From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-11.09.2019
Received On : 11.09.2019 07:54
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 11.09.2019

 

ტელევიზია

11.09.2019

არხი:   I არხი

გადაცემა:   მოამბე 09:00

საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6325405

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6325718

იმედი - ქრონიკა 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6325753

---

 

10.09.2019

არხი:   I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

დევიდ გერეტის კონცერტზე მისულ სტუმრებს კონცერტის დაწყებამდე საშუალება ექნებათ C ჰეპატიტზე სქრინინგი ჩაიტარონ. ჯანდაცვის სამინისტროსა და კულტურის პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა რაც C ჰეპატიტის ელიმინიაციის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობას გულისხმობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6325264

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6324083

---

 

10.09.2019

არხი:   I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე საქართველოში თვითმკვლელობების მაჩვენებელი მზარდია. გახშირებული სუიციდის ძირითად მიზეზებს შორის სპეციალისტები ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას და მძიმე სოციალურ პირობებს ასახელებენ. საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულების მიუხედავად, სუიციდის თავიდან აცილების სახელმწიფო გეგმა დღემდე არ არის მომზადებული. ეს მაშინ, როცა მსგავსი სტრატეგიის შემუშავების რეკომენდაცია ქვეყანას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგანაც კი აქვს მიღებული. განმარტებების მოსმენა დღეს ჯანდაცვის სამინისტროსგან ვცადეთ, თუმცა, უპასუხოდ დარჩა კითხვა, რა ეტაპზეა გეგმის მზადების პროცესი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6325255

---

 

10.09.2019

არხი:   მთავარი არხი

გადაცემა:   მთავარი ამბები 18:00

ხელისუფლების იერიში არასამთავრობო სექტორზე, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ, მათი თქმით უწყება ცდილობს უმიზეზოდ, რომ ემპათია კანონდარღვევაში დაადანაშაულოს. ორგანიზაიცაში, რამდენიმე დღის წინ მივიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომდგენლები და მოთხოვეს გაურკვეველ ოქმზე ხელის მოწერა. 20-21 ივნისის გავრილოვის ღამის მოვლენები, ტატუნაშვილის საქმე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გატაცებული საქართველოს მოქალაქეების საქმეების შესწავლა ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საქმეებისა რომელსაც ექსპერტულ დასკვნას და იურიდიულ დახმარებას უწევს ფონდი ემპათია. მათი თქმით ოქმი რომელიც მიიტანეს არასამთავრობო "ემპათიაში" ეს არის ხელისუფლებისგან დაკვეთა რომ ზიანი მიადგეს მათ კომპანიას. დავა რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ არასამთავრობო ემპათიასთან დაიწყო, უკვე სასამართლოში გაგრძელდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6324937

მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6324674

---

 

10.09.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:   იმედის დღე

16 წლის ლუკა ფოფხაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მას შემდეგ გართულდა, რაც გაუმართავი რეანომობილით გადაიყვანეს ამბროლაურიდან ქუთაისის საავადმყოფოში, გარდაიცვალა. 16 წლის მოსწავლეს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობდნენ. ის უგონო მდგომარეობაში 41 დღის განმავლობაში იყო. გარდაცვლილის მამიდის, ფატი გოგოლაშვილის ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა უმძიმესი იყო. 16 წლის მოზარდი რაჭიდან ქუთაისში 19 ივლისს შეიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით შეუძლოდ გახდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც მისი რეანომობილით გადაყვანა გახდა საჭირო. გზაში რეანომობილის აპარატურა დაზიანდა, რამაც ბიჭის მდგომარეობის გართულება გამოიწვია. საბოლოოდ, საჭირო გახდა მეორე რეანომობილის გამოძახება, რომელმაც სამი საათით დაიგვიანა. მომხდარზე მოკვლევა მიმდინარეობს. რეგულირების სააგენტომ პირველადი მოკვლევით გამოავლინა, რომ კერძო კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას "გარკვეული ხარვეზები ჰქონდა".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6323575

---

 

10.09.2019

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:   დღის ამბები 17:00

პირადი მცველი, პირადი ადვოკატი და პირადი ექიმი მთავრობაში. ბიძინა ივანიშვილმა სამთავრობო ცვლილებები პირად წრეს მოარგო. ოპოზიცია და მესამე სექტორი ერთპიროვნულ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ მთავარი რის გამოც ივანიშვილი გუნდში კადრებს არჩევს, მორჩილება და ერთგულებაა. ოცნებაში ბრალდებებს სპეკულაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ გუნდის ყველა წევრი თავისუფალია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6324668

---

 

10.09.2019

არხი:   I არხი

გადაცემა:   ნაშუადღევს

2018 წელს ჩატარდა კვლევა, რომელშიც გაეროს ბავშვთა ფონდმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და საქსტატმა ერთად იმუშავეს. ამ კვლევის შედეგებით საქართველოში 2-დან 7წლამდე ასაკის ბავშვების 41%ის სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვარს სცდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6323597

---

 

ინტერნეტი

11.09.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/psp-s-damfudznebeli-qveyanashi-medikamentebze-fasebi-magali-ar-aris

PSP-ს დამფუძნებელი-„ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები მაღალი არ არის“

„ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები მაღალი არ არის,“-ასე ეხმაურება ფარმაცევტული კომპანია PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი „კომერსანტთან“ მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირების საკითხს. მისი განმარტებით, მედიკამენტების 90%-ზე მეტი ევროპიდან შემოდის, მას ქვეყანა ევროზე/დოლარზე ყიდულობს, ამიტომ ლარში გამოხატული ფასები, რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის ძვირი გამოდის. როგორც ოქრიაშვილი განმარტავს, რეგულაციები არსებობს იმისთვის, რომ ბიზნესს ხელი შეეწყოს და ისე იმუშაოს, რომ ღირსეულ ფასად მოამარაგოს ქვეყანა მედიკამენტებით. ბიზნესმენი ადგილობრივი წარმოების განვითარების აუცილებლობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ქვეყანამ ამ კუთხითაც გარღვევა უნდა მოახდინოს და რაც შეიძლება მეტი პროდუქცია ადგილზე უნდა აწარმოოს. „მაგალითად, ბელორუსში, ადილობრივ ბაზარზე რა მედიკამენტებიც მიეწოდეებათ, აქედან 60%-მდე არის ადგილობრივი ნაწარმი და მათი ფასი ხელმისაწვდომია. თუ დაარეგულირებენ და ევროპულ, საუკეთესო გამოცდილებას გამოიყენებენ, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს,“-აღნიშნავს ოქრიაშვილი. რაც შეეხება იმას, რომ მედიკამენტები თურქეთში საქართველოსთან შედარებით გაცილებით იაფია, ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ თურქეთში დაახლოებით 70-მდე დასახელების მედიკამენტი მართლაც იაფია საქართველოს ფასებთან შედარებით. ამის მიზეზი კი თურქეთში არსებული ადგილობრივი ფარმაცაა. „ადგილზე 10-მდე ძალიან უმსხვილესი და ძალიან კარგი ფარმაცევტული საწარმოა. იქ თავის დროზე თურქეთის ხელისუფლებამ ხელი შეუწყო და წინ წამოწია ეს დარგი. სულ რაღაც 30 წელიწადში გარღვევა ჩვენთანაც უნდა გაკეთდეს. ამის შემდეგ ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დაიხურება,“-აცხადებს ოქრიაშვილი. რაც შეეხება ფარმაცევტული კომპანიების მოგებას, ოქრიაშვილი აცხადებს, რომ დღეს დარგში წლიური მოგება 4-8%-ს შეადგენს. როგორც ცნობილია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 8 სექტებერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობდნენ, განაცხადა, რომ სამინისტრო უახლოეს მომავალში დაიწყებს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის ფასების ნაწილობრივ რეგულირებას ფასთწარმოქმნის პრინციპით.

---

 

11.09.2019

მედიასაშუალება: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/116166/sotsqselshi-gavrtselda-video-romelshits-mtsiretslovans-savaraudod-marikhuanas-atsevineben

სოცქსელში გავრცელდა ვიდეო რომელშიც მცირეწლოვანს სავარაუდოდ მარიხუანას აწევინებენ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ აწევინებენ მცირეწლოვან გოგოს სავარაუდოდ მარიხუანას. ვიდეოში ქართული საუბარი ისმის. ამ ეტაპზე უცნობია, სად და როდის არის გადაღებული ვიდეო და ვინ არის კაცი, რომელიც ბავშვს სავარაუდოდ მარიხუანას აწევინებს. imedinews-ი შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ვიდეოსთან დაკავშირებით უკვე დაუკავშირდა და უწყების მიერ შესაბამის რეაგირებაზე ოფიციალურ პასუხს ელოდება.

---

 

10.09.2019

მედიასაშუალება:     https://www.interpressnews.ge/ka/article/563163-camebis-msxverplta-reabilitaciis-centri-empatia-mat-mimart-zecolaze-saubrobs

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ მათ მიმართ ზეწოლაზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ ჯანდაცვის სამინისტროს მოტივირებულ დევნასა და თავდასხმაში ადანაშაულებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცენტრიდან „ემპათია“ აცნობეს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცენტრი რეგულირების სააგენტომ სასამართლო ექსპერტიზების ლიცენზიის პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა, მაშინ როდესაც „ემპათიაში“ შესვლის კანონიერი უფლებაც კი არ ჰქონდა. „2019 წლის 20 აგვისტოს, დაწესებულების ხელმძღვანელის მივლინების დროს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს 3 თანამშრომელი, ყოველგვარი შეთანხმებისა თუ შესაბამისი ბრძანების წარმოდგენის გარეშე, თავს დაესხა ცენტრ „ემპათიას“ და თანამშრომლებს აიძულებდნენ ხელი მოეწერათ დაჯარიმების ოქმზე, ვითომდაც ცენტრი „ემპათია“ -ს მხრიდან სასამართლო ექსპერტიზების ლიცენზიის პირობების დარღვევის გამო. 26 აგვისტოს ცენტრი „ემპათია“ -ს ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი და იურისტი გიორგი ლემონჯავა იმყოფებოდნენ რეგულირების სააგენტოში შეხვედრაზე, ცხადი გახდა სააგენტოს მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, მათ ვერ წარმოადგინეს ვერც ბრძანება, რითიც შევიდნენ „ემპათია“ - ში და ვერც ის ოქმი, რაც იქ მიიტანეს, გაუგებარი იყო მათი მოთხოვნა მაქსიმალური დაჯარიმების თაობაზე, რაც ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად, წერილობით გამოაგზავნეს ცენტრ „ემპათია“ - ში. ცენტრ „ემპათია“ -ს არ დაურღვევია ლიცენზირების პირობები, შესაბამისად, ჩვენ ადმინისტრაციული წესით საჩივარი შევიტანეთ რეგულირების სააგენტოსა და ჯანდავის მინისტრის სახელზე (02/09/2019), თუმცა, დღემდე პასუხი არ მიგვიღია“,- ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. „ემპათია“ აღნიშნულ ფაქტს განიხილავს როგორც მოტივირებულ დევნასა და შევიწროებას და მიაჩნია, რომ რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილება ცენტრის საქმიანობას უკავშირდება. მათივე განცხადებით, „ემპათია“ ახორციელებს სასამართლო ექსპერტიზებს ისეთ გახმაურებულ საქმეებზე, როგორიც არის ტატუნაშვილისა თუ კვარაცხელიას საქმეები, პოლიციის მხრიდან შესაძლო წამების ფაქტების შემთხვევები, პოლიტიკურად მოტივირებული წამების შემთხვევები და ა.შ. „აღნიშნულ ფაქტს განვიხილავთ, როგორც ცენტრი „ემპათია“ -სადმი მოტივირებულ დევნა - შევიწროებას, ვინაიდან, რეგულირების სააგენტოს სადამსჯელო დანაყოფად გამოყენების მოტივაცია, ვფიქრობთ, სხვაგან უნდა გადაწყვეტილიყო. ცენტრი „ემპათია“ ახორციელებს ადვოკატირებას, მათ შორის, სასამართლო ექსპერტზებს სხვადასხვა გახმაურებულ საქმეში, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ტატუნაშვილისა თუ კვარაცხელიას საქმეები, პოლიციის მხრიდან შესაძლო წამების ფაქტების შემთხვევები, პოლიტიკურად მოტივირებული წამების შემთხვევები, ასევე 20 – 21 ივნისს „გავრილოვის ღამის“ დაზარალებულთა საქმეები. ცენტრი „ემპათია“ არის ერთადერთი არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია სასამართლო სამედიცინო და სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზების ლიცენზიები და ახორციელებს არაადამიანური მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (სტამბოლის პროტოკოლი, მინესოტას პროტოკოლი).ვფიქრობთ, აღნიშნული გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ -ს მოტივირებული დევნის საფუძველი. სასამართლოში საქმის წარმართვის შემთხვევაში ცენტრი „ემპათია“ -ს ინტერესებს დაიცავს ჩვენი იურისტები და არასამათავრობო ორგანიზაცია GDI“, - ნათქვამია განცხადებაში.

---

 

10.09.2019

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=106791

ჯანდაცვის სამინისტროსა და კულტურის პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჯანდაცვის სამინისტროსა და კულტურის პალატას შორის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პროექტის მხარდასაჭერად კულტურის პალატის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, C ჰეპატიტის პროგრამის პოპულარიზაცია მოხდება. ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. პირველი ერთობლივი აქტივობა დევიდ გარეტის კონცერტზე განხორციელდება. იქ მისულ სტუმრებს, კონცერტის დაწყებამდე საშუალება ექნებათ ჩაიტარონ სკრინინგი C ჰეპატიტზე. C ჰეპატიტის პროგრამა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტს, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა. პროგრამის მიზანია “C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში” და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია. ახალი შემთხვევების გამოსავლენად მუდმივად მიმდინარეობს სკრინინგი მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეის მდგომარეობით სულ დასკრინინგებულია 1,700,000 მოქალაქე. მკურნალობის კურსი 60 000-მდე ადამიანმა დაასრულა, განკურნების მაჩვენებელი კი 98,2 %-ია.

რეგინფო.ჯი- https://reginfo.ge/people/item/16619-devid-garetis-konzertamde-stumrebs-sashualeba-eqnebat-c-bepatitis-skriningi-chaitaron

---

 

10.09.2019

მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/profesiuli-momzadeba-gadamzadebis-sakhelmtsifo-programis-morigi-etapi-itskeba/62274

პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის მორიგი ეტაპი იწყება

სოციალური მომსახურების სააგენტო „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ მორიგ ეტაპს იწყებს. პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს. მოკლევადიანი კურსები ორიდან ოთხ თვემდე გრძელდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მომზადება-გადამზადების პროგრამები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც 41 მოთხოვნადი პროფესია გამოავლინა. მოთხოვნად პროფესიებს შორისაა: გიდი, კონდიტერი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, შემდუღებელი, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი, ბარმენი, ვებ-პროგრამისტი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი და სხვ. მოკლევადიანი კურსების გავლა, საქართველოს მასშტაბით, 24, როგორც სახელმწიფო ისე კერძო, აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი. პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების გავლის მსურველთა რეგისტრაცია 12 სექტემბრიდან დაიწყება და 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი, 25 სექტემბერს დაიწყება. სამუშაოს მაძიებელმა, რეგისტრაციისთვის, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს. სწავლის დასაფინანსებლად სპეციალურ ვაუჩერებსაც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ. პროგრამის სამიზნე ჯგუფს 16 წლის ზემოთ, შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები წარმოადგენენ.

---

 

10.09.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/497343

46 წლის ედიშერი საწოლსაა მიჯაჭვული – ჭაავების ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

“ეს ტრაგედია 5 წლის წინ მოხდა. ჩემი სრულიად ჯანმრთელი შვილი უცებ შეუძლოდ გახდა და მას შემდეგ საწოლსაა მიჯაჭვული. მთელი ეს წლები არ ვაკლებდი მას ყურადღებას და ზრუნვას, მაგრამ უკვე გამომელია ძალა, ხოლო მატერიალური სიდუხჭირე ჩვენს ყოფას აუტანელს ხდის“, – ამბობს ტატიანა ჭაავა. 70 წლის ხანდაზმული ქალი სასოწარკვეთაშია ჩავარდნილი, რადგან ვერ ხედავს გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან. მისი შვილი, 46 წლის ედიშერი, საწოლსაა მიჯაჭვული. “ჩერნოვეცკის ფონდის” ინფორმაციით, მას დაზიანებული აქვს თირკმლები, ღვიძლი, ხოლო სხეული სრულად პარალიზებულია. „ედისერს ხელის აწევაც კი არ შეუძლია, წევს ასე უმოძრაოდ და განიცდის მის მდგომარეობას, იმდენად განიცდის, რომ გული მიკვდება მისი შემხედვარე…“, – გვიყვება ტატიანა ჭაავა. დედა-შვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ცხოვრობს. ისინი ერთ პატარა ხის სახლში არიან შეყუჟულნი, სადაც საშინელი საცხოვრებელი პირობებია: არ არის წყალი, ავეჯი ამორტიზირებულია, კედლები – დაბზარული, ხოლო სახურავიდან წვიმა ჩამოდის. ჩვენ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით ტატიანა ჭაავას: -გვიამბეთ თქვენი შვილის შესახებ, რა შეემთხვა მას? ტატიანა ჭაავა: ედიშერი წლების განმავლობაში თხილის ფერმაში მუშაობდა, შოულობდა, ასე ვთქვათ, პურის ფულს. ყოველ შემთხვევაში, არ გვიჭირდა. ძალიან შრომისმოყვარე ბიჭი იყო, მეგობრული და მშვიდი ხასიათის. რამდენიმე წლის წინ მას ქვები აღმოაჩნდა თირკმელში, მკურნალობამ ვერ უშველა. საშინლად იტანჯებოდა, წვალობდა და სამუშაოზე წასვლა არ შეეძლო. ბოლოს რაღაც „სოფლის წამალი“ დალია, რამაც ახალგაზრდა კაცი საწოლს მიაჯაჭვა. -მაინც რა მოხდა? ტატიანა ჭაავა: წამლის დალევის შემდეგ ცუდად გახდა, თავბრუ დაეხვა და გონება დაკარგა. მას შემდეგ ფეხზე ვერ დგება. -უმოძრაო მდგომარეობაშია უკვე 5 წელი და ამის გამო წონაში მოიმატა, არა? ტატიანა ჭაავა: სიმსუქნის მეოთხე სტადია აქვს. ეს გამოწვეულია ნივთიერებათა არასწორი ცვლით. მას სპეციალური საკვები სჭირდება, მაგრამ არ მაქვს ამის საშუალება…ის კი არა, პურის ფულს ძლივს ვშოულობ… 100 ლარი გვაქვს სოციალური შემწეობა და მთელ თანხას ედიშერის წამლებს ვახმარ. როდესაც ჩემი შვილის მდგომარეობა ძალზე გართულდა, 4 წლის პენსია გამოვიტანე წინასწარ. ასე, რომ ახლა პენსიასაც არ ვღებულობ. – არ უმჯობესდება ედიშერის მდგომარეობა? ტატიანა ჭაავა: სამწუხაროდ არ უმჯობესდება. ღვიძლი გადიდებული აქვს, უჭირს სუნთქვა, თირკმლები ამ ხნის განმავლობაში ძლიერ დაზიანდა, საშინელი ტკივილები აქვს, ძალიან წვალობს. -ვინმე გეხმარებათ? ტატიანა ჭაავა: მეზობლები გვეხმარებიან შეძლებისდაგვარად. დიდი მადლობა ამ ადამიანებს, მაგრამ სოფელში ხალხი ღარიბია, ყველას უჭირს და მეც ვერიდები მათ შეწუხებას. -ხელისუფლება არ გეხმარებათ? ტატიანა ჭაავა: მერია დაგვპირდა სახლში გაზის უფასოდ შემოყვანას და ვნახოთ… -თქვენი მეუღლე როდის გარდაიცვალა? ტატიანა ჭაავა: ხუთი თვის ორსული ვიყავი, იგი ავტოავარიაში დაიღუპა. მაშინ გალის რაიონში ვცხოვრობდით მეუღლის სახლში. მერე ჩემს მშობლიურ სოფელ რუხში დავბრუნდი, ვიყიდე პატარა მიწის ნაკვეთი და ეს ხის სახლი ავაშენე. -აქ საშინელი პირობებია… ტატიანა ჭაავა: ნამდვილი კოშმარია. ასეთ პირობებში ავადმყოფის მოვლა ძალიან ძნელია… ამასწინათ, დიდი ქარი იყო და ხის საპირფარეშო, რომელიც ეზოში გვაქვს, ჰაერში ააფრიალა. ასე რომ, ახლა არც ტუალეტი გვაქვს… მეგობრებო, მოდით გავუწიოთ დახმარება დედა-შვილს, მივცეთ მათ გამოჯანმრთელების შანსი, გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე. ედიშერ და ტატიანა ჭაავები საჭიროებენ მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, თეთრეულს. თქვენ შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ ეს ოჯახი და გაუწიოთ დახმარება. მისამართი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი, ტელ.: 592186127. კარგი იქნება თუ გააზიარებთ ამ პოსტს, რათა უფრო ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს და ჩაებას საქველმოქმედო აქციაში. თანხა შეგიძლიათ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება ედიშერ კუჭავაა).

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=213966-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90,%20%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

---

 

10.09.2019

მედიასაშუალება:

http://www.newposts.ge/?l=G&id=213992-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%92%E1%83%93%E1%83%90%20%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

"მოგვეხმარეთ, გთხოვთ, ეს ბრძოლა მაგდამ უნდა მოუგოს დაავადებას"- ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, „კამარას“ თანამშრომლის სიცოცხლის გადასარჩენად, საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს. 32 წლის მაგდა გოგუაძე, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ავთვისებიან მელანომას ებრძვის. მაგდას სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია, რისთვისაც ახალგაზრდა დედას ფინანსური თანადგომა სჭირდება. „მეგობრებო, კამარას თანამშრომელს, ამ ულამაზეს ადამიანს, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ჩვენს მეგობარს 32 წლის მაგდა გოგუაძეს, ძალიან სჭირდება თქვენი თანადგომა. მაგდა 2015 წლიდან ებრძვის ავთვისებიან მელანომას. ახლა თურქეთში, "აჯიბადემის" კლინიკაშია და აუცილებელია სასწრაფო ოპერაცია, რომელიც 20 ათას დოლარამდე ჯდება. ერთი დოლარის ჩარიცხვაც თუ შეგიძლიათ, გთხოვთ, არ დაიზაროთ. დროს და ყველა ცენტს მნიშვნელობა აქვს. თუ დოლარის საშუალებაც არ გაქვთ, მაინც შეგიძლიათ დახმარება, თხოვნის გაზიარებით. ეს ბრძოლა მაგდამ უნდა მოუგოს დაავადებას. მოგვეხმარეთ, გთხოვთ,“- წერს ნათია ფანჯიკიძე და დახმარების მსურველთათვის საბანკო რეკვიზიტებს აქვეყნებს: თი ბი სი ბანკი GE44TB7017945169600001 საქ.ბანკი GE14BG0000000752961700GEL მიმღები მაგდა გოგუაძე

---

 

10.09.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1568121081-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%91%E1%83%90%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98

სუიციდის პრევენციის დღე - რა მდგომარეობაა საქართველოში

მსოფლიოში ყოველ 40 წამში თვითმკვლელობა ხდება - ერთი წლის განმავლობაში საშუალოდ 800 ათასამდე ადამიანი იკლავს თავს. ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო, 2016 წლის მონაცემები, რომელიც სუიციდის პრევენციის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ეს ციფრები არ ეხება სუიციდის მცდელობებს, არამედ უკვე შესრულებულ თვითმკვლელობას. თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი რაოდენობით გამოირჩა აფრიკული ქვეყნები გაიანა და ლესოტო, ხოლო რუსეთი თვითმკვლობების რიცხვით მსოფლიოში მესამეა. მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანაში თვითმკვლელობა უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. გამონაკლისს მხოლოდ ხუთი ქვეყანა წარმოადგენს, სადაც უფრო მეტი ქალი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით, ვიდრე მამაკაცი. ესენია - ბანგლადეში, ჩინეთი, ლესოტო, მაროკო და მიანმარი. რა ხდება საქართველოში? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებში საქართველოც მოხვდა. მის მიხედვით, საქართველოში მამაკაცებს შორის 100 000 მოსახლეზე თვითმკვლელობის კოეფიციენტი 12.3-ია, რაც მსოფლიო მასშტაბით საშუალო ციფრია, ხოლო ქალების მაჩვენებელი 1,9 არის, რაც მსოფლიოში ყველაზე დაბალი რაოდენობის კატეგორიაში გადის. 2019 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს ირკვევა, რომ ამ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სუიციდის მცდელობის 426 შემთხვევა დაფიქსირდა, ამათგან თითქმის ნახევარი ტრაგიკულად დასრულდა. მონაცემების მიხედვით, 2019 წლის პირველი 6 თვით განმავლობაში 207 თვითმკვლელობა და 219 თვითმკვლელობის მცდელობა მოხდა, ამათგან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (53) დედაქალაქში ფიქსირდება. სუიციდის განმხორციელებლები, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის მონაცემები მოწმობს, ისევ მამაკაცები არიან. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შსს-ს მონაცემებით იმავე პერიოდში სუიციდის 436 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 202 ტრაგიკულად დასრულდა. როგორც ხედავთ, ერთი წლის განმავლობაში ციფრებში დიდი განსხვავება არ ფიქსირდება. საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ეკა ჭყონიას გაესაუბრა. მისი თქმით, სუიციდის და სუიციდის მცდელობების ერთობლივი დაანგარიშების დაწყების შემდეგ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სუიციდის რაოდენობა იზრდება, თუმცა ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ სუიციდი როგორც დადგენილი ფაქტი და თვითმკვლელობის მცდელობა. „მონაცემები დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ხდება სწორად შეფასება ყველაფრის. სუიციდი თვალსაჩინო არ არის. შეიძლება ზედმეტი დოზირებისგან გარდაიცვალა ადამიანი ან უბედური შემთხვევით და სინამდვილეში არ იყო ეს სუიციდი. ამიტომ საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შემთხვევებს ინდივიდუალური მუშაობა სჭირდება. სუიციდი არის არსებული ფაქტი, რომ ადამიანი გარდაიცვალა ზოგ ქვეყანაში შეიძლება შეიყვანონ შემთხვევებიც, სადაც ნამდვილად სუიციდია და შეიძლება შეიყვანონ საეჭვო შემთხვევებიც, მაგალითად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, რაც განიხილება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველა ამ შემთხვევის დროს მე მაქვს სუიციდთან საქმე“, - ამბობს ფსიქიატრი. არსებობს თუ არა კონკრეტული მიზეზი, რაც საქართველოში მომხდარ სუიციდის მიზეზებს აერთიანებს, სპეციალისტი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით კომპლექსური მუშაობა არ ჩატარებულა და შესაბამისი პრევენციაც ვერ მოხერხდებოდა. „რატო არა ჯანდაცვაა, განათლება, სოციალის საკითხი, უსაფრთხოება. რომელი პრობლემაა მოგვარებული საქართველოში? არაფერი არ მაძლევს იმის საფუძველს, რომ ყველაფერი ეკონომიკურ სიდუხჭირეს დავუკავშირო, თუმცა ეკონომიკა პრობლემის კომპლექსს წარმოადგენს“, - მიიჩნევს ეკა ჭყონია. პრობლემის გადაჭრის რა გზები არსებობს? „პირველ რიგში უნდა გამოიყოს პასუხისმგებელი უწყებები და ერთობლივი მუშაობით პრობლემა ქვეყნის დონეზე გადაიჭრება. რაც შეეხება კერძო დონეს - ჩვენ თუ ვხედავთ რომ ადამიანს უჭირს, დავუდგეთ გვერდში. არ დაიხიოთ უკან არ შეგეშინდეთ. არ გქონდეს განცდა, რომ ეს პრობლემა თქვენ არ უნდა გადაწყვიტოთ. მოკიდეთ ხელი დაუდეგით გვერდში, ხოლო ეროვნულ დონეზე ამ საკითხის ეროვნულ გეგმაში გაწერის შემდეგ, სუიციდის შემთხვევები კლებას დაიწყებს“, - განმარტავს „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“ თავმჯდომარე. მედიის როლი მნიშვნელოვანია მედიის როლი სუიციდის საკითხებში. სხვადასხვა კვლევების თანახმად, სუიციდის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გავლენას ახდენს ტრაგედიის მასშტაბის გაზრდაზე. ამის გამო, მედიის ეთიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი სუიციდის შემთხვევების გაშუქებაა. არსებობს რეგულაციები და წესები, რომლებითაც ხელმძღვანელობენ ჟურნალისტები, როდესაც საქმე თვითმკვლელობას ეხება. „მედიას შეუძლია ძალიან უარყოფითი და ძალიან დადებითი როლის შესრულება. როდესაც ჟურნალისტი გამოდის და ამბობს, რომ ასე ჩაიდინა და ამ მიზეზის გამო, მაშინ როდესაც ჯერ არაფერი კონკრეტულად დადგენილი არ არის, არის სახიფათო. „ამას სოცმოდელირება ეწოდება. მე შეიძლება მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა მქონდეს და რაღაც აზრები მომდიოდეს სუიციდზე, მაგრამ გადაწყვეტილებას არ ვიღებდე, მაგრამ როდესაც ამ დროს ღიად ამბობენ, თუ როგორ და რატომ ჩაიდინა ადამიანმა თვითმკვლელობა, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს იმ ადამიანზე, რომელიც უკვე ფიქრობს ამაზე. თუ მედია გამოდის და პირიქით გამოსავალზე ორიენტაციას აკეთებს, რა შეიძლება მოგვარდეს, ეს არის ძალიან დადებითი გაშუქება“, - აღნიშნავს „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“ თავმჯდომარე. პასუხისმგებელი უწყებები სუიციდის პრევენციის სამოქმედო სტრატეგიის მიმართულებით გამოვლენილ უმოქმედობაზე სახალხო დამცველი თავის სპეციალურ ანგარიშებში ყოველწლიურად წერს. 2018 წელს ომბუდსმენის აცხადებდა, რომ არ შემუშავებულა სუიციდის პრევენციის ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც შესაძლებელს გახდიდა სუიციდის რისკ-ფაქტორების დროულ გამოვლენას და აღმოფხვრას. სახალხო დამცველის თქმით, კიბერ ბულინგისა და ძალადობის შემთხვევების გამოვლენა განსაკუთრებულ პრობლემად რჩება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ სკოლებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სკოლის პერსონალის ცნობიერების დონე დაბალია და ხშირად კიბერ ბულინგი ძალადობად არ აღიქმება. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები მოზარდებში სუიციდის პრევენციასთან დაკავშირებით: სპეციალიზებული ცხელი ხაზის შექმნა, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ მათთვის მეგობრული, კვალიფიციური სერვისი და შესაბამისი კონსულტაცია 24 საათიან რეჟიმში; ინფორმაციის გავრცელება ბულინგის, კიბერ ბულინგის, სექსუალური შევიწროებისა თუ სხვა სახის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფორმებზე; მასწავლებლების სოციალური მუშაკების გადამზადება და მათი ბავშვებთან მუშაობის უნარების დახვეწა; ბავშვების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება; მხარდაჭერის გამოვლენა.

---

 

10.09.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=213575-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%2C+%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%2C+%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98&fbclid=IwAR14HJaIUJWQpmyGwM-vJ9vmtwzBdKZ53DihNUXWaBBtRCqLBVDJFpWqbs4

"ოპერაცია თუ არ გაკეთდა დაეწყება გაუსაძლისი ტკივილები"- 2 წლის ზუგდიდელ იოანეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

გაიცანით 2 წლის ზუგდიდელი იოანე ხარებავა. მას თქვენი დახმრება სჭირდება. იოანეს აქვს აპერტის სინდრომი, ოთხივე კიდურის სინდაქტილია (ძვლების არასრულის ჩამოყალიბება) და ასევე კრანიოსინოსტოზი, (თავის ძვლის არასწორი შეხორცება) რომელიც საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას თურქეთში აჯიბადენის კლინიკაში. ოპერაცია დიდ თანხებთანაა დაკავშირებული კერძოდ 22,800 EUR. ოპერაცია უნდა გაკეტდეს 5 წლამდე, სანამ ტვინი დაიწყებს ზრდას ,თუ მანამდე ვერ გაკეთდა დაეწყება გაუსაძლისი ტკივილები რაც შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს. თქვენი შემოწირულობები დაეხმარება იოანეს დაასრულოს საჭირო ეტაპები და საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს. იოანეს მშობლებისთვის ძალზე რთული გადაწყვეტილებაა დახმარების თხოვნა, შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლაში. თუნდაც მცირედი, ერთი ლარიც კი მნიშნველოვანი დახმარება იქნება.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

11.09.2019

მედიასაშუალება:     რეზონანსი

ხელისუფლება წამლების გაიაფებას აპირებს, ოღონდ მეთოდს არ ასახელებს

მედიკამენტების ფასი ძალიან მაღალია, ამიტომ რეგულირებაში სახელმწიფოს ჩაერევა. ამაზე უკვე მმართველი გუნდიც ალაპარაკდა. ბოლო 7 წლის განმავლობაში 80%-ით გაზრდილ წამლის ფასებს რა ფორმით დაარეგულირებს და როგორი იქნება ხელისუფლების პოზიცია, "რეზონანსი" დეპუტატებსაც ესაუბრა აღნიშნულ თემაზე, თუმცა კონკრეტული პოზიცია არც მათ გააჩნიათ. მედიკამენტების ფასი რომ ქვეყანაში ძალიან მაღალია, ამაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მედია და საზოგადოება უკვე ძალიან დიდი ხანია საუბრობს. გრძელვადიან სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, წამლები საქართველოში 2013 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც "ქართული ოცნება" ქვეყნის მმართველობაში მოვიდა, ოფიციალურად 80%-ით არის გაძვირებული. ცხადია, ეს გასაშუალებული მაჩვენებელია, სინამდვილეში გარკვეულ მედიკამენტებზე ფასი 200%-ით და მეტადაც არის მომატებული. ზოგი მეტად გაძვირდა, ზოგი - ნაკლებად, მაგრამ კატასტროფული ზრდა შეეხო, ძირითადად, იმ წამლებს, რომლებიც ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. სწორედ ამიტომაა, რომ მოსახლეობის ნაწილი წამლების საყიდლად თურქეთში გადადის საქართველოში რეგიონის ქვეყნებთან შედარებითაც კი სამჯერ მაღალი ფასებია ფარმაცევტულ ბაზარზე, ხოლო ევროპასთან სხვაობა კიდევ უფრო მეტია. ერთ-ერთი მომხმარებლის მაგალითს თუ დავუჯერებთ, მან წამლები, რომლებიც საქართველოში 187 ლარი უჯდებოდა, თურქეთში 63 ლარად შეიძინა. მომხმარებლები ფასების სხვაობის გარდა, იმასაც ხშირად აღნიშნავენ, რომ თურქეთში მედიკამენტები გაცილებით ხარისხიანია, ვიდრე საქარველოში. 2018 წლის ბოლოს ჩატარებული კვლევის შედეგად კი ფასთა სხვაობა უფრო თვალსაჩინო გახდა. იმ დროისათვის ქართულ ქსელებში `ალერტეკი~ 16.85 ღირდა თურქეთში კი იგივე მედიკამენტის ღირებულება 9 ლირა იყო რაც 5.13 თეთრის ეკვივალენტია. რეგიონის ქვეყნებში სხვადასხვა დასახელებისა და ოდნეობის მედიკამენტების ფასები კი ასე გამოიყურება: 6 მედიკამენტის ღირებულება თუ ჩვენთან 60. 85 ლარს შეადგენდა, თურქეთში იმავე მედიკამენტების საყიდლად 31,29 ლარი დაგჭირდებათ. მეზობელ აზებაიჯანში კი 5 პირველადი დანიშნულების მედიკამენტისათვის 32,18 ლარია საკმარისი, როცა საქართველოში იგივე წამლები 51,33 ლარი ღირს. მიუხედავად იმისა რომ თურქეთი გასულ წელს ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე იდგა და ქართული ვალუტის გაუფასურებასაც, საქართველოს მთავარობა ამ ფაქტორით ხსნიდა, იქ წამლები არ გაძვირებულა, ხოლო ჩვენი ქვეყნა ამ მხრივ უპირობო ლიდერია. რადგანაც მედიკამენტების ღირებულება ძალიან მაღალია, ფასების რეგულირებაში აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა. ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ გააკეთა. „ვფიქრობ, ჯანდაცვის რეფორმა ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი მიღწევაა, თუმცა სისტემას, რომელიც ახლა მუშაობს, შემდგომი დახვეწა სჭირდება. ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც თითქმის ყველა მოქალაქეს აწუხებს, არის მედიკამენტები. სიმართლე გითხრათ, არსად, არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს, რომ ექიმი პაციენტს ამდენ წამალს უწერდეს. მედიკამენტების ფასი ძალიან მაღალია, რაც თითოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახება. ამიტომ რეგულირებისათვის აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა“, - განაცხადა კილაძემ პარლამენტის სხდომაზე. ფასები რომ ძალიან მაღალია ადასტურებს ,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, ლადო კახაძეც. მისი აზრით, სახელმწიფოს ჩარევა, ფასის კორექტირების კუთხით საფრთხილო, თუმცა შესაძლებელია. ,,ფასწარმოქმნის პროცესი მექანიკური არ არის. რამდენადაც ვიცი, პროცესები სოციალური და ძალიან მტკივნეულია, ამიტომ სახელმწიფო უნდა გამოვიდეს როგორც მოსახლეობის დამცველი გარდამავალ პერიოდში. ხშირად მითვამს, როცა სამ წამალზე მეტი ინიშნება, ის მედიკამენტები პაციენტზე არაადეკვატურად მოქმედებს და განკურნების ნაცვლად, შესაძლოა, ზიანიც კი მოიტანოს. ადამიანებმა იცოდნენ, რომ სადაც 20 წამალი იწერება, ის არ არის განკურნებისათვის. არ მინდა მედიცინის საფარველის ქვეშ იყოს არასწორი მიდგომები. დიდად საფრთხილო თემაა მედიკამენტები და მისი ფასები, მაგრამ უნდა ექვემდებარებოდეს რეგულირებას. გასაგებია, რომ ჯანდაცვა ყველგან ძვირი სერვისია, თუმცა ადამიანები მიდიან უცხოეთში და ხედავენ, რომ იქ გაცილებით იაფი ღირს წამლები და ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ ნუთუ ამხელაა საბაჟო გადასახადი ჩვენთან? ანალიზისა და შესაბამისი რეაგირების მეთოდითუნდა მოხდეს ჩარევა”, - ამბობს პარლამენტარი ,,რეზონანსთან”, თუმცა კონკრეტულად რას აპირებს ხელისუფლება, ამაზე არ საუბრობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6325341&name=11.09.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 

11.09.2019

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმი წლის განმავლობაში შეიცვლება

საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმი წლის განმავლობაში აუცილებლად შეიცვლება.ამის შესახებ „კომერსანტს“პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა. მისი მტკიცებით, ამას რაიმე ტიპის საკანონდმებლო ინიციატივა არ სჭირდება. საკმარისი იქნება პროგრამებში მთავრობის დადგენილების დონეზე ცვლილება. დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივის ამოქმედება მტკივნეული იქნება ზოგიერთი კერძო კლინიკისთვის. „ყველას უნდა მოგების მიღება, მაგრამ არა სამედიცინო მომსახურების ხარისხის და პაციენტის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე, ეს არის სახელმწიფოს არგუმენტი“–აღნიშნავს ზოიძე. დეპუტატი კონკრეტული დეტალების დასახელებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ის ცნობილი ამ ეტაპზე არ არის, თუმცა,აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში იყო ჩადებული, რომ ქვეყანა უნდა გადასულიყო ჯანდაცვის დაფინანსების სამართლიან მეთოდზე, რომელსაც გარკვეული დრო დასჭირდებოდა. ეს მეთოდი განსაზღვარვს იმას, თუ რა რესურსი იხარჯება ამა თუ იმ სამედიცინო ჩარევაზე და შემდეგ უკვე ამის მიხედვით დააწესებს ფასებს. „კლინიკებში ერთი და იგივე მანიპულაციაზე რადიკალურად განსხვავებული ფასებია. მაგალითად, აპენდიციტის ოპერაცია თუ ერთ კლინიკაში ღირდა 1000 ლარი, მეორეში მისი ფასი 3 000 ლარს შეადგენდა.არადა, მანიპულაციები პრაქტიკულად სატანდარტული რესურსების ადამიანურ თუ მასალის დახარჯვას მოითხოვს, ასეთი განსხვავება არ უნდა იყოს. ასე რომ, აქ სახელმწიფო რეგულირება, როდესაც კერძო სექტორია დომინირებადი, რა თქმა უნდა მნიშვნლოვანია.აქამდე, თუ ხდებოდა სახელმწიფოს მიერ ფასების გათვალისწინება, დღეს მოხდება ფასების სტანდარტიზაცია“–აცხადებს ზოიძე. კითხვაზე, რატომ არ მოხდა ამ საკითხის ამ დრომდე დარეგულირება, ზოიძე აცხადებს, რომ ეს პროცესი შედარებით გაჭიანურდა, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. შედეგად, სელექტიური კონტრაქტირების საფუძველზე ყველა კლინიკისთვის ერთნაირი ტარიფები დადგინდება. მისი თქმით, მაგალითად, გერმანიაში თითოეულ მანიპულაციაზე ქულები იწერება და საბოლოოდ იკრიბება, გამოდის ჯამური ქულა, რომელიც ინფლაციის გათვალისწინებით ფულად ფორმაში გამოიხატება და დგინდება ფასი. რაც შეეხება საქართველოს, ეს პროცესი ეტაპობრივად, თანდათან მოხდება. „პირველი ნაბიჯი კი იქნება სელექტიური კონტრაქტირება. ჩვენ დავუდებთ ხელშეკრულებებს კონკრეტულ დაწესებულებებს,რომლებიც შესაბამის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მიაწოდებენ საყოველთაო ჯანდაცვის თანხის შედეგად სახელმწიფოს. ეს არის იდეა. ამ კონტრაქტში გაიწერება ტარიფებიც“–აცხადებს ზოიძე. დეპუტატი აცხადებს, რომ ასევე მეორე პრობლემაა ის, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში მნიშვნელოვანი თანხები მიდის არა ექიმის და სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებაზე, არამედ არაეფექტურ სამეურნეო დანახარჯებზე. სწორედ ამაშია სახელმწიფოს როლი, რომ ეს მაქსიმალირად დაფინანსდეს. როგორც ცნობილია, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმი იცვლება.ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები ყველა კლინიკისთვის გაათანაბროს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, პაციენტების ჯიბიდან გადასახადის მაჩვენებელი 20-22 პროცენტს აღემატება, კერძო სექტორის მოგება კი, 35 პროცენტს აჭარბებს. „სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს ხარჯავს 2013 წლიდან. მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს არ არის საკმარისი და კვლავ დიდია მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხები. ბოლო 7 წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის მხრიდან მოხდა 3 მილიარდ ნახევარზე მეტი თანხის დაფინანსება პაციენტების ჯანმრთელობისთვის. 2013 წლიდან 2 მილიონ 400 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა საყოველთაო ჯანდაცვით სამედიცინო დაწესებულებებს.მკურნალბა მოხდა 6 მილიონ 700 ათასზე მეტი შემთხვევაში. მიხედავად ამისა, პაციენტების ჯიბიდან გადახდილი თანხა 20-22 პროცენტს აღემატება. ხოლო კერძო სექტორის მიერ სარგებლობა ამ შემთხვევაში 35 პროცენტზე მეტია. აღნიშნული მონაცემები ნათლად წარმოაჩენს სისტემური ცვლილებების საჭიროებას. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება შევცვალოთ დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით. რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხსაც. ეს სისტემა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6325334&name=11.09.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 ​