართველოს მედიცინის უზარმაზარი მიღწევა. მისი ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლისთვის პროგნოზირებული გეგმის შესასრულებლად სავარაუდოდ, კიდევ ორი-სამი წელი იქნება საჭირო და ეს კრიტიკის საგანი არ უნდა გახდეს. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, მსოფლიომ 2030 წლისთვის დაგეგმა, რომ 90 პროცენტი, 71 მლნ ადამიანი, ინფიცირებული გამოავლინოს და უმკურნალოს. პირველადი ჩვენი პროგნოზით, ეს გეგმა გვქონდა 2020-ში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით კიდევ დაგვჭირდება ორი-სამი წელიწადი. ეს არ უნდა იყოს კრიტიკის საგანი. აქ ჩვენ ყველა, პოზიცია და ოპოზიცია უნდა ვიყოთ ერთად, რადგან უპრეცედენტო პროგრამაა და ადამიანების ჯანმრთელობას ეხება. ამ პროგრამამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და პრევენცია მოახდინა უმძიმესი დაავადებების განვითარების. აქ ყველამ ერთი პოზიციით უნდა შევხედოთ ამ საკითხს და ერთმანეთს დავეხმაროთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, გამოკვლეულია მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი, მკურნალობაში ჩართულია 65 000 ადამიანი. „58 000 ადამიანმა დაასრულა მკურნალობა, 98,7 პროცენტი განკურნების ეფექტით. ეს გახლავთ საქართველოს მედიცინის უზარმაზარი მიღწევა, რადგან მკურნალობაში ჩართულ 65 000 ადამიანს, მათ შორის, ვინც დაასრულა, საუბარია 58 000-ზე, აღარ განუვითარდება ღვიძლის კიბო, აღარ განუვითარდება ღვიძლის ცეროზი და იცოცხლებს დაახლოებით 15-20 წლით მეტს, ვიდრე ეს დაავადებები რომ განვითარებულიყო. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს გახლავთ უპრეცედენტო მიღწევა საქართველოს ჯანდაცვის და ამ თვალსაზრისით, საქართველო განიხილება მთელ მსოფლიოში, როგორც სამოდელო ქვეყანა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, დონორმა ქვეყნებმა მედიკამენტების მოწოდება შეგვიზღუდონ, ან პროგრამა ჩავარდეს, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებული, 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტში წერია.

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  http://kvira.ge/531489

“ვცდილობთ, ცე ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ, ამიტომ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის დასკვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებულ 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა წარმოადგენს დონაციას და არა საბიუჯეტო თანხას. „იცით, რომ მე ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი. მაგალითად, გველმა რომ დაკბინოს ადამიანი, მას უნდა გაუკეთო სპეციფიკური შრატი. ჩვენ ყოველწლიურად ვყიდულობთ გველის ტოქსინის საწინააღმდეგო შრატის დაახლოებით 200-300 დოზას, აქედან გვჭირდება წლის განმავლობაში დაახლოებით 10-15, დანარჩენის ჩამოწერა ხდება, მაგრამ ის უნდა გედოს სტრატეგიულ მარაგში, რომ დაგჭირდეს. მეორე მაგალითი – დიქტერია, ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო დაავადება. ყოველწლიურად ვყიდულობთ რამდენიმე ათას შრატს და იქიდან ხდება შემდგომ ჩამოწერა, მაგრამ ეს შრატი უნდა გქონდეს. ერთი ავადმყოფიც რომ დაგეღუპოს დიქტერიით, რომ შრატი არ გაუკეთო, ხარ პასუხისმგებელი. უნდა იდოს ყველგან, იმ შრატს ვადა გაუვა, უნდა ჩამოწერო, ანუ ეს გახლავთ სტრატეგიული ე.წ. მარაგების არსებობა ქვეყანაში მთელ რიგ დაავადებებთან დაკავშირებით. ჰეპატიტთან მიმართებაში არასწორი ინტერპრეტაციაა, ხდება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რომ 560 მლნ ლარის წამალი ჩამოიწერა. ჯერ ერთი, ეს ბიუჯეტის ფული არ ყოფილა, ეს 560 მილიონი გახლავთ დონაცია და 560 მლნ გადაყვანილია ამერიკულ ფასებში. იმ დროს 2013, 2014, 2015 წლებში, მაშინ ღირდა აშშ-ს ბაზარზე ეს ფასი. დღევანდელი ფასები ამ წამლების უკვე საკმაოდ ქვემოთ არის ჩამოსული“, – განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქვე ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 2000 ადამიანის სამკურნალო მედიკამენტის ჩამოწერაზე. როგორც გამყრელიძე ამბობს, სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა არსებობდეს მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა იმ შემთხვევისთვის, თუ პროგრამაში ჩართვას მეტი ბენეფიციარი მოინდომებს. „როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იქ ჩამოიწერა დაახლოებით 2000 ავადმყოფის სამკურნალო დოზა. ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-1200 ადამიანს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს გარკვეული რაოდენობა, რადგან ვცდილობთ როგორმე ყოველთვიურად ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ. ვინც გვაკრიტიკებს, მისამართები ვიცი, წამოგვყნენ და ერთად ვიმუშაოთ, რომ 16 000 ადამიანი, რომელიც ვიცით, რომ არის ანტიგენ დადებითი, არ მოდის სამკურნალოდ. იმ ადამიანებმა რომ გადაწყვიტონ მკურნალობაში ჩართვა, მარაგი ხომ უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე. ცნობისათვის, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებული, 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტში წერია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გუშინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულ თემაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტება არის მოყვანილი. მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითად მიზეზად 2017 წლის ივლისიდან ბენეფიციართა მკვეთრად შემცირებული მიმართვიანობა სახელდება.

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/580655-amiran-gamqrelizis-gancxadebit-xelshekrulebis-tanaxmad-amerikeli-partniorebi-garantias-izlevian-rom-10-clis-ganmavlobashi-sakartveloshi-c-hepatitis-samkurnalo-camali-ikneba

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხელშეკრულების თანახმად, ამერიკელი პარტნიორები გარანტიას იძლევიან, რომ 10 წლის განმავლობაში საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო წამალი იქნება

ჩატარებული გვაქვს ე.წ ბარიერების კვლევა - პირველ დაბრკოლებად საზოგადოების ნაკლები გათვითცნობიერებულობა, მეორე დაბრკოლებად კი ფინანსური ბარიერი გამოვლინდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, 2019 წელს ყველანაირი ფინანსური ბარიერი მოიხსნა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა სრულიად უფასო გახდა. „მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, ვეუბნებით რომ მობრძანდით და ჩაიტარეთ სკრინინგი, ძალიან ცოტა ადამიანი მოდის. ჩვენ ჩატარებული გვაქვს თუ არ ვცდები შარშანწინ ე.წ ბარიერების კვლევა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად და ნომერ პირველ პრობლემად გამოვლინდა საზოგადოების ნაკლები გათვითცნობიერებულობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვსაუბრობთ. მაშინ ჩატარებულ კვლევაში მეორე ადგილას გავიდა ფინანსური ბარიერი და ამიტომაც, მერე ფინანსური ბარიერი სრულად მოიხსნა. როდესაც პროგრამა დაიწყო 2015 წელს, მკურნალობა იყო სრულად უფასო, სწრაფი დიაგნოსტიკა ყოველთვის იყო უფასო პროგრამის დაწყების დღიდან, გაღრმავებულ დიაგნოსტიკაში კი იყო ე.წ. თანაგადახდის კომპონენტი. ეს თანაგადახდაც თითქმის არ იყო სოციალურად დაუცველებისთვის. ეს თანაგადახდა თანდათანობით იხსნებოდა და თუ არ ვცდები, 2019 წლის ზაფხულიდან პროგრამა სრულიად უფასოა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ამერიკელი პარტნიორები გარანტიას იძლევიან, რომ 10 წლის განმავლობაში საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო წამალი იქნება.

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/580654-amiran-gamqrelize-pirveladi-prognozit-c-hepatitis-mkurnalobis-gegma-2020-cels-unda-shegvesrulebina-magram-2-3-celi-dagvchirdeba-rom-qvela-adamiani-ganikurnos

ამირან გამყრელიძე - პირველადი პროგნოზით, C ჰეპატიტის მკურნალობის გეგმა 2020 წელს უნდა შეგვესრულებინა, მაგრამ 2-3 წელი დაგვჭირდება, რომ ყველა ადამიანი განიკურნოს

პირველადი პროგნოზით, C ჰეპატიტის მკურნალობის გეგმა უნდა შეგვესრულებინა 2020 წელს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დაახლოებით 2-3 წელი დაგვჭირდება, რათა ყველა ეს ადამიანი განიკურნოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, მოცემული მომენტისთვის გამოვლენილი 101 ათასი ანტიგენ დადებითი ადამიანიდან მკურნალობაში დაახლოებით 16-17 ათასი ადამიანი არ ჩაერთო. „C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან მიმდინარეობს, არის უპრეცედენტო პროგრამა. საქართველო დღეს არის ავანგარდში და 100 000 მოსახლეზე გადათვლით ქვეყანას აქვს ყველაზე უკეთესი ინდიკატორები და მონაცემები როგორც აქტიურ გამოვლენაში, ისე მკურნალობაში. 2015 წელს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად დიდი კვლევაა ჩატარებული, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 5,4 % არის ანტიგენ დადებითი, ანუ ეს აბსოლუტურ რიცხვში არის დაახლოებით 150 ათასი. ჩვენი ელიმინაციის პროგრამის სამიზნე მაჩენებლებია, რომ უნდა გამოვავლინოთ 150 ათასიდან 135 ათასი ადამიანი, ანუ 95%, 128 ათასი ადამიანი უნდა ჩავრთოთ მკურნალობაში და 122 ათასი უნდა განვკურნოთ. დღეს ჩვენ 2,8 მილიონი მოზრდილი ადამიანიდან, ვინც ცხოვრობს საქართველოში, უკვე სკრინირებული გვყავს დაახლოებით 1 750 000, ანუ 60%-ზე მეტი. მკურნალობაში ჩართულია 65 ათასი ადამიანი, 58 ათასმა ადამიანმა დაასრულა მკურნალობა -98,7%-იანი განკურნების ეფექტით. ეს არის საქართველოს მედიცინის უზარმაზარი მიღწევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე განმარტებით, დღეს გამოვლენილია 127 ათასი ანტისხეულ დადებითი ადამიანი, აქედან 27 ათასამდე ადამიანი არ მივიდა კონფირმაციის შემდეგ ეტაპზე. „დღეს ანტისხეულ დადებითი გამოვლენილი გვყავს უკვე 127 ათასი ადამიანი, აქედან მიუხედავად ძალიან ბევრი საუბრისა, თხოვნისა 101 ათასი ადამიანი მივიდა კონფირმაციის შემდგომ ეტაპზე, ანუ 27 ათასამდე ადამიანი არ მივიდა და ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ეს ადამიანები, რომ მივიდნენ და იმკურნალონ. იმიტომ, რომ მათ ჯერ სიმპტომები არ აქვთ, ისინი არიან სიმპტომებისგან თავისუფალი ადამიანები მხოლოდ სხეულში აქვთ C ჰეპატიტის ინფექცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:   https://www.interpressnews.ge/ka/article/580652-amiran-gamqrelizis-ganmartebit-chamoicera-ara-naxevari-miliardi-laris-girebulebis-c-hepatitis-samkurnalo-medikamenti-aramed-2000-adamianis-samqopi-doza

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ჩამოიწერა არა ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი, არამედ 2000 ადამიანის სამყოფი დოზა

სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გქონდეს გარკვეული რაოდენობის მედიკამენტი. ჯობია, რომ დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აუდიტის სამსახურის ანგარიშის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი. გამყრელიძის განმარტებით, ჩამოიწერა არა ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების მედიკამენტი, არამედ 2000 ადამიანის სამყოფი მედიკამენტი. „იქ ჩამოიწერა, როგორც მე ინფორმაცია მაქვს დაახლოებით 2000 ავადმყოფის სამკურნალო დოზა. ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-დან 1200 ადამიანს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გქონდეს გარკვეული რაოდენობა იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ ყოველთვიურად ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ. 16 ათასი ადამიანი, რომელიც ვიცით, რომ არის ანტიგენ დადებითი და არ მოდის და მკურნალობაში არ ერთვება, იმ ადამიანმა რომ გადაწყვიტოს მკურნალობაში ჩაერთოს, მისთვის მარაგი ხომ უნდა გვქონდეს. თქვენ ვერასდროს ვერ იანგარიშებთ ერთი ერთზე, ჯობია, რომ დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს. არ არის ეს ნახევარი მილიარდის ღირებულების, ეს არის 2000 კოლოფი, რომელიც არის სულ 2 თვის სამკურნალო დღევანდელი მიმდინარეობით, რომლის დღევანდელი ღირებულება არის რამოდენიმე ასეულჯერ ნაკლები“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:   https://www.interpressnews.ge/ka/article/580639-zurab-chiaberashvili-c-hepatitis-programis-chavardna-sazogadoebis-mimart-chadenili-umzimesi-danashaulia

ზურაბ ჭიაბერაშვილი - C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნა საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია

ათასობით ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული, ამ დროს ვიგებთ, რომ კომპანია „გილეადისა" და შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ნაჩუქარ 560 მლნ ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ეს რომელიღაც მორიგი საბიუჯეტო პროგრამის უბრალო ჩავარდნა კი არ არის, არამედ საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. ჭიაბერაშვილი C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის პირველ მიზეზად ფინანსურ ბარიერს ასახელებს. კერძოდ, მისი თქმით, მკურნალობის დაწყებამდე ინფიცირებულ პაციენტს სრული დიაგნოსტიკური კვლევისათვის საკუთარი ჯიბიდან გარკვეული თანხის გაღება უწევდა, რაც პაციენტთა ნაწილისათვის ბარიერს ქმნიდა პროგრამაში ჩართვისთვის. მისივე თქმით, ეს ბარიერი მხოლოდ 2019 წლის აგვისტოში მოიხსნა, პროგრამის დაწყებიდან 4 წლის თავზე. „თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე" 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 6.4 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წლისთვის დაგეგმილი 11 მლნ-დან პირველ 9 თვეში მხოლოდ 4.3 მლნ ჰქონდა ათვისებული, ნათელი გახდება, რომ სახელმწიფოს შეეძლო, ეს ფინანსური ბარიერი თავიდანვე მთლიანად მოეხსნა და პირველივე დღიდან მეტ ინფიცირებულს დაეწყო მკურნალობა. ახლა გამოდის, რომ ბიუჯეტში 5 ან 10 მლნ ლარის დაზოგვით თუ არდახარჯვით 500 მლნ ლარის წამალი უნდა გადაიყაროს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. მისი თქმით, C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მეორე მიზეზი გაუმართავი მენეჯმენტია. „2015 წლიდან ოჯახის ექიმს, ექიმ-სპეციალისტს, დიგნოსტიკურ ლაბორატორიებს ყოველწლიურად ასიათასობით მოქალაქე აკითხავდა და მხოლოდ მენეჯმენტის აწყობა უნდოდა, რომ პოლიკლინიკასა თუ საავადმყოფოში მისულ ამბულატორიული პაციენტისთვის ჯანდაცვის სისტემას ავტომატურად, სავალდებულოდ და უფასოდ ჩაეტარებინა C ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება. ამისათვის საბიუჯეტო თანხების პრობლემა, როგორც რიცხვებიდანაც ჩანს, არ იდგა“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა. „ევროპული საქართველოს“ ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჭიაბერაშვილისთვის 2019 წლის ოქტომბერში გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობა დაიწყო დაახლოებით 60 000-მა, ხოლო მკურნალობა დაასრულა 55 000-მა პირმა. ჭიაბერაშვილის აზრით, თუ 4 წლის განმავლობაში პოტენციურ დაავადებულთაგან მკურნალობა მხოლოდ 40%-მა გაიარა, შეუძლებლად ჩანს 2020 წლის ბოლომდე დარჩენილი 70-75 000 პირის პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა. „ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ უნდა ისაუბროს და საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს“, - დასძინა ჭიაბერაშვილმა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/saministro-c-hepatitis-programashi-medikamentebis-dagegmvisas-prognozuli-cdomileba-5-s-ar-agemateba--/46809/

სამინისტრო: C ჰეპატიტის პროგრამაში მედიკამენტების დაგეგმვისას პროგნოზული ცდომილება 5%-ს არ აღემატება

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ქვეყანამ 2015 წელს დაიწყო იყო და რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარ პრიორიტეტად. უწყების ცნობით, ამ პროგრამის ფარგლებში დღემდე 64000-ზე მეტი ადამიანი იღებს სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობას, რომლის გარეშეც მათი გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. "აუდიტის დასკვნა, რომელიც 2018 წლის პერიოდს მოიცავს აქცენტს აკეთებს პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების მარაგების მართვის ხარვეზებზე. ასეთი ტიპის პროექტებისთვის მედიკამენტების საჭირო რაოდენობის სწორად პროგნოზირება უაღრესად მნიშვნელოვანია და სამინისტრო მუდმივად მუშაობს მარაგების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებაზე. C ჰეპატიტის პროგრამის დაწყებიდან დღემდე მედიკამენტების დაგეგმვის პროცესში პროგნოზული ცდომილება არ აღემატება 5%-ს. დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განმარტა, რომ აუდიტის დასკვნაში საუბარია 2000-ი პაციენტის დოზაზე. „ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-1200 პირს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს გარკვეული რაოდენობა, რადგან ვცდილობთ ყოველთვიურად, რომ პროგრამაში ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ხაზი გაუსვა С ჰეპატიტის პროგრამის აღიარებას საერთაშორისო დონეზე და მის მაღალ ეფექტურობას, რაც პაციენტების 98%-ს სრული განკურნების შესაძლებლობას იძლევა. საქართველომ 2019 წლის დასაწყისში მიიღო ევროპის ღვიძლის საზოგადოების ჯილდო და აღიარებულ იქნა, როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის სანიმუშო ქვეყანა. საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით პროგრამა ემ ეტაპზეც აქტიურად ხორციელდება ელიმინაციის მიზნების სრულად მისაღწევად. პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის არის სრულიად უფასო. ასევე ხელმისაწვდომია მკურნალობისთვის საჭირო უახლესი თაობის მედიკამენტებიც", – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/580663-amiran-gamqrelizis-gancxadebit-haeris-dabinzureba-didi-gamocvevaa-ara-mxolod-sakartvelostvis-aramed-mteli-msopliostvis

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჰაერის დაბინძურება დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის

ჰაერის დაბინძურება გახლავთ მთელი რიგი დაავადებების განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკფაქტორი, ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებებით იღუპება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ გლობალური ალიანსის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შედეგებზე საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ჰაერის დაბინძურება 21-ე საუკუნის დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. „ჰაერის დაბინძურება გახლავთ მთელი რიგი დაავადებების განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკფაქტორი, მაგალითად გულ-სისხლძარღვთა დაავადების. ყოველწლიურად 58 მილიონიდან 7 მილიონი ადამიანი ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებებით იღუპება. გარემო, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორის შემდეგ, ავადობისა და სიკვდილიანობის მეორე ფაქტორია. იცით, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ სერიოზულად დაიწყო იმ ინდიკატორების მონიტორინგი, რომლებიც მუდმივად თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში ხდება. ეს ზოგადად დიდი გამოწვევაა 21-ე საუკუნეში არა მარტო საქართველოსი, არამედ მთელი მსოფლიოსი - კლიმატის ცვლილება, გლობალური დათბობა და ჰაერის დაბინძურება. ამიტომ 2018 წლის დეკემბერში სახელმწიფოს აქვს დამტკიცებული გარემოს ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა მუშაობს 5 მთავარი მიმართულებით, ეს არის: ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ქიმია და კლიმატის ცვლილება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ გლობალური ალიანსის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რეგიონში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობით 100 ათას მოსახლეზე საქართველო მეორე ადგილასაა. დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ინდოეთშია.

---

 

11.01.2020

მედიასაშუალება:  https://pia.ge/post/302189-gamyrelize-qveyanasi-b-tipis-virusi-cirkulirebs-romelic-sasualo-da-msubuqi-simzimit-xasiatdeba

გამყრელიძე: ქვეყანაში B ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც საშუალო და მსუბუქი სიმძიმით ხასიათდება

"ცირკულირებს ძირითადად B ტიპის ვირუსი, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით უფრო საშუალო და მსუბუქი სიმძიმის მიმდინარეობით",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით განაცხადა გამყრელიძის თქმით, შარშანდელ სეზონთან შედარებით წლევანდელი სეზონი გარკვეულად უფრო მშვიდია. "ცირკულირებს ძირითადად ბე ტიპის ვირუსი, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით უფრო საშუალო და მსუბუქი სიმძიმის მიმდინარეობით. ამიტომაც არის, რომ რეანიმაციულ განყოფილებებში ნაკლებად გვყავს ავადმყოფები,ასევე ნაკლებად გვყავს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მაგრამ რა თქმა უნდა მიმართვიანობა არის, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში და არის საკმაოდ მაღალი. ამიტომ შედარებით სიმშვიდეა და ხაზს ვუსვამ იმას, რომ ამას ხელი შეუწყო აცრამ. სახელმწიფო უფრო მეტი რისკ ჯგუფის ადამიანი აცრა. გრიპის ვირუსის ყველაზე მაღალი სამიზნე ორსული ქალბატონებია, მოვუწოდებ მათ, რომ მიბრძანდნენ და აიცრან.ასევე საკმარისი რაოდენობის ანტივირუსული პრეპარატი",- განაცხადა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ამირან გამყრელიძემ.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

13.01.2020

მედიასაშუალება:    ალია

"სასწრაფომ უთხრა, ბევრი სითხე სვიო, რომ გადაეყვანათ, ახლა ობოლი არ ვიქნებოდი"

ჭიათურაში, სოფელ მანდაეთში 30 წლის ქალის გარდაცვალებამდე ოჯახს სასწრაფო ორჯერ ჰყავდა გამოძახებული, თუმცა, როგორც გარდაცვლილის შვილი ჰყვება, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტს საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი უთხრა, რაც ფატალური შედეგით დასრულდა. „პირველის წუთები იყო, როცა სასწრაფოს გამოვუძახეთ, გულიც აწუხებდა. გულზე წიწკნიდა და კუჭიც სტკიოდა. სასწრაფომ უთხრა, ბევრი სითხე სვი. სითხე რას უშველიდა, დედაჩემს 40 გრადუსამდე ჰქონდა სიცხე. უთხრეს, შენ დასაწვენი არ ხარო. დედაჩემი რომ დაეწვინათ, ახლა ხომ ცოცხალი მეყოლებოდა, აღარ დავრჩებოდი ობოლი. მეორედ გამთენიისას გამოვიხაძეთ. პირველზე რომ წაეყვანათ, გადარჩებოდა“, - ჰყვება გარდაცვლილის შვილი ტელეკომპანია „მთავართან“. შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი მწვავე ვირუსული ინფექცია გახდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6619940&name=13.01.2020+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

13.01.2020

მედიასაშუალება: რეზონანსი

არავითარი საგანგებო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული... სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივ ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია მართვადია და გასულ წელთან შედარებით უფრო ნაკლები მიმართვიანობაა კლინიკებში. სკოლებსა და ბაღებში კი სწავლის გადადების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს. „რეზონანსს" სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა არაოფიციალურად დაუდასტურეს, რომ კლინიკებში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული, დაწესებულია მედპერსონალის მორიგეობა, რაც გრიპის ვირუსით დაავადებულ პაციენტთა დიდი მიმართვიანობითაა გამოწვეული. „რეზონანსთან" საუბრისას ამირან გამყრელიძე აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში მწვავე ეპიდემიური მდგომარეობის არსებობის შესახებ ინფორმაცია არათუ სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ მიმართვიანობა წინა წელთან შედარებით შემცირებულიაცაა. „არავითარი საგანგებო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული, არის ჩვეულებრივი ეპიდ-სიტუაცია, რაც ზამთარშია ხოლმე გრიპთან დაკავშირებით. შედარებით მშვიდი ვითარებაა, ვიდრე შარშან ამ დროს იყო", - აცხადებს გამყრელიძე. მისი თქმით, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობა არ არსებობს, რადგან კლინიკებში არსებული ვითარება კონტორლს ექვემდებარება. „ჩვენი რეკომენდაცია ეს არ არის, ეს უფრო განათლების სამინისტროს კომპეტენციაა. ჩვენ არ ვიძლევით რეკომენდაციას. ეპიდ-სიტუაცია მართვადია ქვეყანაში და არ არის იმის აუცილებლობა, რომ გადაიდოს სწავლა. დანარჩენი განათლების სამინისტროს შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს", - აცხადებს, ამირან გამყრელიძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6619708&name=13.01.2020+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

13.01.2020

მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები

C ჰეპატიტის ელიმინაცია - წარმატებული პროექტის გვერდითი მოვლენები

2015 წლის 28 აპრილს საქართველოში „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა” ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამა თავისი მნიშვნელობით უპრეცედენტოა, ვინაიდან C ჰეპატიტის სრული მკურნალობის კურსი დაახლოებით 80 ათასი აშშ დოლარი ჯდება. ელიმინაციის პროგრამის ამოქმედება საქართველოში განაპირობა იმან, რომ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში 150 ათასამდე ადამიანი, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 5, 4 პროცენტი C ჰეპატიტის მატარებელი იყო. და ეს მაშინ, როცა ევროპულ ქვეყნებში ქვეყნებში ქრონიკული C ჰეპატიტი, როგორც წესი, მოსახლეობის 0,5-1%-ს აქვს. დაავადების დიდი გავრცელების შემთხვევაში კი, ეს ციფრი 1,5-2,3%-ს არ აღემატება. პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარტნიორები არიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. პროგრამა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead - ის ხელშეწყობით ხორციელდება. ელიმინაციის პროგრამა მოიცავს უფასო სკრინინგს, დაავადების დიაგნოსტიკას და C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობას, უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამით შეუძლია, ისარგებლოს აქტიური C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს. პროგრამის ფარგლებში „გილეადი“ საქართველოს უფასოდ აწვდის ანტივირუსულ პრეპარატებს - ეპკლუსას და ჰარვონს. დამხმარე პრეპარატის - რიბავირინის შეძენას კი სახელმწიფო უზრუნველყოფს. კომპანია Gილეად-ის ვიცეპრეზიდენტმა, გრეგ ალტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ “ხუთ მილიონიანი საქართველო, თავისი ზომით, ვირუსის სკრინინგის სისტემით იდეალურია სამეცნიერო ტესტისთვის. საქართველოში მიღებული შედეგები მსოფლიო მასშტაბით იქნება გამოყენებული. ეს იქნება იმის მაგალითი, რომ ამ მიმართულებით ჩადებულ ინვესტიციას ფუნდამენტური ცვლილებების მოტანა შეუძლია”. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან პროგრამაში ჩასართავად საჭირო გაღრმავებული დიაგნოსტიკური კვლევები უფასო გახდა (პაციენტის მხრიდან თანაგადახდა 140 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობდა). C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებიდან (2015 წლის აპრილიდან) 2019 წლის 30 ივნისამდე C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდა 1.5 მლნ პირს, აქედან დადებითი აღმოჩნდა 7.8% (117 ათასი ადამიანი). სკრინინგული ტესტი არ არის საკმარისი C ჰეპატიტის საბოლოო დიაგნოზის დასასმელად. ტესტის დადებითი შედეგის შემთხვევაში, პაციენტს აქტიური ინფექციის გამოსავლენად უნდა ჩაუტარდეს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები - HCV rnm ან HCV core Aგ. დამატებითი ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა 89,914 პირს, აქედან აქტიური C ჰეპატიტი აღმოაჩნდა 74,307 ადამიანს. მკურნალობა დაიწყო 58,229 პირმა, აქედან მკურნალობა დაასრულა 53,908 პირმა. მკურნალობის დასრულებიდან პაციენტმა უნდა გაიაროს SVR ტესტირება, რათა განისაზღვროს განიკურნა თუ არა ვირუსისგან. SVR ტესტირება ჩაუტარდა 38,538 ბენეფიციარს, მათი 98.6% (38,006 ადამიანი) განიკურნა. აღსანიშნავია, რომ 27.5 ათასზე მეტ ადამიანის სწრაფი ტესტით C ჰეპატიტის ვირუსზე დადებითი აღმოჩნდა, მაგრამ არ ჩაუტარებია შემდგომი კვლევა, რათა განისაზღვროს, აქვს თუ არა აქტიური C ჰეპატიტი. 16 ათასს აჭარბებს იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც დაუდგინდათ აქტიური C ჰეპატიტი, საჭიროებს მკურნალობას და არ მიუმართავს მკურნალობისთვის 12.4 ათასი ადამიანია ისეთი, ვინცგაიარა C ჰეპატიტის მკურნალობის კურსი, ექვემდებარებოდა SVR ტესტირებას (რომლითაც დგინდება განიკურნა თუ არა) და არ ჩაიტარა ტესტირება C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგიის თანახმად, 2020 წლისთვის საქართველო მიზნად ისახავს: • C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის (135 000 ადამიანის) დიაგნოზირებას • ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 95%-ის (128 250 ადამიანის) მკურნალობას • ნამკურნალებ პირთა 95%- ის (122 000 ადამიანის) განკურნებას • საბოლოოდ C ჰეპატიტის აქტიური დაავადების პრევალენტობა (გავრცელება) 0.5%- მდე უნდა შემცირდეს. როგორც არსებული მონაცემებიდან ჩანს, 2020 წლისთვის Cჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა დიდი ალბათობით ვერ მოხერხდება. ამ ეტაპზე დიაგნოსტირებულია სამიზნე მაჩვენებლის მხოლოდ 55%, პროგრამაში ჩართულია სამიზნე მაჩვენებლის მხოლოდ 45%. დასახული მიზნის მისაღწევად C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დამატებით მინიმუმ 70 ათასი ადამიანი უნდა ჩაერთოს. ნახევარი მილიარდი ლარის ვადაგასული მედიკამენტი ამ ყველაფრის ფონზე კი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. პლუს, სამინისტროს ცენტრალურ აპარატს ასევე აღრიცხული აქვს იგივე დანიშნულების 121 285 ლარის ღირებულების მედიკამენტი, რომელიც შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარია. როგორც აუდიტის სამსახურის 2020 წლის 10 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, ეს მონაცემები 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ვითარებას ასახავს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიხედვით, ვადაგასულ მედიკამენტებს შორისაა C ჰეპატიტის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტები, რომელსაც საქართველო უსასყიდლოდ იღებს მწარმოებელი ამერიკული კომპანიისგან. ეს მედიკამენტებია ჰარვონი, სოვალდი, ზეპატიერი და ინტერფერონი. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ 2017 წლის ივლისიდან მკვეთრად შემცირდა ბენეფიციართა მიმართვიანობა. ასევე, პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო სოფოსბუვირი (სოვალდი), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან (ინტერფერონი და რიბავირინი) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით ? ჰარვონით, რომლის მიხედვით შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები და აღნიშნულმა მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების (სოფოსბუვირი, ინტერფერონი და რიბავირინი) მოხმარება. ასევე, სააგენტოს განმარტებით, არსებობს მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან გარდაცვალების ფაქტები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ასევე ასახულია, თუ რამდენი პაციენტის მკურნალობა იყო დაგეგმილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში და რეალურად, რამდენმა იმკურნალა.დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ჩამოიწერა არა ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების მედიკამენტი, არამედ 2000 ადამიანის სამყოფი მედიკამენტი. “იქ ჩამოიწერა, როგორც მე ინფორმაცია მაქვს დაახლოებით 2000 ავადმყოფის სამკურნალო დოზა. ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-დან 1200 ადამიანს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გქონდეს გარკვეული რაოდენობა იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ ყოველთვიურად ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ. 16 ათასი ადამიანი, რომელიც ვიცით, რომ არის ანტიგენ დადებითი და არ მოდის და მკურნალობაში არ ერთვება, იმ ადამიანმა რომ გადაწყვიტოს მკურნალობაში ჩაერთოს, მისთვის მარაგი ხომ უნდა გვქონდეს. თქვენ ვერასდროს ვერ იანგარიშებთ ერთი ერთზე, ჯობია, რომ დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს. არ არის ეს ნახევარი მილიარდის ღირებულების, ეს არის 2000 კოლოფი, რომელიც არის სულ 2 თვის სამკურნალო დღევანდელი მიმდინარეობით, რომლის დღევანდელი ღირებულება არის რამოდენიმე ასეულჯერ ნაკლები”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მთავარ მიზეზად ფინანსურ ბარიერს ასახელებს. კერძოდ, მისი თქმით, მკურნალობის დაწყებამდე ინფიცირებულ პაციენტს სრული დიაგნოსტიკური კვლევისათვის საკუთარი ჯიბიდან გარკვეული თანხის გაღება უწევდა, რაც პაციენტთა ნაწილისათვის ბარიერს ქმნიდა პროგრამაში ჩართვისთვის. მისივე თქმით, ეს ბარიერი მხოლოდ 2019 წლის აგვისტოში მოიხსნა, პროგრამის დაწყებიდან 4 წლის თავზე. „თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე“ 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 6.4 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წლისთვის დაგეგმილი 11 მლნ-დან პირველ 9 თვეში მხოლოდ 4.3 მლნ ჰქონდა ათვისებული, ნათელი გახდება, რომ სახელმწიფოს შეეძლო, ეს ფინანსური ბარიერი თავიდანვე მთლიანად მოეხსნა და პირველივე დღიდან მეტ ინფიცირებულს დაეწყო მკურნალობა. ახლა გამოდის, რომ ბიუჯეტში 5 ან 10 მლნ ლარის დაზოგვით თუ არდახარჯვით 500 მლნ ლარის წამალი უნდა გადაიყაროს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მეორე მიზეზი გაუმართავი მენეჯმენტია. „2015 წლიდან ოჯახის ექიმს, ექიმ-სპეციალისტს, დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებს ყოველწლიურად ასიათასობით მოქალაქე აკითხავდა და მხოლოდ მენეჯმენტის აწყობა უნდოდა, რომ პოლიკლინიკასა თუ საავადმყოფოში მისულ ამბულატორიული პაციენტისთვის ჯანდაცვის სისტემას ავტომატურად, სავალდებულოდ და უფასოდ ჩაეტარებინა C ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება. ამისათვის საბიუჯეტო თანხების პრობლემა, როგორც რიცხვებიდანაც ჩანს, არ იდგა“. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში არაერთი ხარვეზია, რის გამოც დღემდე ვერ მოხერხდა პაციენტების სრულად ჩართვა აღნიშნულ პროგრამაში და სავარაუდოდ იგი 2–3 წელი კიდევ გაგრძელდება, რაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემაც დაადასტურა საკუთარ განცხადებაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6619542&name=13.01.2020+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

13.01.2020

მედიასაშუალება: მესინჯერი

560 645 083 ლარის ღირებულების C ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა

560 მილიონი ლარის ღირებულების ცე ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა, მიზეზად პროგრამის ბენეფიციართა მკვეთრად შემცირებული მიმართვიანობა სახელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტში წერია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.დოკუმენტის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი. საუბარია შემდეგი რაოდენობის ვადაგასულ მედიკამენტებზე: 1 222 ცალ ინტერფერონზე, 5 547 რიბავირინზე, 2 268 ზეპატიერზე, 16 834 სოვალდისა და 205 003 ჰარვონზე. „სააგენტოს განმარტებით, მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ 2017 წლის ივლისიდან მკვეთრად შემცირდა ბენეფიციართა მომართვიანობა. ასევე პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო სოფოსბუვირი (სოვალდი), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით, ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან (ინტერფერონი და რიბავირინი) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − ჰარვონით, რომლის მიხედვით შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები და აღნიშნულმა მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების (სოფოსბუვირი, ინტერფერონი და რიბავირინი) მოხმარება“, - წერია ანგარიშში.ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს C ჰეპატიტის მედიკამენტების საკითხით და დაიწყოს გამოძიება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6619537&name=13.01.2020+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

13.01.2020

მედიასაშუალება: რეზონანსი

„ვადა გაუვიდა მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომელიც მეტობით მოგვცეს“ -კახაძე

„იმ უძვირეს მკურნალობას, რომელსაც მსოფლიოს ვერცერთი ქვეყანა ვერ იღებს და მხოლოდ საერთაშორისო დონორი აკონტროლებს, იქ ქართველებს ხარჯვით ან მოხმარებით ნაწილში არ აქვს ხელწვდომა", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" დეპუტატი ლადო კახაძე „ცე" ჰეპატიტის ვადაგასულ მედიკამენტების გარშემო ატეხილ სკანდალს. ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის დასკვნის თანახმად, „ცე" ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებულ 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. კახაძე მიიჩნევს, რომ „ცე" ჰეპატიტის პროგრამა წარმატებული იყო, რომლის განკურნების მაჩვენებელი 97.70%-ია. „ყველაზე კარგი პროექტი, რომელიც საერთაშორისო მხარდაჭერით, მათი მეთვალყურეობით, მათი კონტროლით და მუდმივი თანადგომით გაკეთებულა, ესაა ზუსტად „ცე" ჰეპატიტის დელიმინაციის პროგრამა, ერთ-ერთი საჩვენებელი, რომელიც მსგავსი მსოფლიოში ჯერ არ ჩატარებულა, „ჩვენ ვართ პირველები და გვაქვს უმაღლესი შეფასება იმ საერთაშორისო დონორებისა, რომლებიც ამაში გვეხმარებიან, განსხვავებით სხვა ქვეყნებისაგან. მაჩვენებელი 97.70% გვაქვს, ანუ განკურნებული გვყავს დაახოლებით 65 ათასი პაციენტი, რომელიც ამ სენიდანაა დახსნილი. „დონორები დახმარება მოიცავდა პათოლოგიის მქონე დაახლოებით 150 ათას ადამიანს. ზუსტად გათვლილი ციფრი არ არსებობდა და ამიტომ მათ ეს (მედიკამენტები) შეგნებულად მეტობით გადმოგვცეს იმ შემთხვევისთვის, თუ იქნებოდა საჭიროება. შემდეგ დამატებითი პრობლემები რომ აღარ ყოფილიყო, ეს მათ გადმოგვცეს," - აცხადებს კახაძე. მისივე თქმით, ამ ტემაზე სკანდალის ატეხვა დესტრუქციულად განწყობილ ადამიანებს აწყობთ, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს „უმეცრებაა, რომ ადამიანებმა ამ თემაზე ასეთი აჟიოტაჟი ატეხეს, რომლებიც ალბათ არ არიან კონსტრუქტორები და დესტრუქცია უფრო აწყობთ ამ თემის გარშემო, „ერთი რთული თემაა, როდესაც ქართველი მოსახლეობა მიგრირებულნი არიან და ჩვენს ტერიტორიაზე არ იმყოფებიან, ყველანაირად ვცდილობთ მათთან ახსნა-განმარტებითა და საგანმანათლებლო პროგრამებით საქართველოში ყოფნის დროს მისცემოდათ შანსი, რომ უფასოდ გამოკვლევა ჩაეტარებინათ, „არის კიდევ ერთი რთული თემაც - ადამიანები, მიუხედავად შეთავაზებისა, რომ ეს სრულიად უფასო და მათი ჯანმრთელობითვის სასიკეთო ნაბიჯია, არ მოდიან შეგნებულად, რაც ძალიან სამწუხაროა. „იმ უძვირეს მკურნალობას, რომელსაც მსოფლიოს ვერცერთი ქვეყანა ვერ იღებს და მხოლოდ საერთაშორისო დონორი აკონტროლებს, იქ ქართველებს ხარჯვით ან მოხმარებით ნაწილში არ აქვს ხელწვდომა. „ის ფორმულა - 90/90/90 - რომელიც მთელს მსოფლიოში დღეს უნდა დამკვიდრდეს, საქართველოს მიღწეული აქვს, ანუ გამოვლენის პროცენტი მაღალი, მკურნალობის პროცენტი მაღალი, ეფექტიანობა მაღალი", - აცხადებს კახაძე. ვადაგასულ მედიკამენტებზე შაბათს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, სტრატეგიულ მარაგში გარკვეული რაოდენობის მედიკამენტი ყოველთვის უნდა იყოს. იგი მიიჩნევს, რომ „ჯობია,დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს". გამყრელიძისვე განმარტებით, ჩამოიწერა არა ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების, არამედ 2000 ადამიანის სამყოფი მედიკამენტი ვადაგასულ პრეპარატებზე სუს-ში გამოძიებაა დაწყებული, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ეს ფაქტი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის კორუფციაა ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე. „ათასობით ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს „ცე" ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული. ამ დროს ვიგებთ, რომ კომპანია „გილეადისა" და შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ნაჩუქარ 560 მლნ ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ეს რომელიღაც მორიგი საბიუჯეტო პროგრამის უბრალო ჩავარდნა კი არ არის, არამედ საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია," - აცხადებს „ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6619367&name=13.01.2020+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

13.01.2020

მედიასაშუალება:    კვირის პალიტრა

"ვადაგასული" ნახევარი მილიარდი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560.645.083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი. თავად სააგენტოში აღნიშნულს ბენეფიციართა მიმართვიანობის შემცირებით ხსნიან. "პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო "სოფოსბუვირი" ("სოვალდი"), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან ("ინტერფერონი" და "რიბავირინი") კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − "ჰარვონი", რომლის მიხედვით, შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები, რამაც მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების ("სოფოსბუვირი", "ინტერფერონი" და "რიბავირინი") მოხმარება. ასევე სააგენტოს განმარტებით, არსებობს პაციენტების მხრიდან მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან მათი გარდაცვალების ფაქტები", - აღნიშნულია ანგარიშში. "ეს უმძიმესი დანაშაულია" "ათასობით ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არ არის ჩართული, ამ დროს ვიგებთ, რომ კომპანია "გილეადისა" და შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ნაჩუქარ 560 მლნ ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ეს რომელიღაც მორიგი საბიუჯეტო პროგრამის უბრალო ჩავარდნა კი არ არის, საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ჭიაბერაშვილი C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის პირველ მიზეზად ფინანსურ ბარიერს ასახელებს. მისი თქმით, მკურნალობის დაწყებამდე ინფიცირებულ პაციენტს სრული დიაგნოსტიკური კვლევისათვის საკუთარი ჯიბიდან გარკვეული თანხის გაღება უწევდა, რაც პაციენტთა ნაწილისათვის ბარიერს ქმნიდა პროგრამაში ჩართვისთვის. მისივე თქმით, ეს ბარიერი მხოლოდ 2019 წლის აგვისტოში მოიხსნა, პროგრამის დაწყებიდან 4 წლის თავზე. ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მეორე მიზეზი გაუმართავი მენეჯმენტია. "კვირის პალიტრა" შეეცადა, შექმნილი მდგომარეობის შესახებ დეტალები ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსთან ეკა ადამიასთან გაერკვია. - რის მიხედვით განისაზღვრება აღნიშნული მედიკამენტების ღირებულება და რამდენი გადაიხადა სახელმწიფომ? - ამ წამალში ფულს არ ვიხდით. განბაჟების დროს ღირებულებას ექსპერტიზის ბიურო ანიჭებს. განბაჟებაში, ფაქტობრივად, სიმბოლურ თანხას ვიხდით წამლის ქვეყანაში შემოსატანად. რადგან ქვეყანაში ამ მედიკამენტების ფასი არასდროს დაფიქსირებულა, ექსპერტიზის ბიურომ 1 აბის ფასი სხვა ქვეყნების დაახლოებითი ფასის შესაბამისად განსაზღვრა. ელიმინაციის პროგრამის დასაწყისში ასე შეფასდა ერთი აბი 2.000 ლარად, თუმცა ჩვენთვის ტვირთი ნულოვანი ღირებულებით შემოდის. საბუთებს გარკვევით აწერია, რომ ტვირთი ღირს 0 ლარი. 1 კოლოფში 28 აბია და კოლოფის ღირებულება ასტრონომიული ციფრი გამოდის. ჩვენი პარტნიორი წამლის მომწოდებელი კომპანია ყოველთვიურ ანგარიშს იღებს და პირველი დღიდან ინფორმირებულია ყველაფერზე. სკანდალებზე მონადირეებს ვეკითხები: რაიმე გადაცდენა რომ ყოფილიყო, ისინი არ ატეხდნენ ერთ ამბავს და მათ გაკოტრებას გვაპატიებდნენ? - ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ 16 000 ადამიანი იდენტიფიცირებულია, როგორც C ჰეპატიტით დაავადებული და ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყონ მკურნალობა. მკურნალობა დაავადების დადგენისთანავე არ უნდა დაიწყოს? - დიახ, მაგრამ ეს პაციენტის უფლებაა და ძალას ვერ დაატან. სხვადასხვა მიზეზით იკავებენ თავს. ეს ცალკე თემაა და ამ პრობლემის გაჩენაში ლომის წილი უდევთ ელიმინაციის პროგრამის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც პროგრამის დაწყებისთანავე უსაფუძვლო ჭორებს ავრცელებდნენ. ეს ადამიანები ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდნენ სამკურნალოდ და მათ წამალი უნდა დახვდეთ. მომდევნო წლის შეკვეთას ყოველთვის წინა წელს ვაკეთებთ, ანუ 2017 წლისთვის მარაგი 2016 წლის სექტემბერში შევუკვეთეთ. მაშინ თვეში 3-4-5 ათასი პაციენტი გვყავდა, მაგრამ წამლის შემოტანა მეტობით უნდა დაგვეგეგმა. 2017 წლის შეკვეთა მოგვაწოდეს იანვარში. 2016 წლის ბოლოდან პაციენტების რაოდენობამ იკლო - ნავარაუდევზე 2000-ით ნაკლები მოვიდა. წამლის ვადა დიდი არ იყო, მომდევნო წელს ვერ გამოვიყენებდით და ამიტომ გაუხარჯავი დარჩა. - ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, პროგრამის ამოქმედების პირველ ეტაპზე (2015წ.) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო "სოფოსბუვირი" ("სოვალდი"), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან ("ინტერფერონი" და "რიბავირინი") კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი შეიცვალა ახალი თაობის მედიკამენტით - "ჰარვონით", რომლის მიხედვით შეიცვალა სამკურნალო რეჟიმი, შემცირდა პირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების ("სოფოსბუვირი", "ინტერფერონი" და "რიბავირინი") მოხმარება. წამლების ნაწილი იმიტომაც ხომ არ დარჩა გაუხარჯავი, რომ ახალი პრეპარატებით შეიცვალა? პაციენტები მკურნალობას რატომ წყვეტდნენ? - მკურნალობას წყვეტდნენ, როცა გვქონდა "ინტერფერონი". მას მძიმე გვერდითი მოვლენები ახლდა, თუმცა ასეთი პაციენტების რაოდენობა უმნიშვნელო იყო. უახლესი თაობის მედიკამენტებს, "ჰარვონსა" და "ეპკლუსას", რაც ამ ეტაპზე პროგრამაში გვაქვს, გვერდითი მოვლენები არ აქვს და არც დამატებითი მედიკამენტი სჭირდება. ამ თემის ორი წლის შემდეგ გაცოცხლება დანაშაულად მიმაჩნია. რატომ უნდა ამტკიცო და განმარტო ის, რაც წარსულში იყო და დღეს არ არსებობს? ვის სჭირდება ეს, როცა პრობლემა, კარგა ხანია, დაძლეულია? რატომ უნდა დააბნიო ადამიანები და აიძულო, იმის ნაცვლად, რომ დროულად დაიდგინონ დიაგნოზი და იმკურნალონ, არჩიონ, სად არის სიმართლე? ასეთი განწყობა იმოქმედებს სკრინინგსა და მკურნალობაში ჩართულთა რაოდენობაზე, ისევე, როგორც იმოქმედა 2017-18 წლებში, როცა იკლო პაციენტთა მომართვიანობამ. თუ ვინმეს კონტროლი ევალება, სახელმწიფო უსაფრთხოების ჩათვლით, ყველა ცდილობდა დაედგინა, სამართლიანი იყო თუ არა ბრალდებები ელიმინაციის პროგრამისა და მედიკამენტების მიმართ, მაგრამ საეჭვო ვერსად ვერაფერი მოიძებნა. სამაგიეროდ, არსებობს ათეულობით ათასი ადამიანი, რომლებიც განიკურნენ და გადაურჩნენ გაკოტრებასა და სიკვდილს. ჯანდაცვის თემები ძალიან სენსიტიურია. როცა პაციენტს არაფერი აწუხებს, მის დასარწმუნებლად, რომ შესაძლოა, C ჰეპატიტი ჰქონდეს და სკრინინგზე უნდა მივიდეს, დიდი ძალისხმევა გჭირდება. პროგრამა რომ დავიწყეთ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მაშინვე ჩაერთვნენ პროგრამაში, მერე კი დარჩნენ ისეთები, რომლებიც არასდროს შეუწუხებია ჯანმრთელობის მდგომარეობას, არც სიმპტომები აქვთ. მათი გამოვლენა სერიოზული პრობლემაა. ამიტომ დაიკლო მომართვიანობამ. ვიცით 16 ათასი გამოვლენილი ავადმყოფის შესახებაც, მაგრამ არ მოდიან სამკურნალოდ. - ჭიაბერაშვილი პაციენტების დაბრკოლების ერთ-ერთ მიზეზად ფინანსურ ბარიერს ასახელებს. მკურნალობის დაწყებამდე ინფიცირებულ პაციენტს სრული დიაგნოსტიკური კვლევისათვის საკუთარი ჯიბიდან უწევდა თანხის გაღება, რაც პაციენტთა ნაწილისათვის პროგრამაში ჩართვისთვის ბარიერს ქმნიდა. მისი თქმით, ეს ბარიერი მხოლოდ 2019 წლის აგვისტოში მოიხსნა. - პროგრამაში ჩართვა პირველივე დღიდან უფასო იყო სოციალურად დაუცველთათვის. არსებობს სქემატური გამოსახულება, როგორ იკლებდა წლების განმავლობაში პროგრამაში ჩართვის ღირებულება, როგორ იკლებდა ეტაპობრივად, რამდენი ძვირად ღირებული კვლევა გამოვაკელით... არც ერთხელ ამ ქმედებებს პაციენტთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა არ მოჰყოლია, ანუ არ ყოფილა პირდაპირი კორელაცია ფინანსურ გამარტივებასა და პაციენტთა ჩართულობის მაჩვენებელს შორის. ყველაფერი უფასო რომ ყოფილიყო და ბიუჯეტი გადახარჯულიყო, იტყოდნენ, დააქციეთ ქვეყანაო. - ოპოზიცია ასევე აცხადებს, რომ C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მეორე მიზეზი გაუმართავი მენეჯმენტია. - განმარტონ, რას ეძახიან მენეჯმენტს. ჩვენი პროგრამა ყველაზე კარგად მართული და საერთაშორისო დონეზე აღიარებულია. 2019 წლის აპრილში ღვიძლის საერთაშორისო კონფერენციაზე ქალაქ ვენაში საქართველოს, როგორც ჩემპიონს C ჰეპატიტის ელიმინაციის საქმეში, მიენიჭა წარმატებული ქვეყნის სტატუსი და თვალსაჩინოების ცენტრი დაგვარქვეს, სხვა ქვეყნებისთვის ჩვენი მაგალითი საჩვენებელი რომ იყოს, მინისტრს კი ჯილდო გადაეცა. არ ჩატარებულა არც ერთი კონფერენცია, სადაც საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია თავისი პროგრესის საჩვენებლად და ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ პროგრამა ჩავარდა? დაესწროს საერთაშორისო შეხვედრებს და ნახოს, როგორი პროგრესია ამ მიმართულებით, რა შედეგებს მივაღწიეთ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6619358&name=13.01.2020+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

13.01.2020

მედიასაშუალება: ალია

ივანიშვილმა განკარგულება უკვე გასცა - რომელ მაღალჩინოსანს დასჯიან?

ახალი წელი დაიწყო იმით, რაზეც მაშინ ვწერდით, როცა დავით სერგეენკო თანამდებობიდან წავიდა. სწორედ "ალიამ" დაწერა პირველად, რომ 2020 წელს, ცე ჰეპატიტის პროგრამა აღარ გაგრძელდებოდა და მაშინ ამ სფეროს ექსპერტებმა ჯვარზე გაგვაკრეს, აქაოდა, ამერიკული პროგრამაა, ფული და წამლები უკვე გადმორიცხულია, საქართველოს ვინ კითხავსო. "სახელისუფლებო გუნდში სერიოზული დაძაბულობაა, მაგრამ ეს არ უკავშირდება პრემიერს. რამდენიმე კგუფი ცდილობს, საკუთარი პოზიციები გიმყაროს და მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, ის კადრი წარადგინოს, რომელიც მას აწყობს. საქმე ისაა, რომ ივანიშვილმა უკვე გასცა განკარგულება, წინასაარჩევნოდ არაერთი ჩინოვნიკი სამაგალითოდ დაისაჯოს, რადგან ხალხმა იგრძნოს, რომ ხელისუფლება ძლიერია. სწორედ ამიტომ, მთავარი პროკურორის სავარძელი არათუ განხეთქილების მიზეზია, არამედ სერიოზული დაპირისპირების საბაბიც. ამის გამო დაეტაკნენ გახარიას, მაგრამ რეალურად მას მთავარი პროკურორის ინტერესი არ აქვს. პრემიერმა კარგად იცის, რომ მას მთავარ პროკურორს არავინ დაანიშნინებს და ამიტომ, არ ერევა. მთავარი პროკურორი გახარიას კადრი რომ გახდეს, მას ძალიან დიდი ძალაუფლება ჩაუვარდება ხელში, ამას კი ივანიშილი არ დაუშვებს" - გვითხრა "ოცნების" მაღალჩინოსანმა. გამოდის, რომ "ირანული ფულის გათეთრების" ყბადაღებული ვერსიაც ან არ აღელვებს ბიძინას, ან და გახარიას კომპრომატად სპეციალურად შეთხზული ამბავია?! ორ კვირაში ყველაფერი გამოჩნდება... საგაზაფხულო სესია პარლამენტმა ოფიციალურად 4 თებერვალს უნდა გახსნას, მაგრამ რიგგარეშე სხდომა 17 იანვარს ჩატარდება. ერთი შეხედვით პარლამენტის ბიუროზე სერიოზული საკითხები არ განიხილეს და სესიის ნაჩქარევად მოწვევის საბაბიც არ არსებობდა, მაგრამ სწორედ ამ სესიაზე იმსჯელებენ მომავალ პროკურორზე და არ გამოვრიცხავთ, კანდიდატად ისეთი კაცი დაასახელონ, ვისაც საერთოდ არავინ ელის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6619352&name=13.01.2020+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 ​