| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-12.09.2019 |
| Received On : | 12.09.2019 08:10 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 12.09.2019
ტელევიზია
12.09.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი თემატურ მოკვლევას იწყებს. მოკვლევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ჯანმრთელობის დაცვას ეხება. საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში, საკითხის შესწავლის მიზნით, საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში განსაკუთრებით საჭიროების მქონე ქალებთან მოხდება ინდივიდუალური შეხვედრები და ინტერვიუების ჩაწერა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6328515
---
12.09.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
სოფელ რუხში მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა და გარე პერიმეტრის დასუფთავების სამუშაოები. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ადასტურებენ. კლინიკაში მოეწყო აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა. დასრულებულია დამხმარე ნაგებობების, სამრეცხაო და სასადილო კომპლექსის მშენებლობა, დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო ავტოსადგომები და შიდა გზები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 41 მლნ ლარია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6328282
---
11.09.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 22:00
ძალადობა მცირეწლოვანზე. გამოძიებისთვის ცნობილია ვინ არის ბიჭი, რომელმაც ბოთლიდან სავარაუდოდ მარიხუანას მოწევას ასწავლის. ვიდეოში, რომელიც სოც.ქსელში გავრცელდა ჩანს, რომ მცირეწლოვანი კვამლს ისუნთქავს კადრს მიღმა კი ისმის ხმა თუ როგორ უნდა გააკეთოს ეს.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ სამინისტროსგან ინფორმაციას ელოდებიან და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. კადრში ისმის 15 წლის ბიჭის ხმა, რომლის იდენტიფიცირება შსსმ ადვილად მოახერხა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6327975
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6327794
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6327765
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6327844
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6327612
მაესტრო - ახალი ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6327385
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6327213
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6327119
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6326501
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6326232
---
11.09.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
"ერთად დავამარცხოთ წითელა."-დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას გააქტიურებისაკენ მოუწოდებს. სპეციალისტები, მომდევნო თვეებში, წითელას გავრცელების ზრდას ვარაუდობენ და სასწავლო პროცესსი დაწყბამდე, მშობლებს, მოსწავლეების აცრას ურჩევენ. 2019 წელს,საქართველოში წითელას 3910 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 2 ლეტალურად დასრულდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6327894
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6327858
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6327554
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6327450
მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6327233
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6327210
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6327151
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6327091
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6327059
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6326679
---
11.09.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 18:00
პეკინის გამზირზე მომხდარი შემზარავი ისტორიის ახალი დეტალები. 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა. საძაგლიშვილსი ადვოკატის განცხადებიტ ეს გარემოება მისი დაცვის ქვეშ მყოფის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხავია. ადვოკატი ცნობას საქმის მასალებს დაურთავ. საძაგლიშვილს ამ დროისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს მისჯილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6327558
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6327697
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6326241
---
11.09.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
თვალდაკარგული მაკო გომურისთვის სახელმწიფოს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6327187
---
ინტერნეტი
11.09.2019
მედიასაშუალება:
11.09.2019
მედიასაშუალება:
---
11.09.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/391241/
ბოლო 8 თვეში საქართველოში წითელათი 3910 დაავადდა, აქედან 2 გარდაიცვალა
2019 წლის პირველი იანვრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში წითელას 3 910 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 2 დასრულდა პაციენტის გარდაცვალებით. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს და ამბობს, რომ წითელას გავრცელების შეჩერების ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია. NCDC ამბობს, რომ 2019 წელს წითელა მსოფლიოში უჩვეულოდ ფართოდ გავრცელდა, რასაც წინ უძღოდა 2017-2018 წლებში დაავადების გავრცელების პროცესი. ცენტრი ამბობს, რომ 2019 წლის პირველ 6 თვეში ევროპაში წითელას 89 994 შემთხვევა დაფიქსირდა, ანალოგიურ პერიოდში საქართველოში გამოვლინდა წითელას 3 874 შემთხვევა, 6 სექტემბრის მდგომარეობით კი, ეს მაჩვენებელი გაზრდილია და 3 910 პაციენტს აღწევს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2 ლეტალურად დასრულდა. რაც შეეხება მიზეზებს, უწყებაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი არის 1990-იან წლებში სუსტი, ხოლო 2008 წელს არაეფექტური იმუნიზაციის პროგრამები. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, სამიზნე კონტიგენტის მხოლოდ 50% აიცრა. “არაიმუნური ფენა ძირითადად დაგროვილია 20-40 წლის მოსახლეობაში, რომელიც გახდა კიდეც წითელათი დაავადების გავრცელების სამიზნე,“ – ნათქვამია NCDC-ის განცხადებაში. “ყოველივე ამან განაპირობა 2013-2015 წლების შემდეგი დიდი აფეთქება, როცა დაავადდა 11 ათასზე მეტი ადამიანი, უპირატესად მოზრდილები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები. აღნიშნული აფეთქებისას ლეტალურად დასრულდა 4 შემთხვევა. აფეთქების კუპირების [აღკვეთის] მიზნით, ვაქცინის დამატებითი დოზა მიეწოდა 200 000 არასრულად აცრილ, არავაქცინირებულ და უცნობი სტატუსის მქონე მოქალაქეს. პარალელურად ტარდებოდა ვაქცინაცია 1 და 5 წლის ასაკში. გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა წითელას გავრცელების შეკავება და 2016 წლისათვის შემთხვევათა რიცხვი ერთეულებამდე დავიდა (სულ 14),“ – ნათქვამია განცხადებაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ცენტრისთვის ყურადსაღებია ვაქცინაციით არასათანადო მოცვა დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისსა და ქუთაისში. NCDC ამბობს, რომ 2017 წლის ბოლოდან კვლავ დაიწყო წითელას გავრცელების ინტენსივობის მატება, ისევ დაიწყო ეპიდაფეთქებები ჯერ გურიაში, შემდეგ კი- აჭარაში. 2018 წლიდან კი დაიწყო წითელას შემთხვევების საყოველთაო გავრცელება, მოიცვა მთელი საქართველო და მხოლოდ 2019 წლის მე-6 თვისთვის გადავიდა დაღმავალ ფაზაში. მხოლოდ 2019 წელს საქართველოში წითელათი დაავადებულთა თითქმის ნახევარი (47%-ზე მეტი) 20-40 წლის ასაკის მოქალაქეა, რომელიც ყველაზე აქტიურია ცხოვრების ნირით. შესაბამისად, სწორედ ეს ასაკი გახდა, ერთი მხრივ, დაავადების სამიზნე, მეორე მხრივ კი, მისი გავრცელების წყარო, რომელთაგანაც ავადდებიან მცირე ასაკის ბავშვები. წლამდე ასაკში ავადობის მაჩვენებელი კი 8-ჯერ აღემატება ზოგად მაჩვენებელს. 1 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც წლიურად, საშუალოდ, 53-55 ათასიანიანი კოჰორტაა და არც აცრას ექვემდებარება – არა მარტო არაიმუნური, არამედ ყველაზე მოწყვლადიც არის წითელათი დაავადებისას და მისი შემდგომი გართულებების თვალსაზრისით. ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს: ნებისმიერი ასაკის ადამიანის უფასო ვაქცინაციას წითელას წინააღმდეგ უზრუნველყოფს სახელმწიფო. თუ ხართ 1978 წლის შემდგომ დაბადებული, დღესვე გადაამოწმეთ თქვენი და თქვენი შვილების აცრის სტატუსი და თუ ერთხელ მაინც არ ხართ აცრილი წითელას წინააღმდეგ, ხოლო თქვენს შვილებს არ ჩატარებიათ გეგმური ვაქცინაცია 1 წლის და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს აცრების ჩასატარებლად! ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მოსალოდნელია წითელას შემთხვევების გახშირება ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში და სკოლებში, გადაამოწმეთ თქვენი შვილების აცრის სტატუსი და აცერით აცრაგამორჩენილი ბავშვები! ჯანმრთელობის დაცვის, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო – სააღმზრდელო, პენიტენციურ, თავდაცვის, უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სფეროში დასაქმებული 1978 წლის შემდგომ დაბადებული მოქალაქე – სავალდებულოდ უნდა აიცრას წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით! იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წითელას გავრცელების შეკავების მიზნით შესყიდულია მაღალი ხარისხის, მაღალეფექტური და უსაფრთხო წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა.
---
11.09.2019
დაავადებათა კონტროლის ცენტრი სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით მშობლებს მოუწოდებს, ბავშვები წითელაზე აცრან, თუ შესაბამისი აცრა ორჯერ გაკეთებული არ აქვთ
2019 წელს საქართველოში წითელას 3 910 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ორი ლეტალურად დასრულდა, – ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბავშვებში დაფიქსირდა და არც ერთ მათგანს აცრა არ ჰქონდა გაკეთებული. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 20-დან 40 წლამდე ქალბატონებსაც მოუწოდებს, აცრა გაიკეთონ, მსგავს შემთხვევეში ბავშვიც დაცული იქნება. ამირან გამყრელიძემ გეგმური იმუნიზაციით მოცვის პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისსა და ქუთაისში. თუმცა 2019 წლის მეორე ნახევრიდან წითელას გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაღმავალ ფაზაში გადავიდა. „წითელას ეპიდაფეთქება დამშვიდებისკენ წამოვიდა სამი თვეზე მეტია. დღევანდელი მონაცემებით, ერთეული შემთხვევები გვაქვს კვირაში, მაგრამ მაინც არის. ვერ შეედრება იმას, რაც გვქონდა იანვარში, თებერვალში, მარტში, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ქვეყანაში წითელას საწინააღმდეგო ე.წ. იმუნური ფენა მაინც დაბალი რჩება მიუხედავად იმისა, რომ წელს 150 ათასი დამატებით ავცერით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას მოუწოდებს, ბავშვის აცრების კალენდარი გადაამოწმონ და თუ სკოლაში შესვლამდე ორჯერ არ აქვს წითელას აცრა გაკეთებული, აცრან. „შესაძლებელია შემოდგომაზე, ზამთარში წითელამ ისევ იფეთქოს, რადგან ჩვენს ირგვლივ 2018 და 2019 წლებში წითელამ შეაწუხა თითქმის ყველა ქვეყანა ევროპაში, ასევე გლობალურად მთელ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, იყო ევროპაში სიკვდილობის შემთხვევები. ჩვენთანაც იყო ორი შემთხვევა. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ სასწავლო პროცესი იწყება მომდევნო კვირიდან და შევახსენოთ მოსახლეობას, გადაამოწმონ თითოეული ბავშვის აცრის კალენდარი. ბავშვი იცრება ორჯერ: ერთი და ხუთი წლის ასაკში. თუ სკოლაში შემსვლელი ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, ვთხოვოთ მის მშობელს თუ, რა თქმა უნდა, აბსოლუტური წინააღმდეგობა აცრის არ არის, მიიყვანონ ბავშვი პოლიკლინიკაში და აცრან“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/497661
აქცენტნიუს.ჯი- http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=5988
---
11.09.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/563286-cels-citelaze-daaxloebit-220-atasamde-adamiani-aicra
წელს წითელაზე დაახლოებით 220 ათასამდე ადამიანი აიცრა
2019 წლის იანვრიდან წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით, წლისა და 5 წლის 65 000-ზე მეტი ბავშვის გარდა, კიდევ 150 000 მოზრდილი აიცრა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აცრების ინტენსიურად ჩატარება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის დასაწყისში მთავრობის მიერ შემუშავდა სპეციალური განკარგულება „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“. „ქვეყანაში ვაქცინის საკმაო რაოდენობაა. იანვრიდან მოყოლებული, მთავრობის დადგენილების შემდეგ, რომელიც 18 იანვარს გამოიცა, ინტენსიური გახდა აცრები. წელს დამატებით აცრილია დაახლოებით 150 000 ადამიანი, კიდევ გეგმურად, ყოველთვიურად იცრება დაახლოებით 11 000 ბავშვი. სულ სადღაც 220-230 000-მდე ადამიანი ავცერით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. არაიმუნური ფენა ჯერ კიდევ სერიოზულია ქვეყანაში, განსაკუთრებით 20-დან 40 წლის ასაკის მოსახლეობაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 2019 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში წწყ(წითელა-წითურა-ყბაყურა) ვაქცინით დამატებითად აცრილთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება: თბილისი - 59 840; აჭარა - 10 378; იმერეთი - 14 004; სამეგრელო - 14 566; გურია - 4 162; შიდა ქართლი - 7 520; ქვემო ქართლი - 8 488; სამცხე-ჯავახეთი - 8 133; მცხეთა-მთიანეთი - 3 266; რაჭა-ლეჩხუმი - 1 574; კახეთი - 10 599; სხვა უწყებები - 8 000. წითელას გავრცელების შეჩერების ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მხოლოდ ვაქცინაცია უზრუნველყოფს წითელასგან დაცვას და რაიმე სხვა სამედიცინო ან არასამედიცინო საშუალება ამ დაავადებასთან მიმართებით უეფექტოა.
---
11.09.2019
ამირან გამყრელიძე - მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმამდეა დასული წითელას შემთხვევები, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს
მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმამდეა დასული წითელას შემთხვევების რაოდენობა, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოში 2019 წლის დასაწყისიდან 6 სექტემბრის მდგომარეობით, წითელას 3910 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათ შორის ლეტალურად დასრულდა - 2. მისივე თქმით, ორივე მათგანი ბავშვი იყო, რომლებსაც აცრა არ ჰქონდათ გაკეთებული. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, წითელას შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფიქსირდება. „მიუხედავად იმისა, რომ წითელას ეპიდაფეთქება დამშვიდებისკენ წავიდა 3 თვეზე მეტია, დღევანდელი მონაცემებით, ერთეული შემთხვევები გვაქვს კვირაში, მაგრამ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს. იმიტომ, რომ ქვეყანაში წითელას საწინააღმდეგო ე.წ. იმუნური ფენა მაინც დაბალი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ წელს დამატებით 150 000 ავცერით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, შემოდგომასა და ზამთრის პერიოდში შესაძლოა, წითელამ ისევ იფეთქოს. ამასთან, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს, მათ შორის მშობლებსა და მასწავლებლებს მოუწოდებს, გადაამოწმონ თითოეული ბავშვის აცრის კალენდარი. „ჩვენი კალენდრის მიხედვით, ბავშვი იცრება ორჯერ -1 და 5 წლის ასაკში. თუ სკოლაში შემსვლელი ბავშვი 2-ჯერ არ არის აცრილი, ვთხოვთ მის მშობელს, თუ რა თქმა უნდა, აბსოლუტური წინააღმდეგი ჩვენება აცრისა არ არის, აუცილებლად ბავშვი მიიყვანონ პოლიკლინიკაში და აცრან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, მისი ინფორმაციით, მხოლოდ 2019 წელს წითელათი დაავადებულთა თითქმის ნახევარი, 47%-ზე მეტი, 20-40 წლის ასაკის მოქალაქეა. გამყრელიძე განსაკუთრებით სწორედ 20-40 წლის ადამიანებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვთ, ან არ ახსოვთ აღნიშნულის შესახებ, აუცილებლად აიცრან. მისი თქმით, აცრას სახელმწიფო აფინანსებს და ის მოსახლეობისთვის უფასოა.
---
11.09.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/563295-gripis-virusis-sacinaagmdego-vakcinacia-15-oktombridan-daicqeba
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ოქტომბრიდან დაიწყება
საქართველოში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ოქტომბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, გრიპის სეზონი ნოემბრის შუა რიცხვებიდან იწყება. წელს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ 100 000 ადამიანის აცრაა დაგეგმილი, ხოლო გახდება თუ არა ვაქცინების დამატება საჭირო, ეს ვირუსის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული. „წელს დაახლოებით 100 000 დოზა ვაქცინაზეა კონტრაქტი გაფორმებული. ზოგადად, მთელ მსოფლიოში გვიან იდენტიფიცირდა, თუ რომელი შტამის ვაქცინები უნდა დამზადებულიყო. ყველგან გარკვეულად გადაიწია ვაქცინების მოწოდების, დამზადების თარიღმა. ამიტომ, ჩვენთან ვაქცინა შემოვა 15 ოქტომბრისთვის. უკვე განსაზღვრულია რისკ ჯგუფები, ვიზეც პირველ რიგში, ეს ვაქცინა უნდა გაკეთდეს. შესაბამისად, ყველა მუნიციპალიტეტიდან, ყველა ქალაქიდან ჩვენთან გროვდება სიები, ვინც გეგმურად უნდა აიცრან გრიპზე და 100 000 ადამიანს წელს სახელმწიფო აცრის,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/gripis-sawinaagmdego-vaqcinacia-15-oqtombridan-daiwyeba
---
11.09.2019
მედიასაშუალება: https://news.ge/2019/09/11/jansagi-cxovrebis-wesi-mnishvnelovania/
ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია, მაგრამ სანამ სახელმწიფო მნიშვნელოვანი თანხების ჩადებას არ დაიწყებს, ეს ასე არ მოხდება
ეს ვიდეო აღმაშფოთებელია და ამ ვიდეოს გავრცელება ორმაგად დამაზიანებელი, – ასე შეაფასა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც არასრულწლოვანს კანაფის მოწევას სთხოვენ. ზოიძის თქმით, ასეთ მავნე ჩვევებთან ბრძოლა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით უნდა მოხდეს. “აღმაშფოთებელია, როგორც ამ ვიდეოს გავრცელება, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ამ საქციელს, ისე სამართლებრივი კუთხით, 21 წლამდე ადამიანის დაყოლიება კანაფის მოხმარებაზე ითვალისწინებს საკმაოდ დიდ სასჯელს – 6-დან -10 წლამდე და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი მოხმარებაც ასევე ითვლისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ სასჯელს. რა თქმა უნდა, მხოლოდ სამართლებრივი მექანიმზი ვერ იქნება პრევენცია. აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების და სპორტის პოპულარიზაცია, რაც მსგავსი მავნე დამოკიდებულების ერთადერთი ეფექტიანი გზაა. ყველას კარგად გვესმის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია, მაგრამ სანამ სახელმწიფო მნიშვნელოვანი თანხების ჩადებას არ დაიწყებს, ეს ასე არ მოხდება. ბიუჯეტი, როგორც კი შემოვა ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ. შეგახსენებთ, რომ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა. საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
---
11.09.2019
მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=society&AID=77346
შსს-მ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას აწევინებს, გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა. საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში. სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ისინი შსს-სგან აღნიშნულთან დაკავშირებით ელოდებიან ინფორმაციას და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა ზომებს მიმართავენ ბავშვის ინტერესების დაცვის მიზნით.
---
11.09.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/ruxis--samedicino-klinikis-mshenebloba-dasrulda---proeqtis-girebuleba-41-milionia/39688
რუხის სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დასრულდა - პროექტის ღირებულება 41 მილიონია
სოფელ რუხში მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა და გარე პერიმეტრის დასუფთავების სამუშაოები. როგორვ bm.ge-ის რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, კლინიკაში მოეწყო აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა. დასრულებულია დამხმარე ნაგებობების, სამრეცხაო და სასადილო კომპლექსის მშენებლობა, დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო ავტოსადგომები და შიდა გზები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 41 მლნ ლარია. „პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ადგილმდებარეობის თვალსაზრისით. ამოქმედების შემდეგ, საავადმყოფო რეგიონისა და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მოემსახურება. კლინიკა 220 საწოლზეა გათვლილი. სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის იფუნქციონირებს 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი. კლინიკის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ შეასრულა. შეფასების პროცედურის დასრულების შემდეგ, ობიექტი ოპერირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/563256-ruxis-samedicino-klinikis-mshenebloba-dasrulda
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/ruxis-samedicino-klinikis-mshenebloba-dasrulda
პია.ჯი- https://pia.ge/post/280941-ruxis-samedicino-klinikis-msenebloba-dasrulda
---
11.09.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/dasaqmebulistvis-samedicino-dazgveva-savaldebulo-unda-iyos
„დასაქმებულისთვის სამედიცინო დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს“
„დასაქმებულისთვის სამედიცინო დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს“-ამის განცხადებას ფარმაცევტული კომპანია PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი „კომერსანტთან“ აკეთებს. მისი ინფორმაციით,ძალიან კარგია, როდესაც პენსიონერებზე და შშმ პირებზე ხელისუფლება ზრუნავს, თუმცა, კარგი იქნება,თუ ამ ფენასაც მიაქცევდა ყურადღებას. მაგალითად, კი გერმანიაში არსებული პრაქტიკა მოჰყავს. „გერმანიაში მაგალითად, არანებაყოფლობითია.ადამიანი რომ იწყებს მუშაობას, ის აუცილებლად დაზღვეული უნდა იყოს. იქ ეს თემა დარეგულირებელია. ასეთ პირობებში დასაქმებული საჭირო მედიკამენტების დაახლოებით 20%-ს იხდის ჯიბიდან, დარჩენს სადაზღვევო კომპანია ფარავს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სამსახურს დაკარგავს,ის უკვე საყოველთაო დაზღვევაში უნდა გადავიდეს, თან ისეთ დაზღვევაში, სადაც გარკვეული მედიკამენტების ანაზღაურება ჩადებული იქნება. ეს გრძელვადიანი და ეფექტური გზაა.არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს იმისი,რომ ევროპული გამოცდილება მოვარგოთ ჩვენს ქვეყანას და აქაც დავნერგოთ მსგავსი მიდგომები“-აღნიშნავს ოქრიაშვილი.
---
11.09.2019
ადვოკატის განცხადებით, პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა
პეკინის გამზირზე, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საძაგლიშვილის ადვოკატმა ალექსი გაბუნიამ განუცხადა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება მისი დაცვის ქვეშ მყოფის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხავია. როგორც გაბუნია აცხადებს, მან საძაგლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ფორმა 100 იმ კლინიკიდან წამოიღო, სადაც ბრალდებული მკურნალობას გადიოდა. გაბუნია აღნიშნულს საქმის მასალებს დაურთავს. თამარ საძაგლიშვილს ფსიქიატრიულ-ფსოქოლოგიური ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია. ცნობისთვის, შემთხვევა პეკინის ქუჩაზე რამენიმე დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან გამვლელი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს. თამარ საძაგლიშვილს საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება. საძაგლიშვილს ამ დროისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
---
ბეჭდვითი მედია
12.09.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალზე ახალი დეტალებია ცნობილი
პეკინის გამზირზე, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საძაგლიშვილის ადვოკატმა ალექსი გაბუნიამ განუცხადა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება მისი დაცვის ქვეშ მყოფის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხავია. როგორც გაბუნია აცხადებს, მან საძაგლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ფორმა 100 იმ კლინიკიდან წამოიღო, სადაც ბრალდებული მკურნალობას გადიოდა. გაბუნია აღნიშნულს საქმის მასალებს დაურთავს. თამარ საძაგლიშვილს ფსიქიატრიულ-ფსოქოლოგიური ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია. ცნობისთვის, შემთხვევა პეკინის ქუჩაზე რამენიმე დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან გამვლელი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს. თამარ საძაგლიშვილს საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება. საძაგლიშვილს ამ დროისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ახალი თაობა-
---
12.09.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
„შესაძლებელია შემოდგომაზე წითელამ ისევ იფეთქოს" - დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები აცრან
2019 წელს საქართველოში წითელას 3 910 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ორი ლეტალურად დასრულდა, - ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბავშვებში დაფიქსირდა და არც ერთ მათგანს აცრა არ ჰქონდა გაკეთებული. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 20-დან 40 წლამდე ქალბატონებსაც მოუწოდებს, აცრა გაიკეთონ, მსგავს შემთხვევეში ბავშვიც დაცული იქნება. „წითელას ეპიდაფეთქება დამშვიდებისკენ წამოვიდა სამი თვეზე მეტია. დღევანდელი მონაცემებით, ერთეული შემთხვევები გვაქვს კვირაში, მაგრამ მაინც არის. ვერ შეედრება იმას, რაც გვქონდა იანვარში, თებერვალში, მარტში, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ქვეყანაში წითელას საწინააღმდეგო ე.წ. იმუნური ფენა მაინც დაბალი რჩება მიუხედავად იმისა, რომ წელს 150 ათასი დამატებით ავცერით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას მოუწოდებს, ბავშვის აცრების კალენდარი გადაამოწმონ და თუ სკოლაში შესვლამდე ორჯერ არ აქვს წითელას აცრა გაკეთებული, აცრან. „შესაძლებელია შემოდგომაზე, ზამთარში წითელამ ისევ იფეთქოს, რადგან ჩვენს ირგვლივ 2018 და 2019 წლებში წითელამ შეაწუხა თითქმის ყველა ქვეყანა ევროპაში, ასევე გლობალურად მთელ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, იყო ევროპაში სიკვდილობის შემთხვევები. ჩვენთანაც იყო ორი შემთხვევა. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ სასწავლო პროცესი იწყება მომდევნო კვირიდან და შევახსენოთ მოსახლეობას, გადაამოწმონ თითოეული ბავშვის აცრის კალენდარი. ბავშვი იცრება ორჯერ: ერთი და ხუთი წლის ასაკში. თუ სკოლაში შემსვლელი ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, ვთხოვოთ მის მშობელს თუ, რა თქმა უნდა, აბსოლუტური წინააღმდეგობა აცრის არ არის, მიიყვანონ ბავშვი პოლიკლინიკაში და აცრან", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
---