| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-11.12.2019 |
| Received On : | 11.12.2019 09:19 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 11.12.2019
ტელევიზია
11.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
"კლინიკებთან დაკავშირებით აუცილებლად დაბალანსებულ შედეგს მივაღწევთ" - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა bm.ge-ის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამედიცინო სექტორის დიდი ნაწილის შეშფოთებას შეეხებოდა. მისივე თქმით, კლინკების წარმომადგენლებთან პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა უკვე გაიმართა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6540609
10.12
ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6539523
---
11.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა:საქმიანი დილა
ერთ წელიწადში ქვეყანაში, სავარაუდოდ, მედიკამენტების ფასები ახალი კანონმდებლობით დარეგულირდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6540608
I არხი - ახალი დღე- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6541267
---
10.12.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა:დღის მთავარი თემა 21:00
მთავრობა მედიკამენტების ფასების საკანონმდებლო დონეზე რეგულირებას გეგმავს. ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას მომავალი წლიდან დაიწყებს. ცვლილებების შეტანა იგეგმება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაშიც. პარალელურად კონკურენციის სააგენტოში კვლავ მიმდინარეობს ფარმაცევტული დარგის მონიტორინგი. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ რომ წამლის ახალ კანონპროექტზე მუშაობა მომავალი წლიდან დაიწყება და დაახლოებით 1 წელში შესაძლებელი იქნება რომ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებზე საუბარი წარიმართოს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6540348
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6540295
I არხი - ბიზნესპარტნიორი- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6539822
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6539396
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6539380
ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6538548
---
10.12.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა:ბიზნესი მაესტროზე 17:15
მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით კლინიკების ნაწილმა ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური დოკუმენტაცია უკვე მიაწოდა. სამინისტროში ამბობენ რომ დადგენილებით გათვალისწინებული რიგი ტარიფები შესაძლოა გადაიხედოს, ამასთან სამინისტროში განმარტავენ რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით კლინიკებთან მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ მომავალ კვირაში გაიამრთება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6539405
---
10.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით თანამდებობის პირებს სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არასრულად აქვთ დეკლარირებული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6540316
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6539630
ტვ პირველი - საქმის კურსი 13:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6538684
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6538669
---
10.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა:რეაქცია
დღევანდელი გადაცემის ერთ-ერთი რესპონდენტი გვიყვება რომ მის პატარა შვილებს სიცოცხლეშ არ მიუღიათ სდაახალწლო საჩუქარი, იმიტომ რომ ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. 2020 მოდის, პოლიტიკური ელიტა პოლიტიკური ახალი წლისთვის ემზადება. ხალხის დიდი ნაწილი კი პირდაპირი მნიშვნელობით სიღატაკეში ცხოვრობს და არც სამსახურის შოვნის პერსპექტივა აქვთ და არც ახალი წელი ახარებთ. ქვეყანა სადაც ასეულობით ბავშვი საახალწლოდ ელემენტარულ ტკბილეულზე ოცნებობს. სადაც ბავშვები შიმშილობენ, ადამიანები ვერ მკურნალობენ და შვილების გადარჩენის მიზნით მშობლეები, ხშირად დედები უცხოეთში მიდიან ლუკმაპურის საშოვნელად.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6540191
---
10.12.2019
არხი: რუსთავი2
გადაცემა: კურიერი 12:00
საქართველოში სეზონური გრიპების რამდენიმე სახეობა ფიქსირდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ მდგომარეობა ნორმის ფარგლებშია და მოსახლეობას ჰიგიენის სტანდარტული წესების დაცვას ურჩევენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის გრიპის ვირუსის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდება და უწყება მატებას მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში არ ელოდება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6538328
---
10.12.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 12:00
ზამთრის სეზონზე H1N1 ვირუსის პირველი შემთხვევა ბათუმში დაფიქსირდა. ვირუსი ჰქონდა მოზარდს, რომელმაც სამედიცინო დაწესებულება მკურნალობის შემდეგ უკვე დატოვა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის სეზონზე წელს სხვადასხვა შტამის, მათ შორის A და B ტიპის ვირუსები ცირკულირებს. რუსუდან შავიშვილის განცხადებით, წელს შარშანდელთან შედარებით შემთხვევები ნაკლებია. მათი მთავარი რეკომენდაციაა სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დროული მკურნალობა. პრევენციად ითვლება აცრის ჩატარებაც. ცენტრის მონაცემებით, წელს გეგმიური ვაქცინაცია, რომელიც კრიტიკული ჯგუფებისთვის არის განკუთვნილი 10 ათასამდე მოქალაქეს უკვე ჩაუტარდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6538925
---
10.12.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
აისო სერთიფიკატი საჩხერის სამედიცინო ცენტრისათვის. ხარისხისა და სტანდარტის დამადასტურებელ დოკუმენტს,დაწესებულება 2020 წლის აგვისტოში მიიღებს. მანამდე კი პერსონალის გადამზადება იგეგმება,. სერტიფიცირების პროცესი ბრიტანული სტანდარტების ინსტიტუტის მონაწილეობიტ მიმდინარეობს. მიმდინარე წელს უცხოელი ექსპერტები კლინიკას რამდენჯერმე ესტუმრნენ და აუდიტი ჩაატარეს. მედიკოსები ამბობენ რომ აისოს სერტიფიცირების შემდეგ, ის ხარისხიანი მომსახურების ადგუილზე გაწევას შეძლებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6540274
---
10.12.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: სხვა შუადღე
ჭარბი მედიკამენტების დანიშვნა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6539075
---
ინტერნეტი
11.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/samedicino-sferos-warmomadgenlebi-mtavrobis-520-e-dadgenilebis-taobaze-djandacvis-ministrs-werilit-mimartaven
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მთავრობის 520-ე დადგენილების თაობაზე ჯანდაცვის მინისტრს წერილით მიმართავენ
სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით მიმართავენ და მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ჩანიშვნას ითხოვენ. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მიერ შესრულებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი გახარიას დავალება სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს თქვენთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2019 წლის 5 ნოემბრის #520 დადგენილებით გატარებული ცვლილებების ანალიზი და საჭიროებისამებრ კორექტირება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, დაგვინიშნოთ შეხვედრების დრო სამუშაო ჯგუფისთვის“,-წერია განცხადებაში, რომლითაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ. ცნობისთვის, 4 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც შეთანხმება მოხდა, რომ 520-ე დადგენილების თაობაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნებოდა, რომელიც დადგენილებაში არსებულ ხარვეზებს შეისწავლის. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის გარკვეულ სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. დადგენილების ამოქმედების მიმართ კერძო კლინიკების წარმომადგენლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ისინი დადგენილების დროებით შეჩერებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ დადგენილების ამოქმედების შემდეგ, რაც კლინიკებისთვის მომსახურების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს, ხშირად პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა შეუძლებელია და საავადმყოფოებსაც ზარალი ადგებათ.
10.12
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/576782-samedicino-speros-carmomadgenlebi-mtavrobis-520-e-dadgenilebis-taobaze-jandacvis-ministrs-cerilit-mimartaven
---
11.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/1-ianvridan-mushaobas-dasaqmebis-saagento-iwyebs-gaamartlebs-tu-ara-saxlemwifos-mesame-mcdeloba
1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახლემწიფოს მესამე მცდელობა
2020 წლის 1 იანვრიდან შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევის საპასუხოდ დასაქმების სააგენტო ამოქმედდება. რამდენი იქნება სააგენტოს ბიუჯეტი, რამდენი ადამიანი დასაქმდება სააგენტოში,რა მიმართულებაზე გააკეთებს აქცენტს სააგენტო და საზოგადოების რომელი ჯგუფი იქნება პრიორიტეტი სააგენტოსთვის? საკითხზე „კომერსანტთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია საუბრობს.მისი ინფორმაციით სააგენტო ნოემბრის თვიდან მოქმედებს, ახალა ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება- მოწესრიგება ხდება. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, სააგენტო არსებული დასაქმების დეპარტამენტის ბაზაზე იქმნება, სადაც ჯამში 90 ადამიანი დასაქმდება. თამარ ბარკალაია აცხადებს, რომ 2020 წლის ბიუჯეტი 4 მლნ ლარით განისაზღვრა. „ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესაბამისად, ნოემბერში სახელმწიფო დასაქმების სააგენტოს შექმნა გადაწყდა, რომელიც საშუამავლო სერვისების გაძლიერებაზეა ორიენტირებული. არის პროგრამები, რომელიც 2015 წლიდან მოქმედებს და მათი მოქმედება გაგრძელდება. ეს არის მოკლევადიანი გადამზადების კურსების დაფინანსება.6 თვის შემდეგ სტაჟიორები იდენტიფიცირებული იქნებიან დამსაქმებლის მიერ. მოწყვლადი კატეგორიებისთვის ასევ არის ხელფასის 4 თვიანი სუბსიდირების მექანიზმი იმ პირობით, რომ დამატებითი 6 თვე დამსაქმებელი ხელშეკრულებას გააგრძელებს. გარდა ამისა მიმდინარეობს ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები სამუშაოს მაძიებლებისთვის. ასევე მუშაობას გააგრძელებს დასაქმების ონლაინ პლატფორმა worknet.gov.ge, რომელიც 2015 წლიდან მოქმედებს, უბრალოდ საიტი დაიხვეწება, რათა უფრო საინტერესო იყოს მისი მომსახურება როგორც სამუშაოს მაძიებლებისთვის, ასევე დამსაქმებლისთვის. გადამზადება ხდება მოთხოვნადი პროფესიებით, ანუ ბაზარზე წლის დასაწყისში მოთხოვნადი პროფესიები იდენტიფიცირდება, რაც განათლების და ეკონომიკის სამინისტროს აქტიური ჩართულობით ხორციელდება. რაც შეეხება სტაჟირებას, ის ნებისმიერი პროფესიის სფეროში წინასწარ იდენტიფიცირებული მოწყვლადი ჯგუფებისთვის განხორციელდება“, - განმარტავს მინისტრის მოადგილე. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის კვლევა სააგენტოში არ ჩატარებულა, უწყებამ მუშაობა საქსტატის კვლევაზე დაყრდნობით დაიწყო. ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე საუბრობს თუ როგორ მოხდება მოქალაქეების შერჩევა. „რასაც სააგენტო გააკეთებს ეს არის ანალიტიკა. ჩვენ მონაცემებს ვიღებთ საქსტატისგან, ეკონომიკის სამინისტროსგან, იმისათვის რომ ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების სწორი პროგნოზირება მოვახდინოთ. ეს ანალიტიკური სამსახური ახალი დასაქმების სააგენტოს ფარგლებში გაძლიერდება, რათა რეგიონების ჭრილში სწორად მოვახდინოთ მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირება. შესაბამისად, ჩვენი რესურსი როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მიიმართება. სააგენტო მუშაობს არა მხოლოდ უმუშევრებთან, არამედ სამუშაოს მაძიებლებთანაც. სააგენტოსთვის რა თქმა უნდა პრიორიტეტია რთულად დასაქმებადი კატეგორიის ადამიანები, თუმცა ვალდებულებები ვართ, რომ ხელი შევუწყოთ ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს, მათ შორის არის თვითდასაქმებულების კატეგორიაც“, - განაცხადა თამარ ბარკალაია. „კომერსანტის“ კითხვაზე არის თუ არა დასაქმება სახელმწიფოს პრეროგატივა, თამარ ბარკალაიას პასუხი შემდეგია: „სახელმწიფოს ვალდებულება არის ის, რომ ხელი შეუწყოს სამუშაოს მაძიებლებს იმაში, რომ ისინი კონკურენტუნარიანები იყვნენ ბაზარზე. ამას ჰქვია აქტიური შრომის პოლიტიკა, რომლის ვალდებულებაც ქვეყანამ 2015 წელს აიღო, რომ ის აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის წარმოებისადმი ნაბიჯებს გადადგამდა. სწორედ აქედან დაიწყო ყველა ის დასაქმების პროგრამა,რომელიც ახლაც გრძელდება და ახალი სააგენტოს ფარგლებში უნდა გაძლიერდეს. ჩვენი მიმართულება იქნება ის, რომ კონკურენტუნარიანი გავხადოთ ჩვენი რთულად დასაქმებადი მოქალაქეები“, - განმარტავს თამარ ბარკალაია. ექსპერტთა ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს, თუმცა თამარ ბარკალაია უწყების შექმნას პოლიტიკურ ჭრილში ვერ განიხილავს და ამბობს, რომ ორ სხვადასხვა სააგენტოზეა საუბარი, რომლებიც მეთოდოლოგიურად განსხვავდება. „თუ გავითვალისწინებთ სააგენტო რას გააკეთებს და როგორი პრინციპებით იმუშავებს, მგონია რომ არანაირი ეჭვი არ უნდა არსებობს იმისა, რომ წინასაარჩევნოდ შეიქმნა. პირველ რიგში, სახელმწიფო 2015 წლიდან აქტიური შრომის პოლიტიკას ეწევა, ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი ევროპული პარტნიორების. ნოემბერში დაიწყო პროექტი,რომელშიც ჩართულია ჩვენი ევროპელი პარტნიორები. ახლაც გვყავს ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ ჩვენთან, რომ მეთოდოლოგიები დახვეწონ. სააგენტო გაუქმდა, მაგრამ 2015 წლიდან სახელმწიფოს მიერ აქტიური შრომის პოლიტიკა იყო გაცხადებული. ჩვენი სააგენტო საშუამავლო სერვისებზეა ორიენტირებული,რომელსც აქცენტი არა ერთჯერადად დიდი თანხის გაცემაზე აქვს, არამედ –კომპლექსურ მიდგომაზე. ასეთი ფუნდამენტური განსხვავებაა ამ ორ მოდელს შორის“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სააგენტოს ფუნქციონირებაში მნიშვნლოვანი დამსაქმებლის ჩართულობაა. „ჩვენ ვითანამშრომლებთ სოციალური დიალოგის ფორმატით. ქვეყანაში არსებობს ცალმხრივი პარტნიორობის პლატფორმა,სადაც დამსაქმებლები არიან ჩართულები და ჩვენ ამ პლატფორმას გამოვიყენებთ. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი დიალოგი, რადგან დამსაქმებლები არიან ისინი, ვინც ბაზარზე მოთხოვნას ქმნიან და ჩვენ ჩვენი სერვისები მათ მოთხოვნებს უნდა შევუსაბამოთ. ამიტომ, შეიქმნება სარეკომენდაციო საბჭო, რომელშიც დამსაქმებლები აქტიურად იქნებიან ჩართულები“, - განმარტავს თამარ ბარკალაია. შეგახსენებთ, რომ დასაქმების ხელშესაწყობად სახელმწიფო სააგენტოს უკვე მესამედ ქმნის. უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლის სპეციალური სახელმწიფო უწყება პირველად ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, 2001 წელს შეიქმნა. სააგენტო 2006 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გააუქმა, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვით ადრე უმუშევრობის დონის შესამცირებლად დასაქმების სამინისტრო კვლავ შექმნა. მაშინდელი უწყების ფუნქცია დღევანდელი უწყების ფუნქციის მსგავსად, ქვეყნის მასშტაბით სამსახურის მაძიებელთა რეგისტრაცია, დაინტერესებული პირების გადამზადება, შრომითი ბაზრის კვლევა და ვაკანტური სამუშაო ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება და სამსახურის მაძიებლების და პოტენციური დამსაქმებლების ერთმანეთთან დაკავშირება იყო. სამინისტრო მმართველმა გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე გააუქმა.
---
10.12.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/524408
საჯარო სამსახურის ბიურო: “საერთაშორისო გამჭვირვალობის“კვლევა „მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესების” შესახებ მცდარია
„საჯარო სამსახურის ბიურო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 2019 წლის 10 დეკემბერს გავრცელებული კვლევის „მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები“ შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 2019 წლის 10 დეკემბერს გავრცელებულ კვლევაში – „მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები“, – მოცემული შეფასებები მცდარია, რამაც შესაძლებელია, გამოიწვიოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. 2019 წლის განმავლობაში, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად, მონიტორინგი უკვე განხორციელდა კვლევაში ნახსენები თანამდებობის პირების უმეტესი ნაწილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მიმართ. მონიტორინგის შედეგად უარყოფითად შეფასდა და დაჯარიმდა მხოლოდ 9 თანამდებობის პირი, მათ შორის არ არიან კვლევაში დასახელებული მინისტრები მაია ცქიტიშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და ლევან დავითაშვილი. დარღვევის შინაარსი, რომლის საფუძველზეც ბიურომ მიიღო თანამდებობის პირის დაჯარიმების გადაწყვეტილება, უმეტესწილად ეხებოდა არასწორად დაანგარიშებულ სასესხო ვალდებულებებს, ასევე რიგ შემთხვევაში, გამორჩენილი იყო ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები და ერთჯერადი გასავალი ხარჯები. კვლევაში მოცემული სხვა თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების უმეტესი ნაწილი მონიტორინგის შედეგად შეფასდა დადებითად, ხოლო არაარსებითი დარღვევის შემთხვევაში, მცირე ნაწილს, მიეცა კანონით დადგენილი წესით გაფრთხილება. აღსანიშნავია, რომ დეკლარაციაში ისეთი საწარმოს მიუთითებლობა, რომელიც უკანასკნელი 6 ან მეტი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებს, არ წარმოადგენს დარღვევას. ამასთან, აქციებისა და წილის ფლობის კანონთან შეუსაბამობა, კვლევაში არასწორად არის მითითებული. მონიტორინგის საბოლოო შედეგი გამოქვეყნდება ანგარიშის სახით მიმდინარე წლის ბოლოს, პროაქტიულად, კანონით დადგენილი წესით, სადაც ასახული იქნება კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგი, ხოლო დარღვევის არსებობისას, დარღვევის შინაარსიც”,-ნათქვამია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
---
10.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/levan-koberidze-ekaterine-tikaradze-mxolod-imedis-eterit-gvesaubreba
ლევან კობერიძე - ეკატერინე ტიკარაძე მხოლოდ ,,იმედის“ ეთერით გვესაუბრება
ჯანდაცვის მინისტრს ცოტათი გაურკვეველი სტილი აქვს კომუნიკაციის როგორც პარლამენტთან ასევე პროფესიულ საზოგადოებასთან, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა. მან ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს პარლამენტში მისვლისკენ მოუწოდა. „ის არ ჩნდება საჯარო შეხვედრებზე არც თავისი ინიციატივით და არც სხვისი მოწოდებით. მოვუწოდებ ჯანდაცვის კომიტეტიდან ჩემს კოლეგებს, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც შევლენ სამინისტროს წარმომადგენლები, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, რათა ეს საკითხი დაიძრას. ამიტომ ვთავაზობ ჯანდაცვის მინისტრს თავისი სურვილით მოვიდეს შეხვედრებზე და გაიმართოს პროფესიული მსჯელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება უცნაური განცდა, რომ ის გვესაუბრება რატომღაც მხოლოდ „იმედის“ ტელეეთერიდან. თუ მხოლოდ „იმედის“ სივრცეა მისთვის კომფორტული, კომიტეტში დავკიდებთ „იმედის“ ლოგოს და მაშინ იქ მოვიდეს და წარმოიდგინოს, რომ „იმედის“ ტელესტუდიაშია და იქ გამართოს ეს შეხვედრა,“ - განაცხადა კობერიძემ.
---
10.12.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/jandatsvis-ministri-bavshtha-inpheqtsiuri-saavadmqhophos-tsarmomadgenlebs-shekhvda/
ჯანდაცვის მინისტრი ბავშთა ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბავშთა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში გაიმართა. კლინიკის წარმომადგენლებმა ეკატერინე ტიკარაძეს სამედიცინო დაწესებულებაში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და გამოწვევების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. “თბილისის ბავშთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და აბსოლუტურად ყველა დასაქმებული პირი, ექიმები, სამედიცინო პერსონალი საკუთარი საქმის პროფესიონალია. მიუხედავად ამ დიდი გამოცდილებისა, კლინიკაში დღეს არსებობს გარკვეული პრობლემები პაციენტთა ნაკადთან დაკავშირებით, გვაქვს ფინანსური გამოწვევებიც. მინისტრთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის გზებზე შევთანხმდით. მსგავსი ტიპის შეხვედრები გაგრძელდება, სადაც უფრო დეტალურად გავივლით კლინიკაში არსებულ საკითხებს და გამოწვევებს. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში არსებული პრობლემები მოგვარდება“, – განაცხადა ბავშთა ინფექციური სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა მაჭავარიანმა. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში პირველი შეხვედრა გუშინ, რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელ პირებთან შედგა. მიმდინარე კვირაში კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უნივერსალური სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/576676-jandacvis-ministri-bavshvta-inpekciuri-saavadmqopos-carmomadgenlebs-shexvda
პია.ჯი- http://pia.ge/post/297294-jandacvis-ministri-bavsvta-infeqciuri-saavadmyofos-warmomadgenlebs-sexvda
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=94302
---
10.12.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/13-dekembers-thelavshi-sotsialuri-momsakhurebis-saagento-dasaqmebis-phorums-gamarthavs/
13 დეკემბერს თელავში სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების ფორუმს გამართავს
მიმდინარე წლის 13 დეკემბერს, თელავში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმი 13 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიხსნება და 17:00 საათამდე გაგრძელდება. სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 13.00 საათიდან დაიწყება. მისამართი: ქ.თელავი, შოთა რუსთაველის ქ. N2; სასტუმრო „Holiday Inn Telavi“. ფორუმის მიზანს სამუშაოს მაძიბელთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე, მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამოდენიმე დამსაქმებელისგან. დასაქმების ფორუმზე, დამსაქმებლები სამუშაოს მაძიებლებს შრომის ბაზარზე არსებულ, აქტიურ ვაკანსიებს შესთავაზებენ. წარმოდგენილი იქნება აქტიური ვაკანსიები სხვადასხვა სფეროებიდან. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან. ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ www.ssa.gov.ge-ს, გადახვიდეთ დასაქმების ფორუმის სარეგისტრაციო ბანერზე და დარეგისტრირდეთ თქვენთვის სასურველ დროს. ფორუმზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა იმ პირს, რომელიც რეგისტრირებულია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე. worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს ფორუმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებს დეტალურად გააცნობენ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/524368
რუსთავი2.ჯი- http://rustavi2.ge/ka/news/149653?fbclid=IwAR23XJK0CBBuUEfYvTPQeCWEJIAzdaKriLWx8dHf0S3BgtIbiDB73KKwtHo
---
10.12.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/2020-tslidan-shesadzloa-qronikuli-daavadebebis-medikamentebis-nuskha-gapharthovdes/
2020 წლიდან შესაძლოა, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ნუსხა გაფართოვდეს
“ხარისხინ წამალზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, მინდა გამოვყო ორი ეტაპის ინტერვენციები. პირველ რიგში, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაუყოვნებლივ იქნას უზრუნველყოფილი ხელმისაწვდომობა ხარისხიან მედიკამენტებზე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებთან დაკავშირებულ გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა. 3 Shares 3 “გარდა ამისა, ამ ეტაპზე ვმუშაობთ ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის მექანიზმის გაუმჯობესებაზე. წარსულში ეს მექანიზმი გარკვეული ხარვეზებით მოქმედებდა და ამჟამად მიდის მუშაობა იმაზე, რომ შეიქმნას ესენციური მედიკამენტების ნუსხა კლინიკური დაავადებებისთვის; ასევე, განისაზღვროს რეფერენტული ფასები ფარმაცევტულ ინდუსტრიასთან შეთანხმებით კონკრეტულად ამ ნუსხაში, რაზეც მოხდება შეთანხმება და ამის მიხედვით გააგრძელებს სახელმწიფო ამ მედიკამენტების შესყიდვას“, – განაცხადა გაბუნიამ. ამასთან, მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ქრონიკული დაავადებების მართვისთვის აუცილებელი მედიკამენტების ნუსხის შესაძლო გაზრდაზე მუშაობს. მათ შორის, მინისტრის მოადგილის განმარტებით, საუბარია ბავშვთა ასაკის მოსახლეობისთვის აუცილებელ მედიკამენტებზე, რომელიც ამჟამად 36-ე დადგენილებითაა განსაზღვრული, თუმცა აღნიშნული ნუსხა ეტაპობრივად უნდა გაფართოვდეს.
რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=112520
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/2020-wlidan-shesadzloa-qronikuli-daavadebebis-medikamentebis-nusxa-gafartovdes
---
10.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/medikamentis-fasebis-zrdis-mizezebi-kvlevis-dasrulebis-shemdeg-gaxdeba-cnobili/45036/
მედიკამენტის ფასების ზრდის მიზეზები კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი
ედიკამენტის ფასების ზრდის მიზეზები კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „მე ვერ გეტყვით კონკრეტულად ფასების ზრდის მიზეზებზე, რადგან ეს არის კვლევის პროცესის შემადგენელი ნაწილი და კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც კვლევა დასრულდება გავლენის ფაქტორზე იქ, სავარაუდოდ საუბარი იქნება, რაც შეეხება პორტალს ეს იქნება უბრალოდ ძალიან კარგი რესურსი იმისათვის, რომ დროში სწრაფად რეალურად, ლოკაციის გათვალისწინებით, შესაბამისი ფასის გათვალისწინებით მომხმარებელს ჰქონდეს შედარების საშუალება, სად არის მისთვის მისაღები პროდუქტი, მისთვის მისაღებ ფასად“, - აღნიშნა ლექვინაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრა გამართა, სადაც მოწვეული იყვნენ: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები
---
10.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ra-ujdeba-saqartvelos-mosaxleobas-yofili-deputatebis-yoveltviuri-pensia-/45083/
რა უჯდება საქართველოს მოსახლეობას ყოფილი დეპუტატების ყოველთვიური პენსია?
2019 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო კომპენსაციას, იგივე პენსიას საქართველოს პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) 725 ყოფილი წევრი იღებს. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-იმ სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა. როგორც ცნობილია, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ყოფილი დეპუტატები ყოველთვიურად 560 ლარს იღებენ. „მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით საქართველოს პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრების სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობაა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედი. ამავე კანონის მე-7 მუხლით - კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2006 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობაა - 560 ლარი“, - წერია სოციალური სააგენტოს მიერ bm.ge-ისთვის გამოგზავნილ წერილში. მათივე ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის ხარჯმა 4 930 040 ლარი შეადგინა, ხოლო 2018 წელს ეს თანხა ჯამურად 4 857 514 ლარი იყო.
---
10.12.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/297366-zugdidis-municipalitetsi-mcxovreb-devnil-ojaxebtan-sexvedrebi-gaimarta
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გაიმართა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები გააცნეს, მათი პრობლემები მოისმინეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილესა და ზუგდიდს მერთან ერთად, ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებიც მოინახულა. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 8 კორპუსი შენდება, სადაც ბინას, ჯამში, 960 დევნილი ოჯახი მიიღებს.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/576723-zugdidis-municipalitetshi-mcxovreb-devnilebtan-shexvedrebi-gaimarta
---
10.12.2019
2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 384.6 მლნ ლარით იზრდება და 4 მილიარდ 363 მილიონ ლარს შეადგენს
2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 384.6 მლნ ლარით იზრდება და 4 მილიარდ 363 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 3 126.0 მლნ ლარი, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის - 1 078.6 მლნ ლარამდე, სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის - 25.0 მლნ ლარი. მნიშვნელოვნად იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებაც. 2020 წელს აღნიშნული სამინისტროსთვის გამოყოფილია 2 მილიარდ 71.6 მილიონი ლარი, რაც 71.6 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის მაჩვენებელზე. გამოყოფილი თანხის ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის 1 მილიარდ 315.2 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული. მომავალ წელსვე იზრდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებაც. კერძოდ, მიმდინარე წელთან შედარებით, თითქმის 32 მილიონით მეტს დახარჯავს, რაც 1 მილიარდ 66 მილიონ ლარს შეადგენს. რამდენიმე ათეული მილიონით იზრდება, ასევე, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროების დაფინანსებაც. 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 224 მილიონი ლარია, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 33 მილიონით მეტია. რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აღნიშნული უწყება 2020 წელს 364 მილიონ ლარს დახარჯავს, რაც 111 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის ეკონომიკის სამინისტრო 60 მილიონ ლარს დახარჯავს. 45 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაც და 2020 წელს ის 880 მილიონი ლარი იქნება.
ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/63650-saministroebis-dapinanseba-biujetis-2020/
---
10.12.2019
მედიკამენტების ერთიანი ვებპორტალი შეიქმნება
თბილისი (BPI) – კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ლექვინაძის თქმით, ფარმაცევტულ სფეროში მომხმარებლისთვის ერთიანი ვებპორტალის შეიქმნება. ლექვინაძის განმარტებით, ვებპორტალზე მომხმარებელი სწრაფად და ლოკაციის გათვალისწინებით შეძლებს მედიკამენტების ფასების შედარებას. „უნდა შეიქმნას მოცულობითი ვებპორტალი, სადაც მომხმარებელს ექნება საშუალება, საქართველოში არსებულ სააფთიაქო ქსელებში, გეოგრაფიული ლოკაციების მიხედვით მოძებნოს მისთვის საჭირო მედიკამენტები. ეს საინტერესო ევროპული გამოცდილებაა. გვინდა, გარკვეულწილად მივიღოთ სექტორიდან უკუკავშირი, რადგანაც ამ პროექტის განხორციელება ერთობლივი თანხმობით და ჯანდაცვის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობით წარმოგვიდგენია”, – აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი.
---
10.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/machavariani-jandacvis-reformaze-es-sistemis-mdgradobas-da-eqimebis-ketildgeobas-uzrunvlyofs-/45046/
მაჭავარიანი ჯანდაცვის რეფორმაზე: ეს სისტემის მდგრადობას და ექიმების კეთილდღეობას უზრუნვლყოფს
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის მოსაზრებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმა მომავალ წლებში ამ სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს. ამის შესახებ მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა. „იცით, რომ ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო. დასაწყისში არის სხვადასხვა მოსაზრებები, თუმცა მჯერა, რომ ეს რეფორმა აუცილებელი იყო და საბოლოო ჯამში, როგორც სექტორი, ისე ჯანდაცვის სამინისტრო გავა იმ სწორ მოდელზე, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს ამ ჩვენი სისტემის მდგრადობას მომავალი წლების განმავლობაში, მათ შორის ეფექტურობის ზრდას და ალბათ, ექიმების კეთილდღეობას“, - განაცხადა მაჭავარიანმა. აქვე, მინისტრმა დეპუტატების კითხვის საპასუხოდ, 2020 წელს ჯანდაცვის სფეროში ხელფასების ზრდისთვის გათვალისწინებულ რესურსებზე ისაუბრა. ვანო მაჭავარიანმა განმარტა, რომ 2020 წელს სასწრაფო დახმარებისა და სოფლის ექიმის ინსტიტუტები ერთი მენეჯმენტის ქვეშ მოექცევა და ამ ინსტიტუციებში დასაქმებულთა (8 ათასამდე მოქალაქე) ანაზღაურება 100 ლარით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2019 წლის გეგმასთან შედარებით 384.6 მლნ ლარით იზრდება, ხოლო პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 16 მლნ ლარით გაიზარდა და 4 მლრდ 363 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.2%-ია.
---
10.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ra-riskebi-axlavs-medikamentebis-fasis-regulirebas---farmacevtuli-kompaniebis-asociaciis-pozicia/45020/
რა რისკები ახლავს მედიკამენტების ფასის რეგულირებას? - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პოზიცია
„რამდენჯერმე გაიჟღერა ინიციატივამ და იყო კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროშიც, თუმცა ეს ყველაფერი, ჯერჯერობით, კონსულტაციების დონეზე დარჩა”, - ასე უპასუხა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - მიმდინარეობს თუ არა მედიკამენტების ფასების რეგულირებაზე მუშაობა, რაც რამდენიმე თვის წინ თავად ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააჟღერა. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხარჯების შემცირებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად მედიკამენტების დანიშვნის კონტროლს მიიჩნევს. “საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, მოხდეს ფასთა რეგულაცია მედიკამენტების ნაწილზე, თუმცა ეს არის შესწავლის პროცესში და დღევანდელი ღონისძიებაც (ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრა) გვეხმარება, რომ ეს საკითხი შევისწავლოთ. შესაძლებელია, იყოს ფასთა რეგულირება წამლების ნაწილზე - მაგალითად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მაგრამ ეს ძალიან დელიკატური საკითხია, ფრთხილად მოსაკიდებელი თემაა, რათა არ გამოიწვიოს ის მიზეზები და ის პრობლემები, რაც ბევრ ქვეყანაში გვქონდა. მაგალითად, ფასთა რეგულაციის მოუმზადებელმა შემოღებამ გამოიწვია მთელი რიგი მედიკამენტების გაქრობა ბაზრიდან, მწარმოებლები და იმპორტიორები გავიდნენ, რამაც მოსახლეობის ჯანმრთელობა დააზარალა, აქედან გამომდინარე, ეს საკითხი შესწავლას და მომზადებას მოითხოვს“, - აღნიშნა მარგველაშვილმა. მისივე თქმით, საპარლამენტო კომიტეტის ფორმატში იყო ინცირებული სამუშაო ჯგუფი, სადაც ერთ-ერთ საკითხად მათ შორის ფასების შესაძლო რეგულაცია განიხილებოდა. „მედიკამენტების ფასების რეგულაციაზე არსებობს სხვადასხვა მოდელი, ასევე ზღვარის დაწესება და ეს არის პირდაპირი რეგულაცია, მაგრამ ძალიან მხარს ვუჭერთ, თუ შემოღებული იქნება ე.წ. არაპირდაპირი რეგულაცია. რას ნიშნავს ეს - ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ადამიანებმა ნაკლები თანხა დახარჯონ ჯანდაცვაში და მიიღონ ხარისხიანი მკურნალობა. დღეს გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა ადამიანები იძენენ მედიკამენტებს ძალიან მაღალ ფასად და თან არადადასტურებული ეფექტურობით. ანუ ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის ხარჯების შემცირების ერთ-ერთი პირველი და ეფექტური გზა ამ ეტაპზე არის ის, რომ გაკონტროლდეს რამდენად სწორად ხდება მედიკამენტების დანიშვნა და რამდენად ადეკვატურად ხდება რეკომენდაციის მიცემა ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან“, - განაცხადა მარგველაშვილმა. რაც შეეხება მედიკამენტებზე ფასების ზრდას, ირაკლი მარგველაშვილი აღნიშნულის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ „საქართველო იმპორტირებული მედიკამენტების ბაზარია და წამლის ფასიც ლარის მიმართ უცხოური ვალუტის კურსზეა დამოკიდებული”.
---
10.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/psp---saxelmwifos-mier-yvela-medikamentis-fasis-daregulireba-karg-shedegebs-ar-moitans/45027
PSP - სახელმწიფოს მიერ ყველა მედიკამენტის ფასის დარეგულირება კარგ შედეგებს არ მოიტანს
ფარმაცევტული კომპანია psp-ს ოპერაციების დირექტორის მამუკა ბრეგვაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ ყველა მედიკამენტის ფასის დარეგულირება კარგ შედეგებს არ მოიტანს. როგორც მან საკითხის შეფასებისას აღნიშნა, შესაძლოა, ფასების ზოგადმა დარეგულირებამ ქვეყნიდან დიდი მწარმოებლების გასვლა გამოიწვიოს. „ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით მესიჯები იქნა გაჟღერებული როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მხრიდან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდანაც, თუმცა რა კუთხით და როგორ დაამუშავებენ ფასების რეგულაციას, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს; კონკრეტულად ამ თემებზე საუბარი ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენ მზად ვართ, დავემორჩილოთ ყველანაირ რეგულაციას და მზად ვართ, აღვასრულოთ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში. რეგულირებამ შესაძლოა გარკვეულ ნაწილში შექმნას პრობლემა, თუმცა გარკვეულ ნაწილში ახლაც არის დარეგულირებული ფასი ქრონიკულ მედიკამენტებზე, სახელმწიფო ჯანდაცვის ნაწილში“, - განაცხადა ბრეგვაძემ. რაც შეეხება ფასების დარეგულირების შემთხვევაში შესაძლო პრობლემების წარმოჩენას, ბრეგვაძე მიიჩნევს, რომ ამის შეფასება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა სახელმწიფო კონკრეტულ პოზიციას ჩამოაყალიბებს. "ზოგადად, ფასის რეგულირებამ კარგი შედეგები არ მოიტანა მსგავს ბაზრებზე, სადაც ეს უკვე მოხდა. შესაბამისად, ის, რომ ყველა მედიკამენტზე იყოს ფასი დარეგულირებული, დადებით შედეგებს არ მოგვიტანს. გაჟღერებულიც იყო, რომ შესაძლოა, ამან ქვეყნიდან დიდი მწარმოებლების გასვლა გამოიწვიოს, თუმცა ის, რომ რაღაც გენერიულ დასახელებაზე ფასი გამოაცხადოს სახელმწიფომ და ამ ფასის ფარგლებში ფარმაცევტულმა კომპანიამ მიიღოს გადაწყვეტილება, განახორციელებს თუ არა კონკრეტული პროდუქციის რეალიზაციას, ეს მათი გადასაწყვეტი იქნება“, - აღნიშნა ბრეგვაძემ. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, სახელმწიფო იწყებს მუშაობას კანონმდებლობაზე, რომლითაც შესაძლოა, ქრონიკული მედიკამენტების ნუსხა გაფართოვდეს და რიგ მედიკამენტებზე ფასები დარეგულირდეს.
---
10.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/irakli-leqvinadze-premierisgan-davalebuli-maqvs-rom-farmacevtuli-sferos-analizi-sigrmiseulad-ganxorcieldes
ირაკლი ლექვინაძე: „პრემიერისგან დავალებული მაქვს, ფარმაცევტული სფეროს სიღრმისეული ანალიზი განხორციელდეს“
ქართული ფარმაცევტული ბაზრის მიმოხილვა და კონკურენციის დაცვის მექანიზმები, – ამ საკითხებზე კონკურენციის სააგენტოს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.მსჯელობას ჯანდაცვის სამინისტროს, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმ ფარმაციის პლატფორმის პროექტის პრეზენტაციაც გაიმართა, რომლის განხორციელების შემთხვევაში, სპეციალისტების თქმით, მომხმარებელს მედიკამენტის შეძენა გაცილებით დაბალ ფასად, მისთვის ხელსაყრელ ადგილას შეეძლებათ. „სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ჩამოსული არიან ევროპელი ექსპერტები, რათა მათი მხრიდანაც მოხდეს ევროპული პრაქტიკის გაზიარება. გვაქვს ორი მთავარი საკითხი, ერთ-ერთია ის წლის დასაწყისიდან დღემდე რა ჩარჩო გვაქვს მონიტორინგის პროცესის განხორციელების გაკეთებული სააგენტოს, თუ როგორ არის ფასები განსაზღვრული და როგორ ვთანამშრომლობთ კომპანიებთან. მე მაქვს პრემიერისგან დავალებული, რომ აღნიშნული სფეროს ანალიზი განხორციელდეს სიღრმისეულად და როგორც კი დასრულდება, დეტალური ანგარიშს წარვადგენთ მომხმარებლის წინაშე“, – განაცხადა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა. ასევე ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მსჯელობა გაიმართა იმ ახალ პლატფორმაზე, რომელმაც მოსახლეობას მედიკამენტებზე წვდომა უნდა გაუიოლოს. „ასევე შეხვედრაზე პრეზენტაცია არის ახალი ვებპორტალი, რომელიც უნდა შეიქმნას და რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება საქართველოში არსებულ ქსელებში ქონდეს საშუალება მოძებნოს მისთვის საჭირო მედიკამენტი ფასისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით“, – განაცხადა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
---
ბეჭდვითი მედია
11.12.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
"მინისტრების და მოადგილეების ბიზნესინტერესები - 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები"
2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობას 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით შეისწავლა ამ თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობა, ასევე, მათ მიერ საკუთარი ბიზნესინტერესების სავალდებულო გამჟღავნების პრაქტიკა და გარკვეული დარღვევები გამოავლინა. bm.ge TI-ის მიგნებებს უცვლელად გთავაზობთ: "ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების თითქმის ნახევარს – 64-დან 29-ს – უდასტურდება კომერციული ინტერესი (მას და/ან მის ოჯახის წევრს). შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ბიზნესინტერესის მქონე მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების უმეტესობას (29-დან 22-ს), ამა თუ იმ ფორმით, დარღვეული აქვს კანონის ის მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება კომერციული ინტერესის გამჟღავნებას და ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეებიდან: • 18 შემთხვევაში თანამდებობის პირს არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა – მათ შორის 3 მინისტრს: ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს. • 6 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. ეს თანამდებობის პირები არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, განათლების მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და ბადრი მაისურაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ბადრი ნანეტაშვილი. • 4 შემთხვევაში თანამდებობის პირი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში – თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და განათლების მინისტრის მოადგილე ბადრი მაისურაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი. • 3 შემთხვევაში თანამდებობის პირი (ან ოჯახის წევრი) ფლობს წილს ისეთ კომპანიაში, რომლის საქმიანობაც, სავარაუდოდ, სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე. • 1 შემთხვევაში თანამდებობის პირმა დაარღვია ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვადა – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს თანამდებობის პირებს, მაგალითად: მათ შეუძლიათ ფლობდნენ წილს რომელიმე კომპანიაში, თუმცა ამ წილის მართვის უფლება დროებით სხვა პირს უნდა გადასცენ; ასევე, თანამდებობაზე ყოფნის დროს მათ ნებისმიერი კომპანიის ხელმძღვანელის პოზიციის დაკავება ეკრძალებათ. ამ შეზღუდვების მიზანია ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევების პრევენცია. შეზღუდვების ნაწილი ვრცელდება თანამდებობის პირის ოჯახის წევრებზეც, მაგალითად: თანამდებობის პირს ან მის ოჯახის წევრს უფლება არ აქვს ფლობდეს წილს საწარმოში, რომლის საქმიანობაც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის კონტროლს ექვემდებარება. ამ შეზღუდვის მიზანია გამოირიცხოს ინტერესთა შეუთავსებლობა, როდესაც თანამდებობის პირს შეუძლია გამოიყენოს მისი უფლებამოსილება, საკუთარი ან ოჯახის კომპანიის უპირატეს მდგომარეობაში ჩასაყენებლად. გარდა ამ შეზღუდვებისა, მინისტრები და მათი მოადგილეები, სხვა თანამდებობის პირების მსგავსად, ვალდებულნი არიან ყოველწლიურად შეავსონ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, სადაც ისინი სრულყოფილად და საჯაროდ ამჟღავნებენ მათ და მათი ოჯახის წევრების ქონებასა და მიღებულ შემოსავალს. ქონებრივი დეკლარაცია მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანიზმია, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევების აღმოჩენა / პრევენცია და თანამდებობის პირთა უკანონო გამდიდრების მონიტორინგი. კვლევის შედეგები მიანიშნებს იმაზე, რომ, ერთი მხრივ, ბიზნესინტერესის მქონე მინისტრები და მათი მოადგილეები სერიოზულად არ ეკიდებიან ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხს და სამეწარმეო საქმიანობის სრულად გამჟღავნების ვალდებულებას; ხოლო, მეორე მხრივ, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებისა და მისი მონიტორინგის არსებული სისტემები, როგორც კანონმდებლობა ისე პრაქტიკა, ვერ უზრუნველყოფს თანამდებობის პირების სრულ ანგარიშვალდებულებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს „საჯარო სამსახურის ბიუროს“, შეისწავლოს ამ კვლევაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. გარდა ამისა, „საჯარო სამსახურის ბიურომ“ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს დეკლარაციების სისტემის გაუმჯობესებაზე, არსებული პრობლემური პრაქტიკის გათვალისწინებით, რათა თანამდებობის პირებმა ვერ შეძლონ ასე მარტივად დაარღვიონ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის სრულყოფილი დეკლარირების ვალდებულება.
---
11.12.2019
მედიასაშუალება: საქართველო და მსოფლიო
გულიკო ჩაფიძე: თუ დამკვიდრდა ის „სიახლე“, რომელსაც სამინისტრო გვთავაზობს, მედიცინა განადგურდება
საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, ბოლოს და ბოლოს, ინფარქტების განყოფილებები რომ შეიქმნა, ამ სტრუქტურების სათავეში ყველგან ქალები აღმოჩნდნენ, რუსეთის გარდა, სადაც ინფარქტის განყოფილებას პროფესორი ევგენი ჩაზოვი ჩაუყენეს სათავეში, საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის მომავალი მინისტრი, საქართველოში — ქალბატონი გულიკო ჩაფიძე. იქიდან მოყოლებული (უფრო ადრიდანაც) ქართული მედიცინის კაბადონზე მისი ვარსკვლავი ბრწყინვალებს. ვსხედვართ მისი სახელობის კლინიკის 503-ე პალატაში მკურნალი და პაციენტი, რომელიც, საუბედუროდ, ჟურნალისტიც არის და „კომპეტენტურობით“ მოვარაყებული დილეტანტური შეკითხვებით საქმეს აცდენს ექიმს. უწინარესად, არკვევს, რას ნიშნავს კარდიოლოგია, რომელიც მოიცავს გულის ყველა დაავადებას... — ანთების, ინტოქსიკაციის შედეგად რომ ჩნდება, ესაა მანკები, მიოკარდიტი, იშემიური დაავადება, კარდიომიოპათიები. — თქვენ, ქალბატონო გულიკო, მხოლოდ ჩამოთვალეთ გულის დაავადებები და მე, მსმენელი, უკვე დავითრგუნე. თქვენ, როგორც ვიცი, ამ სფეროში 61 წელი მოღვაწეობთ. — 65 წელიწადია. — მით უფრო!.. ხომ არ დაიღალეთ? — არა, მუშაობისგან არა, ცხოვრებისგან — ძალიან. ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარი წარმოუდგენლად მძიმე იყო, განსხვავებით პირველი ნახევრისგან, რომელიც შეიძლება ბედის ნებიერას ჰქონდეს: გარემო — არაჩვეულებრივად კარგი, ოჯახში, შეიძლება ითქვას, იდეალური პირობები, შესანიშნავი მეუღლე, მშობლები, რომლებიც ყველანაირად მეხმარებოდნენ, საყვარელი შვილები... და ერთ დღეს უეცრად დაინგრა ეს ყველაფერი: ჯანმრთელი შვილი ხელიდან გამოგვეცალა. ავარიამ შეიწირა. შემდეგ მოყვა ამას მეუღლის გარდაცვალება, მეორე ვაჟის, შვილიშვილის ამ ცხოვრებიდან წასვლა. — გაკლიათ და ივსებთ? — ჯერ ერთი, მე თვითონ მაქვს ამის სურვილი. მეორე, ახალგაზრდებს უნდა ავუხსნა, ვურჩიო, გარკვეული კონსულტაცია მივცე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა უნდა გაკეთდეს ავადმყოფის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. დიდი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ, რაც შემიძლია, ვეხმარები. როგორც წესი, ახალგაზრდა ექიმების მიერ არჩეული მკურნალობის სტრატეგია სწორია და თანამედროვე მოთხოვნებს მაქსიმალურად უპასუხებს. სხვა საზრუნავი დამაწვა მხრებზე: შვილიშვილები უნდა გამეზარდა. მარტო დავრჩი. სიკეთე უნდა გამეკეთებინა, ეკლესიაშიც უნდა ვყოფილიყავი და, ექიმის მოვალეობაც უნდა შემესრულებინა. ჩემი ყოველი დილა იწყება ლოცვით. ადრე, როცა წაკითხვა მიწევდა, ორ საათს ვანდომებდი. ახლა, როცა უკვე ზეპირად ვიცი, ერთი საათი მჭირდება. — ის, რომ ორი შვილიშვილი მყავს. სამი მყავდა, მაგრამ ერთი, 23 წლის ბიჭი დამეღუპა. მყავს ოთხი შვილთაშვილი. ესენია ჩემი სიხარული და, ამასთან ერთად, რასაკვირველია, ჩემი, როგორც მკურნალის, საქმიანობა. არასოდეს მიფიქრია, დილით რატომ არ უნდა დავაგვიანო; მძიმე ავადმყოფი ვნახო, ის, ვისაც რამდენჯერმე სჭირდება დახედვა, იმდენჯერვე მივიდე; ან ტელეფონით დავუკავშირდე, ან ახალგაზრდა მედპერსონალის მეშვეობით, რომელიც ჩემთან კაბინეტში ზის. გავიგო მისი ამბავი.სია მაქვს ავადმყოფების, ყოველ დღე ახალ სიას ჩამოვწერ, ქვევიდან მოვყვები, მეშვიდე სართულამდე ავდივარ, თუ რამ სჭირდებათ, ვეხმარები და, ცოტა მაინც თუ ეშველა, ის მამშვიდებს. აი, ახლა თქვენც შემოგიარეთ. თუ შეიძლება წარმოვიდგინოთ ამქვეყნად წმინდა ადამიანი, ასეთია საქართველოს პატრიარქი ილია-II. მე მისნაირი სიკეთე და სიყვარული არც მინახავს, არც გამიგია. რაც გინდა დააშავოს ადამიანმა, ყველას მიმტევებელია. ცოცხალი მაგალითია თანადგომის, თანალმობის. ერთხელ მონასტერშიც კი წამიყვანა— ეს მეორე შვილის გარდაცვალების შემდეგ იყო, სადაც თვე-ნახევარი დავყავი, როცა მიწა გამომეცალა ფეხქვეშ... კონსულტაციაზე გერმანიაში წავიყვანე, რადგან აქ, ჩვენთან ვერ დასვეს დიაგნოზი, გული კი მეუბნებოდა, რომ ეს ჩვეულებრივი ფილტვების ანთება არ იყო. გერმანიაში წავიყვანე-მეთქი შვილი. კონსულტაციის შემდეგ გერმანელი კოლეგებისგან რომ გამოვედი, პირველი ზარი (როგორ გათვალა, მიკვირს) უწმინდესის იყო: — გულიკო, როგორ ხარ? — უწმინდესო, დავიღუპემეთქი, და გაჩერდიო, მითხრა, — ყველაფერი კარგად იქნებაო. — არ იქნება კარგად, ვუპასუხე, სასწაულები არ ხდება. — ხდება სასწაულები! წამოიყვანე და წამოდით. ყველაზე დიდი თანადგომა, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი საქმე აბარია, ქრისტეს მოძღვრების დაცვის, ქართველი ერის სულიერების, რწმენის განმტკიცების ისტორიულად მნიშვნელოვანი საქმე, ერთი დღეც არ მიგრძვნია, ჩემზე რომ არ ფიქრობდა. სწორედ მაშინ აპირებდა გერმანიაში ჩასვლას უწმინდესი. გვიან ღამეს დამირეკეს და მეუბნებიან, რომ ჩემთან უნდა დალაპარაკება. მიაწოდეს ყურმილი და მეუბნება: — გულიკო, შენ წამოხვალ ჩემთან ერთად. ღამის რეისით მიფრინავდა, სამ თუ ოთხ საათზე. — ვერ წამოვალ, არ შემიძლია- მეთქი. არც ბილეთი მქონდა, არც პასპორტი, არც ვიზა. — წამოხვალ! — მითხრა კატეგორიულად და შალვა პეტრიაშვილი ბილეთით მართლაც გავყევი უწმინდესს. როგორ მოახერხა ამის ორგანიზება, არ მიკითხავს არც მაშინ, არც მას შემდეგ. არასოდეს. მაინც დიდხანს ვერ გავჩერდი. ვუთხარი, რომ უნდა დავბრუნებულიყავი თბილისში. რატომო, მკითხა. ვუთხარი, რომ მენატრება. რა გენატრებაო? ჩემი შვილების საფლავები. დამთანხმდა. — ამის მოსმენაც კი მიჭირს, ქალბატონო გულიკო, — ძლივს ამომხდა მეტყველების უნარდაკარგულს. — ამიტომაა, რომ მეც ვცდილობ, არც არავის ველაპარაკო ამის თაობაზე. ჩემი ოჯახის წევრებმაც არ იციან, რასაც მე განვიცდი. სამსახურში ხომ ჩემი ცრემლი არავის უნახავს პაციენტთან, მის პატრონთან ურთიერთობისას. ამიტომ ყველა მეუბნება: გულიკო, რა კარგად ხარ! ესეც უწმინდესმა მირჩია: როცა გეკითხებიან, როგორ ხარ, უპასუხე, რომ კარგად ხარ... მეც ასე ვიქცევი. მკურნალის ჯვარია ეს: აბა, წარმოიდგინეთ, პაციენტის წინაშე საკუთარ გაჭირვებასა და უბედურებაზე მოწუწუნე ექიმი... ეს ხომ ყველა პერსპექტივისთვის საფუძვლის გამოცლას ნიშნავს... — მე საკუთარ თავთან მარტოდ ვრჩები მხოლოდ გვიან ღამით. რას განვიცდი მაშინ, ეს არავის საქმე არ არის: ჩემი ტრაგედიით სხვას ვერ და არ დავთრგუნავ... საფიქრალი და საზრუნავი ისედაც ყველას აქვს, ჩემითაც რომ არ დავუმძიმო... (რესპონდენტის გულახდილობით სპეკულაცია ცოდვაა არცთუ მცირე და მიუტევებელი, ამიტომ ამ თემის ექსპლუატაციისგან თავს შევიკავებ და სამედიცინო დარგის პრობლემებზე გადასვლას ვიჩქარი). — ქალბატონო გულიკო, ობივატელის ლოგიკა წლების განმავლობაში ტრაფარეტულ ფორმულად ჩამოყალიბდა: ჯანდაცვის სფეროში პრობლემის წარმატებით გადაწყვეტად ითვლება ამა თუ იმ დაავადების აღმოფხვრა — შავი ჭირი, ყვავილი, მალარია. კარდიოლოგიის დარგში მედიცინის მიღწევების პარალელურად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები კი არ მცირდება, არამედ მატულობს, „ახალგაზრდავდება“. იქნებ აუხსნათ ჩვენს მკითხველებს, რა ხდება? — ამას ობიექტური მიზეზები განაპირობებს, მთელ მსოფლიოში. ახალი რისკ-ფაქტორები დრომ მოიტანა. ავიღოთ, თუნდაც, ისეთი ელემენტარული რეალობა, როცა ადამიანი ვეღარ იკვებება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით, გამოფიტულ მიწას შხამ-ქიმიკატებით ვანოყიერებთ, არაორგანული სასუქით. შეიცვალა ცხოვრების ტემპი და, საერთოდ, ყველა დროს თავისი სპეციფიკური მახასიათებელი მოაქვს, რაც ყოველთვის როდია კაცობრიობისთვის სასარგებლო. სტრესული სიტუაციები ძალიან ბევრია. ამასთანავე, მედიცინამ, საერთოდ, მსოფლიოში და საქართველოში, კერძოდ, დიდი ნაბიჯი გადადგა განვითარებისკენ. ამას დაბეჯითებით ვაცხადებ, რადგან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ვეწეოდი სამედიცინო საქმიანობას, აქტიურად, როგორც ექიმი. ინფარქტის გამო სიკვდილიანობა, ძალიან დიდი ხანია, არ აღრიცხულა. მოიმატა სიცოცხლის ხანგრძლივობამ. ყოველდღე ჩვენთან შემოსული პაციენტები, ძირითადად, არიან ასაკოვანი ადამიანები. მათ შორის, ძალიან ბევრი ოთხმოც წელს არის გადაცილებული. ბავშვები იღუპებოდნენ წითელათი, ქუნთრუშათი. ეს წარსულს ჩაბარდა, რადგან დაინერგა ვაქცინაცია, პროფილაქტიკის ეფექტიანი მეთოდი. მოკლედ, მედიცინამ ძალიან წინ წაიწია და კარდიოლოგიამ მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა პროგრესისკენ, გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა დარგმა. გაცილებით დიდი. ყველას გვარები მახსოვს, ვინც იმ დროს ხელმძღვანელობდა ინფარქტის განყოფილებებს, უმჭიდროესი კონტაქტები გვქონდა უცხოელ კოლეგებთან. მე ვიყავი საქართველოში ინფარქტის განყოფილების პირველი უფროსი. ორ წელიწადში ერთხელ ვატარებდით საერთაშორისო კონფერენციებს. ვიწვევდით კოლეგებს საბჭოთა კავშირიდან ყველას, მაგრამ მათთან ერთად ამერიკიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან და ა.შ., პრაქტიკულად, ყველა განვითარებული ქვეყნიდან. საქართველოში ჩვენ პირველებმა გავხსენით ინფარქტის განყოფილება მხოლოდ 12 წლის შემდეგ გაიხსნა ასეთი განყოფილება კარდიოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც წესითა და რიგით, ამ საქმის მეთავე უნდა ყოფილიყო. ჩვენ შემდეგ ძალიან მალე სომხეთშიც გახსნეს: ამ საქმეს ხორცი შეასხა ამერიკაში დაბადებულმა და განათლებამიღებულმა სომეხმა, ძალიან კარგ დონეზეც დააყენა კარდიოლოგია, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. და მათი კარდიოლოგია უცებ ჩავარდა. ბრწყინვალე მეცნიერი იყო. მის შემდეგ მოსულმა კარდიოქირურგმაც დიდი საქმე გააკეთა, მაგრამ ისიც გარდაიცვალა... ყველა სამედიცინო დაწესებულებას, არა მხოლოდ კლინიკებს, ჯანდაცვის სამინისტროსაც ვგულისხმობ, უნდა ხელმძღვანელობდნენ ექიმიპროფესიონალები. ახლა იტყვიან, გულიკო კომუნისტების დროს მისტირისო. არავის მივტირი, ფაქტს ვიხსენებ. 40-მდე მინისტრი შეიცვალა ჩემ დროს, ისინი კორიფეები იყვნენ, შესანიშნავად იცოდნენ, რა სჭირდება ექიმს, რა სჭირდება პაციენტს. მინისტრისა და ექიმის ურთიერთობისას მათ ერთმანეთის ესმოდათ. ასეთი ტრადიციაც იყო: ახალდანიშნული მინისტრი ცოტა ხანში იწვევდა ყველა დარგის წამყვან ექიმებს. პრობლემა არ იყო მინისტრთან შესვლა, მასთან თავისუფლად დალაპარაკება. — მოადგილეები ხომ ჰყავთ, ამა თუ იმ დარგის სპეციალისტები! — ძალიან ხშირად ისინიც არ არიან ექიმები, მენეჯერები არიან. და მათაც არ იციან, რა არის მთავარი, ოპერატიულად გადასაწყვეტი საკითხები, რა სიახლე უნდა დანერგონ დიდი სახსრების დახარჯვის გარეშე. — გამოსავალს ხედავთ? — ჯერ ერთი, ყველგან უნდა იყვნენ პროფესიონალები, მათ უნდა გაუფრთხილდნენ. მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს უნდა შეუქმნან დაოსტატების, პროფესიული ზრდის პირობები. ექიმის ინტერესებითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ და არა მხოლოდ პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე. ექიმს მუშაობის კომფორტულ პირობებს თუ შეუქმნი, იგი დღე და ღამე საქმეზე იქნება გადაგებული. სულ ახლახან ძალიან მძიმე პაციენტს ორი ოპერაცია ერთდროულად გაუკეთდა — შუნტირება ძალიან რთული მანკით და აორტის ანევრიზმა. მთელი ბრიგადა ორი თუ სამი დღე და ღამე კლინიკიდან არ გასულა. ის ავადმყოფი კარგად გაეწერა. ექიმი თავდადებული იქნება, თუ ხელს შეუწყობენ. სხვანაირად არაფერი გამოვა. — მაგალითად მოხმობილ ექიმების ბრიგადას ვინ ხელმძღვანელობდა? — ახალგაზრდა ქირურგი ლაშა ბასილაშვილი. — წოდებები არ აქვს? — არავითარი, მაგრამ ძალიან კარგი ქირურგია. ქირურგიული ოპერაციები ჩვენთან ჯერჯერობით ყოველ დღე ტარდება, მაგრამ, თუ ის „რეფორმა“ დაინერგა, რომელსაც სამინისტრო გვთავაზობს, ოპერაციები ჩვენთან მნიშვნელოვნად შემცირდება, პატარა კლინიკებში კი საერთოდ გაქრება. P.S. აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი კერძო კლინიკაა. რომ ვკითხე, თქვენ რა წილი გაქვთ ამ კერძო საკუთრებაში-მეთქი, მიპასუხა: — არავითარი! ხელფასზე ვმუშაობ. იმაზე დიდი წილი, ჩემი სახელობის კლინიკა რომ არის, ვერც წარმომიდგენია!
---
11.12.2019
მედიასაშუალება: საქართველო და მსოფლიო
სამედიცინო მომსახურების გაძვირება მოსახლეობას უმძიმეს ტვირთად დააწვება
სახელმწიფო მოხელეებთან როცა გვიწევს საუბარი, ისინი ყოველთვის გვეუბნებიან: რატომ არაფერს წერთ ჯანდაცვის რეფორმაზე, ჩვენ ხომ გავაკეთეთ ის, რაც, რეგიონში კი არა, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი უპრეცედენტოაო?! რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმომადგენლები საყოველთაო ჯანდაცვას გულისხმობენ, რომლის გამოც, მათი თქმით, ასიათასობით ადამიანი გადაურჩა სიკვდილს და კრედიტის აღებას ოპერაციის გაკეთების გამო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, მაგრამ… თვითონ გვთხოვეს, აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვასა და საზოგადოდ, ჯანდაცვაზე გააკეთეთო და აგერ, ბატონო, არ დაგზარდით. დავიწყოთ იმით, რომ მიმდინარე წელს სწორედ ჯანდაცვის სახელით გააძვირეს აქციზი სიგარეტზე და, ვინც არ იცის, იმის გასაგონად ვიტყვით _ სიგარეტის კოლოფი 7 ლარი თუ ღირს, 4 ლარი აქციზის გადასახადია, 3 ლარი კი თამბაქოს ღირებულება, ანუ ნახევარზე მეტი ბიუჯეტში მიდის, რომლიდანაც ხელისუფლების წარმომადგენლები კოლოსალურ ხელფასებს იღებენ. სხვათა შორის, მომავალი წლის 1 იანვრიდან საქართველოში მოწევა სტადიონებზეც აიკრძალება. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ხელისუფალნი სტადიონზე ნამყოფები არ არიან, თორემ, როგორ გინდა, სიგარეტის გარეშე საქართველოს ნაკრების თამაშს უყურო? მომავალი წლიდან საყოველთაო ჯანდაცვა საყოველთაო აღარ იქნება, სიიდან არაერთ ადამიანს ამოიღებენ და საბოლოოდ მივალთ იქამდე, რომ საყოველთაო ჯანდაცვა სოციალურად დაუცველებს შეეხება, ზუსტად ისე, როგორც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში იყო. საზოგადოდ, ამჟამინდელი ხელისუფლება ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ მიდის იქით, რომ ყველაფერში წინამორბედს დაემსგავსოს და როგორ ვთქვათ, ეს კარგი და მისასალმებელიაო?! მთავარი რეფორმა, რომელიც ჯანდაცვას მომავალი წლიდან შეეხება, კლინიკების ერთიანი ფასებია. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, კლინიკაში, რომელსაც უდგას ძვირად ღირებული აპარატურა, ექოსკოპია ღირს 50 ლარი. სხვა კლინიკაში, რომელსაც შედარებით მოძველებული აპარატი აქვს, ექოსკოპია ღირს 30 ლარი. ჰოდა, ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს, ყველა კლინიკას სამედიცინო მომსახურების ერთი ფასი ჰქონდეს, რადგან სახელმწიფომ ზუსტად იცოდეს, რას და როგორ იხდისო. ერთი შეხედვით, ეს ცუდი არ არის, გეცოდინება, რომ ფასი ერთია და კარგ კლინიკაში წახვალ, მაგრამ ძაღლის თავიც მანდ არის დამარხული. როგორ გგონიათ, კლინიკები სწორებას 30 ლარზე (პირობითად) გააკეთებენ თუ 50-ზე? რა თქმა უნდა, გააძვირებენ და გარდა იმისა, რომ იაფფასიანი აპარატურის მქონე კლინიკებს კლიენტი, უბრალოდ, აღარ ეყოლება და ისინი დაიხურება, სამედიცინო მომსახურების გაძვირება მოსახლეობას უმძიმეს ტვირთად დააწვება. სახელმწიფო ისევ ხელებს გაშლის: ჩვენ პატიოსნად ვიხდით თანადაფინანსების თანხასო. ის მეორე ნაწილი კი, რომელიც მოსახლეობის გადასახდელია, უმძიმესი ხარკი იქნება. სწორედ ხარკი, რადგან ქვედა ფენას მონური ხელფასი აქვს და ხარკს კიდევ მონები იხდიან. სამედიცინო მომსახურების გაძვირება მოსახლეობას უმძიმეს ტვირთად დააწვება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ყველაზე ცუდი პუნქტი არის ის, რომ სახელმწიფო ქრონიკულ დაავადებებს არ აფინანსებს. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, თუ ალერგია გაქვთ ყვავილის მტვერზე და ეს არის ქრონიკული, სახელმწიფო დაფინანსებით არ გეხმარებათ და მთელი ცხოვრება მარტომ უნდა იხადოთ მკურნალობისა თუ წამლის ფული. ვიღაცამ, შესაძლოა, იკითხოს: სახელმწიფოს რატომ ავალდებულებო? კი არ ვავალდებულებთ, ბატონებო, ეს მათი დაპირება იყო, ამით ამაყობენ და კეთლი ინებონ, დაპირება შეასრულონ. ესეც არ იყოს, დღემდე გაუგებარია, საყოველთაო ჯანდაცვის ფორმატში რატომ ვერ ხვდება ასეულობით ბავშვი, რომლებსაც მკურნალობა გადასარჩენად ესაჭიროებათ. ვერც იმას აგვიხსნის ვინმე, რატომ არის 70 წლის კაცისთვის ვარიკოზული ვენების გადაუდებელი ოპერაცია კოსმეტიკური ჩარევა და რატომ არ აფინანსებს სახელმწიფო? ჰო, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, თუ ვენებზე ოპერაცია გჭირდებათ, გეუბნებიან, რომ ეს კოსმეტიკური ხასიათისაა და სახელმწიფოს არ აქვს უფლება, დააფინანსოს. ანუ, სახელმწიფოს აზრით, 70 წლის კაცი ფეხების ფორმაზე ზრუნავს და არა ჯანმრთელობაზე. როცა ჯანდაცვაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით წამლის ფასს. ისე, ძალიან საინტერესოდ თქვა რამდენიმე თვის წინათ პარლამენტარმა და “პსპ”-ს მფლობელმა კახა ოქრიაშვილმა, საქართველოში წამალი კი არ არის ძვირი, ხელფასებია დაბალიო. რა თქმა უნდა, როცა პარლამენტარი ხარ და სუფთა ხელფასი თვის ბოლოს 4 ათას ლარს უკაკუნებს, სხვისი ხელფასი დაბალი მოგეჩვენება და არც წამლის ფასი იქნება მაღალი. სახელმწიფოს ამ მიმართლებით სრული ანარქია აქვს. ანარქიაა ის, რომ, მაგალითად, სოდის აბები, რომელიც ევროპაში 1,5 ევრო ღირს, საქართველოში 120 ლარად იყიდება. რაც მთავარია, ევროპაში თუ იყიდი, საქართველოში ორ კოლოფზე მეტს ვერ შემოიტან, კანონი არ განებებს და ეს კანონიც სწორედ სააფთიაქო ქსელებზე მორგებული გვგონია. არ არის საჭირო პროფესორობა და ანტიმონოპოლიურ სამსახურზე ტირილი, ხომ არსებობს კონკურენციის სააგენტო, რომელსაც ცხონებული ნოდარ ხადური ხელმძღვანელობდა? ახლა ვინ არის მისი ხელმძღვანელი, ეგებ ის მაინც გვითხრან და დაავალონ, რომ სააფთიაქო ბაზარზე არსებული მდგომარეობა შეისწავლოს, მაგრამ ასე არ მოხდება და იცით, რატომ? იმიტომ, რომ წამლების ბიზნესიდან კონკრეტულ ადამიანებს ყოველთვიურად მილიონობით შემოსავალი მისდით და მოსახლეობის გამო ისინი ამ შემოსავალზე უარს არ იტყვიან. ახლა იმას დაგისაბუთებთ, რატომ არის სააფთიაქო ქსელი შეკრული და რატომ არიან ისინი ერთმანეთთან მოლაპარაკებულები. სოდის აბები ავიღოთ. ნებისმიერმა ქსელმა აღნიშნული წამალი 50-ჯერ (?!) რომ გააიაფოს, მაინც სოლიდური მოგება დარჩება და, ახლა თუ ყიდის დღეში ათ კოლოფს, გაყიდის ათჯერ მეტს და იმაზე მეტს მიიღებს, ვიდრე ასჯერ გაძვირებული წამლით, მაგრამ არც ერთი ქსელი არ აიაფებს. რომ ვთქვათ, ამდენს ვერ ხვდებიანო, ძალიან გულუბრყვილოები უნდა ვიყოთ. ისინი ძალიან კარგად ხვდებიან ყველაფერს და, პირველ რიგში, იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საჭმელს არ შეჭამს, გადასახადს არ გადაიხდის, ყველაფერს მოიკლებს, მაგრამ წამალს აუცილებლად იყიდის. ეს იციან კარგად სააფთიაქო ქსელის შეფებმა და სახელმწიფოს მიერ “გამწვანებული” ადამიანების ყვლეფას წლიდან წლამდე წარმატებით ახორციელებენ. რაც მთავარია, სახელმწიფო მათ ამ ყველაფერში ეხმარება და ერთხელაც არავის დასცდენია ის, რომ ეგებ წამლები გაიაფდეს და მიუახლოვდეს იმ ფასებს, რომლებიც რეგიონში გვაქვს. რატომ უნდა ღირდეს ჩვენზე მძლავრი ეკონომიკის მქონე თურქეთში წამალი ათჯერ და ოცჯერ უფრო იაფი? რატომ უნდა უღირდეს საქართველოს მოქალაქეს თურქეთში წასვლა და წამლის იქ ყიდვა, თუ დიდი ოდენობით სჭირდება? იმიტომ, რომ ასეთები ერთეულებია, მასა კი იძლებულია, აქ შეიძინოს, აქ დაიხარჯოს. პენსიონერი ვერ წავა თურქეთში წამლის საყიდლად და, როცა პენსია 200 ლარია და წამალში თვეში 100 ლარი მიდის, ისიც ხომ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ეს 100 ლარი საჭმელსა და გადასახადებზე, უბრალოდ, არავის ეყოფა?! ზაფხულისთვის პენსიის მომატება რომ იგეგმება, ეგეც ვიცით, მაგრამ 20 ლარით გაზრდილ პენსიას ვერავინ იგრძნობს. ახლავე შეგვიძლია გადაჭრით იმის თქმა, რომ ამ ნამატს ავტომატურად მოჰყვება პროდუქტისა და წამლების ფასის ზრდა, მოსახლეობამ შვება რომ არ იგრძნოს. თითქოს ყველაფერი შემთხვევით ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ შემთხვევითობა ერთხელ ხდება, მრავალჯერ მომხდარი კი უკვე კანონზომიერებაა. ჰოდა, ამ კანონზომიერებაშია ჩასმული ის, რომ რამდენჯერაც პენსია იმატებს, იმდენჯერ ზუსტად იმ პროცენტულობით იმატებს წამლის ფასი და პენსიონერი შვებას ვერ გრძნობს. ჰოდა, სანამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაგვაყვედრით, ბატონებო, სანამ იმაზე დაიწყებთ საუბარს, რომ თურმე რეგიონში კი არა, ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში უპრეცედენტო პროგრამა განახორციელეთ, გადახედეთ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს, დააკვირდით იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 22 მილიონი ლარი მოაკლდა, დააკვირდით იმას, რომ ფასების გათანაბრებით მოსახლეობას გადასახადი ეზრდება და მერე გველაპარაკეთ. მანამდე კი, სანამ უპრეცედენტო პროექტებზე დაიწყებთ საუბარს, ორიოდე კვირის წინ რუსეთში გადაღებულ ვიდეოსაც მოუსმინეთ, სადაც ქვეყნის პრემიერს, დიმიტრი მედვედევს, ერთ-ერთი კორპუსის წინ მოხუცმა ქალმა სთხოვა: ორი კვირაა, ცხელი წყალი აღარ მოდის ჩვენთან და იქნებ დაავალოთ შესაბამის სტრუქტურებს, პრობლემა მოაგვარონო. გესმით, ბატონებო, ცხელი წყალი აღარ მოდის ორი კვირააო. მოგვდიოდა ჩვენც თავის დროზე და… არ იყო ეს უპრეცედენტო!
---
11.12.2019
მედიასაშუალება: ვერსია
ბეჟუაშვილის "ქოცური" რეინკარნაცია _ "ჯი პი აი ჰოლდინგის" საავადმყოფოები სააკაშვილის კლანის ბიზნესმენმა იყიდა
ამიერიდან, სადაზღვევო კომპანია `ჯი პი აი ჰოლდინგი~, მხოლოდ სადაზღვევო ბიზნესსაქმიანობას განაგრძობს, რადგან კომპანიის ჰოსპიტალური აქტივები ყოფილმა დეპუტატმა, მიხეილ სააკაშვილის კლანის ბიზნესმენად მიჩნეულმა, დავით ბეჟუაშვილმა შეიძინა. კერძოდ, `ჯი პი აი ჰოლდინგის~ შვილობილი კომპანიის _ `ჯეო ჰოსპიტალსის~ კლინიკების ქსელი, ბეჟუაშვილის კუთვნილი შპს `ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფის~ ხელში გადავიდა. „ჯი პი აი ჰოლდინგსა“ და „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფს“ შორის გარიგება, 2019 წლის 22 ნოემბერს შედგა. ტრანზაქციის დეტალების გასარკვევად, `ვერსია~ სადაზღვევო კომპანია `ჯი პი აი ჰოლდინგის~ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, თინა სტამბოლიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, კომპანიამ ამგვარი ნაბიჯი `ვენის სადაზღვევო ჯგუფთან~ (`ჯი პი აი ჰოლდინგი~ ამ ჯგუფის წევრია) შეთანხმების შედეგად გადადგა და ეს იმიტომ, რომ ავსტრიელი და სხვა ევროპელი აქციონერები, წლების განმავლობაში მოუწოდებდნენ ქართულ მენეჯმენტს, რომ ბიზნესი მხოლოდ სადაზღვევო საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული მიმართულებებით გაეგრძელებინა. „ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩვენს ძირითად ბიზნესზე _ სადაზღვევო საქმიანობაზე ვკონცენტრირდეთ და მხოლოდ ის მიმართულებები განვავითაროთ, რაც უშუალოდ, ამ ბიზნესს უკავშირდება. მოხარულები ვართ, რომ ეს გარიგება შედგა, რადგან ახალი მფლობელის შერჩევის პროცესი დიდხანს გაგრძელდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალი ინვესტორი ძლიერი პარტნიორი ყოფილიყო. საქართველოში სადაზღვევო სექტორის განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად, `ვენის სადაზღვევო ჯგუფს~, ამ ბიზნესის სხვა სფეროებისგან გამოყოფა და მთავარ საქმიანობაზე ორიენტირება მიაჩნია. ქართული სადაზღვევო ბაზრის ზრდის დიდ პოტენციალს კი ინვესტორები, მოახლოებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და რეფორმის გაგრძელებაში ხედავენ~, _ აღნიშნულია პრესრელიზში, რომელიც კომპანიამ გაავრცელა. „ჯეო ჰოსპიტალსი“ 2011 წელს დაფუძნდა, რომელიც საქართველოს ხუთ რეგიონში, 17 კლინიკას აერთიანებს. ეს კლინიკები 2010-2011 წლებში აშენდა და განთავსებულია, როგორც ქვემო ქართლში, ასევე, იმერეთში, მცხეთა- მთიანეთში, სამცხე- ჯავახეთსა და კახეთში. კომპანიაში აცხადებენ, რომ წლების მანძილზე, მათი მთავარი ღირებულება მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა იყო რეგიონების მოსახლეობისთვის. `ვერსის~ კითხვაზე, უკავშირდება თუ არა `ჯი პი აი ჰოლდინგის~ გადაწყვეტილება ჰოსპიტალური აქტივების გასხვისების შესახებ, საქართველოს პრემიერ- მინისტრის #520 დადგენილებას, რასაც 25 კლინიკის წარმომადგენლები აპროტესტებენ, თინა სტამბოლიშვილმა გვიპასუხა: `ჰოსპიტალური აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარკებები, დიდი ხანია, მიმდინარეობს. ამიტომ, ასე პირდაპირ, პრემიერ- მინისტრის დადგენილებას არ უკავშირდება, რადგან `ჯეო ჰოსპიტალსის~ გაყიდვის გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღეთ, თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ გარემო არაპროგნოზირებადია~. მისივე თქმით, `ვენის სადაზღვევო ჯგუფის~ მთავარი ინტერესია, რომ `ჯი პი აი ჰოლდინგის~ ბიზნესსაქმიანობა საქართველოში, მხოლოდ მთავარი მიმართულების _ დაზღვევისა და სადაზღვევო პროდუქტების განვითარებით შემოიფარგლოს. „ჯი პი აი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც 2018 წლის მონაცემებით, ბაზრის ყველაზე დიდი წილს _ 19%-ს ფლობს და ლიდერია, როგორც კორპორაციული, ასევე საცალო მიმართულებით. `ჯი პი აი ჰოლდინგის~ 6 ფილიალსა და 40 რეგიონალურ წარმომადგენლობაში, 830 ადამიანია დასაქმებული და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 250 000 დაზღვეულ მოქალაქეს ემსახურება. თავის მხრივ, „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“, ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ლიდერი კომპანიაა. ჯგუფი ევროპის 25 ქვეყნის 50 კომპანიაში საქმიანობს. 2018 წლის მონაცემებით, ავსტრიულმა ჯგუფმა 9.7 მილიარდი ევროს პრემია მოიზიდა, ხოლო წმინდა მოგება _ 485 მილიონი ევრო იყო. კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი, რაც `ჯეო ჰოსპიტალსს~ უკავშირდება, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის _ `საქსტატის~ მონაცემებია. კერძოდ, 2016 წელს, შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“, ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანიების ოცეულში დასახელდა. აქვე, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ამ ქსელის რამდენიმე ჰოსპიტალი კლინიკების იმ სიაში მოხვდა, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობების დარღვევის გამო, სამინისტრომ 2016, 2017, 2018 წლებში დააჯარიმა. სხვათა შორის, ჯამში 91-მა კლინიკამ და მათ შორის, `ჯეო ჰოსპიტალსის~ რამდენიმე კლინიკამაც, სახელმწიფო ბიუჯეტში 13 მილიონი ლარი უნდა დააბრუნოს! რაც შეეხება `ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფს~, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ეს შპს 2019 წლის 1 მარტს, დავით ბეჟუაშვილმა დააფუძნა და 100%-იან წილსაც, თავადვე ფლობს. ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, მილიარდერი ბეჟუაშვილის კომპანია `საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი~ დაინტერესებულია, როგორც ენერგეტიკით, ასევე ბუნებრივი რესურსების მოპოვება- დამუშავებით, საშენ მასალათა წარმოებით, ლოგისტიკური მომსახურებით, დეველოპმენტით, მედიაბიზნესით, საავტომობილო და ნავთობის ბიზნესითაც კი, ვინაიდან ამ ჯგუფში შედის, როგორც „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, ასევე „საქნახშირი“, „მტკვარი ენერჯი“ და „ნეოგაზი“. გარდა ამისა, `ვერსიის~ ინფორმაციით, ბეჟუაშვილის ინტერესი იკვეთება იმ კომპანიაშიც, რომელიც თბილისის მოსახლეობას გაზით ამარაგებს. კერძოდ, ყოფილი `ყაზტრანსგაზთბილისის~ ახალი მფლობელი `თბილისი ენერჯი~, ირიბად, დავით ბეჟუაშვილის სახელს უკავშირდება. მოკლედ, აგვისტოში, `ყაზტრანსგაზთბილისის~ 100%-იანი წილი ოფშორში, კერძოდ, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულმა შპს `ვოლთბეიმ~ შეიძინა, ხოლო `თბილისი ენერჯის~ გენერალური დირექტორად მამუკა კობახიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ხელმძღვანელობდა. საჯარო რეესტრის ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, `ვერსიამ~ გაარკვია, რომ შპს `ვოლთბეი~ ბიზნესმენებს ხვიჩა მაქაცარიასა და დავითYბეჟუაშვილს ეკუთვნის. 2018 წლის 9 აგვისტოს, საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა შპს `ვოლტბეი~, რომლის დირექტორი საბერძნეთის მოქალაქე, მიხეილ მავრომატისია. ის ამავე კომპანიაში 50%-იან წილს ფლობს, ხოლო მეორე 50% _ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის. საჯარო რეესტრის 2018 წლის 25 დეკემბრის მონაცემებით კი, შპს `ვოლტბეის~ უკვე ორი გენერალური დირექტორი ჰყავს _ დავით ბეჟუაშვილი და ხვიჩა მაქაცარია. კომპანიის 50%-იანი წილი კი ისევ მიხეილ მავრომატისს, ხოლო მეორე 50% _ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის. 2008 და 2012 წლებში, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ სიით, დავით ბეჟუაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი იყო. მანამდე, 1999 წელს _ მეხუთე მოწვევისა და 2004 წელს _ მეექვსე მოწვევის პარლამენტში, ბეჟუაშვილი `საქართველოს მოქალაქეთა კავშირის~ საარჩევნო სიით მოხვდა. * * * `ვერსიაში~ უკვე ვწერდით, რომ 25 კლინიკის წარმომადგენლებმა, საქართველოს პრემიერ- მინისტრის #520 დადგენილების შეჩერება მოითხოვეს, რომლითაც ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, სხვადასხვა ოპერაციების ტარიფები განისაზღვრა. საპარლამენტო ფრაქცია `დამოუკიდებელი დეპუტატების~ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ დეტალურად ახსნა ის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგი, რაც ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში მიღებულ ამ დადგენილებას მოჰყვება. ეს სტატია `ვერსიაში~ უკვე გამოქვეყნდა და ცხადია, მის განხილვას აღარ შევუდგები, თუმცა მას შემდეგ, რაც ბეჟუაშვილმა `ჯი პი აი ჰოლდინგის~ ჰოსპიტალური აქტივები შეიძინა, ლევან კობერიძის ინტერვიუდან ერთი პასაჟი გამახსენდა: დეპუტატმა `ვერსიას~ განუცხადა, რომ პრემიერ- მინისტრის #520 დადგენილება, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მსხვილი და ქსელური კლინიკების განვითარებას. 22 ნოემბერს კი ვიგებთ, რომ `ჯეო ჰოსპიტალსის~ აქციები, შპს `ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა~ შეიძინა. რა თქმა უნდა, 520-ე დადგენილებასა და `ჯი პი აი ჰოლდინგის~ გადაწყვეტილებას შორის პირდაპირი კორელაცია არ არსებობს, რადგან კლინიკების ქსელის გაყიდვა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რაც `ვერსიასთან~ საუბრისას, სადაზღვევო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა კიდეც. მოკლედ, შევთანხმდეთ, რომ 520-ე დადგენილებასა და სამედიცინო სფეროში ამ უმსხვილეს ტრანზაქციას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს, მაგრამ თუ ლევან კობერიძის ვარაუდს განვავრცობთ, გამოდის, სწორედ 520-ე დადგენილების გათვალისწინებით, შპს `ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფი~ ბაზრის სხვა მოთამაშეებს (საშუალო და მცირე კლინიკებს) აშკარად შთანთქავს. `ვერსია~ კიდევ ერთხელ დაუკავშირდა ლევან კობერიძეს და ამ ერთადერთი კითხვით მიმართა: `არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ ასე პირდაპირ, ეს ფაქტი, პრემიერ- მინისტრის 520-ე დადგენილებას დავუკავშირო. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ თუ ის 25 კლინიკა, რომელიც ამ დადგენილებას აპროტესტებს, ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამას გამოეთიშება, სავარაუდოდ, არსებობს არაფორმალური მოლაპარაკება სხვა კლინიკებთან. `სხვა კლინიკებში~ კი მსხვილ კლინიკებს ვგულისხმობ, იქნება ეს ქსელური, თუ არაქსელური, რათა მთავრობის მიერ დადგენილ ამ ფასებში, გარკვეული პირობებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მოემსახურონ. მაშინ, როდესაც ხარისხიანი კლინიკების უმრავლესობა ასე აპროტესტებს პრემიერ- მინისტრის დადგენილებას, ხოლო მთავრობა და ჯანდაცვის მინისტრი ჯიუტად იცავენ საკუთარ პოზიციას, საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ შესაძლოა, დიდ კლინიკებთან არაფორმალური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა კიდეც~.
---
11.12.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
სახელმწიფო წამლების ფასის "დაჭერას" აპირებს "ეს ადრეც უნდა გაკეთებულიყო" - დაწესდება თუ არა ზღვრული ფასი?
მედიკამენტების ფასის ზრდის შესაჩერებლად ხელისუფლება ახალი გზების ძებნას იწყებს. შესაძლოა, წამლების ფასი ახალი კანონით დარეგულირდეს. ჯერჯერობით უცნობია რა გზებით აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო ტოტალურ სიძვირესთან ბრძოლას, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ზღვრული ფასის დაწესებით მოხდება. სწრაფად გაძვირებული ჯანდაცვა დიდი ხანია მოქალაქეებისთვის პრობლემაა, რომლის დასარეგულირებლადაც ხელისუფლებამ არერთგზას გზას მიმართა, თუმცა შედეგი არ ჩანს, გაძვირების პროცესის შეჩერება ვერაფრით ვერ ხერხდება. ამ ეტაპზე მედიკამენტებზე ფასის რეგულირებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს საკითხი აუცილებად განიხილება. ამისთვის კი, ერთწლიან ვადას ითხოვენ, რათა საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავდეს. „ვფიქრობ, ინიციატივაზე მომავალ წელს დავიწყებთ მუშაობას. ამ პროცესს, სავარაუდოდ, დასჭირდება 6-9 თვე და ალბათ 1 წლის თავზე გვექნება იმის საშუალება, რომ ვისაუბროთ იმ საკანონმდებლო ნორმაზე, რომელიც დაარეგულირებს ბაზარს და ხარისხიან მედიკამენტს მეტად ხელმისაწვდომს გახდის მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. წამლის ფასი, ძირითადად, იზრდება მაშინ, როდესაც ეროვნული ვალუტა უფასურდება, თუმცა თითქმის არასდროს იაფდება, როცა ლარი მყარდება. მაგალითად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა სულ რაღაც 11.2%-ით გაუფასურდა, ამ დროს კი წამლების ნაწილი თითქმის 50%-ით გაძვირდა. ახალი კანონმდებლობის შემუშავების და შემგდომ დამტკიცების შემთხვევაში, ფარმაცევული კომპანიები მედიკამენტებს მხოლოდ იმ ფასში გაყიდიან, რასაც სახელმწიფო დაუწესებს. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხარჯების შემცირებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად მედიკამენტების დანიშვნის კონტროლს მიიჩნევს. "საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, მოხდეს ფასთა რეგულაცია მედიკამენტების ნაწილზე, თუმცა ეს არის შესასწავლი. შეიძლება მოხდეს ფასის რეგულირება წამლების ნაწილზე - მაგალითად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მაგრამ ეს ძალიან დელიკატური საკითხია, საფრთხილო თემაა, რათა არ გამოიწვიოს ის მიზეზები და პრობლემები, რაც ბევრ ქვეყანაში გვქონდა. მაგალითად, ფასთა რეგულაციის მოუმზადებელმა შემოღებამ გამოიწვია მთელი რიგი მედიკამენტების გაქრობა ბაზრიდან, მწარმოებლები და იმპორტიორები გავიდნენ, რამაც მოსახლეობის ჯანმრთელობა დააზიანა. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი შესწავლას და მომზადებას მოითხოვს“, - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი. საქართველოში, ფარმაცევტულ სფეროში რაიმე სახის რეგულაციები არ არსებობს. სწორედ ამიტომაა, რომ მედიკამენტების ღირებულება ასე ინტენსიურად იზრდება, რასაც ხელისუფლების დღემდე გადადგული არაერთი ნაბიჯი ვერ უზრუნველყოფს. "გახსოვდეს ჰიპოკრატეს” ხელმძღვანელი მარინა ბერაძე აღნიშნულ ინიციატივას სამართლიანს უწოდებს და ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეგულირების მექანიზმს სწორად შეიმუშავებს. "ეს ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროდან მომდინარეობს, არის სრულიად სამართლიანი და სწორიც. ადრეც უნდა გაკეთებულიყო, რადგან ყველა ნორმალურ ქვეყანაში ფარმაცევტული სფეროს საქმიანობა კანონმდებლობითაა დარეგულირებული. რასაკვირველია ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ამ ხნის განვალობაში ის მონოპოლიური სტრუქტურები, რომლებიც ჩამოყალიბდა, უკვე გაძლიერდნენ და მათ წინააღმდეგ ბრძოლა ადვილი არ არის. მეორე საკითხია რამდენმად მოეწონებათ ეს ინიციატივა ფარმაცევტულ კომპანების. ეს მათი გადასაწყვეტი არაა, ამას წყვეტს სახელმწიფო. მას ძალიან ძვირი უჯდება იმ პროგრამების განხორციელება, რომელსაც ჯნდაცვის მიმართულებით ატარებს. ჯანდაცვაში დიდი თანხები ჩაიდო და თუ ამის პარალელურად, საქმიანობა ხარჯეფექტური არ გახდა, რასაკვირველია, ეს იქნება გადაყრილი თანხა. კარგია, რომ ჯანდაცვის სამინიტროს ამის სურვილი და ძალა აღმოჩნდა, რომ მსგავსი რამ განახორციელოს. ასეთი რეგულაციები არსებობს ყველგან. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენს მეზობელ და ევროპის ქვეყნებშიც გაცილებით იაფი ღირს წამლები, ვიდრე ჩვენთან. ზუსტად რა ღონისძიებებს გაატარებენ არ ვიცი, მაგრამ რაც მოხდება, მგონია, რომ იქნება სწორი. ამ იმედს მაძლევს ის, რომ ერთი წლის ვადა არის დასახელებული", - აღნიშნა "რეზონანსთან” მარინა ბერაძემ. ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, პირველ რიგში, ხალხზე უნდა იყოს მორგებული, მით უმეტეს ჯანდაცვის სისტემაში. ფაქტია, რომ ქვეყანას ამდენი სოციალურად დაუცველი და ქრონიკულად დაავადებული ადამიანი ჰყავს. მარინა ბერაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ხალხია და სწორედ ის ნაბიჯები უნდა გადადგას, რომელიც ხარისხიან და ხელმისაწვდომ სამკურნალო საშუალებების ხელმისაწვდომობას გაზრდის. “რა თქმა უნდა მოგება ისეთივე აღარ იქნება, როგორიც ახლაა, მაგრამ ჩვენ ამაზე არ უნდა ვიდარდოთ. მთავარი საზრუნავი ისაა, რომ ხალხი იღებდეს ხარისხიან და ხელმისაწვდომ სამკურნალო საშუალებებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პრიორიტეტებს განსაზღვრავს და თითოეულ ქვეყანას აძლევს საშუალებას, რომ მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, სისტემა შეიმუშავაოს. ჩვენ რომელიმე ქვეყნის ჯანდაცვის პირდაპირი კოპირება კი არ უნდა მოვახდინოთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით, არამედ ზოგადი პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ, ვიცოდეთ არსი რაში მდგომარეობს, არ დავარღვიოთ პირობა, რომელიც შესასრულებელია და ამის შემდეგ, ჩვენს რეალობას მოვარგოთ. რაღაც გარდამავლი რგოლი უნდა შევქმნათ და ადაპტირება მოვახდინოთ”, - დასძინა “რეზონანსთან” მარინა ბერაძემ.
---
11.12.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე შესაძლოა დაკავებულთა წრე გაიზარდოს - გამოძიების ახალი დეტალები