From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-12.08.2019
Received On : 12.08.2019 08:20
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 12.08.2019

ტელევიზია

10.08.2019

არხი: I არხი

გადაცემა:  მოამბე 21:00

მოამბე აგრძელებს რუბრიკას ამბულატორიების შესახებ. ამჯერად აბაშის მუნიციპალიტეტს ვესტუმრეთ, სადაც 16 ადმინისტრაციულ ერთეულში, ორმოცამდე სოფელია. 23 ათასამდე ადგილობრივს 15 ამბულატორია ემსახურება. სადაც 15 ექიმი და 16 მედდა მუშაობს. რა მდგომარეობაშია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიები, რა პრობლემების წინაშეა მედპერსონალი და რა გეგმები აქვს ხელისუფლებას?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6270043

---

 

10.08.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 18:00

რკინიგზის თანამშრომლები, რომლებიც ანაზღაურების 50 პროცენტიან მატებას ითხოვენ, დროებით აღარ გაიფიცებიან. დღეს გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, რომ დაიწყება მოლაპარაკებები და სამომავლო ნაბიჯები სწორედ ამ პროცესზე იქნება დამოკიდებული. უკვე ორშაბათს დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის ორი შეხვედრა გაიმართება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6269917

რუსთავი 2- კურიერი 18:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6269955

ტელეკომპანია აჭარა -მთავარი 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6270032

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6269885

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6269862

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6269804

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6269642

---

 

10.08.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:  მოამბე 18:00

ზუგდიდში, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მსჯელობის თემა ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონით დაწესებული სიახლეები იყო. უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ინფორმაცია მიაწოდეს დაინტერესებულ პირებს საკანონმდებლო ცვლილებებზე და კანონით განსაზღვრულ ახალ მოთხოვნებზე. საუბარი შეეხო შრომის ინსპექციის დეპარტამენტის საქმიანობას. 2019 წლის იანვარში მიღებული ორგანული კანონის მიხედვით, შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილი გახდა წინასწარი შეტყობინების გარეშე და სასამართლო ნებართვის გარეშე შეამოწმოს ინპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე. დადგინდა ეფექტური და დიფერენცირებული სანქციები, რომელთა მოცულობა მერყეობს 100-დან 50 ათას ლარამდე მერყეობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6269934

---

 

10.08.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 17:00

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მისაქციელის, ნატახტარისა და ახალ უბნის მოსახლეობას შეხვდენენ და საჭიროებებს გაეცნენ. შეხვედრას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6269812

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6269738

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6269428

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6269401

---

 

09.08.2019

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:  ანალიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე ჟრნალისტებთან კომუნიკაციას სხვა საჯარო ღონისძიებების დროსაც გაურბის, მაგალთად რამდენიმე დღის წინ როცა პრემიერმა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენის განახლებული პირობების პრეზენტაცია გამართა, ჯანდაცვის მინისტრი მხოლოდ შაბლონური სფიჩით შემოიუფარგლა და ჟურნალსიტების კითხვებს არ უპასუხა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6268794

---

 

09.08.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 11:00

ცენტრალური და ადგილორბრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სიონის, არვშისა და გარბანის მოსახლეობას შეხვდენენ. მათ ადგილობრივებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფრომაცია. შეხვედრაზე რეგიონისთვის პრიორიტეტებად მიწების რეგისტრაციის, შიდა გზების მოწესრიგებისა და წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხები გამოიკვეთა. მოსახლეობამ ასევე მოითხოვა ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის რეანიმობილის გადაცემა.  შეხვედრას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6267263

---

 

 

ინტერნეტი

11.08.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1565547871-%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98

სწავლის დაფინანსება უნდოდა და შიმშილობდა - რა გახდა 34 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი

დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში მცხოვრები 34 წლის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. „პრაიმტაიმს“ წყარომ განუცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც შიმშილობა დაიწყო. პროტესტის უკიდურეს ზომას აშშ-ში სწავლის დაფინანსებაზე უარი უთხრეს. ის დღეს ფოთში დაკრძალეს. იქ ირაკლი თორდინავას ბიოლოგიური დედა ცხოვრობდა. გასაგები მიზეზების გამო „პრაიმტაიმი“ წყაროს სახელსა და გვარს არ აკონკრეტებს. „ირაკლი თორდინავა 34 წლის იყო. ის ნიჭიერებით გამოირჩეოდა. მისი მიზანი თბილისში საცხოვრებლად გადასვლა, უცხო ენის სწავლა და აშშ-ში სასწავლო პროგრამით გამგზავრება იყო. რასაც თვეების განმავლობაში ელოდებოდა. პანსიონატში მას პირველადი საჭიროებები სრულად დაკმაყოფილებული ჰქონდა. თუმცა, მას საჭმელზე მეტად სწავლა უნდოდა... როცა რამდენიმე თვის შემდეგ, მის ცხოვრებაში არაფერი შეიცვალა, შიმშილობა გამოაცხადა. საწყალმა 1 თვე იშიმშილა. ტრეფიკინგის ფონდს როცა მიმართა უთხრეს საჭმელი ჭამე, დაგეხმარებით, გასწავლით და ხელს შეგიწყობთო, მაგრამ ის უკვე იმედგაცრუებული იყო. მაგან თავის თავი გაწირა. ჰყავდა ბიოლოგიური დედა, რომელიც ფოთში ცხოვრობს. მან უთხრა, თუ ყველაფერი არ შეგისრულეს, იშიმშილეო. ისე მოვლას, ტანსაცმელს და პატრონობას არ აკლებდნენ, მაგრამ ამერიკაში სწავლაზე ოცნებობდა. როცა განსაკუთრებულად დამძიმდა ამდენი შიმშილით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ჩვენს დაწესებულებაში დირექტორი ყველაზე იშვიათი სანახავია. მაშინ მოდის მხოლოდ სამსახურში, როცა მონიტორინგის სამსახური ჩამოდის“ - ამბობს „პრაიმტაიმის“ წყარო. მეტი ინფორმირებულობისთვის შეგახსენებთ, რომ დუშეთის შშმ პირთა პანსიონატი ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდს ექვემდებარება. ამიტომ „პრაიმტაიმი“ აღნიშნულ დაწესებულებას მომხდარის გამო დაუკავშირდა. როგორც დაწესებულების დირექტორმა „პრაიმტაიმთან“ განმარტა, ირაკლი თორდინავა ნამდვილად ითხოვდა თბილისში სწავლის მიზნით გადმოსვლას. თუმცა, მერი მაღლაფერიძის თქმით, ის არა სუიციდის, არამედ - ინსულტის მსხვერპლი გახდა. „გარდაიცვალა ინსულტით, გადიოდა მკურნალობას,გვეგონა გაუმჯობესდა ჯანმრთელობა, მაგრამ მოულოდნელად მდგომარეობა დამძიმდა. ბევრი ერთმანეთთან დაკავშირებული ორგანული პრობლემები ჰქონდა, ამას შიმშილთან და სუიციდთან კავშირი არ ჰქონია. ირაკლი ნამდვილად ითხოვდა თბილისში არსებულ დაწესებულებაში გადმოყვანას, რათა ინგლისურის კურსებზე ევლო. ჩვენს ფილიალებში ხანდაზმულთა პანსიონატსა და ჩვილ ბავშვბთა სახლში მისი გადმოყვანა შეუძლებელი იყო ასაკიდან გამომდინარე. ცოტა გამიკვირდა სუიციდის შემთხვევის შესახებ თქვენი ინფორმაცია. ირაკლი დუშეთის პანსიონატში ინგლისურ ენას სწავლობდა და ვაპირებდით უცხოელი სპეციალისტების მიწვევასაც. თუმცა, მერე ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ირაკლი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა“ - განაცხადა მერი მაღლაფერიძემ. „პრაიმტაიმი“ შსს-ს 34 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტის გამო დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ დროისთვის გამოძიების დეტალები უცნობია. ავტორი: თამარ ბუჩუკური.

---

 

11.08.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/yvelam-iyida-kapikiani-dazgveva-romelic-shemtxvevis-dros--arafers-faravs/38239

„ყველამ იყიდა „კაპიკიანი დაზღვევა“, რომელიც შემთხვევის დროს არაფერს ფარავს“

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით, დამსაქმებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით, მუშაობის პერიოდში დასაქმებული უზრუნველყოს უბედური შემთხვევის დაზღვევით. აღნიშნული მუხლი ძალაში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა. სადაზღვევო სექტორი „შრომის უსაფრთხოების კანონში“ დაზუსტებას ითხოვს. როგორც bm.ge-ის სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა, არსებული სისტემა ვერ მუშაობს. მისივე განმარტებით, ყველამ იყიდა „კაპიკიანი დაზღვევა“, რომელიც შემთხვევის დროს არაფერს ფარავს. „ფორმალური მოთხოვნა შეასრულეს კომპანიებმა, რომ დაზღვევა გვაქვს“, - აცხადებს ხეჩინაშვილი. დეველოპერული კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი აღნიშნულ თემაზე საუბრისას განმარტავს, რომ ის უბედური შემთხვევისგან საკუთარ თანამშრომლებს აზღვევს და ამაზე თანხობრივად სრულ პასუხისმგებლობას იღებს. ჯაყელის განმარტებითვე, ის სამომავლოდ მშენებლობაზე მომუშავე პირებისთვის სპეციალური სადაზღვევო პაკეტის შეთავაზებას და 50%-50%-ზე თანამონაწილეობასაც გეგმავს. „უბედურ შემთხვევაზე არის მინიმალური დაზღვევა და ამას ყველა აზღვევს და თავად კომპანია იხდის; როდესაც დაზღვევაზეა საუბარი, მშენებლობაზე მომუშავე პირს მინიმალურ თანხის დაკლებაზეც რომ უარი უთხრა, მისთვის ეს პრობლემას წარმოადგენს. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევას, ის ძვირიანი პაკეტია და აქ ორ მხარეს შორის მოლაპარაკების საკითხია. ჩვენ ამჟამად სპეციალურ სადაზღვევო პაკეტს ვამზადებთ და მოლაპარაკებაც გვაქვს, ვის რა პაკეტი აწყობს ამის მიხედვით მოხდება დაზღვევის მიღება. სადაზღვევო სისტემაში ჩვენც შევალთ და ხარჯებს დავუფარავთ. ჩვენი თანამონაწილეობა 50%-50%-ზე იქნება, ნაწილი თანამშრომელს დააკლდება, ნაწილს კომპანია გადარიცხავს“, განაცხადა არჩილ ჯაყელმა.

---

 

10.08.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/559704-centraluri-da-adgilobrivi-xelisuplebis-carmomadgenlebi-misakcielis-nataxtarisa-da-axalubnis-mosaxleobis-sachiroebebs-gaecnen

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მისაქციელის, ნატახტარისა და ახალუბნის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მისაქციელში, ნატახტარსა და ახალუბანში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები მოისმინეს, მათთან ერთად სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ისაუბრეს და სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ მიზნობრივ პროგრამებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნატახტარში. პროექტის ფარგლებში არსებული შენობა სრულად განახლდება და კეთილმოეწყობა. რამდენიმე თვის წინ სოფელში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღიც გაიხსნა. ეტაპობრივად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სამივე სოფელში. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოეწყო სკოლის ეზო ნატახტარში და განხორციელდა გარე განათების მონტაჟი ახალუბანში, ასევე, რეაბილიტაცია უტარდება სასმელი წყლის სისტემას მისაქციელში. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად, მისაქციელში, ნატახტარში და ახალუბანში არსებული საჭიროებების უზრუნველყოფის გზებზეც იმსჯელეს. პრიორიტეტულ მიმართულებებად საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და წყალმომარაგების გაუმჯობესება დასახელდა. „ხელისუფლებასა და ხალხს შორის კომუნიკაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამჯერად, მცხეთის სოფლების - მისაქციელის, ნატახტარისა და ახალუბნის მცხოვრებლებს შევხვდით და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს გავეცანით. სახელმწიფოს ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რათა რეგიონში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები მაქსიმალურად მოერგოს ადგილობრივ საჭიროებებს და დადებითად აისახოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, - აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ ადგილობრივებთან შეხვედრისას. მცხეთა-მთიანეთში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მოსახლეობასთან ყაზბეგისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების უკვე 6 სოფელში შედგა

ექსპრესნიუს.ჯი-  https://expressnews.com.ge/?id=88262

კვირა.ჯი- http://kvira.ge/490995

09.08

პია.ჯი- https://pia.ge/post/276831-xelisuflebis-warmomadgenlebi-misaqcielis-nataxtarisa-da-axalubnis-mosaxleobis-sawiroebebs-gaecnen

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88262

---

 

10.08.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/559725-rkinigzelta-axali-propkavshirebi-am-etapze-gapicvis-konkretul-tarigs-ar-davasaxelebt-radgan-gvsurs-sakartvelos-rkinigzastan-molaparakebebi-ultimatumebis-gareshe-carimartos

„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები“ - ამ ეტაპზე გაფიცვის კონკრეტულ თარიღს არ დავასახელებთ, რადგან გვსურს „საქართველოს რკინიგზასთან“ მოლაპარაკებები ულტიმატუმების გარეშე წარიმართოს

„რკინიგზელთა ახალ პროფკავშირებსა“ და „საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენლობას შორის ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყება, - ამის შესახებ „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების“ თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ისინი გაფიცვის გადაწყვეტილებას ძალაში ტოვებენ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულ თარიღს არ ასახელებენ და მოლაპარაკების ფორმატზე გადადიან. „საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“ თვეზე მეტია „საქართველოს რკინიგზასთან" შრომით დავას აწარმოებს და შრომითი დავის საკითხი გახლავთ იმ რკინიგზელებისთვის 50%-ანი ხელფასის მომატება, რომელთა ანაზღაურებაც 1000 ლარს არ აღემატება. რკინიგზამ საწყის ეტაპზე უარი განაცხადა მოლაპარაკებებზე და ჩვენ პროფკავშირები, იძულებულნი გავხდით, უფრო რადიკალური გზისთვის, გაფიცვისთვის, მიგვემართა. გვინდა პოზიტიურად შევაფასოთ "საქართველოს რკინიგზის" გუშინდელი ნაბიჯი, სადაც ისინი მზადყოფნას აცხადებენ ჩვენთან მოლაპარაკების დასაწყებად. სწორედ ამ საკითხზე დღეს ჩვენი ორგანიზაციის გამგეობის სხდომა შედგა და გამგეობამ დაადგინა, რომ „საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები“ ამ ეტაპზე გაფიცვის კონკრეტულ თარიღს არ დაასახელებს, გამომდინარე იქიდან, რომ გვსურს მოლაპარაკებები ზედმეტი სტრესებისა და ულტიმატუმების გარეშე წარიმართოს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თუ „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის მხრიდან კეთილგონივრულად იქნება წარმართული მოლაპარაკებები, თავიდან ავირიდებთ გაფიცვას. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ გაფიცვა გახლავთ უკიდურესი გზა ადამიანებისა, რომ საკუთარი უფლებები დაიცვან", - განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ.

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/rkinigzelta-axali-profkavshiri-dges-gamgeobis-sxdomaze-gadawyvets-chaertveba-tu-ara-saqartvelos-rkinigzastan-molaparakebebshi

---

 

10.08.2019

მედიასაშუალება: https://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/15475--aravis-ar-vapatieb-12-tslis-shshm-piris-deda-obieqtur-gamodziebas-ithkhovs

სამტრედიაში შშმ პირის დედა პოლიციელებს ბავშვის ცემაში ადანაშაულებს

სამტრედიაში მცხოვრები 12 წლის ბიჭის დედა, რომელიც სამტრედიის პოლიციისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს მისი შვილის მიმართ ცემასა და გულგრილობაში ადანაშაულებს, მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. დონარა ცხვარაძე ამბობს, რომ ვიდრე სამართალს არ იპოვის არ გაჩერდება. მისი თქმით, პოლიციელებმა მის მცირეწლოვან შვილზე მაშინ იძალადეს, როცა, თბილისის ინკლუზიური განათლების სკოლიდან სახლში დროებით ჩამოსულმა მოზარდმა 112-ში დარეკა და თქვა, რომ იგი მამამ სცემა. ბიჭის დედა ამბობს, რომ შვილი იმ მომენტში ფსიქიკურად აღგზნებული იყო და მან 5 წუთში ზარი გააუქმა, თუმცა, ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციის თანამშრომლებმა მოზარდი მამის ნებართვის გარეშე პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. „ბავშვი მისულა მამამისთან და უთქვამს 12 ლარი მომეცი მაღაზიაში ნისია მაქვსო. ბავშვი იყო შემჩნეული მაღაზიიდან სიგარეტის გამოტანაში და უბნის ბიჭებიც მას აიძულებდნენ ლუდის და სიგარეტის ყიდვას. ამიტომ, მამას ეჭვი გაუჩნდა და უთხრა, წამოდი ერთად მივიდეთ მაღაზიაში და ყველაფერს გადავიხდი, ოღონდ მითხარი რა იყიდეო. შოთიკო აგრესიული გამხდარა და პოლიციაში დაურეკია, მამამ მცემაო, შემდეგ მალევე დაწყნარდა და ზარი გააუქმა. ვიდრე პოლიცია ამოვიდოდა სახლში, ბავშვი სათამაშოდ გასულა ქუჩაში. პოლიციამ იპოვა ჩემი შვილი და განყოფილებაში ისე წაიყვანა, რომ მამამ არაფერი იცოდა“, - ამბობს ბიჭის დედა. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში ბიჭი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და მამის ნახვას ითხოვდა. პოლიციელები კი, როდესაც მოზარდი ვეღარ დაიმორჩილეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქუთაისიპოსტს იგივე გაუმეორა 12 წლის ბიჭმა. მისი თქმით, მას პოლიციელმა ილო თევზაძემ ხელის და ფეხის არეში დაარტყა. პოლიციის განყოფილებაში რომ მოზარდი შეუძლოდ გახდა, ამას ადასტურებს ადგილზე სამედიცინო დახმარების გამოძახების ფაქტი. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. დედა ამბობს, რომ მის შვილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა, მას ეს პირადად არ უნახავს, რადგან თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. მოზარდი არც მამას უნახავს, რადგან იგი ამ დროს უკვე დაკავებული იყო, თუმცა, დედა დარწმუნებულია, რომ დაზიანებები მისმა შვილმა პოლიციის განყოფილებაში მიიღო. იგი არ ეთანხმება სამართალდამცავების ინფორმაციას, რომ მისმა შვილმა ემოციური შეტევის დროს თვითდაზიანებები მიიყენა. დონარა ცხვარაძე სამტრედიის პოლიციაში მომხდარ კიდევ ერთ კანონდარღვევაზე საუბრობს. მისი თქმით, ბავშვი პოლიციის განყოფილებაში მშობლის თანდასწრების გარეშე დაკითხეს და ფსიქიკური პრობლემების მოზარდზე ფსიქოლოგიურადაც იძალადეს. „კინაღამ შვილი მომიკლეს. 12 წლის ბავშვი, რომელიც ყველამ იცის სამტრედიაში, რომ შშმ პირია, მოიტაცეს ქუჩიდან, წაიყვანეს განყოფილებაში. ამ დროს მამა ეძებს შვილს და არ იცის სად არის. მიყავთ ბავშვი განყოფილებაში და მშობლის თანდასწრების გარეშე კითხავენ. არავის არ ვაპატიებ ამას. ვიდრე ყველა, ვინც ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო არ დაისჯებიან, არ გავჩერდები“,-ამბობს დონარა ცხვარაძე. შესაბამისი დოკუმენტებით მან უკვე მიმართა მთავარ პროკურატურას. მოზარდის დედა მომხდარში სამტრედიის სოციალური მომსახურების სააგენტოსაც ადანაშაულებს. მისი თქმით, სკოლიდან მამასთან დროებით ჩამოსული შოთიკო აგრესიული გახდა და სკოლაში დაბრუნებაზე უარს აცხადებდა. იმის მიუხედავად, რომ იგი მედიკამენტოზურ მკურნალობაზე იმყოფება, დედის თქმით, მოზარდის დამორჩილება თითქმის შეუძლებელი გახდა, რის გამოც, მამამ სამტრედიის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა, რათა თბილისში მოზარდის გადაყვანაში დახმარებოდნენ. უფრო ადრე კი მოზარდის მამამ დახმარების თხოვნით თბილისის ინკლუზიურ სკოლასაც მისწერა. ქუთაისიპოსტი გაეცნო თბილისის #200 ინკლუზიური სკოლის მიერ სამტრედიის სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის გაგზავნილ 13 და 27 მაისით დათარიღებულ წერილებს, სადაც სკოლის ადმინისტრაცია სააგენტოს მიმართავს დაინტერესდეს მოზარდის მდგომარეობით. 25 მაისის წერილში კი სკოლის ხელმძღვანელობა სააგენტოს პირდაპირ სთხოვს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას. „მოგმართავთ თხოვნით, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეისწავლოთ ადგილზე შოთა ჩაჩუას მდგომარეობა და თქვენს მიერ განხორციელებული ღონისძიებები გვაცნობთ წერილობით“, - ნათქვამია წერილში. სააგენტოს სოციალური მუშაკი ხათუნა სტურუა ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ბოლო წერილზე რეაგირება დაგეგმილი იყო, თუმცა, ვერ მოასწრეს, რადგან შემთხვევა სამი დღით ადრე მოხდა. რაც შეეხება პირველ წერილს, მისი თქმით, ოჯახთან, ძირითადად, მეორე სოციალური აგენტი, ლალი კაშია მუშაობდა, რომელიც ახლა შვებულებაშია. მოახდინა თუ არა აგენტმა რეაგირება წერილზე, ხათუნა სტურუამ არ იცის. ლალი კაშია კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. უცნობია დაიკითხა თუ არა ფაქტზე ლალი კაშია. ხათუნა სტურუამ კი გვითხრა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია, თუმცა, ზუსტად არ იცის როდის. საქართველოს პროკურატურაში დაკითხული და დაკითხვაზე დაბარებული პირების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 333-ეს მესამე ნაწილის ბ და დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. სამტრედიის სასამართლომ მოზარდის მამა ვახტანგ ჩაჩუა 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლა. ჩაჩუების ოჯახი ახლა 21 აგვისტოს ჩანიშნულ მომდევნო სხდომას ელოდება. პარალელურად, მოითხოვენ დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მის შვილზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა.

---

 

09.08.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/rogor-apirebs-djandacvis-ministri-farmacevtuli-bazris-mowesrigebas

როგორ აპირებს ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებას?

თითქმის ორი თვე ხდება, რაც ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქმიანობას შეუდგა. რა ხედვით მოვიდა ის ყველაზე მსხვილბიუჯეტიან სამინისტროში? შეხვდა თუ არა ის ჯანდაცვისა და ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს? როგორ აპირებს ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებას, რაზეც მინისტრად წარდგენის დღეს თავად ისაუბრა - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელიც bm.ge-ს აქვს და შესაბამის ადრესატებთანაც დასვა. როგორც აღმოჩნდა დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი თუ ინიციატივა ახალ მინისტრს თავად არ გამოუთქვამს, თუმცა დაახლოებით, ერთი თვის წინ ეკატერინე ტიკარაძეს თავად ფარმაცევტებმა მიმართეს. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი ირინა ჭელიძე bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მათ აინტერესებთ, რა იგულისხმა მინისტრმა ბაზრის მოწესრიგებაში და რა ცვლილებებს გეგმავს ის ამ მიმართულებით. „ჩვენ მივმართეთ თხოვნით, რომ შეგვხვედროდა, მაგრამ არ გვაქვს ჯერ პასუხი. რადგანაც განაცხადა, რომ ფარმაციაში იქნება ცვლილებები, ამ კუთხით გვაინტერესებდა მასთან შეხვედრა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ხედვით მოვიდა და როგორ აპირებს ჩვენთან თანამშრომლობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამ უწყებასთან აქტიურად ვმუშაობდით დავით სერგეენკოს დროს. ვფიქრობთ, ეცნობა ყველაფერს და ველოდებით, რომ აუცილებლად შეგვხვდება“, -აცხადებს ირინა ჭელიძე. რა იგულისხმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებაში, ამ კითხვაზე მინისტრის მოადგილემ გვიპასუხა. თამარ გაბუნია bm.ge-თან განმარტავს, რომ ფარმაციის კუთხით გარკვეული მიმართულებები უკვე განსაზღვრულია და მთავრობის წინასწარი ხედვაც არსებობდა ამაზე, რის მიხედვითაც სამინისტრო მიყვება პროცესებს. საუბარია, წამლის მწარმოებლებისთვის „GMP“ და „GDP“ სტანდარტებზე, რომელიც 1 ივლისიდან უკვე შევიდა ძალაში, თუმცა 2022 წლამდე ის მწარმოებლებისთვის ნებაყოფლობითია. „რაც შეეხება წამლის კანონმდებლობას, ეს სფეროც განსაზღვრულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ევროდირექტივებთან. ახლა ჩვენ ვფიქრობთ და რა თქმა უნდა, ეს თემა გაიხსნება ყველა მხარისთვის, ჩამოყალიბდეს პროფესიული პლატფორმა საკანონმდებლო და სტრატეგიულ საკითხებზე სამუშაოდ და ეს ყველაფერი ჩატარდება ფართო კონსულტაციების რეჟიმში; სადღაც ოქტომბერში ინტენსიურად დაიწყება მუშაობა“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე და ირწმუნება, რომ სწორედ ამ ცვლილებებს გულისხმობდა ახალი მინისტრი, როცა ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგება ჯანდაცვის უწყების პრიორიტეტად დაანონსა. რაც შეეხება დარგთან კომუნიკაციას, გაბუნია ამბობს, რომ სამინისტროს მუშაობის ფორმატი არ შეიცვლება და ყველა მექანიზმი, რასაც იყენებდა უწყება საკონსულტაციოდ ფარმაცევტულ ასოციაციასთან თუ სხვა დაინეტერსებულ მხარესთან, გაგრძელდება და ამ პროცესში მინისტრიც ჩაერთვება. „ჩვენთვის მნიშვნელოვნია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარად მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები. ასევე მთელი რიგი პრობლემებია დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან დაკავშირებით და შრომის უსაფრთხოება ჩვენთვის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა არცერთი საკითხი და პრობლემა ყურადღების მიღმა არ დარჩეს და პერსპექტივაში რეგიონში ყველაზე წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას მივიღებთ“ - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას, 18 ივნისს განაცხადა.

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/rogor-apirebs-jandacvis-ministri-farmacevtuli-bazris-mowesrigebas-/38191

---

 

09.08.2019

მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=politics&AID=76954

ივანიშვილის ოჯახის სტომატოლოგი, სამინისტროდან თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნას იწყებს - „ყველას განცხადებები დააწერინეს“

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ეკა ტიკარაძე, რომელიც თანამდებობაზე იმიტომ დაინიშნა რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადი სტომატოლოგია, რეორგანიზაციას აცხადებს და თანამშრომელთა მასობრივი ჩანაცვლებისათვის ემზადება. სერგეენკოს შემცვლელის ბრძანებით, სამინისტროს თანამშრომლებს უკვე დააწერინეს განცხადება, ნებაყოფლობით სამსახურიდან წასვლის შესახებ. ეს კი იმის წინაპირობაა რომ ტიკარაძე თანამშრომელთა გაშვებას აპირებს და სერგეენკოს კადრებს იშორებს. კერძოდ: ჯანდაცვის მინისტრად დანიშნულმა ივანიშვილის ოჯახის პირადმა სტომატოლოგმა, 24 ივლისს გამოსცა ბრძანება უწყების სრული რეორგანიზაციის თაობაზე. რეორგანიზაცია ეხება როგორც სამინისტროს აპარატს, ისე დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. ტიკარაძის ბრძანების საფუძველზე უწყებაში ყველა თანამშრომელი გაფრთხილებულია რომ რეორგანიზაციის ფარგლებში შესაძლოა სტრუქტურული ცვლილებები და საშტატო ერთეულების შემცირება მოხდეს. რატომ გაუშვეს სერგეენკო? მიზეზი, რომლის გამოც ივანიშვილის ერთერთი ფავორიტი მინისტრი მოხსნეს, c ჰეპატიტის სამკურნალო უძვირესი მედიკამენტების შავ ბაზარზე გაყიდვაა, რომლის შესახებაც დონორმა ქვეყანამ გაიგო და პრემიერ ბახტაძეს, ამერიკაში ვიზიტისას ჯანდაცვის მინისტრის გაშვება მოსთხოვა. დიდი და სკანდალური კორუფციული სქემის არსებობის გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ სამსახურში ახლა გამოძიებაც კი მიმდინარეობს, თუმცა, რატომღაც "ეჭვმიტანილების" გარეშე. მედიკამენტ "ჰარვონის" ერთი კოლოფის საბაზრო ფასი 25 ათასი დოლარიდან იწყება. პრეპარატს მისი მწარმოებელი კომპანია საქართველოს საჩუქრად უგზავნის. წესით, კლინიკიდან მედიკამენტების გაცემა ვიდეომეთვალყურეობით ხდება. თუმცა, როგორც ჩანს, "ფანჯარა" მაინც არსებობს... კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან მჭირდო კავშირი აქვს, სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა. სერგეენკოს გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ, მინისტრთან შეთანხმებით, ამერიკის სახელმწიფოს მიერ უფასოდ მოწოდებულ ძვირადღირებულ მედიკამენტებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და შავ ბაზარზე ყიდდნენ სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში. მეტიც, კორუფციისა და უძვირესი მედიკამენტების გაყიდვის მიზნით, 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტროში "ჰარვონის" მარაგები ჩამოიწერა. უწყებამ შეადგინა დოკუმენტი, სადაც ჩაწერა რომ მედიკამენტს, რომლის ერთი კოლოფის ფასი 25 ათასი დოლარია, ვადა გაუვიდა. "სინამდვილეში, "ჩამოწერილი" მედიკამენტების დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებში გაიტანეს და გაყიდეს. საუბარია მილიონებზე", - გვიყვება წყარო ჯანდაცვის სამინისტროდან. c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული კორუფციის ფაქტებს ანტიკორუფციული სააგენტო დღემდე სწავლობს. თუმცა, შედეგის გარეშე... სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გასული წლის აპრილში, პროექტის მიმდინარეობისას პირველად, სერგეენკომ მკურნალობისთვის საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტის განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ჩამოწერა. სუს-მა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის "ვადაგასული" ძვირადღირებული მედიკამენტების საცავში დაგროვების ფაქტის შესწავლა კი დაიწყო, მაგრამ ვერ თუ არ დაასრულა... ეს მაშინ, როდესაც სუსი დღემდე იძიებს მედიკამენტების განაწილების დროს კორუფციის შესაძლო ნიშნებს, მათ შორის იმას, ხდებოდა თუ არა, ამერიკის სახელმწიფოს მიერ უფასოდ მოწოდებული ძვირადღირებული მედიკამენტების ქვეყნიდან არალეგალური გატანა, მისი გაყიდვის მიზნით. სწორედ ამ ამბავს გადაყვა სერგეენკო, რომლის შემდეგაც ჯანდაცვის მინისტრად ივანიშვილის ოჯახის პირადი სტომატოლოგი, საჩხერის საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი, ეკა ტიკარაძე დაინიშნა.

---

 

09.08.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ushveben-tu-ara-djandacvis-saministrodan-tanamshromlebs-uwyebis-ganmarteba

უშვებენ თუ არა ჯანდაცვის სამინისტროდან თანამშრომლებს?-უწყების განმარტება

მას შემდეგ, რაც 7-წლიანი მინისტრობის მერე დავით სერგეენკო ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი უწყების პირველი პირის პოსტს დაემშვიდობა და პრემიერის მრჩევლად გადაინაცვლა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის პორტფელი ეკატერინე ტიკარაძეს ჩააბარეს. სამინისტროში ტიკარაძის მისვლიდან ერთ თვეში რეორგანიზაცია გამოცხადდა. ჯანდაცვის სპეციალისტის, ვახტანგ სურგულაძის ინფორმაციით, ერთადერთი ცვლილება, რაც ტიკარაძის მოსვლის შემდეგ სამინისტროში დაიწყო, არის ის, რომ ყველა თანამშრომელს განცხადება დააწერინეს სამსახურიდან წასვლის შესახებ. უშვებენ თუ არა ჯანდაცვის სამინისტროდან თანამშრომლებს, ამ საკითხზე bm.ge-თან განმარტება მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააკეთა. მისი თქმით, ეს სტანდარტული გაფრთხილებაა და არ ნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შემდეგ ისინი თანამდებობებს დატოვებენ. „24 ივლისს გამოიცა მინისტრის ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და ასევე მის დაქვემდებრებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. აქ არის გამაფრთხილებელი განცხადება, რომელიც ასევე სტანდარტული პროცედურის ნაწილია. თანამშრომლები გაეცნენ ამ განცხადებას, რომ მას შესაძლოა, მოჰყვეს სტრუქტურული ცვლილებები და საშტატო ერთეულების შემცირება. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე თანამშრომელს კონკრეტული რისკი აქვს სამსახურის დაკარგვის“, - განმარტავს გაბუნია. მისი თქმით, რეორგანიზაციის მიზანია, სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა, მათ შორის ფუნქციური ერთეულების გაჩენა, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მოითხოვს. „აქ ადამიანების მოზიდვაზე უფროა საუბარი, ვიდრე არსებულის სამსახურიდან გათავისუფლებაზე“, - ამბობს გაბუნია. მისი თქმით, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება სავარაუდოდ, მალე დასრულდება და სექტემბერში საბოლოო ხედვა ჩამოყალიბდება.

---

 

09.08.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/559654-socmomsaxurebis-saagentos-direktoris-moadgile-socmushakebis-samushao-pirobebis-gasaumjobeseblad-mqisieri-nabijebi-gadaidga

სოცმომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე - სოცმუშაკების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად მყისიერი ნაბიჯები გადაიდგა

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე აცხადებს, რომ სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად მყისიერი ნაბიჯები გადაიდგა. გოგოძე არ ეთანხმება ერთ-ერთი სოციალური მუშაკის განცხადებას, რომ რეგიონებში სოციალურ მუშაკებს ტრანსპორტის პრობლემა აქვთ. მისი თქმით, მათ ავტომობილები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ემსახურება. „თბილისის მასშტაბით ოთხი ავტომანქანა ყოველდღიურად მიმაგრებულია სოციალურ მუშაკებზე, ერთი ავტომანქანა მორიგეა, რომელიც თუ საჭიროება მოითხოვს, ჩაერთვება მუშაობაში. ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტზე ერიცხებათ ოცი ლარი. ასევე ათი მანქანა მიმაგრებულია ათ რეგიონზე და საჭიროების შემთხვევაშ, ი კიდევ ვახმართ ავტომანქანებს, ასევე, ექვს ტაქსის კომპანიასთან არის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც 24 საათიან რეჟიმში ემსახურება სოციალურ მუშაკებს და 51 ტაქსის მძღოლთან, რომლებიც ასევე, ამ პირობებით ემსახურებიან. მომსახურების თანხას ანაზღაურებს სრულიად მომსახურების სააგენტო”,- განაცხადა ლევან გოგოძემ. რაც შეეხება ფსიქოლოგებს, გოგოძის თქმით, თბილისში ორი ფსიქოლოგი მუშაობს, ხოლო რეგიონებში ეტაპობრივად ემატება. „ფსიქოლოგებთან დაკავშირებით ჩვენ თბილისში, იმერეთში და კიდევ ერთ რეგიონში დავამატეთ ფსიქოლოგები. რეგიონებში არის თითო ფსიქოლოგი, აჭარაში გამოცხადებული გვაქვს ვაკანსია, ვმუშაობთ ამ საკითხზე, მოგესენებათ, საშტატო განრიგით უცებ და მყისიერად ფიზიკურად შეუძლებელია, შესაძლებლობის ფარგლებში, აუცილებლად გავაკეთებთ“,- განაცხადა გოგოძემ. ამასთან, როგორც გოგოძე აცხადებს, სოციალური სამსახურის ეფექტური მუშაობის მიზნით, სამსახურს ჩამოშორდა ის საქმეები, რაც არ შედიოდა მის კომპეტენციაში. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით მოეწყო 25 ოფისი, სადაც სოციალურ მუშაკებს შეეძლებათ ბავშვებთან შეხვედრები. „სოციალურ მუშაკებს ჰქონდათ პრობლემები ბავშვთან სამუშაო ოთახების მოწყობის. ჩვენ ეს მყისიერად დავიწყეთ და ჯამში 25 ოფისი უკვე მოვაწყვეთ და კიდევ ვმუშაობთ ამ მიმართულებით“,- განაცხადა გოგოძემ. რაც შეეხება ხელფასებს, გოგოძე აცხადებს, რომ სოციალური მუშაკების ხელფასების ზრდა 2020 წლიდან მოხდება. „ჩვენგან არ იყო შეპირება 2019 წელს ხელფასის ზრდის, ხოლო 2020 წლიდან ჩვენი დაპირება, ასევე მყისიერად შესრულდება და ეტაპობრივად, გრაფიკის მიხედვით ეს უკვე გათვალისწინებული გვაქვს, ყოველდღიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ესეც შესრულებული იქნება“,- აცხადებს გოგოძე.

---

 

09.08.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/-wamlis-mwarmoeblebs-2022-wlidan-axali-motxovnebis-dakmayofileba-mouwevt/38187

წამლის მწარმოებლებს 2022 წლიდან ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვა ნებაყოფლობითი გახდა. აღნიშნული სტანდარტის დანერგვა სავალდებულო ხასიათს უკვე 2022 წლიდან შეიძენს. კერძოდ, სადისტრიბუციო კომპანიებს მხოლოდ GDP სტანდარტი უნდა ჰქონდეთ, ხოლო მწარმოებელ კომპანიებს უნდა ჰქონდეს როგორც GMP, ასევე GDP სტანდარტი. იმისათვის, რომ კომპანიამ GMP და GDP მიიღოს საჭიროა გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს მათ შორის: როგორ აქვს კომპანიას საწყობში მედიკამენტების შენახვის პირობები დაცული, ასევე როგორ ახდენს მედიკამენტების ტრანსპორტირებას/გადატანას და ა.შ როგორც BM.GE-სთან საუბრისას „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის“ იურისტმა გიორგი აბაშიძემ განაცხადა, ამჟამად GDP-ს სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა და GDP სერტიფიკატის გაცემა დაახლოებით 3 300 ლარი ჯდება. „2022 წლის 1 იანვრამდე GMP/ GDP ნებაყოფლობითია, ანუ მსურველს შეუძლიათ წამლის სააგენტოს მიმართონ. მას აღნიშნულ სფეროში შესაბამისი ოფიცრები ჰყავს დატრენინგებული და მათ შეუძლიათ, კონკრეტული კომპანია შეამოწმონ, ხოლო შემდგომ სპეციალური სერტიფიკატი გასცენ. დღეს ეროვნული რეგულაცია არ გაგვაჩნია, უბრალოდ ჩვენ ამერიკა, ევროპის GDP გვაქვს აღიარებული და თუ თქვენ GDP-ს მიღებას დღესვე მოინდომებთ, სერტიფიკატის გაცემა მოხდება საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად. GDP-ს მიღებისთვის საჭირო ფინანსები დაახლოებით 3 300 ლარია. თუ არ შეიცვალა 2022 წლიდანაც ეს ტარიფი დარჩება,“ - განაცხადა აბაშიძემ. კითხვაზე გაზრდის თუ არა კომპანიების წარმოების ხარჯებს GMP და GDP სტანდარტების დანერგვა, გიორგი აბაშიძე განმარტავს, რომ - „დღეს ეს ყველაფერი უფრო ძვირი ჯდება იმიტომ, რომ სუბიექტს, ვისაც უნდა, რომ GMP სტანდარტი მიიღოს და ის სტრუქტურა ააწყოს, რაც GMP სტანდარტს შეესაბამება, ამისთვის ან უკრაინიდან შემოჰყავს შესაბამისი სპეციალისტები, ან სხვა ქვეყნებიდან, საიდანაც მათი მოწვევა უფრო ძვირი ღირს. საქართველოში მნიშვნელოვანია, ეროვნული ინსპექტორატის ჩამოყალიბება, ამით ეროვნულ სტანდარტებს მივიღებთ, რომელიც საერთაშორისო GMP და GDP სტანდარტების შესაბამისი იქნება. შესაბამისად, ჩვენები ამ ყველაფერს უფრო იაფად გააკეთებენ“ - განმარტა გიორგი აბაშიძემ. „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის“ იურისტის აზრით, ახალი სტანდარტის შემოღება ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებისთვის საწარმოო ტექნიკის გადაიარაღების საჭიროებას დღის წესრიგში არ დააყენებს. ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, GMP/GDP სტანდარტების დანერგვა უზრუნველყოფს ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარისხსს და საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ექსპორტის ზრდას. GMP/GDP-ის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით.

---

 

09.08.2019

მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/59191-ektnebi-paktobrivad-ar-gvqavs-mizezebi-ris-gamoc-sakartveloshi-ekimebisa-da-ektnebis-tanapardoba-dargveulia/

„ექთნები ფაქტობრივად, არ გვყავს“ - მიზეზები, რის გამოც საქართველოში ექიმებისა და ექთნების თანაფარდობა დარღვეულია

საქართველოში ექიმების რაოდენობა ექთნებისას თითქმის ორჯერ აღემატება. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში ერთ ექიმზე საშუალოდ , 4 ექთანი მოდის. ქართული ჯანდაცვის აღნიშნული ნაკლოვანების შესახებ წლებია საუბარი მიმდინარეობს, თუმცა პრობლემის მოგვარება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. მართალია, საქსტატის მონაცემებით, ბოლო წლებში ექთნების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ამის პარალელურად მზარდი იყო ექიმების რაოდენობაც, შესაბამისად, არსებული თანაფარდობა არ შეცვლილა. კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ექიმების რაოდენობა 8,4 ათასით, დაახლოებით, 37%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა ექთნების ზრდის მაჩვენებელმა თითქმის, 16% შეადგინა და 2018 წელს, 2014 წელთან შედარებით, მხოლოდ 2,4 ათასით მოიმატა. რაც შეეხება ექიმებისა და ექთნების კონკრეტულ რაოდენობებს წლების მიხედვით, ასეთია: ექიმების რაოდენობა 2014 წელი - 22 925 2015 წელი - 24 307 2016 წელი - 26 552 2017 წელი - 27 362 2018 წელი - 31 357 ექთნების რაოდენობა 2014 წელი - 15 620 2015 წელი - 16374 2016 წელი - 17 582 2017 წელი - 17 998 2018 წელი - 18 075 2018 წელს გაიზარდა როგორც ექთნების, ასევე ექიმების რაოდენობაც, თუმცა თანაფარდობა ფაქტობრივად, არ შეცვლილა - ექიმები ექთნებს ისევ სჭარბობენ. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 18 075 ექთანი და 31 357 ექიმია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ექთნების სერიოზული დეფიციტი გვაქვს. სამედიცინო და დაზღვევის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ექთნების დეფიციტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაბალ ანაზღაურებას ასახელებს. მისი თქმით, დღეს საქართველოში ექთნებს იმდენად მიზერულ თანხაზე უწევთ მუშაობა, რომ აღნიშნული პროფესიისადმი ინტერესი მინიმალურია. „ექთნებისა და ექიმების თანაფარდობა ბოლო წლების განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა. კერძოდ, 1 ექიმზე, საშულოდ, 0,7-0,8 ექთანი მოდის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექთნები ფაქტობრივად, არ გვყავს, ეს მაშინ, როდესაც ჩვენთან ექიმები გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ ქვეყნაში (100 000 მოსახლეზე თუ გადავთვლით). საერთოდ კი, თანაფარდობა საშუალოდ უნდა იყოს 1/3-ზე. თუმცა, არის ევროპული ქვეყნები, სადაც 1 ექიმზე 4-ზე მეტი ექთანიც კი მოდის. ჩვენთან ეს პრობლემა წლებიან გრძელდება და ამის ერთ-ერთი მთვარი მიზეზი ექთნის პროფესიის დაუფასებლობაა. დღეს მათი ანაზღაურება იმდენად მიზერულია, რომ ადამიანები უბრალოდ არ მიდიან ამ პროფესიაში. თუ წინასწარ იცი, რომ წინ 200-300 ლარიანი ხელფასი გელოდება, რა თქმა უნდა, მას არ აირჩევ“,-აცხადებს სერგო ჩიხლაძე. მისი თქმით, ამ ვითრებაში შესაძლოა, სახელმწიფო კლინიკების საქმინობაში პირდაპირ ვერ ჩაერიოს, თუმცა მას შეუძლია გარვეული ჩარჩო-დოკუმენტი შეიმუშაოს, რომლის მიხედვითაც ექთნებისა და ექიმების თანაფარდობა კლინიკის მომსახურების ხარისხის ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება. „სახელმწიფომ შეიძლება კლინიკა პირდაპირ ვერ დაავალდებულოს, რომ მეტი ექთანი აიყვანე და შესაბამისი ხელფასი გადაუხადე. თუმცა, მას აქვს იმის ბერკეტი, რომ ექთნის პროფესიის სტიმულირება მოახდინოს. შესაბამისად, ეს საქმიანობა გახდეს უფრო პრესტიჟული და თვითონ კერძო სექტორიც იყოს დაინტერესებული, რომ ჰყავდეს შესაბამისი რაოდენობის ექთნები. მაგალითად, თუ ხედავ, რომ კლინიკაში 100 ექიმია და 20 ექთანი, იქ შეიძლება ითქვას, რომ ასეთ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტს მაღალი სტანდარტის სერვისი ვერ მიეწოდება. ეს შეიძლება მიებას ხარისხის სტანდარტს. დიდი ხანია სპეციალისტები ვსაუბრობთ, რომ არ არსებობს არანაირი ხარისხის სატანდარტი და ძალიანაც რომ გინდოდეს, კლინიკას ვერ შეამოწმებ, თუ რა ხარისხის მომსახურებას აწოდებს. სწორედ ექთნებისა და ექიმების თანაფარდობა შეიძლება იყოს მომსახურების მაღალი ხარისხის ერთ-ერთი ინდიკატორი. თუკი სახელმწიფო შეიმუშავებს ერთიან ჩარჩო დოკუმენტს, ამით შემოწმდება ყველა კლინიკა და უკვე შესაძლებელი იქნება, რომ განსაზღვროთ როგორია ამა თუ იმ კლინიკაში მომსახურება. მითუმეტეს, რომ საექთნო მოვალეობები ძალიან ბევრია და ხშირ შემთხვევაში ექთანი გაცილებით მეტ დროს ატარებს პაციენტთან, ვიდრე ექიმი, რადგან ექიმის მოვალეობა არ არის გარკვეული პროცედურები ჩაუტაროს პაციენტს, ეს იქნება გადასხმა თუ ა.შ. შესაბამისად, ხარისხის მაჩვენებლი თავისთავად დაიყვანება ექიმი-ექთნის თანაფარდობაზე“,-აცხადებს სერგო ჩიხლაძე. სპეციალსიტის თქმით, თუ ქვეყანაში არ შემუშავდება სწორი პოლიტიკა, რომლითაც კლინიკებისა და ექთნების სტიმულირება მოხდება, აღნიშნული პრობლემა მუდმივად დღის წესრიგში იდგება. „სანამ ეს არ იქნება საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცეული, მანამდე ვერცერთ კლინიკას ვერ დაავალდებულებ ექთნების რაოდენობა გაზარდოს. როდესაც ეს დოკუმენტი იარსებებს, კლინიკა თვითონ იქნება მოტივირებული, რომ მომსახურების მაღალი ხარისხი დადოს, შესაბამისად, ექთნებისა და ექიმების თანაფარდობაც მოაგვაროს. თუმცა, თუ ექთნებს დაბალ ანაზღაურებას შესთავაზებს, მათ ვერ მიიზიდავს, ამიტომ, ამითაც მოტივირებული იქნება, რომ შესაბამისი პირობები შესთავაზოს. ამ ყველაფერში სახელმწიფოს როლია, რომ სწორი პოლიტიკა შეიმუშაოს, რომელსაც შემდგომ ყველა კლინიკა დაექვემდებარება. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, რადგან საჭიროა შესაბამისი კადრების გადამზადება, სასწავლო პროგრამების გადახედვა და ა.შ. თუმცა, ეს პროცესი უნდა დაიწყოს, სხვანირად პრობლემა ვერ მოგვარდება“,-აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

---

 

09.08.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/490968

ზესტაფონში კიბოს გაძლიერებული სკრინინგის პროგრამის ამოქმედემა იგეგმება

ზესტაფონი იქნება ერთ – ერთი პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც კიბოს გაძლიერებული სკრინინგის პროგრამა ამოქმედდება. გიორგი გოგლიჩიძის ინიციატივით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით საპილოტე პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლიდან იგეგმება. აღნიშნულ თემებზე სასაუბროდ და რეკომენდაციების გასაწევად, ზესტაფონის მერი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა და საკუთარი მოსაზრებები გააცნო. როგორც ,,კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას ასევე ისაუბრეს, ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამის შესახებ. c ჰეპატიტის, აივ ინფექციის და ტუბერკოლოზის ინტეგრირებული სკრინინგის ჩატარება მომავლიდან ზესტაფონშიც იქნება შესაძლებელი. მოსახლეობა სკრინინგში სრულიად უფასოდ ჩაერთვება. პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ თვითმმართველობის სახელით მზაობა გამოთქვა, რაშიც მუნიციპალიტეტის საკრებულოც ჩაერთვება. პროგრამის ფარგლებში სამედიცინო პერსონალის გადამზადებაც იგეგმება.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/559676-zestaponshi-kibos-gazlierebuli-skriningis-programis-amokmedema-igegmeba

---  

 

09.08.2019

მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=23822

აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნამ სექტემბრამდე გადაიწია

აბასთუმნის ფილტვით დაავადებულთა ცენტრს ამ დრომდე არცერთი პაციენტი მიუღია. როგორც, მისი დირექტორი „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, ვიდრე იურიდიულ პროცედურები არ მოგვარდება, სარეაბილიტაციო ცენტრი არც გაიხსნება და ვერ პაციენტს მიიღებს. „შენობის ექსპლუატაციაში შეყვანამდე, იგი „ქართუ ფონდმა“, ცენტრი უნდა გადასცეს სახელმწიფოს, სახელმწიფო კიდევ ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს, რომლის დაქვემდებარებაშიც ვიქნებით ჩვენ“,–ამბობს ცენტრის დირექტორი რევაზ ჟღენტი. რევაზ ჟღენტის თქმით, იურიდიული რეგისტრაციის შემდეგ ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრს სახელი შეეცვლება და „აბასთუმნის ფილტვის ცენტრად“ გადაკეთდება. დირექტორი განმარტავს, რომ ამ დროისათვის შენობაში ყველა სამშენებლო სამუსაო დასრულებულია, ინვენტარი შეტანილია და სამედიცინო პერსონალიც დაკომპლექტებული. ამიტომ სექტემბრის დასაწყისში უკვე ოფიციალურად გაიხსნება. აბასთუმანში, ფილტვით დაავადებულთა ცენტრის მშენებლობა, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდებულიყო. შენობა 100 საწოლზე იქნება გათვლილი და აქ ფილტვზე სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები იმკურნალებენ. კურორტიდან მოშორებით ტუბსაავადმოფოს გადატანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც აქ დასასვენებლად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. უყვე ყოფილი ტუბსაავადმყოფო კი მარტის ბოლოს დაიკეტა. პაციენტების ნაწილი თბილისში, ნაწილი კი ამბულატორიულად გაწერეს. აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო, სანატორიუმ „ზეკარის“ შენობაში 12 წელი ფუნქციონირებდა. „ზეკარი“ კი 1924 წელს აშენდა. კურორტის გაშენების ისტორია მე–19 საუკუნის ბოლოს რუსეთის დიდი მთავრის გიორგი რომანოვის ჩამოსვლას უკავშირდება. მაშინ გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი კურორტზე ფილტვების მძიმე დაავადების სამკურნალოდ დასახლდა. საგანგებოდ უფლისწულისთვის აშენდა სამკურნალო თერმული წყლების აბანო და სასახლე, სადაც მოგვიანებით სანატორიუმი ფუნქციონირებდა.

---

 

09.08.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/490741

“მე ვოცნებობ, რომ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი, ეხმარებოდნენ და ერთმანეთისთვის ცხოვრობდნენ” – “ჩერნოვეცკის ფონდი” საზოგადოებას მარიამ დემეტრაშვილის დახმარებისკენ მოუწოდებს

83 წლის მარიამ დემეტრაშვილი სიცოცხლის უკანასკნელ წლებს სიღარიბეში ატარებს. იგი ერთოთახიან, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, სადაც აუტანელი საყოფაცხოვრებო პირობებია. ბოლო დროს, ამ ხანდაზმული ადამიანის ჯანმრთელობა განსაკუთრებით გაუარესდა: იგი ვერ გადაადგილდება, დაკარგა მხედველობა, დაუქვეითდა სმენა, აღენიშნება გონებრივი ჩამორჩენილობა, არ შეუძლია ერთმანეთისგან დღისა და ღამის გარჩევა. მარიამს მეუღლე 25 წლის წინ გარდაეცვალა, ორი წლის შემდეგ – უფროსი ვაჟი, გავიდა კიდევ 8 წელი და მეორე ვაჟიც გარდაიცვალა. ოჯახის სამი წევრის უდროოდ წასვლამ დაღი დაასვა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას. განუწყვეტელი ნერვიულობა და სტრესი მძიმე ფსიქიკურ დაავადებაში გადაიზარდა. ამ ხანდაზმულ ქალბატონს 60 წლის რძალი, გარდაცვლილი შვილის მეუღლე უვლის, რომელიც, ამავდროულად, ფსიქიკურად დაავადებულ შვილზე ზრუნავს. ეს ადამიანები სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობენ. მათ საცხოვრებელში საშინელი სიდუხჭირე სუფევს, შეყუჟულნი არიან ერთოთახიან ბინაში, სადაც აუტანელი პირობებია. ეს ოჯახი ხშირად შიმშილობს, რამეთუ პენსიისა და სოციალური შემწეობის დიდი ნაწილი მედიკამენტების ყიდვასა და ბინის ქირას ხმარდება. „არაერთხელ მივმართე მერიას თხოვნით, რომ გამოგვიყოს სოციალური საცხოვრებელი ან მოგვცენ ქირის ფული, მაგრამ უარით მისტუმრებენ”, – ამბობს დოდო დემეტრაშვილი, – “თუ სახელმწიფი ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარება, ცოტათი მაინც მოვითქვამთ სულს, წამლებს ვიყიდი და საჭმელს“. -ქალბატონო დოდო, პროფესიით ვინ არის თქვენი დედამთილი? დოდო: მთელი ცხოვრების მანძილზე პლასტმასის ქარხანაში მუშაობდა მუშად. სამწუხაროდ, მას არასდროს ჰქონია მშვიდი და დაწყნარებული ცხოვრება. მარიამი სულით ძლიერი ქალია, უამრავ ტრაგედიას გაუძლო, ბოლომდე ცდილობდა გამკლავებოდა სიძნელეებს. -ვინ გეხმარებათ? დოდო: მეზობლები გვეხმარებიან. ისინი რომ არ მყავდნენ, არ ვიცი, რა მეშველებოდა. მეხმარებიან დედამთილის დაბანაში, ხანდახან საჭმელი შემოაქვთ, მამხნევებენ კეთილი სიტყვით. სამწუხაროდ, სახელმწიფო არ გვეხმარება, თუ არ ჩავთვლით სოციალური შემწეობის 150 ლარს. ნახეთ, როგორ გაძვირდა ყველაფერი?! წამლებისა და პროდუქტების ფასი დღითიდღე იზრდება. სასოწარკვეთაში ვარ, მიჭირს ელემენტარული საკვების ყიდვაც კი… -ალბათ კარგი დედამთილია ქალბატონი მარიამი ასეთი რუდუნებით რომ უვლით, არა? დოდო: ქალბატონი მარიამი შესანიშნავი პიროვნებაა. მე მას ვერ მივატოვებ. ეს არასდროს მოხდება. დედამთილიც რომ არ იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში, ხანდაზმულ ადამიანს მოვლა-პატრონობა სჭირდება, მით უმეტეს – ავადმყოფს. -თქვენი შვილი ფსიქიკურად არის დაავადებული? დოდო: დიახ. გარდა ამისა, მას С ჰეპატიტი სჭირს. აი, ასე ვარ ორ ავადმყოფ ადამიანს შორის, ხან ერთს უჭირს, ხან- მეორეს. დიდი მადლობა თქვენს ფონდ, რომ „შინ მოვლის“ პროგრამაში ვართ ჩართული. თქვენი ექიმი და ექთანი პერიოდულად მოდიან ჩვენთან. – რაზე შეიძლება, იოცნებოს ადამიანმა, რომელიც ორ ავადმყოფს უვლის? დოდო: მე ვოცნებობ, რომ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი, ეხმარებოდნენ და ერთმანეთისთვის ცხოვრობდნენ. მეგობრებო, მარიამ დემეტრაშვილს ჩვენი დახმარება ესაჭიროება. ამ ქალბატონს ცხოვრებამ უმძიმესი ბედი არგუნა. დღეს მას და მის ოჯახს ძალიან უჭირს. თქვენ დახმარებას დემეტრაშვილების ოჯახისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მოდით გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და ხელი შევუწყოთ ქალბატონ დოდოს ორი ადამიანის მოვლაში. გფარავდეთ უფალი!

---

 

09.08.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/386285/

შშმ ბავშვების დედების უხილავი შრომა

---

 

 

 

 ​