From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-11.11.2019
Received On : 11.11.2019 08:42
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 11.11.2019

 

ტელევიზია

10.11.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:  ახალი კვირა

რამდეინმე კვირის წინ ახალ კვირაში 16 წლის პაციენტის ლუკა ფოფხაძის გარდაცვალების მიზეზებზე რეპორტაჟი შემოგთავაზეთ. სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით მოზარდს დროულად ვერ გაუწიეს სამედიცინო მომსახურება, კრიტიკულ მდგომარეობაშუი მყოფი ლუკა ქუთაისიში გაუმართავი რეანომობილით გადაიყვანეს. საბოლოოდ ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა მოხერხდა მხოლოდ ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 16 წლის პაციენტის სიკვდილის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამბროლაურის კლინიკას რეანომობილი გადასცეს.საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გვეუბნებიან, რომ რეფერალის მანქანები ყველლა კლინიკასთან ვერ განთავსდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6456050

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6455952

---

 

10.11.2019

არხი:    ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 20:00

ინფლაციის და დევალვაციის ფონზე წამლები ისევ გაძვირდა. მოქალაქეები, რომლებსაც მედიკამენტების შეძენა ხშირად უხდებათ, ამბობენ, რომ სამკურნალო საშუალებების ნაწილი მათთვის სულ უფროდაუფრო ხელმიუწვდომელი ხდება. ამიტომ, ზოგიერთმა მათგანმა გამოსავალი იპოვა და საჭირო მედიკამენტებს მეზობელ თურქეთში ყიდულობს. პარალელურად ხელისუფლება სახელმწიფოს მიერ ფასების რეგულირებაზე საუბრობს. თუმცა რა აქვს ჩაფიქრებული ჯერ არ განუცხადებია. ფასების რეგულირებას არ ეწინააღმდეგებიან სააფთიაქო ქსელების მფლობელებიც, მაგრამ გარკვეული პირობებით.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6456043

---

 

10.11.2019

არხი:    მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 18:00

ხობის რაიონში მცხოვრები პენსიონერები სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ. ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე ახალსოფელში შეხვდა პენსიონერებს. მოსახლეობა ამბობს რომ 200 ლარიანი პენსია თვიდან თვემდე არ ჰყოფნით მედიკამენტებზე და საყოფაცხოვრებო ნივთებზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6455938

---

 

09.11.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:  მოამბე 15:00

უკვე მეოთხე დღეა, „თბილსრესის“ 200 თანამშრომელია გაფიცული. ისინი დღეს დილიდან გარდაბანში „თბილსრესის“ შესასვლელთან არიან შეკრებილები. თავდაპირველად გაფიცულები ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვდნენ, თუმცა დღეს დათმობაზე წავიდნენ და ანაზღაურების 300 ლარით მატებას მოითხოვენ. ბოლო ორი დღის განმავლობაში, გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებების მცდელობა რამდენჯერმე იყო, თუმცა რამდენიმესაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. გაფიცულების განმარტებით, ადმინისტრაციის მხრიდან, ხელფასის 20%-ით ზრდასთან დაკავშირებით, მხოლოდ სიტყვიერი დაპირება მიიღეს, რაც წერილობით არ გაფორმებულა. გაფიცულებთან იმყოფებოდნენ პროფკავშირების წარმომადგენლებიც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6454629

---

 

08.11.2019

არხი:    კავკასია

გადაცემა:  დღეს 19:00

რა გახდა ბათუმში 23 წლის მუშის გარდაცვალების მიზეზი-გამოძიება სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს. ადგილზე სამუშაოებს კომპანია "გიგერო" აწარმოებს, რომლის წარმომადგენლებიც პოილიციამ უკვე გამოკითხა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6453641

---

 

 

ინტერნეტი

11.11.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/qveyanashi-sheqmnili-mdzime-socialur-ekonomikuri-mdgomareobis-gamo-adamianebi-idzulebulebi-arian-qveyana-datovon

„ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ადამიანები იძულებულები არიან ქვეყანა დატოვონ“

---

 

10.11.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ministris-moadgile-vakansiebi-arsebobs-magram-damsaqmeblebs-uchirt-kvalifikaciuri-kadris-povna-/43333/

მინისტრის მოადგილე: „ვაკანსიები არსებობს, მაგრამ დამსაქმებლებს უჭირთ კვალიფიკაციური კადრის პოვნა“

"ვორქნეტზე, ამ ეტაპზე, დაახლოებით 300,000 ადამიანია დარეგისტრირებული, მათ შორის დაახლოებით, 30% არის სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული შრომისუნარიანი ადამიანი. ამავდროულად, არის 7000-მდე ვაკანსია რომელსაც ვერ ვავსებთ," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში. ბარკალაია დასძენს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, რომ დამსაქმებლებმა 300,000 ადამიანიდან 7000 ვაკანსიის შესავსები კადრები ვერ იპოვეს, შესაბამისად, სამუშაოს მაძიებლებს სჭირდებათ პროფესიული გადამზადება და თავის წარდგენის უნარების გაუმჯობესება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ე.წ სტრუქტურული უმუშევრობა საკმაოდ პრობლემური და გავრცელებულია. ეს გულისხმობს იმ ფაქტორს, რომ უმუშევრების უნარები არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს. „ბაზარი ვითარდება, ეკონომიკა ვითარდება, ვაკანსიები არის, მაგრამ დამსაქმებლებს უჭირთ შესაბამისი კვალიფიკაციის კადრის პოვნა“ - განმარტავს ბარკალაია. საკითხე საუბრისას, თამილა ბარკალაია აღნიშნავს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია სახელწიფოს ჩართულობა, რათა არსებული განსხვავება შეივსოს და მოსახლეობა შესაბამისი კვალიფიკაციით აღიჭურვოს. „პირველ რიგში, კარგად უნდა იდენტიფიცირდეს რა მოთხოვნა არის ბაზარზე, ასევე სწორად უნდა მოხდეს იმის პროგნოზირება, რა პროფესიები შეიძლება იყოს მოთხოვნადი, 2-5 წლის ჭრილში“ -განმარტავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. დასაქმების საკითხზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა „ვორქნეტის“ მნიშვნელობას და განმარტა, რომ აღნიშნული პლატფრომის მიზანიც სწორედ განათლებასა და ეკონომიკურ განვითარების დაკავშირებისთვის საშუამოვლო სერვისების შექმნას წარმოადგნეს, რაც შრომის ბაზარზე დადებითი გავლენის მატარებელია.

---

 

10.11.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/291867-sromis-inspeqciastan-dakavsirebul-normebs-tematurad-ganxilaven-

შრომის ინსპექციასთან დაკავშირებულ ნორმებს თემატურად განხილავენ

შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორი, დიმიტრი ცქიტიშვილი, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, კოდექსში შესატანი ცვლილებების დეტალურ განხილვას განაგრძობს. საჯარო შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართება და მისი მთავარი თემა შრომის კოდექსის აღსრულების და შრომის ინსპექციის შექმნის სამართლებრივი მექანიზმები იქნება. შეხვედრას პარლამენტის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების წარმომადგენლები გახსნიან. უნდა აღინიშნოს, რომ შრომის ინსპექცია საქართველოში 2006 წელს გაუქმდა და მისი აღდგენა მოხდა 2015 წელს, შეზღუდული უფლებამოსილებით, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დეპარტამენტი. 2019 წლის თებერვალში, შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის მიღებით ინსპექციას მიენიჭა შრომითი უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგის უფლებამოსილება კერძო და საჯარო სექტორის ნებისმიერ ორგანიზაციაში. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შრომის ინსპექციის ფორმირება, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი ყველა უფლებამოსილებით და მონიტორინგის მანდატით როგორც შრომის უსაფრთხოების ნორმების, ასევე შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით. შეხვედრაზე განხილული იქნება სანქცირების მექანიზმები და მოცულობები კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ასევე, შრომის ინსპექციის სტრუქტურული მოწყობის საკითხები და მისი უფლებამოსილებები და ინსპექციის მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. შრომის კოდექსის რეფორმის საჯარო განხილვების პროცესის ფარგლებში უკვე გაიმართა რამდენიმე თემატური შეხვედრა ბიზნეს ასოციაციების წევრებთან, პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებთან, HR სპეციალისტებთან და სამოქალაქო სექტორთან. პარლამენტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, "მსგავსი დისკუსიების შედეგად უნდა დაახლოვდეს დამსაქმებლებისა და დასაქმებულების პოზიციები და შედეგად სახელმწიფომ ყველასთვის მისაღები შრომის კოდექსი უნდა დაამტკიცოს." კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში ყველა მხარე უნდა ჩაერთოს. შეგახსენებთ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. კანონპროექტის მომზადებასა და მისი საჯარო განხილვების ორგანიზებაში ჩართულები არიან საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია არსებული შრომის კოდექსის გაუმჯობესება და დახვეწა.

---

 

10.11.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1573398220-%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98

შვილებწართმეული დედები დახმარებას ითხოვენ - ახალი ტენდეცია საქართველოში

ბოლო დროის გახშირებული ფაქტებით საზოგადოებაში ეჭვი ჩნდება, რომ განქორწინებულ და დაპირისპირებულ წყვილებს შორის ბავშვები ერთგვარ იარაღად არიან ქცეულები. ახალი ტენდენციით, ის მოძალადე მამაკაცები, რომლებსაც შემაკავებელი ორდერები ოჯახური ძალადობის გამო, პოლიციელების მიერ აქვთ გამოწერილი, ცდილობენ შურისძიების მოტივით ცოლები „დასაჯონ“ და მათ შვილები წაართვან. როგორ? სწორედ ისე, როგორც მეუღლეებმა დასაჯეს ისინი - ძალადობის ბრალდებით. ეს ტენდენცია რეგიონებში უფრო შეინიშნება, ვიდრე - დედაქალაქში. „პრაიმტაიმი“ რამდენიმე მსგავს შემთხვევაზე წერდა კიდეც. შვილებწართმეული დედები დახმარებასა და ყურადღებას მედიის საშუალებით საზოგადოებას სთხოვდნენ. 6 შვილის დედა, დარეჯან იორდანაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებდა, რომ მეუღლის მხრიდან ფიზიკური და ემოციური ძალადობის გამო, სოციალური სამსახურის გადაწყვეტილებით, ის 6 ბავშვთან ერთად ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში 6 თვის ვადით მოხვდა. ხოლო ქმარს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. მან სამუშაო მოიძია. სასამართლომ კი, ის შვილების მეურვედ სცნო. ხოლო ყოფილ ქმარს ალიმენტი დაეკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვებს მამის ოჯახში, ბებიასთან არდადეგების პერიოდში 10 დღის გატარება მოუწევდათ. ისინი ბებიასთან საჩხერეში წავიდნენ, სამი უფროსი შვილი უკან მალევე დაბრუნდა, უმცროსები კი უკვე 2 თვეზე მეტია ისევ იქ არიან. დედამ კრიმინალურ პოლიციას განცხადებით მიმართა და ბავშვების დაბრუნება ითხოვა. საჩხერეში ჩავიდა, პოლიციისა და ადგილობრივი სოციალური მუშაკის თანხლებით ყოფილი ქმრის სახლში ბავშვების წამოსაყვანად უნდა მისულიყო... თუმცა, მას პოლიციაში შემკავებელი ორდერი გამოუწერეს და ძიების პროცესში ბავშვებთან მიახლოება აეკრძალა. ქმარმა და დედამთილმა დარეჯანი ბავშვებზე ძალადობაში დაადანაშაულა. სწორედ ამ გზით დაიტოვეს პატარები მამის ოჯახში... საჩხერეში მომხდარის იდენტურია ახალციხის შემთხვევაც, რომელზეც „პრაიმტაიმი“ ორი დღის წინ წერდა. 27 წლის მარი კანკია 3 შვილის დედაა, ის ამბობდა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. „2016 წელს წამოვედი ჩემი მეუღლის ოჯახიდან. ერთ-ერთი მორიგი ცემის შემდეგ, მეზობელმა დაინახა ეს ყველაფერი და გამოიძახა პატრული. გამიყვანეს ოჯახიდან და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მიმიყვანეს. აგვისტოში ჩემმა ყოფილმა მეუღლემ დამირეკა და მითხრა, სანამ ბავშვებს სკოლა დაეწყებათ, ჩემთან წავიყვან და სკოლისთვის რაც სჭირდებათ ყველაფერს ვუყიდი, სექტემბერში მოგიყვანო. ამ საქმეში სოციალური მუშაკიც იყო ჩართული და საეჭვოდ არ მიმიჩნევია არაფერი. 16 აგვისტოს ჩემი ხელით გავატანე ბავშვები. სანამ წამოყვანის დრო დადგებოდა, მანამდე ოთხჯერ ვესაუბრე ბავშვებს. როცა ვრეკავდი და ბავშვებთან დალაპარაკებას ვთხოვდი, ათას რაღაცას იმიზეზებდა. 16 სექტემბერს უნდა მოეყვანა, მაგრამ როცა დავურეკე ასე მიპასუხა: ჩემს შვილებს შენთან არ უნდათ, დაემშვიდობეო. სასწრაფოდ დამალაპარაკე ბავშვები-მეთქი კატეგორიულად მოვთხოვე, გამასაუბრა უფროსი გოგონა და როგორც კი მითხრა, დედა შენთან მინდაო, ტელეფონი გამოსტაცა და მომაძახა, აღარ დარეკო ჩემს ნომერზეო. მერე ჩემს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, ვითომ მე ვარ მოძალადე დედა, ვითომ ბავშვებზე ვძალადობ“ - ჰყვებოდა მარი კანკია. „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა მოძალადე მამაკაცები როგორ და რა გზებით ართმევენ დედებს შვილებს. ამის გასარკვევად რამდენიმე კითხვით სოციალური მომსახურების სააგენტოს დავუკავშირდით. - როცა სამართლებრივად დადგენილია, რომ ერთი მშობელი მოძალადეა, ხოლო მეორე მშობელზე მიდის ასევე ძალადობის ბრალდებით ძიება, ამ დროს ბავშვები სად უნდა იმყოფებოდნენ? - თუ გამოძიება მიმდინარეობს და დადგენილი არ არის, რომ დედაც მოძალადეა, სოციალური მუშაკის შეფასებით არასრულწლოვანი იმყოფება არაძალადობრივ გარემოში, რა თქმა უნდა, დარჩება დედასთან. თუმცა, მეუღლეებზე ძალადობის დროს შეიძლება ბავშვი არ იყოს მონაწილე. ეს ყველა ფაქტორი გასათვალისწინებელია. - რატომ გახშირდა შემთხვევები, რომ მაგალითად შემაკავებელი ორდერის მქონე მამა ბავშვების დედას უჩივის ძალადობაზე, სანამ გამოძიება მიმდინარეობს, ბავშვები არიან მამასთან. ამ მოცემულობით რა მნიშვნელობა აქვს, ბავშვი ერთ მოძალადესთან იქნება თუ მეორესთან? - შემაკავებელი ორდერი თუ ბავშვებზე ძალადობაზეა, ბავშვები მამასთან ვერ იქნებიან. თუ მეუღლეზეა ბავშვები ან დედასთან ან მამასთან იქნებიან. შემაკავებელი ორდერით უკვე მოძალადე და მსხვერპლი არსებობს და სხვა შემთხვევაში ჯერ არ არის დადასტურებული. ხშირ შემთხვევაში მანიპულირებენ ბავშვებით ერთმანეთზე გაბრაზებულები. - ძალადობის შესახებ კანონი, თავდაცვის პარალელურად ხომ არ გახდა მანიპულირების იარაღი? - მათი უფლებებია მიმართონ შესაბამის უწყებებს.

---

 

10.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/572051-davit-bakraze-evropul-sakartvelos-akvs-gegma-tu-rogor-unda-moxdes-usamartlod-moxsnili-socialuri-damxarebebis-agdgena-da-sapensio-repormis-gaumjobeseba

დავით ბაქრაძე - „ევროპულ საქართველოს’’ აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დამხარებების აღდგენა და საპენსიო რეფორმის გაუმჯობესება

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე ახალსოფელში პენსიონერებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, ადგილობრივებმა დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დროს მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრეს. მოსახლეობის თმით, 200 -ლარიანი პენსია თვიდან თვემდე მედიკამენტებზე და საყოფაცხოვრებო ნივთებზეც კი არ ჰყოფნით, მათ უმრავლესობას კი კრედიტები აქვს. ადგილობრივებმა სოციალური დახმარების მოხსნის საკითხზეც გაამახვილეს ყურადღება. დავით ბაქრაძის განცხადებით, ’’ევროპულ საქართველოს’’ აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარებების აღდგენა და რადიკალური საპენსიო რეფორმის გაუმჯობესება. „ის რაც გააკეთა ’’ქართულმა ოცნებამ’’ არ არის პენსიის 50 ლარით სრულფასოვანი გაზრდა. ეს პროცესი გაწერილია 9 თვიან ვადაში და ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში იმდენად ძვირდება ცხოვრება, რომ საპენსიო ნამატს გაძვირებული ცხოვრება პირდაპირ ჭამს. მეორე - მან დაყო პენსიონერები 70 წლამდე და 70 წელს ზემოთ ასაკად. რა თქმა უნდა , პენსიის ნებისმიერი გაზრდა კარგია და ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი, მაგრამ ეს არ არის ის 50 ლარიანი ზრდა, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით. უახლოეს დღეებში ’"ევროპული საქართველო’’ საზოგადოებას საპენსიო რეფორმის სრულ მასშტაბიან გეგმას წარუდგენს, რომელიც ორივე მთავარ კომპონენტს მოიცავს. ჩვენი გეგმა ითვალისწინებს პენსიის გაორმაგებას, ხოლო იმ ადამიანებისთვის ვინც ჯერ პენსიაში არ არის და დაგროვებით სქემაში მონაწილებს, ჩვენ მომზადებული გვაქვს დაგროვებითი პენსიის რეფორმირების სქემა, რომელიც იქნება ნებაყოფლობითი,იქნება არჩევითი და რომელიც ადამიანებს ასაკში და სიბერეში დაუგროვებს ბევრად მეტ თანხას ვიდრე ’’ქართული ოცნების’’მიერ შემოთავაზებული მოდელი. აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი პირობებისთვის ჩვენი ასაკოვანი მოსახლეობის და პენსიების მომდევნო გაზრდისათვის”,-განაცხადა დავით ბაქრაძემ

---

 

08.11.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/571820-ekaterine-tikaraze-devnil-mosaxleobas-shexvda

ეკატერინე ტიკარაძე დევნილ მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ბათუმში, ლეონიძის ქ. N4-ში ახალაშენებულ კორპუსებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, 164 დევნილ ოჯახს ლეონიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში ბინები სამინისტრომ გასულ წელს გადასცა. დევნილებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხს ბინების დაკანონება წარმოადგენდა. მინისტრის თქმით, მთავრობის შესაბამისი განკარგულება უკვე გამოიცა და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში დაუკანონდებათ. „მინისტრი ბათუმში, გ.ლეონიძის ქ. N15-11-ში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებსაც ეწვია და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. დევნილ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/ekaterine-tikaradze-batumshi-devnilebs-xvdeba

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=92669

პია.ჯი- http://pia.ge/post/291560-jandacvis-ministri-batumsi-mcxovreb-devnilebs-sexvda-da-problemebs-adgilze-gaecno

მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/264170

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/215706-ekaterine-tikaradze-bathumshi-devnilebs-khvdeba.html?lang=ka-GE

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1573214394-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90

---

 

08.11.2019

მედიასაშუალება: https://batumelebi.netgazeti.ge/news/238327/

რატომ ვერ შეარჩია ჯანდაცვის სამინისტრომ სოცმუშაკები – მინისტრის მოადგილის განმარტება

ბათუმში სოცმუშაკის 6 ვაკანსიაა. ამ ვაკანსიების შესავსებად გამოცხადებულ კონკურსში ჯანდაცვის სამინისტრომ ვერავინ შეარჩია. ვაკანსიების რაოდენობა ამ სისტემაში გაფიცვების შემდეგ გაიზარდა, როცა რამდენიმე სოცმუშაკმა სამსახური დატოვა. სამინისტრო ხელახალი კონკურსის გამოცხადებამდე სოცმუშაკების „ტრეფიკინგის ფონდში“ გადაყვანას აპირებს. „რომ ვერ აიყვანეს ახალი თანამშრომლები, ადასტურებს იმას, რომ რთული სამუშაო პირობებია და სოცმუშაკობა არავის სურს,“ – ამბობენ სოციალური მუშაკები, რომლებიც საყოველთაო გაფიცვების შემდეგ სამსახურს დაუბრუნდნენ. სოციალურად დაუცველ თუ ძალადობის მსხვერპლ ადამიანებთან, ბავშვებთან ამ ეტაპზე ბათუმში 13-ს ნაცვლად სულ 7 სოცმუშაკი მუშაობს. ერთ-ერთი მოთხოვნა, რის გამოც ისინი გაიფიცნენ, საქმეების სიმრავლე იყო – დაახლოებით 50 საქმე თითო სოცმუშაკს და „ზრუნვა ცარიელი ხელებით“, ანუ შესაბამისი სახელმწიფო სერვისების არქონა. გაფიცვის შემდეგ ბათუმში სოცმუშაკის პოზიცია კონკრეტულად სამმა ადამიანმა დატოვა. სოცმუშაკების თქმით, მათ რეალობაში ახლა ის შეიცვალა, რომ სამსახურიდან წასული მუშაკების საქმეებიც მათ გადაუნაწილეს. „დაახლოებით 15-20 საქმით მეტი საქმე აქვთ ახლა. ჩვენ ველოდებით რეორგანიზაციის დასრულებას, გვპირდებიან სოციალური სერვისების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებასაც. ჩვენ ველოდებით გასაუბრებას სამინისტროში…“ – გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსმა სოცმუშაკმა, ნინო ცეცხლაძემ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეორგანიზაცია ჯერ არ დაწყებულა. აქ დაგვიდასტურეს ის, რომ სამინისტრო საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობს, რომელიც ჯერ პარლამენტში შეტანილი არ არის, თუმცა მისი მიღების შემთხვევაში, სოცმუშაკები „ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდში“ გადავლენ სამუშაოდ. ეს ფონდიც ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ამ დრომდე სოცმუშაკები სახელმწიფო მზრუნველობის და მეურვეობის დეპარტამენტში მუშაობენ, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ექვემდებარება. სააგენტოც ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია. „დაგეგმილია „ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა ფონდის“ მანდატის გაზრდა, რადგან მეურვეობა-მზრუნველობის დეპარტამენტის და ამ ფონდის ფუნქციები იდენტურია… ეს სსიპ-ი ორიენტირებული იქნება სოციალური მუშაკების მხარდაჭერაზე, ასევე სოციალური სერვისების გაძლიერებაზე, მათ შორის, რეგიონებში“, – გვითხრა თამილა ბარკალაიამ, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ. კონკრეტიკაზე მინისტრის მოადგილე ჯერ არ საუბრობს. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა. რას გულისხმობს „სოცმუშაკების მხარდაჭერა“ და „სერვისების გაძლიერება“? – თამილა ბარკალაიამ აქცენტი სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობასა და მათ პროფესიულ გადამზადებაზე გააკეთა. მან აღნიშნა ისიც, რომ სოცმუშაკის შრომის ანაზღაურება მომავალი წლიდან 1200 ლარამდე გაიზრდება. რატომ ვერ შეარჩია სამინისტრომ ახალი სოცმუშაკები იმ ვაკანსიებზე, რომლებიც, მაგალითად, ბათუმში არსებობს? – მინისტრის მოადგილის მტკიცებით, სოცმუშაკობის მსურველი ბევრი იყო, მაგრამ ისინი „მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებდნენ“. „ყველა ის ვაკანსიაზე, რომელიც არსებობს დღეს, ხელახლა გამოცხადდება კონკურსი ამ გაერთიანების შემდეგ… გადაიხედება მოთხოვნები, რაც იყო გაწერილი ამ ვაკანსიებზე. ვაკანსიები დაიდება და აქტიურად დავიწყებთ შესაბამისი კადრების მოძიებას,“ – უთხრა თამილა ბარკალაიამ „ბათუმელებს“. „ანუ მოთხოვნებს შეარბილებთ?“ – ვკითხეთ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს. „არა, კი არა შევარბილებთ, დავაკორექტირებთ,“ – გვიპასუხა მან. თამილა ბარკალაია თამილა ბარკალაია განმარტავს, რომ კანონი ჯერ კიდევ იძლევა შესაძლებლობას სოცმუშაკად იმუშაოს „მონათესავე პროფესიის“ ადამიანმა შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ და ამ ვაკანსიებზეც საკონკურსო მოთხოვნები შეიცვლება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ჩვენ ასევე ვკითხეთ ფსიქოლოგიური სერვისის არქონაზე, მაგალითად, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან. „ბათუმელები“ 2 ნოემბერს წერდა გოგოზე, რომელიც 8 წლის ასაკში გახდა ძალადობის მსხვერპლი, სახელმწიფო კი, მას ფსიქოლოგთან რეაბილიტაციის კურსს ვერ სთავაზობს. „უნდა შეიქმნას ფსიქოლოგიური სერვისების სტანდარტი. განიხილება ასეთი სერვისების შექმნა ან დაკონტრაქტება. ჩვენ ვაპირებთ ფსიქოლოგების დამატებას, თუმცა სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, შესაძლებელი იქნება ამ სერვისების შესყიდვა,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ „ბათუმელებთან“. მთავარი ფოტო: ბათუმელი სოციალური მუშაკების გაფიცვა, 2019 წლის მარტი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

---

 

08.11.2019

მედიასაშუალება: https://odishinews.ge/2019/11/08/c-hepatitis-eliminatsiis-programashi-charthvis-machvenebli-dabalia/

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის მაჩვენებლი დაბალია 

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ მკურნალობა მხოლოდ 40-მა პროცენტმა დაასრულა.ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიხედვით, 2020 წლისთვის ქვეყანაში C ჰეპატიტით ინფიცირებული 150 000 ადამიანის 90%-ის განკურნებისთვის უნდა მიეღწია,თუმცა ექსპერტებიც და სახელმწიფოს წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ მიმართვიანობის ამ ტემპებით 2020 წლისთვის დასახული მიზნის მიღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია და არ გამორიცხავენ, რომ პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში ათიათასობით ადამიანი ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩეს.C ჰეპატიტის ვირუსის მაღალი პრევალენტობის გამო, საქართველო შეარჩიეს ერთ-ერთ საპილოტე ქვეყნად. ქვეყანა უსასყიდლოდ იღებს ძვირადღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს ყველა პაციენტისთვის, ვირუსის სრული ელიმინაციის მიზნით.C ჰეპატიტის და აივ ინფექციის დაავადების გავრცელების კუთხით სამეგრელო კვლავ სამეულშია.„ჯანმრთელობის კვლევის კავშირი“ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის ინიციატივით გამოდის, რათა პროგრამაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. ორგანიზაციის წარმომადგენელი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 4-დან სამმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ დაავადებულია C ჰეპატიტით; „ჯანმრთელობის კვლევის კავშირის“ მონაცემებით, საქართველოში C ჰეპატიტზე მკურნალობა 55 ათასმა მოქალაქემ გაიარა, რომელთა განკურნების მაჩვენებელი 98%-ს აღწევს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის მაჩვენებლი დაბალია

---

 

08.11.2019

მედიასაშუალება: https://www.ambebi.ge/article/238874-sakartveloshi-qovelcliurad-20-000-aborti-ketdeba-/

საქართველოში ყოველწლიურად 20 000 აბორტი კეთდება - "მითია, რომ კონტრაცეფტივები საშიშია, მათი სწორი გამოყენება შობადობას ზრდის"

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ, 20 000 აბორტი კეთდება. მართალია, ბოლო წლებში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მაჩვენებელმა იკლო, თუმცა, იგი ორჯერ აღემატება ევროპის ანალოგიურ საშუალო მაჩვენებელს და ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საგანგაშოდ მაღალია. სპეციალისტები აბორტის ასეთ მაღალ მაჩვენებელს პირდაპირ უკავშირებენ ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალ დონეს, არასწორ ინფორმირებულობასა და სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემას. რა არის ოჯახის დაგეგმვა? კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში ოჯახის დაგეგმვის შესახებ ცნობადობა განსაკუთრებით დაბალია. რეპროდუქტოლოგი გოგი ცერცვაძე AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ოჯახის დაგეგმვის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია აღმოაჩნდათ თავად სამედიცინო უნივერისტეტის დამამათავრებელი კურსის სტუდენტებსაც კი. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის განსაზღვრებით, ოჯახის დაგეგმვის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ორსულობა და ყველა ბავშვი იყოს სასურველი. ამასთან, იგი ადამიანის უმნიშვნელოვანესი უფლებაა - იყოლიოს იმდენი შვილი, რამდენიც სურს და როდესაც სურს. მსოფლიოში არსებობს პრეცედენტები, როდესაც სახელმწიფო ხელშეწყობის მაგივრად, ართმევს ადამიანებს ამ უფლებას და თავად უგეგმავს რამდენი შვილი გააჩინონ (მაგალითად, ჩინეთის ერთი შვილის პოლიტიკა. ბოლო პერიოდში ეგვიპტის მთავარობამაც მიიღო ასეთი შინაარსის სამართლებრივი აქტი). თანამედროვე, დემოკრატიულ ფასეულობებზე ორიენტირებული ქვეყნები კი საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და, პირველ ყოვლისა, მათ სათანადო ინფორმირებულობას უზრუნველყოფენ, რათა თოთოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ინფორმირებული არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთების შესაძლებლობა. ოჯახის დაგეგმვის მთავარი კომპონენტი თანამედროვე და ხარისხიან კონტრაცეფციულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობას და მათ შესახებ მართებული ინფორმაციის ქონას მოიაზრებს. დღეისთვის არსებული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და მეთოდები რამდენიმე ჯგუფად იყოფა: საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფცია, ე.წ. სპირალი ჰორმონალური (მირენა), რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელში ლორწოს შესქელებას და საშვილოსნოს ლორწოვანი შრის გათხელებას, რაც ამცირებს ჩასახვის შესაძლებლობას ჰორმონალური კონტრაცეფცია: ჰორმონალური კონტრაცეფციის მიზნით გამოიყენება ქალის სასქესო ჰორმონის, პროგესტერონისა და ესტროგენების სინთეზური ანალოგები: აბები, საინექციო კონტრაცეფცია, იმპლანტი და ა.შ. მექანიკური (ბარიერული) კონტრაცეფცია: კონდომი (პრეზერვატივი), საშვილოსნოს დიაფრაგმა, საშვილოსნოს ყელის ჩაჩები და ქალის კონდომი. AMBEBI.GE რეპროდუქტოლოგ გოგი ცერცვაძეს ესაუბრა. ექიმის განამარტებით, ოჯახის დაგეგმვის სფეროში ნომერ პირველი გამოწვევა საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონეა. მისი განმარტებით, გავრცელებულია არაერთი მითი, რომლებიც ადამიანებს ამ საკითხზე ცრუწარმოდეგნას უქმნიან. "კვლევების მიხედვით, საქარველოში ყველაზე მეტად საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფციაა გავრცელებული, ე.წ. სპირალი. მაგრამ ბოლო პერიოდში ბარიეულმა მეთოდმა, ე.წ. პრეზერვატივმა გადააჭარბა მას. რადგან იმატა ინფორმაციამ იმაზე, რომ შესაძლოა ბარიერული კონტრაცეფცია უფრო უკეთესი იყოს. საქართველოში ოჯახის დაგეგმვის სფეროში "დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება" 30%-ს აჭარბებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქორწინებაში მყოფი ყოველი მესამე ქალი საქართველოში არ ხმარობს კონტრაცეფტივებს, ან მიმართავს არასაიმედო მეთოდებს, რაც დაკავშრებულია თანამედროვე კონტრაცეფტივების შესახებ საზოგადოებაში გავრცელებულ მითებთან. მაგალითად ასეთი - კონტრაცეფცია საშიშია! პირიქით, კონტრაცეფცია სასარგებლოა, რადგან იგი ამცირებს დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის, აბორტების მაჩვენებლს. როდესაც ოჯახი მომზადებულია ორსულობისთვის და ნაყოფი სასურველია, ეს დადებითად აისახება როგორც კონკრეტული ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობაზე, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. რადგან ქალებს ეძლევათ საშუალება თავად განსაზღვრონ ორსულობებს შორის ინტერვალები, ისე რომ კარიერას არ მოწყდენ და იყვნენ შრომისუნარიანები. ეს ყველაფერი კი ერთიანობაში პარტნიორებს შორის ჰარმონიულ ურთიერთობას უზრუნველყოფს და განქორწინების რიცხვსაც ამცირებს. რაც ყველაზე მთავარია, ამცირებს დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს, რისი ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზიც დაუგეგმავი ოჯახური ცხოვრებაა. რაც შეეხება ზიანს, სამედიცინო სფეროში, ისევე როგორც ზოგადად ცხოვრებაში, 100% გარანტირებული არაფერია. გამონაკლისები და უკუჩვენებები ძალიან დაბალ პროცენტში შესაძლებელია მოხდეს. მეორე მითი ასეთია: კონტრაცეფცია ამცირებს შობადობას! ესეც არასწორია, რა თქმა უნდა, კონტრაცეფცია შობადობას კი არა, არასასურველ ორსულობას და მის ხელოვნურად შეწყვეტას ამცირებს. კვლევებმა აჩვენა, რომ კონტრაცეფციის წორი გამოყენების პირდაპირპროპორციულად იზრდება შობადობის მაჩვენებელიც ასე, რომ რაც უფრო სწორად ვართ ინფორმირებულები, მით მეტად დაცულები ვართ", - ამბობს ექიმი რეპროდუქტოლოგი. გაეროს მოსახლეობის ფონდი ათეულობით წელია აქტიურად უწევს ადვოკატირებას ოჯახის დაგეგმვის თემას და მის მნიშნელობას. ორაგიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე სახელმწიფოს ჩართულობის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს. "საბჭოთა კავშირის დროს ოჯახის დაგეგმვის სერვისები საერთოდ არ არსებობდა. ის არ იყო ჯანდაცვის სისტემის ნაწილად წარმოდგენილი, ერთადერთი მეთოდი არსებობდა - აბორტი. ამიტომაც 90-იანი წლების ბოლოს საქართველოს აბორტების რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა მთელ მსოფლიოში. მას შემდეგ, რაც საზღვრები გაიხსნა და მიმოსვლის შესაძლებლობა გაჩნდა, დაიწყო კონტრაცეფტივების შემოტანა საქრთელოში. 1996 წლიდან ოჯახის დაგეგმვის სერვისები, როგორც კონსულტაცია, ისე თვითონ კონტრაცეფტივები, წყვილებს უფასოდ მიეწოდებოდათ. თანამედროვე კონტრაცეფტივები საქართველოში პირველად შემოიტანა გაეროს მოსახლეობის ფონდმა, 2005 წლიდან ჩვენ შემოგვიერთდა აშშ-ს საერთაშორისო დახმარება. 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველო საშუალო შემოსავლის ქვეყანად გადაიქცა, კონტრაცეპტივების უფასოდ შემოტანა შეწყდა და მარაგიც ამოიწურა. ამის შემდეგ უკვე ჯერი სახელმწიფოზე მიდგა. სამწუხაროდ, საქართველოში ოჯახის დაგეგმვის სერვისის დაფინანსების შესაძლებლობა დღემდე არ გაჩნდა, არც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში შევიდა. ეს არის უზარმაზარი გამოწვევა. ვინაიდან კონტრაცეფცია იაფი არ არის, ქალები ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემის წინაშე დგანან. ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას ახალგაზრდებშიც, რადგან ისინი არიან სექსუალურად აქტიურები და ხშირად არ აქვთ საკუთარი შემოსვალი. სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ ოჯახის დაგეგმვა ჯანდაცვის განუყოფელი ნაწილი და ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. სამინისტრომ უნდა გადადგას რეალური ნაბიჯები. 2020 წლის ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხები იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველ და ახლაგაზრდა ქალბატონებს, ვისაც ხელი არ მიუწვდებათ ფინანსურად, უფასოდ გადაეცეთ კონტრაცეფივები, როგორც ეს ეროვნულ სტრატეგიაში წერია". ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას განათლების სამინისტრომაც, რათა სასწავლო პროგრამაში ოჯახის დაგეგმვის საკითხებიც შევიდეს. "საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 10-ჯერ და მეტად მაღალია მოზარდებში ორსულობის მაჩვენებელი. მაშინ, როდესაც ორგანიზმი ჯერ კიდევ მოზარდია და ორსულობა ბევრ რისკთან არის დაკავშირებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან შვილის გაცნობიერებულად გაჩენის პრობლემაა. გაეროს მოსხლეობის ფონდი განთლების სამინისტროსთან მუშაობს, რათა რეპროდუქტიულ ჯანმრთელობასთან და უფლებებეთან დაკავშრებული საკითხები სასკოლო პროგრამაში შევიდეს, ბუნებისმეტყველების და სამოქალაქო განთლების საგნებში. რამდნეიმე წელში გვექნება შედეგი. ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა 2010-2019 წლებში საქართველოში კონტრაცეფტივების გავრცელების შესახებ. კვლევის პრეზენტაცია მიმდინარე წლის 20 ნოემბერს იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაცია გახდება ცნობილი", - აცხადებს ლელა ბაქრაძე. რაც შეეხება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, ექსპერტის ინფორმაციით, ევროპის მაღალ განვითარებულ სახელმწიფოებზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენს მეზობელ, ყოფილ საბჭთა ქვეყნების უმეტესობაში კონტრაცეფციას სახელმწიფო აფინანსებს. მაგალითად: სომხეთში, ყირგიზეთში, თურქმეთეთში, ბელორუსში და ა.შ. საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვის და ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგია (2017- 2030 წწ). სტრატეგიაში წერია, რომ 2030 წლისთვის ოჯახის დაგეგმვის სერვისები ადვილად ხელმისაწვდომი იქნება ყველა შესაბამისი საჭიროების მქონე პირისთვის და სერვისების ხარისხი დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთან, სტრატეგიის მიხედვით, 2020 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხები ე.წ. „დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის“ დასაკმაყოფილებლად. რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველ და ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც კონტრაცეფციას საჭიროებენ და ფინანსურად ხელი არ მიუწვდებათ მასზე, სახელმწიფო უფასოდ გადასცემს კონტრაცეფტივებს. ექსპერტების შეფასებით, სტრატეგიის დამტკიცებიდან 2 წლის თავზე სახელმწიფოს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმ მიზნების მისაღწევად, რომელებიც დოკუმენტშია გაწერილი. AMBEBI.GE საქრთველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა სამინისტროს დაუკავშირდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას თქმით, სტრატეგიაში არსებული ჩანაწერები სავალდებულო შესასრულებელ ხასიათს არ ატარებს. მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ ამ საკითხე მუშაობა მიმდინარეობას, თუმცა დაინერგება თუ არა აღნიშნული ცვლილება, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ. "როგორც სტრატეგიაშია აღწერილი, ოჯახის დაგეგმვის მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდა ჩვენთვის პრიორიტეტულია, თუცა რომ გითხართ, სამინისტროში ამჟამად დგას კონტრაცეფტივების შესყიდვის საკითხი იმ მიზნით, რომ შემდეგ ისინი უფასოდ დარიგდეს, ეს ასე არ არის. ეს არის კომპლექსური თემა და ამაზე მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობს. მომზადებულია კითხავრი, ჩართულია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია - სად, როგორ, რანაირად უნდა მოხდეს ცვლილებები. უფრო მკაფიოდ არის განსასაზღვრი ამის საჭიროება. სტრატეგიაში რაც წერია, ის არ არის სავალდებულო შესასრულებებლი ხასიათის. სტრატეგია გადახედვას ექვემდებარება, თუმცა რაც იქ წერია, იმის განხორციელება ძალიან მნიშნელოვანია. თუ აუცილებლობა გამოიკვეთა, ამ კონტრაცეფტივების შეძენას დიდი თანხა არ ჭირდება და რესურსი მოიძებნება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მინისტრის მოადგილემ AMBEBI.GE-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც აქამდე მედიით არ გავრცელებულა და, რომლის შესახებაც, ალბათ, ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. ეს ფაქტი სიახლე აღმოჩნდა თავად არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც ამ საკითხებზე წლებია მუშაობენ. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციის სერვისს სახელმწიფო განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს უფასოდ სთავაზობს. "რეფერალური პროგრამის ფარგლებში საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფცია, ე.წ. სპირალი უკვე წლებია ფინანსდება. ამ მომსახურების მიღება უფასოდ შეუძლიათ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს. როგორებიც არიან: სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეები, ძალადობის მსხვერპლი ქალები და ა.შ. მომსახურების მიღებმა პირმა საჭიროების ყოველ ჯერზე უნდა მიმართოს განცხადებით სამინისტროს. განცხადების განხილვის შემდეგ, რეფერალური პროგრამის ფარგლებში ამ კონტრაფეფციის გამოყენება დაუფინანსდებათ. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით ბევრი განცხადება არ გვაქვს, არ ვიცი ეს იმის ბრალია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა აქამდე, თუ სხვა რამის. ვისაც აქვს უკიდურესი საჭიროება კონტრაცეფციის ამ მეთოდის, შეუძლიათ მოგვმართონ", - განგვიცხადა გაბუნიამ. AMBEBI.GE-ს კითხვაზე - რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა სამინისტრომ ეროვნული სტრატეგიის დამტკიცებიდან ორი წლის თავზე, ოჯახის დაგეგმვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, მინისტრის მოადგილე გვაპუსხობს, რომ კონკრეტული ინტერვენციებს არ გამოყოფს. მისი განცხადებით, ოჯახის დაგეგმვის სერვისები გაბნეულია სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში და უკვე მრავალი წელია მოქმედებს. თამარ გაბუნიას თქმით, ეს სერვისები ამ ეტაპზე ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ქალისთვის კონსულტაციების გაწევას მოიაზრებს.

---

 

08.11.2019

მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=17412

მორიგი მსხვერპლი მშენებლობაზე - ფაქტის მოკვლევა დაწყებულია

ბათუმში 23 წლის მუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დაიკითხა დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლები. დაღუპული კომპანია „გიგეროში“ მუშაობდა. შემთხვევა ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მეათე სართულზე სამღებრო სამუშაოების წარმოებისას, გონდოლაზე ბაგირი გაწყდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

---

 

08.11.2019

მედიასაშუალება:  https://publika.ge/article/satemo-servisebi-fsiqikuri-janmrtelobis-problemis-mqone-pirebistvis-mighwevebi-da-gamowvevebi/?fbclid=IwAR1TgaQLqyw_vKibbc_Ga9HoCHvOmJwL4vG-3RMVGu7P8ahPffPFr6U1238

სათემო სერვისები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისთვის - მიღწევები და გამოწვევები

---

 

 

 

 

 

ბეჭდვითი მედია

11.11.2019

მედისაშუალება: ალია

“საარსებო შემწეობა 45 000 ადამიანს შეუჩერდა“

„ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე განცხადებას ავცელებს: „როგორც ვხედავთ ხელისუფლების ხელში სოციალური დახმარებები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცა და არასაარჩევნო წელს ყოველთვის იყენებენ ეკონომიების გასაკეთებლად. ყოვლად აბსურდული მიზეზებით უჩერდებათ საარსებო შემწეობა ადამიანებს. ყოველ დღე მოგვდის შეტყობინებები უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების მხრიდან. ზოგიერთ ოჯახებს წელიწადში ორჯერ, 3-3 თვით უჩერებენ დახმარებას და გამოდის, რომ ნახევარი წელი კრიზისულ სიტუაციაში იმყოფებიან ჩვენს გვერდით ადამიანები. რიგ ოჯახებს კი უწესებენ 1-წლიან აკრძალვას, რაც იმას ნიშნავს რომ 1 წელი მათი განაცხადი არ განიხილება. 45000 ადამიანს შეუჩერდა საარსებო შემწეობის ჩარიცხვა. მივმართავ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგაონოებს საქართველოს მასშტაბით, მერებს, გამგებლებს რომ ამ პირების ამოღება არ მოხდეს პარალელურად უფასო სასადილოების სიებიდან. ხოლო ვინც მოლოდინის რეჟიმში იყო და ეს შემწეობა შეუჩერდა, გამოინახოს რესურსი და ამ ადამიანებისთვის სასადილოებიდან საკვების წაღება მაინც გახდეს შესაძლებელი. ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კი საერთოდ არაკომპეტენტური და არასენსიტიური აღმოჩნდა ამ საკითხის მიმართ. მივმართავ სახალხო დამცველსაც, კიდევ ერთხელ დაინტერესდეს ამ ადამიანების მდგომარეობით”.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6456063&name=11.11.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

11.11.2019

მედისაშუალება: კვირის პალიტრა

"ამდენი წელი გავიდა და დღეს თურმე ისევ ვიწამლებით"

საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად მასშტაბური კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის [Unicef] დახმარებით 2018 წელს ჩატარდა. ამ კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებულია ბავშვების 41%-ში. ამასთან გამოიკვეთა, რომ ყველაზე ცუდი მდგომარეობა აჭარაშია, შემდეგ მოდის გურია. დაავადებათა კონტროლისა და და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ლელა სტურუას განცხადებით, გამოკვლეულ ოჯახებში სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზი არა ჰაერი, ნიადაგი ან წყალი, არამედ სუნელებია. - ბევრმა ეჭვი გამოთქვა, როგორ შეიძლება მხოლოდ სუნელები იყოს ასეთი მძიმე სურათის შემქმნელი, ბავშვები ხომ ამდენ სუნელს არ მოიხმარენ... - სუნელების გარდა გამოვიკვლიეთ წყალი, მიწა, ჰაერი, სამზარეულოს ჭურჭელი, სათამაშოები, საღებავი, საკვები პროდუქტები. 228 საღებავის ნიმუშიდან მხოლოდ ორში აღმოჩნდა ნორმაზე მაღალი ტყვიის შემცველობა, პლასტმასის 65 სათამაშოდან - სამში... შედეგები დამუშავდა და გამოვლინდა, რომ გამოკვლეულ ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობის ძირითადი მიზეზი არის სუნელი. სუნელები კარგად ასახავს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სამზარეულოებს შორის განსხვავებას. კვლევამ დაგვანახა, რომ დასავლეთში ბავშვები ბევრ სუნელს მიირთმევენ. - სუნელებში ტყვიის შემცველობაზე უკვე მერამდენე წელია ლაპარაკობენ, თუმცა პრობლემა არ იჭრება... - სურსათის ეროვნული სააგენტო პერიოდულად ატარებს კვლევებს, შემდეგ რა ხდება, არ ვიცი. როდესაც სამოქმედო გეგმა დამტკიცდება, თითოეულ უწყებას ექნება სავალდებულო ნაწილი - გამკაცრებული მონიტორინგი. ამას გარდა, მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ემსახურება ზემოაღნიშნულ კვლევაში მონაწილე ბავშვებსა და ორსულებს, რომლებსაც 5 მიკროგრამი/დეცილიტრზე მეტი ტყვიის მაჩვენებელი აღმოაჩნდათ, უფასოდ უტარდებათ სისხლში ტყვიის დონის განმეორებითი კვლევები და თუ საჭირო იქნება, მკურნალობაც უფასოდ ჩაუტარდებათ. ნოდარ ტანგიაშვილი, მკვლევარი, East West Management ინსტიტუტში საჯარო პოლიტიკის ექსპერტი: - იმის პარალელურად, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეიმუშავა სტრატეგია, ათასობით ჩვენგანი ვიწამლებით ამ მძიმე მეტალით იმ სწრაფი კვების ობიექტებში, რესტორნებში, სასადილოებში, სადაც ყოველდღიურად დავდივართ და კიდევ - ათასობით ოჯახი იწამლება სახლში. ვიწამლებით ისევ სუნელებით, რომლებშიც უკვე მერამდენედ, ამჯერად წამყვანმა ამერიკულმა კომპანია Pურე Eარტჰ-მა აღმოაჩინა ნორმაზე 2,700-ჯერ მეტი ტყვია, რაც საშიშია სიცოცხლისთვის! შარშან მარტში ჩვენი სამოქალაქო ჯგუფის თხოვნით ჩატარებულ კვლევებში ქართულმა ლაბორატორიამაც მიაკვლია ნორმაზე 1321-ჯერ მეტ ტყვიას თბილისის ოჯახებიდან ამოღებულ სუნელში. ტყვია არა მარტო პირის ღრუდან ხვდება ჩვენს ორგანიზმში, არამედ მის მტვერს ბავშვებიც ადვილად შეისუნთქავენ. ყველა ექსპერტი ამბობს, რომ ტყვიის ეს რაოდენობა სუნელებში ვერ მოხვდებოდა ბუნებრივად (მიწიდან). ფერის მისაცემად კონკრეტული კომპანია ან მეწარმე ტყვიის შემცველ საღებავს გვიყრის სუნელებში და მერე, არხეინად, ავაზაკურად, გვასაღებს ამ საწამლავს. და ჩვენც მოვიხმართ. ანუ, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გვიმეტებს! 2015 წელს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა საქართველოდან ჩატანილ სუნელებში დიდი რაოდენობით ტყვია აღმოაჩინა და აცნობა ხელისუფლებას. მაშინაც კატასტროფული რაოდენობა - ტყვიის 27,000 ნაწილაკი აღმოჩნდა! ამდენი წელი გავიდა და დღეს თურმე ისევ ვიწამლებით. რომელი სუნელია, როგორ გამოიყურება, შეფუთულია თუ ასაწონია, რომელი კომპანიის წარმოებულია, სად ერევა ის საღებავს - ეს არავინ იცის და ვერც გვეცოდინება. ჩვენ ხომ საგამოძიებო ორგანო არ ვართ?! ამიტომ მივმართავ საქართველოს პროკურატურას და შს სამინისტროს, გაარკვიონ, რა ხდება და დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება. მეტსაც გეტყვით - ძალიან მალე მოსალოდნელია, დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა საკუთარი მოქალაქეებისთვის გამოაქვეყნონ გამაფრთხილებელი განცხადებები, რომ მათ თავი შეიკავონ საქართველოში ვიზიტისგან, რადგან აქ მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ერთმა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა უკვე დაიწყო ეს პროცესი. მას სხვებიც მიჰბაძავენ, ამას კი მოჰყვება ჯაჭვური რეაქცია. შედეგად რასაც მივიღებთ, ეს ყველასთვის ცხადია! სურსათის უვნებლობის სამსახურის განმარტება სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში იღებს და იკვლევს ტყვიის შემცველობაზე სურსათს, მათ შორის - სუნელებს. ყოველწლიურად იზრდება აღებული ნიმუშების რაოდენობა და მცირდება დარღვევის მაჩვენებლები. 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 3-ჯერ არის შემცირებული დარღვევების რაოდენობა - გამოკვლეული 137 ნიმუშიდან, დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა აღმოჩნდა რვა ნიმუშში, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 2017 წელს 33-ს შეადგენდა. მიმდინარე წელს გამოკვლეული 50-მდე ნიმუშიდან ნორმასთან შეუსაბამობა მხოლოდ ერთ შემთხვევაში აღინიშნა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6456179&name=11.11.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

​