| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-12.11.2019 |
| Received On : | 12.12.2019 08:56 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 12.12.2019
ტელევიზია
12.12.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილა მშვიდობისა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დიპლომის შემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებ საფასურის დაკისრებას აპროტესტებენ. ახალგაზრდების პროტესტის შემდეგ ჯანდაცვის უწყებამ სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად გადასახადის განახევრების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, შეთავაზება სტუდენტებისთვის მაინც მიუღებელია. მთავრობის მიერ შემოღებული 586-ე დადგენილების მიხედვით, გამოცდაზე უკვე დარეგისტრირებულ სტუდენტებს არ ევალებათ საფასურის გადახდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6543236
---
11.12.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 21:30
მედიკამენტების გაძვირების მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურებაა. ამის სესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში აცხადებენ. როგორც ასოციაციაში ამბობენ ბოლო თვეების განმავლობაში კურსის მერყეობის გამო გაძვირებულია იმპორტირებული მედიკამენტების ფასები (პირველი ვიდეო ფაილი)
ქვეყნის სააფთიაქო ქსელებში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დეფიციტია. რიგ სააფთიაქო ქსელებში მოქალაქეებს ეუბნებიან რომ მარაგი ამოწურულია (მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6543040
---
11.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
უსაფრთხოერბის ნორმების დარღვევა თუ უბედური შემთხვევა? რუსთავში კოსტავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული 2 მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მძიმეა ერთი დაშავებულის მდგომარეობა. შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ შრომის ინსპექციის წარმომადგენლები. სამუშაოებს რუსთავის მერიის კონტრაქტორი კომპანია აწარმოებდა. შსს-ს განცხადებით, გამოძიება სსკ-ის 170-ე მუხლით მიმდინარეობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6542854
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6542769
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6542601
ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6542557
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6542282
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6543004
---
11.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ბიზნესპარტნიორი
2020 წლის პირველი იანვრიდან დასაქმების ახალი სააგენტო ამოქმედდება. მიზანი შრომის ბაზარზე არსებული პრობლემების მოგვარებაა, რა შეიცვლება დასაქმების სააგენტოს ამოქმედებით და როგორ შეირჩევიან სამუშაოს მაძიებელი მოქალაქეები. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილზე თამარ ბარკალაია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6542784
---
11.12.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
საკრებულომ მხარი დაუჭირა ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ლიკვიდაციას. გამონაკლისი იყო დეპუტატი რაულ თავართქილძე. პირველი იანვრიდან სამსახური დაექვემდებარება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6542722
---
11.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 17:45
520-ე დადგენილება და კიდევ ერთი მიმართვა სამედიცინო დაწესებულებების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6542513
---
11.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ნაშუადღევს
შრომის უსაფრთხოების შესახებ ძალაში ახალი კანონი შევიდა, რომლის მიზანი იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრენვენციული ზომების მიღებაა რაც სამუშაო ადგილას შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ საფრთხეებს, უბედური შემთხვევების თავიდან აცილებასა და დასაქმებულთათვის ინფომაციის მიწოდებას უზრუნველყოფს. ეს კანონი დასაქმებულთა და დამსაქმებელთა უფლებებს არეგულირებს. საინტერესოა თუ როგორია ევროკავშირის ქვეყნებში ეს კანონი და პრაქტიკა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6542221
---
11.12.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 17:15
ქვეყნის სააფთიაქო ქსელებში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დეფიციტია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6542172
---
ინტერნეტი
12.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ekaterine-tikaradzis-gancxadeba-aris-daufiqrebeli-4-mizezi-tu-ratom-unda-iyos-djandacva-momgebiani-biznesi
„ეკატერინე ტიკარაძის განცხადება არის დაუფიქრებელი“ - 4 მიზეზი თუ რატომ უნდა იყოს ჯანდაცვა მომგებიანი ბიზნესი
„ეკატერინე ტიკარაძის განცხადება არის მინიმუმ დაუფიქრებელი, მე არ მესმის მინისტრი სიღრმისეულად რას გულისხმობდა, მაგრამ რასაც არ უნდა გულისხმობდეს, შეუძლებელია საბაზრო ეკონომიკის პირობებში ესეთი რაღაც თქვა“, - ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი“ რამაზ გერლიანი. როგორც ცნობილია, ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი ბიზნესი. ეკონომისტისთვის კატეგორიულად მიუღებელია დარგს აუკრძალო მოგების მიღება. „ჯანდაცვა სახელმწიფოსთვის რასაკვირველია არასდროს იქნება მომგებიანი, მაგრამ იმ სტრუქტურებისთვის რომელთაც ჰოსპიტალურ სექტორში ინტერესი გააჩნიათ და თუ ბიზნესი არ იქნება მომგებიანი, მაშინ ისინი ვინ არიან? შემწეობის გამცემები? მოგება თუ არ გვინდა ანუ ზღვარი უნდა დაუწესონ? ზღვარის დაწესება, რაც შეიძლება უქნას საბაზრო ეკონომიკას ეს პირველ კურსელმა ეკონომისტმაც კარგად იცის. როდესაც ზღვარს დაუწესებ, თუნდაც სახელმწიფო საავადმყოფოს,დაიწყება კორუფცია და ჩრდილოვანი გარიგებები, რადგან კორუფცია არის სახელმწიფო სექტორის დამახასიათებელი. ამ ჩრდილოვანი გარიგებებით ისინი პრაქტიკულად კონკურენციაში შევლენ და თავისუფალ კონკურენციას კერძო სექტორში გაანადგურებენ. შესაბამისად მინისტრის ეს განცხადება პირდაპირ ურტყამს თავისუფალ კონკურენციას სამედიცინო დარგში“, - განაცხადა რამაზ გერლიანმა. „კომერსანტმა“ „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს“ სთხოვა დაესახელებინა ის მიზეზები თუ რატომ უნდა იყოს ჯანდაცვა მომგებიანი ბიზნესი. 1.თუ ჯანდაცვა არ იქნება მომგებიანი ბიზნესი ჰოსპიტალურ სექტორში მომუშავე ადამიანებს არ ექნებათ საკადრისი ანაზღაურება. ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ ისინი დატოვებენ ქვეყანას და წავლენ იქ სადაც მათ კვალიფიკაციას დააფასებენ. ყველას ჰყავს ოჯახი, ყველას აქვს თავისი ცხოვრება და შეუძლებელია სოციალურ საწყისებზე იმუშავონ. 2.თუ ჯანდაცვა არ იქნება მომგებიანი ბიზნესი, მესაკუთრე და მენეჯმენტი ყოველთვის ეცდება ხარჯები შეამციროს, რა დროსაც ხარისხი გაუარესდება და გახდება მექრთამეობის ბუდე. არ მგონია ჯანდაცვასთან მიმართებაში ხარისხის დაწევა ვინმეს სურდეს, რადგან ეს პირდაპირ აისახება პაციენტების მკურნალობაზე. 3.თუ ჯანდაცვა არ იქნება მომგებიანი ბიზნესი, დარგი განიცდის დეგრადაციას, ჩამორჩება ტექნოლოგიებს და გაიყინება ერთ ადგილზე. ეს არის კაპიტალისა და ინოვაციის ტევადი სექტორი. 4.თუ ჯანდაცვა არ იქნება მომგებიანი ბიზნესი კარგად ვიცით, რომ ასეთ შემთხვევაში დარგს შესაბამისი სექტორი ტოვებს, მნიშვნელობა არ აქვს ეს ჯანდაცვა იქნება თუ სხვა მიმართულება. ბოლოს დადგება საკითხი რომ ეს გახდება დეფიციტური დარგი“, - განმარტავს რამაზ გერლიანი.
---
12.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/520-e-dadgenilebis-amoqmedebis-gamo-gia-gulma-gegmiuri-operaciebis-gaketeba-shewyvita-/45154
520-ე დადგენილების ამოქმედების გამო, „ღია გულმა“ გეგმიური ოპერაციების გაკეთება შეწყვიტა
კლინიკა „ღია გულის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით მიქელთაძის განცხადებით, კლინიკა „ღია გულმა“ გეგმიური ოპერაციების გაკეთება შეწყვიტა. როგორც მან bm.ge-ის განუცხადა, 20 ნოემბრის შემდეგ ანუ რაც მთავრობის 520-ე დადგენილება ამოქმედდა, კლინიკა მხოლოდ გადაუდებელ ოპერაციებს აკეთებს. „დღევანდელ დღემდე ასეთი სიტუაცია მაქვს, ვატარებთ მხოლოდ გადაუდებელ ოპერაციებს. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ ტარიფი იმაზე მეტია, ვიდრე ოპერაცია თავიდან ბოლომდე. არ კი არა, ვერ ვაკეთებთ ოპერაციებს“, - განაცხადა მიქელთაძემ. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მან არ იცის თუ რა სერვისის მიწოდება შეწყვიტეს კლინიკებმა, მიქელთაძე გაკვირვებულია, ვინაიდან მისი ინფორმაციით, 26-მა კლინიკამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას სწორედ ამ პრობლემაზე ისაუბრა. „როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ პრემიერთან გვქონდა შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად და ამ თემაზე იქ ვისაუბრეთ. 26-მა კლინიკამ ვთქვით, რომ გეგმიურ ოპერაციებს ვერ ვაკეთებდით და გასაკვირია, რომ მინისტრის მოადგილეს ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს. ეს თემა პრემიერთან შეხვედრისას დავაყენე და გვითხრეს, რომ ორ-სამ დღეში გაგცემთ პასუხსო. მუშა ჯგუფი შექმენითო, ჯგუფი ჩამოყალიბებულია, გამოქვეყნებულია წერილი და ის უკვე შეტანილია სამინისტროში. მივმართეთ ნებისმიერ დროს დაგვირეკეთთქო, მაგრამ თქვენ მირეკავთ და ისინი - არა“, - განაცხადა მიქელთაძემ. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამინისტროში შეიქმნება საბჭო, რომელიც აღნიშნულ საკითხზე იმუშავებს, მიქელთაძე პასუხობს, რომ „მთავარია კლინიკებს სასაუბროდ დაუძახონ“. „უნდათ საბჭო შექმნან და უნდათ კოსმონავტების კრება დაარქვან, არაფერი შეიცვლება, ერთი ორგანიზმი იქნება; მთავარია დაგვიძახონ, მივიდეთ და ვიმუშაოთ პრობლემის მოგვარებაზე. ამ ეტაპამდე ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა“, - აღნიშნა მიქელთაძემ.
---
11.12.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/412848/?fbclid=IwAR2iH6rsB6sPz68m_70WyLGyYE4flTUnUWgn3LR4jBc5P2yphRYweHJNeI8
რას წარმოადგენს გამოცდები, რომლითაც ექიმები ხდებიან საქართველოში
სამედიცინო სფეროს რეზიდენტურის და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩასაბარებლად დაწესებული საფასურის პარალელურად, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ნაწილი ტესტების შინაარსსაც აკრიტიკებს. სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ნაწილის ინფორმაციით, რომელთაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ტესტები, რომლის ჩაბარების შემდეგაც მათ სამედიცინო სფეროს პრაქტიკულ ნაწილში უნდა დაიწყონ მუშაობა და რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში უშუალოდ პაციენტებთან ექნებათ შეხება, არის ძველი, გაუმართავი და შეიცავს შეცდომებს. მომავალი ექიმების რეზიდენტურის და საკვალიფიკაციო გამოცდების საკითხი აქტუალური გასულ კვირას გახდა, როცა სტუდენტებმა ტესტირებაზე გასვლის საფასურის დაწესება გააპროტესტეს. სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური 120 ლარით, ხოლო საკვალიფიკაციო (რეზიდენტურა) გადასახადი 80 ლარით განისაზღვრა. პროტესტის შემდეგ გამოცდაზე გასვლის ღირებულების ფასები განახევრდა, თუმცა, როგორც გაირკვა, სტუდენტთა ნაწილი არა მხოლოდ გადასახადის დაწესებას, არამედ ტესტების შინაარსობრივ მხარესაც აკრიტიკებს.
რას აკრიტიკებენ სტუდენტები
სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ნოდარ სიხარულიძის თქმით, საექიმო საქმიანობის მოსაპოვებლად საჭირო ეტაპების გავლა ექიმის კვალიფიციურობის შეფასებას არ უზრუნველყოფს, ამის მაგალითად კი ტესტირების სისტემა მოჰყავს, რომელიც მისი თქმით, ორიენტირებულია არა სტუდენტების რეალურ შესაძლებლობებზე, არამედ მათ მეხსიარებაზე: “ქუჩაში რომ გააჩერო ადამიანი, რომელსაც სრულიად არ აქვს შეხება მედიცინასთან, ის ადამიანიც კი დაიზეპირებს ამ ტესტებს გარკვეულ დროში და შეიძლება ტოპ ათეულშიც კი მოხვდეს”, – ამბობს სიხარულიძე. მისი განმარტებით, მოქმედი ტესტირების სისტემა მოძველებულია და გარდა იმისა, რომ არ შეესაბამება არსებულ სამედიცინო რეალობას, ხშირ შემთხვევაში შეიცავს შეცდომებს: “ტესტები არის ძალიან ზედაპირული, არაფრის მომცემი, ბევრი ხარვეზების მქონე, შეცდომებით სავსე. ძალიან ბევრი შეცდომა შეიძლება აღმოაჩინო. შემთხვევითი 100 ტესტი რომ აიღო, იმ 100 ტესტში შეიძლება 4-5 ტესტი გაიპაროს შეცდომით. რეზიდენტურის გამოცდაზე არის 200 ტესტი, ამ ორასი ტესტიდან 8-10 თუ იქნება შეცდომითი და ხარვეზიანი, უკვე ძალიან ცვლის შენს შედეგს”, – ამბობს სიხარულიძე. სიხარულიძის თქმით, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ტესტები არის მოძველებეული და არ შეესაბამება თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს. მისი განმარტებით, ტესტების ნაწილი 10 წლის წინ არის შედგენილი, მაშინ როდესაც სამედიცინო სფერო ყოველწლიურად ვითარდება: “მედიცინა წინ მიდის, ჩვენ კი სხვადასხვა მხრივ საგრძნობლად ჩამოვრჩებით მას, მათ შორის ტესტირების კუთხით – შეიძლება ტესტებში მოცემული პასუხები 2 წლის წინაც კი სწორი ყოფილიყო, მაგრამ დღეს სულ სხვა რეალობა გვქონდეს. ეს კი სტუდენტებს უბიძგებს, არასწორად დაიზეპირონ პასუხები და როდესაც უშუალოდ საავადმყოფოში პრობლემასთან შეჯახება მოუწევთ, დიაგნოზი არასწორად გაიაზრონ, რაც მკურნალობაზეც აისახება”, – ამბობს სიხარულიძე. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საიტზე განთავსებულია კითხვები, რომლის მიხედვითაც სამედიცინო სფეროს სტუდენტები სასერტიფიკატო და საკვალიფიკაციო ტესტირებას აბარებენ. აქვე მითითებულია გამოყენებული ლიტერატურაც, სადაც აღნიშნულია წიგნების გამოშვების თარიღი, მათგან 31 წიგნი 2015-2019 წლებს ეკუთვნის, ხოლო 25 წიგნი 2005-2015 წლებშია გამოშვებული, გარკვეულ ლიტერატურას კი თარიღი მითითებული არ აქვს, თუმცა უცნობია, ზუსტად რა პროპორციებით გამოიყენება აღნიშნული ლიტერატურა ტესტების შედგენისას. სიხარულიძის თქმით, აუცილებელია საქართველოში არსებული ტესტირების სისტემის შეცვლა და მსოფლიო მაგალითების გათვალისწინებით სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შექმნილი საგამოცდო სისტემის ჩამოყალიბება. აშშ-ის გამოცდილება ტესტირების სისტემის გაუმართაობაზე საუბრობს სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნუცა ღულაძეც, რომელსაც შეერთებული შტატების სამედიცინო ლიცენზირების გამოცდებისთვის [USMLE] საჭირო მომზადება აქვს გავლილი, ამჟამად კი რეზიდენტურას აბარებს საქართველოში. მისი განმარტებით, ქართულ და უცხოურ სისტემებს შორის განსხვავება რადიკალურია: “USMLE-ის გამოცდაზე არცერთი ტესტი არ არის ღია, რაც ნიშნავს, რომ გამოცდის ჩაბარების მსურველებს არ უწევთ კითხვა-პასუხების დაზეპირება, არამედ ეს ტესტები ორიენტირებულია კითხვების გააზრებაზე. ვფიქრობ, ჩვენი გამოცდა არის დაფუძნებული სხვა უნარებზე, მაგრამ არა ცოდნაზე – თუ შეგიძლია ტესტების დაზეპირება, მაშინ კარგად დაწერ და თუ არ შეგიძლია, მაშინ ვერ დაწერ”, – ამბობს ღულაძე. მისი განმარტებით, USMLE-ის სერტიფიკატის მოსაპოვებლად სტუდენტს უწევს სამი ეტაპის გავლა: ტესტირება; სიმულაცია; გასაუბრება.
შეერთებული შტატების სამედიცინო ლიცენზირების გამოცდების სტანდარტები ასეთია:
პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს კურსდამთავრებულებს უწევთ ტესტირების გავლა, რომელიც შედგება მხოლოდ დახურული ტესტებისგან, რაც გულისხმობს, რომ თითოეულ კითხვაში მოცემულია შესაძლო კლინიკური მაგალითები, სადაც მოყვანილია პაციენტის სიმპტომები და სამედიცინო ისტორია. სწორედ ამ ორ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოცდის ჩაბარების მსურველს უწევს ისეთ ტესტებზე პასუხის გაცემა, რომელიც დაფუძნებულია კითხვებზე: რა და რატომ? მეორე ეტაპზე გამოცდის ჩაბარების მსურველმა საკუთარი ცოდნა პრაქტიკაში უნდა გამოსცადოს, რისთვისაც მათ შეხება აქვთ უშუალოდ პაციენტის სიმულატორთან, რომელიც საკუთარ სიმპტომებს უზიარებს გამოცდის ჩაბარების მსურველებს, მათ კი სწორი დიაგნოზის დასმა სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით უნდა მოახერხონ. ორი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში გამოცდის ჩაბარების მსურველი ხვდება სამედიცინო სფეროს პროფესიონალებისგან შემდგარ კომისიას, რომელთან ინტერვიუს წარმატეებით გავლის შემდეგაც გამოცდა დასრულებულად ითვლება, გამოცდის ჩაბარების მსურველს კი ექიმის ლიცენზია ენიჭება. საქართველოში გამოცდა მხოლოდ ტესტირებას მოიცავს. ეს გამოცდა წელიწადში ერთხელ ტარდება ტესტური კითხვების ფორმით, რომელთა რაოდენობა, ჯამში, 200-ს შეადგენს. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გათვალისწინებულია 40 დახურული და 160 ღია, ხოლო სასერტიფიკაციო გამოცდაზე 50 დახურული და 150 ღია შეკითხვა. გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის პირმა 151 კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი, რაც ნიშნავს, რომ 150 ღია და ერთ დახურულ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შედეგად პირს გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება. ღია შეკითხვა ნიშნავს, როდესაც ტესტში მოცემულია შეკითხვა და რამდენიმე სავარაუდო პასუხი, საიდანაც სტუდენტმა ერთი სწორი პასუხი უნდა ამოირჩიოს. დახურული შეკითხვის დროს ტესტში აღწერილია პოტენციური კლინიკური შემთხვევა ან პაციენტის ჩივილები, საიდანაც სტუდენტმა ზუსტად უნდა გამოიცნოს დიაგნოზი, ან განსაზღვროს მკურნალობის მეთოდი და ა.შ. სტუდენტებისთვის წინასწარ არის ცნობილი ტესტების ნიმუშები, სადაც რამდენიმე ათასი კითხვაა მოცემული, სწორედ ამ ნიმუშიდან მიიღებენ ისინი ე.წ. ღია შეკითხვებს გამოცდაზე, ხოლო დახურული შეკითხვები ნიმუშებიდან გამოცდაზე არ განმეორდება.
საქართველოს ჯანდაცვა
სამედიცინო სფეროს სტუდენტების მსგავსად, სისტემას მოძველებულად მიიჩნევს ჯანდაცვის კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძეც. მისი ინფორმაციით, ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა სასურველია, რომ შედეგი უფრო ადრე დაიდოს, ვიდრე დაგეგმილია. “ის, რომ სისტემა მოძველებულია, ახალი არავისთვის არ არის, თუმცა აუცილებელია ამ მიმართულებით სასწრაფოდ რაიმე ზომების მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამ თემებზე აქტიურად მუშაობენ, მათ მიერ შედგენილი სამოქმედო გეგმა გაწერილია 2024 წლამდე, რაც ვფიქრობ, ძალიან გვიანი ვადაა”, – ამბობს ზოიძე. მისი განმარტებით, აუცილებელია როგორც ტესტირების სისტემის შეცვლა, ასევე, ჯანდაცვის სფეროში არსებული სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაც, რომელიც საერთო ჯამში არაკვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. თუ სტუდენტების ნაწილის კრიტიკა გამოცდების შინაარსზე სწორია, მაშინ რამდენად ექნება ეფექტი მხოლოდ გამოცდების გართულებას, თუ ზოგადად სამედიცინო სფეროში მიღებული ცოდნა იგივე დარჩება? შეძლებენ თუ არა სტუდენტები საქართველოში მიღებული განათლებით უფრო რთული გამოცდების ჩაბარებას? ნოდარ სიხარულიძის და ნუცა ღულაძის თქმით, ტესტირების გართულება არ იქნება ერთადერთი გამოსავალი, რადგან ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს უშუალოდ ბაკალავრიატის მსვლელობისას ნასწავლი მასალაც, რომელიც ასევე საჭიროებს განახლებას. სტუდენტების კრიტიკის საპასუხოდ “ნეტგაზეთი” ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშრიდა, რომლის ინფორმაციითაც აღნიშნული დეტალები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მოვალეობაში შედიოდა, თუმცა სააგენტოში გვითხრეს, რომ აღნიშნული ინფორმაციის მოსაპოვებლად კვლავ ჯანდაცვის სამინისტროსთვის უნდა მიგვემართა. ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალური წერილის გამოგზავნა მოითხოვა, რომელზე პასუხსაც “ნეტგაზეთი” უახლოეს დღეებში ელოდება.
სტატისტიკა
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით განისაზღვრება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და რეზიდენტურის გამოცდის ჩატარების და ჩარიცხვის წესი. კანონის მიხედვით განსაზღვრულია გამოცდის მიზანიც, რომლის მიხედვითაც სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომირებული კურსდამთავრებული მოიპოვებს რომელიმე საექიმო სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) უფლებას. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ “ნეტგაზეთისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში საკვალიფიკაციო (რეზიდენტურის) გამოცდებზე გამოცხადდა 1819 ადამიანი, მათგან 45%-მა მიიღო დადებითი შეფასება, ხოლო 55% გამოცდაში ჩაიჭრა. რაც შეეხება სასერტიფიკაციო გამოცდებს, გამოცდაზე გამოცხადდა სულ 1041 ადამიანი, მათგან გამოცდის ჩაბარება 77%-მა პროცენტმა მოახერხა, ხოლო 151- ქულიანი ბარიერის გადალახვა 23%-მა პროცენტმა ვერ შეძლო. კანონის მიხედვით, მათ, ვინც ვერ შეძლებს პირველ ჯერზე გამოცდის წარმატებით გავლას, ეძლევა მეორე შანსიც, სადაც წინა გამოცდის ქულები გაბათილებულად ითვლება.
---
11.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ras-pasuxobs-jandacvis-uwyeba-samedicino-sferos-im-nawils-vinc-samushao-shexvedrebs-itxovs/45143/
რას პასუხობს ჯანდაცვის უწყება სამედიცინო სფეროს იმ ნაწილს, ვინც სამუშაო შეხვედრებს ითხოვს
უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საბჭო ჯანდაცვის სამინისტროში მომავალი კვირიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ bm.ge-ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განუცხადა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჯგუფში გაერთიანებული იქნება როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ისე წარმომადგენელი პარლამენტიდან და სამედიცინო ასოციაციებიდან. „ექიმებთან შეხვედრის პრობლემა არანაირად არ არის, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ ვესაუბრეთ არაერთ ექიმს, ვისაუბრეთ არაერთი კლინიკის წარმომადგენელთან არაერთ ფორმატში. ამ პროცესს სჭირდება ლეგიტიმაცია და ჯგუფს, რომელიც ჩამოყალიბდება, უნდა ჰქონდეს საფუძველი, მუშაობის ჩარჩო და მის გადაწყვეტილებებს უნდა ჰქონდეს აღიარება. ამ პროცესის ლეგიტიმაციის მიზნით, სამინისტრო ჩამოაყალიბებს უნივერსალური ჯანდაცვის საბჭოს, რომელიც არის ჩვენთვის მექანიზმი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღების და ჩართულობის უზრუნველყოფისთვის. საბჭო გააერთიანებს ყველა დაინტერესებულ მხარეს; როცა ინდივიდუალური პირების მიერ იქმნება მცირე რიცხოვანი ჯგუფი, ეს ტოვებს იმის რისკს, რომ ამაში ყველა მხარე ვერ მოხვდება. საბჭოს წევრები იქნებიან როგორც კლინიკების, ისე ასოციაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის და პარლამენტის წარმომადგენელი, პაციენტის წარმომადგენელი, ასევე, საერთაშორისო ორგანოების წარმომადგენლები. თავის მხრივ, საბჭოს ფორმატში შეიქმნება მცირე სამუშაო ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ კონკრეტულ საკითხებზე. რაც შეეხება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების წერილს (იგულისხმება აღნიშნული წერილი), ის ჩემთან მოხვდა გუშინ საღამოს; საბჭო შეისწავლის აღნიშნული ჯგუფის და სხვა მცირე ჯგუფების ჩამოყალიბების საკითხს. შემდეგ უკვე ამ ლეგიტიმაციის ფორმატში ეს სამუშაო გაგრძელდება. ეს არის ჩვენი მექანიზმი იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ საყოველთაო ჩართულობა, რაზეც აქამდე პრობლემა შეიქმნა, რომ თითქოს ეს არ შედგა“, - განაცხადა გაბუნიამ. რაც შეეხება საბჭოს ეფექტურობას და რისკს იმის შესახებ, რომ პროცესი დროში გაიწელება და შედეგად, კლინიკები წაგებაზე გავლენ, მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ აღნიშნული რისკი არ არის, ვინაიდან საბჭო დროულ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. „ეს საბჭოს იქნება ეფექტური, რადგან მასგავსი მექანიზმები სამინისტროს უკვე აქვს და ეფექტურად მუშაობს. პირადად მე ამის დიდი გამოცდილება მაქვს, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნულ ფორმატში ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება და რაც მთავარია დროულად. მანამდე რაც იყო ძალიან სასწრაფო და რა საკითხებიც კლინიკებს ჰქონდათ დასაზუსტებელი, ამაზე გარკვეული პასუხები გაიცა როგორც გუშინ, ისე დღეს და ეს ხდება მუდმივად“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. Bm.ge მინისტრის მოადგილისგან დაინტერესდა, თუ როგორია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია ზოგიერთი კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებაზე, რომლებიც ამბობენ, რომ 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ გეგმურ ოპერაციებს არ აკეთებენ და მხოლოდ სასწრაფო ოპერაციებით შემოიფარგლებიან, რათა წაგებაზე არ წავიდნენ. „დადგენილება განსაზღვრავს პირობებს სერვისის მიწოდების თაობაზე, სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და კლინიკას შორის. ჩვენ რომელიმე კლინიკიდან არ მიგვიღია შეტყობინება იმის თაობაზე, რომ რომელიმე სერვისს ვერ ახორციელებს. მე აქ საუბარი მაქვს კლინიკის ადმინისტრაციაზე; კონკრეტულ ექიმებთან აღნიშნული მიმართულებით კომუნიკაცია არ გვაქვს და არ ვიცით, რომ რომელიმე კლინიკა წყვეტს რაიმე სახის მომსახურეობას. ის წუხილი რომ აქვთ ექიმებს ტარიფთან დაკავშირებით, საბაჟო ფასებთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით და ა.შ. ჩვენ უკვე ამ ყველაფერს გადავიტანთ საბჭოს ფორმატში და იქ განვიხილავთ“, - განაცხადა გაბუნიამ.
---
11.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/jandacvis-saministroshi-irwmunebian-rom-samedicino-seqtortan-komunikaciis-problema-ar-aqvt/45140/
ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სამედიცინო სექტორთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაციის პრობლემა არ დგას. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ bm.ge-ის განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროში იქმნება საბჭო, რომელიც აღნიშნულ აღქმას სრულად აღმოფხვრის. „ვერ გეტყვით რას ნიშნავს კომუნიკაციის პრობლემა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩვენ მოგვმართავს, ეს იქნება სატელეფონო საშუალებით, წერილით, თხოვნის ან იციატივის სახით, შეხვედრა იგეგმება და ასეთი შეხვედრა უკვე არაერთი იყო. აქ შესაძლოა საუბარი იყოს იმაზე, რამდენად შეეძლო კონკრეტულად, ინიდივიდუალურ კლინიკას ჩართულობა უშუალოდ განფასების პროცესში. განფასების პროცესში 279 დამოუკიდებელი იურიდიული სუბიექტის მონაწილეობა წარმოუდგენელი იქნებოდა. რაც შეეხება ექიმებთან უშუალო ურთიერთობას და მათ ჩართულობას სამუშაო პროცესში, არსებობს საბჭოები, მექანიზმები ფორმალური და არაფორმალური გზითაც; რადგან იყო აღქმა, რომ კომუნიკაციის პრობლემა დადგა, გავიზიარეთ, რომ ეს არის პრობლემური თემა, ამიტომ ვფიქრობთ, საბჭოს ფორმატი ჩართულობის დეფიციტის პრობლემას სრულად აღმოფხვრის“, - განაცხადა გაბუნიამ. შეგახსენებთ: კლინიკების და ექიმების ნაწილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის პრიობლემა აქვს. გარდა ამისა, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებმა გუშინ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს წერილით მიმართეს. ისინი 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამუშო ჯგუფის შეხვედრების ჩანიშვნას ითხოვენ.
---
11.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ra-ganmartebas-aketebs-jandacvis-saministro-pacientis-mier-eqimis-archevis-uflebis-shesaxeb-/45150/
რა განმარტებას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტის მიერ ექიმის არჩევის უფლების შესახებ
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მის საინფორმაციო პორტალზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც პაციენტთა მიერ ექიმის არჩევის საკითხს ეხება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონის შესაბამისად, აღნიშნული კატეგორიის მომსახურება კვლავ დაშვებულია. ექიმის არჩევის პროცედურა პაციენტთა მხრიდან ე.წ. “ჯიბიდან გადახდას” წარმოადგენს და ის საავადმყოფოებისა და ექიმებისთვის დამატებითი შემოსავლის მიღების წყაროს წარმოადგენს. BMG-ის კითხვაზე გეგმავს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით ცვლილებების დანერგვას, მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია პასუხობს, რომ საყოევლთაო ჯანდაცვის სისტემის შესახებ #520-ე დადგენილების ამოქმედების შემდგომ, კლინიკებს აინტერესებდათ შეეხებოდათ თუ არა ცვლილება პაციენტთა მიერ ექიმების არჩევის პროცედურას, რის შესახებაც სამინისტრტომ შესაბამისი განმარტება გააკეთა. “ეს არ არის ახალი მოწყობა, ეს არის განმარტება იმის თაობაზე, რაც აქამდეც იყო დაშვებული იმ კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც არეგულირებს პაციენტთა უფლებბეს. საუბარია, საექიმო საქმიანობის შესახებ კანონზე, ასევე პაციენტთა უფლებების შესახებ კანონზე. მითითებულია ამონარიდები კანონმდებლობიდან, რომელიც ამ ნაწილს განსაზღვრავს. ეს ყოველთვის იყო 36-ე დადგენილების ფარგლებში. იკითხეს ამის თაობაზე კლინიკებმა და ჩვენც მივუთითეთ, თავიდან რომ #520-ე დადგენილების გამოცემამ ის არ შეცვალა. მოგეხსენებათ, რაც რეგულირდება კანონით, იმას დადგენილება ვერ ცვლის. შესაბამისად დაზუსტება გავაკეთეთ მხოლოდ. ეს შეკითხვები ჩვენ კლინიკებისგან მივიღეთ როგორც წერილობით ფორმატში ასევე შეხვედრებზეც გამოთქვეს ამ საკითხების შესახებ ინტერესი", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე ტიკარაძე. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება: "პაციენტის „არჩევანის“ დაშვება ექიმზე, VIP ოთახზე და ასევე სამედიცინო დანიშნულების საგნებზე? „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ტარიფი ითვალისწინებს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობა/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, აღენიშნებათ სტაბილური ჰემოდინამიკა და რესპირაცია, თუმცა ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას. ამდენად, ტარიფი არ ითვალისწინებს იმ მომსახურების ხარჯებს, რომლებიც სამედიცინო აუცილებლობით არ არის განპირობებული (მ.შ. VIP ოთახი, კონკრეტული ექიმის არჩევა და სხვა) და შესაბამისად, ეს მომსახურებები პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება. ჯანდაცვის კანონის მე-60 მუხლის თანახმად, პაციენტისათვის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის ფარგლების ზევით სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო დაწესებულებასა და პაციენტს შორის დადგენილი წესით ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია გასაწევი სამედიცინო მომსახურების და შესაბამისი ანაზღაურების პირობები და ოდენობა. ხოლო სამედიცინო დანიშნულების საგნები (მწარმოებლის მიუხედავად) ტარიფის შემადგენელი ნაწილია. ამდენად მასზე დამატებითი გადახდის დაწესება პროგრამის მოსაგრებლეებისათვის ეწინააღმდეგება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობებს. იხილეთ ქვემოთ ამონარიდი მოქმედი კანონმდებლობიდან, რომელიც უდევს საფუძვლად ზემოაღნიშნულ განმარტებას: 1. საქართველოს კონსტუტუცია: სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე (მუხლი 5) მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით. (მუხლი28) სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხს არეგულირებს ფარმაცევტულ წარმოებას და ფარმაცევტული საშუალებების მიმოქცევას. (მუხლი 28) 2. პაციენტის უფლებების შესახებ კანონი პაციენტს უფლება აქვს აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი. (მუხლი 8) 3. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონი მუხლი 4. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია: ა) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება; ი) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მოცულობასა და ხარისხზე; პ) სახელმწიფოს მიერ პროგრამული და მიზნობრივ-პროგრამული წესით ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება; მუხლი 5 საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი. მუხლი 14 პაციენტს აქვს უფლება აირჩიოს ან შეიცვალოს სამედიცინო პერსონალი და, ან სამედიცინო დაწესებულება სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით. ხელშეკრულება უნდა იძლეოდეს არჩევანის შესაძლებლობას. მუხლი 16 1. ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო მართვის მექანიზმებია: ა) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი; ბ) პაციენტსა და სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს შორის ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; გ) სამედიცინო პროგრამების შემუშავება და განხორციელება; მუხლი 21 სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამ ტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით. მუხლი 60 1. პაციენტისათვის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის ფარგლების ზევით სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო დაწესებულებასა და პაციენტს შორის დადგენილი წესით ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია გასაწევი სამედიცინო მომსახურების და შესაბამისი ანაზღაურების პირობები და ოდენობა. 4. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა (მუხლი 22.) მუხლი 20, პუნქტი 5 ვ) პროგრამის განმახორციელებელს და პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში არ გადაახდევინოს სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულისა; მუხლი 22. 5. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას,"- ნათქვამია სამინისტროს განმარტებაში.
---
11.12.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/413114/
რუსთავში მშენებლობიდან 2 მუშა გადმოვარდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა
რუსთავში, კოსტავას გამზირზე მშენებლობიდან, რომლის დამკვეთიც რუსთავის მუნიციპალიტეტია, 2 მუშა გადმოვარდა და დაშავდა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა ადგილობრივმა გამოცემა „ინფო რუსთავმა“, რომლის თანახმადაც დაშავებულები 24 და 28 წლისანი არიან. „ნეტგაზეთს“ სასწრაფო დახმარების ცენტრში განუცხადეს, რომ მათა ღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანება და რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანეს. რუსთავის ცენტრალურ კლინიკის დირექტორის მოადგილე დავით გოგოძე „ინფო რუსთავთან“ საუბარში ამბობს, რომ ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ამჟამად აპარატულ სუნთქვაზეა გადაყვანილი. „პაციენტი იყო დეზორიენტირებული, აღგზნებული, არაადეკვატური, უკონტაქტო, უმძიმეს მდგომარეობაში მოყვანილი. მიმდინარეობს კვლევები, ამ ეტაპზე გამოირიცხა თავის ტვინის, კისრის, გულმკერდის შინაგანი დაზიანებები, თუმცა გრძელდება დაკვირვება“, — ამბობს ის. კლინიკის დირექტორის მოადგილის თქმითვე, ამ პაციენტს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ; რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელსაც ასევე აღენიშნებოდა მცირე დაზიანებები,მისი მდგომარეობა დასტაბილურებულია, თუმცა ისიც რჩება საავადმყოფოში.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/524683
---
11.12.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/413275/?fbclid=IwAR3-ziV50mnfrj00HNHdLOImnu_94wwc2cNef11xZBgdxd6_8I4o0I8OGVc
“ლელო რეალურ და ქმედით შრომის ინსპექციას ითხოვს” – კუპრაძე
საზოგადოებრივი მოძრაობა ლელო დასაქმებულთა სიცოცხლის და უსაფრთხოების დასაცავად ქმედითი და რეალური შრომითი ინსპექციის შექმნას ითხოვს. როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, შრომის ინსპექცია იქცა ტრაგედიების შემდეგ პოსტფაქტუმ პროცესების ფორმალურ შემფასებლად, სადაც ისინი ადგენენ სტანდარტების დარღვევას. ლელოში აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა არაეფექტური და უმოქმედოა პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში, რაზეც მიუთითებს არაერთი არსებული სტატისტიკა: “რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე მშენებლობიდან 2 მუშა გადმოვარდა. დაზარალებულები მრავალი მოტეხილობით გადაიყვანეს კლინიკაში, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. 2018 წელს დაღუპულია 59 და დაშავებულია 199 ადამიანი, ხოლო მიმდინარე წელს სამუშაო ადგილზე დაღუპულია 38 და დაშავებულია 135 პირი. ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლება უმოქმედოა ამ მძიმე რეალობასთან ბრძოლაში. შრომის ინსპექცია არ არის აღჭურვილი შესაბამისი მატერიალური, ადამიანური და უფლებრივი რესურსებით, რათა შეძლოს შრომითი უსაფრთხოების კონტროლი დასაქმების ადგილებზე. შრომის ინსპექცია იქცა ტრაგედიების შემდეგ პოსტფაქტუმ პროცესების ფორმალურ შემფასებლად, სადაც ისინი ადგენენ სტანდარტების დარღვევას. სასამართლო სისტემა არაეფექტური და უმოქმედოა პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში, რაზეც არაერთი არსებული სტატისტიკა მიუთითებს”, – აცხადებს “ლელოს” წევრი ირაკლი კუპრაძე. კუპრაძის თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელო“ მოითხოვს შრომის რეალურ და ქმედით შრომით ინსპექციას, რათა დაცული იყოს თითოეული დასაქამებული ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება: “ქვეყანაში მიმდინარე სიკვდილის ქრონიკაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომელიც არ არის მოწოდებული მძიმე სტატისტიკის პრევენციისკენ. მოძრაობა ,,ლელო“ მიიჩვევს, რომ დაცული და ღირსეული შრომა არის შემდგარი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი საზრუნავი’’, – თქვა ირაკლი კუპრაძემ.
---
11.12.2019
გულიკო ჩაფიძე: თუ დამკვიდრდა ის “სიახლე”, რომელსაც სამინისტრო გვთავაზობს, მედიცინა განადგურდება
---
11.12.2019
თამარ ბარკალაია - პირველი იანვრიდან დასაქმების ახალი სააგენტო ამოქმედდება
2020 წლის პირველი იანვრიდან დასაქმების ახალი სააგენტო ამოქმედდება, რომელიც შრომის ბაზარს მის მოთხოვნებზე მორგებულ უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებს და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში დასაქმების ახალი სააგენტოს შექმნის მოტივი და მიზნები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მართალია, ჯანდაცვის სამინისტრო შრომის ბაზარზე დასაქმების პროგრამებს 2015 წლიდან ახორციელებს, სტატისტიკა სახარბიელო არ არის. სამინისტრო წელიწადში საშუალოდ 2000-2500 ე.წ. რთული კატეგორიის ადამიანის დასაქმებას ახერხებს, უმუშევრობა 11.4 პროცენტს შეადგენს, დასაქმებულთა უმეტესობა კი თვითდასაქმებულია – ეს მოცემულობა ვერ პასუხობს მოსახლეობის საჭიროებას. დასაქმების ახალი სააგენტო, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას აპირებს, ამ პრობლემის უფრო ეფექტურად გადაჭრას მოემსახურება. „მეთოდოლოგია, რომლითაც ახალი დასაქმების სააგენტო იხელმძღვანელებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად არის შემუშავებული და ევროპაში კარგად აპრობირებული მეთოდოლოგია. ეს მოდელი დასაქმების თითოეულ მაძიებელთან კომპლექსურ და ინდივიდუალურ მუშაობას გულისხმობს, რაშიც შედის კარიერული კონსულტაცია და პროფილირება. შესაბამისი მხარდაჭერითი კონსულტაციები და პროგრამები ამოქმედდება, რომელიც თითოეული პიროვნების კვალიფიკაციიდან გამომდინარე საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, საჭიროა კატეგორიზაცია. არსებობს პირველი და მეორე კატეგორია, ანუ მარტივად დასაქმებადი ადამიანები, რომლებსაც სამუშაო გამოცდილება აქვთ და წელიწადზე ნაკლები არიან უმუშევარი. შესაბამისად, მათთვის დასაქმების რესურსების საჭიროება ძირითადად არსებულ ვაკანსიებზე ინფორმაციის მიწოდებით შემოიფარგლება. თუმცა არსებობს მესამე და მეოთხე ე.წ. რთულად დასაქმებადი კატეგორია, რომელსაც დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება იმისათვის, რომ სამუშაო ბაზარზე კონკურენტუნარიანები იყვნენ. ეს მხარდაჭერა გარდა ინდივიდუალური კონსულტაციებისა და პროფილირებისა, რაც გარკვეული უნარების განვითარებას ემსახურება, როგორიცაა დამსაქმებლის წინაშე საკუთარი თავის წარმოჩენა, რეზიუმეს შედგენა, დამსაქმებელთან ინტერვიუ, ასევე ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისი კონკრეტული კვალიფიკაციის მიღებისთვის გაწეულ დახმარებასაც გულისხმობს“, – განაცხადა ბარკალაიამ. მისი თქმით, ახალი სააგენტო სამუშაოს მაძიებლებს მომავალი წლის თებერვლიდან უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებს შესთავაზებს, რომელთა ვადიანობაც სამ-ექვს თვეს მოიცავს. სააგენტოს მუშაობა რომ ბაზრის მოთხოვნებს მეტად მოერგოს, ის კერძო სექტორთან უფრო აქტიურად ითანამშრომლებს. „ჩვენ ბიზნესასოციაციებთან დღემდე ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვქონდა, თუმცა არა დასაქმების თემაზე. ახალი სააგენტო სწორედ ამ მიმართულებით გაამყარებს ურთიერთობას. ბიზნესასოციაციებთან, დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით, რაც რეგიონებსაც მოიცავს, ყველაზე აქტიურ დამსაქმებლებთან თანამშრომლობის შედეგად, სამუშაოს მაძიებლებს მათ საჭიროებაზე მორგებულ სერვისებს მივაწოდებთ“, – განუცხადა თამარ ბარკალაიამ „ბიზნესპარტნიორს“.
---
11.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/qartuli-farmacevtuli-bazris-sheswavla-daiwyo
„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“
„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა შეაჩერებს იმ სპეკულაციურ განცხადებებს, რომელიც მოსახლეობასა და ექსპერტებს აქვთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის დაანონსებას“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა მას შემდეგ ესაუბრა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ ორგანიზებული შეხვედრა დასრულდა. „იმისათვის, რომ დადგენილიყო რამდენად ხელმისაწვდომია მედიკამენტები და რამდენად ადეკვატურია მისი ფასი. კონკურენციის სააგენტომ თანამშრომლობისთვის 70-80 კომოპანია მიიწვია, თუმცა, მხოლოდ ნახევარი დათანხმდა მასთან თანამშრომლობას. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია ამ პროცესის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე იყო და დღემდე რჩება. ჩვენი ინტერესია, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ინფორმაცია გამჭვირვალე იყოს. პროცესი უნდა დაიძრას, რომ რაც შეიძლება მეტი მონაცემი გვქონდეს, თუნდაც სტატისტიკური. საქართველოში ამგვარი მონაცემები ძალიან მცირეა. ასევე ხშირია დაუსაბუთებელი საუბარი მედიკამენტების ფასებზე, სამწუხაროდ, ინფორმაციის ნაკლებობა არასწორ შეფასებებს იწვევს, რაც აუცილებლად გამოსწორდება ამ კვლევის შემდეგ. ჩვენს ასოციაციაში 16 მწარმოებელი კომპანიაა,მათი წლიური მოგების მარჟა 35-40%-ს არ აღემატება. სწორედ ასეთი დეტალები, რომელიც ღირებულებას ეხება, გახდება ცნობილი და არასწორი კომენტარების გაკეთება აღარ მოუწევს მათ,ვისაც ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდათ.-ამბობს ირაკლი მარგველაშვილი. როდის დასრულდება მონიტორინგი ცნობილი არ არის, თუმცა, პროცესი დაჩქარებულად და საერთაშორისო სპეციალისტების დაკვირვებითა და გამოცდილებით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ გუშინ 10 დეკემბერს, ქართული ფარმაცევტული ბაზრის მიმოხილვა და კონკურენციის დაცვის მექანიზმები, – ამ საკითხებზე კონკურენციის სააგენტოს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.მსჯელობას ჯანდაცვის სამინისტროს, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმ ფარმაციის პლატფორმის პროექტის პრეზენტაციაც გაიმართა, რომლის განხორციელების შემთხვევაში, სპეციალისტების თქმით, მომხმარებელს მედიკამენტის შეძენა გაცილებით დაბალ ფასად, მისთვის ხელსაყრელ ადგილას შეეძლებათ. „სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ჩამოსული არიან ევროპელი ექსპერტები, რათა მათი მხრიდანაც მოხდეს ევროპული პრაქტიკის გაზიარება. გვაქვს ორი მთავარი საკითხი, ერთ-ერთია ის წლის დასაწყისიდან დღემდე რა ჩარჩო გვაქვს მონიტორინგის პროცესის განხორციელების გაკეთებული სააგენტოს, თუ როგორ არის ფასები განსაზღვრული და როგორ ვთანამშრომლობთ კომპანიებთან. მე მაქვს პრემიერისგან დავალებული, რომ აღნიშნული სფეროს ანალიზი განხორციელდეს სიღრმისეულად და როგორც კი დასრულდება, დეტალური ანგარიშს წარვადგენთ მომხმარებლის წინაშე“, – განაცხადა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა. ასევე ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მსჯელობა გაიმართა იმ ახალ პლატფორმაზე, რომელმაც მოსახლეობას მედიკამენტებზე წვდომა უნდა გაუიოლოს.
---
11.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/tambaqoze-damokidebulebis-samkurnalo-saqonlis-importsa-da-miwodebaze-zogi-gadasaxadi-uqmdeba
თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო საქონლის იმპორტსა და მიწოდებაზე ზოგიერთი გადასახადი უქმდება
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ჯანდაცვისა და ფინანსტა მინისტრების მიერ ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით თამბაქოზე დამოკიდებულების სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი დღგ-საგან და იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება. კანონპროექტს, რომელსაც მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ – არცერთმა, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. კანონპროექტის ინიციატორები აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი არიან.
---
ბეჭდვითი მედია
12.12.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი რადიკალურ პროტესტს მიმართავს
გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილი საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. „ტყვეობის მეშვიდე დღეს გაგვაგებინეს, რომ ჩატარდა სასამართლო სხდომა, სადაც მას მიესაჯა 2- თვიანი წინასწარი პატიმრობა რუსეთის კანონმდებლობის, 322-ე მუხლის მიხედვით. ეს არის საზღვრის უკანონოდ კვეთა. იმ დღესვე ჩავატარეთ სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პირველი აქცია. მე-8 დღეს, შაბათს, სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალური წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ ვაჟა 2-3 დღეში გათავისუფლდებოდა. ეს მოლოდინი გრძელდება დღემდე. ვითხოვთ, საქართველოს მთავრობისგან მეტად ქმედით ნაბიჯებს და უწყებათაშორისი საგანგებო საკოორდინაციო კომისიის შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებელ მოლაპარაკებებში, გვესმის სხვადასხვა თანამდებობის პირების დაპირებები, თუმცა, 1 თვის თავზეც ის კვლავ ტყვეობაში რჩება და შედეგი გვაქვს ნული“, -აცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი.
---
12.12.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში
---