From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-09.12.2019
Received On : 09.12.2019 09:38

 

 

მედიამონიტორინგი 09.12.2019

 

ტელევიზია

09.12.2019                                    

არხი: მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 12:00

შიმშილისთვის განწირული ათასობით ადამიანი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სოციალური დახმარება 6500-ზე მეტ ადამიანს მოუხსნეს. დილიდან სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გრძელი რიგებია. ხალხი წართმეული დახმარების უკან დაბრუნებას ითხოვს. მოხუცებს ვერ გაუგიათ, რატომ მოუხსნეს ცივ ზამთარში დახმარება, რომელიც მათთვის შემოსავლის მთავარი წყარო იყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6535609

---

 

09.12.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  დილა მშვიდობისა

როგორია სოციალურად დაუცველი ოჯახების უფლებები? როგორ გვანიჭებს სახელმწიფო სტატუსს და შეგვიძლია თუ არა მოვითხოვოთ სოციალური მდგომარეობის გადამოწმება, სტატუსის შესაცვლელად

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6535395

---

 

09.12.2019                                    

არხი: I არხი

გადაცემა:  მოამბე 09:00

საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების ყრილობაზე ამ სფეროში 2019 წლის შედეგები შეაჯამეს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6535059 

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6535704

---

 

08.12.2019                                    

არხი: იმედი

გადაცემა:   რა დროს ძილია?!

გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე

https://www.imedi.ge/ge/video/45867/ra-dros-dzilia--8-dekemberi-2019

---

 

08.12.2019                                    

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:  დღის ამბები 22:00

სამედიცინო სფეროს სტუდენტებმა დღეს აქცია მსვლელობა მოაწყვეს და ჯანდაცვის სამინისტროსთან მივიდნენ მოთხოვნით - გაუქმდეს მთავრობის 2 დადგენილება. 1 დადგენილება ეხება რეზიდენტურაში ჩაასაბარებელ საკვალიფიკაციო გამოცდას, რომელიც აქამდე უფასო იყო და ახლა ფასიანი გახდა. 2 დადგენილება, ახალი დადგნილების მიხედვით კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტები გარკვეული მიმართულების პაციენტებს 1 წლიანი ტარიფებით უნდა მოემსახუროს. აქციის მონაწილეების თქმით კერძო უნივერსიტეტები ძვირად ღირებული თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი და ახალი დადგენილებით ისინი იზარალაბენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6534898

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6534802

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6534738

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6534737

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6534707

მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6534693

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6534628

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6534580

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6534297

---

 

08.12.2019                                    

არხი: იმედი

გადაცემა:  იმედის კვირა

სადავო 520-ე დადგენილება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრისთვის სულაც არ არის სადავო. სახელმწიფომ სამედიცინო დაწესებულებებს კონკრეტული სამედიცინო სერვისების ფასები განუსაზღვრა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კერძო კლინიკების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს რეგულაციები მათ მუშაობას შეაფერხებს და არაეფექტურს გახდის. შეიცავს თუ არა რისკებს 520-ე დადგენილება სპეციალური ჯგუფი შეისწავლის. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც მთავრობის მეთაური მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6534882

---

 

08.12.2019                                    

არხი: მთავარი არხი

გადაცემა:  პოსტ ფაქტუმი

რეფორმა კოლაფსში - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ინგრევა. ის რასაც მედიცისნის ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ, უკვე რეალობად იქცა. ეს იყო ერთადერთი რეფორმა, რომელსაც საზოგადოება ქართული ოცნების ხელისუფლების დადებით ნაბიჯად აფასებდა წლების განმავლობაში, თუმცა ექსპერტები თავიდანვე ამბობდნენ, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძალიან კარგია, მაგრამ დიდხანს ეს პროგრამა ვერ გაძლებდა, ვინაიდან უზარმაზარი თანხები არასწორი სტრატეგიით იხარჯებოდა, ირაციონალურად. საბოლ,ოო ჯამში რეფორმა მივიდა მილიონობით ლარიან გადახვარჯვამდე, გაუსტუმრებელ დავალიანებებამდე. მედიცინა უცებ მომგებიან ბიზნესად იქცა, სადაც საკმაოდ მარტივად იშოვებოდა ფული, შესაბამისად პირდაპირ ბიუჯეტიდან მოედინებოდა ესმილიონები, სწორედ ამიტომ გამრავლდა საქართველოში სოკებივით საავადმყოფოები. 300-ს მიუახლოვდა მათი რიცხვი. ბუნებრივია, ასეთ მასშტაბებს ბიუჯეტი ვეღარ გაუმკლავდა და პროგრამა მივიდა კოლაფსამდე. მთავრობას ისღა დარჩენია, რომ შეკვეცოს ხარჯები და შეამციროს დაფინანსება. ეს კი სამედიცინო სფეროს ახალ კრიზისამდე მიიყვანს, რაც საბოლოოდ ისევ ჯანდაცვის ხარისხსს ანუ პაციენტების ჯანმრთელობას დაარტყამს. ჯანდაცვის სამინისტრომ თანხები ექიმებთან კონსულტაციების გარეშე დააწესა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6534859

---

 

07.12.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00

მშენებლობა, შახტები, მაღაროები, საგზაო სამუშაოები - ეს იმ სექტორების ჩამონათვალია, სადაც სამსახურში წასული ადამიანები ყველაზე ხშირად იღუპებიან

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6534156

---

 

07.12.2019                                    

არხი: I არხი

გადაცემა:  რეალური სივრცე 18:30

2018 წლის მონაცემებით საქართველოში პენსიისა და სოციალური პაკეტების მიმღებთა რაოდენობა 910 000-ია, რაც ნიშნავს, რომ ადამიანს 200 ლარზე მეტი შემოსავალი არ აქვს. საარსებო მინუმუმი კი 170 ლარია. ქვეყანაში რეალურად არ არსებობს საშუალო ფენა. 30 წლის განმავლობაში საქართველოს გაღარიბება მრავალმა ფაქტორმა გამოიწვია. ჩვენთან, ისე როგორც არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში განადგურდა საწარმოები. იუნისეფის კვლევის მიხედვით, ყოველი მეხუთე ბავშვი 15-დან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფიდან სწავლას წყვეტს .

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6533924

---

 

08.12.2019                                    

არხი: მაესტრო

გადაცემა:  ახალი ამბები 12:00

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც სავალე სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფს და მათ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უხელმძღვანელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი გერმანიის ცენტრალური მთავრობის კვლევითი ინსტიტუტის ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6533892 

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6533545                                                  

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6533318

---

 

07.12.2019                                    

არხი: მაესტრო

გადაცემა:  ახალი ამბები 12:00

დევნილ ოჯახებს ხაშურში ბინები გადაეცათ. საცხოვრებელი ფართი 14 -მა ოჯახმა მიიღო. ისინი რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კორპუსებში გადანაწილდნენ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მენაშენეების პროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით შეისყიდა. 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 154 ნგრევადი ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებმა 2000-მდე ოჯახმა ბინა ახალ აშენებულ კორპუსებში მიიღო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6533853 

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6533555                                                               

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6533122

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6532943

---

 

06.12.2019                                    

არხი: I არხი

გადაცემა:  მოამბე 21:00

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია სამედიცინო დამხერების გერმანულ მოდელს გაეცნო. უწყების წარმომადგენლები ბავარიის მხარეში სამხარეო სამედიცინო დაწესებულებას ეწვივნენ, რომელიც გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებს ემსახურება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6532558 

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6532271

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6531521

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6531353

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6530869

---

 

06.12.2019                                    

არხი: მაესტრო

გადაცემა:  დღის მთავარი თემა 21:00

სპეციალისტების ნაწილი მედიკამენტების ფასების რეგულირების მომხრეა. როგორც ჯანდაცვის დარგის ექსპერტები აცხადებენ, საქართველოი წამლები მეზობელ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით ძვირი ღირს. შესაბამისად, მათი თქმით, აუცილებელია ფასები გარკვეულწილად დარეგულირდეს, რასაც თან უნდა ახლდეს მედიკამენტების ხარისხის კონტროლი. შეგახსენებთმ, ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირებას გეგმავს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6532492

---

 

06.12.2019                                    

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:  საქმის კურსი 17:45

მთავრობა ჯანდაცვის სექტორს კიდევ ერთ რეგულაციას უწესებს. ამ ჯერზე საუბარი მიდის იმაზე თუ რომელი კლინიკები შეიძლება გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. ჩვენთვის ექსკლუზიურად ცნობილი გახდა რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ის პოლიკლინიკები და ამბულატორიები, რომელთაც 13 000-ზე მეტი დაზღვეული არ ჰყავთ შესაძლოა საყოველთაო დაზღვევის პროგრამის გარეთ დარჩნენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6531874

---

 

 

ინტერნეტი

09.12.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/tamar-barkalaia-shromis-bazarze-arsebuli-gamowvevevis-sapasuxod-2020-wlis-1-ianvridan-dasaqmebis-saagento-amoqmeddeba

თამარ ბარკალაია: 2020 წლის 1 იანვრიდან შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევევის საპასუხოდ დასაქმების სააგენტო ამოქმედდება

შრომის ბაზრის პრიორიტეტებსა და ბაზრის დივერსიფიკაციის საკითხებზე ტელეკომპანია „იმედსა“ და ინტერნეტპლატფორმა „ჰოლონის“ გადაცემა „ბიზნესქრონიკას“ ინტერვიუ მისცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილემ და დასაქმების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ბარკალაიამ. მისი ინფორმაციით, 5 წლის წინ გაცხადდა, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკა. ეს ნიშნავს რომ სახელმწიფოს ჩართულობა უმუშევრობის დაძლევაში მნიშვნელოვანია. 2015 წლიდან გადაიდგა პირველი ნაბიჯები აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის მიმართულებით. ჩამოყალიბდა პირველადი, ე.წ. საშუამავლო სერვისები რთულად დასაქმებადი კატეგორიისთვის. იგი მოიცავს მომზადება-გადამზადების მოკლევადიან კურსებს,, კვალიფიკაციის ამაღლებას, ინდივიდუალურ კონსულტაციებს სამუშაოს მაძიებლებისთვის და ა.შ. ასევე შეიქმნა დასაქმების ინლაინ პლატფორმა worknet. ახალი გამოწვევების შესაბამისად, ნოემბერში გადაწყდა სახელმწიფო დასაქმების სააგენტოს შექმნა, რომელიც საშუამავლო სერვისების გაძლიერებაზეა ორიენტირებული. სააგენტოს ძირითადი მიზანია სამუშაოს მაძიებელთა დაკავშირება დამსაქმებელთან. საჭიროების შემთხვევაში, როცა სამუშაოს მაძიებელს საჭირო კვალიფიკაცია არ აქვს, სააგენტო დაეხმარება ამ კვალიფიკაციის ამაღლებაში. „ერთის მხრივ არის ვაკანსიები, რომელზეც ცალსახად არის მოთხოვნა და დამსაქმებელს არ ყავს კვალიფიციური კადრი. მერეს მხრივ, არიან უმუშევრები, მაგრამ ისინი ვერ აკმაყოფილებემ დამსაქმებლი მოთხოვნებს. ამ პროცესში ერთვება სახელმწიფო და ცდილობს მაქსიმალურად მოამზადოს კადრები შრომის ბაზრისთვის. ამ მიზნით, განათლების სამინისტროში უკვე მეორე წელია მიმდინარეობს სამუშაოს მაძიებელთა ინტენსიური მომზადება-გადამზადების და პროფკოლეჯების ხარისხის ამაღლება. თუმცა გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა არის საჭირო იმისათვის, რომ პროფესიული სასწავლებლებისკენ მივმართოთ მოსახლეობა. სწორედ ამიტომ შეიქმნა დასაქმების სააგენტო. მისი მიზანია სამუშაოს მაძიებელთა ინფორმირება იმ სერვისების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს. გარდა იმისა, რომ სააგენტოში მოსახლეობას მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია გადამზადების პროგრამების შესახებ, ერთი ფანჯრის პრინციპით ადამინები მიიღებენ ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებისა და სხვა სახელმწიფო სერვისების შესახებ“,-აცხადებს თამარ ბარკალაია. მისივე ინფორმაციით, დასაქმების სააგენტო 2020 წლის 1 იანვრიადან ამოქმედდება და სერვისები ხელმისაწვდომი იქნება 15 ტერიტორიულ ერთეულში. მათ შორის 5 თბილისში და 10 რეგიონებში.

---

 

09.12.2019

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/161161-tikaradze-miughebelia-jandacva-ganvixilot-rogorc-biznesi-da-tan-momgebiani

ტიკარაძე: მიუღებელია ჯანდაცვა განვიხილოთ როგორც ბიზნესი და თან მომგებიანი

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა. ტიკარაძემ კომენტარი ტვ იმედის გადაცემა "რა დროს ძილია"-ში გააკეთა. ტიკარაძე ამბობს, რომ რთულად დასაჯერებელია, რომ საქართველოში კლინიკები შეიძლება წაგებაზე წავიდნენ. "ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ საქართველოში კლინიკა შეიძლება წავიდეს წაგებაზე. ვინაიდან, მიუხედავად, იმისა, რომ ჩემთვის მიუღებელია ჯანდაცვა განვიხილოთ როგორც ბიზნესი და თან მომგებიანი ბიზნესი", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ტიკარაძე ამბობს, რომ დაგეგმილი ცვლილებები სფეროში შექმნილი პრობლემებით არის განპირობებული და რეფორმა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. "რეფორმა გულისხმობს, რომ შევიტანოთ მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა იმ მომსახურებების ღირებულებაში, რასაც კლინიკებში იღებენ ჩვენი მოქალაქეები. 520 მეოცე დადგენილება დაგეგმილი ცვლილების მხოლოდ 10%-ია. რეფორმა სავარაუდოდ შემდგომი ორი წლის მანძილზე გაგრძელდება", — ამბობს ტიკარაძე. ტიკარაძე ამბობს, რომ რეფორმის მიზანი არის, რომ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მოქალაქეს ქონდეს საშუალება მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. "კლინიკებს ვაფინანსებთ თანაბრად, ეს მიმართულია იქითკენ, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს პაციენტს, რათა ყველა საავადმყოფოს ქონდეს შესაძლებლობა, რომ სწორად და კარგად განვითარდეს. ამ დროისთვის ჩვენ ვხედავთ, რომ საავადმყოფოების კონცენტრირება არის თბილისში და რეგიონებში სამედიცინო მომსახურების დეფიციტია. ჩვენ გვაქვს ექიმების მიგრაცია თბილისში, რადგანაც თბილისში მეტი შანსია, რომ ექიმი იყოს ფინანსურად უზრუნველყოფილი", — განაცხადა ტიკარაძემ. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მათ მიერ შეთავეზებული სატერიფო გეგმა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ძველი ტარიფებისგან და სახელმწიფო გააკონტროლებს თუ რას იხდის მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში. "ჩვენ ღია წერილის პასუხში გამოვაქვაყნეთ თუ რა პროცენტული ცვლილებაა ტარიფების. ხშირ შემთხვევაში არის მომატებული ან თანაბარია ძველი ტარიფის და არის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია მანამდე არსებულ ტარიფებზე", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. "ჩვენ გადავაკონტროლებთ, რომ ყველა მომსახურების ღირებულება, რომელსაც ჩვენ ვუხდით კლინიკებს იყოს დაცული პაციენტის სასარგებლოდ", — ამბობს ეკატერინე ტიკარაძე. ტიკარაძე ამჟამად საქართველოს ყველაზე მაღალ ბიუჯეტიან სამინისტორს ხელმძღვანელობს. მინისტრობამდე ტიკარაძე საჩხერის რაიონული საავადმყოფოს მმართველი კომპანიის ააიპ დოსტაქარის დირექტორი იყო. პოსტზე ტიკარაძემ დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც მინისტრობამდე თავის მხრივ, ასევე ააიპ დოსტაქარის დირექტორად მუშაობდა. ააიპ დოსტაქარის დამფუძნებელი და დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილია.

---

 

08.12.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ekaterine-tikaradze---chemtvis-miugebelia-jandacva-ganvixilot-rogorc-biznesi/44911/

ეკატერინე ტიკარაძე - ჩემთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განვიხილოთ როგორც ბიზნესი

“ძალიან რთული დასაჯერებლია, რომ საქართველოში კლინიკა შეიძლება წავიდეს წაგებაზე, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მიუღებელი არის ზოგადად ჯანდაცვა განვიხილოთ როგორც ბიზნესი და თან მომგებიანი ბიზნესი,"- ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესულ ცვლილებებთან მიმართებით გააკეთა.  მინისტრი ამბობს, რომ თუ კლინიკები სამინისტროს დაუმტკიცებენ, რომ ახალი ტარიფები არის ბევრად დაბალი, ვიდრე მისი რეალური ღირებულება, სამინისტრო ტარიფების ცვლილებას დათანხმდება.  “ძალიან რთული დასაჯერებლია, რომ საქართველოში კლინიკა შეიძლება წავიდეს წაგებაზე, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მიუღებელი არის ზოგადად ჯანდაცვა განვიხილოთ როგორც ბიზნესი და თან მომგებიანი ბიზნესი. საქართველოში ჯანდაცვის სფერო და კონკრეტულად კლინიკები განთავისუფლებულები არიან ყველა იმ გადასახადისგან, რომლითაც იბეგრებიან დანარჩენი ბიზნესები. შესაბამისად, საკმაოდ რთული დასაჯერებლია, რომ როგორ შეეძლო ამ ფასთა კლებას, ისინი წაეყვანა წაგებაზე, ვინაიდან ჩვენ ასევე გამოვაქვეყნეთ იმ ღია წერილში, რომლითაც კლინიკებს ვუპასუხეთ ცხრილი იმის შესახებ თუ როგორ შეიცვალა ტარიფები. ხშირ შემთხვევაში, არის მომატებული ან თანაბარი არის ეს ტარიფი ძველი ტარიფის, არის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია წინა არსებულ ტარიფებთან შედარებით.  ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია მათთან ახლა, ინტენსიურად მიმდინაარეობს სამინისტროში შეხვედრები კლინიკების ხელმძღვანელებთან და ჩვენი მხრიდან მოთხოვნა რჩება კვლავ იგივე - თუ ისინი ბოლო ორი წლის შესყიდვებით, სამინისტროს წარმოუდგენენ თუ რომელი მოწყობილობებით სარგებლობდნენ ისინი და რა კომპონენტი არის ამ წაგების მაჩვენებელი, ეს ყოველივე ანუ კლინიკების შიდა შესყიდვები ჩვენთვის გახდება გამჭვირვალე და იქნება საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, შევცვალოთ ესა თუ ის ფასი, აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავთ, რომ რომელიმე განფასება შეიცვალოს,”- ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.  მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს საბაჟოს მონაცემებთანაც აქვს წვდომა, რომელიც ქვეყანაში სამედიცინო აპარატურის იმპორტის მაჩვენებლებს - კონკრეტულად კი მის ფასს ასახავს.  კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინისტრი შეეხო, საყოველთაო ჯანდაცვაში სელექტიური კონტრაქტების დანერგვაა:  “სელექტიური კონტრაქტირების ფარგლებში ჩვენ გვაქვს უკვე შესწავლილი, რომელი დაწესებულებები შეესაბამებიან სამინისტროს მოთხოვნებსა და სტანდარტებს, ასევე შესწავლილი გვაქვს ამ კლინიკების საწოლ-ფონდის გადანაწილება, მათი სტაფის შემადგენლობა და ასე შემდეგ. ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა კომპონენტს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტი კლინიკაში შესვლის მომენტიდან გაწერის მომენტამდე იმყოფებოდეს მომსახურების უწყვეტ ჯაჭვში,”- ამბობს მინისტრი.  ჯანდაცვის მინისტრი კლინიკებთან მოლაპარაკებების ფორმატის შესახებაც საუბრობს - “ვისურვებდი, რომ ყველანი უფრო კორექტულები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, დესტრუქცია არასდროს არ არის შედეგის მომტანი,”- ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

---

 

08.12.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/tikaradze---dzalian-rtuli-dasajerebelia-rom-saqartveloshi-klinika-sheidzleba-wagebaze-wavides/44910/

ტიკარაძე - ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ საქართველოში კლინიკა შეიძლება წაგებაზე წავიდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მისთვის “ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ საქართველოში კლინიკა შეიძლება წაგებაზე მუშაობდეს.” მინისტრმა აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესულ ცვლილებებთან მიმართებით გააკეთა. ტიკარაძის თქმით, მისთვის “მიუღებელია, რომ ჯანდაცვა მხოლოდ ბიზნესად” იყოს განხილული, თუმცა მინისტრის თქმით ამ კუთხითაც თუ შეხედავს საზოგადოება, დაინახავს, რომ სამედიცინო მომსახურების გაწევა არაერთი გადასახადისგან არის გათავისუფლებული. ეკატერინე ტიკარაძე #520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით: “ძალიან რთული დასაჯერებლია, რომ საქართველოში კლინიკა შეიძლება წავიდეს წაგებაზე, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მიუღებელი არის ზოგადად ჯანდაცვა განვიხილოთ როგორც ბიზნესი და თან მომგებიანი ბიზნესი. საქართველოში ჯანდაცვის სფერო და კონკრეტულად კლინიკები განთავისუფლებულები არიან ყველა იმ გადასახადისგან, რომლითაც იბეგრებიან დანარჩენი ბიზნესები. შესაბამისად, საკმაოდ რთული დასაჯერებლია, რომ როგორ შეეძლო ამ ფასთა კლებას, ისინი წაეყვანა წაგებაზე, ვინაიდან ჩვენ ასევე გამოვაქვეყნეთ იმ ღია წერილში, რომლითაც კლინიკებს ვუპასუხეთ ცხრილი იმის შესახებ თუ როგორ შეიცვალა ტარიფები. ხშირ შემთხვევაში, არის მომატებული ან თანაბარი არის ეს ტარიფი ძველი ტარიფის, არის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია წინა არსებულ ტარიფებთან შედარებით. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია მათთან ახლა, ინტენსიურად მიმდინაარეობს სამინისტროში შეხვედრები კლინიკების ხელმძღვანელებთან და ჩვენი მხრიდან მოთხოვნა რჩება კვლავ იგივე - თუ ისინი ბოლო ორი წლის შესყიდვებით, სამინისტროს წარმოუდგენენ თუ რომელი მოწყობილობებით სარგებლობდნენ ისინი და რა კომპონენტი არის ამ წაგების მაჩვენებელი, ეს ყოველივე ანუ კლინიკების შიდა შესყიდვები ჩვენთვის გახდება გამჭვირვალე და იქნება საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, შევცვალოთ ესა თუ ის ფასი, აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავთ, რომ რომელიმე განფასება შეიცვალოს,”- ამბობს ეკატერინე ტიკარაძე. მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს საბაჟოს მონაცემებთანაც აქვს წვდომა, რომელიც ქვეყანაში სამედიცინო აპარატურის იმპორტის მაჩვენებლებს - კონკრეტულად კი მის ფასს ასახავს. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინისტრი შეეხო, საყოველთაო ჯანდაცვაში სელექტიური კონტრაქტების დანერგვაა: “სელექტიური კონტრაქტირების ფარგლებში ჩვენ გვაქვს უკვე შესწავლილი, რომელი დაწესებულებები შეესაბამებიან სამინისტროს მოთხოვნებსა და სტანდარტებს, ასევე შესწავლილი გვაქვს ამ კლინიკების საწოლ-ფონდის გადანაწილება, მათი სტაფის შემადგენლობა და ასე შემდეგ. ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა კომპონენტს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტი კლინიკაში შესვლის მომენტიდან გაწერის მომენტამდე იმყოფებოდეს მომსახურების უწყვეტ ჯაჭვში,”- ამბობს მინისტრი. ჯანდაცვის მინისტრი კლინიკებთან მოლაპარაკებების ფორმატის შესახებაც საუბრობს - “ვისურვებდი, რომ ყველანი უფრო კორექტულები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, დესტრუქცია არასდროს არ არის შედეგის მომტანი,”- ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

---

 

08.12.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/archil-talakvadze-chventvis-xelmisawvdomi-djandacva-aris-ert-ert-politikuri-prioriteti

არჩილ თალაკვაძე - ჩვენთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა ერთ-ერთ პოლიტიკური პრიორიტეტია

ჩვენთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა არის ერთ-ერთ პოლიტიკური პრიორიტეტი 2012 წლიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფის გათანაბრებას ეხება. „ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი. როგორც იცით საუბარია ე.წ დიარჯის სისტემის შემოღებაზე. „დიარჯის“ სისტემა არის დიაგნოზებთან დაკავშირებული სატარიფო პოლიტიკის შემოღება, რაც პრინციპში აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. ეს არის სწორი მოდელი, რაც შეეხება მის დანერგვას, მე მივესალმები კომუნიკაციას სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის, სექტორის მოსაზრებები არის მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათი პოზიციები იყოს გათვალისწინებული რეფორმის განხორციელების პროცესში და რაც მთავარია, ეს გაკეთდეს ისე, რომ სამედიცინო სექტორს, კერძო კომპანიებს მიეცეთ ამ სისტემასთან სრული ადაპტაციის შესაძლებლობა. ჩვენთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა არის ერთ-ერთ პოლიტიკური პრიორიტეტი 2012 წლიდან“,- განაცხადა თალაკვაძემ. მისივე თქმით, რეფორმის განხორციელების საკითხში ჯანდაცვის სამინისტროს პარლამენტის პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ექვს მილიონზე მეტი შემთხვევა დაფინანსდა უკვე. შეიძლება ეს არ არის ამდენივე ადამიანი, მაგრამ ეს არის 6 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, რომელზეც სახელმწიფომ გამოყო დაფინანსება და დაეხმარა ჩვენს მოქალაქეებს. ეს პრიორიტეტი შენარჩუნდება მომავალშიც და მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები ამ მიღწევების საზოგადოებასთან კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელებისთვის გატარდეს. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა. კომიტეტი აქტიურად იმუშავებს სამინისტროსთან და სამედიცინო სექტორთან, რომ მაქსიმალური შეთანხმება მოხდეს“,- განაცხადა თალაკვაძემ.

---

 

08.12.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/576351-samedicino-pakultetis-studentebi-acxadeben-rom-protesti-gagrzeldeba

სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება

მანამდე, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ გაეცემა ადეკვატური პასუხი, პროტესტი გაგრძელდება,- ამის შესახებ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე განაცხადეს. უწყებასთან აქცია ამ წუთებში დასრულდა. აქტივისტების თქმით, პროტესტს გააგრძელებენ და შემდგომი ნაბიჯების გადადგმაზე დაიწყებენ ფიქრს. “ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ამ პრობლემის გადასაჭრელად იქნება, სიამოვნებით მივიღებთ”,- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა. შეგახსენებთ, რომ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან რეზიდენტურის გადასახადის, ასევე რეზიდენტურის გამოცდაზე დაწესებული თანხისა და 520-ე დადგენილების გაუქმების მოთხოვნით, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში დაფინანსების განახევრებას გულისხმობს, ჯანდაცვის უწყებასთან აქცია გამართეს. მანამდე მათ წერეთლის გამზირზე მსვლელობა მოაწყეს ლოზუნგებით:- “ნუ გამხდი ხალათს”, “ნუ გვევაჭრებით”, “ ნუ გადაარჩენ მათ საფულეს”, “ნუ გამაქცევ”.

---

 

08.12.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/576331-samedicini-pakultetebis-studentebi-jandacvis-saministrosken-msvlelobas-acqoben

სამედიცინი ფაკულტეტების სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსკენ მსვლელობას აწყობენ

სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსგან რეზიდენტების საკვალიფიკაციო გამოცდაზე თანხის დაწესებისა და 520-ე დადგენილების გაუქმებას მოითხოვენ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში დაფინანსების განახევრებას გულისხმობს. თეთრი ხალათებითა და ლოზუნგით - “ნუ გამხდი ხალათს”, სტუდენტები, ჯანდაცვის სამინისტროსკენ მსვლელობას აწყობენ, სადაც აქცია-პერფორმანსის გამართვას გეგმავენ. აქტივისტებს ხელში ტრანსფარენტები უჭირავთ წარწერებით: “ნუ გვევაჭრებით”, “ ნუ გადაარჩენ მათ საფულეს”, “ნუ გამაქცევ”. როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნიკა ავალიანმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, მათი მოთხოვნაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 586-ე და 520-ე დადგენილებები გააუქმოს. “მოთხოვნა გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ, 586-ე და 520-ე დადგენილების გაუქმება. 586-ე გულისხმობს რეზიდენტების და რეზიდენტობის შემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდებზე გადასახადის დაწესებას, რომელიც მოიცავს 80 და 120 ლარს. 520-ე დადგენილება კი გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში რეფორმას, რომელიც ანახევრებს თანხებს. მაგალითად, კარდიოლოგიურ პაციენტებს სახელმწიფო თუ აფინანსებდა ვთქვათ, 15 ათასით, ახლა 8 ათასით დააფინანსებს. ეს იწვევს იმას, რომ კლინიკებში მცირდება სამუშაო ადგილები რადგან რამდენიმე კლინიკაში უკვე გაათავისუფლეს უმცროსი ექიმები. ასევე, იწვევს იმას, რომ მოსახლეობა გადახდისუნარიანობას კარგავს”,- განაცხადა სტუდენტმა.

---

 

08.12.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/tea-axvlediani-motxovna-arsebobs-rogorc-sezonur-mushaxelze-aseve-kvalificiur-da-magal-kvalificiur-samushao-dzalaze

თეა ახვლედიანი: მოთხოვნა არსებობს როგორც სეზონურ მუშახელზე, ასევე კვალიფიციურ და მაღალ-კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე

ცირკულარული შრომითი მიგრაციის, როგორც ლეგალური მიგრაციის ერთ-ერთი ფორმის მართვა და ეფექტიანად განვითარება, ეხმიანება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების და სავიზო დიალოგის პროცესის პრიორიტეტებს; ასევე წარმოადგენს საქართველოს მიგრაციის და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილს”,- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ , თეა ახვლედიანმა ტელეკომპანია „იმედისა“ და ინტერნეტპლატფორმა „ჰოლონი“ გადაცემა „ბიზნესქრონიკაში“ ცირკულარულ მიგრაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, „ქვეყანაში დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა მთავრობის მიერ გაცხადებულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ცირკულარული შრომითი მიგრაციის განვითარება კი, ამ პოლიტიკის ერთ-ერთ კომპონენტს, მის საერთაშორისო განზომილებას წარმოადგენს. „ქვეყანაში დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა მთავრობის მიერ გაცხადებულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ეს პოლიტიკა მიზნად ისახავს, ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობას. მათ შორის: საშუამავლო ღონისძიებების გაუმჯობესებას, დამსაქმებლის და სამუშაოს მაძიებლების ინტერესებზე მორგებული ე.წ. ევროპული ტიპის სერვისებისა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, ასევე, ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული კვალიფიციური ადამიანური რესურსის განვითარების სიტემის დახვეწას, მომზადება-გადამზადების პროგრამების გაძლიერებას. ცირკულარული შრომითი მიგრაციის განვითარება კი, ამ პოლიტიკის ერთ-ერთ კომპონენტს, მის საერთაშორისო განზომილებას წარმოადგენს. ჩვენ ვმუშაობთ, როგორც ქვეყნის შიგნით შრომითი მიგრაციის რეგულირების სისტემის სრულყოფაზე, ასევე საზღვარგარეთ ჩვენ პარტნიორებთან ვაწარმოებთ დიალოგს ცირკულარული შრომითი მიგრაციის კონკრეტულ სქემაზე შეჯერების მიზნით. ამ კუთხით, გაძლიერდა უწყებათაშორისი კოორდინაციის პროცესი და ინსტიტუციური შესაძლებლობები, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები შესაბამის ქვეყნებთან“-განმარტავს თეა ახვლედიანი. მინისტრის მოადგილე საუბრობს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რის დარეგულირებასაც ცირკულარული მიგრაცია შეუწყობს ხელს: ხელი შეეწყობა არალეგალური მიგრაციის ნაკადების შემცირებას და მართვას. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, სამწუხაროდ, გაიზარდა არალეგალურ მიგრანტთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელ მოთხოვნათა რაოდენობა, როდესაც, სულ უფრო მეტ ქვეყანას შევყავართ უსაფრთხო ქვეყნების სიაში; ცირკულარული შრომითი მიგრაციის შეთანხმებული სქემების ფარგლებში, დროებით დასაქმების მიზნით წასული მოქალაქეების ადამიანის უფლებები და შრომითი პირობები იქნება დაცული და გათანაბრებული მიმღები ქვეყნის მოქალაქესთან; კარგად მართული ცირკულარული შრომითი მიგრაცია, დროთა განმავლობაში აუცილებლად გამოიწვევს ქართული მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული გამოცდილების გაღრმავებას. დროებითი შრომითი მიგრანტები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უფრო კონკურენტუნარიანნი იქნებიან ადგილობრივ შრომის ბაზარზეც”-აცხადებს თეა ახვლედიანი. რაც შეეხება შესაძლო მოთხოვნად პროფესიებსა და ქვოტებს, თეა ახვლედიანის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხები, ზოგადად, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით დარეგულირდება; ასევე - ზოგიერთ შემთხვევაში, კონკრეტულად განისაზღვრება ქვეყნების მიხედვით. მაგ: საფრანგეთთან უკვე ხელმოწერილ შეთანხმებაში საუბრია წელიწადში არაუმეტეს 500 ადამიანის დასაქმების შესაძლებლობაზე, მაშინ როდესაც ზოგიერთ ქვეყანასთან შესაძლოა საერთოდ არ იყოს რაოდენობრივი შეზღუდვა. ზოგადად, ცნობილია, რომ მოთხოვნა არსებობს როგორც სეზონურ მუშახელზე, ასევე კვალიფიციურ და მაღალ-კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე. კვალიფიციურ მუშახელზე მოთხოვნა, ძირითადად, ისეთ პროფესიებზე ვლინდება, რაც უკავშირდება: მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებს (ქვის სპეციალისტების, შემდუღებლის, ელექტრომექანიკოსის ჩათვლით); ციფრულ ტექნოლოგიებს; სარესტორნო და სასტუმრო სექტორს და სხვა. მინისტრის მოადგილის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებთან ცირკულარული მიგრაციის კუთხით თანამშრომლობას საფუძველი ჯერ კიდევ 2009 წელს ჩაეყარა, როდესაც ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას „პარტნიორობა მობილობის“ შესახებ. თავად ევროკავშირის დოკუმენტები, როგორიცაა - ევროკომისიის შესაბამისი კომუნიკაციები და ევროდირექტივები, გლობალური მიდგომა მიგრაციისა და მობილობისადმი, ევროპული დღის წესრიგი მიგრაციაზე და სხვა - ხაზს უსვამს საკითხის აქტუალობას ევროკავშირის ქვეყნებისთვის და არეგულირებს ამ სფეროს.

პია.ჯი- https://pia.ge/post/296932-tea-axvlediani-cirkularuli-sromiti-migraciis-rogorc-legaluri-migraciis-ert-erti-formis-martva-da-efeqtianad-ganvitareba-exmianeba-evrokavsirtan-saqartvelos-asocirebisa-da-savizo-dialogis-procesis-prioritetebs

---

 

08.12.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/523698

ნათია კვიციანი ცირკულარულ მიგრაციაზე: ლეგალურად დასაქმებულებს შანსი ექნებათ მათი შრომითი და სოციალური უფლებები დაცული იყოს

კანონიერი შრომითი მიგრაცია” შესაძლებლობას იძლევა ადამიანის ყველა უფლება დაცული იყოს, ამ პროგრამით დასაქმებული იმ ანაზღაურებას მიიღებს, რასაც უხდიან იმავე სამუშაოს შესრულებაში ადგილობრივ, იმ ქვეყნის მოქალაქეს“,- ამის შესახებ “მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის” ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორმა, ნათია კვიციანმა, ტელეკომპანია “იმედისა“ და ინტერნეტ პლატფორმა “ჰოლონის“ გადაცემა “ბიზნეს ქრონიკაში“ განაცხადა. “ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ მხარდამჭერი და დამხმარე ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების, რადგან ეს არის ახალი თემა. ქვეყანა პირველ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ სწორად გადაიდგას ეს ნაბიჯები. ამიტომ საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა ამ მიმართულებით მეტად მნიშვნელოვანია. თუმცა ეს არის შანსი არალეგალი ჩამოვიდეს საქართველოში, გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან წავიდეს და იმუშაოს უცხოეთში კანონიერად, ყოველგვარი მალვის გარეშე. მიიღოს ის ანაზღაურება, რასაც უხდიან იმავე სამუშაოს შესრულებაში ადგილობრივ, იმ ქვეყნის მოქალაქეს. დაცული იყოს მისი შრომითი და სოციალური უფლებები, ქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ჩვენს არალეგალ მიგრანტებს როგორც წესი არ აქვთ და ეს ძალიან სერიოზულად მოქმედებს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ჩვენი მოქალაქეები უკან დაბრუნების შემთხვევაში ძალიან ხშირად ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს განიცდიან, სწორედ იმის გამო, რომ უცხოეთში არასათანადო შრომის პირობები და სოციალური პაკეტები არ გააჩნიათ. “კანონიერი შრომითი მიგრაცია იძლევა შესაძლებლობას დაცული იყო ადამიანის ყველა უფლება. მისი ადამიანური, მათ შორის შრომითი და სოციალური უფლებების მაქსიმალურად დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“,- განაცხადა ნათია კვიციანმა.

---

 

07.12.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ra-aris-sikvdilianobis-statistika-saqartvelos-saavadmyofoebshi/44897/

როგორია სიკვდილიანობის სტატისტიკა საქართველოს საავადმყოფოებში?

რიგ შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ საავადმყოფოში მიყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისეთი მძიმე, რომ მედიკოსებს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა არ შეუძლიათ. სიკვდილიანობა ასევე ხშირია გართულებული ავადობის, მძიმე ტრამვების, ასევე მაღალი რისკ-ფაქტორების - ასაკის, ქრონიკული დაავადებების, დაგვიანებული მკურნალობის და სხვა ფაქტორების ფონზე. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული მკურნალობებიდან, 41,000 ლეტალური შედეგით დასრულდა (2018 წლის განმავლობაში საქართველოში სულ 46,524 გარდაცვალება აღირიცხა). ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 21 ნოემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, სამინისტროს ანალიზმა აჩვენა, რომ ცალკეულ კლინიკებში პაციენტთა სიკვდილიანობის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელია. "მხოლოდ 2018 წელს 41,000-ზე მეტი გარდაცვალების მაჩვენებელი დაფიქსირდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მომსახურების შემთხვევებში, როგორც უშუალოდ სერვისის მიღების ადგილზე, ისე ხელახალი ჰოსპიტალიზაციისთვის დადგენილი პერიოდის გასვლამდე. 2018 წელს გარდაცვალების 21,541 შემთხვევიდან 64%-ში გარდაცვალება დაფიქსირებულია კლინიკაში. ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ბინაზე გაწერიდან 30 დღეში, მ.შ. 12% გარდაიცვალა გაწერიდან არაუმეტეს 7 დღის ვადაში. გარდა სტატისტიკისა, ყურადღებას იპყრობს გადარცვალების მიზეზების ანალიზი. მიზეზებს შორის მრავლად არის წარმოდგენილი ისეთი ნოზოლოგიები, რომელთა ხარისხიანი მოვლისა და კვალიფიციური დახმარების პირობებში, არა ლეტალური გამოსავლით, არამედ პაციენტის გამოჯანმრთელებით დასრულების შესაძლებლობა არსებობდა. ანალიზმა ასევე ცხადყო, რომ გადაცვალების კონკრეტული მიზეზი, ერთსა და იმავე სამედიცინო დაწესებულებაში მაღალი ჯერადობით დაფიქსირდა, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, აქვს თუ არა კლინიკას საკმარისი შესაძლებლობა მართოს ის მდგომარეობები, რაზეც მას აქვს მინიჭებული უფლება. სამინისტრო ზედმიწევნით გამოიძიებს გარდაცვლილი პაციენტების უკლებლივ ყველა შემთხვევას, რასაც აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,"- ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რა არის საქართველოში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზები? - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მთავარი დაავადებათა ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტ ლეტალობას იწვევს გულ-სისხძარღვთა სისტემის ავადობებია. გარდაცვალების მიზეზების სრული სტატისტიკა 2018 წლის მდგომარეობით ასეთია: სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - 21,549 ადამიანი; სიმსივნეები - 7,329 ადამიანი; კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში - 6,927 ადამიანი; სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები - 3,676 ადამიანი; ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი - 2,015 ადამიანი; საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები - 1,587 ადამიანი; ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები - 675 ადამიანი; შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობები - 642 ადამიანი; ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა - 588 ადამიანი; ნერვიული სისტემის ავადმყოფობები - 521 ადამიანი; სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობები და იმუნური მექანიზმის ჩათრევით გამოწვეული ზოგიერთი დარღვევა - 491 ადამიანი; პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა - 297 ადამიანი; თანდაყოლილი ანომალიები (განვითარების მანკები), დეფორმაციები და ქრომოსომური დარღვევები - 105 ადამიანი; ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები - 52 ადამიანი; ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები - 30 ადამიანი; ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა - 20 ადამიანი; კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობები - 20 ადამიანი;

---

 

07.12.2019

მედიასაშუალება: http://bfm.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0-4/

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან სახელმწიფო უნდა გავიდეს და მოწყვლადი ჯგუფების დაფინანსების ნიშა დაიტოვოს – ნინო კობახიძე

სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან უნდა გავიდეს და მოწყვლადი ჯგუფების დაფინანსების ნიშა დაიტოვოს, ასეთ შემთხვევაში, ჯანდაცვის სფეროში კერძო ბიზნესს წარმატების პერსპექტივა ექნება, – ამის შესახებ ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში ჯანდაცვის ბაზარზე ბიზნესის პერსპექტივები განიხილეს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისათვის ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემოღება გადაწყვიტა. აღნიშნულ ინიციატივას კლინიკები უარყოფითად შეხვდნენ, რადგან ასეთი რეფორმის შედეგად ფინანსურ პრობლემებს ელოდებიან. თუმცა ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა ასეთ ვითარებაში სამედიცინო აქტივების გაფართოება გადაწყვიტა და „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების 17 ქსელის 100-პროცენტიანი წილი შეიძინა. კობახიძის განმარტებით, ჯანდაცვის სფეროში კერძო ბიზნესს განვითარების სრული პერსპექტივა აქვს, რადგან როგორც კვლევები აჩვენებს, სახელმწიფო ჯანდაცვის სფეროში დახარჯული თანხების მხოლოდ 35 პროცენტს ფარავს, დანარჩენს მოსახლეობა იხდის, რომელიც სამკურნალოდ ხშირად უცხოეთში მიდის. ბიზნესის წარმოების მნიშვნელოვანი პოტენციალი რეგიონებშიც იკვეთება. „კვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ საქართველოს მოსახლეობა ჯანდაცვის ბიზნესში ძალიან დიდი დანახარჯებს ტოვებს. სამწუხაროდ, თუ განვითარებისთვის საბედნიეროდ, ხარისხი ჯერ კიდევ საშუალებას იძლევა, რომ გაიზარდოს. სახელმწიფო ჯამურ შემადგენელში მხოლოდ 35 პროცენტს ხარჯავს. როდესაც ბიზნესი ნებისმიერ იდეას უყურებს, ბუნებრივია, ამ სტატისტიკასაც ეყრდნობა. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ძირითადად სამ ქალაქზე მოდის ეს დანახარჯები – თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. საკუთარი ბიზნესის რეგიონულად სწორად გადანაწილება და დივერსიფიცირება ნიშნავს, რომ ეს სერვისი რეგიონებში ხელმისაწვდომი გავხადოთ. რეგიონებში ძირითადად გადაუდებელი სერვისების მიწოდება ხდება. ზოგადად სამედიცინო სერვისების 75 პროცენტი თბილისზე მოდის. რეგიონებში დეფიციტია ისეთი სერვისების, რომელიც თავისუფლად შესაძლებელია რომ მიეწოდოს და ადამიანს ყველა ტიპის სერვისზე თბილისში არ უწევდეს მობილიზება. ქვეყნის გარეთ გაცდენილი სამედიცინო დანახარჯებიც საკმაოდ მაღალია. და როდესაც ვხედავთ, რომ რეგიონებში ელემენტარული მომსახურება შეგვიძლია დავნერგოთ და გავაძლიეროთ, სწორი გადაწყვეტილებაა დღეს ამ ბიზნესი შესვლა“, – განაცხადა კობახიძემ. მისი მოსაზრებით, მოცემულ მომენტში ქართულ სამედიცინო სფეროში საკმაოდ კარგი მაღალტექნოლოგიური აპარატურაა ხელმისაწვდომი, მაშინ როცა მაღალი კვალიფიკაციის ქართველი ექიმები უცხოეთში მუშაობენ. აპარატურის და კადრების ერთმანეთთან დაკავშირების შემთხვევაშიც კერძო ბიზნესი სარგებელს ნახავს. თუმცა, კობახიძის ვარაუდით, კერძო ჯანდაცვის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სახელმწიფოს როლის მინიმალურ დონეზე დაყვანა იქნებოდა. „მე მაქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფო საყოველთაო სადაზღვევო პროგრამიდან ნელ-ნელა უნდა გავიდეს და ძალიან მცირე ნიშა უნდა დაიტოვოს მოწყვლადი ჯგუფების დაფინანსების სახით – მაგალითად, როგორიც არის სერვისების ხარჯების სრულად დაფარვა ბავშვების, პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის. თუ ჩვენ აქამდე მივალთ და წარმოუდგენელია, რომ ეს არ გაკეთდეს, მაშინ ჩვენი დღეს დაწყებული ბიზნესი ძალიან ეფექტური იქნება“, – განუცხადა ნინო კობახიძემ „ბიზნესპარტნიორს“.

06.12

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/nino-kobaxidze-sayoveltao-djandacvis-programidan-saxelmwifo-unda-gavides-da-mowyvladi-djgufebis-dafinansebis-nisha-daitovos

---

 

07.12.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/576222-devnil-ojaxebs-xashurshi-binebi-gadaecat

დევნილ ოჯახებს ხაშურში ბინები გადაეცათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსში 14 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საცხოვრებელი ფართების გადაცემის შემდეგ, სურამში, ორი ნგრევადი ობიექტი იხურება, სადაც იძულებით გადაადგილებული ოჯახები, წლების განმავლობაში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ. ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ბინები სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის, მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შეისყიდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ბესარიონ სიმონიშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა გადასცეს. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 154 ნგრევადი ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებმა 2000-მდე დევნილმა ოჯახმა ბინა ახალაშენებულ კორპუსებში მიიღო.

მედიანიუს.ჯი-http://medianews.ge/ge/devnil-odjakhebs-khashurshi-binebi-gadaetsat/64570

პია.ჯი- https://pia.ge/post/296819-ngrevad-senobebsi-mcxovreb-devnil-ojaxebs-binebi-gadaecat

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=94162

---

 

07.12.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/576238-sakartveloshi-gadaudebeli-daxmarebis-saertashoriso-jgupi-sheikmneba

საქართველოში გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე გერმანიის ცენტრალური მთავრობის კვლევითი ინსტიტუტის ოფიციალურ პირებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში EMT ჯგუფის შექმნის მნიშვნელობასა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო გზებზე ისაუბრეს. ასევე, ქართულ-გერმანული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, კოლეგებმა პროექტის სამოქმედო გეგმა გაწერეს და სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს. გერმანულმა წარმომადგენლობამ პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველოში გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფები საველე სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფენ. ისინი ინციდენტის ადგილზე მყისიერად ემერჯენსის ტიპის საველე ჰოსპიტალს მოაწყობენ და ნებისმიერი სიმძიმის პაციენტს მოემსახურებიან. EMT ჯგუფს ასევე შეეძლება კავკასიის რეგიონში, კერძოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანს, შესაბამისი საველე დახმარება აღმოუჩინოს. პროექტი გერმანიის ცენტრალური მთავრობის „რობერტ კოხის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია ASB-ის მონაწილეობითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის კოორდინაციით ხორციელდება. საქართველოში EMT ჯგუფებს ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უხელმძღვანელებს.

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/217168-saqarthveloshi-jandacvis-msoflio-organizaciis-mier-akreditirebuli-gadaudebeli-samedicino-dakhmarebis-saerthashoriso-jgufi-sheiqmneba.html?lang=ka-GE

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/saqartveloshi-gadaudebeli-daxmarebis-saertashoriso-jgufi-sheiqmneba/44884/

პია.ჯი- https://pia.ge/post/296817-saqartvelosi-gadaudebeli-daxmarebis-saertasoriso-jgufi-seiqmneba

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=94163

---

 

07.12.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1575732926-%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

თოვლის პაპა გთხოვ, დედა გამომიჯანმრთელე - რა არის მეორეკლასელი ბიჭის ერთადერთი საახალწლო სურვილი

შვიდი წლის გიორგი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლაში სწავლობს. რამდენიმე დღის წინ, გიორგიმ თოვლის პაპას წერილი მისწერა და თანატოლებისაგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი ნატვრის, დედის გამოჯანმრთელების ასრულება ითხოვა. 32 წლის სოფიო ბლიაძეს ლეიკემიის დიაგნოზი ერთი წლის წინ დაუსვეს. გიორგის ბებია, მარინა კოჭლამაზაშვილი „პრაიმტაიმთან“ ყვება, რომ მას შემდეგ ოჯახი მძიმე გზას გადის. „უმძიმეს გზას ვადგავართ, ყოველდღე ვიბრძვით სოფიოს სიცოცხლისათვის. ათ დღეში ერთხელ ძვირადღირებული ანალიზები სჭირდება. გარდა ამისა, კარგი კვება და ვიტამინები მისთვის აუცილებელია. არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობთ, ოღონდ მისთვის წამლის საყიდელი ფული ვიშოვოთ“, - ამბობს ქალბატონი. ამჟამად სოფიო ლოგინიდან ვერ დგება. მისთვის საჭირო მედიკამენტების შესაძენად ოჯახმა საწოლები და საბნები გაყიდა. „იძულებულები გავხდით საწოლები და საბნები გაგვეყიდა. სხვანაირად წამლებს ვერ შევიძენდით. ერთი კვირა, ბავშვი ნახევრად მშიერი ვატარეთ სკოლაში. რაც გვქონდა მას და დედამისს ვუზოგავდით, ჩვენ არ ვჭამდით“, - ყვება გიორგის ბებია. ავადმყოფისათვის საჭირო ფინანსების საშოვნელად, კოჭლამაზაშვილების ოჯახს სოფელში მხოლოდ დღიური სამუშაოს შოვნა შეუძლია. „ვაკეთებთ ყველაფერს, დავდივართ ყველგან, სადაც კი სამუშაო გამოჩნდება, ვენახშიც, მინდორშიც, მძიმე საქმესაც ვაკეთებთ, ოღონდაც ეს ფეხზე დავაყენოთ. ერთხელ მუნიციპალიტეტი 500 ლარით და ამ ცოტა ხნის წინ, კახა კალაძე 700 ლარით დაგვეხმარა“, - ამბობს მარინა კოჭლამაზაშვილი. რამდენიმე თვის წინ, ლეიკემიით დაავადებული ავადმყოფის ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს. სოციალური მომსახურების სააგენტოში კოჭლამაზაშვილებს აუხსნეს, რომ პროგრამულად, მათ მაღალი ქულა მიიღეს. „სოციალურ აგენტს შევეხვეწე, სანამ ჩემი რძალი იცოცხლებს, დახმარება მანამდე დაგვიტოვეთ- მეთქი. არ ვიცი რატომ. დახმარება მხოლოდ ბავშვს დაუნიშნეს, დანარჩენებს მოგვიხსნეს. ჩვენი მდგომარეობა პირიქით, მძიმდება, ცხენი და სახლიღა დაგვრჩა გასაყიდი“, - ყვება ოჯახის ბებია. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მადონა ბატიაშვილის განმარტებით, მერიას ყოველთვიური დახმარების დანიშვნა ასეთი ოჯახისათვის არ შეუძლია. „ყოველთვიური დახმარება არ ინიშნება, მაგრამ ერთჯერადად დახმარება შეიძლება. მომაკითხონ და მაქსიმუმს გავაკეთებთ“, - განაცხადა ბატიაშვილმა. სოციალური მომსახურების სააგენტოში კოჭლამაზაშვილებისათვის დახმარების მოხსნის მიზეზად, პროგრამულად მინიჭებულ მაღალ ქულას ასახელებენ. კახეთის სამსახურის ხელმძღვანელი ჯემალ ბაღათრიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა კოჭლამაზაშვილებს მაღალი კომუნალური გადასახადი დაუფიქსირდათ. „დაგვიკავშირდნენ და გავერკვევით, რის გაკეთება შეგვიძლია ამ ოჯახისათვის“, - განაცხადა ბაღათრიშვილმა. გიორგის სულისშემძვრელი წერილის შესახებ დღეს, სოციალური ქსელით შეიტყვეს სოფელ ანაგის საჯარო სკოლაში. დირექტორი ნანა შანშაშვილი ამბობს, რომ ბავშვის დედის ავადმყოფობის შესახებ სკოლაში იციან, თუმცა საქველმოქმედო ღონისძიება ან მოსწავლის ოჯახისათვის სხვა ფორმით თანადგომის გაწევა სკოლაში არ დაგეგმილა.

---

 

07.12.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ra-djdeba-fasian-pansionatebshi-xandazmulis-erttviani-cxovreba

რა ჯდება ფასიან პანსიონატებში ხანდაზმულის ერთთვიანი ცხოვრება

საქართველოში ხანშიშესულებისთვის განკუთვნილი თავშესაფრები სრულად შევსებულია და საკუთარ რიგს ასეულობით ხანდაზმული ელოდება. ადგილები ძირითადად იმ შემთხვევაში თავისუფლდება, თუ ბენეფიციარი დაწესებულებას საკუთარი სურვილით დატოვებს ან – გარდაიცვლება. ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე 15 პანსიონატია. აქედან ორი დიდი დაწესებულება თბილისსა და ქუთაისში ფუნქციონირებს, ხოლო 13 სათემო, ე.წ.კერძო სახლის ტიპის თავშესაფარი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშია. მათ გარდა, არსებობს კერძო საოჯახო ტიპის თავშესაფრებიც. ფასიან პანსიონატებში ხანდაზმულის ერთთვიანი ცხოვრება საშუალოდ 500-700 ლარამდე ჯდება. ფასს მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაზღვრავს. ყოველთვიურ გადასახადში სამჯერადი კვება, ხანდაზმულის მოვლა და პირველადი სამედიცინო მომსახურება შედის. მოქმედი კანონმდებლობით, თავშესაფრის მოთხოვნა შეუძლიათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს, მამაკაცებს კი – 65 წლის ასაკიდან. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების სამმართველოს ხელმძღვანელი, თამარ გოცაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული დაფინანსების ოდენობა, დამოკიდებულია თავშესაფრის მაძიებლის სოციალურ მდგომარეობაზე, სოციალური ქულების შესაბამისად. სახელმწიფოს მიერ გაცემული დაფინანსება დღეში მინიმუმ 12 ლარს, ხოლო მაქსიმუმ 20 ლარს შეადგენს. “ოქტომბრის მდგომარეობით ჩვენს სათემო მომსახურებას იღებდა 113 მოხუცი. თავშესაფარში მოხვედრას ელოდება 20 ადამიანი და ვფიქრობთ, რომ მაქსიმუმ ორ თვეში ჩავრთავთ ამ პროგრამაში. საჭიროა ადგილები გათავისუფლდეს. იმისათვის, რომ ხანდაზმულმა ეს მომსახურება მიიღოს, უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, მიაკითხავს სოციალური მუშაკი, შეაფასებს მის საჭიროებას და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. წელს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვებზე ზრუნვის პროგრამის“ ფარგლებში 300 ბენეფიციარზეა სათემო მომსახურება გათვალისწინებული, ეს არის ამ წლის ლიმიტი. საქართველოში არის ორი დიდი ზომის მოხუცთა თავშესაფარი, რომლის ადმინისტრირებასაც ტრეფიკინგის ფონდი ახორციელებს და სრულად აფინანსებს სახელმწიფო. დანარჩენი დაწესებულებები შედარებით მცირე ზომისაა, 24 ბენეფიციარზე გათვლილი. მომართვიანობა დაბალი არ არის. წლის დასაწყისში 70-მდე ბენეფიციარი გვყავდა რიგში, დავამატეთ ადგილები და შევძელით მათი გადანაწილება. ხშირია შემთხვევები, როდესაც მსურველთა 70% ბოლოს უარს ამბობს პროგრამაში ჩარიცხვაზე” – აცხადებს თამარ გოცაძე. კერძო პანსიონატების მფლობელები ამბობენ, რომ ეს საქმიანობა, როგორც ბიზნესი, საქართველოში ჯერჯერობით ვერ შედგა. განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან, სადაც მოხუცთა პენსიასთან ერთად საზოგადოების ცნობიერების დონეც მაღალია, საქართველოში მოხუცთა სახლის შემოსავლის წყაროდ ქცევა შეუძლებელი გახდა, რადგანაც აქ მარტოხელა მოხუცი, საკუთარი შემოსავლით ვერ შეძლებს ჰქონდეს უზრუნველყოფილი სიბერე. მოხუცებულთა და შშმ პირთა პანსიონატის „ჩემი ოჯახის“ მეპატრონე მაია ახალაძე ამბობს, რომ თავიდან მისი ორგანიზაცია კერძო იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ არსებობას საფრთხე შეექმნა, სახელმწიფო დაფინანსებას შეუერთდნენ: “ამ საქმეს 2005 წლიდან ვემსახურებით. 2013 წლამდე კერძო იყო, ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებას ვიღებთ. ეს არის საოჯახო ტიპის პანსიონატი და შვიდ ხანდაზმულს ვემსახურებით. ამჟამად გვყავს ხუთი ბენეფიციარი, ორი გარდაიცვალა. აქაურ ცხოვრებას აქვს წესები, რა თქმა უნდა. ისინი მუდმივად აქ ცხოვრობენ, აქვთ დღის მანძილზე გასვლის, გასეირნების საშუალება, შეუძლიათ წელიწადში 20 დღე დატოვონ დაწესებულება, წავიდნენ ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან. მოხუცებისთვის გვაქვს სხვადასხვა აქტივობები – ეზოში ვარჯიშობენ, თამაშობენ, მცენარეების დარგვაში, ჭრა-კერვასა და სხვა აქტოვობებში არიან ჩართული. თუმცა, ძირითადად გვყავს მძიმე კატეგორიის ბენეფიციარები: ლოგინად ჩავარდნილები, გონებადაქვეითებულები და ა.შ.” – გვიყვება მაია ახალაძე. გარდა სახელმწიფო და კერძო თავშესაფრებისა, საქართველოში მოქმედებს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაც, რომელიც უსასყიდლოდ სთავაზობს ხანდაზმულებს დღის ცენტრის მომსახურებას და უფასო კვებას. „საქართველოს კარიტასი“ უკვე 25 წელია მუშაობს, არსებობს და ძირითადად სოციალურად გაჭირვებულ ფენებს უწევს დახმარებას: “ხანდაზმულებისთვის “კარიტასს” აქვს ორი პროგრამა – სოციალური ზრუნვის და სამედიცინო მომსახურების პროგრამები. სამედიცინო მომსახურების პროგრამა შინმოვლის საკითხებზე მუშაობს და ხანდაზმულებს აწვდის სამედიცინო მომსახურებას შინ, ხოლო სოციალური პროგრამა უზრუნველყოფს დღის ცენტრის ფუნქციონირებას. გვაქვს ხანდაზმულთა ერთი დღის ცენტრი თბილისში და ჩვენი ჰუმანიტარული სასადილო ემსახურება ამ სეგმენტს. გვყავს დონორი ორგანიზაციები, თუმცა სახელმწიფოც შემოდის მცირე დაფინანსებით. ამ მომენტისთვის, 40 ადამიანია დღის ცენტრში და აქედან ექვსია მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებით. გვაქვს ვაკანტური ადგილები, ასე რომ, მოხუცებულებს შეუძლიათ მობრძანდნენ ჩვენს ორგანიზაციაში, მოგვიყვნენ თავიანთ პრობლემაზე და თუ ჩავთვლით, რომ ის საჭიროებს დახმარებას, ვანაწილებთ დღის ცენტრში” – აცხადებს ორგანიზაციის სოციალური ზრუნვის პროგრამის მენეჯერი ინგა ჩხეიძე და ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზე მოხუცთა თავშესაფრების მიმართ, რაც მისი თქმით, მოხუცებულებს ბარიერებს უქმნის მომსახურების მიღების პროცესში. ჩხეიძე AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ საქართველოში ბევრს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ მოხუცებულთა თავშესაფარში მოხვედრა ოჯახისთვის ღირსების შემლახავია. “ჩვენთან ოჯახების დამოკიდებულება ძალზედ არასწორია. ხშირად უკრძალავენ კიდეც მოხუცებს საკუთარი ოჯახის წევრები, თავშესაფარში არ მიხვიდე, ნუ გვარცხვენო. რამდენიმე დღის წინ მქონდა შემთხვევა, როდესაც ადამიანს სჭირდებოდა მკურნალობა, ოჯახის წევრი ვერ მკურნალობდა მას და საჭირო იყო ამ ადამიანისთვის დახმარების გაწევა, თუმცა ოჯახმა სირცხვილად ჩათვალა, რომ ორგანიზაციას გაეწია დახმარება. პირველ რიგში ეს არის ცნობიერების დაბალი დონით გამოწვეული. ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ ითვლება სირცხვილად მოხუცებულთა მისვლა საოჯახო ტიპის დაწესებულებებში. თუკი ოჯახი ვერ ახერხებს მოხუცისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფას, მაშინ მასზე უნდა იზრუნონ შესაბამისმა ორგანიზაციებმა“ – ამბობს ინგა ჩხეიძე. ცნობისათვის, ხანდაზმულთა პანსიონატში ჩარიცხვას არ ექვემდებარებიან პირები: მწვავე ინფექციური დაავადებით; ტუბერკულოზის აქტიური ფორმით; აქტიური სიფილისით; კანის გადამდები დაავადებით; თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით; ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით; ისინი, ვინც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას

---

 

06.12.2019

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=112289

საწარმოო უბედური შემთხვევების რაოდენობა 35%-ით შემცირდა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შეადრებით, 2019 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით არის შემცირებული, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა - 32%-ით. „2018 წელს დაღუპულია 59 და დაშავებულია 199 ადამიანი, მიმდინარე წელს სამუშაო ადგილზე დაღუპულია 38 და დაშავებულია 135 პირი. სამშენებლო სექტორში, ერთობლივი ინსპექტირების დასრულების შემდეგ, აგვისტოს ბოლოდან 5 დეკემბრის მონაცემებით, სამშენებლო ობიექტებზე დაღუპულთა რაოდენობა, მიმდინარე წლის ამავე სექტორში დაღუპულთა რაოდენობის მესამედია. საწარმოო უბედური შემთხვევების აღრიცხვა განახლებული მეთოდიკით ხდება. აღრიცხული ინციდენტების რაოდენობაში შესულია აგრეთვე საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევათა მონაცემები. ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება განხორციელებულია იმგვარად, რომ გამოირიცხოს საწარმოო უბედური შემთხვევების სტატისტიკაში ზედმეტი, დაუზუსტებელი ან/და შეუსაბამო ინფორმაციის მოხვედრა. 2020 წლიდან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, დაგეგმილია შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინსტიტუციური გაძლიერება და ინსპექტორების რაოდენობრივი ზრდა", - ნათქვამია ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

---

 

06.12.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/jandatsvis-saministros-delegatsiam-bavariel-kolegebthan-gamartha-shekhvedra/

ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ბავარიელ კოლეგებთან გამართა შეხვედრა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციამ გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბავარიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. ბავარიის ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელმა რობერტ აუარესმა ქართულ მხარეს ჯანდაცვის სისტემის გერმანული მოდელი გააცნო და სადაზღვევო სისტემის, მათ შორის, სახელმწიფო სავალდებული დაზღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „შეხვედრის მთავარი მიზანი ჯანდაცვის სისტემის გერმანული მოდელის და სადაზღვევო სისტემის შესახებ ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება იყო. განვიხილეთ ბავარიის ჯანდაცვის სისტემა, ჯანმრთელობის და ხანგრძლივი მოვლის დაზღვევის სქემა. შეხვედრა საკმაოდ პროფუქტიული იყო. განსაკუთრებით მიხარია, რომ ეს შეხვედრა საქართველოს დელეგაციასთან შედგა, რომელთანაც ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მზად ვართ, მომავალშიც გავაგრძელოთ თანამშრომლობა და ქართულ მხარეს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება.“ – განაცხადა ბავარიის ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელმა რობერტ აუარესმა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, საქართველოში სადაზღვევო სისტემის გაძლიერებასა და განვითარებას, ასევე ამ მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას. „გავეცანით ბავარიის ჯანდაცვის სისტემის თავისებურებებს. ძალიან საინტერესოა სადაზღვევო მექანიზმების მოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმვა მოხდეს მარეგულირებლის დონეზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი ხელმისაწვდომობა სერვისებზე, ასევე შენარჩუნდეს ხარისხი და მოცული იქნას საჭიროებების სრული სპექტრი დაწყებული მწვავე მოვლის საჭიროებებიდან დასრულებული რეაბილიტაციის სერვისებით. ასევე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხანდაზმული ასაკის მოსახლეობის საჭიროებებზე. ვისაუბრეთ ყველა იმ დეტალზე, რასაც გავითვალისწინებთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის დაგეგმვის პროცესში.“ – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ბავარიის ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელს რუდოლფ ბურგერს შეხვდნენ და ექიმთა პროფესიული განათლების სისტემის თავისებურებებს გაეცნენ. აღნიშნული სისტემა გერმანიაში სავალდებულოა, როგორც ექიმთა უწყვეტი პროფესიული განვითარების, ასევე სამედიცინო მომსახურების ხარისხის შენარჩუნების თვალსაზრისით. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, საქართველოში ამჟამად ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ახალი სისტემის დანერგვაზე მიმდინარეობს მუშაობა, რათა გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხი. მნიშვნელოვანია, რომ ექიმების ერთობლივი მუშაობით და უწყვეტი პროფესიული განათლების გზით, დაინერგოს მომსახურების საუკეთესო სტანდარტები. ,,ბავარიის ექიმთა ასოციაცია წარმოადგენს საჯარო კორპორაციას, რომელშიც გაწევრიანებულია ბავარიის ყველა მოქმედი ექიმი. ასოციაციის მთავარი ფუნქცია ექიმების შემდგომი განათლების, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება, ასევე მათი პროფესიული მოვალეობის შესრულების მონიტორინგია. ქართულ მხარეს ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს ასოციაცია. გავუზიარეთ გამოცდილება პროფესიული თვითორგანიზაციის, თვითმმართველობის შესახებ.,, – განაცხადა ბავარიის ექიმთა ასოციაციის დირექტორმა რუდოლფ ბურგერმა. გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე იმყოფებოდნენ.

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=94122

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/576092-bavariis-jandacvis-saministroshi-kartul-delegaciastan-shexvedra-gaimarta

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/shexvedra-bavariis-djandacvis-saministroshi

---

 

06.12.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/klinikebi-romlebsac-13-000-ze-naklebi-beneficiari-hyavt-sayoveltao-jandacvas-gamoetishebian/44857/

კლინიკები, რომლებსაც 13 000-ზე ნაკლები ბენეფიციარი ჰყავთ, საყოველთაო ჯანდაცვას გამოეთიშებიან

“ანალიტიკისთვის” ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ის პოლიკლინიკები და ამბულატორიები, რომელთაც 13 ათასზე მეტი დაზღვეული არ ჰყავთ, შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გაემოეთიშონ, თუმცა ცვლილებები პირველ ეტაპზე საქართველოს დიდ ქალაქებში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება. როგორც BM.GE -ს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა, ეს ცვლილება ცალსახად არ ნიშნავს, იმას , რომ თუ კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გაეთიშება და ის ფუნქციონირებას შეწყეტს. გაბუნია ირწმუნება, რომ სამინისტრო კლინიკების გეოგრაფიულ მდებარეობას გაითვალისწინებს და სტარტეგიული მნიშვნელობა ექნება იმას,რომ საყოველთაო ჯანდაცვა ისეთ დასახლებებში შენარჩუნდეს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა. ასეთ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო კაპიტაციური (სულადობრივი) ტარიფის გადახედვაზე იმუშავებს. “საიდან მოვიდა 13 ათასი? ჩვენ პირველად ჯანდაცვაში გვაქვს კაპიტაციური დაფინანსება და ერთ სულ მოსახლეზე გარკვეული თანხის ოდენობაა გასაზღვრული- მაგ: 1. 93 თეთრი. ამ თანხის ოდენობის დათვლა, შემდეგი დაშვებით მოხდა: დაწესებულებაში მუშაობს 5 ოჯახის ექიმი , 5 ექთანი- ანუ ჯამში 5 გუნდი. ხოლო იმისთვის, რომ ფინანსური თვალსაზრისით მას გამართლება ჰქონდეს, ისინი უნდა ემსახურებოდნენ სულ მცირე 2500 მოსახლეს. მცირე უბნებში კი ასე არ ხდება. რომ შევხედოთ გადანაწილებას თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ასეთია. მაგ: თბილისში სულ 115 მიმწოდებელია და ამ 115 მიმწოდებლიდან 54 დაწესებულებას 5 ათასზე ნაკლები ბენეფიციარი ჰყავს. ეს არის მცირე ზომის სადიაგნოსტიკო ცენტრები. ამ 54 სამედიცინო დაწესებულებაში კი ძალიან ბევრია ისეთი, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 1000 ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ძალიან მცირე უბანთან და არაფრით არაა გამართლებული. ანუ ის კაპიტაციური რესურსი , რომელიც დაწესებულებამ უნდა გამოიყენოს სხვადასხვა მიზნებისთვის (მაგ: არაპირდაპირი ხარჯი, გამოკლევები, პრევენციული სერვისი) ეს ხარჯი საკმარისი არაა. რენტაბელობის ზღურბლი ამ გათვლებისთვის უნდა იყოს 13 ათასი მოსახლე. ასევე, ბათუმში გვყავს 9 მიმწოდებელი, აქედან სამს ჰყავს 5 ათასზე ნაკლები ბენეფიციარი. მცირე დაწესებულებებში დარეგისტრირებული მოსახლეობა პირველადი ჯანდაცვისთვის შესაფერის სერვისს ვერ იღებს, თავისი არსით ეს დაწესებულებები პირველადი ჯანდაცვის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. ქუთაისში კი სულ 13 დაწესებულებაა, საიდანაც სამი ემსახურება 8 დან-10 ათასამდე ადამიანს, ხოლო ხუთი მათგანი -13 ათასზე მეტს. 4 კი ისეთია, რომელსაც 5 ათასზე ნაკლები ჰყავს. ქუთაისში, რომ გადავხედოთ 4 დაწესებულებაში სულ ჯამურად დარეგისტრირებულია, 5409 ადამიანი- ეს კი ნიშნავს იმას, რომ თითოეულში 1000-1200 ადამიანიაა- ანუ აქ ერთი ოჯახის ექიმისა და ექთნის დატვირთვაც კი არაა ადეკვატური. ადეკვატურში რათქმაუნდა რენტაბელობის ვგულისხმობ. ერთ ოჯახის ექიმსა და ექთანზე უნდა იყოს 2500 მოსახლე. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ესტონეთში მაგ. 1800 ადამიანია -რაც უკეთესია. ადრე თუ გვიან, ჩვენც იქამდე მივალთ, რომ ბერვად უფრო ნაკლები ადამიანი იქნება დარეგისტირებული ერთ ოჯახის ექიმთან, მაგრამ ეს შესაბამის ფინანსურ უზრუნველყოფასაც მოითხოვს“,- აცხადებს გაბუნია. მისივე თქმით, თემაზე მჯელობა სამინისტროში უკვე დიდი ხანია დაიწყო და პირველადი ჯანდაცვის საბჭოს სხდომაზეც მოხდა საკითხის განიხილა, სადაც საბჭოს წევრებმა გონივრული ზღვარის 20 ათასამდე გაზრდის ინიციატივაც დააყენეს, თუმცა, საბოლოოდ ეს ზღვარი 13 ათასით განისაზღვრა. ამასთან, გაბუნია BM.GE -თან საუბარში იმისაც აანონსებს, რომ მოხდება კაპიტაციის გადასინჯვა და უახლოეს მომავალში საქართველოში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩამოვა და სწორედ მათთან ერთად მოხდება კაპიტაციის მოცულობის გადახედვა. “ჩვენ კაპიტაციის გათანაბრებული ტარიფი გვაქვს და ესეც გადასინჯივის თემაა, ამაზე მუშაობა 2020 -დან დაიწყება”-აცხადებს გაბუნია. რაც შეეხება ცვლილებების ამოქმედების თარიღს, გაბუნია განმარტავს, რომ დადგენილების პროექტი უკვე მზადაა და ახლა მხოლოდ ლოკაციები ზუსტდება.

---

 

06.12.2019

მედიასაშუალება:  https://ipress.ge/new/saphrangethma-saqarthvelos-sotsialuri-datsvis-spheroshi-35-milioni-evro-gamouqho/

საფრანგეთმა საქართველოს სოციალური დაცვის სფეროში 35 მილიონი ევრო გამოუყო

2019 წლის 29 ნოემბერს, AFD-მ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საზოგადოებრივი პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული სასესხო პროგრამის « სოციალური დაცვა » მეორე ფაზის ხელშეკრულება გააფორმეს. შეთანხმებას ხელი მოაწერა ბ-მა დიეგო კოლასმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ქ-მა გაელ ასაიაგმა, AFD-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა და ბ-მა ივანე მაჭავარიანმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა. ინფორმაციას თბილისში საქართველოს საელჩო ავრცელებს. ეს სამწლიანი პროგრამა (2018-2020) მიზნად ისახავს, საქართველოში სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას ფინანსურ და ტექნიკურ პლანზე, სახელდობრ: სოციალური დაცვისა და სოლიდარობის სისტემის გაძლიერება მოწყვლადი მოსახლეობის სასარგებლოდ, განსაკუთრებით უნარშეზღუდული ადამიანების, ქუჩის ბინადარი ბავშვებისა და მძიმე უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვების მიმართ ; ჯანდაცვის სისტემის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების ეფექტურობის გაუმჯობესებით, სტრატეგიული შესყიდვებისა და მიღწევებზე ორიენტირებული შეთანხმებების განვითარების წყალობით. გარდა ამისა, პროგრამა ითვალისწინებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში პოლიტიკის მხარდაჭერას, ერთიანი სტრატეგიის შემუშავების მეშვეობით შესაბამისი სამსახურების მოდერნიზების მიზნით ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ; დევნილებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის ოპტიმიზაცია, განსაკუთრებით რაც ეხება განსახლებისა და სოციალური შემწეობების სისტემას, ყველაზე შეჭირვებულ დევნილთა უკეთ დახმარების მიზნით. აღნიშნულ სესხთან ერთად, AFD-მ ასევე გამოყო 1 მილიონი ევროს ოდენობის სუბსიდია ორ წლიანი ტექნიკური დახმარების პროგრამისთვის, რომელსაც ახორციელებს Expertise France – საფრანგეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო სააგენტო. ტექნიკური დახმარების პროგრამა ზემოთხსენებული რეფორმების განხორციელებას შეუწყობს ხოლს, ფრანგული და ევროპული გამოცდილების შემოტანითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნარების გაძლიერებით.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

09.12.2019

მედიასაშუალება:     ალია

სკანდალი კლინიკებსა და საავადმყოფოებში - შოკში ჩავარდნილი ექიმები თეთრი ხალათებით ქუჩაში პროტესტისთვის ემზადებიან!

21 ნოემბერს ძალაში შევიდა სკანდალური ბრძანება, რომლის მიხედვითაც, რიგი ოპერაციების ფასი შემცირდა. კლინიკის ხელმძღვანელები, ექიმები, საუბრობენ, რომ ამ ფასად ხარისხიანი ოპერაციის გაკეთება შეუძლებელია და კლინიკების დიდი ნაწილია შეიძლება დაიხუროს. დადგენილების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა კლინიკებში მსგავს მომსახურეობაზე ტარიფების გათანაბრებას ეხება. ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე ყველა კლინიკას თავად დაუდგინა გათანაბრებული ტარიფები გარკვეულ მომსახურეობაზე. რაც უმეტეს შემთხვევებში, სამინისტროს მიერ დაწესებულ მანამდე არსებულ საშუალო ტარიფებზე ნაკლებია. ამ ბრძანებუის მიხედვით, პაციენტს არ აქვს უფლება ტანხა დაამატოს ხასელმწიფოს მიერ დაწესებულ ფასს. შესაბამისად, ოპერაციები, რომლებსაც ძვირადღირებული მასალები სჭირდება - საქართველოში შეიძლება საერთოდ აღარ ჩატარდეს, ან ჩატარდეს უხარისხოდ - სხვა ალტერნატივას ეს ბრძანებულება არ გვიტოვებს. "ალია" ესაუბრა, კარდიოლოგს, კლინიკა "გულის დამფუძნებელს, ანზორ მელიას. ანზორ მელია: "520-ე ბრძანებულება ანგრევს კლინიკებს, ქართულ მედიცინას. ეს ყველაფერი გამიზნულია იმისთვის, რომ 3-4 კლინიკა დარჩეს სულ, გვითხრა კიდეც პრემიერმა გახარიამ შეხვედრაზე, რა საჭიროა ამდენი კლინიკა, 3-4 კლინიკაც საკმარისიაო. კი ბატონო, მაგრამ ჯერ მოაწესრიგე ის 3-4 კლინიკა, აღჭურვე შესაბამისი დანადგარებით, რომ დაიხურონ". ანზორ მელია: "ევექსი, რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ყველა ცნობილმა ქეიმმა დატოვა, მერვე საავადმყოფო მაგალითად - ესენი დაეთანხმნენ". ანზორ მელია:"შეხვედრა, რომ მოგვიწყო პრემიერმა ჩვენ ვთხოვეთ, რომ გადაეხედა ბრძანებულებისთვის, იქნებ ის მაინც დაუშვან, რომ პაციენტს ჰოქნდეს საშუალება, სურვილისამებრ დაამატოს თანხა, მინუსებში რომ არ წავიდეს კლინიკა და იძულებული არ გახდეს, რომ დაიხუროს. 2-3 დღე მომეცით - გვითხრა, ორშაბათს გადის ეს ვადა". ანზორ მელია: "დღეს მხოლოდ 2 არჩევანი გვაქვს, ან უხარისხოდ ვემსახურებით ავადმყოფს, ან ვიკეტებით და სახლში მივდივართ". ანზორ მელია: "გულმა არ იცის პარლამნენტის წევრი და გლეხი, მთავრობის წევრს რომ გული შეაწუხებს და ვერ მოასწრებს უცხოეთში გადაფრენას - მერე რას იზამს?" ანზორ მელია: "მინისტრმა ტიკარაძემ გვითხრა, პრემიერისგან განსხვავებით მე გულს ვერ ამიჩუწყებთო".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6534962&name=09.12.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

09.12.2019

მედიასაშუალება: ალია

"ექიმები აღშფოთებულები, შოკირებულები ვართ, სამსახურში მისვლა არ მიხარია"

ჯანდაცვის ახალი რეფორმა - დადგენილებით, რომელიც ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა მიიღო, პაციენტები განწირულები არიან უხარისხო სერვისებისა და ოპერაციებისთვის. სახელმწიფო დაფინანსების თანხას ამცირებს და სერვისს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ადამიანებს უნდა გაუწიონ კარდიოქირურგიაში, რენიმაციაში, ზოგად ქირურგიაში სახელმწიფო თვითღირებულებაზე დაბალ ფასად აფასებს. ახალი რეფორმის მიხედვით, დაფინანსების განახევრება იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელი ხდება საშუალო სტანდარტული მკურნალობაც კი. აღნიშნულ საკითხზე კლინიკა "გულის" დამფუძნებელი ანზორ მელია გადაცემაში "რეაქცია" საუბრობს და აცხადებს, რომ ექიმები აღშფოთებულები არიან ახალი რეფორმით. "ჩვენ ექიმები აღშფოთებულები ვართ იმიტომ, რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი იყო საყოველთა პროგრამა და ჩვენ ექიმები ბედნიერები ვიყავით, რომ ავადმყოფს უფულობის გამო უარს არ ვეუბნებოდით, წავიდა ის დრო და საყოველთაო პროგრამამ გამოიწვია ის რომ განსაკუთრებით კარდიოქირურგია, კარდიორეიმაცია მაღალ საფეხურზე ავიდა. დღეს შოკირებულები ვართ და სამსახურში მისვლა არ მიხარია, იმიტომ რომ ვიცი რა მელის, მელის ის, რომ ავადმყოფს სჭირდება სტენდის ჩაყენება და ყველა ითხოვს წამლით დაფარული სტენდის ჩაყენებას. როცა ვიანგარიშე რა ჯდება წამლით დაფარული სტენდის ჩაყენება, გამოვიდა ,რომ 1800 ლარი ჯდება ეს სტენდი. მე რომ ჩავაყენო ხარისხიანი სტენდი 2050 ლარი ღირს. ჩემი კლინიკა არანაირ შემთხვევაში უხარისხო სტენდს არ ჩააყენებს, დღეს 5 კაცს გადავუდეთ და გავუშვით ავადმყოფები. როცა კაცი კვდება, რა ფულზეა საუბარი ჩააყენებ სტენდს, მაგრამ ამას სულ, ყველა შემთხვევაში ვერ გააკეთებ. სახელმწიფოს მიერ დადებული ფასი 300-400ლარით ნაკლებია" - აცხადებს ანზორ მელია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6535698&name=09.12.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

09.12.2019

მედიასაშუალება: ფორბსი

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა - "პაციენტი" რეანიმაციაში

თბილისის თითქმის ყველასაავადმყოფოს დირექტორი და შესაბამისი დარგობრივი ასოციაციის ხელმძღვანელი ხელს აწერს ღია წერილს, რომლითაც მათ პრემიერ- მინისტრ გახარიას მიმართეს და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520 დადგენილების ამოქმედების მინიმუმ ექვსი თვით გადავადება მოითხოვეს. ამ დადგენილებით საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად შეამცირა ფასები ყველაზე მაღალტექნოლოგიურ და ისეთ ძვირად ღირებულ სამედიცინო მიმართულებებზე, როგორიცაა: რეანიმაცია, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია. განცხადების ავტორები მოლაპარაკებას და ისეთი ტარიფების დამტკიცებას ითხოვენ, რომლებიც დღევანდელ რეალობას ასახავს. იმ ფაქტს, რომ 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია, განმცხადებლები შემდეგნაირად ასაბუთებენ: 2013 წელს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებისას, სხვა იყო ეროვნული ვალუტის კურსი და, შესაბამისად, სხვა იყო ამ ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურებებისათვის საჭირო ძირითადი მედიკამენტებისა და სახარჯი მასალის ფასი, ასევე კომუნალური გადასახადები. მაგალითად, სისხლისა და სისხლის კომპონენტების ფასები 2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, სულ მცირე 40%-ით, ზოგიერთ შემთხვევაში კი 128%-ითაც გაიზარდა. ბოლო ექვს წელში 76%-ით გაიზარდა ფასები ანტიბიოტიკებზე. სამედიცინო სექტორი ასევე მიუთითებს, რომ საავადმყოფოები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მისაღებ თანხებს სახელმწიფოსგან ხუთი- ექვსი თვის დაგვიანებით იღებენ. ჯანდაცვის სამინისტრო ღია წერილზე პასუხში თავად აღიარებს, რომ საავადმყოფოების მიმართ სახელმწიფოს დავალიანება 360 მლნ ლარია. მხოლოდ წელს, როცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაგეგმილი ბიუჯეტი 754 მლნ ლარია, პროგრამას კიდევ 74 მლნ ლარის დამატება დასჭირდება. ფაქტია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც აქამდე საზოგადოებაში “ქართული ოცნების” ერთადერთ მიღწევად მიიჩნეოდა, სინამდვილეში რეანიმაციაში მყოფი სულთმობრძავი პაციენტია. ამიტომ უნდა ვიკითხოთ, სადაა გამოსავალი? მეტი ადმინისტრაციულ-ბიუროკრატული სოციალიზმი?! გამოსავალი, რომელიც მთავრობამ 520-ე დადგენილებით საავადმყოფოებს შესთავაზა, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, დავით სერგეენკოს პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა. კრიტიკულ მედიცინას დაფინანსება ჯერ კიდევ 2015 წლის ცვლილებებით შეუმცირდა: იხილეთ ჩემი წერილი “რა ელის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას”. 2014 წლიდან მოყოლებული უკლებლივ ყველა კვლევა აჩვენებდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ორ ძირითად ნაკლს: 1. პროგრამის ფინანსებს შედარებით შეძლებულები უფრო მოიხმარდნენ, ვიდრე გაჭირვებული მოქალაქეები (იხილეთ ჩემი წერილი “ფორბსში” ღარიბს ვართმევ, მდიდარს ვაძლევ… ), და 2. პრაქტიკულად უშედეგო იყო პროგრამის ფინანსების ხარჯვაზე სახელმწიფო კონტროლი. პირველის გამოსწორებას დავით სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში 2017 წლის გაზაფხულზე შეტანილი ცვლილებებით შეეცადა, როდესაც პროგრამით მოსარგებლეები ოთხ მიზნობრივ ჯგუფად დაყო. საბოლოოდ, ამ ცვლილებით, მილიონზე მეტი ადამიანისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა გაუარესდა, რომელიც ისედაც უკვე გაუარესებული იყო. 2017 წლის ივნისში მსოფლიო ბანკმა საქართველოს საჯარო ფინანსების მიმოხილვა ჯანდაცვის სექტორს მიუძღვნა და პირდაპირ აღნიშნა, რომ 2012 წლიდან 2015 წლამდე შინამეურნეობების რაოდენობა, რომელთაც ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ, 6%-ით გაიზარდა. მსოფლიო ბანკის მიმოხილვის თანახმად, კატასტროფული დანახარჯების ზრდა ამ პერიოდში მედიკამენტებზე (რომელთაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ჰოსპიტალური მომსახურების მიღმა არ ფარავს - ზ.ჭ.) დახარჯული თანხების ზრდამ გამოიწვია. 2018 წლისთვისაც, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში უკვე თითქმის 2,4 მლრდ ლარი იყო დახარჯული, პაციენტების ჯიბიდან გადახდილი თანხა მკურნალობის საერთო ღირებულების 54% იყო. 2017 წლის გაზაფხულის ცვლილებების მიუხედავად, დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მზარდი ხარჯის შეკავება მაინც ვერ შეძლო. როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს, “პროგრამაში წარმოიშვა ბიუჯეტის მკვეთრი დეფიციტი, რომელმაც 2019 წელს მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია (2014 წელს 50 მილიონიდან ზრდა 2019 წელს 80 მილიონამდე)”. ხარჯების ზრდა ნაწილობრივ ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული: სხვა ქვეყნებშიც, ეკონომიკის სხვა სექტორებთან შედარებით მაღალი ინფლაცია ჯანდაცვის სექტორში ტექნოლოგიური გადაიარაღების დიდი სისწრაფით აიხსნება. მაგრამ საქართველოში ინფლაცია დამატებით სუბიექტურმა ფაქტორმაც წაახალისა: “ქართული ოცნების” გაუმართლებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, როგორც მინიმუმ, ვერ დაიცვა ლარის სიმყარე გაუარესებულ რეგიონულ გარემოში (როგორც მთავრობა ამტკიცებს), ჩემი აზრით კი, თავად წაახალისა ლარის დასუსტებაც და, დამატებით აქციზის ზრდით, ინფლაციაც. ამას გარდა, ხარჯების ზრდის კიდევ ერთი სუბიექტური ფაქტორი ისაა, რომ შეუძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლის მექანიზმებით ასეთი მასშტაბური პროგრამის ხარჯთეფექტიანობის მიღწევა. მსოფლიო ბანკის 2017 წლის ივნისის მიმოხილვაში (პარაგრაფი 2.21 და 2.28) ვკითხულობთ: “ჯიბიდან მაღალი დანახარჯები მოქალაქეებს უბიძგებს, ზედმეტად ისარგებლონ ძვირი, მაგალითად, გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურებით, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფარავს. ...საქართველოში ჯანმრთელობაზე ზრუნვა მიდრეკილია ჰოსპიტალური მკურნალობისკენ, ხოლო ამბულატორიული მკურნალობა, კერძოდ კი პირველადი ჯანდაცვა, ნაკლებად გამოიყენება”. მთავრობა სწორედ ამ მეორე პრობლემას შეეჭიდა, ოღონდ არა თანამედროვე საბაზრო, არამედ ისევ სოციალისტური, ადმინისტრაციული მეთოდებით. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ზემოთ დავწერე, რომ ახლანდელი პოლიტიკა სერგეენკოს პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა. დიდი ანალიზი არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ 520-ე დადგენილების შედეგად: • გაიზრდება უმუშევრობა სამედიცინო სფეროში; • შეუმცირდება (ან, როგორც მინიმუმ, კარგა ხნით გაეყინება) შემოსავალი მათ, ვინც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს, მაგრამ გაეზრდება დატვირთვა; • გაუარესდება პაციენტების მკურნალობის ხარისხი. ამ ქმედებას მთავრობისთვის პოლიტიკური შედეგებიც მოჰყვება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პოზიტიური აღქმა საზოგადოებაში მნიშვნელოვანწილად პროგრამის მიმართ სამედიცინო სექტორის დადებითმა დამოკიდებულებამაც განსაზღვრა. გარდა იმისა, რომ სექტორში მეტი ფული შევიდა (რაც უდავოდ დადებითი მოვლენა იყო და ამას მივესალმე კიდევაც 2013 წელს), სამედიცინო სექტორი კმაყოფილი იყო იმითაც, რომ “ქართულმა ოცნებამ” ექიმებს “ეს საზიზღარი სადაზღვევოები” მოაშორა. ახლა, როდესაც ტარიფების შემცირებას, წესით, საავადმყოფოების მიმართ ადმინისტრაციულ-სადამსჯელო მექანიზმების უფრო მკაცრი (ვიდრე ამას სერგეენკო აკეთებდა) გამოყენება უნდა მოჰყვეს, სამედიცინო სექტორის უკმაყოფილების ზრდა მნიშვნელოვნად მისცემს ბიძგს საზოგადოებაში ჯანდაცვის სფეროს მიმართ უკმაყოფილების ზრდასაც. ეს უკმაყოფილება ისედაც არსებობს მედიკამენტებზე ფასების ზრდის გამო. (არაჰოსპიტალური გამოყენების) მედიკამენტის ხარჯი კი სწორედ მოქალაქეების ჯიბეს აწვება. ისევ სადაზღვევოები?! დიახ, ისევ სადაზღვევოები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან ექვსი წლის თავზე სამედიცინო სექტორი მივიდა იმ აზრამდე, რომ ერთი შემსყიდველის სისტემას, როდესაც მთავრობას ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია პოლიტიკის საავადმყოფოების საზიანოდ შეცვლა, ისევ სადაზღვევო სისტემაზე დაბრუნება სჯობს. სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა კონტრაქტის საფუძველზე იგება და მთავრობას ერთადერთ რამეს სთხოვ: პაციენტს/ დაზღვეულს, სავადმყოფოსა და სადაზღვევო კომპანიას შორის ურთიერთობის სამართლიანი წესების დაცვას (იხ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის 177-ე დადგენილება). დღევანდელ სისტემაში მთავრობა მოთამაშეცაა (ფულს იხდის) და არბიტრიც. იმ სისტემაში, რომელიც მე მესახება გამოსავლად, მთავრობა მხოლოდ არბიტრია, ხოლო ჯანდაცვის ფინანსების (მათ შორის, სახელმწიფო ფინანსების) ხარჯთეფექტიანობას სამედიცინო და სადაზღვევო სექტორების საბაზრო ურთიერთჭიდილი განსაზღვრავს იმ პირობით, რომ პაციენტის უფლებები არ დაირღვეს და მისი მკურნალობის ხარისხი არ დაქვეითდეს. რეფორმის როგორი გზაც არ უნდა იქნეს არჩეული, მისი მყისიერი ცვლილება, როგორც ახლა ხდება, ჯანდაცვის სექტორისთვის მძიმე გადასატანი იქნება. ამიტომ აუცილებელია, რეფორმა თავად სექტორთან ერთდ დაიგეგმოს და დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლაც დროში გაწერილი გრაფიკით მოხდეს. მთავრობამ უნდა განსაზღვროს, ვის და რამდენად ეხმარება, ოღონდ გამოყოფილი ფულით ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტები უნდა შეიძინოს და საავადმყოფოებთან ანგარიშსწორება სადაზღვევო კომპანიების ფუნქცია უნდა გახდეს. მთავრობის ფუნქცია, როგორც უკვე ვთქვი, ურთიერთობის სამართლიანი წესების უზრუნველყოფაა. მხოლოდ ასე რეფორმირებულ სახელმწიფო პროგრამას შეუძლია მედიკამენტის მიზნობრივი ჯგუფებისათვის გამოყოფილი ხარჯი დაიმატოს და ეს დანამატი სახელმწიფო ბიუჯეტისათვის “შავ ხვრელად” არ აქციოს. სადაზღვევო მედიცინაზე დაბრუნების გარეშე შეუძლებელია, მთავრობამ რაიმე არსებითი დახმარება გაუწიოს მოქალაქეებს, რომლებიც მედიკამენტებზე საკუთარი ჯიბიდან მათ გამაღარიბებელ დანახარჯს იხდიან. წერილში “საყოველთაო დაზღვევის უტოპია” 2013 წლის სექტემბერში ვწერდი: “როგორც კი კერძო სადაზღვევო კომპანიები საერთოდ გავლენ ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრიდან და სახელმწიფო ფონდი მონოპოლიურ ან თითქმის მონოპოლიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე, იგი უკარნახებს ფასებს სამედიცინო დაწესებულებებს და შეეცდება, სამედიცინო მომსახურების ფასები დაბლა დააწევინოს, რაც მოკლევადიანად თითქოს კარგი იქნება პაციენტებისათვის, მაგრამ გრძელვადიანად: 1. გააუარესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს; 2. მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს სამედიცინო დაწესებულებებს, რაც შედეგად მოიტანს სამუშაო ადგილების შემცირებას და/ ან სახელფასო განაკვეთების, თუ შემცირებას არა, გაყინვას მაინც”. სამწუხაროდ, ის, რაც დღეს ხდება, 2013 წელსაც ნათელი იყო, თუ პოლიტიკური სიმპათია- ანტიპათიის მიუხედავად, ჯანდაცვის სექტორს მიუკერძოებელი თვალით შევხედავდით. სამედიცინო სექტორმაც, რომელმაც განვლილ ექვს წელიწადში სახელმწიფოსგან 3,5 მლრდ ლარი მიიღო, დიდი ხანია იცის, რომ ხარჯვის დღევანდელ სისტემას ბიუჯეტი, უბრალოდ, ვერ გაუძლებს. და შინაგანად მზადაა მორიგი ცვლილებისათვის, ოღონდ, როგორც საავადმყოფოების ხელმძღვანელები გახარიასადმი წერილში სამართლიანად აღნიშნავენ, ასეთი ცვლილება მათთან და სადაზღვევო სექტორთან მჭიდრო კოორდინაციით და, როგორც უკვე აღვნიშნე, დროში მკაფიოდ გაწერილი გრაფიკით უნდა განხორციელდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6535680&name=09.12.2019+-+%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

09.12.2019

მედიასაშუალება:     ბანკები და ფინანსები

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან სახელმწიფო უნდ გავიდეს და მოწყვლადი ჯგუფების დაფინანსების ნიშა დაიტოვოს"

სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან უნდა გავიდეს და მოწყვლადი ჯგუფების დაფინანსების ნიშა დაიტოვოს, ასეთ შემთხვევაში, ჯანდაცვის სფეროში კერძო ბიზნესს წარმატების პერსპექტივა ექნება, – ამის შესახებ ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში ჯანდაცვის ბაზარზე ბიზნესის პერსპექტივები განიხილეს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისათვის ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემოღება გადაწყვიტა. აღნიშნულ ინიციატივას კლინიკები უარყოფითად შეხვდნენ, რადგან ასეთი რეფორმის შედეგად ფინანსურ პრობლემებს ელოდებიან. თუმცა ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფმა ასეთ ვითარებაში სამედიცინო აქტივების გაფართოება გადაწყვიტა და „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკების 17 ქსელის 100- პროცენტიანი წილი შეიძინა. კობახიძის განმარტებით, ჯანდაცვის სფეროში კერძო ბიზნესს განვითარების სრული პერსპექტივა აქვს, რადგან როგორც კვლევები აჩვენებს, სახელმწიფო ჯანდაცვის სფეროში დახარჯული თანხების მხოლოდ 35 პროცენტს ფარავს, დანარჩენს მოსახლეობა იხდის, რომელიც სამკურნალოდ ხშირად უცხოეთში მიდის. ბიზნესის წარმოების მნიშვნელოვანი პოტენციალი რეგიონებშიც იკვეთება. „კვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ საქართველოს მოსახლეობა ჯანდაცვის ბიზნესში ძალიან დიდი დანახარჯებს ტოვებს. სამწუხაროდ, თუ განვითარებისთვის საბედნიეროდ, ხარისხი ჯერ კიდევ საშუალებას იძლევა, რომ გაიზარდოს. სახელმწიფო ჯამურ შემადგენელში მხოლოდ 35 პროცენტს ხარჯავს. როდესაც ბიზნესი ნებისმიერ იდეას უყურებს, ბუნებრივია, ამ სტატისტიკასაც ეყრდნობა. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ძირითადად სამ ქალაქზე მოდის ეს დანახარჯები – თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. საკუთარი ბიზნესის რეგიონულად სწორად გადანაწილება და დივერსიფიცირება ნიშნავს, რომ ეს სერვისი რეგიონებში ხელმისაწვდომი გავხადოთ. რეგიონებში ძირითადად გადაუდებელი სერვისების მიწოდება ხდება. ზოგადად სამედიცინო სერვისების 75 პროცენტი თბილისზე მოდის. რეგიონებში დეფიციტია ისეთი სერვისების, რომელიც თავისუფლად შესაძლებელია რომ მიეწოდოს და ადამიანს ყველა ტიპის სერვისზე თბილისში არ უწევდეს მობილიზება. ქვეყნის გარეთ გაცდენილი სამედიცინო დანახარჯებიც საკმაოდ მაღალია. და როდესაც ვხედავთ, რომ რეგიონებში ელემენტარული მომსახურება შეგვიძლია დავნერგოთ და გავაძლიეროთ, სწორი გადაწყვეტილებაა დღეს ამ ბიზნესი შესვლა“, – განაცხადა კობახიძემ. მისი მოსაზრებით, მოცემულ მომენტში ქართულ სამედიცინო სფეროში საკმაოდ კარგი მაღალტექნოლოგიური აპარატურაა ხელმისაწვდომი, მაშინ როცა მაღალი კვალიფიკაციის ქართველი ექიმები უცხოეთში მუშაობენ. აპარატურის და კადრების ერთმანეთთან დაკავშირების შემთხვევაშიც კერძო ბიზნესი სარგებელს ნახავს. თუმცა, კობახიძის ვარაუდით, კერძო ჯანდაცვის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სახელმწიფოს როლის მინიმალურ დონეზე დაყვანა იქნებოდა. „მე მაქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფო საყოველთაო სადაზღვევო პროგრამიდან ნელნელა უნდა გავიდეს და ძალიან მცირე ნიშა უნდა დაიტოვოს მოწყვლადი ჯგუფების დაფინანსების სახით – მაგალითად, როგორიც არის სერვისების ხარჯების სრულად დაფარვა ბავშვების, პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის. თუ ჩვენ აქამდე მივალთ და წარმოუდგენელია, რომ ეს არ გაკეთდეს, მაშინ ჩვენი დღეს დაწყებული ბიზნესი ძალიან ეფექტური იქნება“, – განუცხადა ნინო კობახიძემ „ბიზნესპარტნიორს“.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6535229&name=09.12.2019+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

09.12.2019

მედიასაშუალება:     ბანკები და ფინანსები

გადაჭარბებული საკეისრო ოპერაციები - "ევექსი" მორიგ სკანდალში გაეხვა

„ევექსის“ მორიგი კრახი - კორპორაცია, რომელსაც უმაღლესი მომსახურების ქსელის სტატუსზე აქვს პრეტენზია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და 149 700 ლარით ჯარიმდება. „ევექსმა“ კიდევ ერთხელ დაიკავა მოწინავე პოზიციები ისეთ რეიტინგებში, რომელიც მათ პროფესიონალიზმზე, პაციენტებისა და ჰიპოკრატეს ფიცის მიმართ ერთგულებაზე დამატებით კითხვის ნიშანს ბადებს და უკვე არაერთხელ შელახულ რეპუტაციას ძლიერ დარტყმას აყენებს. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ „ევექსის“ ბათუმის ჰოსპიტალი საკეისრო კვეთების გადაჭარბებით კეთებაში დაჯარიმებული კლინიკების ექვსეულში ქუთაისის სამშობიაროების გვერდით აღმოჩნდა და ჯარიმის რაოდენობით გაუსწრო კიდეც. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს, საკეისრო კვეთების გადაჭარბებული რაოდენობის გამო ექვსი კლინიკა დაჯარიმდა. დაჯარიმებული კლინიკები და მათზე დაწესებული სანქციები კი ასე გამოიყურება: 1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა – 149 800 ლარი; 2. ევექსის ჰოსპიტლების იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი – 149 700 ლარი; 3. ემბრიო – 111 900 ლარი; 4. ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკა – 115 800 ლარი; 5. ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლი – 99 900 ლარი; 6. ქუთაისის N3 სამშობიარო სახლი – 49 500 ლარი. მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 500 ლარით აფინანსებს, საკეისროს კი 800 ლარით. როცა მშობიარე საკეისრო ოპერაციას ითხოვს, რატომაც არ უნდა ავიღოთ სკალპელი ხელში, თუკი ამით არა 500-ს, არამედ 800 ლარს მივიღებთ. მე რა, რომ შეიძლება ნორმას გადავაჭარბოთ და სამედიცინო სფეროში ყველაზე უპასუხისმგებლო კლინიკის სტატუსი გავიმყაროთ????- ამ პრინციპით მოქმედი კლინიკების მიზნები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. 6 კლინიკა - აქედან 3 ქუთაისში მდებარე სამშობიარო სახლია. რიგით მეორე კი სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც დღეისათვის საქართველოს 6 რეგიონში 36 კლინიკით არის წარმოდგენილი. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ , რომლის მფლობელობაშიცაა სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“, პირველი ჯანდაცვის ჰოლდინგია რეგიონიდან, რომელმაც 2015 წელს ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში აქციები წარმატებით განათავსა, რითაც 100 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი კაპიტალი მოიზიდა. მოულოდნელად გამდიდრებული ღარიბის ისტორიას ჰგავს ის, თუ როგორ იყენებს „ევექსი“ ამ ფინანსებს არა პაციენტების საკეთილდღეოდ, არა პროფესიონალიზმის ასამაღლებლად, არა უმაღლესი ტექნოლოგიების დასანერგად და არა მომსახურე პერსონალის მოტივაციის ასაწევად. გარდა იმისა, რომ საზოგადოებაში „ევექსის“ მიმართ უარყოფითი მოსაზრებები დიდი ხანია მუსირებს მათი მომსახურების ხარისხზე, გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმზე, როგორც აღმოჩნდა, ის ასეთ მომსახურებას ჭარბადაც გასცემს. რა პასუხი აქვს ამაზე „ევექსს“? გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას? მოტივირებულია თუ არა, რომ მეტი გააკეთოს იმ პაციენტების ოჯახების სახელით, ვისაც მათმა საქმინობამ ცხოვრება გაურთულა. შესაძლოა თუ არა, რომ კორპორაცია ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით ჭარბად ატარებდეს საკეისრო კვეთის ოპერაციებს? ამ შეკითხვებზე „ევექსის“ პასუხი იყო დამდგარი შედეგის გადაბრალება პაციენტების არასაკმარის განათლებაზე. „ევექსის“ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის დირექტორი თამარ ბახტაძე დაწესებულების ფინანსურ ინტერესებს კატეგორიულად უარყოფს და საანგარიშო წლის ბოლოს ბევრად პოზიტიური შედეგების ჩვენების პირობას დებს. „ამ საქმეში ფინანსურ ინტერესებს აბსოლუტურად გამოვრიცხავ. საკეისრო ოპერაციები ტარდებოდა ან მკაცრი სამედიცინო ჩვენებით, ან მშობიარეს მოთხოვნით. ახლა ფიზიოლოგიური კვეთის უპირატესობების შესახებ დიდი საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. როცა დავინახეთ, რომ ქალბატონები ხშირად ითხოვდნენ საკეისრო კვეთას, მერე მოხდა ამ ისტორიის გაანალიზება. ახლა ეს მაჩვენებელი ბევრად გავაუმჯობესეთ და საანგარიშო წლის ბოლოს დასაშვებ ზღვარს მივუახლოვდებით. „უნდა აღინიშნოს, რომ საკეისრო კვეთის დიდი წილი მოდიოდა ისეთ ქალბატონებზე, რომელთაც ერთი ან მეტი საკეისრო კვეთა ჰქონდათ ანამნეზში. თუმცა, როცა ერთი საკეისრო კვეთა ჰქონდათ, მაინც ითხოვდნენ ქალბატონები, რომ კიდევ გაეკეთებინათ. აუცილებელია, რომ ერთხელ ნაკეისრალი ქალები არ ითხოვდნენ განმეორებით იგივე ტიპის ქირურგიულ ჩარევას,“– ამბობს თამარ ბახტაძე. სახელმწიფომ კლინიკებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა თანახმად, ექიმი ვალდებულია, განუმარტოს მშობიარეს ამ სახის ოპერაციასთან დაკავშირებუ-ლი რისკები და გართულებების ალბათობაა.გაითვალისწინებს თუ არა მომავალი საანგარიშო წლისთვის ამ რეკომენდაციებს „ევექსი“, დროისა და პასუხისმგებლობის საკითხია. მიმდინარე წელს, სამეანო-ნეონატალური სერვისის მომწოდებლის სტატუსი შეუწყდა ერთ სამედიცინო დაწესებულებას – ქუთაისის N3 სამშობიარო სახლს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში საკეისრო კვეთით მიმდინარე მშობიარობების წილი 2000 წლიდან 4.3- ჯერ გაიზარდა და 2017 წელს მშობიარობათა საერთო რაოდენობის 44.7% შეადგინა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტს სამჯერ აღემატება. 2018 წელს ჩატარებული საკეისრო კვეთების პროცენტი კი შემცირდა და 41.6%-ს გაუტოლდა. 2017 წლის პირველი მარტიდან საქართველოში ამოქმედდა სანქციები იმ სამშობიარო კლინიკებისთვის, სადაც გარკვეულ პერიოდში (ამ ეტაპზე ეს პერიოდი ერთი წლითაა განსაზღვრული) საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი არ შემცირდა. საქართველოში საკეისრო კვეთის მაჩვენებელი მსოფლიოში დადგენილ სტანდარტს ორ-სამჯერ აჭარბებს. 2018 წელს დაფიქსირებული მცირედი კლების მიუხედავად, მონაცემი მაინც საგანგაშოა. სახელმწიფო პრობლემის გადაჭრას და ფიზიოლოგიური მშობიარობის წახალისებას გამკაცრებული რეგულაციებით, მათ შორის სოლიდური ფინანსური სანქციებით ცდილობს, თუმცა სასურველი შედეგი ჯერ ვერ დგება. სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს მეთოდების შეცვლას ურჩევს. არ არის გამორიცხული, რომ პრობლემის გადასაჭრელად საკეისრო კვეთის დაფინანსების წესში ცვლილება შევიდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6535356&name=09.12.2019+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 

​