From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-12.11.2019
Received On : 12.11.2019 08:45
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 12.11.2019

 

ტელევიზია

11.11.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:  ბიზნესპარტნიორი

შრომის ინსპექციის მანდატი კიდევ უფრო ფართოვდება. ინსპექცია დასაქმებულთა უფლებების ნაწილზეც გავრცელდება. ამ ტიპის ცვლილებას შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილება ითვალისწინებს. ახალი ინიციატივა შრომის ინსპექციის ფორმირებას და მის დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურდიულ პირად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. მას ექნება დაჯარიმების და საჭიროების შემთხვევაში საწარმოო პროცესის შეჩერების უფლებაც. შრომის ინსპექციას 10 ინსპექტორი ეყოლება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6458285

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6457845

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6458684

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6458668

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6457891

---

 

 

 

ინტერნეტი

12.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/572285-sakartveloshi-6-ekims-saekimo-sakmianobis-upleba-samudamod-sheucherda

საქართველოში 6 ექიმს საექიმო საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა

საქართველოში 6 ექიმს საექიმო საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ განუცხადა. „კანონმდებლობის შესაბამისად, ცალკეული ექიმის საკითხი განხილული იყო სამედიცინო რეგულირების პროფესიულ საბჭოზე და რამოდენიმე ექიმს დროებით შეუჩერდა საქმიანობის უფლებამოსილება. ასევე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ექიმებს სამუდამოდ ჩამოერთვათ საექიმო საქმიანობის უფლება. ასეთი იყო 6 შემთხვევა, როდესაც ძალიან მძიმე, მათ შორის ლეტალურ შედეგთან გვქონდა საქმე“, - აღნიშნა კაპანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას. მისივე ინფორმაციით, 4 თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება შემოწმდა სალიცენზიო-სანებართვო პიორობებთან და ტექნიკური რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით, 100-ზე მეტი კლინიკა დაჯარიმდა, 7-ის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა და საქმე შესასწავლად სამართალდამცავ უწყებას გადაეცა.

---

 

12.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/572282-500-saavadmqopos-shemocmebis-shedegad-100-ze-meti-dajarimda

500 საავადმყოფოს შემოწმების შედეგად 100-ზე მეტი დაჯარიმდა

4 თვის განმავლობაში შემოწმებული 500-ზე მეტი საავადმყოფოდან 100-ზე მეტი დაჯარიმდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგის შედეგების კომენტირებისას განუცხადა. როგორც ზაალ კაპანაძე აცხადებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი. უკვე 500-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება შემოწმდა სალიცენზიო-სანებართვო პირობებთან და ტექნიკური რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგის შედეგად 7 შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. „შედგენილია სამართალდარღვევის 117 ოქმი. არის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, რომლებიც უკავშირდება ხარისხის შიდა სისტემების მართვას, დეზინფექცია-სტერილიზაციას, სამედიცინო ნარჩენების მართავს და მსგავსი ტიპის დარღვევები გამოიკვეთა. იყო რამდენიმე დარღვევა ტექნიკასთან დაკავშირებით - როგორც იცით, სამედიცინო აღჭურვილობა არ უნდა იყოს 1997 წელზე გვიან გამოშვებული. დაჯარიმდა 100-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება. რაც შეეხება ჯარიმის მოცულობას, ჩვენ როდესაც ვამოწმებთ, ვაფიქსირებთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და შემდეგ უკვე სასმართლო ახდენს სანქცირებას ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის. 7 შემთხვევის შესწავლა სამართალდამცავებმა დაიწყეს. შემოწმების შედეგად იყო გარკვეული ნიშნები, რომლებიც სცილდებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაწილს. ასეთ შემთხვევაში კონკრეტული საკითხები შემდგომი შესწავლისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა“, - აღნიშნა კაპანაძემ. კითხვაზე, საგანგაშოა თუ არა ეს მაჩვენებლები, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებების მიერ შეთავაზებული მომსახურების ხარისხთან მიმართებით პრობლემები არსებობს, თუმცა საგანგაშო არაა. მისივე თქმით, საჭიროა მუშაობა როგორც თავად კლინიკების, ასევე შესაბამისი სახელმწიფო უწყების, როგორც მარეგულირებლის მხრიდან.

---

 

11.11.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/292074-sromis-inspeqcia-sajaro-samartlis-iuridiul-pirad-camoyalibdeba-

შრომის ინსპექცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება

უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა "შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებზე განაცხადა, რომ "ნებისმიერ კანონს, რომელიც იქმნება, სჭირდება აღსრულების მექანიზმი. ამიტომაა აუცილებელი შრომის ინსპექციის ეფექტიტანი მუშაობა". შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორებმა დაინტერესებულ მხარეებთან მეოთხე საჯარო შეხვედრა გამართეს, რომელზეც დისკუსიის მთავარი თემა შრომის კოდექსის აღსრულებისა და შრომის ინსპექციის შექმნის სამართლებრივი მექანიზმებია. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, შრომის კოდექსის რეფორმირებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ კანონის აღსრულება უზრუნველყოს. სწორედ ამიტომ, ცვლილებებთან ერთად შრომის ინსპექციის ინსტიტუტის რეფორმირების საკითხიც განიხილება. „ნებისმიერ კანონს, რომელიც იქმნება, სჭირდება აღსრულების მექანიზმი. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციები, რომ ეს კანონი იყოს აღსრულებადი და არ იყოს უბრალოდ ფარატინა ქაღალდი. ამისთვის არის აუცილებელი შრომის ინსპექციის სრულფასოვანი ფორმირება. ინსპექცია იმუშავებს როგორც შრომითი უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე - შრომითი უფლებების საკითხებზეც. ჩვენი მიზანია, შრომის ინსპექცია სანდო პარტნიორად ჩამოყალიბდეს ბიზნესისთვის და დასაქმებულებისთვის. ასევე, შრომის ინსპექციის ფუნქცია იქნება კონსულტაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც,“ - აღნიშნავს დიმიტრი ცქიტიშვილი. შრომის კოდექსში ცვლილებების საჯარო განხილვას ემხრობა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განყოფილების უფროსიც. ვინსენტ რეი აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან უნდა დაახლოვდეს. „ეს დისკუსია მნიშვნელოვანია, რადგან აერთიანებს კერძო სექტორს, მთავრობას, კანონმდებლებს. ისინი ერთად განიხილავენ, როგორ გახადონ ქართული კანონმდებლობა უფრო მოდერნიზებული და ეს პროგრესულ განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ შრომის კოდექსის რეფორმირების საუკეთესო გზა ვიპოვოთ. გენდერული, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხები სამუშაო ადგილზე ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხების რეგულირებაში სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული,“ - განაცხადა ვინსენტ რეიმ. შრომის კოდექსის რეფორმის შესახებ საჯარო დისკუსიას ესწრება შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსიც. ბექა ფერაძის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება, რაც კანონის აღსრულების გარანტია. „წარმოდგენილი კანონპროექტი განსაზღვრავს შრომის ინსპექციის მანდატს, როგორი უნდა იყოს აღსრულების მექანიზმები და რა უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი ეს ინსტიტუტი. შრომის ინსპექცია გულისხმობს როგორც უსაფრთხოებას, ასევე - შრომით უფლებებსაც. კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექცია საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება, შეიქმნება რეგიონული ოფისები, რაც კანონის აღსრულების საწინდარია. ასევე, კანონის პროპორციულად მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მოხდეს თანამშრომლების რაოდენობრივი ზრდაც,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ. უნდა აღინიშნოს, რომ შრომის ინსპექცია საქართველოში 2006 წელს გაუქმდა და მისი აღდგენა მოხდა 2015 წელს, შეზღუდული უფლებამოსილებით, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დეპარტამენტი. 2019 წლის თებერვალში, შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის მიღებით ინსპექციას მიენიჭა შრომითი უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგის უფლებამოსილება კერძო და საჯარო სექტორის ნებისმიერ ორგანიზაციაში. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შრომის ინსპექციის ფორმირება, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი ყველა უფლებამოსილებით და მონიტორინგის მანდატით როგორც შრომის უსაფრთხოების ნორმების, ასევე შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით. შრომის კოდექსის რეფორმის საჯარო განხილვების პროცესის ფარგლებში უკვე გაიმართა რამდენიმე თემატური შეხვედრა ბიზნეს ასოციაციების წევრებთან, პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებთან, HR სპეციალისტებთან და სამოქალაქო სექტორთან. კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში ყველა მხარე უნდა ჩაერთოს. შეგახსენებთ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. კანონპროექტის მომზადებასა და მისი საჯარო განხილვების ორგანიზებაში ჩართულები არიან საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია არსებული შრომის კოდექსის გაუმჯობესება და დახვეწა.

---

 

11.11.2019

მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/62728-aucilebelia-shromis-inspekciis-damoukidebeli-subiekti-arsebobdes-saministroshi-shromis-inspekciis-zedamxedvelobis-ssip-sheikmneba/

"აუცილებელია შრომის ინსპექციის დამოუკიდებელი სუბიექტი არსებობდეს, სამინისტროში შრომის ინსპექციის ზედამხედველობის სსიპ შეიქმნება"

ჯანდაცვის სამინისტროში შრომის ინსპექციის ზედამხედველობის სსიპ შეიქმნება, - ამის შესახებ „შრომის კოდექსის" ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ინსტიტუციის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება გაზრდის საქმიანობის ეფექტურობას. „აუცილებელია არსებობდეს შრომის ინსპექციის დამოუკიდებელი სუბიექტი. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს დეპარტამენტი, რომელიც გარკვეულწილად შეზღუდულია თავისი მოქმედების არეალით. ეს არის სამინისტროში შემავალი დეპარტამენტი და მისი სსიპ-ად ჩამოყალიბება უფრო მეტად მოქნილს გახდის და ეფექტურობასაც გაზრდის. ასევე, ეს ინსპექცია უნდა გახდეს ცალსახად პარტნიორი, როგორც დასაქმებულისთვის, ისე დამსაქმებლისთვის. ეს კანონი არის ახალი დაწერილი და ვფიქრობ, რომ წაადგება დასაქმებულებსაც და დამსაქმებლებსაც”,- განაცხადა ცქიტიშვილმა. მან ასევე ისაუბრა შრომის ინსპექციასა და სანქცირებაზე და აღნიშნა, რომ მონიტორინგი განხორციელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორზე. „შემოდის სანქცირება, როგორც გაფრთხილება, საჭიროების შემთხვევაში მატერიალური ჯარიმა და ასევე გამონაკლის შემთხვევებში - საქმიანობის შეჩერება. სანქციები იქნება იმ მოთხოვნების შეუსრულებლობაზე, რომელიც არის კანონში გაწერილი. ეს შრომით უსაფრთხოებისგან განსხვავებული ნორმებია და შესაბამისად, ისეთი დიდი ჯარიმები არ არის, როგორც შრომით უსაფრთხოების შემთხვევებში, მაგრამ მას აქვს პრევენციული ხასიათი. ინსპექციის არსებობა ნიშნავს იმას, რომ დაიწყება გარკვეული სტანდარტების დახვეწა. ასევე, შრომის ინსპექციას ექნება კონსულტირების და დასაქმებულების მხარდაჭერის შესაძლებლობა. იქნება გეგმური შემოწმებები, რომლებიც დაფუძნებული იქნება გარკვეულ ლოგიკასა და შიდა პროცედურებზე, ასევე შემოწმებები იქნება ალბათ გამოძახებით - მომართვიანობის შემთხვევაში, თუ დასაბუთებული ეჭვი იქნება გამოთქმული, რომ ვიღაცის უფლებები ირღვევა. შემოწმებების ლოგიკა არ იქნება თავნებობა, ეს იქნება სისტემურად და ამ სისტემების გამართვაზე ზედამხედველობის საშუალება ექნება მრჩეველთა საბჭოს, რომელიც უნდა იყოს მონიტორინგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი”,- განაცხადა ცქიტიშვილმა. შეგახსენებთ, რომ „შრომის კოდექსის“ რეფორმის საჯარო განხილვების პროცესის ფარგლებში უკვე გაიმართა რამდენიმე თემატური შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან, პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებთან, HR სპეციალისტებთან და სამოქალაქო სექტორთან.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/572124-dimitri-ckitishvili-aucilebelia-shromis-inspekciis-damoukidebeli-subiekti-arsebobdes-saministroshi-shromis-inspekciis-zedamxedvelobis-ssip-sheikmneba

---

 

11.11.2019

მედიასაშუალება: https://batumelebi.netgazeti.ge/news/238499/?fbclid=IwAR3gqJIzovQjCn7UDS3cRmptkenl5PGdWB4-qrFj23i5zC7NHnob8sY9uLY

აბორტების რიცხვი ბოლო 10 წელში 42%-მდე შემცირდა – ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვლევების მიხედვით, რეპროდუქციული ასაკის ქალებში აბორტების მაჩვენებელი დაახლოებით 42 პროცენტამდე შემცირდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეს მაჩვენებელი ოჯახის დაგეგმარებისა და სწორი კონტრაცეპციის დამსახურებაა. „ბოლო ათი წლის განმავლობაში აბორტების მაჩვენებელი არის მნიშვნელოვნად შემცირებული. თუ მანამდე, ვთქვათ, კეთდებოდა 700 აბორტი, ახლა ეს მაჩვენებელი შემცირებულია 400-მდე და ეს სწორედ ოჯახის დაგეგმარების დამსახურებაა“, – ამბობს თამარ გაბუნია. მისი თქმით, გაეროს მოსახლეობის 2015 წლის კვლევის მიხედვით, რეპროდუქციული ასაკის ქალების დაახლოებით 17 პროცენტი ამბობდა, რომ კონტრაცეპციაზე არ მიუწვდებოდა ხელი. „2017  წლის კვლევის მიხედვით კი, ეს მაჩვენებელი ჩამოსულია 15 პროცენტზე. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს 15 პროცენტიც აღარ იყოს და ყველას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ოჯახის დაგეგმვის იმ მეთოდებზე, რომლებიც არის მისთვის უპირატესი და მოსახერხებელი და შესაბამისი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან“. თამარ გაბუნიას თქმით, სხვადასხვა კონტრაცეპტული საშუალებიდან, ყველაზე ნაკლები მოთხოვნა არის აბებზე, მიუხედავად იმისა, რომ ქალებს უფასოდ შეუძლიათ ამ მომსახურების მიღება დონორი ორგანიზაციების დახმარებით, რადგან აბები არ არის უნივერსალური საშუალება და შესაძლოა, ჰქონდეს გვერდითი ეფექტები. თუ აბების გამოყენებაზე არ აქვს ქალს ექიმის დანიშნულება, ალტერნატიული საშუალება კი ფასიანია, თუ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეუძლია სოციალურად დაუცველ პირს ამ მომსახურების მიღება? – ამ კითხვის პასუხად თამარ გაბუნია ამბობს, რომ საჭიროა კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალურ დონეზე განხილვა და „შესაძლოა ეს მომსახურება რომელიმე რეფერალური პროგრამის ფარგლებში მიიღოს პირმა“. თამარ გაბუნიას თქმით, კონტრაცეპცია დღეს ყველა ქალისთვის არის ხელმისაწვდომი. თუმცა კითხვაზე, რა იგულისხმება ხელმისაწვდომობაში, კონტრაცეპტივის სიაფე თუ სახელმწიფო სერვისები, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ბარიერული საშუალებების გამოყენება (მაგალითად, კონდომი ან საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპცია (ე.წ სპირალი), არის ფასიანი, „მხოლოდ აბები შეუძლია მიიღოს ქალმა უფასოდ, თუმცა ცალკეული შემთხვევები შეიძლება განვიხილოთ ინდივიდუალურად“. თამარ გაბუნიას თქმით, ფაქტია, რომ აბორტების შემცირების დინამიკა არის სტაბილური და ეს არის სწორედ ოჯახის დაგეგმარების, მოსახლეობის ინფორმირებულობის და პირველადი ჯანდაცვის დონეზე ინფორმაციის მიწოდების შედეგი. „კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა ყველას აქვს პირველადი ჯანდაცვის დონეზე, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და კონტრაცეპციის  სხვადასხვა მეთოდზე შეუძლიათ ქალებს ექიმისგან ინფორმაციის მიღება. ფაქტია, რომ ეს სტრატეგია მუშაობს, ამიტომ განვიხილავთ ამ სტრატეგიას ყოველ წელს, რომ დალაგდეს პრიორიტეტები და უნივერსალურ ფორმატში, რაც საჭირო იქნება, იმაზე გაკეთდეს აქცენტები“, – ამბობს თამარ გაბუნია. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, აუცილებელია მოსახლეობის განათლება ამ მიმართულებით და სამედიცინო პერსონალის გადამზადება, რომ ყველა დონეზე იყოს მიწოდებული ინფორმაცია ოჯახის დაგეგმარებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

---

 

11.11.2019

მედიასაშუალება: https://report.ge/society/ojakhi-tbilisshi-binas-miighebs/?fbclid=IwAR2TRVbfhNPy7-0rK7KkWH-JLB3BSSlzo4DH-ViN5Bf3ryINsqIiC-9Xs2M

დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახი თბილისში ბინას მიიღებს

ჯანდაცვის სამინისტრო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ბინებს გადასცემს. ვეტერანი დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროგრამა წელს დაიწყო და თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი 701-მა ოჯახმა შეავსო. დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა. აღნიშნული ქულები სამინისტროს ვებ-გვერდზე ქვეყნდება. სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ვეტერანი დევნილების ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაცია წარმოდგენის შესაძლებლობა ეძლევათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მინიჭებული წინასწარი ქულები გადაფასდება. კორექტირებული სია სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. ბინების რაოდენობისა და კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს განაცხადების იმ რაოდენობას, რომლებსაც მონიტორინგის ჯგუფები გადაამოწმებენ. მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. ბინების განაწილების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები. მომდევნო ეტაპზე, დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ბინები ქუთაისსა და ზუგდიდშიც გადაეცემათ.

---

 

11.11.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1573494927-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A1

„ძალიან რთულია, ტკივილისგან დაღლილ შვილს როცა ვუყურებ და ვერაფერს ვაკეთებ“ - დედა დახმარებას ითხოვს

„ძალიან რთულია ტკივილისგან დაღლილ შვილს როცა ვუყურებ და ვერაფერს ვაკეთებ“ - 18 წლის გიორგი ახვლედიანის დედა დახმარებას ითხოვს. ის შვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „გიორგი უკვე 4 წელია ებრძვის ამ დაუნდობელ „კრონის“ დაავადებას. 4 წელია ყოველი დღე ძალიან მძიმე და გაუსაძლისია . მაგრამ ეს ყველაფერი არ არის ! გიორგის ასევე დაემართა „ეპილეფსიის“ ურთულესი ფორმა. ჩვენს ოჯახში ყოველი დილა შიშით თენდება და ღამდება. გიორგის საზღვარგარეთ გადაყვანა ვერ ხერხდება რადგან, მკურნალობა და სიცოცხლის გახანგრძლივება ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მე ისევ მხოლოდ თქვენი იმედი მაქვს. სად ხართ კეთილო ხალხო ? შვილი ნელ-ნელა ხელიდან მეცლება . ცოტა ხნის უკან გიორგიმ ისევ და ისევ ურთულესი ოპერაცია გადაიტანა და მე მჯერა იმის რომ თქვენი დახმარებით გიორგის გადარჩენას შევძლებთ . ძალიან რთულია ჩემთვის როგორც დედისთვის ამის წერა, მაგრამ დამიჯერეთ სხვა გზა არ მაქვს. ესაა ცხოვრებაა და სამართალი? თუ ფული არ გაქვს ჯოჯოხეთში უნდა გიწევდეს ცხოვრება და ასეთი ტკივილების გადატანა. ჩემო კეთილო მეგობრებო, ქართველებო, დედებო! ძალიან გთხოვთ გულთან მიიტანოთ ჩემი გიოს მდგომარეობა. ვისაც რა საშუალება გაქვთ, დაგვეხმარეთ. დამეხმარეთ იმაში, რომ გიორგი საქართველოდან წავიყვანო და სიცოცხლე შევუნარჩუნო“ - წერს გიორგის დედა და დახმარების მისაღებად საბანკო რეკვიზიტებსაც აქვეყნებს: პირადი ნომერი: 01013030978 მიმღები: ზეინაბ ტოროშელიძე-ძნელაძე GE30TB7519645064300001 GE71BG0000000101490535

---

 

11.11.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/404697/?fbclid=IwAR3-5DfjfmIVNmtCVR3G-j2gNNX2JaK5GCykZMfJyuA4pO_GnwlQg415wuE

4 წლის გაბრიელის გადასარჩენად ფული გროვდება

4 წლის გაბრიელ ჩიკვაიძეს შუასაყარის სიმსივნე აქვს და მას რიგით მეოთხე ოპერაცია თურქეთში უნდა გაუკეთდეს. როგორ ბავშვის ოჯახი ფეისბუკზე, ბავშვის დასახმარებლად შექმნილ გვერდზე წერს, მეოთხე ოპერაციის ღირებულება 24 000 აშშ დოლარია. ოჯახს თანხის ნაწილი შეგროვებული აქვს, თუმცა საჭიროა თანხის სრულად შეგროვება. “$8000 მაკლია, რომ ბავშვი გადავიყვანო საოპერაციოდ. აღარ ვარ ამქვეყნად, ნუ გამიწირავთ შვილს. გეხვეწებით, ნუ დამღუპავთ. დამეხმარეთ. აქამდე საზოგადოება არ შეგვიწუხებია, მაგრამ ახლა სხვა გზა აღარ გვაქვს. გთხოვთ გადამირჩინეთ შვილი და ვისაც რამდენი შეგიძლიათ, გთხოვთ იმდენი გაიღეთ მისთვის”, – წერს ბავშვის მშობელი.

---

 

11.11.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/516255

“დარბოდნენ ვირთხები, ქვეწარმავლები და მაინც მივდიოდით ექიმის გამო”-თელავის სოფლებში ამბულატორიების რეაბილიტაცია-მშენებლობა დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში ამბულატორიების პრობლემა წლის ბოლომდე გადაიჭრება. ერთ-ერთ მათგანში ამბულატორიასთან ერთად 112-ის შენობაც აშენდება. სოფელ ქვემო ხოდაშენში, სადაც ძველი ამბულატორია ავარიულ შენობაში იყო და სანიტარული პრობლემებიც არსებობდა, სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია შენდება. თელავის მერის მოადგილე “რეგიონულ კვირასთან” განმარტავს, რომ ქვემო ხოდაშენის ამბულატორიის შენობა იმდენად დაზიანებულია, რომ მისი რეაბილიტაცია შეუძლებელია. „ძველი შენობა აღარ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას და აქედან გამომდინარე, დაიგეგმა სრულიად ახალი ამბულატორიის მშენებლობა. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება“, – ამბობს დავით ბეგიაშვილი. ქვემო ხოდაშენის მოსახლეობისთვის ამბულატორიის საკითხი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ადგილობრივები “რეგიონულ კვირასთან” არსებული შენობის ავარიულობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ იქ, სადაც ყველაზე მეტად უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები დაცული, ვირთხებიც კი არიან. „შენობას ჭერი არ ჰქონდა, კედლები ჩამოშლილი იყო, შენობაში ქვეწარმავლები და ვირთხები დადიოდნენ, ანტისანიტარია იყო, მომუშავე პერსონალს ძალიან რთულ ვითარებაში უწევდა მუშაობა“, – აღნიშნავს მაია დეკანოიძე. ინგა გოგრიჭიანი, რომელსაც 10 თვის შვილი ჰყავს, ამბობს, რომ ჩვილისთვის აცრების გაკეთება ანტისანიტარულ პირობებში უწევდა. „სოფლის ყველა მოსახლეს გვინდა, რომ ამბულატორიაში ნორმალური პირობები იყოს. მოხარულები ვიქნებით, ბავშვს რომ მივიყვანთ, ელემენტარულად სითბო დაგვხვდეს, ექიმებიც კომფორტულად მოგვემსახურებიან”, – ამბობს გოგრიჭიანი. კიდევ ერთი ადგილობრივი, ეთერ გოგრიჭიანი კი მედპერსონალის კვალიფიციურობაზე საუბრობს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ამის მიუხედავად, “ამბულატორიაში მისვლა საშინელება იყო”. „არც ექიმის, არც ექთნის, არც ერთი მათგანის საწინააღმდეგო არ მაქვს. კვალიფიციური კადრები არიან, მაგრამ ამბულატორიაში მისვლა იყო საშინელება. დარბოდნენ ვირთხები, ქვეწარმავლები და მაინც მივდიოდით ექიმის გამო. ვიცი, რომ აცრის დროს ვირთხაც კი ამოძვრა და კომპიუტერი დაღრღნა“, – იხსენებს ეთერ გოგრიჭიანი. ქვემო ხოდაშენში მიმდინარე პროექტი 78 000 ლარის ღირებულებისაა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და თელავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება. სოფლებში – კისისხევი, ქვემო ხოდაშენი, თეთრწყლები, აკურა, ფშაველი, ლაფანყური და ნაფარეული – ამბულატორიების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია და წლის ბოლომდე დასრულდება. ამასთან, სოფელ ნაფარეულში 112-ის შენობის მშენებლობაც მიმდინარეობს. ჯამში აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 329 189 ლარია გამოყოფილი.

---

 

11.11.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ra-shedegebi-sheidzleba-moitanos-minimaluri-xelfasis-shemogebam-saqartveloshi/43346/

რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მინიმალური ხელფასის შემოღებამ საქართველოში

საქართველოს პროფკავშირების ინიციატივით, მინიმალური ხელფასი თვეში 320 ლარით უნდა განისაზღვროს, ხოლო დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით კი, 520 ლარი და 91 თეთრით, ხოლო გასულ წელს მოქალაქე მაკა მინდიაშვილის საკანონმდებლო წინადადება დასაქმებულთათვის მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებად 5 ლარს გულისხმობდა, რაც კვირაში 40 საათიანი სამუშაო პირობებში თვეში მინიმალური ხელფასი 800 ლარს უდრის, ხოლო 48 საათიანი სამუშაო პირობებში - 960 ლარს. ბოლო ინიციატივას მისი მაღალი ზღვარის გამო დიდი გამოხმაურება არც ჰქონია. რაც შეეხება პროფკავშირებისა და დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის მიერ მოთხოვნილ მინიმალური ხელფასის ზღვრებს, არც ერთი მაჩვენებელი არ ეფუძნება რეალურ მეთოდოლოგიურ გაანგარიშებებს, მხოლოდ ემოციური განწყობითა და ზოგადი სტატისტიკური ინფორმაციის დაკვირვების შედეგად არის მიღებული. კერძოდ; პროფკავშირების წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ თვეში 320 ლარზე დაბალი ხელფასი 130 000 დაქირავებით დასაქმებულს აქვს და კანონპროექტიც სწორედ მათ შეეხებათ, ხოლო ბექა ნაცვლიშვილის მოსაზრებით კი, მინიმალური ხელფასი უნდა შეადგენდეს საშუალო ხელფასის 45%-ს. პირველ შემთხვევაში მეთოდოლოგიურად არ არის განმარტებული, თუ რატომ აირჩიეს 320 ლარი და რატომ არა უფრო მაღალი ან უფრო დაბალი ხელფასის ზღვარი, ან დაქირავებით დასაქმებულთა რა სოციალურ კატეგორიის მოცვაზეა საუბარი. ამავე დროს არ არის გათვალისწინებული ეკონომიკის დარგებსა თუ რეგიონებს შორის განსხვავებული ხელფასების დონეები. ასევე, გვყავს დასაქმებულები რომლებიც ორ ან მეტ ადგილზე მუშაობენ თითოეული 320 ლარზე ნაკლებს უხდის თუმცა ჯამში 320 ლარზე მეტი ხელფასი აქვთ, (მაგ; ბუღალტრები), ხელფასების დათვლაში კი, ხელფასების მოცულობები იქნა აღებული და არა კონკრეტული ადამიანების ჯამურ ხელფასი, ამიტომ 130 000 დასაქმებული დაუზუსტებელი რიცხვია, რაც აღნიშნული კანონპროექტის მეთოდოლოგიურ ნაკლოვანებას წარმოადგენს. არ ვსაუბრობთ რომ ამ ადამიანებს სოციალურად კარგი პირობები აქვთ, მხოლოდ პროფკავშირების მიერ შემოთავაზებული ციფრების კონსტანტირებას ვახდენთ. ამავე დროს ნათქვამია, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად უნდა გადაიხედოს, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ეკონომიკურ კონდიციებში უნდა იყოს ქვეყანა, როცა მინიმალური ხელფასის მორიგი გადახედვა მოხდება. მაშინ როცა საშუალო ხელფასის გამოთვლას და არსებულ საშუალო ხელფასს აკრიტიკებენ, რომ ის ვერ ასახავს რეალურ სურათს, რატომ იყენებენ მას მინიმალური ხელფასის გამოთვლაში და არ გვთავაზობენ ახალ მეთოდოლოგიას? თუ მინიმალური ხელფასის გაანგარიშებისათვის საშუალო ხელფასის მაჩვენებელს ვიყენებთ - როცა დაწესდება საშუალო ხელფასის 45%-ად მინიმალური ხელფასი, ეს გამოიწვევს 520 ლარზე მცირე ხელფასების ხელოვნურად აწევას და 520 ლარზე გათანაბრებას. საშუალო ხელფასის ახალი გადაანგარიშებისას კი, როცა ყველა ეს ხელფასის მაჩვენებელი შეიკრიბება და მისი საშუალო გამოითვლება, საშუალო ხელფასის დონეც გაიზრდება და საშუალო ხელფასის 45%-იც უფრო მაღალი აღმოჩნდება ვიდრე დადგენილი მინიმალური ხელფასი 520.91 ლარი, რაც მომდევნო წელს მინიმალური ხელფასის თავიდან გადათვლის საჭიროებას დააყენებს. თუ ცხადია, ეს ერთჯერადი ინიციატივა არ არის. რა შეიძლება გამოიწვიოს მინიმალური ხელფასის მიღებამ? რა მოხდება თუ თქვენ, როგორც დამსაქმებელს გაიძულებენ გაზარდოთ ხეფასი, რას მოიმოქმედებთ? ხელფასი ეს არის დაქირავებით დასაქმებულის ანაზღაურება, რომელსაც იხდის დამქირავებელი. თუ დამქირავებელს კანონის ძალით ვაიძულებთ, რომ გაზარდოს ხელფასი, ამით მას გაეზრდება წარმოების დანახარჯები, მოგების მაქსიმიზაციის მოტივით კი გააძვირებს გამოშვებულ პროდუქციას ან ეცდება შეამციროს წარმოების დანახარჯები, რისთვისაც გაანთავისუფლებს თანამშრომლებს, ხოლო ეს თანამშრომლები პირველ რიგში დაბალ ანაზღაურებადი ადამიანები იქნებიან. მეორე და ნაკლებად შესაძლო ვარიანტი - მაღალ ანაზღაურებად თანამშრომლებს შეუმცირებს ხელფასებს, რაც პირველ რიგში კვალიფიციური კადრების მოტივაციის შემცირებას გამოიწვევს და შესაბამისად აისახება წარმოებაზე. ასევე დაბალ საფეხურზე მყოფი დასაქმებულების კარიერული ზრდის მოტივაციაც შემცირდება, შესაბამისად ადამიანები თვითგანვითარებაზეც აღარ იფიქრებენ. ის არგუმენტი, რომ მწარმოებელი მაინც გადაიხდის, დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში შეიძლება გავრცელდეს ერთეულ მსხვილ ფინანსურ კომპანიებზე, სამაგიეროდ მცირე და საშუალო ბიზნესზე პირდაპირ პროპორციულად აისახება ფინანსური ვალდებულების წნეხი, რომელთაც მოუწევთ დასაქმებულთა განთავისუფლება ან/და პროდუქციის გაძვირება. ამ პირობებში დიდ კომპანიებსაც გაეზრდებათ ფინანსური დანახარჯები. მაშინ როცა საუბარია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, ხოლო მინიმალური ხელფასის შემოღებით მათ ხელოვნურად ვუზრდით დანახარჯებს, ამით ვანადგურებთ არსებულ მცირე ბიზნეს სუბიექტებს და პარალელურად ხელს ვუშლით მცირე ბიზნესის დაწყებას. საბოლოოდ მინიმალური ხელფასი, რომლის მიღება დაბალ შემოსავლიანი დასაქმებულების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის გვინდა, სწორედაც რომ დაბალ შემოსავლიანი ადამიანების ცხოვრების დონის გაუარესებას გამოიწვევს და პირველ რიგში მათზე აისახება ის ნეგატიური ეკონომიკური ეფექტები, როგორიცაა: სამსახურიდან დათხოვნა, არაფორმალური დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილების შემცირება და პროდუქტებზე ფასების ზრდა. არაფორმალური დასაქმება ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა არაფორმალური დასაქმებაა, როცა დამსაქმებელი დასაქმებულებს მინიმალური ხეფლასის ქვემოთ ხელფასს სწორედაც რომ ,,კონვერტით’’, გადასახადების გვერდის ავლით გადაუხდის, ამ პირობებში დამსაქმებელს უფრო მეტი გავლენა ექნება რომ დაბალი ანაზღაურება გადაუხადოს დაქირავებულს, ან მაღალი ხელფასის ჩარიცხვის შემდეგ ნაწილს უკან დააბრუნებინებს, ან ჯარიმების დაწესებით დაუქვითავს ხელფასს და ა.შ. აღნიშნული რეგულაციის გვერდის ავლას ბევრი დამსაქმებელი გადაწყვეტს, რითაც კიდევ უფრო გააუარესებს დასაქმებულთა შრომის პირობებს. ეკონომიკური აქტიურობისა და შესაბამისად უმუშევრობის დონეც ყველაზე მაღალი ახალგაზრდებშია, რომლებიც სტაჟირებისა თუ სხვა დაბალ ანაზღაურებადი სამსახურებით სწავლის პარალელურად აგროვებენ გამოცდილებას, ამ ახალგაზრდებში კიდევ უფრო გაამწვავებს უმუშევრობის პრობლემას. რა არის გამოსავალი? თუ მინიმალური ხელფასის დაწესება არ არის გამოსავალი, მაშინ რა არის პრობლემის გადაჭრის გზა? სწრაფი ეკონომიკური განვითარება, შედეგად წარმოებისა და ბიზნესის ზრდა, რაც გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასა და კონკურენციის დონის ზრდას. სწორედ ამ საკითხების განხილვა უნდა ხდებოდეს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეკონომიკის ზრდა და ქვეყნისა და მისი მოქალაქეების გამდიდრება, იმ პირობებში, როცა ეკონომიკური რესურსების (სახნავ-სათესი და სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, ურბანული მიწები, უზარმაზარი წიაღისეულის რესურსი, უამრავი შენობა-ნაგებობა) მთავარი მესაკუთრე დღეს სახელმწიფოა, რომელსაც უბრალოდ დაკონსერვებულად უდევს, ანულებს ქვეყნის სიმდიდრეს, ეს აქტივები არ აქვს ჩართული ეკონომიკაში, რითაც გაზრდიდა ეკონომიკას, წარმოებას, შექმნიდა სამუშაო ადგილებს და რის გამოც ხელოვნურად აღარიბებს მის მოქალაქეებს.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

12.11.2019

მედისაშუალება: ქრონიკა+

შემზხარავი სტატისტიკა - რამდენი ექიმი გარდაიცვალა, რამდენს ამოკვეთეს საშვილოსნო და სხვა ორგანოები?!

"უნივერსალური სამედიცინო ცენტრის" რადიოლოგი ექიმები სასიკვდილო საფრთხის წინაშე იმყოფებიან. შემზარავი სტატისტიკა "ქრონიკა+"-ს გადმოსცა ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციამ "დაიცავი ექიმი". "ქრონიკა+" ამ საკითხთან დაკავშირებით "ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის" თავმჯდომარე სალომე ლოლუას დაუკავშირდა. სალომე ლოლუა: "უნივერსალური სამედიცინო ცენტრის" სხივური თერაპიის განყოფილება, რომელის თანამშრომლებსაც სისტემურად უწევთ რადიოაქტიურ ნივთიერებებთან შეხება,სასიკვდილო საფრთხის წინაშე იმყოფებიანმ. აქ არის ორი მიმართულება - ბრახითერაპია, ანუ ღრუს შიდა თერაპია, რომელიც იმ ქალებისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც საშვილოსნოს სიმსივნე აქვთ. ამ დროს თვითონ ღრუში ხდება რადიოაქტიური ნივთიერების შეტანა. ეს გახლავთ ორიდიუმი. რადიოაქტიური ნივთიერებით ზემოქმედებისას იშლება ატომის ბირთვი და ამ გამოსხივებული ენერგიით კიბოს უჯრედებს მკურნალობენ. თვითონ სხივს ჰქვია გამა სხივი. გამა სხივი კლავს კიბოს უჯრედებს და მას გამრავლების საშუალებას არ აძლევს. ვინაიდან, ბირთვის თავისთავად დაშლა ხდება, ეს შეუქცევადი პროცესია. მისი შეჩერება ადამიანს არ შეუძლია, ამიტომ მუდმივად არის განყოფილებაში რადიაციული ფონი, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნეა. ამას ჰქვია სწორედ ღრუს შიდა თერაპია. მეორე გახლავთ სხიური მკურნალობის დისტანციური თერაპია, რომლის დროსაც გარეგანი დასხივება მიმდინარეობს. აქაც გამოიყენება რადიოაქტიური ნივთიერება კობალტი. კობალტის შემთხვევაშიც ატომის ბირთვი თავისთავად იშლება, რომლის კონტროლიც შეუძლებელია". სალომე ლოლუა: "ლადო ჭიპაშვილის ჯანდაცვის მინისტრობის დროს გამოვიდა სპეციალური დადგენილება, შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით და იქ 6 პუნქტია ჩამოთვლილი, თუ ვის ეხება და ვინ ითვლება განსაკუთრებით მავნე ნივთიერებებთან მომუშავედ. მაგრამ, თუ რა შეღავათებია ეს არსად წერია". სალომე ლოლუა: "წინა წლების მონაცემებიდან, 60 მომუშავე პერსონალიდან, 15 სიმსივნით არის გარდაცვლილი". სალომე ლოლუა: "ამ ეტაპზე, რადიოლოგები, რომლებიც 30-40 წელია, განყოფილებაში მუშაობენ, 80%-ს საშვილოსნო და საკვერცხეები ამოჭრილი აქვს". სალომე ლოლუა: "მედიოცინის მეცნიეერებათა დოქტორმა არჩილ კაპანაძემ ოფიციალური წერილი გააგზავნა პარლამენტში შრომის კოდექსში ცვლილებების შესატანად, ძირითადი მოთხოვნა იყო არა მარტო შრომის საათების შემცირება, არამედ ის რომ ხალხი, ვინც წლების განმავლობაში ასეთ პირობებში მუშაობს, განსხვავებული პენსია ჰქონდეს". სალომე ლოლუა: "2 მიმართულებით წავედით - დავუკავშირდით საპატრნიორო ფონდის კლინიკების მართვის სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ. ამავე დროს, ცალსახად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ყოველგვარი ექსცესებისა და ვითარების დაძაბვის გარეშე, იმ შემთხვევაში თუ კლინიკის მედპერსონალი არ დაკმაყოფილდებოდა, მხედველობაში მაქვს 7-თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვა, ჩვენი არასამთავრობო ექიმების უფლებების დასაცავად სამართლებრივ გზას მიმართავდა". სალომე ლოლუა: "ჩვენდა გასაკვირად ჯანდაცვის სამინისტრო ამ პრობლემით დაინტერესდა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც პირადად ავიდა ონკოლოგიურ კლინიკაში, შეხვდა მედპერსონალს და აღნიშნული პრობლემის მოგვარებას შეჰპირდა". სალომე ლოლუა: "კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტის სემდეგ მან წამოაყენა ინიციატივა, რომ შექმნილიყო საინიციატივო საბჭო, რომელსაც "უნივერსალური სამედიცინო ცენტრის" თანამშრომლებით და მათი ნდობით აღჭურვილი პირებით დააკომპლექტებდა. ასეთი საბჭო შეიქმნა, მაგრამ 2 კვირის შემდეგ, როდესაც მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო ჰოლდინგის შემადგენლობის შესახებ, სადაც ონკოლოგიური კლინიკაც უნდა შესულიყო, ამის შესახებ საინიციატივო საბჭოს წევრებმა ტელევიზიით გაიგეს. რისთვის შეიქმნა ეს საბჭო, თუ მისი აზრი არავის აინტერესებს?!".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6458893&name=12.11.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

​