From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-10.12.2019
Received On : 10.12.2019 09:14
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 10.12.2019

 

ტელევიზია

10.12.2019                                    

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 12:00

როგორ უნდა დარეგულირდეს ფარმაცევტულ ბაზარზე ფასები-ეს ერთერთი მთავარი საკითხია, რაზეც ამ წუთებში კონკურენციის საგენტოს მიერ ორგანიზებილ შეხვედრაზე, სპეციალისტები მსჯელობენ. ღონისძიების მიზანია, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ქართული ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6538259 

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6538186

---

 

10.12.2019                                    

არხი: იმედი                                 

გადაცემა:  ქრონიკა 08:00

მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებს შეხვდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6537791 

ტვ პირველი - საქმიანი დილა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6538013

09.12                                           

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6537235

ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6536992

---

 

10.12.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 08:00

"მთავრობის 520-ე დადგენილება უმძიმეს მდგომარეობაში ამყოფებს საავადმყოფოებს"-ზურაბ ჭიაბერაშვილი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6537942

---

 

10.12.2019                                    

არხი: I არხი

გადაცემა:  მოამბე 08:00

საქართველოში ზამთრის სეზონზე  H1N1 ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული ა ტიპის ვირუსის გარდა კიდევ ცირკულირებს ბე ტიპის ვირუსები, რომელიც შედარებით მსუბუქი სიმპტომატიკით ხასიათდება. ამასთან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ა ტიპის გრიპის ვირუსის H1N1 შტამით ინფიცირების შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა და პაციენტი მოზარდია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6538041

---

 

10.12.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 12:00

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე ერთ-ერთი მთავარი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იქნება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6538250

---

 

10.12.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 09:00

2020 ბიუჯეტის პროექტს გაზრდილი სოციალური ხარჯების მიუხედავად ოპოზიცია უარყოფითად აფასებს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6537794

---

 

 

09.12.2019                                    

არხი: მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 21:00

ხელისუფლება ათასობთ ადამიანს შიმშილისთვის და ავადმოყოფობისთვის წირავს - ნოემბრიდან ჯანდაცვის სამინისტრომ შემწეობა გააუქმა, რომელიც ბევრისთვის არსებობის ერთადერთი წყარო იყო. მოხუცები, მრავალშვილიანი დედები, უმწეო მარტოხელები დღეს სოციაული მომსახურების სააგენტოსტან რიგში იდგნენ ერთი შეკითხვით - რატომ გაუქმდა დახმარება. სამინისტროს მაღალჩინოსნებს განმარტებები არ აქვთ. სააგენტოში კი ამას ჩვეულებრივ მოვლენას უწოდებენ. ქართული ოცნების ხელისუფლებამ ბოლო თვეში 50 000ზე მეტი ადამიანი უკიდურესი შიმშილობის ზღვარზე მიიყვანა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6537683 

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6537355

---

 

09.12.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 15:00

ანა დოლიძე ითხოვს კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასები შეისწავლოს. ის განმარტავს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაციისა და ფასების შესწავლის შესახებ კონკურენციის სააგენტომ 2018 წელს განაცხადა, თუმცა, უწყებას დღემდე არ გამოუქვეყნებია მონიტორინგის შედეგები. დოლიძე, სააგენტოს ახლად დანიშნულ უფროსს ირაკლი ლექვინაძეს ერთ თვიან ვადას აძლევს, რათა ხალხს აუხსნას რამდენად სამართლიანია ბაზარზე არსებული ფასები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6536416

---

                                                  

09.12.2019                                    

არხი: მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 18:00

ლუკოილის თანამშროლები, ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. პროფკავშირულმა ორგანიზაცუამ, თამარაშვილის ქუჩაზე მდებაარე ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან აგმართა აქცია. დასაქმებულები ამბობენ, რომ კომპანიასთან მოლაპარაკებები, რომელშიც სახელმწიფოა ჩართული, უშედეგოდ მიმდინარეობს. ათი თქმით, კომპანიის ქართველ წარმომადგენლობის მხრიდან, საკითხსადმი უარყოფითი დამოკიდებულებაა, დასაქმებულები კომპანიას კიდევ ერთხელ მუწოებენ, გაითვალსიწინონ მათი მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცებიან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6537286 

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6537261

მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6536699

---

 

ინტერნეტი

10.12.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/576608-kvlevis-tanaxmad-maia-ckitishvils-ekaterine-tikarazes-da-levan-davitashvils-arasrulad-akvs-gasajaroebuli-sakutari-an-ojaxis-cevris-samecarmeo-sakmianoba

კვლევის თანახმად, მაია ცქიტიშვილს, ეკატერინე ტიკარაძეს და ლევან დავითაშვილს არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეებიდან, 18 შემთხვევაში თანამდებობის პირს არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა – მათ შორის 3 მინისტრს: ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს. აღნიშნულ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით შეისწავლა ამ თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობა, ასევე, მათ მიერ საკუთარი ბიზნესინტერესების სავალდებულო გამჟღავნების პრაქტიკა და გარკვეული დარღვევები გამოავლინა. „2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობას 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების თითქმის ნახევარს – 64-დან 29-ს – უდასტურდება კომერციული ინტერესი (მას და/ან მის ოჯახის წევრს). შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ბიზნესინტერესის მქონე მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების უმეტესობას (29-დან 22-ს), ამა თუ იმ ფორმით, დარღვეული აქვს კანონის ის მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება კომერციული ინტერესის გამჟღავნებას და ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილებას. კვლევის მიხედვით, 6 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. ეს თანამდებობის პირები არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, განათლების მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და ბადრი მაისურაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ბადრი ნანეტაშვილი. 4 შემთხვევაში თანამდებობის პირი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში – თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და განათლების მინისტრის მოადგილე ბადრი მაისურაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი. 3 შემთხვევაში თანამდებობის პირი (ან ოჯახის წევრი) ფლობს წილს ისეთ კომპანიაში, რომლის საქმიანობაც, სავარაუდოდ, სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე. 1 შემთხვევაში თანამდებობის პირმა დაარღვია ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვადა – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე. კვლევის შედეგები მიანიშნებს იმაზე, რომ, ერთი მხრივ, ბიზნესინტერესის მქონე მინისტრები და მათი მოადგილეები სერიოზულად არ ეკიდებიან ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხს და სამეწარმეო საქმიანობის სრულად გამჟღავნების ვალდებულებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებისა და მისი მონიტორინგის არსებული სისტემები, როგორც კანონმდებლობა ისე პრაქტიკა, ვერ უზრუნველყოფს თანამდებობის პირების სრულ ანგარიშვალდებულებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს „საჯარო სამსახურის ბიუროს“, შეისწავლოს ამ კვლევაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. გარდა ამისა, „საჯარო სამსახურის ბიურომ“ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს დეკლარაციების სისტემის გაუმჯობესებაზე, არსებული პრობლემური პრაქტიკის გათვალისწინებით, რათა თანამდებობის პირებმა ვერ შეძლონ ასე მარტივად დაარღვიონ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის სრულყოფილი დეკლარირების ვალდებულება”, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფრომციაში.

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/quotministrebis-da-moadgileebis-biznesinteresebi---2019-wlis-mdgomareoba-da-agmochenili-dargvevebiquot/45013/

---

 

10.12.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/leqvinadze-axal-ampluashi-pirvel-gafartoebul-shexvedras-martavs---tema-farmaciis-regulirebaa-/44985/

ლექვინაძე ახალ ამპლუაში პირველ გაფართოებულ შეხვედრას მართავს - თემა ფარმაციის რეგულირებაა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრას მართავს, სადაც მოწვეულნი არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია - ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, სააგენტოში მიმდინარე მონიტორინგის ჭრილში, ქართული ფარმაცევტული ბაზრის მიმოხილვა. ასევე, ფარმაცევტული ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესება და კონკურენციის დაცვის ხელშემწყობი მექანიზმების, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა-გაზიარება. კონკურენციის გაძლიერებისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, სემინარზე ფარმაციის პლატფორმის პროექტის პრეზენტაცია იგეგმება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე აპრობირებული მეთოდია. პროექტს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ევროპელი ექსპერტები წარადგენენ და იმ სარგებლიანობაზე ისაუბრებენ, რაც აღნიშნული პლატფორმის განხორციელების შემთხვევაში იქნება ხელმისაწვდომი. კერძოდ: სად და რომელი მედიკამენტი შეიძლება შეიძინოს მომხმარებელმა გაცილებით დაბალ ფასად; როგორ მიიღოს ინფორმაცია მცირე აფთიაქებისა და გამოწერილი წამლის ჩამნაცვლებლის შესახებ; კომპანიების ჩართულობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი მექანიზმები და უპირატესობები. ირაკლი ლექვინაძე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელად რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა, მანამდე ის ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას იკავებდა.

---

 

09.12.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/576558-zurab-chiaberashvili-mtavrobis-520-e-dadgenileba-mzimed-aisaxeba-saavadmqopoebze-da-gamoicvevs-mati-nacilis-gakotrebas

ზურაბ ჭიაბერაშვილი - მთავრობის 520-ე დადგენილება მძიმედ აისახება საავადმყოფოებზე და გამოიწვევს მათი ნაწილის გაკოტრებას

დღეს, პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომას „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს პრაქტიკულად სახალხო მღელვარების ფონზე თავის ფუნქცია დაკარგული აქვს, ჯანდაცვის კომიტეტის ტრიბუნა მაინც გამოიყენა და ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილებაზე ისაუბრა. ჭიაბერაშვილის თქმით, 520-ე დადგენილება ზიანს აყენებს ჯანდაცვის სექტორს და ცუდად აისახება მოქალაქეებზე. „ეს დადგენილება მძიმედ აისახება საავადმყოფოებზე , გამოიწვევს მათი ნაწილის გაკოტრებას. საავადმყოფოების დიდ ნაწილში უკვე დაიწყო თანამშრომელთა გაშვება ან დარჩენილი თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირება. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი პაციენტზე, მათ ჯიბეზე, მკურნალობის ხარისხზე აისახება ცუდად და მივიღებთ იმას, რომ შეიძლება დაზარალდეს მოქალაქის ჯანმრთელობა და ზოგ შემთხვევაში სიცოცხლეც კი. ამიტომ ჯანდაცვის კომიტეტზე მე ეს შესაძლებლობა გამოვიყენე, რომ ბატონი ხუნდაძისთვის და "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატებისთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა 520-ე დადგენილების ზიანი და ის, რომ ეს დადგენილება შესაჩერებელია. თუმცა, სამწუხაროდ, არც პარლამენტში და არც მთავრობაში ამას არავინ ფიქრობს,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

---

 

09.12.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/576497-ekaterine-tikaraze-respublikur-saavadmqopos-sruli-potenciali-akvs-sakartveloshi-qvelaze-carmatebuli-klinika-gaxdes

ეკატერინე ტიკარაძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოს სრული პოტენციალი აქვს საქართველოში ყველაზე წარმატებული კლინიკა გახდეს

"რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს სრული პოტენციალი საქართველოში ყველაზე წარმატებული კლინიკა გახდეს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამ ფორმატში პირველი შეხვედრა, რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან, დღეს სამინისტროში გაიმართა, სადაც მინისტრი კლინიკაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს გაეცნო. საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულების განვითარების პერსპექტივებს. „რესპუბლიკურ საავადმყოფოს როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე შემადგენლობით გააჩნია ძალიან დიდი შესაძლებობები. მას აქვს სრული პოტენციალი იმისთვის, რომ საქართველოში იყოს ყველაზე წარმატებული საავადმყოფო და ჩვენ, მათ გუნდთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ შესაბამისი წარმატების ერთობლივად მისაღწევად“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეხვედრას რესპუბლიკური საავადმყოფოს მხრიდან კლინიკის დირექტორი ლევან გოფოძე და მისი მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში ირაკლი გვაზავა ესწრებოდნენ. „დღეს საუბარი შეეხებოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების პერსპექტივებს, რა და როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენს კლინიკაში. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან საქმიანი შეხვედრა იყო, ბევრი პრობლემური საკითხი დავაყენეთ. ვფიქრობ, რომ ასეთ პირობებში თანამშრომლობა გამოიწვევს ძალიან სერიოზულ ცვლილებებს, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ველოდებოდით. სახელმწიფო კლინიკა განვითარდება და გახდება სრულიად კონკურენტუნარიანი დღევანდელ სამედიცინო ბაზარზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში ძალიან დადებით ძვრებს მოვახდენთ სამედიცინო საქმეში. სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება, ერთი კვირის შემდეგ გვექნება შეხვედრა, სადაც დეტალურად წარმოვადგენთ ჩვენს გეგმას და შეხედულებებს“, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მსგავსი ტიპის შეხვედრები გრძელდება. მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეხვედრა გაიმართება ბავშთა ინფექციური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებთან.

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=94253

კომერსანტი- https://commersant.ge/ge/post/djandacvis-ministri-respublikuri-saavadmyofos-warmomadgenlebs-shexvda

პია.ჯი- https://pia.ge/post/297126-jandacvis-ministri-respublikuri-saavadmyofos-warmomadgenlebs-sexvda

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/217299-ekaterine-tikaradze-respublikur-saavadmyofos-aqvs-sruli-potenciali-saqarthveloshi-yvelaze-tsarmatebuli-klinika-gakhdes.html?lang=ka-GE

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/ministri-respublikur-saavadmyofos-aqvs-potenciali-yvelaze-warmatebuli-klinika-gaxdes/44968

---

 

09.12.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/gaugebaria-ratom-axdenen-djandacvis-saministro-biznesis-mogebis-demonizacia

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი ბიზნესი. იაგო კალანდაძე მინისტრის აზრს არ ეთანმხება და განმარტავს, რომ მინისტრის დამოკიდებულება დარგის განვითარებას წერტილს უსვამს. „საქართველო ცხოვრობს მეწარმეთა შესახებ კანონით და კერძო სამართლის იურიდიული პირი რეგისტრირდება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად რამოდენიმე ფორმით, ეს შეიძლება იყოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი. მეწარმეთა შესახებ კანონით ბისნესოპერატორი ვალდებულია იმუშაოს მოგებისთვის. სხვა საქმეა მოგებას რამდენს აგენერირებ, თუმცა, დამფუძნებლზეა დამოკიდებული როგორ წარმართავს ბიზნესს. რა ნაწილს მიმართავს რეინვესტირებაში? საქართველოს რეალობაში ჯანდაცვა არის ის სფერო, სადაც მოგების უდიდეს ნაწილი მიდის რეინვესტირებაში. ამან გამოიწვია ის, რომ დღეს ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ კარდიოქირუგრიის სწრაფი ტემპით განვითარებაზე და სხვა მიმართულებებზე, სადაც ტექნოლოგიური ნაწილი საკმაოდ კარგად განვითარდა. ამის უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ხდება ძალიან დიდი მუცულობის რეინვესტირება ისევ ჯანდაცვის სექტორში. სხვაგარდ განვითარდება შეუძლებელია“, - განმარტავს იაგო კალანდაძე. იაგო კალანდაძისგან განსხვავებით მინისტრის აზრს ნაწილობრივ ეთანხმება „საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის“ პრეზიდენტი კახაბერ ეცადაშვილი.ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ჯანდაცვის სექტორი მომგებიან ბიზნესსუბიექტად განიხილება, თუმცა, როდესაც საუბარია მოგებაზე,მას მინისტრისგან განსხვავებული პოზიცია აქვს: „მინისტრს განცხადებას ვეთანხმები, რომ ჯანდაცვა მომგებიანი არ უნდა იყოს და სახელმწიფო უნდა ახდენდეს სექტორის სუბსიდირებას, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით სამედიცინო საქმიანობა რეგულირდება სამეწარმეო კოდექსით და განიხილება როგორც ინდივიდუალური მეწარმები და მომგებიანი სუბიექტები. სექტორი უნდა იყოს მომგებიანი, რათა განვითარდეს, თუ არადა მაშინ სახელმწიფომ უნდა ჩადოს ამაში თანხები, მაგრამ ბოლო 6 წელი ინვესტიცია არ განუხორციელებიათ. განვთარებაზე ძირითადად კლინიკები ფიქრობენ საკუთარი მოგებიდან თანხებს იხდიან განვითარებაში.ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში ჩამონგრეული ჯანდაცვა კერძო საკუთრებაში გადასცეს და კერძო კლინიკებმა მოიტანეს აქამდე, ეს ჩვენი მოგონილი არ არის და მყისიერად ამის შეცვლა ძალიან მტკივნეულად ხდება. მტკივნეულ შედეგებს კი ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით პაციენტებთან და პაციენტების ოჯახებთან“,- განმარტავს კახაბერ ეცადაშვილი.

---

 

09.12.2019

მედიასაშუალება: http://bfm.ge/%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%97/

მინისტრი: რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს პოტენციალი ყველაზე წარმატებული კლინიკა გახდეს

რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს სრული პოტენციალი საქართველოში ყველაზე წარმატებული კლინიკა გახდეს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ამ ფორმატში პირველი შეხვედრა, რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან, დღეს სამინისტროში გაიმართა, სადაც მინისტრი კლინიკაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს გაეცნო. საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულების განვითარების პერსპექტივებს. „რესპუბლიკურ საავადმყოფოს როგორც ინფრასტრუქტურულად ასევე შემადგენლობით გააჩნია ძალიან დიდი შესაძლებობები. მას აქვს სრული პოტენციალი იმისთვის, რომ საქართველოში იყოს ყველაზე წარმატებული საავადმყოფო და ჩვენ მათ გუნდთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ შესაბამისი წარმატების ერთობლივად მისაღწევად“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეხვედრას რესპუბლიკური საავადმყოფოს მხრიდან კლინიკის დირექტორი ლევან გოფოძე და მისი მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში ირაკლი გვაზავა ესწრებოდნენ. „დღეს საუბარი შეეხებოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების პერსპექტივებს, რა და როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენს კლინიკაში. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან საქმიანი შეხვედრა იყო, ბევრი პრობლემური საკითხი დავაყენეთ. ვფიქრობ, რომ ასეთ პირობებში თანამშრომლობა გამოიწვევს ძალიან სერიოზულ ცვლილებებს, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ველოდებოდით. სახელმწიფო კლინიკა განვითარდება და გახდება სრულიად კონკურენტუნარიანი დღევანდელ სამედიცინო ბაზარზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში ძალიან დადებით ძვრებს მოვახდენთ სამედიცინო საქმეში. სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება, ერთი კვირის შემდეგ გვექნება შეხვედრა, სადაც დეტალურად წარმოვადგენთ ჩვენს გეგმას და შეხედულებებს“, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მსგავსი ტიპის შეხვედრები გრძელდება. მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეხვედრა გაიმართება ბავშთა ინფექციური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებთან.

---

 

09.12.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/saqartveloshi-zamtris-sezonze-h1n1-is-pirveli-shemtkhveva-dafiqsirda/?fbclid=IwAR3WGSj2erxQhY7u45rIH-XKDxQjE6YjVq0iTobPyfhDfgXbMtXEDKQ3otA

საქართველოში ზამთრის სეზონზე H1N1-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, A ტიპის ვირუსის გარდა უკვე ცირკულირებს B ტიპის ვირუსები, რომლებიც შედარებით მსუბუქი სიმტპომატიკით ხასიათდება. ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, A ტიპის გრიპის ვირუსის H1N1-ის შტამით ინფიცირების შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა და პაციენტი მოზარდია. H2N3 კი თბილისში, მცირეწლოვანს დაუფიქსირდა. ზახაშვილის ინფორმაციით, ორივე შემთხვევა გასულ კვირაში დაფიქსირდა. ორივე პაციენტი ჰოსპიტალიზებულ იქნა და ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით კი სეზონური გრიპის შემთხვევები ერთეულია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს რამდენჯერმე ჩამორჩება.

პრაიმტიამ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1575912695-H1N1-%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90?fbclid=IwAR0-gyvRL1FooxTjDgu5BeFVEEj0GKM4pE6HqDoRCn9YNFd4c2Qw4xGgefU

---

 

09.12.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/576420-ana-dolize-konkurenciis-saagentos-moucodebs-kveqanashi-parmacevtuli-bazris-mdgomareoba-sheiscavlos-da-pasuxi-ert-tveshi-gasces?fbclid=IwAR3zSwi5IA_aDdoaZi_nLOeARyTIia3I39nGBrHbEqIE_4VXeyKk1K3OhkM

ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოს მოუწოდებს, ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის მდგომარეობა შეისწავლოს და პასუხი ერთ თვეში გასცეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოს მოუწოდებს, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის მდგომარეობა და ამ მოთხოვნას პასუხი ერთ თვეში გასცეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ანა დოლიძემ თანამოაზრეებთან ერთად კონკურენციის სააგენტოსთან აქცია გამართა. მისი განცხადებით, გასული წლის ივლისში კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2019 წელს სააგენტო დაიწყებდა ფარმაცევტული ბაზრის შესწავლას, თუმცა უწყებისგან ქმედითი ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა. "ჩვენს მოსახლეობას წამალზე გაზრდილი ფასები უმწვავესად აწუხებს. ადამიანები ყოველ თვე ნერვიულობენ, რომ შესაძლოა ვერ შეიძინონ ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის აუცილებელი წამლები. წამლების ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა. ხალხის სამსახურში უნდა იდგეს კონკურენციის სააგენტო, რომლის მოვალეობაა დაადგინოს წამლების კატასტროფული გაძვირება ნორმალური საბაზრო პროცესებითაა განპირობებული, თუ ეს დაკავშირებულია სხვა მოვლენებთან. მოგეხსენებათ, ბაზარზე არის რამდენიმე კომპანია. ერთ-ერთი კომპანიის მფლობელია საქართველოს პარლამენტის სამარადჟამო დეპუტატი კახა ოქრიაშვილი. კონკურენციის სააგენტომ, რომელიც ერთი წლის წინ დაგვპირდა, რომ დაადგენდა ფასების ზრდა არის თუ არა სამართლიანი, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესებთან დაკავშირებით ხმა ამოიღოს“, - განაცხადა ანა დოლიძემ და იქვე დასძინა, რომ ახალხანს სააგენტოს ახალი უფროსი დაინიშნა, რომელსაც ერთ თვეს აძლევენ იმისათვის, რომ შეასრულოს დაპირება, ხალხს აუხსნას, რამდენად ნორმალური და სამართლიანია, რომ ჩვენი მოსახლობის დიდი ნაწილი დარდობს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი წამალი შესძლოა ვერ შეიძინოს".

---

 

 

ბეჭდვითი მედია

10.12.2019

მედიასაშუალება: ქრონიკა+

დიდი შანტაჟი - ჯანდაცვის სამინისტრო პროკურატურა ხდება!

ბოლო ათი დღეა, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ფრიადოსანი მერვეკლასელის სახე აქვს... დეპრესიაშია.. საქმე ეხება მთავრობის 520 - ე დადგენილებას, რომლითაც სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გაათანაბრა. ამის შემდეგ 25 კლინიკის ხემძღვანელები პრემიერ- მინისტრს შეხვდნენ და გახარიას აუხსნეს, თუ რა მოჰყვებოდა ამ რეგულაციებს. იყო ნახსენები ფაქტი რომ ეკატერინე ტიკარაძის საჩხერის საავადმყოფოს მმართველობის პერიოდში შუნტირება 11 ათასი ღირდა ,ახლა მინისტრი რომ გახდა , შუნტირებაში 8500 ლარს რატომ სთავაზობს კლიენტებს? როდის იყო ჯანდაცვის სამინისტრო რამეს იძიებდეს?ეს პროკურატურისა და სამართალდამცველი სტრუქტურების პრეროგატივაა. " ქრონიკა+" თემასთან დაკავშირებით კლინიკების ხელძღვანელებს დაუკავშირდა. ზაზა სინაურიძე - PINEO - ს სამედიცინო დირექტორი : პრემიერ - მინისტრს შეხვედრაზე ვუთხარი , რომ მე, როგორც პაციენტს, არ მაძლევ საშუალებას კარგი სტენტი ჩავიდგა და ფული დავამატო. ანუ როცა ვიცი, რომ ნაგავი უნდა ჩამიდგა, იმიტომ რომ სახელმწიფო მეტს არ იხდის და თანაც არ მაძლევს საშუალებას , დავამატო და კარგი სტედტის ფული გადავიხადო, აგერ, თურქეთი აქვეა. 520 - ე დადგენილების გადახედვის მომხრეა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს თავჯდომარის ყოფილი მოადგილე, ჯანდაცვის ექსპერტი - ვანო ფოცხვერაშვილი: ამ რეგულირებით, სულ რომ შევსებული გქონდეს კლინიკა, მაინც არ ჰყოფნის არც განვითარებაზე, არც ხარისხიანი მედიკამენტენბის შეძენაზე... თუ არაფერი შეიცვალა პერსპექტივაში ეს სფეროს დაღუპვაა. " ქრონიკა +" ესაუბრება " პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის" თავჯდომარე - ნანა სანაიას: შექმნილი ვითარების ფონზე არაერთ პაციენტს მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემიდან გასვლა, რადგან კლინიკები ელემენტარულად ვერ მოემსახურებიან მათ. კლინიკის ხელმძღვანელების პრემიერთან შეხვედრის შემდეგ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობასაც " ქრონიკა+" აქვეყნებს. გელა კვარაცხელია - კლინიკა " ჰელსიკორი", სოსო აბულაძე - კლინიკა "ღია გული", ოთარ ყურაშვილი - კლინიკა "TIM", დავით მიქელაძე - კლინიკა " ღია გული", გუგა რამიშვილი - კლინიკა " ნიუ ჰოსპიტალი", შალვა რცხილაძე - კლინიკა " ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა" , ვანო კალოიანი - კლინიკა " ნიუ ჰოსპიტლსი", ზვიად ბახუტაშვილი კლინიკა - " ჩაფიძის გულის ცენტრი", ალეკო ალადაშვილი - კლინიკა " ჩაფიძის გული ცენტრი", გიორგი პაპიაშვილი - " ჯო ენის სამედიცინო ცენტრი".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6537851&name=10.12.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

10.12.2019

მედიასაშუალება:      საქართველოს რესპუბლიკა

არ გადავადდება, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის შესაძლოა, ტარიფები შეიცვალოს

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა. კერძოდ, როგორც მედიკოსებმა განაცხადეს, ხვალიდან ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების ფინანსისტებით. ჯგუფში ასევე შევლენ პროფესიული გაერთიანებების წევრები. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფის გათანაბრებას ეხება, არ გადავადდება, თუმცა ზემოაღნიშნული ჯგუფი ტარიფების შეცვლაზე იმუშავებს. როგორც „ევექსის“ კლინიკების ქსელის დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა აღნიშნა, შეთანხმება შედგა და ხვალიდან სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. „ვფიქრობ, რომ შექმნილ სიტუაციაში ეს კონსტრუქციული და გონივრული გამოსავალია“, – განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა. როგორც კლინიკა „ღია გულის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მიქელთაძემ აღნიშნა, პრემიერთან შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. „პრემიერმა ძალიან კონსტრუქციულად მოგვისმინა და საკითხი გადაიხედება. გადავადება არ ხერხდება ამ ეტაპზე, მაგრამ როგორმე რაღაც კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ, რათა არ დაზარალდნენ პაციენტები. მიღებულია გადაწყვეტილება, ჩვენი ფინანსისტები და ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსისტები ერთად გაივლიან ამ ტარიფებს. თუ სადმე რამე პრობლემაა, შევეცდებით, აღმოიფხვრას“, – განაცხადა დავით მიქელტაძემ. როგორც ანგიოლოგთავდა სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ლაზარაშვილი აცხადებს, გადავადებაზე იყო უარყოფითი დამოკიდებულება,რადგან პროგრამა უნდა განვითარდეს. „პრემიერი დაგვპირდა, რომ უმოკლეს ვადაში, რამდენიმე დღეში პრინციპულ საკითხს განიხილავს. ასევე, დავალება მიეცა ჯანდაცვის მინისტრს, უმოკლეს ვადებში გასწორდეს უზუსტობები და შეცდომები, რაც არის ტარიფებში. ითქვა, რომ შეცდომები უნდა გასწორდეს და ლოგიკური ტარიფები შემუშავდეს“, – განაცხადა ზაზა ლაზარაშვილმა. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტის, ალექსანდრე ალადაშვილის განცხადებით, „კონფლიქტების დარეგულირების საქმეში პრემიერ-მინისტრმა გამოაჩინა დიდი ტალანტი“. „შევთანხმდით, რომ უნდა დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ სამინისტროს თანამშრომლები, ასევე პროფესიული გაერთიანებების, საზოგადოებების წარმომადგენლები და საჭიროა სტანდარტების შემუშავება“, – განაცხადა ალექსანდრე ალადაშვილმა. „პინეო სამედიცინო ეკოსისტის” ხელმძღვანელმა, ზაზა სინაურიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა იყო საკმაოდ კონსტრუქციული და საინტერესო. „აღმოჩნდა, რომ დადგენილების ექვსი თვით გადადება არ განიხილება, მაგრამ იქ არის რაღაც ინსტრუმენტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას, არა ექვს თვეზე, არამედ სამ თვეზე. აი, ამის პასუხს ველოდებით ჩვენ ორ-სამ დღეში. საუბარია ასევე, რა პრინციპით უნდა დაგინდეს ტარიფი. ჰაერიდან ხომ არ შეიძლება ავიღოთ ციფრები. ჯერ მოხდება ტარიფების დათვლა და რამდენად დაკორექტირდება, ამას დრო გვაჩვენებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იქნება ორმხრივი მუშაობა და არ იქნება მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო წარმოდგენილი“, – განაცხადა ალექსანდრე ალადაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6537761&name=10.12.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

10.12.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

პაციენტები სასწრაფოს და კლინიკებს უჩივიან

ჯანდაცვის მომსახურებისა და სასწრაფოს სერვისის მიმართ პაციენტებს სულ უფრო მეტი პრეტენზიები აქვთ. ისინი ამბობენ, რომ სასწრაფო დახმარებას, მათი მოთხოვნის მიუხედავად, ისეთ კლინიკებში გადაჰყავთ, სადაც არაკვალიფიციური ექიმები მუშაობენ, თანაც სასწრაფოს მანქანით შეყვანილ ავადმყოფებს ასეთ საავადმყოფოებში დაზღვევის ამოწურვამდე ტოვებენ. ამ მხრივ დიდი პრობლემებია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაც ადასტურებს. სამსახურმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციალური კვლევა შარშან ჩაატარა, რომელმაც მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა. მაგალითად, 693 შემთხვევაში გულის პრობლემების მქონე პაციენტები სასწრაფომ ისეთ დაწესებულებებში გადაიყვანა, რომელთაც კარდიოლოგიური ოპერაციის ჩატარების ნებართვა არ ჰქონდათ. თბილისის ჰოსპიტალიზაციის ბაზის ანალიზისას აუდიტმა ასევე გამოავლინა 335 შემთხვევა, როდესაც ისნის რაიონში გამოძახებული სასწრაფომ პაციენტი დიღმის მასივში არსებულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ამ დროს ისნის რაიონში ბევრი მრავალპროფილური საავადმყოფოა განლაგებული. სასწრაფოსთვის კი ჰოსპიტალიზაციის უახლოესი მანძილის პრინციპი მოქმედებს. ანგარიშის თანახმად, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებისა და პასპორტიზაციის სისტემის გაუმართაობის გამო, ვერ ხდება პაციენტის ოპტიმალურად ჰოსპიტალიზაციის და თვითნებური ჰოსპიტალიზაციის პრაქტიკის თავიდან აცილება: "გარკვეულ შემთხვევებში ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაციისას უახლოესი მანძილის პრინციპის უგულებელყოფა და მათი ისეთ დაწესებულებაში მიყვანა, სადაც არ არის პაციენტის მისაღები ხარისხით მკურნალობისათვის საჭირო პირობები. ეს კი მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტის კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფნისას დაგვიანებული რეაგირების და საჭირო მომსახურების ვერ მიღების რისკს, იმის გათვალისწინებით, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თავისთავად უკვე გულისხმობს პაციენტის მძიმე მდგომარეობას", - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. პრობლემა მასშტაბურია. უამრავი შემთხვევაა, როდესაც ქალაქის მარჯვენა სანაპიროზე გამოძახების შემთხვევაშიც კი, ისნის საავადმყოფოში გადაჰყავთ პაციენტები. ამის შესახებ ბენეფიციარები და მათი ახლობლებიც ხშირად საუბრობენ, თუმცა ოფიციალური განმარტება მედიასა და სოციალურ ქსელში გახმაურებულ ფაქტებს შარშანდლამდე არ მოჰყოლია. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, მაკა გვარამია მაშინ ამბობდა, რომ უწყების ხელმძღვანელებსა და კლინიკებს შორის გარიგების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. კლინიკების ხელმძღვანელებს ხარვეზებზე საუბრისას აუდიტის სამსახურის 2014-15 წლის დასკვნა მოჰყავთ, რომლშიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ რჩევებს მოიცავს. "ჩვენთვის ეს მისაღებია და ვიწყებთ მუშაობას ხარვეზების გამოსასწორებლად. რაც შეეხება კლინიკებს, რომლებიც მუდმივად მანიპულირებენ, რომ მათთან ჰოსპიტალიზაცია შემცირდა, მოგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფართოდ განვითარდა ჰოსპიტალური სექტორი, კლინიკების რაოდენობამ იმატა და გაიზარდა კონკურენციაც. აქედან გამომდინარე, ცენტრი ახორციელებს პაციენტების გადაყვანას მათი სერვისების, შესაძლებლობების, მდებარეობის, პაციენტთა შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით", - განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა. მიუხედავად, სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელის მტკიცებისა, მოსახლეობაში ეს პრეტენზია არსებობდა და არსებობს. ეჭვებს კონკრეტული ფაქტებიც ამყარებს. ლეილა ხაბეიშვილს, სასწრაფო დახმარების გამოძახება მიმდინარე წლის მარტში, ოჯახის წევრისათვის დასჭირდა. ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე, პაციენტი, ვარკეთილიდან დიღომში გადაიყვანეს. ,,შარშან თებერვალში გაიკეთა დედამ ოპერაცია, სამას არაგველზე, ერთ-ერთ კლინიკაში. სარეაბილიტაციო პროცესი ნორმალურად მიდიოდა. ერთ საღამოს შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს გამოძახება დამჭირდა. ბრიგადამ რატომღაც დიღომში გადაგვიყვანა ვარკეთილიდან. რომ გავაპროტესტე, მითხრეს, რომ იქ აქვთ შესაბამისი აპარატურა და თანაც, ზღვით თუ წავლენ, უფრო ახლოსაა. ვერ გავიგე, როგორაა სამას არაგველზე ახლო ვარკეთილიდან დიღომი. მთავარი ისაა, რომ არავითარი განსაკუთრებული კვლევა არ დაგვჭირვებია და უბრალოდ, სანამ დაზღვევა ბოლო თეთრამდე არ ამოიწურა, არ გამოგვიშვეს. მერე, ასეთი ფაქტები იმდენისაგან მოვისმინე, რომ მივხვდი, ეს სამედიცინო სფეროს მაფიის ერთ-ერთი ყველაზე დამკვიდრებული ნაწილი ყოფილა და მე არ ვიყავი გამონაკლისი”, - ამბობს პაციენტის ოჯახის წევრი. რესპონდენტები, რომლებიც ,,ბინზეს-რეზონანსთან” მსგავსი შემთხვევების შესახებ ჰყვებიან, სხვადასხვა კლინიკებს ასახელებენ, სადაც მათი მოთხოვნის და წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაიყვანეს. ყველაზე ხშირად კი თბილისის ყველა უბნიდან კლინიკა ,,გულში” და ,,ელიზაბეტ ბლექვერის” სახელობის ჰოსპიტალში შეყვანის ფაქტებს ყვებიან. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ფაქტს ორი მიზეზით ხსნის, რიგ შემთხვევებში ეს მენეჯმენტის არაკვალიფიციურობა, რიგ შემთხვევაში კი კორუფციული გარიგების ნიშნებია. არის შემთხვევა, როცა მსგავსი ფაქტები ლეტალური შედეგითაც კი სრულდება. "ასეთი შემთხვევები არის ყოველ წელს, როცა მართლაც გადაჰყავთ ისეთ ადგილებში, სადაც აუცილებლობა საერთოდ არ არის. ასეთ შემთხვევაში რამდენიმე მოვლენასთან გვაქვს საქმე. ერთი ეს არის ცუდი მენეჯმენტი, რაც მთელ ჯანდაცვის სისტემაში დიდი პრობლემაა. გარდა ამისა, უფრო პრობლემატური თემა კორუფციული გარიგებები, რასაც ხშირად აქვს ადგილი სასწრაფოებსა და კლინიკებს შორის. ხშირია ასეთი ფაქტები, შემთხვევები. არა მხოლოდ პაციენტები, კლინიკის წამომადგენლებიც საუბრობენ იმაზე, რომ კონკრეტულ კლინიკებში გადაჰყავს სასწრაფოს პაციენტები, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ახლოსაა სხვა საავადმყოფო და თანაც უკეთ აღჭურვილიცაა. საერთო ვალდებულებაა, რომ ავადმყოფი ყველაზე ახლომდებარე კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, წინააღდეგ შემთხვევაში შეიძლება დადგეს ლეტალური შედეგი. სამწუხაროდ, ფაქტების სიუხვის მიუხედავად, ასეთ შემთხვევებზე სახელმწიფოს ყურადღება არ გაუმახვილებია”, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს” სერგო ჩიხლაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6537734&name=10.12.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

10.12.2019

მედიასაშუალება:     მესინჯერი

პატრიარქი ხალხს მოუწოდებს, რომ სამშობლოს მოუარონ, ივანიშვილი კი საზღვარგარეთ ლეგალურ დასაქმებას სთავაზობს მოსახლეობას

ბ.ივანიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მოქალაქეებს 2-3 წელიწადში საშუალება ექნებათ ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად იმუშაონ. მისი თქმით, საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება პროფესიული კოლეჯები, სადაც მოხდება სპეციალისტების მომზადება ევროპის შრომის ბაზრისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს, რომ მოხდეს დროებითი შრომითი მიგრაცია ევროპის ქვეყნებში. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, კოტე ერისთავი ამბობს, რომ ასეთი სახის მიგრაცია ვერ მოაგვარებს უმუშევრობის პრობლემას საქართველოში. პატრიარქი ილია მეორე მოუწოდებს მოსახლეობას, რომ არსად წავიდნენ, აქ იცხოვრონ და სამშობლოს მოუარონ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6537968&name=10.12.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 ​